შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 14


10-11-2016, 18:18
ავტორი Viktoria
ნანახია 1 994

სახლში მივედი აბაზანაში შხაპი მივიღე თავი მოვიწესრიგე და პირსახოც მოდებული ოთახში დავიწყე ბოდიალი. დღეს კურსელები ერთმანეთს ვხვდებოდით, მე კიდევ სასურველი კაბაც კი არ მომიძებნია, ბევრი ძრომიალის შედეგად ვიპოვე რასაც ვეძებდი. ფერებიდან შავ ფერზე ვგიჟდებოდი, დღეიდან ისიც მეცოდინება, რომ წითელი ფერი ძალიან მიხდება. მოკლე მკერდზე მოჭერილი კაბა ჩავიცვი, შავი მაღალ ქუსლიანები, ყელზე ბებოს ნაჩუქარი ყელსაბამი გავიკეთე, ხელზე უბრალოდ დედას ქალიშვილობის ლალის ბეჭდი, თმები ჩამოვიხვიე და ჩამოვიყარე, პატარა ჩანთაც დავიჭირე ყოველი შემთხვევისთვის. საძინებლიდან მისაღებ ოთახში ჩავედი, გიორგის უნდა გამოევლო ჩემთან და ერთად უნდა წავსულიყავით, მალე გიორგიც მოვიდა და ეთად წავედით.ყველანი ერთმანეთს ვულოცავდით ახალ წელს, ვსვამდით, ვცეკვავდით, ვიცინოდით, ვსაუბრობდით და დროს არაჩვეულებრივად ვატარებდით. ღამის პირველი საათისათვის სახლისაკენ წამოვეწდით, ანი ლუკა და გიორგი სამივე ჩემთან რჩებოდნენ. ანი და ლუკა სტუმრებისათვის განკუთვნილ საძინებელში გავიყვანეთ. მე და გიორგი კი სასტუმრო ოთახში დავბრუნდით ნასვამები ვიყავით და ვიცინოდით.
- დღეს მართლაც კარგი დრო გავატარე.
- ხო მეც ძალიან კარგი დრო გავატარე გიორგი კარგი იქნება თუკი ავღნიშნავთ კიდევ რამეს ერთად.
- კურსელებთან ერთად თუ არა ჩვენ ოთხნი, რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებით ხო იცი.
- მაგაში დარწმუნებული ვარ.
- გეძინება თუ არა?
- არა ეხლა ნაყინი მინდა თან ძალიან შემომიერთდები?
- დიდი სიამოვნებით.
სამზარეულოში გავედი მაცივრიდან გამოვიღე შოკოლადის ნაყინი და ორი კოვზიც გავაყოლე ხელს, სატუმრო ოთახში დავბრუნდი გიორგი მდივანზე წამომჯდარი დამხვდა.
- ორი კოვზი... და რაში დაგჭრდა ორი კოვძი?
- რავი ვიფიქრე, რომ...
- რაც არ უნდა გეფიქრა, იცოდე ერთიც საკმარისია ჩვენთვის.
- კარგი, როგორც შენ გინდა.
გვერდით მივუჯექი და ნაყინის ჭამაც დავიწყეთ, შესწორება დავიწყე, ის კიდევ მიცდიდა სანამ არ მივაწოდე მანამდე არ უჭამია.
- იცი შენი ხელიდან მოწოდებული უფრო გემრიელია.
- რავი აბა მე ასეთს ვერაფერს ვერ ვამჩნევ, მაგრამ თუკი შენ ასე ფიქრობ ალბათ ყველაფერი მასე არის.
ნაზად შემახო თითები ტუჩებზე და ეშმაკურად ჩაიცინა.
- დასვრილი იყავი. მსურდა, რომ ტუჩებით მომეშორებინა, მაგრამ ჩვენ ხომ მეგობრები ვართ ასე, რომ თითებით მოგაშორე.
- მარტო მაგიტო მოიქეცი ეგრე?
- არა, უბრალოდ შენი გაბრაზება და შენთან ჩხუბი არ მინდოდა თორემ მეგობრობა რას შემაჩერებდა.
- გასაგებია.
- საძინებელში ხომ არ ავსულიყავით?
- კარგი წამო წავიდეთ.
საძინებელში ავედით და საწოლზე წამოვწექით.
- იცი როცა ჩემს გვერდით ხარ, ოდნავ ვნერვიულობ.
- ვხვდებოდი, იცი რატომ ნერვიულობ?
- ვხვდები, ალბათ იმიტომ, რომ მომწონხარ.
- მეც მარიამ არა მარტო მომწონხარ, არამედ მიყვარხარ.
- ნუთუ ასე მალე?
- შენ წარმოიდგინე და კი, მიყვარხარ მარიამ.
- მოდი დავიძინოთ კარგი.
- ნუ ვცადოთ დაძინება, მისმინე რო რამე გახდაში ხომ დამეხმარები?
- მოდი აქ მომიახლოვდი.
საროჩკის ღილები ნელ-ნელა შევუხსენი და იქვე სავარძელზე მოვისროლე, ფეხზე გავხადე და გავუღიმე.
- მეც ხომ არ მოგეხმარო კაბის გაძრობაში?
- ნუ შეწუხდები გიორგი მარტოც მოვახერხებ.
- კარგი იცოდე მალე დამიბრუნდი.
სააბაზანოში შევედი, კაბა გავიძრე და იქვე ადგილზევე გავიყინე. ხო ვამბობ არა, რომ ეს ბიჭი ჩემზე ძალიან მოქმედებს მეთქი, ახლა რაღა ვქნა? პიჟამოების წამოღება დამავიწყდა, ასე ვერ გავალ, კაბის ჩაცმა კი მეზარება.
- ამდენ ხანს მანდ რას აკეთებ? აღარ გამოხვალ რო რამე?
- გამოვიდოდი, მაგრამ არაფერი არ მაქვს, რომ ჩავიცვა, შენს გამო პიჟამოების წაღება დამავიწყდა.
- რა ჩემი ბრალია თუ ასე მოინუსხე ჩემით, თუ გინდა გამოდი თვალებს დავხუჭავ და არ შემოგხედავ.
- კი კი აბა რა, შენ გგონია დაგიჯერებ.
- გპირდები, მართლა არ გამოგხედავ.
- მისმინე კარს გავაღებ და შენ პიჟამოებს მესვრი.
- ხო კარგი კარგი როგორც შენ გინდა ისე იყოს.
კარი გავაღე გიორგის ნასროლი პიჟამოები ავიღე, ჩავიცვი და საძინებელ ოთახში გავედი.
- სექსუალური ხარ.
- ვიცი.
- მოდი ჩემთან.
საწოლში ჩავწექი და გიორგის გადავხედე ის უბრალოდ იცინოდა.
- რა, რა ხდება? რაზე იცინი?
- პიჟამო უკუღმა გაცვია.
- რა, რა უკუღმა, ხო არ გააფრინე?
- აი ნახე, მოდი მოგეხმარები.
ნაზად შემიცურა ხელი პიჟამოს ქვეშ და ვიგრძენი მისი ცეცხლოვანი ხელები წელზე, სულ რაღაც 3 წუთში შემომაძარცვა პიჟამო და შეთვალიერების შემდეგ ჩაიღიმა, გასწორებული პიჟამო უკანვე დამიბრუნა და ჩაცმაში დამეხმარა.
- ეს რა იყო, იქნებ ამიხსნა?
- ეს არც არაფერი არ ყოფილა.
- ნუთუ?
- ხო ასე, რომ დამშვიდდი და წამოწექი.
ხელი დამავლო და საწოლზე წამომაწვინა.
- ტკბილ ძილს გისურვებ მშვენიერო.
ნაზად მეამბორა შუბლზე და სხეულზე მიხუტებული ვყავდი რამოდენიმე წუთის განმავლობაში. არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.

ესეც ასე მონდევნო თავი იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი nia

Zaaan magariaaa

 


№2  offline წევრი სალი-სალი

მომწონს მომწონს ძალიან მომწონს ^_^ <3 იმედია მალე დადებ შემდეგ თავს <3

 


№3  offline წევრი Viktoria

nia
Zaaan magariaaa

<3

სალი-სალი
მომწონს მომწონს ძალიან მომწონს ^_^ <3 იმედია მალე დადებ შემდეგ თავს <3

ხვალ დავდებ მომდევნო თავს.მიხარია თუ მოგეწონა. <3

 


№4 სტუმარი Guest Mancho

მომეწონა ძაალიაააან მალე დადე შემდეგწბც ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent