შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალეიდოსკოპი (V თავი)


10-11-2016, 19:35
ავტორი ბაბუაწვერა
ნანახია 1 346

უცნაურმა, ერთმანეთში არეულმა მრავალმა გრძნობამ თუ ემოციამ მოიცვა მისი მთელი არსება და შებოჭილობის განცდა დაეუფლა. კარგა ხანს იდგა შესასვლელში გაშეშებული და მისაღებს დაკვირვებით ათვალიერებდა. მისი წასვლის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა. იატაკზე ჯერ კიდევ შერჩენილიყო გამხმარი სისხლის კვალი. ოთახში სრული არეულობა სუფევდა. ყველგან სისხლიანი საფენები და ბინტები ეყარა. მსგიდაზე ჯერ კიდევ მიბმული გაჭრილი ტყავის ნაჭრები უსიცოცხლოდ ჩამოკიდებულიყვნენ, ერთ-ერთი სკამი ამოყირავებული იყო, გარშემო კი ყველაფერი მტვერსა და კალეიდოსკოპების ნამსხვრევებს აევსო. ყველაფერი ეს მთლიანობაში საშინელ, დამთრგუნველ და გულისამრევ სანახაობას ქმნიდა ანასთვის. ირგვლივ გამაყრუებელი სიჩუმე დამკვიდრებულიყო, რასაც დროდადრო, გოგონას გადადგმული ნაბიჯებისაგნ გამოწვეული იატაკს ჭრიალი არღვევდა.
დანა ხელში მაგრად ჩაბღუჯა და გადაწყვიტა სახლის ჯერ კიდევ უცნობი ნაწილი მოენახულებინა. გული უგრძნობდა, რომ „ბოროტმოქმედი“ ჯერ კიდევ აქ იყო, მკვდარი ან ცოცხალი. კიბეებისკენ გაემართა და ნელა ააბიჯა პირველ საფეხურზე. ლპობაშეპარებულმა ფიცარმა უარესი ჭრიალი გაიღო. მიდიოდა ნელა, ამავდროულად მკერდში არსებული გული საშნელი სისწრაფით ფეთქავდა. როდესაც კიბე აიარა, ვიწრო დერეფანს გაუყვა და პირველ კართან შედგა. ნელა შეაღო, თუმცა სრული სიცარიელე დახვდა და იმედგაცრუებულმა ისევ დახურა. ახლა უკვე მეორე კართან იდგა. სახელური ჩამოსწია და კარს მიაწვა, რომელიც დაჟანგული ანჯამების გამო ჭრიალით გაიღო. ახლა უკვე ნათლად ხედავდა ძველ საწოლზე მწოლიარე უგონოდ მყოფ სხეულს, რომლის სილუეტიც ფანჯრიდან შემომავალ მკრთალ სინათლეზე იკვეთებოდა. გოგონა ნელა მიუახლოვდა. ახლა უკვე მის წინ იდგა და ინტერესით უყურებდა. თითქოს სიამოვნებდა მისი ასეთ ცუდ მდგომარეობაში ყოფნა. შურისძიების სურვილმა მოიცვა, საშნლად მოუნდა მისთვის ყველაფერი ის გაეკეთებინა და ისე დაეტანჯა, როგორც თავად „ბოროტმოქმედი“ აპირებდა. უყურებდა სიცხისგან აკანკალებულ, გონებადაბინდულს და საოცარი კმაყოფილება იპყრობდა. სინათლე ახლა უკვე ოდნავღა თუ აღწევდა. ინსტინქტურად წაიღო ხელი ლამფისკენ და სინათლე აანთო. გაუკვირდა. არ ეგონა ასეთ ადგილას ელექტრო-ენერგია თუ იქნებოდა. საწოლზე მყოფს დააკვირდა. ნატანჯი სახე ჰქონდა. ეტყობოდა სიცხეც მაღალი ჰქონდა და ბოდავდა. მაიკა ოდნავ აჩეჩილი და სისხლიანი იყო, საიდანაც ბინტის ბოლო გამოჩრილიყო. მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვის შემდეგ შურისძიების წყურვილს მაინც ადამიანობის გრძნობამ სძლია და ზურგზე მოგდებული ჩანთა იატაკზე დადო. გახსნა და იქ მოთავსებულ წამლებსა და სხვადასხვა სამედიცინო საშუალებებს გადაავლო თვალი.
შუა ღამისას უკვე მომჯობინება დაეტყო, სიცხემაც დაუწია. როდესაც გადაამოწმა, რომ ყველაფერი კარგად იყო და მისი მდგომარეობა უმჯობესდებოდა, მხოლოდ მაშინ მისცა საკუთარ თავს დასვენების უფლება. ქვემოთ ჩავიდა და საღამოს შემჩნეული მაგიდაზე დაგდებული ბორკილები აიღო თავის გასაღებიანად, რომელსაც ასე აქტიურად იყენებდა „ბოროტმოქმედი“ მის წინააღმდეგ. „ახლა ჩემი დრო მოვიდა“ - გაიფიქრა და წარბები აწკიპა. გეგონებოდათ ვინმე ხედავდა ან უსმენდა მის ფიქრებს. მეორე სართულისკენ გაემართა და ოთახში შევიდა. ბიჭი ისევ იგივე მდგომარეობაში დახვდა. ამის შემდეგ კი უკვე საწოლის მიმდებარე ტერიტორიის თვალიერება დაიწყო. ბოლოს გადაწყვიტა ისევ საწოლი გამოეყენებინა. ხელბორკილის ერთი ნაწილი მარჯვენა ხელზე გაუკეთა, მეორე კი საწოლის თავზე რკინის ვიწრო მილს მოარგო და საგულდაგულოდ ჩაკეტა, გასაღები კი ჯიბეში ჩაიგდო. ახლა კი შეეძლო სრულიად მშვიდად ყოფილიყო, რადგან იმის შანსი რომ მის წინ საწოლზე მოკალათებული ინდივიდი მისი ტყვეობიდან თავს დააღწევდა ძალიან მცირე იყო. დარწმუნებული იყო, რომ არაფერი ემუქრებოდა, თუმცა ამ სახლში მარტო ყოფნის შიში კვლავ თავს არ ანებებდა. სხვა ოთახში გასვლას და იქ დაძინებას ვერ შეძლებდა, ამიტომ ისევ იმავე ოთახში არსებულ ვიწრო დივანზე როგორღაც მოთავსდა, პლედი აიღო და ნახევრად გადაიფარა. თვალები ჭერს აუშტერა, რომელიც ამ სიბნელეში ძლივსღა მოჩანდა. მთელი დღე მგზავრობდა ან ციბრუტივით ტრიალებდა ამ ნაძრალას გადასარჩენად, ძალა ბოლომდე გამოცლოდა და გაუსაძლის დაღლილობას გრძნობდა. თვალები ნელ-ნელა მიელულა, შემდეგ კი მთლიანად გადავიდა სიზმრების სამყაროში.
ოთახში ნახევრად ბნელოდა. მხოლოდ ძლივს მბჟუტავი აბაჟურიანი ლამფა გამოსცემდა ოდნავ სინათლეს. ორ ადამიანს ღრმად ეძინა. გოგონას იმ ღამით კოშმარი აღარ დასიზმრებია.
დილით რაღაცის მსხვრევის ხმამ გამოაფხიზლა და უკმაყოფილოდ გაიზმორა, თუმცა ის ვერ გაითვალისწინა და ვერც გაიაზრა, თუ სად იმყოფებოდა და იატაკზე მოადინა ზღართანი. წელი საშინლად ეტკინა და მტკივნეულად ამოიკრუსუნა. შემდგომ მზერა დაეწმინდა და როდესაც გუშინდელი მოვლენები ნათლად აღიქვა ელვანაკრავივით წამოხტა ფეხზე. საწოლისკენ მიმართა მზერა და დაბნეულ დაგაოცებულ მზერას გადაეჩეხა. დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში გაშეშებულები იდგნენ და ერთმანეთს მისჩერებოდნენ. შემდეგ ისევ ბიჭმა დაარღვია დუმილი და მისუსტებული ხმით ჰკითხა:
-აქ რას აკეთებ?
-...
-მელანდები? ასეთი მაღალი სიცხე მაქვს?
-...-გოგონა კვლავ დუმდა.
„ბოროტმოქმედმა“ საწოლიდან წამოწევა სცადა, თუმცა უშედეგოდ, შემდეგ კი ამის მიზეზსაც მიაკვლია - რკინის ხელბორკილს.
-ეს რა არის? - სიცილნარევი ხმით იკითხა, რომელშიც აშკარად იმჩნეოდა პანიკის ნიშნები.
-ვცდილობ შენგად თავი დავიცვა და უსაფრთხოდ ვიყო. რაც უფრო შეზღუდული გექნება მოძრაობა, ეს შეგრძნებაც უფრო თვალსაჩინო იქნება.
-და რას აპირებ?
-არ ვიცი, ჯერ-ჯერობით არაფერს. მერე მოვიფიქროთ. - ირონიული ტონალობით წარმოთქვა და ცხვირი შეჭმუხნა.
კმაყოფილი სახით გაემართა კარისკენ და ოთახი დატოვა. სამზარეულოში შესულმა იქაურობა დაკვირვებით მოათვალიერა და საჭმლის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებისა და ნივთების ძებნა დაიწყო. ძლივს იპოვა კარადების შორეულ კუთხეებში მიმალული რამოდენიმე პროდუქტი და საჭმლის მზადება დაიწყო. მხოლოდ ნახევარი საათი დასჭრდა, შემდეგ კი თეფშებზე გადმოიღო, ლანგარზე დაალაგა და ზემოთ გაემართა. შეეცადა როგორც შეიძლება უხმაუროდ მისულიყო კარებთან. ნელა შეაღო და შიგნით შეიხედა. „ბოროტმოქმედი“ ისევ საწოლზე იწვა წაშლილი სახითა და მიბინდული თვალებით. კარები თამამად შეაღო და შიგნით შევიდა, ლანგარი კი იქვე, მის გვერდით მდგარ ტუმბოზე მოათავსა. თავისი თეფში აიღო და დივანზე მოკალათდა. ბიჭმა ერთი გახედა, შემდეგ კი მზერა მის გვერდით ტუმბოზე გადაიტანა.
-ჭამე! - მხოლოდ ეს სიტყვები გაიმეტა გოგონამ და მომზადებულ კერძს მადიანად შეექცა. თან დროდადრო „ბოროტმოქმედისკენ“ გააპარებდა თვალს, რომელიც მოუხერხებლად ცდილობდა დასუსტებული ხელებით კოვზის დაჭერას. როდესაც მთელი თეფში მოასუფთავა, ისევ ბიჭს მოუბრუნდა.
-ჰეი, „ბოროტმოქმედო“ ...
-ალექსი.
-რა?
-ალექსი მქვია.
-გმადლობ რომ პატივი დამდე და სახელი შემატყობინე, მაგრამ მინდა შეგახსენო, რომ არაფერი არ გიჭამია თითქმის და ასე თუ გააგრძელე. გამოჯანმრთელებას დაემშვიდობე.
-მეტის ჭამა არ შემიძლია - ამოთქვა მისუსტებული ხმით.
-კარგი, შენი ნებაა. - მუცელზე დადგმული წვნიანის თეფში აართვა და მოღუშული სახით დატოვა ოთახი. სამზარეულო ოდნავ მიალაგა და კვლავ ზემოთ დაბრუნდა. ოთახში შესულს ალექსი ჩაძინებული დახვდა. ტუმბოზე დაგდებული ერთ-ერთი წიგნი აღო, ისევ დივანზე მოკალათდა და კითხვა დაიწყო, მხოლოდ რამოდენიმეჯერ გავიდა წყლის დასალევად, მთელი დანარჩენი დრო კი კითხვაში გაატარა და ისე გაერთო, რომ ვერც კი შენიშნა როგორ მოსაღამოვდა. ფანჯრიდან რომ გაიხედა,მზე უკვე ჩასასვლელად ემზადებოდა და დასავლეთის ცას მეწამულისფერი დასდებოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბიჭს ეძინა. ეს ფაქტი ცოტა არ იყოს უცნაური ჩანდა, ამიტომ ფეხაკრებით მიუახლოვდა და გაშლილი ხელი შუბლზე დაადო. სიცხისგან იწვოდა. სასწრაფოდ გადახედა წამლების მარაგს. ახლა ვერაფერს დაალევინებდა, თანაც ანტიბიოტიკებიც არ ჰქონდა წამოღებული. ერთადერთ გზად ძმრიანი საფენები რჩებოდა. ძლივს გამოძებნა სამზარეულოში ძმარი, წყალი გაურია და ნაჭრები დაასველა. გამზადებული საფენები ბიჭის შუბლზე და სხეულის სხვა ნაწილებზე გადაააწილა, შემდეგ კი საწოლის მახლობლად სკამზე ჩამოჯდა და ლოდინი დაიწყო. სიცხემ საბოლოოდ შუა ღამისთვის დაუწია, თუმცა. ამასობაში დაღლილ ანასაც ჩაეძინა.
დილით ადრე გაეღვიძა. ალქსი ჯერ კიდევ არ გამოფხიზლებულიყო და ეს ფაქტი ცოტათი აშინებდა. ავადმყოფთან ახლოს მივიდა და სიცხე ხელით შეუმოწმა შუბლზე. უცებ, სრულიად მოულოდნელად „ბოროტმოქმედმა“ თვალები გაახილა და გოგონამაც ხელი სასწრაფოდ უკან წაიღო. თითქოს დანაშაული ჩაედინა და ამის დამალვას ცდილობდა. წელში გაიმართა და ავადმყოფს დააკვირდა, რომელსაც ფერი კიდევ უფრო დაკარგვოდა და უფრო საშინლად გამოიყურებოდა, ვიდრე გუშინ. ტუჩები გამომშრალი და დახეთქილი ჰქონდა, თვალები ჩაწითლებული, მზერა დაბინდული, სახე კი გაფითრებული.
-შეგიძლია ოდნავ წამოწევაში დამეხმარო?.. ასე ძალიან მოუხერხებლად ვარ, წელი ლამისაა გამიშეშდეს რამდენიმედღიანი წოლისგან.
გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი და მისკენ დაიხარა. მისი მარცხენა ხელი კისერზე მოიხვია, თვითონ კი წელზე მოსჭიდა ხელები და მთელი ძალით წამოსწია. ავადმყოფის გახურებული, არათანაბარი სუნთქვა კისერზე მოეფრქვია.
-ამას რატომ აკეთებ?
მოულოდნელი კითხვისგან გაკვირვებულმა გოგონამ თავი მოაბრუნა და თვალებში ჩახედა, სადაც დაღლილობისა და სიცარიელის მეტი არაფერი იკითხებოდა.
-მე ხომ ამდენს არ ვიმსახურებ. საერთოდ არ ვიმსახურებ არანაირი სიკეთის გამომჟღავნებას, მით უმეტეს შენგან. რატომ მეხმარები? ჩემზე რატომ ზრუნავ? წესით აქ მოსული ჩემი ტანჯვით უნდა დამტკბარიყავი, ისევე უნდა გეწამებინე, როგორც მე ვაპირებდი, ან ბოლოს და ბოლოს მაშინვე უნდა მოგეკალი. შენ კი სრულიად საპირისპიროდ იქცევი. შენი არ მესმის.
-არცაა საჭირო გაიგო. მე ამ ყველაფერს ჩემი თავისთვის ვაკეთებ. არ მინდა, რომ მომავალში სინდისის ქეჯნამ შემაწუხოს, რადგან ადამიანის სიცოცხლე შევიწირე, როგორი მონსტრიც არ უნდა იყოს ის. - გოგონამ საბოლოოდ ბალიშიც შეუსწორა და რამოდენიმე ნაბიჯით მოშორდა. რამოდენიმე წუთით უყურებდა ბიჭის სახეს და მასზე ასახული, თითოეულ ნაკვთში ღრმად ჩამჯდარი ტკივილი და ტანჯვა განცვიფრების გრძნობას უტივებდა. არ იცოდა რა ჰქონდა გადატანილი, როგორი მძიმე ცხოვრება გამოევლო, თუმცა ხედავდა, რომ მის წარსულს მომავლის მოგონებებშიც უდიდესი ადგილი დაეკავებინა და წარუშლელი დაღი დაესვა აქ უკვე დანაგვიანებულ სულზე. და მაინც ინტერესი კლავდა მისი წასულის გაგებისა. თუმცა ისიც შესანიშნავად იცოდა, რომ ამას ვერ მოახერხებდა, თუ თავად ალექსსაც არ მოუნდებოდა მწარე მოგონებებისგან განთავისუფლება და თავისი წარსულის სხვისთვის გაზიარება. წამშივე ამოტივტივდა მის თავში ახალი კითხვა: „როდის აქეთ იქცა „ბოროტმოქმედი“ ალექსად? ალბათ ჩემდაუნებურად ჩავანაცვლე მისი სახელი.“ ამის გაფიქრებისას სახე მოეღუშა. აშკარად დიდი განსხვავება იყო აქ მომავალის განწყობასა და მის ახლანდელ დამოკიდებულებას შორის ამ მანიაკის მიმართ. თითქოს მის მიმართ არსებული მცირედი ზიზღი გაქრა, უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ შესუსტებულიყო. გოგონა აშკარად თავის თავს ვეღარ ცნობდა. ეს ფაქტი კი ცოტა შემაშფოთებლად ჩანდა. რაც არ უნდა იყოს არ უნდა დაავიწყდეს, თუ რის გამო წამოვიდა აქ, და როგორი საშიშიში ადამიანის გვერდით უწევდა ყოფნა. მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს ადამიანი დაბმული იყო თუ თავისუფალი. მისდამი ოდნავი კეთილგანწყობაც კი საფრთხის მომტანი იყო. ვერც გაამტყუნებდა ალექსს ასეთი კითხვა რომ დაუსვა, რადგან მისი ქმედება და ავადმყოფზე ზრუნვა ნორმალურ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებდა.
ცოტაოდენი ხანი კიდევ დაჰყო ოთახში, სადაც ალექსის მწვავე მზერა ერთი წამითაც არ მოშორებია და წიგნის ნორმალურად კითხვის საშუალებას არ აძლევდა. ბოლოს, როდესაც დაძაბული ვითარება აუტანელი გახდა, შუბლშეკრულმა წიგნი ხმაურიანად დახურა და გაბრაზებული, ჩქარი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. კარის ძლიერი მოჯახუნებისთანავე ალექსის სახეზე ემოციების ცვალებადობამ გაიელვა და წამით სახეზე ღიმილი გაუკრთა, თუმა მეორე წამს კვლავ დაიბრუნა ის მოღუშული სახე, რომლესაც ოდნავ თუ გადაჰკრავდა სევდისფერი.
როდესაც უკვე სიბნელემაც იმატა და უკუნითი ღამე დადგა გოგონა კვლავ დაბრუნდა ოთახში ახლად გამზადებული ცხელი წვნიანით ხელში, რომელსაც სასიამოვნო ოხშივარი ასდიოდა და მიუხედავად ზაფხულისა საოცრად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა. ჩაბნელებულ ოთახში შუქი აანთო და ალექსის მოღუშულ სახეს გადააწყდა. აშკარად რაღაც აწუხებდა, თუმცა ჯერ-ჯერობით თქმას არ ჩქარობდა ან კიდევ ერიდებოდა გოგონასი. ბოლოს კი ვეღარ გაუძლო და მის გვერდით დახრილ გოგონას, რომელი ტუმბოზე სინს ათავსებდა აღრენილი ხმით მიმართა.
-იმედია არ დაგავიწყდა, რომ ბუნებრივი მოთხოვნილობები შენს გარდა სხვასაც გააჩნია. თუ შეგიძლიათ საპირფარეშომდე მიმაცილოთ ქალბატონო? - მის ტონალობაში აშკარა ირონია იმჩნეოდა, რამაც ანას გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა აწეწილი ნერვები მალევე დაიოკა და ოთახიდან გავიდა. როდესაც საპირფარეშო კარგად შეამოწმა და დარწმუნდა, რომ იქ არანაირი მჭრელი საგანი ან რაიმე იარაღი არ იყო, უკან ოთახში დაბრუნდა და „ბოროტმოქმედისთვის“ ბორკილების მოხსნა დაიწყო. შემდეკ კი ხელები თიკებით შეუკრა.
-შეგიძლია ადგე და წამოხვიდე.
კარგა ხანს უყურებდა, თუ როგორ ცდილობდა ბიჭი დაუძლურებული სხეულის წამოწევას, თუმცა სულ ამაოდ ირჯებოდა. ამ სურათის შემყურე გოგონაში წამით სიბრალულისა და თანაგრძნობის ნაგლეჯმაც გაიარა, თუმცა შემდეგ ისევ თავის თავს გაუწყრა და მოძალებული ემოციები ჩაახშო. ბიჭს გვერდით ამოუდგა. ცალი ხელი მხარზე მოიხვია და მასთან ერთად ძლივს წამოიწია საწოლიდან. დაუძლურებული სხეული საკმაოდ მძიმე იყო და გოგონას მისი ტარება უჭირდა. როგორც იქნა სააბაზანოს კარამდე მიიყვანა.
-შეგიძლია ხელები გამიხსნა? ასე ვერაფერს ვერ მოვახერხებ. - გოგონამ ეჭვის თვალით შეხედა.
-არა, თუ გინდა შენ შემომყევი და დამეხმარე?- კვლავ ირონიას უხმო ბიჭმა.
-არა, ჯობის შენით გააკეთო ყველაფერი - აშკარა გაღიზიანებით უპასუხა გოგონამ და ხელები გაუხსნა. საპირფარეშოში შეუშვა და კარები ხმაურიანად მოიჯახუნა. კარგა ხანს ბოლთას ცემდა დერეფანში, იატაკს კი ჩვეული აუტანელი ჭრიალი გაჰქონდა, სანამ კარის ხმა არ გაიგო და ზღურბლზე კარის სახელურს მთელი ძალით ჩაფრენილი მაღალი სილუეტი არ გამოჩნდა, რომელიც ფეხზე ძლივს იდგა. ანა უხმოდ მიუახლოვდა, ცალ მხარეს ამოუდგა და დიდი ძალისხმევით მიიყვანა ოთახამდე. ხელბორკილები აღარ გაუკეთებია, რადგან საჭიროებას ვერ ხედავდა. რამის დაშავება რომ მოენდომებინა, ვერაფერს მოახერხებდა, იმდენად იყო დასუსტებული. ოთახს ერთადერთი ანთებული ბრა მკრთალ შუქს ჰფენდა. ძლივს მიაღწიეს საწოლამდე, რომ უეცრად გოგონამ ვეღარ შეძლო მძმე სხეულის ზიდვა, ფეხები აებლანდა და საწოლისკენ დაეშვა. ქვეშ მოქეულმა საწყლად ამოიკნავლა და გამოძრომა სცადა, თუმცა ამოდ. არც ალექსის დაჟინებულ მზერას აქცევდა ყურედღებას, რომელიც ზემოდან უხმოდ დაჰყურებდა. კარგა ხნის ფართხალის შემდეგ გაჩერდა და ცალ წარბაწეულმა მკაცრი მზერა მიანათა.
-იქნებ დამეხმარო? ამხელა ვირი რომ მაწევხარ ზემოდან გავიჭყლიტე... ვეღარ ვსუნთქავ.
შემდეგ უეცრად ცხელი სუნთქვა სახესთან ახლოს იგრძნო. შემდეგ კი გახურებული ტუჩები, რომლებიც ნაზად ეხებოდნენ ლოყაზე და ნიკაპისაკენ მისრიალებდნენ. მოულოდნელობისაგან გაშეშდა და ხმა ვერ ამოიღო. ვერც ტანში ერთიანად დავლილი ჟრუანტელის დაიგნორება ვერ შეძლო.
-ძალიან ნაზი კანი გაქვს. - გაიგონა ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები და იმის გააზრებამ, თუ რა მდგომარეობაში და ვისთან ერთად იყო, სასწრაფოდ გონს მოიყვანა და ინსტინქტურად ისეთი ძალით ჰკრა ხელი მის ზემოდან მოქცეულ სხეულს, რომ კინაღამ საწოლიდან გადააგდო. თვითონ კი ზეზე წამოვარდა. სახეზე ერთიანად ჰქონდა ყველა გრძნობდა გამოსახული ბრაზი, გაოცება და სხვა მრავალი.
რამოდენიმეჯერ დააღო პირი რაღაცის სათქმელად, თუმცა ვერაფერი ვერ მოიფიქრა და მოარგო შექმნილ სიტუაციას და კვლავ დახურა. თან ალექს თვალს არ აცილებდა, რომელიც ცდილობდა საწოლზე ნორმალურად აბობღებულიყო. როდესაც უკვე მოხერხებულად მოკალათდა გოგონას ირონიული ღიმილი სტყორცნა.
-რა დაფეთებულივით წამოვარდი ზეზე?
-რა იყო, ხომ არ გაგიტკბა ჩემზე წოლა? -არც გოგონამ დააკლო და დივანზე ჩამოჯდა.
იმ დღეს ერთმანეთს აღარ დალაპარაკებიან. ანა მთელი დარჩენილი საღამო წიგნს კითხულობდა. უკვე ღამის თორმეტი საათი იყო, როდესაც ძლივს დააღწია მწერლის წარმოსახვას თავი და იქვე, მის პირდაპირ მძინარე ალექსს შეხედა, რომელსაც საყვარლად ამოედო ორივე ხელი თავქვეშ და პატარა ბავშვივით ეძინა. უცებ მოუნდა წარმოედგინა, თუ როგორი იყო ბავშვობაში. საწოლს მიუახლოვდა და ოდნავ გადახდილი საბანი შეუსწორა. თვალი ძივს მოაშორა და საკუთარ თავზე უწინდებურად გაბრაზდა უაზრო ფიქრების გამო. დივანზე მიწვა და მალევე ჩაეძინა.
-ანა... ანა გაიღვიძე. - ვიღაცა მის სახელს იძახდა და ცდილობდა ძილი დაეფრთხო. - გაბრაზებულმა ამოიზმუვლა და ფეხი გაიქნია, რომ აბეზარი უცნობი თავიდან მოეშორებინა, თუმცა ამაოდ. ბოლოს ძლივს დააშორა თვალები და ალექსის დანახვისას დენდარტყმულივით ფეხზე წამოვარდა. საკუთარი თავი შეათვალიერა და მიხვდა, რომ მთელი ეს დრო იატაკზე ეძინა. წელი საშინლად ტკიოდა.
-ეტყობა ღამით გადმოვარდი... ძლივს გაგაღვიძე. მთელი დღეები აქ ხარ. ჯობია საწოლი აირჩიო და ნორმალურად გამოიძინო.
-შენ საერთოდ როგორ ადექი?! - გაკვირვებული და გაბრაზებული მზერა მიმართა გოგონამ. - როგორც ვხედავ უკვე კარგად ხარ.
-ხო, უკეთ ვარ შენი წყალობით და მადლობელი ვიქნები ბორკილებს თუ აღარ გამიკეთებ.
-მოვიფიქრებ. - წარბაწეულმა უპასუხა და საწოლზე დაბრუნებაში დაეხმარა.
საუზმის მოსამზადებლად გავიდა და მალევე დაბრუნდა. ერთად მიირთვეს.
კარგა ხანს შეჰყურებდა ანა და სიტუაციისა და მოსალოდნელი საუბრის შეფასებას ცდილობდა, შემდეგ კი გაბედა ხმის ამოღება და მისთვის კითხვების დასმა.
-ეს დღეები თითქოს ნორმალური, ჩვეულებრივი ადამიანის გვერდით ვარ.. არადა მაშინ... მოკლედ არ ვიცი შენზე რა ვიფიქრო?
ალექსს სახეზე გამომეტყველება წამშივე შეეცვალა და ძარღვები დაეჭიმა. დაძაბულ მზერას არ აშორებდა.
-და ეს საუბარი რისთვის წამოიწყე? რისი გაგება გინდა?
-ბევრი ადამიანი... გიწამებია? თუ არ ვიცი როგორ ვთქვა... ვინმე მოგიკლავს?
-კი!
ანა უსიამოვნო შეგრძნებამ შეიპყრო. წამით მის თვალებში კვლავ გაკრთა შიში და ინანა ხელბორკილებზე უარი რომ თქვა.
-გინდა მოგიყვე მის შესახებ?
გოგონამ უხმოდ დაუქნია თავი.
-დარწმუნებული ხარ?
-... კი...
ალექსი ოდნამ წამოიწია, თავი ჩახარა და აზრების დალაგებას მოჰყვა. წინ მძიმე საუბარი ელოდათ.



*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*_*
შემდეგი თავიც დავდე. მაინტერესებს როგორ შეაფასებთ.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ოჰოოო, ასეთ ადგილზე წერის შეწყვეტა შეიძლებოდა?! დამტოვე ინტრიგაში ჩავარდნილი, მალეე გააგრძელე ძალიან მაინტერესებსს ალექსსის ამბავი :)))))))))))

 


№2  offline წევრი ბაბუაწვერა

ablabudaa
ოჰოოო, ასეთ ადგილზე წერის შეწყვეტა შეიძლებოდა?! დამტოვე ინტრიგაში ჩავარდნილი, მალეე გააგრძელე ძალიან მაინტერესებსს ალექსსის ამბავი :)))))))))))


დიდი მადლობა :))) ხვალ იქნება შემდეგი თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent