SoulMate 18
13 მაისი, 2016. გუშინდელი ღამე ძალიან კარგი იყო. მას შემდეგ რაც მე და ალექსი სახლში დავბრუნდით, "Call of Duty" ვითამაშეთ ათ საათამდე, როგორც ადრე ვაკეთებდით ხოლმე. სამზარეულოში ხითხითით ჩავედით. ალექსი ზურგიდან მეპარებოდა, ცივ და სველ ხელებს მაისურის ქვეშ მიცურებდა და მიღიტინებდა. ჰეი, ჩემი რა ბრალი იყო თამაში თუ წააგო? ბოლოს მაინც კოცნით დავასრულეთ. მოგებაში რაღაც დადებითიცაა. ღამე კარგად გვეძინა (არაფერი გაგვიკეთებია რომ იცოდეთ) და დილით, მას შემდეგ რაც ალექსთან ერთად სწრაფად გადავივლე წყალი, სკოლისთვის უკვე მზად ვიყავი. ნუ სწრაფად რა, ორივე ტანსაცმლის გარეშე ვიყავით.... საშხაპეში... სწრაფად გავიქეცით ავტობუსისთვის რომ მიგვესწრო. სკოლაში მივდიოდით და ნოსტალგია მკლავდა. ალექს ვაიძულე ჩემთან ერთად, ავტობუსით ემგზავრა, არ მინდოდა სიცოცხლე გაგვერისკა უღვედო მანქანის ტარებისას. სკოლაში მშვიდობით მივედით (საბედნიეროდ) და მეგობრებს შევხვდით. ცოტახანს ვხუმრობდით. ათასობით ადამიანი მოდიოდა გამარჯობისა და იმის სათქმელად თუ როგორ უხაროდათ ჩემი დაბრუნება. დამიჯერეთ, ნახევარზე მეტს არც ვიცნობდი. დღის განმავლობაში, ყველა ჩემი კლასი სახალისო იყო. მასწავლებლები განუწყვეტლივ იმეორებდნენ, როგორი მოხარულები იყვნენ ჩემი დაბრუნებით. უამრავი "მადლობა" ვთქვი და მივხვდი, რომ უკან დაბრუნება ნორმალურ ცხოვრებაში, არც ისე მარტივი იქნებოდა. სასწავლო საგნები არც ისე რთული იყო, მაგრამ მაინც ბევრი გამოვტოვე და მეძნელებოდა გამეგო რა ხდებოდა, განსაკუთრებით ტრიგონომეტრიაში. კოსინუსის წესები და კოტანგესის ფუნქციები? წარმოდგენა არ მაქვს ეს რა ჯანდაბაა. კლასებს, რომელსაც მოუთმენლად ველოდი მეექვსე და მეშვიდე მქონდა. ფრანგული და ინგლისური. - აარონ! კარგია რომ დაგვიბრუნდი! - ჩემმა ფრანგულის მასწავლებელმა თბილად გამიღიმა, თმა მოშვებულ კოსოდ შეეკრა. ძალიან მოხუცი იყო რომ კოსო ესე ეტარებინა, მხოლოდ ღიმილით ვუპასუხე. სკოლაში ასარჩევად რამდენიმე ვარიანტი მომცეს დამატებითი ენის, ფრანგული ვამჯობინე რადგან მარტივი იქნებოდა ჩემთვის. - აარონ, არ ველი რომ სწრაფად აითვისო, თუ რამეს ვერ გაიგებ არაუშავს. უბრალოდ ეცადე ნელა იმუშავო, კარგი? - ნუ ქალბატონო, როგორც ხედავთ - დავიწყე და ტუჩები ნერვიულად დავისველე - ფრანგულ საუბარი თავისუფლად შემიძლია. ღიმილი ოდნავ მოშორდა დანაოჭებული სახიდან - ეს ხუმრობა უნდა იყოს ახალგაზრდავ? - ა-არა! სიმართლეს ვამბობ, ინგისურად ვლაპარაკობ... ფრანგულად უფროსწორად - მღელვარება მემატებოდა - ფრანგული ვიგულისხმე! როგორც ინგლისურად, ისე ფრანგულად ვლაპარაკობ. ბრაზით მიყურებდა და საუბედუროთ არ შემეძლო დამედანაშაულებინა. მის ადგილზე მეც იგივეს ვიფიქრებდი. - ტყუილს სერიოზულად ვეკიდები, თუ განაგრძობ, დირექტორის კაბინეტში გაგიყვან! - არ ვიტყუები! ფრანგულად ვლაპარაკობ გეფიცებით! - მისტერ ვრაით, მხოლოდ იმის გამო რომ ორი წელი სკოლას აცდენდი, არ ნიშნავს რომ შეგიძლია მსგავსი აღმაშფოთებელი რამ თქვა ჩემს საკლასო ოთახში! რა თქმა უნდა ჩემი ფრანგულის მასწავლებელი შეშლილი, მოხუცი ჯადოქარი უნდა ყოფილიყო, რომელიც აჩეჩილ კოსოებს ატარებდა მხოლოდ იმიტომ რომ ფიქრობდა "მაგარი" იყო. ვიგრძენი ბავშვების მზერა და გავწითლდი ყურადღების გამო. რამდენიმე მოსწავლემ ჩაიცინა. მინდოდა მიწაში ჩავმძვრალიყავი და არასდროს ამოვსულიყავი. როგორ შეეძლო ერთ დამპალ მასწავლებელსა და რამდენიმე ბავშვს დებილად გამოვეყვანე? - როგორც ვფიქრობ უნდა მოვიბოდიშო მისტერ? - მომახალა და ისევ დავუბრუნდი რეალობას. - ვინ ჯანდაბა გგონიათ თქვენი თავი? - წამოვიყვირე, ხელები წელზე შემოვიწყვე და ისე შევხედე როგორც ლუკას მას შემდეგ რაც მაკოცა. - უკაცრავად? - ' Qui la baise pensez-vous que vous etes? Vous ne pouvez pas faire le tour de nier vos eleves ce qu'ils disent pour etre vrai! Je vous dois aucune excuse, sacrementraison Je ne sais pas! Vous pouvez aller fourrer dans le cul pour tout ce qui m'importe. Bonne journee a vous Mme Quelle que soit l'enfer Votre nom est, et je vous remercie de rabacher si rudement sur mon grand jour!' ( ვინ ჯანდაბა გგონიათ თქვენი თავი? არ შეგიძლიათ უბრალოდ უარყოთ თქვენი მოსწავლის ნათქვამი! მე არაფერი მაქვს მოსაბოდიშებელი! შენი სარკაზმი შეგიძლია უკანალში გაირჭო არ მადარდებს. კარგ დღეს გისურვებთ მისის.. რა ჯანდაბაც გქვიათ და მადლობას გიხდით ჩამი 'დიდი დღის' ჩაშხამებისთვის!) როდესაც უხეში და თავხედური სიტყვა დავასრულე, ოთახიდან გამოვარდი. რამდენიმე მოსწავლემ ტაში დამიკრა და გავიგონე ვიღაცამ დაუშტვინა. ჰო, ჰო ერთადერთი რაც ჩემი გამოსვლიდან გაიგონეს ალბათ გინების სიტყვები იყო. ჩემს კარადასთან მივედი. რაღაც მიზეზის გამო ახალწვეულების კარადების სექციაში მინდოდა წასვლა. უბრალოდ აქ რაღაც უჩვეულო იყო, არ შევხედე ოთახებს რიცხვებს. ამოვიოხრე და ინგლისურისკენ წავედი, რომელიც ჩემი ბოლო გაკვეთილად მქონდა. ალექსი ჩემს კლასში არ იყო და ეჭვმა შემიპყრო... ინტერესი გონებას მიღრნიდა. იქნებ დაითხოვეს? ან იქნებ ინგლისურს აღარ ასწავლიდა? იქნებ რაიმე მიზეზის გამო, ახალგაზრდებს აღარ ასწავლის? იქნებ აღარ ვახსოვარ? იქნებ ისეთი აღარ იყო როგორიც ადრე? გავიაზრე რომ კლასის გარეთ ვიდექი, უბრალოდ კარს შევყურებდი როდესაც გოგონა შევამჩნიე რომელიც მხარზე მირტყავდა. - ჰეი, ჰმმ, მაპატიე მშვენიერო? - გაიცინა - კლაში უნდა შევიდეთ. ზურგს უკან მივიხედე და დავინახე რომ მთელი რიგი მოსწავლეები იდგნენ. ცხადად ჩანდა დავაფრთხე და ამიტომ არაფერი მითხრეს. სწრაფად მოვიბოდიშე (ალბათ ფრანგულად, ისეთი აღელვებული ვიყავი ვერ აღვიქვავდი) და კარი გავაღე. ზუსტად ისეთივე იყო როგორიც მახსოვდა, მშვენიერი ინგლისურის კაბინეტისთვის, ეფექტური პოსტერებით და ყველაფრით. თვალები მერხისკენ გამექცა და ისიც იქ იყო. თმა უფრო გასჭაღარავებოდა და გამიკვირდა. სახე მეტად დანაოჭებული და მობილიზებული ჰქონდა, როდესაც დაბლა ჩაჰყურებდა თავის სამუშაოს. ღრმად ჩავისუნთქე და მიმოვიხედე, ცარიელ ადგილს ვეძებდი. რამდენიმე შევნიშნე და არ ვიცოდი რომელი ამერჩია. - მისტერ ჩევის? - ჩავიჩურჩულე როდესაც მის მერხთან მივედი. თითები მერხის პრიალა ზედაპირზე დავაკაკუნე როგორც ადრე მჩვეოდა. ვიცოდი როგორ აღიზიანებდა. - გეთაყვა, თუ შეგიძლია თითები არ დააკაკუნო ჩემს მერხზე, მხოლოდ ერთი ადამიანია მთელს მსოფლიოში ვინც ნებადართულია ეს გააკეთოს - გაღიზიანებული ჩანდა და ფურცლებიდან არ ამოუხედავს. გავიღრიჭე და განვაგრძე თითების კაკუნი. - მისმინე შვილო, თუ არ მორჩები, დამატებით სამუშაოს მოგცემ. ისევ არ ამოუხედავს. - მისტერ ჩევის - ისევ ვცადე - საშინაო დავალება მაქვს დასაბრუნებელი. - არაფეი მომიცია, გთხოვ ადგილი დაიკავე. - ნუ, დავალება ორი წლის წინ მომეცით და მინდა ეხლა დაგიბრუნოთ. ძლივს, ამოიხედა. თვალები შოკით გაუფართოვდა და პირი გააღო. - ერთადერთი ადამიანი ვარ ვისაც თქვენს მერხზე თითების დაკაკუნება შეუძლია? - სიცილით ვკითხე. - აარონ! - დაიყვირა და სხვების ყურადღება მიიქცია, მაგრამ არ მადარდებდა. გავიცინე როდესაც ჩამეხუტა. ოდნავ დავიძაბე მის შეხებაზე, განსაკუთრებით იმიტომ რომ ზრდასრული კაცი იყო. ვცადე თავი დამერწმუნებინა რომ მისტერ ჩევისი არ მატკენდა, მაგრამ რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ბატონზე... ამოვიოხრე და ხელებიდან დავუძვერი, ვცადე არ შემემჩნია და გავიღიმე. - დაბრუნდი! - წამოიყვირა. - დიახ სერ - წარბები ავწიე - მაგრამ მხოლოდ მე ვფიქრობ რომ გაკვეთილი გაქვთ ჩასატარებელი? შემომხედა და ხუმრობით "იცოდე გიყურებ"- ნიშანი გააკეთა. - კუთხეში დაჯექი ჯეიმსის გვერდით.- მიმითითა უცნობი ბიჭისკენ, რომელმაც არც შემომხედა როდესაც გვერდით მივუჯექი. ბოლოსდაბოლოს ერთადერთი კლასი, სადაც თავს ჩამორჩენილად არ ვგრძნობდი. "The Scarlet Letter"-ს განვიხილავდით. როდესაც გაკვეთილი დასრულდა და ზარი დაირეკა, კლასიდან გასვლის მაგივრად მისტერ ჩევისის მერხთან სკამი მივიდგი და თითები მერხზე დავაკაკუნე. - აარონ, აარონ, აარონ! - სიცილით დაჯდა ჩემს წინ, სახე გაუნათდა - მითხარი სად იყავი! უხერხულად დავიხედე ხელებზე, არ ვიცოდი როგორ მეპასუხა. ყელი ჩავიწმინდე და დავირცხვინე. თითები ნერვიულად თმაში შევიცურე. - ა-ან თუ გინდა არ ვილაპაკოთ ამაზე, არაუშავს... ნერწყვი გადავყლაპე და ხელი ავიქნიე - ნაჰ, არაფერია. უბრალოდ ვფიქრობ როგორი იყო. მთელი დროის განმავლობაში ვცდილობდი სხვა ადამიანი ვყოფილიყავი. ინტერესით დამაკვირდა და მივხვდი როგორ მძულდა ეს. ყველა სიბრალურით მიყურებდა. მისი თვალები ჩემს შეხვეულ თითებზე შეჩერდა. - ჰო, ჩემმა ხელმა დანასთან წაიჩხუბა. თქვენ დანა უნდა გენახათ - უხერხულად ჩავიცინე და მისტერ ჩევისმა გამიღიმა. - საფრანგეთში გუიანაში - ჩავიჩურჩულე და იდაყვებს დავეყრდენი თითქოს დავიღალე - სადღაც არარსებულ ადგილზე ვიყავი, თამბაქოს ფერმაში სადაც მოწევას შევეჩვიე... ღმერთო ერთს ეხლაც მოვწევი.... სადაც სექსუალურად ძალადობდნენ ჩემზე და ბავშვთა პორნოგრაფიას იღებდნენ, ეხლა ფრანგული ვიცი და გთხოვთ, მისტერ ჩევის არ შემიძულოთ, რადგან ეს ჩემი ბრალი არ იყო. ნუ როგორც მეუბნევიან ჩემი ბრალი.... მისტერ ჩევისმა მომიჭრა ხელის დაქნევით. მერხს შემოუარა და ახლოს დამიდგა. - აარონ, რაც არ უნდა მოხდეს როგორ უნდა შეგიძულო? ვერასდროს გავაკეთებდი მსგავს რამეს! ისე მენატრებოდი, არავინ მინახავს შენნაირი აქამდე. და ალექსი? საშინლად იყო! შენს გარეშე ყველა ცუდათ ვიყავით. დამიჯერე, არ ვფიქრობ რომ შემიძლია შენი შეძულება, აზრი არ აქვს რა გააკეთე აარონ. ამოვიოხრე, შემდეგ რაღაცაზე ჩავფიქრდი და ჩანთას გადავწვდი. - მისტერ ჩევის შეიძლება მოვწიო? - არა ახალგაზრდავ არ შეიძლება! - მისტერ ჩევისი დასერიოზულდა - ვიცი ვერ შევძლებ შენს გადაჩვევას, მაგრამ ის მაინც შემიძლია ჩემს საკლასო ოთახში არ მოგაწევინო! ამით მოკვდები! - ალექსმაც იგივე მითხრა - ამოვიბუზღუნე. - დაფიქრებულხარ რომ შეიძლება სიმართლე იყოს? - მისმინეთ მისტერ ჩევის, ვიცი რომ მოვკვდები. არ მადარდებს როდის მოხდება ეს თუ ალექსი ჩემთან ერთად იქნება - ვუპასუხე. - მართლა ძალიან გიყვართ არა ერთმანეთი? - გამიღიმა მან. ფრთხილად შევხედე. ძმურად იგულისხმა? თუ... - ჰო, ალექსმა მითხრა თქვენზე. უნდა ვთქვა რომ თქვენ ორნი ძალიან საყვარლები ხართ ერთად. ლოყები ამიწთლდა და ვცადე თავი საყელოში ჩამემალა თითქოს კუ ვიყავი. მისტერ ჩევისმა უბრალოდ გაიცინა. - აი სად ყოფილხარ - ანგელოზური ხმა გაისმა კარიდან. ღმერთო, ლანჩის შემდეგ არ მინახავს, ვნატრობდი ჩემი მზერა ძალიან შესამჩნევი არ ყოფილიყო. ალექსმაც შემომხედა და სექსუალურად ჩაიცინა. მისტერ ჩევისი კი თავს იკავებდა არ გადაეხარხარა. - როგორღაც ვიცოდი აქ იქნებოდა- მითხრა მან და მერხთან მოვიდა - უნდა წავიდეთ რონი. - მაგრამ მისტერ ჩევისი ორი წელია არ მინახავს - დავიწუწუნე როგორც სამი წლისამ. ალექსმა თმა შუბლიდან გადამიწია, არ შემეძლო ღიმილის დაფარვა. მისი რბილი თითების შეხება ისეთი კარგი იყო - ყოველთვის იქნება ხვალინდელი დღე, და დღე იმის შემდეგ, და კიდევ მმის შემდეგ, და კიდევ... - კარგი კარგი მოვდივარ - მივახალე და ალექსმა გაიცინა. მისტერ ჩევისი უბრალოდ სკამს მიეყუდა და ღიმილით შემოგვხედა. ალექსთან გასვლას ვაპირებდი როდესაც რაღაც გამახსენდა. - ოჰ! მისტერ ჩევის, საშინაო დავალება უნდა დაგიბრუნოთ - დავიყვირე და ზურგჩანთის ქექვა დავიწყე. - აარონ, რა საშინაო დავალება? - მკითხა დაბნეულმა. - ორი წლის წინ მოგვეცით - ვუთხარი და ორმოცდაათი გვერდი, ამობეჭდილი ქაღალდი გავუწოდე. - რა... - თავისუფალი სტროფი. გახსოვთ? პოემის ერთი სტროფი ყოველ ღამეს. დავალება შევასრულე - ვუთხარი ამაყად - ორი წლის მანძილზე იმდენი დავწერე რამდენიც მოვახერხე! ყბაჩამოვარდნილი მიყურებდა როცა გრძელ პოემას გადაავლო თვალი - როგორ გახსოვდა? თვალები გადავატრიალე - ეს 'პოეზიაა'. როგორ დამავიწყდებოდა? დავემშვიდობე როდესაც ალექსმა ფაქტიურად გამათრია კლასიდან. ვაიძულე სახლამდე ზურგით ვეტარებინე, რაზეც ღიმილით დამთანხმდა. ის უუუუუუუფრო მეეეტად კომფორტული იყო ვიდრე რაილი (არ იფიქროთ რომ ის აღარ მიყვარდა) მაგრამ ალექსი უბრალოდ.... სრულყოფილია. სწორედ ახლა ვწერ ამას, ალექსთან ერთად, რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდება. ჩემს გვერდითაა, ზუსტად იქ სადაც უნდა იყოს. (პოემა) შევარდნები იყურებიან ოქროს ხეებიდან, საკუთარი სიცოცხლისთვის ყვირიან. ოჰ შიშით როგორ იბუზებიან მათი მკონტროლი ამინდისას, მის გარეშე გამოუსადეგარნი არიან. შესაძლოა ფიქრობენ რომ თუ ცას შესჩივლებენ გასაჭირს მათ გასაჭირს საშველი ექნება. ქარს იმედი არ აქვს რომ მოუსმენენ. ბედის ვარსკვლავის ნაწილი შევარნის ფრთისკენ იკვლევს გზას რომელიც ისევ ტირის და მოსთქვავს რაღაცას რაც აქვთ და ნატრობენ დაკარგონ, მაგრამ მაინც ენატრებათ თუნდაც მათი პატარა გონება ვერ ხვდებოდეს ამას. ბედის ჰაერში გაჭრას არ აქვს ხმა. მაგრამ რათქმაუნდა შევარდენს ესმის ის რასაც ადამიანები ვერ იგებენ. მოქნევა და მტრედიც იქ არის მიუწვდომლად, ვერასდროს ინატრებ მის შეპყრობას. ჩიტებისა და სიზმრების დევნას შორის არ არსებობს განსხვავება, ფრთების შესხმა შეუძლებელია, მაგრამ ოცნება პოულობს მფრინავ მოგონებას, ტვინში იღვინთება მისი კონტროლისთვის. როგორ შეუძლია ტკბილ მელოდია გამოიწვიოს სისხლმოწყურებული მდევარი? ჰორიზონტი, ყველა მომკვდავი არსების ფერითაა შეღებილი, არაფერია ისეთი რასაც ღამე ღვიძავს. ჩიტები ფრთებს თავისთვის ინახავენ, ფრენას გადადებენ როგორც წიგნს თაროზე. ერთი მეორის მიყოლებით, ისინი ეცემიან. მტრედი უყურებს, როგორ ეხვევა მისი მეგობარი ნაცრისფერ ბურუსში, თეთრი ფრთები მარტივი შესამჩნევია თავისი ჯიუტობით მტრედი იძულებულია უყუროს ღამეს რომელსაც ყველაფერი კლანჭებით მიაქვს რაც ოდესმე მას ჰყვარებია. მიწაზე დაცემულ მზეს ყოველდღე უფრო უძნელდება დილით ამოსვლა. დამღლელი სამუშაოა განათდეს ყოველ დილით. სიბნელისთვის ეს უფრო მარტივია, ბევრად მარტივი. მზე მაინც არ ეშვება თავის საქმეს, მაგრამ მაინც დაიღალა. ყველაფრით ძალიან დაიღალა. მელანი იღვრება დღის ქოთნიდან და სინათლის ვენებში მიედინება სინათლეს მთლიანად სიბნელე შთანთქავს, მხოლოდ ხვრელს ტოვებს ვარსკვლავის ქსოვილზე როდესაც ღამეში ყველაფერი ნელა კვდება, მტვერში გახვეული მტრედი ცრემლებად იღვრება. ვარსკვლავები მოშორებით ბრწყინავენ, ისე შორს არიან რომ შეიძლება ყალბები იყვნენ. მაგრამ ისინი არ არიან დაბნელებულნი. მათ აქვთ რაღაც დასაწყისი. მთვარე, სიბნელეში მაკრატლით ამოჭრის ხვრელს ჰგავს. სრულყოფილი წრეა, ბრილიანტის მკაფიო, უხეში კიდეეებით. ერთადერთია, რომელიც ღამის ცაზე იდუმალებით განათებულა. როგორ უნდა გაუგო მთვარეს? მგლები, სიბნელის სიღრმეს შესჩივიან თავიანთ გასაჭირს რომელიც მთლიანად შთანთქავს მათ. მარტოსული მტრედი თავს ფრთებში მალავს, არ შეუძლია მოზეიმე, განათებულ მთვარეს უყუროს და ნამდვილად სწამდეს მისი. მტრედი ბოლოს მაინც იძინებს, სიბნელე შეიპრყობს მას როგორც მოჩვენება, ლამაზი ჩიტი სიზმარშიც გატეხილია მისი თეთრი ფრთები ნელნელა ცვივა ამჟღავნებს მტრედის სხეულს მტრედის სიზმარში, თითოეული დაცემული ფრთა ჩიტის თითოეული დამარცხებაა. თუ ყველაფერს დაკარგავს რაც აქვს მაინც შეძლებს მტრედი გადარჩენას? ტირილის ხმა ოდნავ ისმის ღამეში. ვერცხლის თეთრი მტრედი შეიძლება იწვოდეს სიზმრებთან ერთად, ათასობით მომაკვდავ ოცნებასთან ერთად და ვერავინ ხვდებოდეს. არავის ესმოდეს მისი, სიბნელის ფიქრები გამოუსადეგარია, მაგრამ ჩრდილები, მზის სინათლეზეც შენთან არიან, ისინი ყოვეთვის მასთან არიან. როდესაც არავინაა რომ კომფორტი აგრძნობინოს მძინარე ჩიტს, ჩრდილი მაინც მასთანაა ზედ ეფარება როგორც უჩინარი საბანი. მტრედი სისხლის ტბაში იღვიძებს და ვარსკვლავებს ხედავს, ღამეს ევედრება მისი სხეული სიკვდილს გადასცეს. მტრედს აღარ შეუძლია მზის გახსენება ძლივს შესწევს უნარი ფიქრის, სანამ ისევ ძილს მიეცემა. ისევ დაბლა წევს, დამარცხებული, არ იცის გიაცინოს თუ იტიროს ღამე თავის აჩრდილს გამოგზავნის და მის სულს დაეპატრონება. ახალი ხედვიდან, მტრედი ისწრაფვის სიზმრისკენ. მთვარე რომ ოდნავ დიდი ყოფილიყო, შეიძლებოდა ცა ჩაეყლაპა. რომ ყოფილიყო, რომ ყოფილიყო. რატომ გვაფერხებს სიტყვები ესე ძალიან? ყოველთვის როდესაც მზე ოდნავ ჩავა, სიბნელის ნაწილი გვახსენებს სისასტიკეს. მტრედი ტირის ტანჯვის ცრემლებით. სამყაროს აფიქრებს თუ რა სიცრუე იმალება სრულყოფილი ნიღბის უკან. გამელოტებულ და გაშიშვლებულ მტრედს არსაით აქვს წასასვლელი. ხეებსაც კი, თავიანთი ჩუმი ხმებით, აღარ შეუძლიათ მისი გადარჩენა როგორც სჩვეოდათ. მტრედი დაკარგულია. მისი საბუდარი გატეხილია. მისი გული გატეხილია. მისი სული ნაწილებადაა დამსხვრეული, ჭრილობებიდან აღარ ეღვრება სისხლი. მისი დაბინდული თვალები შეჰყურებენ ცას, შესჩივის თავის დანაკარგს. რატომ არის ღამე ესეთი სასტიკი? (პოემის აზრი თუ ვერ გაიგეთ შეგიძლიათ პმ მომწეროთ და გეტყვით) 19 მაისი, 2016. დილა კარგი იყო, დანარჩენი დღე... შაბათია, ასე რომ საბედნიეროდ სახლში დავრჩი ალექსთან ერთად. დილით, თვალებზე ნაზი კოცნით გამაღვიძა, მშვენიერი შეგრძნება იყო. ყველა დეპრესიულ ადამიანს ვურჩევ სცადოს, სულის ამაღლება ნამდვილად შეუძლია. მე და ის ჩახუტებულები, დაახლოებით ათამდე ვიწექით. შემდეგ თავი ვაიძულე ავმდგარიყავი. - რონი! - ალექსმა დაიწუწუნა - არ მიიმატოოოოვოოო! თვალები გადავატრიალე - ალექს ბევრი სამეცადინო მაქვს რომ დავეწიო კლასს, სასაცილოა რომ შენ დახმარებას დამპირდი. დაუზიანებელი ხელით დამიჭირა და ისევ საწოლში ჩამითრია. დავიყვირე როდესაც ზედ დავეცი, სახე მის მკერდში ჩავმალე და მან ჩემს თმაში. მოვდუნდი, დავალების შესრულების იმედი დავკარგე. ჩავიხითხითე და ნება მივეცი ჩამხუტებოდა, თავი არ შევიწუხე დამემალა როგორ მიყვარდა ეს გრძნობა. ღმერთო, დილითაც კი ისეთი კარგი სუნი ასდიოდა... - გეხმარები აარონ - თქვა დილის სექსუალური ხმით. - რისი კეთებით? - ჩავიბუზღუნე მის მკერდში. ალექსს ყოველთვის შიშველს ეძინა და მე მხოლოდ ჩემი ბოქსერებით. - გეხმარები თავი შესანიშნავად იგრძნო - თქვა და ყურზე ნაზად მიკბინა. მოულოდნელობით დავიყვირე. ჩაიცინა - ძალიან საყვარელი ხარ! გავწითლდი და ვცადე სახე უფრო მეტად ჩამემალა - ა-არა არ ვარ... - ისევ გავწითლდი, დარწმუნებული ვიყავი ალექსი გრძნობდა ჩემს ცხელ კანს. გაიცინა და ვიგრძენი როგორ ვიბრირებდა მისი მკერდი. - ხედავ, ესეც მტკიცებულება! ყველაზე საყვარელი ადამიანი ხარ! ღიტინი დავუწყეთ ერთმანეთს და ცოტა ხანში სხვა რამეში გადაიზარდა... მადლიერი ვიყავი დედას და მამას ადრე რომ არ ეღვიძებოდათ. პარკში ანალაინთან ერთად წავედით, სადაც სიგარეტის მოწევა შემეძლო. ანალაინს ვუთხარი რომ არასდროს, არასდროს არ მოეწია. ჰო, რისი თქმა შემიძლია? ფარისეველი ვარ. ბინძური, მეძავი, კანონის დამრღვევი ფარისეველი. და მიყვარდა ჩემი ცხოვრება. შემეძლო ალექსისთვის იმდენი მეკოცნა რამდენიც მინდოდა, რადგან არავინ არ იყო პარკში ჩვენს გარდა. მოღრუბლული ამინდის გამო ალბათ. ანალაინს კი არ ადარდებდა. ვფიქრობ ეგონა რომ ეს ნორმალური იყო. მიხარია ჰომოფობად რომ არ გაიზარდა. სკოლა ნორმალურად მიდიოდა. ვგულისხმობ რომ მაბნევს, მაგრამ ვფიქრობ ვეწევი გაკვეთილებს. მისტერ ჩევისი მამეცადინებს ერთი საათით, ყოველ დღე სკოლის შემდეგ, მაგრამ მაინც რთულია. არ მადარდებს რადგან ალექსი მყავს. შეიძლება საუკეთესო კოლეჯში ვერ მოვხვდე, მაგრამ ამბიცია არ მაქვს რომელიც ჩემს ძმას სცდება. ყოველთვის მინდოდა ავტორი ან ჟურნალისტი ვყოფილიყავი. უმეტესად იმიტომ რომ სიტყვები აღმაფრთოვანებენ, მაგრამ თუ ეს ნიშნავს რომ ალექსისგან უნდა წავიდე, ეს არ მოხდება! სიმართლე რომ ვთქვა არასდროს მიფიქრია მომავალზე ალექსთან ერთად. დავქორწინდებით? ეს... ლეგალურია? ოჰ ნუ შეგვიძლია კანადაში გადავიდეთ. თუ არა და შეგვიძლია ერთად ვიცხოვროთ?! უბრალოდ მასთან ერთად ყოფნა დარჩენილი ცხოვრების მანძილზე საკმარისი იქნება, მაგრამ ძალიან გოგოსავით ვიქნები თუ რომანტიკული ხელის თხოვნა მინდა? რომ მინდა ლეგალურად შემეძლოს ჩვენი სიყვარულის გაზიარება? რომ შემეძლოს არავისგან დავმალო? ახხ, როგორი ეგოისტი ვარ. მხოლოდ ალექსი მინდა. ალექსთან ყოფნა რადგან ის ერთადერთია რაც მჭირდება. ვფიცავ, ზოგჯერ რომ ამ ბიჭით ვსუნთქავ და ვცხოცხლობ. - ბიჭებო აარონი შესამოწმებლად უნდა წავიყვანოთ! - დედამ ზედა სართულიდან დაგვიძახა, როდესაც სახლში მივედით. ამოვიოხრე და ჩემი ძმას ჩავეხუტე - ისინი სახვევებს მომხსნიან და მოვკვდები! ალექსმა თვალები გადაატრიალა და ზურგზე შემისვა, მე ჩავიხითხითე. ანალაინმა დაგვცინა როდესაც მანქანამდე მივედით. - აარონ, სახვევები უნდა მოიხსნა და დეტექტივი ბრაუნი იქნება იქ რომ დაგელაპარაკოს - დედამ მითხრა მგზავრობისას. - რისთვის? - უცებ ხალისი დამიბრუნდა - ბანაკი იპოვეს? დანარჩენები გამოიყვანეს? გონება რაილისკენ და ლორანისკენ გამექცა. ისინი ისევ ჯოჯოხეთურად ცხოვრობდნენ როდესაც აქ სამოთხეში ვიყავი. ალექსს შევხედე რომელიც უკვე მიყურებდა. ნუ იმდენად ახლოს სამოთხესთან რამდენადაც ერთ ბიჭს შეეძლო ჩემი წაყვანა. საავადმყოფოში მივედით და ჩვეულებრივ ოთახში შევედით. საკმაო დრო დასჭირდა ექიმს ჩვენთან მოსასვლელად. მაშინვე ბრაზილიელი გამახსენდა, რომელიც უფრო მეტად მომწონდა. - აარონი ხომ? - აარონ ვრაითი - ვუპასუხე მე. - კარგი, მზად ხარ? - ჰო - ვუთხარი დაღლილმა ჩემთან მოვიდა და სახვევები მომხსნა. არ მომწონდა რომ მეხებოდა, ოდნავი წიწკვნა დამიწყო ჭრილობამ. ალექსმა შენიშნა და დამამშვიდებლად ხელი მხარზე დამადო. როდესაც უკვე მომხსნეს, დავიხედე. ეს... უცნაური იყო. ხელზე, რომლითაც უმეტესად ვწერდი, მხოლოდ ორი თითი მქონდა, ცერა და საჩვენებელი. რატომ მომაჭრა სამი? სამი თითით კარგად ვიქნებოდი, სანამ შუა თითი მექნებოდა არაფერი გამიჭირდებოდა. ის მაინც შემეძლებოდა ხალხისთვის მეჩვენებინა. - რონი - ალექსმა ზურგიდან ჩამჩურჩულა, შევნიშნე მისი კითხვის ტონი. - კარგად ვარ - ვუთხარი - მოდი დეტექტივთან საქმე მოვიშოროთ. დეტექტივი ბრაუნი რამდენიმე წუთის შემდეგ შემოვიდა და ერთმანეთს მკაცრად შევხედეთ. ცოტა არ იყოს სასაცილო სიტუაცია იყო. - აარონ, კარგი ამბები და ცუდი ამბები გვაქვს - მითხრა მან. - ჯერ ცუდით დაიწყეთ. - ბანაკი არ გვიპოვია - შესამჩნევად გამიფუჭდა ხასიათი - მაგრამ კარგი სიახლე ის არის რომ სამხედროები ჩავრთეთ. ყველა ფერმას ვამოწმებთ. არ შევრჩერდებით სანამ ბანაკს არ ვიპოვით, გპირდები. ამოვიოხრე - მადლობთ. - ყველაფერს გავაკეთებთ კანონისთვის. რაილი შეიძლება მკვდარი ყოდილიყო. ჯანდაბამდე გზა ჰქონია კანონს. არ მინდოდა ჩემი აზრები გამეხმოვანებინა. ალექსს ხელი მოვკიდე და გარეთ გავედით. მანქანის უკანა ადგილებზე ჩავსხედით. უბრალოდ ალექსის მხარს მივადე თავი და ვუსმენდი რას ლაპარაკობდა დედაჩემი. ამბობდა როგორი ამაყი იყო ჩემით და ანალაინი ცქმუტავდა. ერთი ქუჩის კუთხეში შევჩერდით, რომელიც მანქანებით იყო გადაჭედილი. - რა ხდება? - დაიყვირა გაბრაზებულმა დედამ. ალექსმა ღვედი მოიხსნა და ნახევარი სხეულით გადაძვრა ფანჯრიდან - რაღაც... პარადის მსგავსია?! დედამ შეიგინა და ანალაინს ყურებზე ხელი ავაფარე. ნელნელა მივდიოდით მივიწევდით წინ და დავინახე ხალხი ქუჩის გასწვრივ, ფერადი ტანსაცმლებით გამოფენილიყვნენ და პოსტერები ეჭირათ. თვალები გამიფართოვდა - გეი პარადია. ხელი პირზე ავიფარე როდესაც სიტყვები წარმოვთქვი. დედა ნამდვილად გაბრაზდებოდა ამაზე. - ოჰ მართლა? ისინი ფიქრობენ რომ გამოსვლა შეუძლიათ ამ დროს? სახლში წასვლა და ჩემი შვილებისთვის საჭმლის გაკეთება მინდა, პიდარასტებო! - დაიყვირა ისევ. ჩემი ადგილიდან ოდნავ ჩავსრილდი, ვცდილობდი დავპატარავებულიყავი. ალექსი ნაღვლიანად მიყურებდა. უექცრად საშინლად გავბრაზდი. მინდოდა მანქანიდან გადავმხტარიყავი და ალექსისთვის მეკოცნა, ყველა ამ მანქანის თვალწინ. გარეთ უამრავი ადამიანი იქნებოდა რომლებიც მხარს დაგვიჭერდნენ და იქნებოდნენ ადამიანები რომლებიც ამას არ გააკეთებდნენ, დედას ჩათვლით. - დედიკო, რას ნიშნავს პიდარასტი? - იკითხა ანალაინმა. ჯანდაბა! - არ თქვა ეს სიტყვა ანალაინ, ცუდი სიტყვაა! - ვუთხარი მას მაშინვე - შეიძლება ამან ადამიანის გრძნობებს ტკივილი მიაყენოს. დედა შემობრუნდა და ბრაზით შემომხედა. ჩემს ადგილზე ჩავიწურე. - კარგი! - შესძახა ანალაინმა, აშკარად ვერ შეამჩნია დედაჩემის მკვლელი მზერა. - არ მითხრა რომ მათ მხარს უჭერ? - მკითხა დედამ. არასდროს მინახავს მისი ეს მხარე. ვიცოდი რომ გეიების წინააღმდეგი იყო, მაგრამ არ მეგონა თუ ესე ვერ იტანდა - ა-არა! - ვთქვი, ისე რომ ზუსტად არ ვიცოდი ჩემი პირი რას ამბობდა - მე უბრალოდ ვთქვი რომ შეიძლება ამან ვინმეს გრძნობებზე იმოქმედოს! ისევ გზისკენ შებრუნდა და რაღაც ჩაიბუზღუნა. ვკანკალებდი როდესაც ალექსს გადავხედე, ტკივილით სავსე თვალები მქონდა და მისაში კი სიბრაზე ჩანდა. ვიცოდი დედაზე იყო გაცოფებული. - დედიკო, ვინ არიან ისინი? - იკითხა ისევ ანალაინმა. არ შეიძლებოდა საუბარი დასრულებულიყო? ალექსისკენ მივიჩოჩე. - ცუდი ხალხი ძვირფასო, არ ინერვიულო ამაზე. - რა გააკეთეს ცუდი დედიკო? არა, არა! ხომ შეიძლებოდა ესეთი ჭკვიანი არ ყოფილიყო? - მათ უნდათ რომ იგივე სქესთან იყვნენ როგორებიც თვითონ არიან. - მაგალითად... კოცნიან ერთმანეთს? ძალიან ჭკვიანი, ძალიან ჭკვიანი ბავშვი. - ჰო მაგალითად როდესაც კაცი კაცს კოცნის. - მაგრამ ალექსი და ა... ხელი პირზე ავაფარე - დედა, შემოვლითი გზაცაა და შეგვიძლია შევუხვიოთ - ვუთხარი კანკალით. დედა დამეთანხმა და შებრუნდა. ანალაინს ხელი გავუშვი. უცნაურად მიყურებდა და ალექსს მივეყუდე. მან ნაზად მომკიდა ხელი. უეცრად მივხვდი რომ კანადაში გადასვლა მოგვიწევდა თუ ერთად ყოფნას გადავწყვეტდით. როდესაც სახლში მივედით, ალექსმა მანქანიდან უსიტყვოდ გადამიყვანა. შემეძლო მეთქვა რომ ბრაზით ცახცახებდა. სხვენისკენ მიდიოდა და ძლივს ვეწეოდი. ბავშვობაში როდესაც რაღაც მოხდებოდა, ყოველთვის სხვენში ავდიოდით. როდესაც ავედით ალექსმა ფანჯრისკენ წამიყვანა და სახურავზე გადავძვერით. კიდეზე ჩამოვსხედით და ფეხები დაბლა ჩამოვკიდეთ. უკანა ეზოს გადავყურებდით და ალექსმა თითები ჩამჭიდა. მძიმედ სუნთქავდა. - მოვკლავ - გამოსცრა - ამ ძუკნას მოვკლავ! მივეცი ნება ბრაზი გადმოემთხია, ვიცოდი არაფერი შეაჩერებდა. თავი მხარზე დავადე და ის განაგრძობდა ლაპარაკს იმაზე თუ როგორ არ ესმოდა დედაჩვენს არაფრის. სახურავზე უკან მივიწიეთ და ალექსს ავაცოცდი ისე რომ მის კალთაში ვიჯექი და სახეში ვუყურებდი. მისი ხმა ჩაჩუმდა როდესაც თვალებში ჩავაცქერდი. - მიყვარხარ ალექს. მხოლოდ ეს ვთქვი. მხოლოდ ეს იყო საჭირო რომ მეთქვა, მართლა. შუბლი ჩემსას მოაწება და წინ და უკან დაიწყო რწევა თვალებდახუჭულმა. არაფერი უპასუხია და ეს ნორმალური იყო. საკმარისად მომისმენია მისგან და გარდა ამისა, მე არ ვიყავი იმ წუთას ის, ვისაც ამის მოსმენა სჭირდებოდა. ჩემი ორი თითი აიღო და გულზე მიიდო. დავინახე ცრემლი როგორ ჩამოუგორდა ლოყაზე, სუფრთა და მბზინავი. ვერ გავბედე საკოცნელად გავნძრეულიყავი, ეს მომენტი ზედმეტად მგზნებარე იყო. რწევას აგრძელებდა, ჩემი ფერმკრთალი, პატარა ხელი გულზე ედო. უეცრად ცისფერი თვალები გაახილა, ჩემსას დააჩერდა და მე მათ ძალაში ჩავიკარგე. - ლამაზი - თქვა სერიოზული, უკმეხი ტონით - ლამაზი. არაფრის თქმა არ შემეძლო. როგორ უნდა მეთქვა? რა იყო სათმელი ამის უარსაყოფად? მე თუ ლამაზი ვიყავი, ის... ღვთაება იყო. ჩვენს შორის მყოფი პატარა სივრცე უფრო შევამცირე და ერთმანეთს ვაკოცეთ, ოჰ როგორი ნაზი იყო ეს კოცნა. არაფერში გადაგვიზრდია და არც შეგვიწყვეტია, უბრალოდ ვიჯექით სახურავზე, ტუჩებით ერთმანეთს შეწებებული ძალიან, ძალიან დიდი ხნის მანძილზე... მაშინ მივხვდი რომ ალექსი ჩემს სულს ფლობს. არ მაღელვებს. შეიძლება ითქვას რომ მე დავუთმე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.