შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან (9)


11-11-2016, 08:48
ავტორი mariia
ნანახია 2 691

საღამოს ლევანი სახლში იყო.ფორტეპიანოს მიჯდომოდა და სასიამოვნო მუსიკის ჰანგებით იყო ოთახი მოცული.ისე იყო დაკვრით გართული ოთახში შემოსული დაჩი ვერც შეამჩნია.შემოვიდა იქვე სავარძელში ჩაჯდა და უსმენდა მეგობრის მუსიკის ჰანგებს.
-როდის მოხვედი? - მუსიკის დასრულების შემდეგ გახედა მეგობარს და მის გვერდით გადაჯდა.
-არც ისე დიდი ხანია. მიხარია, რომ მოვედი შენთან ყოველთვის ვმშვიდდები.-მეგობარს მხარზე ხელი დაკრა..
-ვიცი, რომ გიჭირს ახლა და თავში ნუ ჩაიკეტები ჩვენ ხომ შენს გვერდით ვართ ყველაფერს ერთად გადავლახავთ.-ლევანმა თანაგრძნობით მოხვია ხელი.
-მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებ. მინდოდა დამეზუსტებინა, რომ შენი იმედი მექნებოდა-ჩაუღიმა მეგობარს.
-ეს სიტყვები მეწყინა-წყენით გახედა დაჩის.-რა თქმა უნდა უნდა გქონდეს მუდამ.-მის სიტყვებზე კიდევ უფრო გამხიარულდა ბიჭი.-ეს რა არის? -ლევანმა თვალი პაკეტისკენ გააპარა.ოთახში ბიჭები შემოვიდნენ.
-აბა უჩვენოთ რეებს ხლართავთ-ჩაიცინა გიომ და სავარძლებში ჩაჯდნენ.-ეს რა არი?-გაიმეორა ლევანის კითხვა.
-მაგას ვეკითხებოდი სანამ შემოაბოტებდით-ჩაიცინა ბიჭმა.
-ეს საჩუქარია ნიასთვის უნდა გავუგ-უცებ ლუკამ წამოიყვირა
-მე წავიღებ.-ფეხზე წამოხტა პაკეტს ხელი დაავლო და კარებისკენ გაქანდა.
-ასე სწრაფადაც არ ვაპირებდი გაგზავნას მაგრამ ჯანდაბას წაიღე ბარემ-მეგობრის ქცევაზე ოთახში სიცილი ატყდა.
-****
კაბა ნამდვილად ნიას სხეულისთვის იყო შექმნილი.ძალიან უხდებოდა გოგონას.თმები მაღლა ლამაზად აეხვია.ყელზე სამკაული არც გაუკეთებია ეს ზედმეტად გადატვირთავდა კაბის მარგალიტებით მოჩიქურთმებულ ყელს.კაბას სადა საყურეები შეუფერა ფეხზე ასევე ის მაღლები ჩაიცვა,რომელიც კაბასთან ერთად იყო.პირდაპირ უკვირდა ასე ზუსტად როგორ შეარჩია ყველაფერი მისი ზომის.ოთახიდან დაბლა ჩავიდა მისაღებში სადაც პირდაღებული მაია და თაკო იდგნენ.
-ასე რატომ მიყურებთ არ მიხდება?-სახე მოეღუშა გოგონას.
-გიხდება,რომელია ლამაზი და რომ მყავდა ვიცოდი,მაგრამ არც ასეთი მეგონე-ჩაიცინა თაკომ.
-ნუ დამცინი-მანაც გაიცინა.
-არა მართლა ლამაზი ხარ ჩემო გოგონავ-ქალი შვილს მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა. -ვფიქრობ მეორე კოცნასაც მოგპარავენ.
-დედა-ნია უხერხულად აიშმუშნა. კარებზე ზარიც გაისმა.
-მოგაკითხეს ნია-თაკო კარებისკენ წავიდა მხიარულად.გოგონას მომღიმარი სახე რატომღაც მოეღუშა. კარებთან ლუკას ელოდა თუმცა ხელში გიორგი შერჩა. გვერდით გაიწია და სახლში შემოუშვა შემდეგ კი კარებში გაიხედა იქნებ სადმე გარეთ იცდისო,თუმცა იმედი აქაც გაუცრუვდა.
-საღამო მშვიდობისა -მიესალმა იქ მყოფთ გიორგი.ნიას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
-შენ ალბათ ჩემი გოგოს -სანამ დაამთავრებდა გიორგიმ წამოიყვირა.
-მისი და დაჩის მეგობარი ვარ დღეს კი მე ვიქნები მისი კავალერი იქამდე სანამ წვეულებაზე მივალთ შემდეგ კი ჩავაბარებ მთავარ გმირს- მის სიტყვებზე მაიას ღიმილი მოეგვარა სახეზე.
-მაშინ ჩემ შვილს გაბარებ და იმ ვაჟს გადაეცი გაცნობა მსურს მისი. - მკაცრი გამოხედვა ესროლა ბიჭს.
-გადავცემ -ჩაუღიმა გიორგიმ. ნიამ კი თვალები აატრიალა ბიჭის მიერ გამოწვდილ ხელს ხელი მოკიდა და გაყვა.
-****
დარბაზში შესვლისთანავე თვალებით დაჩის ძებნა დაიწყო. გიორგისთან ერთად ნაზად მიაბიჯებდა იმ მაგიდისკენ სადაც მათი მეგობრები იდგნენ მათ შორის სალიც.გიორგიმ მაგიდასთან მიაცილა.დაჩიმ მამამისის მხრიდან დაინახა გოგონა და სიხარულისგან თვალები აუციმციმდა.კაცი წამშივე მიატოვა და იმ მაგიდისკენ გაემართა, სადაც ნია იდგა.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები -ვერ მალავდნენ შთაბეჭდილებას მეგობრები. გოგონა კი დარცხვენილად იდგა. სულაც არ მოსწონდა ეს წვეულებები და ასე შემდეგ.ერთადერთი მიზეზი აქ ყოფნის დაჩი იყო.უცებ კაბის ამოღებულ ზურგზე შეხება იგრძნო. თავი სწრაფად შეატრიალა.
-ჩემ წარმოდგენასაც გადააჭარბე-ერთმანეთს გაუღიმეს.ბიჭი ნაზად ეამბორა ლოყაზე და მისი სურნელი შეისუნთქა.
-გილოცავ-ჩაჩურჩულა გოგონამ ყურთან.ჟურნალისტები ყველაფერს აფიქსირებდნენ.ბიჭის თითოეულ ნაბიჯს თუ მოქმედებას
-დაჩი-გამოსძახა ძალით მომღიმარი სახით მამამისმა.
-ახლავე მოვალ -მანაც ღიმილითვე მიუგო.-გიო სულ ცოტახანს გაბარებ იცოდე.-.ნიას გვერდით ბიჭს მზერა ესროლა.წასვლამდე კი თითებით ჩუმად მოეფერა გოგონას ხელს.
-ეს რას ნიშნავს? -მომღიმარი კაცი კბილებში ცრიდა.
-არაფერს ისეთს შენთვის.-კმაყოფილად იღიმებოდა დაჩი.
-ჩემი პარტნიორი და მისი შვილიც აქ არის. დროა სცენაზე ახვიდე და შენი საქმე გააკეთო.მგონი ყველა აქაა-კმაყოფილად დაჩის უკან ნიასკენ გააპარა თვალი.დაჩი მორჩილად წავიდა სცენისკენ.მიკროფონი აიღო,თან ნიას თვალს არ აცილებდა.
-მოგესალმებით-გაისმა დაჩის მჭექარე ხმა მიკროფონში ყველამ მისკენ მიმართა მზერა.-პირველ რიგში მოსვლისთვის ყველას მადლობას გიხდით.ახლა კი მინდა მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო.ალბათ ყველას გაგიკვირდებათ რადგან ძალიან ახალგაზრდა ვარ ამისთვის-ჩაიცინა და დარბაზშიც ღიმილმა გადაკრა სახეზე ხალხს.
-ეს იმას აპირებს რაც მგონია?-ჩაილაპარაკა ლუკამ.
-რას აპირებს? -შეშფოთებული მზერა მოავლო ბიჭებს ნიამ.
-მამამისი პარტნიორის ქალიშვილზე ქორწინებას.მამისი აიძულებდა. არ მეგონა თუ დათანხმდებოდა-ჩაილაპარაკა გიომ ისე, რომ დაჩისთვის თვალი არ მოუცილებია.ნიას ამ სიტყვებზე შოკი ქონდა.ხელში შამპანურის ჭიქა შეეყინა.ცოტაც და გონებას დაკარგავდა თუმცა ხატია და სალი ამოუდგნენ გვერდში.
-არ შეგეძლო ასე არ მიგეხალა?-კოპებშეკრულმა გახედა ბიჭს ხატიამ.დაჩის ეს არ გამოპარვია და ღიმილი მისი სახიდან სადღაც გაქრა.უნდოდა მიკროფონი დაეგდო და მასთან მოსულიყო. მაგრამ თავი შეიკავა და ღმად ჩაისუნთქა.
-დამშვიდდით სანერვიულო არაფერია-ლევანმა ნიას დამშვიდება სცადა.
-მინდა დღეს საზოგადოებას წარვუდგინო ჩემი საცოლე,უფრო სწორედ საცოლე მაშინ გახდება როცა დამთანხმდება-განაგრძო დაჩიმ.
-წასვლა მინდა-წარმოთქვა უცებ ნიამ გასწორდა და შებრუნდა.
-ნია მაისურაძე გახდები ჩემი საცოლე?-გაისმა დაჩის ხმა გოგონას ზურგს უკან. ყველას მზერა ბიჭიდან გოგონაზე გადაიტანეს.ნია ისევ უკან შებრუნდა და დაჩის გახედა.ბიჭი მისკენ მოდიოდა ნელი სვლით.
-ხომ ვთქვი სანერვიულო არაფერიათქო-კმაყოფილად გადახედა გაოცებულ მეგობრებს ლევანმა. აქამდე მომღიმარი და კმაყოფილი დაჩის მამას ბიჭის სიტყვებზე ღიმილი შეეყინა და ტვინში სისხლმა აასხა. ამას ნამდვილად არ მოელოდა მისი შვილისგან.
დაჩი მიუახლოვდა ნიას.ერთმანეთს თვალებში შეყურებდნენ.ბიჭის თვალებში აშკარადა დარბოდნენ მოთამაშე ჭინკები.
-დაჩი რას აკეთებ?-ნიამ ჩუმად გადაულაპარაკა.
-ვცდილობ არჩევანი გავაკეთო რომლის წინაშეც დამაყენეს.მე შენ გირჩევ.შენ?-მოთამაშე ჭინკები მის თვალებში მიიმალნენ და შიშმა. უარყოფის შიშმა გადაკრა.
-შეგეძლო შეგემზადებინე-ბრაზით უთხრა გოგონამ. მათი ლაპარაკი მეგობრების გარდა არავის ესმოდა,თუმცა მომენტებს კამერები აფიქსირებდა.
-ანუ შენი პასუხი უარია-ამ სიტყვებზე თითქოს გული ჩაწყდა.მარჯვენა ხელში ბეჭედს ხელი მოუჭირა.სახეზე კი ღიმილი მიიწება.ნიამ მოჭერილ ხელზე ხელი მოკიდა და გაუღიმა.
-რადგან სხვა გზა არ დამიტოვე,თან ამდენი ხალხი გვიყურებს იქნებ ეგ ბეჭედი მომცე.-მომღიმარმა თავი გვერდით გადასწიაა და საყვარლად გახედა.დაჩი ყურებს არ უჯერებდა ახლა ის სასურველი პასუხი მიიღო რომლის გამოც ყველაფერი სასწორზე შედო?თვალებში უყურებდა და პირველად ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.-თუ გადაიფიქრე?-წარბი ასწია ნიამ.-არა მე კი გავიკეთებ ჩემი ხელით, მაგრამ სირცხვილია-ჩაიცინა ისევ.დაჩიმ სწრაფად თითზე ბეჭედი გაუკეთა.მაგიდაზე მიკროფონი დააგდო.ორივე ხელში მისი სახე მოიქცია და აკოცა.ნია ისევ მოულოდნელობისგან გაშეშდა.თუმცა მალევე დახუჭა თვალები.დახუჭა და მიენდო ბიჭს. მეგობრებმა ამაზე შეძახილები მიაყოლეს.ყველა კმაყოფილი იყო ბიზნეს პარტნიორების გარდა.დაჩისკენ დიდი სისწრაფით გაემართა გაცეცხლებული. დაცვამ ჟურნალისტები დარბაზიდან გაიყვანა ბატონი მერაბის ბრძანებით.
-ხომ გითხარი მხოლოდ ორი არჩევანი გაქვსთქო-მიეჭრა წყვილს. დაჩი ნიას ტუჩებს მოწყდა,ხელი მაგრად ჩაკიდა და მამამისს მიუბრუნდა.
-მესამე ვარიანტი დავამატე.სახლიდან წამოსვლა და მასთან ერთად ყოფნა.-ჩაკიდებული ხელი თვალ წინ ააფარა.ბატონ მერაბს სიტყვა პირზე მიეყინა შვილისგან ასეთ წინააღმდეგობას ნამდვილად არ ელოდა.-ახლა კი დაგტოვებთ-ნიას უფრო კომფორტულად ხელი მოკიდა და დარბაზიდან გაიყვანა.
-****
მანქანის წინ იდგნენ.დაჩი ნიაზე იყო ზურგიდან მოხუტებული და ორივე გადაყურებდა ქალაქს.
-მიყვარდა აქაურობა და შენთან ერთად კიდევ უფრო შემიყვარდა -ბიჭმა მის კისერში თავი ჩარგო და აკოცა.
-ახლა რა იქნება? -მიუბრუბდა დაჩის და თვალებში შეხედა.
-ახლა ვიქნებით მე და შენ.დღეს ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე მე ამირჩიე!ჩემი ხარ!ჩემთან ხარ!-გოგონას შეციებულ ლოყებზე ისევ ხელები მოკიდა და რამდენჯერმე აკოცა მის ტუჩებს.
-მაგრამ არ მითქვამს, რომ მიყვარხარ-ეშმაკურად აათამაშა წარბები გოგონამ.
-მაინც განწყობა უნდა გამიფუჭო ხომ.მომეცი ბეჭედი უკან-ყალბი გაბრაზება გამოხადა დაჩიმ.
-არაფერიც -ხელი ზურგს უკან წაიღო.-ის უკვე ჩემია.და რაც ჩემია იციი ადვილად არ ვთმობ.
-ისევე როგორც მე. მაგ სიტყვებს კი მაშინ მეტყვი,როცა შენს გულს მოუნდება.-თითი გულზე დაადო.მეორე ხელით ახლოს მოზიდა -ისე რა უცნაურია "შეყვარებული" გამოვტოვეთ და პირდაპირ ჩემი "საცოლე" გახდი-ჩაიცინა ბიჭმა.
-არ ვაპირებ გათხოვებას,სანამ უნივერსიტეტს არ დავამთავრებ.-ისევ თვალებში უმზერდა დაჩის.
-ამას არც მე ვაპირებ.უბრალოდ ყველას ვამცნე,რომ ჩემი ხარ-გვერდულად ჩაიღიმა და მკლავებში მოიქცია.
-სახლიდან მართლა წამოხვალ?
-რა თქმა უნდა.მე ტყუილად არ ვამბობ არაფერს.
-მერე სად წახვალ? -შეწუხებული სახით ეუბნებოდა ნია.
-ლევანმა ჩემთან გადმოხვალ არ მაინტერესებსო -ჩაიცინა ბიჭმა-ასე,რომ წასასვლელი მაქვს.ნუ ნერვიულობ-შუბლზე აკოცა გოგონას მანაც წელზე ხელები შემოხვია და გაინაბა მის მკლავებში.
***
ახლად გაღვიძებული ნია ჭერს გაშტერებული შეყურებდა და ფიქრობდა,თან შიგადაშიგ ღიმილი აიკრა სახეზე.ნუთუ ეს ის ნია იყო, რომელსაც ადრე იცნობდა ყველა.რა ემართებოდა დაჩისთან? ახლაღა ხვდებოდა თავს რამხელა წინააღმდეგობას უწევდა დაჩისთან მიმართებაში,თუმცა დაჩი უფრო ჯიუტი აღმოჩნდა. მასზე ჯიუტი და დააფიქრა მის მიმართ გრძნობებზე,რომელიც სიძულვილი ეგონა.ფიქრებიდან გამოერკვა,როცა საათმა დარეკა.რამდენიმე დღე იყო ყველაზე ადრე იღვიძებდა,მაღვიძარასაც კი ასწრებდა და მის აქამდე შემაწუხებენ ხმას ღიმილით ეგებებოდა.
-ღმერთო რა პათეტიკური გავხდი-ხელები ლოყებზე შემოირტყა და ეცადა ეს მომღიმარი სახე სადმე წაეღო.საწოლიდან წამოხტა ჩვეულებრივი რიტმით გავიდა პიჟამოებით ოთახიდან,რათა აბაზანაში შესულიყო თუმცა იქ თაკომ შეასწრო.მუქარის ნაცვლად ნიამ გვერდი აუარა და სამზარეულოში ჩავიდა.
-რა ჭირს ამას ეს დღეები? -აბაზანიდან თავი გამოყო-აღარ მეჩხუბება თან გაღიმებული დადის. დაჩი დამიბრუნე ჩემი დაა..-ეცადა თეატრალურად ტრაგიკული სახე მიეღო.თავის უნიჭიერესობაზე თვითონვე გაიცინა და ისევ აბაზანაში შევარდა.თავის მოკაზმის შემდეგ გამოვიდა და ნია შევარდა სასწრაფოდ მოსამზადებლად.
სამივე სუფრას უსხდნენ სასაუზმოდ.დედა-შვილი გატრუნული უყურებდა ნიას მშვიდ სახეს.
-რა? რა გინდათ?-კოპები შეუკრა გოგონამ.
-არა ისევ ჩვენი ნიაა-გადახედა დედამ შვილს და ორივემ ხელი საზეიმოდ შემოკრეს.
-ჩანთას ავიღებ და წავედით -ჭიქიდან სითხე მოსვა და კიბეებს აუყვა.
-გასცა ბრძანება -თვალები აატრიალა თაკომ.კარებზე ზარიც გაისმა.-მე გავაღებ-წამოხტა გოგონა და კარები ელვის სისწრაფით გააღო.მართალია ის არ იყო ვისაც ელოდა,თუმცა არც მისი ნახვა იყო ნაკლებად ბედნიერების მომტანი.
-მამააა-შეყვირა გოგონამ და კისერზე ჩამოეკიდა.
-უფრო ხშირად უნდა წავიდე ხოლმე ასე თუ შემომეგებები-ჩაკოცნა შვილი კაცმა.
-მაა.. მამა... მამიკო... -კიბეებზე ძახილით ნია მორბოდა და თან ჩანთას მოაქნევდაა.
-ჩემი გოგოო-ხელში აიტაცაა კაცმა.
-ცოლი ვისღა ახსოვს-გაბუსხა ქალმა ტუჩები.კაცმა ნია ძირს დასვა და მეუღლისკენ წავიდა.
-რას ქვია არ მახსოვს-წყენით შეხედა ქალს.მისგან კი ალერსიანი მზერა იგრძნო.კაცმა ვეღარ გაუძლო მეუღლის ხიბლს ხელში აიტაცა რამდეჯერმე დააბზრიალა და მის ტუჩებს ხარბად დაეწაფა.
-კარგი. კარგი ჩვენ არ გიყურებთ გავდივართ -ჩაიხითხითეს გოგოებმა და გასასვლელისკენ წავიდნენ.
-ნია-გამოსძახა კაცმა და ცოლის ტუჩებს ღიმილით მოწყდა.-უნდა დაგელაპარაკო-კაცმა ჯიბიდან გაზეთი ამოიღო და ის ფურცელი აუფრიალა სადაც ის და დაჩი იყვნენ და მათ ნიშნობაზე წერდნენ-საღამოს გელოდები.-გოგონამ ეს სიტყვები განგაშად მიიღო თითზე ბეჭედს წვალება დაუწყო თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ძალით მომღიმარი სახით გაეცალა სახლს.თაკოც მას გაეკიდა.გზაში კი აღელვებულ ნიას ცეცხლზე ნავთს უსხავდა და კიდევ უფრო ანერვიულებდა.
-*****
კაფეში სადაც ნია და სოფი მუშაობდნენ,როგორც ყოველთვის თავიანთი მაგიდა ეკავათ მუდმივ კლიენტებს დაჩის და მის სამეგობროს.ნია ჩაფიქრებული დადიოდა,რამდენჯერმე შეკვეთაც აერია. ბავშვებს ყურადღებას ვერ აქცევდა დახლთან დადგა და ნერვიულად თითების კბილებით წვალება დაიწყო.სოფიმ მეგობრებს შეკვეთა მიუტანა გაუღიმა და ნიასკენ გაემართა.
-რას იტყვით თუ ვიტყვი,რომ სოფი მომწონს? -გიორგიმ სოფიდან მზერა მეგობრებზე გადმოიტანა.ლუკამ წვენი ლამის გადმოაფურთხა -რა მოხდა? შენნაირი პედოფილი მაინც არ ვარ და პატარები არ მიყვარდება?-შებღვირა ლუკას.მათ კამათზე ხატია და ლევანი სიცილით იგუდებოდნენ,დაჩის მზერაც და გონებაც ახლა ნიასკენ იყო,რომელიც ხან თითზე ხორცს იჭამდა და ხან ბეჭედს აწვალებდა.
-ჯერ ერთი-თითი ასწია ლუკამ-თაკო პატარა არაა,ორ დღეში 17ს ხდება,მეორეც ერთი ეს რეაქცია გაკვირვების იყო.ამბობს ბიჭი შემიყვარდაო,რომელმაც მე დამცინა-ნიშნის მოგებით გახედა მეგობარს.
-აუ რა ვქნა ეე.ვეწინააღმდეგე თავს მაგრამ ვერა რა ტო-ხელები გაშალა ბიჭმა.
-რას დაერიეთ ნიას მეგობარ-ნათესავებს-იცინოდა ხატია.
-რა ჩვენი ბრალია თუ კარგები ყავს- ორივემ ერთხმად გასძახეს გოგონას.მას კი პასუხზე იმდენად გაეცინა სიტყვები რისი თქმაც უნდოდა სულ აღარ გამოუვიდა წყენით ნათქვამი.
-იმის თქმა გინდათ,რომ მე არ ვარ კარგი?- ცალი წარბი ასწია გოგონამ თან სიცილს ძლივს იკავებდა.
-შენ ნიასი ვინ ხარ?-გახედა გიომ.
-მეგობარი
-მერე?-წარბი აათამაშა ლუკამ.
-ანუ?-გოგონა ვითომ ვერ ხვდებოდა რისი თქმა უნდოდათ.
-ანუ კარგი ხარ-გაეკრიჭა ბოლოს ორივე.ხატია ფეხზე წამოდგომას აპირებდა ყალბი გაბრაზების გამოსახატავად.-მისი მეგობარი და ჩვენი საყვარელი დაიკო-ჩაუღიმა ლუკამ და გიოც აყვა.
-პირფერები-ჩაიცინა და სავარძელში ჩაჯდა.ლევანმა ისევ გადაადო მხარზე ხელი და ახლოს მიიხუტა.
-არ მიყვარს,როცა ოდნავ შორს მაინც ხარ ჩემგან.-ბიჭმა თავი მის კისერში შერგო და ღმად შეისუნთქა, გოგოც გაინაბა მის ხელებში. ლევანმა მზერა დაჩიზე გადაიტანა,რომელიც ასე დაჟინებით და უკვე თვითონაც ანერვიულებული უყურებდა ნიას
-არ გინდა მიხვიდე და კითხო რა ჭირს? -მხარზე ხელი კრა ლევანმა.
-ხომ შეიძლება თვითონ მოვიდეს და მითხრას რა უჭირს-გაბრაზებით მოატრიალა თავი მეგობრისკენ.
-ის,ხომ გოგოა. გოგოები კი ასეთები არიან თავს იფასებენ-წამოიყვირა მოპირდაპირე მხრიდან ლუკამ.
-მიდიი-თავით ანიშნა ლევანმა.დაჩიც წამოდგა ფეხზე. აპირებდა კიდევაც თუმცა ბიძგს ელოდა მეგობრებისგან.ნია უკანა ოთახში გასულიყო,რაღაცის გამოსატანათ,მაგრამ ოთახში შესვლისას სულ დაავიწყდა რაზე შემოვიდა.უკნიდან ხელების შემოხვევა იგრძნო წელზე.თითქოს ყველა დარდი სადღაც გაუქრა.გოგონა უკან მიეყრდნო და მის მკლავებში გაინაბა.
-საიდან იცოდი,რო მე ვიყავი.იქნებ სხვა მოგეხვია ასე უნდა მოიქცე?!- გაბრაზება დაეტყო ხმაში დაჩის.ნიას კი უბრალოდ სიცილი აუვარდა.
-ჯერ ერთი აქ შენს გარდა შემოსვლას ვერავინ გაბედავდა,მეორე და მნიშვნელოვანი მე ყოველთვის ვცნობ შენს ხელებს და შენი სხეულის სითბოს.-გოგონა მოტრიალდა და ეცადაა მისი ტუჩიდან კოცნა მოეპარა თუმცა ბიჭმა თავი გასწია.
-არა-გააპროტესტა ბიჭმა თვალებში კი ეშმაკუნა ჭინკებმა ცეკვა დაიწყეს.
-რატომ?-გოგონამ ორივე ხელი ახლა მის სახეზე გადაიტანა.დაჩიმ ხელები დაუჭირა და შეღიმა.
-იმიტომ, რომ კოცნის მოპარვა ჩემი საქმეა -თქვა და მისი მოცეკვავე ჭინკები კიდევ უფრო გახალისდნენ.მისი ტუჩები კი გოგონასას შეეხო.-მითხარი რა გაწუხებს-ჩაილაპარაკა ჩუმად,როცა მის ტუჩებს მოწყდა.
-მამა ჩამოვიდა. -ნიამაც ამოღერღა სათქმელი.
-მერე უნდა გიხაროდეს ასე რატომ ხარ?-თვალებში შეხედა ბიჭმა.
-გამიხარდა,ახლაც მიხარია,მაგრამ საღამოს დაგელაპარაკებიო და ხელში იმ დღის გაზეთი ეჭირა. -ხელი თვალთან ასწია და თითზე ბეჭედი აათამაშა.-არ ვიცი რა ვუთხრა ან რას მეტყვის?-ამოისუნთქა გოგონამ.
-მანახე ბეჭედი-ბიჭმა ხელზე მისი ხელი დაიდო და თითიდან ბეჭედი გამოაძრო.
-დაჩი რას აკეთებ? -მისი საქციელით შოკირებული შესცქეროდა გოგონა.
-პრობლემა ის ნიშნობაა...-თქვა და ოთახიდან გავიდა ხელში ბეჭდით.ნიაც მას გაეკიდა.
-დაჩი მომეცი ბეჭედი... დაჩი... ბეჭედიი ჩემია არ დაგავიწყდეს...-მიყვიროდა გოგონა უკვე ქუჩაში გასულს.-დაჩიიი...-კიდევ ერთხელ შეყვირა ბიჭს,ის კი მანქანაში ჩაჯდა და კაფეს მოშორდა.სანახაობით ყველა გაკვირვებული იყო.
-****
ნია სახლის წინ იდგა და ღმად სუნთქავდა. ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ ჯერ კიდევ გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე ცოტახნით. დაჩის გახსენებაზე კიდევ უფრო ნერვები ეშლებოდა.რა უნდა ეთქვა ახლა მამამისისთვის.დანიშნული ვიყავი ან ვარ და ბეჭედი აღარმაქვსო?სახლის კარებთან კუნტრუშობდა.
-ჯანდაბას შევალ-ამოისუნთქა და კარები შეაღო.
-როგორც იქნა შენ გელოდებით-გაუღიმა კაცმა.ნიას იქ მყოფთა დანახვაზე თვალები ორმაგად გაუფართოვდა.უკან გაიხედა,რატომ ვერ შენიშნა სახლთან დაჩის მანქანა? ეზო მოათვალიერა.
-აქ რა გინდა?-ბოლოს მზერა დაჩიზე გადაიტანა,რომელიც მისკენ მოდიოდა.
-რას ქვია რა უნდა-გაბრაზდა კაცი.-საცოლის მამის გასაცნობად მოვიდა.
-რა?-ახედა მასთან მისულ დაჩის.-ვერ მითხარი, რო აქ მოდიოდი?-გაბრაზება დაეტყო გოგონას.-ან ბეჭედი რატო გამომართვი?ჩემი ბეჭედი მინდა-კატეგორიულად და თან ჩუმად ელაპარაკებოდა ბიჭს მამამისს რო არ გაეგო.
-გეგონა ამ საქმეს მხოლოდ შენ მოაგვარებდი?ეს ორი ადამიანის შენი და ჩემი მოსაგვარებელი იყო ანუ ჩვენი.-ბოლო სიტყვა ასო ასო წარმოთქვა თან ღიმილით. -ბეჭედს კი ჯერ ვერ მიიღებ-თვალი ჩაუკრა.
-ეს ბიჭი მომწონს-გადაულაპარაკა მეუღლეს კაცმა.-მაგრამ არ შევიმჩნევ -ქალს მის ნათქვამზე სიცილი აუტყდა.
-გეყოფა უკვე გეტყობა,როგორ ძალიან მოგწონს.-სიცილით თქვა ქალმა.
-დედა... მამა...- მოუბრუნდა დაჩი მათ,თან ხელი ნიაზე ქონდა ჩაკიდებული და მათკენ წავიდა.-ამ ორ სიტყვას არ ვამბობ ჰაერზე.იმ მომენტიდან,რაც გაგიცანით მე თქვენგან იმხელა სითბო მოვიღე,რაც საკუთარი მამისგან არ მიგრძვნია.იმაზე ახლოს მოხვედით ჩემთან ვიდრე ვინმეს ვუშვებ ხოლმე.მინდა შვილად მიმიღოთ,ასევე -თავი ჩაღუნა ბიჭმა.ნია გაკვირვებული შეყურებდა დაჩის ამ აღსარებას.ნამდვილად არ მოელოდა მისგან ამას.მშობლებს კი მისი გულში ჩაკვრის სურვილი გაუჩნდათ.- მინდა თქვენგან თანხმობა მივიღო და ნიას ჩემი საცოლე ვუწოდო.-ჯიბიდან ბეჭედი ამოაძვრინა ისევ.
-დღეს კიდე ვინმე ითხოვს გოგოს ხელს მშობლებისგან?-აქამდე ჩუმად მყოფმა თაკომ ხმა ამოიღო და ყველას მზერა მოავლო.
-ჩშშშ...-ორივემ გააჩუმეს გოგონა.
-კაი ჩუმად ვარ-ხელები ერთმანეთს გადააჯვარედინა და სავარძელში ჩაესვენა."არ ითხოვს თუმცა მე მომწონს" -გამოუტყდა დაჩის ჟესტით მოხიბლული საკუთარ თავს.
-დაჩი შვილო-დაიწყო კაცმა.-მინდა გითხრა საკმაოდ ჯიუტი და თავნება გოგონა მყავს-დაჩის მის სიტყვებზე ღიმილი ეგვრებოდა.
-საკმაოდ კარგად კარგად შევისწავლე მისი სიჯიუტე-ჩაიცინა ბიჭმა ორივეს სიცილი აუტყდათ მის სიტყვებზე.ნია კი სამივეს რიგრიგობით უყურებდა.
-ძალიან კარგი.მაშინ ნებას გრთავ ჩვენი შეძენილი შვილი იყო და ამ ჯიუტი გოგოს საქმრო-ავთო მომავალ სასიძოს გადაეხვია.
-ნიას პასუხი უკვე იციი-მისკენ მაიაც წამოვიდა და ჩაეხუტა.-მიხარია ასეთი კარგი,რომ ხარ.-შემდეგ დაჩი ბეჭდით ნიას მიუბრუნდა.
-ხელი გაუწოდე-შეყვირა თაკომ კუთხით სავარძლიში მჯდომიარემ.ნიამაც ზანტად დაუდო ხელი ხელზე.ბეჭედი ისევ თავის პატრონს და თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნა.
-ბეჭედს ვიბრუნებ იმიტომ, რომ ჩემია-კოპები შეუკრა ნიამ კიბეებისკენ წავიდა და ოთახში აირბინა გაბრაზებულმა.დაჩიმ მზერა უკან დაუბრუნა მშობლებს თითქოს ნებართვას ითხოვდა ასვლისას.
-კიდევ გინდა მისი ცოლობა?-ჩაიცინა ავთომ.დაჩიდან კი ჩაღიმება მიიღო პასუხად.კაცმა თავით ანიშნა ასულიყო.ისიც წამში ავარდა კიბეებზე და ნიასთან შევიდა ოთახში.გოგონა ხელზე იყურებოდა და ბეჭედს ათამაშებდა მომღიმარი.
-გეგონა მიგატოვებდი?- უკნიდან ხმა მოესმა, რომელშიც აშკარად იგრძნობოდა ღიმილი.გოგონა მისკენ შებრუნდა და მთელი ძალით მოეხვია.მხარზე თავი დაადო და ცდილობდა ხევნით დაეხრჩო.ბრაზი სადღაც გაქრა.ხვდებოდა რამდენად უყვარდა მაგრამ ჯიუტად არ ამბობდა ამ სიტყვებს მასთან-ისე კოცნით დახრჩობა მირჩევნია -ჩაიცინა დაჩიმ.
-არასოდეს აღარ გააკეთო ასე ხუმრობითაც კი.იმის მაგივრად მამაზე მენერვიულა შენ საქციელზე ვნერვიულობდი.-საყვედურობდა ნია.
- ზუსტად ეგ მინდოდა მეც- ხელები დაჩიმაც შემოხვია ძლიერად და თავზე აკოცა.
-გთხოვ სულ ჩემთან იყავი და არასდროს წახვიდე - გოგონა კიდევ უფრო კომფორტულად ცდილობდა მის მკლავებში მოკალათებას.ბიჭმაც მაგრად მიიხუტა ტუჩებით კი მის ტუჩებს დაწვდა.
-***
დაჩი სახლში მხიარულად დაბრუნება. საძინებლამდე მისვლას ცოტა აკლდა მერაბმა მჭექარე ხმით გამოსძახა.
-დაჩი.-ბიჭიც მისკენ შემობრუნდა.
-აქ რა გინდა?- შეუბღვირა მამას.
- შენთან ლაპარაკი მინდოდა და ლევანს ვთხოვე დაგლოდებოდი.
-მითხარი დროზე და შეგიძლია წახვიდე.-ბიჭმა ჯიბეებში ხელები ჩაიწყო.
-მინდა სახლში დაბრუნდე.
-უკვე გითხარი არ მოვიყვან იმ გოგოს ცოლად.- გაბრაზება კიდე უფრო ეტყობოდა.
-მივხვდი რომ სრულიად სისულელეს ვაკეთებდი ვაიძულებდი შვილს უსიყვარულოდ ექორწინა. -დაჩი ყურებს ვერ უჯერებდა.- მივიღებ იმ გოგონას ერთი პირობით ამერიკაში ჩვენს ფილიალს ჩაუდგები სათავეში ერთი წლით და ამოქაჩავ ბიზნესს,რომელიც იმ ქორწილით უნდა ამომექაჩა-ამ სიტყვებით დაჩიმ ერთდროულად სიხარულიც განიცადა და მწუხარებაც. თავში ახლა ნიას სიტყვები ამოტივტივდა. ათასი ფიქრი ერთდროულად დადიოდა მის გონებაში.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოო მაინც გამოუნახა ამ კაცმა საქმე რა.იდიოტი.ვაიმე ვგიჟდები ამ წყვილზე რა.სასწაული ხარ ტკბილოოოო
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი mariia

La-Na
ოო მაინც გამოუნახა ამ კაცმა საქმე რა.იდიოტი.ვაიმე ვგიჟდები ამ წყვილზე რა.სასწაული ხარ ტკბილოოოო

^^ <3 მიხარია...მიხარია... მიხარია... ^^ მადლობა

 


№3 სტუმარი Mariami

Dilit rom shemovedi da es istoria damxvda ver warmoidgen rogor gamixarda.. Usazgvrod momwons..

 


№4  offline აქტიური მკითხველი select

ეეე რა უნდა ამმ კაცს ვაახ რა შეაწუხა გულიი უუჰ
აწვალებს ჩემ გვრიტებს
გამახარე რომ ატვირთე კარგი იყო ძალიაან
დაჩი რა საძაგელია joy

 


№5 სტუმარი Queen-1

-ეს ბიჭი მომწონს-გადაულაპარაკა მეუღლეს კაცმა.-მაგრამ არ შევიმჩნევ -ქალს მის ნათქვამზე სიცილი აუტყდა.
-გეყოფა უკვე გეტყობა,როგორ ძალიან მოგწონს.-სიცილით თქვა ქალმა.

ამაზე ცუდად გავხდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent