შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდარი მოსამსახურე [5]


27-03-2015, 20:43
ავტორი კოტი
ნანახია 5 894

-რა ხდება ? ასე ადრე რატომ დაბრუნდი?
-ნენე გადაირია გინდა თუ არა აქ გადმოიყვანეო.
-აუ არა რა.
- კი წამოდი. ლიკასაც უნდა შენი გაცნობა, უხერხულია ყველა გელოდება.
-კარგი მაშინ, გამოვიცვლი.
-გელოდები
სწრაფად აირბინა საფეხურები და ოთახში შევარდა, არაფერი განსაკუთრებული ჯინსის შარვალზე ფართე სქელი ზედა გადაიცვა თმა მაღლა აიწია და ქვევით დაეშვა. იოანე ისევ იმ პოზაში იდგა და ელოდებოდა, მის დანახვაზე უჩეულოდ გაუბრწყინდა თვალები, წამით ალსიას ეგონა, რომ ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას უყურებდა ქალდანის თვალებმა დაატყვევა. გზაშ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ, თუმცა ორივე საკმაოდ იყო აღელვებული ,თვითონაც არ იცოდნენ რატომ. სახლში, რომ შევიდნენ ისეთი კარგი სიტუაცია დახვდა ალისიას იქ დარჩენა მოუნდა, რაღაცნაირი თბილი და ოჯახური . ბავშვები დივანზე ისხდნენ და საუბრობდნენ, ლიკა ბავშვს ფაფას აჭმევდა და შიგადაშგ ბავშვებს ჩაებმებოდა საუბარში, უფროსები იქვე ბუხართან ისხდნენ და ბავშვებს თბილი ღიმილით უყურებდნენ.
-აი ჩვენც მოვედით(იოანე)
ყველამ დიდი აჟიოტაჟიით მიიღო ალისია, ლიკაც გაიცნო და ერეკლეს მშობლებიც ძალიანთბილი და კარგი ხალხი არიან. ცოტახანი ბავშვებთან იჯდა და საუბრობდა, შემდეგ ლიკას ბავშვი გამოართვა და თამაში დაუწყო, მათეს თანდათან თვალები ეხუჭებოდა გაეღიმა ისეთი ლამაზი და საყვარელი იყო თვალებმილული მათე, ნელა დაიხარა და მოცუცქნულ ცხვირზე აკოცა.როც ამიხვდა რომ ბავშვს, მართლაც ეძინა. იოანეს ხელით ანიშნა მოდიო
-რამე მოხდა?
-არა უბრალოდ მათეს ჩაეძნა და ოთახი სადაა მითხარი, დავაწვენ.
-კარგი წამოდი.
ჩუმად მიყვებოდა ალისია იოანეს და ბავშვს დაჰყურებდა. რა ბედნიერებაა რამდენიმე თვეში,მასაც ეყოლება ასეთი პაწაწუნა ბიჭი ან გოგო, მასაც ასე დააძინებს, მოფერება, ეთამაშება, აჭმევს, არაფერს არ მოაკლებს. იოანემ ოთახის კარები გაუღო და თვითონ იქვე კედელს მიეყრდნო. უყურებდა ალისიას და ბავშვს და ტკბებოდა, ტკბებოდა მათი ცქერით. წამით, სულ ერთადერთი წამით, გაიფიქრა „ რა იქნება ალისია მისი ცოლი, რომ იყოს მათე კი მათი შვილი?“ წარმოიდგინა გაბერილი ალისია და სიამოვნებისგან ტანში გასცრა. გამოფხიზლებულმა თავს შეუძახა, რაზე ვფიქრობო და თავი გააქნია. ძლივს შეიკავა ხარხარი, როცა დაინახა თუ როგორ ჩაფრენოდა მათე ხელებით ალისიას მაისურს და არაფრისდიდებით არუშვებდა.ქალი ნატანჯი სახით უყურებდა იოანეს და ანიშნებდა მოდიო, ბოლოს, რომ ვერ მიახვედრა ჩუმად დაუძახა.
-იოანე
-ჰა რა?
-მიშველე და ნუ დამცინიხარ.
ერთი ჩაიღმა ქალდანმა და ქალისკენ დაიძრა. ნელა მოაშორა მათეს ხელები ქალის მაისურს, დაიხარა და ის იყო ბავში საწოლში უნდა ჩაეწვინა, რომ თვალები გაუშტერდა, უყურებდა ქალის მუცელს და უნდოდა დაეჯრებინა, რომ ეს უბრალოდ მოეჩვენა, რომ ეს მხოლოდამხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ქალის ოდნავ აწეული მაისურის ქვეშ იოანე კარგად ამჩნევს ოდნავ წამოზრდილ მუცელს. „ღმერთო ჩემო ოღონდ ეს არა „ ალისიამაც მალე შეამჩნია კაცის დაჟინებუბული მზერა მუცელზე და გააკანკალა, თითქოს არაფერიო ისე გაისწორა მაისური და ოთახიდან გავიდა.ქალდანმა ნელა მოათავსა ბავშვი საწოლში და ოთახიდან გასულ ალისიას წამოეწია.
-ალისია
-გისმენ
-გამომყევი
-რა სად?
-სახლში მივდივართ
-როგორ თუ სახლში მივდივართ?
არაფერი უთქვამს, ბავშებს დაემშიდობა უხეშად მოკიდა ქალს ხელზე ხელი და სახლისკენ წაიყვანა. ალისიას გონება დაბინდული ჰქონდა,თვიონაც არ იცის რატომ, მაგრამ საშინლად ნერვიულობს, არ უნდა კაცთან განშორება და მისი დაკარგვა, განა როდის იყო მისი?, მაგრამ მაინც, არც იმის ძალა აქვს, რომ ყველაფერი მოუყვეს. ტყუილს კიდევ ნამდვილად ვერ იტყვის. ფიქრებიდან ქალდანის გამყინავმა ხმამ გამოიყვანა, უკვე სახლში მისულან დივანზეც ზის, მაგრამ არ ახსენდება ეს ყველაფერი როგორ მოხდა ზედმეტადაა ანერვიულებული .
-დაიწყე გისმენ
-მე ... მეე...
-ნუ აჭინაურებთ ქალბატონო ალისია
ეტკინა, საშინლად ეტკინა მისი ასეთი მომართვა, ხმა, გამოხედვა მის თვალებში საშინელ ზიზღს ხედავს და ახლა ამ წამს საშინლად უნდა თავის ოთახშ ენდისთან ერთად. გასაკვრია, მაგრამ არ ეშინია მისი, ანდაც რა ვალდებულია აუხსნას? ეს მას არ ეხება, მაგრამ შინაგანი ხმა ეუბნება, რომ ყველაფერი უნდა მოყვეს. ისედაც არ შეუძლია სულ ტყუილში ცხოვრება, გინდაც ეს 2 თვე იყოს, ტყული ეს ისეთი საშინელი რამაა თუ ერთხელ ჩაგითრია შემდეგ ვერასდროს გათავისუფლდები მისგან, ერთ ტყუილს მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ბოლოს აცნობიერებ, რომ მთელი შენი ცხოვრება ტყუილში გაგიტარებია. ღრმად ჩაისუნთქა ალისიამ , კედელზე მყოფ შავ წერტილს მზერა გაუშტერა და მოყოლა დაიყწო.
- 20 წლის ვიყავი, როცა ლევანი გავიცანი. უნივერსიტეტში ბიჭებისგან მიხსნა და იმის შემდეგ გულში ჩამივარდა, მეგონა, რომ მიყვარდა. დროთა განმავლობაშ საშინლად შევეჩვიე, 2 წელი ერთად ვიყავით. კარგად ვუგებდით ერთმანეთს არც ვკამათობდით, მშობლებიც ერთმანეთს იცნობდნენ და უკვე ოფიციალურ წყვილად ვითვლებოდით,მეც მეგონა რომ ნამდვილიი სიყვარული სწორედ ეს იყო და ჩეულებრივ ტემპში ვაგრძელებდი ცხოვრებას, წელს ქორწილი დანიშნეს, იმ დღეს.... იმ დღეს ლევანმა მომწერა, რომ ჩემი ნახვა სურდა. ქორწილი 1 თვეში იყო. მასთან ავედი ჩემდა გასაკვირად სახლი სრულიად ცარიელი იყო, ლევანმა საასწრაფოდ შემიყვანა სახლში და მაკოცა წარმოიდგინე 2 წლის განმავლობაში ზედმეტად არ შემხებია კოცნაზე ლაპარაკიბ საერთოდ ზედმეტია, იმდენად გამიკვირდა და გამაოგნა მისმა ქცევამ, რომ შოკში ჩაავვარდი. მაგრამ შემდეგ გავაცნობიერე,რომ არაფერს ვგრძნობდი ის მკოცნიდა და მე გახევებული ვიყავი, არც პეპლები მუცელში, არც ჟრუანტელი არც გულის აჩქარება საერთოდ არაფერი, მივხვდი, რომ მისი შეხება არ მსიამოვნებდა და შევეცადე მომეშორებინა, მაგრამ... მაგრამ... არ მომშორდა.<< ალისიას ხმა აუკანკალდა გაუცნობიერებლად ჩამოუგორდა ცრემლები სახეზე, მაგრამ მაინც გააგრძელა>>
ვეხვეწებოდი, ვთხოვდი, ვეუბნბოდი რომ 1 თვეში ისედაც ერთად ვიქნებოდით, მაგრამ მას არ ესმოდა, საერთოდ არ აინტერესებდა არაფერი. ოთახშ შემათრია და და.... <<ალისიამ ხელზე ქალდანის ხელი იგრძნო, თუმცა მისთვის არ შეუხედავს ახლა, რომ შეხედოს ნამდვილად ვერ გააგრძელებს ,მას კიდევ უნდა, რომ დაიცალოს უნდა, რომ მისი ფსიქოლოგის გარდა ვინმემ, მაინც იცოდეს ეს. უნდა საბოლოოდ მოიშოროს ეს ტვირთი.>>
-ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, ვემუქრებოდი, მაგრამ არ ჩერდებოდა ეს ეს... ყველაზე საშინელი დღე იყო, არის და იქნება მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, როდესაც... როდესაც, მის ბინურ საქმეს, მორჩა წყნარად ადგა და ოთახიდან გავიდა. სარკეში, რომ ჩავიხედე და ჩემი დალურჯებული სხეული შევათვალიერე მაშინ მივხვდი, რომ საერთოდ არ ვიცნობდი ლევან, იმ მომენტში გამიხარდა კიდეც რომ ყველაფერი ქორწილამდე, მოხდა წარმოვიდგინე რა იქნებოდა ეს, რომ გათხოვების შემდეგ მომხდარიყო და უსიამოვნოდ გამაკანკალა. ჩემდა გასაკვირად არ მიტირია , უკანა კარიდან გავიპარე და სახლში ტაქსით მივედი, იქ მისულმა ჩემებს გავუცხადე ქორწილი არ იქნება მეთქი და ოთახში შევიკეტე ზუსტად 1 კირა არ გამოვსულვარ. არც ვჭამდი, არც ვსამდი, ყოველ ღამე ის საშინელი დღე მესიზმრებოდა და ლამის იყო ჭკუიდან გადავსულიყავი. შემდეგ... შემდეგ მამა გარდაიცვალა ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, გასვენებაში გონება დავკარგე და რომ გავიღვიძე ექიმმა ჩემი პატარას არსებობა მახარა.<< გრძნობდა ალისია როგორ უჭერდა ხელზე ხელს ქალდანი, მაგრამ რეაქცია არ ქონდა სიამოვნებდა კიდეც ეს ტკივილი, თითქოს გულის ტკივილს ფარავდა,ბოლოს როგორღაც შეძლო და ქალდანს გახედა>>
-მე მართლა არ მინდოდა მომეტყუებინე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ოსრულს არ მიმიღებდი, ან თუ მიმიღებდი კითხვებს დამისმევდი. ახლა... ახლა შენ ისეთი რამ იცი, რაც ჩემმა ძმამაც კი არ იცის, არ ვიცი რატომ მოგიყვი მაპატიე თუ დაგამძიმე უბრალოდ.. უბრალოდ აღარ შემიძლია გესმის? დვაიღალე.... დავიღალე.
ქალდანმა ვეღარ გაძლო ალისიასკენ მიიწია და ქალი გულში ჩაიკრა, რაც შეეძლო მაგრად ეხუტებოდა და ცდილობდა მისი მონაყოლი გადაეხარშა, ესმოდა როგორ ქვითინებდა მისი საყვრელი ქალი და გული ეფლითებოდა, ხვდებოდა, რომ ამ ტკივილს ვერ მოაშორებდა და ყველაზე მეტად ეს აღიზიანებდა. ეზიზღბოდა საკუთარი უსუსურობა და ის ,რომ არაფრის შეცვლა არ შეეძლო. მოიცდეთ უკან გადავხიოთ საყვარელი ქალი? ქალდანს ალისია უყვარს? რათქმაუნდა უყვარს.იმ წამიდნ უყვარს ,რაც დაინახა . უყვარს, მაგრამ მის თავს მხოლოდ ახლა გამოუტყდა.ახლა ესმის რატომ ეშინოდა ქალს მისი შეხების, ახლა ესმის რატომ ეუბნებოდა არ მომეკაროო,მაგრამ ახლა, რომ ეხუტება?სწრაფად მოშორდა ქალს . ალისია უკვე დაწყნარებულიყო ქალდანმა თითი ნიკაპქვეშ ამოდო, თავი ააწევინა ცრემლები მოწმინდა და გაუღიმა.
-კარგი ალისია წადი ახლა დაიძინე, დღეისთვის საკმოდ ბევრი გადაიტანე ,შენთვის კიდევ ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება.
-კი მაგრამ
-არავითარი მაგრამ ხვალ დავილაპარაკოთ.მეც უნდა დავფიქრდე
-კარგი .
უკვე ოთახიდან გადიოდა ალისია, როცა ქალდანმა მოატრიალა ნაზად აკოცა შუბლზე და გაუღიმა. იმდენი, რამ დაინხა ჰოფმანმა მამაკაცის ღიმილში, რომ გული მოეწურა. ვერ მიხვდა რატომ დარდობს ამდენს ამ კაცზე, ან ქალდანი რატომ ექცევა ასე, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ხდება, რაღაც ისეთი რაც ჰოფმანის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის. მაგრად გაეხვია საბანში, ბავშვს ძილი ნებისა უსურვა და გაითიშა. გახევებული იდგა ქალდანი მისაღებში და ფიქრობდა რა გაეკეთებინა,ბოლოს გადაწყვიტა, რომ ქალს არაფრის დიდებით არ გაუშვებს. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად შეუყვარდა ასე ძალიან და ნამდვილად არ აპირებს მის დათმობას,“ თუმცა ეს ძნელი იქნება ,საკმაოდ“ ამოიოხრა კაცმა და დივანზე დაეშვა. იმ დღესაც ტკბილად ეძინა ჰოფმანს, არც იმ დღეს დასიზმრებია კოშმარი , ისევ ქალდანი ესიზმრა ამჯერად ბავშვით ხელში იდგა და ალისიას უღიმოდა .


შემიბრალეთ არ მცემოთ:დ აბა როგორია? ველი კომენტარების ბავშვებო ნამდვიალდ ვერ ვწერ დიდ თავებს უბრალოდ არ შემიძლია როცა რამდნეი მეწერინება იმდენს ვწერ ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი



№1  offline წევრი lamazmani

ძალიან კარგია მარა ნუ იკარგები ხოლმე რა

 


№2 სტუმარი likuna

ვაიმეეეეე რა კარგი ხარ რომ იცოდე♥აი ძააააააალიიიიიიააააააან კარგი თბილი ტკბილი და ემოციური იყო.ჩემი ნიჭიერი გოგო ხარ შენ♥♡♥ისე აღარ დაიგვიანო რაა და ძალიან გამახარებ 12ის მერე რომ დადო,თუნდაც ძალიან პატარა იყოს.გთხოოოოოოოოვ რააააააა♥♡♥♡♥♡♥♡♥

 


№3  offline წევრი EiLuL♥

კაიააკაიაა)) განსხვავებულიაა ❤
--------------------
elene

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent