შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

SoulMate 19


11-11-2016, 21:51
ავტორი Constance
ნანახია 1 395

30 მაისი, 2016.
ვიცი, ვიცი! დღიურში აღარ ვწერდი.
გუშინ სკოლის ბოლო დღე იყო, მაგრამ არა ჩემთვის. მისტერ ჩევისთან მთელი ზაფხულის მანძილზე მაქვს გაკვეთილები და როგორც არ უნდა მიხაროდეს მისი ნახვა, მაინც არ ველი შეხვედრებს. შემდეგ კვირას მეწყება, ჩემი და ალექსის დაბადების დღის შემდეგ.
დილა ნორმალური იყო. ჩვეულებრივ გავიღვიძე, ჩვეულებრივ გადავივლე წყალი, წავედი მეგობრებთან ერთად პარკში დაახლოებით ერთი საათით. სახლში მივდიოდით ალექსის საშინელი მანქანით, მე სიგარეტს ვეწეოდი როდესაც ტელეფონმა დარეკა. ალექსი შუქნიშანთან შეჩერდა (მე ჯერ კიდევ არ მიყიდია ახალი).
- სალამი დედა - უპასუხა და მოუსმინა რამდნიმე წუთს.
ტელეფონი გადმომაწოდა, ჩვენი ხელები ოდნავ შეეხო ერთმანეთს და კლავზე მაინც ეკალმა დამაყარა - შენთან ლაპარაკი უნდა.
ნერვიულად გამოვართვი, თავს რაღაც ცუდისთვის ვამზადებდი - რა ხდება დედა?
- აარონ, ბანაკი იპოვეს.
ყბა ჩამომივარდა როდესაც მისი სიტყვები გავიგე - ოჰ ღმერთო, დედა! როგორ? რა მოხდა? რომელ საავადმყოფოში არიან ბავშვები? რაილის ნახვა მინდა, იციან კარგადაა თუ არა?
- აარონ დამშვიდდი კარგი? უბრალოდ ალექსს სთხოვე მერსის საავადმყოფოში მიგიყვანოს, ხომ იცი სადაცაა?
- ოჰ ღმერთო ჩემო, ოჰ ღმერთო ჩემო, ღმერთმა დასწყევლოს, ისინი აქ არიან?
ტელეფონი გავთიშე და ალექსს მივუბრუნდი.
- რა მოხდა? - მკითხა, ისევ გზას უყურებდა.
- შეგიძლია მერსის საავადმყოფოში მიხვიდე?
- რონი, საათების სავალია!
- ალექს, მათ რაილი იპოვეს! ლორანი იპოვეს! წადი!
პედალს დააჭირა. საავადმყოფოში ორ საათში მივედით. ღრმად ვსუნთქავდი როდესაც შევედით და დედა კართან შეგვხვდა. როგორ გაჩნდა იქ წარმოდგენა არ მქონდა.
- კარგია ბიჭებო აქ რომ ხართ. დეტექტივმა ისინი დღეს დილით გადმოიყვანა. რაილი სტივენსი და ლორან გრიესლინგი, ხომ ესენი არიან?
თავი დავუქნე, ლაპარაკის უნარი დამეკარგა. კარგია ალექსს რომ ესმოდა რისი კითხვა მსურდა.
- როგორ იპოვეს?
- ზუსტად არ ვიცი. დეტექტივ ბრაუნს უნდა ჰკითხოთ.
მისაღებში მჯდარმა ქალბატონმა რამდენიმე წუთში შეგვიშვა. კიბეებით ავირბინე და ალექსი უკან მომყვებოდა. რაილის კართან შევჩერდი.
- აარონ - ალექსმა მხარზე ხელი დამადო და შემატრიალა - აარონ მომისმინე. ის კრიტიკულ მდგომარეობაშია.
- რისი თქმა გინდა? - ვკითხე ჩურჩულით.
მისი ლამაზი სახე დაიძაბა. მძულდა ეს გამომეტყველება, მართლა მძულდა. მინდებოდა მეტირა, მას შემოვხვეოდი და უსასრულოდ ვყოფილიყავი ესე.
- უბრალოდ ვამბობ... არ ელოდე იგივე ბიჭს რომელსაც იცნობდი.
ამ სიტყვებმა გონებაში გამიელვა. ოთახში შევედი. ქალი შევნიშნე, რაილის მსგავსი ყავისფერი თვალებით და მის გვერდით კი ახალგაზრდა, ქერა გოგონა იჯდა ლამაზი სახით. რაილის და უნდა ყოფილიყო მაგრამ ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავდნენ.
და შემდეგ.. შემდეგ ის დავინახე. საავადმყოფოს საწოლზე იწვა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ალექსი მართალი იყო.
აგებულებით ჩონჩხს დამსგავსებოდა, მისი ყავისფერი თმა კი სახის გარშემო საწოლზე მძიმედ ეფინა. მისი კლავები, მთლიანად მილებით იყო დაფარული. თვალების გარშემო სახვევი ჰქონდა, ნუ თვალის ბუდის გარშემო. მასთან ნელა მივედი, შოკში ვიყავი რომ ბიჭი, რომელიც ოდესღაც მფარველობდა, ეხლა ესეთი უმწეო იყო.
- სალამი რაი - მოვახერხე წარმომეთქვა.
- მაქსი? - საწოლიდან ოდნავ წამოიწია, ღიმილი გამოისახა მის ფერმკრთალ ტუჩებზე.
- ჰო, ჰო ეს მე ვარ.
- შენც გაგათავისუფლეს? ოჰ ღმერთო, როგორ მიხარია კარგად რომ ხარ - მისი ხმა ისეთი სუსტი და ნაზი იყო.
- ჰ-ჰოო - ისევ ჩავილაპარაკე.
რაილის გვერდით დავჯექი, მინდოდა საავადმყოფოს საწოლიდან შორს ვყოფილიყავი მაგრამ თუ ეს რაილის გამო მომიწევდა მაშინ არ მადარდებდა. მის ლამაზ, შავ თმას მოვეფერე და შუბლზე ნაზად ვაკოცე. ვიგრძენი ცრემლები როგორ ჩამომივიდა ლოყებზე. რატომ ვხედავდი მას ასეთ მდგომარეობაში? ვიგრძენი ალექსის დამამშვიდებელი ხელი მხარზე.
- როგორც ვხვდები ორივემ დავარღვიეთ წესი, რომ არ გვეტირა არა? - სცადა გაეცინა მაგრამ ხველა აუტყდა.
ოჰ ღმერთო ჩემო, რა დამართა თვალების დაკარგვამ? სამედიცინო დახმარება ნამდვილად არ მიუღია.
- არაუშავს - ვაუ რა გონებამახვილური პასუხები მქონდა.
სცადა ისევ გაეცინა, მაგრამ თითი ტუჩებზე დავადე - არა, არა. არ მომწონს როცა შენ თავს სტკენ.
ტუჩების კუთხეები აეწია ღიმილის ნიშნად და ცოტა ხანს გაჩუმდა.
- ჰეი რაი, აქ ვიღაცაა ვინც მინდა რომ გაგაცნო - რაილის ხელი ჩემით ავიღე და ალექსის სახესთან მივიტანე, რომელიც შოკში იყო.
- ეს ჩემი ძმაა, ალექსი.
- ჰეი - ღმერთო, ნამდვილად არ იყო იმის დრო რომ მეფიქრა თუ როგორი სექსუალური ხმა ჰქონდა.
რაილიმ მსუბუქად გადაატარა თითები ალექსის სახეს, ისე სუსტად რომ ისევ ტირილი მომინდა.
- ბოლოს და ბოლოს შევხვდი ცნობილ ალექსს.
გავწითლდი, რაილი რომ ბრმა არ ყოფილიყო და დავენახე, ალბათ დამცინებდა.
- კარგად გამოიყურები - ამოისუნთქა რაილიმ და განაგრძო ალექსის სახის თითებით შეგრძნება - ისეთივე კარგად როგორც აარონი.
ალექსმა გაიცინა, ხმამ მთელი ოთახი გაანათა. რაილიმაც გაიღიმა.
- არ გეწყინოს მაგრამ აარონი მაინც უფრო ლამაზია - თქვა ბიჭმა.
- გეთანხმები - ჩაიცინა ალექსმა.
დავიწუწუნე - ჰეი, ლამაზი არ ვარ! სექსუალური ვარ! - ბოლო ნაწილი ჩუმად ჩავილაპარაკე.
ალექსმა და რაილიმ სიცილი დაიწყეს. რაც რა თქმა უნდა რაილის ხველებაში გადაიზარდა.
- იცით ლორანი როგორ არის? - იკითხა როდესაც ხველა შეწყვიტა.
- აქედან მასთან მივდივართ - ვუპასუხე.
გაიღიმა და შემდეგ უეცრად ამოიკვნესა.
- რა ხდება? - ვკითხე, ისე ვნერვიულობდი თითქოს დედამისი ვიყავი.
- არაფერი, უბრალოდ თავი მტკივა. ექიმებმა თქვეს რომ რამდენიმე ხანს გაგრძელდება, სანამ ჩემი თავის ქალა მთლიანად შეხორცდება.
ტუჩზე ვიკბინე და მისი თმის ფერება განვაგრძე - Tu m'as manque, Je t'aime. (მენატრებოდი, მიყვარხარ) - ჩავიჩურჩულე, ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა.
- მეც მომენატრე მაქსი - თავი ისევ უკან გადაწია ტკივილით - და ყოველთვის მეყვარები.
ცრემლები სახეზე ჩამომდიოდა როცა ალექსი ჩამეხუტა. ვნატრობდი შემძლებოდა რაილისთვის ესეთივე კომფორტის შექმნა, მაგრამ ზედმეტად მისუსტებული იყო მოძრაობისთვის. მისი გარუჯული კანი, ეხლა ფერმკრთალი იყო. ჩემი ხელი აიღო და თითი იმ ადგილებს გადაატარა სადაც თითები უნდა მქონოდა.
- შენ როგორ ხარ? - მკითხა სერიოზულად.
თვალები რომ ქონოდა, ვიცოდი როგორც 'შემომხედავდა'.
- მშვენივრად - ვუპასუხე.
უეცრად თითი მკერდთან დამაჭირა. საერთოდ, არ მტკიოდა მაგრამ ჭრილობაზე შემეხო და ოდნავ წამოვიყვირე.
- ჰო მშვენივრად აბა რა.
- შენზე უკეთ მაინც ვარ - ჩავიბუზღუნე, არ მინდოდა ჩემს ტკივილზე ლაპარაკი, როდესაც მისი გაიცილებით უარესი იყო.
- ბიჭებო, რაილის მორფი უნდა გაუკეთონ, ყველამ უნდა დატოვოს პალატა ოჯახის წევრების გარდა. გთხოვთ გაბრძანდით - ექთანი ოთახში შემოვიდა და გვაცნობა.
სწრაფად დავუქნიე თავი და რაილის ლოყაზე ვაკოცე - დავბრუნდებით რაი.
თავი დამიქნია, პასუხის გასაცემად ძალა არ ჰქონდა.
- კარგი იყო შენთან შეხვედრა რაილი - უთხრა ალექსმა - და დამავიწყდა მადლობა მეთქვა.
ამაზე რაილიმ ოდნავ გაიღიმა - ალექს, შენ არ ხარ ერთადერთი ვისაც ეს პატარა ძუკნა უყვარს. კარგად მოუარე.
დედამისს და მის დას ხელი ჩამოვართვი გასვლისას. აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ატანა. ალექსმა შეამჩნია და დამეხმარა ოთახიდან გასვლაში. როდესაც კარის სხვა მხარეს ვიყავი, ცრემლებად დავიღვარე. ჩემი სხეული განადგურებული იყო, ალექსი მიჭერდა, მარწევდა და ყურში მეჩურჩულებოდა. ექთნების ჯგუფმა ჩაგვიარა და თავი გაიქნიეს. ალბათ ამ სანახაობას ხშირად ხედავდნენ.
რამდენიმე წუთის შემდეგ, თვალები გამიშრა და ჩემი ძლიერი მხარე გამოჩნდა - მზად ხარ?
- გავძლებ - ვუპასუხე და ლორანის ოთახისკენ გამიძღვა.
დედას ჩავუარეთ და დავარწმუნეთ რომ კარგად ვიყავი და რაილიც კარგად იყო.
შემდეგ ლორანი ვნახეთ.
- მაქს! - დაიყვირა როცა ოთახში შევედით.
გოგონა ოდნავაც არ შეცვლილა. ისევ ისეთი ბრწყინვალე და ხალისიანი იყო. მისი მუქი კანი ფაქტიურად პრიალებდა და წონა ოდნავ მოჰმატებოდა, უფრო კარგად გამოიყურებოდა ვიდრე ოდესმე. საწოლიდან გადმოხტა და ჩამეხუტა - ოჰ ღმერთო ჩემო, დაბრუნდი!
გავიცინე - ჰეი გოგონი, რატომ არ ხარ მილებზე მიერთებული?
ხელი აიქნია - ოჰ სწრაფად გამოვკეთდი! მხოლოდ რამდენიმე ჭრილობა მქონდა. არაფერი სერიოზული, მართლა!
ისევ დახტოდა - ლორან, ეს ჩემი ძმა ალექსია, ალექს ლორანი.
ალექსმა მომხიბლავად გაუღიმა და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მაგრამ გოგონა უბრალოდ ჩაეხუტა.
თვალები გადავატრიალე - ლორან, შეიძლება გულის შეტევა დაიმართო ამ სტრესისგან.
გაიცინა - საავადმყოფოში ვართ არა?
საწოლზე ვიჯექით და თავისუფლად ვლაპრაკობდით, ალექსიც კი გვერთვებოდა ხან საუბარში. სხვა არავინ იყო ოთახში. ლორანს ალექსის და ჩემს ურთიერთობაზე ვუთხარი. ლამის გაგიჟდა, ვინ იფიქრებდა რომ YAOI-ს (ბიჭებს შორის სიყვარული) ფანი გვყავდა ბანაკში? გვაიძულა ერთმანეთისთვის გვეკოცნა, თვითონ ლამის დადნა ჩვენი ყურებისას.
- რაილი ნახეთ? - მკითხა როდესაც დავამთავრეთ.
- ჰო - ხელებზე დავიხედე.
- როგორ არის?
- არც ისე კარგად - ჩავიჩურჩულე.
- კარგად გახდება, აი ნახავ - თქვა თავდაჯერებულად - ისეთი კარგი იყო ბანაკში. მან ჩემი სიცოცხლე გადაარჩინა იცოდი?
- რა?
- დამიცვა. ყველა მცველისგან მიცავდა გასულ თვეს, სანამ ვერტმფრენები მოვიდოდნენ. ვფიცავ, არასდროს მიგვრძვნია ესეთი რამ ბიჭის მიმართ ჩემს ცხოვრებაში. ის საუკეთესოს იმსახურებს, ასე რომ გამოკეთდება.
ვიცოდი მართალი იყო.
ნახევარი საათის შემდეგ, ექიმმა გამოგვაგდო, თქვა რომ ლორანისთვის რაღაც ტესტების ჩატარებას აპირებდნენ. გოგონამ დაიწუწუნა. ბოლოს დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მე და ალექსი წამოვედით. გარეთ როდესაც გამოვედი ღრმად ჩავისუნთქე.
- კარგად ხარ? - მკითხა ალექსმა და ხელი მხარზე გადამხვია.
- ჰო - ვუპასუხე.
მანქანაში ჩავსხედით. დედა გვეკითხებოდა ყველაფერს. ვეცადე სიმართლე მეთქვა და მეტი ენთუზიაზმი და სიხარული დამტყობოდა. სინამდვილეში უბრალოდ ბედნიერი ვიყავი ორივე რომ აქ იყო და თანაც ცოცხალი.
როდესაც გზაზე ვიყავით, სუნთქვა ისევ გამირთულდა და თავი მუხლებში ჩავრგე. საავადმყოფოში ერთმა ვიზიტმა როგორ მაგრძნობინა ესე თავი? ცუდათ მყოფი რაილის სახე ჩემს გონებაში დაცურავდა და სინდისის ქენჯნას მიძლიერებდა. რატომ არ ვიყავი იქ მის გადასარჩენად?
ალექსმა ხელი საჭიდან აიღო და თმაზე მომეფერა, მისი თითები მაგიურად მოქმედებდა ჩემს განწყობაზე. ჯანდაბა, სასიამოვნო იყო.
- სახლში მივდივართ და შენ ამაზე დაწერ- თქვა დაბალი, ჩახლეჩილი ხმით - და შემდეგ ცოტას 'გავერთობით', კარგი?
- კარგი - ვუპასუხე ღიმლით.
რაილი უკეთ გახდებოდა, ბოლოს და ბოლოს ცოცხალი იყო. ლორანიც მშვენივრად იყო, უფრო ლამაზიც კი ჩანდა. ჩემი სიყვარული კი გვერდით მყავდა.
ჰო, ნამდვილად კარგი ცხოვრებაა.



7 ივნისი, 2016.
დივნიდან გადავარდი როდესაც რაილი ზურგზე შემახტა.
საავადმყოფოში, ორი დღის შემდეგ, 'სასწაულად გამოჯანმრთველდა'. ექიმები ამბობდნენ რომ მისმა სხეულმა უეცრად იმოქმედა წამლებზე, მას შემდეგ რაც ჩვენ მოვინახულეთ. შედეგები კარგი ჰქონდა. ისევ გამხდარი და ფერმკრთალი იყო, მაგრამ სხვა მხრივ მშვენივრად გამოიყურებოდა.
- ღმერთმა დასწყევლოს რაი, რას აკეთებ ჩემს სახლში? საწოლს მიჯაჭვული არ ხარ?
ჩემი სახლის მისაღებ ოთახში ვიჯექი და ვცდილობდი მესწავლა სანამ პირველი გაკვეთილი მექნებოდა მისტერ ჩევისთან. ალექსს ზემოთ ეძინა.
- არა! - დაიყვირა რაილიმ და დივანზე აძვრა.
როგორ შეეძლო ბრმა ადამიანს ყველაფრის ესე ზუსტად გაკეთება?
- ნუ, სიმართლე რომ ვთქვა კი, მაგრამ დღეს გამონაკლისია რადგან აქ უნდა მოვსულიყავი. შენი ბრალია, თვითონ მითხარი გარაჟის კოდი. მეთვრამეტე დაბადების დღეს გილოცავ!
ოდნავ გავიღიმე და დივანზე დავჯექი რაილისთან ერთად. შავ სათვალეს ატარებდა.
- ძმაო, შუშის თვალები არ გაქვს? რატომ მაინც და მაინც მუქი სათვალე? - ვკითხე და დავაიგნორე დაბადების დღის კომენტარი.
ოდნავ შეცბა - მძულს შუშის თვალები. ყველა ამბობს რომ ნორმალურია, მაგრამ ვიცი უცნაურად გამოიყურება და არ შემიძლია მათი გასწორება. თანაც ნორმალური ყავისფერი არ არის.
ხელი მხარზე დავადე. როდესაც პირველად მინის თვალებით ვნახე, ამან გამაგიჟა. რაღაც არ ჰქონდათ ნორმალური... შოკოლადის ფერი. და ისინი არ იყვნენ ცოცხლები.
- ჰეი - ხელი ამაღებინა - ჩანს თითქოს ვიღაც თავის დაბადების დღეს აიგნორებს!
თვალები გადავატრიალე, ვიცოდი ვერ დამინახავდა.
- ოჰ, შემიძლია თვალების გადატრიალება ვიგრძნო ძუკნა. ვიცი რასაც აკეთებ.
- კარგი, კარგი! არ ვაიგნორებ ჩემს დაბადების დღეს, ეს უბრალოდ არ ჩანს ძალიან გასაოცარი ამ წელს - დავნებდი ბოლოს.
- ვოაჰ, შენი მეთვრამეტე დაბადების დღეა. უნდა გიხაროდეს! - ეჭვი ეპარებოდა რომ არ მაინტერესებდა 18ის რომ ვხდებოდი.
- არაფერს ცვლის.
- მაგრამ იმდენი რამის გაკეთება შეგიძლია! - დაიწუწუნა რაილიმ.
- მაგალითად რა - ამოვიოხრე და ვეცადე რიტორიკული ყოფილიყო.
რაილიმ ესე არ ჩათვალა.
- მაგალითად შეგიძლია არჩევნებში მიიღო მონაწილეობა - მითხრა მან.
- სიმართლეა - ჩავიბუზღუნე.
- ლეგალურად იყიდო სიგარეტი!
- ქორწინება - დავამატე.
- სკოლის დამთავრება!
- გადასვლა.
- ტატუების გაკეთება!
- ლეგალური ურთიერთობა!
- მსოფლიოს შემოვლა!
- ზრდასრულად ყოფნა!
- ნამდვილი სამუშაო!
- კოლეჯში წასვლა!
- ხალხს უთხრა რომ 18ის ხარ!
ისე ძალიან ვიცინოდით სუნთქვა შემეკრა. დივნიდან გადავარდით და ზედ დავეცი. ამ დროს ალექსი შემოვიდა.
- რა ხდება... რაილი? რას აკეთებ აქ?
რაილი სწრაფად ადგა ფეხზე და ალექსის ხმის მიმართულებით მიბრუნდა, თითქმის უყურებდა. ავდექი და მხრები ოდნავ შევაბრუნე.
- მეთვრამეტე დაბადების დღეს გილოცავ! - დაიყვირა რაილიმ და ხელები ჰაერში გაშალა.
ალექსმა ჩაიცინა, ხელები მოგვკიდა ორივეს და იატაკზე დაეცა ჩვენც გადაგვიყოლა. ორი, ჩემი საყვარელი ადამიანის შუაში ვიწექი. ალექსი თმაზე მეფერებოდა და ამაზე კუნთები მომიდუნდა. რაილიმ შეამჩნია და გაიღრიჭა.
- რას აკეთებთ დაბადების დღეზე? - იკითხა მან.
ალექსს შევხედე. საჩუქარი უკვე მივეცი (პოემა და მისი საყვარელი CD), არ ვფიქრობდი შთამბეჭდავი იყო. მას კიდევ არ მოუცია ჩემი საჩუქარი.
როდესაც შევხედე თვალი ამარიდა. ვუჩმიტე და გადავბრუნდი რომ სახეში შემეხედა.
- რას ვაკეთებთ დაბადების დღეზე? - ვკითხე ალექსს.
ბოლოს შემომხედა და ვხვდებოდი რაღაცას მიმალავდა - გავიგე ახალი თამაშია, გინდა წავიდეთ მაღაზიაში და ვნახოთ?
- თემას ნუ ცვლი! - ზედ ავაძვერი და წელზე დავაჯექი რომ უკეთესად შემძლებოდა დარტყმა.
ალექსმა ჩემი მუშტი აიცილა და ღიტინი დამიწყო.
- შენ...არ...დაგიგეგმავს...არაფერი..ხომ ასეა? - ამოვიოხრე სიცილს შორის.
უეცრად გაჩერდა და გადამაგდო. იატაკზე დავეცი და შევცბი. რაილისკენ დაიხარა, რომელიც დივანზე იჯდა და იცინოდა. რაღაც ჩასჩურჩულა, როდესაც ჩემმა ძმამ დაილაპარაკა რაილის სახე განათდა და ცქმუტვა დაიწყო.
- რა? - დავიყვირე და დივანზე ავხტი მათ გვერდით - რაილი, მითხარი ამ ძუკან რა გითხრა!
რაილიმ უბრალოდ გაიცინა ალექსთან ერთად და დამაიგნორა. მუშტები დავუშინე რომელიც ადვილად აირიდეს. რატომ ვიყავი ესეთი სუსტი? ვყვიროდი და ამან უფრო მეტად გააცინა ორივე.
- Bien, Bien, Bien (ეს კარგია) - რაილიმ თქვა სიცილს შორის - უბრალოდ გაჩერდი მაქს.
ენა გამოვუყავი, შემდეგ გამახსენდა რომ ვერ ხედავდა - რატომ?
- ჰეი, შეგიძლია ფორტეპიანოზე დაუკრა ის რაც ჩემთვის და ლორანისთვის დაუკარი. რაღაც მთვარეზე რომ იყო. ჰოო ვფიქრობ პიანინოს ჩავუარე რომ შემოვდიოდი.
ფორტეპიანოს შევხედე - თემას ცვლით!
- და თან... - ჩავიბზღუნე - ეს დუეტია.
- მივხვი - რაილიმ გაიღრიჭა - ალექს, შეგიძლია შეუერთდე?
ეშმაკსაც წაუღია ეს ბიჭი ესე კარგად რომ მიცნობს. იცოდა ალექსთან ერთად დაკვრაზე უარს ვერ ვიტყოდი. დამავიწყდა დაბადების დღის გეგმები. ალექსი ადგა და ფორტეპიანოსთან მივედით.
- დავიწყოთ? - თქვა, მისი ხმის გაგონებისას ეკალმა დამაყარა, მის ცისფერ, ყინულის მსგავს თვალებს შევხედე.
ღმერთო, ძალიან მინდოდა მისი კოცნა.
მანაც იცოდა, მაგრამ არ შეასრულა ჩემი სურვილი. ხელი მომკიდა და პიანინოს სკამისკენ გამიძღვა.
- ხომ გახსოვს? - ვკითხე მას.
თვალებში მიყურებდა - როგორ ჩემეძლო ამის დავიწყება?
გავუღიმე და კლავიშებს შევხედე. სუფთა იყო იმასთან შედარებით რაც ბანაკში ვნახე. ორი წლის მანძილზე არ დამიკვრია. არ ვიცოდი როგორ დავუკრავდი ორი თითით. ალექსმა როგორც ჩანს ჩემი აზრები წაიკითხა, გამიღიმა და ხელზე თავისი დამადო ზემოდან, ჩემი ნაკლული თითები თავისით შეავსო. (Beethoven - Moonlight Sonata- შეგიძლიათ ნახოთ)
ორივემ ერთდოულად დავიწყეთ დაკვრა, შეთანხმების გარეშე. ზემოთ ავიხედე როდესაც მუსიკამ ოთახში გაიჟღერა, რაილის შევხედე, ყბა ჩამოვარდნოდა. გავიღიმე მაგრამ ვუარყავი სიცილი, არ მიდოდა ეს მშვენიერება დამერღვია.
არ მომწონს როდესაც სილამაზე ქრება.
ოჰ, ხმა უფრო კარგი იყო ვიდრე მახსოვდა. მოიმატა. უფრო გამბედავი გახდა. ნოტებთან ერთად ათასობით ნაწილად იშლებოდა და იფანტებოდა. მიყვარდა მუსიკა. მიყვარდა გრძნობა. გრძნობა როდესაც ალექსის ხელი ჩემსას ეხებოდა, ჰარმონიის გრძნობა რომელიც შემეძლო ჩემით შემექნა, მყარი, პრიალა ზედაპირის შეგრძნება თითებით.
მომწონდა როდესაც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი.
სონატის ბოლო აკორდები მიწყნარდა. რაილიმ აპლოდისმენტებით შეგვამკო. შევბრუნდი და ჩემს ძმას გავუღიმე, რომელმაც ღიმილითვე მიპასუხა. ამწია ჰაერში და დამატრიალა. შევხტი და რაილიმ გაიცინა, იცოდა რაც ხდებოდა.
მიყვარდა ჩემი ძმა.
- კარგი, მორჩით თქვენ ორნი. ორივეს დაგტოვებთ - წარმოვიდგინე რაილი როგორ ჩაგვიკრავდა თვალს და ოთახიდან გავიდა.
ალექსს მხარს ზემოდან გადავხედე.
- და მაქს - შემობრუნდა რაილი - თავი დაიცავით!
წაიმღერა და ისევ გავიდა.
- დაიცადე - გავძახე - სად მივყავარ?
გავიგე წინა კარმა როგორ გაიჯახუნა. ვიმედოვნებდი იცოდა როგორ უნდა დაბრუნებულიყო სახლში. მისი მშობლები აქ გადმოვიდნენ რადგან ახლოს ვყოფილიყავით ერთმანეთთან. როგორც ვხვდები, უნდოდათ ყველაფერი გაეკეთებინათ რასაც რიალი იტყოდა.
-ალეეეექს - დავიწუწუნე - მიიიითხარიიიი!
გაიცინა და თავი გაიქნია - ეხლა არა პრინცესავ.
ამ ზედმეტსახელის გამო ეკალმა დამაყარა. არასდროს დაუძახია მანამდე.
ალექსმა ჩემი რეაქცია შენიშნა და თვალები უეცრად ჩაუმუქდა.
- მოგწონს? ჰაჰ პრინცესა? - სიტყვა ყურში ჩამჩურჩულა და ყელში მაკოცა.
ამოვიკვნესე. ტუჩების კანზე შეხებას სასიამოვნოდ ვგრძნობდი. უცბად გავიწიე.
- გინდა ნახო როგორ იცეკვებს შენი პრინცესა შენთვის? - ჩავიჩურჩულე მაცდურად.
ალექსის მზერა მევედრებოდა.
გავიღრიჭე და ხელებიდან დავუსხლტი - სტრიპტიზი მხოლოდ შენთვის... მზად ხარ ნამდვილი საჩუქრისთვის?
და დავიწყე. ისე ვცეკვავდი როგორც მაშინ, კაბინაში ბიჭებთან ერთად, ოღონდ ამჯერად ალექსთან ვიყავი და ჩემს სახლში. ეს მილიონჯერ ჯობდა. დედა და ანალაინი პარკში იყვნენ წასულები.
მაისური გავიხადე, პრესი დავჭიმე. ალექსი მიყურებდა, ჩავიკუზე და გვერდებს ვაქანავებდი. მივბრუნდი და შარვალიც გავიხადე. ალექსის კალთაში ავძვერი. ვხედავდი როგორ უჭირდა გადაეწყვიტა რისთვის შეეხედა, ჩემი სახისთვის თუ სხეულისთვის.
დავიხარე და ყელში ნაზად ვაკოცე.
- რონი...
დაახლოებით ერთ საათს გავაგრძელეთ. შემეზლო მთელი დღე მეცეკვა მაგრამ როგორც ჩანს ალექსის მოთმინება ამოიწურა. მაკოცა და ხელები შემომხვია. სხეული ცეცხლში გამეხვა.
- აარონ - რამდენიმე წუთის შემდეგ შეწყვიტა კოცნა და ამოვისუნთქეთ - ტანსაცმელი ჩაიცვი და თმა დაივარცხნე. საღამოსთვის უნდა შემოვინახოთ ეს.
- სად მივდივართ? - ვკითხე, დივნიდან გადავხტი და ჯინსები ავიღე.
- სურპრიზია - თვალი ჩამიკრა და საძინებლისკენ წავიდა.
- უნდა მითხრა! - დავიწუწუნე.
- ჯერ არა პრინცესა, ნახავ - სხვა ოთახიდან დამიძახა.
ჩავიხითხითე და სწრაფად გავემზადე. ჩემი მეთვრამეტე დაბადების დღე. დიახ! განსაკუთრებული იქნებოდა. შავი მაისური ჩავიცვი, რომელიც ალექსს მოსწონდა და სუნამო შევისხი. თმა შევისწორე და წასასვლელად უკვე მზად ვიყავი.
ისევ ცუდად მეჩვენებოდა სტრიპტიზის ცეკვა, მაგრამ არც ისე ცუდი გრძნობა იყო, რადგან ალექსისთვის ვცეკვავდი. ბინძურზე მეტად სექსუალურად ვგრძნობდი თავს.
- მზად ხარ წასასვლელად? - ფიქრებიდან ნაცონბმა ხმამ გამომაფხიზლა.
ჩემი სექსუალურობა მაშინვე დაჩრდილა.
კარიდან ჩამიკრა თვალი. მარტივად ეცვა, რამაც უფრო მომხიბლავი გახადა. ჩემს რეაქციაზე ჩაიცინა და თითებს შორის მანქანის გასაღები აათამაშა. გარეთ გავედით.
დედასთვის დახლზე ბარათი დავტოვეთ, სინამდვილეში ალექსმა დატოვა. თქვა რომ არ შემეძლო წამეკითხა რადგან სპეციალური დეტალები იყო თუ სად მივდიოდით. რა თქმა უნდა დავიწუწუნე.
მის საშინელ მანქანაში ჩავჯექი. ვფიცავ არ მანაღვლებს თუ არასდროს არ ავიღებ მართვის მოწმობას, უბრალოდ ახალი მანქანა გვჭირდება. უამრავი აზრი მომდიოდა სად შეიძლება წავსულიყავით, კარნავალზე, რესტორანში, თეატრში, ტყეში...
სად ჯანდაბაში მივდიოდით?
- ალეეეეეექს, გთხოოოოოვ! მინდა ვიცოდე! - ვემუდარებოდი.
- ნაჰ, გზას ვუყურებ, არ შემიძლია შემოგხედო.
ყველაფერი ვცადე რომ რაღაც მაინც მეთქმევინებინა, ვერაფერი მოვახერხე და მივხვდი რომ რაღაც სერიოზული იყო. ალექსი არასდროს, არასდროს ყოფილა ესეთი სერიოზული. ეს რაღაც დიდი იქნებოდა. საათნახევრის სიჩუმეში სიარულის შემდეგ ალექსმა მოსაცმელის ჯიბე მოსინჯა ნერვიულად.
- რა არის? - ვკითხე მას, ვიცოდი ეს გამომეტყველება მის სახეზე.
ჩემი ძმა ძალიან, ძალიან შეშინებული იყო.
ალექსმა კანკალით ჩაისუნთქა და გზიდან გადააყენა მანქანა. შემობრუნდა და ჩემი ხელები თავისაში მოიქცია. . ღმერთო ისეთი ლამაზი იყო.
- ხომ იცი ჩემი ინტუიცია? როცა ვგრძნობ რაღაც ცუდს სანამ მოხდება? - მკითხა სერიოზულად.
როგორ დამავიწყდებოდა? ვერასდროს დავეჭვდებოდი მის ინტუიციაში.
- კარგი, ამ დაბადების დღეს დიდხანს ვგეგმავდი. მინდოდა სრულყოფილი ყოფილიყო.
თავი დავუქნიე, არ ვიცოდი საით მიჰყავდა ლაპარაკი - ყველაფერი სრულყოფილი იქნება შენთან ერთად.
ოდნავ გაიღიმა ამაზე და ხელი თმაში შეიცურა - მადლობა რონი. ეს რაღაც... რაღაც უნდა გკითხო. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი და ეს სრულყოფილად უნდა გავაკეთო.
- პრობლემას ვერ ვხედავ ალექს - ვუთხარი.
- რონი, ცუდი შეგრძნება მაქვს. შეგრძნება რომელიც წინათ მქონდა როცა გიტაცებდნენ. და ვღელავ, რაღაც ძალიან ცუდი მოხდება და სანამ ეს მოხდება უნდა გკითხო რაღაც, მეშინია რომ შეგეკითხები და ეს არ იქნება სრულყოფილი.
ამოვიოხრე და თავი უკან გადავწიე - ალექსი მაბნევ. გეყოფა!
რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ეკითხა. რაღაც ცუდი მოხდებოდა. ის....დაშორებას აპირებდა? გული სწრაფად მიცემდა. არა, არა არა არა. როდესაც ამის შესაძლებლობამ გამიელვა თავში, ყველაფერი დამავიწყდა. არ შემეძლო მისი დაკარგვა ისევ, არ შემეძლო ამის გაკეთება.
- რონი, პატარავ, რა ხდება? - ალექსმა დაკვირვებით შემომხედა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია.
ყალბად გავუღიმე და თვალები ჩამიწყლიანდა. ალექსი შეძრწუნებული ჩანდა.
- მ-მ-მშორდები? - მოვახერხე გამომეცრა.
- არა! - დაიყვირა ალექსმა - არა, არა, ოჰ ღმერთო რონი. რატომ უნდა გავაკეთო ეს? მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ!
შვება ვიგრძენი.
- რონი, ჩემო რონი - ჩამიხუტა - პატარავ, შენს გარეშე ვერ ვიცხოვრებ.
უღონოდ გავუღიმე, მის თვალებში ვარსკვლავები ჩანდა. მინდოდა მათში მეცურავა სამუდამოდ, მისი სახე ლამაზმა ღიმილმა გაანათა როცა შემომხედა. ოჰ როგორი იღბლიანი ვიყავი.
რომ შემძლებოდა იმ მომენტში დაბრუნება, ათასი რამ იყო რასაც ვეტყოდი. ჩემს გულს ამოვიღებდი და მივცემდი, ვეტყოდი ყველაფერს რაც შემეძლებოდა. რომ შემძლებოდა იმ მომენტში დაბრუნება მხოლოდ ერთი წუთით, მის სახეს მოვკიდებდიი ხელებს და ყველა ხაზს დავიმახსოვრებდი, ვაკოცებდი ტუჩებში და ჩავჩურჩულებდი ყურში. ვეტყოდი ჩემს წარმოუდგენელ სიყვარულზე, ისევ და ისევ და ისევ.
რომ შემეძლოს იმ მომენტში დაბრუნება ერთი წამით.... მაგრამ ერთადერთი რამ ვუთხარი. და მართლა, თუ რომელიმე ქალღმერთი ჩამოვიდოდა სამოთხიდან და მეტყოდა რომ ერთადერთი წინადადების თქმა შემეძლო ჩემი სიყვარულისთვის, ვერ ავირჩევდი იმაზე უკეთეს სიტყვებს რაც ვუთხარი.
- ალექს, მეც არ შემიძლია შენს გარეშე ცხოვრება.
შემდეგ, რაღაც უცნობი მიზეზით, თავი შევაბრუნე და ფანჯრიდან გავიხედე. ალბათ ღმერთმა მანიშნა. რაც დავინახე სინათლე იყო. ჩემს წინ, ფანჯრიდან შემოდიოდა. რამდენიმე წუთით ვიფიქრე უცხოპლანეტელები იყვნე. შემდეგ.... ფარები. მანქანა.
- ალექს! - დავიყვირე.
ალექსმა ხელი გაიწვდინა მანქანის დასაძრავად და გზიდან გადასასვლელად. მხოლოდ წინ წაწევა მოასწრო.
დარტყმის მომენტში საქარე მინა ნამსხვრევებად იქცა და აირბაგები გაიშალა. ნუ უნდა ვთქვა აირბაგი. რადგან მხოლოდ ერთი აირბაგი გაიხსნა, და ეს არ იყო ის, რომელსაც ჩემი ცხოვრების სიყვარულის გადარჩენა შეეძლო. ეს ჩემი აირბაგი იყო. წამის მეასედში მოხდა ყველაფერი, წინ გადავარდი ღვედის გარეშე და აირბაგს დავეცი. აი ჩემი ძმა კი საქარე მინიდან გადავარდა. თავი რაღაც ძლიერს დაარტყა და გავიგონე საბედისწერო ტკაცუნი რომლიც ტყვიის გავარდნის ხმას ჰგავდა.
უკანა ფონზე კივილი ისმოდა და ყველაფერი ხან ქრებოდა, ხან ჩნდებოდა. სუნთქვა გამირთულდა, თავი სისხლიან აირბაგზე მქონდა დადებული. სინათლეები გარშემო დაცურავდნენ.
შემიძლია ვთქვა რომ ჩემმა ცხოვრებამ თვალწინ არ გამირბინა. შეიძლება იმიტომ რომ არ ვკვდებოდი? მაგრამ მახსოვს ერთი რაღაც. მახსოვს როგორ მოვახერხე გამეხედა ჩემი ძმისკენ. შემეძლო დამენახა მისი სახე მინისგან დასერილი.
ანგელოზს ჰგავდა.
მის გარშემო სინათლე ბზინვარებდა, მაგრამ ჩემმა გონებამ ეს ყველაფერი ცეცხლის ალებად დალანდა. მისი ფერმკრთალი სახე უმოძრაო იყო, კონტრასტული სისხლი მის ლოყებზე ჩამოედინებოდა. თვალები ნახევრად გახელილი ჰქონდა და სიცოცხლე დაკარგული იყურებოდა. ისინი ნისლიანი იყო და აღარ დაცურავდნენ სამყაროში... ჩემთან ერთად. მინდოდა მისი თვალები ქილაში ჩამეწყო და დამელუქა. არავინ უნდა ნახოს ესეთი სასტიკი, საშინელი და დამანგრეველი სილამაზე.
ბოლო რამ რაც გავიაზრე იყო ის, რომ ვხედავდი ალექსის მკერდი აღარ მოძრაობდა.

'ალექს, მეც არ შემიძლია შენს გარეშე ცხოვრება.'
'არ შემიძლია შენს გარეშე ცხოვრება.'
'შენს გარეშე ცხოვრება.'
'შენს გარეშე.'
'შენს გარეშე.'
'შენ.'
'შენ.'
'შენ.'




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent