My love for you is Infinite (სრულად)
თვითვმფრინავი ინჩონის აეროპორტში დაეშვა. უამრავი ხალხი ირეოდა.გოგონა ,რომელიც ამდენი ხანი ელოდა თავისი ოცნების ასრულებას ,როგორც იქნა ახდა. თვითმფრინავიდან გახარებული ჩამოვიდა. არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა:დახეული ტანზე მომდგარი ჯინსი, თეთრი კედები, თეთრი მაისური,, გაშლილი დახვეული თმა , რომელიც სიარულის დროს ზურგზე ლამაზად თამაშობდნენ. ეს ყველაფერი მის არაჩვეულებრივ აღნაგობას ხაზს უსვამდა, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად გადაპრანჭული არ იყო. ბარგი აიღო, ტელეფონში თავისი საყვარელი სიმღერა EXO-HURT ჩართო, ყურსასმენები გაიკეთა და გასავლელისკენ გაემართა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და იგრძნო რომ ვიღაცის მზერა აცილებდა. თუმცა არ შეიმჩნია და გზა განაგრძო. უცებ გასასვლელიდან გოგონების ბრბო შემოცვივდა. -დავიჯერო აეროპორტში რომელიმე აიდოლია?-გაიფიქრა გოგომ და იმ მიმართულებით დააპირა გახედვა საითაც გოგონების ბრბო მირბოდა. ამ დროს ერთ-ერთმა გაგიჟებულმა ფანატმა მხარი გაჰკრა და პასპორტი გააგდებინა ხელიდან. -ჯანდაბა რა სიგიჟეა-კორეულად თქვა. ყურსასმენები მოიხსნა და პასპორტის ასაღებად დაიხარა. ისევ იგრძნო ბიძგი თავი ვეღარ შეიმაგრა და ძირს დაეცა. დაცემისას ფეხი გადაუბრუნდა და ვეღარ ადგა. -პირველი დღე საოცნებო ქვეყანაში ასეთი უნდა-თავისთვის ჩაილაპარაკა.-როგორ მტკივა ფეხი ღმერთო. ახლა რა ვქნა?-ცდილობდა ჩემოდანზე დაყრდნობით წამომდგარიყო. ოდნავ წამოდგა, მაგრამ თავს ვერ იმაგრებდა, ისევ ძირს უნდა დაცემულიყო, როდესაც იგრძნო, ვიღაცის ხელის მოკიდება. ვიღაცამ დაცემას გადაარჩინა. მისთვის არც კი შეუხედავს ფეხი ისე სტკიოდა. უცნობმა ჰკითხა: -ხომ კარგად ხართ? ამ დროს კი გოგოს თავში ფიქრებმა დაიწყო ტრიალი. -ღმერთო ეს ხმა როგორ მეცნობა ნუთუ ეს.....-თავი მაღლა ასწია და სეჰუნი დაინახა-... ო სეჰუნია? - გოგო გაშტერდა-არა შეუძლებელია მემგონი მოლანდებები დამეწყო, ან იქნებ მოვკვდი და სამოთხეში ვარ? არ მეგონა, რომ ოდესმე ერთმანეთს შევხვდებოდით თან ასეთ სიტუაციაში. რამდენჯერ წარმომედგინა ჩვენი შეხვედრა, თუმცა ასეთი არასოდეს. სეჰუნმა კითხვა გაუმეორა-კარგად ხარ? -გოგო ფიქრებიდან მისმა ხმამ გამოარკვია. -დიახ-ძლივს წარმოთქვა ეს სიტყვა. ხელზე დაიხედა და დაინახა, რომ ჯერ კიდევ ხელი ჰქონდა მოკიდებული სეჰუნს რათა არ წაქცეულიყო. სეჰუნმა უკან გაიხედა და დაინახა რომ ბიჭები მოდიოდნენ, რომელთაც ფანები ყვირილით მოჰყვებოდნენ. (ფანები)-ღმერთო ეს ო სეჰუნია? შემოსვლილსას რატომ ვერ დავინახეთ თუ აქ იყო? -ერთმანეთს ეკითხებოდნენ. ბიჭები მიუახლოვდნენ სეჰუნს, თან უკან დაცვა მოჰყვებოდათ. -სად წახვედი სეჰუნ იმდენი გეძებეთ. ეს ვინაა? -იკითხა ბექენმა -აჰჰ.. ეს.. უბრალოდ დავინახე ფანებმა რომ წააქციეს და დახმარება მინდოდა. თუმცა, როგორც ჩანს ფეხი იტკინა. -მართლა? ჯობია გავიდეთ აქედან თორემ ცოცხლები ვერ გავაღწევთ.-თქვა სიცილით ჩანიოლმა.-რადგან ჩვენი ფანების გამო დაშავდა ჯობია ჩვენი მანქანით წავიყვანოთ. -საჭირო არაა ტაქსით წავალ-თქვა დაბნეულმა გოგომ. -ასეთ მდგომარეობაში? უარი არ მიიღება-თქვა კაიმ. -კარგი წავიდეთ უკვე დროა-თქვა სეჰუნმა -მის ჩემოდანს მე წამოვიღებ-თქვა ლეიმ თან გაიღიმა და ლოყა საყვარლად ჩაეჭუტა ^_^ -გმადლობთ დახმარებისათვის-უთხრა გოგომ ღიმილით. (ფანები)-ეს გოგო ვინაა ან მათთან რა უნდა? რატომ მიჰყავთ?-ერთმანეთს გაკვირვებულები უყურებდნენ (მეორე ფანი)-და თან თავიანთ მანქანაში აჯენენ. რა გამაღიზიანებელია. გარეთ ორი შავი ფურგონი იდგა. ნაწილი ერთში ჩაჯდა, ნაწილი მეორეში. -შენთვის სახელიც კი არ გვიკითხავს, როგორც ჩანს აქაური არ უნდა იყო-თქვა ბექენმა -თაკო მქვია -თაკო? ეს საჭმლის სახელს მაგონებს მექსიკურიი რომაა-ჩანიოლმა სიცილით თქვა როგორც ყოველთვის. -ჩემს ქვეყანაში ეს სახელია-უპასუხა თაკომ და თან გაიცინა. -რომელი ქვეყნიდან ხარ? -იკითხა სეჰუნმა -Georgia-დან. -ამ ქვეყნის შესახებ არაფერი გვსმენია -თქვა კაიმ -ხო ალბათ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა არც ისე პოპულარულია -იმედია მანდაც გვექნება მომავალში კონცერტი-თქვა სეჰუნამ და გაიღიმა. -ხო მართლა... ხომ არ ჯობია რამდენიმე დღე ჩვენს სახლში დარჩეს სანამ ფეხი მოურჩება, უცხო ქვეყნიდანაა თან ასეთ მდგომარეობაში. უბრალოდ ვერ მივატოვებთ. აბა რას იტყვით? -იკითხა ჩანიოლმა -არა რას ამბობ. ნამდვილად არაა საჭირო ასე შეწუხება, თან სასტუმრო უკვე დაჯავშნილი მაქვს. ჯობია იქ მიმიყვანოთ ამაზეც მადლობელი ვიქნები. -მე თანახმა ვარ ჩვენს სახლში დარჩეს-თქვა ბექენმა სიცილით და ხელი ასწია. -მეც არ ვარ წინააღმდეგი- უპასუხა კაიმ. -არც მე ვარ წინააღმდეგი. კარგი აზრია.-სეჰუნმა ღიმილით თქვა და თაკოს შეხედა. (ახლა მოვკვდები.. როგორია 9 ბიჭის სახლში მე ერთმა გოგომ რამდენიმე დღით ვიცხოვრო. ჯობია ახლავე მოვკვდე ვიდრე სირცხვილით დავიწვა. თან როგორია ამდენ სილამაზეს უყურო ყოველ დღე. ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი)-ფიქრობდა თაკო და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. -არა გმადლობთ, მაგრამ ვერ წამოვალ.-(ახლა მე სრულ ჭკუაზე ვარ? რაზე ვამბობ უარს. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა შანსი ადამიანს მე კიდე რას ვაკეთებ.) -გადაწყვეტილი ამბავია უკვე ჩვენთვის პრობლემა არაა. თან ახალ მეგობარს შევიძენთ. უკეთ გაგიცნობთ. ნუ გეშინია ცარიელი ოთახი გვაქვს -გაეკრიჭა ჩანიოლი. ამაზე ყველამ გაიცინა. -არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. -მადლობის გადახდას სხვა დროს მოასწრებ- თქვა სიცილით სეჰუნამ. (რა საყვარელია როცა იცინის მგონი მართლა სამოთხეში ვარ, არ მჯერა რომ ეს ჩემს თავს ხდება. როცა თვალებში მიყურებს სული მეხუთება, გონება მეფანტება, ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი. არც კი ვიცი ახლა როგორ ვიკავებ თავს რომ არ ჩავეხუტო) ფიქრებიდან კაის ხმამ გამოიყვანა. -მოვედით. კეთილი იყოოს შენი შემოსვლა EXO-ს თბილ და წყნარ სახლში. **** სამ სართულიან სახლის ეზოში შევიდნენ. შესვლისას თვალში მოგხვდებოდათ ლამაზი ყვავილები, რომელიც სახლთან მისასვლელ ლამაზ ბილიკს ქმნიდა. ოთახის დერეფანში უამრავი ფეხსაცმელი იყო დაწყობილი. -რა ლამაზია აქაურობა. ასეთი არ წარმომედგინა ექსოს სახლი. თავი სიზმარში მგონია-თავისთვის გაიფიქრა. -შენს ოთახს გაჩვენებ-უთხრა სეჰუნმა ხელი მოჰკიდა რათა კიბეებზე აეყვანა,მეორე სართულზე დერეფანი და აქეთ იქით ოთახები ჩამწკრივებული იყო. პირველივე ოთახის კარები შეუღო და იქ შეიყვანა. -ეს შენი ოთახი იქნება. ადრე ეს ტაოს ოთახი იყო. -მადლობა რომ ასე თბილად მიმიღეთ-უთხრა გოგონამ და თან მადლობის ნიშნად თავი დაუხარა. ოთახი საკმაოდ დიდი იყო. ორსაწოლიანი საწოლი იდგა. კუთხეში ინსტრუმენტები ეწყო. მაგიდაზე ნოტები და კიდევ სხვადასხვა რაღაცეები. -წავალ ჩემს ბარგს ამოვიტან-უკან მიბრუნდა, მაგრამ სეჰუნმა ხელი მოჰკიდა. თაკო გაშტერებული უყურებდა. -მე ამოვიტან შენ ფეხი გტკივა და კიბეებზე ბარგს ნამდვილად ვერ ამოიტან.-ხელი გაუშვა,ოთახიდან გავიდა, და მალევე ამოირბინა ბარგთან ერთად კიბეები. -მარტო დაგტოვებ. უკვე გვიანია ჯობია დაისვენო. -დიდი მადლობა -აარაა საჭირო ამდენი მადლობის გადახდა-უთხრა სეჰუნმა თან გაუღიმა და ოთახიდან გავიდა. გოგონა მარტო დარჩა თავის ფიქრებთან ოთახში. საწოლამდე კოჭლობით მივიდა, ჩემოდნიდან საღამურები ამოიღო, ჩაიცვა და დასაძინებლად მოემზადა. ემოციებისგან დატვირთულმა საწოლში დიდიხნის წრიალის შემდეგ, როგორც იქნა ჩაიძინა. დილით, რომ გაიღვიძა სახეზე უსაზღვრო ბედნიერება ეხატა ოთახი მოათვალიერა. ბედნიერებისაგან კომფორტულად გაიზმორა. -რა კარგი სიზმარი იყო. როდის მოვედი სასტუმრომდე არც კი მახსოვს. -ადგა, სწრაფად ჩაიცვა შორტი, მაისური, და თმები მაღლა აიკოჭა თუმცა ოთახის მოთვალიერების შემდეგ სულაც არ ჰგავდა აქაურობა სასტუმროს ოთახს. უცბად ხმაურის ხმა შემოესმა. ოთახიდან გამოვიდა და კიბეებისკენ კოჭლობით წავიდა. -ნუ ხმაურობთ გოგოს გააღვიძებთ. თითის წვერებზე იარეთ-თქვა კაიმ სიცილით . თაკო კიბეებზე ნელი ნაბიჯებით ჩავიდა თან ხელით მოაჯირს ეჭიდებოდა. ყველა ერთად, რომ დაინახა ერთი ორი სახეში შემოირტყა. ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა თავი.(-მგონი სულ გავგიჟდი ეს ორი დღეა არარეალურს ვხედავ თან ასე ცხაადად. ასეთი იღბლიანიც არ ვარ) ამ დროს ლეი მივიდა მასთან და უთხრა: -უკვე გაიღვიძე? კარგად გეძინა? თაკომ ლეის ლოყაზე უჩქმიტა - თუ იმის დამტკიცება გინდა რომ სიზმარში არ ხარ მაშინ გეტყვი, რომ არ ხარ. თაკომ ხელი სასწრაფოდ გასწია და უთხრა-ბოდიში, მაპატიე.- და შეწუხებულმა სახეზე ხელები მიიფარა. -არაფერია -თან გაიცინა და მაგიდისკენ გაუძღვა -სუფრა უკვე მზადაა მოდი დაჯექი-თქვა დიომაც. თაკო სუფრასთან მივიდა და დაჯდა. ცოტა ხნის შემდეგ ცხრავემ მას დაუწყო ყურება. -როგორ მოგეწონა ჩვენი გაკეთებული საჭმელი?- მზრუნველობა გამოიჩინა სუჰომ. -ყველაფერი გემრიელი იყო გმადლობთ. უღრმესი მადლობა. (-ვდებილდები სუყველა მე რომ მიყურებს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფიფქია ვარ, რომელიც შვიდ ჯუჯას ნაცვლად ექსოს ცხრა წევრთან ერთად ცხოვრობს)-მართლა ძალიან საყვარლები და თბილები ხართ. კი ვიცოდი, რომ ასეთები იყავით, თუმცა ახლა ამაში დავრწმუნდი. -წეღანდელი შენი ნათქვამიდან გამომდინარე მივხვდით, გვიცნობ და გსმენია ჩვენზე-თქვა ჩანიოლმა. -კი გიცნობთ თან შეძლებისდაგვარად კარგად, როგორც შეიძლება იცნობდეს სხვა ქვეყანაში მცხოვრები საყვარელ აიდოლებს. -ვაა რა მაგარია -თქვა ბექენმა. -ახლა ტელევიზორთან გადავინაცვლოთ.-მხარზე ხელი დაკრა დიომ სეჰუნას,რომელსაც გვერდით თაკო ეჯდა.ორივე ერთად წამოდგნენ.მოუხერხებელმა გოგომ ფეხი ისევ ცუდად დადგა ისევ მწვავე ტკივილი იგრძნო კოჭში.ცოტაც და წაიქცეოდა,თუმცა მისი გმირი იქვე იყო და იატაკის ჩახუტებისგან იხსნა. სამაგიეროდ მას მოსჭიდა ორივე ხელი.თვალებში შეხედა.წამსვე დაუარე ტანში ჟრუანტელმა და ყველა იმ გრძნობამ ერთიანად რასაც მისი შეხედვისას გრძნობდა,იმ განსხვავებით,რომ ახლა ის მის ხელებშში იყო მოქცეული და საყვარელი მომღიმარი სახით თვალებში შეყურებდა.გული გამალებით უცემდა. -ნელა თორემ ფეხს კიდევ უფრო იტკენ- ორივე კაის ხმამ გამოარკვია.უხერხულად შეიშმუშნენ.სეჰუნამ ისე წაიყვანა მდივნისკენ ხელი არც გაუშვია მისთვის.- აუცილებლად ექიმთან უნდა წაგიყვანოთ.ამას ჩემს თავზე ვიღებ. - არაა არა საჭირო გამივლის დიდი არაფერი იქნება.- შეწინააღდეგება სცადა. -საჭიროა.ავალ წყალს გადავივლებ.შენც მოემზადე და წავიდეთ.მანამდე მანქანასაც გამოვიძახებ.-კაი კიბეებისკენ წავიდა ისე არავის პასუხს არ დალოდებია. -ოჰ-ბექენმა ხელი მიჰკრა და ჩუმად გადაულაპარაკა ჩანიოლს.- მგონი სამკუთხედი გვეჩითება. - როგორც ჩანს - ჩაიღიმა ჩანიოლმა და ჯერ კაის გააყოლა თვალი, შემდეგ კი გაბრაზებულ სეჰუნს და გაკვირვებულ გოგონას გახედა. - თქვენც იმას ფიქრობთ რასაც მე ხოო- მათთან ლეი მივიდა და ნიკაბზე ხელი შემოიდო და სამივეს სიცილი აუვარდათ.ამათ სიცილზე დიო და შიუმინიც შემოვიდნენ სამზარეულოდან. -რამე გამოვტოვეთ? - იკითხა შიუმინმა. - კი კი გამოტოვეთ ჯერ ამ გვრიტების ყურებით დავტკბებით და გეტყვით.-ჩუმად და სიცილით ჩაილაპარაკა ბექენმა. ცოტახანში თაკოს ტელეფონის ხმა გაისმა საიდანამ მათი ერთ-ერთი სიმღერა მოისმოდა. -ოო ჩვენი სიმღერა- წამოიყვირა ჩენმა,რომელიც იქვე მდივანზე იჯდა და აიპოდში რაღაცას თამაშობდა. - ხომ გითხარით ბიჭებო,რომ თქვენი დიდი ფანი ვარ- სიცილით თქვა გოგონამ. შემდეგ ლეიმ ჩუმად უთხრა ბექენს - რადგან ჩვენი დიდი ფანია მაშინ გამორჩეული ბიასიც უნდა ჰყავდეს. ნეტა რომელი ჩვენგანია? -ვინც არ უნდა ვიყოთ, ესენი არ დაგვაცდიან და არ გაგვახარებენ უკვე დაიწყეს ქიშპობა. რომც მოწონდე ამ ორ სექს ბომბას ვინ გაუძლებს. - ჩუმად გადაულაპარაკა ლეის და თავის ნათქვამზე გადაიხარხარა ბექენმა. ბოდიში მოიხადა თაკომ და ტელეფონს უპასუხა. -კი დე უკვე სეულში ვარ.კი კარგად ვარ არ ინერვიულო.მეც დეე.კარგი დაგირეკავ ხოლმე.მეც დე ძალიან მენატრებით უკვე. ყველას უთხარი,რომ კარგად ვარ.გაკოცეთ-ტელეფონი გათიშა და გაბრწყინებული სახით შემობრუნდა მათთკენ. -ნეტა ვის ელაპარაკა? -თქვა ჩენმა რომლესაც თამაშისთვის თავი დაენებებინა დაა ბიჭებთან ერთად განიხილავდნენ სეჰუნას ცვალებად მიმიკებს. -ერთი სიტყვაც ვერ გავიგეთ რა თქვა.არადა როგორ მაინტერესებს-ბექენმა მოჭუტული თვალებით დაუწყო ყურება თაკოს, რომელმაც ტელეფონი გათიშა,ჯიბეში ჩაიდო და მათკენ კოჭლობოთ გამოეშურა. -ბიჭებო მადლობა ამ დილისთვის.ახლა ჩემს ოთახში ავალ გავემზადები.კაი არ მინდა ვალოდინო. -კარგი მიდი.მითუმეტეს ლოდინი არ უყვარს -შეღიმა დიომ.გოგონამაც გაუღიმა ბიჭებს და კიბეებისკენ ნელი ნაბიჯებით გაემართა.სეჰუნა სკამიდან წამოფრინდა და გარეთ გავარდა.მის ამ საქციელზე ბიჭები შეხტნენ. -აქ სიყვარულის ბზიკი დაფრინავს ფრთხილად იყავით- გადაიხარხარა დიომ. - მე სეჰუნს გავყვები.- გაიეკრიჭა ბიჭებს ლეი და ისიც კარებში გაუჩინარდა. - არა მე მაინც ის მაინტერესებს ვის ელაპარა.სასწრაფოდ ისწავლეთ, რომელიმემ მისი ქვეყნის ენა.- ბიჭებს გადახედა ბექენმა. -იქნებ მიხვიდე და კითხო შე ჭორიკანა- მხარზე წამოარტყა ხელი სუჰომ,რომელიც ამ ამბავს ცოტახნის წინ შემოუერთდა..ბიჭებმა კვლავ სიცილი ატეხეს. თაკო ოთახში შევიდა და ლოგინზე ინერციით დაენარცხა. -გაგიჟდება კაცი.ვინ წარმოიდგენდა მე ეს დამემართებოდა.მე ექსოს სახლში და ბიჭები თავს მევლებიან.თუ ეს სიზმარია არ მინდა გავიღვიძო არასოდეს- ბალიში თავზე დაიფარა,ისტერიკულად და მოგუდულად იცინოდა.- ახლა სჯობს მოვემზადო.ჯერ წყალს გადავივლებ.- თავის ნივთებს ხელი დაავლო და დერეფანში გავიდა.-სააბაზანო გუშინ მითხრეს სადღაც აქეთაა.- თეთრ კართან მივიდა და უნდა შეეღო,რომ ამ დროს კაი გამოვოდა პირსახოც შემოხვეული წელს ქვემოთ და მეორე პირსახოცით თავს იმშრალებდა.თაკოს თვალები საცერის ოდენა გაუხდაა.წამის მეასედში აიფარა თვალებზე ხელი. - მაპატიე სულ დამავიწყდა,რომ სახლში გოგო გვყვავს სტუმრად. -არაუშავს.ისეთი არაფერი დამინახავს რაც აქამდე სურათებში არ მინახავს- ბოლო თავისთვის ჩაილაპარაკა.თან ისე თვალებიდან ხელი არ მოუცილებია.კაი გვერდზე გაიწია. გოგონა მკლავებზე ხელის მოკიდებაზე შეკრთა. -ერთი ნაბიჯი მარჯვნივ გადადგი მერე წინ და უკვე შიგნით ხარ.- უთხრა მომღიმარმა.ლოყაზე კი ხელით მოეფერა,როგორც პატარა საყვარელ ბავშვს და სააბაზანოს კარები დახურა თაკოს ზურგს უკან. **** სავადმყოფომდე ისე მივიდნენ ბევრი არ ულაპარაკიათ.რამდენჯერმე გზაში თვალი გააპარა კაიმ მისკენ ისევე როგორც თაკომ.თან ახსენდებოდა ნახევრად შიშველი კაი და ეღიმებოდა."რამდენი ფანი ინატრებდა ახლა ჩემს ადგილზე ყოფნას."_გაიფიქრა და იქვე სკამზე მიყრდნობილ და ჩაძინებულ კაის გადახედა-" რა საყვარლები და თბილები არიან "- ჩაიღიმა თაკომ და ფანჯარაში გაიხედა უკვე სავადმყოფოსთან იყვნენ.მანქანაც გაჩერდა და კაისაც გამოეღვიძა. - უკვე მოვსულვართ-უცებ ძირს ჩახტა.მეორე მხარეს შემოურბინა კარები გაუღო და ხელი გაუწოდა.გოგონაც ხელზე დაყრდობილი ნელა ჩამოვიდა და სავადმყოფოში შევიდნენ.რეგისტრატურაში სანამ მივიდოდნენ თაკოს ჩანთა გაახსენდა,რომელიც მანქანაში დარჩა. -ჩანთა მანქანაში დამრჩა.ახლავე მოვიტან.-გაბრუნებას აპირებდა, თუმცა კაიმ შეაჩერა. -არა მე მოვიტან შენ აქ დაჯექი და დამელოდე.-გაუღიმა და მანქანისკენ წავიდა. იქვე უსაქმოდ პაპარაცი ხეტიალობდა,როცა უცებ კაის თვალი მოკრა. - ეს ხომ exo კაია.მანქანისკენ მიდის.- აპარატი მოიმარჯვა.კაის რამდენიმე ფოტო გადაუღო თუ როგორ მიდის მანქანისკენ,აღებს კარებს,იღებს ქალის ჩანთას და შედის ისევ საავადმყოფოში.პაპარაცმა უფრო ახლოს გადაწყვიტა მისვლა,რადგან შიგნით ვეღარ ხედავდა რა ხდებოდა.ახლოს მივიდა დაა ისიც აღბეჭდა აპარატზე თუ როგორ აწვდის ჩანთას გოგონას ნაზად უღიმის და თავზე ხელს უსვამს. *** სახლში დაბრუნებულებს მხოლოდ ჩენი დახვდათ. -ოჰ მოხვედით უკვე? როგორ გაქვს ფეხი? სერიოზული ხომ არაფერია? - აიპოდი გვერდით გადადო და წამოწია დივნიდან.- მოდი აქ დაჯექი.- პატარაზე გაიჩოჩა.გოგოც მის გვერდით დაჯდა. -არა სერიოზული არაფერია. რაღაც მაზი გამომიწერა იმას წავისვამ ხოლმე და მალე გამივლის.- ამ დროს სახლის კარი გაიღო და ბექენიც შემოტყაპუნდა პარკებით ხელში. -გავიარ გამოვიარე და რაღაცეები ვიყიდე რაც ვიტრინიდან დამეჭყანა.შენ ლამაზო ფეხი როგორ გაქვს? –პარკები დაყარა იქვე შემოსასვლელში და გაემართა გოგონასკენ - კარგად აქვს. ექიმის დანიშნულებას შეასრულებს და მალე გაუვლის.-კობებშეკრულმა კაიმ უპასუხა ბექიონს. - ძმაო გაიწი ცოტა იქეთ მე ამ ლამაზმანს ვკითხე.- ხელით გაწია კაი გვერდით და თაკოსთან უფრო ახლოს მივიდა-მიმიწიე ძვირფასო ცოტა ჩამოვჯდე.- კაიმ გეზი თავისი ოთახისკენ აიღო. -ჰიონგ.მე სტუდიაში მივდივარ ჩაწერა მაქვს.ჩანიოლი,შიუმინი და დიოც იქ არიან.ერთად მოვალთ. - და ის ორი? - თვალებით ანიშნა ბექიონმა ჩენს.ჩენიც მიხვდა ვის კითხულობდა.თაკო ტელეფონზე რაღაცას ნახულობდა და ყურადღება არ მიუქცევია მათთვის. - არ ვიცი არ მოსულან, არც დაურეკიათ.კარგი წავედი- ჩენმა ტელეფონს ხელი დაავლო ჯიბეში ჩაიცურა და გავიდა. - თაკო- შემოუბრუნდა გოგონას. -დიახ- თავი ამოყო ტელეფონიდან და მას შეხედა. - დილით, რომ დაგირეკეს ისე გაგიხარდა.ვისაც ელაპარაკე შენთვის ძალიან ძვირფასი უნდა იყოს.არა ჩემი საქმე არაა,მაგრამ ხომ თვქი,რომ მიცნობ-გაეკრიჭა ბექიონი-ხოდა მითხარი ვინ იყო მაინტერესებს - აა ეგ დედაჩემი იყო.-გაეცინა მასაც-მართალია ძალიან ძვირფასი ადამიანია ჩემთვის.მასთან ლაპარაკი ყოველთვის მეხმარება და მამხნევებს.ადამიანია,რომელიც ყოველთვის მიწყობს ხელს ოცნებების ასრულებაში.სწორედ მისი წყალობით შევძელი წამოსვლა. -მიხარია ასეთი გამგები დედა,რომ გყავს. როგორც თქვი გვიცნობ და იცი ყველაფერი.ხოდა პირდაპირ გკითხავ-ისევ გაიცინა ბექენმა.- რომელი მოგწონს ჩვენებიდან ყველაზე მეტად. -აამ...ყველა მართლა ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ,მაგრამ მართალი ხარ არის ის ვინც უფრო მეტად მიყვარს.მაგრამ ამას საიდუმლოდ დავტოვებ- ბოლო სიტყვები ბექიონს ყურთან ჩასჩურჩულა და გაუცინა. - ოოჰოო დამაინტრიგე - აყვა სიცილში ბექიონიც.- საჭმლის მომზადებას ვაპირებ.დღეს ჩემი ჯერია.დაგტოვებ და გავალ მე საამზარეულოში. - შეიძლება დაგეხმარო?-მორცხვად გახედა გოგონამ. - კი როგორ არა წამო. - ხელი გაუწოდა.მანაც ხელი ხელზე დაუდო და სამზარეულოსკენ წავიდნენ. საკმაოდ ხალისიანი იყო ბექიონთან ერთად ვახშმის მომზადება.როგორც ყოველთვის ბექიონი ენას არ აჩერებდა.ხან რაზე საუბრობდნენ ხან რაზე.ბევრ რამეზე ალაპარაკა თუმცა მაინც ვერ დააცდევინა მისი ბიასის სახელი.თვითონაც არ იცოდა გოგონამ რატო მალავდა ამას.თითქოს ეშინოდა ამის თქმის.რატომ?ეს არ იცოდაა თვითონაც. ვახშმის დროც მოახლოვდა ბიჭები სახლში დაბრუნდნენ.ლეი და სეჰუნაც მოვიდნენ.სეჰუნა სუფრასთან ლამის ძალით დასვა ლეიმ.საყვარელ ჰიონგს ხათრი ვერ გაუტეხა. - აბა იმედია მოგეწონებათ მე და თაკომ ერთად მოვამზადეთ.- ბექენმა ხელები ერთმანეთს შემოარტყა. - მმ..გემრიელი ჩანს ყველაფერი.გემრიელად მიირთვით თქვა-შიუმინმა და საჭმელს შეექცა.სხვებმაც მას მიბაძეს. -დილის ზარზე გაიგე რამე? - გადაუჩურჩულა ჩანიოლმა ბექიონს. - კი აბა როგორ ეს ხომ მე ვარ- წარბები აათამაშა და შემდეგ სეჰუნსა და კაის გადახედა.ორივე ხან ერთმანეთს ხან კიდე თაკოს შესცქეროდნენ. -მზერით რო შეგეძლოთ ადამიანის მოკვლა ახლა ორივე მკვდარი იქნებოდით- გადაიხარხარა ბექიონმა.ორივემ ახლა ბექიონს შეხედეს.- კიდევ კარგი არ კლავს.-კვლავ გაიმეორე ბექენმა და საჭმელს მიუბრუნდა. მყუდროება ახლა თაკოს ტელეფონმა დაარღვია დახედა და ისევ სახე გაუბრწყინდა. - მაპატიეთ აუცილებლად უნდა ვუპასუხო.მეტი აღარ მინდა.გემრიელად მიირთვით-მაგიდიდან ადგა და ეზოში გავიდა. - ეს ალბათ ის განსაკუთრებული ადამიანია დილით,რომ ელაპარაკა.-ჩაილაპარაკა ისევ ბექიონმა გასაგებად.თითქოს ზაკაზად ცეცხლზე ნავთს ასხავდა და ამით თან ხალისობდა. -რამე იცი მაგაზე? - კითხა დიომ და წვენი მოსვა. - კი აბა როგორ.მოკლედ ძალიან უყვარს ეგ ადამიანი.მისთვის ყველაზე ძვირფასია. - და ვინაა? -ვეღარ ითმენდა ჩენი.ბექიონი ზაკაზად წელავდა თითოეულ სიტყვას. - ვინ არის და... ეგ არ ვიცი - გაეკრიჭა ბიჭებს.თუმცა მშვენივრად იცოდა ვინ იყო ეს ადამიანი. - და ის გაიგე ვინაა მისი ბიასი? -ჩანიოლმა წარბი აათამაშა- იქნებ მეე.. - არა ეგ ვერ გავიგე.მაგრამ მგონი მე ვარ - სეჰუნამ ჩანგალი გააგდო ბექენის ამ სიტყვებზე. -მეტი აღარ მინდა.გემრიელად მიირთვით. -აღარც მე მინდა - კაიც წამოდგა ფეხზე.ერთი ბაღისკენ წავიდა,მეორე კი ზევით ოთახისკენ. - ბეწვის ხიდზე გადიხარ ჰიონგ-გაიცინა ჩენმა.- ფრთხილად ამ ორმა მოელვარე ცეცხლმა არ დაგწვას. - პირიქით დიდ სიამოვნებას იღებს მათი წვალებით-გაიცინა ჩანიოლმა და წვენი მოსვაა. თაკო მორჩა ლაპარაკს და შემობრუნდა.უცებ შიშისგან ლამის იკივლა. -ბოდიში შეგაშინე.ფეხი როგორ გაქვს? სერიოზულია რამე? - არა არაფერია მალე გამივლის.და შენ როგორ ხარ? მგონი გაწუხებს ჩემი აქ ყოფნა- გოგონამ თავი დახარა და ბალახს ჩააშტერდა. - სულაც არაა.მე სულ სხვა რაღაც მაწუხებს.-სეჰუნამ ნაზად ნიკაპი ააწევინა რათა თვალებში შეეხედა. - და რა გაწუხებს?- იკითხა მორცხვად გოგონამ. - შეიძლება ვიყო ის ვინც შენ ყველაზე მეტად მოგწონს?-შეჰყურებდა თვალებში დაბნეულ გოგონას.- მგონი მე შენ მომწონხარ.-ბოლო სიტყვებზე კიდევ უფრო გაოცება გამოესახა სახეზე თაკოს. **** ოთახში იჯდა და თავიდან არ ამოდიოდა სეჰუნის სიტყვები. -შეიძლება მე ვიყო ის ვინც ყველაზე ძალიან მოგწონს? მგონი მე შენ მომწონხარ. ამის გაფიქრებაზე ახლაც ისევე დააჟრიალა და დაუარა მთელ სხეულში როგორც იმ წამს როცა მის წინ იდგა.ცოტაც და ფეხები მოეკვეთებოდა.ასეც იქნებოდა,რომ არა ბექიონი,რომელმაც ასეთი რომანტიკული მომენტი გააფუჭა. -სეჰუნა სწრაფად სტუდიაში უნდა წავიდეთ ყველა.-გოგონას გაოცებულ თვალებში ჩახედა და ბექიონს გაყვა. -ნეტა რა მოხდა? რამე სერიოზულია თუ უბრალოდ ახალი სიმღერის გამოშვებაზე უნდა ილაპარაკონ? აა ღმერთო თავი გამისკდებაა ამდენი ფიქრით.- ლოგინზე შეხტა და თმებიი მოიჩეჩა.-ან რა უნდა ვუთხრა სეჰუნას მეც ხომ მომწონს კი არადა ვგიჟდები მასზე.ეს საერთოდ შესაძლებელია მოვწონებოდიი მეე უბრალო გოგო გამორჩეული არაფრით.როგორ მოვიქცე? რა გავაკეთო? აახ ისევ ეს უპასუხო კითხვები.-თავზე ბალიში დაიმხო დაა მოგუდულად დაიწყო ყვირილი. *** მზის სხივებმა დაანათა მის სახეს,რომელსაც ღიმილი ეფინა. ცალი თვალი გაახილა მერე მეორეც,საწოლში გაიზმორა ისევ მისი ბიჭის სიტყვები გაახსენდაა დაა სიხარულით წამოფრინდა ლოგინიდან.თავი მოიწესრიგა და დაბლა ჩავიდა.ირგვლივ სიწყნარე იყო. -კიდევ არ მოსულან?- თავისთვის ჩაილაპარაკა მერე კი უცებ სასტუმრო ოთახში დაინახა ბიჭები წყნარად თავჩაღუნულები როგორ ფიქრობდნენ რაღაცაზე. -დილამშვიდობისა-თქვა ოდნავ დამფრთხალმა და ბიჭების ყურადღება მიპყრო.ჩანიოლი მისკენ წამოვიდა ხელები მხრებზე დაადო და მდივნისკენ წაიყვანა. -მოდი აქ დაჯექი- მდივანზე დასვა. - რამე მოხდა? რამე დავაშავე? -რა საყვარელი ხარ ეგრე საწყალი თვალებით რო იყურები-ლეიმ თმები მოუჩეჩა. -უკვე ჩემი წასვლის დროა ხოომ- მზერაა ყველას მოავლო ბოლოს კი სეჰუნზე შეაჩერა,რომელსაც მის დაბნეული სახე ღიმილს გვრიდა.თუმცა ეს სიტუაცია სულაც არ იყო ღიმილის მომგვრელი. -არა არა ძვირფასო ამას შეხედე -ჩენმა აიპოდი მიაწოდა,სადაც ერთ სურათზე ის და სეჰუნი იყვნენ აეროპორტში თუ როგორ გამოყავდა იქედან. მეორეზე ის და კაი საავადმყოფოში.სათაური კი ასეთი:" ვინაა ეს გოგო და რა ურთიერთობაშია exo-ს ბიჭებთან." -სტატიის წაკითხვა არაა საჭირო- აიპოდი გამოსტაცა კაიმ,როცა მის აღელვებულ სახეს წააწყდაა- ბევრი სისულელე წერია. - ვიცოდი,რომ პრობლემებს შეგიქმნიდით- გოგონას თვალიდან ცრემლი გადმოცვივდა და ხელით სწარფად მოიშორა.- ბარგს ჩავალაგებ და წავალ. - წასვლა არ უშველის ამ საქმეს- თქვა დიომ. -კი მაგრამ ეს ხომ კიდევ უფრო მეტს პრობლემას მოგიტანთ-კიდევ ერთი ცრემლი მოიწმინდა ლოყიდან.უცებ მის წინ სეჰუნამ ჩაიმუხლა. -შენ ახლა ჩვენზე კი არა შენზე უნდა დარდობდე.-ხელი თავზე მოხვია და გულზე მიიკრაა. -ომოო ომოო.შეხედე ძლივს გაბედა - ხელი მიკრა ჩანიოლს ბექენმა გადაუჩურჩულა და ეშმაკურად ჩაიცინა. -სულაც არ მინდა ის განვიცადო რასაც ახლა ჯონგინი განიცდის- გადაულაპარაკა ბექენს. - სეჰუნი მართალია ჩვენზე კი არა შენზე უნდა იფიქრო.იცი რა საშიშია შენი გასვლა გარეთ.-ლეიმ ბიჭებს გადახედა -აქ არ ჩანს მისი სახე, თუმცა ფანებმა აეროპორტიდან ხომ იციან. - რა აზრი ქონდა აქ სახის დამალვას.ცხვირს იქ ყოფენ სადაც საჭირო არა - გაბრაზებულმა კაიმ მიაგდო აიპოდი გვერძე. გოგონა მოშორდა მის თბილ სხეულს თუმცა ეს სულაც არ უნდოდა. - ფანებს რამე უნდა მოვუხერხოთ- თქვა შიუმინმა. - იმის წაკითხვაც არ მინდა რას წერენ კომენტარებში-დიომ თავი მოიჩეჩა. -ნუ გეშინია აქ არაფერი გემუქრება არ იციან სად ვცხოვრობთ-ლეიმ მხარზე ხელი დაადო თაკოს და გაუღიმა. ბიჭები სასტუმრო ოთახიდან მიმოიფანტნენ.მხოლოდ სამეული დარჩა იქ.არც სეჰუნი და არც კაი არ ინძრეოდნენ ადგილიდან.თითქოს ერთი მეორეს უცდიდა რომელი გავიდოდა,რომ გოგოსათან მარტო დარჩენილოყო.კიბეებზე ასასვლელად გამზადებულმა ბექიონმა სიტუაცია შენიშნა როგორ უყურებდა ერთმანეთს ორი ჯიუტი თხა. თაკო კი დამფრთხალი იყო და ვერ ფიქრობდა თუ რა მოემოქმედა. -თაკო-დაუძახა ბექიონმა -დიახ-გოგონამ მზერა მას მიაპყრო. - არ გინდა ინსტრუმენტების ოთახში წამომყვე? ცოტა გულს გადააყოლებ.- ნაზი ღიმილი აჩუქა გოგონას - შეიძლება ჩემთვის მანდ შემოსვლა.ცხვირთან ჩამოგორებული ჯერ კიდევ არ შეკავებული ცრემლი მოიწმინდა. -რათქმაუნდა.მოდი- ხელი გაუწოდა გოგონას ისიც მისკენ წავიდა.წავიდა,რადგან სეჰუნის და კაის თვალებში ცეცხლის ნაპერწკლებს ხედავდა.არ უნდოდა კიდევ რამის მიზეზი გამხდარიყო.ჯობდა თუ გაერიდებოდა.ამასობაში ოთახსაც მიუახლოვდნენ და ბექენმა კარი შეაღო.იქ ჩანი და ლეი დახვდნენ. -სტუმარი გვყავს-გაიღიმა ლეიმ. -როგორ მიყვარს ინსტრუმენტების სუნი-გოგონამ ღრმად შეისუნთქა ჰაერი. -მართლა? იცი რამეზე დაკვრა?-ჰკითხა ინტერესით ჩანიოლმა.ბექენი იქვე მდივანზე ჩამოჯდა დაა ინტერესით აღსავსე მზერა ესროლა. -კი პიანინოზე ვუკრავდი.-მორცხვად თავი მოიჩეჩა გოგონამ. -ვაუუ რა მაგარია.დაგვიკრავ?-ბექენს თვალები აენნთო. -არც ისე კარგი მუსიკოსი ვარ- გაუღიმა გოგონამ. -მოდი მოდი ნუ მორცხვობ-ბექენმა ლამის ძალით დასვა პიანინოს სკამზე. -კარგი აბა ვცადოთ- გოგონამ თითები ჰაერში შეათამაშა და ლამაზად დაუშვა პიანინოს კლავიატურაზე.ჰაერში კი ბეთჰოვენის ელიზას ხმა ისმოდა.რადგან პრაქტიკოს ოთახის კარები ღია იყოო ჰანგების ხმა მთელ სახლს მოედო.სეჰუნა და კაი ერთმანეთის ბღვერვას მორჩენილიყვნენ და ხმის გაგონებაზე ორივე ოთახისკენ წავიდა ინსტიქტურად.გოგონას თითები თავისით მიიწევდა შესაბამის კლავიშებისკენ და თვალები დახუჭვოდა.აშკარად სიამოვნებას იღებდა პიანინოზე დაკვრით. რაღაც მოგონებებმა წამოყვეს თავი მის გონებაში.გაახსენდა კონცერტი რომელზეც თვითონ უკრავდა და მან ამ დღეს პრიზიიც მიიღო.მუსიკის აკადემიაში.მერე რაღაც უცნაურმა გრძნობამ დაუარა სხეულში,უცბად თვალები გაახილა და მელოდიაც შეწყდა. -ვოოვ.რა ლამაზად, სათუთად უკრავდი.პირდაპირ ყურს და თვალს სიამოვნებდა შენი ყურება.-ბექიონი სიტყვებით ამკობდა. -მართლაც შესანიშნავი იყოო- დაეთანხმა ლეიც. -აბა კარგად ვერ ვუკრავო-გაახელა ჩანიოლმა-და რატო შეწყვიტე? -არ ვიცი- გაშტერებული ისევ კლავიშებს დასცქეროდა.- რაღაც უცნაურმა გრძნობამ დამიარა სხეულში. -ცუდად ხარ?-მისკენ კარებთან მდგომი და ამ სანახაობით მონუსხული სეჰუნი გამოარკვია მისმა ფერმკრთალმა სახემ და მასთან მივიდა. - მგონი მართლა ცუდად არის-თქვა შეწუხებულმა ლეიმ. - ექიმს გამოვიძახებ- კაიმ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან. - არაა არაა საჭირო.ვფიქრობ ეს ის არაა რასაც ექიმი უშველის. -შეაჩერა კაი თაკომ,რომელიც ისევ კლავიშებს დაჰყურებდა. - სეჰუნ ოთახში გაიყვანე- ლეი მის წამოყენებაში მოეშველა.სეჰუნამ ორივე მკლავები მაგრად მოხვია მარჯვენა მხრით მკერდზე მიიკრა და ასე გაუძღვა ოთახისკენ.ფრთხილად დაუშვა საწოლზე და ფრთხილად წამოაწვინა..სეჰუნი იქვე ჩაიმუხლა თმებზე ხელი ნაზად გადაუსვა და გაუღიმა. - გინდა რამე? ჩაი,ყავა,წვენი,საჭმელი თუ ტკბილი რამე.-მზრუველად შეჰყურებდა. -არაა არაფერი არ მინდა.- გოგონას სიმძიმისგან თვალები ეხუჭებოდა.- მხოლოდ ძილი მინდა და შენ- ბოლო სიტყვები წაიჩურჩულა, თუმცა მშვენივრად გაიგო მანაც და კარებთან გოგონას ცუდად ყოფნით შეწუხებულმა კაიმაც.სეჰუნს მისი ამ სიტყვების გაგებისას ჩაეღიმა და ისევ მის თმებს და სახეს დაიწყო ნაზად ფერება.გოგონასაც მალევე ჩაეძინა,თითქოს რაღაცას საშინლად დაღალა და ძალა გამოაცა.სეჰუნმა მიიღო პასუხი,რომელსაც ასე ელოდა.კმაყოფილი, გახარებული და დამშვიდებული გამოვიდა მისი ოთახიდან და კარებიც გამოიხურა. კაის მისი ამ სიტყვების გაგონებაზე თითქოს რაღაც ჩაწყდა.სასწრაფოდ მოშორდა მის ოთახს და სტუდიაში წავიდა,რათა თავისი გულის ბრაზი და ტკივილი ცეკვაში გადაეტანა და მოშვებულიყო.თითქმის სამსაათიანი გაუჩერებელი ცეკვით დაღლილი-დაქანცული იატაკზე გაიშხლართა.ჭერს მიაპყრო მზერა და ფიქრებში წავიდა. -"ალბათ არ ვარ ღირსი ვიყო შენს გულში.ალბათ ვერ მიმიღო შენმა გულმა.როგორ ძალიან მომწონხარ და ვერ მოვიტანე შენამდე ჩემი ეს გრძნობა,თუმცა ვეცადე,ან იქნებ არც ვეცადე ისე როგორც მე მეგონა.ალბათ,იმიტომ,რომ ბუნებაში არის ათასობით სიყვარულიდან ერთი,რომელიც მხოლოდ გულით უნდა ატარა და არასოდეს თქვა."თავისივე თავთან ლაპარაკის მერეე ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გასასვლელად მოემზადა.ამ დროს შიუმინმა და დიომ ოთახის კარები შემოაღეს. -ჩვენ მივდივართ.არ წამოხვალ?- კითხა შიუმინმა. - თუ აქ დარჩენა გირჩევნია და იცეკვო იქამდე მანამ გონებას არ დაკარგავ-დიომ ვეღარ მოითმინა მისი ასე უიმედოდ ყურება. - არაა მოვდივარ.წყალს გადავივლებ და წავიდეთ.დამელოდეთ. -როგორც იქნა გონს მოხვედი- დიომ მხარზე დაკრა ხელი. -კარგი გელოდებით.-მიაძახა შიუმინმა.- მანამდე რა ვქნათ?- გადახედა დიოს. -წამო რამე დავლიოთ-ორივემ გაიხურა ოთახის კარები. *** სახლში კვლავ ყველა ერთად შეიკრიბა.დილანდელი დაძაბულობა უცებ სადღაც გამქრალიყო.ყველა იღიმოდა ერთმანეთს ეთამაშებოდნენ,აწვალებდნენ.ამჯერად ბექიონი დიოს გაბრაზებით იყო დაკავებული.ჩანიოლი და ჩენი ვიდეო თამაშით ერთობოდნენ.ლეი და სეჰუნას მუსიკასთან დაკავშირებით რაღაცას უხსნიდა ის გაღიმებული სახით შეყურებდა თუმცა ერთი სიტყვაც არ გაუგია რა უთხრა.თაკოს სიტყვებით გახარებული ახლა ვეღარაფერზე ფიქრობდა.შიუმინი და კაი ერთმანეთს ცეკვის მოძრაობებს აჩვენებდნენ.ლიდო კი რადგან დღეს თამაში წააგო სამზარეულოში საჭმლის მომზადებას ცდილობდა. ბექიონმა დიოს სიბრაზისგან თავის დასაღწევად მაღლა აირბინა.დიო ზევით აღარ გაყოლილა. - ვნახო ერთი ჩვენი გოგო როგორაა- თმებზე ხელი გადაისვა და ოთახის კარი შეაღო.თუმცა გასწორებული ლოგინის მეტი არაფერი იყო.- ეე სადაა? - ირგვლივ მიმოიხედა.უცებ კარადა გამოაღო არც მისი ნივთები იყო და არც ჩემოდანი.ტუმბოზე კი ფურცელი იყო.ბექიონმა ფურცელს ხელი დაავლო და დაბლა ჩაარბენინა. -ბიჭებო თაკო წავიდა. -როგორ თუ წავიდა?- კაი მასთან მივარდა. - სად წავიდა?- ფეხზე წამოდგა სეჰუნაც და სახეზე ის ღიმილიც გაუქრა.დანარჩენების ყურადღებაც ბექიონისკენ იყო მიპყრობილი. - წერილი დატოვა აი- ფურცელი ააფრიალა.თუმცა სანამ იქვე მდგომი კაი ფურცელს გამოართმევდა წამის მეასედში სეჰუნამ გამოსტაცა ფურცელი და უიმედო თვალები მიაპყრო. "ბიჭებო ყველაფრისთვის დიდი მადლობა .მართლა თითოეული თქვენგანი ძალიან საყვარლები,თბილები და მოსიყვარულეები ხართ.ბოდიში,რომ გაუფრთხილებლად მივდივარ,ვიცი არ გამიშვებდით, თუმცა არ მინდა სხვა პრობლემების მიზეზი გავხდე.ჩემს თავზე ვერ ვიფიქრებ მარტო იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხართ.სეჰუნ ბოდიშს გიხდი და ბედნიერი ვარ,რომ ვარ ის ვინც მოგწონს.იმიტომ,რომ მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ.სწორედ შენ იყავი ის უდიდესი მიზეზი ჩემი აქ ყოფნის.მადლობა და ნახვამდის"- წერილის ხმამღალა კითხვას მორჩა და ფურცელი ხელიდან გაუვარდა. **** სახლში სიწყნარე სუფევდა.თაკო თავის ოთახში იყო წამოწოლილი,რომელსაც წუთის წინ გაეღვიძა.თვალები ჭერისთვის მიეპყრო და სრულიად ჩაკარგულიყო თეთრ ფერში.ვერ ფიქრობდა ან არ უნდოდა რამეზე ეფიქრა,თუმცა უცებ ფიქრის ჭია მაინც შეუძვრა და მისი გონება მოიცვა.წუთის წინ მისი თავისუფალი გონება ახლა ათასი აბდაუბდა ფიქრით იყო გადავსებული."ფანები,ის ინტერვიუ,რომელიც დაბეჭდეს და ალბათ ისეთი საზიზღრობები ეწერა შიგ,ამიტომაც გამომართვა ჯონგინმა აიპედი.სეჰუნი და მისი თბილი ქცევები,მისი სიტყვები"-გაახსენდა მისი სიტყვები თითოეული სიტყვა,მზერა რაც კი მოსვლის დღიდან უგვრძნია და გაუგონია მთელ სხეულში სითბომ დაუარაა.ეს სითბო კი შემდეგ ეჭვმა და შფოთვამ ჩაანაცვლა ისევე "და რატომ ვიგრძენი თავი ცუდად დაკვრისას."-ისევ ჭერს მიაპყრო მზერაა შემდეგ მალევე წამოხტა,რობოტივით მოძრაობა დაიწყო.ტანსაცმელი თავის ჩემოდანში ჩაალაგა.ფურცელი და კალამი მოიმარჯვა და დაიწყო წერა.დაწერა ის რისი თქმაც და არ თქმაც უნდოდა.ცრემლებს ვეღარ იკავებდა.რამდენიმე ცრემლი ფურცელზეც დაეცა და შემდეგ მასშში შთაინთქა და ნაწერებს შეერია.ფურცელს აკოცა თითქოს მთელი სული და გული აქ ფურცელზე დატოვა და თავისი ჩემოდნით ჩუმად გავიდა სახლიდან ისე, რომ არავის დაენახა. მიდიოდა და აზრზე არ იყო სად უნდა წასულიყო.ფეხებს თავისთვის მიყავდაათ.იქვე გზად მაღაზიაში წყლის საყიდლად შევიდა იყიდა და ისევ უმისამართო გზას დაადგა. ** ფურცელი იატაკზე ეგდო.სეჰუნი კარებში გაქრა.ყველა ადგილებს მიეყინა. -ეს რატომ გააკეთა,ხომ ვუთხარით, რომ მოვაგვარებდით-ბრაზობდა კაი. -ამით ჩვენ გვიცავს- ამოიოხრა ლეიმ.ბექენმა ამასობაში ქაღალდი აიღო და ზედ დაჰყურებდა. -სეჰუნიო?- გაოცებულმა წარმოთქვა.ყველამ მზერა მასზე გადაიტანა.-არადა მეგონა მე მოვწონდი?თქვა დანანებით.ჩანიოლმა ბექენის სახეზე სიცილი ძლივს შეიკავა.კაი უცებ ადგა და სეჰუნის გზას დაადგა. -გვეყოფა აქ ჯდომა და ბჭობა.არ უნდა გავყვეთ მათ?- ფეხზე წამოდგა ლეი. -ლეის ვეთანხმები წავიდეთ თორემ ჩემი მტერი ჩავარდა გამწარებული ფანების ხელში.-ჩანიოლმა გაბუსხული ბექენი კარის მიმართულებით შეაბრუნა. -კარგით თქვენ იმათ გაყევით და ჩვენ მეორე ხარეს წავალთ-სუჰომ ხელები წინსაფარზე გაიწმინდა და ბიჭებს შეხედა. -ოხ ეს ბავშვები- თქვა დიომ დაა სუჰოს წინ გაასწრო. -წავედით -შიუმ ჩენს მხარზე დაკრა და ყველა გავიდა სახლიდან. ** ამდენი სიარულით დაღლილი პატარა სკვერში სკამზე ჩამოჯდა.თან ფეხიც ოდნავ ახსენებდა ხოლმე თავს.მის წინ რამდენიმე გოგონამ ჩაიარ-აიარა აშკარა იყო მას აკვირდებოდნენ.თაკომაც შეამჩნია ისინი. -ნეტავ რა უნდათ? რამე მაცხია თუ ცუდად მაცვია? -თავისი თავი შეითვალიერა უცებ.ამასობაში მასთან მივიდნენ. -ააა ეს შენ ხარ.ეჭვი გვეპარებოდა, მაგრამ ნამდვილად შენ ხარ-ცინიკურად იღიმებოდა გოგოებიდან როგორც ეტყობა მთავარი. -უკაცრავად?ჩვენ ვიცნობთ...ერთმანეთთს?- ნელნელა დამფრთხალი ეკითხებოდა მათ. -შენ არა მარა ჩვენ გიცნობთ.-ისევ ის დამცინავი მზერა. -იქნებ მითხრათ ვინ ხართ? -იქნებ შენ გვითხრა რა გინდა ჩვენი ოპპებისგან? -აააჰ ფანები -ჩუმად ჩაილაპარაკა და თვალები აატრიალა გოგონამ.-ზუსტად ესენი მაკლდნენ ახლა. -გვითხარი რას ბუტბუტებ მანდ.რა გინდა ჩვენი ოპპებისგან?იქნებ ჩვენ გითხრათ ვინც ბრძანდები. -ახლა არ მინდა ნამდვილად თქვენი მოსმენა-ფეხზე წამოდგა და წასვლა დააპირა უცებ მის ფეხებთან რძის პაკეტი გასკდა. -იქნებ გაჩვენოთ როგორ ვექცევით შენნაირ კახპებს ჩვენ.-თაკო ნამდვილად არ ელოდა,რომ აქვე დააპირებდნენ მის ჩაქოლვას,თან რძიანი კოლოფებით.რძეს ჯერ ისედაც ვერ იტანდა,აი კიდევ ერთი მიზეზი ამ სურსათის სიძულვილის გასამყარებლად.გაქცევა უნდოდა,მაგრამ სად გაიქცეოდა.ჩემოდანით და ნაღრძობი ფეხით.შეეგუა ბედს და მეორე რძიანი კოლოფის მოლოდინში თვალები დახუჭა.ყოველ წამს ელოდა მათ მოხვედრას,რომელიც მისკენ მოემარჯვებინა ისევ იმ ქერას.და აიი მისკენ მართლაც გაფრინდა ეს ნივთი,ცოტაც და პირდაპირ მის შუბლზე გასკდებოდა.არა!თუმცა სულაც არ მოხდა ასე.უცებ მის წინ რძიანი კოლოფი ვიღაცამ მარცხენა ხელით დაიჭირა,კოლოფს ხელი მაგრად მოუჭირა დაა იქვე დაასხა თხევადი მასა.თაკომაც გაახილა ცალი თვალი და მის გადამრჩენელს შეხედა. -სეჰუნ?-ვერ იჯერებდა,რომ ის მის მოსაძებნად წამოვიდა და იპოვა კიდეც.ახლა კი ამ საზიზღარი ფანებისგანაც იხსნა.სეჰუნს ზიზღით სავსე მზერა მიეპყრო დამნაშავე გოგოებოსთვის. -ჩვენ..ჩვენ...სეჰუნ ოპპა.-სიტყვა აღარ დაასრულებინა სეჰუნამ -მეორედ ოპპა აღღარ დამიძახოთ. -ოპპა გთხოვ გვაპატიე-გოგონები მუხლებზე დაეცნენ-გთხოვ გვაპატიე შევცდით. -უკვე გითხარით ოპპა აღარ დამიძახოთ-გამოსცრა კვლავ კბილებში.-არ გაქვთ ჩემს ცხოვრებაში ჩავერვის უფლება და მითუმეტეს იმ ადამიანის წყენინების უფლება ვინც მე მიყვარს. -გიყვარს?!-გოგონებს გაოცება და გაბრაზება ერთად ეტყობოდათ ხმაში. -მე?-გაოცებულმა და მისი სიტყვებით დადებილებულმა იკითხაა-არა ერთია მოგწომდე და მეორე...-სიტყვა აღარ დააბოლოვებინა.მისკენ წავიდა,ორივე ხელით მისი სახე მოიქცია და მის ტუჩებს დაეწაფა.გოგონებმა შოკისგან კინაღამ ინფაქტი მიიღეს,თვალებზე ცრემლებს ვერ იკავებდნენ ამ ამბით შეწუხებულები,ვერც თაკომ შეიკავა ცრემლები,იმ განსხვავებით,რომ ეს სიხარულის იყო.სეჰუნის და მისი ნანატრი და მილიონჯერ დადგმული სცენა მის ოცნებებში არც ერთი არ ყოფილა ასეთი.ეს უფრო ამაღელვებელი,უფრო მგრძნობიარე,და უფრო მეტი პეპლები იყვნენ მუცელში. სეჰუნი მის ტუჩებს მოსწყდა და შეღიმა. -დანახვის წამიდან მინდოდა ეს გამეკეთებინა-და კიდევ ერთხელ ნაზად აკოცა. -სიმართლე გითხრა და მეც- გაუღიმა გოგონამ და გულზე მიეკრა.სეჰუნმაც ჩაიხუტა გულში და თან ლამის გულწასულ ფანებს მოუბრუნდა. -აღარ გაბედოთ მას ცუდად მოექცეთ. ამიერიდან ის ჩემი შეყვარებულია.-კიდევ ერთხელ შეუქანდათ გული ფანებს.მან კი თავისი გოგონა ისევ თბილად მიიკრა გულში,თითქოს შესრუტვას აპირებსო. ამ სცენას ასევე შეესწრო ყველა ვინც სეჰუნს გამოედევნა,მათ შორის კაიც.მისი გული ნაწილ-ნაწილ იხლიჩებოდა თითქოს.ლეიმ და ჩანიოლმა მხარზე თანაგრძნობის ნიშნად ხელები დაადეს.ბექენმა კი მიუხედავად გაბრაზებისა,უთანაგრძნო კაის და მოეხვია.კაიმ სახეზე ღიმილი აიკრა და ბიჭებს მიუბრუნდა. -არაფერია-შეღიმა ბიჭებს-ამ თამაშში სეჰუნმა გაიმარჯვა. -რა რა თამაში?-გაბრაზდა ბექენი-შენ რა თაკოთი თამაშობდი? -ხოო რა გაგიკვირდა მე ხომ მოთამაშე ვარ-გაუღიმა ისე ბიჭებს ახლა მან დაკრა სამივეს მხარზე ხელი,შებრუნდა და სახლისკენ გზა განაგრძო უკან კი გაოგნებული ბიჭები დატოვა.თუმცა თითოეული ხვდებოდა სადღაც გულის კუნჭულში,კიმ ჯონგინი ასე თავისი ტკივილის დასაფარად იქცეოდა.შეუყვარდა პირველად,უპასუხოდ და ეს მასში კვალს აუცილებლად დატოვებდა. ** მწვანე მობიბინე მინდორზე პლედი გაეშალათ ზედ ორი ახალგაზრდა ერთმანეთზე მიკრულები წამოწოლილიყვნენ და ცის სილამაზით ტკბებოდნენ. – ოპპა?-გოგონამ თვალები მიაპყრო მის ბიჭს. -როგორ მიყვარს,როცა ასე შენ მეძახი-შუბლზე აკოცა თაკოს. -შეგიძლია მითხრა,რომ ეს არაა სიზმარი?-თვალებში სევდა ჩამოაწვა გოგონას. -რა თქმა უნდა არაა!მეც და შენც რეალურები ვართ და ეს სამყაროც რეალურია. -ამის დიდი იმედი მაქვს-თქვა სეჰუნს მკერდზე მიეხუტა და ხელებით მის მაიკას დაებღაუჭა.თითქოს უნდა გაეშვა და გაშვება არ უნდოდაა. -სახლში, რომ მივალთ ხომ დაუკრავ პერსონალურად ჩემთვის?-ხელები მაგრად მოხვია.გოგონამ მხოლოდ თავი დაუქნია და მანაც იგრძნო თანხმობის ნიშანი.და კიდევ უფრო მაგრად მიიხუტა გულში.გოგონას კი დაკვრის ხსენებაზე ისევ უცნაურმა საშინელმა და შემაძრწუნებელმა შიშმა დაუარაა მთელა სხეულში.მათი მყუდროება წვიმის წვეთმა დაარღვია,რომელიც უცებ გოგონას ლოყაზე დაეცა. -წვიმს?-გაოცდა გოგონა-კი მაგრამ ცაზე ერთი ღრუბელიც კი არაა.-ამოს თქმა და იყო და უცებ წვიმა წამოვიდა.ოროვე ფეხზე წამოხტა და იქვე მდგარ მუხას შეაფარეს თავი. -მართლა წვიმს-გაიცინა სეჰუნამ გოგონას შეხედა შემდეგ წვიმის მოთამაშე შხეფებს გახედა .-არადა დღეს მშვენიერი ამინდი იყო გამოცხადებული ცაც მოწმენდილია...-ლაპარაკში გართულმა ახლაღა შეამჩნია,როგორ გახშირებოდა სუნთქვა თაკოს. - რა მოხდა?ცუდად ხარ? -მის თვალებში უდიდესი შიში იკითხებოდა.გოგონას გონებაში ათასი მოგონება გაცოცხლდა.გაცოცხლდა დღე როცა მას კონცერტი ქონდა,რომელზედაც პირველი ადგილო დაიკავა და დაასაჩუქრეს,გახარებულები სახლში როგორ ბრუნდებოდნენ ის და მისი და ის კიდევ უფრო უხაროდათ როგორ გაახარებდნენ ამ ამბით მშობლებს.შემდეგ წვიმაა,მოლიპული გზა,მოპირდაპირე მხრიდან მათი მიმართულებით წამოსული სატვირთო.ამობრუნებული მანქანა და მის პირდაპირ დაგდებული სისხლში ამოსვრილი მისი ერთადერთი და,შემდეგ მანაც დახუჭა თვალები და სიბნელეში ჩაიძირა. -მე...-ძლივს ლუღლუთებდაა-მე... -რა გჭირს?წვიმა არ გიყვარს? ცუდად ხდები?რა გავაკეთო?-დაბნეული და შიშით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა თაკოს. -ვერაფერს იზავ-ასლუკინდა თაკო.-მართალი ვიყავი,როცა ამის სინამდვილეში ეჭვი მეპარებოდა.მე ნამდვილად არ ვარ აქ ახლა.ისიც კი არ ვიცი სად ვარ ან სად უნდა ვიყო?-ცრემლებს ვერ იკავებდა და თან სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს.-ვფიქრობ,რომ მე მოვკვდი იმ ავარიისას. -არაა არაა შენ არ ხარ მკვდარი მე ხომ გგრძნობ-ხელებში მისი სახე მოიქციაა.აღელვებულმა ტუჩები შუბლზე მიადო და აკოცა-მე ხომ შემიძლია გაკოცო ეს რეალურიაა. -ვფიქრობ ეს ჩემი შექმნილი სამყაროა,არც კი ვიცი ეს როგორ მოვახერხე.-თაკომაც მის ხელებში მოაქცია სეჰუნის სახე.-ალბათ ეს იმიტომ შევძელი სიკვდილის შემდეგ,რომ ჩემი სიყვარული შენდამი უსაზღვროა. -ნუ ამბობ,რომ მოკვდი-კიდევ უფრო კარგად მოიქცია მისი სახე ხელებში.ცერა თითებით ცრემლები მოწმინდა და მის სახეს ეფერებოდა.გოგონამ შენიშნა მისი ხელები სეჰუნის სახეზე ნელ-ნელა როგორ უფერულდებოდა. -ვფიქრობ მეტის უფლება აღარ მაქვს და ვქრები.მე შენ უსაზღვროდ მიყვარხარ-გოგონა მის ტუჩებს დაეწაფა,თვალებიდან უკანასკნელი ცრემლები გადმოიღვენთა.ბიჭი კიი კიდევ დიდიხანი იდგა თვალებ დახუჭული,იგრძნო როგორ შემოეცალა ხელებში მისი საყვარელი ადამიანი.ლოყებზე ცრემლი ჩამოუცურდა. არ უნდოდა თვალების გახელა.არ უნდოდა დაენახა სამყარო მის გარეშე,თუმცა მისი გოგონა წვიმასთან ერთად გაქრა. **** პალატაში სიმშვიდეს,მხოლოდ აპარატების წრუპუნის ხმა არღვევდა.გოგონა კი გაუნძრევლად იწვა.მისი ხელი კი მის დას ეკავა,გულზე მიეხუტებინა და ასე ჩასძინებოდა დის სასთუმალთან.პალატაში ექთანი შემოვიდა."ეს გოგო არავის უგდებს ყურს „ ჩაიბურტყუნა თავისთვის.მასთან მივიდა და ოდნავ შეანჯღრია. -მარიამ-გოგონა ოდნავ შეინძრა და თვალები გაახილა. -რამე მოხდა?-შეშინებული თვალები შეხედა ჯერ ექთანს მერე კი უგონოდ მყოფ თაკოს. -არაა არაფერია დამშვიდდი.უბრალოდ თქვენ პალატაში ვიყავი თავზე ჭრილობა უნდა დაგიმუშავოთ და შეგიხვიოთ.იქ არ დამხვდი და როგორც ვიფიქრე აქ იყავით. -როცა ჩემი და ესეთ დღეშია შემიძლია კი ჩემს პალატაში მშვიდად გავჩერდე?.-მისი ხელი,რომელიც ისევ ხელში ეკავა ტუჩებთან მიიტანა და აკოცა. -თქვენც სულ ახლახანს გამოგიყვანეს რეანიმაციიდან.არ შეიძლება ასე, თქვენს პალატაში უნდა ისვენებდეთ.ტვინის შერყევა გაქვთ და თან მაგხელა ჭრილობა თავზე.-ექთანმა თავისი მოწყობილობები ახლოს მიაჩოჩა,თავისკენ შემოაბრუნა და ბინტის შეხსნა დაიწყო. -გუშინდელი კრიზისის შემდეგ არ ვაპირებ გვერდიდან მოვცილდე.ნურც ეცდებით ჩემს გადარწმუნებას. -მესმის თქვენი,მაგრამ ასეც არ შეიძლება.-ექთანი მისი ჭრილობის დამუშავებას განაგრძობდა. -დედა და მამა? -დედა თქვენი გუშინდელის შემდეგ ცუდად იყო და პალატაში გადასხმებს ვუკეთებდით.ჯერ არ გაუღვიძია.დამაწყნარებლებიც მივეცით.-ამასობაში მორჩა დამუშავებას და თავი ისევ შეუხვია. -იქეთ კვირაში ნაკერებს აგხსნით.გთხოვთ აქ დიდხანს ნუ გაჩერდებით . ეს არც თქვენთვისაა კარგი და არც პაციენტისთვის.რაც მთავარია გუშინ შეტევა გადაიტანა და ფაქტიურად იმ ქვეყნიდან დაბრუნდა.ახლა უკვე გაღვიძება და სიცოცხლისთვის ბრძოლა მისი საქმეა.აქ ჩვენ ვეღარაფერს გავაკეთებთ.-ექთანი კარებიდან გავიდა.გოგონა კი ისევ თავის დას მიუტრიალდა.მისი ხელი ლოყასთან მიიტანა მიიხუტა და თვალები დახუჭა. -თვალეები გაახილე გთხოვ.ნუ დამტოვებ კარგი?! გპირდები,რომ გამოკეთდები ჩვენს საოცნებო ქვეყანაში წაგიყვან.იცი,აპლიკაცია,რომ შევავსე იქედან დადებითი პასუხი მოვიდა.მე ახლა კორეის უნივერსიტეტში ვირიცხები.ვიცი ეს როგორ გაგახარებდა.და თუ გინდა რომ წავალ წაგიყვანო უნდა გაახილო თვალები.გთხოოვ რაა-თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და ხელს კიდე უფრო მოუჭირა.უცებ საპასუხოდ ხელზე მოჭერა იგრძნო.ჯერ ხელს დახედა შემდეგ თაკოს სხეულს.დახუჭულ თვალებში გუგები მოძრაობდა. -იცოდე სიტყვაზე გიჭერ,მეც მიგყავარ-თვალებ გაუხელლად უთხრა გოგონამ დას.მარი სიხარულისგან თაკოს ეცა სახე დაუკოცნა, შემდეგ გარეთ გავარდა და ექიმს დაუძახა. *** ნელ ნელა ყველაფერი მწყობრში დგებოდა.მარი გასამგზავრებლად ემზადებოდა.თაკო კი ყოველდღე უფრო უკეთ ხდებოდა.მარისაც ნაკერები ახსნეს.ჭრილობა უშუშდებიდა.მშობლებს უჭირდათ მარის გაშვება იმ ამბის შემდეგ,ცოტახანში კი თაკოს გაშვებაც მოუწევდათ.თავიდან წინააღმდეგობა გაუწიეს,თუმცა ბოლოს მაინც დასთანხმდნენ. *** ერთი თვის შემდეგ . თვითმფრინავი ცოტახანში დასაშვებად მოემზადებოდა. -ვიღაც წკმუტუნებს თუ მეჩვენება?-კითხა ბექენმა გვერდით მჯდომ კაის. -არა არ გეჩვენება.მგონი...-ორივემ უკან მჯდომ სეჰუნს და ლეის გახედეს.სეჰუნს შუბლი შეეკრა და შფოთავდა. მის შფოთვაზე ლეისაც გამოეღვიძა. -ჰიონგ კარი ერთი ხელი მაგას.-კაიმ ახლად გაღვიძებულ ლეის ანიშნა ხელით. -სეჰუნ! სეჰუნ!გაიღვიძე!-ხელით შეანჯღრია.სეჰუნმა თვალები გაახილა და შეშინებულმა ადგილი შეათვალიერა. -ისევ ის კოშმარი გესიზმრა?-კითხრა საზურგეზე ჩამოყუდებულმა ბექენმა.სეჰუნმა თანხმობის ნიშნად მხოლოდ თვალები დახუჭა ღრმად ამოისუნთქა და უკან გადაწვა სკამზე ისევ. -ახლაც მახსოვს ის დღე, როგორ ტიროდი, როცა პირველად გესიზმრა.ძლივს გამოგაღვიძე.-მხარზე თანაგრძნობის ნიშნად ხელი დაკრა ლეიმ. -ეგ ბოლოში იყო კოშმარი, თორე მანამდე კაის და სეჰუნს შორის პაექრობა მიმდინარეობდა.-გაიცინა ბექენმა და კაის ხელი მიკრა.სეჰუნმა სწრაფად გაახილა თვალები და გაბრაზებული მზერა ესროლა. -სისულელეა-გადაიხარხარა კაიმ.-თავიდანვე გითხარით მე და ასე თავდავიწყებით სიყვარული? არა არაა-ხელები გაასავსავა კაიმ და გადაიხარხარა. -ჩემს სიზმარში კი დამაგლიჯე ნერვები-შეუბღვირა სეჰუნმა.მერე ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი ამოიღო გადაშალა და ნახატს დაუწყო ყურება. -მართლა ლამაზი გოგოა-ნახატს დააჰყურებდა ლეიც.უცებ ბექენმა ხელიდან გამოსტაცა. -დამანახეთ წესიერად ჩემი რძალი.-კაიც მასთან მივიდა და ორივემ ნახატს შეხედა. -სეჰუნ თუ შენი დახატულიდან ვიმსჯელებთ მართლა ლამაზია.მიუხედავად იმისა,რომ საშინლად ხატავ-აღნიშნა კაიმ.-თუმცა დაგამშვიდებ და გეტყვი მე არ გეცილები-გაუცინა კაიმ.სეჰუნსაც გაეცინა და ნახატი ისევ გამოსტაცა ხელიდან ბექენს. –აუ მაცადე სახეზე ვიმახსოვრებდი-წაიწუწუნა ბექენმა.-რადგან წამართვი გულს გაგიხეთქავ და გეტყვი ეგეთი გოგო არ იარსებებს -სეჰუნა მისკენ გაიწია ბექენმა ენა გამოუყო მობრუნდა და თავის ადგილს დაუბრუნდა.ლეი სეჰუნს ამშვიდებდა.მომღიმარი კაიც თავის ადგილს დაუბრუნდა.ცოტახანში სეჰუნმა ისევ ნახატს დაუწყო ყურება. -*** თვითმფრინავი აეროდრომზე დაჯდა და ბიჭებიც ჩვეული ნიღბით ინიღბებოდნენ. -ჯონგინ პირბადე უკუღმა გიკეთია -დასცინოდა ბექენი.მერე სეჰოს შეხედა -შენ ისეთი უჟმური სახე გაქვს მეშინია რო გიყურებ.სათვალე,ნიღაბი,ქუდი ყველაფერი გაიკეთე ხალხი არ დააფრთხო.-ხელი აიქნია ბექიონმა -ჰიონგ!როგორც ყოველთვის შესანიშნავი ხარ-ლეის მხარზე ხელი გადახვია,სათვალე გაიკეთა.პირბადე შეისწორა და გამოსასვლელად მოემზადნენ. -ცანცარა-ჩაილაპარაკა სეჰუნმა -შენ როდიდან დაჭკვიანდი ერთი? -გაეცინა კაის.თქვა და ჰოლში გამოვიდნენ. ჰოლში ნერვიულად დააბიჯებდა გოგონა და თან ნერვიულობისგან ფრჩხილებს იკვნეტდა. -რამე ხომ არ მოუვიდა ნეტა?სადაა ამდენ ხანს დამაწყდა ნერვები.არა მოვკლავ ნამდვილად მოვკლავ-უცებ ის საშინელი დღეები დაუდგა თვალწინ.თავში ხელი შემოირტყა -რეებს ბოდიალობ.არა არ მოვკლავ დავსჯი.ბილეთებს ვაჩვენებ, რომ ვუყიდე მარა არ გავაგზავნი exoს კონცერტზე ასე ვუზავ თუ ორ წუთში არ გამოჩნდება.-ტელეფონს დახედა და ნერვიულად ისევ ძირს დაუშვა ხელი. -კაი გადაადგი ფეხი კინაღამ დაგეჯახე-უთხრა სეჰუნმა გაშტერებულ კაის. -რა მოხდა?-ლეი ბიჭებთან მივიდა.იქვე ბექენიც გაჩნდა. -შოკშია ეს საწყალი? -იკითხა ბექენმა. -რას გაშეშდით.დაგვინახავენ, გვიცნობენ და ატყდება ერთი ამბავი. -ერთი დანახვით მოწონების გჯერათ? -უცებ გამოერკვა კაი და ბიჭებს მიუბრუნდა. -კი რა თქმა უნდა-გაოცებულმა უთხრა ლეიმ.სეჰუნმაც თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. შემდეგ ბექენს მიაშტერდა. -მე რას მიყურებ? ხო კაი მეც მჯერა, მარა ახლა რა შუაშია ეგ?.ამან გამოსვლისას თავი მიარტყა რამეს? -თითი კაისკენ გაიშვირა და ბიჭებს მიუბრუნდა. –დღეიდან მეც მჯერა -ბიჭებს უთხრა და ისევ იმ მიმართულებით.გაიხედა, საითაც წუთის წინ იყურებოდა.-ერთი ნახვით მომეწონა უცხო გოგონა მწვანეთვალებით.-ბიჭებმა მის მზერას თვალი გააყოლეს. -რა საყვარელია.-თქვა ლეიმ -თან მგონი ვიღაცას ელოდება. -თან ნერვიულობს-დაამატა სეჰუნმა. -ასეთ გოგოს დაინახავ და დაიჯერებ ერთი ნახვით მოწონებას აბა რა იქნება -თქვა ბექენმა და კაის მხარზე ხელი დაკრა. -მართლაც რა საყვარელი გოგოა.-სეჰუნამ ცოტახანი უყურა. რატომღაც მას თავის გოგონა ნახატიდან გაახსენდა და თავი ჩაღუნა. გოგონამ ისევ ტელეფონს დახედა. -მეორე წუთიც იწურებაა-ტუჩი მოიკვნიტა. შემდეგ იმ მიმართულებით გაიხედა, საიდანაც ახლად ჩამოსულები გამოდიოდნენ.უცებ სახე გაუბრწყინდა.თაკო ჩემოდანს მოაკოკიალებდა და თვალებით მარის ეძებდა.მათგან ოდნავ მოშორებით იდგა შენიღბული ოთხეული.გოგონების თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.ორივემ ხელი დაუქნიეს ერთმანეთს. -ბავშვი-ხელი დაუქნიაა დას და მისკენ გაიქცაა. -ონნი-თაკოც მისკენ გამოექანა.და ერთმანეთს ჩაეხუტნენ. -საძაგელო ბავშვო იცი რამდენი ვინერვიულე? -დატუქსა და სახე დაუკოცნა დას. -ბარგის შემოწმებაზე შევყოვნდი.-გაეკრიჭა დას. -წამო წავიდეთ შენთვის იმდენი სიურპრიზი მაქვს. -მართლა ონნი?მიყვარხარ.-მხარზე აეკრა დას და გასასვლელოსკენ წავიდნენ. კაი ისევ არ აცილებდა თვალს.ბექენი ამჯერად მის დას უცნაურად აკვირდებოდა. -სეჰუნ!სეჰუნ!-სეჰუნი გამოერკვა და ბექენს შეხედა.-გოგონა შენი ნახატიდან. -ო ჰიონგ გეყოს რა, ხომ გითხარი ნუ მაწვალებ და ნუღარ ახსენებ.-ბექენმა თავი მისკენ მოატრიალა. -კაი მაშინ სულ არ გეტყვი იმას,რომ კაის მწვანეთვალება სწორედ მაგას ელოდებოდა.ნუ ყოველ შემთხვევაში შენ ნაჯღაპნს გავს.-თავი გოგონებისკენ მიატრიალებინა სეჰუნას.ისიც გაშტერებული უყურებდა. ვერ იჯერებდა.ვერ იჯერებდა, როგორ გავდა გოგონას სიზმრიდან.იქაც ზუსტად აეროპორტის სცენით დაიწყო."ნუთუ ისევ მძინავს?.ნუთუ ისევ ისე მოხდება?"თავში წამებში ათასმა ფიქრმა გაურბინა.გოგოები სადაც იყო გავიდოდნენ.კარებიდან რამდენიმე გოგო გაგიჟებულივით შემოიჭრა. -კიდე დიდხანს ვიდგეთ აქ და კიდევ უფრო მეტი ფანი მოგვაკითხავს-აღნიშნა ლეიმ ფანების დანახვისას. -ვითომ ვინიღბებით ჩვენც. მაინც გვცნობენ.აიშ-ხელი ჩაიქნია ბექენმა. ფანები შემოსვლისას გოგოებს დაეტაკნენ.ორივე ძირს მოჯდა. -აიშ-დაიყვირა მარიმ.-რა ეტაკა ამ ხალხს? -მერე თაკოს გახედა.-ხო არაფერი გეტკინა? -არა მხოლოდ -ორივეს სიცილი აუტყდათ.ერთმანეთს წამოყენებაში მოეხმარნენ და თან იცინოდნენ. -აიშ ჯანდაბა ჩემი თასმა-თაკომ პასპორტი, რომელიც ხელში ეკავა კბილებით დაიჭირა.და თასმების შესაკვრელად დაიხარა.მარიც მას უყურებდა. უცებ მკლავში ხელის მოჭერა იგრძნო წამის მეასედებში ვიღაცამ ფეხზე ააყენა,უცებ მოაბრუნა და გულზე მიიკრა.თაკო გონს ვერ მოვიდა უცებ რა მოხდა. -ია! აჯოში-შეყვირა მარიმ, როცა გაოცებისგან გონს მოვიდა და მისკენ წავიდა.ხელით უნდა გამოეწია.მარა ისიც შეაჩერა ვიღაცამ.ხელი დაუჭირა და მისკენ მიაბრუნა. -შენ ვინღა ხარ?-ახედა მარიმ. სათვალეებში იყურებოდა და იქ თვალებს ეძებდა თუმცა იქ მხოლოდ თავის თავს ხედავდა.თვალებში ბრაზი უკრთოდა. -კიდევ უფრო ლამაზი ხარ როცა ბრაზდები მწვანეთვალებავ-იყო პასუხი პირბადიდან. თაკოს გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა.რა იყო ეს? შიში? ეშინოდა იმ ვიღაცის?თუ არა აბა რატომ უფრთხიალებდა გული ასე?. -რას აკეთებ?-მორცხვად თქვა მის მკერდზე მიკრულმა.ხელებით წელზე მოკიდა და ამ სხეულის გაწევა სცადა.თუმცა ძვრა ვერ უყო.ბიჭმა კიდევ უფრო მიიკრა მკერდზე. -მხოლოდ ერთი წუთი!-ჩასჩურჩულა ყურთან.-მინდა შეგიგრძნო და დავრწმუნდე რო სიზმარში არ ვარ.თუმცა ვეღარ ვხვდები რაა რეალობაა და რა სიზმარი.-ნიკაპი თავზე დაადო მისი სურნელი შეისუნთქა.ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც ახსოვდა.-გთხოვ აღარ გაქრე! აღარ დამტოვო! -კიდევ ერთხელ წაიჩურჩულა მის ყურთან. მარის სიბრაზისგან კიდევ უფრო აელეწა სახე.ბიჭის ნათქვამზე.სიამოვნებით დაარტყავდა ახლა.თუმცა შენიშნა მათ ირგვლივ მოწიკვინე გოგონები.აქამდე ვერც კი მიხვდა, როგორ მოგროვდნენ მათთან.იქვე კიდევ ორი ნიღბიანი იდგა. -ჰელოუ!მე კაი ვარ ექსოდან-სათვალეები და პირბადე მოიხსნა კაიმ და შეღიმა სიტყვებით გაოცებულ და პირდაღებულ მარის. სეჰუნმაც იგივე გააკეთაა.მოიხსნა სათვალეები და პირბადე. თვალებში ჩააცქერდა თაკოს.ცოტაც და ალბათ ფეხზე ვეღარ იდგებოდა თაკო გაოცებისგან.იმ სიტყვების მოსმენის მერე და შემდეგ იმის გაგების თუ ვინ ეუბნებოდა ამ სიტყვებს."დეჟავიუს შეგრძნება მაქვს"გონებაში გაივლო თაკომ."სადღაც მინახავს ამდაგვარი სცენა.თუმცა განსხვავებულად.ნუთუ სიზმარში? ახლაც იგივეს ვხედავ?"-წამებში გაივლო თავში თაკომ.მარჯვენა ხელზე ხელის მოკიდება იგრძნო.ეს უკვე მისი და იყო.სწრაფად თავისკენ შემოაბრუნა.ბარგს ხელი დაავლო და გასასვლელისკენ გაიქცნენ. **** აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია სასწრაფოდ დატოვეს.გამოსვლისთანავე მათი მიმართულებით მოძრავი ტაქსი გააჩერა მარიმ და სწარაფად, ჯერ თავის და შესვა მერე ბარგი შეაგდო და თვითონაც შეხტა.ტაქსი ადგილიდან მოტყდა.უკან კი მოიტოვა ექსოს ბიჭები და გოგონების გასაწიწკნად მომზადებული ფანები. ბიჭებმა ძლივს დაცვის დახმარებით გაარღვიეს ბრბო და მანქანასთან მიაღწიეს.მათი მანქანაც მალევე მოსწყდა აეროპორტის ტერიტორიას.მანქანაში სიჩუმე სუფევდა.არც ერთი ხმას არ იღებდა.სეჰუნს გული თითქოს დაემშვიდებინა,რომ იპოვა და ნახა ის ვისაც ასე ელოდა.იმედი თითქმის გადაწურული ქონდა და მისი წარმოსახვის ნაწილი ეგონა. მისი უკანასკნელი სიტყვები "მგონი მე მოვკვდი და ეს ჩემი შექმნილი სამყაროა."იმედს უკლავდა,მისი ნახვის იმედს.შორიდან დანახვის იმედსაც კი.თუმცა დღეს მან ის იპოვა,ჩაეხუტა,შეიგრძნო მისი სურნელი."არა ნამდვილად ის იყო.მაგრამ არ ვახსოვარ?"-თავისთვის ფიქრობდა და გული გამალებით უცემდა.-"როგორ უნდა ვახსოვდე"-თავის თავს შეეპასუხა-"მაგრამ ეს ხომ მისი შექმნილი სამყარო იყო.ხომ თვითონ შემოიჭრა ჩემს სიზმრებში და ასეე... ასე ძალიან ახლოს მოვიდა ჩემს გულთან.რა გავაკეთო?ის სეულშია ეს უკვე იმედის მომცემია.არ ვახსოვარ? არაუშავს გავახსენებ.თუ ვერ გაიხსენებს? მაშინაც არაუშავს.აუცილებლად მოვძებნი ვიპოვი და ხელთავიდან შევქმნით მხოლოდ კარგ მომენტებს."-ხელები გადაიჯვარედინა უკეთესად მოეწყო სკამზე და ფანჯარაში ყურება განაგრძო.მის გვერდით ლეი იჯდა. თავი მის მხარზე ჩამოედო და თვალებს ასვენებდა.მათ უკან ბექენი და კაი ისხდნენ.კაიც ღრმად იყო ფიქრებში წასული"რატომ გაიქცა?მისი პოვნა და ნახვა მინდა.მინდა ისევ ჩავიძირო მის გაბრაზებულ მწვანედ მოელვარე თვალებში.მე ხომ კაი ვარ.ჩემგან არ გარბიან,პირიქით.მაგრამ ის ყველას არ გავს.აი სწორედ ამიტომ მომეწონა.ნუთუ ეს მე ვარ?ნუთუ ამას მე ვამბობ? არა აშკარად ვიღაც ჩამისახლდაა.ააჰ არა, არ ვარ ასეთი დაივიწყე!დაივიწყე!"-თავი რამდენჯერმე გააქნია-"აიიშ ჩინჩა...მაინც არ ამოდიხარ გონებიდან"-ამ ამბებით აფორიაქებული ბექენი ადგილზე ცქმუტავდა და ვერ ისვენებდა.ხან სეჰუნს შეხედავდა ხან კაის,როგორ მშვიდად ისხდნენ და გაყურებდნენ ფანჯარაში პეიზაჟს. -გეყოფათ! ეს სიჩუმე უკვე მაგიჟებს-ბექენმა წამოიყვირაა და ყველა დააფეთა. სეჰუნიც და კაიც ფიქრებიდან გამოარკვია.ლეიმ კი თვალები გაახილა და შეშინებულმა შეხედა.კაის და სეჰუნმაც შეშინებული თვალებით შეხედეს. -აიი...შემაშინეე ბაეკ.რა მოხდა?ვინმემ გიბწკინა თუ გიკბინა?-გაეხუმრა ლეი. -ჰიონგ!რატომ ხართ ასე ჩუმაად?ლამის გადამიყვანოს ჭკუიდან მე ასეთი წყნარი და სათუთი ადამიანი ამ ამბავმა და თქვენ? არ ფიქრობთ ამაზე? რატომ ხართ ასე წყნარად?ვააა გავგიჟდები..-თმაზე ხელი გადაისვა და კითხვის ნიშნიანი სახე მოავლო თითოეულს. -დაწყნარდი ბეკ.ჩვენ რა შეგვიძლია? გოგოები გაიქცნენ.ჩვენ კიდე ვერ გავეკიდებოდით.დარწმუნებული ვარ ამ ორს ეგ აშკარად უნდოდა-ლეიმ თითით სეჰუნზე და კაიზე მიანიშნა. -ჰიონგ! მართლა გავგიჟდები.დრამის სიუჟეტს მაგონებს.მეგონა მხოლოდ სიზმარი იყო და სეჰუნიც გაგიჟდა, როცა მოეწონა არარეალური ადამიანი. -ამ დროს სეჰუნის შებღვერვა იგრძნო. -კარგი ხო დღეს დავრწმუნდი რო რეალური ადამიანია.ეს რაღამ გადარიაა? -ახლა მზერა კაიზე გადაიტანა.-არა გეთანხმები მართლა მაგარი გოგოა,მაგრამ დავიჯერო ფანებში მაგაზე მაგარი არავინ გვყავს?ან არავის იცნობ? თან მგონი ჩვენი ფანი არცაა. - არც მე ვიცი რა დამემართა და შენ რა გითხრა-კაიმ თმაზე ხელი გადაისვა და ისევ ფანჯარაში უკიდეგანო სივრცეს გახედა.სივრცესა და მას შორის კი გოგონას მზერა იდგა. -აიიშ ნამდვილად გავგიჟდები...-აამოიოხრა ბექენმა.ლეიმ მის ამ საქციელზე გულიანად გაიცინა.-მეც ვიყავი ხომ შენს სიზმარში? მიყვარდა ვინმე?- კითხა უცებ სეჰუნს. -ჰა? აა კი..-დაბნეულმა უპასუხა.-იყავი და თაკოს ეპრანჭებოდი.რატო მკითხე? -ვინ? მე? ჰაჰ სისულელეა! -ხელი აიქნიაა ბექენმა.-ანუ ველოდო სიყვარულის ბუშტი როდის გამისკდება ვინმეს მიმართ? -საწყალი მზერა ესროლა სეჰუნს. -ალბათ-მის ამ მზერაზე ლეის ისევ სიცილი აუტყდა. სიცილში სეჰუნიც აყვა.ძნელი იყოო ასეთი ბექენის მზერისთვის სერიოზულად შეგეხედა. -თითოეულს გიკრძალავთ ჩემს დასიზმრებას -ცხვირი აიბზუა და ფანჯარაში გაიხედა.ლეი და სეჰუნი ისევ იცინოდნენ მის საქციელზე. ***~ არც ტაქსში და არც სახლში მისვლისას ხმა არ ამოუღიათ. ორივე შოკში იყვნენ.მისვლისას მდივანზე, როგორც დასხდნენ ისევ იმ ფორმაში იჯდნენ მთელი ნახევარი საათი.პირველი ისევ მარი გამოერკვა ფეხზე წამოდგა და ოთახში აქეთ-იქეთ სიარული დაიწყო. -მჯერაა? არ მჯერა...თუ მჯერა? -ფრჩხილებს იკვნეტდა ნერვიულობით.-შენც ხო იგივე დაინახე რაც მე? -თაკოსთან ჩაიმუხლა.მანაც დას სახეში შეხედა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.-სახეში გამარტყი. -ჰაა? -თაკო ვერ მიხვდა უცებ ამას რატომ თხოვდა, მისი ხელი სწრაფად აიღო და სახეში გაირტყა. -აააჰ მტკივაა....ანუ მოლანდება არაა.და ნამდვილად მოხდა ეს -ონნი?-დამფრთხალმა შეხედაა დას. -რა?რამოხდა? სადმე გტკივა? -დას მივარდაა მარი. -არა არ მტკივა.უბრალოდ ეს...სიზმარი...სახეში შემორტყმა...აეროპორტი...და ის სცენაა...ამ ყველაფერს, რომ ვხედავ დეჟავუს განცდა მაქვს. -სიზმრებში იმდენჯერ მინახავს შეხვედრის სცენები ასეთი ჩემთან არც ერთი ყოფილა ეტყობა შენ გქონდა ამდაგვარი შეხვედრა მათთან-თავისივე ნათქვამზეე გაეცინააა. -ალბათ -ჩაფიქრდაა თაკო."აშკარად მინახავს.თან მისი სიტყვები.მის სიტყვებში იმდენი ტკივილი იგრძნობოდა,ნუთუ მე მივაყენე მას ასეთი ტკივილი? მაგრამ სად? როდის? სრული სისულელეა? სხვაში შევეშალე ეტყობა."ამ ფიქრებმა სეჰუნის სიტყვებით მოკლული გული კიდევ ერთხელ შუაზე გაეხლიჩა. -ისე ყოჩაღ მე-თავს იქებდა მარი-რომ არ მომესწრო და გამომეყვანეე იქვეე ჩაგვქოლავდნენ ფანები.თვალი რო მოვავლე ფანებს ისეთი შეგრძნება დამეუფლა თვალებით ნაწილ-ნაწილ გამგლიჯეს და ჩემი ხორცი ძაღლებს მიუგდეს საჯიჯგნად-ამის წარმოდგენაზე გააჟრიალაა.თმები მოიჩეჩა დაა თავს შემოუძახა.-გეყოს! კაი? მეეე? მართლა სისულელეა.-ნერვიულად გაიცინა-რომელ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული მე ვარ ექსოს რომელიმე წევრს მოვეწონო.ჭკუაზე მოდი მარი!-თავზე მიიკაკუნა რამდენჯერმე.-მოთამაშეა!მოთამაშეა! ყველას ასე მოექცევა ვინც ოდნავ თვალში მოუვა-ისევ ოთახებში სიარული დაიწყო და თავს იმშვიდებდა.თუმცა გულში სითბო ეღვრებოდა, როცა მასზე და იმაზე ფიქრობდა,რომ თვით ჯონგინს მოეწონა.გულში სითბოს ისევ ბრაზი ანაცვლებდა მის მიმართ და ასე ენაცვლებოდა ერთიმეორეს ჯონგინის მიმართ სითბო და ბრაზი. ***~ ბიჭები სახლში მივიდნენ.კარები ჩანმა გაუღო. -როგორ მომენატრეეთ-ხელები გაშალაა და ოთხივეს ერთდროულად მოეხვია.მათაც იგივეთი უპასუხეს.შესულები ყველას სათითაოდ ჩაეხუტნენ.და მგზავრობით დაღლილები მდივანზე დაეხეთქნენ. -არ მკითხოთ რა მოხდა დღეს აეროპორტში-ბექენმა ფეხებზე ხელი დაირტყა და განცვიფრებული სახე მოავლო ყველას. -თუ არ უნდა გკითხოთ, მაშინ არ გკითხავთ-შიუმინმა ხელები ერთმანეთს გადააჭდო და მას შეხედა.მის ნათქვამზე და ბექენის სახეზე ყველას სიცილი აუტყდათ. -არა ვერ მოვითმენ, რომ არ გითხრათ.თუმცაა ინტერნეტში უკვე იქნება ჩვენზე რამე. -წუთის წინ ვიყავი და არაფერი იყო -თქვა სუჰომ. -ჰაა იტყვი თუ არაა- ჩაეკითხა ჩანი და ყველას ინტერესიანი სახე ბექენისკენ მოეპყროთ. -ჩემი გოგო ვიპოვე-ხელი ასწია სეჰუნმა და გაღიმებული სახე მოავლო ყველას. -ვაა... მართლა?..სად?...როგორია?...ისეთია როგორიც სიზმარში ნახე? -აქეთ-იქედან კითხვებს ისროდნენ სეჰუნის მიმართულებით. -აიიმე მორჩით..-დაიყვირა ბექენმაა-მე მინდოდა მეთქვაა.-ფეხზე წამოხტა და ზევით თავისი ოთახის მიმართულებით შეტრიალდა-მოუყევი ახლა შენ თვითონ.-კიბეებზე ააბიჯა და თან გაბრაზებული იძახდა-"ჭორიკანა"-თუმცა მასზე ჭორიკანა ვინ იყო აქ. ***~ ორი დღე გავიდა თაკოს ჩამოსვლიდან.მარი თავისუფალ დროს სეულის ქუჩებს ათვალიერებინებდა.თითქმის ყველა იმ ადგილზე იყვნენ,რაც კი დრამებში უნახავთ. ბილეთები,რომლის არ მიცემითაც თაკოს ემუქრებოდა თუ ორ წუთში არ გამოჩნდებოდა დღეს გამოუჩინა.სიხარულისგან ორივე ოთახში დახტოდა. კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ.რათქმაუნდა ფანების ჭედვა იყო შესასვლელთან.გოგოებმა თავი მაინც დაიზღვიეს და სათვალები გაიკეთეს შენიღბვის მიზნით.აეროპორტში, როცა ბიჭებს სურათებს და ვიდეოს უღებდნენ კადრში რა თქმა უნდა ისინიც იყვნენ.და ეს ყველაფერი მეორე დღესვე გავრცელდა სოციალურ ქსელში. -რამდენი ხალხია -პირდაღებული მოავლო თაკომ თვალები უშველებელ რიგს,რომელიც მათ წინ იყოო, ხოლო უკან მხარეს კიდევ ორი იმდენი ხალხი იდგა. -როგორ მოახერხე ბილეთების შოვნა?-ახლა თავის დას მიუბრუბდა. -აქ ჩამოსვლის დღიდან მაგას ვჩალიჩობდი.-გაეცინა მარის შემდეგ ლოყაზე უჩქმიტა -სწორედ ამიტომ გითხარი რომ 19მდე უნდა ჩამოხვიდე აუცილებლადთქო. -აუუ ონნი რა მაგარი მყავხარ-ლოყაზე აკოცა დას.ორივე მოუთმენლად ელოდებოდნენ როდის შევიდოდნენ. -*** ბიჭები კულისებში იდგნენ.მათი ტანსაცმელები აქეთ იქეთ დაფრინავდა.მათ გარშემო უამრავი მოსამსახურე პერსონალი ირეოდა.სტილისტები,მაკიაჟის გოგოები, მათი ცეკვის მასწავლებელი,რომელიც კიდე ერთხელ ბოლო რჩევებს აძლევდა ბიჭებს. -არ ვიცი რატომ, თუმცა დღეს რაღაც მანერვიულებს-თავისთვის ჩაილაპარაკა კაიმ. -რა? რა განერვიულებს? -იქვე მდგარი ბექენი მიუცუცქდა კაის და საყვარელი სახით შეხედა. -ეჰ არ ვიცი რაღაცნაირად ვღელავ. -შენ წარმოიდგინე და მეც-მათთან სეჰუნი მივიდა. -შენ როდის არ ღელავ -ენა გამოუყო ბექენმა და სეჰუნს გაეკრიჭა. -ბიჭებო-გაისმა ჩანიოლის ხმა-აქეთ მოდით. -ჩვენი გასვლის დრო მოვიდა აბა ხელები დამანახეთ-წამოიყვირა მხიარულად ლიდომ.ყოველი კონცერტის გასვლის წინ აკეთებდნენ ამას.რიტუალივით ქონდათ, ხელებს ერთმანეთს კიდებდნენ და ხმამაღლა ყვიროდნენ."we are EXO.we are one. Fighting!"დარბაზში ამ ხმის გაგონებაზე კიდევ უფროო ხმაური ტყდებოდა. ბიჭებიც უკვე სცენაზე იდგნენ და მუსიკაც ჩაირთო.ამ ყველაფრის ახლოდან საკუთარი თვალით ნახვა მაინც სულ სხვა განცდა იყო გოგონებისთვის.ისე მოხდა,რომ გოგონები სცენასთან ახლოს არა, თუმცა სცენის განშტოებებისგან ერთერთან ახლოს იდგნენ.თუ ყველას არაა რომელიმეს მაინც ნახავდნენ ახლოდან.მიუხედავად იმისა,რომ მათ უკვე ნანახი ყავდათ,ის ნახვა არ ითვლებოდა. წესიერად ვერც მოტვინეს ვისთან იყვნენ იმ წუთებში და რამხელა ცხოვრების საჩუქარი მიიღეს. ახლა კიი მათ კონცერტზე იყვნენ.ძნელია უყურებდე მათ სცენაზე და სიხარულის ცრემლები არ გადმოგცვივდეს.ყოველი მხრიდან ისმოდა სხვების კივილი, წივილი ვინ ვის სახელ აღარ კიოდა.გოგოენებიც აყვნენ მათ. ორივეს დიდი იმედი ქონდა,რომ უფროო ახლოდან ნახავდნენ სეჰუნს და კაის. ასეც მოხდა.მათ მხარეს ბიჭები სიმღერის დროს მიმოდიოდნენ.ორივემ გაიარა იმ მხარეს,თუმცა მთელი ჯგუფი იმდენად იყო სიმღერაზე და ცეკვაზე კონცენტრირებული ალბათ ვერც კი შეამჩნიეს გოგონები.არადა მართლაც ძალიან ახლოს იდგნენ. "ჯერ კონცერტი არ დამთავრებულა.აუცილებლად უნდა დამინახოს"-თავისთვის ჩაილაპარაკა თაკომ.თითქოს იცოდა თუ დაენახვებოდა მის გულს სიმშვიდეს მოუტანდა. მთელ დარბაზში "baby don't cry" მელოდია ისმოდა.სცენა ორნაწილად გაიხსნა და იქედან კაი გამოვიდა.ცოტახანში მეორე მხრიდან სეჰუნი გამოჩნდა.თაკოს მისი დანახვისას ჟრუანტელმა დაუარა. ცდილობდა მისი მიმართულებით შეტრიალებულიყო და მასთან ოდნავ ახლოს მისულიყო.მარი კი იქვე დარჩა და ჯონგინის მოძრაობებს თვალს ადევნებდა.მისი თითოეული მოძრაობისას დარბაზის ნახევარი მის სახელს ყვიროდა.მარი? მარისაც უნდოდა მისი სახელის დაყვირება,თუმცა გაჩერდა და ჩაღიმებული უყურებდა კაის.რომელიც დარბაზიდან მომყვირალი ხმის გაგების შემდეგ ეშმაკურად იღიმებოდა და კიდევ უფრო სექსუალურად მოძრაობდა. "თავხედი"-გაიფიქრა მარიმ, როცა მისი ჩაღიმებული სახე დაინახა და თვითონაც ჩაეცინა. მისმა სცენამ დაბლა დაიწყო ჩასვლა იქიდან კი წყალი შემოვიდა. წყალში ცეკვა კიდე უფროო სექსუალურს ხდიდა მას.მისი ცეკვის ეს მოქმედება დასრულდა.სველი წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია,ტუჩზე იკბინა და დარბაზისკენ გაიხედა.გოგონას მოკრა თვალი,რომელიც გვერდულად უღიმოდა და თვალი თვალში გაუყარა.კაიმ თვალი ჩაუკრა მარიც მიხვდა ეს მისთვის იყო -იდიოტი -ჩაილაპარაკა ნერვიულად და ჩაიღიმა.დარბაზიდან ამ თვალის ჩაკვრაზე ყვირილი ატყდა და კიდევ უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ მის სახელს.კაიმ კიდევ ერთხელ ეშმაკურად ჩაიცინა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის,შემდეგ კი სცენა დატოვა. თაკო წინ ნელნელა მიიწევდა.სადაც იყო ცეკვას დაამთავრებდა სეჰუნი.წყლიდან წამოდგა რამდენიმე მოძრაობის გაკეთებისას დარბაზში გაიხედა.მისკენ მომავალ მომღიმარ თაკოს მოკრა თვალი.სეჰუნი მოძრაობისას შეტრიალდა, თუმცა წამსვე შემობრუნდა და ისევ მას შეხედა."არ მეჩვენება.ის აქაა..."ცეკვა ჩაამთავრა.გასვლამდე თაკოს კიდევ ერთხელ შეხედა გაუღიმა და სცენა დატოვა. -*** სახლში ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ.მიუხედავად იმისა, სადაც იყო უკვე გათენდებოდა არც ერთს არ ეძინებოდა. -აუუ ვერ ვჩერდები სახლში რაღაცნაირად სული მეხუთება- აცანცარებული დახტოდა სახლში თაკო. -კარგი კარგი-მის ცანცარზე ეცინებოდა მარის-მოდი გინდა გარეთ გავიდეთ. -კარგი.აუუ აქეთ რო მოვდიოდით პატარა სკვერივით დავინახე.იქ წავიდეთ რა არც შორსაა თან საქანელებიცაა. -წავიდეთ ჩემო პატარავ.-სიცილით უთხრა თაკოს. -არ ვარ პატარა...უკვე სრულწლოვანი ვარ- და თან დას ენა გამოუყო. -პატარა ხარ პატარა...-მარიმ ჩანთას ხელი დაავლო და კარებში სიცილით გავიდნენ. გზაში ათასრამეზე იცინოდნენ,თვითონაც არ იცოდნენ რაზე.სკვერში მიაღწიეს. ორივე საქანელებს ეცა.ერთი მეორეს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო მაღლა გაქანავდებოდა. -მოგიგეე მოგიგეე-ენას უყოფდა თავის უფროს დას. -აჰ ეს იმიტომ რომ დაგითმე-საქანელიდან ჩამოხტა მარი.-კარგი.. წაგებულს შოკოლადები მოაქვს ხო?-გაეკრიჭა დას. -აჰაამ-თავი დაუქნია და კატაობა განაგრძო. -იცოდე არსად წახვიდე მანდ დამხვდი.-თითის დაქნევით გააფრთხილა და შებრუნდა-აჰ ასე რომ არ მიყვარდეს ეს შოკოლადები, ხომ არ წავაგებდი-ჩაიცინა თავისთვის და გზას გაუდგა.ერთი მაღაზია ეგულებოდა შორი ახლოს რამდენიმე სახლის მოშორებით. -** -აიი როგორ დავიღალე -წუწუნებდა ბექენი -მეც ერთი სული მაქვს თავს ბალიშზე როდის დავდებ.-ჩანიოლი ბექენის გვერდით დავარდა და მის მხარზე თავი ჩამოდო. ყველა შემოლაგდა სახლში მხოლოდ ლეი და სეჰუნა არ ჩანდნენ. -ლეი და სეჰუნი სად არიან?-იკითხაა დიომ. -ახლა უკან არ მოგვყვებოდნენ? -შეტრიალდა უკან შიუმინი და თვალებში ჩენი შემოეფეთა. -მოვლენ ეზოში დგანან. -შიუს მხარზე ხელი დაარტყა და მძიმე ნაბიჯებით მიღოღდა მდივნამდე და ჩაებერტყა. -წამიყვანეთ ჩემ საწოლში ვინმემ -ხრიალებდა ტახტზე უსულოდ მიგდებული ლიდო. ეზოში ლეი და სეჰუნა იდგნენ. -არ მეძინება და ცოტას გავივლი -ნერვიულად თმაზე გადაისვა ხელი. -გინდა წამოგყვე?-მხარზე ხელი დაადო სეჰუნს და თბილი ღიმილი აჩუქა. -არა მარტო წავალ. -თუ რამე ხომ იცი შეგიძლია ნებისმიერ დროს მითხრა და შენს გვერდით ვიქნები-სეჰუნი მოეხვია მის საყვარელ ჰიონგს.ჯიბეებში ხელები ჩაიყო და ეზოს გარეთ გავიდა.ლეიც სახლში შევიდა. -კაი რატომ ხარ აქ მარტო? სხვები დაწვნენ უკვე? -შეეკითხაა მდივანში ჩამჯდარ კაის რომელიც ჭერს მიშტერებოდა. -კი ყველა დაწვა.შენც დაისვენე მე ჯერ არ მეძინება.ვიბოდიალებ ცოტას აქ და მეც დავწვები-ჭერს თვალები მოაცილა და ლეის გაუღიმა. -კარგი.დიდხანს ნუ იქნები აქ დაისვენე-ლეი თავისი საწოლი ოთახისკენ წავიდა.კაი მდივნიდან წამოიწია და სახლში სიარული დაიწყო.შემდეგ ფანჯარასთან მივიდა ერთი ათი წუთი თვალ გაშტერებული უყურებდა გზის მიღმა და თავისთვის ეღიმებოდა.გზაზე გოგონა შენიშნა.ყურებში ყუსასმენები გაეკეთებინა და თან თავისთვის სიმღერებს მოძრაობებს უწყობდა.მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. -ეს... ეს ხოომ ისაა-ქურთუკს ხელი დაავლო და გარეთ გავარდა.მალევე დაეწია გოგონას.თუმცა მარის ეს არ გაუგია სიმღერებს ბოლოხმაზე უსმენდა თან ღიღინებდა.კაიმ ამჯობინა მას ჩუმად გაჰყოლოდა.თან უნდოდა ახლოს მისულიყო თან ისიც არ უნდოდა,რომ ჯერ შეემჩნია.მის ქცევებზე ეღიმებოდა და კიდევ უფრო მეტი სითბოთი ევსებოდა გული. -*** -აიი სად წავიდა ამდენ ხანს?-საქანელიდან წამოდგა გაიარ გამოიარა და ისევ დაჯდა.თვალები დახუჭა და თავი თოკს მიადო.სეჰუნზე ფიქრები შემოაწვა.იხსენებდა დღევანდელ დღეს.იმ დღეს აეროპორტში,მის სიტყვებს.შემდეგ უცებ უცნაურმა კადრებმა გაურბინა თვალწინ და თვალები გაახილა. იქაურობას თვალი მოავლო. -აშკარად ვიყავი ადრე აქ თან სეჰუნასთან ერთად? -თავის თავს ეკითხებოდა-როდის?? იქნებ მაშინ როცა კომაში ვიყავი? ნუთუ შეიძლება ამის დაჯერება? ამდენს ჩემი სული ვერ მოახერხებდა-ჩაიცინა თავისივე ნათქვამზეე.ნაბიჯების ხმა მოესმა.ნელი მშვიდი ნაბიჯები,რომელიც მისკენ მოიწევდა -სად ხარ ამდენი ხან...-სიტყვა შეაშრა, როცა თავი ასწია. -დავიგვიანე?-ღიმილით მისკენ მოიწევდა სეჰუნი.-დაა რაც წეღან თქვი გეტყვი, რომ შესაძლებელია.შენ ეს შეძელი.ჩემს გონებაში შემოაღწიე,ჩემი სიზმრების მბრძანებელი გახდი-ნაბიჯების გადადგმას ისევ არ წყვეტდა.წამიც და მასთან იქნებოდა.თაკო საქანელას მიეყინა,სეჰუნი კი მის წინ ჩაიმუხლა.-ჩემს დაუკითხავად შემოიპარე ჩემს სიზმრებში თავი შემაყვარე და შემდეგ ისევე მოულოდნელად გაქრი, როგორ მოულოდნელადაც მოხვედი.-მის სიტყვებზე თითქოს კადრივით ჩაურბინა ყველა იმ მონაკვეთმა , რაც კი სულად ყოფნის პერიოდში გადახდა თავს.თითქოს ბიძგი ჭირდებოდა,რომ გახსენება დაეწყო და აი ბიძგიც ეს იყო.სეჰუნა ცდილობდა მისთვის გაეხსენებინა და გამოუვიდა კიდევაც.სეჰუნი ფეხზე წამოდგა და სკვერში გაიარ-გამოიარა.თაკოს თვალებიდან კი ცრემლები გადმოსცვივდა.ამ ცრემლებს ის გამომშვიდობების ტკივილი გაატანა მაშინ, რომ განიცადა,ახლა არ იყო ეს ტკივილნარევი ცრემლები, ეს სიხარულის ცრემლები იყო.სეჰუნს არ დაუნახავს მისი ცრემლები.რადგან მის უკან იდგა და ისევ ცდილობდა გაეხსენებინა.-ეს ჩვენი სკვერია სიზმრიდან.სწორედ აქ გითხარი,რომ მიყვარდი.-საქანელას შემოუარა და ახლა მის პირისპირ დადგა-გაგახსენდა? ჰკითხა და თვალებში ჩახედაა ახლა შეამჩნია მისი ცრემლები.თაკომაც თვალი თვალში გაუყარა საქანელიდან წამოხტა და მის მკერდს მთელი ძალღონით მიეკრო. -გამახსენდა...-კიდევ უფრო მყუდროთ დადო თავი მის მკერდზე.სეჰუნმაც ხელები მოუჭირა.ნიკაპი თავზე დაადო და თან რამდენჯერმე აკოცა.-ან კი როგორ შევძელი დამევიწყებინა ეს ყველაფერი.ცუდი ვარ ძალიან ცუდი..-სეჰუნმა კიდევ უფრო მაგრად მოუჭირა ხელები თითქოს მთელი არსებით უნდოდა შეეგრძნო.მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა. -არა სულაც არ ხარ ცუდი,კარგი ხარ, ძალიან კარგი-კიდევ ერთხელ აკოცა და მომღიმარმა ნიკაპი დაადო თავზე. -მაპატიე.მაპატიე,რომ შემოგეჭერი სიზმრებში და ჩემი წასვლით ტკივილი მოგაყენე.არ მინდოდა.მძულს ჩემი თავი ამის გამო. -არაფერიაა.ყველაფერი კარგადაა.ახლა კარგადაა. მე გიპოვე-თმაზე ეფერებოდა ნაზად -მეორედ აღარ თქვა,რომ შენი თავი გძულს.იმიტომ,რომ მე ის ძალიან მიყვარს და თუ ამას კიდევ გაიმეორებ გაგიბრაზდები-გოგონა სხეულს მოიცილა უკან გაწია და თვალებში ჩახედაა. -კარგი აღარ ვიტყვი ამას.ახლა შეიძლება ისევ ჩაგეხუტო?-ხელებს არ უშვებდა მის ქურთუკს.მის მოკნუტებულ სახეზე სეჰუნას გაეცინა და ისევ გულში ჩაიკრაა. -*** მარიმ გზაში პარკი გახსნა შოკოლადი ამოიღო გაფრცქვნა და ჭამა დაიწყო.ნელი მუსიკა დაიწყო მის ყურსასმენეში შესაბამისად ხმაც დაეწია.ახლა კი მოესმა ნაბიჯების ხმა.ფეხს მოუსწრაფა,უკან ნაბიჯებსაც მოუსწრაფა."ასე ვერ გავექცევი.იქნებ ერთი ორი შემოვცხო?მაგრამ ჩემზე ძლიერი რომ აღმოჩნდეს? რაც არის არის"-ფიქრობდა თავისთვის.ხელზე ჩანთა დაიხვია შოკოლადი ბოლო ლუკმა ჩაიდო პირში და გატენილი პირით ჩანთიანი ხელი მოიქნია უკან.თუმცა არც კი შეხებია ჩანთა კაის.მარი დატრიალდა ინერციით და ის იყო უნდა დავარდილიყო,რომ ხელებში ჩაუვარდა კაის.თვალები დახუჭული ქონდა.ცალი თვალი ოდნავ გაახილა შეხედა ვინ იყო ის მანიაკი ვინც მოსდევდა და შემდეგ მის მკლავებში ჩავარდა.მისი სახის დანახვაზე შოკოლადი გადასცდაა ყელში და ხველა აუტყდაა. -კარგად ხარ?-კაიმ მისი პარკიდან წყლის ბოთლი ამოიღო და მიაწოდა.ნახევარი ლიტრა წყალი ლამის სულ დაცალა.კაი კი მასთან ჩამუხლული იყო და თან უცინოდაა-ხომ კარგად ხარ? -როგორ ვიქნები კარგად,როცა მანიაკივით უკან მომდევდი და შემაშინე.-მკერდზე ხელი დაირტყა, რომ ჩასულიყოო გულზე დამდგარი წყალიც. -ჩემი კი არა შენი ბრალია-იცინოდა კაი.-როცა ვინმე მოგსდევს უნდა გაიქცე რაც შეიძლება სწრაფად,შოკოლადები კი არ უნდა ჭამო,არც ჩანთიანი ხელი არ უნდა მოუქნიო და მითუმეტეს არც მკლავებში არ უნდა ჩაუვარდე.უცხო , რომ აღარ ვიყოთ ერთმანეთისთვის შენი სახელი მითხარი.ჩემი კი იცი. - სულაც არ მინდოდა შენს მკლავებში ჩავარდნა -გაბრაზებული სახე ესროლა კაის.იმაზე კიდე უფრო გაბრაზდა, როცა მისმა ქვეცნობიერმა დაუდასტურა,რომ ზუსტადაც,რომ უნდოდა.ფეხზე წამოდგომა სცადა, კაიმ ხელი გაუწოდა მანაც ჩამოართვა და სწრაფი მოძრაობით ფეხზე წამოაყენა. -მადლობ.მარი მქვია-გაბუსხულად უთხრა კაის.იქვე დავარდნილი პარკი და ჩანთა ააიღო გადაიკიდა და გზა განაგრძო ისევ. "მარი"-თავისთვის გაიმეორა მისი სახელი და ჩაიღიმა. ისიც ისევ აეკიდა ოღონდ ამჯერად მის გვერდით მიდიოდა. -მე მომყვებიი?-იკითხა გაოცებულმა. -შეიძლება-ღიმილიანი სახე ესროლა მარის."ნუ იღიმი!ნუ იღიმი!"თავისთვის ფიქრებში ღიმილს უკრძალავდა კაის. -პირველად ვნახე აიდოლი ფანს დასდევდეს-მარიმ მხრები აიჩეჩა და ისევ გზა განაგრძძო. -ანუ შენ ჩემი ფანი ხარ? მართალია მე ფანები დამდევენ, თუმცა შენ სხვანაირი ხარ და ამიტომ მე მომიწია დევნა.მითუმეტეს, როცა მომწონხარ რატომ არ უნდა აგედევნო?-მარიმ სიარული შეწყვიტა დაა კაის თვალებში შეხედაა.შეიძლებოდა ახლა მართლა გული წასვლოდა წვიმას რომ არ გამოეფხიზლებინა,რომელიც შუბლზე დაეცა და კიდევ უფრო უმატა წვეთებმა. -წვიმა დაიწყო -მაღლა აიხედა აღელვებულმა. -ხოო მართალია-მანაც მაღლა აიხედა, მერეე ისევ მარის შეხედა. -ო ღმერთო თაკო.წვიმის დროს ცუდად ხდება ავარიის შემდეგ.-ეს თქვა და სირბილით ადგილს მოწყდა.კაიც მას აედევნა ისევ.სადღაც ხუთ წუთში უკვე პარკთან იყვნენ და ორივე გულ ამომჯდარი უყურებდა იქვეე ხეებ ქვეშ ჩახუტებულ თაკოს და სეჰუნას,რომლებიც წვიმას ემალებოდნენ. -ააჰ ჯანდაბა გული მაქვს ცუდად-კაის მხარზე ხელი დაადო და დაეყრდნო. -კიდევ კარგი კარგადაა.მოიცა ეს სეჰუნი არ არის? -კი სეჰუნია-კაის რატომღაც არ გაკვირვებია მისი თაკოსთან დანახვა.-და შენ აშკარად გაკლია ვარჯიში ასე მალე რომ დაიღალე. -შენ ვის ეუბნები? შენ რა არ დაიღალე? -გაბრაზებული წელში გაიმართა და თვალებში შეხედაა. -მე არ ვწუწუნებ მაინც-გაეკრიჭა მარის და მის თვალებში კიდევ უფრო მოემატა სიბრაზე.-მიყვარს ეს. -რაა? -როცა გაბრაზებული მწვანე თვალებით მიყურებ.-მარის სიბრაზე სადღაც გაუქრაა.ამდენი ხანი მის სხეულში გაკავებული სითბო და სიყვარული გამოსვლას ლამობდაა,თუმცა ჯიუტად უძალიანდებოდა.დაბნეული უკან შებრუნდა და მისი დის და სეჰუნის მიმართულებით ორი ნაბიჯი გადადგა. -შენ ნამდვილად არ მოგწონვარ?-მოესმა უკნიდან ხმაა. -შეიძლება კი. ნუ ცოტათი-ეშმაკური ღიმილით ჩაიღიმა მარიმ და კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადაედგა, რომ ისევ ხმამ გააჩერაა. -ამას თანხმობად ვიღებ. -რას..-ხელზე ჩაჭიდება იგრძნო. უკან მიაბრუნეს მკერდზე აეკრო კაის და ბიჭის ტუჩები მისას დააცხრა.გაოგნებისგან თვალები ღია ქონდა თუმცა შემდეგ დახუჭა და კოცნაში ისიც აყვა. -დღეიდან ჩემი გოგო ხარ -უთხრა ჯონგინმა როცა მის ტუჩებს მოსწყდა -მე არ მეკითხები მინდა თუ აარა შენი გოგო ვიყო? - გაიბრძოლა ჯიუტად მარიმ -არა არ გეკითხები-მომაჯადოვებელი ღიმილით გაუღიმა, ხელები მაგრად მოხვია დაა გულზეე მიიკრა. ცოტახანში გალუმპულები შეუერთდნენ ხეების ქვეშიდან გაოცებული თვალებით მაყურებელ თაკოს და სეჰუნს.სკვერი სიცილით აივსო.წყვილები კი შოკოლადს შეექცეოდნენ.ბიჭებს გოგონები მიკრული ყავდათ მკერდზე და ასე ელოდნენ წვიმის გადაღებას. P.S მადლობთ, რომ წაიკითხეთ. ძალიან გთხოვთ ნუ იქნებით კრიტიკულები. ეს ჩემი ფანფიკია, ჩემს ოცნებაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.