შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 15


12-11-2016, 13:17
ავტორი Viktoria
ნანახია 2 188

დილით ადრე გამომეღვიძა ტელეფონს დავხედე 7 საათი სრულდებოდა, ძლივს მოვახერხე გიორგის მკლავებიდან თავის გამოხსნა. ადგომას ვაპირებდი, მაგრამ გიორგის მეშვეობით ისევ საწოლში აღმოვჩნდი.
- დილამშვიდობისა მშვენიერო.
- დილამშვიდობისა გიორგი.
- მოდი ერთი კარგად შეგავლო თვალი.
- არა რას ვგავარ.
ხელები სახეზე ავიფარე, რაზეც გაეცინა, სახიდან ხელები მომაშორებინა და შუბლზე მაკოცა.
- შენ არც კი იცი, როგორი ლამაზი ხარ.
- აბა რა დარწმუნებული ვარ, ხელ-პირ დაუბანელი და თმებ დაუვარცხნელი, როგორი ლამაზი ვიქნები.
- მოდი ჩემო მშვენიერო ერთი კარგად უნდა ჩაგეხუტო.
- წამოდი ავდგეთ გთხოვ, თან საუზმეც გავამზადოთ.
ადგომა ვცადე, მაგრამ უშედეგიდ საწოლზე წამომაწვინა, ზემოდან მომექცა და გულ-მკერდზე ნაზად ჩამომადო თავი, რამოდენიმე წამი ასე ვიყავით, შემდეგ კი ნელ-ნელა მომიახლოვა სახე, გამიღიმა და ისევ მიმიხუტა სხეულზე.
- იცი ახლა ყველაზე ძალიან რა მინდა?
- და საიდან უნდა ვიცოდე, მითხარი რა გინდა?
- თუ შემისრულებ იმ შემთხვევაში გეტყვი.
- სულ ნუ მეტყვი შენთვის შეინახე.
- მინდა, რომ გაკოცო, მაგრამ...
- იცი ჩემი მოსაზრება.
- ამიტომ ვფიქრობ, რომ...
- მორჩი ფიქრს და მაკოცე, სანამ გადამიფიქრებია.
-რა რა თქვი?
- რაც გაიგონე.
ნაზად დამავლო ხელი და მთელი ძალით მიმიზიდა, მისკენ იმდენად ახლოს ჰქონდა ტუჩები, რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი, ნაზად შეეხეო ბაგეს ტუჩებით და მეამბორა. თითები ჩააცურა ყელზე და ნაზად შეაცურა პიჟამოს ქვეშ, მისი ნატიფი თითები ჩემს წურგსა და წელზე დასრიალებდნენ, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი ერთმანეთზე მიხუტებულები საწოლზე წამოწოლილები ვიცინოდით.
- მარიამ, ჩვენ?...
- მეგობრები ვართ.
- მაგრამ ეს კოცნა?
- მოდი ჯერ-ჯერობით ვიმეგობროთ, გთხოვ ნუ დამაჩქარებ.
- ის მაინც გამაგებინე მოგწონვარ?
- იმაზე მეტად ვიდრე შენ გგონია.
- მე ძალიან მომწონხარ მარიამ იმდენად, რომ შენიძლია გითხრა მიყვარხარ.
- მეც ძალიან მომწონხარ გიორგი. ეს კი უნდა იცოდე, შენ დატოვე ჩემს ბაგეზე პირველად კვალი, როცა მომპარე კოცნა, ისიც მინდა იცოდე, რომ შენზე ძალიან ბევრს ვფიქრობ, ხშირად გიცქერ გითვალთვალებ.
- შემიმჩნევია ბევრჯერ და გამღიმებია სიამოვნებისაგან.
- ასეც ვიფიქრე.
- მოდი აქ ჩემთან.
მიმიკრა სხეულზე და ასე ჩახუტებული ვყავდი, რამოდენიმე წამი.
- გიორგი ავდგეთ გთხოვ.
- კარგი ავდგეთ და საქმეს მივხედოთ.
ავდექით თავი მოვიწესრიგეთ და სამზარეულოში ჩავედით. ყავა გავამზადეთ და ასევე პეროგიც გამოვაცხვეთ. მალევე ლუკა და ანიც შემოგვიერთდნენ, მივირთვით, ვიცინეთ, ვიჭორავეთ და ასე შემდეგ. ერთმანეთს დავემშვიდობეთ წასვლის წინ გიორგიმ ნაზად მაკოცა ლოყაზე.
- იმდენ ხანს დაგელოდები, რამდენიც დაგჭირდება.
- ვეცდები, რომ დიდხანს არ გალოდინო.
- კარგი აბა წავედი მე. ხო ისე, რომ იცოდე სწავლის დაწყებამდე სვანეთში ვიქნები.
- გასაგებია.
ერთმანეთი გადავკოცნეთ, სახლში დავბრუნდი, ყველაფერი დავალაგე. სამი დღის განმავლობაში სახლს ვალაგებდი, ჩემი სამოსი განვაახლე, რაც არ მინდოდა გადავაწყვე და ასე შემდეგ.
არდადეგებზე ჩემებთან დავდიოდი, ხშირად ანი და ლუკა მოდიოდნენ ჩემთან რჩებოდნენ კარგ დროს ვატარებდით ერთად და ასე შემდეგ.
მალევე უნივერსიტეტი დაიწყო, ლექციები, კონსპექტები. ზეპირი გამოცდები სახალისოც კი იყო, ლექტორები ყველანაირად ხელს გვიწყობდნენ ხალისით ვაბარებდით გამოცდებს და დროს კარგად ვატარებდით. სულ რაღაც ერთ კვირაში ფინალური გამოცდები გვქონდა. ჩემთან ვიკრიბებოდით და ვემზადებოდით. ძველი კონსპექტების გადმოლაგებისას თვალი მოვკარი ნიას დღიურს, გამიკვირდა სულ გადამავიწყდა, რომ წასაკითხად წამოვიღე. დიდი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ გადავშალე და კითხვა დავიწყე.

25 აპრილი.

დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა.უამრავი გეგმა, სურპრიზი, საჩუქრები, ყველაფერზე წინასწარ ვიზრუნე გავემზადე და საჩუქრების გახსნას შევუდექი. ყველაფერი რაც მსურდა აქ გახლდათ: ჩანთები, კაბები, აქსესუარები. ეს მართლაც ჯადოსნური დღე უნდა ყოფილიყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დაბადების დღეს წვეულებამდე მშობლებმა საშინელება გამანდეს. არც კი ვიცი დღიურის წარმოება რატომ დავიწყე მე ხომ წერა მაინც და მაინც არ მიყვარს, მაგრამ ჩემი სიბრაზე სადმე ხომ უნდა წამეღო. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა სანამ არ გავიგებდი, რომ ტყუპისცალი მყავდა. თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მოვისმინე მთელი სიმართლე ჩემზე და ჩემს მშობლებზე, ყოველივე ეს გულისამრევი იყო ჩემთვის. ვერ ვხვდებოდი თუ როგორ გამიმეტა საკუთარმა დედამ და როგორ გამაშვილა, ყოველივე ამის მიუხედავად დაბადების დღეზე მშვენიერი დრო გავატარე.

...........................

ერთი თვის შემდეგ ჩემები საზღვარგარეთ გაემგზავრნენ მე კი ბებიასთან დამტოვეს. სიმართლე, რომ ვთქვა დიდად მაინც და მაინც არ მანაღვლებდა ჩემი დის ბედ-იღბალი, მაგრამ ციალასაგან მაინც გავიგე მცირე ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა ჩემი და რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემგან, ის შკოლნიკი და მოდას ჩამორჩენილი გახლდათ. ეტყობოდა, რომ სწავლის გარდა სხვა რამ მისთვის არ არსებობდა. შემებრალა და ჩემი მისდამი სიძულვილი სიბრალულმა შეცვალა.

...........................

დღიურში ხშირად არც კი ვწერ, მაგრამ მაინც მინდა მოვიხსენიო. მშობლებმა მათთან გამგზავრება შემომთავაზეს, მე კიდევ ძალიან მიხარია, იმიტომ კი არა, რომ მათ ვნახავ, უბრალოდ ამ ქალაქს მოვშორდები და შევძლებ ახალი ცხოვრების დაწყებას. აქ მხოლოდ ერთ ადამიანზე მწყდება გული, ანი მეტრეველზე, რაღაცნაირად მივეჩვიე ამ გოგოს. კარგია ახალი პროექტისთვის გამოდგება. პირველად, რომ დავინახე მართლაც, რომ გულისამრევი იყო, მაგრამ ნელ-ნელა დავხვეწე და გვუზიარე რჩევები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

.................................

დღეს მართლაც, რომ კარგი საქმე ჩავიდინე, ჩვენი მეგობრობა გადავარჩინე, მაგრამ ანის მაინც ვერ ვუმხელ არც კი ვიცი რა რეაქცია ექნება. ჩვენს მეგობრობას ხელს უშლიდა ერთი გაბღენძილი იდიოტი ლუკა ბუკეა. ანი თვლიდა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური ბიჭი იყო, მაგრამ იყო კი? პირადად მე ვერანაირ ხიბლს ვერ ვხედავდი მასში, ერთი უბრალო ბიჭი იყო, არაფრის მაქნისი, იდიოტი. ყველანაირად ვეცადე და ისინი ერთმანეთს დავაშორე. არც ისე რთული არ აღმოჩნდა ყოველივე ეს, ანი ხომ ჩემი მარიონეტი გახლდათ.

..............................

დღეს გიოს დავშორდი, უნდა ვაღიარო ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იყო ჩემს ცხოვრებაში. სიმპატიური, ვნებიანი, ჭკვიანი და ბობოლა მამიკოს ბიჭი იყო.ყველაფერი გავაკეთე, რომ თამთა მაჭარაშვილს არ დარჩენოდა თან ისიც მიწყობდა ხელს, რომ თამთა ჩემთან შედარებით ნამდვილი ბაყაყი იყო. ასე, რომ გიო ვიბლიანი ჩემი პირადი დაცვა გახდა, სადაც მინდოდა იქ მივყავდი, რაც მინდოდა იმას მისრულებდა, ის ჩემი მონა გახლდათ. საბოლოოდ მეც გადავწყვიტე, რომ ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა ის ასე, რომ ის ჩემი შეყვარებული გახდა.

მთელი დღიური ამდაგვარი შენიშვნებით იყო სავსე გაბრაზებულმა დავხურე და საწოლზე მოვისროლე, მართლაც რომ საშინელება იყო. ნუთუ ასეთი იყო ნია, ჩემი და ჩემი ტყუპისცალი. ცოტა ხნის შემდეგ დღიური ავიღე და ნაგვის ყუთში ჩავაგდე, მისი წაკითხვის სურვილიც აღარ მქონდა ასევე არ მინდოდა სხვასაც გაეგო ყველაფერი ეს. ასე, რომ საბოლოოდ დრიურის ფურცლები ამოვხიე, დავხიე დავანაკუწე და ისევ ნაგვის ყუთში ჩავყარე. საწოლზე წამოვწექი არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.

ესეც მომდევნო თავი, იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი სალი-სალი

გააგრძელეე ძალიან ძალიან მომწონს <3

 


№2  offline წევრი Viktoria

სალი-სალი
გააგრძელეე ძალიან ძალიან მომწონს <3

Madloba didi aucileblad davdeb momdevno tavs mixariaaa dzalian imitom rom mogewonaaaa.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent