შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომბოსტოს არომატი /4


12-11-2016, 19:42
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 203

ომბოსტოს არომატი 1/4

კაფეში ვზივარ. ფეხები სკამზე მაქვს აკეცილი, ჩაის ჭიქა მუხლებზე მიდევს და დედაჩემს ვუყურებ.
_ ვშორდებით მე და გაგა _ მეუბნება და სიგარეტის მოწევას იწყებს. ყველაზე არაორდინალური ქალია მაკა. ალბათ რაღაცით მისი დამსახურებაა, ელა რომ ვარ და არა-ელენე.
_ ალიმენტს გადაიხდის? _ მეცინება. მერე მასაც და მე ვერ ვხედავ მის თვალებში ვერც სევდას, ვერც სინანულს, ვერც ტკივილს.
_ ვუჩივლოთ და გადაიხდის, სად წავა...
_ ასე უბრალოდ დაშორდი?
_ მე კი არა, თვითონ _ ისე მიყურებს, თითქოს დავაშავე რამე. საფერფლეში აგდებს სიგარეტს და თავს უკან წევს.
_ რატომ?
_ კაი რა ელაკო. ტყუილად ეძებ დრამას, ფეხებ^ზე მკ^იდია მამაშენი, მთელი თავისი სიყვარულით და ამბებით _ მიხვდა და გაეცინა.
_ მოიცა რა სიყვარული _ ჩაის ვსვამ. სამი კოვზი შაქარი ჩაუყრიათ და ხველება მიტყდება. გადაფურთხება მინდა.
_ ხო რა, მიყვარხარო. და ძალიან ცუდია მეთქი _ გიჟებივით გვეცინება ორივეს. ეს ქალი ერთდაერთია, რომლის მიმართაც ზიზღს არ ვგრძნობ.
_ ეგ როდის იყო?
_ რამდენ კითხვას სვამ, რა იყო. შენ ის მითხარი შენ და აჩი რას შვებით
_ არაფერსაც არ ვშვებით, როგორც ყოველთვის ისე ვართ
_ კარგია, თორემ მერე გული აგერევა
_ მოსაწყენები არიან კაცები. მამაჩემის თამადობით _ კარებთან მდგარ გაგას ვუყურებ და თავს სინანულით ვაქნევ.
_ მოვიდა ხო? _ ეცინება და ახალ ღერს უკიდებს.
_ არ გაიხედო. წავა მალე, როგორც გულმოკლული სატრფო
_ ხანდახან არ მჯერა საკუთარი თავის ელაკო _ ამჯერად მართლა გაჩნდა მის თვალებში ტკივილი. ო, ღმერთო, არა.
_ ხო, საკუთარი თავი ყველაზე დიდი ნაძირ^ალაა
_ არა, მაგას არ ვგულისხმობ... წავიდა გაგა?
_ ჯერ არა. დგას და გიყურებს. დე, რაღაც უნდა გკითხო
_ მკითხე. რომ წავა მითხარი
_ რა მოხდება, როცა ვიღაც გაგიჟებს?
_ გაგაგიჟებს _ იცინის და ეწევა _ მერე გადაგივლის
_ წავიდა გაგა _ ვდგები, ჩაის მაგიდაზე ვდებ, მაკას ვკოცნი და გამოვდივარ. გაგა არ წასულა, გზაში მხარი გამკრა და მაკას მიმართულებით წავიდა. უცნაური კაცია მამაჩემი. დედაჩემიც უცნაურია, მაგრამ ის განსაკუთრებით. თვითონაც არ იცის, რა უნდა და ეგ ანადგურებს. მაკამ იცის, რომ ლაღი ცხოვრება უნდა, ბევრი ექშენით და ბევრი სექსით. თუ არ იქნება ასე, მაშინ საერთოდ არაფერი არ იქნება. მაგრამ გაგამ არ იცის... დაბერდა. ალბათ.

ადრე ავდექი და სირბილი გადავწყვიტე. აჩის სპორტულებიდან ყველაზე პატარა ზომა გადმოვიღე, ნაცრისფერი შევარჩიე და ტანზე მოვირგე. ყურსასმენები გავიკეთე და სარბენად წავედი. აზრზე არ ვარ, საით მივრბოდი. კუს ტბა და ასეთი იდიოტობები არ მჭირდებოდა. სირბილი ყველგან შეიძლება, სადაც გინდა. შენ უბრალოდ აირჩიე. დილის ხუთ საათზე მაინც ვერავინ დაგინახავს ბევრი. ჯერ კიდევ გათიშულებს სძინავთ ამ დროს.
ბედია ალბათ. იქნებ დამთხვევა. ლოლიტა დგას და მიყურებს. თვალები ჩასწითლებია, ტიროდა ალბათ და მე ისე მიკვირს მისი ამ ფორმაში დანახვა. ისევ კოჭებამდე სიგრძის კაბითაა და ისიც ყურსასმენებით. სკვერში ზის და მე მიყურებს.
_ სალამი ლოლიტა _ მუსიკას ვრთავ და ვჩერდები. მისი არომატები ერთიანად მაწვება ცხვირში და სუნთქვა მიჭირს.
_ გამარჯობა _ ამბობს ხმადაბლა და ახველებს.
_ ჯერ კიდევ დილაა... ასე ადრე? _ ვეკითხები და მჭამს იმის გაგების სურვილი, რის გამო უკანკალებს თითები. ვიცი, რომ ჩემს გამო არა.
_ ხო _ მხრებს იჩეჩს და თავს აბრუნებს. ასე მის პროფილს ვუყურებ და მეღიმება.
_ შენი ნომერი ჩამაწერინე _ ტელეფონს ვიღებ და გაოცებული ვრჩები. ციფრებს მკარნახობს და ემოცია არ აქვს. არც მაშინ გაუწევია წინააღმდეგობა, როცა ჩემი ჩაიწერა და არც კი შემოუხედავს.
_ მე წავალ _ ისევ ვრთავ მუსიკებს და მერე ძალიან ხმადაბლა, მაგრამ გაკვრით მაინც მესმის.
_ წადი. ასე იცით ხოლმე თქვენ _ იცინის და ძალაგამოცლილი სირბილს ვაგრძელებ. დღეს ის ლოლა იყო. გოგო, რომლის ცხოვრებაც აირია. არ ვიცი ვინ, მაგრამ ეს მე არ ვყოფილვარ და გულში რაღაც მწიწკნის. არ მინდა ჩემს გარდა არსებობდეს ისეთი ვიღაც მისთვის, ვინც ააფორიაქებს. არ მინდა. არ მინდა.

იმ ღამით აჩი ჩამოდის. კარზე კაკუნია და საცვლებით გავდივარ გარეთ. ძალიან ცივა მისაღებში. ზარს ისევ რეკავენ.
საკეტს ვატრიალებ და კარს ვხსნი. აჩის დანახვაზე მეღიმება. სულ ოდნავ, ვიცი რომ ვერ შეამჩნევს. მისნაირი ბიჭები ასეთ ღიმილს ვერ ამჩნევენ.
_ ელა _ თვალებში მიყურებს. მე მასზე ნაწყენი არ ვარ წინა საუბრის გამო. ალბათ რომ მიყვარდეს, ძალიან მეწყინებოდა.
_ პრივეტ _ მართლა არ ვიცი, რა ვუთხრა და ვიწევი, რომ სახლში შემოვიდეს.
_ როგორ ხარ? _ მეკითხება ის. ვიცი რომ მართლა აინტერესებს მაგრამ არაფერს ვპასუხობ. ოთახისკენ მივდივარ ჩემი ნივთების ასალაგებლად და წასასვლელად. ძალიან ცივა. ტანში ჟრუანტელი ერთიანად მივლის და საწოლზე მიგდებულ შარვალს ვიღებ. მუცელზე აჩის ხელები მეხვევა. მისი ხელებიც ძალიან ცივია. შარვალს ახლა ძირს ვაგდებ და ხელებს ვუშვებ.
_ მომენატრე _ არ ვატყუებ. ხვდება, რა გაგებით ვეუბნები და ყელთან მკოცნის. ყელში არა. იცის რომ ვერ ვიტან როცა ყელში მკოცნიან.
_ არ გაინძრე. შენ არაფერს აკეთებ _ ამბობს ჩემს ყურთან. რაღაც თანხმობისმაგვარ სიტყვას ვამბობ და ვშეშდები. ის ახლა ყურის ბიბილოს მისველებს და მცხელა, საშინლად. ჩემს წინ დგება, მე ვუყურებ როგორ იხდის მაისურს და ძირს აგდებს ჩემს შარვალთან. არ მეხება. მხოლოდ თავს სწევს ჩემსკენ და ტუჩებში მკოცნის. ცხელი ტუჩები აქვს, მწვავს. ენას მისრიალებს, მე თვალები მეხუჭება და სუნთქვა მეკვრის.
_ თვალები გაახილე _ ჩერდება და სახეზე მისი ამონასუნთქი ჰაერი მეფრქვევა. ტუჩებს მისკენ ვწევ მაგრამ არაფერს აკეთებს და თვალებს ვახელ. კოცნას აგრძელებს. ვუყურებ და მის თვალებში იმდენ რაღაცას ვხედავ ერთდროულად, პულსი მიჩქარდება. ერთ ხელს ყელზე მადებს, მეორეთი ჩემს საცვალს ეხება და გაშლილ ხელისგულს ჯერ მუცელზე მადებს, მერე დაბლა ასრიალებს. კანკალი მიტანს. საცვალს მხდის და ჩერდება. იხრება, რომ ტრუსი მუხლებს ქვემოთ ჩაიტანოს და მე ფეხები მიკანკალებს როცა მის სუნთქვას მუცელთან ვგრძნობ. მაწამებს. იცის, რაც მინდა მაგრამ სწორდება და მისი სურვილების დაკმაყოფილებას აპირებს. ჩემს თვალწინ იხდის თავისივე ტრუსსაც, მერე ძალიან, ძალიან უხეშად მხვევს ხელებს, ჰაერში მწევს და თავის წელზე მსვამს. ხელებს ყელზე ვხვევ და ვემზადები.
_ ნუ მეხები _ მკაცრად ამბობს და ხელებს ვაშორებ. უკვე სულ მთლიანად ვკანკალებ.
_ თვალები არ დახუჭო _ მაფრთხილებს და თავს ვუქნევ. ის უცებ მწევს დაბლა და თვითონ ოდნავ იწევა. ვკვნესი, მაგრამ თვალები მეხუჭება... ჩერდება. მიშორებს, დაბლა მსვამს და ტრუსს იცვამს. საწოლიდან ჩემს ტანსაცმელებსაც აგდებს და წვება. ვდგავარ ასე, აჩის ვუყურებ და ვიცი, რომ არ სძინავს. ელოდება, არ ვიცი რას მაგრამ მოლოდინებს არ გავუმართლებ. კარადას ვხსნი და ტოპს და შორტს ვიღებ. შავ სპორტულ მოსაცმელსაც და ვიცვამ. კლუბში მისვლამდე არ მინდა, გავიყინო. ჩანთას ვქექავ და ვპოულობ ვერცხლის ძეწკვს, რომელიც კოჭებზე უნდა გავიკეთო და ვიკეთებ კიდეც. ტუჩის კონტურს ვაგდებ და სარკესთან ვდგები. ვისვამ ფრთხილად, იდეალურად და სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვუყურებ. გულს მირევს, იმდენადაც კი, რომ სააბაზანოში გავრბივარ და ვარწყევ. ამ ბოლო დროს ეს უამრავჯერ გავაკეთე და ცოტა სულული რომ ვიყო, ვიფიქრებდი ორსულად ვარ მეთქი.
_ ელა, კარგად ხარ? _ მესმის აჩის ჩურჩული ზურგს უკან. რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს, თითქოს ნაწყენიც კი ვარ და თავს ვაქნევ.
_ არ მელაპარაკები? _ მეკითხება და მე კვლავ ვაიგნორებ. ვდგები და მივდივარ, მესმის ნაბიჯების ხმა ჩემს უკან და სწრაფად ვწვდები ჩანთას, სახლიდან გავდივარ და კარებს არ ვხურავ. მაშინვე მესმის ჯახუნის ხმა და კიბეებზე ჩავრბივარ. მუხლები მიკანკალებს, მაგრამ კაპიუშონს ვიფარებ და ფეხით მივუყვები გზას. ჯერ ფრთხილად, მერე ცოტა ჩქარი ნაბიჯებით და ტირილი მინდა. ალბათ დაგროვილი ემოციების განადგურება მინდა და მაინც ვერ ვახერხებ. ბოლოს კლუბის შესასვლელთან ვდგავარ და ჩანთაში ფულს ვეძებ.
_ რამდენი წლის ხართ? _ ისე, ლაითად მეკითხება დაცვა. მეცინება და ფულს ვუწვდი.
_ იმდენი წლის, რამდენი წელიცაა თქვენი უკანალი გოგოებიც შებმას ცდილობს _ ხელით მხარზე ვეხები და ვწევ. სიცილის ხმები მესმის, მაგრამ კლუბში შესვლისთანავე აღარ. უგემოვნო სიმღერა უხეშად ჩამესმის, მაგრამ იმდენი ადამიანი ცეკვავს... ორ წუთში ვეჩვევი და ბართან მივდივარ. ვიღაც მჭირდება, ვიღაც ისეთი, ვინც იმედებს ისე არ გამიცრუებს, როგორც აჩიმ გააკეთა ეს.
_ მარტინი? _ მეკითხება ბარმენი.
_ რამე უფრო ძლიერი და ტკბილი _ ალბათ ფიქრობს, რომ ვროშავ, მაგრამ არ მანაღვლებს. თავს მიქნევს და რამდენი წუთში ოთხკუთხედ ჭიქას მიდგამს, ყინულებით სავსეს. ვუყურებ, ჯერ ვწრუპავ, მერე ერთიანად ვცლი და ბარმენს ვუღიმი.
_ მოგეწონა?
_ კიდევ მინდა. რა ქვია?
_ არ გეტყვი _ იცინის და იგივეს მისხამს.

საპირფარეშოში შევდივარ. ბიჭი ჩემს უკან მოდის და კარებს კეტავს. არავინაა, მაშინვე მისკენ ვბრუნდები და ვუყურებ.
_ სწრაფად თუ ნელა? _ მეკითხება ის.
_ როგორც შეგიძლია სწრაფად _ თვალებში არ მინდა შევხედო და ვხუჭავ. გააზრებას ვერ ვასწრებ, ისე მესმის მისი ელვის ჩაწევის ხმა. მერე ჩემი შორტიც აღარაა თავის ადგილას და საცვალსაც ფეხებთან ვგრძნობ. კედელზე მახეთქებს, ცალ ფეხს მაწევინებს და თავი უკან მივარდება.

უნდა იგრძნო, რომ არსებობ. ღმერთის არასდროს მწამდა. ის ვიღაც იდიოტმა გამოიგონა, რათა შენი სურვილებისგან დაგიცვას. მისი შიში ჩაგინერგა და ნდობა, აგრეთვე. მე ვერ ვენდობი იმას, ვინც არ არსებობს.
ვწევარ და ვარსკვლავებს ვუყურებ. სახურავზე წოლა მოუხერხებელი, მაგრამ სასიამოვნოა. ძალიან ცივა, მარტო ვარ და თავს იმაზე კარგად ვგრძნობ, ვიდრე წარმომედგინა. კომბოსტოს სუნი მიღიტინებს ცხვირში და საზიზღრობაა ასეთი არსებობა. ისევ გული მერევა და ისევ ვარწყევ. ვინ იცის, იქნებ ვიღაცის თავზეც კი...



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

რა ემოციები რა აზროვნება მე არ ვიცი რაღაც განსხვავებული და განსაკუთრებულია... არც კი ვიცი სიტყვებით ეს როგორ გადმოვცე...

 


განსხვავებული ყოველთვის არ ნიშნავს კარგს:) ძაან დებილობააა

 


№3 სტუმარი Fghjnlccxd

Ggonia amasvinmes moawoneeb? Waikitxe rame xirebuli

 


№4 სტუმარი გვანცა))

სხვის არვიცი მე კი ძალიან მომწონს<3
წარმატებები ელე.

 


№5  offline წევრი Indigo

WOW!!! არც კი ვიცი როგორ გითხრა რამდენად განსხვავებული და საოცარია. open_mouth open_mouth
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№6 სტუმარი hm

ათეისტი რომ ხარ იმიტომ წერ ასეთ ისტორიას :) სხვა ისტორიებზე მოეშვი უარყოფითების წერა ;)

 


№7  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

Adamiani romelic chemnairad fiqrobs
Vagiareb da kidwv vityvi,rom gmertis arsebobashi ar var darwmunebuli
Arvici.... ubralod tyuilia
Rac sheexeba istorias
Isev da isev mizidav,rogorc yoveltvis
Morcha

 


№8  offline წევრი nathali lifhonava

Nia kvaratskhelia:)
Adamiani romelic chemnairad fiqrobs
Vagiareb da kidwv vityvi,rom gmertis arsebobashi ar var darwmunebuli
Arvici.... ubralod tyuilia
Rac sheexeba istorias laughing laughing Isev da isev mizidav,rogorc yoveltvis
Morcha

Nia kvaratskhelia:)
Adamiani romelic chemnairad fiqrobs
Vagiareb da kidwv vityvi,rom gmertis arsebobashi ar var darwmunebuli
Arvici.... ueeralod tyuilia
Rac sheexeba istorias
Isev da isev mizidav,rogorc yoveltvis
Morcha

gmertiarsebobs bowtie bowtie codveebsnuambov bowtie bowtie bowtie Rac sheexeba istoriasmagaria heart_eyes
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent