ლილიანა თავი 2
-ჩემი წასვლის დროა... -თქვა ერეკლემ და საწოლიდან ადგა -რომელი საათია? -თვალების ფშვნეტით შევეკითხე მე -ათის ნახევარია... დღეს არ მუშაობ? ან არ სწავლობ? -სამუშაოზე მივდივარ,თუმცა ორ საათამდე დრო მაქვს... -კარგი,მე წავალ,რაღაც პატარა საქმეები მაქვს... ჰო მართლა,ეს კვირა თბილისში ვრჩები და იქნებ კიდევ გნახო -რათქმაუნდა უნდა მნახო -ვიღიმები და ოდნავ ვიწევი საწოლიდან -ოქეი... კარგი,ახლა წავალ და ამაღამ მოვალ კარგი? გეცლება? -აჰამ... თერთმეტზე ვამთავრებ ცვლას და მოდი,დაგელოდები... -კარგი,წავედი... -ჩემსკენ ტრიალდება,იხრება,მკოცნის და ჩვეული სისწრაფით გადის ოთახიდან -კარგად მიმი -მესმის დერეფნიდან მისი ხმა,შემდეგ კარის დახურვის ხმა და მიმის კნავილი... გვერდზე ვბრუნდები,მეღიმება და ვფიქრობ... ეს ყველაფერი კარგია,არა მართლა ძალიან კარგია,მაგრამ როდემდე შეიძლება ასეთი ურთიერთობა გაგრძელდეს?... არვიცი... რაც არის არის! საწოლიდან ზლაზვნით ვდგები და გარეთ ვიხედები,აღარ თოვს,თუმცა არემარე ისევ ისეთი გადათეთრებულია,როგორიც გუშინ იყო... -მიმიიი -ვეძახი ჩემს ფუმფულა,კუპრივით შავ ქალბატონს და სავარძელში მოკალათებული ველი როდის ამოხტება ჩემს მუხლებზე... და აი ისიც! -როგორ მიყვარხარ გოგონა! იცი? არ იცი! თუმცა როგორ არა,ძალიან კარგად იცი პატარავ,ძალიან კარგად! უეცრად შეტყობინება მოდის,გამიკვირდა,ერეკლესგანაა... გავხსენი -შენთან ყოფნა ძალიან მომწონს,მაპატიე ასე უცებ რომ წავედი,ამაღამ აუცილებლად დამელოდე! -მწერს ის ძალიან გაკვირვებული ვარ... თითქმის 5თვეზე მეტია მე და ერეკლეს ასეთი ურთიერთობა გვაქვს,თუმცა ასეთი შინაარსის შეტყობინება არასდროს მიმიღია...არასდროს გვქონია ერთმანეთს მიმართ ვალდებულებები,არც ახსნა განმარტებები მიგვიცია ოდესმე,უბრალოდ გვქონდა ის,რაც გვქონდა... არავითარი უაზრო პირობები და მოვალეობები.... ამან მართლა გამაკვირვა,თუმცა პასუხი მაინც დავუბრუნე: -არაუშავს,საპატიებელი არაფერია,არ იდარდო,დაგელოდები! ახლაღა დავფიქრდი წუხანდელზე.... დიდი შესავლები და სიყვარულობანა არასდროს გვქონია,უბრალოდ მოდიოდა ჩემთან,ღამეს ერთად ვატარებდით და დილით ზოგჯერ ისე მიდიოდა არც კი მაღვიძებდა.... თუმცა წუხელ სულ სხვანაირად მოიქცა..... არ ჩქარობდა და ძალიან რომანტიკული იყო... თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს,ჩვენ შეთანხმება გვაქვს,არავითარი ფუჭი გრძნობები და იმედები! ალბათ უბრალოდ ამდენი ხანი რომ არ ვუნახივარ მოვენატრე,ესაა და ეს... საათს გავხედე,ღმერთო! რა სწრაფად გადის დრო... სადაცაა სვეტას სმენას დავამთავრებ,მერე ერთ საათს შესვენება იქნება და ჩემს სმენას დავიწყებ.... გარეთ გამოვდივარ და სიგარეტს ვუკიდებ... -ჰეი ლამაზო,როგორ მიდის საქმეები? -მეკითხება ჩვენი ბარმენი,რომელიც თითქმის აქ მოსვლის დღიდან მკერავს,თუმცა ვერაფრით მიხვდა,რომ არაფერი გამოსდის,როგორ შეიძლება ამდენად სულელი იყო ადამიანი? -მშვენივრად ირაკლი,მშვენივრად -ვუღიმი ძალით და მოწევას ვაგრძელებ -არ გინდა ამ საღ... -ირაკლი მომისმინე! -შუა სიტყყვას ვაწყვეტინებ და ვეჭრები -შენთან ერთად გასეირნებას არ ვაპირებ,ამას უკვე თითქმის ერთი წელია ყოველ კვირას გეუბნები,როგორ ვერ მიხვდი რომ არ მაინტერესებ? -ვინმე გყავს? -არა -აბა რა გიშლის ხელს? -ის,რომ ჩემს გემოვნებაში არ ჯდები,დაგაკმაყოფილა პასუხმა? -არა,შენ ნორმალურად არც კი მიცნობ,იქნებ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი,აქამდე შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი და ბიჭი ასე მეხვეწებოდეს ხათრით მაინც წავყვებოდი! -სახეზე წითლდება ირაკლი,აშკარად ნელ-ნელა ბრაზდება,თუმცა ეს მე ნამდვილად არ მაჩერებს სიმართლის თქმისგან და ყველაფერს სრულიად დამშვიდებული ვეუბნები -ირაკლი,იცი?! ჩემთვის საკმარისია ის,რა დონეზეც გიცნობ და მეტად გაცნობა აღარ მჭირდება...არ ვიცი ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი შენ რას იზამდი,თუმცა მე მე ვარ და არავითარი ხათრი არ ჭრის იმაზე რაც არ მინდა. ასერომ შეეგუე, რომ არასდროს მომეწონები,არასდროს დაგთანხმდები პაემანზე და მეტად არ შემოგიშვებ ჩემს ცხოვრებაში... და მგონი დროა მიხვდე,რომ ამდენი ხვეწნით თავს იმცირებ,კარგი რა?! გაიხედ-გამოიხედე,24 წლის ბიჭი ხარ,გოგოები დაილია? წადი და ის იპოვე ვინც შეგეფერება. დამიჯერე კიდევ ერთხელ რომ წამოგცდეს ჩემთან ერთად პაემანზე წამოდიო დაგასაჭურისებ,თანაც ისე,რომ ხელიც არ ამიკანკალდება... -ირაკლი ძალიან გაკვირვებული მიყურებდა,მე კი საკუთარ ნათქვამზე გამეცინა და ამან ცოტა განმუხტა სიტუაცია.... -ახლა კი სანამ კარგ ხასიათზე ვარ და შენთვის რჩევების მოცემა არ მენანება გირჩევნია დამტოვო -გავუღიმე ირაკლის და კარისკენ მივუთითე,ისიც ხმის ამოუღებლად შევიდა შიგნით..... თორმეთის ჩვიდმეტი წუთი იყო სახლში რომ მივედი,საშინლად დაღლილი,მშიერი და გამოფიტული...სახლში სრული მდუმარება იყო,ხანდახან ისეთი აუტანელია მარტოობა....გაუსაძლისი.... -მიმი?! -ვეძახი გოგონას,თუმცა პასუხი არ არის.... ცოტა შემეშინდა... -მიიმიიიიიიიიიი?! -ვუმატებ ხმას,ჩანთას სავარძელზე ვაგდებ და საწოლ ოთახში შევდივარ,ღმერთო! მე აქ გული მისკდება,ეს ქალბატონი კი ჩემს საწოლზე მოკალათებულა და ღრმა ძილს მისცემია.... -კარგი გოგონა,არაუშავს... მთავარია კარგად ხარ... -ვიღიმი და ოთახიდან გავდივარ. დაახლოებით თორმეტის ნახევარზე კარზე ზარია,კარს ვაღებ,რა თქმა უნდა ერეკლეა,თუმცა ძალიან გაკვირვებული ვარ.... ჩანთითაა... -რამე მოხდა? -ვეკითხები გაკვირვებული -შეიძლება რამდენიმე დღე შენთან დავრჩე? საცხოვრებელი მჭირდება,მიეცი შენს ბიჭს უფლება დარჩეს შენთან -რაღაცნაირი თვალებით მიყურებს.... თან ეღიმება... -ჰო,მართლა,ნახეე შოკოლადები და ჰამბურგერები მოგიტანე -იკრიჭება და მეც მეცინება -კარგი,შემოდი,თანამოსახლე არ მაწყენდა,თანაც ასეთი სიმპათიური და სექსუალური -მეც ვიკრიჭები და კარს ვხურავ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.