შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან (სრულად)


13-11-2016, 13:44
ავტორი mariia
ნანახია 15 602

ოთახში სქელი ფარდები იყო ჩამოფარებული,ნაადრევად დღის სინათლეს,რომ არ შეეწუხებინა ლოგინში ლოკოკინასავით გახვეული გოგონა.მაღვიძარა როგორც ყოველთვის პუნქტუალურობა გამოიჩინა და გოგონას ამცნო გათენება.უცებ მან თვალები ჭყიტა,საბნიდან ხელი გამოაძვრინა და მაღვიძარა უხეშად გამორთო.თითქოს მისი ბრალი იყო,რომ დედა ბუნებამ მას ეს მოვალეობა დააკისრა.ზანტად აზიდა ტანი ლოგინიდან გოგონამ და წამოჯდა,თავი მოიქექა,შემდეგ კი თავისი აბურდული თმის გასწორებას შეეცადა.ცოტახანში ზეზე წამოიჭრა.ფანჯარასთან მივიდა და ოთახი მზის სხივებით გაანათა.მზის სხივებით განებივრებული ოთახს მოუბრუნდა,იქაურობას თვალი მოავლო.საწოლთან ლამაზად გადაკიდებული სკოლის ფორმა დაინახა.შემდეგ საათს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.რვის თხუთმეტი წუთი იყო.სასწრაფოდ სააბაზანოში უნდა წასულიყო,რადგან სულ რაღაც ხუთ წუთში მის სახლში სააბაზანოში შესვლაზე ომი ატყდებოდა.ეს მისი რიტმული ცხოვრების თანმდები იყო.ის და მისი და ყოველდღე იმაზე ჩხუბობდნენ სააბაზანოში პირველი ვინ შევიდოდა.საწოლზე მიფენილ ხალათს ხელი დაავლო და სააბაზანოს მიაშურა.ოთახიდან გავიდა თუ არაა თვალი მისი დის ოთახისკენ გააპარა,რომელიც მისდა გასაკვირად არ იღებოდა და წივილი-კივილით არ გამორბოდა მისი და.შემდეგ სააბაზანოს კარებისკენ გააპარა თვალი,საიდანაც ნიშნის მოგებით მომზირალი გოგონა იყურებოდა.
-თაკო გაფრთხილებ არ გაბედო შესვლა,თორემ ფეხებს მოგამტვრევ-ბრაზმოკიდებული ნია გაემართა აბაზანისკენ.
-ყოველდღე ერთი და იგივე მუქარაა-თვალები აატრიალა გოგონა-არ მოგბეზრდა?შესრულება მაინც შეგეძლოს-გოგონამ ენა გამოუყუ და სააბაზანოს კარი სწრაფად მოხურა.
-ჯანდაბა! ელოდე ახლა ამას ერთი საათი.-გოგონა მობრუნდა და ისე თავისი ოთახისკენ გაემართა.-ნივთებს მაინც ჩავალაგებ,სანამ ეს პრანჭია გამოეთრება.
ნია მართალი იყო,ერთი საათი არა მაგრამ ნამდვილად დიდიხანი უნდებოდა აბაზანიდან გამოსვლას თაკო.მისი გამოსვლა და ნიას შევარდან აბაზანაში ერთი იყო.სასწრაფოდ მოიწესრიგა თავი და სკოლაში წასასვლელად მოემზადა.შემდეგ სამზარეულოს მიაშურა,სადაც მაგიდაზე მოკალათებული გოგონა დახვდა.
-ნია დედიკო მოდი დაჯექი ისაუზმე-თბილი ხმით მიმართა შვილს ქალმა,რომლიც მაგიდაზე თაფლიან ქილას დგამდა.
-იყოს არ მინდა დე,უკვე ვიგვიანებ ამ ქალბატონის წყალობით,როგორც ყოველთვის.-ნია გოგონას მიახლოვდა და თავში წკლიპურტი ჩაარტყა.
-აუუ-აკივლდა საჭმლით პირ გამოტენილი გოგონა-დეეე...-და დედამისს საწყალი ლეკვის თვალებით შეხედა.
-არ გიშველის შენი ლამაზად მომზირალი თვალები.შენს გამო ვერასდროს ახერხებს საუზმობას.-ქალმა მაგიდაზე დადებულ ვაზიდან ვაშლი აიღო და ნიას ესროლა.-აიღე და გზაში შეჭამე.შუადღისას კი სკოლის ბუფეტში იყიდე რამე.
-არის უფროსო.-გოგონამ სამხედრო სალამი მისცა და სამზარეულოს გასასვლელისკენ მიბრუნდა-დე მამა მალე ჩამოვა?-უცებ მაიკოს მოუბრუნდა ნია.
-რამდენიმე დღე დარჩება კიდევ.-მოკლედ მოუჭრა ქალმა.
-კარგი.წავედი-თავის ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ გაემართა.
-დამელოდე-თაკომ ჭიქიდან ბოლო წვეთი სითხე მოსვა,ჩანთა ზურგზე მოიგდო და ისიც მიჰყვა უკან ნიას.
-ნია-დაუძახა უკვე გასასვლელად მომზადებულებს ქალმა.ორივე შემობრუნდა იმის გასაგებად თუ რა უნდა ეთქვა ქალს.-ნია იცოდე წესიერად მოიქეცი გთხოვ.დირექტორმა უკვე გამაფრთხილა,კიდევ ერთი ეგეთი შემთხვევა და სკოლიდან გამოგაგდებენ.
-რა ჩემი ბრალია თუ თვითონ არ შეუძლია სკოლაში წესრიგის დამყარება.-ცხვირი აიბზუა გოგონამ და გაღებული კარისკენ მიბრუნდა.-ვერ შეგპირდები,თუმცა ვეცდები,რომ არ ჩავერიო-ამ სიტყვებით გავიდა გარეთ ნია,თუმცა ბოლოს დააყოლა,ისე,რომ დედამისს ვერ გაეგო-მაგრამ ვიცი არ ჩარევა არ გამომივა.-ეს უკანასკნელი სიტყვები კი მის გვერდით მომავალმა თაკომ გაიგონა,რომელმაც გულმოდგინედ მოკბიჩა ვაშლი და გამოტენილი პირით ნიას უთხრაა.
-არ გამოგივა კი არა უნდა გამოგივიდეს.შენს გამო ერთ მეტრზე ახლოს არც ერთი ბიჭი არ მეკარება.-ახლა კი უკმაყოფილოდ მოკბიჩა ვაშლი.
-მე რა შუაში ვარ თუ ეშინიათ.ეტყობა კარგი ფიქრები არ აწუხებთ თორემ არ შეეშინდებოდათ.-თავისი პასუხით კმაყოფილმა ნიამ ფეხს აუჩქარა.სკოლასთან არც ისე ახლოს ცხოვრობდნენ,თუმცა 15 წუთში უკვე სკოლაში იყვნენ.ორივემ თავიანთ კლასებს მიაშურა.თაკო მეათე კლაში იყო,ნია კი დამამთავრებელ კლასში.ნიას თავისი სამართლიანობის აღმდგენი ხასიათის გამო ყოველთვის პრობლემები ქონდა.ვერ იტანდა,როცა ვითომ მაგარი ტიპი ჩაგრავდა არც ისე მაგარ ბიჭს.მისი კლასელებიდან ყველას უყვარდა ამის გამო,რასაც პარალელი კლასელის ბიჭებზე ვერ ვიტყვით.ყოველთვის იქ ჩნდებდოა,სადაც პრობლემას ქმნიდნენ და გეგმებს უშლიდა მათ.საკლასო ოთახში ფეხი შედგა,მისი დანახვა ყველას გაუხარდა როგორც ყოველთვის.მასთან კი მისი მეგობარი სოფი მიიჭრა.ორივე ერთმანეთს გადაეხვივნენ,თითქოს რამდენიმე წელი არ ენახათთ ერთმანეთი.ამის შემდეგ კლასელებს მიესალამა და სოფისთან ერთად თავის ადგილს მიაშურა.ორ წუთში კი მასწავლებელიც შემოვიდა.ნია კარგი მოსწავლე იყო,თუმცა მისი ხასიათის გამო სკოლიდან გარიცხვა ემუქრებოდა.მისი პარალელი კლასელის მამა გავლელნიანი პიროვნება და დირექტორის ბავშვობის მეგობარი იყო.
მესამე გაკვეთილის შემდეგ დიდი დასვენება ქონდათ და ყველა სკოლის კაფეში იყვნენ შეკრებილები.მაგიდები გადაჭედილი იყო.გოგონები ერთ-ერთ მაგიდაზე ისხდნენ .ნია ანანასის წვენს მიირთმევდა,სოფი კი ფორთოხლის წვენს.ზარის დარეკვამდე 2 წუთი იყო დარჩენილი და ორივემ თავიანთ ქაღალდის კოლოფებს წვენით სავსეს ხელი დაავლეს და ოთახისკენ გაემართნენ.თავიანთ საკლასო ოთახისკენ მიდიოდნენ,როცა პარალელი კლასთან ახლოს ბიჭების ტუალეტში ხმაური მოესმა იქედან განწირული გმინვა გამოდიოდა თითოეული დარტყმის შემდეგ.ეგრევე მიხვდა თუ რაში იყო საქმე.მარჯვენა ხელი მაგრაად მომუშტა და ტუალეტისკენ გაემართა.
-რას აკეთებ ნია?არ შეხვიდე.-უკან განწირული ყვირილით მოსდევდა სოფი.გოგონას წამოეწია და ხელი დაუჭირა.-ნია არ გინდა.კიდევ ერთი შემთხვევა და გაგაგდებენ ხომ იცი.-გოგონა შეჩერდა და სოფის მიაპრყო გაბრაზებული მზერა.
-აბა რა ვქნა ვუყურე ეს დეგენერატი როგორ სცემს სხვას თან ისე,რომ თავის დაცვის საშუალებას არ აძლევს?-ნიამ ხელი ტუალეტისკენ გაიშვირა,საიდანაც სასოწარკვეთილი ხმა გამოდიოდა.-დარწმუნებული ვარ მის დამქაშებს ყავთ გაკავებული ეს კი დგას და ურტყავს ვითომ რამე შეეძლოს.-ამ მდროს კიდევ ერთი გმინვა გამოვიდა საპირფარეშოდან.ეს უკვე ბოლო წვეთი იყო ნიასთვის.სოფის ხელი გააშვებინდა და კარები შეაღო რბილად ნათქვამია.როგორც იფიქრა ზუსტად ისეთივე სიტუაცია დახვდა.მეთერთმეტე კლასელი ბიჭი ბექას ორ დამქაშს დაეკავებინათ და ურტყავდნენ.ნიას შესვლისას ბექამ გაკვირვებული შეხედა.არ მოელოდა,რომ ბიჭების ტუალეტშიც შემოვიდა.
-აქ რა ჯანდაბა გინდა?კითხვა არ იციი?მანდ აწერია ბიჭებიი..-ბიჭმა დასისხლიანებული ხელი კარებისკენ გაიშვირა,სადაც ეწერა „ბიჭები" და ბიჭის მიმგვანებული ფიგურა ეხატა.ნიას ყურადღება არც კი მიუქცევია მისი ნათქვამისთვის.ბრაზმოკიდებული უყურებდა ამ სცენას,სადაც იყო თვალებიდან ცეცხლს გამოაფრქვევდა.
-რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო ამასთან დაკავშირებით-გოგონას ხმამ მთელი სართული შეძრა და ყველას ყურადღება მათკენ მიიპყრო.
-შენ მე ვერაფერს მიბრძანებ-ცინიკური ღიმილი ესროლა გოგონას.-შენ გირჩევნია შეგრცხვეს აქ,რომ შემოხვედი.
-შემრცხვეს-ნიას ირონიული სიცილი აღმოხდა.-კიდევ მე უნდა შერმცხვეს ხომ.რომელიმე ისეთ სიტუაციაში დაგინახეთ,რომ შემრცხვეს?-წარბი აზიდაა გოგონა-მე კი არა შენ უნდა შეგრცხვეს ასეთი ქცევითვის.რა დააშავა?შენი რომელიმე ცინიკური და ამაზრზენი დავალება არ შეასრულაა და მაგიტომ ასე სამარცხვინოდ შენს დამქაშებს დაუჭერიათ და ურტყავ ძალით მაგარი ბიჭი ხარ.განებივრებული ბიჭი, მამიკოს პიროვნებით ამაყობ და შენთვითონ ნოლი ხარ ცხოვრებაში.ფეხებზე შენც და მამაშენის გავლენაც,ფეხებზე ,რომ ამისთვის გამაგდებენ.-ნია ცოფებს ყრიდა და გაბრაზება სულ უფრო ემატებოდა და მის სახეს ალმურად ედებოდა.მისკენ გაიწია მარცხენა ხელში შეყინული წვენი ბექას შეასხა.მერე ნიამ კუთხეში დადებულ იატაკის საწმენდ ჯოხს ხელი დააავლო და მოუქნია ბექას.ჯოხი ფეხებზე მოხვდა და სიმწრისგან აკივლდა.გაცოფებულმა ბიჭმა მისკენ გამოიწია,თუმცა მალევე შეჩერდა.-და შეგრცხვეს იმისთვის,რომ გოგოზე ხელი აღმართე.ძალით მაგარო.-ამასობაში ჩოჩქოლი ატყდა,ტუალეტთან მმოსწავლეები შეკრებილიყვნენ.ნია ისევ თავისი იარაღით მომიმარჯვა და იმათკენ წავიდა ვისაც გაკავებული ყავდათ მეთერთმეტე კლასელი ბიჭი.-ან ხელს გაუშვებთ ან რაც მოგივათ თქვენ თავებს დაბრალეთ.-დაბნეულმა ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს.ნიამ ბიჭს მხარში ამოუდგა და კარებისკენ წამოიყვანა.ბიჭმა მადლობელი მზერა ესროლა ნიას და ჩუმად ჩაილაპარაკაა
-მადლობა.-გოგონამ ნაზად გაუღიმა და გარეთ გამოიყვანა.მეორე მხრიდან სოფი ამოუდგა ბიჭს და საკლასო ოთახისკენ უნდა წასულიყვნენ და უცებ ბრბო დირექტორმა გაარღვია.ასეთი სიტუაციის დანახვისას კინაღამ გაშრა.გოგონამ გაცოფებული დირექტორი შეამჩნია.
-ნია მაისურაძე-დერეფანი შეზანზარდა მისი ყვირილისგან.ბავშვები ამ ყვირილზე შეკრთნენ.ნია კი ზედმეტად წყნარად მიუახლოვდა მას.
-არ მაინტერესებს რას გააკეთებთ.გინდათ,რომ გამაგდოთ კარგი გამაგდეთ.მაგრამ მაინტერესებს ამ ბიჭის მშობლებს რა პასუხს გასცემთ.
-ჩაიგდე ენა-კაცმა შეყვირა.არავინ გეკითხება მე რას გავაკეთებ.ახლავე დედაშენს დავურეკავ მოვიდეს და შენი საბუთები წაიღოს,სადაც უნდა.აღარ შემიძლია შენი ატანა.
-ჩემი ატანა აღარ შეგიძლიათ?-ირონიულად იკითხა ნიამ-როგორც გინდათ ისე მოიქეცით.არც თქვენ იმსახურებთ მაგ ადგილს.წერსიგი ვერ დაგიმყარებიათ სკოლაში.საკუთარი მეობის დასაცავად არაფერს აკეთებთ.გირჩევნიათ დაიცვათ ეს ნაძირალა და დამალოთ ყველა მისი დანაშაული.-ნიამ ზურგი აქცია დირექტორს და სოფისთან ერთად საკლასო ოთახისკენ გასწია.უკნიდან კი დირექტორის ყვირილი ისმოდა,თუ რას უზამდა ამ თავხედ გოგონას.
დაპირება შესრულდა.დირექტორმა მაია სკოლაში გამოიძახა.ნიას მხოლოდ დედამისის სცხვენოდა ასეთ სიტუაციაში,რომ აღმოჩნდა მის გამო და ასეთი სალანძღავი სიტყვების მოსმენა უწევდა დირექტორისგან.
-თქვენი შვილი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა.მე გაგაფრთხილეთ კიდევ ერთი შემთხვევა და გავაგდებდი.აიღეთ მისი საბუთები და სადაც გინდათ იქ წაიყვანეთ.აღარ მსურს ჩემს სკოლაში მისი ნახვა.ამ გოგოს მამის ხელი აკლია.ყოვლად თავხედი პიროვნებაა.მისი აღზრდა აშკარად არ გამოგდით-თავჩაქინდრული და დარცხვენილი უსმენდა მაიკო დირექტორის სიტყვებს.თუმცა ბოლო სიტყვები მისთვის პიკი იყოო.გაბრაზებულმა შეხედა დირექტორს.
-ახლა უკვე მესმის ჩემი შვილის.თქვენნაირ აუტანელ პიროვნებას არც მე დავუთმობ არაფერს და დარწმუნებული ვარ,რომ რაც მოხდა იმაში ჩემი შვილი 100%-ით მართალი იყო.თქვენ,რომ არც გააგდოთ მე მაინც წავიყვან აქედან.-მაია ფეხზე წამოიჭრა და კარებისკენ შემობრუნდა,საიდანაც მისი სიტყვებით გაკვირვებულ ნიას თვალებს წააწყდა.
-გასაგებია ვის გავს სითავხედეში თქვენი შვილი-ეს იყო ბოლო სიტყვები დირექტორისა მათ მიმართ.მაიკომ კარები გამოიჯახუდა და ადინისტრაციაში გაბრაზებული შევიდა.-ნია და თაკო მაისურაძის პირადი საქმეები და ბრძანება გაამზადეთ სხვა სკოლაში გადასაყვანად.ხვალ მოვალ და საბუთებს წავიღებ.
-დიახ ქალბატონო მაია.-თავი დაუქნია გოგონამ და მაიკოც და ნიაც ორივე მანქანისკენ გაემრთნენ.ნიას გასაკვირად მაია ხმას არ იღებდა.მანქანაში უხმოდ ჩასხდნენ.სახლთან მაიკომ ნია ჩამოსვა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა.თაკომაც გაიგო ნიას გმირობის ამბავი,ერთი მხრივ გახარებულიყო,რომ ეს სამართლიანობის მოყვარული გიჟი მისი და იყო და მეორეს მხრივ გაბრაზებული,რომ მის გამო დედა დირექტორის ყვირილის ატანა მოუწევდა.სკოლიდან დაბრუნებულ თაკოს ახალი ამბავი დახვდა.გოგონამ შესვლისას მისაღებში მჯომი მაიკო დაინახა.მასთან ახლოს კი ნია იჯდა.მაიკომ თაკო შეამჩნია
-თაკო მოდი აქ დაჯექი უნდა დაგელაპარაკოთ გელოდებოდი.-ქალმა იქვე მდგამ მდივანზე ანიშნა დამჯდარიყო.გოგონაც დაემროჩილა დედის ნათქვამს.-მამათქვენს ველაპარაკე და ყველაფერში მეთანხმება,ხვალ საბუთებს გადავიტან თქვენს ახალ სკოლაში.იმ სკოლაში ჩემი მეგობარი მუშაობს და მისი დახმარებით მიგიღებენ.
-ჩვენი სკოლა?-თაკოს ეგონა მოესმა დედის სიტყვები.
-ხოო.თქვენი სკოლა.ხვალ საბუთებს გადავიტან და ზეგ უკვე ახალი სკოლის მოსწავლეები იქნებით.
-მე რა შუაში ვარ-გაბრაზებულმა გოგონამ წამოიყვირა.-ვისი ბრალიცაა იმან აგოს პასუხი.სულაც არ მინდა სკოლის შეცვლაა.
-თაკო ხმა არ ამოიღო.თუ შენ დას გადავიყვან,არც შენ დარჩები მანდ.რაც შეეხება ნია შენს საქციელს.დირექტორთან შენი მხარე დავიჭირე.დარწმუნებული ვარ,რომ ღირსები იყვნენ,თუმცა შენ ჩემი თხოვნა ყურად არ იღე და მაინც შემიქმენი პრობლემები.
-მაპატიე დედა-თავჩაქინდრული ნიამ ამოიბუტბუტა.
-დედამ,რომ გაპატიოს მე არ გაპატიებ.-თაკო წამოიჭრა და თავისი ოთახისკენ გაემრათა.
-შენს დას ყურადღებას ნუ მიაქცევ.თუმცა კარგად დაიმახსოვრე ახლა რასაც გეტყვი.ბედი შენი,რომ ამ სკოლაში მაინც მიგიღეს.სხვა გზა არ მაქვს ამიტომ ორივე პრესტიჟულ სკოლაში ისწავლით და დამერწმუნე იქ უფრო შეხვდები ისეთ მომენტებს როგორიც შენს სკოლაში იყო,მაგრამ არც გაბედო რამეში ჩარევა.დაიოკე შენი სიბრაზე და ჩხუბისთაობა,თორემ გაფრთხილებ მაგ სკოლიდანაც,რომ გამოგაგდონ მუსიკას და ცურვას თავს დაანებებ.
-ოღონდ ეგ არაა-დაღონებულმა ნიამ შეხედა მაიკოს.
-არა კი არა კიი.თუ წყნარად არ მოიქცევი მაშინ ამას გავაკეთებ.-დედის სიტყვებით გაბრაზებული ნია ფეხზე წამოიჭრა,თავისი ოთახისკენ გაემრათა და კარები მაგრად მოაჯახუნა.-ვიცი,რომ მხოლოდ ასე შევძლებ შენს დაოკებას ჩემო გადარეულო-ქალს ყველაფრის მიუხედავად გაეღიმა-ეს ორი შენთვის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია,სხვა გზა არ მაქვს თუ შენს სიყვარულს მუსიკის და ცურვის მიმართ არ გამოვიყენებ,მაშინ ისევ ვერ შეძლებ თავის შეკავებას და ამ სკოლიდანაც გამოგადებენ.-მაიკო სავარძლიდან წამოიწია და სამზარეულოში ვახშმის მოსამზადებლად შევიდა,თუმცა არც ერთს არ უვახშმია.
****
მაღვიძარას გამაყრუებელი ხმა.ლოგინიდან ზანტან წამოდგომა და სკოლაში წასასვლელად მომზადება.ორი დღის შემდეგ ისევ ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა,თუმცა თაკო და ნია ერთმანეთს ხმას ჯერ კიდევ არ სცემდნენ.ამჯერადაც ვერ შეძლო ნიამ საბაზანოში თაკოზე ადრე შეღწევა.ნიამ საუზმე შეჭამა,სანამ თაკო სააბაზანოში იყო.10 წუთში ნიაც მზად იყო.ორივე წასასვლელად ემზადებოდნენ.მაიკოს სამსახურში აგვიანდებოდა,ამიტომ გოგონებს მარტო წასვლა მოუწიათ.მაიკომ გოგონებს აუხსნა თუ რას უნდა დალოდნენ და როგორ უნდა მისულიყვნენ სკოლამდე.
გაჩერებაზე ორივე ავტობუსს ელოდებოდნენ.გატენილი ავტობუსი გაჩერებაზე შემოვიდა,თაკოს სახე მოუჭმუხნა.
-არ ვაპირებ ამ ავტობუსში ასვლას-გააპროტესტა გოგონა
-კარგი მაშინ ფეხით წადი-მოკლედ მოუჭრა დის თავგასულობით დაღლილმა ნიამ.პროტესტის მიუხედავად თაკოც აყვნა ნიას ავტობუსში.გადაჭედილი იყო იქაურობა.ამდენი ადამიანის სუნი ერთმანეთში ირეოდა.ნია და თაკო ჩაფრენილები იყვნენ სახელურს.ავტობუსის თითოეული დამუხრუჭება მასის რხევას იწვევდა.გოგონებს თავზე მსუქანი კაცი ადგათ,რომელიც ოფლისგან იწურებოდა და მისი სუნი გოგონებს გულისრევის შეგრძნებამდე მიყავდათ.წინ მთვარი კაცი ეჯდათ,რომელსაც ავტობუსის ყოველი დამუხრუჭებისას თავი უვარდებოდა,მონაბულ თვალებს გაახელდა ტუჩებს მოილოკავდა და ისევ ძილს მიეცემოდა.უკან ქალი ახლაგაზრდას ეჩხუბებოდა და ლექციას უკითხავდა,რომ ხანშიშესულისთვის სკამი უნდა დაეთმო.აქეთ კი კონტროლიორი მოუწოდებდა მგზავრებს ბილეთების შეძენას.
-რა საგიჟეთია.ვიღაცის წყალობით ამ საგიჟეთით მგზავრობა მომიწევს ყოველ დღე.-თაკომ დას გაბრაზებული მზერა ესროლა.
-ნუ შემჭამე.დარწმუნებული ვარ ეს სკოლა იმაზე მეტად მოგეწონება,ვიდრე ის ძველი და მერე მადლობასაც მეტყვი.რაც შეეხება ამ საგიჟეთს დედამ მითხრა,რომ სკოლაში თვითონ მოგვიყვანს ხოლმე.დღეს სამსახურში თათბირზე დააგვიანებდა და ხომ იცი რა კიბო უფროსი ყავს.თან მალე მამაც ჩამოვა და ხან ერთი წამოგვიყვან,ხან მეორე.
ნახევარ საათში სკოლასთან ახლოს ჩამოვიდნენ ავტობუსიდან.ორ წუთში ორივე სკოლის შეასსვლელთან იდგნენ.კარებთან დაცვა იდგა.სკოლა დიდებულად გამოიყურებოდაა.სუფთა ეზო,სკოლასთან პარკინგი სადაც მხოლოდ მდიდრებისთვის განკუთვნილი მანქანები იდგნენ.ეზოში სკოლის ფორმაში გამოწყობილი ბავშვები იდგნენ.ამ სილამაზით ტკბებოდნენ.უცებ უკნიდან მანქანა მოადგა მათ.სადგომზე შესასვლელ გზაზე იდგნენ.სიგნალზე ორივე შეხტა და მანქანას გამოეცალნენ.
-იდიოტი.-ჩაილაპარაკა ნიამ,შემდეგ განცვიფრებულ და სკოლისკენ მომზირალ თაკოს მიუბრუნდა.
-ნახე რა მაგარიაა-გოგონას პირი გაოცებისგან ქონდა დაღებული.
-ხომ ვთქვი მადლობას მეტყვითქო.უფრო მეტიც...-გოგონას დამთავრებული არ ქონდა სათქმელი თაკომ გააწყვეტინა.
-რატომ აქამდე არ გამოაგდებინე თავი ჩვენს დირექტორს თუ ასეთ მაგარ სკოლაში გადმოვიდოდით.
-აიი ვიცოდი,რომ მაგას მეტყოდი-გაიცინა ნიამ.-მაგრამ ამ სკოლაში სწავლა ჩვენნაირი მოკვდავებისთვის რთულია.ორივეს გადასახადი იცი რამდენზე წავა?
-კარგი რაა.ხომ გვიხდიან.-გოგონამ თვალები აატრია და ეზოში შეაბიჯა.
-ქათმის ტვინა-ჩაილაპარაკა ნიამ და უკან მიჰყვა დას.
სკოლის კარებში დედამისის მეგობარი სკოლის სასწავლო ნაწილი ქალბატონი ირინა შეეგებათ.ორივე დიდი სიყვარულით მიიღო და თავიანთი საკლასო ოთახები უჩვენა.ხოლო ბავშების გაცნობა და ბავშებში გარევა უკვე მათი საქმე იყო.
ნიას სულაც არ სურდა ამ გათამამებული არისტოკრატიული ოჯახებიდან გამოსულების გაცნობა.იცოდა რომ რამე ისეთს ეტყოდნენ ეს თავს ვერ შეიკავებდა და ისევ პრობლემები შეექმნებოდა.გაკვეთილებს შორის დიდი ინტერვალი ქონდათ,ამიტომ ნიამ საცურაო აუზის მოძებნა გადაწყვიტა შემდეგი ვიზიტისთვის.როგორც იქნა მიაგნო.იქაურობა სიწყნარეს მოეცვა.წყლით სავსე აუზი ლივლივებდა.ნიას ცურვაც კი მოუნდა,თუმცა ცურვისთვის შესაფერი ტანსაცმელი არ ქონდა წამოღებული.
-მხოლოდ ამიტომ ღირდა ამ სკოლაში გადმოსვლა-ჩაილაპარაკა ნიამ და კმაყოფილმა მიმოიხედა.-დროა წავიდე გაკვეთილი დამეწყება-კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობა და გასასვლელისკენ მიბრუნდა,თუმცა ფეხი იქვე გაშლილ შეზლონგს წამოდი და ხმაური ატეხა.შეზლონგის გასწორება დაიწყო,უცებ გასახდელიდან ფეხის ხმა მოესმა,რომელიც ნიასკენ მოემართებოდა.ნიას წინ მაღალი,შუბლზე ოდნავ ქერა თმა ჩამოყრილი,თაფლისფერთვალება ბიჭი ედგა.ტანსაცმელი ნამდვილად არ იყო სკოლის ფორმა.ჯინსის შარვალი,ლურჯი პერანგი და ზემოდან შავი პიჯაკი მოესხა.ფეხზე კი ნაცრისფერი კედები.ნიამ მის გარეგნობას და ცაცმულობას წამში შეავლო თვალი.აშკარა იყო მისი ჩაცმულობა ფულის აშკარა ქონაზე მიანიშნებდა.
-რა ხმაურიანი ვინმე ხარ-ბიჭმა მისი მოწითალო ტუჩები გაამოძრა და ეს სიტყვები ამოუშვა პირიდან.
-მაპატიე.მეგონა აქ არავინ იყო.თან შემთვევით წამოვკარი ფეხი.-ნია ცოტა დაიბნა.
-აღარ აქვს მნიშვნელობა -ბიჭი უკან მიბრუნდა და გასასვლელისკენ გაემართა.
-რა იყო უბრალო მოკვდავებს არ ველაპარაკებით?-გაბრაზეულმა ნიამ მიაძახა.ბიჭი შედგა,მის სიტყვებზე მხოლოდ გაეღიმა და გარეთ გავიდა.-თავხედი.აღარ აქვს მნიშვნელობა თურმე.ნეტა რას ვებოდიშებოდი.-გაბრაზებული გამოვარდა აუზიდან.სპურტულ დარბაზს გვერდი ჩაუარა და კიბეებზე აირბინა.გონებაში ჯერ კიდევ სიმპატიური არსება უტრიალებდა,რომელიც მხოლოდ რამდენიმე სიტყვის ღირსი ძლივს ჩათვალა.
***
საკლასო ოთახში შესვლისას ფანჯარასთან რამდენიმე გოგონა შენიშნა.იქიდან ერთი გამოეყო და მისკენ წამოვიდა.
-გამარჯობა ნია.მე სალი ვარ.ისე უცებ გაიქეცი ოთახიდან გაცნობა ვერ მოვასწარი-გაუღიმა გოგონამ.ნიამაც ღიმილითვე უპასუხა.
-გაგიმარჯოს.რაღაცის ნახვა მინდოდა და ამიტომ წავედი ასე უცებ.-ნიამ უცებ შეათვალიერა გოგონა.შავი გრძელი მბზინავი თმები წელზე ნაზად ეფინა,მომღიმარი სახე და თაფლისფერი თვალები ნიასთვის მიეპყო.რატომღაც ნიას ამ ადამიანის დანახვისას სითბო ჩაეღვარა და მთელი სხეული მოიცვა."აშკარად არ უნდა იყოს ცუდი პიროვნება" გაიფიქრა ნიამ.
-შეგიძლია ნებისმიერი რამ მკითხო შენ განკარგულებაში ვარ - კიდევ ერთხელ ნაზი ღიმილი აჩუქა სალიმ და ლამაზად აათამაშა თვალები.
-აუცილებლად-ნიამაც ღიმილითვე მიუგო.-მიხარია,რომ გაგიცანი.
-მეც.-სალის კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა,თუმცა ზარმა შეაწყვეტინა-შემდეგ ამ სკოლას და მის წესებს გაგაცნობ-თვალი ჩაუკრა ნიას და თავისი ადგილის დასაკავებლად მიბრუნდა.
-კარგი-ნიაც თავის ადგილზე დაჯდა კლასში შემომავალ მასწავლებელზე გადაიტანა ყველამ ყურადღება.
გაკვეთილების შემდეგ სალიმ და ნიამ ცოტა წაიჭორავეს.სალის ყველაფერი აინტერესბდა რაც კი შეიძლება სცოდნოდა ნიას შესახებ.თუმცა ის არ იყო ჯერ მზად მის შესახებ ეთქვა ყველაფერი,მიუხედავად ამისა ნიას ძალიან მოსწონდა ეს თოჯინა.არც ნია ჩამოუვარდებოდა სილამაზით მას,თუმცა არასდროს უსვამდა ხაზს თავის სილამაზეს.ყოველთვის სადად ეცვა,ისე რომ მისი ჩაცმით და ზედმეტი მაკიაჟით ყურადღება არ მიეპყო.
დამღლელი დღე იყო ნიასთვის.ახალი კლასელების გაცნობა.ყველასგან ერთიდა იგივე კითხვის მოსმენა თუ რატომ გადმოვიდა სხვა სკოლიდან და ყველასთვის იმის ახსნა თუ რატომ გადმოვიდა დაქანცა.სალის გადმოსვლის მიზეზის გაგების შემდეგ მხოლოდ გაოცება გამოხატა ნიას სიმამაცეზე.
-მე სიმამაცე არ მეყოფა ასეთი რამის გასაკეთებლად.ბრავო-გოგონამ მხარზე ხელი დაადო და აუწყა-ჩვენთანაც არიან ავტორიტეტული მოსწავლეები,რომლებიც სხვადასხვა დამცირების ხერხებს მიმართავდნენ სასურველის მისაღებად.
-ნეტა სად არ არიან?!-დაღონებულმა ამოიხვნეშა.-იმედი მაქვს მე არ შემეყრებიან.ზედმეტი პრობლემები ნამდვილად არ მინდა.
-კარგი მთავარია თავი აარიდო აქაურ კოლორიტებს და ყველაფერი კარგად იქნება.-ნიას შეღიმა სალიმ.მისი პოზიტივი გადამდები იყო.მისმა ხალისმა ნიაც ხასიათზე მოიყვანა.
ბოლო სპორტის გაკვეთილი ქონდათ და სანამ დაიწყებოდა ეზოში გასეირნება გადაწყვიტეს ნიამ და სალიმ.იქვე უკვე გაშინაურებული თაკო ნახეს.ორივეს ერთმანეთი წარუდგინა და იქვე სკამეიკაზე ჩამოსხდნენ.თაკოს კეთილგანწყობაც მალე მოიპოვა სალიმ.ორივე გაცხარებით საუბრობდა,უფრო სწორედ თაკო უყვებოდა ნიას სკოლის ამბებს, სალი კი განაბული უსმენდა და დრო და დრო ნიას აქებდა.ნია კი ეზოს და იქ მყოფთ ათვალიერებდა.უცებ იმ უცნობს მოკრა თვალი,რომელიც სკოლის შესასვლელ კიბეებზე მიაბიჯებდა და თითქმის ყველა გოგო მას უცქერდა.
-სალი ეს ვინაა?-კითხა ნიამ და კიბეებზე მიმავალზე მიუთითა.
-ეს ლევან მაჭარაშვილი.ერთ-ერთი სკოლის ავტორიტეტი,რომ ვახსენე.სიმპატიურია ხომ-თვალები მინაბა გოგონამ და ღრმად ჩაისუნთქა.
-ვოოვ.-პირი დააღო თაკომ-მართლაც რომ სიმპატიურია.რომელ კლასშია?-იკითხა გაბედულად გოგონამ თან ისე,არც ერთს ნიას გარდა თვალი არ მოუშორებია იმ მხარისთვის,სადაც წუთის წინ ლევანი გაუჩინარდა.ნია კი ამ ორს მიაშტერდა ასე გაოცებულები,რომ იყურებოდნენ.
-ეიი გამოფხიზლდით-თითები აატკაცუნა მათ წინ ნიამ და გაიცინა.თითქოს ორივე გამოერკვა,წეღან ღრმად ჩასუნთქული ჰაერი ამოუშვეს და ორივე ნიას მიაშტერდა.
-ჩვენი პარალელი კლასელია-სალიმ ახლაღა გასცა წეღან დასმულ შეკითხვას პასუხი.-ლევანის გარდა კიდევ დაჩი დარჩიას და გიორგი ყიფიანს ნახავთ აქ.ამ სამეულს უეჭველი გამოარჩევ ამ სკოლაში.
-თუ ისინიც ასეთივე სიმპატიურები არიან აშკარად გამოვარჩევ-ჩაიხითხითა თაკომ და სალიც აჰყვაა.
-ჰეიი-თავში ოდნავ წამოარტყა ხელი ნიამ თაკოს.და გაუღიმა -გამოფხიზლდიი.ტანსაცმლიდან გამომდინარეც კი მიხვდები,რომ პრივილეგირებულია -უცებ ცხვირი აიბზუა ნიამ-როგორ ვერ ვიტან პრივილეგირებულ გათავხედებულ ბავშვებს.წავედით სალი სპორტი გვეწყება.შენ კიდე ქალბატონო გაკვეთილზე ადი და ბიჭებს ნუ უყურებ-თითი დაუქნია დაბღვერილ მომზირალ დას ნიამ და სალისთან ერთად კიბეებს აუყვა.
-სხვათაშორის პარალელი კლასიც იქნება სპორტზე.-სალიმ მიანიშნა,რომ ისინიც იქ იქნებოდნენ.ნიას ეს სულაც არ გახარებია.სალის სიტყვები უკომენტარო დატოვა. გული რაღაც ცუდს უგრძნობდა.სულაც არ უნდოდა ისევ პრობლემებში გახვეულიყო.ორივე გასახდელში შევიდნენ და სპორტისთვის სპორტულად გამოეწყვნენ.
მასწავლებელმა შეკრებილებს მწკრივში მოწყობა უბრძანა.სალის ვარაუდი არ გამართლდა სულაც არ იყვნენ სამეული აქ.ნიას მოეშვა მათი დანახვა სულაც არ უნდოდა.ნია და სალი გოგოების მწკრივში სიმაღლის მიხედვით მეორე მესამე ადგილს იყოფდნენ.როგორც ყოველთვის მასწავლებელმა ბავშვებს გაახსნეა მარცხენა -მარჯვენა,ზურგისაკენ,სწორდი სმენა.მერე სასტვენს ჩაბე -ორი წრე მთლიან დარბაზს.შემდეგ ითამაშებთ-უკმაყოფილო ბავშვები დაჰყვნენ მასწავლებლის მორჩილებას.ერთ-ნახევარ წრეზე იყვნენ როცა დარბაზის კარი შემოიღო.ზღრუბლზე სამეული გამოჩნდა.ყველამ შეწყვიტა სირბილი და ყურადღება მათ მიაპყრეს.ნიას სირბილის გაგრძელენა უნდოდა,მაგრამ სალიმ ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა და არ გაუშვა-აი ისინიც,შუაში დაჩია-გადაულაპარაკა სალიმ.ისე სულაც არ უნდოდა მათთვის სხვებივით ეყურებინა და დორბლები ეყარა.თუმცა უნდა ეღიარებინა სამივე ერთთმანეთზე უკეთესები იყვნენ.დაჩი დანარჩენი ორისგან უფრო მკაცრი მზერით გამოირჩეოდა.გიორგის კი მოცინარი სახე ჰქონდა.ლევანს კი ოდნავ ტუჩის კუთხეში ღიმილი დასთამაშებდა.
-მობრძანდით-მიესალმა მასწავლებელი მათ.სამივეს ხელი ჩამოართვა-გამოიცვალეთ და კალათბურთი ითამაშეთ.ესენი კი ბოლო წრეს დაარტყავენ მანამდე.
-ახლავე მოვალთ-მკაცრი მზერა მომღიმარი გაუხდა და ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა დაჩიმ.სამივე გასახდელისკენ გაემართა.მასწავლებლის მჭექარე ხმა გაისმა-„იმოძრავეთ"-ყველა გამოფხიზლდა და სირბილი განაგრძეს.
-თითქოს დიდი ვინმე მყავდნენ-ჩაილაპარაკა ნიამ და ისევ სირბილი განაგრძო.მისი ჩაბურტყუნება უკან მომავალმა სალიმ გაიგო.
-გირჩევნია ჩუმად იყოო-სიცილით უთხრა მეგობარმა ნიას.უკმაყოფილოდ ამოისუნთქა გოგონამ და სირბილზე გადაიტანა კონცენტრაცია.წრე მოამთავრეს.ზვიადი მასწავლებელი ბავშვებს რჩევებს აძლევდა.ბიჭებს კალათბურთის ბურთი უბოძა.გოგონებს კი სავარჯიშო ცენტრისკენ მიანიშნა.
-ვისაც სურვილი გაქვთ ბურთით ითამაშეთ ვისაც არა მაშინ ტრენაჟორებზე შედექით და ივარჯიშეთ.მოდუნებული არც ერთი არ დაგინახოთ.-სიტყვა დაასრულა ზვიადმა და ამასობაში სამეულიც შემოუერთდნენ ბავშვებს.ნიამ თავი გაარიდა იქაურობას გასახდელში შევიდა ჩანთიდან პლეირეი და ყურსასმენები ამოიღო და ტრენაჟორების ოთახისკენ წავიდა.მიმავალმა შენიშნა მოთამაშე სამოეული,თუმცა ყურადღება ისევ მის წინ მიმავალ იატაკზე გადაიტანა და ოთახში შევიდა.მორბენალი ბილიკი ჩართო და თავისი საყვარელი სიმღერების მოსმენა დაიწყო.სისწრაფეს სულ უფრო და უფრო უმატებდა,თითქოს თავს სჯიდა,მაგრამ ვერ გაეგო რისთვის.სალის თვალთახედვიდან გამქრალ ნიას ძებნა დაუწყო და სავარჯიშო ოთახის კარების ფანჯარაში ნიას მოკრა თვალი სარბენ ბილიკზე და მისკენ წავიდა.
-ს აპირებ?-სიცილით მიუგო მეგობარს,რომელიც ახლახან მიხვდა სალის იქ ყოფნას და ყურებიდან საცობები გამოიღო.
-არა უბრალოდ ემოციებისგან და სიბრაზისგან ვიცლები.-გაიცინა ნიამ.
-კარგი მოდი ერთად დავიცალოთ მაშინ-სიცილსი აჰყვა პოზიტური გოგონაც.
*** სპორტმა მშვიდობიანად ჩაიარა ნიას გასაკვირად.თუმცა არც ისეთი რამე მომხდარა ნია რომ ჩარეულიყო და ამით ბედნიერი იყო.საშხაპეში წყალი გადაივლეს ბავშვებმა და ყველამ დატოვა დარბაზი.ბოლოს სალი და ნია გავიდნენ. ეზოში წრეში რამდენიმე კაცი მოექციათ და რაღაცას გაჰკიოდნენ.ვერ არჩევდნენ სიტყვებს ერთმანეთისგან.კიბებზე მდგარი სალი და ნია კარგად ხედავდნენ წრეში მდგარ სამეულს.დაჩის ფეხებთან კი ერთ-ერთი მოსწავლე ბიჭი მუხლებზე იდგა,რომელიც აშკარა ზეწოლით სხვა ორმა ახმახმა მის წინ დააჩოქა.ორივე ახლოს მივიდა მათთან სიტყვების უკეთ გასაგებად.იმ ორი ახმახიდან ერთ-ერთი უყვიროდა მუხლებზე დაგდებულს
-იცი რა ღირს მისი მანქანა?-და უცებ ხელი თავში წამოარტყა.
-მე არ გამიკეთებია-აღმოხდა აშკარად შიშით და ზიზღით გაჯერებული სიტყვები.
-ნუთუ-უემოციოდ წარმოთქვა დაჩიმ და გამჭოლი მზერა ესროლა.გიორგი და ლევანი გვერდს უმშვენებდნენ მათ.
-გეფიცები მე არ ვყოფილვარ-ბიჭის ხმაში აშკარა სიყალბე იგრძნობოდა,თუმცა ეს ვერ შეამჩნია ამ სცენით გაბრაზებულმა ნიამ.ნაბიჯი გადაგა, რომ წრეში შევარდნილიყო და ყველა თავის ადგილზე მოესვა,თუმცა დედამისის ნათქვამი გაახსენდა და მწარედ ამოისუნთქა."ცურვა","მუსიკა"-თავისთვის იმეორებდა გონებაში ნიამ თვალები დაეხუჭა და ღრმად სუნთქავდა.უცებ თვალები გაახილა და გვერდის ჩავლა დააპირა,უცებ მისკენ მომზირალი დაჩი შეამჩნია,რომელიც აშკარად დიდიხანი აკვირდებოდა.წამით ორივეს თვალები ერთმანეთს შეხვდა,მერე ნიამ გაბრაზებული მზერა მოარიდა უკვე მომღიმარ დაჩის და გვერდზე ჩავლა დააპირა.
-ჰეიი ახალო-ხმა მოესმა ნიას წრიდან.წრე შუაზე გაიყო და იქიდან დაჩიმ მისკენ მოძრაობა დაიწყო.-არ გინდა დატკბე სანახაობით?-ტუჩის ზედა კუთხე შეატოკა დაჩიმ და უმნიშვნელოდ გაიღიმა.ნიამ მისკენ ნაბიჯი გადადგა და რაღაცის თქმა დააპირა,თუმცა გონებაში ისევ ამოუტივტივდა სიტყვები"ცურვა","მუსიკა",თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა.აშკარად დიდძალისხმევად უჯდებოდა თავის შეკავება.სალიმ შეამჩნიაა ნიას მცდელობა შეეკავებია ბრაზი და მასთან მიიჭრა.
-უბრალოდ სისხლის დანახვაზე ცუდი რეაქცია აქვს -გოგონამ წაქცეულის ცხვირიდან სისხლის ნიაღვარზე მიანიშნა.ნია კი თვალ მოუცილებლად ბრაზმოკიდებული მიაშტერდა დაჩის მომღიმარ სახეს.-წავედით-გოგონამ ნიას ხელი მოკიდა და გასასვლელისკენ უბიძგა.ახლაღა განეშორა ამ ორის მზერა ერთმანეთს.დაჩი კიდევ კარგა ხანს უყურებდა მიმავალ ნიას,რომ არა სკოლიდან დიდი სისწრაფით გამომავალი დირექტორი და სასწავლო ნაწილი.
-დარჩია რა უბედურებაა ეს.რა ხდება?-წაქცეულს ორმა ახმახმა უცებ ხელი სტაცა და წამოაყენა.
-არაფერი არ ხდება უფროსო-გაუღიმა დარჩიამ.-უბრალოდ წაიქცა და ბიჭები წამოდგომაში ეხმარებიან.ხომ ასეა?-მომღიმარი სახით დასაშინებელი მზერა ესროლა მსხვერპლს.
-დიახ დირექტორო ფეხი წამოვკარი და...-სიბრაზით გამოსცრა სიტყვები პირიდან თუმცა დირექტორის სახეზე გადაიტანა ყურადღება და ნაძალადევი ღიმილი მიიყყინა სახეზე.
-წამოდი ექთნის კაბინეტში წაგიყვანთ.-ხელი მოკიდა სასწავლო ნაწილმა და დირექტორთან ერთად ექთნის კაბინეტისკენ გაეშურნენ.წრეც დაიშალა.დაჩი ისევ უკან მიბრუნდა და იქით ყურება დაიწყო, სადაც ორი წუთის წინ ნია გაუჩინარდა.უკნიდან ლევანი და გიორგი მოადგნენ.გიორგიმ მხარზე ხელი დაჰრა დაჩის.
-შენ მანქანას მივხედოთ დროზე და ამას ხვალ მივხედავთ სკოლის შემდეგ.-მისი მხრიდან ხელი აიღო გიორგიმ და ახლა ლევანს მიუბრუნდა-ხომ ასეა ლევან.
-თქვენთან ვარ თუმცა არ მხიბლავს ამ სცენების ყურება-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ლევანმა.-ახლა წავიდეთ ჩემი მანქანით, შენი მძღოლს გაატანე პროფილაქტიკაში.-დაჩის გვერდი აუარა და წინ დაუდგა.-წავედით.! რას უყურებ გაინძერი.-ბოლო სიტყვებმა ფიქრებში წასული დაჩი გამოარკვია,მეგობრებს გაუღიმა და მათ მიყვა.
-*******
სალიმ სწრაფად მოახერხა ნიას იმ ადგილიდან გარიდება,რისთვისაც ნია მადლობელი იყო.დღევანელი ამბით შეწუხებული და გაბრაზებული თავის ოთახში საწოლზე წამოგორებული ჭერს უმზერდა და ამ ყველაფერზე ფიქრობდა.გონებაში ჩაბეჭდილმა სიტყვებმა მისცა ძალა,რომ არ ჩარეულიყო.თორემ ალბათ ყველას საკადრის ადგილს მიუჩენდა.არაა ამდენს შიშველი ხელით ვერ მოერეოდა.ამ ფიქრებზე თავადვე გაეცინა.ნიამ ფიქრებიდან ოთახში შემოსულმა თაკომ გამოარკვია.
-ჰეი.როგორ ხარ? გავიგე დღეს რაც მოხდა-გოგონა დასთან მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა.-მიხარია,რომ არ ჩაერიე.
-რომ გითხრა მეც მიხარიათქო მოგატყუებ,თუმცა ის მახარებს, რომ ცურვას და მუსიკას თავს არ დავანებებ.-შეღიმა თაკოს და მიკენ მთელი ტანით მობრუნდა.-მოიცა შენ მაგ დროს ხომ უკვე წამოსული უნდა ყოფილიყავი სახლში.მე რომ მოვედი სახლში დამხვდი.საიდან გაიგე?
-ტელეფონი ქვევით დაგრჩა და წეღან სალიმ დარეკა მოსაკითხათ.მე ვუპასუხე და ყველაფერი მომიყვა.-დაეკრიჭა ნიას და გვერდზე წამოუწვა.-არა მაინც როგორი სიმპატიურები არიან-გოგონამ ამოიხვნეშა,ნიას კი თვალები გადაატრია და ყურადღების გადასატანად თაკოს მუცელზე ღუტუნი დაუწყო.გოგონა ლოკოკინასავით იხრებოდა აქეთ-იქეთ და თან სიცილით აბრუებდა ოთახს.
დილით აღარ მოუწიათ იმ გადაჭედილი და გულის ამრევი სიტუაციებით სავსე ავტობუსით მგზავრობა.მაიკომ სკოლის ჭიშკართან გააჩერა მანქანა,გოგონებმა დედას ლოყაზე აკოცეს დაემშვიდობნენ და მანქანიდან გადმოვიდნენ.ცოტახანს იქვე იყვნენ და უმზერდნენ მანქანით მიმავალ დედა,რომელიც კუთხეში მიიმალა.ახლა სკოლისკენ შემობრუდნენ,თაკომ თამამად გადადგა ნაბიჯები სკოლისკენ,ნიამ ღრმად ჩაისუნთა და უკან მიყვა დას.შესულებს სალი შემოეგებათ,ორივეს მიესალმა და გადაკოცნა.გოგონების შუაში ჩადგა და მკლავებში ხელი გაუყარა.
-აბა ახალი დღისთვის მზად ხართ?-გაღიმებული ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.
-კი-დადებითად დამუხტულა თაკომ უთხრა.
-სხვა რა გზაა-ამოიოხრა ნიამ.სამივე სკოლის კიბეებისკენ მიიწევდნენ.თაკო რაღაცას გაოცებული აკვირდებოდა.ნია კი მხოლოდ ძირს იყურებოდა და წინ მიაბიჯებდა.არ უნდოდა სადმე გაეხედა და ის დაენახა რასაც ვერ მოითმენდა.თუმცა ასე ადრე არამგონია რამე ესეთი მომხდარიყო.
-ნია..-თაკომ შეძახა ჩუმად-ნიაა.-ხმას აუწია თაკომ და ნია გამოარკვია ფიქრებიდან.
-რა იყო?-ნიამ ყურადღება დისკენ გადაიტანა.
-მეჩვენება თუ დაჩი შენ გიყურებს?-ნიამ და სალიმ დის მზერას თვალი გააყოლეს და დაჩის მომზირალ თვალებს წააწყდნენ."სამეული" ისევ ერთად იყვნენ შეკრებილნი და სკოლის ხის ქვეშ ჩრდილში იდგნენ.მათთან ერთად რამდენიმე გოგოც იდგა.გიორგი მათ ელაპარაკებოდა,ლევანი მშვიდად იდგა ხეს მიყრდნობილი და გიორგის უსმენდა,დაჩი კი აშკარად არ იყო იმ პლანეტაზე.მთელი გზა სკოლის ჭიშკრიდან თვალებით ჭამდა ნიას.ნიამ უკმაყოფილო მზერა ესროლა დაჩის,მან ამ მზერაზე ღიმილით უპასუხა.ნიამ თავი სწრაფად გაატრია თავის დისკენ.
-გეჩვენება თაკო-შებღვირა დას და ისევ კიბეებს აუყვა.სალი და თაკოც უკან მიყვნენ.დაჩი კი ისევე მას უყურებდა და თავისთვის იღიმოდა.

****
გაკვეთილები დღეს ისეთი დამქანცველი იყო,რომ ნიას ლაპარაკის სურვილიც არ ქონდა.სალი კი განუწყვეტლივ სხვადასხვა რაღაცეებზე გაუჩერებლივ ლაპარაკობდა.საშინლად მოუნდა ნიას ცურაობა და დასვენება.უკვე ხუთი საათი ხდებოდა.სალის დაემშვიდობა და თავისი საჭირო აღჭურვილებით მომარჯვებული საცურაო აუზისკენ გაემრათა.სკოლა ჯერ კიდევ არ იყო დაცლილი.რამდენიმე კლასის მოსწავლეები გახანგრძლივებულში სწავლობდნენ.სპორტის მასწავლებელი ზვიადიც სტარტზე იდგა და ბიჭებს კალათბურთში ავარჯიშებდა.ნიამ დარბაზზს სწრაფად ჩაუარა და საცურაო აუზის გასახდელში შევიდა შესაბამისად ჩაიცვა და ხარბად გადახტა წყალში.ხელებს ძლიერად უსვამდა.წინდაუკან დაცურავდა.ერთი საათი ცურვის შემდეგ ღონე მიხდილი ამოვიდა წყლიდან.საცურაო კოსტუმი გასახდელში გაიხადა და გამოიცვალა.ჩანთიდან კაპიუშონიანი მოსაცმელი ამოიღო მხრებზე მოიცვა და ქუდი გადაიფარა.თავისი ნივთები აკრიფა ყურებში ყურსასმენები გაიკეთა და წამებში უკვე სკოლის ეზოში იყო.წამით იმ მხარეს გაიხედა საიდანაც დილით დაჩი იყურებდა.უაზრო ფიქრების კორიანტელი უტრიალებდა თავში.ფიქრებიდან თავის დასაღწევად თავი გააქნია.ჯიბეში ტელეფონმა ზმუილი ატეხა და ნიამ ყურსასმენები გამოიღო ტელეფონს დახედა.სოფი ურეკავდა,ნიამ სწრაფად უპასუხა უკვე მონატრებულ მეგობარს.
-ნი სად ხარ?-ტელეფონში სოფის ხმა გაისმა.
-სოფ ახლა გამოვედი სკოლიდან.შენ სად ხარ?
-შენთან ვარ და გელოდები.უკვე მეასედ მაინც გირეკავ.თაკო რაღაცეებს მიყვება შენს მომხიბვლელ ბიჭებზეე-ყურმილში სოფის ხითხითი ისმოდა.
-ოხ.უკვე გაუცნია გოგოს აქაურობა შენთვის-ნიამაც ვერ შეიკავა სიცილი.-კარგი მალე მოვალ არ წახვიდე უჩემოდ.
-კარგი გელოდები-გაისმა ხმა და გათიშა.ნიამ ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩააბრუნა.სანამ სოფისთან ლაპარაკობდა ამასობაში სკოლიდან გამოვიდა და გზას მარცხნივ უნდა გაჰყოლოდა.ის იყო ისევ ყურსასმენები უნდა გაეკეთებინა,რომ გამოსასვლელიდან მარჯვენა მხარეს ხმაური მოესმა.ნელ-ნელა ამ ხმისკენ წავიდა.იქვე მდგარ მანქანებს შუაში მიძვრებოდა ნელა.სატვირთოს გვერდზე აეყუდებინათ ბიჭი და მუცელში გამეტებით რამდენიმე წიხლი ჩაარტყეს.ბიჭის სახეს წესიერად ვერ ხედავდა ნია.უფრო ახლოს მისვლა იყო საჭირო და თან უკეთესად დაინახავდა ვინ იყვნენ.თუმცა მარტო ამის გასაგებად არ მიდიოდა.იქნებ შეძლებოდა და დახმარებოდა რამით.
უკვე საკმაოდ ახლოს იყო სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა მათგან სიტყვების გაგებას არც დალოდებია,როცა დაინახა როგორ გადმოაფურთხა დარტყმის შემდეგ პირიდან სისხლი.
-თქვენ რა სულ გაგიჟდით.ასე ხომ მოკლავთ ადამიანს.-ყველას ყურადღება ახლა მისკენ იყო მიპყრობილი.ნიას გაოცებისგან თვალები აუვიდა შუბლზე,როცა მისგან ზურგით მდგომი დაჩი და გიორგი შემობრუნდა.ლევანი კი ზურგით სატვირთოს მიყუდებოდა და მხოლოდ თავი მოატრიალა ნაცნობი ხმის გაგებისას-აახ.ჯანდაბა.ისევ თქვენ.
-ჰეი ახალო-დაჩი მისკენ წამოვიდა.-გუშინ ცუდად იყავი და ვერ შემოუერთდი ჩვენს ფართს და ახლა გადაწყვიტე შემოერთება?-ნიამ ზიზღნარევი სახე ესროლა.
-პირდაპირ ვიზიდავ პრობლემებს-ჩაილაპარაკა ნიამ და ხელები სახეზე ჩამოისვა,იმაში დასარწმუნებლად,თვალწინ მყოფი სურათი ნამდვილად არ ელანდებოდა.გიორგი და ლევანი ამ ორს უყურებნენ.დაჩი გოგონას წინ დადგა და თავიდან ფეხებამდე ათავლიერ-ჩაათვალიერა.-თქვენ რა მაზოხიზმით ხართ შეპყრობილები?ნახეთ საწყალი რა დღეშია-ნია სიტყვიერად იმაზე რბილად ცდილობდა დალაპარებას ვიდრე ასეთ სიტუაციაში იქცეოდა ხოლმე.
-ის ამას ნამდვილად იმსახურებს-მომღიმარმა გიორგიმ გამოსძახა გოგონას იქედან და ცერა თითი დასისხლიანებული მსხვერპლისკენ გაიშვირა.ნიამ თავი დაჩის მხრის გვერდიდად გააპარა და გიორგის შეხედა.-ძმაო ეს გოგო ან ძალიან მამაცია ან ძალიან სულელია-სიცილს ვეღარ იკავებდა და ძმაკაცს ხელი მხარზე შემოკრა.ლევანი ისევ იმ პოზაში იდგა და გოგონას რეაქციებს აკვირდებოდა.
-კარგი გვეყო დიალოგი.უბრალოდ მიბრუნდი და წადი აქედან.შენ არ გეხება ასე,რომ ნუ ჩაერევი.-აუღელვებლად უთხრა დაჩიმ ისე,რომ თვალი არ მოუშორებია მისი თვალებისთვის.გოგონამ ღმად ამოისუნთქა შებრუნდა და ორი ნაბიჯი გადადგა.უკნიდან მისი ხმა მოესმა- კარგი არჩევანია.-ეს სიტყვები ტვინში ლურსმის ჩარჭობასავით მოხვდა.თუმცა მიხვდა,რომ ამათთან სიტყვით ვერაფერს გახდებოდა.დაჩიმ ცოტახანს უყურა როგორ ითრევდა გოგონა ფეხს და უკან მსხვერპლს უყურებდა.მკაცრი სახე მიიღო ისევ დაჩიმ და დაწყებულის გასაგრძელებლად მიბრუნდა.გიორგი და ლევანიც უწინდელ მდგომარეობას დაუბრუნდნენ.
-იდიოტები,თავის თავზე დიდი წარმოდგენი მქონე იდიოტები.-თავისთვის პუტუნებდა და თან ნელ-ნელა მოაბიჯებდა.-იქნებ რამით დავეხმარო,მაგრამ როგორ? რა გავაკეთო?-კითხვების დასმას განაგრძობდა საკუთარ თავთან და პასუხმაც არ დააყოვდა უცებ,როცა მისმა თვალებმა იქვე წყარო,წყაროს მილზე წამოცმული შლანგი დაინახა.თვალით მისი სიგრძე გაზომა და ეშმაკურად ჩაიცინა.შლანგს ხელი დაავლო და მათთკენ გაემართა.ნელ-ნელა უახლოვდებოდ ამათ-დედი რაც შეეხება შენ მუქარას სკოლაზე ვრცელდება და არა სკოლის გარეთ.ეს კი სკოლასთან ახლოს მდებარე ტერიტორიაა და არა სკოლა.ამ აზრით დაიმშვიდდა თავი,უკვე მათთან შორი ახლოს იდგა.მილიდან წყლის გამოსაშვებად მხოლოდ სახელურის გადაწევა იყო საჭირო.
-ჰეი!-შესძახა ბიჭებს.
-ხომ გითხარი წასულიყავი და პრობლემების ძებნას შეეშვითქო-მოთმინება დაკარგული დაჩი შემობრუნდა და გოგონას მომღიმარ სახეს წააწყდა.
-წეღან ზედმეტად შეცხელებულები მომეჩვენეთ და მინდა დაგეხმაროთ.-ხელი მაღლა აწია სახელური გადაწია და წყალმაც მილიდან იშხეფა.წყლის ჭავლი პირდაპირ დაჩისა და გიორგისკენ მიმართულებით მიუშვა.ლევანი კი გაოცებული თვალებით უყურებდა ნიას,გოგოს,რომელმაც გაბედა და დაჩის წინააღმდეგობა გაუწია.ამ სანახაობას ხელს ნამდვილად ვერ შეუშლიდა,სატვირთვოს უფრო კომფორტულად მიეყრდნო და სანახაობას თვალს არ აშორებდა.დაჩი და გიორგი თავიდან ფეხებამდე გაილუმპნენ.-გაიქეცი შე უტვინო-შეყვირა გოგონამ მსხვერპლს.ისიც ადგილიდან მოწყდა.
-შენი!-ბრაზ მოკიდებული ცდილობდა წყლის მოგერიებას.კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა კიდევ უფრო კარგად,რომ შესხმოდა.მილი ონკანიდან გამოძვრა და წყალმაც იკლო,ცოტახანში კი წვეთებიღა ჩამოდიოდა მილიდან.ნიას მომღიმარ სახეს ახლა შიშის ელფერმა გადაკრა.-აი ახლა კი ვერ გადამირჩები-დაჩიმ ჯერ თავის სველ ტანსაცმელზე დაიხედა მერე კი ნიას შეხედა.გიორგი კი თავისთვს იკურთხებოდა და სველ ტანსაცმელს თვალები ააყოლ-ჩააყოლა.
-ძალიან კარგი იყო თქვენთან წუწაობა,თუმცა ძალიან მეჩქარება-ისევ ღიმილიანი სახე ესროლა,მისკენ წამოსულ ბრაზმოკიდებულ დაჩის.შეტრიალდა და ადგილს მოწყდა,წყალთან გავლისას კი შლანგი ისროლა და იქვე დააგდო.იმ კუთხეს თვალი მოაცილა,სადაც ნია გაუჩინარდა და უკან მიბრუნდა,გიორგის ტანზე პერანგს იხდიდა და ისევ განაგრძობდა ლანძღვას.
-ეს უტვინო გოგო-პერანგი გაწურა.უცებ მზერა ლევანზე გადაიტანა,რომელიც მათი შემყურე ხითხითებდა.-იმ გადარეულმა რატომ არ გაგრეცხა ჩვენსავით?-წარბაწეულმა მოღუშული მზერა ესროლა.
-ალბათ იმიტომ,რომ იმ საწყალს არაფერს ვუშავებდი,ან იმიტომ,რომ თქვენზე უფრო მეტად მე მოვწონვარ.-ღიმილი არ შორდებოდა სახეზე.
-იმ ნაბიჭვარს საწყალს ეძახიი?მანამდე ეფიქრა სანამ რამეს დააშავებდა.ჩემთან დაპირისპირება ძვირი დაუჯდება.-ცოფებს ყრიდა დაჩი.უფრო ლევანის ბოლო სიტყვებმა გააბრაზა და დააფიქრაა.თვითონაც ვერ ხვდებოდა რა აბრაზებდა, ან რა ეჭვის ჭია იყო ეს ასე,რომ უღნიდა გონებას და სულს უფორიაქებდა.
-კარგი დაწყნარდით-სიცილს კიდვე ვერ იკავებდა.-გიორგი გასაღები მესროლე მე დავჯდები საჭესთან თქვენ გაიწურეთ და ჩასხედით.-გასაღები უკმაყოფილო სახით ამოიღო ჯიბიდან და მეგობარს ესროლა.მანაც სწრაფი მოძრაობით მარცხენა ხელით დაიჭირა,ხელში შეათამაშა და მანქანისკენ წავიდა.
---
ნია გამწარებული გარბოდა ავტობუსსაც კი არ დალოდებია.ეგონა თუ ნაბიჯს მოუკლებდა იმ სიმპატიურს მკაცრი გამომეტეყველებით ჩაუვარდებოდა ხელში.მიუხედავად იმისა,რომ მისი სახლი სკოლისგან ასე შორს იყო,ნაახევარ საათში უკვე სახლთან იდგა და სუნთქვა შეკრული სუნთქავდა.გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა გაუსკდებოდა.ისე სწარაფდ მორბოდა ოლიმპიადა,რომ ყოფილიყო ალბათ პირველ ადგილს დაიკავებდა.სახლში შევარდა,კარები მიხურა და ზურგით მიეყუდან.ჯერ კიდევ ხშირად სუნთქავდა.მისაღები ოთახიდან გაკვირვებული სოფი და თაკო იყურებოდნენ,რომლებსაც ნიას ასეთ მდგომარეობაში დანახვაზე თავლები გაუფართოვდათ.
-რა მოხდა? მოგდევს ვინმეე?-სოფი მისკენ წამოვიდა.თაკო სამზარეულლოში შევარდა წყლის გამოსატანად.
-ი...იიქ.... მე... -სულს ვეღარ ითქვამდა.-მე...
-ჯანდაბა დაწყნარდი და მერე მოგვიყევი-სოფიმ ხელი მხარში გაუყარა და მდივნისკენ წაიყვანა.ამ დროს თაკოც გამოჩნდა წყლით სავსე ჭიქით ხელში.
-ცოტა დაისვენე და მერე დალიე.დაღლილ გულზე ნუ დალევ.თან ცივია.-ხელში მიაჩეჩა უკვე მდივანზე ჩამომჯდარ გოგონას.ცოტახანში სუნთქვა ოდნავ წესრიგში ჩაუდგა,უკვე ლაპარაკი აღარ უჭირდა.პირი ისე გამომშრალი ქონდა ზედიზედ სამი ჭიქა დალია.
-ჩემი უტვინო თავის ბრალია სულ.სკოლიდან გამწარებული მოვრბივარ.ასე მგონია უკან მომდევდნენ და ახლაც გარეთ მელოდებიან,როდის გავალ,რომ სამაგიერო გადამიხადონ.-ხმა ამოიდგა ნიამ,მის სიტყვებზე გაშტერებული გოგონები კი ხან ერთმანეთს უყურებდნენ ხან კი ნიას ჯერ კიდევ აჭარხებულ სახეს.
-ვინ მოგდევდა? რა ხდება?-დას მიაყარა კითხვები გაოცებულმა.
-ვინ და ის შენი სიმპატიური ბიჭები.
-მოიც ისევ რამე დააშავეეე?კარგი რაა.იმათ რაღას ერჩი?-ტახტზე შეხტა-შემოპროწიალდა დის ნათქვამით გაღიზიანებული.
-გუშინდელი ამბავი,ხომ გახსოვს,რომ არ ჩავერიე.აი ის ბიჭი ეზოში,რომ ყავდათ გაგდებული.ხოდა დღეს სკოლის გარეთ ყავდათ დაჭერილი.ხოდა მე ჩამერთო ეს ჩემი გადამრჩენელობის ინსტიქტი და დავეხმარე.თუმცა იმის დამხარებით მგონი კი არა ისინი გადავიკიდე.
-მეტის ღირსი ხარ.ჯერ გაგეგო იქნებ სულაც საცემი იყო ის ბიჭი-ამოიგმინვა თაკომ.
-დაწვრილებით მომიყევი რა და როგორ მოხდა.მოკლედ შენ ვერ ეშვები ამ გმირობას.-სოფიმ დატუქსა დაქალი.
-მოკლედ...-დაიწყეო ნიამ და ყველაფერი მისვლის დღიდან რაც იცოდა და რაც არ იცოდა სოფის ყველაფერი მოუყვა.დიდიხანი ილაპარაკეს.თაკო მდივნის კუთხეში გაბრაზებული იჯდა და კოპებშეკრული შესცქეროდა თავის დას.დაქალები კი გამწარებულები უყვებოდნენ ერთმანეთს ახალ თუ ძველს სკოლაში მომხდარ ამბებს.
დასაძინებლად დაწოლისას ნიას სამეულზე ფიქრი აეკვიატა.საერთოდ არასდროს ნანობდა ჩადენილს,თუმცა თაკოს სიტყვები გაახსენდა „იქნებ ღირსი იყოო",იქნებ მართლა იყო დამნაშავე,თუმცა არა ასე არ უნდა მოქცეულიყვნენ.ამ დამამშვიდებელი ფიქრებით თავი დაიმშვიდდა ლოგინში კომფორტულად მოეწყო და ღრმა ძილს მიეცა.
****
დილით ყველაფერი თავის ჩვეული რიტმით დაიწყო.დედამ ორივე სკოლაში თავის მანქანით მიიყვანა და ჭიშკართან ჩამოსვა.დამნაშავეს გული ამოვარდაზე ქონდა. სად წავიდა შენი სიმამაცა?-შემოსძახა თავის თავს.თაკო ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო და ცხვირ აბზუებული შევიდა სკოლაში,ისე,რომ არც კი დალოდებია დას.ნიამ ღრმად ჩაისუნთქა და სკოლის ეზოში ფეხი შედგა,ყველაა მას უყურებდა და თავისთვის ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ.ნიას სალი მიუახლოვდა.
-ნია-შეშფოთებული სახით შეხედა მეგობარს-გუშინდელი ამბავი ყველამ გაიგო.არ ვიცი საიდან და ვინ უთხრა,თუმცა მთელმა სკოლამ იცის.
-რა? საიდან?ოოფ-ღრმად ამოისუნთა-მაზოხისტთან ერთად ჭორიკანებიც აღმოჩდნენ?-ნელი სვლით განაგრძე გზა სკოლისკენ .-ერთს გეტყვი ვინც გააბრაზე იმაზე უფრო იმ ოთხ ლამაზმანს უფრთხილდი თვალებით,რომ შეგჭამეს ლამის.-თვალებით მარცხენა მხარეს გახედა.-ეგ ოთხეული ჩვენი სიმპატიურების სიმპატიურობის მსხვერპლები არიან და დამიჯერე ყველაფერზე არიან წამსვლელები.ისინიც არანაკლებად უსწორდებიან იმათ ვინც ჩვენ ბიჭებს თვალში არ მოსდით ასე,რომ უფრთხილდი.
-ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო პირდაპირ ჩემზეა ნათქვამი რა.-თვალები აატრიალა და სკოლის დერეფანში შევიდა.
სალის ნათქვამიდან გამომდინარე ყოველ ნაბიჯზე საფრთხე ელოდა,მაგრამ მისდა გასაკვირად მთელი დილა არაფერი მომხდარა,თუ არ ჩავთვით მის დანახვაზე ცხვირაბზუებულ მოსწავლეებს და მის ზურგს უკან მოჩურჩულე ხალხს. ნია ხომ ძლიერი გოგოა,არასდროს არაფრის წინაშე უკან არ დაუხევია და არც ახლა დაიხევს.ახლაც ასე ფიქრობს,რომ ისე მოიქცა როგორც უნდა მოქცეულიყო.
ახლა სპორტის გაკვეთილი უწევდათ.ორივე ერთად შევიდნენ დარბაზში. დღეს თვალი არ მოუკრავს სამეულისთვის,იმედოვნებდა,რომ სპორტს არ დაესწრებოდნენ თუმცა იმედი გაუცრუვდა.ისინიც იმ მწკრივში იდგნენ და ელოდებოდნენ ამ ორი წუთით დაგვიანებულებს.
-როგორც იქნა მოხვედით.რამდენი ხანი უნდა გელოდოთ-გაისმა ზვიადის ბოხი ხმა.-გამოიცვალეთ და დასჯის მიზნით ჯერ ჯგუფთან ერთად შემოურბენთ დარბაზს შემდეგ სავარჯიშო დარბაზში შეხვალთ და თითოული 30-30 პრესს გააკეთებთ.-მკაცრი ბრძანება გასცა ზვიადმმა.გოგონებიც გასახდელისკენ გაემართნენ უკნიდან კი ჩაცინების ხმა მოესმათ.
-ორი წუთი არც დაგვიგვიანია რატო დაგვსაჯა.-ბრაზობდა სალი.-მაპატიე ჩემი ბარლია შენც,რომ დაგაგვიანდა.
-არაუშავს.მე ეგ არ მაბრაზებს.სიამოვნებით მივიღებ ამ სასჯელს იქნებ ბრაზი ჩაახშის ჩემში.იმაზე კი ვბრაზდები,დაგვიანება ჩვენთვის არ მოსულა და იმათთვის მთელი ათი წუთი,რომ დაიგვიანეს არაფერია.აი ეს მაცოფებს.დროზე გამოვიცვალოთ ახლა თორემ კიდევ რამეს გვეტყვიან.-გამოცვლა დაიწყეს და მდუმარება ისევ სალიმ დაარღვია.
-შეხედე დაჩის როგორ გიყურებდა?მზერით სიკვდილი,რომ შეიძლებოდეს ალბათ უკვე მკვდარი იქნებოდი.
-არ შემიხედავს სიმართლე გითხრა.მხოლოდ მასწავლებლის გაბრაზებულ სახეს ვუყურებდი და ვცდილობდი არსად გამეხედა.-სწრაფად დარბრუნდნენ თავიანთ ადგილებზე.ბიჭების ხაზზე პირველი მეორე და მესამე ადგილს სიმაღლის მიხედვით სამეული იყოფდა.დაჩიმ ნელი ნაბიჯებით დაიწყო მოძრაობდა და თანდათან სირბილს უმატა დანარჩენები კი მას მიყვებოდნენ.ნია უკან უკამაყოფილო სახით და თავჩაღუნული მიყვებოდა.ხაზიდან გასვლაც არ უნდოდა და ახალი პრობლემის აკიდება,თუმცა სხვა გამოვიდა ხაზიდან და სალისა და მის შუაში ჩადგა.რამდენჯერმე ზურგზე სპეციალურად შეეტაკა,თუმცა ხმა არ გაუცია.უკვე ბოლო წრეს ასრუებდნენ გოგონამ ფეხი გამოდო და ნია დარბაზის იატაკს ჩაეხუტა.კიდევ კარგი მოასწრო და ხელი მოაშველა,თორემ პირდაპირ სახით დაეცემოდა.
-მანდ რა ხდება?-მოისმა ზვიადის ხმა.ამ ამბავში დანაშავე კი მიიჭრა მსხვერპლთან და უდანაშაულო სახე მიიღო.
-ხომ კარგად ხარ შემთხვევით მომივიდა-ყალბი ღიმილი აჩუქა გოგონას.
-არაფერია კარგად ვარ-შეწუხებულმა მიირბინა მეგობართან სალიმ და დამნაშავეს გაბრაზებული მზერა ესროლა.
-ნინი რა ხდებათქო?-გაიმეორა უკვე მათთან ახლოს მოსულმა მასწავლებელმა.მათთან თავი სხვებსაც მოეყარათ.დაჩი და მისი მეგობრები შორი ახლოდან უყურებდნენ ამას და ჩარევას არ აპირებნენ.
-არაფერი მასწ-თვალები დააფახურა გოგონამ და მასწავლებელს შეხედა-შემთხვევით მოხდა.როგორც თვითონ ამბობს კარგადაა.-ნია ამ დროს წამოდგომას ცდილობდა,სალი კი ეხმარებოდა.ფეხის დადგმისას წვივში საშინელი ტკივილი იგრძნო.ტკივილისგან თავიდან უნებურად წამოიყვირა.
-რა მოხდა ნია?სად გტკივა?-შეშფოთებული უყურებდა მეგობარს.ნინი კმაყოფილი შესცქეროდა ამ სანახაობას.თავისი ქერა თმა მარჯვენა მხარეს ყურთან ლამაზად გადაეწია მისი მოლურჯო ფერის თვალები გოგოებისთვის მიენათებინა და კმაყოფილი იღიმებოდა.დაჩი მიტრიალებას აპირებდა როცა გაიგო,რომ კარგად იყო,თუმცა მისმა ყვირილმა ისევ მზერა მასზე გადაატანინა.სულაც არ გახარებია მას რომ ეტკინა რატომ? პირიქით თითქოს,რაღაც მას უფრო ეტკინა.რა იყო ეს?!ეს თავხედი გოგო,ხომ მას ასე ძალიან არ მოწონდა.
-არაუშავს,ეტყობა დაცემისას ფეხი ცუდად მომყვა და...-კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და სიმწრისგან სახე დაემანჭა.
-ახლავე ექთნის კაბინეთში წაგიყვანთ,სასჯელს კი მერე მოიხდი.-მკაცრი ბრძანება გასცა ზვიადმა.
-არაა საჭირო გამივლის-გააპროტესტა გოგონამ."ოხ ეს ჯიუტი გოგო"-თავისთვის ჩაილაპარაკა დაჩიმ და მისკენ ნაბიჯი უნდა გადაედგა და თავისი ხელითვე უნდოდა მიეყვანა ექთნის კაბინეთში თუმცა სულ რაღაც ორი წამით დაასწრეს.ნიასკენ უკვე ლევანი მიემართებოდა.
-რას ქვია გაივლის -გაბრაზებულმა შეუბღვირა სალიმ მეგობარს-ახლავე ექთანთან წავალთ.
-არაა საჭირო მე..-სიტყვის დაბოლოვება ვერ მოასწრო ნიამ,რომ ვიღაცამ ხელი დაავლო და ხელში აიყვანა.
-საჭიროა.მე მიგიყვან ექთანთან შენ გაგიჭირდება შენით მისვლა-ხელში აყვანილ გოგონას შეღიმა და გასასვლელისკენ გაემართა.ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა გაპროტესტებაც კი ვერ მოასწრო მსხვერპლმა,რომელიც ახლა ლევანის მკლავებში იყო მოქცეული.სალი ჯერ გაოგნებული უყურებდა ამ მოქმედებას,მერე კი ჩაეღიმა და მათ უკან გაყვა.ნინი აშკარად არ იყო ამ სანახაობით კმაყოფილი,დაჩისაც სიბრაზემ გადაკრა სახეზე.
-დაინახე რა ქნა ლევანმა?-ჯერ კიდევ შოკში მყოფნა გიორგიმ მკერდზე მიკრა ხელი დაჩის.
-დავინახე-კბილებში გამოსცრაა და სავარჯიშო დარბაზს მიაშურა.შოკირებული გიორგიც მას გაყვა.რა იყოო ეს? რატომ უფორიაქებდა სულს მთელი ეს მომხდარი?ამ კითხვებზე პასუხს ვერ სცემდა და გაბრაზების კორიანტელი კიდევ უფრო უგროვდებოდა სხეულში.

****
მთელი გზა გატრუნული იყო მიკრული ნია მის სხეულს.მისი სხულის სიძლიერეს და კუნთებს გრძნობდა ასე ძალიან,რომ იყო შემოკრული მასზე.მისი სუნთქვა თმაზე ელამუნებოდა.კიდევ კარგი მარცხნიდან არ ყვადა მიკრული სხეულზე თორემ აუცილებლად იგრძნობდა მის გულის სწრაფ ცემას.თუმცა არ იყო დარწმუნებული, რომ ახლაც არ ესმოდა ისე ხტოდა მისი გული.რატომ რეაგირებს მისი გული ასე მასსზე.იმიტომ ხომ არა,რომ პირველია ვინც ასე ახლოსაა მასთან.არასდროს ახლოს არ მოუშვია არავინ,ესეც მისდაუნებურად მოხდა.მისი სხეული და გული შეუჩვეველია ბიჭთან ასე ახლოს ყოფნას ალბათ ამიტომ.დაიმშვიდა თავი ნიამ.ექთნის კაბინეტს როგორც იქნა მიაღწიეს.ლევანმა ნაზად დაუშვა მდივანზე.
-ლევან რა მოხდა? -ნაზად შეღიმა ექიმმა.
-წაიქცა და მგონი ფეხი იღრძო.თუ შეიძლება გასინჯეთ.მე გარეთ დაგელოდებით აქ კი მისი მეგობარი დარჩება.-ბიჭი ისე გატრიალდა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო,არაუშავს აქედან,რომ გავა მერე ეტყვის. სალის გაოცებული მზერა ისევ თან გაჰყვა.პირველი შემთხვევა იყო,როცა ვინმეს მიმართ თან გოგოს მიმართ ასეთი მზრუნველლობა გამოიჩინა,როგორც ყოველთვის ან სადმე მშვიდ ადგილას ეძინა ან ბიჭებთან ერთად დადიოდა გასართობათ,ან მათ გასარჩევ საქმეებზე უკამყოფილო მზერით დადიოდა.
-აბა მაჩვენე-მოუბრუნდა ექთანი დაშავებულს.ორივე გოგონას ყურადღება ახლა ექთანზე და ნიას ფეხზე იყო გადატანილი.-მართლაც ნაღრძობი გაქვს.ახლა მაზს წაგისმევ და შეგიხვევ.ეცადე ფეხი არ გადატვირთო.მეგობარი მოგეხმარება სიარულში-და უცებ სალის გახედა.
-რათქმა უნდა.-გაუღიმა ექთანს.
-თუ არადა ლევანი გარეთ გელოდება ვეჭვობ უკან ისევ ხელში აყვანილი დაგაბრუნებს-ეშმაკურად გაუღიმა ქალმა დაშავებულს.-ეს მალამო რაც წაგისვი ტკივილს დაგიამებს და შეძლებ ფეხის დადგმას,ოღონდ ძალა არ დაატანო კიდევ ერთხელ გაფრთხილებ.
საექთნოდან გოგონები გამოვიდნენ.
-დამეყდენი და ისეე იარეე,ხომ გაიგონე რა გითხრა არ დაატანო ძალაო.-ტუქსავდა მეგობარი.მათი გამოსვლისას იქვე ზურგით მიყრდნობილმა ლევანმა ყურადღება მათთზე გადაიტანა.
-როგორ გაქვს ფეხი?
-უკვე კარგად.გმადლობ,რომ მომიყვანე.
-მადლობა არა საჭირო.სად მიდიხარ მითხარი და წაგიყვან.-ლევანმა წინ გადმოდგა ნაბიჯი ისევ ხელში უნდოდა აეყვანა გოგონა და ფეხისთვის ძალა არ დაეტანებინა.
-არა არაა საჭირო ხელში აყვანა.მალამო წამისვა და აღარ მტკივა უბრალოდ ძალაას არ დავატან.ისევ დარბაზში დავბრუნდეთ ჯერ ისევ გაკვეთილი გვაქვს.-ნია ისევ მეგობარს დაეყრდნო და დარბაზისკენ აიღეს გეზი.ლევანი კი ჩუმად მიყვებოდა გვერდით.მისვლისას ლევანმა დარბაზის კარი გამოაღო და ყველას ყურადღება მიიპყრო.ნია კოჭლობით შევიდა მეგობართან ერთად.
-სერიოზულია რამე?-იკითხა მასწავლებელმა.
-ნაღრძობი აქვს-ყველას მაგივრად პასუხი ლევნმა გასცა.-იქნებ დღეს ადრე გაუშვათ.ასეთი ფეხით ვერ შეძლებს ვარჯიშს და ვერც სხვა ვერაფერს გააკეთებს.თვითონ უარს ამბობს წასვლაზე თუმცა ჯობია სახლში წავიდეს და დაისვენოს.
-არაუშავს დავრჩები.არა საჭირო გაცდენა.
-ხომ ვამბობ ჯიუტიათქო -გვერდულათ ჩაიცინა ლევანმა და ნიას შეხედა.
-ვეთანხმები ლევანს.ასეთი ფეხით ვერაფერს გააკეთებ.უნდა დაისვენო-დაეთანხმა მასწავლებელი.დაჩიმ კი კალათბურთის თამაშს თავი დაანება მათი შემოსვლისას და ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს.ნიას განათებულ სახეს უყურებდა,რომელსაც შიგადაშიგ ლევანისკენ აპარებდა.ხელი ძლიერად მომუშტა.ცდილობდა ბრაზი ასე ჩუმად გამოეხატა.
-******
ამ ინციდენტის შემდეგ ორი დღე გავიდა.ნიას სიჯიუტის მიუხედავად გაკვეთილებიდან მაინც გაანთავისუფლეს და სახლში გამოუშვეს.პირადად სალიმ წამოიყვნა თავისი მანქანით.ლევანმა გამოთქვა სურვილი მისი წამოყვანის,თუმცა ნიამ უარი განაცხადა არ უნდოდა უფრო შეეწუხებინა, არც ლევანს დაუჟინებია დიდათ თორემ ნიას სიჯიუტე ვერაფერს გახდებოდა.
ბიჭები როგორც ყოველთვის კვირა დღესაც ლევანის სახლში შეიკრიბნენ.ლევანი და გიორგი ბილიარდს თამაშობდნენ,ოთახში ნაზი მოელვარე ჰანგები ისმოდა.დაჩი იქვე მდივანში ჩასვენებულიყო ხელში პატარა ბურთს ათამაშებდა და ჩაფიქრებული ჭერს მიშტერებოდა.ოთახის მყუდროება მოხუც ქალბატონთან ერთად შემოსულმა ბიჭმა დაარღვია.ქალს ხელში ლანგრით წვენი და ტკბილეულობა შემოჰქონდა,ბიჭს კი მხარზე ხელი ნაზად შემოეხვია და ნაზად კოცნიდა.
-საძაგელო მაგ ლამაზი ღიმილით მე ვერ მომთაფლავ, მოაცილე ხელები ჩემს ნამცხვარს ჯერ ხელები დაიბანე-მოხუცს თბილი ღიმილი დასთამაშებდა.-გემრიელად მიირთვით შვილებო-ქალმა ნამცხვარი და წვენი მაგიდაზე დააწყო.
-თქვენი ბრალია ნელი ბებო ასე გემრიელად,რომ ამზადებთ-მომაჯადოებელი ღიმილი აჩუქა ქალბატონს.ნამცხვარს ხელი დაავლო აკოცა და მეგობრებისკენ გაემართა.ნელი ბებომ კი მეგობრები მარტო დატოვა.
-ლუკა-წამოიძახა გახარებულმა გიორგიმ.დაჩიც გამოერკვა თავისი ფიქრებისგან და მზერა მეგობრისკენ გადაიტანა.-რატომ არ გვითხარი დღეს,რომ ჩამოდიოდიი დაგხვდებოდით.-ჯერ გიორგი გადაეხვია ძმაკაცს,შემდეგ ლევანი,ბოლოს კი დაჩი.
-რათ მინდოდა დახვედრა სიურპრიზი გაგიკეთეთ.-ბიჭები ისევ ბილიარდს მიუბრუდნენ ლუკაც მათ შეუერთდა,დაჩი კი თავის პირვანდელ ადგილს დაურბუნდა და ისევ ჭერს მიაპყრო თვალები.-რა ჭირს ამას?-თვალებით ორივეს დაჩიზე ანიშნა.
-თვითონ არ იცის და ჩვენ რა გითხრათ.-ლევანმა ჭოგრი ბურთს დაუმიზნა და მოხერხებული მოძრაობით სამი ბურთი რგოლში ჩააგდო და კმაყოფილმა გიორგის გახედა.
-ბილიარდის თამაშში ბადალი არ გყავს.დავიღალე სულ წაგებულის როლში ყოფნით-უკმაყოფილოდ გადახედა მაგიდას გიორგიმ და ჯოხი მაგიდაზე დააგდო.
-კარგი,კარგი-სიცილს ვეღარ იკავებდა ვერც ლევანი და ვერც ლუკა.-წამო ბებოს მოტანილი ნამცხვარი დააგემოვნე და გაბრაზება გაგივლის-სამივე მაგიდისკენ წავიდა და ჩამოსხდნენ.
-ეს ისეა გაშტერებული აზრი არ აქვს მაგიდაზე მოვიპატიჟოთ-თვალით ანიშნა გიომ მეგობრებს.-სულ იმ გოგოს ბრალია,ვერ ინელებს,რომ გოგოს მხრიდან ამხელა წინააღდმეგობა მიიღო.-ნამცხვრის დიდი ნაჭერი მოკბიჩა და გატენილი პირით შეხედა მეგობრებს.
-ვინ გოგო? რა ხდება?ძმებო რამე საინტერესო გამოვტოვე?-ეშმაკურად ჩაიღიმა ლუკამ და წარბები შეათამაშა.
-არაფერიც არ ხდება-წვენი მოსვა ლევანმა და სკამზე გადაწვა-უბრალოდ გამოჩნდა გოგო,რომელიც მის მომხიბლელობის წინაშე ქედს არ იხრის და შოკშია.-მომღიმარი სახე ესროლა ძმაკაცებს ლევანმა.
-ახლა უფრო დავინტერესდიი,როგორ მომინდა იმ გოგოს გაცნობა-ლუკამ პირიი ისევ ნამცხვრით გამოიტენა.ეშმაკური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
-ხვალ გაიცნობ.ეს კი იმედია ასე არ დარჩება-ბიჭებს სიცილი აუტყდათ.
-გეყოთ ჩემზე ლაპარაკი-მდივნიდან წამოიწია დაჩი და მათთან მივიდა.-იმ გოგოს ჭკუაზე აუცილებლად მოვიყვან.-ძმაკაცებს მხარზე ხელი დაკრა,შემდეგ თეფშს შეხედა, სადაც ნამცხვრის უკანასკნელი ნაჭერი იყო და ლუკა ხელს აპარებდა მისკენ.დაჩიმ სწრაფად დაკრა ხელზე ხელი-ეს ჩემია-უცებ ბოლო ნაჭერს დაწვდა და პირში გაიქანა.-მართლაც უგემრიელესად ამზადებს ნელი ბებო.
-მე კი მგონია ის მოგიყვანს ჭკუაზე-ჩაილაპარაკა ლევანმა თავისთვის ჩაიღიმა და ფეხი ფეხზე გადაიდო.
--------------
-როგორ მიხარია დღეს,რომ მოდიხარ სკოლაში-თაკო მანქანაში ცქმუტავდა.
-რა იყო სახლში არ გყოფნი?-ჩაიცინა ნიამ
-სკოლაში,რომ ხარ სასწაულები ხდება -გადაიხითხითა გოგონამ.
-რა ხდება?-ლაპარაკში მაიკო ჩაება-ნია ჩვენი შეთანხმება ხომ არ გავიწყდება?-ცალი წარბი აწია ქალმა.
-მაგას რა დამავიწყებს-ღრმად ამოისუნთქა გოგონამ.მანქანა სკოლის ეზოსთან მისრიალდა ორივე მანქანიდან გადმოვიდა დედამ შვილებს კარგი დღე უსურვა და ორივეს ჰაეროვანი კოცნა აჩუქა.
-წარმატებებს გისურვებ დაო დაგჭირდება-თვალი ჩაუკრა დას და სირბილით მეგობრებისკენ გაემართა.
-ეს გამოუსწორებელი ჭორიკანა.-ჩაიცინა გოგონამ.ეზოში თვალი სალის მოკრა და მისკენ წავიდა.სალისკენ მიმავალს ვიღაცამ გზა გადაუჭრა.ნიამ მზერა მასზე გადაიტანა.გოგონას თვალებში ლურჯი თვალები შეანათა ლუკამ და მომღიმარი მზერა ესროლა.
-ე.ი შენ ახალი გოგო ხარ,მაპატიე თუ შეგაშინე.მე ლუკა ვარ -ხელი გაუწოდა გოგონას.ნია ყოყმანობდა თუმცა ხელი მანაც გაუწოდა.
-მე ნია.სასიამოვნოა.-მორიდებულად მის ზურგს უკან სალის გახედა.მათკენ ლევანი წამოვიდა.
-ჩემს მეგობრებს უკვე იცნობ -გაუღიმა ლუკამ -ამიტომ მეც მინდოდა გაგეცანი.-ისევ მომღიმარი უყურებდა გოგონას და თვალით ათვალიერ-ჩაათვალიერა.ამასობაში ლევანიც მოვიდა.
-გამარჯობა ნია.ფეხი როგორ გაქვს?
-გამარჯობა.მადლობ უკვე კარგად.კიდევ ერთხელ მადლბა დახმარებისთვის ახლა კი თუ შეიძლება მეგობართან წავალ.-ბიჭებს გვერდი აუარა და სალისკენ გაემართა.
-მოიც მე თვით ლუკა მივედი ხელი ჩამოვართვი გავეცანი და ასე უბრალოდ წავიდა?-პირი დააღო ბიჭმა.-ვერ ვიჯერებ ამ გოგოზე მართლა არ მოქმედებს ჩვენი შარმი თუ რა უბედურებაა.
-წამოდი ძმაო დავუბრუნდეთ ჩვენებს.-ორივე სკოლის დერეფნისკენ გაემართა.
ნიამ ძლივს ამოისუნქა და სალისკენ გაემართა.თან შეუმჩნევლად სუნთქვით ვარჯიშებს აკეთებდა.ლევანის დანახვამ ისევ დარბაზიდან მომავალი,მასზე მიკრული და მისი სურნელით გაუბრუებული თავისი თავი გაახსენდა.გაოგნებული სალი მისკენ წამოვიდა ორი წამის წინ ნანახს ვერ იჯერებდა.
-ღმერთო ჩემო ეს ხომ თვით ლუკა დარბაიძე იყო.ოთხეული უკვე სრული შემადგენლობით დაბრუნდა სკოლაში.მოიც შენთან რა უნდოდა?
-მე რა ვიცი.გამეცნო და ვსიო.
-და ლევანი?
-ფეხზე მკითხა როგორ გაქვსო.კარგად მეთქი და წამოვედი.
-ღმერთო რა იღბლიანი ხარ.-გოგონამ ამოისუნთქა და მეოცნებე თვალები ზეცას აღაპყრო.
-მოეშვი ოცნებას.-გაუცინა მეგობარს.ხელი ხელში გაუყარა და სკოლისკენ უბიძგა-წამოდი გაკვეთილებზე დაგვაგვიანდება.

****
ნია მესამე გაკვეთილის შემდეგ დირექტორმა დაიბარა ოთახში.ნუთუ ახლა მისგანაც მოხვდებოდა იმ ინციდენის გამო?აბა მაშინ სხვა რაზე უნდა იბარებდეს? კიბეებზე მიაბიჯებდა და თან
ამაზე ფიქრობდა.ფიქრებიდან გვერდით მოლაპარაკე ბიჭმა გამოარკვია.თავი მოატრიალა და ხელში მსხვერპლი შერჩა,რომელსაც ამას წინათ დაეხმარა.
-გამარჯობა ნია-უღიმოდა ბიჭი.
-გაგიმარჯოს.მაპატიე შენი სახელი არ ვიცი-სახემოეჭმუნა გოგონას.
-არაუშავს.ახლა გამოვასწოროთ მე დათო მქვია-ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად,თან უღიმოდა.
-სასიამოვნოა.-გაუღიმა ნიამაც.კიდევ აიარეს რამდენიმე კიბე.
-მინდოდა მადლობა მეთქვა იმ დღისთვის.-თვალი გვერდულად გააპარა გოგონასკენ.
-სათქმელად არ ღრის.ვინც არ უნდა ყოფილიყო ყველასთვის ამას გავაკეთებდი.-გოგონას მზერა კიბეებისკენ ჰქონდა გადატანილი და ერთი სული ქონდა გაეგო კაბინეტში რაზე იბარებდნენ.დიდ ყურადღებას არც აქცევდა დათოს.
-მე მაინც მადლობელი ვარ.თუმცა ახლა შენ ხარ ჩემს დღეში მგონი.სულ ამ ოთხეულის ბრალია ყველაფერი.-სახეზე სიბრაზე გამოეხატა ბიჭს.ნია შედგა და მისკენ მიბრუნდა.-თავი რაც შეგიძლია შორს დაიჭირე მათგან.-ხელები მხრებზე მოკიდა გოგონას და სახე უფრო ახლოს მიუტანა.
-პირველ რიგში ხელები მომაცილე-გაიხსნა თავი მისი მარწუხებისგან-მეორეც კი გადაგარჩინე,მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევს ჩემთან ასე ახლოს იყო და მესამე შორს დავიჭერ თუ არა თავს მათგან ეს ჩემი საქმეა.კარგად!-ნაძალადევად გაუღიმა მხარზე ხელი დაკრა და დირექტორის ოთახისკენ გაემართა.
ჰოი საოცრებავ.დირექტორის ოთახიდან გამოსული გაკვირვებული იყო.არაფერზე არ უბრაზდებოდნენ.ეს ჭორები არც უხსენებია,რომელიც მთელ სკოლაში იყო მოდებული.პირიქით მისი ჯამრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა და ურჩია უფრო ფრთხილად ყოფილიყო,რადგან ყოველთვის ყველას ვერ აკონტროლებდა.გოგო ამ კაცით კმაყოფილი იყო,თავისი ძველი დირექტორისგან განსხვავებით მის ადგილს ამართლებდა.სამასწავლებლოდან გამოსულს კარებში ვიღაცის სხეული აეფარა.ჩამოსაშორებლად მარჯვნივ გაიწია,თუმცა ისიც მარჯვნივ წავიდა.ნიამ
ახლა მარცხნივ გააკეტა სვლა,მოპირდაპირე სხეულიც აჰყვა.
-აახ ჯანდაბა! მე აქეთ გავიწევი თქვენ მეორე მხარეს-მბრძანებლურად უთხრა წინ მდგომ სხეულს,რომლისთვისაც არც კი შეუხედავ.
-მბრძანებლობა გიყვარს-ნიამ ახლაღა შეხედა მას.დაჩის მკაცრ სახეს ღიმილი დასთამაშებდა.
-რატომ არ მიკვირს შენ,რომ ხარ-თვალები აატრიალა გოგონამ.
-ასე არ გიხარია ჩემი დანახვა?-სახე მოეღუშა შეუმჩნევლად დაჩის.-სხვათაშორის შენ ხარ ყოველთვის იქ,სადაც არ უნდა იყო.
-რა გინდა?ბოდიში მოგიხადო?-მოთმინება დალეულმა ახედა ბიჭს.
-ფეხი როგორ გაქვს-მთელი სერიოზულობით ეკითხებოდა.
-დაჟე ჩემი ფეხის მდგომარეობა გაინტერესებს?-ირონიულად ჩაიცინა გოგონამ.-გეტყვი,რომ შესანიშნავად მაქვს.ძაღლი კოჭლობით არ კვდება.ამ ყველაფერს რისთვის აკეთებ?-სერიოზული სახით ახედა ნიამ.
-რას ვაკეთებ?-დაჩი დაიბნა.
-გსიამოვნებს,როცა შენს გამო ვიღაცას რამეს უშავებენ შენივე ბრძანებით?-დაჩის სახეზე სიბრაზემ გადაკრა.
-თუ იმას ამბობ,რომ ჩემი ბრძანებით რამე დაგიშავეს ცდები.-ცალი ხელი მხარზე ჩავლო სამასწავლებლო ოთახს გამოარიდა და იქვე კედელს მიაყუდა.-მე ასეთ რაღაცეებს არავის ვავალებ და დათოსგან თავი შორს დაიჭირე-
მასთან ახლოს მისულმა გამოსცრა კბილებიდან.
-მტკივა ხელი გამიშვი-ტკივილისგან სახე მოეჭმუნა ნიას.დაჩიმაც მაშინვე გაუშვა ხელი.გოგონა კი იმ ადგილზე ისმენდა ხელს.-შენ არ გეკითხება მე ვისთან დავიჭერ თავს შორს და ვისთან არა!ხო კიდევ ბოდიშს ჩემგან ვერ ეღირსები!-მკაცრი სახით უთხრა გოგონამ და კიბეებზე დაეშვა.დაჩიმ მომუშტული ხელი კედელს მიკრა.ხელის ტკივილი დიდად არც უგრძვნია,უფრო შინაგანი ტკივილი აწუხებდა.
_****
ზარის დარეკვამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო,თან შემდეგ გაკვეთილზე შესვლაც არ უნდოდა ამიტომ ამჯობინა ყველას გარიდებოდა და აუზისკენ აიღო გეზი.ხელს იმ ადგილზე იმენდა, სადაც ცოტახნის წინ დაჩი უჭერდა ხელს.
-ველური!ტყიური!საზიზღარი!-დაჩის ლანძღვით მიაბიჯებდა დერეფანში.
-ჰეი საყვარელო საით მიგეჩქარება?-ნინი თავის გოგოებით გარს შემოეკრა ნიას.
-დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი?-ცალი წარბი ასწია გოგონამ-თქვენ რაღა გინდათ?
-საყვარელო უკვე გეცოდინება შენი ჭორიკანა დაქალისგან რამდენს ნიშნავენ ჩვენთვის ისინი ვისაც ასე ვერ იტან.-ნინი ნიასკენ გაემართა თმა ყურზე გადაუწია და თითი ლოყაზე ნაზად ჩამოუშვა.
-თუ გინდა ეგ ლამაზი თითები შეგრჩეს ხელი მომაშორე-ირონიულად ჩაუღიმა და ხელი გააწევინა ნიამ.
-ოჰომ როგორი ველური ყოფილა-უკნიდან მეორე გოგონა მიუახლოვდა,რომელიც ზურგს უკან რაღაცას მალავდა.
-იქნებ მოვარჯულოთ-თვალები აუციმციმდა მესამეს.
-ნუთუ ამის შემდეგაც არ მოიხდი ბოდიშს-მეოთხემაც ზურგს უკან დამალული ხელი გამოწია,სადაც რამდენიმე კვერცხი ეჭირა და მოულოდნელად თავზე დაახალა.
-ცოტა ტკბილიც დავუმატოთ სიტკბოსთვის.-მეორემაც გამოაჩინა უკან დამალული შაქრის პუდრიდ სავსე პარკი და მანაც იგივე გააკეთა.ნია მოულოდნელობისგან მხოლოდ ერთ ადგილზე იდგა და ამ ყველაფერს დიდი მოთმინებით იტანდა.გულში კი წყევლიდა იმ დღეს და იმ საათს რა დღესაც დაჩი გაიცნო.ახლა ნინის ჯერი იყო ხელში წვენის ქილა დაასხა თავზე.
-მშვენიერია-ცარიელი ქილაა იქევ ნაგვის ყუთში ჩააგდო და ხელები დაიფერთხა-პირდაპირ საზეიმოდ ხარ მორთული-წარბებიი აათამაშა ნინიმ-ამ ყველაფრის დამთავრება გინდა?-სახე ახლოს მიუტანა,თან ცდილობდა სახეზე არ შეხებოდა.-მაშინ ბოდიში მოიხადეე.-ისევ უკან გაიწია და ამაზრზენად შეხედა ნიას.-და კიდევ-წასასვლელად გამზადებული ნინი მიუბრუდა ნიას-ასე მას მეორედ აღარ ელაპარაკო!-ნინის სახეზე ბრაზი და ღიმილი ერეოდა ერთმანეთს.-წავედით გოგოებო.-მიუბრუნდა გოგოებს.ოთხივე გაეცალა იქაურობას და დატოვეს მარტო თავზე ლაფ დასხმული ნია,რომელიც ტირილის პირას იყო მისული,თუმცა შეგნებულად არ ტიროდა.აუზისკენ წავიდა.იქ საშხაპეში შევიდოდა და ამ ჭუჭყს მოიშორებდა,თუმცა გამოსაცვლელები არ ქონდა,ტელეფონიც მაინცდდამაინც ახლა დარჩა ჩანთაში,თორემ სალის დაურეკავდა.ამ ფიქრებით შეაბიჯა აუზზე და შეზლონგზე მოწყვეტით დაეცა.
-***
გოგოების ოთხეული ეზოში კმაყოფილები გამოვიდნენ.იცინოდნენ და თავის გაკეტებული საქმით ამაყობდნენ.
-დიდიხანი არ დაავიწყდება ეს იმ თავხედს-კმაყოფილი იღიმებოდა ნინი.ამ დროს გვერდით დაჩის,გიორგის და ლუკას ჩაუარეს.
-რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება,რომ თითქოს ნიაზე ლაპარაკობდნენ-ნიკაბზე ხელი მოისვა ლუკამ.
-იმიტომ,რომ ასეც არის.ამ გოგოებს უკვე ზედმეტი მოსდით-დაამატა გიორგიმ.
-იმედია რამე სერიოზული არ დაუშავეს ამ სატანებმა.საიდან მოდიოდნენ ნეტავ?-თვალი მათ ტრაექტორიას გააყოლა ლუკამ.
-აუზიდა-მოუჭრა დაჩიმ და იმ გზას დაადგა საიდანაც გოგოები მოაბიჯებდნენ წუთის წინ.
-საით?-მიაყვირა გიორგიმ.
-შეეშვი -ჩაიცინა ლუკამ და გიორგის მხარზე ხელი მიკრა.
_***
რამდენიმე წამი ასეეე იყო უხმოდ.თვალიც კი არ დაუხამხამებია,მერე უცებ წამოხტა გაბრაზებულმა შეზლონგი აატრიალა და იქვე ჩაიკეცა.ამდენ ხანს შეკავებული ცრემლები მის ლოყებზეე დაეშვნენ.
-ვერ გიტან! მეზიზღები დაჩი დარჩია!-ბოლო ხმაზე კიოდა.შესასვლელ კარებთან კი დაჩი იდგა შეცქეროდა მის მწყობრიდან გამოსულ მდგომარეობას.უნდოდა შესულიყო და დაემშვიდებინა,თუმცა მისი დანახვა ახლა უფრო გააღიზიანებდა.მზად იყო მაინც შესულიყო,მაგრამ დაინახა გასახდელიდან როგორ გამოვიდა ნელი ნაბიჯებით ლევანი და ნიას მიუახლოვდა,ხელში პირსახოცი ეკავა.მასთან ჩაიმუხლა პირსახოცი მხრებზე მოაფარა.
-წავალ და შენს მეგობარს ვეტყვი შენი ნივთები მოგიტანოს-ჩაუღიმა და ფეხზე წამოდგა.-ნუ შეიძულებ მას.-უცებ მოუბრუნდა გოგონას.ნიამაც გაკვირვებლმა ახედა.-მისი ბრალი არაა რაც დაგემართა.-გაკვირვებულ ნიას ზურგი შეაქცია.
-შენ და ის ძალიან განსხვავდებით.მიკვირს როგორ მეგობრობთ-ნიამ მიმავალს მიაძახა.ლევანიც შემობრუნდა მისკენ.დაჩი კი კარების გვერდით კედელს ამოეფარა.
-იქნებ მე არ ვარ საკმარისად კარგი,როგორც ვჩანვარ.ან ის არაა ისეთი ცუდი როგორც ჩანს-კიდევ ერთხელ გაუღიმა გოგონას და აუზიდან გავიდა.
-როგორ შეიძლება ცუდი იყო-ჩაილაპარაკა ნიამ ლევანის წასვლისას.კარებთან აკრულმა დაჩიმ კი მისი სიტყვები მოისმინა.ნიასთან აღარ შესულა.ისიც მეგობრის გზას დაადგა და შეუმჩნევლად გაერიდა იმ ადგილს.

****
სალიმ მაშინვე დაავლო ნიას ნივთებს ხელი და საცურაო აუზისკენ გაემართა.ნიას იმ დღეში დანახვის შემდეგ შოკი მიიღო.
-როგორ გაბედეს ამის გაკეთება?-ბრაზს ვერ იკავებდა სალი.პირსახოცით სახე მოწმინდა.-საყვარელო ნუ ზიხარ ასე გაშეშებული შედი დაიბანე აქ დაგელოდები არსად წავალ-ხელით ნიკაპი ააწევინა და თვალებში შეხედა.-მოდი ადექი-მხრებში ამოქაჩა და ფეხზე წამოაყენა.ნიამ ნელი სვლით გზა აბაზანისკენ განაგრძო, თან თავისი ნივთებიც გაიყოლა.
-*****
აუზიდან გამოსული დაჩის სახე სახეს აღარ გავდა.გააფთრებულიი ლომივით უყურებოდა ეზოში და დამნაშავეს დაუწყო ძებნა.კიბეებთან იდგნენ დამნაშავე გოგონები და გულიანად ხარხარებდნენ.მანაც მათკენ აიღო გეზი.ხელები მომუშტვოდა.ისე ძალიან უჭერდა ხელებს თითების ბალიშები გათეთრებოდა და ძარღვები ეტყობოდა ხელის მტევნებზე.
-ლევან დაჩის სახეს შეხედე- გიომ მხარზე მიკრა ხელი. სამივემ მისკენ მიიხედა.
-ძალიან გაცოფებულია- დაასკვნა ლუკამ. სამივე მისკენ გაემართა დიდი სისწრაფით.სანამ ნინის თმებს სწვდებოდა ლევანმა შეაჩერა.
-დაჩი დაწყნარდი.არ გინდა. არ ღირს ეს უტვინო გოგოები ამად.-მხრების ქვეშ ამოუდო ხელები.თვითონ კი მასსა და გოგოებს შორის იდგა.
-დაჩი რამე მოხდა?-ნინი უდანაშაულო სახით შეჰყურებდა.
-კი მოხდა. გამოუსწორებელი რაღაც მოხდა-თითი მისკენ გასწია და დამუქრების ნიშნად დაუქნია.ისევ ლევანი აკავებდა. დროდადრო გიო და ლუკაც ეხმარებოდნენ მის შეკავებაში.
-ასეთი რა გააკეთეთ გაცოფებულია-ლუკამ შეხედა გოგოებს.
-არაფერი გაგვიკეთებია ეგეთი-გაისმა მეორე გოგოს ხმა.ამან კიდევ უფრო გააცოფა.
-თქვენ მაგას არაფერს ეძახით.ვინ მოგცათ უფლება ჩემი სახელით ვინმეს რამე დაუშავოთ? -ცოფებს ყრიდა დაჩი.
-მან ხომ შენ წინააღმდეგობა გაგიწია.ჩვენ უბრალოდ ჭკუა ვასწავლეთ-ნინიმ ისე თქვა თითქოს მაგიდაზე დადებულ ჭიქას თავისი ადგილი მიუჩინა და ამისთვის შექებას ელოდა.-კი არ უნდა ბრაზობდე პირიქით უნდა მაქებდე.-სიბრაზემ გადაკრა გოგონას სახეზე.
-გაქებდე?!-ირონიულად ჩაიცინა და კიდევ ერთხელ გაიწია მისკენ,რომ არა ბიჭები ნამდვილად გაგლეჯდა.-ლევან გამიშვი ხელი-გამოცრა კბილებიდან.
-დაწყნარდი დაჩი.ნუ გავიწყდება გოგონები არიან.სულელი გოგონები.-ლევანმა ბრაზ მოკიდებული მზერა ესროლა ამ სულელებს.
-გამიშვი წყნარად ვარ არაფერს ვიზავ.-ლევანმაც სიტყვაზე დაუჯერა და ხელები შეუშვა.დაჩიმ მაისური შეისწორადა ნინისთან უფრო ახლოს მივიდა.-გაფრთხილებ კიდევ ერთხელ ასეთ რამეს გააკეთებ და ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ.-ცხვირ წინ თითი აუქნია გოგონას და გამჭოლი მზერა ესროლა.მათ ირგვლივ მოსწავლეების ბრბო შეკრებილიყო.ბრბოს თაკო გამოეყო.ვერ იჯერებდა დაჩის ნათქვამს.ვერც იმას, რომ ამ სულელებს შეეძლოთ მისი დისთვის რამე დაეშავებინათ.დაჩი შემობრუნებას აპირებდა,როცა ხმამ შეაჩერა.
-შენთვის რა მნიშვნელობა ექნება რა მოუვა იმ მატრაკვეცას-ლამის ტირილის პირას მისულმა ნინიმ წამოიყვირა.მის სიტყვებზე კი დაჩი უმალვე შემობრუნდა.მკვლელი მზერა ესროლა და კბილებიდან გმინვა გამოუშვა.
-დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის.-გამოსცრა კბილებიდან.ბიჭებს კი მის ნათქვამზე სახეზე ღიმილმა გადაკრა.
-კარგი დაჩი გეყოს-ხელით უბიძგა ლევანმა.-წავიდეთ თორემ დირექტორი გამოვა. -მათთან უცებ თაკო მიიჭრა.
-ნიას რამე დაუშავეს?სადაა?-შეშფოთებული ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს.
-აუზის გასახდელშია სალიც იქაა-შეღიმმა ლევანმა. პასუხის გაგებისას ადგილიდან მოსწყდა გოგონა აუზის მიმართულებით.
-ეს მისი დაა ხო-ეშმაკური ღიმილით უყურებდა ლუკა გოგონას.
-კარგი რა ლუკა-თვალები აატრიალა გიორგიმ.-პატარაა.
-შენ ხო დიდი მყავხარ რას ამბობ.-ჩაუღიმა ძმაკაცს.
-სათქვენო გოგო არაა-დაჩიმ ახლა მათზე გადმოიტანა მზერა.
-ვითომ რატომ? -კითხვის ნიშნიანი მზერა ესროლა ლუკამ.-რას მიწუნებ ერთი?რას მიწუნებს?-ახლა ლევანს მიუბრუნდა,რომელიც მის სიტყვებზე იცინოდა.
-დაჩის იმის თქმა უნდა,რომ არ არიან სათამაშო გოგოები,რომელსაც მხოლოდ დღეს შეხვდები ხვალ კი მიატოვებ.-განუმარტა ლევანმა.ნელნელა ბუნტის ადგილს მოშორდნენ და სკოლაში შევიდნენ.
-****
თაკომ კარები შეაღო და ენა გადმოგდებული სუნთქავდა.
-სა...სალი...-ძლივს ითქვავდა სულს.-ნია როგორაა?-მიღოღდაა გოგონასთან და იქვე შეზლოგზე დაენარცხა.
-იბანს.იმ დამპლებს კვერცხი,შაქრის, პურა და წვენი დაუსხიათ თავზე.-ხელები მომუშტაა სალიმ-იდიოტი გოგოები დიდი სიამოვნებით ვასწავლიდი ჭკუას.
-ნუ გეშინიაა ასწავლეს უკვე ჭკუა-კმაყოფილმა ჩაიღიმა და ხელები ერთმანეთს შემოკრა.
-მართლა? ვინ?-ინტერესით შეჰყურებდა თაკოს.
-დაჩიმ-წარბები აათამაშა გოგონამ.
-რა დაჩი?-გაოგნებისგან პირი დააღო სალიმ.
-ხო დაჩიმ. ლევანს რომ არ შეეკავებინა იმ გოგოების ბუნდღას ვეღარ იპოვნიდი.-კმაყოფილად ჩაიღიმა.
-ვერ ვიჯერებ-სალი ისევ პირდაღებული შეყურებდა.ნია კი ჩუმად იქვე კედელს ამოფარებული თაკოს ნათქვამს ისმენდა.
-დაიჯერე.დაიჯერე.საკუთარი თვალებით დავინახე-თითები თვალებთან მიიტანა.-და ისიც დაამატა თუ კიდევ რამეს გაბედავდნენ ვეღარ გადაურჩებოდნენ.-თაკო გაქაფული ლაპარაკობდა.ნიას კიი წეღანდელი სიტყვები გაახსენდა, სადაც ყველაფერში ბრალს მას სდებდა.დანაშაულის გრძნობა შემოაწვა.თუმცა მას ხომ მისთვის არაფერი უთქვამს,ასე რომ ყველაფერი რიგზეა.ამოისუნთქა და თმების მშრალებით გავიდა გოგოებთან,ვითომ არც არაფერი გაუგია.
-****
ნიას დაჩი დილის აქეთ აღარ დაუნახავს.არადა თითქოს მის რაღაც ნაწილს მისი ნახვა უნდოდა.კლასიდან სალისთან ერთად გამოვიდა.სკოლა თითქმის ცარიელი იყო.გასავლელთან დათო დაინახა,რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან ბრაზობდა.
-რა მოუვიდა ამას?-თვალებით ნიას მასზე ანიშნა.
-მოიც ჩუმად რაღაცას ამბობს -ხელი ტუჩზე მიიდო.
-როგორც მოვილაპარაკეთ ისე ვქენი.თუმცა ჩვენთვის არაფერი ხეირი არა.იმ იდიოტს ამ ნიას დაცვა მოუნდა.
-შენზე ამბობს?-გაოცებულმა შეხედა ნიას
-მოიცადე ერთი წუთით.-კოპები შეკრა ნიამ
-ხომ გეუბნები.ყველაფერი ვუთხარი ამ სულელ გოგოებს იმ დღეს როგორ გადამარჩინა ნიამ და როგორ გაუსწორდა იმ იდიოტის ბანდას.ესენიც ადგნენ და დაიწყეს სამაგიეროს გადახდა,თუმცა ამ იდიოტმა სხვანაირად იმოქმედა.ხოო-თავს აქნევდა დათო თანხმობის ნიშნად თან ნელნელა გასასვლელისკენ მიდიოდა.გოგონები უკან ჩუმად მიყვებოდნენ.ნიას ხელი მოემუშტა და მთელი ძალით უჭერდა ხელს.-კარგი გასაგებია.-ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიცურა ამასობაში კიბეებზე დაეშვა და უკვე სკოლის ეზოში იყო. გოგოებიც მას მიყვებოდნენ.ნიას არ უნდოდა ეს მომენტი ხელიდან გაეშვა.
-დათო-შეყვირა ნიამ.მისი შეძახილი მთელმა ეზომ გაიგო.მათ შორის უკვე თითქმის ჭიშკარში გასულმა დაჩიმ და მისმა მეგობრებმა.მის ხმაზე უკან შემობრუნდნენ და ნიას შეხედეს,რომელიც აშკარად გააფთრებული მიაბიჯებდა დათოსკენ,რომელიც ღიმილიანი სახით შემობრუნდა მისკენ.
-რამე გინდა ნია?-იდიოტური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-კი მინდა ეგ ღიმილი სახეზე შეგაყინო-მომუშტუში ხელი პირდაპირ მარცხენა ლოყაზე მიახატა.დათო მოულოდნელობისგან წაბარბაცდა.
-ვახ ჩემი რა დაარტყა-გიორგიმ პირი დააღო.დანარჩენებიც პირდაღებულები შესცქეროდნენ.ნიამ წაბარბაცებულ დათოს ხელი ჩაავლო მაისურში და წიხლი საზარდულში ამოკრა ტკივილისგან დათო იქვე ჩაიკეცა.
-აუუუ ჩემიი მე მეტკინა-თითზე იკბინა ლუკამ.დაჩი კი ნიასკენ გაემართა.რომელიც კიდევ ცდილობდა მისთვის დაერტყა.ხელზე ჩაავლო და მისკენ მოზიდა.
-ნია გეყოფა.-მშვიდი თვალებით შეყურებდა გოგონას.ნიაც მის ნათქვამს დამორჩილდა.-ახლა რა დაშავა?ასე გამეტებით,რომ სცემ- ჩაიღიმა დაჩიმ.
-მეტის ღირსია-მისკენ გაიწია კიდევ ერთი წიხლი,რომ ჩაენათებინა მოკაკვული ბიჭისთვის.დაჩიმ უკან გამოსწია ისევ.ხელზე შეხებისას ნიას სახე დაეჭყანა.-აუუ-ხელი ახლოს მიიტანა სახესთან.სიბრაზისგან წეღან დარყმის დროს მიყენებული ტკივილი ვერც კი იგრძნო,თუმცა ახლა საშინლად უხურდა და უჭირდა თითების მოძრაობა.
-წამოდი-მეორე ხელზე მოკიდა დაჩიმ ხელი და ისევ სკოლაში შეაბრუნა უკან კი პირდაღებული სალი და კიდევ მომღიმარი ბიჭები მოიტოვა. ექთნის კაბინეტში შეიყვანა,თუმცა ის იქ არ დახვედრია.პაციენტისთვის განკუთვნილ სკამზე დასვა და ხელისთვის რაღაცეებს ძებნა დაუწყო.იქვე მდგარი მაცივრიდან რამდენიმე ყინულიც გამოიღო და თავის ცხვირსახოცში გაახვია.მასთან ახლოს მეორე სკამი მიაჩოჩა.ნია ყურადღებით აკვირდებოდა მის ქცევებს.ნელი მოძრაობით აიღო გოგონას ხელი და თითები გაუშალა.მხოლოდ ყრუდ აღმოხდა გაშლისას ხმა.ბიჭიც ეგრევე გაჩერდა და ნიას ამოხედა ქვევიდან.მისი ხელი კი თავის ხელზე ედო,მეორე ხელით კი ყინულს ადებდა ზემოდან.
-გტკივა?-ქვევიდან ამოხედა ნიას თვალებში.
-აჰამ ცოტა-თავი დაუქნია ნიამ.
-კარგი დარყმა გცოდნია-ჩაიღიმა დაჩიმ ისე,რომ ახლა მის ხელს უყურებდა,თან ხელზე ყინულის სმას განაგრძობდა.
-მაპატიე-გაისმა უცებ გოგონას გულწრფელი ხმა.დაჩიმ მოულოდნელობისგან თავი მაღლა ასწია.
-რა?რა გაპატიო? იმ იდიოტის გამო, რომ გამრეცხე თუ ის,რომ გძულვარ?-თვალებში შესცქეროდა ნიას.
-გაიგონე? -დარცხვენილმა თავი ჩაღუნა.-არ მინდოდა ამის თქმა.გაბრაზებულ გულზე ვთქვი. ყველაფერი იმ კრეტინის ბრალია-უცებ მტკივანი ხელი აიქნია და ისევ ამოიგმინა ტკივილისგან.
-ხელი გააჩერე-ისევ დაიდო მისი ხელი ბიჭმა. ყინული გვერდით გადადო. -ამას წაგისმენ აღარ გეტკინება,თან შეგიხვევ.-მალამოს თავი მოხსნა და ნაზად უსვამდა ხელზე.შემდეგ ბინტი დაახვია და ლამაზად გაკვანძა.-მზადაა-ფეხზე წამოდგა აღებული ნივთები თავის ადგილზე დააბრუნა.სველი ცხვირსახოცი გაწურა და ჯიბეში ჩაიბრუნა.დაჩი გასავლელისკენ წავიდა.
-ბოდიში. მაპატიე. -სკამიდან წამოხტა გოგონა და მისკენ წავიდა დაჩიც უცებ შემობრუნდა მისკენ.ნია მოულოდნელად შეცბა მისი შემობრუნებით,თან იქვე მდგარ სკამს ფეხი წამოკრა.დაჩი,რომ არა ახლა იატაკს იქნებოდა ჩახუტებული.-მადლობა-შეღიმა მის ხელეში მომწყვდეულმა ნიამ.ბიჭი მის თვალებში იყურებოდა.ცდილობდა მისი მოთაფლისფრო-მომწვანო თვალებში ამოეკითა ის რაც ასე უჭამდა ტვინს და ნერვებს.
-ბოდიში მიღებულია-უცებ თქვა დაჩიმ ფეხზე წამოაყენა და ოთახი დატოვა.ნია კიდევ რამდენიმე წუთი იყო ოთახში,სანამ ტელეფონის გამაყრუებელმა ზარმა გონზე არ მოიყვანა.
-ხო სალი მოვდივარ.-ტელეფონი გათიშა ჯიბეში ჩაიბრუნა და მანაც დატოვა ექთნის ოთახი.

***
სათამაშო ოთახში კომფორტულად მოკალათებული დაჩი კომპიუტერს ფეხბურთს ეთამაშებოდა.საერთოდ ყოველთვის იგებდა,თუმცა დღეს უღიმღამოდ ატრიალებდა ჯეოსტიკებს.კარები გიორგიმ და ლუკამ შემოაღეს სიცილით.
-უფრო ადრე გელოდით-გამოსძახა დაჩიმ თავმოუტრიალებლად.
-მეც მეგონა ადრე მოვიდოდით თუმცა ამან ხან ანკაო,ხან ტასოო გამოედო ღობე-ყორეს-ლუკამ სიცილი შეწყვიტა და კოპებშეკრული ჩაენარცხა სავარძელში.
-რა ვქნა ძმაო გოგოებს ვუყვარვარ-კმაყოფილმა გადასწია თავი და კომფორტულად მოკალათდა სავარძელში გიორგიც.დაჩიმ ჯეოსტიკი გვერდით გადააგდო და მათკენ წავიდა.
-ლევანი სადაა?-იკითხა დაჩიმ,თან მაგიდაზე ტელეფონს დაწვდა.
-მალე მოვა-წამოიწია გიორგი.ლუკასკენ მიბრუნდა.-არაა რაა ნიასნაირი გოგო ჯერ არ შემხვედრია -ჩაიცინა გიორგიმ.
-აბაა... რა მოსდოო ჯერ ყბაში და მერეე...იი..-ფეხები ერთმანეთს გადააჯვარედინა ლუკამ- გახსენებაზეც კი მის მაგივრად მეტკინა-ჩაიხითხითა ლუკამ.დაჩიმ მათი მოსმენის შემდეგ ტელეფონზე დარეკა და მოსამსახურეს მათთვის საჭმელ-სასმელის ამოტანა უბრძანა.
-მგონი ნიას ლევანი მოსწონს-ცალი თვალი მოჭუტა გიორგიმ.დაჩიმ კი ამის გაგონებაზე ტელეფონი სავარძელშო მოისროლა და გაბრაზებული სახით დაჯდა.
-ვწუხვარ თუ ასეა, რადგან იმედი გაუცრუვდება.ყველამ კარგად ვიცით ლევანს ვინც უყვარს-ლუკამ ორივეს თვალი მოავლო.ამ დროს კარები გაიღო და ლევანიც შემოვიდა.
-ჩვენი მისტერ სიმშვიდეც მოვიდა -წამოიყვირა გიორგიმ.ლევანს მის ნათქვამზე გაეცინა დაჩის ჩაუარა, მხარზე ხელი დაკრა და გვერდით მიუჯდა.
-რამე ახალი ხდება?-ლევანმა მოავლო სამივეს სახე.
-არაფერი ვამბობდით ნია...-ლუკას ლაპარაკი დაჩიმ გააწყვეტინა.
-ნიას კუნფუს ილეთებს იხსენებდნენ ბიჭები-ჩაიღიმა თავისივე ნათქვამზე ბიჭმა.ლუკა კი მიხვდა როგორ მოხერხებულად მოაკეტინეს.
-მეც გაოცებული დავრჩი-ჩაიხითხითა ლევანმა -ნუ კიი ვხვდებოდი როგორიც იყო,თუმცა ესეთიც არ მეგონა-მათ ლაპარაკში მოსამსახურემაც შემოაღო კარები.ლანგრით ბიჭებს სასმელი და საჭმელები შემოუტანა წამში ყელაფერი მაგიდაზე გაუწყო და გავიდა.
-როგორ მშია-ხელები მოიქექა ლუკამ- რა საყვარლად მიყურებს ეს ქათმის ბარკალი-ხელი დაავლო და სწრაფადვე მოიქცია კბილებში.
-მსუნაგი-გიორგი წარბ აწრული შეჰყურებდა შემდეგ კი ლევანს და დაჩის აყვა სიცილში.მათი ყურადღება კარებში შემოცქრიალებულმა გოგონამ მიიქცია.
-ვაა ეს ვინ ჩამოსულა-დაჩი სწრაფად წამოდგა ფეხზე და გოგონასკენ გაემართა.გიორგიმ ხელში აღებული წვენით სავსე ჭიქა დადგა და ფეხზე წამოდგა.ლუკამ კიი ძლივს მოკბეჩილი ლუკმა კარგად მოიქცია ყბაში და შემოსულს გაუღიმა.ლევანმა კი პირიქით წვენით სავსე ჭიქას ხელი მოკიდა და მოსვა.გოგონას მხოლოდ წამით შეხედა.
-მოგენატრეთ ბიჭებო?-დაჩის მოეხვია შემდეგ გიორგისკენ წავიდა.
-აბა რაა -ლუკა თან ლუკმის დაღეჭვას ცდილობდა,თან ლაპარაკობდა.გოგონა მასაც მოეხვია და შემდეგ ლევანს გახედა.
-შენ არ გადამეხვევი?-ხელები გაუშალა ბიჭს მისგან კი მხოლოდ ქვევიდან ამოხედვა მიიღო.-ისევ მიბრაზდები.გასაგებია,მაგრამ უკვე აქ ვარ-მხიარულად წავიდა მისკენ გვერდით მიუჯდა და მიეხუტა.ლევანსაც არ გაუწევია წინააღმდეგობა.მასაც ძალიან მონატრებია მისი ხმა,სურნელი,სითბო.მარცხენა ხელი ამოსწია მხარზე დაადო და უფრო ახლოს მიიხუტა.ბრაზიც უცებ გაქრა.ნიკაპი გოგონას თავზე დაადო დაა მისი სურნელი შეისუნთქა. განაბული უყურებდნენ ბიჭები ამ ორ გვრიტს.დაჩიმ თავისი ადგილი გოგოს დაუთმო დაა მეორე სავარძელში გადაჯდა.
-ეხლა ამათ ტკბილ სცენებს უნდა ვუყუროთ-კოპები შეკრა უცებ ლუკამ.
-ხატ რატომ არ გვითხარი რო მოდიოდი?-დაჩიმ ყურადღება ლუკადან ისევ მათზე გადაიტანა.
-სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. ბოლო გამოცდა ჩავაბარე თუ არა ეგრევე აქეთ წამოვედი.როგორ მომენატრეთ -გოგონა უფროო მიეხუტა მის სხეულს.ლევანიც განაბული უფრო და უფრო იკრავდა გულში.
-მოგენატრეთო და ლევანს მიეწეპა.ნწ ნწ ნწ.-თავი გადააქნია ლუკამ.
-ჩვენც მოვენატრეთ,თუმცა შეყვარებული მეტად მოენატრა- ჩაიცინა გიორგიმ.ბიჭებიც აყვნენ სიცილში.ლევანი კიი ამდენი ხნის ნანატრი წუთებით ტკბებოდა.
-***
ნია ოთახში იყო წამოწოლი ხელი მუცელზე დაედო და ჭერს შეჰყურებდა.ყველაფერი გონებაში არეული ქონდა და ცდილობდა დაელაგებინა.თუმცა დაჩის მიმართ თავს დამნაშავედ გრძნობდა ცხოვრებაში პირველად ვიღაცის მიმართ ასეთი გრძნობდა გაუჩნდა.
-უტვინო ხარ დაეხმარე იმას ვინც ამას არ იმსახურებდა და ეჩხუბე იმას ვინც ამას არ იმსახურებდა.მეტის ღირსი ხარ-მტკივანი ხელი თავში გაიქანა.ცალკე თავის ტკივილისგან აკივლდა და ცალკე ხელის ტკივილისგან.- აუუ აუ აუუ...-წრუწუნებდა ლოგინზე.
-რა ძაღლივით ყმუიხარ-ოთახში სიცილით თაკო შემოვიდა.-იააა!!!-წამოიყვირა ცალი ფეხი და ხელი მაღლა ასწია,მეორე ხელი მკერთთან მიიდო.ცდილოდა კუნფუს ილეთს დამსგავსებოდა.
-რას იხლართები?-წარბაწეული ღიმილიანი სახით შეყურბდა დას.
-შენ გბაძავ დაო-გაეკრიჭა ნიას.
-კაცი ხო ვერაფერს გამოგაპარებს.სახლში ხარ და თვალები სკოლაში გაქვს-გასწორდა ლოგინზე ნია.
-მე თვალები იქ მაქვს,სადაც შენ ხარ იმიტომ, რომ მაგარი რაღაცეები ხდება.-ისევ გაეკტიჭა და ლოგინზე შეხტა.-დედა დაგთანხმდა?-იკითხა უცებ თაკომ.
-კი როგორც იქნა. თუმცა მეეჭვება ამ ხელით ხვალ ვიმუშაო -ხელზე დაიხედა საწყლად.
-არაუშავს სოფიც ხომ იქ იქნება არ გაგიჭირდება,თან ხელიც ხვალ უკეთ გექნება ისეთი ჯადოსნური ხელების წყალობით როგორიც დაჩის აქვს-წარბები შეათამაშა გოგონამ.
-გაეთრიე აქედან-სიცილით წიხლი უთავაზა და ლოგინიდან წამოაგდო.
-კარგი წავალ.დილით კი ნახე უკვე ტკივილს ვეღარ იგრძნობ-ენა გამოუყო დას და ოთახიდან გავიდა.
-ღმერთო შენ მიშველე-ისევ მტკივანი ხელი დაირტყა თავზე ოღონდ ამჯერად ჩუმად წამოიკვნესა -ჯანდაბა სულ მავიწყდება ეს ხელი.თუმცა არ ვნანობ ავიტან ამ ტკივილს სამაგიეროდ კარგად მოვარტყი.ნეტა ვის ელაპარაკებოდა?-ნიას ისევ ის მომენტი გაახსენდა. აზრზე ვერ მოდიოდა ვის შეიძლებოდა დათოსთვის ეს შეეკვეთა ან რა მიზეზით.ამ ფიქრებში წოწიალით ჩაეძინა ნიას.
-****
ნია და სალი გვერდი-გვერდ ისხდნენ კლასში და ცდილობდნენ გაკვეთილისთვის ყურადღებით მოესმინათ.ბიჭები სკოლაში დაგვიანებით მოვიდნენ.ამიტომ ვერც ნიამდა ვერც სალიმ ვერ დაინახეს.გაკვეთილის დამთავრებამდე ხუთი წუთი იყო დარჩენილი.მასწავლებელმა გამჭირვალე მინის ყუთი ამოიღო სადაც კონვერტები იყო ჩაყრილი.
-რა ხდება?-გადაუჩურჩულა სალის.
-კონვერტებს ამოვიღებთ და ვისაც შეხვდება ცარიელი ფურცელი ის კლასში რჩება ვისაც არა ის შეიცვლის კლასს და გადავა ჩვენ პარალელში.
-ეს რა წესია.-კოპები შეკრა ნიამ.-იქნებ არ მინდა იქ გადასვლა.
-ყოველი სემესტრის ბოლოს ასე აკეთებენ.-სალის ლაპარაკი მასწავლებლის ხმამ შეაწყვეტინა.
-ყველა სათითაოდ მოდით და კონვერტი აირჩიეთ.ანალოგიური ხდება პარალელ კლასშიც ვისაც ციფრები შეგხვდებათ ცვლით ადგილებს მათთან და ანალოგიურად.-ყველამ სათითაოდ ამოიღეს ფურცლები. ნიამ ნელა გახსნა კონვერტი,რატომღაც სულ არ უნდოდა მათთამ გადასვლა.ცარიელი ფურცლის დანახვისას გულზე მოეშვა და სკამზე გადაწვა.
-არის მე ვრჩები.-ხელი გამარჯვების ნიშნად აწია.
-მეც-კმაყოფილად გაუღიმა სალიმ.-ნეტავ იქიდან ვინ გადმოვა-თვალი კარებისკენ გააპარა გოგონამ.
-მთავარია მე არ გადავალ მასთან-კმაყოფილად ჩაილაპარაკა.
-ვისაც ნომრები ამოგივიდათ ჩალაგეთ ნივთები და წამომყევით პარალელ კლასში.-მასწავლებელმა ბრძანება გასცა და წასასვლელად მოემზადა.ამასობაში ზარიც დაირეკა.წამსვლელებიც წავიდნენ. ნიამ თავი მაგიდაზე დადო ამოისუნთქა და თვალები მილულა.
-ნია ცოტახანი გავალ-გადაულაპარაკა სალიმ მაგიდაზე გართხმულს და კლასი დატოვა.ნეტარებაში ხელი უკან ვიღაცის მძიმედ დაჯდომამ შეუშალა.თვალები ჭყიტა და ის იყო უნდა ეყვირა.მიტრიალდა და საყვირლად პირი დააღო,თუმცა ვეღარაფერი თქვა.
-ვიცი ძალიან გაგიხარდა ჩემიი დანახვა.ემოციები არაა საჭირო-უკნიდან უღიმოდა დაჩი და ღიად დარჩენილი პირი ნიკაპის აწევით დაახურინა.
-გაუმარჯოს ნია-გვერდიდან ლუკას ხმა მოესმა, რომელიც ასევე გაბადრული სახით შეყურებდა.
-ტყუილად გამიხარდა ცარიელი ფურცელი-უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ნიამ.კლასში თაკო შემოიჭრა და ნიას წინ დადგა.
-იცი რა მოხდა?-გაბრაზებული დაეხეთქა სკამზე -ის სულელური კონვერტი ავირჩიე და პარალელში გადავდივარ.
-აქაც ეგ მოხდა ოღონდ მე არ გადავედი ესენი გადმოვიდნენ-თვალით უკან მჯდომებზე ანიშნა,რომელებიც მომღიმარი სახით შეყურებდნენ ჭირვეულ გოგონას.
-უიჰ!გამარჯობა ბიჭებო-გაუცინა უკან მსხდომთ.ლუკაზე მზერა ცოტა უფრო დიდიხანი გააჩრა.მანაც ხელი გამოუწოდა.
-გაგიმარჯოს მე ლუკა ვარ -მკვლელი ღიმილით უღიმოდა თაკოს.მანაც ჩამოართვა დაჰიპნოზებულივით ხელი და გაუღიმა.
-მე თაკო.ამ გიჟის და-თვალებით ნიაზე ანიშნა. ბიჭებს გაეცინათ მის ნათქვამზე ნიამ კი თვალები აატრიალა.
-აუ როგორ არ მინდოდა ცალ-ცალკე ვყოფილიყავით-ბიჭებთან ანცად მიიჭრა გოგონა და ყველას ყურადღება მიიპყრო.შემდეგ ნიას შეხედა.-შენ ნია ხარ? -გაუღიმა გოგონამ.
-დიახ-მანაც ღიმილითვე უპასუხა.ამ გოგონას მიმართ რატომღაც კარგად განეწყო. სასიამოვნო აურა მოდიოდა მისგან.
-სასიამოვნოა.ლუკამ მითხრა შენს შეახებ.-ლუკამ კმაყოფილად დააქნია თავი.-მიხარია, რომ გაგიცანი მე ხატია ვარ.-ხელი ჩამოართვა ნიას.-მათი მეგობარი და მისტერ სიმშვიდის შეყვარებული.-ნიამაც გაუცინა.თუმცა ვერ მიხვდა ვის გულისხმობდა ხატია.დაჩი კი მის სახეს აკვირდებოდა.
-ხატ.-ოთახში თავი ლევანმა შემოყო-გამარჯობა ნია-მისალმების შემდეგ ისევ მზერა მისთვის ყველაზე ძვირფასზე გადაიტანა.-მივდივარ წამოდი.-თვალებ გაბრწყინებული შეყურებდა გოგონას.ნიამ პირველად შენიშნა გაბრწინებული მზერა მის სახეზე.
-აი ჩემი მისტერ სიმშვიდეც -გაებადრა გოგონაც.ყურზე კულული გადაიწია და ნიას მოუბრუნდა.-იმედია ვიმეგობრებთ-ღიმილით უთხრა გოგონას,მანაც ტკივილნარევი თუმცა მაინც ღიმილით ჩამოართვა ხელი ისევ.ხატია კი ანცად გაემართა მომღიმარი ბიჭისკენ.მკლავ ქვეშ შეუძვრა და კმაყოფილი გავიდა ოთახიდან.ზარმაც არ დააყოვდა.ნიამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და წინ მიბრუნდა.
-მეც წავედი -წამოხტა თაკო.
-კიდევ შევხვდებით-ეშმაკურად მიაძახა ლუკამ.კლასი მოსწავლეებით აივსო.დაჩის მზერა კი მხოლოდ ნიას შეყურებდა და მის ტკივილს გრძნობდა.
-****
ერთ-ერთ ბარში დაჩი იჯდა და რამდენიმე ჭიქა სასმელი დალია.დღევანდელი კლასში მომხდარი ამბის შემდეგ ისედაც უხასიათოდ მყოფს სახლში მისულს,კიდევ მამამისმა დაუმატა.გაბრაზებული მანქანაში ჩაჯდა და პირდაპირ ბარისკენ აიღო გეზი.ამ ჭიქის დალევით მიხვდა,რომ მეტი აღარ უნდოდა.ბარიდან გამოსული მანქანას მიაშურა დაქოქა და გზამ თვითონ აჩვენა სად უნდა წასულიყო.
ნიას სახლის კარებთან იდგა მანქანაზე მიყრდნობი და ცდილობდა ტელეფონზე მისი ნომერი აეკრიფა.მისამართიც და ნომერიც იმ დღეს სამასწალებლოში ყოფნისას შემთხვევით ნიას პირად საქმეში ნახა,რომელიც სასწავლო ნაწილს ედო მაგიდაზე და რაღაც ბედით გადაშლილი იყო.მანაც რატომღაც მისი ნომერი ჩაიწერა.მანქანაზე მიყრდნობილი ელოდა,როდის უპასუხებდა ნია.
-გისმენთ -გაისმა გოგონას პასუხიც.
-შენს სახლთან ვარ შეგიძლია ჩამოხვიდე?-დაჩი მაღლა ფანჯრებისკენ აიხედა.
-დაჩი აქ რა გინდა?-ნიამაც არ დააყოვნა და ფანჯრიდან გადმოიხედა.
-არაფერი უბრალოდ მეგობართან მომინდა ლაპარაკი. -იცრუა ბიჭმა,რომელიც უკვე კმაყოფილი იყო მისი სახის დანახვით.
-მერე რაღა ჩემთან მოხვედი.წასულიყავი რომელიმე შენს მეგობართან-ჩასძახა ნიამ ტელეფონში,თან დაჩის უყურებდა ზემოდან კოპებშეკრული.
-კარგი მაშინ მე ამოვალ.-დაჩი ტელეფონის გათიშას აპირებდა,როცა ნიამ წამოიყვირა.
-კარგი კარგი დამელოდე ჩამოვალ.-ფანჯრიდან თავი შეყო,ტელეფონიც გათიშა და ორ წუთში კარებიდან გამოვიდა.დაჩის მის დანახვაზე სიცილი აუტყდა.ტანზე მიკიმაუსიანი პიჟამოები ეცვა ფეხზე კი დათუჩა თბილუნები. ზემოდან კი გრძელი ჟაკეტი მოეცვა. დაჩი სიცილს ვეღარ იკავებდა.
-თუ სიცილს მორჩი შევალ.-გაბრაზდა და შეტრიალებას აპირებდა თუმცა ხელი ჩაავლო დაჩიმ და გააჩერა.
-ძალიან საყვარელი ხარ მაგ პიჟამოებში- ჩაიცინა ისევ.-მანქანაში ჩაჯექი შეგცივდება-თან გაუღიმა. ნიაც რატომღაც მორჩილად დაჰყვა, მანქანას მეორე მხრიდან მოუარა და შიგნით ჩაჯდა. დაჩიც დაუბრუნდა მძღოლის ადგილს.
-სად მივდივართ?-შეშფოთება აღმოხდა ნიას, როცა მანქანის დაქოქვის ხმა გაიგონა.
-ნახავ,როცა მივალთ.-გაუღიმა გაკვირვებულ გოგონას და მანქანა ადგილს მოწყვიტა.

***
კმაყოფილი სახით რულს ჩაფრენოდა და მანქანას მიაქროლებდა ღამის სიბნელეში.სახეზე შიგადაშიგ ღიმილი დასთამაშებდა. ნია კი უბრალოდ ჩუმად იჯდა და გზას უყურებდა.დაჩიმ მანქანა გვირაბის გავლით წაიყვანა, გოგონას კი სუნთქვა გაუხშირდა.მძღოლს ეს არ გამოპარვია.
-რა მოხდა? ცუდად ხარ? გავაჩერო?- შენელებას აპირებდა,მაგრამ ნიამ შეაჩერა.
-არ გააჩერო რაც შეგიძლია სწრაფად გადი გვირაბიდან.-ფანჯარას ჩაუწია და ცდილობდა ღრმად ესუნთქა.
-შენ რა გვირაბების გეშინია?-დაჩი ცდილობდა თან გზისთვის ეყურებინა,თან ცალი თვალი ნიასკენ სჭერებოდა.
-ბნელი და ჩაკეტილი ადგილები,სარდაფები,ლიფტები და გვირაბებიც.დახუთულ სივრცეს ვერ ვიტან და ამას სხვათაშორის კლაუსტროფობია ქვია. ყოველთვის ასე არ მემართება,რატომღაც ამ სამეულის შიში მაქვს-ხმა ამოიღო უკვე გვირაბს გარეთ მყოფებმა.
-რომ მცოდნოდა გვირაბით არ წამოვიდოდი-დანაშაულის გრძნობა შემოაწვა დაჩის,თან ნიას გახედა-გინდა გავაჩერებ ცოტახნით ჰაერზე გადადი.
-არა არ გინდა,ნუ თუ უკვე ადგილზე არ ვართ. -გოგონას პანიკური შეტევა უკვე დაოკებული იყო და ისევ ჩვეული ნია გახდა.-ის მაინც მითხარი სად მიმათრევ.
-მე არსად არ მიგათრევ სხვათაშორის შენი ნებით ჩაჯექი მანქანაში.-კოპებშეკრულმა გადახედა გოგონას.მანქანა სწაფად მარჯვნივ მოატრიალა და გააჩერა.-აი მოვედით კიდევაც. -ნია შეკამათებას აპირებდა თუმცა გაჩუმდა და წინ გაიხედა.მანქანა ფერდობზე იდგა,საიდანაც ქალაქი ხელის გულივით იშლებოდა.ღამის სიბნელეში განათებული ქალაქი კიდევ უფრო მეტ ხიბლს ანიჭებდა იქაურობას.
-ვაუ რა ლამაზია-ნია წინ გადაიწია.
-ოფიციალურად ვაცხადებ ეს ჩემი ადგილია-კმაყოფილი გადაწვა სავარძელში.
-აქ მარტო მოდიხარ ხოლმე?-უბრალოდ ინტერესის გამო კითხა ნიამ თან ისე,რომ განათებული ქალაქისთვის არ მოუშორებია თვალები.
-არა ზოგადად აქ სხვადასხვა გოგოებთან ერთად ამოვდივარ ხოლმე -ნიამ მის ნათქვამზე თავი მოაბრუნა და გაბრაზებულმა გადახედა.-კაი გეხუმრეე-ჩაიცინა ბიჭმა.-ბიჭებთან ერთად ან მარტო,დღეს კი მარტო არ მინდოდა ამოსვლა და რადგან გიორგი და ლუკას ჩემთვის არ ეცალათ,ლევანი კი მონატრების სურვილს იკლავს-ბოლო სიტყვებზე ენაზე იკბინა.სულაც არ უნდოდა ახლა ჭრილობაზე მარილის დაყრა.გოგონა უხერხულად შეიშმუშნა.კარები გააღო და გადასვლა სცადა დაჩიმ ხელი დაუჭირა.
-არ წახვიდე გთხოვ -წაჩურჩულა ბიჭმა.თვითონაც ვერ მიხვდა,რატომ წამოსცდა მის ბაგეებს ეს სიტყვები.მისი თითოეული ნაწილი ეუბნებოდა,რომ ის რაც ახლა მას სჭირდებოდა ეს გოგო იყო რომელიც ასე არაფრის მთქნელად შეჰყურებდა.
-არსად მივდივარ უბრალოდ ჰაერზე გადავალ და უკეთესად გადავხედავ ქალაქს.თან რომც მინდოდეს მაინც ვერ წავალ-ფეხებზე ჩაცმული დათუნიები აათამაშა.-ჩემს დათუჩებს ვერ გავიმეტებ მტვრიანი გზისთვის-გაუღიმა ნიამ მისი ხელიდან თავი გაინთავისუფლა და გადავიდა.წკიპზე დგავდა ნაბიჯებს დათუჩები,რომ არ გაესვარა.მანქანას წინ დაუდგა კაპოტზე მოკალათდა დაა გაბადრულმა ქალაქს დაუწყო ყურება.მის ამ ქცევაზეც დაჩის ეცინებოდა, მალე ისიც გადავიდა და გვერდი დაუმშვენა.
-****
დრო შეუმჩნევლად გავიდა.მთვრალი დაჩი უკეთესი მოსაუბრე და ხუმარა იყო,ვიდრე ჩვეულბრივ მკაცრი გამომეტყველება აწეპებული.უკვე ღამის ორი საათი იყო.დაჩიმ მანქანა მის სახლთან მიასრიალა.გოგონას მშვიდად ეძინა სავარძელში მოკალათებულს.ძრავა გამორთო და მისკენ მიბრუნდა.
-უკეთესია,როცა არ ლაპარაკობ- ჩაილაპარაკა დაჩიმ.სახეზე გადმოყრილი თმა ყურზე ნაზად გადმოუწია.თითები ლოყაზე ჩამოატარა ნელი სვლით მისი ბაგეებისკენ დაიწყო,ცოტაც და მოპარავდა კოცნას,მაგრამ თავი სწრაფად უკან გასწია და ხელით შეანჯღრია.-გაიღვიძე მოვედით უკვეე-ნიამ თვალები დაჭყიტა და წამოხტა.
-რა გაღვიძების მანერა გაქვს სულ დამიფთხე ძილი -უსაყვედურა ახლად გაღვიძებულმა.-არ შეგეძლო ნაზად შეგეღვიძებინე?-ბუზღუნებდა გოგონა და ღვედი მოიხსნა.
-ვფიქრობდი კოცნით გავაღვიძებთქო,მაგრამ არც შენ ხარ პრიცესა და მე მითუმეტეს პრინცი.-ჩაიცინა და წარბაწეულ ნიას გახედა.
-ტელეფონი მათხოვე-მკაცრად უთხრა დაჩის.
-ჩემ მოკვლას ჩემივე ტელეფონით შეეცდები?-სიცილით ეუბნებოდა და თან ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.ნიამაც უხეშად გამოართვა და თაკოს ნომერი აკრიფა.
-მიპასუხე თორეე მოგკლავ-იმუქრებოდა თან ფანჯრებისკენ იყურებოდა.
-გისმენთ-გაისმა გოგონას მძინარე ხმა.
-დაიკო აწიე შენი ლამაზი თავი ჩამოირბინე და კარები გამიღე- თაფლავდა მძინარ დას.დაჩი კი მის ამ ტკბილ სიტყვებზე ლამის ჩაკვდა სიცილით
- როგორც გახვედი ისე შემოდი.- გაისმა ხმა ისევ.დაკიდებას აპირებდა,თუმცა ახლა ნია ყვირილზე გადავიდა.
- ადექი და გამიღე კარები- ცოტა არ იყოს მძღოლის სიცილს შიშის ელფერმა დაკრა.ყვირილის შემდეგ ბიჭს მოუბრუნდა და ჩაუღიმა.
-არ გავაღებ- ჯიუტობდა თაკოც.-მითუმეტეს მიყვირიხარ.-ნიშნის მოგებით ენა გამოუყო თაკომ ტელეფონის მეორე მხარეს.
-თუ გამიღებ დედას დავითახმებ იმ წვეულებაზე გაგიშვას და მეც წამოგყვები-თითქოს ამის თქმით სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი.
-კარგი და იმ კაბასაც მათხოვებ რო მომწონს.
-გათხოვებ იმ კაბას მაინც არც ვიცმევ და არც მომწონს- თვალეები აატრიალა ნიამ.
-კარგი დამელოდე. ახლა არ გკითხავ და მერეე დაწვირილებით დაყაჭავ ყველაფერს.-ჩასძახა თაკომ ტელეფონში.
-არ მოგწონს და მაინც ამდენს ახვეწნინებ კაბის თხოვებაზე-ჩაიცინა დაჩიმ და მობილური გამოართვა.
-შანტაჟის დედოფალია.არ მომწონს,მაგრამ ჩემია.მე კიდევ ჩემი რაცაა,რომც არ მომწონდეს იოლად არ ვთმობ.-კმაყოფილმა თავი მაღლა ასწია და მანქანიდან გადავიდა.
-ამ სიტყვებს დავიმახსოვრებ-ჩაილაპარაკა. დაჩიც გადავიდა და ნიას მხარეს წავიდა.
-შენ რაღაზე გადმოხვედი მე თვითონ მივალ ორ ნაბიჯშია-გვერდის ავლას აპირებდა თუმცა უცებ ხელში აიტაცეს.-რას აკეთებ?დამსვი!
-შენს დათუჩებს ვუფრთხილდები.ნუ გეშინია პირდაპირ კარებთან ჩამოგსვავ.-ნია კი ფართხალს განაგრძობდა.-გაჩერდი თორემ ძირს დაგაგდებ.-დაემუქრა თან გვერდულად ჩაიღიმა.ფართხალიც შეწყვიტა უცებ ნიამ.
გოგონა პირდაპირ კარების წინ ჩამოსვა და უსიტყვოდ გამობრუნდა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
-კრეტინი-ჩაიცინა ნიამ.ამ დროს თაკომაც გამიაღო კარები,ჩუმად შეიპარა და პირდაპირ ოთახს მიაშურა.
-****
დერეფანში ბიჭები იდგნენ დაჩის გამოკლებით.ლევანს გვერდს ხატია უმშვენებდა,მასაც მკერდზე ყავდა აკრული.
-იცით რაღაც წვეულება იგეგმება და არ წავიდეთ?-ლუკამ წარბები შეათამაშა.
-წავიდეთ?-გოგონამ ლევანს მოციმციმე თვალები შეანათა.
-თუ გინდა კი-გაუღიმა ლევანმა.
-ოჰ მოვკდი ამდენი რომანტიკით-გიორგიმ თვალები აატრიალა.-სასწრაფოდ მჭირდება შეყვარებული -სახე მოეღუშა.
-შენ და შეყვარებული -ჩაიხითხითა ხატიამ.- შენ და ერთი გოგო?-სიცილს ვერ იკავებდა.ლუკამ თვალი შემოსასვლელსკენ გააპარა,საიდანაც ნია და თაკო შემოუყვნენ დერეფანს.გოგონა ნიას გვერდით ცქმუტავდა და თვალებით სიხარულს ასხივებდა.
-რა საყვარელია -ჩაილაპარაკა თავისთვის თუმცა მაინც გაიგეს.
-შენ გითხრეს არ შეგეფერებაო-მხარზე ხელი წაკრა ლუკას გიორგიმ. ამასობაში გოგოებიც მიუახლოვდნენ.
-დილა მშვიდობისა გოგოებო-ხატიამ გაუღიმა მათ და გადაკოცნა.
-დილა მშვიდობისა-გაუღიმა ნიამაც.
-გამარჯობათ და ნახვამდის-მხიარულად მიტრიალდა თაკო,უცებ ისევ შემოტრიალდა და ნიას მოუბრუნდა.-პირობა არ დაგავიწყდეს.-თითი დაუქნია და უკან გაბრუნდა მხიარულად.
-ოჰ ჯანდაბა.შენს ხელში ჩავარდნას მტერს არ ვუსურვებ-ჩაიღიმა და მზერა ისევ მათ დაუბრუნა. ლევანის დანახვისას გულზე მარწუხები იგრძნო,თუმცა ახარებდა,რომ ბედნიერად გამოიყურებოდა.ხატია კი სულაც არ გავდა იმ გოგოს,რომელიც მას არ იმსახურებდა.აშკარა იყო,როგორ უყვარდათ ერთმანეთი და ვერანაირად ვერ ჩადგებოდა მათ შორის და არც აპირებდა ამას.
-ნია-გოგონამ მხიარულად შეხედა.-წვეულება ეწყობა და იქ მივდივართ ხვალ საღამოს ხომ წამოვალ? -ლეკვის თვალებით შესცქეროდა ხატია.-თან უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს.
-სხვა გზა მაინც არ მაქვს.თაკოს პირობა,რომელიც არ უნდა დამავიწყეს ისა,რომ გავყვე რაღაც წვეულებაზე-ჩაიცინა ნიამ.-სიმართლე გითხრათ გამიხარდა თქვენც,რომ. იქნებით.
-შენ მე მკითხე როგორ გამიხარდა-ჩაილაპარაკა ლუკამ თავისთვის.
-ნია-მხიარულად დაიყვირა მისი დანახვისას სალიმ.-ნიას მოგპაარავთ-სალი მიუბრუბდა მათ.გოგონას ხელი ჩაავლო და კლასში შეიყვანა.
-****
სადაც იყო მეორე გაკვეთილი დაიწყებოდა,თუმცა დაჩი არ ჩანდა.ლუკა არხეინად იჯდა მერხზე.ნია კი იშმუშნებოდა და თვალებს კარებისკენ აპარებდა."რატომ მაწუხებს მოვა თუ არა?რატომ ვღელავ მასზე?მე ხომ ვერ ვიტან მას."-ფიქრობდა და თან თავის თავს უბრაზდებოდა."უბრალოდ მეგობართან მომინდა ლაპარაკი.""არ წახვიდე გთხოვ" -თავში დაჩის გუშინდელი სიტყვები ამოტივტივდა."ისეთი შეგრძნება მაქვს,რომ მარტო სულია.მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ყავს ბოლომდე არ იხსნება მათთანაც"-გაიფიქრა ნიამ და თავი მერხზე დადო.ზარიც დაირეკა უკან მერხზე კი სხეულის დანარცხების ხმა გაიგო.ისიც მაშინვე მიბრუნდა.დაჩი სერიოზული სახით უყურებოდა.გოგონასთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია.უმნიშვნელოდ გაუღიმა და ლუკას დაუწყო ლაპარაკი.გაოცებული უყურებდა ნია.ეს ადამიანის დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირად იქცევა.გუშინ თუ მთვრალი დაჟინებით ცდილობდა მის ნახვას,ახლა ვითომც არაფერი ისე იქცეოდა. საშინელ განწყობაზე დადგა.რა იყო მიზეზი ვერც თვითონ ხვდებოდა.
მთელმა დღეს ისე ჩაიარა ერთხელაც არ გამოლაპარალებიან ერთმანეთს.გაკვეთილების შემდეგ ნია ეგრევე სამუშაოსკენ გაემართა.სოფის ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.მაგრამ კლიენტების გამო ბევრი ვერ ისაუბრეს.
-****
-შეგიძლია ამ კაბის ჩაცმაში მომეხმარო? -ნიასთან ოთახში შევარდა თაკო.გოგონა წინ დაუდგა და ზურგი მიუშვირა.
-ძალიან დავიღალე და არ შეიძლება არ წამოვიდე?-ელვა შესაკრავი აუწია და თაკოც ელვის სისწრაფით შემობრუნდა.
-რას ამბობ დედამ მხოლოდ ნიასთან ერთადო.-კოპები შეუკრა.
-კარგი წყალს მაინც გადავივლებ და გაფრთხილებ არ გამოვეწყობი.-თაკო შეწინააღმდეგებას აპირებდა,მაგრამ ნიამ შეაჩერა.-ხმის ამოღება არ გაბედო.-ცალი წარბი აუწია და ოთახიდან გავიდა.
-***
გოგონები კლუბში შევიდნენ.იქაურობას გამაყრუებელი მუსიკის ხმა ფარავდა.მათთან ხატია მიიჭრა.
-ნია აქ ვართ.წამოდით- ხელი მოკიდა და მათთან მიიყვანა.გოგოებმა ღიმილით შეხედეს იქ მყოფთ.დაჩის კი ნაგლურად გაუღიმა ნიამ და მისგან შორს დაჯდა.ლევანი და ლუკაც მალევე შეუერთდნენ მათ ხელში კოქტეილებით.ლუკას თაკოს დანახვაზე სახეზე ღიმილმა გადაკრა, თუმცა ის ყურადღებას არ აქცევდა.ხალხის ბრბოში თვალებით ვიღაცას ეძებდა,უცებ სახე გაუნათდა.
-მე წავედი-ნიას მხარზე ხელი დაადო და ფეხზე ადგა.
-ისე იყავი რო გხედავდე-მიაძახა ნიამ.
-მზრუნველი დედიკო-ჩაიცინა დაჩიმ და ვისკი მოსვა.
-ნუ ხარ ასეთი უხეში -ხელი დაარტყა ხატიამ ფეხზე.-ცეკვა მინდა-წაიწუწუნა ხატიამ და საწყალი თვალებით გახედა გვერდიდან ლევანს.
-თქვენი არ ვიცი და მე ნამდვილად მივდივარ საცეკვაოდ-წამოიძახა გიორგიმ.
-მეც მოგყვები.ერთს ჭკუა უნდა ვასწავლო-დაბღვერილი იყურებოდა თაკოს მიმართულებით,რომელიც ვიღაცას ეცეკვებოდა. ლუკა მათთან მიიჭრა.
-შეგიძლია დაისვენო -ბიჭი ღიმილით ააცალა თაკოს და მისი ადგილი დაიკავა.
-მგონი ჩვენ ვცეკვავდით-არ ცხრებოდა ბიჭი.თაკომაც ხელები გაუშვა ლუკას.
-იცი რომ ჯერ 18ის არ არის?-წარბი ასწია ლუკამ.
-ლუკა რას აკეთებ?-თაკოს გაბრაზება დაეტყო სახეზე.
-დაწყნარდი საყვარელო. -გაუღიმა გოგონას და ისევ ყმაწვილს მიუბრუნდა.-კიდევ აქ ხარ?
-ჩემთვის თუ პატარა შენთვის დიდია?-ირონიულად იცინოდა ბიჭი.
-მე ოჯახის მეგობარი ვარ- გაბრაზების დამალვას ცდილობდა მომღიმარი სახით.
-ლუკა არ...-ბიჭმა ხელი პირზე ააფარა და თვალი ჩაუკრა.შემდეგ ისევ აყუდებულ ყმაწვილს გახედა და თვალებით ანიშნა წასულიყო და ისიც წავიდა.-რატო გააკეთე ეს?-კოპები შეკრა თაკომ.
-არ გიხდებოდა ის ბიჭი - ჩაუღიმა ისევ- თან მე პარა არ მყავდა.
-არ გეცეკვები- გააპროტესტა გოგონამ და შებრუნდა. ლუკამ ხელი დაუჭირა, უკან მოატრიალა და მკერდზე მიიკრა.
-პროტესტი უარყოფილია-ყურებთან ღიმილიანი სახით წაჩურჩულა და სიმღერის ტალღებს ცდილობდა აეყოლიებინა გოგონა.
ხატიას იმედი ეწურებოდა და თავი ჩაღუნა.ლევანი ფეხზე წამოდგა და მაგიდის წინ დადგა.
-სად მიდიხარ?-ახედა მოღუშულმა გოგონამ
-ცეკვა ხომ გინდოდა?-გაუღიმა ბიჭმა.ისიც ფეხზე წამოხტა სიხარულით.
-მიყვარხარ მიყვარხარ მიყვარხარ -მიაყარა რამდენჯერმე სწრაფად აკოცა ტუჩებზე.ნია კი კოქტეილს წრუპავდა და მათზე ეღიმებოდა.მალევე შეიკარგნენ ბრბოში.
-არ მესმის ხალხის ვისაც უყვართ,მაგრამ სხვასთან ყოფნის უფლებას აძლევენ. -გაისმა დაჩის ხმა,გოგონამაც სწრაფად მოატრიალა თავი.
-მნიშვნელობა არ აქვს უყვარს თუ არა,თუ ხედავს,რომ ის სხვასთან ბედნიერია.-გაუღიმა ნიამ.
-და შენ გიყვარს ლევანი? -დაჩიმ პირდაპირ ნიას წინ დაჯდა და სახე ახლოს მიუტანა. პირდაპირ თვალებში უყურებდა და წამით არ ახამხამებდა თვალს.
-და მერე შენ რა თუ ასეა?-თვალი თვალში გაუყარა ნიამაც.
-არაფერი ისე მეგობრულად გკითხე. -უკან გაიწია დაჩი.
-მეგობრულად -ნიამ ჩაიცინა მის სიტყვებზე. უცებ მზერა მასთან მოახლოებულ სხეულზე გადაიტანა.
-დიდიხანია გიყურებთ და შეიძლება საცეკვაოდ გაგიწვიოთ?-ბიჭი უღიმოდა მას,გოგონა კი გაოცებულმა და წარბაწევით შეხედა.
-გვავარ იმას ვისაც ცეკვა უნდა?-მკაცრად ახედა ბიჭს.
-რატომ ასეთი სიმკაცრე-ბიჭი მისკენ დაიხარა. ნიამ კი თავი უკან გასწია.
-ეი ეი აქ მე ვერ მამჩნევ? თუ სკულპტურის როლი მაქვს- დაჩიმ ჭიქა მაგიდაზე დაანარცხა.-გოგონა ცეკვას მომიძღვნის მე!- ნიას ხელზე ხელი ჩაავლო და წამოაყენა.-შენ კი შეგიძლია ბართან მიხვიდე და ცხელი რძე შეუკვეთო-დაჩი განრისხებულ ბიჭს გაეცალა და ნიაც თან გაიყოლა.

****
დაჩიმ მოცეკვავეთა ბრბოში ძალით შეიყვანა ნია.შუა წრეში შეჩერდა.ნიამაც შეწინააღმდეგება შეწყვიტა ეგონა გაუშვებდა ხელს და ისიც მოშორდებოდა ამ იდიოტს,თუმცა ბიჭმა მეორე ხელი წელზე მოხვია.უფრო კომფორტულად შემოაჭდო ხელები და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა.
-სხვათაშორის მადლობა უნდა მითხრა-სიმღერის ტალღებს აყოლილმა ბიჭმა წაჩურჩულა მის მკლავებში მომწყვდეულ გოგონას.
-რისთვის?იმისთვის,რომ ძალით მაცეკვებ შენთან?-თვალებში შეხედა აღშფოთებულმა გოგონამ.
-არა.იმისთვის,რომ იმ ფსიქოპასიგან გისხენი-შეღიმა დაჩიმ.
-კიდევ საკითხავია ფსიკოპატი რომელი ხართ-შებღვირა ნიამ.-გაფრთხილებ ფეხები მომარიდე-ეშმაკურად გახედა დაჩის.
-რატომ?-ნია უცებ ფეხზე შედგა.დაჩიმაც გმინვა ამოუშვა თუმცა მისთვის ხელი არ გაუშვია.
-ამისთვის.ნუ როცა ვცეკვავ საერთოდ ფეხებს ვაბიჯებ ხოლმე ჩემდაუნებურად.თუმცა ვაღარებ ეს ზაკაზად გავაკეთე-ჩაიხითხითა ნიამ.
-არაუშავს ავიტან როგორმე-თითქოს ორივე დაზავდა და ეს ცეკვა აჩუქეს ბოლოს ერთმანეთს.შორი ახლოს მათი სამეგობრო პირდაღებული შეყურებდა მათ.
-აშკარად ბევრი დავლიე თუ მართლა დაჩი ცეკვავ?-გიორგი მიიჭრა უკვე გაშტერებულ წყვილებთან.
-მაშინ მეც ბევრი დავლიე,რადგან აშკარად იმავეს ვხედავ-ხატიამ უცებ ლევანს უჩქმიტა.
-მტკივნეულია-ჩაიცინა ლევანმა.
-ანუ არ გვესეზმრება.მაპატიე საყვარელო-ჩქმეტისთვის ლოყაზე აკოცა.
-ხომ ვთქვი რომ რქებს მოატეხავს ერთ ვიღაცასთქო -ჩაიცინა ისევ ლევანმა.
-ჩემ დას რომ ვეუბნები სასწაულები ხდება იქ სადაც შენ ხართქო არ მიჯერებს-ჩაიცინა თაკომ.-ცეკვა აღარ მინდა- ლუკას ხელი გაუშვა და თავიანთი მაგიდისკენ წავიდა.ისიც უკან მორჩილად გაჰყვა.
დაჩი სასმელმა უფრო გაათამამა.შიგადაშიგ ნიას უღიმოდა კიდეც.
-იცი რთული ადამიანი ხარ- ცეკვას თავი დაანება ნიამ და დაჩის შეხედა.-იმ დღეს მოხვედი მეგობაროო...მეორე დღეს კი ისევ დაჩი დაბრუნდა. უჟმური მკაცრი სახით.-ბიჭი ნელი სვლით დაიხარა მისკენ.ხელებში მისი თავი მოიქცია.-რას აკე....-თქმა ვეღარ მოასწრო.დაჩი მის ტუჩებს შეეხო და პირველი კოცნა მოპარა.მოულოდნელობისგან ნია ადგილს მიეყინა.მის ტუჩებს მოწყდა და თვალებში შეხედა. მოჩხუბარ მუდამ რაღაცის სათქმელად გამზადებული ნია ახლა ვერც აზრებს უყრიდა თავს და სათქმელს მითუმეტეს.მისი ხელებიდან თავი დაიხსნა და უკან მოუხედავად გავარდა კლუბიდან.
-ჯანდაბა ეს არ უნდა მექნა- დაჩიმ თავზე ნერვიულად ხელი გადაისვა თვალი მეგობრებისკენ გააპარა.მომღიმარმა ლევანმა თვალით ანიშნა გაყოლოდა.ისიც იმავე მიმართულებით გაიქცა.
-ნია მე გრჩები- ჩაიცინა თაკომ და ადგომას აპირებდა,რო მათ გაყოლოდა.
-შენ მე მიგიყვან- გაუღიმა ლუკამ. ხელი მოკიდა და გასასვლელისკენ წაიყვანა.
-*****
დაბნეული მიდიოდა ნია გზაში.ვარაუდად მიაბიჯებდა,თან კოცნის და იმ შეგრძნებების გახსენება კიდევ უფრო აბნევდა.
-ნია! ნია!- ყვირილით მირბოდა დაჩი.გოგონამ თავი მოაბრუნა და მალევე უკან შემობრუნდა. ტაქსმა ნიასკენ შემოუხვია.მანაც მაშინვე გააჩერა და შიგნით შეხტა.
-სწაფად წადით თუ შეგიძლიათ- ჩაიბურტყუნა გოგონამ.
-შეყვარებულთან იჩხუბე?- მოხუცებული კაცი მოუბრუნდა ნიას,როცა უკან მათი მიმართულებით მოძრავი დაჩი შენიშნა.
-შეყვარებული არ არის- ჩაილაპარაკა თავისთვის -უბრალოდ მეგობარია- დაამატა ნიამ.
-რას გაგიგებთ ამ ახალგაზრდებს ადრე შეყვარებული ერქვათ,ახლა მეგობარიო- ჩაიცინა კაცმა დაა კონცენტრაცია ისევ გზისკენ გადაიტანა.გოგონა კი ჩუმად იჯდა ფიქრებში ჩაკარგული.დაჩიმ შეწყვიტა ნიას დევნა და უკან აბრუნდა კლუბთან თავისი მანქანის წამოსაყვანად.
-****
შაბათი საღამოს შემდეგ ნიას არ უნახავს დაჩი.თუმცა ვერც მომხდარს ივიწყებდა.მთელი დღე სოფისთან ერთად იყო კაფეში.ცდილობდა მუშაობაზე გადაეტანა ყურადღება, მაგრამ ნაკლებად გამოდიოდა.
-ახ ჯანდაბა თავი მისკდება უკვე- სკამზე დაენარცხა ნია.
- გინდა გითხრა რა ხდება შენს თავს? - გვერდით მიუჯდა სოფი.- დაჩი მოგწონს და ვერ აცნობიერებ.
- სისულელეა არ მომწონს.-ამოისუნთქა ნიამ.
-კარგი რა შენ გგონია,რომ ლევანი მოგწონდა თუმცა სინამდვილეში დაჩი მოგწონს. - მხარზე ხელი დაადო მეგობარს. - არ გინდა, რომ გულს მოუსმინო და არა გონებას?- თავი ააწევინა ნიას და თვალებში შეხედა.
-რა გავაკეთო?- აცქმუტდა ნია- ხვალ სკოლაა... -თავი ხელებში ჩარგო.
-ძაანაც კარგი-ხელები ერთმანეთს შემოკრა მხიარულად სოფიმ.-როცა ნახავ გულს მოუსმინე და არა გონებას.
-****
სკოლის ჭიშკართან იდგა და აქეთ იქეთ ათვალიერებდა.ცდილობდა დაჩის ნახვა აერიდებინა.
- დღეს დამალობანას თამაშობ?-სიცილს ვერ იკავებდა თაკო.
-გაჩუმდი შენ-შებღვირა დას და კიდევ ერთხელ მოავლო ეზოს თვალი.-გზა თავისუფალია-წელში გასწორდა და ეზოში შეაბიჯა.
-არა კაი აქ დაემალე ვერ ნახე,მაგრამ კლასში შენს უკან ზის-დასცინოდა ნიას.
-აიი!შენ ვისკენ ხარ ვაფშე.- ისევ დაბღვერილმა გახედა.- და როგორც აღნიშნე ჩემს უკან ზის.არ მივტრიალდები და ეგ იქნება.
-წარმატებები- გაუღიმა დას.- ისე გირჩევ სკოლაში შესვლა იჩქარო დაჩი მოდის უკან.- ნიას უკან არც მიუხედავს ისე შევარდა სკოლაში. თაკო კი უკან სიცილით იგუდებოდა და მშვიდად მიუყვებოდა კიბეებს.
ნიამ წამში აირბინა ორი სართული და კიბეების თავზე დადგა.სულს ძლივს ითქვამდა.
-ვინმე მოგდევს?- მის წინ დაჩი იდგა მომღიმარი სახით. უკან მათ თაკოც მოუახლოვდა.
-უი დაჩი აქ ხარ. გამარჯობა-გაუღიმა ბიჭს.
-გაგიმარჯოს თაკო- გაუღიმა მასაც.მალევე დატოვა თაკომ ორივე.
-აბა უკან მოდისო?!მოვკლავ ამ საწყალს -ჩაიბურტყუნა და დას ისე უყურებდა მზერით მოკლავდა,რომ შეძლებოდა უკვე მკვდარი იქნებოდა. -იცი რაღაც დამავიწყდა- შეღიმა დაჩის და მობრუნებას აპირებდა,მაგრამ ხელი ჩაავლო ბიჭმა.
- იქნებ მე გამირბიხარ?- წარბი ასწია.
- რა სისულელეა.- ღიმილიანი სახით ხელი აიქნია.
- კარგი მაშინ მოდი ვილაპარაკოთ იმ დღეს...-ლაპარაკი არ დაასრულებინა.
- ააა... მართლა მეჩქარება,რაღაც დამავიწყდა. -ნიამ ხელი გააშვებინა და კიბეებზე დაეშვა.პირველ სართულზე თვალებს აცეცებდა სად შეიძლებოდა შესულიყო და აი ისიც.საკონცერტო დარბაზი.კარები გამოაღო და შიგნით შევარდა.-რა ჯანდაბა გჭირს - ამოისუნთქა ძლივს.სცენისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით, სადაც ფორტეპიანო იდგა.-ახლა ნამდვილად მჭირდები - ხელები გაავარჯიშა და გაბადრული სახით მიუჯდა.ხელები თავისით სრიალებდნენ კლავიშებზე დარბაზში კი წყნარი მუსიკის ხმა ისმოდა.მუსიკა შეწყდა და ნიამაც ღრმად ჩაისუნთქა. - მაინც არ მიშველა-თვალები მოჭუტა და კლავიშებს დაარტა შუბლი.-გულს მოვუსმინო.რა ჯანდაბას მეუბნება ეს დუგ დუგი-მიირტყა მკერდზე ხელი.-არ დაიღალეე? შეანელე ცოტახანს.-მკერდზე ხელს ირტყავდა და თან გულს ეჩხუბებოდა.
დარბაზის სიბნელედან ლანდები გამოიკვეთა.სცენაზე ავიდა და ფორტეპიანოსთან შედგა
-შესანიშნავად უკრავ-ნიამ ხმის მიმართულებით ასწია თავი და მომღიმარი დაჩი შეეფეთა.
-დიდიხანია აქ ხარ?- საწყლად იკითხა გოგონამ.დაჩი გვერდით მიუჯდა.
-საკმაოდ.-ნიამ ისევ კლავიშებზე დაკრა თავი.
-რატომ არ გინდა უბრალოდ დამტოვო-ჩაიდუდღუნა გოგონამ.
-მინდა მაგრამ არ შემიძლია.-ხელები თავზე მოისვა.ნიამაც ახედა ქვევიდან.
-ხელი როდის იტკინე- იკითხა უცებ,როცა მარცხენა ხელი დაუნახა შეხვეული ნიამ.
- არაფერია მალე გაივლის.მოიც შენ ჩემზე ღელავ?-მხიარულად მიატრიალა მისკენ თავი,თან ცდილობდა ხელზე აღარაფერს შეკითხვოდა.
- ცოტათი-ჩაიღიმა ნიამ.
-ის კოცნა...-კიდევ არ აცალა სათქმელი.
-ვიცი ნასვამი იყავი,შემთხვევითობა იყო და ძალიან წუხარ.-თავი ჩაღუნა გოგომ.
-არაა არ ვწუხვარ. -ნიამ სწრაფად ახედა ისევ-არც ისეთი ნასვამი ვიყავი ჩემი ქცევები არ გამეკონტროლებინა.იმიტომ გაკოცე,რომ ასე მინდოდა. ახლაც მინდა იგივე გავაკეთო,თუმცა მეშინია ისევ არ გაიქცე-გაშტერებულ ნიას ლოყაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.
-გთხოვ ასე აღარ მოიქცე-ხელზე ხელი მოუჭირა გოგონამ და ძირს ჩამოსწია.
-დამავიწყდა შენ,ხომ სხვა მოგწონს-თავი ჩაღუნა ფეხზე წამოდგა და დარბაზიდან გავიდა.
-სრული იდიოტი ხარ ნია- თავის თავს ტუქსავდა-ჯერ ერთი კოცნა ვერ მოგინელებია -ისევ დასცხო კლავიშებს თავი.დარბაზში კი არეული ნოტების ხმა გაისმა.
-****
სახლში წასვლამდე თავის ბარს ესტუმრა დაჩი.რამდენიმე ჭიქა ვისკი და უკვე მზად იყო სახლში მისასვლელად და მამამისის ასატანად.
-დაჩი!-მკაცრი ხმა გაისმა სახლში
-დიახ თქვენო უდიდებულესობავ- თავი დაუკრა კაცს.
-მორჩი ამ ცინიზმს-ხელი აიქნია კაცმა.-უნდა ვილაპარაკოთ.
-რასაც შენ აკეთებ მაგას ლაპარაკი არ ქვია.შენ ბრძანებ მე უნდა შევასრულო-შეღიმა მამამის და თან წაბარბაცდა.
-გეყოფა სმა!-კაცის ყვირილი სახლში ექოდ გაისმა.
-ოჰ ვყვირით კიდეც.-ისევ ჩაუღიმა მამას.-მე უკვე გითხარი.არ ვაპირებ იმ შენი ბიზნეს პარტნიორის შვილზე ვიქორწინო.
-იმ ვიღაც გოგოს გამო?-ირონიულად გახედა შვილს.
-ის ვიღაც გოგო არ არის.ის გოგოა,რომელიც მე შენს შვილს მიყვარს-მკერდზე ხელი დაირტყა დაჩიმ.
-რომ გამოფხიზლდები მერე ვილაპარაკოთ-უჩვეულოდ მალე დაწყნარდა კაცი და სავარძელში ჩაესვენა.
-მაინც არაფერი შეიცვლება ამით-ბოლო სიტყვა თქვა დაჩიმ და თავისი ოთახისკენ წავიდა.

****
დილა ნიასთვის უჩვეულოდ არეულად დაიწყო. მთელი ღამე ფიქრებს ვერ იშორებდა გონებიდან და ვერ იძინებდა.დილით აწეწილი თმით და ხალათით ჩავიდა სამზარეულოში. დედამისის შემდეგ ყველაზე ადრე ნია ამდგარა.მაია სამზარეულოში საქმიანობდა გოგოებისთვის საუზმეს ამზადებდა.
-ასე ადრე რატომ გაიღვიძე?-გახედა ღიმილით ქალმა.
-მეძინა რო საერთოდ-თავი მოიქექა და სამზარეულოში შეაბოტა.
-რამე მოხდა? არ გინდა დედიკოს გაანდო? -ნია დედის წინ ჩამოჯდა.
-დეე...-სათქმელს წელავდა ნია.-რა იგრძენი როცა პირველად გაკოცეს?-ქალი შვილის მოულოდნელი კითხვისგან დაიბნა თუმცა შემდეგ ჩაიღიმა.
-პირველი კოცნა-ჩაიღიმა თითქოს თვალწინ დაუდგა ის მომენტი და ის შეგრძნებები,რომელიც მაშინ განიცადა.-როდესაც მამაშენმა პირველი კოცნა მომპარა-ისევ ჩაიცინა -თავში თითქოს ფეიერვერკები ერთდროულად აფეთქდნენ.მუცელში მილიონობით პეპელამ ერთად ფრენა დაიწყო.გული იმაზე სწრაფად ცემდა ვიდრე ჩვეულებრივ. ამ კოცნის შემდეგ რამდენიმე დღე შოკში ვიყავი -ჩაიხითხითა ქალმა-და რადენჯერმე თავის არიდებაც ვცადე,მაგრამ ისეთი ჯიუტი იყო მაინც ვერ ვარიდებდი თავს.
-ვა რა მაგარია ე.ი მამა იყო ის ვინც პირველად გაკოცა-სამზარეულოში თაკო შემოვიდა გაღიმებული.
-რამდენიხანია რაც მანდედან გვისმენ? -სიცილით უთხრა შვილს.
-საკმაოდ დედა-კმაყოფილი ჩამოუჯდა წინ.ქალმა კი თავი გადააქნია.
-რატომ მკითხე ნია? -ისევ მას მიუბრუნდა-რამე მოხდა?-ქალს თვალები აუციმციმდა. -მოხდა სასწაული და ვიღაცამ გაბედა და ისე ახლოს მოვიდა შენამდე,რომ კოცნა წაიღო? -თაკოს დედის სიტყვებზე სიცილი აუტყდა.
-მარტო კოცნას ვინ ჩივის მგონი გულიც გააყოლა-სიცილით იგუდებოდა თაკო.-მასეთი მკვლელი მზერით ნუ მიყურებს მეშინია- სიცილით ეუბნებოდა დედამისს.
-ააჰ!-ამოიგმინა ნიამ და თავი ხელებში ჩარგო.
-ეს არ მეტყვის მაინც ვინაა-ქალმა თაკოს გახედა ინტერესით. -ძეგლი უნდა დავუდგა ამ რქიანის მორჯულებისთვის-ჩაიხითხითა ქალმა.
-აღიარეთ,რომ ნაშვილები ვარ -თავი ასწია ნიამ და გაბრაზებულმა გადახედა. -რომელ დედას უხარია მის შვილს რო ვიღაც კოცნას პარავს-ბოლოს სიტყვები ნელა და დარცხვენით ჩაილაპარაკა.
-მე -ისევ გაიცინა ქალმა და თაკოც აყვა.
-მე გეტყვი დე ძან კარგი ბიჭია.-დაიწყო თაკომ,ნია ეგრევე ფეხზე წამოხტა და კიბეებს მიაშურა.-ხოდა იმას ვამბობდი,რომ ძაან კარგია ესაა ძაან რქიანი ჯიუტი ჯიქი-გაბრაზებულმა ტუჩი მოიკვნიტა.
-მშვენიერია - ქალმა ხელები ერთმანეთს მხიარულად გაუსვა და საუზმეს მიუბრუნდა,თუმცა მალევე თაკოს მოუბრუნდა.-ქალბატონო შენ ჯერ არც იფიქრო -თითი დაუქნია გოგონას ისიც გაბუსხული ადგა.
-ის კი არა მე ვარ ნაშვილები-ბუზღუნით გავიდა სამზარეულოდან.
-საერთოდ ორივე გიშვილეთ-სიცილით მიაყვირა ქალმა სამზარეულოდან.
-***
მთელი დღე სკოლაში თვალებით დაჩის ეძებდა ის კი არადა არ ჩანდა.ნია დერეფანში იდგა მოწყენილი და მოსაცმლის ელვა შესაკრავს აწვალებდა.
- ნია არ გინდა ეზოში ჩავიდეთ?- საყვარლად შეხედა სალიმ.
-რავი წავიდეთ- უღიმღამოდ გაყვა მეგობარს.
- დაჩიზე ფიქრობ?- არც შეუხედავს მისთვის ისე კითხა.
-.... -ნიამ მხოლოდ დუმილით უპასუხა.
- მიხვდი ბოლობოლო, რომ შეგიყვარდა დაჩი და ყველას გვეშველება- ჩაიხითხითა სალიმ,თუმცა სახეზე სევდის ელფერმა გადაკრა.ამასობაში ეზოშიც გავიდნენ და დაჩის სამეგობროს შეუერთდნენ.ნია ისევ თვალებით მათთან დაჩის ეძებდა თუმცა არ იყო.
- რა იყო ნია დაჩის ეძებ?- ეშმაკურად ჩაიღიმა ლუკამ.
-ლუკა-ლევანმა გაბრაზებით გახედა.გიორგიმ კი უმნიშვნელოდ დარტყა ხელი.
- რატომ არ არის?-ნიას ყველანაირი მორიდება დაავიწყდა და ყველას პირი დააღებინა მისმა ამ კითხვამ.
-სიმართლე გითხრა პრობლემები აქ- ჩაილაპარაკა გიორგიმ. გოგონას კი თითქოს ამის გაგონებაზე სუნთქვა შეეკვრა.
- რა პრობლემები?-ჩაილაპარაკა თავისთვის.მასზე ნერვიულობამ მთელი სხეული მოუცვა. რა იყო ეს ვერც თვითონ ხვდებოდა.ასე უცებ როგორ და რანაირად შეიცვალა ბიჭის მიმართ,რომელსააც ასე ვერ იტანდა.
-ნუ გეშინი ჩვენ მასთან ვართ და მოვაგვარებთ ყველაფერს.მართალია ახლა თავს გვარიდებს თუმცა მას არ დავტოვებთ მაინც- დაამშვიდა ლევანმა გოგონა და გაუღიმა.სკოლაში ზარის ხმა გაისმა ყველა წამოიშალა შესასვლელად. ნია კი არ განძრეულა.
- ნია წამოდი -სალიმ საწყლად გახედა.
-შედი და მოვალ მეც-გასძახა მეგობარს. სალიც მის სურვილს დაემორჩილა.ცოტახანი იტრიალა ეზოში ნამდვილად არ უნდოდა ახლა გაკვეთილზე ასვლა.თვალები შემოსასვლელისკენ ეპარებოდა.ელოდა მისი გული,გონება, სხეული ელოდა დაჩის მოსვლას,თუმცა ის არ ჩანდა.უღიმღამოდ შებრუნდა კიბეებისკენ ნელი ნაბიჯიით მიიწევდა წინ.
-რას აკეთებ?-თავის თავვს უბრაზდებოდა-ვეღარ გცნობ ნია-ამოისუნთა და ნაბიჯი უნდა გადაედგა,როცა უკნიდან ვიღაცის ჩახუტება იგრძნო. ნია გაბრძოლებას აპირებდა, მაგრამ ხმის გაგებისას უბრალოდ გაჩუმდა.
-ცოტახანი და წავალ- წაჩურჩულა ბიჭმა. თავი მხარზე დაადო და ცოტახნით თვალები დახუჭა.
-დაჩი-ჩაილაპარაკა ნიამ კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა თუმცა არ აცადა.
-კარგი მივდივარ.გიშვებ-ბიჭმა მისი სათქმელი სხვანაირად მიიღო და შემოხვეულ ხელებს ხსნიდა,როცა ნიამ დაუჭირა.
-ეგ არ მიგულიხსმია-ხელებს მაგრად უჭერდა ნია არ უნდა მისი ხელიდან თავის დახსნა.დაჩის მისი სიტყვები თან გაუკვირდა,თან ესიამოვნა. უფრო კარგად შემოხვია ხელები და მიიკრა.
-მეგონა ჩემი გაგდება გინდოდა-ჩაიღიმა ბიჭმა მის მხარზე.
-არც მიფიქრია. უბრალოდ მაინტერესებს კარგად ხარ?- გოგონა მისკენ ისე შეტრიალდა თავი ხელებიდან არც დაუხსნია.ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს იდგნენ.ნია მის თვალებში აშკარა ტკივილს გრძნობდა მომღიმარი სახის უკან.
-არ ვიყავი კარგად,მაგრამ მოვედი ჩაგეხუტე და კარგად ვარ.-დაჩიმ თვითონ შეუშვა ხელები -ახლა კი წავალ-შებრუნდა და წავიდა.უკნიდან კი ნია უყურებდა. როგორ უნდოდა შეეჩერებინა ცოტახანით კიდევ.
-დაჩი-მის ბაგეებს წამოსცდა უნებურად.ბიჭიც მაშინვე შემოტრიალდა.ნიაც მისი მიმართულებით დაიძრა.მიუახლოვდა წელზე ხელები შემოხვია და მიეხუტა.-ახლა კიდევ უფრო კარგად იქნები- ხმაში ღიმილი შეეპარა ნიას. -სხვანაირად არ იფიქრო უბრალოდ ნერვებს აღარავინ მიშლის და-უთხრა და მოშორდა დაჩის სხეულს. მისი ამ საქციელით ძალიან კმაყოფილი იყო ბიჭი.გაუღიმა ხელებში გოგონას თავი მოიქცია შუბლზე აკოცა და ეზო სწრაფად დატოვა.
-*****
სამზარეულოში ყავის ჭიქით ხელში იჯდა ნია ჩაფიქრებული. იმ დღის შემდეგ ერთ კვირაზე მეტი იყო დაჩი არ ენახა.ბიჭებისგან იგებდა უმნიშვნელოდ რაღაცეებს კიდევ.დარეკვაც ბევრჯერ უნდოდა თუმცა აკრეფილი ნომერი წაშალა და ტელეფონი გაურკვეველი მიმართულებით მოისროლა ხოლმე.
-რაზე ფიქრობ?-ოთახში თაკო შემოვიდა შეწუხებული სახით.
-დაჩიზე-დაუფიქრებლად თქვა ნიამ.გოგონას კი ცოტა გაუკვირდა მისი ასე პირდაპირობა.-ჰო დაჩიზე ნუ მიყურებ ეგრე.იმდენმა მიძახეთ გიყვარს გიყვარსო,მგონი მართლა მიყვარს -ხელებში თავი ჩარგო და ამოიგმინვა.
-მგონი ცოტა დაგაგვიანდა აღიარება-ჩაიდუდღინა თაკომ თავისთვის.
-რა მითხარი? -თავი ასწია უცებ ნიამ.
-შენთვის ახალი ამბავი მაქვს.ხვალ დაბადების დღის წვეულებაზე ხარ დაპატიჟებული.ნუ მარტო შენ არ..
-არ მინდა არსად წასვლა-წამოიყვირა ნიამ.
-რა იცი ხოლმე ეს სათქმელს არ დაამთავრებინებს ადამიანს.თვალები აატრიალა თაკომ.-მარტო შენ არ იქნები სკოლიდან იქნებიან ბავშვები, ასევე ნაღები საზოგადოება და ყვითელი პრესაც.
-ხოდა მითუმეტეს არ წავალ-თავი ისევ ხელებში ჩარგო.
-და თუ ეს დაჩის დაბადების დღეა?-წარბები შეათამაშა გოგონამ.
-როდის?-თავი ასწია უცებ.
-ხვალ საღამოს ბიჭები გამოგივლიან და წაგიყვანენ თან.უფ დაკითხვას თუ მოვრჩით მიდი ყავა მეც გამიკეთე-სკამზე დაენარცხა თაკო.ნია ისეთი გახარებული იყო დაჩის ნახვის შესაძლებლობით ფეხზე წამოხტა და ყავის მომზადება დაიწყო.კარებზე კაკუნი გაისმა თაკო ფეხზე წამოხტა -მე გავაღებ შენ ყავა გამიკეთე.-მიაძახა უკან და თან კარები გააღო ხელში კი მომღიმარი ლუკა შემორჩათ.
-პრივეტ საყვარელო
-აქ რა გინდა?-გაუკვირდა მისი დანახვა გოგონას.
-შემომიშვი და გეტყვი თან ხელი მომძვრა-მარჯვენა ხელი წინ გამოსწია. პაკეტში დიდი ყუთი იყო.
-შემოდი.-თაკო გაიწია და ლუკაც შევიდა თავისი ბარგით.სამზარეულოდან ნიამ გამოიხედა.
-პრივეტ ნია.შენთან რაღაც გამომატანეს-ხელი მაღლა ასწია და დაანახა.
-რა არის?-გამოვიდა სამზარეულოდან თან თაკოს თავისი ყავა შეაჩეჩა ხელში.
-აიღე და ნახე-გაუწოდა ნიას ბიჭმა,თვითონ კი თაკოსკენ წავიდა ხელიდან ყავის ჭიქა გამოსტაცა და მოსვა. -მმმ....გემრიელია.
-ეე ეგ ჩემი იყო-გააპროტესტა გოგონამ.
-მაგრამ მე ვსვავ-გაეკრიჭა ბიჭი.ნიამ ყუთი გახსნა ზემოდან წერილი ედო. "მინდა ამ კაბაში გნახო.დაჩი" წერილის წაკითხვაზე ჩაიღიმა. შემდეგ გადასწია და კაბას შეხედა.ნაზი თეთრი კაბა მკერდზე ოდნავ გამოყვანილი და შემდეგ გაშვებული იყო. ყელზე თეთრი მარგალიტით იყო გაწყობილი.
-****
დარბაზი ხალხით ნელნელა ივსებოდა.დაჩი მოუთმენლად ცქმუტავდა და კარებისკენ ეჭირა თვალი.დაჩის მამამისი მიუახლოვდა.
-როგორც გითხარი მხოლოდ ორი ვარიანტი გაქვს. ან შენ თვითონ აცხადებ ქორწინების შესახებ ან მე ვაცხადებ, რომ სასწავლებლად ამერიკაში გიშვებ.
-ყველას უნდა შეშურდეს შენნაირი მამის-ირონიულად გაუღიმა დაჩიმ.
-გეყოფა დაჩი-გაღიმებული სახით ეუბნებოდა კაცი.მამა-შვილს ჟურნალისტები თავისი აპარატებით მომარჯვებულები უთვალთვალებდნენ.-ლიზი უკვე გაიცანი მშვენიერი გოგოა და მგონი მოგწონს კიდევაც.
-კი გავგიჟდი ისე მომწონს-ისევ ირონიული ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. თვალი კარებში შემოსული ნიასკენ გააპარა და სახე გაუნათდა. -ნუ გეშინია არჩევანი გავაკეთე უკვე.იმედია დღეს მაინც დამაცდი ცოტახანს ბედნიერებას.-დაჩიმ მხარზე ხელი დაკრა და ნიასკენ წავიდა.
****
საღამოს ლევანი სახლში იყო.ფორტეპიანოს მიჯდომოდა და სასიამოვნო მუსიკის ჰანგებით იყო ოთახი მოცული.ისე იყო დაკვრით გართული ოთახში შემოსული დაჩი ვერც შეამჩნია.შემოვიდა იქვე სავარძელში ჩაჯდა და უსმენდა მეგობრის მუსიკის ჰანგებს.
-როდის მოხვედი? - მუსიკის დასრულების შემდეგ გახედა მეგობარს და მის გვერდით გადაჯდა.
-არც ისე დიდი ხანია. მიხარია, რომ მოვედი შენთან ყოველთვის ვმშვიდდები.-მეგობარს მხარზე ხელი დაკრა..
-ვიცი, რომ გიჭირს ახლა და თავში ნუ ჩაიკეტები ჩვენ ხომ შენს გვერდით ვართ ყველაფერს ერთად გადავლახავთ.-ლევანმა თანაგრძნობით მოხვია ხელი.
-მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებ. მინდოდა დამეზუსტებინა, რომ შენი იმედი მექნებოდა-ჩაუღიმა მეგობარს.
-ეს სიტყვები მეწყინა-წყენით გახედა დაჩის.-რა თქმა უნდა უნდა გქონდეს მუდამ.-მის სიტყვებზე კიდევ უფრო გამხიარულდა ბიჭი.-ეს რა არის? -ლევანმა თვალი პაკეტისკენ გააპარა.ოთახში ბიჭები შემოვიდნენ.
-აბა უჩვენოთ რეებს ხლართავთ-ჩაიცინა გიომ და სავარძლებში ჩაჯდნენ.-ეს რა არი?-გაიმეორა ლევანის კითხვა.
-მაგას ვეკითხებოდი სანამ შემოაბოტებდით-ჩაიცინა ბიჭმა.
-ეს საჩუქარია ნიასთვის უნდა გავუგ-უცებ ლუკამ წამოიყვირა
-მე წავიღებ.-ფეხზე წამოხტა პაკეტს ხელი დაავლო და კარებისკენ გაქანდა.
-ასე სწრაფადაც არ ვაპირებდი გაგზავნას მაგრამ ჯანდაბას წაიღე ბარემ-მეგობრის ქცევაზე ოთახში სიცილი ატყდა.
-****
კაბა ნამდვილად ნიას სხეულისთვის იყო შექმნილი.ძალიან უხდებოდა გოგონას.თმები მაღლა ლამაზად აეხვია.ყელზე სამკაული არც გაუკეთებია ეს ზედმეტად გადატვირთავდა კაბის მარგალიტებით მოჩიქურთმებულ ყელს.კაბას სადა საყურეები შეუფერა ფეხზე ასევე ის მაღლები ჩაიცვა,რომელიც კაბასთან ერთად იყო.პირდაპირ უკვირდა ასე ზუსტად როგორ შეარჩია ყველაფერი მისი ზომის.ოთახიდან დაბლა ჩავიდა მისაღებში სადაც პირდაღებული მაია და თაკო იდგნენ.
-ასე რატომ მიყურებთ არ მიხდება?-სახე მოეღუშა გოგონას.
-გიხდება,რომელია ლამაზი და რომ მყავდა ვიცოდი,მაგრამ არც ასეთი მეგონე-ჩაიცინა თაკომ.
-ნუ დამცინი-მანაც გაიცინა.
-არა მართლა ლამაზი ხარ ჩემო გოგონავ-ქალი შვილს მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა. -ვფიქრობ მეორე კოცნასაც მოგპარავენ.
-დედა-ნია უხერხულად აიშმუშნა. კარებზე ზარიც გაისმა.
-მოგაკითხეს ნია-თაკო კარებისკენ წავიდა მხიარულად.გოგონას მომღიმარი სახე რატომღაც მოეღუშა. კარებთან ლუკას ელოდა თუმცა ხელში გიორგი შერჩა. გვერდით გაიწია და სახლში შემოუშვა შემდეგ კი კარებში გაიხედა იქნებ სადმე გარეთ იცდისო,თუმცა იმედი აქაც გაუცრუვდა.
-საღამო მშვიდობისა -მიესალმა იქ მყოფთ გიორგი.ნიას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
-შენ ალბათ ჩემი გოგოს -სანამ დაამთავრებდა გიორგიმ წამოიყვირა.
-მისი და დაჩის მეგობარი ვარ დღეს კი მე ვიქნები მისი კავალერი იქამდე სანამ წვეულებაზე მივალთ შემდეგ კი ჩავაბარებ მთავარ გმირს- მის სიტყვებზე მაიას ღიმილი მოეგვარა სახეზე.
-მაშინ ჩემ შვილს გაბარებ და იმ ვაჟს გადაეცი გაცნობა მსურს მისი. - მკაცრი გამოხედვა ესროლა ბიჭს.
-გადავცემ -ჩაუღიმა გიორგიმ. ნიამ კი თვალები აატრიალა ბიჭის მიერ გამოწვდილ ხელს ხელი მოკიდა და გაყვა.
-****
დარბაზში შესვლისთანავე თვალებით დაჩის ძებნა დაიწყო. გიორგისთან ერთად ნაზად მიაბიჯებდა იმ მაგიდისკენ სადაც მათი მეგობრები იდგნენ მათ შორის სალიც.გიორგიმ მაგიდასთან მიაცილა.დაჩიმ მამამისის მხრიდან დაინახა გოგონა და სიხარულისგან თვალები აუციმციმდა.კაცი წამშივე მიატოვა და იმ მაგიდისკენ გაემართა, სადაც ნია იდგა.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები -ვერ მალავდნენ შთაბეჭდილებას მეგობრები. გოგონა კი დარცხვენილად იდგა. სულაც არ მოსწონდა ეს წვეულებები და ასე შემდეგ.ერთადერთი მიზეზი აქ ყოფნის დაჩი იყო.უცებ კაბის ამოღებულ ზურგზე შეხება იგრძნო. თავი სწრაფად შეატრიალა.
-ჩემ წარმოდგენასაც გადააჭარბე-ერთმანეთს გაუღიმეს.ბიჭი ნაზად ეამბორა ლოყაზე და მისი სურნელი შეისუნთქა.
-გილოცავ-ჩაჩურჩულა გოგონამ ყურთან.ჟურნალისტები ყველაფერს აფიქსირებდნენ.ბიჭის თითოეულ ნაბიჯს თუ მოქმედებას
-დაჩი-გამოსძახა ძალით მომღიმარი სახით მამამისმა.
-ახლავე მოვალ -მანაც ღიმილითვე მიუგო.-გიო სულ ცოტახანს გაბარებ იცოდე.-.ნიას გვერდით ბიჭს მზერა ესროლა.წასვლამდე კი თითებით ჩუმად მოეფერა გოგონას ხელს.
-ეს რას ნიშნავს? -მომღიმარი კაცი კბილებში ცრიდა.
-არაფერს ისეთს შენთვის.-კმაყოფილად იღიმებოდა დაჩი.
-ჩემი პარტნიორი და მისი შვილიც აქ არის. დროა სცენაზე ახვიდე და შენი საქმე გააკეთო.მგონი ყველა აქაა-კმაყოფილად დაჩის უკან ნიასკენ გააპარა თვალი.დაჩი მორჩილად წავიდა სცენისკენ.მიკროფონი აიღო,თან ნიას თვალს არ აცილებდა.
-მოგესალმებით-გაისმა დაჩის მჭექარე ხმა მიკროფონში ყველამ მისკენ მიმართა მზერა.-პირველ რიგში მოსვლისთვის ყველას მადლობას გიხდით.ახლა კი მინდა მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო.ალბათ ყველას გაგიკვირდებათ რადგან ძალიან ახალგაზრდა ვარ ამისთვის-ჩაიცინა და დარბაზშიც ღიმილმა გადაკრა სახეზე ხალხს.
-ეს იმას აპირებს რაც მგონია?-ჩაილაპარაკა ლუკამ.
-რას აპირებს? -შეშფოთებული მზერა მოავლო ბიჭებს ნიამ.
-მამამისი პარტნიორის ქალიშვილზე ქორწინებას.მამისი აიძულებდა. არ მეგონა თუ დათანხმდებოდა-ჩაილაპარაკა გიომ ისე, რომ დაჩისთვის თვალი არ მოუცილებია.ნიას ამ სიტყვებზე შოკი ქონდა.ხელში შამპანურის ჭიქა შეეყინა.ცოტაც და გონებას დაკარგავდა თუმცა ხატია და სალი ამოუდგნენ გვერდში.
-არ შეგეძლო ასე არ მიგეხალა?-კოპებშეკრულმა გახედა ბიჭს ხატიამ.დაჩის ეს არ გამოპარვია და ღიმილი მისი სახიდან სადღაც გაქრა.უნდოდა მიკროფონი დაეგდო და მასთან მოსულიყო. მაგრამ თავი შეიკავა და ღმად ჩაისუნთქა.
-დამშვიდდით სანერვიულო არაფერია-ლევანმა ნიას დამშვიდება სცადა.
-მინდა დღეს საზოგადოებას წარვუდგინო ჩემი საცოლე,უფრო სწორედ საცოლე მაშინ გახდება როცა დამთანხმდება-განაგრძო დაჩიმ.
-წასვლა მინდა-წარმოთქვა უცებ ნიამ გასწორდა და შებრუნდა.
-ნია მაისურაძე გახდები ჩემი საცოლე?-გაისმა დაჩის ხმა გოგონას ზურგს უკან. ყველას მზერა ბიჭიდან გოგონაზე გადაიტანეს.ნია ისევ უკან შებრუნდა და დაჩის გახედა.ბიჭი მისკენ მოდიოდა ნელი სვლით.
-ხომ ვთქვი სანერვიულო არაფერიათქო-კმაყოფილად გადახედა გაოცებულ მეგობრებს ლევანმა. აქამდე მომღიმარი და კმაყოფილი დაჩის მამას ბიჭის სიტყვებზე ღიმილი შეეყინა და ტვინში სისხლმა აასხა. ამას ნამდვილად არ მოელოდა მისი შვილისგან.
დაჩი მიუახლოვდა ნიას.ერთმანეთს თვალებში შეყურებდნენ.ბიჭის თვალებში აშკარადა დარბოდნენ მოთამაშე ჭინკები.
-დაჩი რას აკეთებ?-ნიამ ჩუმად გადაულაპარაკა.
-ვცდილობ არჩევანი გავაკეთო რომლის წინაშეც დამაყენეს.მე შენ გირჩევ.შენ?-მოთამაშე ჭინკები მის თვალებში მიიმალნენ და შიშმა. უარყოფის შიშმა გადაკრა.
-შეგეძლო შეგემზადებინე-ბრაზით უთხრა გოგონამ. მათი ლაპარაკი მეგობრების გარდა არავის ესმოდა,თუმცა მომენტებს კამერები აფიქსირებდა.
-ანუ შენი პასუხი უარია-ამ სიტყვებზე თითქოს გული ჩაწყდა.მარჯვენა ხელში ბეჭედს ხელი მოუჭირა.სახეზე კი ღიმილი მიიწება.ნიამ მოჭერილ ხელზე ხელი მოკიდა და გაუღიმა.
-რადგან სხვა გზა არ დამიტოვე,თან ამდენი ხალხი გვიყურებს იქნებ ეგ ბეჭედი მომცე.-მომღიმარმა თავი გვერდით გადასწიაა და საყვარლად გახედა.დაჩი ყურებს არ უჯერებდა ახლა ის სასურველი პასუხი მიიღო რომლის გამოც ყველაფერი სასწორზე შედო?თვალებში უყურებდა და პირველად ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.-თუ გადაიფიქრე?-წარბი ასწია ნიამ.-არა მე კი გავიკეთებ ჩემი ხელით, მაგრამ სირცხვილია-ჩაიცინა ისევ.დაჩიმ სწრაფად თითზე ბეჭედი გაუკეთა.მაგიდაზე მიკროფონი დააგდო.ორივე ხელში მისი სახე მოიქცია და აკოცა.ნია ისევ მოულოდნელობისგან გაშეშდა.თუმცა მალევე დახუჭა თვალები.დახუჭა და მიენდო ბიჭს. მეგობრებმა ამაზე შეძახილები მიაყოლეს.ყველა კმაყოფილი იყო ბიზნეს პარტნიორების გარდა.დაჩისკენ დიდი სისწრაფით გაემართა გაცეცხლებული. დაცვამ ჟურნალისტები დარბაზიდან გაიყვანა ბატონი მერაბის ბრძანებით.
-ხომ გითხარი მხოლოდ ორი არჩევანი გაქვსთქო-მიეჭრა წყვილს. დაჩი ნიას ტუჩებს მოწყდა,ხელი მაგრად ჩაკიდა და მამამისს მიუბრუნდა.
-მესამე ვარიანტი დავამატე.სახლიდან წამოსვლა და მასთან ერთად ყოფნა.-ჩაკიდებული ხელი თვალ წინ ააფარა.ბატონ მერაბს სიტყვა პირზე მიეყინა შვილისგან ასეთ წინააღმდეგობას ნამდვილად არ ელოდა.-ახლა კი დაგტოვებთ-ნიას უფრო კომფორტულად ხელი მოკიდა და დარბაზიდან გაიყვანა.
-****
მანქანის წინ იდგნენ.დაჩი ნიაზე იყო ზურგიდან მოხუტებული და ორივე გადაყურებდა ქალაქს.
-მიყვარდა აქაურობა და შენთან ერთად კიდევ უფრო შემიყვარდა -ბიჭმა მის კისერში თავი ჩარგო და აკოცა.
-ახლა რა იქნება? -მიუბრუბდა დაჩის და თვალებში შეხედა.
-ახლა ვიქნებით მე და შენ.დღეს ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე მე ამირჩიე!ჩემი ხარ!ჩემთან ხარ!-გოგონას შეციებულ ლოყებზე ისევ ხელები მოკიდა და რამდენჯერმე აკოცა მის ტუჩებს.
-მაგრამ არ მითქვამს, რომ მიყვარხარ-ეშმაკურად აათამაშა წარბები გოგონამ.
-მაინც განწყობა უნდა გამიფუჭო ხომ.მომეცი ბეჭედი უკან-ყალბი გაბრაზება გამოხადა დაჩიმ.
-არაფერიც -ხელი ზურგს უკან წაიღო.-ის უკვე ჩემია.და რაც ჩემია იციი ადვილად არ ვთმობ.
-ისევე როგორც მე. მაგ სიტყვებს კი მაშინ მეტყვი,როცა შენს გულს მოუნდება.-თითი გულზე დაადო.მეორე ხელით ახლოს მოზიდა -ისე რა უცნაურია "შეყვარებული" გამოვტოვეთ და პირდაპირ ჩემი "საცოლე" გახდი-ჩაიცინა ბიჭმა.
-არ ვაპირებ გათხოვებას,სანამ უნივერსიტეტს არ დავამთავრებ.-ისევ თვალებში უმზერდა დაჩის.
-ამას არც მე ვაპირებ.უბრალოდ ყველას ვამცნე,რომ ჩემი ხარ-გვერდულად ჩაიღიმა და მკლავებში მოიქცია.
-სახლიდან მართლა წამოხვალ?
-რა თქმა უნდა.მე ტყუილად არ ვამბობ არაფერს.
-მერე სად წახვალ? -შეწუხებული სახით ეუბნებოდა ნია.
-ლევანმა ჩემთან გადმოხვალ არ მაინტერესებსო -ჩაიცინა ბიჭმა-ასე,რომ წასასვლელი მაქვს.ნუ ნერვიულობ-შუბლზე აკოცა გოგონას მანაც წელზე ხელები შემოხვია და გაინაბა მის მკლავებში.

****
ახლად გაღვიძებული ნია ჭერს გაშტერებული შეყურებდა და ფიქრობდა,თან შიგადაშიგ ღიმილი აიკრა სახეზე.ნუთუ ეს ის ნია იყო, რომელსაც ადრე იცნობდა ყველა.რა ემართებოდა დაჩისთან? ახლაღა ხვდებოდა თავს რამხელა წინააღმდეგობას უწევდა დაჩისთან მიმართებაში,თუმცა დაჩი უფრო ჯიუტი აღმოჩნდა. მასზე ჯიუტი და დააფიქრა მის მიმართ გრძნობებზე,რომელიც სიძულვილი ეგონა.ფიქრებიდან გამოერკვა,როცა საათმა დარეკა.რამდენიმე დღე იყო ყველაზე ადრე იღვიძებდა,მაღვიძარასაც კი ასწრებდა და მის აქამდე შემაწუხებენ ხმას ღიმილით ეგებებოდა.
-ღმერთო რა პათეტიკური გავხდი-ხელები ლოყებზე შემოირტყა და ეცადა ეს მომღიმარი სახე სადმე წაეღო.საწოლიდან წამოხტა ჩვეულებრივი რიტმით გავიდა პიჟამოებით ოთახიდან,რათა აბაზანაში შესულიყო თუმცა იქ თაკომ შეასწრო.მუქარის ნაცვლად ნიამ გვერდი აუარა და სამზარეულოში ჩავიდა.
-რა ჭირს ამას ეს დღეები? -აბაზანიდან თავი გამოყო-აღარ მეჩხუბება თან გაღიმებული დადის. დაჩი დამიბრუნე ჩემი დაა..-ეცადა თეატრალურად ტრაგიკული სახე მიეღო.თავის უნიჭიერესობაზე თვითონვე გაიცინა და ისევ აბაზანაში შევარდა.თავის მოკაზმის შემდეგ გამოვიდა და ნია შევარდა სასწრაფოდ მოსამზადებლად.
სამივე სუფრას უსხდნენ სასაუზმოდ.დედა-შვილი გატრუნული უყურებდა ნიას მშვიდ სახეს.
-რა? რა გინდათ?-კოპები შეუკრა გოგონამ.
-არა ისევ ჩვენი ნიაა-გადახედა დედამ შვილს და ორივემ ხელი საზეიმოდ შემოკრეს.
-ჩანთას ავიღებ და წავედით -ჭიქიდან სითხე მოსვა და კიბეებს აუყვა.
-გასცა ბრძანება -თვალები აატრიალა თაკომ.კარებზე ზარიც გაისმა.-მე გავაღებ-წამოხტა გოგონა და კარები ელვის სისწრაფით გააღო.მართალია ის არ იყო ვისაც ელოდა,თუმცა არც მისი ნახვა იყო ნაკლებად ბედნიერების მომტანი.
-მამააა-შეყვირა გოგონამ და კისერზე ჩამოეკიდა.
-უფრო ხშირად უნდა წავიდე ხოლმე ასე თუ შემომეგებები-ჩაკოცნა შვილი კაცმა.
-მაა.. მამა... მამიკო... -კიბეებზე ძახილით ნია მორბოდა და თან ჩანთას მოაქნევდაა.
-ჩემი გოგოო-ხელში აიტაცაა კაცმა.
-ცოლი ვისღა ახსოვს-გაბუსხა ქალმა ტუჩები.კაცმა ნია ძირს დასვა და მეუღლისკენ წავიდა.
-რას ქვია არ მახსოვს-წყენით შეხედა ქალს.მისგან კი ალერსიანი მზერა იგრძნო.კაცმა ვეღარ გაუძლო მეუღლის ხიბლს ხელში აიტაცა რამდეჯერმე დააბზრიალა და მის ტუჩებს ხარბად დაეწაფა.
-კარგი. კარგი ჩვენ არ გიყურებთ გავდივართ -ჩაიხითხითეს გოგოებმა და გასასვლელისკენ წავიდნენ.
-ნია-გამოსძახა კაცმა და ცოლის ტუჩებს ღიმილით მოწყდა.-უნდა დაგელაპარაკო-კაცმა ჯიბიდან გაზეთი ამოიღო და ის ფურცელი აუფრიალა სადაც ის და დაჩი იყვნენ და მათ ნიშნობაზე წერდნენ-საღამოს გელოდები.-გოგონამ ეს სიტყვები განგაშად მიიღო თითზე ბეჭედს წვალება დაუწყო თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ძალით მომღიმარი სახით გაეცალა სახლს.თაკოც მას გაეკიდა.გზაში კი აღელვებულ ნიას ცეცხლზე ნავთს უსხავდა და კიდევ უფრო ანერვიულებდა.
-*****
კაფეში სადაც ნია და სოფი მუშაობდნენ,როგორც ყოველთვის თავიანთი მაგიდა ეკავათ მუდმივ კლიენტებს დაჩის და მის სამეგობროს.ნია ჩაფიქრებული დადიოდა,რამდენჯერმე შეკვეთაც აერია. ბავშვებს ყურადღებას ვერ აქცევდა დახლთან დადგა და ნერვიულად თითების კბილებით წვალება დაიწყო.სოფიმ მეგობრებს შეკვეთა მიუტანა გაუღიმა და ნიასკენ გაემართა.
-რას იტყვით თუ ვიტყვი,რომ სოფი მომწონს? -გიორგიმ სოფიდან მზერა მეგობრებზე გადმოიტანა.ლუკამ წვენი ლამის გადმოაფურთხა -რა მოხდა? შენნაირი პედოფილი მაინც არ ვარ და პატარები არ მიყვარდება?-შებღვირა ლუკას.მათ კამათზე ხატია და ლევანი სიცილით იგუდებოდნენ,დაჩის მზერაც და გონებაც ახლა ნიასკენ იყო,რომელიც ხან თითზე ხორცს იჭამდა და ხან ბეჭედს აწვალებდა.
-ჯერ ერთი-თითი ასწია ლუკამ-თაკო პატარა არაა,ორ დღეში 17ს ხდება,მეორეც ერთი ეს რეაქცია გაკვირვების იყო.ამბობს ბიჭი შემიყვარდაო,რომელმაც მე დამცინა-ნიშნის მოგებით გახედა მეგობარს.
-აუ რა ვქნა ეე.ვეწინააღმდეგე თავს მაგრამ ვერა რა ტო-ხელები გაშალა ბიჭმა.
-რას დაერიეთ ნიას მეგობარ-ნათესავებს-იცინოდა ხატია.
-რა ჩვენი ბრალია თუ კარგები ყავს- ორივემ ერთხმად გასძახეს გოგონას.მას კი პასუხზე იმდენად გაეცინა სიტყვები რისი თქმაც უნდოდა სულ აღარ გამოუვიდა წყენით ნათქვამი.
-იმის თქმა გინდათ,რომ მე არ ვარ კარგი?- ცალი წარბი ასწია გოგონამ თან სიცილს ძლივს იკავებდა.
-შენ ნიასი ვინ ხარ?-გახედა გიომ.
-მეგობარი
-მერე?-წარბი აათამაშა ლუკამ.
-ანუ?-გოგონა ვითომ ვერ ხვდებოდა რისი თქმა უნდოდათ.
-ანუ კარგი ხარ-გაეკრიჭა ბოლოს ორივე.ხატია ფეხზე წამოდგომას აპირებდა ყალბი გაბრაზების გამოსახატავად.-მისი მეგობარი და ჩვენი საყვარელი დაიკო-ჩაუღიმა ლუკამ და გიოც აყვა.
-პირფერები-ჩაიცინა და სავარძელში ჩაჯდა.ლევანმა ისევ გადაადო მხარზე ხელი და ახლოს მიიხუტა.
-არ მიყვარს,როცა ოდნავ შორს მაინც ხარ ჩემგან.-ბიჭმა თავი მის კისერში შერგო და ღმად შეისუნთქა, გოგოც გაინაბა მის ხელებში. ლევანმა მზერა დაჩიზე გადაიტანა,რომელიც ასე დაჟინებით და უკვე თვითონაც ანერვიულებული უყურებდა ნიას
-არ გინდა მიხვიდე და კითხო რა ჭირს? -მხარზე ხელი კრა ლევანმა.
-ხომ შეიძლება თვითონ მოვიდეს და მითხრას რა უჭირს-გაბრაზებით მოატრიალა თავი მეგობრისკენ.
-ის,ხომ გოგოა. გოგოები კი ასეთები არიან თავს იფასებენ-წამოიყვირა მოპირდაპირე მხრიდან ლუკამ.
-მიდიი-თავით ანიშნა ლევანმა.დაჩიც წამოდგა ფეხზე. აპირებდა კიდევაც თუმცა ბიძგს ელოდა მეგობრებისგან.ნია უკანა ოთახში გასულიყო,რაღაცის გამოსატანათ,მაგრამ ოთახში შესვლისას სულ დაავიწყდა რაზე შემოვიდა.უკნიდან ხელების შემოხვევა იგრძნო წელზე.თითქოს ყველა დარდი სადღაც გაუქრა.გოგონა უკან მიეყრდნო და მის მკლავებში გაინაბა.
-საიდან იცოდი,რო მე ვიყავი.იქნებ სხვა მოგეხვია ასე უნდა მოიქცე?!- გაბრაზება დაეტყო ხმაში დაჩის.ნიას კი უბრალოდ სიცილი აუვარდა.
-ჯერ ერთი აქ შენს გარდა შემოსვლას ვერავინ გაბედავდა,მეორე და მნიშვნელოვანი მე ყოველთვის ვცნობ შენს ხელებს და შენი სხეულის სითბოს.-გოგონა მოტრიალდა და ეცადაა მისი ტუჩიდან კოცნა მოეპარა თუმცა ბიჭმა თავი გასწია.
-არა-გააპროტესტა ბიჭმა თვალებში კი ეშმაკუნა ჭინკებმა ცეკვა დაიწყეს.
-რატომ?-გოგონამ ორივე ხელი ახლა მის სახეზე გადაიტანა.დაჩიმ ხელები დაუჭირა და შეღიმა.
-იმიტომ, რომ კოცნის მოპარვა ჩემი საქმეა -თქვა და მისი მოცეკვავე ჭინკები კიდევ უფრო გახალისდნენ.მისი ტუჩები კი გოგონასას შეეხო.-მითხარი რა გაწუხებს-ჩაილაპარაკა ჩუმად,როცა მის ტუჩებს მოწყდა.
-მამა ჩამოვიდა. -ნიამაც ამოღერღა სათქმელი.
-მერე უნდა გიხაროდეს ასე რატომ ხარ?-თვალებში შეხედა ბიჭმა.
-გამიხარდა,ახლაც მიხარია,მაგრამ საღამოს დაგელაპარაკებიო და ხელში იმ დღის გაზეთი ეჭირა. -ხელი თვალთან ასწია და თითზე ბეჭედი აათამაშა.-არ ვიცი რა ვუთხრა ან რას მეტყვის?-ამოისუნთქა გოგონამ.
-მანახე ბეჭედი-ბიჭმა ხელზე მისი ხელი დაიდო და თითიდან ბეჭედი გამოაძრო.
-დაჩი რას აკეთებ? -მისი საქციელით შოკირებული შესცქეროდა გოგონა.
-პრობლემა ის ნიშნობაა...-თქვა და ოთახიდან გავიდა ხელში ბეჭდით.ნიაც მას გაეკიდა.
-დაჩი მომეცი ბეჭედი... დაჩი... ბეჭედიი ჩემია არ დაგავიწყდეს...-მიყვიროდა გოგონა უკვე ქუჩაში გასულს.-დაჩიიი...-კიდევ ერთხელ შეყვირა ბიჭს,ის კი მანქანაში ჩაჯდა და კაფეს მოშორდა.სანახაობით ყველა გაკვირვებული იყო.
-****
ნია სახლის წინ იდგა და ღმად სუნთქავდა. ვერ გადაეწყვიტა შესულიყო თუ ჯერ კიდევ გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე ცოტახნით. დაჩის გახსენებაზე კიდევ უფრო ნერვები ეშლებოდა.რა უნდა ეთქვა ახლა მამამისისთვის.დანიშნული ვიყავი ან ვარ და ბეჭედი აღარმაქვსო?სახლის კარებთან კუნტრუშობდა.
-ჯანდაბას შევალ-ამოისუნთქა და კარები შეაღო.
-როგორც იქნა შენ გელოდებით-გაუღიმა კაცმა.ნიას იქ მყოფთა დანახვაზე თვალები ორმაგად გაუფართოვდა.უკან გაიხედა,რატომ ვერ შენიშნა სახლთან დაჩის მანქანა? ეზო მოათვალიერა.
-აქ რა გინდა?-ბოლოს მზერა დაჩიზე გადაიტანა,რომელიც მისკენ მოდიოდა.
-რას ქვია რა უნდა-გაბრაზდა კაცი.-საცოლის მამის გასაცნობად მოვიდა.
-რა?-ახედა მასთან მისულ დაჩის.-ვერ მითხარი, რო აქ მოდიოდი?-გაბრაზება დაეტყო გოგონას.-ან ბეჭედი რატო გამომართვი?ჩემი ბეჭედი მინდა-კატეგორიულად და თან ჩუმად ელაპარაკებოდა ბიჭს მამამისს რო არ გაეგო.
-გეგონა ამ საქმეს მხოლოდ შენ მოაგვარებდი?ეს ორი ადამიანის შენი და ჩემი მოსაგვარებელი იყო ანუ ჩვენი.-ბოლო სიტყვა ასო ასო წარმოთქვა თან ღიმილით. -ბეჭედს კი ჯერ ვერ მიიღებ-თვალი ჩაუკრა.
-ეს ბიჭი მომწონს-გადაულაპარაკა მეუღლეს კაცმა.-მაგრამ არ შევიმჩნევ -ქალს მის ნათქვამზე სიცილი აუტყდა.
-გეყოფა უკვე გეტყობა,როგორ ძალიან მოგწონს.-სიცილით თქვა ქალმა.
-დედა... მამა...- მოუბრუნდა დაჩი მათ,თან ხელი ნიაზე ქონდა ჩაკიდებული და მათკენ წავიდა.-ამ ორ სიტყვას არ ვამბობ ჰაერზე.იმ მომენტიდან,რაც გაგიცანით მე თქვენგან იმხელა სითბო მოვიღე,რაც საკუთარი მამისგან არ მიგრძვნია.იმაზე ახლოს მოხვედით ჩემთან ვიდრე ვინმეს ვუშვებ ხოლმე.მინდა შვილად მიმიღოთ,ასევე -თავი ჩაღუნა ბიჭმა.ნია გაკვირვებული შეყურებდა დაჩის ამ აღსარებას.ნამდვილად არ მოელოდა მისგან ამას.მშობლებს კი მისი გულში ჩაკვრის სურვილი გაუჩნდათ.- მინდა თქვენგან თანხმობა მივიღო და ნიას ჩემი საცოლე ვუწოდო.-ჯიბიდან ბეჭედი ამოაძვრინა ისევ.
-დღეს კიდე ვინმე ითხოვს გოგოს ხელს მშობლებისგან?-აქამდე ჩუმად მყოფმა თაკომ ხმა ამოიღო და ყველას მზერა მოავლო.
-ჩშშშ...-ორივემ გააჩუმეს გოგონა.
-კაი ჩუმად ვარ-ხელები ერთმანეთს გადააჯვარედინა და სავარძელში ჩაესვენა."არ ითხოვს თუმცა მე მომწონს" -გამოუტყდა დაჩის ჟესტით მოხიბლული საკუთარ თავს.
-დაჩი შვილო-დაიწყო კაცმა.-მინდა გითხრა საკმაოდ ჯიუტი და თავნება გოგონა მყავს-დაჩის მის სიტყვებზე ღიმილი ეგვრებოდა.
-საკმაოდ კარგად კარგად შევისწავლე მისი სიჯიუტე-ჩაიცინა ბიჭმა ორივეს სიცილი აუტყდათ მის სიტყვებზე.ნია კი სამივეს რიგრიგობით უყურებდა.
-ძალიან კარგი.მაშინ ნებას გრთავ ჩვენი შეძენილი შვილი იყო და ამ ჯიუტი გოგოს საქმრო-ავთო მომავალ სასიძოს გადაეხვია.
-ნიას პასუხი უკვე იციი-მისკენ მაიაც წამოვიდა და ჩაეხუტა.-მიხარია ასეთი კარგი,რომ ხარ.-შემდეგ დაჩი ბეჭდით ნიას მიუბრუნდა.
-ხელი გაუწოდე-შეყვირა თაკომ კუთხით სავარძლიში მჯდომიარემ.ნიამაც ზანტად დაუდო ხელი ხელზე.ბეჭედი ისევ თავის პატრონს და თავის კუთვნილ ადგილს დაუბრუნა.
-ბეჭედს ვიბრუნებ იმიტომ, რომ ჩემია-კოპები შეუკრა ნიამ კიბეებისკენ წავიდა და ოთახში აირბინა გაბრაზებულმა.დაჩიმ მზერა უკან დაუბრუნა მშობლებს თითქოს ნებართვას ითხოვდა ასვლისას.
-კიდევ გინდა მისი ცოლობა?-ჩაიცინა ავთომ.დაჩიდან კი ჩაღიმება მიიღო პასუხად.კაცმა თავით ანიშნა ასულიყო.ისიც წამში ავარდა კიბეებზე და ნიასთან შევიდა ოთახში.გოგონა ხელზე იყურებოდა და ბეჭედს ათამაშებდა მომღიმარი.
-გეგონა მიგატოვებდი?- უკნიდან ხმა მოესმა, რომელშიც აშკარად იგრძნობოდა ღიმილი.გოგონა მისკენ შებრუნდა და მთელი ძალით მოეხვია.მხარზე თავი დაადო და ცდილობდა ხევნით დაეხრჩო.ბრაზი სადღაც გაქრა.ხვდებოდა რამდენად უყვარდა მაგრამ ჯიუტად არ ამბობდა ამ სიტყვებს მასთან-ისე კოცნით დახრჩობა მირჩევნია -ჩაიცინა დაჩიმ.
-არასოდეს აღარ გააკეთო ასე ხუმრობითაც კი.იმის მაგივრად მამაზე მენერვიულა შენ საქციელზე ვნერვიულობდი.-საყვედურობდა ნია.
- ზუსტად ეგ მინდოდა მეც- ხელები დაჩიმაც შემოხვია ძლიერად და თავზე აკოცა.
-გთხოვ სულ ჩემთან იყავი და არასდროს წახვიდე - გოგონა კიდევ უფრო კომფორტულად ცდილობდა მის მკლავებში მოკალათებას.ბიჭმაც მაგრად მიიხუტა ტუჩებით კი მის ტუჩებს დაწვდა.
-***
დაჩი სახლში მხიარულად დაბრუნება. საძინებლამდე მისვლას ცოტა აკლდა მერაბმა მჭექარე ხმით გამოსძახა.
-დაჩი.-ბიჭიც მისკენ შემობრუნდა.
-აქ რა გინდა?- შეუბღვირა მამას.
- შენთან ლაპარაკი მინდოდა და ლევანს ვთხოვე დაგლოდებოდი.
-მითხარი დროზე და შეგიძლია წახვიდე.-ბიჭმა ჯიბეებში ხელები ჩაიწყო.
-მინდა სახლში დაბრუნდე.
-უკვე გითხარი არ მოვიყვან იმ გოგოს ცოლად.- გაბრაზება კიდე უფრო ეტყობოდა.
-მივხვდი რომ სრულიად სისულელეს ვაკეთებდი ვაიძულებდი შვილს უსიყვარულოდ ექორწინა. -დაჩი ყურებს ვერ უჯერებდა.- მივიღებ იმ გოგონას ერთი პირობით ამერიკაში ჩვენს ფილიალს ჩაუდგები სათავეში ერთი წლით და ამოქაჩავ ბიზნესს,რომელიც იმ ქორწილით უნდა ამომექაჩა-ამ სიტყვებით დაჩიმ ერთდროულად სიხარულიც განიცადა და მწუხარებაც. თავში ახლა ნიას სიტყვები ამოტივტივდა. ათასი ფიქრი ერთდროულად დადიოდა მის გონებაში.

****
სახლში სიწყნარე იყო,მხოლოდ სამზარეულოდან მოისმოდა ოდნავი ხმაური.უკვე ღამის თორმეტს გადასცდა.თაკოს მშვიდად ეძინა ლოგინში.როგორც ყოველ წელს ამ დღეს მოუთმენლად ელოდა ხოლმე,თუმცა დღეს რატომღაც არ გაახსენდა მისი დაბადების დღის დადგომა.ნია ტორტით ხელში მიაბიჯებდაა კიბეებზე.ზემოთ ავთო და მაია ელოდნენ საყვირებით და კალათში ჩაყრილი ფერადი ფურცელებით.კაცმა კარები ფრთხილად შეაღო და სამივე ოთახში შელაგდნენ.ყველაფერი მზად იყო მხოლოდ გოგონას გაღვიძება იყო საჭირო. ორივემ ერთდროულად ჩაყვირეს საყვირებს. თაკო დაფეთებული წამოხტა. ნიამ სიმღერა დაიწყო.მშობლებიც აყვნენ თან ქაღალდებს აპნევდნენ თაკოს თავზეე. შიში უცებ გაქრა ტორტით ხელში და განათებული სახეებით მომღერლები,რომ დაინახა გოგონამ ოჯახის წევრები.
-უკვე 17წლის ხარ-კაცმა წარბი აზიდა თან გაუცინა.
-გილოცავ ჩემო პატარა-დედამ ლამის ლოგინში მიჭყლიტა.
-აბა ჩაიფიქრე და ჩააქრე-ტორტი ახლოს მიუტანა ნიამ და გაბრწინებული სახით შეხედა.
-როგორ მიყვარხართ -თვალები მინაბა გოგონამ შემდეგ სურვილი ჩაუთქვა და სანთლები ჩააქრო.ოთახში შუქი აანთეს მშობლებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს თავიანთ პატარას და გოგოები მარტო დატოვეს.
-იცოდე ხვალ ამ ოთახს შენ ალაგებ -ნიამ ტორტის საჭმელად გამზადებულო კოვზი დაუქნია.
-არაფერიც.ვინ გითხრათ შემოყარეთ ეს ფურცლებიო-გაბრაზებით შეხედაა გოგონას -თან იუბილარი ვარ და თუ გამაბრაზებ არც ჩემ ტორტს გაჭმევ -კოვზი წაართა დას.
-ოღონდ ნუ დაგალაგებინებს კაცი-სიცილი აუტყდა ნიას და დაც გააცინა.კოვზი ისევ გამოართვა და ორივე ტორტის ჭამას შეუდგნენ.
-ნია-დასერიოზულდა თაკო უცებ.
-რა იყო? გისმენ-მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა.
-რას იტყვი თუ გეტყვი,რომ ვიღაც მიყვარს-გოგონამ მთელი სიფრთხილით შეაპარა სათქმელი.-ოღონს არ აყვირდე ახლა და არ დაიწყო,რა დროს შენი სიყვარულიაო ჯერ პატარა ხარო,მას თუ უყვარხარო და ა.შ.-ნია შეყურებდა დას და თან ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა.
-უკვე 17-ის ხარ.სულაც აღარ ხარ პატარა.შენს ასაკში ზოგი უკვე გათხოვილია.შენ კი გიყვარს, გათხოვებას ხომ არ აპირებ-ნია თან ლაპარაკობდა, თან ტორტის ნაჭერი კოვზით მოიჭრა.თაკო კი თვალებ დაჭყეტილი უსმენდა.
-მართალს ამბობ?ეხლა ხო არ მომესმა რაც მითხარი? ნუ ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი ის რას გრძნობს ჩემს მიმართ.-მოიღუშა უცებ გოგონა.ნიამ საათს დახედა ჩაიღიმა და ფეხზე წამოდგა.-უკვე მიდიხარ?დღეს ჩემთად დაწექი რაა-საწყალი თვალებით შეხედა დას.
-გვიანობამდე არ დაგეძინება შენ და მაგის თავი არ მაქვს-ჩაიცინა-.ხო იმას ნამდვილად უყვარხარ ვისაც გულისხმობ-თვალი ჩაუკრა.
-რა იცი ვის ვგულისხმობ?-გაუფართოვდა თვალები გოგონას.
-შტერი უნდა ვყოფილიყავი ვერ შემემჩნია.-ჩაიღიმა ნიამ.უცებ ფანჯარას კენჭი მოხვდა.-აჰა მოგაკითხა პრინცმა-სიცილი აუტყდა გოგონას.თაკო კი ფანჯარას ეცა.ფანჯარა გააღო და ქვევით ლუკას გაღიმებული სახე დახვდა დიდი დათვით ხელში,რომელიც პირის მოძრაობით დაბადების დღეს ულოცავდა.-დაბლა ჩადი ჩუმად იცოდე. ჩვენებმა არ გაიგონ -აჟიტირებული გოგონა ფანჯარას მოსცილდა კარებთან ნიას მაგრად აკოცა და ფეხაკრებით ჩავიდა პირველ სართულზე.იქვე ჩამოკიდებული ქურთუკი შემოიცვა და გარეთ გავიდა.
-იციი...ვიციი უცნაურია...მაგრამ მინდოდა დაბადების დღე მომელოცა.არც ის ვიცი ახლა ჩემი დანახვა გაგიხარდა და იმიტომ ჩამოხვედი თუ ჩემ გაგდებას აპირებ.მოკლედ საჩუქარს მოგცემ და წავალ ასე უკან ვეღარ წავალ-ჩაიცინა ბიჭმა და გოგონას თვალებს თვალს არიდებდა. "რა ჯანდაბა მჭირს.ლუკა აზრზე მოდი,სად ჯანდაბაში წავიდა შენი გამბედაობა?"თავის თავს ელაპარაკებოდა და ამხნევებდა.-მოკლედ გამომართვი -თავზე ხელი მოისვა და გოგონას გაუწოდა, რომელიც ჯერ ისევ არ ინძრეოდა და ცდილობდა მის საქციელზე და სიტყვებზე არ გასცინებოდა. ლუკა მიხვდა რო გოგონა განძრევას არ აპირებდა და თვითონ დასვა კარებთან დათვი,შემდეგ ახლოს მიიწია და ლოყაზე აკოცა. -გილოცავ-ჩაიჩურჩულა ახლოს მყოფმა.გოგონას მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.ბიჭს ძალიან უნდოდა ახლა მის ტუჩებს დაწაფებოდა,თუმცა მისი სიცივე აკავებდა.-კარგი მივდივარ-შებრუნდა და წასვლას აპირებდა.
-თვით ლუკასგან უფრო მეტს ველოდი-თაკომ ჩაიხითხითა.-დაბნეული და მორცხვი -სიცილი ატეხა კიდევ უფრო.ბიჭიც მისკენ მობრუნდა.-იცი თამამი უფრო მომწონდი-ისევ სიცილით თქვა ეს კი ბიჭმა მწვანე ნიშნად მიიღო მისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა,მისი მომღიმარი სახე, რომელიც უცებ გაოცებამ შეცვალა ხელებში მოიქცია და ამდენი ხნის ნანატრი აიხდინა. ეს პირველი იყო გოგონასთვის გაოცებული ვერაფერს აკეთებდა გაქვავდა.სულაც არ უბიძგებდა ამისკენ.ბიჭი მის ტუჩებს მოშორდა და ოდნავ უკან გაიწია.-ეს არ მიგულისხმია-ჩაილუღლუღა გოგონამ.
-მე კიდე პირველი წუთიდან ამის გაკეთება მინდოდა.-ჩაიღიმა და მიიხუტა მკერდზე.-რა სწრაფად გიცემს გული -ხელით თაკოს თმებს მოეფერა, თან იღიმებოდა.
-ისევე როგორც შენ- მანაც ჩაიღიმა,ყური მის გულს უფრო კარგად მიადო და მანაც შემოხვია ხელები. -როცა მომინდება ასე შენი ჩახუტება და გვერდით არ მეყოლები შენს მოტანილ დათუჩას ჩავეხუტები.
-ეს იმას ნიშნავ,რომ ჩემ უკან დევნას შენდამი უკვალოდ არ ჩაუვლია?-კიდევ უფრო მეტად მიიკრა. -მოიც ამ დათვზე ვეჭვიანობ უკვე-კოპები შეკრაა ლუკამ და უკმაყოფილოდ გახედა გვერდიდან. თაკომ კი სიცილი ატეხა.
-****
ამდენი ხნის შემდეგ დათო სკოლაში პირველად გამოჩნდა.მისი სკოლაში დატოვების საკითხი უკვე ეჭვქვეშ იყო კიდევაც. დარცხვენილი მიაბიჯებდა სკოლის ეზოში და სკოლაში შეიკარგა.
--ჩაილაპარაკა გიორგიმ.დაჩიმ მის დანახვაზე თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა.ბიჭებს რომ არ შეეჩერებინათ ალბათ გაიგდებდა წიხლქვეშ.ჯერ კიდევ მაშინ უნდა ეცემა,როცა ამის დრო იყო. ნიას დაუძინებელი მტერი გოგოების ოთხეული კი ყველანაირად ცდილობდა ნიასთვის ნერვები აეშალათ მითუმეტეს ახლა,როცა ის დაჩის საცოლე იყო.
გაკვეთილების შემდეგ ნიამ საცურაო აუზს მიაშურა.უნდოდა დღე განეტვირთვა. თან ეფიქრა დაჩის წასვლაზე.რაც უფრო ახლოვდებოდა მისი წასვლის დღე მით უფრო გრძნობდა მისი დაკარგვის შიშს.თუმცა მისი დაჟინებული თხოვნა, რომ არა მამამისს დათანხმებოდა დაჩი ამას არ იზავდა და არ დატოვებდა მას.ნიას სკოლაში სალი აღარ ყავდა.მისი მოსვლის დღიდან ყოველ დღე მასთან იყო ამხნევებდა და გვერდში ედგა,თუმცა ნიშნობის შემდეგ ჩამოშორდა.გოგონა სალის გაუცხოების მიზეზს ეძებდა თუმცა ვერაფრით მიხვდა.ბოლოს კი მაინც ათქმევინა.მისი სიტყვები ახლაც უტრიალებდა აუზისკენ მიმავალს თავში."ნია მე მართლა ძალიან მიყვარხარ და მეგობრად გთვლი. მაგრამ მე არ ვარ კარგი მეგობარი.არ ვიყავი შენთან ბოლომდე გულწრფელი. დაჩი მიყვარს პირველი კლასიდან. ბოლომდე მქონდა იმედი შემამჩნევდა,რადგან ვიცოდი არავინ ყავდა,თუმცა შენი გამოჩენის შემდეგ ეს იმედი დავკარგე.ვეცადე შევგუებოდი.მაბედნიერებს,რომ ორივე ბედნიერი ხართ ერთად,მაგრამ მე ძაან მტკივა.გადავწყვიტე მამიდასთან წავიდე პარიზში. დრო გავა და ალბათ ესეც გაივლის.მასთან დარჩი და ბედნიერი გახადე გთხოვ." აღარ იცოდა მეგობარზე ეფიქრა,რომელიც დაკარგა ასეთი მიზეზის გამო თუ დაჩის წასვლაზე ეფიქრა.ყველა ფიქრი დროებით გვერძე გადადო და აუზშში ჩახტა.სტრესიც უცებ სადღაც გაქრა.ფიქრები თითქოს წყალმა გადარეცხა და ცოტახანს ამოისუნთა.წყლიდან ამოსულმა შვება იგრძნო.ტანსაცმელი გამოიცვალა და გასვლას აპირებდა უცებ ლიზი შემოეფეთა.ცდილობდა გზა განეგრძო თუმცა ამაოდ.
-გამატარე სანამ მშვიდად გეუბნები ჯერ კიდევ-თვალებში შეხედა გოგონას.
-საწყალო რქიანო ნია -ხელი თავზე ჩამოუსვა.-უი ჯერ არ ამოგსვლია.ალბათ მალე დაიწყებს ამოსვლას.
-რაზე ლაპარაკობ საერთოდ.-ვერ ხვდებოდა ეს უტვინო გოგო რაზე მიანიშნებდა.-გამატარე-ხელით გასწია და გავიდა.
-მეცოდები.-მოესმა უკნიდან ხმა და შეჩერდა.-დაჩი ახლა სკოლის სხვენში რქებს გადგავს.ალბათ უკვე ნინი მის მკლავებშია მოქცეული.-მისი სიტყვები გულზე ეკალივით ერჭობოდა.
-დაჩი ამას არ იზავს-ხმამაღლა თქვა და თან თავის თავსაც არწმუნებდა.- ვიცი რომ ამას არ იზავს.
-როცა სხვენში,სადაც მხოლოდ ერთი პატარა სარკმელია გოგოსთან ერთად მარტო ხარ სხვას რას უნდა აკეთებდე.თუ ჩემი არ გჯერა შენ თვითონ ნახე.-ეშმაკურად ჩაუღიმა.ნია შეტრიალდა და იმ ადგილისკენ მექანიკურად წავიდა,სადაც მიუთითეს.ხელიდან ჩანთა გაუვარდა და კიბეებს აუყვა. საკუჭნაოს კართან მივიდა ხელის კანკალით კარები გამოაღო.სიღრმეში მოჩანდა ოდნავი შუქი.გაუბედავად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.მის ზურგს უკან კი კარები სწრაფად დაიხურა.კარებს ეცა ნია და ეცადა გაეღო თუმცა იქედან გოგოების სიცილის ხმა ისმოდა.
-****
სკოლის შესასვლელში მანქანაში დაჩის თავი საზურგეზე მიედო თვალები დაეხუჭა და ფიქრობდა.სწორად იქცეოდა,თუ არა. დატოვოს ნია და სხვა ქვეყანაში წავიდეს მისთვის სიკვდილს უტოლდება. მინაზე კაკუნის ხმამ გამოარკვია.
-როგორ ბედავ ჩემთან მოსვლას- გაცეცხლდა და მანქანიდან გადმოვიდა.
-მომისმინე.ძალიან გთხოვ.პირველ რიგში ბოდიშს გიხდით შენც და ნიასაც ეს ყველაფერი ჩემი ბიძაშვილის ბრალია.საშინლად ვერ იტანს ნიას.თავიდან მისი სიტყვებით მეც სხვანაირად ვუყურებდი თუმცა მივხვდი,რომ ისეთი არ იყო.-დაჩიმ ორივე ხელი ჩაავლო და კედელს მიაკრო.
-ბოდიში დაგიგვიანდა-გამოცრა კბილებიდან და მუშტის დარტყმევას უპირებდა როცა დათომ ერთმანეთს მიაყარა სათქმელი.
-ნია სხვეში ჩაკეტეს ჩემი ბიძაშვილიც აქაა.თვითონ უნდოდა აკვიატებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ნიასგან ბოდიშის მიღება.ამიტომ სხვენში ჩაკეტეს.გოგოებიც ეხმარებოდნენ. მხოლოდ შენ თუ დაეხმარები.მე არ მიჯერებს და ვერც ვეწინააღმდეგები-სათქმელი მიაყარა და მზად იყო დაჩისგან მუშტიც მიეღო,მაგრამ უცებ ხელები შეუშვა და სკოლიკენ დაიძრა დიდი სისწრაფით.
-***
-გამიღეთ კარები-კარებზე აბრახუნებდა და თან ცდილობდა პანიკაში არ ჩავარდნილიყო.სარკმლიდან შემოსული პატარა შუქიც კი არ აძლევდა იმედს.სუნთქვა ნელნელა უხშირდებოდა.-ნინი გეყოფათ თამაში და გამიღეთ ჰაერი არ მყოფნის.
-როგორ მინდოდა შენი შეშინებული ხმის გაგება-კარებთან ბიჭის ხმა გაისმა.
-ბექა-დაიყვირა გოგონამ,თან ცდილობდა ჰაერი ფილტვებისთვის მიეწოდებინა.კარებთან ჩაიმუხლა.-გამიღე ბექა ცუდად ვარ.
-ასე. მთხოვე შემევედრე შეგიცოდო-ბიჭი თითქოს ნიას ამ სიტყვებით სიამოვნებას იღებდა.
-რატომ არსებობენ საერთოდ შენნაირები-ძალა გამოცლილი ლუღლუღებდა.გულზე ხელი ეჭირა,თვალებიდან კარებს უკვე ბურუსით მოცულს ხედავდა,ხმაც ბუნდოვნად ჩაესმოდა.გრძნობდა,როგორ კარგავდა გონებას.
-იცი რამხელა სიამოვნება,როცა ახლა ასე მევედრები გამოგიშვა.შენი ჩემდამი ბოლო დამცირება ძალიან კარგად მახსოვს.ეს იმის საფასურია და კიდევ უფრო მეტი... -ბიჭი მთელი ძალით შემოაბრუნეს და სახეში მთელი ძალით დაარტყა დაჩიმ. თვალებიდან ნაპერწკლები გაყარა,წონასწორობის დაცვა უნდოდა თუმცა კედელს მიენარცხაა.გოგოები ერთმანეთზე აკრულები უყურებდნენ დაჩის,რომლიდანაც მრისხანე გამოხედვა და გმინვა მიიღეს.
-ეს კი იმის საფასურია რაც ახლა გააკეთე -წიხლი ჩაარტყა მუცელში.ბექაც გველივით მოიგრიხა.-ჯერ არ დამიმთავრებია მოგხედავ-კიდევ ერთხელ ჩაარტყა და საკუჭნაოს კარები გაღების ნაცვლად გამოგლიჯა.კარებთან უგონოდ ეგდო ნია.თავის ქვეშ ხელი შემოუდო და მის მოსულირებას ცდილობდა.
-ნიაა-შეშინებული წარმოთქვამდა მის სახელს და ლოყაზე ხელს უსვამდა ნაზად.
-დაჩი-ჩაილუღლუღა თვალებ გაუხელლად ნიამ.
-მე შენთან ვარ ნუ გეშინია -თმები გადაუწია სახიდან.მისი ხმის გაგებით ოდნავ დამშვიდდა ხელში აიყვანა და სკოლის გარეთ ჰაერზე ცდილობდა მის მოსულიერებას.
-უკეთ ხარ?-ბიჭმა წყლიანი ბოთლი მიაწოდა თან ხელით სახეზე ეფერებოდა. გოგონასგან თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა მიიღო. -ამის შემდეგ კიდევ მეტყვი,რომ წავიდე და დაგტოვო?-მკაცრი გამომეტყველება მიიღო დაჩიმ.
-აუცილებლად უნდა წახვიდე. მე არ უნდა ვიდგე შენსა და მამაშენს შორის. ერთი წელი არაა დიდი დრო. თან მალე გავა. -ისე თქვა ნიამ მისი თვალებისთვის თვალი არ მოუშორებია. ცდილობდა დაჩისთვის წასვლა გაეიოლებინა.
-როგორი იოლი სათქმელია შენთვის. მგონი მხოლოდ მე ვცდილობ ჩვენი ურთიერთობის გამყარებას. -დაჩი ფეხზე წამოდგაა მანქანას მეორე მხარეს მიუჯდა,დაქოქა და სკოლის ტერიტორიას გაერიდა. ისე სახით მართავდა მანქანას ნიას დალაპარაკების საშუალებასაც არ აძლევდა. მის სახლთან შეჩერდა და მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა ისიც მბრძანებლური ტონით.- სახლში ხარ. გადადი.
-დაჩი მე...-ნიას სათქმელი არ აცადა.
-როგორც გინდა ისე იქნება. წავალ.-მოუჭრა სათქმელი და თვალებით ანიშნა კიდევ ერთხელ გადასულიყო ნიაც დაემორჩილა.-ის ნაგავი აღარ შეგაწუხებს და აღარც მე-ბოლო სიტყვები ჩაილაპარაკა და ნიას სწრაფად გაეცალა.
-მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარხარ-წაიბუტბუტა გოგონამ. თვალებში ცრემლები ჩაუდგა. ცოტახანში კი მის ლოყებს დაუყვა.
ნია საღამოს ელოდა,რომ დაჩი წასვლამდე აუცილებლად ნახავდა.ყოველი კარზე ზარი,ან მანქანის ხმა სახლთან იმედს აძლევდა,თუმცა იმედი მალევე უქრებოდა.ტელეფონი გამორთული ქონდა.ვერც ბიჭები უკავშირდებოდნენ.ნიას ტელეფონის ზარმა ისევ იმედი გაუჩინა,მაგრამ ლევანი ამოიკითხა მალე უპასუხა.
-ლევან ნახე დაჩი?-ნერვიულად ჩაძახა ტელეფონში."ვნახავ ჩავეხუტები და ვეტყვი რომ მიყვარს"გაიფიქრა თან ფიქრებმა სახეზე ღიმილით გადაკრა.
- ნია ახლა დავრეკე მათთან სახლში და მითხრეს,რომ მერაბი და დაჩი ერთი საათის წინ გაფრინდნენ.-ტელეფონი ხელიდან ჩამოუცურდა.იმედი საბოლოოდ დაკარგა მისი ნახვის.ერთი წელი ვეღარ ნახავდა.ცრემლიანი ბეჭედს დაყურებდა.ან კიი ნახავდა ერთი წლის შემდეგ? ამ კითხვამ მოსვენება დაუკარგა. ახლა მხოლოდ მოგონებები დარჩა დაჩისგან და ბეჭედი,რომელიც სათუო ხდებოდა დარჩებოდა მის ხელზე თუ არა.არაფრით დათმობდა ამ ბეჭედს ეს ხომ დაჩის სიყვარულის სიმბოლო იყო მის მიმართ,რომელსაც მთელი გულით ატარებდა.ხელიდან ბეჭედი მოიხსნა ტუმბოზე დადო საწოლზე ოთხად მოიკეცა თან ბეჭედს თვალს არ აშორებდა.ცრემლები თავისით მოდიოდნენ და ზეწარს ასველებდნენ.
-ხომ გინდოდა ადვილად დაეთმე და წასულიყო-თავის თავს საყვედურობდა.
-****
ლექციებიდან გამოსული კაფეში სოფის შეხვდა,რომელიც გიორგისთან ერთად იჯდა.
-გვრიტებო-ორივეს მიესალმა გოგონა.მეგობრები გადაკოცნა და მათ გვერდით დაჯდა.- აბა რა ხდება სხვები სად არიან?
-ხატიამ მომწერა მალე გამოვალ ლექციიდანო.-მხიარულად უთხრა მეგობარს სოფიმ.
-ლევანი უკვე აქაა-გიომ კარებისკენ გაიხედა და სოფის უფრო ახლოს მიუჯდა და თავი მხარზე დაადო გოგონამ მისკენ თავი მიაატრიალა და ამ საყვარლად მომზირალ არსებას აკოცა.ლევანი მათ მაგიდას მიუახლოვდა და გვერდით დაუჯდა.
-ხატიაც და შემადგენლობა ადგილზეა-ჩაიღიმა ნიამ.
-მეც აქ ვარ -მოესმა უკნიდან გოგონას ხმა,მიუახლოვდა და გადაკოცნა გოგოები.
-ლუკას აღარ ვათვლით ჩაიცინა გიორგიმ.
-მაგას თაკო სკოლაში ეგულება და აქ ძალით თუ გააჩერებ შესვენებებზე-ჩაიცინა ნიამ.სიცილით აიღო ტელეფონი, რომელზეც მესიჯი შემოვიდა და გახსნა."როცა ასე ძალიან გიხდება ღიმილი უნდა გაიღიმო.არ შეცვლილხარ." სახე მალევე ეცვალა და აქეთ-იქეთ ყურება დაიწყო.-აქაა. სადაა?-თვალებს აცეცებდა.
-რა მოხდა?-სოფიმ წამოიწია მისკენ და ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული.
-დაჩი აქაა-თქვა ნიამ თავის ნივთებს ხელი დაავლო და კაფიდან გავიდა. გარეთ მოათვალიერა იქაურობა თუმცა ვერ დაინახა."სად ხარ? მე ვერ გხედავ" გააგზავდა ტექსტი ადრესატთან.
-"სამაგიეროდ მე გხედავ" -პასუხმაც არ დააყოვნა.
-"დაჩი!" -გაბრაზებული სახით გააგზავნა წერილი ისევ.
-"მაგ გაბრაზებული სახის დანახვაც ისე მომნატრებია." "შენს წინ შავი მერსედესია ჩაჯექი ადგილზე მიგიყვანს"-მალევე მიყვა მეორე სმსიც.
-"თუ არ გამოჩნდები არ ჩავჯდები"-გააპროტესტა გოგონამ.
-"თუ არ წაყვები ვერ მნახავ"-ნია ამ სმსის წაკითხვისას მალევე ჩაჯდა მისთვის განკუთვნილ მანქანაში,რომლის კარებიც მძღოლმა გაუღო.კუთხიდან მომზირალ დაჩის კი მის საქციელზე სიცილი აუტყდა.-ისევ ისეთი ჯიუტია-თქვა და თვითონაც გაყვა მანქანას.
-***
მერსედესი ორ სართულიანი სახლის წინ გაჩერდა შესასვლელ კარებთან.მძღოლმა კარები გამოუღო, ნიაც გადმოვიდა.
-"სახლში შედი"-მალევე მოვიდა სმსი
-"გვეყო დამალობანა! დამენახე"-უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო გოგონამ,თან სახლისკენ გადადგა ნაბიჯები.
-ქალბატონო ნია-კარები მოსამსახურემ გამოაღო და გოგონა შინ მიიპატიჟა.სახლი სადა და კეთილმოწყობილი იყო.შიგნიდან თეთრი ფერი ჭარბობდა.მეორე სართულზე დახვეული კიბით შეგეძლო ასვლა.პირველ სართულზე რამდენიმე ოთახი იყო მოსამსახურე გოგონას მისაღებისკენ მიუძღოდა,სადაც მაგიდა იყო ორ კაცზე გაშლილი.მაგიდის ირგვლივ ყვავილების ფურცლები იყო მობნეული.ნიას ღიმილმა გადაკრა სახეზე და თვალებში ამდენი ხნის მინელებული ნაპერწკალი გაღვივდა.ნია მოსამსახურემ დატოვა.სასწრაფოდ ტელეფონი მოიმარჯა.
-"ახლა თუ არ გამოჩნდები მართლა წავალ"-სმსი გააგზავნა და ჩანთა იქვე იატაკზე დაუვარდა,როცა უკნიდან წელზე ხელების შემოხვევა იგრძნო.
-მართლა წახვალ? -ჩაჩურჩულა ყურთან.ნიამ თვალები დახუჭა და მის ხელებში გაიტრუნა.ამდენი ხნის ნანატრი ხმა გაიგონა,ხელები ეხებოდა და სხეულით იხუტებდა.ნია მისკენ შებრუნდა ხელები მის სახეს შეეხო დარწმუნდა, რომ ნამდვილად ის იყო.
-რატომ წახვედი ასე? -საყვედურობდა გოგონა.-მე ხომ რაღაცის თქმა მინდოდა და არ მათქმევინე.
-შეგიძლია ახლა მითხრა-გვერდულად ჩაიღიმა ბიჭმა.
-გაბრაზებული ვარ და არ გეტყვი-გაბუსხა გოგონამ ტუჩები.დაჩიმ ვეღარ გაუძლო და მის ტუჩებს დაეწაფა.
-ძალიან მომენატრე-წამით მოშორდა ტუჩებს ამის სათქმელად.
-მეც-გოგონაც აყვა.თუმცა მალევე გაჩერდა და მოშორდა დაჩის ტუჩებს.-ამერიკაში ყოფნისას... -სათქმელს წელავდა ნია და უხერხულად თმა აიჩეჩა.ბიჭი მიხვდა რისი კითხვაც უნდოდა და ჩაეცინა.
-შენს გარდა არავინ მინდოდა და არც მინდა- სიცილით უთხრა დაჩიმ და ისევ მისკენ მიიზიდა გოგონა.-ბეჭედს აღარ ატარებ?-უცებ თვალი ცარიელ თითზე გადაიტანა და სახე შეეცვალა.
-შენი ბოლო საქციელით არ ვიცოდი მქონდა თუ არა ტარების უფლება,ამიტომ მოვიხსენი.- ბიჭმა ხელები შეუშვა.სახეზე გაბრაზება დაეტყო,თუმცა უფრო წყენა იყო.
-და ასე უბრალოდ გადააგდე-ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-მე არ მითქვამს, რომ გადავაგდე.-მისკენ შემობრუნდა ისევ დაჩი.გოგონამ მაისურის შიგნიდან ყელსაბამზე დაკიდებული ბეჭედი ამოიღო. -სულ ჩემთან იყო-გაბრწყინებული თვალებით შეყურებდა ნია.ყელსაბამიდან ბეჭედი გამოხსნა და მომღიმარ დაჩის გაუწოდა. -ისევ გაქვს სურვილი ჩემი ცოლად მოყვანის? -ახლა ნია უყურებდა ეშმაკურად. დაჩიმ ბეჭედი გამოართვა.
-და შენ ისევ გინდა ცოლად გამომყვე?-კითხვა დაუბრუნა გოგონას.
-აჰამ-თავი დაუქნია სწრაფად.ხელი გაუწოდა და თვალით ანიშნა სწრაფად გაეკეთებინა ბეჭედი.ნივთი კუთვნილ ადგილს დაუბრუნეს.ნიამ ორივე ხელი კისერზე შემოხვია და მისი ტუჩებისკენ მოძრაობა დაიწყო.
-არ გშია?-მასთან ახლოს მყოფს კითხა.თავი გააქნია გოგონამ უარყოფის ნიშნად.ხელი თმაში შეუცურა ტუჩზე იკვიტა.დაჩისთვის ეს მწვანე შუქი იყო.კოცნა დაუწყო ხელში აიტაცა,მანაც ორივე ფეხი წელზე შემოხვია. ქურთუკი გააძრო უცებ ბიჭმა და ოთახისკენ წაიყვანა.ნია ცდილობდა მისთვის პერანგის ღილები შეეხსნა,როცა საწოლზე დააწვინა.დარჩენილი ღილები დაჩიმ ერთი ხელის მოძრაობის გაიხსნა და პერანგი ოთახის მეორე ბოლოში მოისროლა. ისევ გოგონას გამომწვევ ტუჩებს დააცხრა.წამით შეჩერდა და ზემოდან დახედა.
-ნამდვილად გინდა?-ცდილობდა ბოლომდე დარწმუნებული ყოფილიყო ნიას სურვილში.
-კი-თავი დაუქნია გოგონამ და დაჩიმ მაისური გააძრო მალევე.ტუჩიდან ყელზე გადაიიტანა ტუჩები.
-მომენდე და მოეშვი -ჩაჩურჩულა ყურთან და ისევ ტუჩებზე გადაიტანა ყურადღება.
-დაჩი მიყვარხარ-წამოცდა მის ბაგეებს.ეს სიტყვები ბიჭს ყველაზე სასიამოვნო მუსიკად ჩაესმა.ორივეს შარვალი ოთახში მეორე ბოლოსკენ გაფრინდა.ნია მთელი სხეულით მიენდო და აყვა.
-***
გოგონას დაჩის მკერდზე თავი დაედო და ხელებს დაათამაშებდა ზედ.ბიჭი კი მთელი ძალით იკრავდა და მის სურნელს ღარბად ისუნთქავდა.
-ამ სახლში ირბენენ ჩვენი პატარები.-მხიარულად ჩაილაპარაკა დაჩიმ და გოგონას თავზე აკოცა.
-რამდენი შვილი გინდა?-თავი ასწია გოგონამ.
-ფეხბურთის გუნდი მინდა-ეშმაკურად გახედა მის ხელებში მოქცეულ გოგონას.
-მართლა?-ნიაც აყვა და წარბი შეათამაშა.-ამაზე ბევრი მუშაობა დაგვჭირდება-ჩაიცინა გოგონამ.
-მე თანახმა ვარ-სიცილში აყვა ბიჭი გოგონას და ისევ მის ხელებში მოიქცია.მგზებარედ დაუწყო კოცნა. ათასი სამომავლო გეგმა დააწყევს,უამრავი სულელური იდეებიც მოუვიდათ.წარმოიდგინეს,თუ როგორ იყვნენ ამ სახლის აივანზე სიმშვიდეს დახარბებულები თმაში ჭაღარა შერეულები ერთმანეთს ჩახუტებულები და გადასცქეროდნენ ბაღს.სახლიდან კი ბავშვების ჟრიამულის ხმა გამოდიოდა.
-ჯერ არ გვინდა სიბერე-წამოიყვირა უცებ ნიამ.-და არც ბავშვები. მაცადე შენით დატკბობა-ბიჭის ტუჩებს ურჩაად დააცხრა და სწრაფად აკოცა რამდენჯერმე. ოთახი სიცილის გამაყრუებელი ხმით აივსო.დაჩი ტკბებოდა ამ გოგონათი,ტკბებოდა მისი თითოეული ნაწილით.კმაყოფილი იყო,რომ ის ვინც ასე უყვარდა მისი იყოო და ასე იქნებოდა ბოლომდე.



№1 სტუმარი Guest Nina

Dzzaan magari iyo sityvebi ar myofnos ase gaagrdzele

 


№2 სტუმარი Guest Mancho

უმაგრესიაა დზაან მომეწონა .
აუუ ნაგარი წყვილია რაა საყვარლები არიაან .. ყოჩაღ ძაან მომეწონააა

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

არასდროს მომბეზრდება ამ ისტორიის კითხვა
--------------------
ლანა

 


№4  offline წევრი mariia

Guest Nina
Dzzaan magari iyo sityvebi ar myofnos ase gaagrdzele

Guest Mancho
უმაგრესიაა დზაან მომეწონა .
აუუ ნაგარი წყვილია რაა საყვარლები არიაან .. ყოჩაღ ძაან მომეწონააა

La-Na
არასდროს მომბეზრდება ამ ისტორიის კითხვა

არ ვიცი სიტყვებით როგორ გამოვხატო ის სიხარული რასაც თქვენი კომენტარების წაკითხვის შემდეგ ვიღებ <3
არ ვიცი ფანფიკები რამდენად მოგწონთ თუმცა ერთი მთლიანად დავდე გამიხარდება თუ ისიც მოგეწონებათ <3

 


№5 სტუმარი Guest Fencer

Dzalian kargi iko❤siamovnebit cavikitxavdi amat momavls da gamixardeba tu gaagrdzeleb❤

 


№6  offline წევრი triniti

აი აი ეს არის ყველაზე მაგარი რაც კი წამიკითხავს არ მყოფნის ტავიდან ვიწყებ ისევ რომ ვამთავრებ..და არ მბეზრდება რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო .ძალიან მაგარი ხარ

 


№7  offline წევრი mariia

triniti
აი აი ეს არის ყველაზე მაგარი რაც კი წამიკითხავს არ მყოფნის ტავიდან ვიწყებ ისევ რომ ვამთავრებ..და არ მბეზრდება რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო .ძალიან მაგარი ხარ

ძალიან მახარებს შენი სიტყვები და მადლობა რომ არ დაგეზარა და დაწერე შენი აზრი <3

 


№8  offline წევრი triniti

იმედია მალე ახალი ისტორიით გაგვახარებ.

 


№9  offline წევრი mariia

triniti
იმედია მალე ახალი ისტორიით გაგვახარებ.

უკვე დავიწყე <3 თუ სურვილი გექნება წაიკითხე <3

 


№10  offline წევრი triniti

mariia
triniti
იმედია მალე ახალი ისტორიით გაგვახარებ.

უკვე დავიწყე <3 თუ სურვილი გექნება წაიკითხე <3

რატქმაუნდა აუცილებლად როგორ შემიძლია გამოვაკლდე ახალ შემოქმედებას

 


№11  offline წევრი Laliashvili009

Dzaalian dzaalian momewonaa ❤❤❤ arvici ratoom magram bolos cremlebi ver shevikave ????????????

 


№12  offline წევრი mariia

Laliashvili009
Dzaalian dzaalian momewonaa ❤❤❤ arvici ratoom magram bolos cremlebi ver shevikave ????????????

მახარებს ის ფაქტი რომ ჩემი ნაჯღაბნები ვიღაცას ემოციებს უღვივებს <3 და მოწონებას იმსახურებს <3

 


№13  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი ისროეია იყო ძალიან მომეწონა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent