შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და მაინც... მე შენი არ მჯერა! (1)


13-11-2016, 18:32
ავტორი gvanca_kekelia
ნანახია 1 824

ნეტავ რა არის გრძნობა? შეგვიძლია ჩვენ ვიწინასწარმეტყველოთ ეს? არა! სწორედ გრძნობაა ის „რაღაც“ რის გამოც ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის რაზეც ოცნებასაც ვერ ბედავდა ან უბრალოდ არ ფიქრობდა ამაზე. არანაირი ახსნა ამას არ აქვს. თვითონ ადამიანები ვრჩებით გაკვირვებულნი იმ შედეგის რომელიც გრძნობამ გაგვაკეთებინა... და მაინც რა არის გრძნობა? ჩვენში უამრავი დადებითი და უარყოფითი გრძნობაა, მაგალითად სიხარულის,მოწყენილობის, შიმშილის, სინდისის ქენჯნის, სიმორცხვის, მამაცობის... მაგრამ რა არის ამ ყველა გრძნობის უმთავრესი გრძნობა? არვიცი რამდენად ბანალურად ჟღერს მაგრამ ეს ასეა... სიყვარული! ეს არის გრძნობა რომელიც ადამიანს ცხოვრებას აწყებინებს, ეს არის გრძნობა რომელიც დამჭკნარ ყვავილსაც ააყვავილებს და ეს არის გრძნობა რომელიც მუდამ იარსებებს... მაგრამ არის კი ეს სიყვარული რეალური? თუ ეს უბრალოდ მიდრეკილებაა ადამიანის მიმართ რომლის გარეშე მის სიცოცხლეს ფერი ეკარგება? იქნებ ეს ორი ერთი და იგივეა? არვიცი... არვიცი რამდენად რეალურია იმის შანსი რომ მე ეს გავიგო...
სრული სიბნელეა, თვალებსაც კი ვერ ვახელ იმდენად მტკივა ყველაფერი, ყურის ბარაბანები ლამის გამისკდეს, რაღაც უჩვეულო ბზუილი მესმის, თითქოს ეს ხმა ადრეც გამიგონია... მალევე ვბრუნდები ფიქრებიდან და ახლა ხმაურს ვუსმენ რომელიც აშკარად უკნიდან მოდის. გონებას ვძაბავ რომ ბგერები გავარჩიო ამ ბზუილში მაგრამ არაფერი გამომდის... რატომღაც გვიან მივხვდი რომ ძირს ვეგდე და ხელები შეკრული მქონია, ამიტომ ვერ ვგრძნობდი მათ. თვალების გახელას ახლაც არ ვაპირებდი... მეშინოდა... ძალიან მეშინოდა იმის რაც ჩემი აზრით იქ დამხვდებოდა. ამ ფიქრებიდან თავის კედლეზე მინარცხებამ გამომათრია. ინატიქტურად ვიკივლე მაგრამ მალევე მოვკუმე პირი რადგან ამით ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავდი, თვალების გახელა ვცადე, მხოლოდ სამი ადამიანი დავინახე რომლებსაც სახე დაფარული ჰქონდათ. მივიხედ მოვიხედე მაგრამ სრული სიბნელე იყო, მხოლოდ ჩემს ზემოთ მყოფი ფანჯრიდან შემოსული სუსტი შუქი თუ ანათებდა ოთახს. უცებ თავში დამარტყა მოგონებამ...
-ვი...ვინ ხართ?- უცბად დავარღვიე ის ჰარმონია რომელიც ამ ოთახში სუფევდა და ჩემი ხმის გაგონებაზე სამივე მომაჩერდა
-შენ კიდევ შეგიძლია ხმის ამოღება?-ერთერთი გამწარებული მომვარდა, მიღრიალა და სახეში სილა გამაწნა მაგრამ ბავშვობიდან არაფერზე მიტირია, არც ახლა ვაპირებ ტირილს
-რას მერჩით? რა გინდათ ჩემგან?-როგორც იქნა ამოვილუღლუღე...
-ჩვენ უბრალოდ ვმუშაობთ ლამაზო, გადაგვიხადეს იმისთვის რომ შენ ასეთ მდგომარეონაში იყო.-ისეთი გახარებული ხმით თქვა მინდოდა გამეგლიჯა შუაზე
-ვინ! ვინ გადაგიხადათ ამდენი?-უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, აღარ შემეძლო მაგრამ მაინც ვაგრძელებდი ლაპარაკს.
-ეგ შენი საქმე არაა პატარავ! მაგრამ თუ უფრო მეტს გადაგვიხდი შეგვიძლია დავფიქრდეთ ამაზე..- მისი ირონიული ხმა როგორ ნერვებზე მთხრის!
-რა...რამდენი გინდათ?!
-მან ჩვენ 50 000$ გადაგვიხადა!-მშვიდი ტონით მითხრა
-100 000$ გაწყობთ?-ეს წამოვროშე და ახლა გეგმებს ვალაგებდი თუ როგორ უნდა მეშოვა ამდენი ფული.
-ვშიშობ ამდენი არ გვეყოფა-დანა ეჭირა ხელში და ათამაშებდა
-150 000$? ამაზე მეტს ვეღარმოგცემთ, უფროსწორად არაფერი დამრჩება და რაღარ უნდა მოგცეთ!
-ასე ცოტა?-გაკვირვებული ხმით თქვა, მაგრამ არამგონია ასე ყოფილიყოს
-იმ ადამიანმა 70000$ გადაიხადა, მეკიდევ გაორმაგებულზე მეტს გაძლევთ!-თავი დახარა იმის ნიშნად რომ ჩაფიქრდა, უკან მდგომებს მიუბრუნდა რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გაუნძრევლად იდგნენ. წამომყევიო თავით ანიშნა და ისინიც გაუჩინარდნენ...ახლა ჩემ თავთან მარტო დავრჩი... ღმერთო! არაფერი არ მახსოვს! ჩემი სახელი... ჩემ სახელსაც კი ვერ ვიხსენებ! საერთოდ არაფერი არ მახსოვს! -უჯვე პანიკაში ვვარდები. ფეხზე წამოდგომას ვცდილობ მაგრამ ამაოდ, არაფერი გამომდის. ისევ ძირს ვენარცხები. შიშისგან გული ისე მიფეთქავს მგონია რომ მთელ თბილისს ესმოდა მისი... საერთოდ თბილისში ვიყავი?...რაღაც არამგონია... ფანჯრისკენ ავიხედე და თოვლის ფანტელები დავინახე, ესე იგი თბილისში არ უნდა ვიყოთ! კი მაგრამ თუ ეს მახსოვს ჩემი სახელი რატომ არ მახსოვს? უცებ დავწყნარდი, თვალები ისევ დახუჭე და სიმშვიდისკენ ვუხმე თავს... ჩემი წარსულის გახსენებას ვცდილობდი...
-ემილი!-გახარებული წამოვიყვირე მაგრამ იმწამსვე შემეცვალა ხასიათი, თავის ტკივილის გამო და დავიჯღანე.
-კაარგი მე ემილი მქვია... დევდარიანი... 19 წლის ვარ დაა მგოონი.. მგონი ორ კვირაში დაბადებისდღე მაქვს!-ჩემს ალტერეგოს ვეჩურჩულებოდი...- დედა? მამა? რატომ ვერ ვიხსენებ? ალბათ არ მყავს! რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას ემილი! მთავარია ის სამი კაცი რომ მოვა რას იტყვიან!-აცრემლიანებული თვალები შევიმშრალე და უაზრო გამომეტყველებით დავხვდი იმ უგულო ხალხს.
-კარგი!-ისევ იმ კაცმა თქვა-ერთი კვირა გაქვს იმისათვის რომ 150 000$ მოიტანო! თუ ვერ მოიტან მაშინ იქვე მოგკლავ სადაც დაგინახავ. ახლა კიდევ გამეცალე აქედან!-იმ ორ ბიჭებს ანიშნა თავით გაათავისუფლეთო... მე ჯერ ვერ გავიაზრე რომ თავისუფალი ვიყავი მხოლოდ ერთი კვირით... ისევ ისე ვეგდე როგორც მაშინ მანამ სანამ არ დამიყვირა წადიო!
ჭრელი, მოკლე სარაფანა, სისხლიანი, დახეული, ჭუჭყიანი, შიშველი ფეხები, ისიც სისხლიანი, რომლებსაც თეთრი თოვლი მწმენდდა, სიცივეს ვერ ვგრძნობდი, ვერაფერს ვერ ვგრძნობდი უბრალოდ მივრბოდი, ხეები, მზის მკრთალი სხივი რომელიც თან დამყვებოდა მაგრამ მაინც ვერ აღზევდა ჩემ სულში.მივრბოდი როდესაც უკნიდან თოფის გასროლის ხმა გავიგონე, მივიხედე და უცბად დავგორდი, შუბლიც დავარტყი ერთი-ორჯერ....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent