შემიყვარდი , მეგობარო.
ისევ დაღამდა და მერამდენე ღამეა შენზე ერთსა და იმავეს ვფიქრობ : მყუდრო ოთახში , პატარა საწოლზე ვწევართ , არცერთი ვიღებთ ხმას , საოცარი სურვილი მაქვს შენს ტუჩებს შევეხო მაგრამ ვერ ვბედავ , მინდა მუცელზე ხელი დამადო და მომეფერო , უცბად ჩემკენ ბრუნდები , თვალებში ღრმად მიყურებ , მიახლოვდები და შენს ცხელ სუნთქვას ტუჩებტთან ვგრძნობ , თავს ვიკავებთ , მეც და შენც , საბოლოოდ კი მაინც მკოცნი . ერთსა და იმავეზე ფიქრი დღითიდღე მანადგურებს , შენკი უბრალოდ ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ხარ. სულ რაღაც რამდენიმე კვირაა მივხვდი რომ მომწონხარ , მომწონს შენი მრავლისმეტყველი , დამაინტერესებელი გამოხედვა ,შავი ულამაზესი თვალები ,პატარა ცხვირი , სისხლის ფერი ტუჩები , რომლებსაც სიკვდილამდე მინდა დავეწაფო . როგორ მინდა ხოლმე გიჟივით მოგვარდე და უბრალოდ თვალებში შემოგხედო , მინდა რომ უთქმელად მიხვდე ყველაფერს , თუმცა მე უბრალოდ შენს გვერდით , მერხთან ვზივარ და შენი სიახლოვისთვის ღმერთს მადლობას ვუხდი . ადამიანი , რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია შემიყვარდა , შემიყვარდა და საკუთარი თავიც დავკარგე . უკვე მერამდენე წელია შენი ცხოვრების თითოეულ წამს მიზიარებ , ერთად ვატარებთ დროს , ყველამ იცის რომ მე და შენ საუკეთესოები ვართ დედამიწაზე და უბრალოდ ხალხი არ მაპატიებს რომ მე შენს მიმართ რაღაც არაამქვეყნიური ვიგრძენი. გუშინ შენს ძველ სიყვარულზე მელაპარაკე , ხვალ ალბათ ვინმე სხვა მოგეწონება და მკითხავ როგორ მოიქცე , იმასაც მეტყვი გოგოხარ და უკეთ გესმისო , მე გამეღიმება , და მიუხედავად იმისა რომ რასაც ჩემ მიმართ მინდა გრძნობდე სხვა გოგოს მიმართ გრძნობ უამრავ რჩევას მოგცემ , დაგარიგებ და გეტყვი რომ ყველაფერი კარგად იქნება , მთავარია იბრძოლო და არ დანებდე . სახლში მისული კი ისევ დავწვები , თავს ბალიშზე დავდებ , თვალებს დავხუჭავ და კიდე ერთხელ ვაღიარებ რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი შემიყვარდა. *** და აი გათენდა კიდეც , თვალები გავახილე თუ არა ჩემი ლუკა დავინახე , დავინახე როგორ მადგახარ თავზე , მიღიმი და მეუბნები რომ უკევ ადრეა , უნდა ავდგე რომ სკოლაში არ დავიგვიანო . თუმცა უეცრად ყველაფერი ქრება , ვხედავ ცარიელ კედელს რომელიც ცასავით და ლუკასავით მიუწვდომელი მეჩვენება , მაინც ვიკრებ ძალას და ვდგები , ვცდილობ ცოტა ლამაზად გამოვეწყო , და მაინც რატომ ? უფრო რომ შემამჩნიო ? შენ ხომ ისედაც ყოველ წამს ჩემთან ხარ , ჩემო საუკეთესო მეგობარო და აკრძალულო სიყვარულო , ნერვები მეშლება რომ რაღაცას ვცდილობ , ვიცვამ ძალიან ჩვეულებრივად და სახლიდან გავდივარ . გზაში როგორც ყოველთვის ჩემს სტიქიაში ვარ და ყველანაირ საზღვარს ვცდები: ყურსასმენები , საყვარელი სიმღერა ბოლო ხმაზე და შენ . მომენტი როცა მიახლოვდები და მკოცნი , მაგრამ ამ დროს რაღაც საშინელი ხმა მეუბნება, რომ დროა რელობაში დავბრუნდე და კლასის კარი შევაღო , მე კი ვიცი როცა ამ კარებს გადავაბიჯებ ,შენს სახეს დავინახავ და ისევ გადავიკარგები სადღაც უსასრულობაში შენთან ერთად . ღიმილიანი სახით ჩემთან მოდიხარ , მეკითხები როგორ ვარ და ძალიან მაგრამ მეხუტები , როგორ მინდა რომ ეს წამი არ დამთავრდეს თუმცა ისევ ბოროტი ხმა მესმის და ზარი ირეკება. ერთმანეთს გვერდით ვუზივართ , მასწავებელი გაკვეთილს მთელი მონდომებით ხსნის , შენ ყურადღებით უსმენ მე კი დებილივით მოგშტერებივარ და ასე ახლოს მყოფს გნატრობ. დაირეკა , მეუბნები რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელი , გული ძალიან ამიჩქარდა , რაღაც სასწაულს მოველი , შენ კი მეუბნები რომ გოგო რომელიც მოგწონს თანახმაა რომ შენი გირლფრენდი გახდეს . ჩემი რექციების მოლოდინში თვალები გიციმციმებს , გგონია გამიხარდება , მოგილოცავ , ჩაგეხუტები და შენთან ერთად აღვნიშნავ ამ დღეს , ასეც იქნება თუმცა შენ არ იცი რომ სახლში მისულს ისევ გინატრებ , და დილით ისევ შენ მომეჩვენები. *** რამდენი დღე გავიდა ლუკა , შენ კი ისევ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და არაფერი იცი ჩემზე , ყოველი მიმოწერისას რაღაცას სხვანაირად ვფიქრობ შენზე , მეკი არ ვიცი ამას როგორ გავუმკლავდე და უკვე აუტანლად მეჩვენება ყველაფერი , მინდა მოვრჩე , წერტილი დავუსვა ამ ილუაზიას და რეალობა შემოგაგებო , მაგრამ ამისთვის საკმაო ძალა არ გამაჩნია , მე კი ისევ მიწევს ძილისწინ გინატრო , თუმცა არა ! გადავწყვიტე ყველაფერი გითხრა იმიტომ რომ უამრავი კვირა გავიდა და ასე გაგრძელება არ შეიძლება. *** შაბათია , დღეს სამ საათზე ინგლისური გაქვს , შემდეგ პირდაპირ ქართულზე მიდიხარ , სახლში დაახლოებით რვისთვის მიხვალ , დაღლილ-დაქანცული , მე კი მინდა პირდაპირ ჩემთან მოხვიდე , ამიტომ დაგირეკავ და გეტყვი რომ დღეს სახლში მარტო ვარ და უამრავი დრო გვაქვს ბევრი რამის გასაკეთებლად , შენც დამეთანხმები და მიუხედავად იმისა რომ ძალაგამოცლილი იქნები მაინც მოხვალ , იმიტომ რომ ჩემთვის ნებისმიერ რამეს გააკეთებ . არმინდა ამით ვისარგებლო , უბრალოდ გამიგე , მეც ადამიანი ვარ აღარ შემიძლია ასე. რვა საათამდე ყოველ წამს ვკდებოდი , ხან მინდოდა დრო მალე გასულიყო ,რადგან ემოციებს ვეღარ ვიტევდი , ხან კი მეშინოდა ყველაფრის თქმის , რომ ჩვენი ურთიერთობა არ დაზიანებულიყო , სიმართლე გითხრა ყველაზე მეტად შენი პასუხის მეშინია . თუმცა უკვე რვა საათია , ცოტა გადასცდა კიდეც და ახლა ჩემს წინ ზიხარ . -ლუკა - ანერვიულებული ხმით გეძახი -ხო თინანო -მისმინე რაღაც უნდა გითხრა -მშვიდობაა ? -ოღონდ მინდა დამპირდე რომ ბოლომდე მომისმენ და შემდეგ კითხვებს არ დამისვამ, კიდევ მინდა დამპირდე რომ ამ ყველაფრის შემდეგ დაივიწყებ ყველაფერს , რადგან მე წინასწარ ვიცი შენი რეაქცია მაგრამ მაინც უნდა გითხრა , რადგან ვეღატ ვიტევ გრძნობებს , მინდა დამპირდე ყველაფერი დასრულდება და -არა -დამამთავრებინე -მირჩევნია არაფერი მითხრა ვიდრე ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი დავკარგო -არ მაინტერესებს , მე უბრალოდ აღარ შემიძლია , მინდა გითხრა ყველაფერი რასაც ვგრძნობ ,აქაც ზუსტად ამიტომ მოგიყვანე რომ თვალებში გიყურო და ჩემი სული ზღვასავით ემოციისგან გავათავისუფლო , არ ვფიქრობ რა იქნება შემდეგ , ან რა დაემართება ჩვენს ურთიერთობას (ლუკა ყველანაირად ცდილობდა გავეჩერებინე მაგრამ მე ისევ ვაგრძელებდი ლაპარაკს) მე უბრალოდ მინდა გითხრა და მორჩა . შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რას გრძნობს ჩემი მეორე მე ყოველ დღე რაზე ფიქრობს ძილის წინ ან რაუნდა საერთოდ , ვიცი ახლა ფიქრობ რომ ეგ გამორიცხულია რადგან შენ ჩემი საუკეთესო ნაწილი ხარ და ასეთი რამ შეუძლებელია მოხდეს თუმცა ეს მართლაც ასეა . იცი ? , რომ უკვე რამდენიმე კვირაა ჩემს თავს ვებრძვი , ძალიან დიდი ხანია რაღაცებს ვუარყოფ და გრძნობებზე უარს ვამბობ , იცი რა მემართება ხოლმე როცა ვიღვიძებ ?- არ იცი ! ყოველ დილით , გაღვიძებისთანავე , თვალებს გავახელ თუ არა შენი სახე მიდგას წინ , თითქოს მიღიმი და მეუბნები რომ ამდენი ძილი მეყოფა , შენი სილუეტი მიდგას წინ თითქოს უსაზღვრო სიყვარულით აღსავსემ აღარ იცის რა ქნას და როგორ გამოხატოს ყველა გრძნობა ერთდროულად , მელანდება თითქოს მეფერები , მაგრამ შემდეგ რეალობაში ვბრუნდები და თვალები ცრემლით მევსება რადგან ყველაფერი ილუზიაა და ჩემი წარმოსახვის უნარი საზღვრებს გასცდა . შენი ნახვისას თვალები მიბინდდება , მხოლოდ შენ ხარ და სხვას ვერავის ვხედავ , გიყურებ როგორ იღიმი , როგორ შემომხედავ ხოლმე და თვალით რაღაცას მანიშნებ . ვაკვირდები შენს ტუჩებს რომელიც უდიდეს სურვილს მიჩენს გაკოცო , გაკვირდები შენ და შოკში ვვარდები ასე ძალიან რომ მიყვარხარ . კიდევ იცი რა მაგიჟებს ? გვერდით რომ მიზიხარ ისე ახლოს , თუმცა იმდენადვე მიუწვდომელი ხარ ჩემთვის როგორც გალაქტიკის სხვა ნაწილი . გესმის ჩემი ლუკა ? ძილის წინ ყოველთვის იმაზე ვფიქრობ რომ მე და შენ სადღაც მყუდრო ოთახში ვართ შენ ისევ მეფერები , მეხუტები და მკოცნი . იცი როგორ მინდა რომ გაკოცო ხოლმე ? ახლაც რომ გიყურებ ცუდად ვხდებ (ვუყურებდი როგორ ევსებოდა ლუკას თვალები ცრემლით, გაოგნებული მიყურებდა , აღარ იცოდა რა ექნა ) მინდა შენთან გესმის ? შენ მინდიხარ , მინდა რომ მე და შენ კი არა ჩვენ იყოს , არადა ვიცი რომ ეს შეუძლებელია , მაპატიე გთხოვ ახლა წარმოთქმული ყველა სიტყვა მაპატიე და გამიგე რადგან მე აღარ შემეძლო ამდენი რამ დამეტია . ვეღარაფერს გეტყვი ახლა თუ გინდა მეჩხუბე , გამკიცხე რაც გინდა ის მიქენი , მაგრამ იცოდე მე შენ ყველაზე ძალიან მიყვარხარ და ყოველწამს ჩუმად გეტრფი. ლუკა ხმას არ იღებდა , მისი სიჩუმე უფრო მაგიჟებდა ვიდრე აქამდე წარმოთქმული ყველა სიტყვა , უდიდეს გაურკვევლობაში იყო , მისადგილას მე ალბათ გავგიჟდებოდი. -ლუკა გთხოვ რამე მითხარი , მაპატიე გთხოვ! ისევ არაფერს ამბობდა , გაშეშებული იდგა , ვხედავდი როგორ უკანკალებდა ყველაფერი , შემდეგ უეცრად მომიახლოვდა , ძალიან ახლოს , ისე რომ მის სუნთქვასაც ვგრძნობდი -გაპატიე , - მითხრა და მაკოცა გავითიშე , გავიყინე , მოვკვდი , სხვა სამყაროში წავედი , ეს იყო ყველაზე მოულოდნელი , ეს იყო წარმოუდგენელი , მან მაკოცა . ცრემლები მომწმინდა და მითხრა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა , რადგან თინანო არასდროს დარჩებოდა ლუკას გარეშე , ახლა კი უფრო ახლოს , გულში ყველაზე მნიშნელოვანი ადგილის დაკავებით დამთავრდებოდა ყველანაირი ქაოსი , თუმცა ეს დასასრული ხომ რაღაც ყველაზე მაგარის დასაწყისი იყო. ლუკა არ დანებდა , მე კი ეს შევძელი ! *** ისევ დაღამდა , ახლა უკვე რეალურად გგრძნობ , შენ მეხები , ხელს მუცელზე მადებ ,მეფერები , ნელა მიახლოვდები , გინდა მაკოცო , მეც მინდა , მაგრამ ორივე თავს ვიკავებთ , სახე ჩემთან ახლოს , ძალიან ახლოს მოგაქვს , შენს სუნთქვას ვგრძნობ და მკოცნი . -მიყვარხარ მეგობარო -მეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.