შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის საჩუქარი თავი 13


14-11-2016, 02:17
ავტორი kato wiklauri
ნანახია 3 186

ქორწილის დღე მზიანი და თბილი გათენდა. უკვე იგრძნობოდა გაზაფხული. ნელ-ნელა ყვავილობას იწყებდნენ ხეები. ხოლო ყოჩივარდებს უკვე გაშლილიყვნენ. დილით ბედნიერმა გავიღვიძე მეც. სწრაფად გადავივლე წყალი და სალონში გავვარდი. დრო არც ისე ბევრი მქონდა. სტილისტი გავაწამე ისე ვაჩქარებდი. ნახევარზე იყო მისული როცა წამოვხტი სკამიდან საკმარისია-თქო და ძლივს დამაბრუნდა უკან ჯერ არ დამიმთავრებიაო.ბოლოს გამიბრაზდა და მეც წყნარად დავბრუნდი ჩემს ადგილზე. შედეგით კმაყოფილი დავრჩი.ანაგრიში გავასწორე, მადლობა გადავუხადე და სახლში დავბრუნდი. ტაქსი გამოვიძახე. მის მოსვლამდე კი კაბა გადავიცვი, საბოლოოდ მოვწესრიგდი. ყველაფერი ავიღე და სახლიდან გავედი...
პატარძალიც მზად დამხვდა და ძალიან ნერვიულობდა. ეკა ძლივს აწყნრებდა. მერე ირაკლი შემოგვიერთდა და კომპლიმენტები არ დაიშურა სამივეს მიმართ. ბევრს ხუმრობდა. მალე მაყრიონმა და მანქანების გამაყუებელმა ხმაურმა მოიცვა ეზო და რამდნეიმე წუთში ჩოხაში გამოწყობილი დიმაც გამოჩნდა წითელი ვარდების თაიგულით ხელში.
-რა ლამაზი ხარ ჩემო დედოფალო. აღფრთოვანება ვერ დამალა მან და მომავალ მეუღლეს ყვავილები გადასცა. მერე ხელი მოხვია და გვერდით დაუდგა. მას უკან მშობლები და დანაღჩენი სტუმრები მოჰყვებოდნენ. სტუმრებს შორის მოულოდნელად თიკომ გამოყო თავი და გამიცინა.
-არ გველოდი? გვერდით მომიდგა და გადამკოცნა
-აქ რა გინდა?-გაოცებულმა შევხედე.
-სიუპრიიზიი. გაიცინა ისევ.-შენ რაა არ იცი რომ სანდრო, ლაშა და დიმა კლასელები და ბავშვობის მეგობრები არიან, თან დიმა მათი მენეჯერია. ხოლო ლაშა დიმას მეჯვარე
-რაა?ხუმრობ?სანდროც აქაა?-დავიბენი მე.მან თავი დამიქნია. მეტი აღარაფერი გამიგია. დიმას გვერდით ლაშაც გამოჩნდა და მას უკან სანდრო მოჰყვა. ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. ვერ მივხვდი გაოცების თუ ჩემი აქ ყოფნის გამო. ალბათ უფრო იმიტომ რომ მეჯვარე მე ვიყავი.
-გამარჯობა სალო. როგორ ხარ? ერთმანეთის მიყოლებით მომესალმენ ჯერ ლაშა მერე სანდრო. მაკომ დაბნეულმა შემოგვხედა
-თქვენ ერთამნეთს იცნობთ?
-ხოო მაკო ეს ბიჭია ვისთანაც ვიმალებოდი. გადავუჩურჩულე და სანდროზე ვანიშნე
-რა პატარაა ეს ქალაქი. გავგიჟდები ეხლა
-ნუ ქოთქთებ და დღეს მაინც მოიქეცი წყნარად,- მოიუბრუნდა დიმა მაკოს და მას ხმა აღარ ამოუღია რადგან სტუმრებმა შამპანურები ხმაურით გახსნეს და ჭიქებში ჩამოასხეს. წამოვიდა სადღეგრძელოების კორიანტელი, ჩვენც მადლობებს ვიხდიდით.
-აბა გვეყოს ახლა ეკლესიში მთვრალები ხომ არ მივალთ. შემოინახეთ სადღეგრძელოები.-თქვა სასიძოს მამა და ნეფე-პატარძალს გზა გაუნთავისუფლა რომ წინ წასულიყვნენ. სანდრომ ამ აურზაურში მოასწრო ჩემი დამარტოხელება და მათ ჩამოვრჩით.
-მოიცა შენ ჩემთან დარჩი.
-მეჯვარე ვარ სანდრო.
-ჩემს მანქანაში ჩაჯექი, თორემ იმას კი არ გეუბნები რომ აქ დავრჩეთ-თქო,-გაეცინა მას ჩემს გულუბრყვილობაზე. მეც ავყევი და კიბეს ჩავუყევით. საუბრის დრო არ გვქონია. სწაფად გადავნაწილდით მანქანებში. თვალი მოვკარი რომ ლაშამ ეკა შეითრია თავის მანქანაში მარტო ხომ არ ვიქნებიო. ირაკლიმ თიკო, სიძე-პატარძალი მარტო ჩასხდნენ...
-აბა ახლა კი გვაქვს ცოტა დრო რომ ვილაპარაკოთ.მითხარი როგორ ხარ?
-კარგად სანდრო შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად.
-წუხელ გირეკავდი.
-მართლა რატომ?
-ტელევიზორში გნახე.
-მერე...
-მერე ის რომ მივხვდი ის სიტყვები ვისაც ეკუთვნოდა.
-მერე...
-რა მერე?
-რას ფიქრობ?საერთოდ იფიქრე ჩემზე?ჩვენზე?მიიღე რამე გადაწყვეტილება?
-არა.. ვერა... არ ვიცი...
-რა თქმა უნდა. როგორ ვიფიქრე რომ ჩამოყალიბდებოდი... ჩაილაპარაკა ნაწყენმა.
-ვერ წარმოვიდგენდი დიმას მეგობარი თუ იყავი. საუბრის გადატანა ვცადე.
-ხო. მაკოსაც დიდი ხანია ვიცნობ. გადარეულ მეგობრებზე როცა ყვებოდა ხოლმე რას წარმოვიდგენდი შენც თუ გგულისხმობდა.
-ხო .რას ვიზავთ ასეც ხდება....
ამასობაში ეკლესიში მივედით. ჯვრისწერა დაიწყო. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა სანდრო მთელი ამ დროის განმავლობაში. ხანდახან მეც ვაპარებდი თვალს მისკენ. ჯვრისწერის მერე ფოტოგრაფმა ფოტოები გადაიღო, ყველა სტუმარს გვიღებდა სიძე-პატარძალთან. ერთამენთთან, უკვე ნერვებს მიშლიდა ეს დაუსრულებელი ჩხაკუნი. არაა ეს მეჯვარეობა ჩემი საქმე და რა მექნა? ხელისმოწერა რესტორაში შედგა. მერე კი ქორწილი დაიწყო. ყველანირი ტრადიციების გარეშე. თუმცა რამდენიმე სადღეგრძელო მაინც წარმოითქვა და შეისვა. მერე პირველი ცეკვა ვალსით გახსნა წყვილმა.შემდეგ მეჯვარეები შევუერთდით. ბოლოს ახალგაზრდებიდან ვინც იყო მსურველი ისინი. ირაკლი და თიკოც ცეკვავდნენ. სანდრო ერთ ადგილზე იჯდა და ისევ ისე მიყურებდა.
-ლაშა ვიცი რომ ეკასთან ცეკვა გინდა და მიდი რაა ეხლა იმას ეცეკვე, ნახე მოწყენილი ზის, მე დავიღალე. ვუჩურჩულე ლაშას.მას სახე გაუნათდა რომ მის გულს წადილს მივხვდი და ჯერ ჩემს ადგილამდე მიმაცილა, მერე კი ეკასკენ გაემართა. სამაგიეოდ სანდრომ იხელთა დრო წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა. არ ვიცოდი სად დავმალულიყავი. აშკარად გავურბოდი. ისიც მიხვდა და გვერდით მომისკუპდა.
-რატომ არ ცეკვავ?
-დავიღალე.
-უკვე?ჯერ ხომ ეხლა დაიწყო ქორწილი?
-ეს ეხლა დაიწყო გართობა, თორემ მე დილიდანვე გადავიღალე.
-ჩემი დაღლილი გოგო. სასაცილოდ დაპრუწა ტუჩები. გამეცინა.
-წამო, წამო მე და შენც ვიცეკვოთ. ხელი ჩამკიდა და საცეკვაოდ წამიყვანა. მუსიკოსებს წყნარი მუსიკის დაკვრა სთხოვა და წელზე შემომხვია ხელი. ნელა და რიტმულად ვმოძრაოდით, დაღლილმა თავი მზარზე ჩამოვადე და გავიტრუნე...
ასე ევროპულად რომ არ დასრულდებოდა ეს ქორწილი ამას რათქმა უნდოდა. ირაკლიმ და ლაშამ იმდენი ქნეს მაკოს მთელი მონდომება წყალში ჩაყარეს. რამდენიმე ჭიქა კიდევ დალიეს, მერე დანარჩენი ახალგაზრდების ნაწილი აიყოლიეს რა ევროპელობა რის ევოპელობა აგეერ ქართველები ვართო და ჯერ აჭარული შეუბერეს, მერე მთიულური, რაჭული და დარჩენი ქართული ცეკვები. აი აქ კი კინაღამ გადავიდა ჭკუიდან მაკო, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მათი გამგზავრების დრო დგებოდა და დიმამ ამით დაამშვიდა. სასწრაფოდ შემოატანინა საქორწინო ტორტი, გაჭრეს. თაიგული ისროლა რომელიც თიკომ დაიჭირა. სანდრომ ერთი კი დაუბრიალა თვალები მაგრამ მერე გადაავიწყდა და გაჩერდა. სტუმრებს დაემშვიდოობნენ. ასე გავუშვით საქორწინო მოგზაურობაში რომში. დარჩენილმა სტუმრებმა გართობა გავაგრძელეთ. ახლა სრული თავისუფლება ჰქონდათ ბიჭებს და მათაც მეტი რა უნდოდათ. ძალიან დავიღალე. ირაკლის ვთხოვე სახლში გავეცილებინე, მაგრამ ისეთი მთვრალი იყო აქეთ იყო გასაცილებელი. სანდრო მიმხვდა გასაჭირს და ჩუმად გამოვიპარეთ იქიდან ხალხს არც კი დავმშვიდობებივართ. სახლის მისამართი ვუკრნახე.
-მეგობრის ქორწილში როგორ არ დალიე შენ?-გამიკვირდა
-ერთი ჭიქა საკმარისია.თუმცა იმ ხმაურიგან ძალიან გადავიღალე.
-ხო დამღლელია ეს ყველაფერი ძალიან.
-შენი ამბები როგორ მიდის?მოაგვარე?
-არაა. ნიკა არ ჩანს, უფრო სწორად რაღაც დაუშავებია და მამამისმა საზღვარგარეთ გააპარა.ალბათ სანამ კიდევ ვინმეს არ მოძებნის რომ ეს დანაშაულიც დაიბრალოს.
-აი ეგეთ არაკაცებს ვერ ვიტან. ყველაზე მეტად დამნაშავე მამამისია რომ ხელს აფარებს.ერთხელ სკოლაში ცუდი რაღაც ჩავიდინეთ. დირექტორმა მშობლები დაიბარეს სკოლაში,სახლში რათქმა უნდა არ გვითქვამს.დირექტორმა დაგვსაჯა,მერე მამაც გაიგო და მანაც დამიმატა, ასე დასრულდა ეს ყველაფერი. შეეძლო ხელი დაეფარებინა. ან მას მაინც არ დავესაჯე ხო უკვე მიღებული მქონდა დანაშაულისთვის. მაგრამ სამაგიეროდ მეორედ ის შეცდომა აღარ დამიშვია. ასეა ერთხელ რომ დაისჯები, მერე მიხვდები და ისწავლი რომ მეორედ სანამ გააკეთებ რამეს კარგად იფიქრებ მანამდე. სანდრო თავის შესახებ მიყვებოდა რაღაცეებს. კიდევ ბავშვობის სასაცილო ისტორიებს და მეც მაცინებდა. მერე სადარბაზოსთან გააჩერა მანქანა. დიდხანს არ გვისაუბრია, ვთხოვე სხვა დროისთვის გადაგვედო საუბარი, გაუჭირდა დამშვიდოდბება მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, ლოყაზე მაკოცა და წავიდა....
ვიცოდი რომ მასთან საუბარს ვერ ავცდებოდი და გადადებას ვცდილობდი. არადა დროზე უნდა მიმეღო გადაწყვეტილებაც, რამდენ ხანს უნდა მეწამებინა...მეორე დღეს სამსახურში დავბრუნდი და ეს უფრო მტად დამეხმარა რომ მასთან შეხვედრას ან საუბარს გავქცეოდი. რომ მირეკავდა საქმეს ვიმიზეზებდი და ვემშვიდობებოდი. მეგონა მიეჩვეოდა ან მიხვდებოა მაგრამ ამან უარესი შეგედი გამოღო. ერთი კვირის შემდეგ სახლში მომადგა.კარი რომ გავაღე თავლებს არ დავუჯერე.
-აქ საიდან?
-იმის დრო არ მაქვს რომ რამე აგიხსა, ან რამე გისაყვედურო, ამას სხვა დროისთვის გადავდებ, ახლა იმიტომ მოვედი რომ სათხოვარი მაქვს.
-კარგი შემოდი. მოვეშვი მე და განზე გავდექი და გზა დავუთმე.კარი მივხურე და უკან მივყევი.
-მშვენიერი ბინა გაქვს. თვალი მოავლო იქაურობას.
-აქ ამიტომ არ მოსულხარ. მითხარი რა გინდა?
-მოკლედ დღეს ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე წვეულებაზე.
-რაა?შენ გაგიჟდი? მტელი დღე პაციენტები მყავდა და გადაღლილი ვარ.
-გთხოვ. ერთხელ მე დაგეხმარე და შენი საქმროს როლი შევსრულე, ახლა შენ უნდა დამეხმარო.
-კარგი ხო. ამიხსნი რა ხდება და სად მივდივაღთ?
-დღეს დაჯილდოებაა, წლის საუკეთესო სპორტსმენებს აჯილდოვებენ და მეც მიწვეული ვარ, ყველა მეწყვილესთან ერთად მოდის და მე მარტო ხომ არ წავალ.
-სანდრო ეგ ხომ ტელევიზიით გადაიცემა, ნიკა ნახავს და არ მინდა რამე დაგემართოს.
-დაივიწყე ეგ ვიღაც ნიკა რააა. დამიჯერე არაფერი არ მოხდება. მიდი ჰეე ეხლა მოემზადე.
-კარგი წავალ მოვემზადები.
-მოიცა რაღაც მოგიტანე. აი ეს ჩაიცვი. შენი ამბავი რომ ვიცი ვერაფერს აარჩევ და დროს დაკარგავ
-შენი ამბავი რომ ვიცი ესეც ისეთივე ელეგანტური კაბა იქნება როგორც მაშინდელი. გამოვაჯავრე უცებ და საჩუქარი გამოვართვი. -მადლობა გადავუხადე და საძინებელ ოთახში გავუჩინარდი. კაბა ზურმუხტისფერი იყო,გრძელი წელში გამოყვანილი.ჩემს მოხდენილ ფიგურას ფიგურას ხაზს უფრო მეტად უსვავდა. უცებ გადავიცვი. შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ამოვცივი, თმა გადავივარცხნე და გავიშალე. მსუბუქი მაკიაჟი გავკეთე და სანდროს წინაშე წარვსდექი. ამჯერადაც შევძელი მისი გაოცება.
-როგორც ყოველთვის დიდებულ ფორმაში ხარ.აბა წავიდეთ. გვერდით ამომიდგა, ხელი მომკიდა და კიბებებზე დავეშვით...
მანქანა რომ გააჩერა ცოტა შევშინდი და შევაჩერე.
-სანდრო მეშინია.
-რისი?მე შენს გვერდით ვარ და მარტო არ დაგტოვებ.
-არ ვარ ასეთ სიტუაციას შეჩვეული და არც ასეთ ადგილებში სიარულს და მეშინია რომ იმედი არ გაგიცრუო.
-არა არ გამიცრუებ იმედებს. მე უფრო სხვა რამის მეშინია რომ სამუდამოდ არ გამექცე. გაეცინა სანდოს..-დამიჯერე დღეს ფურორს მოახდენ.
ფანჯრიდან გავიხედე. უამრავი ხალხი და ჟურნალისტი შეკრებილიყო და ყველა დაპატიჟებულ სტუმარს სურათებს უღებდნენ თან მათთან საუბარს ცდილობდნენ,რომ ექსკზლუზივი მოეპოვებნათ და ხელში ჩაეგდოთ რამე ახალი ამბავი. ვხვდებოდი რომ მალე ამ ამბის ერთერთი მონაწილე გავხდებოდი. სანდრომ მანქანას მოუარა კარი გააღო და გადასვლაში დამეხმარა. ხელი ჩამკიდა და წინ გამიძღვა. მაშინვე ჩვენზე გადმოერთნენ ჟურნალისტები როგორც კი შეგვამჩნიეს. დაცვა ძლივს ახერხებდა მათ დაშოშმინებას.უამრავი კითხვების კორიანტელი წამოვიდა მათგან. სანდრომ ყველა მათ კითხვას თავი აარიდა და დარბაზში შევედით.იქ სულ სხვა სიტუაცია იყო. მიუხედავად იმისა რომ ბევრი ხალხი იყო მაინც სიმშვიდ იყო. ბენდი წყნარ მუსიკას უკრავდა დაბალ ხმაზე. აქ იყვნენ შეკრებილები ცნობილი მოქმედი თუ ვეტერანი სპორტსმენები, მათი მწვრთნელები, სხვა ცნობილი ხალხი, ელიტის წარმომადგენელიც შევნიშნე.ასევე ჟურალისტების და ფოტოგრაფების ის ნაწილი რომლებსაც გადაღების უფლება
ჰქონათ. სტუმრებისთვის მაგიდები და სკამები იყო ჩამწკრივებული დარბაზში. პატარა სცენაც შევნიშნე სადაც სავარაუდოდ გამარჯვებულებს მოიხმობდნენ. სანდრომ ლაშას ძებნა დაიწყო სტუმრებში და მალე თვალიც მოკრა. მისკენ წავედით ჩემდა გასაკვირად ეკასთან ერთად იყო მოსული. გამეღიმა და მეგობარს გადავკოცნე.
-არ გელოდი აქ.
-ლაშამ დამპატიჟა. ჯერ უარს ვეუბნებოდი მაგრამ მერე ძალიან მთხოვა და...
-ეკა დამშვიდდი ყველაფერი რიგზეა, შენ გაქვს ბედნიერების უფლება და გამიხარდება თუ კარგად იქნები მის გვერდით გადავულაპარაკე ისე რომ ბიჭებს არ გაეგოთ.
სუფრას მივუხედით, საღამოს წამყვანიც გამოჩნდა სცენაზე. შესავალი სიტყვა დიდხანს არ გაუგრძელებია. თავიდან აჩვენეს კადრები წლის გამორჩეული გამარჯვებების და სპორტსმენების, მივხვდი მათ შორის სანდროც იქნებოდა და მოუთმენლად ველოდი როდის გამოაცხადებდნენ მის სახელსა და გვარს. ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია. მალე ის სცენაზე იხმეს. საუკეთესო მოჭიდავის ტიტული ერგო და სიმბოლური პატარა მედალი გადასცეს. მან მადლობა მოიხადა და უკან დაბრუნდა. დაჯილდოვება მალე დასრულდა და გართობა დაიწყო.სტუმრების ნაწილამა დატოვა იქაურობა, ნაწილი კი გასართობად დარჩა. მათ შორის ჩვენც. ცოტა ვიმხიარულეთ, ვიცეკვეთ მაგრამ მერე ავიტეხე სახლში დაბრუნება მინდა თქო და სანდროც იძულებული გახდა სახლში წავეყვანე. ეკა და ლაშა იქ დავტოვეთ. გარეთ უკანა გასასვლელიდან გავედით. მანქანა ავტოსადგომზე იყო გაჩერებული. ნელა მივდიოდით ჩვენი მაქანისკენ როცა სამმა ახალგაზრდამ გზა გადაგვიღობა. მათ უკან კი ნიკა გამოჩნდა. ის ჩვენს წინ გაჩერდა. ვიკივლე და სანდროს ამოვეფარე ზურგს უკან.
-ესეც ასე როგორც იქნა შეგხვდით. ჩვენი ბედნიერი წყვილი. ჩაიცინა ირონიულად.
-რა გინდა?-ჰკითხა სანდრომ
-რა მინდა?რა მინდა და სალომე. ის უნდა წავიყვანო.
-სალომე ნივთი არაა რომ მიისაკუთრო, ვერსად ვერ წაიყვან.-ხმა გაიმკაცრა მან
-დარწმუნებული ხარ?აბა სცადე და შემაჩერე.
-აბა შენ სცადე და ხელი დააკარე. ნახავ რაც მოგივა. თვალი თვალში გაუყარეს ერთმანეთს. სიტუაცია იძაბებოდა, შეშნებული ვიდექი და ვკანკალებდი.
-კარგი. როგორც გინდა. ესეგი შენი ნებით არ თმობ, მაშინ ძალით დაგათმობინებ,-ნიკამ ბიწებს რაღაც ანიშნა ისინიც მაშნვე გამორკვნენ და შეტევაზე გადმოვიდნენ. ისეთი ჩხუბი ატყდა რომ თავლეზე ხელი ავიფარე და ვიკივლე. ერთ-ერთი მე მომვარდა და მანქანისკენ წამათრია. ვფართხალებდი და თავის დახსნას ვცდილობდი, ნიკა და დანარჩენი ორი კი სანდროს ეჩხუბებოდნენ. ის ძლიერად იქნევდა მუშტებს. მოწინააღმდეგეებიც ძლიერები ჩანდნენ მაგრამ რომ მიხვდნენ მუშტებით ვერაფერს გახდებოდნენ ნიკამ დანა ამოიღო და სანდროს ზურგიდან მოუქნია. დავინახე როგორ იფეთქა სისხლმა მისი მკლავიდან და პერანგი წითლად შეეღება.
-თავი დაანებე არაფერი დაუშავო. ვკიოდი მე და თავის დახსნას ვცდილობდი მაგრამ თავდამსხმელი უფრო ძლიერად მიჭერდა.
-შენ მერე დაგელაპარაკები, გაჩუმდი.- მიყვირა ნიკამ
-არა გთხოვ გაჩერდით. იცოდე მას რომ რამე დაუშავო თავს მეც მოვიკლავ. მე ის მიყვარს ნიკა გაიგე. მიყვარს.არა არ გაწირო ის, ისიც არ წამართვა,უკვე ისტერიკულადს ვკიოდი და ნათქვამს ვერ ვაანალიზებდი. მაგრან ის კი კარგად დავინახე როგორ გაუფართოვდა თვალები სანდროს და უფრო გააფთრებით დაიწყო ბრძოლა.ნიკას მისი მოქნეული მუშტი მოხვდა სახეში და ძირს დაეცა.
-გაფრთხილებ სალომეს არ გაეკარო თორემ სიცოცხლეს ციხეში დაასრულებ. არც მე მაკლია ნაცნობები პოლიციაში, არც გავლენა და არც სახელი. ერთი თითის აქნევაც საკმარისია რომ გაგაქრონ,- გამოსცრა კბილებში სანდრომ.
-ამას განანებ იცოდე. -დაემუქრა ნიკა.
-არც კი გაბედო რომ ისევ გადამეღობო გზაზე და სალომეს მიუახლოვდე.უბრძანე რომ გაუშვან თორემ ისე გცემ რომ ვეღავინ ვეღარ გიცნობს.-ეტყობა სანდროს ისეთი სახე ჰქონდა ნიკა მიხვდა რომ ამის გამკეთებელი იყო და თავის ძამაკაცს ანიშნა გავეშვი. სანდრომ ხელი მომკიდა და მანქანში ჩამსვა. ვერ ვწყნარდებოდი.
-სალომე შემომხედე გესმის, მე ვარ ყველაფერი მოჩა. სახე დამიჭირა და თვალებში ჩამაშტერდა.-მორჩა გესმის? წავიდნენ, ისინი წავიდნენ. ნუ გეშინია. ნელ-ნელა ვწყნარდებოდი. მერე მოვეხვიე და ცრემლები წამომივიდა...

მასთან მივედით სახლში. უკვე დამშვიდებული ვიყავი, მაგრამ ის იყო ცუდ დღეში. ისიც კარგად იყო ნაცემი და მითუმეტეს მკლავში იყო დააჭრილი.
-ჩუმად იყავი ჩემები არ გააღვიძო. მითხრა მან და დივანზე გაჭირვებით ჩამოჯდა -შეეშინდებათ ასეთ დღეში რომ დამინახავენ.
კარადიდან ფრთხილად გამოვიღე წამლების ყუთი, საჭირო ნივთები მოვძებნე ჭრილობის დასამუშავებლად. მერე მაისური გავხადე და ჭრილობის დამუშავებას შევუდექი. კაბა სისხლით დამესვარა. მაგრამ ამას არ ვდარდობდი.
-ძალიან შეგეშინდა?
-გაჩუმდი და დამაცადე. -დავტუქსე ის. თუმცა კარგად მახსოვდა ჩემი ნათქვამი.
-სალო გახსოვს რა უთხარი ნიკას?
-კი,- ვუპასუხე და თავი ჩავღუნე.შემრცხვა. მან ნიკაპში ხელი მომკიდა თავი ამაწევინა და მითხრა.-მეც მიყვარხარ სალო.
-ეს.. ეს არ შეიძლება სანდრო. ჩვენ ერთდ ვერ ვიქნებით. არ შეიძლება. მე არ ვარ შენი ღირსი. შენ ჩემზე უკეთესს იმსახურებ. არ მინდა იმედები გაგიცრუო, შენ მართლა კარგი და გამორჩეული ადამიანი ხარ.
-ეს ჩემი გადასაწყვეიტია ვის ვიმსახურებ და ვინ იქნება ჩემს გვერდით. მაგრამ რადგან ამას ამბობ ვიცი მიზეზი გექნება და ამიტომ მოვითხოვ რომ მითხრა. სანდროს მოთმინება ელეოდა. მისი მკლავებისგან თავი გავინთავისუფლე და ფეხზე წამოვდექი. წასასვლელად მოვემზადე.
-მოიცადე არ წახვალ. უნდა მითხრა რატომ?
-იმიტომ ..იმიტომ რომ მე შენამდე სხვა მამაკაცთან ვიწექი.მე შერცხვენილი ვარ, ნამუსახდილი, ქალიშვილი არ ვარ. ვიკივლე უცებ.სახეზე ხელები ავიფარე და მოწყვეტით დავეცი დივანზე....



№1 სტუმარი Guest ელენე

მოუთმენლად ველი შემდეგ თავს არდააგვიანო რა <3 :)

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო,როგორც იქნა აღიარა რა.ძლივს გაუმხილა ყველაფერი,საინტერესოა რა მოხდება ველი მომდევნო თავს სულმოუთქმელად
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი makukuna

იმედია, სანდრო არ გაჭედავს ქალიშვილობაზე worried

 


№4 სტუმარი tiko

Momcons dzaan da axaltavs velodebi sulmoutmenladd

 


№5 სტუმარი mananiko

Shemdegitavi dgesikneba?

 


№6  offline წევრი lopsani

როდის დადებ შემდეგ თავს? heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent