შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი შეცდომა-ნაწილი 11


14-11-2016, 16:22
ავტორი Liks14
ნანახია 3 094

სახლში მივედით. ხმა არცერთს არ ამოგვიღია, უბრალოდ წყნარად მოვდიოდით ჩვენთვის.სახლში მივედით.
-ეკას შევუხედავ-გავხედე ლუკას.
-ოთახში ვიქნები
-კარგი.
კარებთან მივედი
-ეკა-დავაკაკუნე კარებზე.
ხმა არ ისმის.
-ეკა-გავუმეორე და კარები შევაღე.
უცებ თვალებში სისხლი მომხვდა. და არამარტო სისხლი. ძირში ეკა ეგდო,ხელი კი დასისხლიანებული ქონდა.
-ეკა-დავიყვირე და ეკასთან მივვარდი.
ეკა უგონოდ ეგდო. დავიბენი. ჩემი ყველაზე დიდი მინუსი, ასეთ სიტუაციებში ვიბნეოდი.
-ლუკაა-დავიწყე ყვირილი
ლუკა აქოშინებული შემოვარდა. თვალები გააფართოვა და გაშეშდა. მერე ნელი მოძრაობით ტელეფონი ამოიღო და სასწრაფოში დარეკა.
მერე გათიშა და ეკასთან მივარდა.
-დედა-დაიწყე ფორიაქობა-დედაა-იმეორებდა უაზროდ და ხელიდან სისხლის გაჩერება უნდოდა.
რამდენიმე წუთში სასწრაფოც მოვიდა და საავადმყოფოში გადავიყვანეთ.
პალატაში შეიყვანეს. ლუკა ვერ ისვენებდა, იქეთ აქეთ დარბოდა და მისთვის იმეორებდა-ეს ჩემი ბრალია, ეს ჩემი ბრალია.
-დამშვიდდი ლუკა-მივუახლოვდი ლუკას და მხარზე ხელი დავადე
-არა არა ჩემი ბრალია, არ უნდა მეყვირა მისთვის.-მოიჭირა საფეთქელთან ხელი და თავი ჩაღუნა
-ნუ იდანაშაულებ თავს გთხოვ-მოვეხვიე-შენი ბრალი არ არის. უბრალოდ..
-არანაირი უბრალოდ. მე რომ არ მომერთო კონცერტი ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით.-ჩარგო თავი ხელებში და ტირილი დაიწყო
-კაი ლუკა კაი.-მოვხვიე ხელი და თმაზე დავუწყე ფერება.
-შენ რომ არ მყავდე, შენ რომ არ მყავდე-ამოილუღლუღა ლუკამ და თავი უკან გადაწია.
პალატიდან ექიმი გამოვიდა.
-ექიმო რახდება-მივირბინეთ ექიმთან.
-ყველაფერი კარგადაა, ნაკერები დავადეთ. მალე გონებაზე მოვა
-კარგი ექიმო-დახუჭა თვალები და კმაყოფილად გაიღიმა.-დიდი მადლობა.
ექიმმა გაგვიღიმა და წავიდა
-გილოცავ-ჩავეხუტე ლუკას.
-რას მილოცავ-გაეცინა
-დედის გადარჩენას-გამეცინა და ცხვირზე ხელი მოვუსვი.
ცოტახანში პალატაში შეგვიშვეს.ლუკამ ეკასთან მივიდა და უცებ ცრემლები წასკდა
-დედა ეს საქციელი რაიყო?
-უბრალოდ, აღარ მინდოდა სიცოცხლე, შენ თუ შეგძულდები რაღად მინდა ცხოვრება.
-არა დედა, მე მინდოდა რომ სწორ გზაზე დამეყენებინე. ძალიან მიყვარხარ, მაგრამ არასწორია დედა შენი საქციელი-უღიმოდა ლუკა და წყნარად ესაუბრებოდა.
-ჩემი უფროსია, არვიცი არვიცი. ისიც არვიცი ბოლომდე მიყვარს თუ არა... მის გამო შენ ვერ დაგკარგავ. გავშორდები და ერთად ვიქნებით ჩემო საყვარელო-ასლუკუნდა ეკა.
-ჩემი დედიკო-ჩაეხუტა ლუკა.
ეკა მალევე გამოწერეს საავადმყოფოდან. სახლში ყველანაირად ვუვლიდით ეკას. ხელი შეხვეული ქონდა და ბევრ რამეს ვერ აკეთებდა. სახლის დალაგება ჩვენ გვიწევდა. მე დავგვიდი, ლუკა კი ჭურჭელს რეცხავდა. მე ფანჯრებს ვწმენდი, ლუკა კი კარადებს წმენდდა. ასე შევრიგდით. ასე შევრიგდით მთელი ოჯახი. უბედნიერესი ვიყავი. ყოველ დილას ლუკას უბედნიერესი სახე მაბედნიერებდა. ყოველ დილას მისი დილამშვიდობისა, ყოველ დილას მისი ღიტინი, მისი სურნელი, როგორ ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული, ვერ მივხვდი რის სუნი იყო მაგრამ მსიამოვნებდა.ყოველდღე პარკში დავდიოდით და როგორც ყოველთვის ბამბის ნაყინით. ლიკას შეყვარებული ყავდა,ყავდა რა დათსთან ერთადაა. უკვე 4 წელია ერთად არიან მაგრამ რამდენჯერმე უჩხუბიათ. დედაჩემი .. არვიცი დედაჩემი როგორაა. რამდენიჯერმე ვიყავი მოსანახულებლად. განადგურებულია მაგრამ არ იმჩნევს, ვერ წარმოედგინა რომ მისი ქმარი ამას იზამდა. ძალით მიღიმის მაგრამ ვიცი რაცხდება გულში.
ვიღაცის ზარი მაღვიძებს
-გისმენთ-ვეუბნები თვალებგაუხელელი
-გილოცააავვვ-დაიყვირა ლიკამ-ბედნიერებას გისურვებ ჩემო სიცოცხლე. დღეს უნდა ვიგრიალოთ ხომ იცი
-დიდი მადლობა ლიკუნა. აუცილებლად-გამეცინა
დღეს ჩემი დაბადებისდღე იყო. ვერ ვიტანდი ჩემს დაბადების დღეს. უბრალოდ არ მიყვარდა. არასდროს გადამიხდია დაბადებოსდღე რესტორანში . ახლა კი ვიხდიდი.
გვერდით გავიხედე, ლუკა არ იწვა. ხალათი მოვიცვი. გაზაფხული. მარტის 26. გარეთ ჩიტების ჭიკჭიკი და მზიანი დღე.
-ნინაა ჩემო საყვარელო გილოცავ დაბადების დღეს-გამოვიდა ოთახიდან ეკა და ჩამეხუტა
-დიდი მადლობა ეკა-გადავეხვიე და გავუღიმე.
-ლუკა მოვა, სადღაცაა გასული. რას იცმევ?
-ხო უნდა მეთქვა. გამომყვები მაღაზიებში? რაღაც უნდა ვიყიდო
-მოიცა გუშინ არ უნდა მოგემზადებინა ეგ გოგო-გაეცინა
-ხოიცი არ მაქვს მუღამი და. კაი დაიკიდე წამო
მაღაზიები მოვიარეთ და ბოლოს არჩევანი თეთრ მოკლე კაბაზე შევარჩერეთ, ტანში გამოყვანილი, ზემოდან გამჭირვალე მარგალიტებით. რესტორანში შევიკრბიეთ. ლიკუნა, ულამაზესი კაბით.იოანეც იქვე დამხვდა, ცოტნე და ბევრი მეგობარი.
-გილოცავთ ნინაა-აკივლდნენ ბავშვები
-დიდი მადლობა-გადავეხვიე თითოეულს. უბედნიერესი ვიყავი, უკვე მიყვარდა ჩემი დაბადების დღე. ბავშვებთან ერთად დაუვიწყარ დღეს ვატარებდი საჩუქრების დარიგების ცერემონია დადგა.
-გილოცავ ჩემო სიცოცხლევ კიდე ერთხელ-მომეხვია ლიკუნა და დიდი პარკი გადმომცა-სახლში გახსენი-თვალი ჩამიკრა.
გამეცინა
-დიდი მადლობა ჩემო საყვარელო-გადავეხვიე ლიკას
ყველა რაღაცას მჩუქნიდა, ზოგი სამკაულს, ზოგი ჩასაცმელს, ზოგი ტკბილეულს და ასე. ბოლოს ლუკას ჯერი დადგა
-ჩემო გოგოს დაბადების დღე აქვს ესეიგი-ნელი ნაბიჯებით მომიახლოვდა.-გილოცავ ჩემო სიყვარულო. ყველაზე ემტად მიყვარხარ და იცოდე რომ სულ შენს გვერდით ვარ-ჩამეხუტა და პატარა წითელი კოლოფი მომაწოდა.
-ეს შენ-გახსნა და ხელში შემრჩა ულამაზესი ბეჭედი მარგალიტის თვლით
-ვაიმე,ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო-გადავეხვიე ლუკას.ლუკამ კოლოფიდან ბეჭედი ამოიღო და ხელზე გამიკეთა. მე ხელი გავშალე და კმაყოფილად გავიღიმე
ცეკვის დრო დადგა. ძალიან სასაცილოდ ცეკვავდნენ ბავშვები, ზოგი რობოტულად, ზოგი უხეიროდ, ზოგი როგორ და ზოგი როგორ. ვალსის დრო რომ მოვიდა ყველა თავის ადგილას დაჯდა. ცოტნემ ჩემი ერთ ერთი მეგობარი თეკლა გაიწვია საცეკვაოდ.
-შეიძლება თქვენთან ცეკვა?-გამომიწოდა ხელი ლუკამ
-ჰმმ, არა-გამეცინა და ავდექი
ულამაზესი საღამო იყო. მე და ლუკა ვალსზე. ძალიან კარგად ცეკვავდა, ფეხს ვერ ვუყოლებდი და ფეხზე ვაბიჯებდი
-ფეხს თუ არ მომაგლეჯ მადლობელი დავრჩები-ჩამჩურჩულა ყურში
-ცეკვას თუ მასწავლი მადლობელი დავრჩები-შევხედე თვალებში.
ლუკას გაეცინა. თავი დავადე მხარზე და ცეკვა განვაგრძე.მისი გულის ცემა მესმოდა.ოდნავ აჩქარებული გულის ცემა, ლუკას გავხედე გაკვირვებით.ლუკა მიყურებდა როდესაც გავხედე
-რავქნა შენი ბრალია-გაეცინა.
მოკლედ ის დღე იყო დაუვიწყარი. ბოლოს ფეირვერკები გავუშვით. ჩემი დაბადების დღე იყო საუკეთესო. ვგიჟდებოდი ჩემს დაბადების დღეზე. სახლში დაბრუნებისას ლუკამ წამოგვიყვანა თავისი მანქანით. გვედით გათიშულები ვეჯექეით. ლუკაც თვალებს ხშირად აფახურებდა.
-გეძინება-გავხედე ლუკას
-ძალიან-მოიფშვნიტა თვალები.
სახლში მივედით თუ არა ლუკამ ოთახში ავარდა და ჩაწვა.
-შხაპი არ უნდა მიიღო?-ვუთხარი ლუკას.
-ხვალ დილით მივიღებ, ძალიან მეძინება სიცოცხლევ.
-კაიი-ავიღე ხალათი და სააბაზანოში შევედი. შხაპი მივიღე, ეს იყო ჩემთვის დიდი სიამოვნება დაღლილი დღის შემდეგ. მეც მეზარებოდა იმ ღამითვე, კინაღამ იქვე ჩამეძინე, მაგრამ ხვალ დილით უფრო მეზარებოდა.
გამოვედი სააბაზანოდან და თბილ საწოლში ჩავწექი. ლუკას მივეკარი და ჩავუხუტე. გადამხვია ხელი და თავი დამადო.შუა ღამისას ლუკამ გამაღვიძა
-რახდება ლუკა?-გავხედე გაკვირვებული და თვალები მოვიფშვნიტე.
-არგინდა დავქორწინდეთ?

აბა როგორია ჩემო შაქარლამებო? heart_eyes შემიფასეთ აბა blush heart_eyes



№1 სტუმარი Guest მარიამი

კარგი გოგო ხარ ძალიან კარგია მაგრამ ძალიან აღარ გაწელო და მალე დაამთავრე <3

 


№2  offline წევრი Liks14

Guest მარიამი
კარგი გოგო ხარ ძალიან კარგია მაგრამ ძალიან აღარ გაწელო და მალე დაამთავრე <3

კი კი ვამთავრებ. შემდეგი იქნება ბოლო ^^ ♥

 


№3 სტუმარი Guest უცნობი

აი პირველი და ბოლო თავი წავიკითხე
ხე და პირველ თავში მხოლოდ ელენიკო13-ის კომენტარი მომეწონა, რომელმაც ყველაფერი სიმარე გითხრა.
არანაირი პროგრესი, პირიქით რეგრესი.
ეს ისტორია არის გრამატიკული შეცდომების ერთი დიდი ბუდე.
ჩემი რჩევა იქნება მე-5კლასის გრამატიკიკის წიგნი გადაშალა.

 


№4  offline წევრი LSD

arviciravtqva Umagrasi gogoxar umagresi istoriit vgijdebi am istoriaze ragac tbili da tkbilia dzaan es tavi iyo ravi sityvebi ar myofnis iseti veli shemdgetavs moutmenlad da ecade male daso raa imedia kargi dasasrulit iqneba

 


№5  offline წევრი Liks14

Guest უცნობი
აი პირველი და ბოლო თავი წავიკითხე
ხე და პირველ თავში მხოლოდ ელენიკო13-ის კომენტარი მომეწონა, რომელმაც ყველაფერი სიმარე გითხრა.
არანაირი პროგრესი, პირიქით რეგრესი.
ეს ისტორია არის გრამატიკული შეცდომების ერთი დიდი ბუდე.
ჩემი რჩევა იქნება მე-5კლასის გრამატიკიკის წიგნი გადაშალა.

კიდევ ერთი ელენიკოსნაირი. კაი არაუშავს კრიტიკა კრიტიკაა მაგრამ 5 კლასის გრამატიკის წიგნის გადაშლა რაიყო? რახდება ასე ნეგატიურად რატომ ხართ გაწყობილი? ეჰჰ...დამწყები ვარ ჯერ და თანთანად დავიხვეწები. და თქვენ ჯობია ზრდილობა ისწავლოთ და არა შეცდომების ერთი ბუდე და მე-5 კლასის გრამატიკის წიგნის გადაშლა. ეჰჰ..
LSD
arviciravtqva Umagrasi gogoxar umagresi istoriit vgijdebi am istoriaze ragac tbili da tkbilia dzaan es tavi iyo ravi sityvebi ar myofnis iseti veli shemdgetavs moutmenlad da ecade male daso raa imedia kargi dasasrulit iqneba

ძალიან დიდი მადლობა ძალიან ♥

 


№6  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

არა ამ შუაღამეს რა ქორწილი მოუნდა ლუკას ვერ გავიგე... მემგონი ეს ბიჭი ცოტას აფრენს... მალე დადე რა ახალი თავი... სხვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ ვისაც არ მოწონს საერთოდ ნუ წაიკითხავს არც არავინ აძალებს და არც ავალდებულებს ყველამ საკუთარ თავს მიხედოს...

 


№7  offline წევრი Liks14

უცნობი ქ
არა ამ შუაღამეს რა ქორწილი მოუნდა ლუკას ვერ გავიგე... მემგონი ეს ბიჭი ცოტას აფრენს... მალე დადე რა ახალი თავი... სხვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ ვისაც არ მოწონს საერთოდ ნუ წაიკითხავს არც არავინ აძალებს და არც ავალდებულებს ყველამ საკუთარ თავს მიხედოს...

დდიდი მადლობა ♥ უკეთესები თვითონ დაწეროთ ♥

 


№8  offline წევრი mariam beridze

მალეეეე დადეე შემდეგიი ძალიაანნ მაგარია <3

 


№9  offline წევრი Liks14

mariam beridze
მალეეეე დადეე შემდეგიი ძალიაანნ მაგარია <3

დდიდი მადლობ.ა ♥

 


№10  offline წევრი Kiki )))

Martalia gramatikuli shecdoebi bevria da asevedzalian dasaxvewia istoria magram shinaarsobrivaddzalian kargiaa chemo marmaladka shokoladka

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent