შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები


14-11-2016, 22:58
ავტორი Ano-Ano
ნანახია 2 120

წარსულის კვალი სულ უფრო და უფრო აჩნდა მის ჩაღაბემულ დაღლილ თვალებს, მიუხედავად მისი ასაკისა და მიმზიდველობისა, ვინც მას კარგად დააკვირდებოდა აუცილებლად ამოიკითხავდა მასში იმ ტკივილს რაც 25 წლის ასაკამდე გამოიარა, თითქოს რა თითქოს არაფერი ის ხომ ჯერ ისევ ისეთივე ლამაზია, ისევ ისეთივე მიმზიდველი მისი შავი დიდრონი თვალები გულგრილს არავის დატოვებს, მაგრამ როგორც ამბობენ თვალები სულის სარკეა და ამ სარკეში ჩახედვა ბევრს არ შეუძლია, თანაც ისე თავგამოდებით ცდილობს რომ ეს ტკივილი სადღაც გულის კუნჭულში დამალოს, საიდანაც თვითონვე ვერ მოძებნის. არასოდეს გამოაღებს მას და ამ ტკივილს როგორც პანდორას ყუთის მსგავს არასოდეს გახსნის, მაგრამ მაინც ყოველთვის შებინდებისას თავისდაუნებურად ხსნის, ხსნის თითქოს არ უნდაო მაგრამ არ გამოსდის ვერ ივიწყებს იმ ტკივილის, განსაკუთრებით მაშინაც კი როცა პატარა გასაოცარი სუნთქვის ხმა ესმის, მისი 8 წლის ელენესი რომელიც მონოტონურად სუნთქვას და ერწყმის ოთახში გამეფებულ სიმშვიდეს, მხოლოდ ელენეს სუნქთვის ხმა ეფინება მალამოსავით მის გულს მაგრამ ესეც მხოლოდ დროებით, ეს ისეთი ტკივილია რომელსაც თვითონაც ვერ ერევა, ვერ შველის უკვე 3 წელის მარტოხელა დედის სტატუსით დადის, იბრძვის გარეთ ნიღაბს ირგებს და ბედნიერი ქალის როლის თამაშით დაღლილს მხოლოდ ღამე ეხეთქება წინ მისი ტკივილი, დრო ყველაფერს კურნავსო, სისულელეა დრო უბრალოდ გაჩვევს როგორც ციხეში პატიმარს აჩვევს იქ ცხოვრებას განა ვინმეს შეიძლება მოეწონოს ოთხ კედელში ყოფნა მაგრამ ეჩვევა, ესევეა ტკივილიც ზოგისთვის ბევრი ზოგისთვის ცოტა, არ არსებობს მისთვის არანაირი ბედნიერი წუთი, განა არ უნდა უბრალოდ ვერ აკეთებს თავ ზევით ძალა არაა და საბოლოოდ ალექსანდრაც მიხვდა რომ მთელი დარჩენილი სიცოცხლე ამ ტკივილში უნდა იცხოვროს უკვე აღარც ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს ზის და ცდილობს უბრალოდ შეეგუოს. შეეგუას ყველაზე მძიმე ხვედრს ქალისთვის და ამ ხვედრს ღალატი ქვია. ღალატი რომლის წარმოთქმას ხმამაღლაც კი ვერ ბედავს, ამ სიტყვის ჰაერში გასროლისაც კი ეშინია, ყოველ ღამე ერთი და იგივე მომენტი უტრიალებს თავში, ზღვიდან ნაადრევად ჩამოსული ბედნიერად შედის საკუთრ სახლში და გეგმა რომ მის საყვარელ ქმარს რომელზეც 12 წლიდანაა შეყვარებული და გონია რომ ესე გაუმართლა, სიურპრიზი გაუკეთოს და ხვდება მისივე საკუთარ საძინებელში მისივე საყვარელი ქმარი მისთვის უცნობ ქალთან ერთად ამ მომენტის მერე აღარაფერი ახსოვს მხოლოდ საავადმყოფო იქ გამეფებული წამლის უხეში სუნი და ტკივილი გულში რომელიც სამუდამოდ იქ დარჩება.
Flashback
თვალის გახელის თანავე მიხვდა რომ იქ დამთავრდა მისი ცხოვრება, მისი ბედნიერი მომავალი, მისი ოჯახი რომელსაც ესე გამეტებით გადააბიჯეს, აღარაფერი დაუტოვეს მხოლოდ ტკივილი, მთლიანი სიცარიელე.
გამარჯობა ულამაზეს პაციენტს, პალატაში შუა ხნის სანდომიანი სახის მამაკაცი შემოვიდა. ალექსანდრა მაჭვაარიანი ხომ?
კითხა თითქოს უბრალოდ აინტერესებდა მისი მდგომარეობა ქალის რომელიც გაფითრებული ლოგინში იწვა და სიცოცხლის არანაირი ნიშან წყალი არ ეტყობოდა.
დიახ, მოკლედ მოუჭრა პასუხი
ალექსანდრა თავს როგორ გრძნობ შვილო?
ექიმი ცდილობდა რამენაირად მოეხერხებინა და აელაპარაკებინა
პასუხად დუმილი მიიღო, გოგო თვალსაც კი არ ახამხამებდა
ალექსანდრა გარეთ შენი ახლობლები არიან გინდა დავუძახებ ცოტას გაგამხიარულებენ?
სულერთია, პასუხი აქაც ისეთივე იყო
ექიმი გარეთ გამოვიდა ვერ გაებედა მისთვის ეთქვა ის უბედური ამბავი რაც მისი მოვალეობა იყო და უნდა შეესრულებინა, უბრალოდ გოგონა ისედაც ცუდ მდგომარეობაში იყო და ჯერ ვერაფერს ეტყოდა. კარებთან ალექსანდრას დედა ლალი დახვდა.
ექიმო როგორაა ჩემი გოგო? ხომ კარგადაა შეკითხვებს აყრიდა და პასუხების მოლოდინში ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
კი მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება დამშვიდდით ქალბატონო, ისევ ისეთი სიდინჯით გააგრძელა ექიმმა. მაინტერესებს მეუღლე სად არის, რამოდენიმე კითხვა მინდა დავუსვა? იკითხა ექიმმა და თვალებით დაუწყო ძებნა მამაკაცს.
აქ ვარ. იატაკზე დამჯდარი კაცი შენიშნა. გისმენთ ექიმო ბიჭი წამოდგა და ექიმისაკენ წამოვიდა
თქვენი სახელი?
მე გიორგი ვარ გიგაური
ბატონო გიორგი თუ შეიძლება ერთი წუთით წამობრძანდით
ექმიმმა გვერდით გაიყვანა გიორგი
მინდა მეტად დელიკატურ და რთულ თემას შევეხო, თქვენი მეუღლე ორსულად იყო.
ღმერთო ჩემო რა ბედნიერებაა მაგრამ იყო რას ნიშნავს?
დიახ სამწუხაროდ მუცელი მოეშალა ძალიან ვწუხვარ.
გიორგის ექიმის ბოლო სიტყვები აღარ გაუგონია უბრალოდ ადგილზე ჩაიკეცა და ბოლო ხმაზე დაიწყო ბღავილი, ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა მხოლოდ ჩემს გამო არაკაცი ვარ, უსულო ეს როგორ გავაკეთე
გიორგი რა ხდება? ,ასთან ლალი მივარდა როცა შეამჩნია რომ ექიმის ლაპარაკის შემდეგ გიორგი ერთიანად განადგურდა
ის ის ის
რა ის გამაგებინე შვილო?
ალექსანდრა ორსულად იყო, და ჩემს გამო ბავშვი დაკარგა, მე კი ის დავკარგე სამუდამოდ.
დაწყნარდი თქვენ ჯერ ახალგაზრდები ხართ თანაც ელენეს ჭირდებით ის ხომ მხოლოდ 5 წლისაა შვილები მომავალშიც ბევრი გეყოლებათ დამშვიდდი შვილო.
ლალი ცდილობდა ბიჭის დამშვიდებას მან ხო არაფერი იცოდა ბოლო დღეს განვითარებულ მოვლენებზე.
აღარაფერი იქნება კარგად ეს დასასრულია გესმის დასასრული, გიორგის ერთიანად ჩაწითლებია თვალები და არა ამქვეყნიური ხმით მოსთქვამდა
ალექსანდრა უნდა ვნახო ეხლავე თქვა ეს სიტყვები და გიჟივით გავარდა მის პალატაში.
ოთხაში შესვლის თანავე გადაავიწყდა მისი ტკივილი, იქ მისი ცოლი მისი სიწმინდე იწვა, ოღონდ მხოლოდ იწვა და არაფერი, ძველი ალექსანდრა სადღაც გამქრალიყო, იქ ერთი უღონოდ მიგდებული ქალის გარდა ვერაფერს ხედავდა.
ალექსანდრა
ალექსანდრა გთხოვ შემომხედე, რამე მითხარი დამარტყი, მიყვირე, რაღაც გააკეთე გემუდარები ესე ნუ მომექცევი. ამ სატანჯველისთვის ნუ გამწირავ გემუდარები.
ალექსანდრა კი ისევ ისე იწვა გაყინული სახით თითქოს ვერც კი ამჩნევდა მის ოთახში მყოფ მის დიდ სიყვარულს
გადი....
მხოლოდ ეს სიტყვები წარმოსთქვა
გემუდარები არ გამაგდო მითხარი რა გავაკეთო რომ შენი პატიება დავიმსახურო, იცოდე თავს არ ვიცოცხლებ მე უშენოდ მოვკვდები.
გოგო თითქოს გამოფხიზლდა ამ სიტყვებზე მაგრამ მზერა არ შეუცვლია უბრალოდ ისეთივე გაყინული მზერით შეხედა, და შენ გგონია რომ შენ ცოცხალი ხარ? შენ მოკვდი გიორგი შენ აღარასოდეს გაცოცხლდები, შენ მკვდარი ხარ ეს არასოდეს დაგავიწყდეს, გადი მეთქი.
გიორგი მიხვდა რომ აზრიც არ ქონდა მისთვის რამე ეპასუხო ხმის ამოუღებლად გავიდა ოთახიდან, საავადმყოფო დატოვა და ახლო მდებარე კაფეში შევიდა რომ სასმელში მაინც გადაეყოლებინა გული. ალექსანდრა მართალი იყო ის უკვე ცოცხალ ლეშად იქცა
მეორე დღეს ალექსანდრას გააგებინეს ბავშვის დაკარგვის ამბავი ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთი დიდი ტკივილი იყო, კიდევ ერთი გაყინული გული, არ შემდგარი ბედნიერების სათავე, მან ხომ ისედაც იცოდა რომ ორსულად იყო ამ მიზეზის სათქმელად ჩამოვიდა ადრე ზღვიდანაც, მხოლოდ ტკივილმა მოიცვა მისი სხეული, ორ დღეში საავადმყოფოდან გაწერეს, და გადაინაცვლა მისი მშობლიური სახლის ერთ ოთახში სადაც მხოლოდ მუქი ფარდები და ტკივილი მეფობდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

უფრო დიდი თავები დადე რა
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent