შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი შეცდომა-ნაწილი 12 (დასასრული)


15-11-2016, 19:28
ავტორი Liks14
ნანახია 3 830

-არგინდა დავქორწინდეთ?
-რა თქვი?-გავხედე ლუკას გაკვირვებული
-მინდა რომ ქორწილი გ ა დ ა ვ ი ხ ა დ ო თ-დამიმარცვლა ლუკამ
-აუ გიჟი ხარ რა-ჩამეცინა და თავი ბალიშს დავადე.-თანახმა ვარ-შევხედე ლუკას და ენა გამოვუყე
-სერიოზულად?
-კი კი კი
-მაშინ.. მალე მალე. დაახლოებით 2 კვირაში
-ასე მალე?
-კი-შემოჰკრა ტაში ლუკამ.
.
-ეს როგორია?-მივანიშნე თეთრ ულამაზესს სადედოფლო კაბაზე ლიკას კომპიუტერში.
-ჰმმ-მოპრუწა ტუჩები, თვალი შეავლო და კმაყოფილმა გადმომხედა-ძალიან ლამაზია მაგრამ მგონი ოდნავ გრძელი კუდი აქვს
-ხოდა ძალიან კარგი.
მითითებულ უზარმაზარ მაღაზიაში მივედით და მოდელი დავუსახელეთ. ლაივში ისეთივე ლამაზი და უნიკალური იყო. თვალებს არ ვუჯერებდი.
-რა ღირს ეს მოდელი-შევხედე გამყიდველს
-ეს მოდელი ქირაობით ღირს 3500 დოლარი.
უცებ ტუჩები მოვკუმე და ლიკას გავხედე. გაშეშებული იდგა.
-გასაგებია...-გავუღიმეთ თბილად-დავფიქრდებით.-და კარებისკენ წავედი.
-ვაიმე ფასი არეთქვა ჯობდა-შემომხედა ლიკამ
-აუ რალამაზი იყო არადა-შემეპარა სევდა ხმაში
-მოიცა ლუკას დავურეკავ
-რატომ
ლიკამ ტელეფონი ამოიღო და ლუკას ნომერი აკრიფა და ხმამაღალზე ჩართო
-ლუკი, ჩემი სიძეე. მისმინე ბიჭო, შენს გოგოს ერთი ძალიან ლამაზი კაბა მოეწონა და ღირს 3500 დოლარი ქირაობით
-და რაა მერე?
-არაფერი, უბრალოდ უტხარი რომ გადაუხდი ფულს, ახლა მოწყენილი დგას რომ ძვირი ღირს და ვერ დავიქირავებო
-ხოარ გაგიჟდა ეგ? რაცუნდა იქირაოს, გადავუხდი., ჩემი კარტიდან გადაიხადეთ აქვს ნინას. ჩამიკოცნე, მეც საყიდლებზე ვარ აღარ დამირეკოთ.
-შენმა გოგომაც?-გაეცინა ლიკას.მხარი მივკარი
-ჰმ, ჩემ გოგოს შეუძლია.
-ქირაობ-გათიშა ტელეფონი და ჩამეხუტა
-ვაიმე რამაგარია. დროზე დავბრუნდეთ-სიხარულისკენ ხტუნვა დავიწყეთ.
უკან დავბრუნდით. ჩვენი სახის დანახვაზე გამყიდველმა ამოიხვნეშა, ალბათ ეგონა ტყუილად შემოვირბინეთ.
-ის კაბა მინდა რომ გავიზომო წაღან რომ მაჩვენეთ.
-3500 დოლარი ღირს ქირაობით. -გამიღიმა ცივად ქალმა
-ზუსტადაც-გავუღიმე და ლიკას გავხედე.
კაბა მოვიზომე. ულამაზესი იყო, ულამაზესი.უკანა ნაწილი ამოღებული და გრძელი კუდი.
-ამ კაბას ვიქირავებთ-გავუღიმე თბილად გამყიდველს-მოკლედ 1 კვირაში ველოდები.
-გასაგებია-გაგვიღიმა
გადავიხადეთ და მაღაზია დავტოვეთ.
-ჩემი მოვაგვარეთ, ახლა შენი კაბა-ხელიები გავუსვი ერთმანეთს და ლიკას გავხედე
-წავედით.
ბოლოს და ბოლოს ულამაზესი კაბა ვიყიდეთ. ლურჯი ულამაზესი მოკლე კაბა.
-აუ რა დამღლელი იყო დღევანდელი დღე-ღრმად ამოისუნთქა ლიკამ
-ძალიან. მაგრამ კარგი კაბებიც ვიყიდეთ-გამეცინა.
რამდენიმე დღე მზადებში გავიდა. წერილები დავაგზავნეთ.
-არ მაჩვენებ კაბას?-გადმოტრიალდა ჩემსკენ ლუკა
-არაა-ენა გამოვუყე და ზურგი ვაქციე
ხელები შემომხვია. მთლიან ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მთელი სხეული გამითბა და ფეხებმა ცახცახი დამიწყეს. ამ გრძნობას მხოლოდ ერთ სახელს დავარქმევ-სიყვარულს.
თვალები გავახილე და რაც აზრად მომივიდა წამოვიყვირე
-ხვალ ქორწილი
-რა გაყვირებს გოგო-მოიფშვნიტა თვალები ლუკამ და უხასიათოდ წამოდგა.
-შენ რა არ გიხარია რომ ხვალ ქორწილი გვაქვს?
-არა ნინა უბრალოდ მეძინება გუშინ შენ რომ 10 ზე დაწექი მე ფოტოგრაფებს და ვიზაჟისტებს ველაპარაკებოდი.
-უპს-გავაფართოვე თვალები-აი ემ სორი დეარ-გავიკრიჭე
-ნეტა არ გაკლდეს-ჩარგო თავი ბალიშში.
სააბაზანოში მოვწესრიგდი.
-მოკლედ ლუკა, მე უნდა წავიდე კაბა გამოვიტანო, ლიკას გავუვლი, თმის ვარცხნილობას დავაზუსტებ როგორი მინდა, მერე სალონშიც გავივლი რომ დაურეკე და ეკას უთხარი რომ მოვალ დავეხმარები რაღაცეების დამზადებაში. ლუკა გესმის?-მივტრიალდი ლუკასკენ
ლუკას ეძინა. თვალები გადავატრიალე და ოთახი დავტოვე.
ლიკასთან მივედი და წაყოლა ვსთხოვე რომ კაბა გამომეტანა
-ესეც თქვენი კაბა-მომაწოდა დიდი ყუთი უკვე სხვა გამყიდველმა, თვალები უციმციმებდა, ხორკლები კი აქა თუ იქ დამჩნეოდა.
-დიდი მადლობა-გავუღიმე და მაღაზია დავტოვეთ.

-აუ როგორ ვღელავ-მიიდო პირთან ხელები ლიკამ
-ჩემზე მეტად?
-ალბათ-გაეცინა.
.
-მოკლედ, როგორც ლუკამ დაგირეკათ ხვალ მოვალ, დაახლოებით დილის 9 საათზე. და რაც შეეხება ვარცხნილობას, მინდა ძალიან სადად. თმებს დამიხვევთ და შიგა და შიგ ნაწნავები
-მაპატიეთ ვერ გაგიგეთ-შემომხედა ვიზაჟისტმა
ბოლოს და ბოლოს მივახვდინე როგორ მინდოდა თმა. სალონიდან დაღლილი გამოვედი
-ვაიმე რამდენი ვილაპარაკე-თავი გავაქნიე
-რაც მთავარია ყველაფერი მზადაა. ტორტი?
-ტორტი ლუკამ შეუკვეთა 3 სართულიანი, ზუსტან აღარ მახსოვს, მაგრამ მითხრა ძალიან მაგარი ტორტიაო.
-მეტი რა დარჩა?
-ფეხსაცმელი-გააფართოვა თვალები ლიკამ
-ჰო ჰო ფეხსაცმელი.
ფეხსაცმელების მაღაზიას მივადექით. ბევრი ძებნის შედეგად ულამაზესი მაღალქუსლიანი შევარჩიეთ თვლებით.
მაღაზიიდან კმაყოფილი გამოვედით
-ასე არაფერი დამთხვეულა-გავხედე ლიკას-როდესაც რამე მინდოდა ადრე ან ფეხსაცმელი არ იქნებოდა ჩემი ზომა, ან კაბა იქნებოდა საშინელი. ახლა რაღაც სასწაული მოხდა
-ხვალ შენი ქორწილია-ხელები გაშალა ლიკამ
სახლში გათიშული მივედი.
-ლუკა-დავიძახე. ლუკამ სამზარეულოდან გამოიხედა. ხელში თასი ეჭირა-ლუკა გთხოვ ყავა გამიკეთე
-ვერ ხედავ შენს მოკრძალებულ დედამთილს ვეხმარები-გახედა ეკას და ეკას სერიოზული სახის დანახვისას დასერიოზულდა. -კაი ჰო გაგიკეთებ.
დივანზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დავეგდე. ხელები გავშალე და თავი გადავწიე. მალე ცხვირში ყავის უგემრიელესმა სუნმა გამიღიტა.
-ესეც ჩემს გადაღლილ გოგოს-გამომიწოდა ჭიქა.
-შენ არემზადები?
-ძმაკაცები ტყუილად მყავს?
-აა ესეიგი ძმაკაცებმა უნდა ითავონ ყველაფერი
-ზუსტადაც-დაიკრიჭა და სამზარეულოში შევიდა.
ერთი მოსრუპვა და მთლიანი ტანის გახურება ერთი იყო. ვგიჟდებოდი ყავაზე, კარგ, ცუდ არ ქონდა მნიშვნელობა რა ხასიათზე ვიქნებოდი, სულ ხსნად ყავას ვსვამდი.
ბოლო ყლუპიც დავაგემოვნე და სამზარეულოში გავედი. შუა ღამემდე ტკბილეულს ვამზადებდით. ბოლოს კი მითიშული დავწექით.
-ხვალ ქორწილი გვაქვს გჯერა?-შემოტრიალდა ჩემსკენ ლუკა
-კი და ძაალიან მიხარია.
-მიყვარხარ
-მეც.
.
-ადექი-მესროლა ლუკამ შარვალი. საათს დავხედე 6 იყო.
-დღეს ქორწილი გვაქვს?-გავხედე ლუკას
-არა სასეირნოდ მივდივართ-გადაატრიალა თვალები და დამეჭყანა.
სასწრაფოდვე ავდექი და რაც მოყვა ჩავიცვი. ვიზაჟისტთან მივედი, გადამღებიც იქ დამხვდა. მაკიაჟის გაკეთებას რა ვიდეოს გადაღება უნდა-გავიფიქრე გულში. ლუკამ მომაკითხა
-ჩემი პრინცესა
-წავედით-გავუღიმე და ლუკამაც მანქანა დაქოქა. ქორწილი 5 ზე გვქონდა გადაწყვეტილი. 12 იყო დაწყებული.
სასხლში მივედით. ეკა ფუსფუსებდა, ლიკაც იქვე დამხვდა და ცოტნეც. კაბის ჩაცმაში მომეხმარნენ ეკა და ლიკა. ისეთი სახე მქონდა გეგონება ტირილში მივდიოდი
-ნუ ნერვიულობ გოგო-მომისვა ხელი მხარზე
ღრმად ამოვისუნთქე. ნელ ნელა სტუმრებიც მოდიოდნენ. ფოტოს გადასაღებად ადგილი შევარჩიეთ. და მთავარი ნივთი იყო „ბამბის ნაყინი“. ყველგან სადაც ფოტოს ვიღებდით ხელში უნდა გვჭეროდა. მერე კი დადგა ნამდვილი ქორწილი. 500 ამდე კაცი იყო. თითოეული მოდიოდა გვკოცნიდა და გვილოცავდა. ცოტა მოსაბეზრებელიც კი იყო. ათასი ცეკვა, ფოტოები, მხიარულობა, დალევა. ყველაფერი ერთად იყო საუკეთესო.
მუსიკოსთან მივედი და გადავჩურჩულე
-ტანგო ჩამირთეთ მე რომ განიშნებთ.
მუსიკოსმა თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. სასწრაფოდვე დავუძახე ლიკას და საპირფარეშოში შევედით.
-აი რატომ დამიმალეთ რომ შენ და ლუკა ტანგოს ცეკვას აპირებდით?
-სიუპრიზი იყო-დავიეჭყანე.
დიდი ლოდი მომეხსნა კაბის გახდის შემდეგ. მოკლე წითელი კაბა ჩავიცვი და ქორწილს დავუბრუნდი. მუსიკოსს ვანიშნე. უცებ ტანგოს ხმა გაისმა დარბაზში. ლუკა იქვე იდგა და მიყურებდა. და უცებ სინათლემ მოიცვა ცენტრი. მე და ლუკა. ტანგო. ჩვენი ქორწილი. არ მჯეროდა, არაფერი არ მჯეროდა. ლუკას თვალებში ვუყურებდი და სიყვარულს ვხედავდი, მომავალს ვხედავდი რომელშიც უნდა მეცხოვრა.
.
-აქ გადამიღე-ვანიშნე ლუკას და ეიფელის წინ დავდექი.
-ოო, ჩემი გოგო რასაყვარელიხარ, გავიტსოთ?
-არა-არ მივაქციე ყურადღება და საფრანგეთის გზას გავუყევი.
ფრანგული ჰანგები ჩამესმოდა ყურში, ფრანგი ხალხის მისალმებები
-ბონჟუ.
ტანში ჟრუანტელი მივლიდა. ყველგან კრუასანები, კრუასანები. საფრანგეთი მართლაც კრუასანის ქალაქი იყო.
.
3 წლის შემდეგ.
-ფრთხილად ემილი არ წაიქცე-მივაშველე ხელი.
ემილია კი დაბაჯბაჯებდა და ჩემს სიტყვებს ყურადღებასაც კი არ აქცევდა.
-ჩემი ემილია სახლში ყოფილა-შემოაღო კარი ლუკამ და თბილად გაგვიღიმა.
ემილია მამასთან მივიდა და გადაეხვია.
მათ ვუყურებდი და გულში სიტბო მიღვავდებოდა.
ლუკა შემომხედა
-ჩემო ბამბის ნაყინო, როგორ ხარ?
ეს სიყვარული იყო, ეს იყო დაუვიწყარი სიყვარული. დიახ, და ეს მართლაც შეცდომა იყო, ასე არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ასე რომ არ მომხდარიყო მე და ლუკა დღეს ერთად არ ვიქნებოდით.

ესეც დასასრული. არვიცი გავამართლე თუ არა თქვენი იმედი, ზოგს მოეწონება,ზოგი გამომიხტება. მაგრამ არაუშავს ამით გემშვიდობებით და ცოტახნით დავისვენებ. ძალიან მომენატრებით ჩემო შაქარლამებო



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოოოოო არ გეწყინოს და ბოლო მიფუჩეჩებული მგონია... მინდოდა დიდი თავი რომ დავმჯდარიყავი და მეკითხა და მეკითხა... ეს კიდევ დაწყებული არ მქონდა და დავამთავრე კითხვა... მიყვარს ჰეფი ენდი... კარგია ძალიან კარგი... ეცადე მუზებს მოუხმო და მალე დაგვიბრუნდე...

 


№2  offline წევრი Liks14

უცნობი ქ
ოოოოო არ გეწყინოს და ბოლო მიფუჩეჩებული მგონია... მინდოდა დიდი თავი რომ დავმჯდარიყავი და მეკითხა და მეკითხა... ეს კიდევ დაწყებული არ მქონდა და დავამთავრე კითხვა... მიყვარს ჰეფი ენდი... კარგია ძალიან კარგი... ეცადე მუზებს მოუხმო და მალე დაგვიბრუნდე...

ხო რაღაცნაირად გამომივიდა. მაგრამ პრობლემები შემექმნა და ვეღარ მოვახერხე ((

 


№3 სტუმარი Guest მარიამიი

მოკლედ და კონკრეტულად, ბევრმა შენიშვნრბმა და მითითებამშედეგი გამოიღო და კარგად დაამთავრე, რაც მთავარია დახვეწე მაგრამ ბოლოსკენ უფრო სხვანაირად რომ დაგემთავრებინა უკეთესი იქნებოდა <3 ისე ყოჩაღ კარგი გოგო ხარ <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

უმაგრესი ხარ რა.მაგრამ პაწაწუნა თავი იყო.კარგია კარგად რომ დაამთავრე ტკბილო
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი Liks14

Guest მარიამიი
მოკლედ და კონკრეტულად, ბევრმა შენიშვნრბმა და მითითებამშედეგი გამოიღო და კარგად დაამთავრე, რაც მთავარია დახვეწე მაგრამ ბოლოსკენ უფრო სხვანაირად რომ დაგემთავრებინა უკეთესი იქნებოდა <3 ისე ყოჩაღ კარგი გოგო ხარ <3

დიდი მადლობა <3
La-Na
უმაგრესი ხარ რა.მაგრამ პაწაწუნა თავი იყო.კარგია კარგად რომ დაამთავრე ტკბილო

დიდი მადლობა <3

 


№6 სტუმარი S.a

იცოდე შენი შაქარლამები არ ალოდინოო. გელოდებით ახალი მუზებით, რაც შეეხება მოთხრობას ხელებში შემომელიაა. მაგრამ მაინც კარგი იყო მთლიანობაში❤❤❤❤ასე გააგრძელე

 


№7  offline წევრი Liks14

S.a
იცოდე შენი შაქარლამები არ ალოდინოო. გელოდებით ახალი მუზებით, რაც შეეხება მოთხრობას ხელებში შემომელიაა. მაგრამ მაინც კარგი იყო მთლიანობაში❤❤❤❤ასე გააგრძელე

დიდი მადლობა ♥

 


№8  offline მოდერი Eleniko13

საერთოდ არ მომეწონა, ოდნავადაც კი:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline წევრი Liks14

Eleniko13
საერთოდ არ მომეწონა, ოდნავადაც კი:)

მისმინე საყვარელო... ერთხელ წაიკითხე არ მოგეწონა.. რატომ აგრძელებ კითხვას? თუ არ მოგეწონა შეგიძლია შენი უსაყვარლესი ლესბოსელური ისტორიები გააგრძელო ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent