შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ სიცოცხლეში (მეცამეტე თავი)


16-11-2016, 10:57
ავტორი padackles
ნანახია 1 612

***
და ეგრძნო. ისეთ გრძნობას შეებყრო სიამოვნებით დაუყვირებდა, ჯგროს თითოეულ წარმომადგენელს დაარტყ6ამდა ქალს თუ კაცს, რათა როგორმე თავიდან მოეშორებინა ეს აბეზარი ხალხი რომლებმაც მთლი თვეა ტვინი წაიღეს, რომლებსაც გული არ აქვთ ან არ უნდათ რომ ქონდეთ. კიდევ ერთი დღე გავიდა. სტივ უილსონი თანდათან უფრო და უფრო იდანაშაულებდა თავს ერთადერთი ეჭვმიტანილის გაშვებისთვის და მილერისთვის თვალებში შეხედვას ძალიან არიდებდა თავს.
ჯეკ რობინსონი თავისი სამუშოს გასაგრძელებლად შემთხვევის ადგილზე სასტუმროში დაბრუნდა, მაშინ როგორც კი ლუჩენკოს მისი ამაყი სახე შეეჩეხა დერეფანში საჭირო გახდა სამართალდამცავების ჩარევა რადგან რამდენიმე წუთიც და ყველაფერი წყალში ჩაეყრებოდა სტივ უილსონს, რადგან რობინსონი ანდრეი ლუჩენკოს მკლავებში დალევდა სულს.
ჯეკ რობინსონი მოერიდა გაცხარებულ და ნერვებზე მოკიდებულ ანდრეის და მას შემდეგ სატუმროში აღარ გამოჩენილა. იგი კვლავ იმ სახლში დაბრუნდა სადაც რამდენიმე დღე ჰქონდა ნაქირავები ოთახი. სახლში მცხოვრები პიროვნებები კი წინასწარ, პოლიციის მიერ იქნა დაკითხული თუმცა მათგან სასარგებლო ინფორმაცია ვერ იქნა მიღებული.
სახლში სადაც ჯეკ რობინდსონი იმყოფებოდა რამდენიმე მეტრის მოშორებით შავი მერსედესის მარკის მანქანა იყო ჩასაფრებული, რომელშიც ორი პოლიციელი ისხდა. რობინსონს მანქან არ შეუმჩნევია. ვერც უნდა შეემჩნია. ეს იყო პლიციელების მიერ საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა.
ავტომანქანაში სწორედ ის ახლაგაზრდა ბიჭი პოლი იმყოფებოდა რომელსაც ძალიან ენდობოდა ვგუსტო მილერი და რომელიც პირველი შეარჩია მეთვალყურე ბიჭებს შორის. მეორე პიროვნება კი სამმართველოს უფროსმა გამოგზავნა რომელიც არანაკლებ სანდო პიროვნება იყო განყოფილებისთვის. თითქმის ერთი ასაკის 24-25 წლის ბიჭები კარგად შეეთვისნენ ერთმანეთს და სამუშაოს ერთობლივად შესანიშნავად ართმევდნენ თავს.
31 დეკემბერს რობინსონმა სახლი შუადღით დატოვა. ჭიშკართან დადებული თოვლი ლაფართქით გადაწმინდა და წითელი მანქანით გზას დაადგა.
31 დეკემბერს წინა საახალწლო განწყობა სუფევდა ყველას გულებში. ჟრიამული, ფუსფუსი, მხიარულება ერთიანად მოსდებია ადამიანების გულს.
საათი შუადღის 3 საათს აჩვენებდა.
წითელი მანქანა მიტოვებულ სოფელში შევიდა, იქ სადაც თოვლის ნაკადი ნელ-ნელა იკლებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი თოვლი მხოლოდ აქა იქ მოდებოდა გზის ორივე მხარეს ტყეში ჩამწკრივებულ ხეებს, როგორც ობი დაძველებულ პურს. მანქანა მხურვალე მზის ქვეშ მხოლოდ ტალახში გაკვალულ გზას მიუყვება და მისი ასხლეტილი სველი მიწა თითქმის მინებამდე აღწევდა.
სოფელს ახალი გადაშორებული ჰქონდა თოვლი და ჯერ კიდევ ძალიან სველი იყო მიდამო. გზიდან ასიოდე მეტრში, ხის ფიცრებისგან შემდგარი პატარა ქოხი იდგა. როგორც სჩანს გეგმამ რომელიც ალისია ჯაფარიძეს გატაცებას ისახავდა მიზნად სწორედ აქ დაიდო საგუძველი. სწორედ აქედან წამოსულები მივიდოდნენ სასტუმროში ამაზე სწორედ ტალახის ნაფეხურები მიუთითებდა.
ჯეკ რობინსონის მანქანის მოშორებით რამდენიმე მეტრში შავი მერსედესი გაჩერდა.მასში პოლი და მისი მეწყვილე-თანამშრომელი ისხდნენ.
წითელი მანქანიდან ჯეკ რობინსონი გადმოვიდა, ფეხი შიგ ტალახში ჩადგა და ბილიკს ხის ქოხისკენ გაუყვა. დინჯად და მშვიდად მიუყვებოდა გზას თითქოს არ აჯავრებდა ფეხების მძიმედ ტარება ტალახიან გზაზე. ჯეკმა სწრაფად მიიხედ-მოიხედა უკან და ეზოსა და მესერის გარეშე მდგარი სახლის კარს ხელი შეახო, ხის კარები ჭრაჭუნით გაიღო. ისედაც პატარა რობინსონი ბეჭებში მოხრილი და თავდაწეული ბნელ ოთახში აღმოჩნდა.
-"ვარსკვლავი" ვარ, მომისმინეთ. ობიექტი ქოხში შევიდა. -გადამცემი ხელში ეჭირა პოლს და განყოფილებაში მყოფ მობილიზებულ გამომძიებელს სტივსა და მილერს უკავშირდებოდა.
მეორე პოლიციელი კი გამადიდებლით ხელში,მანქანის უკან ჩაცუცქულა და “კაპოტზე" დაყრდნობილი უთვალთვალებდა.
-"ვარსკვლავი მომისმინე" მე "ქარიშხალი ვარ. -ჩასძახა გადამცემში. -გადადით მანქანიდან და ფრთხილად იმოქმედეთ. დაუკვირდით ვის შეხვდება, რას მოიმოქმედებს.
-მიღებულია.
სათვალთვალო ობიექტი ქოხში შევიდა. სახლში არავინ იყო. კარი ღია დატოვა, შიგნით შესული სინათლე ოთახის შუაგულში მდგარ ხის მაგიდას ეცემოდა სადაც მხოლოდ ორად გაკეცილი თეთრი ფურცელი იდო. ჯეკი იმისდა მიუხედავად რომ იცის იქ მის გარდა არავინ იყო მაინც ფეხაკრეფით მიუახლოვდა მაგიდას და ფურცელი გაშალა.
მოშიშვლებულ ადგილას მდგარ ხის ქოხთან არცერთი ხე არ იყო, ამიტომ ქოხისკენ მიმავალი პოლიციელები თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენენ ვერ შესძლებდნენ რამეს ამოეფარებოდნენ რის გამოც ადვილად შესამჩნრვი გახდებიან სათვალთვალო ობიექტისათვის..
ფრთხილად მაგრამ ჩქარა გაემართნენ ტალახიან გზაზე, ქოხის მიახლოვებისას მათ ღია კარი შენიშნეს, ამიტომ უკანა მხრიდან მოუარეს და გვერდიდან ამოუდგნენ ქოხს. გადატენილი იარაღი მოიმარჯვეს და კედელს ამოფარებულნი რობინსონის გამოჩენას დაელოდნენ.
პოლმა გადამცემის მიკროფონი პირთან მიიტანა და ხმადაბლა ჩასძახა. -მე ვარსკვლავი ვარ, ვარსკვლავი ვარ. გესმით ჩემი? -თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა მან.
-გისმენთ ვარსკვლავო. მე ქარიშხალი ვარ. რამე სიახლე ხომ არ არის?
-ობიექტი ქოხში იმყოფება, ფურცელი უჭირავს ხელში -ცალი თვალი ფანჯრისკენ გააპარა პოლმა და შეუმჩნევლად შეიჭყიტა ქოხში. -და კითხულობს მგონი შეტყობინრება უნდას იყოს. როგორ მოვიქცეთ?
-ერთი წუთით -უილსონი უცნაურად დადუმდა, ფიქრებში ჩაძირულ მილერს მიუბრუნდა: -ჩიტი გალიაში გაება. დარწმუნებული ვარ ყველაფერი რამდენიმე წუთში გადაწყდება. მერე გადამცემით კვლავ პოლს დაუკავშირდა. "ვარსკვლავო" ქარიშხალი ვარ.
-გისმენთ.
-ბოლომდე უთვალთვალეთ. ჩვენ დამხმარე რაზმს გამოგიგზავნით. ქოხიდან გამოსვლის შემთხვევაში გაქცევით უფლება არ მისცეთ შეიბყარით სწრაფად. თუ ურჩობა დააპირა მაშინვე მიიღეთ ზომები. წერილი დაუყოვნებლივ ამოღებული იქნას.
-არის უფროსოო. -ბრძანება მიიღო პოლმა. გადამცემი ქამარზე დაიმაგრა, თანამშრომელს მობილიზებისკენ მოუწოდა და იარაღ მომარჯვებულმა კვლავ თვალთვალი განაგრძო.
ჯეკ რობინსონმა წაკითხული წერილი გულის ჯიბეში საგულდაგულოდ შეინახა და ოდნავ მომღიმარი სახით ქოხი დატოვა. კარების ზღურბლიდან ერთი ნაბიჯის გადმოდგმა საკმარისი აღმოჩნდა. რობინსონმა ერთ-ერთ ოფიცერს ქამრიდან იარაღი აართვა, პოლმა ხელი იტაცა თავის იარაღზე და ჯეკს დაუმიზნა. რობონსონს უიარაღო ოფიცერი მიზანში ჰყავდა ამოღებული, რობინსონი კი პოლს. წამებში თვალმიუტანებლად შეხტა პოლი, ხელი ძლიერად ჩაარტყა რობინსონის იარაღიან ხელს და ძირს დააგდებინა. ორი შეიარაღებული ოფიცერი განიარაღებულს თავს დააცხრა, იგი ენერგიულად იქნევდა ხელებს, თუმცა გაწვრთნილ პოლიციელებთან სუსტი აღმოჩნდა, ტალახში მკერდით გაშხლართულს ხელებზე ბორკილები ედო. მეორე ოფიცერი ფეხზე მდგარი იარაღით ხელში, მიზანში ამოღებული თავს დასდგომოდა. პოლი წერილის ძებნას შეუდგა.
-სად დამალე წერილი? -ცალი ფეხით ჩამუხლულმა რობინსონი გულაღმა ამოატრიალა და ტალახში სახე ამოსვრილს გულის ჯიბიდან წერილი ამოაცალა -თქვენ გაქვთ დუმილის უფლება, ყველაფერი რასაც იტყვით თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. -ტალახიანი ხელით გადამცემი ტუჩთან მიიტანა. -ქარიშხალი მომისმინეთ, მე ვარსკვლავი ვარ. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ნივთმტკიცება ხელთ მაქვს. როგორ მოვიქცეთ?
-მანდვე იყავით, რამდენიმე წუთში დამხმარე რაზმი მოვა, თქვენ კი მადლობას გიხდით გაწეული დახმარებისთვის და დავალების პირნათლად შესრულებისთვის.-შეაქო ისინი სტივ უილსონმა და გადამცემი მაგიდაზე დადო.
-მე არაფერ შუაში ვარ. -კვლავ ურცხვად ისროდა სიტყვებს რობინსონი, თუმცა პასუხად პოლის ავი მზერა და ერთი მუშტი დაიმსახურა.
და მაინც ამით შეგვიძლია დავასკვნათ რომ როიმსონი დამნაშავეა?
***
დაკავების იზოლატორში ან დაკითხვის ოთახში ახლა უკვე ბრალდებულის სტატუსით იჯდა ჯეკ რობინსონი, შეშინებული და ბეჭებში მოხრილი, ტალახში ამოსვრილი და ჭუჭყის სუნით აყროლებული.
-გეგონათ რომ აქედან გაგიშვებდით და ყველა შენს ზღაპარს დავიჯერებდით?-ეკითხებოდა სტივი.
-გეგმა მხოლოდ და მხოლოდ ორი დღის მომზადებული იყო, შესაბამისად სათუო იყო თუმცა მაინც. -ამოიხვნეშა დანანებით.
-შენ რა ხეირი?
-კარგი ცხოვრება და ბევრი ფული.
-ეს როგორ?
-შემკვეთმა ძალიან ბევრი ფული დამპირდა, რომელიც ავიღე უკვე. -თქვა ამაყად. -მოგეხსენებათ ადამიანს რომელსაც მცირედი ხელფასი აქვს მიილტვის იმისკენ რომ ფული იოლი გზით იშოვოს.
-არასოდეს გიფიქრია კარგი ცხოვრება რომ ციხეში ყოფნისას არ გექნებოდა?
-ციხეზე არ მიფიქრია არასოდეს.
-ფიქრისთვის ბევრი დრო გექნება. საიდან იცნობ გამტაცებელს?
-რამდენჯერმე შევხვედრივართ ლოს-ანჟელესში.
-იცი სად დაუშვი შეცდომა?
ჯეკმა კითხვით აღსავსე მზერა მიაბყრო.
-როცა სასტუმროში შენამდე მომუშავე ადამიანი მოწამლეთ და შენმა ორმა თანამზრახვრელმა ტალახიანი ფეხის კვალი დატოვეს. იმ ორი ადამიანის გარდა კიდევ რამდენი ადამიანი არის ჩარეული?
-მხოლოდ ჩვენ სამი.
- წერილი როგორ აღმოჩნდა ქოხში და როგორ შეიტყვე ამის შესახებ?
უილსონი პასუხებს დაკითხვის ოქმში იწერდა.
-გატაცების დღეს ყველაფერზე შევთანხმდით. ჩვენ უარი ვთქვით ყველანაირი ტექნიკა გამოგვეყენებინა. გატაცებიდან 1 კვირის თავზე მე იმ ქოხში უნდა მივსულიყავი სადაც თქვენ ამიყვანეთ. თქვენ კი თქვენი დაკავებით საქმეს მირთულებდით, მაგრამ გამიმართლა და გამიშვით თუმცა რამდენად გამიმართლა ამას ვეღარ ვიტყვი, რადგან მივხვდი რომ მე ყველი ვიყავი ხაფანგში თაგვის დასაჭერად.
-როგორ გაიტაცეთ გოგონა? -თავი მაღლა ასწია სტივმა, თვალებში ჩახედა ბრალდებულს და დაფიქრდა "როგორ შეუძლია ადამიანს ჰქონდეს ამდენი სიბოროტე გულში?".
-როგორც უკვე იცით ჩემამდე მომუშავე პიროვნება რომელიღაცა მწერის საწინააღმდეგო წამლის საშუალებით მოვწამლეთ, რომ გაგვმარტივებოდა სამუშაო. -გუდას პირი მოხსნა რობინსონმა როცა მიხვდა რომ ტყუილი არაფერში გაუვიდოდა -შემკვეთმა ზუსტად იცოდა, რომ ანდრეი ლუჩენკომ ღრმა ძილი იცის ამიტომ დაახლოებით დილის 6 საათზე კარები ალისია ჯაფარიძემ გაგვიღო. როგორც კი გოგონამ კარები გააღო სწრაფად მოხდა ყველაფერი, შემკვეთთან და კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად ის გავთიშეთ და ჩუმად გავიყვანეთ სასტუმროდან. "-მე არ შემიძლია თქვენ საფრთხე შეგიქმნათ და ტკივილი მოგაყენოთ" -გაახსენდა ალისიასთან თავაზიანი საუბარი მაშინ როცა საწოლზე აბამდა. როგორ ჯელნტმენურად საუბრობდა. ნეტა მართლა რამედ უღირდა გოგონას სიცოცხლე, მისი კარგად ყოფნა? რა საჭირო იყო თავის მოკატუნება ვითომ ცდილობდა ფრთხილად მოპყრობოდა გოგონას და რამე არ დაეზიანებინა მისთვის. ის ხომ უკვე უშავებდა მას, ტკენდა. ალისია პირ მომუწული ქვითინებდა და თავის ბედს გამწარებული წყებლიდა." -მათი ფეხის კვალი კი იმ ტალახის იყო სადაც პირველად ალისია მიიყვანეს და სადაც მე წერილი დამხვდა. მე გოგონა მხოლოდ მანქანამდე მივაყვანინე და სწრაფად დავბრუნდი ჩემს ადგილზე რომ ვინმეს ეჭვი არ აეღო.
-ის მამაკაცი ვინ იყო?
-მის შესახებ არაფერი ვიცი, მას ის გვერდიდან არ იშორებდა.
-სათვალთვალო კამერებში რატომ არაფერი არ სჩანდა?
-იმიტომ რომ ყველაფერი წინასწარ შევისწავლე, რის შემდეგაც ფრთხილად ვმოქმედებდით.
-გამოსამშვიდობებელი წერილი ვინ დაწერა?
-შემკვეთმა.
-და ალისიამ რომ დარეკა?
-ეგ არ ვიცი, მე ამ დროს სასტუმროში ვიყავი.
-კარგი. თქვენ თავის დროზე არ ითანამშრომლეთ პოლიციასთან, ცრუ ჩვენება მოგვეცით, ადამიანის გატაცებასთან გაქვთ კავშირი, თქვენ თანამონაწილე ბრძანდებით. ეს ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. რაც მოგელით თქვენს თავს დააბრალეთ. მალე ადვოკატი მოვა და მას გაესაუბრეთ. ახლა კი დაგტოვებთ. -კარებზე ორჯერ დააკაკუნა სტივმა და დაცვის მიერ გაღებულ კარებში გამარჯვებული იერით გავიდა.
***
ტბის სახლი რომელიც ქალაქისგან ძალიან შორს იყო, მშვენიერ ტბასთან ახლოს მდებარეობდა. იგი ერთ სართულიანი იუო, ერთი ხის ფანჯრითა და ხის კარებით. მზე მხოლოდ 10 გრადუსით ათბობდა. ქარი ძლიერად არხევდა ხეებს. მისი ძლიერი ქრქროლვა თითქოს ქოხს უქადდა სახურავის გადახდას.
-ყველაფერი რიგზეა, ისე ვმოქმედებ როგორც ჩავიფიქრე. -ალისიას ხელ-ფეხი მსხვილი თოკით დააბა გამტაცებელმა. შენი საყვარელი ანდრეი თავისი ფეხით მოცუნცულდება ჩემთან და დაჩოქილი მთხოვს შენს გაშვებას, აი მაშინ კი დაიწყება მთავარი.
ოთახში შუქი არ იყო. ცივი ქოხის სინათლე მხოლოდ და მხოლოდ კედლის ფიცრების ჭუჭრუტანისგან ძლივს შემოღწეული ზამთრის მზის სხივი იყო, რომლის ანარეკლზე უამრავი მტვერი იდებდა ბუდეს. ერთი ფეხებმონგრეული მაგიდა და ობობის ქსელებ გაბმული უამრავი გამოსაყენებლად უვარგისი ნივთი ეყარა.
-შეეშვი მას არაფერი დაუშვო. -თვალებში მუდარა ეხატებოდა. -გთხოვ მე ხომ გყავარ, რა დაგიშავეთ, რატომ იქცევი ასე? -წელის აზიდვით ბაწრის გახსნას ცდილობდა ალისია და ცრემლმორეული და დასიებული თვალებით კვლავ ღაპაღუპით ჰყრიდა ცრემლებს. ყვრიმალიდან სისხლი სდიოდა.
-რა ხდება? შეგეშინდა? სად არის ის გულადი და გულკეთილი გოგონა? გაქრა? თუ დროებით ღრმად დაიდო ბუდე შენს გულში? რატომ ცხარობ? მთელი ცხოვრება რასაც იმსახურებდი ის მიიღე, საერთოდ რატომ დაიბადე? ჩემთვის რომ სიყვარული წაგერთვა? თუ იმისთვის რომ უსაშველო ტანჯვისთვის და მარტოობისთვის გაგეწირე? რა მისია აქვს შენს ცხოვრებას? გაგიმართლა ერთ უბრალო გოგოს? შენ გგონია სხვებს არ უმართლებთ? დაივიწყე ვინ ხარ და რა გახდი რადგან ამიერიდან შენ აღარავინ ხარ. -ხელი თმაში ჩაავლო და უკან მოქაჩა. -შენ არავინ ხარ, დაიმახსოვრე ეს. -პანიკის მოულოდნელი შეტევა განიცადა გამტაცებელმა, გულში დაბუდებული ბოღმა საშინელ ყვირილში გადაიტანა. მაგიდაზე დადებულ სანოვაგეს ხელი დაავლო და ყვირილით გადაუძახა ყველაფერს იატაკზე.
რატომ აქვს დინარას ამდენი სიძულვილი, ბოღმა და შური გულში? ნუთუ იმიტომ რომ ერთ დროს შეყვარებულს დაშორდა და მან ვერ გადაიტანა ეს? თუმცა ეს ხომ ორივეს შეთანხმებით მოხდა, მაშინ ხომ პრეტენზია არ ჰქონდა მის მიმართ? ახლა რა მოხდა? იქნებ ინანა ანდრეისთან დაშორება მაგრამ ეს ხომ სისასტიკეა, ასე ხომ ადამიანს ვერ დაიბრუნებ.
-ფსიქიკურად ხარ ავად დინარა. -ალისიას სხეული იმდენად გაცივებოდა ცხელი ზაფხულიც კი მიუკარებელი იქნებოდა მისთვის. გაუსაძლისი შიმშილი რომელიც ამ წამს სტანჯავდა მას არაფერი იყო იმ ტკივილთან შედარებით სადაც სულიერი ტკვილი და წყენა ისადგურებდა. შიშით მას აღარ ეშინოდა, მან დინარა გაიცნო მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში, იგი ერთი სიყვარულისგან გაგიჟებული ქალი იყო რომელიც ვერაფრით ვერ ეგუება მარტოობას რომელიც ანდრეის გარეშე ცხოვრებას გულისხმობს. ამიტომ შიშს რომელსაც ახლა უნდა გრძნობდეს ალისია მხოლოდ და მხოლოდ დინარასადმი შეცოდებას შეუცვლია. გულწრფელად ებრალება ქალი რადგან არავინ იცის რას მოიმოქმდებს შეყვარებლი და მიტოვებული ადამიანი. შიში სადღაც შორს გადაეგდო მას და უცნაური წინათგრძნობა დაეტოვებინა სადღაც ახლოს, ძალიან ახლოს.
-მოკეტე ლაწირაკო. -ალისიას მკლავებს ჩააფრინდა და მძლავრად შეანჯღრია იგი. ძლიერი სილა გაარტყა სახეში რამაც სისხლი გამოიწვია მის ტუჩებზე.
***
გამომძიებელი უილსონი მილერის კაბინეტში შევიდა და თვალი მაგიდაზე დადებულ წერილს მიაბყრო.
-გავიდეთ სტივ. -იარაღი ქამარში ჩაიდო და სკამიდან წამოდგა.
მილერი სტივს წინ წაუძღვა.
ისინი ოპერაციის ჩასატარებლად წავიდნენ. ოპერაცია სახელად ალისიას ჯაფარიძეს უვნებლად გათავისუფლება და გამტაცებლების ცოცხლად შებყრობა.
წერილმა რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ყველაფერს გასცა პასუხი, გამტაცებლის ვინაობასა და მის ადგილსამყოფელს.
წერილი
ჯეკ ამ წერილს როცა ნახავ მე ამ პატარა ეშმაკთან ერთად ტბის სახლში ვიქნები. წერილის ნახვისთანავე ჩემთან გამოეშურე. გელოდები.
დინარა კომაროვი.
ოპერატიულ მანქანაში გამომძიებელი მილერი და უილსონი ისხედნენ. მათ მანქანას პოლიციის თანამრშრომელი მართავდა. უკან დაკავების ჯგუფის ექვსი მანქანა მოჰყვებოდათ. ერთმანეთის მწკრივად, მაქსიმალურად ჩაბნელებული მინებით დიდი სიჩქარით მიჰქროდა შვიდი მანქანა და გეზი დინარას ტბის სახლისკენ აეღოთ.
გამომძიებელმა მილერმა გადამცემი პირთან მიიტანა და სასტუმროში პოლიციელს დაუკავშირდა რომელიც ანდრეის სასტუმროს ნომერს იცავდა-ლუჩენკოებზე გაძლიერებული მეთვალყურეობა დააწესეთ რადგან მათ იციან გამტაცებლის ადგილსამყოფელი. სასტუმროს ნომერი არ დატოვონ.
-სერ. -ენის ბორძიკით წარმოთქვა მან.
-გისმენთ? -სმენად იქცა მილერი.
-ისინი სასტუმროში არ იმყოფებიან. -უთხრა და ნერვიული სახით მეორე მუშაკს გახედა.
-როგორ თუ არ იმყოფებიან? -გაცხარდა მილერი.
-ისინი ერთი საათის წინ წავიდნენ სასტუმროს მანქანით. როცა ვიკითხე სად მიდიხართთქო, ჯერ გაჩუმდნენ, შემდეგ უფროსმა ძმამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მას ბენ ლუჩენკო ჩაეჭრა და თქვა რომ მისი მეურლე და შვილი ჩამოდიან, ისინი კი აეროპორტში დასახვედრად მიდიან.
-როგორ დაიჯერეთ იდიოტებო. -შეძრწუნებულმა მილერმა გადამცემი გვერდით დააგდო.
-რა ხდება? -უკანა სავარძლიდან იკითხა სტივმა.
-ისინი გზაში არიან. თითქმის ერთი საათით გვასწრებენ, არ იციან რომ თავს საფრთხეში იგდებენ ან კიდევ იციან და ამას არ ერიდებიან. -თავზე მოისვა ხელი მილერმა.
-ადამიანი ყველაფერზე წავა სიყვარულის გამო. მას ვერ მოსთხოვ საღად აზროვნებას. მე მესმის მისი. -თქვა სტივმა და ფანჯრიდან მზერა ჰაერში მოფარფატე ფიფქებს გააყოლა.
-სწრაფად მეგობარო, დაუჩქარეთ. -ხელით მიუთითა მილერმა მძღოლს.
***
ბენს რომ არ გასჩენოდა ეჭვი მაშინ რა მოხდებოდა? ალისია გამტაცებლის კლანჭებში დაასრულებდა სიცოცხლეს? მარტოტოობაში. სიცარიელეში.
შავი მერსედესი მიაპობს თოვლით დაფარულ გზასა და ჰაერში მოფრიალe ფიფქებთა გუნდს, სადაც თანდათან უფრო გაუსაძლისი ხდება ხედვა. ჩისტიტელები მინების გაწმენდას ვერ არსწრებდნენ. სრაფად და ოსტატურად იდებენ კვლავ ბუდეს ფიფქები.
ბენი გონებამოკრეფილი, გულისყურით მართავდა მანქანას. ანდრეი კი ნამტირალევი, უძილობისგან დაწითლებული, უღიმღამო თვალებით სიფხიზლეს შენარჩუნებასა და გონების მოკრეფას ცდილობს. თავი უკან გადასწია, საზურგეს მიეყრდნო და იმავე პოზაში გაქვავებულს გონება არც თუ ისე შორეულ ფიქრებში გაექცა. -"რა საყვარელი ხარ ანდრეი მთვრალი" - თითზე საქორწინო ბეჭედს დახედა და კალიცო თითზე შეატრიალა. გაახსენდა ალისიასთან გატარებული თითოეული დღე, მისი ქცევა, სიარული, ძალიან სწორი და გამართული ინგლისური აქცენტი. -"არა, გთხოვ ბატონო რეჟისორო მე მას ვერ ვაკოცებ" -ფარული ღიმილი დაეფინა სახეზე. "ის ჩემი პირველი კოცნა იყო, შენ კი მითხარი რომ საშინელი იყო" "მეშინია ანდრეი, მაპატიე! დრო უნდა მომცე" -ცხოვრებიდან სხვადასხვა დეტალები იწყებდნენ თავში განლაგებას და ერთმანეთის მიყოლებით თავს ახსენებდნენ თავს. თითოეული მოგონება ღიმილს იწვევდა ტუჩებზე და ცრემლს - თვალებზე. "მე შენ მიყვარხარ ანდრეი" -მისი სიტყვების გახსენებისას გული შეუტოკდა. -"ღმერთო მიეცი ძალა, ამ ყველაფერს გაუძლოს. სულ მალე ალისია, სულ მალე ჩემო სიცოცხლე! "
-ნაძირალა -გამოსცრა კბილებში. -მისი მუქარა ბრაიან, მან მუქარა შეასრულა.
-მშვიდად. -სწრაფად შეაბრუნა თავი ანდეისკენ და კვლავ თოვლიან გზას გახედა. -მეც ძალიან მიყვარს ალისია. ის და არის ჩემი რომელიც არასოდეს გვყოლია. განვიცადე მაგრამ არ ვაძლევ გულს დაეპატრონოს გონებას და განსაცდელში ჩააგდოს. ვცდილობ ვიყო მშვიდი, რადგან გონების მოსაკრებად არის საჭირო, საღი გონებით უკეთესად ფიქრობ და მაშასადამე უკეთესად აზროვნებ და მოქმედებ. ასე უფრო დავეხმარებით მას. -ცალი ხელი საჭეს გაუშვა და მხარზე ჩამოადო.
ბენი შინაგანად გრძნობდა ძმის გულში დაბუდებულ შიშს, თუმცა ძმას სრულიად საპიროსპიროს აჩვენებდა რადგან უფრო ძლიერად არ დაეთრგუნა იგი.
-და რომ ვერ ვიპოვოთ? -სახე უცებ შიშმა დაუფარა.
-ყველაფერი კარგად იქნება. ეს ამინდიც როგორი საშინელია, ხედვაც კი ჭირს.
-დღეს გაზეთებს გადავხედე.
-რას წერენ?
-კარგას არაფერს.
-მათ სალაპარაკო მიეცი, მეტი არ უნდათ არაფერი.
-თითქოს ალისიამ მიგატოვა.
-ნეტავ მივეტოვებინე.
მეტი არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. საქორწილო კაბაში გამოწყობილ ხეებს მოავლო თვალი და ალისისასთსნ შეხედრის სურვილით ავსილს გული ჩიტივით აუფრთხიალდა.
***
თავის განთავისუფლების მცდელობაში დაღლილ ალისიას თავი გვერდზე გადაეწია და თვალდახუჭული ფიქრს მისცემოდა.
გოგონას ერთი წამითაც არ უნანია ანდრეის გაცნობა და მისი ცოლობა, პირიქით იგი ამაყი იყო ამით. დღევანდელი მდგომარეობა მისი კოშმარული სიზმარია, რომელიც მოკლე დროში დასრულდება, ძალიან ფართოდ გახელილი თვალებით ცუდი სიზმრიდან გაიღვიძებს და ძალიან დიდხანს ფხიზელი თვალებით ანდრეის მკერდს ჩაკონილი სახეს დაუკოცნის და როგორც წლების უნახავ ადამიანს ისე ძლიერად ჩაეკვრება გულში. კოშმარული სიზმარი, რომლის მსხვერპლი დღეს გახდება ყველაზე მიძინებულ მოგონებაშიც კი არ გაიხსენებს.
-გონს მოდი ქართველო. -ერთი სათლი წყალი შეასხა დინარამ სახეში იმისთვის რომ თვალები გაეხილა და მის სახეზე გამოხატული სულიერი მდგომარეობის ცქერით დამტკბარიყო. სათლი გვერდით მიაგდო.
-ღმერთის არ გეშინია? -ფრთხილად გაახილა თვალი და ზიზღით გახედა მას. გოგონას თვალებზე სილურჯეები აქვს, ხოლო მარჯვენა თვალი შესიებული და გაწითლებული. სიცივე შიშველ ფეხებს უყინავდა.
-გაჩუმდი ღმერთს ნუ ახსენებ. -ჯვარი ამოიღო გულიდან და აკოცა. -ის კი იცოდე, რომ არასოდეს, გესმის? არასოდეს შევეშვები შენი და ანდრეის ტანჯვას. -უხეშად მოიქცია ალისიას სახე ხელში, მაგრად უჭერდა ლოყებზე ხელს, მისკენ შემოაბრუნებინა თავი და ხის მაგიდიდან წინასწარ აღებული დანა სახესთან ახლოს მიუტანა. -მინდა რომ შენს დროებით მეუღლეს მახინჯი გოგონა ვანახო.
ალისიას შიშისგან ტუჩები აუთრთოლდა და ძალიან მეამიტური შეკითხვა დასვა. -ეს როგორ?
-რა შტერი ბავშვი ხარ.
-გასწიე ეგ დანა -შიშ გამქრალმა ალისიამ თავი შეაბრუნა და კიდევ უფრო მეტად აღივსო დინარასადმი ზიზღითა და შეცოდებით.
-ბრძანების გაცემის ხასიათზე არ უნდა იყოთ. ხელ-ფეხ შეკრული საწოლზე მიჯაჭვული წევხარ. კარგი ამას თავი დავანებოთ -სისინით უთხრა დინარამ.-ახლა მინდა გაგალამაზო, ცოტათი გეტკინება მაგრამ არაუშავს.-ბავშვურად გახალისდა იგი. -სამაგიეროდ განსაკუთრებით ლამაზი იქნები. რას არ დავთმობ ახლა ანდრეის შენი ნახვის საშუალება ჰქონდეს.-დანა ღრმად დაუსვა ლოყაზე ალისიას და ჭრილობამ მთლიანი ლოყა მოიცვა. გოგონამ ძლიერ ტკივილზე ხმამაღლა შეჰკივლა. ტკივილისგან სხეული დაეკრუნჩხა. საწოლი საზიზღრად ჭრიალებდა. განწირული ღმუოდა, ტკივილი სულს უწვავდა. სახედან მომავალი სისხლით შეეღება სახე, კისერი და ტანსაცმელი.
მგონი საერთოდ გაგიჟდა ეგ უბედური. ახლა კი ძალიან შეეშინდა დინარასი ალისიას, მგონი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რისი გაკეთება შეეძლო ამ ქალს. გული შიშითა და სიძულვილით აევსო. სიზმარში მყოფივით აღიქვამდა გატაცებას, ტკივილისგან გაბრუებულს თვალწინ წარმოუდგა როგორ შემოანგრევდნენ კარებს ანდრეისთან ერთად კეთილი პოლიციელები , დინარას დაიჭედნენ და ზღაპარი კეთილად დასრულდებოდა. თუმცა ასეთი რაღაც მხოლოდ ფილმებში ჰქონდა ნაყურები, დღეს კი შეეშინდა რადგან განასხვავა ფილმი და რეალობა.
ჭრილობა უფრო და უფრო უბინდავდა გონებას.
დინარამ კუთხეში მდგარ სათლში ხელები ამოიბანა და დაფერთხვით სისხლის წვეთები ჩამოიშორა.
***
ოპერატიული მანქანების მაღალი სიჩქარის მიუხედავად ბენის მანქანა ჰორიზონტზე არ სჩანს.
-ბიჭები თავს საფრთხეში იგდებენ. უნდა ვიჩქაროთ.
-ნახევარ საათში იქ ვართ სერ. -თქვა მძღოლმა და სიჩქარეს მოუატა.
მილერმა ფანჯარა ჩამოსწია, სიცივემ დაუბერა კაბინაში. ხელი გადასწია გარეთ და უკან მომავალ მანქანებს რაღაც ანიშნა.
***
ალისია საყვარელო იცი? -ძალის დატანებით მოიყვანა გოგონა გონს დინარამ დამცინავი ტონით. მისი ირონია ალისიას სახისკენ იყო მიმართული საიდანაც სისხლი კვლავ მოდიოდა და ღია ჭრილობა უფრო სავალალო იყო.
გოგონას ძლიერი ტკივილისგან საუბრის უნარი წართმეული ჰქონდა.
-დღეს შენი სიცოცხლის ბოლო წუთებია. ძალიან გამიგრძელდა შენს გვერდით ყოფნა. მოვიწყინე შენთან. -მრისხანე თვალებით შესცქეროდა მსხვერპლს.
-იმედია მალე დადგება ეგ წუთები.
-სულ მალე. -თქვა და ალისიას ხელს გახედა სადაც ქორწინების ბეჭედი სჭრიდა თვალს. -ამ დრომდე ეგ როგორ ვერ შევნიშნე? -თითიდან წააძრო ბეჭედი და მასზე ამოტვიფრული სახელი "ანდრეი" წაიკითხა. -ამის ტარების ღირსი არ ხარ. აქ ჩემი და ანდრეის სახელი უნდა ეწეროს. მოვა დრო და ამ ბეჭედს მე ვატარებ. -საკუთარ თითზე სცადა ბეჭდის წამონცობა. -მოგწონს?-სახესთან აუფრიალა ხელი. -მე მომწონს მაგრამ ცოტათი პატარა მაქვს, აუცილებლად ჩემს ზომაზე გადავაკეთებ. ძალდატანებით მოიხსნა ბეჭედი და მაგიდაზე დადო. კარებთან მდგარ ბენზინით სავსე კასრს ხელი დაავლო და ოთახში დაიწყო მოსხმა. ბოროტი განზრახვა სწრაფად დაასრულა.
-ასე მშვიდად როგორ ხარ? -არ მთხოვ რომ სიცოცხლე შეგინარჩუნო?-გაბრაზებულმა დინარამ ცარიელი კასრი ხის კედელს მიანარცხა, სწრაფად მიიჭრა ალისიასთან და თავზე დააცხრა. მას ალისიას სიმშვიდე აცოფებდა.
-არა რისთვის? -მშვიდად უპასუხა მან, თუმცა გულში შიშმა გაუელვა. -არც მე დავიტანჯები და არც ანდრეი იმის ფიქრით რომ არ იცოდეს სად ვარ. ასე კი ეცოდინება, რომ მე მიწაში 2 მეტრის სიღრმეში ვარ. მაგრამ იცოდე რომ ჩემი სიკვდილის შემდეგაც კი ვერ იქნები ანდრეისთან, რადგან შეიძლებაჩემს სიკვდილს შეეგუოს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე მე ვეყვარები. დაიმახსოვე, შეუძლებელია ადამიანს სიყვარული აიძულო. -ძალა გამოცლილსა და გასავათებულს ღიმილი დაეფინა სახეზე, სიკვდილის მოლოდინში სიმშვიდე დაეფინა სახეზე.
-მოკეტე. -დაუღრიალა დინარამ და კვლავ მისი ცემის ობიექტი გახადა გოგონა, მაგრამ წეღანდელთან შედარებით ძალიან მწარედ, ისე მწარედ რომ ვეღარ გაუძლო და გონება დაკარგა.
***
გზის სიშორესთან ერთად თოვლის ნაკადიც იკლებდა. შავ წყვდიადში გახვეული მანქანის შუქები აპობდა გზას.
სველი გზა მოშრა. სიბნელეში მანქანის შუქის სინათლეზე ოღროჩოღრო გზები ირეკლებოდა.
ანდრეიმ ფანჯრის მინა ჩამოსწია და თავი გარეთ გაჰყო. ზამთრის ცივმა სუსხმა სახე აუწვა, მაგრამ მაინც ესიამოვნა ცხელ გულზე ცივი ნიავი.
გზის პირას ჩაყოლებულ სახლებსა და მის საახალწლოდ მოწყობილ ფასადებს მოავლო თვალი. საათს დახედა, უკვე ღამის 23:30 წუთია. სულ რაღაც ნახევარ საათში ახალი წელი დადგება, ახალი ოცნებებითა და სიხარულით. ანდრეის გულიც შეტოკდა რაღაც ახლის მოლოდინში. სიხარულის ნაპერწკალმა გაიარა გულში. ახალი ამბით გამოწვეული მღელვარება ეხატება სახეზე, ალისიასთან ერთად ბუხართან მსხდომი, შამპანიურის ჭიქებით ხელში გაატარებდა და ტკივილს უკან მოიტოვებდა. ახალი ცხოვრების დაწყების სიხარულისგან სასიამოვნოდ შეაჟრჟოლა ტანში.
მზერა სახლების გვერდით ლამაზად განათებულ მაღაზიაზე შეაჩერა, რომლის გვერდით დახლი იდგა, პატარა მბჟუტავი ნათურით განათებული. დახლის უკან ძლიერ მოხუცებული, სახე დანაოჭებული და სევდიანი თვალებით მომზირალი მოხუცი იჯდა. ტანს შავი ტანსაცმელი ემოსა.
-გააჩერე. -მანქანის გაჩერება სთხოვა ანდრეიმ.
-რატომ? დროს ვკარგავთ.
-გააჩერე მეთქი მანქანა. -ბრძანების ტონით თქვა ანდრეიმ.
ბენმა მანქანა გააჩერა. ანდრეიმ უსფრთხოების ქამარი შეიხსნა და მანქანიდან გადმოსულმა ქუჩა გადაკვეთა. იგი დახლთან შეჩერდა.
-გამარჯობათ. გილოცავთ დამდეგს.
-ღმერთმა გაგიმარჯოს შვილო. - მიესალმა გამყიდველი რომელსაც ნაშრომ ნაჯაფიანი ხელები გულზე დაეკრიფა. ბედნიერსა და წარმატებულ ცხოვრებას გისურვებ ბებო. -კაბის დაფერთხვით ფეხზე წამოდგა.
-140 ცალი სხვადასხვა ფერის ვარდი შემირჩიეთ.
-როგორ გაუხარდება თქვენს გულის სწორს, ღმერთმა გაბედნიეროთ. -მოხუცი დიდი სიხარულითა და მონდომებით შეუდგა თაიგულის შეკვრას. მისთვის სასიხარულო იყო ამდენი ვარდის ერთად გაყიდვა, ხშირად რომ ერთი კვირა სჭირდებოდა 150 ვარდი მაინც გაეყიდა. დღეს კი 10 წლის შვილივილთან, რომელსაც ტკბილი ხშირად ენატრება, ახალი წლის ღამეს პირდაპირ სახლში გაეშურება ტკბილეულით ხელდამშვენებული და შვილიშვილის ბედნიერი სახით თავადაც ბედნიერების ფრთებს შეისხამს ზურგზე.
მოხუცმა დაასრულა თაიგულის შეკვრა. ანდრეიმ იმაზე მეტი თანხა გადაუხადა რაც ვარდების საფასური მოიცავდა.
-მადლობა რით გადაგიხადო შვილო?
-თქვენგან მხოლოდ დალოცვა მეყოფა ბებო. -უთხრა ანდრეიმ და დაემშვიდობა.
მოხუცი სიხარულით ცას ეწია. მან ანდრეის კეთილი მგზავრობა უსურვა და ლოცვა დაწია გზად თან, რომელიც ასე სჭირდება ახლა.
-ჩემ გოგოსთან ხელცარიელი ხომ ვერ მივალ? -კარები მოიხურა და უსაფრთხოების ქამარი ცალი ხელით შეიკრა. -"მე შენ არასოდეს დაგივიწყებ, მე შენ სამუდამოდ მემახსოვრები. ძალიან მიყვარხარ. იცოდე რომ მიყვარხარ და არასოდეს დაგკარგავ. შენ ჩემი გულის თილისმა ხარ" -ძალიან ხმადაბლა წარმოთქვა ეს უკანასკნელი სიტყვები ანდრეიმ და ვარდების თაიგული უკან სავარძელზე გადადო.
ბენმა მანქანა დაქოქა და კვლავ დიდი სიჩქარით მოსწყდა ადგილს.
ძმები სოფლის გზას დადგნენ. გზის ორივე მხარეს მწვანე მინდორი გაშლილიყო, თუმცა ამ ღამეს მისი შეცნობა ძალიან ჭირდა. მინდორზე რამდენიმე ნაძვის ხე იდგა, ისე რომ ტყეც არ ეთქმოდა. ირგვლივ სახლები არ იდგა. ჰორიზონტზე მხოლოდ ტბა გამოჩნდა, დღის სინათლეზე იგი ალბათ მწვანეც იქნებოდა. რამდენიმე მეტრში კი შორი ახლოს ლამპიონებითა და ფერადი ნათურებით განათებული ტბის სანაპიროც. მის ახლოს სრულიად ჩაბნელებული პატარა ხის ქოხი იდგა, რომელსაც არც ახალი წლის განწყობა სუფევდა და სრც სიხარულის გაზიარების. შესასვლელში მხოლოდ პატარა ნათურა ბჟუტავდა.
-მგონი მოვედით -სიხარულით აჟიტირებულმა ანდრეიმ ხელით მიუთითა ქოხისკენ და კარგის მოლოდინში უცნაურად აცუნდრუკდა.
ბენმა იქვე შეაჩერა მანქანა. ბიჭები სწაფად გადმოვიდნენ იქედან. ანდრეიმ უკანა კარები გააღო, სავარძლიდან ვარდები გადმოიღო და ბენთან ერთად ჩაბნელებულ ბილიკს სირბილით გაუყვა.
ვარდების თაიგულის წამოღება ყველაზე სულელური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იყო, მის მშვენიერ ცოლს დინარა ადვილად არ დათმობდა, ამიტომ ვარდები ყველაზე უადგილო იყო იმ სიტუაციაში, მაგრამ შეყვარებულ კაცს რას გაუგებ. ყოველთვის კარგის მოლოდინში საყვარელი ქალის გახარების სურვილით შებყრობილი რომანტიზმის შემოძახილი სძლებსო.
მორბენალ ძმებს, ქოხისგან მოშორებით რამდენიმე მეტრში გამაბრუებელი სუნი შეიგრძნეს. სუნი შავმა კვამლმა გამოიწვია, კვამლი ცეცხლისგან მოდიოდა, ცეცხლი კი ქოხის კუთხეში შენიშნა. ცუდის მოლოდინით შეძრწუნებულმა ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, თვალებით ანიშნეს ერთმანეთს მოსალოდნელი საფრთხე და სისწრაფეს უმატეს, ელვის სისწრაფით გაიჭრნენ ქოხისკენ, იქეთ საითაც ისედაც ძლივს ჭირდა ხედვა. ანდრეის ვარდებისთვის ხელი მაგრად ჩაეჭიდა, თითქოს იმ ერთადერთ ძალას ჩაბღაუჭებია რომელიც გადარჩენის შანსს იძლევა მის ცხოვრებაში.
საათი 00:00-ს უახლოვდება. ახალი წელი შემოაბიჯებს მალე. ხუთი; ოთხი; სამი; ორი შემზარავი ხმა გაისმა, ისეთი თითქოს ბომბის გავარდნისას არის ხოლმე. მეხი გავარდა? ფეიერვერკები ულამაზესად ჭახჭახებენ ვარსკვლავებით განათებულ ცაზე, აი თურმე რა ხდება. დადგა 2017 წელი. თუმცა, მოიცადეთ არა, აქ მხოლოდ ფეიერვერკების ხმა არ არის. აქ სულ სხვა რამ ხდება. ზვავი ჩამოწვა! არც ზვავი, იქეთ მთებში თოვლი ჩვეულებრივ ჯიქურ იდგა, ლამაზად დასცქეროდა თავს ფეიერვერკებით განათებულ ტბასა და მწვანე მინდორზე აწ უკვე უგონოდ გაშხლართულ ძმებს.
გავარვარებული ცეცხლი ჰაერში შეფრთხიალდა. ფანჯრიდან გამოსული ცეცხლის ალი ცაში მიემართებპდა. ქოხი ცეცხლის უზარმაზარ ღრუბლად გადაიქცა.
სახლის აფეთქებამ და ძლიერმა მაგნიტურმა ძალამ წამებში ბიჭები რამდენიმე მეტრით უკან გადაისროლა, გადაისროლა და ისე დატოვა როგორც მიწაზე ბრძანა ჰაერმა მათი დაშვება.
შესაფერისი მუსიკა ამ შემთხვევაში RAIGN-ის მიერ შესრულებული Knocking On Heavens Door იქნებოდა. ისედაც ხომ მხოლოდ მუსიკითა და წიგნებით შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ბინძურს რეალობას შევქმნათ ჩვენი სამყარო და ვიყოთ ბედნიერები.
ბნელ ღამეში ცეცხლის ალში გახვეულა ყველაფერი. ხის ფიცრებისგან ნაშენებ ქოხში ცეცხლს ტკაცატკუცუნი გააქვს. ნაფლეთებად ქცეული ქოხის ცეცხლოვანი ნაფოტები აქეთ-იქით იყრება და ფეიერვერკების მიერ განათებულ მწვანე მინდორზე ვასკვლავებივით ცვივა.
ტბაზე გადასროლილი ცეცხლიანი ნაფოტი ნავზე აღმოჩნდა, ნავი ცეცხლმა შთანთქა.
სადღაც ხალხი ფერად ფეიერვერკებს შეჰხარის. ახალ სურვილებსა და ოცნებებს შენატრის. ჯანმრთელ ცხოვრებასა და წარმატებულ კარიერას. ბედნიერ ცხოვრებას მეუღლესთან და მშობლებთან ერთად. ზოგი უბალოდ გადარჩენასა და სიცოცხლეს შენატრის, ზოგნი კიდევ სხვისი სიცოცხლის გადასარჩნად საკუთარს სწირავს.
შავი კვამლი ვარსკვლავებს უწვდენს ხელს და შავ ბურუსში ახვევს.
თითქოს მიწა იძრა შუაზე გაიპო და შიგ მთელი რიგი ოცნებები ჩაიყოლა. თითქოს დადუმდა ცა, ვარსკვლავებიანი შავი ზეცა ნაცრისფერი გახდა. თითქოს ვასკვლავებიც აღარ იყო ისეთი ფერადი და ხალისიანი.
ფეიერვერკი დადუმდა, თითქოს ქვეყანამ იგრძნო ჰოლივუდის ვარსკვლავს თავს დატრიალებული უბედურება.
სიბნელეში ძმები ერთმანეთის გვერდი გვერდ უგონო მდგომარეობაში გულაღმა იწვნენ მინდორზე.
რამდენიმე მეტრის მოშორებით კი ისევ ისეთი სიცოცხლით სავსე ფერადი ვარდების თაიგული იწონებდა თავს და ბედნიერ მფლობელს ელოდებოდა.
რამდენიმე წუთი გავიდა და თითქოს საუკუნემ განვლო.
ბალახზე მწოლიარე ანდრეიმ თვალი ბუნდოვნად მოავლო თავს დამდგარ ხელში ფანრით თეთრ ხალათიან ექიმს, რომელიც განათებას ცდილობდნენ და ანდრეისთვის გაუგებარ მანევრებს აკეთებდა და რაღაცას გაუგებრად ბუტბუტებდა. დაჭუტულ თვალებზე ხელი აიფარა და ფანრის სინათლე დააიგნორა, ხელის მოძრაობით უხეშად მოიშორა თავს წამომდგარი ექიმები და ბენს გახედა რომელიც ბურუსში გახვეული გონს მოსვლას ცდილობდა.
ანდრეი სწაფად მოეგო გონს და გამწარებული ქოხისკენ გაეშურა სადაც ალაგ-ალაგ მოდებული ცეცხლი ბჟუტავდა. ქოხის ყოველმხრივ მეხანძრეები იყვნენ განაწილებულნი და შლანგით წყალს ასხამდნენ, ცეცხლი კი მხოლოდ აქა იქ მოდებოდა ქოხისგან თითქმის არასრულ პროექტს.
ქოხი სამართალდამცავებმა წითელი ლენტით შემოღობეს.
-ალისია. -მიხვდა მის თავს დატრიალებულ უბედურებას, გააფთრებული გაიქცა ცეცხლისკენ, სახე წაშლილს ძარღვები დაეჭიმა, პირი-სახე დაეძაბა. -ხელი არ მახლოთ. -დაიყვირა მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა წითელ ლენტთან შეძლეს მისი შეჩერება, რამდენიმე პოლიციელს ერთად მოექცია ხელში. ერთ-ერთი მათგანი ავგუსტო მილერი იყო.
-დაიკოო. -ზეზე წამოიჭრა ბენი და ისიც ცეცხლიკენ გაიქცა, ის უკვე სტივმა და რამდენიმე პოლიციელმა ერთად შეაჩერა. მისი სიძლიერის და მოხერხებულობის წყალობით იგი მათ ხელიდან დაუსხლტა. გაოგნებული და სახეწაშლილი გარბოდა, გარბოდა ცეცხლში, გარბოდა ალისიას სიცოცხლისთვის საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ. წითელ ლენტთან მიახლოვებული კი უკვე კვლავ უფრო დიდი სიძლიერით შესძლეს მისი შეჩერება.
-ალისია ჩემო ძვირფასო გოგო. -ღრიალებდა ანდრეი და კვლავ უშედეგოდ მიიწევდა წინ. -შემიშვით გთხოვთ. -მუხლებზე დაეცა და სიმწრით გლეჯდა ბალახიან მიწას. -შემიშვით. შემიშვიიით გთხოვთ. -იღრიალა ჩახლეჩილი ხმით, ცრემლი გზას პოულობდა ანდრეის სახეზე. მიწას დაშტერებულს გული გამალებით უცემდა. -არ ვარ ისეთი ძლიერი, რომ უშენოდ ვიცოცხლო ალისია. ბრაიან, ბრაიან შენ ხომ დამპირდი, ხომ დამპირდი რომ მას დამიბრუნებდი? ხომ დამპირდი ბრაიან? -ფეხზე წამოდგა. პოლიციელებით გარშემორტყმულ ბენთან მივიდა, რომელიც მუხლებზე დამდგარი წამოდგომას ცდილობდა და ამის საშუალებას ნაკლებად აძლევდნენ.
ანდრეი ძმას დაებღაუჭა და მასზე დაყრდნობილმა მასთან ჩაიმუხლა. -ხომ დამპირდი, შენ ხომ დამპირდი ბრაიან. -ჩახლეჩილი ხმით ეკითხებოდა ანდრეი და პასუხად მხოლოდ ძმის ცრემლებს იღებდა. -ხომ დამპირდი ბრაიან? -მუჭები დაუშინა მკერდზე. -ახლა, ახლა მის გარეშე როგორ ვიცოცხლო? როგორ ვიცოცხლო ბრაიან? -დაჩოქილმა თავი მაღლა ასწია და ხელები მაღლა აღაპყო:
-მიპასუხე ღმერთო? მის გარეშე, ჩემი ცოლის გარეშე როგორ ვიცოცხლო? რატომ შეწყვიტე მისი გულის ძგერა? მისი კეთილი და ალალი გულის ფეთქვა.-ისევ მიწას დაუშინა მუჭები, გაწამებულს ფრჩხილები ბალახიანი სილით გამოეტენა, ხელები გაუსისხლიანდა.
მათ თავს დამდგარი გამომძიებელი სტივი და მილერი ხმის მოუღებლად ცრემლებს იწმენდნენ და ჩუმად უსამძიმრებდნენ თავს დატეხილ ამ დიდი ტკივილსა და მწუხარებას.
-თქვენ? -მილერსა და უილსონს გახედა ანდრეიმ. -შენ სტივ? -ფეხზე წამოდგა, პირისპირ დაუდგა ანდრეი და ცრემლიან თვალებში ჩახედა. -ხომ დამპირდი რომ მას ცოცხალს დ უვნებელს დამიბრუნებდი? -სულიერი ტკივილი ახლა სახეზე გამოხატვოდა ბიჭს. იგი წამით დაბერდა, დაჩაჩანაკდა როგორც უძლური მოხუცი. -ახლა დგახარ დ არაფერი გინდა მითხრა? მითხარი. მითხარი რაიმე. -ხელი ჰკრა მკერდზე და ოდნავ შეანჯღრია სტივი.-ისევ იგივე მითხარი რომ ჩემს გოგოს ცოცხალსა და უვნებელს დამიბრუნებ, მითხარი შეგიძლია ეს? -ხელის მტევნის ზურგით ცრემლი უხეშად მოიწმინდა. -არ მინდა ამის დაჯერება ჩემი გოგო, აქ როგორ დავტოვო? მიწას როგორ მივაბარო? მიი სხეულიც კი არ მაქვს, მისგან ფერფლიც კი არ დამრჩა.
სტივ უილსონმა შავი თვალების აქეთ-იქით ცეცება დაიწყო, ვერაფრის მთქმელმა, თანაგრძნობის ნიშნად თავი ძირს დახარა.
-ისევე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან როგორც გამოჩნდა -გლოვას მოჰყვა ჭირისუფალი და მასთან მიახლოვებას ვერ ბედავდნენ. -არაფერი დამიტოვა გარდა სიყვარულისა და მხოლოდ მოგონებისა, არაფერი დამრჩა მისგან. რატომ სტივ? რატომ ის და არა მე? ნუთუ სიყვარული მართლა მსხვერპლს მოითხოვს?
ვერაფრის თქმა შეძლო სტივმა, მხოლოდ ცრემლს აძლევდა გზას ევლო დაუბრკოლებლად. იგი ძალიან წუხდა რადგან ვერაფრით შეძლო დახმარებოდა მას.
ისმენდნენ ანდრეის სიტყვებს და ცრემლი უგროვდებოდათ თვალებში, როგორც სავსე წყლის ჭურჭელი, იგი ივსება თანდათან, ჭურჭელი ვერ იტევს მას და ნელ-ნელა იღვრება შიგთავსი.
ანდრეის მორიდებით მიუახლოვდა ფანრიანი მეხანძრე. -ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. -უთხრა და თავი დახარა.
-არა. არა -თავი მძიმედ გააქნია, თვალს მხურვალე ცრემლი მოსწყდა, გული გამალებით უცემდა. -არა ალისია, არა! -კეფაზე დაილაგა ორივე ხელი, ძლიერად მოუჭირა ხელები თითქოს თავის გაჭ....ტვა უნდოდა და გაოგნებული ერთ აზრს ჩაბღაუჭებული გაიძახოდა. -გეშლებათ!
-სამწუხაროდ ყველანი ვინც ქოხში იმყოფებოდა ცეცხლში დაიწვნენ.
-არა მეთქი, არა -მეხანძრეს კისერში სწვდა, ახლა მან მთელი ბოღმა მასზე გადაიტანა. -გადაარჩინე იგი, ან მომეცით უფლება შევიდე იმ წყეულ ქოხში.
-მესმის სერ თქვენი. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ მის გადასარჩნად, მაგრამ-უიმედოდ მხრები აიჩეჩა მეხანძრემ.
-რა მაგრამ? -ანდრეიმ წითელ ფორმაში ხელი ჩაავლო და მისკენ მოქაჩა.
-დამშვიდდით სერ. - ერთ-ერთი პოლიციელი მიუახლოვდა ანდრეის. -ვწუხვარ მაგრამ იქ ცოცხალი არავინაა, ამის დამადასტურებელი მხოლოდ ეს ნივთი ვიპოვეთ. -უფერულ პარკში ჩადებული ალისიას საქორწინო ბეჭედი გადასცა ანდრეის.
ხშირად ისე არ ხდება ყველაფერი როგორც გვინდა. ჩვენ ვგეგმავთ, მერე ხანდახან მოულოდნელად მოხდება ის რაც გვინდა მოხდეს და რაზეც ვოცნებობთ, ხშირად კი ჩვენს მიზნამდე დიდი ტკივილისა და ცრემლების გადატანა გვიწევს.
ხშირად ვგეგმავთ, წინასწარ განვსჯით ხოლმე და იმ მიზნამდე გვიჭირს მისვლა სადაც უკვე გამარჯვებული სახით ვუახლოვდებით ადგილს სადაც საშინელ ფიასკოს განვიცდით ხოლმე.
-ეს მისი არის, კი მისია. -თქვა და ცრემლი მოიწმინდა. -გთხოვთ. -ისევ ცეცხლიკენ გაიქაჩა ანდრეი.
-თუ არ დამშვიდდებით თქვენი დაპატიმრება მოგვიწევს. -დაემუქრა პოლიციელი.
უილსონი და მილერი კვლავ დუმდნენ.
მოკვდა. ალისია მოკვდა. დამთავრდა ამერიკელი ვარსკვლავისა და ქართველი სტუდენტი გოგონას სიყვარულის ისტორია. რა ხანმოკლე აღმოჩნდა იგი.
არსებობს მოსაზრება, რომ ოცნებები არ ხდება და რომ უნდა იცხოვრო ისე როგორც ცხოვრობ, ყოველგვარი გართულებების გარეშე, რადგან ოცნება ცხოვრებას ართულებს, წარმოიდგენ ხოლმე მშვენიერ სამყაროს, დაიწყებ ამ სამყაროში არსებობას და ბრახ! წამებში სკდება ის ბუშტი რომელშიც ეს ყველაფერი მოათავსე, მერე ეჯახები ისეთ პრობლემებს რომელიც ოცნებაშიც კი არ არსებობს, მაგრამ ოცნება ის არის ჩვენი ცხოვრების ის ნაწილი რომელშიც ბედნიერნი ვართ და ეს არასოდეს არ უნდა მოვიკლოთ. ოცნების იმ ნაწილში სადაც ბედნიერება კარს აღებს თუნდაც მცირე მონაკვეთში არასოდეს უნდა დავკარგოთ იგი.
დამთავრდა 2016 წლის 31 დეკემბერი და დაასრულა ალისიმ პატარა სიცოცხლე, მან დაისვენა იმ მარადიული ტანჯვისგან რასაც რუსი დინარა ჰპირდებოდა, თუმცა იგი თანახმა იყო ანდრეის ბედნიერების სანაცვლოდ. ეს ხომ სიყვარულია?
წინასწარ ვერავინ განსჯის რა მოხდება, ზოგჯერ გვგონია რომ ჯინისთვის ხდება საპირისპიროდ.
შეწყვიტა ერთმა გულმა ორ სხეულში ფეთქვა. სულის ერთი ნაწილი მოსწყდა და ზეცაში გაფრინდა, ყველაზე კეთილი და თბილი გული.
ანდრეისა და ალისიას სიყვარულს დიდი გამოცდა გადაეღობა წინ, მათ სიყვარულს სიკვდილი დაუპირისპირდა. სიკვდილი არა არის რა, იგი არაფერია ადამიანის ცხოვრებაში, იგი მხოლოდ შიშია ჩვენს ცხოვრებაში დაბუდებული. არ ასებობს სიცოცხლე სიკვდილის გარეშე. ზოგჯერ სიკვდილი დასასრული არ არის, უბრალოდ ის ახალი ურთიერთობის დასაწყისია.
როცა დავიწყებას მიეცემა მოგონება, მაშინ სიყვარულიც აღარ იარსებებს.
მოკვდა. ქართველი გოგონა მოკვდა.
დამთავრდა ზღაპარი გოგონას, ალისია ჯაფარიძესი.
მოკვდა. ალისია მოკვდა.
ბავშვობამ თვალები დახუჭა, მაგრამ სიყვარულმა არა!
ყველაზე მწარე დღე 31 დეკემბერი, დღე რომელიც ყველაზე ლამაზი და ბედნიერი უნდა ყოფილიყო მათ ცხოვრებაში ახლა ყველაზე საძულველია მისთვის, გრძნობა რომელიც ვერანაირ ტკივილს ვერ გაეჯიბრება. მათი ტკივილი იმდენად ღრმა აღმოჩნდა ექიმებს მათი წინააღმდგობის მიუხედავად წამლების ზემოქმედების ქვეშ აყვანა და საავადმყოფოში გადაყვანა მოუხდათ.
-სტივ სასწრაფოს გაჰყევი. ბენი მარტო არ დატოვო. -უთხა მილერმა და თავად შემთხვევის ადგილის დათვალიერებას შუდგა.
ვერავინ ბედავდა იქედან წამოსვლას, ვერავის ეთმობოდა მაგრამ.
მხოლოდ ფერადი ვარდების თაიგული იყო ისევ ისე, ჩუმად და მდუმარედ რამდენიმე მეტრის მოშორებით და თვალს ადევნებდა თვალებში ცრემლ ჩამდგარ ადამიანებს.
***
2017 წლის 2 იანვარი. 2 დღე გავიდა უბედური შემთხვევიდან.
წუხდა ყველა.. წუხდა პოლიცია.. წუხდა 2 გამომძიებელი, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ ალისია ჯაფარიძეს სიცოცხლე დაეცვათ.
ჯეკ რობინსონს ბრალი წაუყენეს: ადამიანის გატაცება, ცრუ ჩვენება და ინფორმაციის სამართალდამცავებისთვის დამალვა, გარდაცვილის სიკვდილამდე მიყვანა.
პროკურატურამ საქმე დახურა. მიიღეს გადაწყვეტილება რომ მეორე მამაკაცი რომელიც გაბრიელას თანამზრახველი იყო მათთან ერთად დაიწვა ცეცხლში.
სტივ უილსონი და ავგუსტო მილერი ყველანაირად დაუდგნენ მებს გვერდით, მაგრამ თვალს ვერ უსწორებდნენ მათ, რადგან ალისიას დაღუპვას საკუთარ თავსაც აბრალებდნენ.
ძმების წუხილს ასე გულწრფელად განიცდიდნენ ისინი.
სტივ უილსონი შეძრწუნებული იყო. მან კვლავ ვერ გადაარჩინა სიცოცხლე. სტივი ტირის, ძალიან ტირის, მას უბრალოდ გაახსენდა მისი მეუღლე რომელიც ასე უმოწყალოდ მოუკლეს ყაჩაღებმა.
წუხდა ემილი, ლუკასი. მწუხარებას გამოთქვამდა პრესა, ტელევიზია.
წუხდა თამარი და მისი ოჯახი. გიგა, რომელიც სასტიკად განიცდის მეგობრის დაკარგვას და ვერ შესძლო შეეგუოს ამ მძიმე ტკივილს. წუხს უნივერსიტეტის მეგობრები. წუხს მეხანძრე, რომელმაც ანდრეის აცნობა ალისიას დაღუპვის შესახებ.
ემილი შვეიცარიაში ჩამოვიდა. მან ვერ გაძლო მარტო მალიბუში. იგი ერთი წამითაც არ მოშორებია ანდრეის რომელიც მეორე დღეა დამამშვიდებლების ქვეშ ჰყავთ ექიმებს. ბენმა ისევ შეძლო ხელში თავის აყვანა და ძალის მოკრების მცდელობაში ძმის გონზე მოსვლას ელოდებოდა.
წუხს. დიახ წუხს ყველა ვისაც კი შესაძლებლობა ჰქონდა ალისია ერთხელ მაინც ეხილა, გაეცნო იგი და მისი ფაქიზი და კეთილი გული შეეცნო, თუმცა რომ წუხილი არაფერია სიკვდილთან, მოკვდა. ტყვიასავით გაისმა ხალხში და დათრგუნა მეგობრები. სიკვდილი სხვა რამ არის, იგი ძალიან ცივია, ბნელი და მწარე. მას არ უნდა შეეხო, მას ვერ ეთამაშები, სიკვდილი ძალიან ცივია, საშინლად ცივი.
არავინ იცის წინასწარ რაა მოხდება, რთულია ადამიანის ცხოვრების დადგენა, მისი წინასწარი განზრახვა. ადამიანი ბედს თავისით ვერ დაწერს. წინასწარ არავინ იცის რა მოხდება და თუ მოსახდენია ის აუცილებლად მოხდება.
ყველაფერი წარმავალია, ცუდს კარგი მოჰყვება ხოლმე. მედალს ორი მხარე აქვს. ანდრეის მედალიც ამობრუნდება და მეორე მხარეც გამოჩნდება, მისი ვარსკვლავიც გაიბრწყინებს ცაზე და მუდმივად ინათებს. სიცოცხლის შემდეგ სიკვდილია, სულიც იგივე რჩება, თუ არ ჩაუკალი იგი თორემ მხიარულიც კი ყველაზე სევდიანი ხდება. ავდარს დარი მოჰყვება. ცაზე ღრუბელი გაიფანტება და უღრუბლო ზეცას დიდი მხურვალე მანათობელი მზე დაიბყრობს.
***
-დაბრძანდით. -ხელი გაუწოდა და სავარძლისკენ მიუთითა ექიმმა.
იგი ანდრეის ექიმი იყო. რომელიც უბედური შემთხვევის ადგილიდან წამოყვანილ ანდრეის ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა, რაც მისი დამამშვიდებელი წამლების ზემოქმედების ქვეშ ყოფნას გულისხმობდა.
ექიმმა კაბინეტის კარები ურდულით გადაკეტა და მილერის წინ სკამზე მოკალათდა, იგი ცნობის მოყვარეობით მიაშტერდა მას.
-როგორ მოხდა ყველაფერი? -გულწრფელი ინტერესით იკითხა ექიმმა და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო.
-ჰოლივუდის ფილმს ჰგავს მათი ცხოვრება. -დაიწყო მან. -მათი ერთობლივი თანაცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დღეს მოიცავდა.
-ყველაზე რთული დრო დგას ანდრეის ცხოვრებაში. დიდი ალბათობაა იმისა რომ მას ახლა ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყოს, შეიძლება მან ც განიძრახოს და შეასრულოს კიდეც. რამდენიმე წუთის წინ ველაპარაკე მის ძმას ამის შესახებ და შევთავაზე ფსიქიატრიულში დააწვინონ რამდენიმე კვირა მკურნალობის მიზნით, აქ ძალიან კარგად მოუვლიან და უმკურნალებენ-თქო და კატეგორიული უარი განაცხადა.
-ბენი, ბენ ლუჩენკო ძლიერი ადამიანი არის, იგი გაუძლებს ამ ყველაფერს თუმცა მასაც ძალიან გაუჭირდება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ანდრეი კარგად იყოს. ანდრეი კი, იგი ძალიან ძლიერი სჩანს, თუმცა ეს ასე არ არის. მისი ნიღაბი ძალიან ძლიერია მაგრამ შინაგანად ძალიან ემოციური და კეთილია. -მერე გაჩუმდა ავგუსტო მილერი, კეფა მოიქექა და მზერა ექიმის თეთრ ხალათზე გადაიტანა, თვალები სახეს აარიდა, ვერ შეძლო ჩაეხედა ექიმის თვალებს რომლებიც ცრემლებით დანამვოდა. ვერ შეძლო ეცქირა ცრემლიანი თვალებისთვის როცა თავადაც ოდნავი ბიძგი აკლდა აქვითინებამდე თორემ საკუთარი თავის თვითგვემას მოჰყვება რომ ვერ შეძლო გაეერთიანებინა ერთი სული კვლავ ორ სხეულში. ეს ხომ ცხოვრებაა, ყოველთვის ვერ გადააარჩენ. ძალიან ძლიერი უნდა იყო შეეჭიდო პროფესიას და შენი ემოციური ფსიქოლოგია უკანა პლანზე დააყენო. შეიკავო თავი და გაამხნევო დაზარალებული ისეთ შემთხვევაშიც კი როცა ეს ყველაზე ძალიან გიჭირს. -მაპატიეთ. -მოიბოდიშა და ფეხზე წამოდგა. მაგიდიდან ქუდი აიღო და თავზე მოირგო. -ჩემი წასვლის დროა, კარგად ბრძანდებოდეთ.-ხელი გაუწოდა ექიმს და თავდახრილმა ნელი ნაბიჯით გაიარა ოთახი. დერეფანში გასულმა ტელეფონი ამოიღო, სტივს დაურეკა, მასთან შეხვედრა ითხოვა. ნაბიჯს მოუჩქარა და მანქანაში მჯდომმა განყოფილებისკენ აიღო გეზი.
***
დაიწყო ახალი ერა. ახალი ეპოქა. 2017 წლის 3 იანვარი.
დასრულდა თაფლობის თვე, მეტი აღარ შეიძლება მისი გაგრძელება. იწყება ახალი ხანა, განსხვავებით თაფლობისთვისა, ხანა რომელიც ყველაფერს ანადგურებს რასაც ეხება.
დასრულდა თბილი ზამთარი და დაიწყო ცივი სუსხიანი დღეები.
თვითმფრინავი ბორტზე შედგა. ლაქსის აეროპორტში ნაცნობი სახეები გამოჩნდა. ერთმანეთს წელზე ხელშემოხვეულნი, განადგურებული სახეებით ნელი ნაბიჯით მოაბიჯებენ ბენი და ემილი. მათ გვერდით კი ანდრეი მოჩლაჩუნობს. ბენი დრო და დრო გახედავს მას და გულმოკლული დახმარების ხელს ვერსაიდან უწვდის. ის არავის ეკარება, მარტო მოდის, თავდახრილი, ფიქრებში გართული, სახეზე სულიერი ტკივილი გამოსახული და ცხოვრებისგან ძლიერ დაჩაგრული ბიჭი.
-ვიზიარებ -მხარში ხელს უტყაპუნებდნენ და შიგადაშინ ამშვიდებდნენ, თითქოს ეს რამეს შეცვლიდა, თუმცა ვერავინ ხვდებოდა რომ მათი წუხილი დარდს ვერ უქარვებდა.
-აი ისიც -მათკენ გაექანნენ დარაზმული რეპორტიორები.
კამერები ყველა მხრიდან იღებნენ. ერთის დაწინაურებას ელოდებოდნენ, რომ დარჩენილი ჯგროც მათ შესეოდნენ. ისეთი თვალებით უმზერდნენ აშკარად ეტყობოდათ ერთი სული ჰქონდათ როდის ჩასჩრიდნენ მიკროფონს პირში. უაზროდ წიოდნენ და იწელებოდნენ. წურბელებივით არიან ანდრეის ცხოვრებას აკრულნი და მის სახელს გაჰკიოდნენ. არცერთს არ შეეძლოთ იმის დაშვება რომ მათი არსებობა, დღევანდელი დღის შეხსენება და ერთი და იგივე შეკითხვების დასმა ისე მოქმედებდა თითქოს კვლავ და კვლავ ჭრილობაზე აყრიდნენ მარილს.
-რას გრძნობთ მას შემდეგ რაც თქვენი ცოლი დაიღუპა?
უტაქტოები, უგულოები, გულღრძო, გრძელ ცხვირა არამკითხეები.
-ისევ კინოში დაბრუნდებით?
რეპორტიორების სახე არ დაუნახავს, არ მოუსმენია მათი ბზუილი. ყურები დახშული, ხედვა უარყოფილი, გრძნობა განულებული. მაგრამ ბენს შეეძლო მოესმინა, შეეხედა და ეგრძნო. ისეთ გრძნობას შეებყრო სიამოვნებით დაუყვირებდა, ჯგროს თითოეულ წარმომადგენელს დაარტყ6ამდა ქალს თუ კაცს, რათა როგორმე თავიდან მოეშორებინა ეს აბეზარი ხალხი რომლებმაც მთლი თვეა ტვინი წაიღეს, რომლებსაც გული არ აქვთ ან არ უნდათ რომ ქონდეთ.
-კომენტარი გააკეთეთ. -არ ცხრებოდნენ.
-დამშვიდდით -სწრაფად დაეწია უკან მომავალი მილერი და უილსონი მათ და ჟურნალისტებს წინ გადაეღობა.
-გეყოფათ -აღშფოთდა სტივი. -იყოს თქვენთვის რაიმე ღირებული.
-ეს ჩვენი მოვალეობაა. -თავი იმართლა ერთ-ერთმა მათგანმა.
-თქვენი მოვალეობა ადამიანებით მანიპულირება და მათთვის ტკივილის განახლებაა. -ჟურნალისტებს აწვებოდა იგი და მგლოვიარეთათვის მათ თავიდან მოცილებას ცდილობდა.
აეროპორტის დაცვა დაეხმარა ჟურნალისტები გაეჩერებინათ მათგან. ანდრეი, ბენი და ემილი ბენის მანქანაში ჩასხდნენ, რომელსაც სტივ უილსონი მართავდა. უკან თავისი მანქანით მილერი მიჰყვა.
მანქანები ბენის სახლის გზას დაადგნენ.
***
"-რომ მოვკვდები იტირებ? კი, კი, იტირებ. ალბათ ძალიან ბევრ ცრემლს დაღვრი, კუბოს დაემხობი და იმ წამებს გაიხსენებ როცა გახარებული ერთმანეთს ვეხუტებოდით, როცა ერთად ვიყავით ყველგან და ყოველთვის.
-რატომ გგონია რომ ვიტირებ? -გაიკვირვა თამარმა -კარგი რა ალისია ნუ გიყვარს ყველაფრის დრამატიზირება. პირიქით, ძალიან ბევრ ფლავსა და აჯიკას შევჭამ. მმმ როგორი გემრიელი იქნება სოკო პიურეთი. თუ გინდ შიდა ფლავი.
-მერე ჩემს საფლავზე ივლი -განაგრძობდა ალისია ისე, თითქოს თამარის ხუმრობა არ ესმოდეს -ბევრ ყვავილებს მომიტან, საათობით ჩამოჯდები სურათთან, მიწას ხელით მოეფერები და მთელი მსოფლიოს ამბებს მომიყვები.
-შავებიც ხომ არ ჩავიცვა? თუმცა კარგი რამდენიმე დღე გავუჭირვებ და ჩავიცმევ, ხალხი რას იფიქებს მაინც. იტყვიან ერთად იზრდებოდნენ და ერთი კვირაც არ იგლოვაო. -თქვა და სიცილისგან ლამის გაიგუდა.
-რამდენიმე დღე არა, ძალიან დიდხანს ატარებ შავებს, ძალიან მოგენატრები, ჩემი დანახვა და ჩემთან საუბარი მოგინდება "-გულზე ისარივით ესობოდაა ალისიას სიტყვები და შავი სამგლოვიაროდ ჩაცმულ მაისურს ხელით გლეჯდა, იმ მაისურს რომელზეც ერთ დროს ღიმილით საუბრობდა თამარი, როცა მეგობარი თავის სიკვდილზე ესაუბრებოდა.
"-არაფერიც არ მომენატრება.
-მაგასაც ვნახავთ.
-გოგო შენ ხომ არ გაუბერე? საიდან მოიტანე სიკვდილი, ან რატომ ლაპარაკობ საერთოდ? იქნებ გაჩუმება სჯობს, პირს მხოლოდ იმიტომ თუ დააღებ რომ ასეთი სისულელეეები წამოაყრანტალო სჯობს საერთოდ ჩუმად იყო.
-კარგი რა მოგდის ვხუმრობ. დავიჯერო ერთხელაც არ გიფიქრია საკუთარ სიკვდილზე?
-დაიჯერე."
-ძალიან მიჭირს შენ გარეშე ცხოვრება ალისია. როგორი მოურჩნელი ტკივილი ყოფილა შენი დაკარგვა. გრძნობდი რამეს? რატომ მეობნებოდი გამუდმებით შენი სიკვდილის ამბავს? მე კი როგორ დაგცინოდი ამაზე. ალისია სად ხარ მეგობარო?
-თამარ რა მოგდის დედი? -კარები შემოაღო შავებში ჩაცმულმა ქალმა და საწოლის კუთხეში ჩამჯდარ აღრიალებულ თამართან მივიდა. გოგონას ფერმკრთალი სახე და ჩაცვენილი თვალები ჰქონდა, ტანთ მხოლოდ შავები ეცვა, თმები გაშლილი ჰქონდა, თვალები კი ტირილისგან დასიებული.-შვილო თამარ, -იქვე ჩამოჯდა ქალბატონი ზაირა, თამარის დედა, ცრემლები მოსწმინდა სახედან და გულზე მიიკრა შვილი. -შენც გინდა შენს გარეშე დავიტანჯო? არ შემიძლია შენი ასეთ მდგომარეობასი ყურება. ერთი შვილი დავკარგე, ჩემი ალისია და ახლა გინდა უშენოდ ყოფნა მაგრძნობინო?
თამარმა დედის კალთაში ტირილს მოუმატა და სულ უფრო მეტად მიეკრო მას.-კარგი, კარგი ჩემო ლამაზო. არ შეიძლება ამდენი ტირილი, ცრემლი გაგიშრება, დაავადდები შვილო, დღითი დღე ხელიდან მეცლები ჩემო ანგელოზო. -პირისპირ გაისწორა შვილის სახე და კვლავ მოსწმინდა ცრემლი.
თამარი ახლა მხოლოდ გახშირებული სუნთქავდა.-შემომხედე. შეხედე შენს დედას. მორჩა ახლა ავდგებით და სამზარეულოში გავალთ. დღეს საკურთხის დღეა არ შეიძლება ტირილი. კარგი?
თამარმა თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია.
ქალბატონმა ზაირამ ფეხზე წამოაყენა შვილი, გვერდით ამოიყენა და სამზარეულოში გაიყვანა.



№1 სტუმარი გვანცა))

მე შენ გამანადგურე

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი ამას კი არ გაპატიებ... ამდენ ცრემლს და განადგურებულ გულს არ გაპატიებ... ძალიან ლამაზად გაქვს ყველაფერი აღწერილი მაგრამ ალისიას სიკვდილმა მეც მომკლა... ამას ნამდვილად არ ველოდი...

 


№3 სტუმარი nini

კარგი რა ამ ისტორიას ასე ამთავრებ გააგრძელე და დასასრულიც დადე

 


№4  offline წევრი padackles

nini
კარგი რა ამ ისტორიას ასე ამთავრებ გააგრძელე და დასასრულიც დადე

დავდე :))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent