შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 17


16-11-2016, 17:11
ავტორი Viktoria
ნანახია 2 274

დილით ადრე გამეღვიძა, მაგრამ ადგომა მეზარებოდა ასე, რომ ისევ გიორგის მკლავებში ჩავრგე თავი. ჩემს მოძრაობაზე გაეღვიძა და ხელები უფრო მაგრად მომხვია, ცოტა ხნის შემდეგ საუბარიც დაიწყო.
- დილამშვიდობისა მშვენიერო.
- დილამშვიდობისა.
- ადგომის დროა, მაგრამ სულაც არ მინდა საწოლის მიტოვება.
- გამოცდაზე აუცილებლად უნდა გამოვცხადდეთ.
- ხო, ვიცი ვიცი.
- ასე, რომ ავდგეთ მოვწესრიგდეთ და უნივერსიტეტისაკენ წავიდეთ.
ავდექით თავი მოვიწესრიგეთ, სამზარეულოში ჩავირბინეთ. ყავა გავიმზადეთ, დავლიეთ და უნივერსიტეტისაკენ წავედით. გამოცდა ჩავაბარეთ და ჩემი სახლისაკენ წამოვედით. გიორგი დამემშვიდობა სახლში შევედი თავი მოვიწესრიგე და ბავშვებს დაველოდე. გჰამოცდებს ვაბარებდით და კარგ დროსაც ვატარებდით. ბოლო გამოცდის შემდეგ წვეულების მოწყობა გადავწყვიტეთ, ჩემთან ვიყავით გიორგი და ლუკა აკადემიური წერის საკითხებს სწავლობდნენ მე და ანი სამზარეულოში ვჭორაობდით.
- ვნერვიულობ მარიამ, არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ.
- არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.
- წავალ ბიჭებს დავუძახებ.
- კარგი მე სუფრას გავაწყობ.
სუფრა გავშალე, ბავშვებიც შემომიერთდნენ, მაგიდაზე საკუთარი ადგილები დავიკავეთ, საჭმელს ვჭამდით, ვიცინოდით და დროს კარგად ვატარებდით.
- მარიამ კიდევ მინდა შოკოლადის ნაყინი.
- შოკოლადის აღარ მაქვს, მარწყვის, რომ იყოს?
- არაუშავს, მაინც შევჭამ.
- ანი დღეს იმდენჯერ ჭამე ხო კარგად ხარ, საერთოდ აღარ უფრთხილდები შენს ფიგურას, თუ ასე გააგრძელებ, გასუქდები ხო იცი.
- ამით რა გინდა, რომ თქვა? მსუქანი არ გეყვარები.
- როგორ არა ჩემო მშვენიერო, სუსტი, მსუქანი ჩემთვის სულერთია, მე შენ მიყვარხარ არა შენი ფიზიკური სილამაზისთვის არამედ შენი სულიერი სილამაზისთვის. შენ ჩემი ცხოვრების აზრი ხარ.
- შენ კიდევ ჩემი.
ანის და ლუკას ვუცქერდით გიორგიმ გამიღიმა და მეც ღიმილითვე ვუპასუხე. საკითხები ვისწავლეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გიორგი როგორც ყოველთვის ჩემთან დარჩა. ბევრი რამ გავიგე მასზე და მის ოჯახზე.ოთახში შემოვბრუნდი გიორგი ისევ საკითხებს კითხულობდა.
- შენ ისევ აქ აპირებ, რომ დარჩე?
- და შენ წინააღმდეგი ხარ?
- არა სულაც არა.
- ასეც ვიცოდი, მოდი აქ.
ხელი დამავლო და გულში ჩამიკრა ასე ჩახუტებული მიმიყვანა დივანთან ზედ ჩამოჯდა და მეც გვერდით მიმისვა.
- მისმინე არ ჯობია, რომელიმე რესტორანში, რომ დავმჯდარიყავით ხვალ?
- არა სახლში ჩავუჯდებით და კარგ დროსაც გავათარებთ.
- ხო, მაგრამ უნივერსიტეტი გამოცდა და მერე საყიდლები, მზადება დაიღლები მთელი დღე.
- ხვალინდელი დღე ამად ღირს.
- რას გულისხმობ? რამე ისეთი იცი რაც მე არ ვიცი.
- არა უბრალოდ აი ნახავ ხვალ რაღაც ისეთი მოხდება, რაც ყველას გაგვახარებს.
-შენ იცი რაც ხდება, მაგრამ არ მეუბნები, კარგი დაველოდები ხვალინდელ დღეს.
- მერწმუნე არაჩვეულებრივ დროს გაატარებ.
- დარწმუნებული ვარ.
- უი ხო ხვალ საყიდლებზე ხო წამომყვები?
- როგორც შენ გინდა ისე იქნება ყველაფერი.
- კარგი მშინ, ხვალ მე და შენ გამოცდების შემდეგ წავალთ და საქმეებს შევუდგები.
- მე კიდევ მოგეხმარები.
- მთელი დღე ჩემთან ერთად კუხნაში იტრიალებ?
- რატომაც არა, შენთან ახლოს ვიქნები.
- კარგი როგორც გინდა.
- წამოდი საძინებელ ოთახში გავიდეთ, ჩემი აზრით უკვე ძილის დროა.
- ხო მაინც და მაინც არ მეძინება, მაგრამ ავიდეთ.
ხელი დამავლო და ატატებული ამიყვანა საძინებელ ოთახში შემიყვანა საწოლზე წამომაწვინა გვერდით მომიწვა და ხელი ჩამკიდა.
- ეს ყოველი შემთხვევისათვის, რომ არ გამეპარო.
- არც ვაპირებდი, არსად გაპარვას იცი რატომ? იმიტომ, რომ ძალიან მომწონხარ და შენთან ყოფნა მსიამოვნებს.
- მეც მაგრამ მოდი მაგაზე საუბარს ნუ გავაგრძეკებთ თორემ პირობის გატეხვა მომიწევს მე კი ეს არ მჩვევია და არც მინდა შენთვის მოცემული პირობის დარღვევა.
- მესმის.
- კარგი ახლა დაისვენე, დაიძინე.
- კარგი.
თავი ჩამოვადე გულ-მკერდზე და ასე მიხუტებული ვიყავი მასზე, არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
დილით თვალი, რომ გავახილე გიორგი საძინებელში არ დამხვდა ავდექი თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი, გიორგი ჩვენთვის ბლინებს აცხობდა.
- არაჩვეულებრივი სურნელია.
- მერწმუნე ასეთივე გემრიელია.
- ვნახოთ, ვნახოთ.
- მოდი და ნახე.
ბლინები გავსინჯე და მართლაც ძალიან მომეწონა.
- მართლაც, რომ გემრიელია.
- იცი რატომ?
- ალბათ ბევრი შაქარი დააყარე.
- არა შაქარი აქ არაფერ შუაში არ არის ეს ბლინები იმიტომ არის ასეთი ტკბილი, რომ შენთვის მთელი გულით ვაკეთებდი.
- გასაგებია.
- თუკი ხარ მზად, ხომ არ წავსულიყავით უნივერსიტეტში.
- რატომაც არა მე მზად ვარ და შენ?
- მხოლოდ საროჩკა უნდა ჩავიცვა.
- მოდი აქ, მოგეხმარო.
საროჩკა შემოიცვა და ღილები ნელ-ნელა შევუკარი, ჩაიღიმა და გულ-მკერდზე მიმიხუტა.
- მისმინე შენს საროჩკას რა სჭირს?
- ჩემსას არც არაფერი, რატომ მკითხე?
- არასწორად გაქვს შებნეული.
- არ არსებობს.
- მოდი აქ...
- არა იყოს თვითონ შევიკრავ.
ღილები შევიხსენი და ნელ-ნელა დავიწყე მისი შეკვრა. უეცრად გიორგიმ მისკენ მიმატრიალა ხელები მომენტალურად მკერდზე ავიფარე. მომიახლოვდა ხელები ჩამაწევინა და ისევ გულ-მკერდზე მიმიხუტა.
- გთხოვ ასე ნუ იქცევი.
- გიორგი ხო ხვდები ასე, რატომ ვიქცევი.
- ვიცი, მაგრამ ჩემი ნუ გრცხვენია.
- ხო მაგრამ.
- გაჩუმდი და მაცადე.
ნელ-ნელა შემიკრა ღილები და გამიღიმა.
- აი ასე ჯობია, მშვენიერო.
- მოდი აქ მომიახლოვდი.
ერთმანეთს გადავეხვიეთ და ასე ვიყავით, რამოდენიმე წამი, შემდეგ ნაზად მეამბორა ლოყაზე და მეც ვაკოცე, მომენტალურად ჩვენ ერთმანეთს ტუჩებით შევეხეთ და ჩემდაუნებურად ისე ვნებიანად ვეძგერე ბაგეებზე, რომ საკუთარმა თავმაც კი გამაკვირვა. ვკოცნიდი და ისიც მკოცნიდა, ნაზად შევუცურე თმებში თითები და ჩემსკენ მოვიზიდე, წამის მეასედში ხელში ამიტაცა და სამზარეულოში მაგიდაზე შემომსვა. ერთმანეთს ვკოცნიდით და ვეფერებოდით დროის შეგრძნება სულ დავკარგეთ კიდევ დიდ ხანს არ შევჩერდებოდით ტელეფონზე, რომ არ დაერეკა ანის და ლუკას.
- სად ხარ ამდენი ხანი? თუ მალე არ მოხვალ გამოცდაზე დაგაგვიანდება.
- მოვდივარ, არც კი ვიცი რა დამემართა.
- გიოც გააღვიძე რა ალბათ ჩაეძინა.
- აუცილებლად გავაღვიძებ.
ტელეფონი გავთიშე და გიორგის ისევ ჩავეხუტე.
- გვაგვიანდება.
- ვიცი.
- წავიდეთ?
- არ მინდა, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდეთ.
- კარგი წამოდი.
- მოიცა ერთი წამი.
- რამე ხომ არ გავიწყდება?
- მე არა და შენ ხომ არ გავიწყდება?
- კი.
- მიდი მალე გელოდები, მშვენიერო.
- აი ეს მავიწყდებოდა.
ნაზად ვაკოცე ბაგეზე, რაზეც ჩაეღიმა და თვითონაც მაკოცა.
- ახლა რას მეტყვი, გახდები თუ არა ჩემი გოგო?
- ჯერ არა ზეპირი გამოცდების ბოლოს გეტყვი პასუხს ანდა არა მოიცა...
- იმედია ფინალურ გამოცდებს არ გულისხმობ?
- შენ ხომ მაინც ჩემთან იქნები არა?
- კი მაგრამ ფინალური გამოცდები...
-ვიცი, რომ ბევრს გთხოვ მართლა, მაგრამ...
- მოდი აქ ჩემო სულელო ბავშვო.
გულში ჩამიკრა და ასე ჩახუტებული გამიყვანა გარეთ. უნივერსიტეტისაკენ წავედით, ჩვენი ბავშვები დავინახეთ, როცა ყურში ჩუმად მიჩურჩულა რაღაც, შემდეგ კი მიკბინა.
- პრივეტ ბავშვებო.
- ცოტაც და გამოცდაზე დააგვიანებდით.
- ხო ანი, მაგრამ მთავარია აქ ვარ შენი წყალობით.
- და ჩემიც, წვლილი მეც შევიტანე.
- მადლობა ძმაო შენ, რომ არა აბა ჩვენ რა გვეშველებოდა.
კურატორის მოსვლამ გვაიძულა საუბრის გაწყვეტა, ოთახში შევედით, საკუთარი ადგილები დავიკავეთ საკითხებიც ავიღეთ და წერას შევუდექით საათნახევრის შემდეგ ოთახიდან გამოვედით და სტუდკაფეში შევედით, სანამ ბიჭები ზაკაზს აძლევდნენ მე და ანი ვსაუბრობდით.
- როგორ გრძნობ თავს?
- კარგად, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ ჭამა მინდა.
- პატარას აშკარად კარგი მადა ექნება.
- სულ ვჭამ მიკვირს ასე რატომ ვარ, მე არ მიყვარდა ჭამა.
- საიდან იცი ეგ?
- დედაჩემს ვკითხე ისე თითქოს და ბავშვობა გამახსენდა.
- ალბათ ლუკას გავს.
- ალბათ კითხვით ვერ ვეკითხები ჯერ-ჯერობით.
- არაუშავს დღეს ყველაფერი მოგვარდება.
- და მაინც ვნერვიულობ.
- და არზე ნერვიულობ ჩემო მშვენიერო?
- საკითხებზე მგონი ამერია და არასწორად დავწერე.
- დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი სწორად დაწერე.
- ვნახავთ როცა ქულებს გავიგებთ.
- მართალი ხარ, მარ ლუკაჩო შოკოლადის ნაყინი არ მინდა გთხოვ მარწყვის მომიტანე.
- კარგი ჩემო დედოფალა, შენი სურვილი ჩემთვის კანონია.
ლუკა გიორგისაკენ წავიდა და ისევ მარტო დაგვტოვა.
- შენზე და გიორგიზე რას მეტყვი აბა?
- ფინალურ გამოცდებზე უნდა ვუპასუხო, ვიქნები ტუ არა მისი გოგო.
- და მერე რას აპირებ?
- ნუ მე ახლაც მისი ვარ, მაგრამ მაინც.
- გიორგიმ რაო რა გითხრა?
- დაგელოდებიო.
- და ისე რა ხდება თქვენს შორის?
- რავი ნორმალურად ვართ.
- კარგია.
ბიჭებიც მოვიდნენ, მივირთვით, ერთმანეთს დავემშვიდობეთ სახლისაკენ წამოვედით, გზაში ყველაფერი ვიყიდეთ, რაც დღეისათვის გვჭირდებოდა, სახლში მივედით და პროდუქტები ამოვალაგეთ.
- მისმინე მე გადავალ გამოვიცვლი და რაღაცეებს გადმოვიტან.
- კარგი გელოდები.
- მალე მოვალ.
ერთმანეთს ვაკოცეთ და საქმიანობას შევუდექი.
ესეც მომდევნო თავი. იმედია მოგეწონებათ.
ჩემი დის წარსულმა  სიყვარული მაპოვნინა  თავი 17
<3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent