შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები თავი 3


16-11-2016, 18:02
ავტორი Ano-Ano
ნანახია 1 844

დღევანდელი დილა რაღაც განსაკუთრებულად დაიწყო, მიზეზი ამის კი მისი ბავშობის მეგობრის და ელენეს ნათლიის დაჩის ჩამოსვლა იყო საქართველოში, წინა ღამით დაპირდნენ ერთმანეთს რომ დღეს შეხვდებოდნენ, დაჩის კიდევ ერთი პლიუსი ჰქონდა ის გიორგის უახლოესი მეგობარი იყო, და მიუხედავად იმის რომ ალექსანდრას არ სურდა გიორგიზე რამე გაეგო მაინც ქალური ინტერესი არ აძლევდა იმის საშვალებას რომ რაღაც ინფორმაცია მაინც არ გაეგო მასზე, თანაც დაჩი ხომ მის ბედნიერ ბავშვობასა და წარსულთან ასოცირდებოდა, გარდა ამისა ის მის საუკეთსო დაქალზე მაკოზე იყო დაქორწინებული და სულ რომ არაფერი ეს უკვე აძლევდა იმის საშუალებას ბედნიერს გაეღვიძა, დაჩი და მაკო როცა დაქორწინდენ საქართველოდან გაემგზავრნენ, ეხლა მათ 3 წლის პატარა დემეტრე ჰყავთა და ბედნიერად ცხოვრობენ საფრანგეთში, დაჩის გიორგისთან ერთად საერთო ბიზნესი აქვს, და მიუხედავად იმისა რომ ალექსანდრამ დაქალი დიდი ხნის წინ გააფრთხილა რომ გიორგიზე არანაირი ინფორმაციის გაგება არ სურდა მაკო დრო და დრო მაინც შეაპარაბდა ხოლმე რამეს, მაგრამ ერთხელაც გოგოებმა ამის გამო საკმაოდ იკამათეს და მის მერე მაკო ხმას აღარ იღებდა და თითქოს გიორგი არც არსებობს ისე იქცეოდა, მის საუკეთესო დაქალს ხომ არ დაკარგავდა, ითვალისწინებდა მის ტკივილს. დაჩი ამჯერად მარტო იყო ჩამოსული მაკოს გარეშე, პირად საქმეზე და როგორც ყოველთვის არ აპირებდა საქართველოდან ისე გამგზავრებას რომ ალექსანდრა არ ენახა.
სახლიდან გავიდა თიკოსთვის არ გაუვლია რადგან ბოლოს და ბოლოს გააკეთა მანქანა და აღარ დაჭირდებოდა ალექსას დახმარება, ეს კი იმას მიანიშნებდა რომ თიკო მინიმუმ ორი საათის დაგვიანებით მივიდოდა სამსახურში, მაგრამ გოგოები უკვე ამ ფაქტს შეჩვეულები იყვნენ.
ოფისში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, რაღაც ნიუანსები შეასწორეს და თორმეტ საათზე დათქმულ დროს მათთვის უკვე კარგად ნაცნობ კაფეში შეხვდნენ დაჩი და ალექსანდრა ერთმანეთს, ძველი მეგობრის ნახვამ სიყვარულით გაუთბო გული ალექსას, გადაეხვია და ლამის ცრემლებამდე მიიყვანა ნაცნობმა სითბობ.
როგორ ხარ ჩემო ანგელოზო? დაიწყო დაჩიმ
კარგად ჩემო ჯელტმენო შენ როგორ ხარ, გავიგე შენი ამბები კარგად ხართ მაკოს ვეხმიანები და ვიცი თქვენზე დემე როგორ არის?
მადლობა კარგად ალექს შენი ამბები მომიყევი ელენე როგორააა? ჩემი გოგო, ნახე საჩუქარი ჩამოვუტანე, არც ისე ყურადღებიანი ნათლია არ ვარ მაგრამ ხომ იცი რთულია ამ დისტანციაზე ყურადღების მიქცევა, და გვერდით დადებული პატარა ყუთი მიაწოდა ალექსს.
რას ამობობ, ეხლა არ გინდა ესე თავის დამდაბლება ჩაიცინა ალექსამ, შენ შესანიშნავი ნათლია ხარ. აქ მარტო რატომ ჩამოდი ხომ არის მშვიდობა?
კი კი მშვიდობაა, მარტო არ ჩამოვსულვარ მეგობართან ერთად ვარ რაღაც საქმეზე.
ალექსამ როგორც კი გაიგონა სიტყვა მეგობარი მაშინვე გულმა სხვანაირად დაიწყო ძგერა, მაგრამ კითხვა ვერ დაუბრუნა, არ უნდოდა ის პასუხი მიეღო რაც ისედაც ნათელი იყო, გიორგისთან ერთდ ჩამოვიდა გაიფიქრა თავისთვის და თემა სხვა რაღაცაზე გადაიტანა, და როდის მიდიხარ?
რავი ალექს ალბათ ორ დღეში რაღაც ბიზნესთან დაკავშირებით ჩამოვედით, ისვე მრავლობითში დაუკონკრეტა ბიჭმა.
ძალიან კარგი მიხარია შენი ამბავი.
იცი არ ვიცი როგორ დავიწყო მიუხედავად იმისა მაკომ გამაფრთხილა რომ სიტყვა არ დამეძრა შენთან ამ თემაზე, მაგრამ ხომ იცი მე სხვანაირად არ შემიძლია, გიორგისთან ერთად ჩამოვედი, ძალიან ენატრები ალექს სულ შენზე ლაპარაკობს სხვა ქალისკენ არც კი გაუხედავს, თან ხომ იცი რომ არ გაუჭირდება ვინმეს მოძებნა, უბრალოდ მას მხოლოდ შენ სჭირდები, შენ მისი ნაწილი ხარ, ესე ვერ ამოგგლეჯს, ვერ ამოგიგდებს თავიდან.
დაჩ გთხოვ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი რაც იყო იყო, შენ ეხლა იცი ვისზე მელაპარაკები ჩემი შვილის მკვლელზე, ჩემი ცხოვრების დამგრევზე და ჩემი სულის გამნადგურებელზე, შენ მაინც არ იცი რამხელა ტკივილი მომიტანა, კარგი გაერთო გაერთო სხვა ქალთან გაიარა მესმის არ ვარ პატარა გოგო, მაგრამ ჩემს საკუთარ სახლში ჩემს საწოლში, იმ ადგილას სადაც ჩემი ყველაზე წმინდა თავშესაფარი იყო, ადგილი დაილია? ეს როგორ გამიკეთა ასე როგორ მომექცა და სულ რომ არაფერი ბოლოს საავადმყოფოში ვნახე, მის მერე კი აღარ გამოჩენილა, ბილეთი აიღო და წავიდა შემატოვა ყველაფერი მე. თითიქოს დამნაშავე მე ვიყავი და არა ის. გაიქცა შეეშინდა აი ასეთია შენი ძმაკაცი, ნუთუ ბავშვი მაინც არ მოენატრა მთელი სამი წელი რომ არ უნახავს რაზე უნდა ვილაპარაკოთ რა მონატრებაზე, მხოლოდ ტელეფონზე დარეკვით შემოიფარგლება მამობა? ეგ ადამიანი ჩემთვის სამუდამოდ მოკვდა იმ ღამეს, გემუდარები ნუღარ მელაპარაკები ამ თემაზე. ალექსმა თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წასკდა.
კარგი გთხოვ დამშვიდდი მე ამის გამო არ მითქვამს შენთვის რომ შენ დაიტანჯო უბრალოდ შეიძლება ყველაფრის თავიდან დაწყება გეცადათ მეტი არაფერი.
გთხოვ ეს გამორიცხე აღარ მინდა ამ თემის განხილვა.
კიდევ ისაუბრეს მილიონ თემაზე, მაგრამ ალექსანდრას თავში მხოლოდ ის უტრიელებდა რომ ის აქ იყო მის სიახლოვე და ვერ გაეგო ეს ზიზღის გრძნობას იწვევდა მასში, სიყვარულს თუ იმედგაცრუებას. ყველა გრძნობას ერთად მოეყარა თავი საჭესთნ დაჯდა და ცრემლები დაუკითხავად უპირობოდ აპობდა მის ლოყებს. არ იცოდა რა ექნა სად წასულიყო თითქოს ყველა იარამ ერთად დაიწყო გახსნა თითქოს არც არაფერი დასრულებულა და ეს ტკივილი ისევ ისეთივე სიმძლავრით ეხეთქებოდა მის სხეულს.
ამ დროს ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა დაიხარა რომ ტელეფონი აეღო და უცებ იგრძნო რაღაც მძიმე ტკივი კისრის არეში, აიხედა და დაინახა რომ წინ მიმავალ მანქანას დაჯახებოდა. ორი წუთი დასჭირდა გონზე მოსულიყო თუ რა მოხდა მის თავს, ცრემლები მოიწმინდა და სასწრაფოდ მანქანიდან გადმოვიდა, ის ის იყო უნდა დაეწყო ბოდიშის მოხდა რომ შემთხვევით მოუვიდა რომ მანქანიდან გადმოსულმა მამაკაცმა პირდაპირ შეტევაზე დაიწყო გადმოსვლა.
უკაცრავად ქალბატონო თვალებში ვერ იხედებით? ეს რა უბედურებაა ყველა შემხვედრს აძლევენ მართვის მოწმობას, ეს უკვე მეტისმეტია არ ცხრებოდა კაცი.
ძალიან დიდი ბოდიში ბატონო, ალექსანდრა დაბნეული იყო კაცის ესეთი აგრესიით
ბოდიში?
ბოდიში უშველის ეხლა ჩემს დალეწილ მანქანას?
ძალიანაც ნუ ამეტებთ ისეთი არაფერი ჭირს აქ ოცით მოვდიოდი უბრალო ნაკაწრია.
გოგო შენ იცი ეს მანქანა რა ღირს და რას უძახი შენ უბრალო ნაკაწრს, მთელი შენი ცხოვრება რომ იმუშავო ვერ იყიდი ამ მანქანას.
ალექსანდრე ძალიან გააბრაზა კაცის ესეთმა დამოკიდებულებამ თვითონაც აუწია ხმას და ეხლა თვითონ გადავიდა შეტევაზე, მე შენ გითხარი ბოდიში მეთქი გარდა მაგისა დაზღვევა აანაზღაურებს ყველა ხარჯს და მესამეც თუ საჭირო გახდება და ასე დაილეწა შენი მანქანა როგორც ამას შენ ამბობ ახალს გიყიდი ღმერთო ჩემო.
ვაუ ბრავო ანუ შეტევაზეც გადმოდიხარ საუკეთესო თავდაცვა დავდასხმააო ალბათ ეს მაინც წაგიკითხავს ან გაგიგონია, ვიცი შენნაირი ქალები როგორც აკეთბენ სპეციალურად მოახდინე ეს ავარია, სავარაუდოდ იფიქრე ვინმე მდიდარ საყვარელს გამოვიჭერო და არ გამაზე, მაგრამ ჩემთან ეს ნომერი არ გაგივა გოგონი.
ბატონო? თქვენ მემგონი სერიოზული პრობლემები გაქვთ ჯანმრთელობასთან შეურაწყოფის გამო ეხლა გიჩივლებთ და ვინ რას გამოიჭერს მაგასაც ვნახავ, იდიოტი ხმამაღლა დაიძახა ალექსანდრამ და მანქანისკენ მიბრუნდა რომ ტელეფონი ამოეღო და პატრულში დაერეკა რადგან ამ უკანასკნელებმა უნდა შეავსონ ავარიის ყველა დეტალი და სადაზღვეოს გადასცენ.
კაციც ცოტა დამშვიდდა თვითონაც მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ ბოდიშის მოხდას ნამდვილად არ აპირებდა, ვიღაცას დაურეკა და პატრულის ეკიპაჟის მოსვლის შემდეგ როცა რაღაც პროცედურები გაიარეს სხვა მანქანით იქაურობა დატოვა ისე რომ ალექსანრასათვის აღარც შეუხედავს.
რამოდენიმე საათის შემდეგ ალექსაც ოფიში დაბრუნდა თავისივე მანქანით, რადგან დიდი ავარია არ იყო უბრალოდ იმ გაუთლელმა სოფლელმა რომელმაც დღეს რაღაც იშოვა და თავი კაცი ჰგონია ერთი ისეტერიკები ატეხა, ესე დაახასიათა ალექსამ გოგოებთან ის კაცი.
ვაუ რა მაგარია, რომანწიკაააა, წამოიძახა აღფრთოვანებით თიკომ როცა გაიგო ავარიის დეტალები.
რა რომანიტიკა გოგო ვიღაც იდიოტი იყო ვერ ხედავ როგორ შეაშინა ჩვენი გოგო გამოექომაგა ლანა.
კარგი რა უბრალოდ იკაცა თიკო რატომღაც აღაფრთოვანა კაცის მამაკაცურმა თავდასხმამ, მოიცა და როგორი ტიპი იყო ვიდზე? დაინტერესდა მაშინვე.
ნუ რავიცი მე მაგას არ ვუყურებდი, მაღალი, შავგრემანი, დაკუნთული, შეიძლება სპორცმენია ან რავი ვარჯიშობს აზრზე არ ვარ, ხელზე მაგარი საათი ეკეთა
ოჰ ხედავ თურმე გქონია მაგის თავი გოგოს, ჩაიკისკისა თიკომ.
გოგო უბრალოდ ერთი საათი მეჩხუბებოდა და ელამი ხო არ ვარ შევხედე თან ხომ იცი საათზე როგორი გართულებაც მაქვს ეშმაკურად გაეცინა ალექსანდრას, მაგრამ თითქოს რაღაც გაახსენდაო და იქვე მოიღუშა, გოგოებს რათქმა უნდა არც გამოპარვიათ მისი ასეთი უეცარი ცვლილება.
ჰა რა მოხდა აღარ იტყვი ეჭვის თვალით დაუწყო ყურება ლანა.
გიორგია ჩამოსული
რააა? შეიცხადა თიკომ, როგორ ბედავს
კარგი გეყოფა ეხლა საქართველოში ჩამოსვლას ვერ დაუშლი შეეპასუხა ლანა და თან ალექსანდრას გადახედა მერე რას აპირებ?
არაფერს ლანუკა რას უნდა ვაპირედბე ჩემს სიახლოვე ვერ მოვა ეს ზუსტად ვიცი
და რომ მოვიდეს? შენ რა რეაქცია გექნება რას იზამ, ისევ ისე უნდა მოკვდე და ჩაწვე ლოგინად?
არ ვიცი მე თვითონ არ ვიცი რა გრძნობა დამრჩა მის მიმართ.
მე შენს ადგილას ვნახავდი, ინტერესის გამო მაინც ჩაერთო თიკო
გოგო შენ იმიტომ ნახავდი რომ სიყვარული არ შეგიძლია, გაიხსენე ვინ გყვარებია საერთოდ, ნუ კაცებზე ვლაპარაკობ თორემ მეგობრები კი მოგცა ღმერთმა.
აუ ლანუკა ეგრეც არ არის რა ზედმეტი არაფერი ვარგა, ჩაერთო ალექსანდრა, აბა ის ჯობია მე რაც გადავიტანე და გადამაქვს გასკდება ეს გული და დაისვენებს ყველა.
მე მაინც ვფიქრობ შენ ეგ კაცი დაჯინებული გყავს და მაგას სიყვარულთან არანარი კავშირი აღარ აქვს, მესმის შენი შვილის მამაა გარკვეული გრძნობები გაკავშირებს, მთელი ბავშვობა, მაგრამ არ შეიძლება ადამიანს ესე მიეჯაჭვო ეს საბოლოოდ არასოდეს მთავრდება კარგად, ფილოსოფიური ჩაურთო თიკომ, რომელიც თუ არ ხუმრობს ხოლმე ხშირად ბევრ სწორ რაღაცეებსაც ამბობს.
გოგო შენ რა იყო დღეს ფილოსოფოსობ? სიტუაციის გახალისება სცადა ლანამ, ხო მართლა ფილოსოფოსობაზე გამახსენდა ფსიქოლოგთან როდის მიდიხარ ალექს?
აი ეხლა გავალ ნახევარ საათში მელოდება.
ხო წადი ცოტა განიტვირთები, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ეგ თავის ტკივილი უფროა არ მჯერა მე ფსიქოლოგების მარჩიელების და მჩხიბავების.
გოგო რა შუაშია ფსიქოლოგი და მარჩიელი? გაეცინა ალექსანდრას
იმ შუაშია რომ ორივე მაგარ მომავალს გიწინასწარმეტყველებს და გამხნევებს, გახსოვს მე რო ვიყავი ერთ მარჩიელთან ასე იქნება ისეო, არაფერიც არ იქნება ერთი ეჭვიანი გამოპრუტუნებული შეყვარებულის მეტი არაფერი მაბადია, ხუმრობას აგრძელებდა თიკო.
მოკლედ რა შენ რა შეგცვლის სულ ესე დარჩები, ჩაიცინა ალექსანდრამ და გასასვლელად მოემზადა.
ფსიქოლოგს კაბინეტი საკმაოდ დახვეწილ სტილში ჰქონდა გადაწყვეტილი, არაფერი ზედმეტი და გამაღიზიანებელი, კედლდებიც ლიმნის ფერში იყო შეღებილი რაც ზედმეტად ნათელს აჩენდა ოთახს, პაციენტებიც უფრო მშვიდად იყვნენ, თანაც ნინო დეიდა როგორც მას მოფერებით ეძახდა ხოლმე ალექსა ძალიან კარგი ქალი იყო რაღაც ღვთსინიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა აი რომ შეხედავ და იტყვი მე შენ გენდობი და მორჩა. ზუსტად ისეთი სტილი ჰქონდა როგორიც ნამდვილ ფსიქოლოგს შეეფერება, მის შვილს საკუთარი კლინიკა ჰქონდა და ნინო დეიდაც იქ მუშაობდა რომელიც ყოველთვის აქებდა ხოლმე მის შვილს თვალებზეც ეტყობოდა როგორ ამაყობდა მისით.
გამარჯობა ნინო დეიდა, ღიმილით შეაღო ალექსანდრამ ოთახის კარი და მხოლოდ ნახევრად შევიდა შიგნით ნებართვას ელოდებოდა მისგან.
ჩემო გოგო, მოდი ჩემო ლამაზო ალექს რა სტუმარივით შემოაღე კარები გაუღიმა ნინო
ოჰ დღეს ძალიან მძიმე დღე მაქვს შენ თუ მიშველი თქვა და დაქანცული დაეშვა სავარძელში
აბა მე აქ რისთვის ვარ დაიწყე გისმენ რა მოხდა.
დუმილი ეს ყველა დილემაზე მეტია, ეს ყველა რთულ სიტუაციიდან გამოსვლის მიზეზს გაძლევს, გაიძულოს იფიქრო, ღმერთო როგორ მეძნელება ვიყო ჩუმათ როცა მთელი სამყარო ყელში მაქვს გაჩხერილი, და აღარ ვიცი რას მოვერიო, ჩემს თავს ჩემს ცხოვრებას, ან როგორ მოვუარო, ან როგორ მოვიქცე, ან ვინ მიყვარდეს და ვინ არა, ნუთუ ეს არის ჩემი ცხოვრების უპერსპექტივობის მომენტი, როცა ყველაფერი ადამიანური ფეხქვეშ გაქვს გათელილი და ამის ამონთხევას ვერასოდეს მოახერხებ, მე ვიბრძვი რომ ხვალინდელი დღე მალე გათენდეს და ამის შემდეგ ვნატრობ იმ ხვალინდელ დღეზე, ეს ამორალურია? ალბათ კი მე ამით ცხოვრებას ვღალატობ, ჩემს ყოველ საყვარელ და სანუკვარ წუთებს, ხოდა აქედან გამომდინარე ხომ ყველანაირი ღალატი ამორალურია, ჩემს თავში სრული ქაოსია ვერ ვხვდები რა მინდა ვინ მინდა როგორ მინდა, მინდა ვინმემ ან რამემ დამაბრუნოს რეალურ სამყაროში და მაიძულოს ვიცოცხლო, ვიცხოვრო და არა მხოლოდ ვისუნთქო, მინდა ეს ყველაფერი მაიძულოს ვინმე დამეხმარეთ რა გთხოვთ, გავგიჟდი ხომ უკვე? დამეხმარეთ იმაში რომ ეს ჩემი აზრები დავაწყო და დავალაგო უკვე ძალიან ქაოსში ვარ, ჭერზე მიბჯენილი ცრემლიანი თვალები მოაშორა და შეხედა ნინოს, არ ვიცი როგორ მოვიქცე უკვე ვეღარაფერს ვხვდები.
რა მოხდა ჩემო გოგონა ესე რომ ხარ დაძაბული, ჩვენ ხო უკვე მივაღწიეთ იმას რომ ცოტათი მაინც გახალისდი და მოგეცა ცხოვრების სურვილი ეხლა კიდევ რა მოხდა
გიორგი ჩამოვიდა საქართველოში, მე კი არ ვიცი, მე არაფერი აღარ ვიცი. როგორ მოვიქცე უბრალოდ, ისიც მყოფნის რომ მე და ის ერთი და იგივე ჰაერს ვსუნთქავთ.
ეს უკვე საკმაოდ მძიმე თემაა ადრეც მითქვამს და ეხლაც გეუბნები თავი ხელში აიყვანე. მე რომ ეხლა შენ ადგილას ვიყო აუცილებლად ვნახავდი მას, უბრალოდ შევხვდებოდი შევხედავდი გული არასოდეს ტყუის თუ შენ ის ისევ ისე ძალიან გიყვარს იმ ტკივილსაც კი გადაგავიწყებს ეს სიყვარული რაც წარსულში მიიღე თუ არადა იმის სიგნალს მოგცემს ორგანიზმი რომ ეს ყველაფერი ნამდვილად დამთავრდა და უნდა გაუშვა, დამიჯერე ჩემი პროფესია თუ არა ქალურ ინტუიციას და ასაკის გამოცდილებას მაინც ენდე შვილო, ვიცი ძნელია ალექს მაგრამ მაინც უნდა ნახო.
ვნახოო, გაოცდა ალექსი მე ვერ გადავიტან ამას მოვკვდები
შენ მაშინ არ მოკვდი როცა ყველაზე მძიმე დღეში იყავი და ეხლა დამერწმუნე აღარაფერი აღარ მოგივა დამიჯერე ჩემო გოგო შენ იმდენ ქალებს ეხმარები და ძალიან კარგადაც იცი რა რთულია იყო ქალი და თან ძლიერი ქალი და შენ ამის პოტენციალი გაქვს.
ნინოს კაბინეტიდან ცოტა დამშვიდებული გამოვიდა, მაგრამ აზრებს მაინც ვერ უყრიდა თავს იქნებ მართალია და უნდა ნახოს უნდა შეხედოს რომ საბოლოოდ გაერკვეს ყველაფერში.
Flashback
ლანა გავიგე რო ექვსკურსიაზე მივდივართ ყაზბეგში ორი დღით უკვე 3 თვეა ამის მეტს არაფერს ლაპარაკობ, დამღალე უკვე სიცილით ეხუმრებოდა ალექსანდრა ლანას.
გოგო კი გაიგე მაგრამ ის თუ გაიგე გიორგიც რომ მოდის.
არა ეგ ვერ გავიგე ჩვენ მეექვსე კლაში ვართ ნუ თითქმის მეშვიდეში ის კიდე ჩვენი კლასელი არაა და აქ რა უნდა?
მოკლედ თავის მოკატუნება როგორ გიყვარს დირექტორს უჯდა მთელი კვირა კაბინეტში სანამ არ დაითანხმა რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყო გოგო მთელი სკოლა ლაპარაკობს უკვე რომ მაგრად უყვარხარ.
კარგი რა რა სიყვარული რა დროს ეგაა ჩვენი ასაკი დაგავიწყდა? მე მაგისთვის არ მცალია და ესე ძაან თუ უნდა წამოვიდეს ვინ უშლის, და მაინც ქალურად წაიკეკლუცა ალექსმა.
მეორე დღეს ბავშვები შეიკრიბნენ და დაადგნენ ყაზბეგის გზას. რა თქმა უნდა გიორგი ყველასგან გამოირჩეოდ,ა თავისი ასაკითაც რადგან ის ხომ მათზე ორი წლით დიდი იყო და სკოლის პერიოდში ორი წელი საკმაოდ ხმამაღლა შეიძლება ითქვას. ალექს ყურადღებას არ აკლებდა ცდილობდა გაემხიარულებინა
ალექსანდრამ ზუსტად იცოდა რომ ეს ბიჭი უყვარდა უბრალოდ საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა ამაში.
გერგეთის სამებაზე ასვლის შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო ალექსა ეს იყო რაღც ღვთიური ადგილი, გიო ხედავ ჩვენ ეს გამოგვივიდა ფეხით ამოვედი ამხელა გზაზე ეს იმ ასაკში დიდ მიღწევად ჩათვალა.
ძალიან ბედნიერი ხარ ალექს მიხარია, გაუღიმა გიორგი ოდნავ მიიწია გოგოსკენ და ლოყაზე აკოცა
ალექსანდრა დაიბნა არ იცოდა რა გაეკეთებინა უბრალოდ თავი დახარა, შერცხვა ეს ის მომენტია როცა ცხოვრებაში პირველად გრძნობ რაღაც გაურკვეველ გრძნობას და ვერ აგიხსნია ეს რა არის, უბრალოდ სასიამოვნო განცდა და სურვილი რომ იმ ადამიანის გვერდით იყო სულ და არ მოიცილო არასოდეს.
როგორც ხშირ შემთხვევაში ბავშვები ძალიან კარგათ გაერთნენ ექსკურსიაზე იყო მასწავლებლების გაბრაზებაც, სიმღერაც და საბოლოოდ სახლში დაბრუნება. და გაყოლებული თვალი და ფიქრი იმაზე რომ როდის დაიწყებოდა ახალი სასწავლო წელი რომ გიორგისთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო.
შენ გგონია ვერ დავინახე გიორგი რომ გაკოცა, ცალი თვალი მოჭუტა ლანამ და მეგობარს გაუღიმა, როგორ მიხარია ჩემი დაქალი შეყვარებულია ურა.
გოგო გაჩუმდი ვინმემ არ გაიგოს სირცხვილია.
რაღა სირცხვილი ყველამ დაგინახათ და ყველამ იცი რომ შენ გიორგის შეყვარებული ხარ.ნუ არჩევანი და გემოვნება გადასარევი გაქვთ როგორც ერთს ასევე მეორეს გაიძახოდა ლანა და თან იცინოდა.
ღმერთო როგორ მინდა ხანდახან მოგახრჩო უბრალოდ რა ვქნა ძალიან მიყვარხარ და არ მემეტები გაბუტული სახე მიიგო ალექსანდრამ.
კარგი ხო ქორწილში რომ ვიგრიალებ მაშინ მომახჩვე ლანა სიცილს აგრძელებდა.
ფიქრებიდან რომ გამოვიდა შეამჩნია რომ უკვე სახლში იყო ელენე რვეულით ხელში დახვდა, დე ნახე რა ლამაზად დავწერე ხო მოგწონს?
შემოეხარა კარებში შესვლისთანავე ალექსანდრას შვილი
ვაუ ელე რა მაგარია დე. და ბავშვს მთელი ძალით ჩაეხუტა თითქოს მის წართმევას ლამობდა ვინმე
დე არ გამჭყლინტო საყვარელი სახე მიიღო ელენემ .
კარგი ხო ჩემო ცელქო გაუცინა ალქსმა და სააბაზანოსკენ აიღო გეზი
ხელში ტელეფონი უჭირავს და არ იცის რა გააკეთოს, მაკოს უკვე გამოართვა გიორგის ქართული ნომერი და რა თქმა უნდა ისიც არ დავიწყებია რომ ეთქვა რომ კრინტი არ უნდა დაეძრა არავისთან განსაკუთრებით მის ქმართან.
ნომერი აკრიბა და გაშეშებული იდგა სააბაზანოში სარკის წინ უბრალოდ არ იცის დააჭიროს თუ არა იმ ღილაკს რომელიც ისევ წარსულში გადააგდებს და შეიძლება მომავალში გასახსნელლი კარები სამუდამოდ ჩაუქოლოს.



№1 სტუმარი lana

kargia yochag :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent