შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემიძლია,ვერ გელევი ( სრულად)


18-11-2016, 21:11
ავტორი ლილიანა
ნანახია 13 360

მას შემდეგ ,რაც მამაკაცები მარტო დარჩნენ ბერიძეების ოჯახში, დილის ერთმა რუტინულმა ტრადიციამ დაიმკვიდრა თავი- მამა-შვილს ერთად უნდა დაელიათ ყავა,სანამ თავიანთ სამუშაოზე განაწილდებოდნენ და ეს მხოლოდ ყავის სმა არ იყო.განიხილავდნენ აწმყოს,იხსენებდნენ წარსულს და გეგმავდნენ მომავალს.აგერ უკვე 5 წელია,რაც გიორგის მხოლოდ თემო ჰყავს ,თემოს კი გიორგი,ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობდნენ,სუთქვავდნენ და არსებობდნენ.ორივე დივანზე მოკალათებული გაფაციცებით ადევნებდნენ თვალს 9 საათიან საინფორმაციოს,თან ცხელ ყავას ნეტარი სახლით წრუპავდნენ.
-ხომ ხედავ არა შვილო,როგორ უკან და უკან მიდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა?-კომენტარი გაუკეთა იმ წუთას გამოცხადებულ სიახლეს გიორგიმ და გვერდით მჯდომისკენ მთელი სხეულით შებრუნდა-მე აღარ მაქვს არც ის შემართება და არც ის ხალისი,დროა უკვე შეეშვა ამ ფოტოგრაფობას,შენც კი ამჩნევ,რომ ეგ საქმე არაა შემოსავლიანი,მე კი მარტო ვეღარ ვართმევ თავს ამ პლანტაციებს-ამოიოხრა და ჭიქა იქვე პატარა მაგიდაზე შემოდგა.
-და რა გავაკეთო მამაჩემო პლანტაციებში ამ ჩემი ფოტოაპარატით?მანდარინებს გადავუღო ფოტოები?-ისე ახარხარდა,რომ ცხელი ყავა ლამის კალთაზე გადაიღვარა.
-იცინე,იცინე-დანანებით,მაგრამ შეპარული ღიმილით გააქნია თავი-კაცი მალე 32 წლის ხდები და ვერა და ვერ დასერიუზულდი,ნეტა დედაშენი იყოს ცოცხალი,მასე არ გაჭიკჭიკებდა.
-ეჰ ნეტამც იყოს და სულ ზღვაში მოვისროდი ამ აპარატს-სევდიანი თაფლისფერი თვალები მიანათა კედელზე დაკიდებულ დედის ფოტოს,რომელსაც ძალიან ჰგავდა და გაუღიმა-ხუმრობა იქეთ და მართლა,ეს ბოლოა,მეტ შეკვეთას აღარ ავიღებ,დღეს და მორჩა.
-რა შეკვეთაა ასეთი?
-სკოლისთვისაა,დაწყებით კლასს დამამთავრებელი წლის ფოტო უნდა გადავუღო,მეგობარმა მთხოვა,ეს იყოს და იმ კვირიდან შენს გვერდით ვარ,უფრო სწორად შენს და ძვირფას მანდარინების გვერდით-ისევ აუცახცახდა მხრები სიცილისაგან.
-შენ იკრიჭები და ეგ მანდარინებია,რომ გვაჭმევს და გვაცხოვრებს-იწყინა გიორგიმ,ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე,დიპლომატს ხელი დაავლო და ოთახი ცერემონიალურად დატოვა.
მამამისს ხუთი თითივით იცნობდა,ამიტომ არც გამოკიდებია,იცოდა ეს გაბრაზება საღამომდე გადაუვლიდა,ან რა აზრი ჰქონდა მათ გაბუტვას?სახლში მას მერე ,რაც დედა დაეღუპა მხოლოდ ის და მამა ცხოვრობდნენ.რამდენჯერ უსაყვედურია მშობლებისათვის,ერთი და ან ძმა კიდევ გაგეჩინათ ჩემთვისო ,მაგრამ წარსული ვის მოუბრუნებია?ამიტომ მათი გაბუტვა დიდი-დიდი 2 საათს გასტანოს.ფშტვენა-ფშტვენით წამოხტა დივნიდა და სირბილით აუყვა კიიბეებს მისი საძინებლისაკენ.რეკორდულ დროში გამოეწყო,მისი საყვარელი ფოტოაპარატი გვერდულად გადაიკიდა მის განიერ მხარბეჭზე და ისევ სირბილით დაუყვა კიბეებს.
მანქანაში მოკალათდა,ჯიბიდან ფურცელი ამოიღო ,სადაც იმ სკოლის მისამართი ეწერა,სადაც უნდა მისულიყო-ბათუმი,პუშკინის 63, # 4 საშუალო სკოლა-ღვედი შეიკრა და გასაღები გადაატრიალა.
...................
-სად არის თათია ის ფოტოგრაფი აქამდე?უკვე 10 საათი ხდება,პირველი გაკვეთილიც გაცდა უკვე-დირექტორის ხმას სიბრაზე დაეტყო და დაძაბულობისაგან აბუზულ სიფრიფანა ქალს თავზე წამოსდგომოდა,მამლაყინწასავით ეფოფრებოდა.
-არ ვიცი ქალბატონო მანანა,დილითაც დავურეკე და გავაფრთილე 9 საათძე მოსულიყო,მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანს-დამნაშავის ხმით ამოილუღლუღა.
-ეს შენი პირველი სადამრიგებლოა და ასეთ საქმეებს ცოტა სერიოზულად უნდა მოეკიდო თათია-მიხვდა,რომ მისმა ხმის ტონმა ქალი დააფრთო და ცოტა შეარბილა.
-აწი გავითვალისწინებ ქალბატონო მანანა-მოკრძალებით გაუღიმა.
-ბავშვები,სად არიან?
-სპორტდარბაზში იცდიან მშობლებთან ერთად,ეზოში გვსურდა ,მაგრამ ამინდმა ჩაგვიშალა-დანანებით მიატრიალა თავი ფანჯრისაკენ,ქალი ანგრევდა არემარეს.
-არაუშავს, ერთი ფოტოც სკოლის ფოიეშიც გადააღებინე,ერთიც საკლასო ოთახში-მითითებებს ჩვეული სიმკაცრით იძლეოდა.
-დიახ ქალბატონო....საუბარი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა-უკაცრავად-მოიბოდიშა და ჩანთში ხელი ჩაყო,ნომერს დახედა-აი ფოტოგრაფი რეკავს ქალბატონო მანანა......გისმენთ.
-მოვედი ქალბატონო და სკოლის კართან ვდგავარ,რომელ სართულზე ამოვიდე?
-დიახ,დიახ, ახლავე ჩამოვალ-შვებით ამოისუნთქა და დირექტორს დაემშვიდობა და პირველი სართულისაკენ აიღო გეზი.ფოიეში არავინ დახვდა,ეზოში გავიდა მის მოსაძებნად.კიბის ბოლოში შემაღლებულ ადგილზე ჩამომჯდარი მამაკაცი დაინახა,დაასკვნა,რომ ის იქნებოდა,კოსტუმი ხელებით მჭიდროდ შემოიხვია სხეულზე ქარის გამო და სირბილით ჩაუყვა საფეხურებს.თემომ მაშინვე შეამჩნია მისკენ მომავალი ქალი,ფეხზე წამოდგა და მიკენ შებრუნდა.საშინელი ქარი იყო,საიდანღაც მისნის მსხვრევის ხმა შემოესმა,ფოტოაპარატი მჭიდრობ მობღუჟა ხელში და ქალისკენ წავიდა.კიდევ ერთი ფანჯარა ჩაამსხვია ქარმა,წამიერად მოკრა თვალი თუ როგორ დაეშვა მეორე სართულიდან ყვავილის ქოთანი,მკვირცხლად გადააფრინდა სამ საფეხურს,ქალს ხელი უბიძგა და გვერდზე გააგდო,რომ არა მისი სწრაფი რეაგირება ქოთანი თათიას დაეცემოდა თავზე,ახლა კი მათ შორის დაიფშვნა .შეშინებულმა და დაბნეულმა შეჰკივლა,პირზე ხელი აიფარა და დაბნეული თვალებით ვაჟს ახედა.
-მაპატიეთ-ხელები უმისამართოდ აიქნია,რომ ასე აეხსნა მისი საქციელი.
-არა,რას ამბობთ,თქვენ მე გადამარჩინეთ-უხერხულად შეიმშმუშნა და კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ძირს მიმოფანტულ თიხის ნამსხვერევს და მიწას.
-თუ ასეა გაგეცნობით,ბონდი,ჯეიმს ბონდი-ტუჩის კუთხე ეშმაკურად ჩაუტყდა.წამით შეყოვნდა ქალი,წარბები მაღლად აზიდა,მაგრამ არ დაიბნა.
-სასიამოვნოა,მატა ჰარი.
-მაშაყირებთ?
-მოგბაძეთ-სიცილი ვეღარ შეიკავა.
-ეს უბრალოდ ისე.....რომ თქვით გადამარჩინეთო.....კარგი მე თემო ბერიძე-კვლავ გაუწოდა ხელი და ქალის შემოგეგებული ნაზი და თხელი ხელის მტევანი მის ძლიერ მუჭში მოიქცია.
-თათია ხალვაში-ქალმაც გაუღიმა და ნათლად გამოჩნდა მისი ჩაწიკწიკებული თეთრი კბილები ვარდისფერ ბაგეზე.
-სასიამოვნოა თათია,აქ დაბარებული ვარ,მეოთხე კლასს ფოტო უნდა გადავუღო.
-მე დაგირეკეთ.
-ჰოო?-ესიამოვნა ეს ამბავი.
-წამობრძანდით სპორტდარბაზში გველოდებიან-თქვა და სხეულის ჰაეროვანი ნარნარით წინ გაუძღვა.რაღაც წამით ადგილიდან არ დაძრულა,თვალი ხარბად გააყოლა მის ჰაეროვნებას და სინაზეს,თავი ოდნავ შეარხია,ჩაეღიმა და უკან აედევნა.
ჯგუფში 23 ბავშვი იყო,მშობლებთან ერთად თათიაც მონდომებით დასტრიალებდა თავს სუყველას,ზოგს თმას უსწორებდა ,ზოგს კაბას და ა.შ.ბავშვებს შორის ფერიასავით დაფარფატებდა,მუდამ მომღიმარი და ხალისიანი.ხან ერთ ბავშვს მოეფერებოდა,მეორეს აკოცებდა,მესამეს გულში ჩაიკრავდა.ამ ყველაფერს თემო მონუსხული ადევნებდა თვალს.
-როგორ გაუმართლად ამ პატარებს-დანანებიტ გადაულაპარაკა თათიას.
-რატომ?-გაკვირვებული შემოუბრუნდა.
-თქვენ ,რომ ჰყავხართ,მე რომ ამათი ხნის ვიყავი ჩემი დამრიგებელი 65 წლის ჯმუხი და კაპასი შინაბერა იყო,რომლისგან მოფერება კი არა ღიმილიც კი არ მახსოვს,გიყურებთ და საშინლად მომინდა მეც თქვენს სადამრიგებლოში ვიყო-ვერ გაარჩევდით მისი ხმის ტონით,ეს ირონია,იყო,ფლირტი თუ უბრალოდ გულწრფელობა.
-ალბათ ამის დამახურებაა,რომ ასეთი ხართ-სერიოზული სახით შემოუბრუნდა.
-რას ნიშნავს ასეთი ?-ვერ მიუხვდა რეპლიკას.
-თათია ,სად გაქვს მობილური?-სიტყვის თქმა არ დაცალდა,დარბაზში თავი მისმა კოლეგამ, დაახლოებით მისი ხნის გოგომ შემოყო.
-რა ხდება ნეს?
-მოძებნე მობილური,ვერ გიპოვა შენმა საქმრომ და მე დამირეკა-სიცილით მობილური ჰაერში შეათამაშა-ხაზზეა მოდი.
თათია გადაბრული სახით ნესისკენ გაემარტა და არც კი მიუქცევია ყურადრება მოსმენილით გაოცებული თემოსათვის.
თითქოს არც არაფერი,რატომ უნდა მოჰყოლოდა იმ გოგონას წამოსროლილ სიტყვას მასში ასეთი მკვეთრი ხასიათის და გუნების ცვლილება,თუმცა მაინც ასე მოხდა.მისმა რეაქციამ თავადვე დაასევდიანა.ალბათ იმიტომ,რომ რაღაც ერთი შეხედვით მოინუსხა ამ ქალით.ქალი -ეს პირობითათ,თორემ სავარაუდოდ 25-27 წლისა იქნებოდა.ბუნებით თავისუფალს და თამამს ყოველთვის მისგან რადიკალურად განსხვავებული გოგონები მოსწონდა და ბონუსად ჭკვიანებიც.ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი მისი გულისწყვეტისა,თათია,ლამაზიც იყო,მოკრძალებულიც,წყნარიც და რაც მთავარია ჭკვიანიც.ხასიათი წაუხდა,უინტერესოდ მიუბრუნდა იქვე მიგდებულ შტატივს და უხეშად წაავლო ხელი,პლათფორმაზე ხმაურით შემოდგა და მოწყვეტით ჩაესვენა სავარძელში.
თათიაც მალე შემობრუნდა დარბაზში,ჩვეული სილაღით და ნარნარით დაუარა უკვე გამოპრანჭულ მოსწავლეებს.მის ყოველ მოძრაობას ინტერესით აყოლებდა თვალს თემო და გონებაში კვლავ და კვლავ ერთი ფრაზა უტრიალებდა-"ბედნიერია ის კაცი ვისაც ეკუთვნი"
ჩაჯდა თუ არა მანქანაში ჯიბიდან მობილური ამოაძვრინა და ნომრების სიას ჩამოყვა.ღვედი გადაიჭირა და ნელი სვლით იწყო მოძრაობა.
-გოჩა სად ხარ?
-სად ვიქნები?სამსახურში.
-ძალიანაც კარგი,მოვდივარ-კმაყოფლიმა ჩასძახა და ტელეფონი გვერდითა სავარძელზე მოისროლა.
დაახლოებით 20 წუთში მანქანა სასტუმრო ჰილტონის წინ სადგომზე დააყენა,ქარის გადამკიდე სწრაფი ნაბიჯებით შევიდა ფოიეში და გეზი ლიფტისაკენ აიღო,თითი მეოცე ნომერ ღილაკს დააჭირა და მზადყოფნის ნიშნად ხელები ერთმანეთზე გადააჭდო.კარიც გაიღო და თავი ბარ ნეფელე სკაიში ამოჰყო.შორიდანვე შეამჩნია დახლთან შეიკით ხელში მისი ბავშვობის მეგობარი და მისკენ გაემართა,ხელის აწევით მიესალმა,შემაღლებულ სკამზე წამოსკუპტდა და იდაყვებით ბარს ჩამოეყრდნო.
-დალევ?
-ასე მეტყობა?-წარბსქვემოდან ამოხედა და ეშმაკურად ჩაეღიმა.
-რა მოხდა?-მასაც გაეღიმა და დახლის ქვემოდან ხინული და ჭიქები გამოაძვრინა,ერთი მისთვის ჩამოასხა ერთიც კი თემოსთვის და ბარზე ხმაურით შემოდგა.
-არაფერი-უდარდელად აიქნია ხელი და მის კუთვნილ ჭიქას დაწვდა,ერთ ჯერზე ჩაცალა.
-მაბოლებ?ამოღერღე რა მოხდა?-გოჩა მას,რომ იტყვიან მოხარშულს ცნობდა-კიდევ დავასხა?
-მიდი-ჭიქა გაუწოდა.
-ანუ?-არ ეშვებოდა.
-ხომ იცი არა რა უიღბლო ვარ-საკუთარ თავს დასცინა.
-ეგ ძველია,ახალი მითხარი.
-არაფერი,ერთი გოგო გავიცანი დღეს,აი ისეთი .......როგორ ვთქვა ან ავღწერო..... დანახვისთანავე ,რომ გრძნობ ის არის შენი სულის ნახევარი-ღრმად ჩაისნთქა და მეორე ჭიქაც ჩაცალა.
-და?
-დამასწრეს-დანანებით გააქნია თავი.
-ვერაფერი გავიგე,ადამიანურად მითხარი.
-ოოოო რა უხაბრო ხარ ბიჭო-ძლიერად დაჰკრა მხარზე ხელი-საქმრო ჰყოლია.
-მერე რა?საქმროა ქმარი ხო არა?თუ მოგეწონა დაეჩალიჩე-მისივე "სიბრძნეზე" თავადვე გაეღიმა.
-არა-მტკიცედ გააქნია თავი.
-ქათამი ხარ.
-რა შუაშია ეგ,ქალს საქმრო ჰყავს დანიშნული ყოფილა და რას ნიშნავს დავეჩალიჩო?ჩემს საცოლეზე ასე,რომ ილაპარაკოს ვინმემ ხომ გადავუხსენი სახე?
-აბა მე რას მატირებ თუ ასეა?
-შენ ხომ კაცი ვერ დაგელაპარაკება სერიოზულად...კარგი დაივიწყე,ფოტოგრაფობასთავს ვანებებ-თქვა და მიწისთხილიანი ჯამი მისკენ მოაჩოჩა.
-რატომ?-შეიკი დახლზე დადო და მეგობარს ინტერესით შემოხედა.
-გიორგის გამო,ასაკშია უკვე,დაიღალა,დახმარება სჭირდება კომპანიაში,ეს უბრალოდ სამოყვარულოდ დამრჩება,საქმეში კი მამაჩემთან ჩავდგები.
-კარგი აზრია-მოუწონა გადაწყვეტილება-ხო მართლა სულ მავიწყდებოდა მეთქვა,ხვალ ჩემთან გელოდებით.
-რა ხდება?
-ნინიმ მაგისტრატურა დაამთავრა და აღნიშნავს მეგობრებთან ერთნად,მთხოვა შენც დამეპარტიჟებინე და დამაბარა,ფოტოაპარატი არ დაავიწყდესო.
-ვააა,კარგია,აუცილებლად მოვალ.
.............................
თათია ისეთი დაღლილი იყო,რომ სამარშუტო ტაქსში ლამის ჩამოეძინა.გაჩერებიდან სახლამდე სულ ლასლასით მივიდა,გასაღები ჭრილში შეაცურა,გადაატრიალა და კარი გააღო.ფეხსაცმელები უხეიროდ იქვე გარდირობთან მიყავრა და ფეხშიშველი გაუყვა გზას საძინებლისაკენ.
-მოხვედი დე?-სამზარეულოდან თავი გამოყო ლიამ.
-დე სახლში ხარ?-თვალებმილულულმა ამოსძახა და ოთახში შევიდა,დედამისიც უკან მიჰყვა.
თათიამ კოსტუმი გაიხადა,იქვე მდგარ სკამზე მიაფინა ჩანტასტან ერთად და საწოლზე გაიშოტა.
-ძალიან დავიღალე დე-მძიმედ ამოიხვნეშა.
-ჩემი გოგო-სიყვარულით გადაუსვა თავზე ხელი-დე საჭმელი არ გინდა?
-ცოტა ხანი დავისვენებ და მერე დე-სახე დაჭმუხნა და იქვე მიფენლი ადიელა გადაიფარა.
-შვილო მობილური სად გქონდა დღეს?
-რა არის რო?-გაკვირვებულმა თვალები ჭყიტა და საწოლს იდაყვებით დაეყრდნო.
-გიგიმ მგონი ხუთჯერ დამირეკა,ვერ დაგიკავშირდა.
-ააა,ჰო-უცებ გაახსენდა- სკოლის ფოიეში დამივარდა,მერე კი ვიპოვე,ნესის მობილურზეც დარეკა.
-არ გეწყინოს შვილო მაგრამ ცოტა გადაჭარბებულად ეჭვიანია ეს ბიჭი-შეპარვით თქვა.
-კარგი დე ნუ დაიწყებ-ისევ საწოლზე მიწვა და ადიელა სახეზეც გადაიფარა.
-რას ნუ დავიწყებ შვილო,რა პარანოიაა ასეთი ამბის ატეხვა თუ შემთვხევით ზარს ვერ უპასუხე,იქნებ საქმეზე ხარ,არ ა იჭერს?შეიძლება ასე ქვეყანა შეაწრალოს?და საერთოდ თუ სურდა,რომ ცოდნოდა სად იყავი და რას აკეთებდი ავღანეთსი კი არ გავიქცეოდი აქ დავეტეოდი-არ ცხრებოდა ლიას სიბრაზე.
-დედა-დამარცვლით წარმოთქვა.
-რა დედა,?ეგოისტია ეგ შენი გიგი,დაგნიშნა,დაჰკრა ფეხი და ავღანეთში წავიდა 6 თვით,ეგოისტობაა აბა რა არის ეს?იქნებ რა დაემართოს?ასე გაუთხოვარს გაქვრივებს უკვე,რა აკლდა,სახლი არა აქვს თუ კარი?
-დედა კარგი რა,ცალკე უნდა რომ ვიცხოვროთ-მშვიდად ცდილობდა აეხსნა დედისთვის გიგის წასვლის მიზეზი.
-ახლა ამართლებ,მე ვიყავი სულ,რომ ტიროდი?
-ახლა აღარ ვტირი.
-იმიტომ,რომ დაიღალე,მოგბეზრდა,ჯიუტია,მაინც ისე გააკეთა,როგორც თავად სურდა...კარგი კარგი წავედი მომეშალა უკვე ნერვები-ჯუჯღუნით გაიხურა კარი.
დედა მართალი იყო,მაგრამ შეყვარებულ თათიას უჭირდა ამ სიმართლის გათავისება.მაგრამ ახლა ისეთი დაღლილი იყო,ამაზე ფიქრის თავიც კი არ ჰქონდა,ისევ თავზე წაიფარა ადიელა და ემბრიონივით მოიკუნტა.
...............
დიასამიძეების ოჯახში დიდი ფაციფუცი იყო.ხუმრობა საქმე ხომ არაა ქალიშვილმა სამედიცინოს მაგისტრატურა დაამთავრა წარმატებით და სახლში აწ უკვე დიპლომიანი პედიატრი ჰყავდათ.სტუმრების ულევი ნაკადი მოდიოდა და მოდიოდა,კიდევ კარგი,რომ სახლი დიდი იყო.
-რა არის დაიკო მარტო შენი კურსელები და დაქალები დაპატიჟე?რა ამბავია?-ვითომ უსაყვედურა გოჩამ მაგრამ ამავდროულად კმაყოფლმა მოავლო თვალი ოთახს ,სადაც ერთმანეთზე უკეთეს ქალბატონებს მოეყარათ თავვი.
-რატომ მსაყვედურობ ,შენი მეგობარიც ხომ დავპატიჟე-შეახსენა.
-გიცნობ მე შენ,რომ არა მისი პროფესიონალიზმი და ფოტოაპარატი მაგასაც დამიტოვებდი კარს მიღმა-თვალები დააწვრილა და თითი მუქარით დაუქნია.მისი რეპლიკა უკომენტაროდ დატოვა და სიცილით გაემართა მისი მეგობრებისაკენ.
გოჩამ საათს დახედა,თემო იგვიანებდა,მობილური ამოაცურა ჯიბიდან და მისი ნომერი აკრიბა.
-სად ხარ ძმა?
-აი, თითქმის მოვედი შენს კორპუსთან ,5 წუთში მანდ ვარ-უპასუხა და ტაქსის მძღოლს სადარბაზო ანისნა ,სადაც უნდა გაეჩერებინა.ფული გადაუხადა,საჩუქარს ხელი დაავლო და მანქანიდან გადავიდა.ლიფტი მუშაობდა.ტითი ააყოლა ღილაკებს და მეცრე ნომერს მიაჭირა თითი,კარი ლამის ხურებოდა,რომ ქალის ხმა შემოესმა:
-დამელოდეთ თუ შეიძლება.
უცებ გაყო ვიწრო ჭრილში ხელი და ლიფტის კარი შეაკავა,ძლიერად მიაწვა და კარი ბოლოსკენ გადაიტანა,რომ კიბეზე სირბილით მომავალი გოგონასათვის ადგილი დაეთმო.ქალი მკვირცხლად შეხტა ლიფტში და კარიც დაიხურა.უცებ იცნო თემომ,ან როგორ დაავიწყდებოდა,კმაყოფილმა ჩაიღიმა და კაბის წორებით გართულ ქალს მიუბრუნდა.
-საღამო მშვიდობის მატა ჰარი.
თათიას მის ხმაზე და სიტყვებზე სწრაფი რეაქცია ჰქონდა,გაოცებული სახით ამოხედა,მაგრამ მანაც მაშინვე იცნო.
-ოოო ჯეიმს ბონდს ვახლავარ.
-მიგულეთ თქვენს სამსახურში-მსახიობური თავაზიანობით დაუქნია თავი,თან ეღიმებოდა ამ დიალოგზე-რომელ სართულზე მიბრძანდებით?
-მეცხრე-თათიაცას ეღიმებოდა ამ ყველაფერზე.
-ანუ ერთი გზა გვქონია-რიხიანად თქვა და მეცრე ნომერ ღილაკს კვლავ მიაჭირა თითი.
ასიამოვნოდ გაოცებული დარჩა თემო,როცა თათიამ იმ კარისაკენ აიღო გეზი,საითაც ის წავიდა.ერთი ნაბიჯით წინ წადგა და დაკაკუნების გარეშე შეაღო კარი,მარჯვენა ხელით კი ქალს ანიშნა შესულიყო ფა გზა დაუთმო.
_ გმადლობთ_ თავაზიანად დაუკრა თავი და სხეულის ჰაეროვანი ნარნარით გაემართა მისაღები ოთახისაკენ.
რათქმაუნდა განსაკუთრებული არაფერი იყო ამ ყველაფერში,მაგრამ თემო საოცრად აჟიტირებული იყო შინაგანად ამ მოულოდნელობისაგან,გოჩას,რომელიც სამზარეულოში ღვინოდ აჭაშნიკებდა იდაყვში ხელი წაავლო და აივნისკენ უბიძგა,მეორე ხელით კი კარი მიხურა.
_ რა გეტაკა ბიჭო,მომტყდა ხელი_ სახე მოჭმუხნა და მტკივანი ადგილი თითებით დაიზილა.
_ იცი აქ ვინ არის?_ სახე გაბადვროდა.
_ არ მითხრა ანჯელინა ჯოლიო_ გაიღრიჯა და ფანჯრისკენ შებრუნდა.
_ მასწავლებელი_ მისი სიტყვები გაატარა.
_ ვინ?
_ აი გუშინ,რომ გიყვებოდი.
_ აააა,ის გოგო….შენი სულის ნახევარი ხო?_ გულიანად გადაიხარხარა_ რომელია?_ თვალი მოავლო გოგოებს.
_ აი ის ,თეთრ კოსტუმში_ თვალებით ანიშნა.
_აა,ჩვენი თათო?_ სასიამოვნო აღმოჩენით კმაყოფილმა გაიღიმა_ ეგ ბებიაჩემის მეზობლად ცხოვრობს,ბავშვობიდან ვიცნობ,იქედან მეგობრობს ნინისთან.
_ ვინ ჰყავს სახლში?_ საშინლად აინტერესებდა ყველაფერი ამ გოგოს შესახებ.
_ მხოლოდ დედა_ წამით შეყოვნდა,თითქოს,რაღაც გაახსენდა_ იცი? ერთმანეთს გავხართ,შენ მარტო მამა გყავს ,იმას კი მხოლოდ დედა,ძალიან პატიოსანი ხალხია,ყოველთვის მონდომებული და ნიჭიერი გოგო იყო,დედამის საშუალება სად ჰქონდა,თათომ 100% დაფინანსებით ისწავლა,აგერ შენგან გავიგე მუშაობაც დაუწყია,ერთი სიტყვით არაჩვეულებრივი გოგოა,ზუსტად საშენო.
_ გაჩუმდი_ წარბშეკრულმა შეუღრინა,მაგრამ სადღაც გულის კუნჭულში ესიამოვნა ამ სიტყვების მოსმენა.
_ შენს ადგილზე მე……
_ მოკეტე_ ისევ იღრინა_ არ შეიძლება.
_ რა უცნარი ვინმე ხარ ძმაო რა,არც ეს გინდა,არც ის გინდა,თუ ასეა რას მეტაკე,რა გიხარია და ცქმუტავ?
_ შემეშვი_ ხელი აუქნია და სახლში შევიდა,თითქოს დანაშაულზე წაასწრესო ისეთი გრძნობა დაეუფლა.
_ რაში მოგეხმარო თაზო ძია?_ იქვე მოფუსფუსე უფროს დიასამიძეს მიუბრუნდა და ყურადღება არ მიუქცევია მეგობრის მსუბუქი მუჯლუგუნისათვის.
მთელი საღამო უხასიათოდ იყო,ისეთი მხიარული და თავქარიანი ბიჭისაგან,როგორიც თემო იყო ცოტათი უჩვეულოდ სჩანდა მისი მოწყენილობა. მაქსიმალურად ცდილობდა თათიასთან ნაკლები ურთიერთობა ჰქონოდა.უყურებდა და ხვდებოდა,რომ ის საშინლად ნუსხავდა,თითქოს ყოველი მათი მცირედი საუბრის მერე ,რაღაც უხილავი მისკენ ექაჩებოდა,ეს კი საშინლად არ სურდა,არა იმიტომ,რომ ქალი არ ხიბლავდა ან მასთან დაახლოება არ უნოდა,არა.არამედ არ სურდა არაკაცივით მოქცეულიყო და იქ დაეწყო ხელების ფათური სადაც,მისი ადგილი არ იყო.არ სურდა სხვის ცხოვრებაში ასე ჩარევა,როგორც მამაკაცი თავადაც არავის აპატიებდა ასეთ საქციელს . ნინის სურვილს უხმოდ ასრულებდა,უამრავი ფოტო გადაუღო მას და მის სამეგობროს.შიგადაშიგ შეუმჩნევლად თვალს გააპარებდა თათიასკენ,რომელიც მეგობრების გარემოცვაში კიდევ უფრო ლაღი და მხიარული იყო.
უცებ ფეხზე წამოდგა ნინი,მის წინ მდგარ ჭიქას ჩანგალი შემოჰკრა და სუფრას თვალი გადაავლო,მზერა კი თათიაზე შეაჩერა.
_ თათო ალავერდს შენთან ვარ_ თქვა და ღვინით სავსე ჭიქა მიაწოდა_ გოგოებო დღეს ჩემთან ვქეიფობთ ,მაგრამ ამ კვირის ბოლოს გიგი ჩამოდის და მალე ქორწილში ვიქეიფებთ.
მოსმენილი იმდენად მოულოდნელი და არასასიამოვნო იყო თემოსთვის,რომ პირზე მიყუდებული ჭიქიდან ღვინო სასულეში გადაცდა და ხველება აუტყდა,გული ისე შეეკუმშა თითქოს,რკინის მარწუხებში მოექციოს ვინმეს.
მთელი ოთახი მხიარულმა შეძახილებმა და მილოცვებმა მოიცვა,ყველა აჟრიამულდა თემოს გარდა.ეს მხოლოდ გოჩამ შეამჩნია და მისკენ წავიდა.
_ მადლობა ჩემო კარგებო_ სამადლობელი მოიხადა და ნინის გამოწვდილი ჭიქა ჩამოართვა_ ამას ნამდვილად ვერ დავლევ_ იქვე დადგა_ რაც შეეხება ქორწილს,მგონი ამ თვეში იქნება_ ბედნიერმა მოავლო თვალი სუფრას.
_ თემო ძმა მოდი შენი დახმარება მჭირდება_ მხარზე ხელი შემოჰკრა და ფეხზე წამოაყენა.
_ ძმა ხარ_ ყურთან უჩურჩულა მეგობარს,სუფრასთან ბოდიში მოიხადა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა იქაურობა..
სადღაც, საათნახევარში აიშალნენ სტუმრები.
_ წავედი მეც გოჩა,ხვალ ადრე უნდა ავდგე,ხომ იცი უკვე დიპლომატიანი კაცი ვარ და ღამის თევები მაწყენს,თან ჩემი ტაქსი უკვე მოსული იქნება,რა ხანია დავრეკე_ თვალი ჩაუკრა და კიბეებს სირბილით ჩაუყვა.
შორიდანვე შეამჩნია გამოძახებული მანქანა,ზამთრის პირველი თვის ,პირველი რიცხვები იყო და ზღვისპირა ქალაქში უკვე იგრძნობოდა ჯერ არ მოსული თოვლის სუნი ჰაერში.კურტკა მჭიდროდ შემოიხვია და მანქანისკენ გაიქცა.მძღოლს მისამართი უკარნახა და სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა.კორპუსის ვიწრო ჩიხიდან გამოსვლისას შეამჩნია გაჩერებაზე სიცივისაგან აბუზული თათია.
_ იმ გოგონასთან მიდით_ მძღოლს გადაულაპარაკა და ფანჯარა ჩამოწია.
თათიამ მაშინვე შეამჩნია მისკენ მობრუნებული მანქანა და დაიძაბა,თუმცა მალევე მოჰკრა თვალი ფანჯარაში მომზირალ თემოს.
_ რას ელოდება მატა ჰარი?_ კარზე გადაკიდებული უღიმოდა.
_ ტაქსი გამოვიძახე ლამის ნახევარი საათია,მგონი სხვა კლიენტი იპოვა მე კი გადამაგდო_ გაიღიმა და ქუდი შეისწორა.
_ არ იცოდა ეტყობა ვინ ელოდა_ თქვა და მანქანიდან გადავიდა,კარი ფართოდ გამოაღო და ხელით გზა უჩვენა_ გთხოვთ მიგულეთ თწვენს სამსახურში.
_ მერამდენჯერ შეგაწუხოთ?_ სიცილით უპასუხა.
_ დავფიქრდი და ისეთი კეთილი ვარ ,განსაკუთრებით ეს ორი დღეა,სავარაუდოდ სახელს გადავირქმევ და რობინ ჰუდი გავხდები.
_ არა ჯობს ისევ ჯეიმს ბონდი იყო,საინტერესო და იდუმალი.
_ როგორც თქვენ ინებებთ_ ცერემონიალურად დაუკრა თავი,თათიაც მოკალათდა მითითებულ ადგილას,გვერდით თემო დაჯდა და მძღოლს ანიშნა წასულიყო.
_ საით?_ ქალისაკენ შებრუნდა.ულამაზესი და თბილი თვალები ჰქონდა თათიას,კაცი მონუსხული შესცქეროდა.ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალი აარიდა.
_ გამსახურდიას 17_ თემომაც უკარნახა მძღოლს თავდაპირველად,სად უნდა მისულიყვნენ.
_ გილოცავ.
_ რას?_ გაუკვირდა ქალს.
_ მალე ოჯახს ქმნი თურმე.
_ ააა,ჰო მართალია_ სასიამოვნო ფიქრებით მოცულს სახე კიდევ უფრო გაუნათდა,კაცი კი მონუსხული თვალს არ აშორებდა_ მადლობა.
_ როგორც გატყობ ძალიან გიყვარს_ ხავსს მოეჭიდა.
_ უსაზღვროდ_ მისკენ არც გაუხედავს სივრცეს ელაპარაკებოდა.
_ ბედნიერია_ თავისთვის ჩაილაპარაკა და სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა.
_ ვინ?_ გაიგონა.
_ ბედნიერები ხართ_ უფრო დაუკონკრეტა და გაუღიმა.
_ მეც ამის იმედი მაქვს.ერთი წელია ერთმანეთს ვხვდებით,მე არ მეჩქარება ,მაგრამ გიგიმ არ დაიშალა,ჰოდა აი ჩამოვა ამ კვირის ბოლოს და ……
_ სად არის?_ ისევ მისკენ მობრუნდა.
_ ავღანეთში კონტრაქტით_ არ ესიამოვნა ამის მოსმენა,მაგრამ არ შეიმჩნია_ სხვათაშორის თქვენნაირი ფოტოგრაფი არ გვაწყენდა ქორწილში_ თავისი იდეით კმაყოფილი იყო.
_ სამწუხაროდ ხვალიდან სხვა სამსახურს ვიწყებ,ფოტოგრაფობისაგან რადიკალურად განსხვავებულს,ვწუხვარ_ რომც არ ყოფილიყო ასე,მის ქორწილში არაფრის დიდებით არ წავიდოდა.
_ კარგი იქნებოდა თქვენ ყოფილიყავით,მაგრამ არაუშავს….აი აქ გამიჩერეთ,მოვედით უკვე_ ხელი მისი კორპუსისაკენ გაიშვირა,მანქსნაც გაჩერდა და სწრაფად გადავიდა,თავი ისევ სალონში შემოჰყო_ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დახმარებისათვის ბატონო ბონდ_ ბოლო სიტყვები მკვეთრად წარმოთქვა და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.
_ მარად მიგულეთ თქვენს სამსახურში ქალბატონო ჰარი_ ქალმა ხელი დაუქნია და ჩვეული ნარნარით გაუყვა გზას.რაღაც წამები ისევ მონუსხული აყოლებდა თვალს თემო,მერე გამოერკვა,მხრებში გაიშალა,მძღოლისაკენ შებრუნდა და ახლა მისი სახლის მისამართი უკანახა.
…….
_ სად დაიკარგე ორი კვირაა ბიჭო,ლამის FBI ჩავრიე საქმეში_ მაშინვე ჩასძახა,როგორც კი ტელეფონზე თემოს ზარი შემოვიდა.
_ დაკარგვა აწი ნახე_ იყო პასუხი.
_ ვითომ რატომო?
_ მამას კომპანიამ ფილიალი გახსნა თბილისში და იქ გადავდივარ უნდა ვუხელმძღვანელო.
_ კაი რა,მტოვებ? _ გულწრფელად შეიცხადა_ კი მიხარია შენი წარმატება მაგრამ….ხომ იცი….
_ ხო ვიცი,ვიცი,არც მე მინდოდა,მაგრამ მამას ცერ დავაღალატებ,ახალი წლიდან იქეთ ვიქნები,ჩამოვალ ხოლმე და გნახავ,შენც ჩამოხვალ ჩემთან და ასე….მაქეთ რა ხდება?
_ იმ კვირას თათიას ქორწილია,ვემზადევით.
_ რომ არ გეთქვა ისე არ იქნებოდა?_ არ ესიამოვნა ახალი ამბავი.
_ მაინც გაიგებდი.
_ იმედია ბედნიერი იქნება.
ძველებურად ისევ ისე ,გოჩას სამსახურში დახლთან იდგნენ და ყინულიან ვისკს ნება- ნება სვამდნენ.გარეთ საშინელი წვიმა და ქარი იყო მიუხედავად იმისა,რომ უკვე აპრილი იწურებოდა.
_ და მერე იტყვი სიტყვის კაცი ვარო_ ბარს იდაყვებით ჩამოეყრდნო და მონატრებულ მეგობარს გვერდულად ახედა.
_ რა გინდა ხომ გნახე სამი თვის უკან?_ თავადვე ეღიმებოდა საკუთარი თავის მართლებისას.
_ ჰო კი,როგორ არა,ეგეც მე ჩამოვედი,წელიწადი და 4 თვეა ფეხი არ ჩამოგიდგამს,რა გაწყენინეთ ასეთი ბატონო_ ხელები განზე გაშალა და წარბები გაკვირვების ნიშნად აზიდა.
_ ნუ აქცევ ახლა ტრაგედიად,ხომ იცი როგორი გრაფიკი მაქვს,სულ გადარბენა,თურმე რას უძლებდა საცოდავი მამაჩემი,ახლა ეს თხილის ბიზნესი აიტეხა,ზაფხულში ტყუილა ხომ არ ვიქნებიო,რა ჯანი ერჩის გადამრია,რო კითხო ავადაა გული აწუხებს_ მის კუთვნილ ჭიქას დაწვდა და მოწრუპა.
_ თქვი აბა რამ ჩამოგიტყუა აქეთ?
_ გიორგი უნდა დავითანხმო ჩემთან გადმოვიდეს სულ საცხოვრებლად.
_ სულ გინდა წახვიდე?_ დანანებით ჩაილაპარაკა.
_ არა სულ არა,უბრალოდ სულ მარტოა აქ,მეცოდება,მეც მარტო ვარ და…..
_ ხოდა რატომ ხარ მარტო? თუ ჯერ არ შეხვედრილხარ შენი სულის ნაწილს მეორედ_ თმებში შეუცურა თითები და დალაგებული თმა აუბურდა.
_ რატომ მაჭერ მტკივნეულ ადგილზე?_ ეს ხუმრობა აშკარად არ ესიამოვნა.
_ კარგი რა თემო,მას მერე რა დრო გავიდა? თათიას უკვე პატარაც ჰყავს 6 თვის სანდრო.
_ მართლა?_ დანანებით ჩაილაპარაკა_ ბედნიერია?
_ ასე ამბობს,ალბათ ბედნიერია,ნინი უფრო ნახულობს,მე იშვიათად,ისე მართლა ასე ძალიან მოგწონდა,ამდენ ხანს,რომ დაგრჩა გულში?_ თითქოს ახლაღა შეამჩნია მეგობრის დასევდიანებული სახე და თვალები.
_ მართლა_ თავი დახარა და ჭიქის პირზე თითები აასრიალა_ არ ვიცი მომნუსხა,მომაჯადოვა,რამდენჯერ მიფიქრია,რა იქნებოდა,რომ არ ყოფილიყო ის ბიჭი? ან მე,რომ მეცადა ყველაფრის მიუხედავად ბედი? მაგრამ ახლა ყველაფერი წარსულია_ ხელი უმისამართოდ აიქნია და ჭიქა მთლიანად ჩაცალა.
იქვე დადებული მისი ტელეფონი აწკრიალდა,დახედა,გიორგი რეკავდა.
_ ხო მამაჩემო_ მხიარულად ჩასძახა.
_ გვიანია შვილო უკვე,თან ცუდი ამინდი,მოდი დროულად სახლში_ შეევედრა.
_ რა ეჭვიანი ცოლივით მირეკავ მამაჩემო,მოვალ….და ეს ხმა…..რაღაც შენი ხმა არ მომწონს_ უცებ დაუსერიოზულდა სახე და ფეხზე წამოდგა.
_ ცოტა შეუძლოდ ვარ,მოდი აწი შვილო_ მისუსტებული ხმით ჩაილაპარაკა.
_ ნუ შეშინდები გიორგი,მოვდივარ უკვე_ წაშლილი სახე ჰქონდა, დახლზე მიგდებულ გასაღებს დაწვდა და გოჩას მიუბრუნდა_ გავიქეცი ხვალ გნახავ,მამაჩემია შეუძლოდ.
_ ხომ არ წამოგყვე?_ გულთან მიიტანა მისი მდგომარეობა.
_ არა,ძმა ხარ,არ მინდა.
_ დამირეკე მაშინ ხო?
_ ოკ_ უკვე ლამის კარიდან მოაძახა.
ლიფტს აღარ დალოდებია,სირბილით ჩაირბინა 20 სართული,მანქანაში ჩაჯდა,ღვედი გადაიჭირა და ცენტრალურ გზაზე გავიდა.საშინელი თავსხმა იყო,საწმენდი ჯოხები საქარე მინის გაწმენდას ვერ ასწრებდნენ.თემოს საშინელი წინათგრძნობა ჰქონდა,ისევ მობილურს დაწვდა,მამამისის ნომერი აკრიბა.
_ აბა,როგორ ხარ?
_ არამიშავს შვილო,შენ არ იჩქარო_ იმედიანად უპასუხა.
_ კარგი პავლოვიჩ მალე მოვალ_ უცებ მობილური ხელიდან ჩაუსრიალდა და ფეხებთან ჩაუცურდა_ ფუ,შენი…._ შეიკურთხა და გვერდულად ხელი ჩააცურა,რომ მობილური ამოეღო,ვერ მიწვდა,თან ცალი ხელით საჭე ეკავა,ისე გაიწელა,ვეღარც გზას უყურებდა და ვეღარც მობილურს,წამიერად მოესმა უკნიდან მკვეთრი დამუხრუჭების ხმა,მთელი ინერციით შემოასკდა ტოიოტას ჯიპის მანქანა მის პეჟოს,ასე გაწელილმა ვეღარ დაიმორჩილა საჭე და საპირიპირო მიმართულევით მომავალ მანქანას ზედვე შეეჯახა.ძლიერი რყევისაგან თავი მთელი ძალით საჭეს დაარტყა,წარბი გადაუსკდა და სისხლი თქრიალით წამოუვიდა,მაგრამ გონება არ დაუკარგავს,ოდნავ შეირხა,იგრძნო,რომ გაჭედილი არ იყო,იდაყვით კარს ძლიერად მიაწვა,გაიღო,გაშლილი ხელის მტევანით სახიდან სისხლი მოიწმინდა,თან იგრძნო,როგორ ამოსდო ვიღაცამ იღლიებში ხელები და გარეთ გაქაჩა.ყურები საშინლად უწიოდა და ღებინების შეგრძნება კლავდა.მის ირგვლივ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი,მიუხედავად ასეთი ამინდისა,წვიმამ სულ ჩამობანა სახე. სისხლისაგან.რაღაცას ეკითხებოდნენ მაგრამ არაფერი ესმოდა.დაბნეულმა ფეხზე წამოდგომა სცადა,მისივე მანქანას დაეყრდნო და არემარეს თვალი მოავლო,ჯერ უკან მიიხედა,მანქანა კარგად შელანძღული იყო,მაგრამ სავარაუდოდ მძღოლი ცოცხალი გადარჩა,ახლა წინ მიატრიალა თავი,ლურჯი ოპელი,როგორც ხელსახოცი დაკუჭულ_ დაჭმუჭნული იყო,გული გადაუქანდა,ბარბაცით გასწია მისკენ,გვერდიდან მოუარა,მძღოლი სულ სისხლიანი უსულოდ იყო გადმოკიდებული ფანჯარაში.ამის შემხედვარემ ღმად ამოიგმინა და გულზე მიიკრა მარჯვენა ხელი,მერე ხმაც ჩაესმა,ხალხი ყვიროდა:
_ იქ ქალია,ალბათ დარტყმისას გადმოვარდა_ ახლა თავი იქეთ მიატრიალა და ხმას გაჰყვა ტორტმანით.ძირს მისვენებულ ქალს,ხალხი ეხვია გარს,ხელის მსუბუქი ბიძგით მიმოფანტა ვინც წინ ეღობებოდა და დაზარალებულისაკენ გულისფანცქალით მიიწევდა.ქალი ტროტუარზე იწვა,გეგონებოდათ სძინავსო,ხელები გარდი_ გარდმო გადაეყარა,თმაც ჩამოერეცხა მისი სახიდან წვიმას,უფრო ახლოს მიიწია და გულის ფანცქალით დააკვირდა
იმის იმედად,რომ ის მაინც ყოფილიყო ცოცხალი.თითქოს მეხი დაეცა,ძლიერად შეტორტმანდა ადგილზე,მთელი სხეული მოეკუნტა,გულზე მჭიდროდ მოიჭირა ხელი,რაღაც ხავილისმაგვარი თუ ყმუილისმაგვარი აღმოხდა,მუხლებზე მოწყვეტით დაეცა და ქალივით აქვითინდა.ახლა მის წინ ერთხელ ნაპოვნი სულის ნაწილი თათია ესვენა.
……..
გონზე დილით მოვიდა,როგორც კი თვალი გაახილა მაშინვე თათია და მისი ქმარი იკითხა მის ექთანთან.
_ მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა,ქალი კი კომაშია_ დამწუხრებული სახით აცნობა.
_ უნდა ავდგე_ მტკიცეთ თქვა და საწოლიდან წამოიმართა,თუმცა იგრძნო,როგორ ატკივდა შუბლი და მხრები.
_ ჯერ არ შეიძლება, მთავარმა ექიმმა უნდა მოგცეთ ამის უფლება_ ისევ უკან უბიძგა მკაცრი გამომეტყველებით.
_ კარგი_ დათანხმა იმიტომ,რომ იგრძნო საშინლად სტკიოდა ყველაფერი_ ჩემთან არის ვინმე?_ ისევ ექთანს მიუბრუნდა,საწოლის საზურგეს მიეყრდნო,დაწოლილი ტკივილებისაგან სუნთქვა უჭირდა.
_ კი,მამათქვენი და მეგობარი.
_ ხომ შეიძლება შემოვიდნენ?
_ ახლავე_ ჩაილაპარაკა და პალატიდან გავიდა.
მალე შემოაღო დაფეთებულმა და ნირწამხდარმა გიორგიმ პალატის კარი და აკანკალებული ხელებითა და ცრემლიანი თვალებით მის ერთადერთ შვილს ჩაეხუტა.
_ რას მიშვებოდი შვილო,მარტო მტოვებდი?_ ქალივით აქვითინდა გიორგი,გოჩა კი იქვე საწოლის ბოლოში თვალცრემლიანი იდგა.
_ კარგი მამა დამშვიდდი,ხომ ხედავ ცოცხალი ვარ_ ნაძალადევად გაიღიმა,არადა მის გულში ცეცხლი ტრიალებდა.
_ შენ ხარ შვილო.მადლობა უფალს,მაგრამ იმ ბიჭის მამამ რა თქვას_ გულმოკლულმა ამოიოხრა.
_ ბიძია გიორგი….._ საუბარში გოჩაც ჩაერთო.
_ ყველაფერი ვიცი,ყველაფერი_ ისე ამოიოხრა,რომ მთელი სული და გული ამოაყოლა თემომ_ ძალიან ვწუხვარ გოჩა,გული მტკივა,სული მტკივა,ნეტა მე მომკვდარიყავი და თათია არ დაქვრივებულიყო,ან ის პატარა არ დაობლებულიყო_ ბევრი ეცადა მაგრამ ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
_ ამას ნუ ამბობ შვილო_ ვედრებით გადმოხედა იქვე სკამზე მისვენებულმა გიორგიმ.
_ რას ამბობენ რა ხდება?_ ეცადა მამის ტკივილი შეემსუბუქებინა და საუბარი სხვა საკითხზე გადაიტანა.
_ შენ ვინც დაგეჯახა ნასვამი ყოფილა,არსად გაიქცა,მისი ნებით ჩაბარდა პოლიციას_ დამწუხრებული სახით უყვებოდა გოჩა.
_ გოჩ ბავში? ბავშვიც ხომ არ იყო მანქანაში?_ მისივე სიტყვები გაიაზრა და სუნთქვაც კი შეეკრა ისე ეტკინა სული და გული,იმის წარმოდგენით,რომ ბავშვსაც დაუშავდა რამე_ დაძაბული ორივე ხელით საწოლის კიდეს ჩააფრინდა და მეგობრისკენ გადაიხარა.
_ არა,არა,მადლობა უფალს,პატარა ლია დეიდასთან იყო სახლში,გიგი და თათო ბანკეტზე ყოფილან,თათოს კლასის ბანკეტზე,ჰოდა ახლა ერთი ამბავი აქვს გიგის ოჯახს,ხომ იცი გამწარებულ ადამიანს საღად აზროვნება უჭირს,მაგას,რომ არ წაეყვანა ახლა ცოცხალი იქნებოდა გიგიო გაჰკივის დედამისი.
თემომ ღრმად ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.ამდენ ტკივილსა და დარდს ვეღარ უძლებდა მისი გული.
………….
კვირის ბოლოს დაასაფლავეს გიგი.თემომ ვერ მოახერხა მოს გასვენებაში წასვლა,ჯერ კიდევ საავადმყოფოში იწვა.გარდაცვლილის ოჯახი ყველაფერს ჯერ კიდევ კომაში მყოფ თათოს აბრალებდნენ და ასე უპატრონოდ ჰყავდათ მეზობლების და მეობრების ამარა მიტოვებული გამწარებული მძახალი,უბედური რძალი და დაობლებული შვილიშვილი.
10 დღის შემდეგ თემო გამოწერეს,მაგრამ საავადმყოფოს მაინც არ შორდებოდა,გული ეწვოდა ლიას საცოდაობით.ქალს არანაირი საშუალება არ ჰქონდა აპარატზე შეერთებული შვილი შეენახა.თავიდან სასტიკი უარი თქვა თემოს ფინანსურ დახმარებაზე,მაგრამ მერე,როგორღაც დაიყოლია ვაჟმა.მითუმეტეს გაიგო,რომ იცნობდა მის ქალიშვილს და გოჩას მეგობარი იყო,თავადაც ამ ავარიის მსხვერპლი. მასთან ერთად აღამებდა და ათენებდა საავადმყოფოში ისიც და გოჩაც ოჯახით.ორი კვირა იყო გასული,რომ ერთ დილით,ლოდინით გატანჯულ დედას თათოს მკურნალმა ექიმმა მის კაბინეტში შესვლა,რომ სთხოვა.ქალი გულგახეთქული წამოვარდა ფეხზე და ცუდის მოლოდინით სახე დაემანჭა,ცრემლები თავისთავად გადმოუცვივდა.
_ მეც შემოვალ ლია დეიდა_ შეემუდარა თემო,ქალი არ შეწინააღმდეგებია,დღეს,რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მისი შვილი და სუნთქავდა სწორედ ამ ბიჭის დამსახურება იყო.თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კაბინეტისაკენ გაუძღვა.
ლია ისეთი დაბნეული,განადგურებული და უნუგეშო იყო ,რომ მის შემხედვარეს გული აგიდუღდებოდათ.
ექიმის წინ აკანკალებული და დაბნეული იჯდა და თვალებს ისე აცეცებდა,თითქოს მხსნელს ეძებდა,საბრალო ქალს მისიანი აღარავინ ჰყავდა,სიძის ხალხმა თათიაზე განაეყენებულმა და გაბოროტებულებმა კი ზურგი აქციეს და ასე უმწეოდ უარესის მოლოდინში დაძაბული შესცქეროდა შუახნის ასაკის ექიმს.თემოს გული მორწურა მის შემხედვარეს,წარმოიდგინა მისი დედა,რომ ცოცხალი ყოფულიყო ისიც ასე დაიტანჯებოდა,მისი ასაკშეპარული მომჭკნარი ხელები მის მარჯვენაში მოიქცია და როგორც შვილი დედას სწორედ ისეთი თანაგრძნობით შეანათა მისი სევდიანი თვალები,ხელი ნაზად მოუჭირა,ამით აგრძნობინა,რომ მის გვერდით იყო,ქალმა ცრემლჩამდგარი მადლიერი თვალებით ამოხედა და საწყლად გაუღიმა.
_ თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს_ ექიმის სახეს,როგორც იქნა ნათელი მოეფინა,თემომ შვებით ამოისუნთქა,თითქოს ოთახში სუფთა ჰაერის უწყვეტი ნაკადი შემოუშვესო,სიხარულისაგან თვალებში ინედის სხივი აუკიაფთა,ლიასკენ შებრუნდა და ხელზე უფრო მაგტამ მოუჭირა,ქალი მოულოდნელობისაგან დამუნჯებული იჯდა_ მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა გვაქვს_ ისევ დაუსევდიანდა სახე ექიმს.
_ რა ექიმო?_ ისევ თემომ იკითხა,მიღებული ემოციისაგან ლიას ჯერ კიდევ არ შეეძლო ხმის ამოღება.
_ არაფერი ახსოვს.
_ ეგ როგორ?_ სუნთქვაც კი შეწყვიტა დაძაბულობისაგან.
_ ამნეზია აქვს_ დანანებით ჩაულაპარაკა ექიმმა.
_ მოგუკვდეს დედა_ ახლაღა ამოიგმინდა ქალმა და ხელები სახეზე აიფარა.
_ ექიმო_ ძალა მოიკრიბა თემომ_ ტა დონეზეა,არაფერი ახსოვს?
_ აბსოლუტურად არაფერი,არც მისი სახელი,არც დედა,არც შვილი,არც ის ავარია რათქმაუნდა,სრული ამნეზია აქვს.
_ და რა ეშველება?_ სლუკუნებდა ქალი.
_ ვერ გეტყვით როდემდე გაგრძელდება ეს,შეიძლება ხვალვე გაახსენდეს ყველაფერი ან არასოდეა.
_ ღმერთო_ სახეში შემოიცხო ხელი გამწარებულმა დედამ_ ჩემი საბრალო შვილი,ჩემი საბრალო სანდრიკო.
_ რას გვირჩევთ ექიმო?_ გული გამალებით უცემდა ნერვიულობისაგან და დაძაბულობისაგან კაცს.
_ ჩემი რჩევაა,რომ აბსოლუტურად მოარიდოთ ის გარემოება,სადაც აქამდე იყო,უმეტეს შემთხვევაში ასეთ დროს უმჯობესია ძველ გარემოს დაუბრუნდეს მაგრამ თათიას შემთხვევაში საპირისოიროა,მას ქმარი დაეღუპა,შვილი ჰყავს,ამ ყველაფრის ერთბაშად გაგება მისთვის წარმოუდგენელი სტრესი იქნება და შეიძლება ფატალურად დასრულდეს,მეორეც მას კვალიფიციური სპეციალისტის დახმარება სჭირდება.ასე რომ ჩემი რჩევაა აბსოლუტურად ყველას მოარიდოთ,წაიყვანოთ აქედან თუნდაც ერთი წელი და მერე მკურნალობის პარალელულად ნელნელა შეაპარებთ მის მდგომარეობას,ასე ერთბაშად არ შეიძლება.
_ ვაიმრ შვილო_ ლია ერთიანად წაიშალა_ სად წავიყვანო ექიმო,ან რა საშუალება მაქვს? სიძის ოჯახმა ზურგი გვაქცია,მე კი არავინ გამაჩნია.
_ მე წავიყვან_ მტკიცედ წარმოთქვა თემომ_ მე წაგიყვანთ.
_ არა,არა შენ ისედაც ბევრ რამეზე შეგაწუხეთ,არა შვილო_ იუარა ლიამ.
_ ნუ გავამხრლთ,რომ თათიას ამნეზია აქვს,ვთქვათ,რომ სამკურნალოდ წაიყვანეთ სულ ერთია,ან გერმანია ან ისრაელი,მე კი ჩემთან წაგიყვანთ თბილისში,შენ თათიას და პატარას,მხოლოდ მე და მამა ვცხოვრობთ,გთხოვ უარს ნუ მეტყვი_ ლამის მუხლებში ჩაუარდა.
_ არა,შვილო არ შემიძლია_ მაინც თავს იკავებდა.
_ ვფიქრობ უნდა დაეთანხმოთ,ძალიან კარგი ვარიანტი შემოგთავაზეს თან თბილისში ვიცნკბ ერთ კარგ სპეციალისტს,იქვე იმკურნალებს_ საუბარში ჩაერია ექიმი.
_ და რა ვუთხრათ თათოს სად მიმყავს,ან შენ ვინ ხარ,ან ეს ბავშვი?
_ ყველაფერი მე მომანდე_ მიღწეულით კმაყოფილმა ღრმად ჩაისუნთქა მთელი ოთახის ჰაერი.
ყველაზე რთული და მტკივნეული დედა-შვილის შეხვედრა იყო,მიუხედავად ექიმების კონსულტაციისა ლიამ თავი მაინც ვერ აიყვანა ხელში და თათიას წინაშე გულამოსკვნილი ატირდა.გოგონა დაბნეული და შეშინებული ვერ აცილებდა თვალს მის წინ სასოწარკვეთილ ქალს,რომელიც ქვითინებდა.მიუხედავად იმისა,რომ შეხვედრამდე გააფთხილეს ამ ქალის შესახებ თუ ვინ იყო ის მისთვის,მაინც ვერ გაიხსენა მისი სახე.მთელი სხეულით დაჭიმა,თითქოს საკუთარ თავს, რაღაცას აიძულებდა,ენერგია მთლიანად გონებისაკენ მიმართა მაგრამ შედეგად მხოლოდ თავბრუ დაეხვა და საშინელი წვა იგრძნო საფეთქლებთან და არანაირი მოგონებების გახსენება.მიუხედავად იმისა,რომ მის წინ მომტირალ და გულდამწვარ ქალში საკუთარი დედა ვერ შეიცნო,მაინც სიბრალულით განეწყო მის მიმართ,სანდო ადამიანად ჩათვალა,ნელი სვლით წავიდა მისკენ და ნელი მოძრაობით მაგრამ მაინც შემოხვია ქალს ხელები.მერე რა ,რომ ვერ იცნო,იგრძნო,რომ ამ ქალს უყვარდა,სჭირდებოდა და არანაკლებ მასაც სჭირდებოდა მზრუნველოდა და სიყვარული.
-მიცანი შვილო?-თვალცრემლიანი თვალები შეანათა ლიამ იმის იმედად,რომ იქნებ დედა-შვილობამ იმოქმედა მასზეო,მაგრამ პასუხად მხოლოდ უხერხული და დაბნეული ღიმილი მიიღო გოგონასაგან.მან ვერ იცნო.
ქალმა ყველა ახლობელს აუკრძალა საავადმყოფოში მისი ქალიშვილის მონახულება.ექიმის დარიგებით გოგონასთვის რთული იქნებოდა,ამდენი უცნობი " ახლობელის" ნახვა და ესეც ერთგვარი სტრესი იქნებოდა მისი გონებისათვის.
მთელი ეს ხანი პატარა საბას დიასამიძეების ოჯახი უვლიდა.გიგის ოჯახს რათქმაუნდა არ გაუგია ,რომ მათმა რძალმა მეხსიერება დაკარგა,მხოლოდ ის შეიტყვეს,რომ საღ-სალამათი იყო,მოტეხილობისა და ჭრილობის გარეშე და უკვე გონზე იყო.შვილმკვდარი დედისათვის ეს ძალიან მტკივნეული მოსასმენი აღმოჩნდა,მისი შვილი მკვდარი,ხოლო ქალი,რომლის ინიციატივაც იყო იმ ღამით მგზავრობა კი ცოცხალი და უვნებელი.ისეთი სიძულვილი გაღვივდა მთელს ოჯახში თათიას მიმართ,რომ აღარც ის აინტერესებდათ და აღარც პატარა საბა.
თათია ძალიან ჩაიკეტა,თითქოს მთელ სამყაროს გაერიყა,თუმცა სინამდვილეც ეს იყო,მისთვის ყველა და ყველაფერი უცხო აღმოჩნდა.ლიაც უცხო იყო მისთვის,მხოლოდ ის იცოდა,რომ დედად ეკუთვნოდა და ის იყო მისი პატრონი და მფარველი.
-რამდენი წლის ვარ?-ცოტა რამის გაგება სურდა საკუთარ თავზე.
-26.
-გვარი?
-ხალვაში.
-ოჯახში კიდევ ვინ არიან?
-მამა არ გყავს შვილო ავარიაში დაიღუპა წლების წინ,შენ კი დედისერთა მყავხარ.
-რა დროა ახლა?ანუ წელი ,თვე?
-2015 წლის 20 აპრილია,ოთხშაბათი.ამჟამად ბათუმში ვართ.
-ჰო ეგ ვიცი,ექთნების საუბარს,მოვკარი ყური.დიდი ხანია აქვ ვარ?საავადმყოფოში?
-თითქმის ორი კვირაა.
-რატომ აღმოვჩნდი ასეთ დღეში?რა იყო მანამდე?-იქვე სასთუმალთან მოკალათებულ დედას მიუბრუნდა და მოლოდინით და ინტერესით სავსე თვალები შეანათა.
ლიამ ღრმად ჩაისუნთქა,უკვე 1 კვირაა მისგან ამ შეკითხვის დასმას ელოდება და ახლა სწორედ ისე უნდა მოიქცეს და ილაპარაკოს,როგორც თემომ დაარიგა.მხრებში გაიშალა,სკამი უფრო ახლოს მიაჩოჩა საწოლისაკენ და თათიას ხელები მის მტევნებში მოიქცია,ნაზად ეამბორა,გოგონა ჯერ კიდევ უცხოობდა მისგან ასეთ მოპყრობას ,მაგრამ მაინც მორჩილად ხვდებოდა მის მზრუნველობას და სითბოს.
-შვილო ავტოავარიაში მოყევი.
-რატომ?როგორ?მარტო ვიყავი?-საწოლიდან წინ წამოიწია და დედას ცნობისმოყვარე და ცრემლიანი თვალებით მიაცქერდა.
-ავარია სხვა მანქანის ბრალი იყო ,დაგეჯახა,არა მარტო არ იყავი-ქალმა ღრმად ჩაისუნთქა და თითები ნერვიულად მოიფშვნიტა-შენთან ერთად მანქანაში ცოლ-ქმარი იჯდა ბავშვთან ერთად.
-მერე?-გული უცნაურად გადაუქანდა-კარგად არიან?ხომ არაფერი დაემართათ?
-ბავშვი და მამა კარგად არიან,დედა კი დაიღუპა-ძლივს მოაბა სათქმელს თავი.
-დაიღუპა?-არ იცნობდა მაგრამ თვალზე სიბრალულის ცრემლი მაინც მოადგა-საბრალო პატარა,გოგოა თუ ბიჭი?
-ბიჭი,საბა ჰქვია 6 თვისაა.
-პატარა და საყვარელი,რა ლამაზი სახელი ჰქვიებია-ცოტა ხნით ჩაფიქრდა-და ერთად რა გვინოდა?
-შენ მათ ოჯახში ძიძად მუშაობდი,პატარა საბას ძიძად.
-უი მართლა-გულთან ახლოს მიიტანა მუშტად შეკრული ხელები და თვალები ცრემლებმა დაუნამა.
-ჰო შვილო-იმის შემხედვარეს,რომ მის სიტყვებს უპრობლემოდ იჯერებდა ლიას უფრო შეემატა სითამამე და გაბედულება და მეტად გაიშალა მხრებში,ხმის ტონიც უფრო დამაჯერებელი გაუხდა-შენ დაბადებიდან პატარა საბას ძიძად მუშაობდი,შეიძლება ითქვას,რომ შენს ხელებში გაიზარდა,ძალიან გიყვარდა,იმ დღეს სტუმრად მიდიოდნენ და ბავშვის მოსავლელად შენც მიჰყვებოდი,სწორედ მაშინ მოხდა ავარია,სხვა მანქანა დაგეჯახათ და აი ასე დატრიალდა უბედურება-ქალს ნევიულობისაგან ხელები უცახცახებდა.
-რა ჰქვიოდა იმ ქალს?-ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
-ლალი....ლალი ჰქვიოდა, მის ქმარს კი თემო ჰქვია.
-ახლა სად არიან ან როგორ არიან?
-შვილო ამ ამბის შემდეგ თბილისში გადავიდნენ,იქაც ჰქონდათ ბინა......თათი,პატარას ძალიან უყვარხარ.....საბაზე ვამბობ......შენც ძალიან გიყვარდა....აი რომ ნახავ მიხვდები რა სიცოცხლე ბავშვია......რაც დედა დაეღუპა არავის იკარებს,არც ჭამს წესიერად არც იძინებს,ჭირვეული გახდა,ექიმმა უთხა,რომ ისეთი ვინმეს მზრუნველობა სჭირდება ვისაც იცნობს,ახლობელია მისთვისო,მამასთან კი არის ხოლმე მშვიდად მაგრამ,რა ქნას სამუშაო აქვს და სულ სახლშიც ვერ ჯდება,თანამ ტრაგედიის მერე ვერაფერს უდებს გულს,ახლა რასაც გეტყვი კარგად მისმინე-ფეხზე წამოდგა და საწოლთან ჩამოუჯდა,თბილი ხელები მკლავებზე ჩამოუსვა-შვილო თათია ექიმმებმა მირჩიეს,რომ შენ მეხსიერების დასაბრუნებლად კარგი მკურნალობა გჭირდება და ასეთი კარგი სპეციალისტი ჩვენს ქალაქში არაა,თბილისში კი არის,ჰოდა ბატონმა თემომ ეს,რომ გაიგო მთხოვა,რომ სანამ შენ იმკურნალებ და თბილისში ცხოვრება მოგიწევს მათ სახლში დავბინავდეთ,თან პატარა საბასთვისაც მისწრება იქნება,შენ ხომ მისი ძიძა იყავი ,გიცნობს უყვარხარ,შენც გიყვარდა ძალიან,ჰოდა დედა შენ თანხმობას ველოდებით ,შენ თუ თანახმა იქნები ხვალვე წავალთ თბილისში,ბატონი თემო მის სახლში მიგვიღებს,შენ პატარა საბაზე იზრუნებ და დაეხმარები,თავად კი იმკურნალებ და გამოჯამრთელდები.... რას იტყვი შვილო თანახმა ხარ?-ლიას გული გამალებით ბაგი-ბუგობდა პასუხის მოლოდინში,მის შვილს ძალიან კარგად იცნობდა,ძველ თათიას კარგად იცნობდა,მას არ შეეძლო გაჭირვებაში მიეტოვებინა პატარა არსება,მითუმეტეს,რომ ახლა საუბარი მის შვილზე იყო,თუმცა ამ ამნეზის შემდეგ დარწმუნებული აღარ იყო თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მისი ქალიშვილი.
-შენ როგორ ფიქრობ თუ დავთანხმდებით სწორად მოვიქცევით?-დედას ვერ ეძახდა.
-მე ვფიქრობ,რომ კი,ორმხრივი სარგებელია შვილო,შენთვისაც და პატარასთვისაც.
-თუ ასეა კარგი თანხმობა უთხარი-გაუღიმა და სასთუმალს მიაწვა.
-მართლა დე?-ქალი ემოციებს ვეღარ იკავებდა,როგორვც იქნა პატარა საბას დედა დაუბრუნდებოდა,ჯერ ძიძის ამპლუით ,მაგრამ ნელნელა სიმართლესაც ეტყოდნენ.
-რათქმაუნდა -თვალებდახუჭულმა გასცა პასუხი.
-ახლავე დავურეკავ ბატონ თემოს-ქალი ფეხზე წამოდგა ჩანთას ხელი დაავლო და პალატიდან გავიდა.
ალბათ იმაზე საშინელი გრძნობა და მდგომარეობა არ არსებობს ქვეყნად,როცა არ იცი-ვინ ხარ,რა ხარ,ან რისთვის ხარ.აი სწორედ ასეთად გრძნობდა თავს ამ წუთას თათია.მისი მომქედებები მხოლოდ მონოტორული იყო.არც სიკვდილი უნდოდა,თუმცა ვერც სიოცხლის მიზანს ხედავდა,არც მარტოობა სურდა ,თუმცა ვერც ვერავის ხედავდა ვინც ამ დანაკლის შეუვსებდა.თავს ახალდაბადებული ჩვილივით გრძნოდა,რომელმაც არც ლაპარაკი იცის,ვერც ვერავის ცხნობს,არც მიზანი აქვს და არც პროფესია.თავი ოდნავ გაარხია არასასურველი ემოციებისა და ფიქრების გასაფანტათ და საწოლზე გვერდი იცვალა.
ლიას საავადმყოფოს დერეფანში გავიდა თუ არა ჩანთაში მობილურს დაუწყო ძებნა,თუმცა მალე მისი ტელეფონი ახმაურდა და იოლადაც იპოვა,ნომერი არ ეცნო.
-გისმენთ.
-ლია თამილა ვარ-გიგის დედა იყო.
-გისმენ თამილა-საშინლად დაიძაბა.
-გავიგე შენი შვილი ცოცხალი და უვნებელი გადაგირჩა-საშინელი სარკაზმი და ირონია იგრძნობოდა მის ხმაში.
-ჰო-დანანებით ამოსთქვა და მტელი მისი დარდი და საწუხარი ამოაყოლა.
-მე უბედური დედა ვარ კი იცი უკვე,ნებით თუ უნებურად სწორედ ,რომ შენი შვილია ამაში დამნაშავე,რომ არა ის,რომ არ აეტეხა გინდა თუ არა წამიყვანე ჩემი კლასელების ბანკეტზეო დღეს ჩემი შვილი ცოცხალი იქნებოდა-თამილა ხმას ვერ აკონტროლებდა.
-თამილა-ეცადა ,რამე ეთქვა.
-არაფერი მაინტერესებს,ვერ გეტყვი,რომ საბას დანახვა და მოფერება ახლა ჭრილობებს დამიამებს ,ვნახოთ შეიძლება გავიდეს დრო და მისი ნახვა და მოფერებაც შევძლო მაგრამ ახლა ყველა მძულს ყველა,ამიტომ გაფრთილებ,უფრო სწორად შენი ქალიშვილი გააფრთილე ისე იცხოვროს თვალში არ გამეჩხიროს,ნურც შვილს მომახვევს თავზე,მე თავად მოვძებნი მას,როცა შემეძლება,გადაეცი არ შემხვდეს,თორემ სულ თმით ვითრევ-ქალი თან კიოდა ,თან ტიროდა.
-კარგი თამილა,კარგი,ყველაფერი ისე იქნება,როგორც შენ გინდა-ცდილობდა წყობილებიდან არ გამოსულიყო,მითუმეტეს ასეთ დროს,როცა იცოდა,რომ ამ ყველაფერში მის ქალიშვილს არანაირი წვლილი არ მიუძღოდა,თუმცა ახლა თამილასთვის რამის ახსნას აზრი არ ჰქონდა.
-იმედია აღარ შევხვდებით-თქვა და კავშირიც გაწყდა.ლიამ თვალებიდან ცრემლები მოიშორა და თემოს ნომერი აკრიბა.
.....................
უფროსი ბერიძე ოთახში წინ და უკან მოუსვენრად დააბოტებდა და ნერვიულად იწვალებდა პერანგის ღილებს.შიგადაშიგ ახედავდა ფანჯარაში უსასრულო სივრცეში მომზირალ შვილს და თავს დანანებით აქეთ იქეთ გააქნევდა.
-არ ვიცი,არა......მაინც ასე მგონია,რომ რაღაც არასწორად იქცევი.
-რატომ მამა?-მისკენ შემობრუნდა.
-ატყუებთ იმ გოგოს.
-აბა რა გავაკეთო მამაჩემო?ბავშვი ლამისაა ტირილით მოკვდეს,არავის იკარებს ბებიამისსაც კი პატარაა მაგრამ უდედობას და უმამობას გრძნობს.ქალს მკურნალობა სჭირდება,ექიიმმა სასტიკად გაგვაფრთხილა,რომ მისთვის ყოველი ახალი ამბავი წარსულზე დიდი სიფრთხილით და დროის შერჩევით უთარითო და რა გავაკეთო?ან იმ საბრალო დედამისმა რა ქნას?ყველამ ზურგი აქცია,ფული არა აქვს,მე ადამიანურად მინა დავეხმარო,მართალია მიყვარსს თათია მაგრამ ,ახლა ამ ნაბიჯს სწორედ ,რომ სიყვარულით ვდგამ,მინდა გამოჯამრთელდეს,შვილტან ყოს და კარგად იყოს,თუნდაც შევჯავრდე მერე,როცა მეხსიერება დაუბრუნდება,მე უბრალოდ მინდა,რომ კარგად ყოს და საბასთან იყოს,მეტი ვერაფერი მოვიფიქრე და ძალიან გთხოვ თუ არ შეგიძლია მხარში დამიდგე მაშინ ნურც შემიშლი ხელს.
-არა შვილო,ხელის შეშლა არც მიფიქრია,პირიქით,ასეა თუ ისე მე შენს გვერდით ვიქნები-მხარზე მზრუნველად მოუთათუნა ხელი აფორიაქებულ შვილს.
-კარგია,მადლობა-თავი დაუკრა-ხვალ გამოწერენ თათიას და პირდაპირ თბილისში მივდივართ,შენც უნდა წამოხვიდე.
-მეე?კარგი რააა....
-მამა გთხოვ,უშენოდ გამიჭირდება
-კარგი,კარგი,წამოვალს.
იცოდა,რომ არ საქციელით შეიძლება სწორედ იმ ტოტს ჭრიდა,რომელზეც იჯდა ან ყველა გზას კეტავდა,რომელსაც შეეძლო თათიასთან მიეყვანა,მაგრამ მისი სიყვარული ახლა მხოლოდ ერთი რამისაკენ უბიძგებდა,თათიასთვის დაებრუნებინა შვილი,ხოლო საბასთვის დედა და არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რა გზით.
....................
დილით ადრიანად მივიდა საავადმყოფოში ლიასთან ერთად.გულის სიღმრეში ოდნავ იოტისოდენა იმედი ჰქონდა,რომ იქნებ ეცნო თათიას მაგრამ,ქალმა ისე შემოხედა და მიესალმა როგორც ჩვეულებრივ გამვლელს.იმედი გაუცრუვდა,მაგრამ არ შეიმჩნია.
-შვილო ეს ბატონი თემურია-წარუდგინა მისი თავი ლიამ თათიას.
-სასიამოვნოა-მორიდებით გამოუწოდა ხელი-გითანაგრძნობთ დანაკლის.
-მადლობა-მიუხედავად ამნეზისა ქალს მისი თავმდაბლობა და მოკრძალება არ დაეკარგა.მამაკაცმაც შეაგება ხელი,ინსტიქტურად დახედა მის ხელს და წამიერად შეკრთა,ხელზე მაჯის შიგნიდან საკმაოდ გრძელი და ჯერ კიდევ ვარდისფერი ხაზი ჰქონდა ორ ადგილას,უეცრად შეკრთა,ქალს მაშინვე გაუშვა ხელი,ბოდიში მოიხადა და პალატიდან გავიდა.მისი რეაქცია არ გამოპარვია ლიას,ისიც უკან გაჰყვა.
-რა მოხდა შვილო?-სკამზე მჯდომს მიუახლოვდა.
-რა სჭირს თათიას?-წაშლილი სახე ჰქონდა
-რა სჭირს?-აშკარად არ სურდა პასუხის გაცემა.
-მაჯაზე რა სჭირს?რატომ აქვს ჭრილობები?
-ჰოოოო....-სინანულით გააქნია ქალმა თავი-მოდი ახლა ნუ ვილაპარაკებთ ამაზე,მერე კარგი?მერე აგიხსნი.
-კარგი...ოღონდ აუცილებლად-თემოს პასუხი მომთხოვნი და მკაცრი იყო,ეს ქალმაც იგრძნო და კიდევ ერთხელ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად და ისევ პალატისაკენ შებრუნდა,თემოც უკან გაჰყვა.
ჯერ მისი ნივთები ჩაიტანა ბერიძემ მანქანაში,უკან მობრუნდა მაგრამ ლია და თათია უკვე ლიფტიდან გამოდიოდნენ.შორიდანვე შენიშნა ,ისევ ჩვეული ნარნარით ,როგორ მოდიოდა ქალი და სუნთქვა შეეკრა,გული აუფრიალდა,მაგრამ მალევე გამოერკვა,საკუთარ თვს მასზე ფიქრი აკრძალა,მანამდე მაინც სანამ არ გამოჯამრთელდებოდა,ღრმად ჩაისუნთქა და მათ შესაგებებლად გაიწია.
-პატარა სად არის ბატონო თემო?-რა საოცარი ხმა ჰქონდა,კაცი მონუსხული შესცქეროდა.
-მოდი პირველ რიგში შევთანხმდეთ,არავითარი ბატონო,უბრალოდ თემო.
-კარგი-გაუღიმა.
-პატარა კი მამაჩემს ყავს კალთაში მანქანაში გველოდებიან-ხელით მისი მანქანა ანიშნა და წინ გაუძღვა დედა-შვილს.
თათიამ შორიდანვე შენიშნა წინა სავარძელზე მოკალათებული მამაკაცი ბავშვით ხელში,ამიტომ გეზი მისკენ აიღო,კარი გამოაღო თავი ოდნავ დახარა
-სალამი
-სალამი შვილო-აქამდე არ ენახა გიორგის თათია და წამიერად მოიხიბლა მისით,ინტერესით შეავლო თვალი,მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა,ქალს კი უთხრა-გამოჯამრთელებას გილოცავ შვილო-მერე კი თემო გახედა,თვალებით გემოვნებას უწონებდა,მაგრამ თემომ ისე დაბღვერით შემოუტრიალდა,რომ უცებ გაეყინა ღიმილი სახეზე.
-ეს არის პაწაწუნა საბა?-ინტერესით დააკვირდა საწოვარაზე მოთამაშე ბიჭს და ხელები შეუცურა,რომ აეყვანა,პატარა აფართხალდა,ქალს ინტერესით შეაქცერდა მისი დიდრონი ლამაზი ლურჯი თვალებით და უცებ გაიღიმა,აკისკისდა და სიხარულის გამოსახატავად ფართხალი დაიწყო.
-გიცნო-ცრემლებს ვერ იკავებდა ლია.
ხარბად აკვირდებოდა მის ყოველ ნაკვთს თათია,რაღაც დრო ასე ეჭირა და ათვალიერებდა,მერე ახლოს მიიზიდა,მის ყელში ცხვირი ჩარგო და ღმრად შეისუნთქა მისი სურნელი,ნეტარებისაგან თვალები მილულა,მისლ ფუმფულა ლოყებს ნაზად აკოცა და გულში მჭიდროდ ჩაიკრა.
-ისეთი გრძნობა მაქვს,რომ ეს პაწაწუნა ჩემია-სიცილით თქვა ქალმა და ყველას გადახედა,ეს მხოლოდ მან თქვა ასე გულუბრყვილოთ,თორე ირგვლივ მხოფთათვის მეხისგავარდნასავით იყო.
-ფაქტიურად შენი იყო-ნაძალადევად გაუღიმა თემომ-სულ შენ გყავდა.
-ალბათ ამიტომ მაქვს ასეთი გრძნობა,მისი სურნელი საოცრად ახლობელია და მამშვიდებს-თქვა და კიდევ ერთელ ჩაყო ცხვირი საბას ყელთან და მისი არმოატით დატკბა-პატარა მე მეყოლება.
-ხედავ,როგორ გაიტრუნა შენს მკლავებში?-სითბოთი მოუალერსა მხრებზე ლიამ-რომც არ გინოდეს არსად წავა.
-ჰოდა აღარც გავუშვებ-ისევ პატარას დახედა,მის კალთაში მოკალატებულს და მოღუღუნეს-რა სიცოცხლეა,რა ცხოვრებაა,ჩემო ლამაზო,რაო მიცანი?ჩემო ტკბილო?ასე მოგწონს სიხარულო?ჰოდა აქ იყავი ჩემთან,შემოგევლე შენ-პატარას ეფერებოდა და კოცნიდა,ხოლო ლია მალულად წმენდდა ცრემლებს თვალებიდან.
თემომ მანქანა დაძრა და ხანგრძლივი მგავრობისათვის მოემზადნენ მგზავრები.
პატარა საბა დედის ალერსიან მკლავებში,ისე მშვიდად და არხეინად იყო მოკალათებული,რომ მისი ბედნიერება და სილაღე ყველას ახარებდა,ვინც იცოდა თუ არ იცოდა სიმართლე.თათია კი სულ გამოეთიშა გარემოს,მთელი არსებით ბავშვზე გადაერთო,ჯერ საწოვარათი საჭმელი გაუმზადა და აჭამა,მერე კი მკერდზე ფრთხილად მიიწვინა,მისი ფუმფულა ლოყები მხრებზე ჩამოიდო,მის ნაკეცებიან ყელში ცხვირი ჩარგო და საოცარი სურნელი ღმრად ჩაისუნთქა,მშვიდად მხოლოდ პატარასთვის დაბალ ხმაზე აღიღინდა და თვალებმილული ნეტარი სახით უმღერდა მის ყმაწვილს იავნანას.ისიც გრძნობდა დედის საამო მზურნველობას და ტკბილი ხმა ძილის სამყაროსაკენ უძღვებოდა.საოცარი სანახაობა იყო.თემო თვალს არ აცილებდა დედა- შვილს სარკიდან,ბედნიერი იყო მისი საქციელით და კმაყოფილი,ყველაფრის მიუხედავად,კარგად დასრულდებოდა მისთვის თუ ცუდად,მაინც ასე მოიქცეოდა კვლავ,რომ შეეძლოს ამის გამეორება.აი ამ წუთებისათვის ღირდა ამხელა ტყუილი.უყურებდა და შინაგანად ეგოისტობდა,წამიერად გონებაში აზრმა გაუელვა,რა იქნებოდა,რომ ესენი ახლა მისი ცოლ- შვილი ყოფილიყო,მაგრამ უცებ უკუაგდო მისი ფიქრები,გამოერკვა,ირგვლივ ფრთხილად მიმოეხედა,ისეთი გრძნობა დაეუფლა,რომ მისი ნააზრევი იმ წამს სხვებისათვისაც ნათელი იყო და თითქოს დანაშაულზე წაასწრეს.საშინელი წვა იგრძნო მკერდში,გული შეეკუმშა საკუთარ ეგოისტურ სურვილებზე,ღრმად ამოიოხრა და სახე ფანჯრისაკენ მიატრიალა.
ლამის 7 საათი მოანდომეს მგზავრობას,გზადაგზა ჩერდებოდნენ,ხან პატარას გამო,ხან საჭმელად და შებინდებული იყო უკვე კორპუსის წინ,რომ გააჩერეს მანქანა.
ქალები წინ დაწინაურდნენ ბავშვთან ერთად,ბარგი კი მამაკაცებმა აიტანეს.
_ ეს თქვენი საძინებელი იქნება_ ფართოდ შეაღო ერთერთი ოთახის კარი თემომ და ლიას და თათიას მათთვის გამზადებული ადგილი უჩვენა.
მოშინაურდნენ,ბარგი ამოალაგეს,ლიამ სამზარეულოში სახელდახელოდ ვახშამი მოამზადა და უკვე ახლადშეძენილ ოჯახის წევრებს და უკვე არსებულსაც გაუმასპინძლდა.
საბას გზაში ეძინა,უკვე თამაშის ხასიათზე იყო.მთელი ეს დრო თათიას კალთაში მოკალათებული სათამაშო ბაჭიის ყურებს ლოღნიდა.
_უნდა დაგტოვოთ,ძალიან გადავიღალე უნდა დავიძინო_ მორიდებით ჩაილაპარაკა გოგონამ და თემოს ახედა,თან მორიდებით ბავშვისკენ ანიშნა.
_ აა,ჰო_ უცებ გამოერკვა თემო,დაიხარა და ქალის კალთიდან პატარა აიყვანა_ მოდი ჩემო ბიჭო,მოდი მე შენ რა მოგცე_ მკერდზე მიიხუტა და ჯობიდან გასაღებების აცმა ამოუძვრონა,ჰაერში შეარხია,მისხმა ჟღარუნდა პატარა გაამხიარულა და ორივე ხელით წაეტანა.
_ წავიდეთ _ დედამისიკენ შებრუნდა.
ლია უხერხულად შეიშმუშნა,იცოდა პირველივე დღეს წაეყავანათ საბა თავისთან თათია ცოდვა იყო,არადა თემო ისეთი უსუსური და დაბნეური მისჩერებოდა,რომ ქალი დაიბნა,ვეღარ გაერკვა რა ექნა.
_ წავიდეთ_ კიდევ ერთხელ გამოსძახა უკვე დერეფანში გასულმა შვილმა.
_ დაგეწევი შვილო_ მიაძახა და თემოსაკენ მობრუნდა_ რა გავაკეთო,რომ წავიყვანო პატარა,არ მინდა თათიამ თქვას პირველივე დღეს დამაკისრეს მოვალეობები ჯერ არ ჩამოვსულვარო,არ მინდა ინიციატივა გამოვიჩინო,ეს ხომ ფიქტიურად მისი სამუშაოა,გთხოვ ამ ერთ ღამეს გაუძელი,დაველაპარაკები და ხვალიდან ჩვენთან დაიძინებს,მე ვუთხარი,რომ საბას მხოლოდ დღე იტოვებდითქო და ამიტომ არ გამოთქვა სურვილი მისო წაყვანის.აი აქაა საჭმელი_ იქვე მაგიდაზე გამზადებულ საწოვარასა და საჭმლის კოლოფს დაწვდა_ აი აქ წერია რამდენ ხანში და რა დოზით უნდა აჭამო_ კოლოფის უკანა გვერდზე მოცემული ინსტრუქცია უჩვენა_ აბა შენ იცი შვილო_ ცრემლიანი თვალებით ახედა კაცს.
_ არ ინერვიულო ლია დეიდა,საბას არაფერს გავუჭირვებ,ყველაფერს ისე გავაკეთებ,როგორც დამიბარე,მშვიდად იყავი_ მხარზე ხელი შემოხვია და თბილად გაიღიმა.
_ მადლობა შვილო_ ქალმა ჯერ პატარას აკოცა მერე კი თემოს მადლიერების ნიშნად.
გავიდა თუ არა ლია სამზარეულოდან და კარი გაიხურა მაგიდასთან მოკალათებული გიორგი მაშინვე ფეხზე წამოდგა,ჩაის ჭიქა ოქვე მიდგა და მის შვილს მიუახლოვდა.
_ გაგიჟდი შვილო?რა იცი შენ ბავშვის მოვლის?
_ არ ვიცი მაგრამ ,არ იდარდო მოვხედავ,აბა პირველივე დღესვე ხომ არ მივაჩეჩებდი ბავშვს ხელში,არ იტყვის მობეზრებული ხომ არ ჰყავს ამოსუნთქვა მაინც ეცლია ჩემთვისო? გავუძლებ დღევანდელ დღეს.
_ ანუ ამ ღამით არცერთს გვიწერია ძილი_ ამოიოხრა და ისევ მის ჩაინს ჭიქას დაწვდა_ ამის სმას ჯობია ყავა დავლიო,მომაფხიზლებს მაინც.
_ რატომ ათენებ? დაიძინე შენ,მე მარტოც მივხედავ.
_ რას მიხედავ მარტო ბიჭო,ძაღლიც კი არ გყოლია მოსავლელად_ სიცილი დააყარა და გასაღებით მოთამაშე საბას ხელი გაუწოდა_ მოდი ჩენთან ბაბუამ გენაცვალოს შენ_ ხელები იღლიის ქვეშ ამოდო გულში ჩაიხუტა და მისაღებისაკენ წავიდა.
არსებულ სიტუაციაზე გაეღიმა თემოს,დღევანდელი სიტუაცია ნამდვილად არც დაუგეგმია და არც გაუთვალისწინებია.
დიდი მონდომება და ძალისხმევა დსსჭირდათ მამა- შვილს,რომ პატარა კაცი დაეძინებინათ,გამოუვიდათ კიდეც ოღონდ მხოლოდ ღამის სამ საათამდე.ეგრევე ტირილითა და კივილით გაიღვიძა.თემო და გიორგი დაფეთებულები წამოხტნენ საწოლიდან და დაბნეულები წინ და უკან დააბოტებდნენ.ვერაფრით აწყნარებდნენ ასხავებულ პატარას.
_ იქნებ სტკივა რამე?_ შეწუხებული სახით იკითხა თემომ_ ჰა მამა შენ გამოცდილი კაცი ხარ,რა ეტკივება?_ მოუსვენრად დააბიჯებდა ოთახში და თან ბავშვს ხელში არწევდა.
_ რა მახსოვს შვილო,32 წლის უკანდელი კი არა გუშინ რა ვჭამე ის აღარ მახსოვს_ ქოთქოთებდა გიორგი და თემოს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა უკან.ორი გამოუცდელი მამაკაცი ცდილობდა დაეწყნარებინა პატარა.
კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა,მერე კი კარი გაიღო.
_შეიძლება?_ თათია იყო.
_ მოდი,მოდი_ მისი დანახვისას შვებით ამოისუნთქა თემომ,ბავშვი უფრო კომფორტულად მოიკალათა ხელში და სტუმარს გაუღიმა_ მგონი რაღაც სტკივა და ვერ გავუგეთ._ უხერხულად შეიშმუშნა და მომტირალ საბას თავზე ფრთხილად აკოცა.
_ მისმა ხმამ გამაღვიძა,გულმა არ მომითმინა,შეიძლება?_ მისკენ გადაიხარა და პატარას ხელები გაუწოდა,დაიანახა თუ არა ბავშვმა დედა მაშინვე გაჩუმდა,გაიღიმა,ხელები შეაგება და ყელზე მოეჭიდა.
_ ჩემო ციცქნავ,ჩემო სიცოცხლე,ჩემთან გინდოდა?_ მოუალერსა და შეუღიტინა.
_ აი გიცნო,როგორ დაწყნარდა შენს ხელებში_ შვებით ამოისუნთქა გიორგიმ,თემო კი ბედნიერი შესციცინებდა მოსიყვარულე დედა-შვილს.
_ ჰოდა,ახლა ჩემთან წავალთ,ერთმანეთს ჩავეხუტებით და დავიძინებ?ხო ჩემო ტკბილო? _ ყელში ხმაურით აკოცა მოღუღუნე საბას და ოთახიდან გავიდა.
მთელი ღამე მშვიდად და ტკბილად ეძინა თათიასაც და მის მკლავებში მოკალათებულ პატარა სიცოხლეს.
დილით გიორგი სამუშაოდ ადრიანად წავიდა.თათიამ კი გადაწყვიტა საბა ეზოში დილის სასიამოვნო გრილ ჰაერზე გაესეირნებინა.სახლში მხოლოდ თემო და სამზარეულოში მოფისფუსე ლია დარჩა.
_ დილამშვიდობის ლია დეიდა_ მიესალმა და გაზქურაზე ჩაიდანი შემოდგა ყავისათვის.
_ დილამშვიდობის შვილო,შენ დაჯექი,მე გაგიმზადებ ყავას_ თქვა და კარადა გამოაღო და ჭიქა გადმოდგა.
_ მადლობა_ მაგიდას მიუჯდა_ სად არიან სხვები?_ ოთახს თვალი მოავლო.
_ მამაშენი სამუშაოზე წავიდა,თათიამ კი საბა გაასეირნა ეზოში.
_ ანუ მარტო ჩვენ ვართ_ თავისთვის ჩაილაპარაკა და მკლავები მძიმედ ჩამოდო მაგიდაზე.
_ კი შვილო_ წინ უკვე გამზადევული ყავის ფინჯანი დაუდგა ერთიც მისთვის დადგა და წინ ჩამოუჯდა.
_ რაღაც მინდა გკითხო ლია დეიდა_ ცოტაოდენი დუმილის შემდეგ უთხრა და მის წილი ჭიქა მისკენ მიაჩოჩა.
_ გელოდი.
_ ანუ იცით უკვე რაც მაინტერესებს...არ იფიქრით,რომ თქვენსა და თათიას ცხოვრებაში ხელებს ვაფათურებ და ვერევი,უბრალოდ არ მინდს ვიცოდე რამ მიიყვანა აქამდე,მე მას გათხოვებამდეც ვიცნობდი და მსგავსი არაფერი შემინიშნავს.
_ გასაგებია შვილო_წინსაფარზე ნერვიულად ჩამოისვა ხელები,საზურგეს მჭიდროდ მიეყრდნო და მხრებში გაიშალა_ ჩემს შვილს არანაირი მიზეზი არ ჰქონდა დაოჯახებამდე,რომ ეს გაეკეთებინა.კი მართალია ხელმომჭირნედ ვცხოვროვდით მაგრამ თბილად და ტკბილად ვიყავით,ეს მანამ სანამ არ გათხოვდა_ თვალები აუცრემლიანდა.
_ როგორც ვიცი სიყვარულით დაქორწონდნენ,გოჩა და ნინი ძალიან აქებდნენ თქვენს სიძეს.
_ კი შვილო სიყვარულით დაოჯახდნენ.მართლა ძალიან უყვარდა თათია გიგის,ზრდილობიანი,პატიოსანი და კარგი ბიჭი იყო,ეგ იყო,რომ ცოტა ზედმეტად ეჭვიანობდა ხოლმე.მერე აიჩემა ცალკე უნდა ვიცხოვროთ მე და თათიამო და ავღანეთში წავიდა კონტრაქტით.აი სწორედ მანდ შეცდა.ძალიან სხვანარი დაბრუნდა.თავიდან ამ ცვლილებას ნაკლებად ვამჩნევდით ან ვერ ვიმჩნევდით,მაგრამ დაქორწინების მერე უფრო თვალში საცემი გახდა მისი მძიმე ხასიათი.ერთხელ კი დაიწუწუნა თათომ გიგიზე,რომ ძალიან შეიცვალაო მაგრამ სერიოზულად არ მივიღე მისი წუწუნი,ვიფიქრე,ახლად გათხოვილია და ვერ ეგუებამეთქი.ნეტა მომესმონა.ალბათ იქაურ რეჟიმსა და გარემოს ვერ შეეგუა და ამის ბრალი იყო მისი ცვლილება.როგორც მერე გავიგე,სულ გაღიზიანებული იყო,მცირედიც კი ყოფნიდა,რომ ეჩხუბა,ეყვირა.თავიდან ხელით არ ეხებოდა,პირველად ორსულად,რომ იყო საბაზე ოთხი თვის მაშინ სცემა_ თემო უსმენდა და გრძნობდა თუ როგორ გამოტოვა რამოდენიმე დარტყმა მისმა გულმა,მთელი სხეული დაეჭიმა,ლია კი ტიროდა_ საშინლად ეჭვიანი გახდა,ყველაზე ეჭვიანობდა,მეზობელზე,კლასელზე,ნათესავზეც კი,ორი თვისა იყო საბა,მაღაზიაში შემთხვევით მისი ძველი მეგობარი შეხვდა ლადო,მოიკითხა იმ ბიჭმა,გიგიც გაიცნო,ბავშვს მოეფერა,სათამაშო უყიდა,თათოს მოეხვია ,გადაკოცნა და წავიდა.სახლში მივიდნენ თუ არა ყველაფერი თავზე დაალეწა,საშინლად იეჭვიანა,იმ ზომამდე მივიდა,რომ ისიც დააბრალა იქნებ ეს ბავშვი ჩემი არაა და იმ ლადოსგან გყავსო.ალბათ ეს ბოლო წვეთი იყო ჩემი თათოსთვის.ისევ გიგიმ იპოვა სააბაზანოში ჩაკეტილი,ორივე მაჯა ჰქონდა გადასერილი,უფალმა გადამირჩინა მაშინ ჩემი გოგო.მაშინ ძალიან შეეშინდა ჩემს სიძეს,მაგრამ ეს შემთხვევა გაკვეთილად მხოლოდ ერთი თვე ეყო,მერე ისევ ისეთო გახდა,აი ასე დაი…..._ სიტყვა კარის ხმამ გააწყვეტინა.
_ ჩვენც მოვედით_ მხიარული შეძახილით შემოაბიჯეს დედა-შვილმა.
მისი ხმის გაგონებაზე ლია შეკრთა და დაიძაბა,თითქოს დანაშაულზე წაისწრესო,მეც უხერხულად ვიგრძენი თავი ლიასა და კარში ინტერესით მომზირალ თათიას წინაშე.ოდნავ ჩავახველე და მხრებში გავიმართე.ლია ონკანისკენ შებრუნდა და დასარეცხ ჭურჭელს დაავლო ხელი ,თან შვილს გამოსძახა:
-მოხვედით უკვე?
თათიამ გაგვიღიმა და იქვე სკამზე მოკალათდა საბასთან ერთად.ჯერ კიდევ ვერ გავითავისე,რომ უკვე "მამა" ვარ და ჩემმგან მეტი ყურადრების გამოვლენაა საჭირო ბავშვის მიმართ.ამას მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებ,როცა მას ვხედავ,იმედია შევეჩვევი ახალ პასუხისმგებლობას.
-მოდი ჩემთან ვაჟკაცო-ხელები წინ გავიშვირე და ბაშვისაკენ გადავიხარე,მაგრამ დედამის მიეკრო და არ მომეკარა.
-დაიღალა,უკვე ძილის დრო აქვს,ამიტომ არ მოგეკარათ -მისი გამართლება სცადა თათიამ.
-მე დავაძინებ-გაბედულად წარმოვთქვი,თუმცა შინაგანად ჩემს სიტყვებს ვეწინააღმდეგებოდი,მითუმეტეს წინა ღამეს თუ გავიხსენებდი და ფეხზე მხნედ წამოვდექი.
-იყავით მე დავაძინებ,თან დავისვენებ,ნუ შეწუხდებით-რომ იცოდეს,რამხელა პრობლემა ამაცინა,ახლავე დავუკოცნიდი ლოყებს.
-კარგი-მაშინვე დავეთანხმე და ლიას გამზადებული საწოვარა გავუწოდე-ჰო და კიდევ,მოდი თქვენობით არ ვილაპარაკოთ,შევთანხმდით?
-რათქმაუნდა-გამიღიმა და ნარნარით დატოვა იქაურობა,მე კი მონუსხული და მისი ღიმილით დაჰიპნოზებული ისევ იმავე მდგომარეობაში გაყინული ვიდექი უაზრო ღიმილით,ლიას ხმამ გამომარკვია.
-შვილო ძალიან გთხოვ,რაც ვილაპარაკეთ არც გიორგისთან თქვა და მითუმეტს თათოსთან.
-არა ლია დეიდა-გამოვფხიზლდი-მაგაზე არც კი იდარდოთ-გავუღიმე,ტელეფონს ხელი დავავლე,სადარბაზოს კარი გამოვაღე და კიბეებს დავუყევი,თან ტელეფონში გოჩას ნომერს დავუწყე ძებნა.ახლა მხოლოდ მასთან საუბარი თუ დამაწყნარებდა.
-როგორ ხარ ძმობილო?
-კარგად თემო კარგად,თქვენ რას შვებით,როგორ მოეწყვეთ?
-რავი ნორმალულად,ჯერ ვერ შევეჩვიე მამის,როლს-მანქანის კარი გამოვარე და სავარძელზე მოვთავსდი.
-შენი ნებით გაყევი ამ შარში თავი ხომ არ დაგავიწყდა?ჯერ მეორე დრეა და უკვე წუწუნებ?
-არა ბიჭო რას ვწუწუნებ,უბრალოდ შეგუების მომენტია,მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და დავიძაბე,არ გინდა ჩამოხვიდე რამოდენიმე დღე?
-აბა არავინ უნდა დაენახოს თათოსო?
-ხოდა ნუ დაენახვები,ისე ჩამოდი ჩემთან,ჰა მიდი აიღე შვებულება,ახლა ყველაზე მეტად მჭირდება შენი რჩევები და მხარდაჭერა.
-მოხდა რამე?
-როცა გნახავ მერე ვილაპარაკოთ,ტელეფონით არა.
-კარგი საღამოს გაგაგებინებ რას ვიზამ-დავემშვიდობე და მანქანაც დავქოქე,ახლა მხოლოდ ერთი ჭიქა ვისკი მინდოდა,მხოლოდ ეგ თუ უშველიდა ჩემს აფორიაქებულ სულსა და გულს.
......
ბავშვმა მალე დაიძინა,სუფთა ჰაერმა და თბილმა საჭმელმა უცებ მოადუნა და მალევე ამოუშვა სასიამოვნო ფრუტუნი.ლოყები საყვარლად დაებერა და გამობურცული ტუჩები ნერწვით დაუსველდა.ფრთხილად დავიხარე მისკენ და კიდევ ერთხელ ღრმად შევისუნთქე მისი სასიამოვნო არომატი.ყოველ ჯერზე,როცა ამას ვაკეტებ შეგრძნება მაქვს,რომ რაღაც სასიამოვნო მოგონებებში ვარდები,მოგონებებში,რომელსაც არც ფერი აქვს და არც ხმა,მხოლოდ ეს არომატი.
ვგიჯდები ამ ბავშვის სუნზე,როცა ჩავისუნტქავ თითქოს სასიამოვნო ტალღები მივლის,როგორც შემცინვნებულს ჩაის თბილი დავლა სხეულში აი ისე.რაღაც უცნაურ წვას ვგრძნობ მუცელსა და მკერდის არეში,ალბათ ეს იმის ბრალია,რომ ქალი ვარ,პოტენციური დედა,იმედი მაქვს,მეც მალე მეყოლება ასეთი სიცოცხლე.ეს გავიფიქრე თუ არა მაშინვე დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე და წარსულზე-"ნეტა შეყვარებული არ მყავდა?აუცილებლად შევეკითხები ლიას".ამ ფიქრებსი თემოც ამომიტივტივდა,ძალიან სიმპატიურია,როგორ მაინტერესებს მისი ცოლი,ნეტა პატარა ვის უფრო ჰგავს,დედას თუ მამას?როგორ მეცოდება,ქალი ხომ ცოდვაა ქვრივობისათვის და მარტოხელა მშობლობისათვის,მაგრამ მამაკაცები მგონი უფრო საბრალონი არიან,გამოუცდელნი და დაბნეულები.აი სწორედ ასეთი სახე ჰქონდა სამზარეულოში თემოს.თავი ამტკივდა.საბას ფუმფულა ლოყებს ვეამბორე,მისი პატარა თითები ჩემს ხელის მტევნებში მოვიმწყვდიე და მეც საკმაოდ დაღლილმა თვალები მივლულე.
თვალი,რომ გავახილე უკვე მზე გადასული იყო.მკრთალი შუქი ჯერ კიდევ აღწევდა ოთახში,გვერდი ვიცვალე და იდაყვზე დაყრდნობილმა საბასკენ გადავიხარე,მას ჯერ კიდევ ეძინა,მაგრამ შევამჩნიე,რომ უცნაურად ბორგავდა და მძიმედ სუნთქავდა,გულმა რეჩხი მიყო,ფრთხილად მივადე შუბლზეგაშლილი ხელისგული,იწვოდა,სუნთქვა შემეკვრა,მაშინვე ფეხზე წამოვხტი,სასწრაფოდ ჩავიცვი და ისევ ბავშვისაკენ დავიხარე,ხელისგულები და კისერი თითებით შევუმოწმე,ბაშვვს მაღალი სიცხე ჰქონდა,ჩემი ვარაუდით 39 მაინც.ზურგთან შევუცურე ხელი,სულ სველი იყო.გონება ამერია და ავკანკალდი,საოცარმა შიშმა ამიტანა,ხელების კანკალითა და ფაციფუცით გადმოვალაგე საბას ტანსაცმლები,მერე მძინარეს გამოვუცვალე,ერთი-ორჯერ აჭიჭყინდა მაგრამ მაშინვე მკერდზე მივიხუტე და ჩაწყნარდა,ჩემს საფულეს ხელი დავავლე და ოთახიდან გავედი.
ყველანი მისაღებში მოკალათებლი ტელევიზორს უყურებდნენ.პირველმა ტემომ შეგვამჩნია,მაშინვე ფეხზე წამოდგა.
-რა ხდება თათია ხომ მშვიდობაა?ასე გვიან სად მიდიხარ?-თან ჩვენსკენ წამოვიდა.
-პატარას მაღალი სიცხე აქვს ,ახლავე ექიმთან უნდა წავიყვანო,სახლში არ მეგულებოდი და ვიფიქრე მე წავიყვანთქო-სახეზე ფერი შეეცვალა მაშინვე თემოს,ოდნავ დაიხარა და პატარას სახეს დააკვირდა,ხელი შუბლზე დაადო.
-იწვის-თქვა და მძიმედ ამოიოხრა,შებრუნდა და მის ნივტებს მოავლო ხელი და ფეხსაცმელებიც ჩაცმა დაიწყო-ახლავე წავიდეთ.
--მალე,მალე წავიდეთ,ცუდად არ გახდეს-მონოტორულად ვიმეორებდი .არ ვიცი რატომ,მაგრამ ამ სიტყვებს,რომ ვამბობდი ჩემდა უნებურად ცრემლები წამსკდა,ვეცადე თავი მომეთოკა მაგრამ, რაც მეტად ვინდომებდი ,მით უფრო ვუმატებდი ტირილს.
ჩემი შემხედვარე დედაჩემიც ატირდა,იმას რაღა ატირებდა,გავიფიქრე და აწუწუნებული ბავშვი უფრო მჭიდროდ მივიკარი სხეულზე.
-გინდა მე ავიყვანო?-მკითა თემომ და ჩემკენ დაიხარა.
-არა-კატეგორიულად ვიუარე და სხეულით ოდნავ საპირისპირო მხარეს სევბრუნდი,არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი,მაგრამ ახლა საშინლად არ მინდოდა ბავშვის ვინმესთვის დათმობა.ჩემდა გასაკვირად მამამისი არ შემეწინააღმდეგა,ნელი მოძრაობით დამიკრა ღავი ,სადარბაზოს კარი გამოაღო და ხელით მანიშნა ,რომ პირველი მე გავსულიყავი.
............
ვუყურებდი,როგორ ჰყავდა მთელი ძალითა და მონდომებით ჩაბღაუჭებული მისი პირმშო მკლავებში,როგორ ენამებოდა ცრემლებით ვარდისფრად შეფაკლული ლოყები,როგორ კოცნიდა და ეფერებოდა მის პატარას და საკუთარი თავის ცემა მომინდა,მხოლოდ ამ წამმა დამანახა,რომ დედა-შვილობა განუყოფელია და ეს არ უნდა დამემალა მისთვის.თუმცა ახლა ამის შეცვლა შეუძლებელი იყო.
უკანა სავარძელზე მოკალათდა და საბა ფრთხილად გადაიწვინა კალთაში,ბავშვი გამოფხიზლდა,მაგრამ ტიროდა და წუწუნებდა.ნაზად ეფერებოდა თმებსა და ლოყებზე,შიგადაშიგ შუბლზე და ლოყაზე კოცნიდა,თან ტიროდა.მთელი გზა ხმა არ ამოუღია არც მე მითქვამს რამე.მხოლოდ შიგაგაშიგ გავხედავდი მის სევდიან და მოწყენილ სახეს სარკეში.
საბა კერძო ექიმთან მივიყვვანეთ სახლში,როგორც სამეზობლოში გვირჩიეს ამ უბანში ყველაზე კარგი პედიატრი ქალბატონი ნუნუ ყოფილა.შევედით თუ არა ექიმმა აგვათვალიერა,მერე ბავშვს დახედა და გვკითხა:
-რა ხნისაა თქვენი შვილი?
-იცით ჩვენ.....
-მალე შვიდი თვის გახდება-სიტყვა გავაწყვეტინე თათიას,ალბათ ექიმისთვის იმის ახსნა სურდა ,რომ არ ვიყავით მშობლები,მაგრამ ამ შემთხვევაში ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა,პირიქით უფრო უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.გაკვირვებით შემომხედა.არ შევიმჩნიე.
საბას სიცხის მიზეზი ყელი აღმოჩნდა,გამოგვიწერა წამლები,მოგვცა მითითებები და დამშვიდებულები წამოვედით.აფთიაქში საჭირო წამლები ვიყიდე და შინისაკენ წავედით.
გზაშივე დავალევინეთ პატარას წამლები და ჩაეძინა.თათია დაბალ ხმაზე იავნანას უმღეროდა.ისე სასიამოვნოდ იღვერობა მისი ხმა მთელ მანქანაში,რომ გამაჟრჟოლა,საშინლად მომიარა სურვილმა,რომ ორივე დედა-შვილი მაგრად ჩამეკრა გულში და აი ასე ტკბილ ჰანგებში სამივეს ერთად ჩაგვეძინა.მაგრამ სამწუხაროდ რეალობა სულ სხვა რამ იყო.
-თუ გინდა დღე შენთან დაიძინოს პატარამ-ჩუმად გადმომილაპარაკა-რომ იტიროს და შენთან მოესურვოს?
-მირჩევნია შენთან იყოს,მეც მშვიდად ვიქნები და ისიც-მეტი ვერაფერი მოვიფიქრე საპასუხოდ.
აღარ შემწინააღმდეგებია,ალბათ დაეთანხმა ჩემს აზრს.მალე მივედით სახლში,კარამდე მივაცილე და მე ისევ უკან დავუყევი კიბეებს.
-სად მიდიხარ?-დამაწია კითხვა.
-ახლახან შევამჩნიე საბარგულში კიდევ ერთი პატარა ჩანთა დაგრჩენიათ,ჩავალ ამოვიტან,იქნებ დაგჭირდეს-აღარაფერი მიპასუხა,კარი შეაღო და გაუჩინარდა.მე კი სირბილით გავაგრძელე სვლა.
სწრაფად გავაღე საბარგული,დავავლე ხელი ჩანთას და კარიც დავხურე.ჩანთა მაღლა ავწიე და გვედულად მხარზე მოვიგდე,უცებ მომესმა ვარდნის ხმა,როგორც ჩანს ჩანთა შეკრული არ იყო.ძირს დავიხედე,დამაინტერესა რა დავარდა.ყავისფერი წიგნაკი ეგდო,ხელში შევატრიალე,ინტერესით დავაცქერდი,ყდა გადავშალე და პირველივე გვერდზე დიდი ასოებით მინაწერი ამოვიკითხე
-თათო ხალვაშის დღიური-
სუნთქვა შემეკრა,გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა,სწრაფად დავხურე და დავიძაბე.ერთ ადგილზე გავიყინე.რაღაც დრო ასე ვიდექი,მერე ისევ გადავფურცლე,თითქმის სავსე იყო.
რა გავაკეთო?-მხოლოდ ეს აზრი მიტრიალებდა გონებაში.
ჩანთა უფრო მოხერხებულად მოვიგდე მხარზე და ისევ ბლოკნოტს დავაჩერდი,უკვე გაცვეთილი და ფურცლებ გახუნებული იყო,რაც იმაზე მიანიშნებდა,რომ წლებია პატრონს ემსახურება.წამიერად ათასმა აზრმა გაიელვა ჩემს გონებაში,რამდენ ტკივილს,სიხარულს ,იმედგაცრუებას და წარმატებას ინახავს ეს დღიური,ან რამდენ სასურველ ან არასასურველ სახელს და მომენტს.წარმოუდგენელი დილემის წინაშე აღმოვჩნდი-ბუნებრივია ამ ბლოკნოტს თათოს ვერ მივცემ,ეს ტყვიის დახლის ტოლფასი იქნება,ვერც ლიას მივცემ,იქნებ წარმოდგენაც არა აქვს,რომ მისი ქალიშვილი დღიიურს წერს.
ალბათ ეს ნივთები ერთი ხელის მოსმით ჩაყარა ლიამ თორე,რომ ეპოვნა ან გადაეშალა და ენახა თუ რაც იყო არაფრის დიდებით არ წამოიღებდა ან ასეთ ხელმისაწვდომს არ გახდიდა.ერთი მომენტი ვიფიქრე შემენახა და დავლოდებოდი იმ დროს ,როცა თათოს მეხსიერება დაუბრუნდებოდა,თუმცა...... არ შემიძლია......აუცილებლად შევუნახავ და მივცემ ,ოღონდ..........ჯერ უნდა წავიკითხო,ისე ვერ ვიარსებებ,ვერ ვისუნთქებ.ზურგს უკან სვიტერი ამოვიჩურტე და შარვლის სათავეში ქურდულად ჩავიტენე წელთან ბლოკნოტი,ზედატანი გავისწორე და თითქოს არაფერი კიბეებს ავუყევი.შინაგანად ვერ ვისვენებდი,ერთი მხრივ დანაშაულის გრძნობა მღრღნიდა,მეორე მხრივ კი ცნობისმოყვარეობა.ტელეფონმა დარეკა,ნომერს დავხედე ,გოჩა იყო.
-შემოთავაზება ძალაშია?-აშკარად კარგ ხასიათზე იყო ჩემგან განსხვავებით.
-აბა შემოთავაზება?-დავიბენი.
-რა იყო ბიჭო ამ დილანდელი შენი სიტყვები დაგავიწყდა?-ხმაში წყენა შეერია.
-ააა,ჰო,მაპატიე ცოტა დაბნეული ვარ...კი,კი ძალაშია,რა არის რო?აიღე შვებულება?
-რამ დაგაბნია რა ხდება?
-საბა იყო ავად ექიმიდან მოვდივართ.
-ეგ ცუდია,ახლა,როგორაა?
-ახლა უკეთ...ანუ მოდიხარ თუ არა?-თან სახლის კარი შევაღე.
-ხვალ მანდ ვარ.
-ძმა ხარ,დროებით აბა-გეზი პირდაპირ მისაღებისაკენ ავიღე,დივანზე მხოლოდ გიორგი და ლია იყო მოკალატებული,ოთახს თვალი ინტერესით მოვავლე.
-სად არის თათია და საბა?
-თავისთან წაიყვანა და აძინებს-გიორგიმ მიპასუხა,ლია კი მაშინვე წამოდგა და ჩემკენ გამოემართა,მკლავებში ჩამაფრინდა და სასოწარკვეთილმა შემოამანათა ცრემლიანი თვალები.
-ხომ არაფერი სჭირს ბავშვს სერიოზული?თათო ისე იყო გათიშული არაფერზე გვიპასუხა.
-არ ინერვიულო,სიცხე ყელის გამო ჰქონდა,მკურნალობა დაუნიშნა და ორ დრეში გამოკეთდება-რაც შემეძლო მშვიდად და დამაჯერებლად ვუპასუხე,რომ აფორიქებული ქალი დამეწყნარებინა-აი ეს ჩანთა ჩემს საბარგულში იყო ,დაგრჩენიათ წუხელ.
-უი,ეს თათოს ნივთებია,მადლობა შვილო-მაშინვე ჩამომართვა ჩანთა,მე კი გეზი თათიას საძინებლისკენ ავიღე.
ფრთხილად დავაკაკუნე,არავინ გამომეპასუხა,კარი შევაღე და შევიჭყიტე,ორივეს მშვიდად ეძინა,პატარა საბანში იყო გახვეული,ქალი კი საბნის ზემოდან მიწოლილიყო და მიკვროდა შვილს,სანათის შუქზე ,რაღაც საოცარი სანახაობა იყო,ორივე ერთად.საშინლად მომინდა მეტი ახლოს მენახა მისი ლამაზი ნაკვთები და საოცარი ღიმილი,მძინარესაც,რომ დასთამაშებდა სახეზე.ფეხაკრებით მივუახლოვდი და მათკენ დავიხარე.ვუყურებდი და საკუთარ თავს ერთ კითხვას ვუსვამდი-როგორ გავძელი უმისოდ?ან იქნებ მომავალიც უმისობბას მპირდება?გაფიქრებამაც კი გული შემიკუმშა,ჩემსავე ფიქრებმა დამაფრთხო და სწრაფად შემოვტრიალდი,სკამზე უხეიროდ გამოვედე,წავაქციე და ხმაურზე თათიაც გამოფხიზლდა.გაოცებულმა შემომხედა და საწოლის საზურგისაკენ აზიდა მთელი სხეული,მე უხერხულად გავიღიმე.
-მინდოდა გამეგო,როგორ იყო საბა-კი მართალია იმ წუთას სულ სხვა რამით ვიყავი დაკავებული მაგრამ რათქმაუნდა ესეც ძალიან მაინტერესებდა.ჩემი მოსვლის ძირითადი მიზეზი ეს იყო.
-კარგად არის ნუ ღელავ,თუ გინდა შენს ოთახში გამოვიყვან.....მაგრამ თუ ნებას მომცემ მე დავიტოვებ,შეიძლება?-მიუხედავად არ იცოდა ვინ იყო ეს პატარა მისთვის ,მაიც როგორ ღელავდა და უყვარდა,მაგიჟებდა მისი კეთილი გული და დიდსულოვნება.
-შეიძლება-სწრაფად ვთქვი და ჩქარი ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა,ჩემს გულს და გონებას ამდენის ატანა აღარ შეეძლო,ვიკარგებოდი მის თვალებში.გიორგის და ლიას ტკბილი ძილი ვუსურვე და ჩემს ოთახში შევვარდი.საწოლზე მოწყვეტით დავეშვი,შარვლის სათავიდან ბლოკნოტი ამოვაცურე და წინ დავიდე.
ხელები გაუაზრებლად მუხლებზე შემოვიწყვე და გაუცნობიერებლად დავაშტერდი ბლოკნოტს,არ მახსოვს რა ხანი ვიყავი ასე,წუთი,5 წუთი თუ ნახევარი საათი,უბრალოდ ვიჯექი და ვფიქრობდი ,მინდოდა თუ არა იმ ყველაფრის გაგება, რასაც მასში ამოვიკითხავდი.ალბათ მინდოდა,რადგან ხელი ჩემდა უნებურად მისკენ გამექცა და პირველი ფურცელიც გადავშალე.
რამოდენიმე გვერდის გადაფურცვლით მივხვდი,რომ აქ ყოველდღიური ჩანაწერები არ იყო.ზოგან შუალედი ერთი კვირა იყო,ან რამოდენიმე დღე , ან სულაც თვე.
პირველი ათ გვერდზე ყოველდღიური რუტინა იყო აღწერილი,იხსენებდა თუ როგორ გაიცნო გიგი შემთხვევით ავტობუსში,თუ როგორ ვითარდებოდა მათი სიყვარული.სიმართელე ვთქვა არც ისე სასიამოვნო წასაკითხი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის.შემდეგ გვერდზე ჩემთვის მნიშვნელოვანი თარიღი დავინახე,დრე,როცა ის გავიცანი.
-2 ნოემბერი-
"დღეს მნიშვნელოვანი დღე მქონდა,ჩემს სადამრიგებლოს გამოსაშვები ფოტო გადავუღე.ჩემი პირველი სადამრიგებლო რა საყვარელი პატარები მყავს.თუმცა კინაღამ ეს დღე უკანასკნელად მექცა,რომ არა ჩვენი ფოტოგრაფი,რომელმაც ფანჯრიდან ჩამოვარდნილი ყვავილის ქოთნისგან მიხსნა.რა უცნაური ვინმე იყო,ცოტა მეტიჩარაც,უნდოდა გავეშაყირებინე ჯეიმს ბონდად გამეცნო,მაგრამ არც მე ჩამოვრჩი ,რა?მატა ჰარი მაგაზე ნაკლები იყო?
ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ ,როგორც იქნა დარეკა გიგიმ.როგორ გამახარა მისმა ზარმა."

შინაგანად მინდოდა,ველოდი,თუმცა , როცა საკუთარ თავზე ამოვიკითხე ,ავირიე.ახლა უფრო ინტერესით დავიწყე კითხვა.
რამოდენიმე დღის გამოკლებით სულ ორი ჩანაწერი იყო იმ დღემდე ,ვიდრე მას შევხვდი ნინის წვეულებაზე.ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რუტინა იყო აღწერილი,-თუ როგორ დადიოდა სკოლაში,როგორ ენატრებოდა გიგი და როგორ განიცდიდა,რომ ასე ეჭვიანობდა მისი საქმრო ყველაზე და ყველაფერზე.თუმცა ამას მეტ-ნაკლებად სიყვარულის გამოხატულებად აღიქვამდა.

-9 ნოემბერი-
დღეს ჩემს ძვირფას მეგობართან ნინისთან ვიყავი.უკვე დიპლომიანი და განათლებული გოგოა.ერთობლივად ავღნიშნეთ მეგობრებმა და არა მარტო მეგობრებმა.ჩემდა გასაკვირად თვითმარქვია ჯეიმს ბონდიც იქ იყო .გოჩას მეგობარი აღმოჩნდა.არც ისეთი მეტიჩარა ყოფილა,როგორც ერთი შეხედვით ვიფიქრე.საკმაოდ თავდაჭერილი და ზრდილობიანი აღმოჩნდა.სახლამდეც კი მომაცილა.მიხარია ასეთ კარგ ახალგზრდებს,რომ ვუყურებ.დღეს ისევ არ დარეკა გიგიმ,ერთი კვირაა მისი ხმა არ გამიგონია.

სასიამოვნო აღმოჩნდა ამის წაკითხვა საკუთარ თავზე.თურმე არც ისეთი ცუდი წარმოდგენა არ ჰქონია ჩემზე,როგორც ერთი შეხედვით ჩანდა.მომდევნო რამოდენიმე ფურცელზე ქორწილის სამხადისზე ეწერა,თუ რა ბედნიერი იყო.თუმცა არსად არ ეწერა,რომ თელ ამ სამზადისში მასთან ერთად გიგიხც იყო ჩართული,როგორც ჩანს მთელმა ამ საქორწილო აურზაურმა ძირითადად მის კისერზე გადაიარა.

დაახლოებით ორი თვე გამოტოვებული იყო.
-5 თებერვალი-
დღეს ბედნიერიც ვარ და უბედურიც.ბედნიერების მიზეზი ჩემში არსებულმა ახალმა სიცოცხლემ მომანიჭა.თურმე უკვე 2 თვისა ვარ,მე კი ახლა გავიგე.მგონი ესაა ერტერთი მთვარი მიზეზი ქალური ბედნიერების.და უბედური......... დღეს პირველად შემეხო ხელით........თუმცა ყველაფერს მოვითმენ,ამბობს,რომ დიდი სტრესი მიიღო და ნერვები ცუდ დრეში აქვს.მკურნალობაც არ სურს.არ ვიცი რა გავაკეთო.ყვირილი ჰო....მაგრამ დღეს ....... არ მითქვამს ორსულად,რომ ვარ ,იქნებ ეს ,რომ გაეგო არც შემხებოდა......მაგრამ ისე დავიძაბე და შემეშინდა,რომ ვეღარ ვუთხარი.
ყველა-დედამთილი,მამამთილი,დედა -ყველა ერთ სიტყვას მიმეორებს-მოითმინე,მაგრამ რამდენი და როდემდე აი ამას ვერ მეუბნებიან....

სწრაფად დავხურე ბლოკნოტი და გვერდით მოვისროლე.თავით კედელს მივეყრდენი და თვალები თითებით ენერგიულად მოვისრისე.
შინაგანად ვდუღდი,სული ამიფორიაქთა.ფეხზე წამოვდექი ფანჯრის რაფას ხელისგულეებით დავეყრდენი და ღამის ქალაქს მოვავლე თვალი.თავი კი მინას მივაბჯინე.ფიქრებმა წარსული მომატარეს....დრეს მეტი აღარ შემეძლო......გუმანით უკვე ვხდებოდი თუ რა და როგორ ეწერებოდა იმ დღიურში,ამიტომ დღეს მეტი აღარ შემეძლო...... მეტს ვეღარ წავიკითხავდი და გავუძლებდი....
დღიური ტუმბოს უჯრაში შევინახე,შუქი ჩავაქრე და გაუხდელად მივესვენე საწოლზე.
მეორე დილით გოჩა ჩამოვიდა.სანამ სამსახურში გავიდოდი კიდევ ერთი კვირა მქონდა რეზერვში,ამიტომ ეს დრო მთლიანად მინდოდა დამეტთმო მისთვის,მაგრამ მხოლოდ ორი დღით დარჩა,თუმცა ჩემთის ესეც საკმარისი აღმოჩნდა.
თათიამაც დაიწყო ექიმთან სიარული,ჩემს გაყოლაზე უარი თქვა,მხოლოდ ლია დეიდა დაყვება.ალბთ ასე სჯობდა.საბაც გამოჯამრთელდა,მეც მომეჩვია.
დღეს ისევ გამოვიღე ბლოკნოტი,საკუთარ თავში ძალა ვიპოვე,რომ გამეგრძელებინა მისი კითხვა,რადგან ვიცოდი თუ რისი წაკითხვა მომიწევდა აწი.
ჩემს ოთახში სავარძელში მოკალათებულს მუხლზე მედო წიგნაკი,ღმრად ჩავისუნთქე და სწორედ იმ ადგილზე გადავშალე ,სადაც რამოდენიმე დღისნ უკან დავხურე.
კაბინეტის კართან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი,რომ დედაჩემს ჩემი სხეულის ცახცახი არ შეემჩნია.ფეხები მჭიდროდ მივატყუპე და სხეული დავჭიმე,მაგრამ არაფერი გამომივიდა.გული გამალებით მიცემდა.დღეს ჩემი პირველი ვიზიტია ექიმთან.ისედაც არეული გონება და ფიქრები უარესად ამებურდა.რას მკითხავს?რას მეტყვის?რა მოხდება?ფიქრები ერთმანეთში აირია და დაძაბულმა უკვე ტუჩების კვნეტა დავიწყე.ეს ჩემი რიგიც არა და არ მოდის.
-რატომ კანკალებ შვილო?-შეშინებულმა შემომანათა ლიამ მისი ცრემლიანი თვალები და მხრებზე ნაზად შემომაჭდო ხელები.ჯერ კიდევ მიჭირს დედა დავუძახო.
-ვნერვიულობ-ისტერიულად გამეცინა და ახმაურებულ კარს გავხედე.
-ხალვაში-გაისმა ექთნის წრიპინა ხმა,არადა ქალი საკმაოდ ჩაფუნთრუშებული და ასაკიანი იყო.
-მე ვარ-მაშინვე ფეხზე წამოვხტი და წინ გავიჭერი.დედა უკან მომყვა.ინტერესით მოვავლე კაბინეტს თვალი იმის,მოლოდინით თუ ვინ და როგორი იყო ჩემი ექიმი.
სამუშაო მაგიდასთან სანდომიანი ,დედის ხნის ,მაღალი, სასიამოვნო პირი-სახის ქალბატონი იდგა.ძალიან მეამა,რომ ექიმი ქალი აღმოჩნდა.ორი ნაბიჯით ჩემსკენ წამოიწია და მარჯვენა შემაგება.საკმაოდ თბილი ღიმილი ჰქონდა.
-მობრძანდი,ჩემი სახელი რუსო-ამ ქალიდან დადებითი მუხტი მოდიოდა.
-თათია-მორიდებულად შევაგებე ჩემი მარჯვენაც და იქვე მდგარ სკამის კიდეზე უხერხულად ჩამოვჯექი.
ქალბატონი რუსუდანი მის კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა და თან დედაჩემს ხელით ანიშნა იქნე მდგარი თავისუფალი სკამი.
-აბა გისმენ ჩემო კარგო რამ შეგაწუხა?-ინტერესით შემომანათა თაფლისფერი თვალები,რომელიც სიკეთეს აფრქვევდნენ..ასეთი უბოროტო თვალები იშვიათად მინახავს.არა მინახავს თემოს აქვს.მას და კიდევ ამ ექიმს.
-მე....ქალბატონო რუსუდან....-აზრს თავი ვერ მოვუყარე და ავბლუკუნდი,თან თითებს ნერვიულად ვიფშვნეტდი.
-მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ,მე უბრალოდ რუსო ვარ შენ კი თათია,კარგი?
-კარგი-ცოტა მომეშვა დაძაბულობა.
-ასე უკეთესია-გამიღიმა-ახლა კი გისმენ.
-მე .....მე არაფერი მახსოვს-ვთქვი და ღმრად ამოვიხვნეშე.
-ანუ?
-ამნეზია მაქვს.
-რამდენი ხანია?
-ლამის თვეა.
-მიზეზი?
-ავტოავარია.
-კარგი,მოდი ახლა გავერკვეთ რა დონის და ტიპისაა შენი მეხსიერების გათიშვა.აი მაგალითად,ზოგის ცნობიერება ბრუნდება ბავშვობაში და განვლილი წლები აღარ ახსოვს,ზოგს რამოდენიმე თვე ან დღე,ზოგს კი საერთოდ არაფერი,საკუთარი სახელიც კი.ანუ მე ვცდილობ უბრალო ენით აგიხსნა ის ეტაპები რაც ამნეზიაც აქვს.შენ რომელს მათგან უჩივი?
-მე..... არაფერი მახსოვს,საკუთარი სახელიც კი არ ვიცოდი-თითქოს ახლა გავითავისე რეალობა და გული შემეკუმშა,წრემლები ჩემდა უნებურად წამომივიდა და ჩანთას უფრო მაგრამ ჩავაფრინდი,თან დედასკენ გავაპარე თვალები,ისიც ტიროდა.
-დამშვიდდი ჩემო კარგო-თბილად გამიღიმა-იმ ამნეზიის ფორმას,რომელიც შენ გაწუხებს ჰქვია რეტროგრადიული სინდრომი-ანუ ვერ იხსენებ ინფორმაციას,რაც დაავადებამდე იყო.შენს შემთხვევაში ამის გამომწვევი მიზეზი თავის ქალის ტრამვაა სავარაუდოდ,თუმცა ამას ძირეულად გამოვიკვლევთ.მე როგორც ნევროლოგი გირჩევთ,რომ ასევე კონსულტაცია გაიაროთ ფსიქოლოგთან.ორივე ერთად აუცილებლად შევძლებთ შენს დახმარებას.
-და როდის დამიბრუნდება მეხსიერება?-ცოტა იმედი მომცა მისმა სიტყვებმა.
-კონკრეტულ დღეს ვერ დავასახელებ,შეაძლოა ეს ერთ კვირაში მოხდეს,ან რთ თვეში,არ გაშინებ მაგრამ ყოფილა შემთხვევები,რომ ამას წლები დასჭირდა,ან საერთოდ არ დაუბრუნდა პაციენტს მეხსიერება.
-ღმერთო-თითები პირზე ავიფარე და ტირილს ვუმატე,დედაჩემი ფეხზე წამოგდა და მკლავები შემომხვია,ახლა ვიგრძენი რა ძვირფასია გყავდეს დედა,მაშინაც კი,როცა ვერ ცნობ მას.
-თუმცა ჩემი რჩევა იქნება შეეგუოთ და ისწავლოთ რეალობასთან შერწყმა და შეჩვევა,სწორედ ამაში გვჭირდება ფსიქოლოგის დახმარება.ანუ მე მედიკამენტურად ,ხოლო ფსიქოლოგი სიტყიერად შევძლებთ შენს დახმარებას.
-ჩვენ არავის ვიცნობთ ქალბატონო რუსუდან-სასოწარკვეთილმა ამოიხავლა დედაჩემმა.
-თუ ჩემს რეკომენდაციას ენდობით,აი კარგი ექიმის სავიზიტო ბარათი,მე დავურეკავ წინასწარ და გავაფრთხილებ თქვენს ვიზიტზე.დღესდღეისობით ერთერთი წამყვანი ფსიქოლოგია საქართველოში-თქვა და დედაჩემს პატარა ბარათი გაუწოდა.საშინლად ამტკივდა თავიისეთი გრძნობა დამეუფლა,რომ თიტქოს თავზე ხელებს მიჭერდნენ და წყნეხში ვიყავი.
-ჩემო გოგონა მთავარია არ ინერვიულოთ,გონებას ძედმეტი ძალა არ დაატანოთ,თავის დროზე ნებისად ყველაფერი გაგახსენდებათ.ახლა კი ეცადეთ,რამე სასიამოვნო და კარგით დაკავდეთ,ეს ერთგავრი ვარჯიში იქნება თქვენი გონებისათვის.-მშინვე ჩემი პაწაწუნა საბა გამახსენდა.
-იცით ექიმო პატარას ვუვლი,ისეთი საყვარელია,როგორც მითრეს ადრეც მისი ძიძა ვიყავი და ახლაც მე მომაბარეს მიუხედავად ჩემი ამ მდგომარეობისა.სიმართლე,რომ ვთქვათ ყველაზე კომფორტულად მასთან ვგრძნობ თავს.
-ჰოდა ძალიან კარგი,რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მასთან-მგონი ამაზე უკეტეს წამალს ვერცერთი ექიმი გამომიწერდა.ცოტათი დამშვიდებული გამოვედი ექიმის კაბინეტიდან.დღეს მეტი აღარ შემეძლო,ემოციურად გადავიღალე.მე და დედა შევთანხმდით,რომ ფსიქოლოგტან ორი დღის მერე ჩავწერილიყავით.აფთიაქში გამოწერილი წამლები ვიყიდეთ და სახლისაკენ ავირეთ გეზზი,იქ ხომ ყველაზე გემრიელი და სანუკვარი წამალი მელოდა-ჩწემი ფუმფულა და ტკბილი საბა.
მომდევნო ორი დღე თითქმის არ მინახავს თემო,სახლში მარტო მე ,დედა,გიორგი ძია და საბა ვიყავით.ეს გრძნობა ცოტა მეუცნაურა,მაგრამ თითქოს დამაკლდა მისი არსებობა და მისი სევდიანი უბოროტო თვალები,ყოველთვის,რომ მარიდებდნენ მზერას.ჩემს თავზე გავბრაზდი ამ გრძნობის გამო.ჯერ,ხომ ერთი თვეა რაც ქვრივი იყო ეს კაცი,მე კი სულელური აზრები და გრძნობები მომდის თავში.სრულიად შესაძლებელია მე და მისი ცოლი მეგობრებიც ვყოფილიყავინ,ან კარგი ნაცნობებიც.რა ბედნიერი ქალი იქნებოდა მისი ცოლი ასეთი მშვიდი,მოსიყვარულე და მზრუნველი ქმრის ხელში.თუმცა დღეს დაძაბულობა შევატყვე.ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ,მოულოდნელად ქარიშხალივით შემოიჭრა სახლში,ზერელედ მოგვესალმა,ბავშვსაც არ მოფერებია,ისე შევარდა მის ოთახში და ჩაიკეტა.მეუცხოვა მისი ასეთი საქციელი მაგრამ იმდენად არ ვიცნობ,რომ მივიდე და ვკითო,რამე ხომ არ აწუხებს,თან ჩემი პრობლემებიც ბლომად მაქვს,ხვალ 1 საათზე ფსიქოლოგთან ვარ ჩაწერილი.მოღუღუნე საბას ხელი დავავლე და ჩვენი საძინებლისაკენ წავედი,უკვე ძილის დრო იყო.
.................................................................................................

კედელს ზურგით მივეყუდე და ალეწილ სახეზე გაშლილი ხელის მტევანი ჩამოვისვი.ისევ მუხლებზე გადაშლილ ბლოკნოტს დავხედე და მძიმედ ჩავისუნთქე.
15 თებერვალი

კვირაზე მეტია ვეძებ შესაფერის მომენტს,რომ გიგის პატარას არსებობა გავაგებინო,და როგორც იქნა ამ საღამოს ვახარე,მაგრამ რეაქცია ნული.რაღაც წამები უხმოდ ეჭვის თვალის შემომცქეროდა,მერე თავი გააქნია,ქურთუკს ხელი დაავლო და გარეთ გავარდა.ახლა ღამის სამი საათია ,ჯერაც არ მოსულა,არც მობილურზე მპასუხობს.ვერ ვხვდები რა სჭირს,რა ემართება.მეტი აღარ შემიძლია.

1 მარტი

რა დავწერო აღარ ვიცი,ან აღრ მინდა....ან სურვილი ჩაკვდა.....ყველა ჩვენი საერთო ფოტო დახია..... რატომ?..... არ ვიცი.....

1 მაისი
საიდან დავიწყო?და უნდა ვიწყებდე კი?.....ახლა ცოცხალი თუ ვარ და სუნთქვა თუ მინდა მხოლოდ ჩემი პატარას გამო,რომელიც სასწაულად გადამირჩინა უფალმა.და რატომ?....საიდან დავიწყო?იქედან,ხომ არა როგორ ვნახე და გადავკოცნე ჩემი ბავშვობის მეგობარი ერთერთ სავაჭრო ცენტრში?ან იქედან თუ როგორ იეჭვიანა ჩემმმა ქმარმა?ან იქედან თუ რა ყოფილა თურმე მთელი ამ დროის დუმილის მიზეზი გიგის?პასუხიც იპოვნა....თურმე მე ბავშვს ლადოსგან ველოდები,ეს ეჭვი მანამდეც ჰქონდა მაგრამ ვინ იყო მამა არ იცოდა..... სასაცილოა,უბრალოდ მე მეტირება.საიდან დავიწყო?იქედან ხომ არა ,როგორ მცემა იმ ღამით?ქამრით თუ წიხლით?როგორ ჩავიკეტე აბანოში და უშფოთველად გადავისვი ორივე მაჯაზე სამართებელი?ან იქედან სასწაულებრივად,როგორ გადამარჩინეს მე და პატარა ექიმებმა უფლის წყალობით?და ეს ყველაფერი ორი კვირის წინ მოხდა,მე კი ჯერ კიდევ საავადმყოფოს პალატაში ცუდი წინათგრძნობით,გაურკვეველი მომავლით და მხოლოდ ერთადერთი ნათელი სხივით მისვენებული საწოლზე გვამივით ვაგდივარ და მხოლოდ იმიტომ ვსუნთქავ და ვწერ ამ ყველაფერს,რომ ისევ ვიპოვო ჩემს თავში ძალა,ვიბრძნოლო როგორც,ქალმა და რაც მთავარია როგორც დედამ.
ისე მქონდა ბლოკნოტი ჩაბღაუჭებული თითებში რომ გვერდები მოვჭმუჭნე , ხმაურით დავხურე,სავსე ვიყავი მრისხანებითა და სიბრაზით,სუნთქვას ვეღარ ვაკონტროლებდი,იქვე მიდებულ ბალიშვს დავწყვდი სახეზე მჭიდროდ ავიკარი და მთელი მონდომებითა და ძალით ავღრიალდი,მაგრამ ჩემი ხმა მხოლოდ მე მესმოდა.
მეტის წაკითხვა დღეისათვის აღარ შემეძლო.ვიაზრებდი იმ ცხოვრებას,რითიც ამ ორი წლის მანძილზე თათომ იცხოვრა და ერთბაშად მებრალებოდა და მიყვარდებოდა.
ისე ვიყავი აფორიაქებული,რომ ვეღარ ვეტეოდი ოთახში,ვერც სახლში.სასწრაფოს აუფთა ჰაერი მჭირდებოდა.ახლა მისწრება იქნებოდა ჩემთვის გოჩა და მისი ბარი.გასაღების აცმას ხელი დავავლე,შარვლის სათავეში ამოჩურთული პერანგი ჩავიკეცე,თმაში თითები შევიცურე და კარი ფრთხილად გამოვაღე.უკვე საკმაოდ გვიანი იყო,არ მინდოდა ვინმეს გაეგო ჩემი გასვლა.მისაღებიდან შუქი გამოდიოდა.
_ ოჰ, გიორგი ისევ ჩაგეძინა არა_ თავი გავაქნიე და უკვე შემზადებული,რომ უნდა მეჭიდავა 90 კილოიან მძინარე მამაჩემთან გულზე შემომეყარა.
კარი შევაღე და ფუმფულა სარწეველა სკამში მამაჩემის მაგიერ თათო დამხვდა მოკალათებული კნუტივით ფეზებ აკეცილი და პლედ გადაფარებული.ჩემი შესვლა არც გაუგია,ტელევიზორს ხარბად მისჩერებოდა.იერზე ერთბაშად ღიმილიც და ინტერესიც დასთამაშებდა.თვალს ვერ ვაცილებდი მის ნათელ და უმანკო სახეს,რომელიც ეკრანის შუქისაგან საოცრად გასხივოსნებულიყო.ნელა მივუახლოვდი,თითქმის მის ზურგს უკან ვიდექი.
_ რას უყურებ?_ ხმადაბლა ჩავილაპარაკე ისე,რომ მისთვის თვალი არც კი მომიშორებია.
ადგილზე შეხტა შეშინებული.პლედი უფრო მჭიდროდ მიიკრა მკერზე და სარწეველას საზურგეს აეკრა.
_ ბატ……. თემო,არ გელოდი,როგორ შემეშინდა_ უხერხულად შეიშმუშნა,სკამიდან ფეხები ჩამოაწყო და გამიღიმა_ მეგონა ყველას ეძინა.
_ მეც ასე მეგონა_ საპასუხოდ გავუღიმე და მის გვერდით სავარძელში მოვთავსდი_ აბა რას უყურებ ასე ინტერესით?_ როგორც იქნა თვალი მოვწყვიტე მის უნაზეს სახეს და ეკრანისკენ შევტრიალდი.
_ჯეიმს ბონდს_ მხიარულად ჩაულაპარაკა,ისე,რომ ჩემკენ არც კი შემოუხედავს.
ელდა მეცა,წამით სუნთქვაც კი შემეკრა,დავიჭიმე,მღელვარებისაგან ყელზე ძარღვები დამეჭიმა და ნესტოები კორიდას ხარივით დამებერა.დღეს მეტი აღარ შემეძლო,ეს ალბათ ბოლო წვეთი იყო.გიჟივით წამოვხტი სკამიდან და გრიგალივით გავექანე სადარბაზოს კარევისაკენ.გზად დამეწია თათიას გაოგნებული ხმა.
_ რა მოხდა თემო?
პასუხის გაცემის არც სურვილი და არც დრო მქონდა.კარი გავიჯახუნე სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და კიბეებზე დავეშვი სირბილით.
არ ვიცი რა ხანი ვიარე,ბოლოს მტკვრის პირას მოაჯირზე ჩამოყრდნობილი იმ ბოლო ორ წელზე ვფიქრობდი,რომელმაც ამხელა დაღი დამასვა სულში.
ფიქრებში ჩემს წარსულს ვებრძოდი.რა იქნებოდა გიგიზე ადრე,რომ შევხვედროდი თათოს? ან მე,რომ მებრძოლა და არ დავნებებოდი? ეს უკვე აღარ შეიცვლებოდა,მაგრამ მე შემეძლო შემეცვალა მისი აწმყო და მომავალი.ეს ჩემს ხელში იყო.იმედითა და სტიმულით სავსე დავბრუნდი სახლში.
მომდევნო დღეს სამუშაოდ გავედი.ახალ კოლექტივს გავეცანი,ჩემი კუთვნილი ოთახი მოვიძიე და საჭირო ნივთები დავაწყვე.
ერთმა კვირამ მალე გაირბინა.დღეები რუტინულად მისდევდა ერთმანეთს სამსახურში.პირველი კვირა ისეთი დატვირთული იყო,რომ ჩემი სახლში მისვლისას თათო და საბა დაძინებული მხვდებოდა,დილითაც იგივე.საშინლად მომენატრა მათი სახის ნახვა და ღიმილი.ორჯერ ჩუმად შევიპარე მათ საძინებელში და მძინარე დედა_ შვილს მონატრებული ხელშეუხებლად,თვალებით ვეფერებოდი.
……….

მთელი ერთი კვირაა ვცდილობ ავხსნა თემოს იმღამინდელი საქციელი,მაგრამ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.რატომ მოიქცა ასე? განა რა ვთქვი ან გავაკეთე ასეთი მისი აფორიაქება,რომ გამოვიწვიე? დავაპირე კიდეც მასთან ამაზე საუბარი,მაგრამ ფიზიკურად ერთი კვირა არ მინახავს,ხოლო სპეციალურად დავურეკო ამ საკითხზე ჯერ კიდევ მეუხერხულება,არ ვარ ისე ახლოს.
სხვა საფიქრალიც მაქვს.გუშინ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე ჩავეწერე,ხვალ 11 საათზე ვარ დაბარებული.გიორგი ძიამ საბას მე მივხედავო.როგორი თბილი და მზრუნველი ბაბუაა,ყურადღებას და სიყვარულს არ აკლებს შვილიშვილს.არც თემოა ცუდი მამა უბრალოდ იმდენ დროს ვერ უთმობს,რამდენსაც საბა ითხოვს.
ისევ ის აუტანელი პროცესი- ვდგავარ ექიმის კაბინეტთან თუ როდის მოვა ჩემი რიგი.ჩვეულებისამებრ ვცახცახებ,ამჯერად სკამზე ვერ მოვისმვენე და მოუსვენრად დავაბოტებ მისაღებში.ლია მოთმინებით ადეცნებს თვალყურს ჩემს ბორგვას და თუ შევხედე მხოლოდ თბილად გამიღიმებს მზრუნველობის ნიშნად.ისეთი სევდიანია ამ დროა მისი თვალები მინდა მივიდე და მოვეხვიო,მაგრამ ჯერ კიდევ მიჭირს.
_ ხალვაში_ ისევ ამოიკითხა ამჯერად კოხტა ახალგაზრდა ექიმმა ჩემი გვარი ღია კარებში მომზირალმა და თავის რხევით მანიშნა,რომ უკან გავყოლოდი.დასაკლავი ხარივით უკან ავედევნე,მე კი დედაჩემი.
ჩემდა გასაკვირად ეს ნაქები და ცნობილი ექიმი საკმაოდ ახალგაზრდა და სიმპატიური მამაკაცი აღმოჩნდა.ალბათ ქალურმა ჰორმონებმა იმძლავრა ჩემში და ცოტათი დავიმორცხვე,ისეთი ლამაზი თაფლისფერი თვალები ჰქონდა,რომ მისმა მზერამ ლოყები ვარდისფრად ამიფაკლა….მაგრამ არა….მაშინვე შემოვძახე ჩემს თავს….ამ ქვეყნად თემოსნაირი ლამაზი და თბილი თვალები არავი აქვს.ჩემივე სიტყვები ისე მესიამოვნა,რომ გამეღიმა.
_ მიხარია,რომ იღიმით,როგორც წესი აქ პირველი ვიზიტისას ყველა დაძაბულია_ სავარძლიდან წამომართული მარჯვენით შემოგვეგება და სანდომიანად გაგვიღიმა.არადა ჩემი ღიმილის მიზეზი სულ სხვა ,რამ იყო….
დაახლოებით ერთი საათი დავყავით მის კაბინეტში.როგორც გავიგეთ ჩემს ექიმს უკვე გაეფრთხილებინა ჩვენს ვიზიტზე,ასე,რომ მცირედი წარმოდგენა უკვე ჰქონდა ჩვენზე და ჩვენს პრობლემაზე.
ჩემდა გასაკვირად პირველი რაც მთხოვა,უფრო სწორად დამავალა ის იყო,რომ მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირა ბუნებაში გამეტარენინა.როგორც მან აღნიშნა ეს ძალებით ამავსებდა და ჩემს გონებას მოამზადებდა მძიმე წნეხისათვის.
ჰო ამ სიმპაიური ექიმის სახელი და გვარია_ ვახტანგ ვახო გიორგაძე.
……


_ როგორ ჩაიარა შვილო ექიმთან ვიზიტმა?_ ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო ძია გიორგი,თან მე მესაუბრებოდა,თან ჩემს კალთაში წამოსკუპებულ საბას ეთამაშებოდა.
_ კარგად ძალიან კარგად.
თემო იქვე სავარძელში მოკალათებული ტელევიზორს შესცქეროდა და პულტს თითებით აბზრიალებდა.გონებაში ერთმა კარგმა ან ცუდმა ან ეშმაკურმა ….. ნუ რაც იყო …. აზრმა გამირბინა.
_ არ ველოდი,სხვათაშორის ჩემი ექიმი ძალიან ახალგაზრდა და სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცია_ ვთქვი და თვალი თემოსაკენ გავაპარე.გული ისე მიცემდა ,რომ ყელში ამომებჯინა.
სიტყვა დამთავრებულიც კი არ მქონდა მგონი,რომ პულტი ხელიდან გაუვარდა,მაშინვე დასტაცა ხელი,ბოდიში მოიხადა და მაგრამ ჩაბღუჯა,თან სახე მეტად მოეჭმუხნა და ისეთი მრისხანე თვალები შემომანათა,რომ წამიერად დავფრთხი და გავქვავდი,მაგრამ,რომ გავაცნობიერე თუ,რამ გამოიწვია მისი ეს რეაქცია გული კიდევ უფრო ამიძგერდა,ოღონდ ახლა ქალური კმაყოფილებისა და სიხარულის ნიშნად.ეს ერთგვარი პასუხი იყო ჩემთვის.ე.ი. სულერთი არ ვარ მისთვის.საშინლად მესიამოვნა მისი ეჭვიანობის ფარული გამოვლინება.
_ ხომ არ გაგეარშიყა? მეორე ჯერზე მე წამოგყვები,უმამო ხომ არ ჰგონიხარ?_ თან ხუმრობით,თან სერიოზულად თქვა გიორგი ძიამ და მხარზე თბილად მომითათუნა ხელი.როგორ მესიამოვნა მისი ეს ყურადღება,შვილადაც კი მიმიღო,გულზე მალამოსავით მომედო მისი სიტყვები,მაგრამ არ შემეძლო….. არ შემეძლო არ დამენახა ამ სიტყვებზე თუ რა რეაქცია ჰქონდა თემოს….აშკარა იყო,რომ სული კბილევით ეკავა,პულტი ლამის თითებში შემოეფშვნებოდა.არც ასეთი ბოროტი ვარ.
_ მადლობა გიორგი ძია,მადლობა ასე,რომ ზრუნავ ჩემზე,არ იდარდოთ,ვერავინ ვერაფერს გამიბედავს,მითუმეტეს,რომ ამის მიზეზი არც მე მიმიცია და არც მას ჩემთვის._ ჩემს სიტყვებზე თითქოს მოეშვა,მოდუნდა.ეს აშკარა იყო.
_ ძალიანაც კარგი_ პატარა გამომართვა გიორგიმ და მხრებზე შემოისვა_ ძალიან ცხელა უკვე,სადაცაა აგვისტო დადგება_ აივნის კარი ფართოდ გამოაღო_ ანუ როდის იწყებ შვილო მკურნალობას?
_ ორი კვირის მერე_ საუბარში დედაც ჩაერთო,იქვე თეთრეულს აუთოებდა გასაშლელ მაგიდაზე და,თან ჩვენ საუბარს ყურს უგდებდა.
_ რატომ ასე გვიან?_ თემოც ჩაერთო.
_ ჯერ გონება უნდა მოამზადოო_ ისევ დედამ გასცა პასუხი.
_ და,როგორ უნდა მოამზადოო?_ თემოს ხმას ირონია გაერია,აშკარად აითვალწუნა უკვე ექიმიც და მისი მკურნალობაც და ეს ყველაფერი ჩემი მატრაკვეცობის ბრალია.
_ ბუნებაში უნდა დაისვენოს ორი კვირითო .
_ ალბათ მთა ურჩია,მთიანი კურორტი ჰო?_ გიორგი უცნაურად გამოყოჩაღდა.
_ ჰო,ბორჯომი,ბახმარო,საირმე ან სვანეთი.
_ ბახმაროში ერთ ჩემს ძველ მეგობარს საოჯახო სასტუმრო აქვს,შეგვიძლია იქ გავაგზავნოთ_ აი რატომ უბრწყინავდა თვალები ძია გიორგის.
_ არა,არა….._ ხელები გავასავსავე_ ამდენს ვერ შეგაწუხებთ,არ შემიძლია_ ძალიან დავიძაბე,მართლა აღარ მინდოდა უკვე ამაზე მეტად შემეწუხებინა ეს ოჯახი.
_ აი მეორეჯერ ახსენებ მაგ სიტყვას და მორჩა ჩემი შვილი აღარ იქნები_ ბავშვივით დამტუქსა,მერე კი თემოს მიუბრუნდა_ ახლავე დავრეკავ ნოდარისთან და გავაფრთხილებ,თქვენ კი_ თვალი მოგვავლო_ შენ,თემო და საბა გაემზადეთ,ხვალვე გაემგზავრებით.
_ კი მაგრამ სამსახური?_ ასეთ დასასრულს აშკარად არც ის ელოდა ჩემსავით.
_ გავძლებთ ორი კვირით უშენოდ,თან პატარასაც სიცხეებს გავარიდებთ,თათიასაც წაადგება,შენ კი როგორც მამა და როგორც დამხმარე და მზრუნველი მათ გვერდით იქნები.აბა მარტო ქალებს ხომ არ გავუშვებთ ტყეში ბავშვით? ან მე სად შემიძლია წნევიან კაცს იმ სიმაღლეზე ასვლა? ლია აქ იქნება,სახლს და საჭმელს მიხედავს,თქვენ კი ერთმანეთს მიხედავთ იქ….გადაწყვეტილია_ ჩვენს პასუხს არც კი დალოდებია ისე გავიდა მობილურით მომარჯვებულმა მისაღები ოთახი.
გაოცებულმა და დაბნეულმა შევხედე თემოს,ისიც ჩემს დღეში იყო.
ვერ ვიტყვი,რომ ეს სიახლე მეწყინა ან არასასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩემთვის,პირიქით დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმისათვის,რომ თავი მომეთოკა და ბედნიერებისაგან არ გამღიმებოდა.
ყველაზე მეტად კი იმან გამახარა,რომ თათოს დიდად არ გაუპროტესტებია ჩემი კომპანიონობა,ანუ მენდობა...ანუ მაფასებს….ანუ….. არა ,არა ეს ჯერ ადრეა….
დილით ადრიანად ჩავალაგეთ ბარგი მანქანაში.ხანგრძლივი გამომშვიდობების შემდეგ დავადექით გზას დასავლეთისაკენ,საკმაოდ დამღლელი მოგზაურობა გველოდა დღის ბოლომდე.თათო და საბა უკანა სავარძელზე მოთავსდა,ბავშვს მალე ჩაეძინა დედის მკლავებში,იქვე მიაწვინა და თხელი პკედი მიაფარა,თავად კი ისე დაჯდა,რომ პატარას აეფარა.ქალაქიდან მალე გავედით.გონებაში ათასჯერ მაინც ჩამოვაყალიბე გეგმა თუ როგორ წამოვიწყებდი საუბარს,მაგრამ პირის გაღებისთანავე ხმა მიწყდებოდა.თინეიჯერი ბიჭივით ვიბნეოდი.
_ იცი მე პირველად მივდივარ ბახმაროში_ მაჯობა,ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო.თან მესიამოვნა მისი გაბედულება,თან ჩემს თავზე გავბრაზდი.სარკეში თვალი შევავლე მის მომღიმარ სახეს და ისეთი საოცარი სითბო ჩამეღვარა სულში,რომ გამაკანკალა.
_ ჰოო?_ სარკეშივე გავუღიმე_ მე ბევრჯერ ვყოფილვარ მაგრამ არა ასეთ ვითარებაში.
_ მოსაწყენში_ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და უცებ შეეცვალა ხმის ტონი.მივხვდი,რომ ცუდად გამომივიდა.
_ არა ეგ არ მიგულისხმია,პირიქით,ასეთ საინტერესო და კარგ ვითარებას ვგულისხმობ,მაპატიე ცუდად გამომივიდა_ ხელები განზე გავშალე და თან ვცდილობდი თათოსთვის შემეხედა.
_ ასე თუ აპირებ მთელი გზა ჩემთან ლაპარაკს არამგონია სასიამოვნო ვითარებაში აღმოვჩნდეთ_ მითხრა და ღიმილით თითი გზისკენ გაიშვირა.
_ ჰო მართალი ხარ _ მივიღე შენიშვნა და მხრებში გავსწორდი.
მცხეთაში გემრიელი ჩებურეკები და ხაჭაპურები წვენითურთ ავიღე და ისევ გზას გავუყევით.მთელი 6 საათი მქონდა წინ,ამ დროის უქმად ფლანგვა ჩემი მხრიდან ყველაზე დიდი უგუნურება იქნებოდა.საბას ისევ ღრმად ეძინა.
_თათო….. ხომ შეიძლება ასე მოგმართო?
_ კი,კი_ წინ გადმოიწია და ჩემს გვერდითა სავარძელს მოეყრდნო.
_ კეთილი,თათო წინ დიდი გზა გვაქს ,ხომ არ აჯობებს ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო?
_ ალბათ გინდა მითხრა,რომ უკეთ გამეცნო,იმიტომ ,რომ ჩემს შესახებ შენ უფრო მეტი იცი ვიდრე მე_ თქვა და გადაიკისკისა,თუმცა იყო ამ სიცილში,რაღაც სევდიანი და ტკივილიანი.
_ მაშინ ასე გეტყვი_ არ გინდა უკეთ გაგაცნო ჩემი და შენი თავი?_ ვთქვი და წარბები მაღლა ავზიდე,თან მისი სახე შევათვალიერე სარკეში,რომლის თვალები შემომციცინებდნენ.
_ სიამოვნებით_ რაღაც რევერანსის მსგავსი ჟესტი მოხაზა ხელით ჰაერში და თავი მსუბუქად დამიქნია.
_ მომწონს შენი იუმორის გრძნობა_ ახლა საშინლად მომინდა საჭესთან კი არა,სადმე ვმსხდარიყავით ვარკსკვლავებიან ღამეს მოგიზგიზე კოცონთან და მეყურებინა თუ როგორ ცეკვავს ცეცხლის ალი მის ლამაზ ზღვისფერ თვალებში_ თათო მთა უფრო გიყვარს თუ ზღვა?
_აბა რა გითხრა არ ვიცი,არცერთი მახსოვს,ანუ შეგრძნება,განცდა…...შეიძლება ბათუმში,რომ ჩავიდეთ?
_ არა,არ შეიძლება_ მისმა თხოვნამ თავზარი დამცა,საჭეს მთელი ძალით ჩავაფრინდი_ ამ ჯერზე არ შეიძლება თათო,რომ გამოჯამრთელდები მერე…...მერე აუცილებლად წაგიყვან_ მაქსიმალურად ვეცადე არ დამტყობოდა აღელვება.
_ დედაც უარს მეუბნება….._ ნაღვლიანად ჩახარა თავი_ დიდი ხანია,რაც გიცნობთ?
_ ორ წელზე მეტია.
_ ანუ ,სანამ დაქორწინდებოდი_ თვალები უცნაურად აუბრწყინდა.
_ ჰო_ დამნაშავესავით ჩავიდუდღუნე.
_ ძალიან გიყვარდა საბას დედა?_ თავი წინა სავარძლის საზურგეს მიადო და სახით ჩემსკენ შემობრუნდა,თვალები რაღაც მოლოდინით სავსე იყო,სევდიანი და ნამიანი.
_ საბას დედა?_წამით ჩამაფიქრა ამ სიტყვებმა,როგორ მიყვარს ან კიდევ მიყვარს თუ არა საბას დედა? მიყვარს,უზომოდ,უსაზღვროდ,უკიდევანოდ,მაგრამ მას ეს როგორ ავუხსნა?_ მიყვარდა? იცი თათო ამას ასე ვერც ავხსნი და ვერც გადმოვცემ,შენ ჯერ კიდევ არ იცი,რა იყო და როგორ იყო,როცა ამ ყველაფერს გაიგებ მერე გეტყვი…...მერე აუცილებლად გეტყვი,რას ვგრძნობდი ან ვგრძნობ ახლა საბას დედის მიმართ.
ხმა აღარ ამოუღია,საერთოდ არაფერი უთქვამს,თითქოს სამყაროს გამოეთიშა,მთელი გზა თითქმის დუმდა,ბავშვმაც გაიღვიაძა,მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა.გზაში რამოდენიმეჯერ გავჩერდით საჭმლისათვის და პატარას აუცილებლობისათვის.
ვგრძნობდი თათოს მოწყენის მიზეზი მე ვიყავი მაგრამ ახლა არაფრის ახსნა არ შემეძლო,ან რა უნდა ამეხსნა,ან როგორ?
საღამოს პირზე უკვე ბახმაროში ვიყავით.სახლი ერთ სართულიანი იყო,პატარა და კოხტა.ტყის პირას,შორიახლოს სხვა სახლებიც იდგა.სახლს ორი საძინებელი,მისაღები და სამზარეულო ჰქონდა.დამსვენებლებისათვის ზედგამოჭრილი იყო ასეთი პირობები.გვიანობამდე ამოლაგებას და დაბინავებას მოვუნდით,მერე კი თათომ დაღლილი ვარო და დაიძინა.მგონი ჩემივე იმედები დღესვე დავამსხვიე.ხვალიდან აუცილებლად ,რამე ინდა ვიღონო თორემ ამ შესაძლევლობას ,რაც ამ ორი კვირის მანძილზე მომეცემა უაზროდ გავფლანგავ.გულდამძიმებული შევედი ჩემა საძინებელში,ფეხსეცმელები იქვე მივყარე და საწოლზე პირქვე დავემხვე გაუხდელად.
…………
მხოლოდ ვიწექი.ბევრი მიზეზი მქონდა იმისათვის,რომ ძილი არ მომკარებოდა.
პირველი_ უცხო გარემოში ვიყავი.
მეორე_ პატარა ხშირად წუხდა,ალბათ მასაც უჭირდა აქაურობასთან შეგუება.
და მთავარი_ თემო……..ის მცირედი იმედი,რაც გულში მიკიაფობდა დღეს სავოლოოდ დაიმარხა.სულ ტყუილად მქონდა იმედი,რომ თემოს მოვწონდი ან შევძლებდი ჩემით დამეინტერესებინა,სულ ტყუილად…...მას ისევ მისო ცოლი უყვარს.
რა გაძლებს ეს ორი კვირა მასთან ერთად?როგორ მოვერიო თავს? ამ ფიქრების კორიანტელში დამათენდა კიდეც,ახლა უკვე მეძინებოდა მაგრამ,სამწუხაროდ პატარამაც გაიღვიაზა,ამიტომ ჩემი ძილი უვადოდ გადაიდო.
მოვწესრიგდით ორივენი და კარების გაღებისთანავე გეზი სამზარეულოსაკენ ავიღე,საიდანაც სასიამოვნო სურნელება მოდიოდა.როგორც სჩანს თემომ მოგვასწრო ადგომა.ვეცადე გუშინდელი ტკივილი დამევიწყებინა და მაქსიმალურად თავისუფალი და უბრალო ვყოფილიყავი.
_ დილამშიდობისა,რა სასიამოვნო სურნელება ტრიალებს მთელ სახლში,შენი დამსახურებაა ეს?_ მხიარულად შევაბიჯე,მაშინვე ჩვენსკენ შემობრუნდა,საპასუხოდ მანაც გაგვიღიმა და აჟღურტულებულ საბას,რომწლსაც მისი დანახვა საოცრად გაუხარსა სწვდა და ხელში შეათამაშა,ლოყები ხმაურით დაუკოცნა და მკერდზე აიკრა.რამდენჯერ შევსწრებივარ ამ სცენას მაგრამ ყოველჯერზე ისევ ისე მიფართხალებდა გული და მეკვროდა სუნთქვა,როგორც პირველი შეხედვისას.საოცარი იყო მისი ღიმილი და საოცრად თბილი თვალები,რომელიც ასეთი სიყვარულით შესციცონებდნენ საბას.რამდენჯერ მინატრია,რომ ამ თვალებმა ასეთი გრძნობით სავსემ მეც მიყუროს.
_ გაგიკვირდა ხო? სხვათაშორის არ ვარ ცუდი მზარეული,მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ_ თქვა და სასაცულოდ დამიქნია საჩვენებელი თითი_ძალიან ნუ მიეჩვევი,მეც მინდა შენი ნახელავის გასინჯვა_ საბა საბავშვო სკამზე მოათავსა და ისევ მე მომიბრუნდა_ დღეს მე გემსახურებით,დაბრძანდით_ თქვა და მაგიდასთან მდგომი სკამი გამოწია,ხელით კი მანიშნა დავმჯდარიყავი,მეც შევიფერე მომაახურეობა,მხიარულად დავუკარი თავი და მინიაშნებულ ადგილზე მოვთავასდი.
სუფრაზე მალე არომატული ბლინები მოიტანა მარწყვის მურაბით და ცხელი კაკაო.საოცრება იყო.
_ თათო მოდი ასე მოვიქცეთ_ თავადაც მოუჯდა მაგიდას და მხრებში გამართული ჩემსკენ შემობრუნდა_ ეს სულ სხვა ახალი ეტაპი იყოს ჩვენს ცხოვრებაში,დავივიწყოთ წარსული…._ წამით შეჩერდა და სიცილით გააქნია თავი_ ჰო…. პრინციპში შენ უკვე დავიწყებული გაქვს…..
_ ეგ შავი იუმორია_ ვითომ გაბრაზებულმა მოვბუსხე ტუჩები და წარბებსქვემოდან ავაცქერდი.
_ ჰო ნუ შავი...ლურჯი….ყვითელი დაივიწყე,.....ჰო უკვე დავიწყებულია…..,ნუ ამირიე სათქმელი_ მის დაბნეულობაზე ისე გულიანად ავკისკისდი,რომ თემომ ვეღარ მოუყარა სათქმელს თავი და ისიც ჩემთან ერთად ხარხარებდა.
როგორც იქნა დავმშვიდით და შეშინებული საბაც დავაწყნარეთ,რომელიც ჩვენმა ღრიანცელმა შეაშინა.
_ კარგი ასე იყოს_ პირველი მე დავიწყე.
_ ანუ მიმიხვდი.?
_ რათქმაუნდა…… და საიდან დავიწყოთ?
_ ტყეში წასვლით,მანამდე კი აირჩიე,ან მე ვაცმევ საბას და შენ ალაგებ სამზარეულოს,ან ასუფთავებ სამზარეულოს და მე ვუვლი საბას_
_ ეგ ხომ ერთიდაიგივეა,რას მაშაყირევ?_ მისი მხიარულება და იუმორი მაბნევდა,განა იმიტომ,რომ არ მომწონდა? არა,პირიქით,მე მხიარული თემო,რომელსაც უზღვავი იუმორის გრძნობა ჰქონდა არასოდეს მენახა.ღმერთო მიშველე ეს კაცი დღითიდღე უფრო მეტად და მეტად მიყვარდება.
_ ანუ ?_ ისე ახლოს მოვიდა ჩემთან,რომ ლამის გული გამიჩერა მისმა სურნელმა და სხეულის სითბომ.
_ ჰო კარგი მე ვალაგებ შენ აცმევ_ დავნებდი.არ მინდოდა ჩემი თავი ასე სასტიკად გამეცა და მაშინვე გავეცალე.
შინაგანად აჟიტირებული და დაბნეული ვიყავი,ჩემი გული და გონება ერთამენთს ებრძნოდა.აი ვინ გაიმარჯვებს ამას ორი კვირის ბოლოს გავიგებ…...ალბათ...
ბუნება საოცარება იყო.ამ მთის ლაჟვარდზე გადაშლილი ეს მდელოები და ტყვე მომაჯადოებლად მოქმედებდა დამსვენებელზე.ჩემი ექიმი მართალი იყო,ჩემს გონებაზ ამაზე მეტად არაფერი მოუხდება,იქნებ ისე იმოქმედოს კიდეც,რომ ორი კვირის თავზე არც კი დამჭირდეს ექიმი.
საბა საბავშვო ეტლში მოთავსებული თავისთვის ღუღუნებლა და თვალს ვერ წყვეტდა ფოთლების რითმულს შრიალს,აქა-იქ,რომ შეყვითლებული ფოთოლი ნარნარით ეშვებოდა მიწაზე,რამოდენიმე მის კალთაშიც ჩავარდა.ბავშვის სიხარულისაგან ხელ-ფეხს იქნევდა და კმაყოფილი საოცარ ბგერებს გამოსცემდა.მისი ეს აღფრთოვანება მეც გადმომედო.ტყის და მთის სურნელით გაბრუებული არემარეს ხარბად ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი ღმერთძე,რომელმაც ეს საოცრება ჩვენთვის შექმნა.
დამსვენებლები საკმაოდ ბევრი ჩანდნენ.წყვილები,ოჯახები თუ ახალგაზრდები.პლედი მივაფინეთ მდელოზე და პატარასთან ერთად მოვკალათდით.რა კარგი,რომ გრძელი სარაფანი ჩავიცვი,ახლა კომფორტულად შემიძლია დავჯდე ისე,რომ არ ვიუხერხულო.საბას სათამაშოები დავუყარეთ წინ და მთელი არსებით თავის სამყაროში გადაეშვა.
-რომ ჩავალთ თბილისში შენს ექიმს ჩემი სახელითაც გადაუხადე მადლობა-ვერც კი შევამჩნიე ისე ახლოს ჩამომჯდარა ჩემთან თემო,მისი განიერი ბეჯები ჩემს მხრებს ნაზად შეეხო და მისი სურნელი მობერილმა ნიავმა სახეზე შემომაფქვია,სიამოვნებისაგან გამაჟრჟოლა,ნეტარებით წამიერად მივლულე თვალები.
-რისთვის?-ჯერ კიდევ არ მსურდა თვალების გახელა.
-ამ წუთებისათვის,ამ გარემოსათვის,ამ დასვენებისათვის-თემოს ვერ ვცნობ,თითქოს სულ სხვა პიროვნებაა,ძველი თბილისში დარჩა ჩემს გვერდით კი სულ სხვა ადამანია,მხიარული,იდუმალი,რომანტიული,რომელიც ცდილობს დამიახლოვდეს,ან....... მე მეჩვნენება ასე........ ავიბენი.
-სჯობს არ ვუთხრათ,თორემ გაწეულ კონსულტაციაში ორმაგი სარგებლობის გამო ანაზღაურება არ გაგვიზარდოს-ვერ ვბედავ თავის მაღლა აწევას ,ვხვდები თუ ასე გავაკეთებ მის თვალებს შევეჩეხები და ეს საშინლად არ მინდა,ამიტომ იქვე მოქანავე პატარა ბალახის ღეროს დავწვდი და თითებში შევათამაშე.
-მე ძალიან მიყვარს ბუნება-თქვა და ზურგით მიწაზე გადაწვა,ხელები კი თავქვეშ ამოიდო,ცოტა მომეშვა -ეს მხარე ჩემი სამშობლოა,მამა აჭარელია ,დედა გურული,ზღვააც მიყვარს და მთაც ,მაგრამ აქ ბუნების ასეთ საოცრებაში უფრო ლაღად და მშვიდად ვგრძნობ თავს,შემიძლია საათობით დავხუჭო თვალი და ვუსმინო თუ როგორ შრიალებს ფოთლები,როგორ ჟღურტულებს ჩიტები,ვუსმინო ამ საოცარ ხმებს და მოვწყდე სამყაროს.
-შენ მე მაოცებ-მუხლებზე მჭიდროდ მქონდა ხელები შემოხვეული და გაოცებული თვალს ვერ ვაშორებდი მის სახეს,იმას,რასაც ამბობდა სახეზე ეწერა.
-არ გინდა შენც გამოსცადო?-თვალები ფართოდ გაახილა და მაჯაში მწვდა ,მსკენ მსუბუქად მიმიზიდა,დავყევი,გვერდით პლედზე ფრთხილად წამოვწექი ,ხელები მუცელზე დავიწყვე და თვალები დავხუჭე.
-მოეშვი და მხოლოდ უსმინე-ხმადაბლა გადმომიჩურჩულა.მეც მზადყოფნით შევირხიე და სმენად ვიქეცი.თავიდან მეღიმებოდა ამ ყველაფერზე,მაგრამ მალევე ჩავწვდი იმ ჰანგების საოცრებას,რისი გადმოცემაც ასე მონდომებით სურდა ჩემთვის ჯერ თემოს ახლა კი ბუნებას,დაძაბულობა ნელნელა გამიქრა სახიდან და ნეტარების ტალღამ თბილად დამიარა მთელს სხეულში.
-რა საოცარია-კმაყოფილებით ჩავიჩურჩულე და ჩემდა უნებურად მის თითებს წავეპოტინე,ვიგრძენი,როგორ შეკრთა,წამიერად სურდა უკან წაეღო ხელი მაგრამ არ გააკეთა,მისმა ამ მოძრაობამ მეც დამაბრუნა რეალობაში,თვალები სასწრაფოდ გავახილე,თავი მისკენ მივაბრუნე და მის თბილ მზერას წავაწყდი, დაჟინებით მიცქერდა,სულში მიძვრებოდა,ის იყო ხელი უნდა გამეშვა მისთვის,რომ საშინელი სიმძიმე ვიგრძენი მუცელზე.
-ვაი-სიმწრით წამოვიძახე და თავი მაღლა წამოვწიე,რომ დამენახა რა ხდებოდა.საბუკა მთელი ძალით და კისკისით ცდილობდა ჯერ ჩემზე გადმობობღებულიყო და მერე მამიკოზე,ეს ისე საყვარლად და უზეირობ გამოსდიოდა,რომ მეც ჩამინგრია გვერდები და თემოსაც.ჩვენს ვიშვიშზე ის გულიანად კისკისებდა და თემო უფრო მონდომებულად იგრიხებოდა და ყვიროდა,რომ საბა მეტად გაემხიარულებინა,მე ფრთილად ჩამოვაცურე ჩემი ხელი მისი თითებიდან,ვიგრძენი არ მიშვებდა მაგრამ მაინც გავთავისუფლდი,ფეხზე წამოვდექი და კაბა ჩამოვიფერთხე.თითქოს არაფერი მომხდარა,პიკნიკის კალათს დავწვდი და თან მათ თამაშს თვალს არ ვწყვეტდი.
ამის გამეორება არასოდეს არ მომბეზრდება,რომ ამ ერთობლიობის ხილვა ყოველთვის ემოციებთ მავსებს და ერთიდაიგივე სურვილი იღვიძებს ჩემში-მინდა ,რომ მეც მათი ერთობლიობა ვიყო,მათო ოჯახი,ცოლი და დედა.
შებინდებული იყო სახლისაკენ,რომ ავიღეთ გეზი,სახლამდე არცერთს არ ამოგვიღია ხმა,თითქოს შინაგანად ვგრძნობდით იმ შეხების მიერ გამოწვეულ უხერხულ ვითარებას და დავპაუზდით.
საბა ვაბანავე,ვაჭამე და დაეძინა.მეც მოვიწესრიგე თავი და სამზარეულოში გავედი,ვახშმისათვის რამე უნდა მომემზადებინა.გამიხარდა,რომ თემო იქ არ დამხვდა.როგორც ჩანს მის ოთახში იყო.მაცივრიდან გამზადებული ფარში გამოვიღე და გუფთის კეთებას შევუდექი.ნახევარ საათში ქვაბში ყველა ინგრედიენტი მოთავსებული იყო და ნებისად დუღდა.მალევე შემომესმა თემოს ოთახის კარის ხმა.
-კი მამა კარგად ვართს,საბაც კარგადაა, მშვენივრვარ შეეგუა კლიმატს.....კი თათოც კარგადაა,გადაეცი ლია დეიდას,რომ არ ინერვიულოს,როცა მოუნდება დარეკოს-ჰო მე მობილური არ მქონდა,ან რაში მჭირდებოდა,ჩემი ნაცნობების რაოდენობის ჩამოსათვლელად თითებიც კი საკმარისი,იყო და ეს ნაცნობები ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ.
ვივახშმედ მშვიდად.დალაგების მერე აივანზე სარწეველა სკამზე ჩამოვჯექი და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას თვალს ვერ ვწყვეტდი,მიუხედავად იმისა,რომ სიცივისაგან საშინლად ავიბუზე,ადგომა აღარ მინდოდა.მხრებზე თბილი პლედის შეხება ვიგრძენი,გამოვფხიზლდი,მაღლა ავიხედე,თემო იყო.
-არ გაცივდე-მის ხმაში საოცარი მზრუნველობა იგრძნობოდა.
-მადლობა-აკანკალებული ხმით მივუგე,თბილი პლედი მესიამოვნა და მხრებზე უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე.
-არ მიწილადებ?
-რას?-დავიბენი.
-პლედს.
-მეტი აღარ არის?
-არა-აშკარად იტყუება,მაგრამ ........ სასიამოვნო ტყუილი იყო.
-კარგი-სკამზე გავიჩოჩე და პლედის კუთხე მივაწოდე,კიდევ კარგი საკმაოდ განიერი იყო და თავისუფლად დავჯექით.
-ასეთი იყავი ყოველთვის?-ვარსკვლავებისათვის თვალი არ მომიცილებია ისე ვკითე.
-ასეთი როგორი?
-მზრუნველი,მხიარული,კომუნიკაბელური.
-ყოველთვის..... და ამაზე მეტიც
-ასეთი უკეთესი ხარ.
-გავითვალისწინებ.-ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა ჩვენს შორის,მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვა გვესმოდა-თათო....
-ჰო-თითქოს ველოდი.
-როგორ ფიქრობ ძლიერი ქალი ხარ?
- მგონი კი-დამაბნია მისმა უცნაურმა კითხვამ.
-მზად ხარ ყველაფერი გაიგო შენს ცხოვრებაზე?
-უკვე კი
-კარგია.
-იმედია სერიული მკვლელი ან თაღლითი არ ვიყავი-რაღაც ისტერიული და შიშნარევი სიცილი ამიტყდა.
-შენ ყველაზე სათნო,თბილი და კეთილი ადამიანი იყავი ადრეც და ეხლაც.
-გულზე მომეშვა-ღრმად ამოვისუნთქე-მიხარია ასე თუ ფიქრობ.
-ჰო.......მეც.......იცი?....
-რა?
-არაფერი........არაფერი..... მე წავალ დავიძინებ-თქვა და უცებ წამოხტა ფეხზე და სახლში ჩქარი ნაბიჟებით შევიდა.მისმა აბნეულმა ლაპარაკმა გონება ამირია,მეორე დღეა თემოს საქციელი და საუბარი მაბნევს.ცოტა ხანში მეც ჩემს საძინებელში შევედი და ჩემს გოჭუნიას გვერდით მივუწექი.
.........................................
საძინებლის კარი სწრაფად მივხურე და ზურგით ავეკარი,საშინლად მინდოდა შეკრული მუშტი კედლისათვის დამეშინა ,ან მეღრიალა ,ან ...... არ ვიცი ემოციებისაგან მინდოდა დაცლა მაგრამ......
ძალიან მიჭირს თავის მოთოკვა,ახლა,რომ არ გამოვცლოდი ალბათ ვაკოცებდი...კი აუცილებლად ვაკოცებდი მის წითელ სავსე ტუჩებს....თავს ვერ მოვერეოდი კიდე ორი წამით,რომ გავჩერებულიყავი...მაშინაც,როცა მისი თითების შეხება ვიგრძენი ტყეში პლედზე წოლისას,მაშინაც ასე დამემართა,საბამ გადამარჩინა მაშინ.... ახლა კი მე ვიხსენი ჩემი თავი.
მეორე დილით ადრიანად წამოვდექი ფეხზე,მინდოდა გუშინდელივით გამეხარებინა თათო და ბლინები გამომეცხო.მას და პატარას ისევ ეძინა.ბლინებიც მოვასწარი მათ გამოსვლამდე და კაკაოს შემოდგმაც გაზქურაზე.საბა ეტლში იჯდა,უკან კი ზლაზვნით თათო მოყვებოდა.
-რა დაგემართა?-გულიგამიჩერდა მისი სახე,რომ დავინახე.
-ყველაფერი მტკივა-მოიკუნტა და გაშლილი ხელი გვერდებზე მოიდო.
-ეს მაღალი წნევის ბრალია,არაუშავს ხვალ ან ზეგ გაგივლის,მიუჩვეველი ხარ-გულზე მომეშვა,რომ სერიოზული არაფერი იყო.მისკენ წავიწიე,რომ სიარულში შევშველებოდი-აღიარე,იგონებ რომ საბას მე მოვუარე.
-ნუ მაცინებ გვერდები მტკივა-გაბრაზებით ხელი ამიქნია,მაგრამ ამ მოძრაობაზეც დაეჭმუხნა სახე.
- მოდი მოგეხმარო-მისკენ წავიწიე და ხელიდან ეეტლი გამოვართვი,საბა წინ გავაგორე და იდაყვი თათოსკენ გავწიე,რომ ხელმკლავი გამოედო ჩემთვის,მაგრამ ფეხი უხეიროდ გადმოდგა და ხელის გაყრის მაგიერ მთელი სხეულით დამეჯახა,თავი ვერ შევიმაგრე და ზურგით იატაკზე დავენარცხე,მე კი თათო დამეცა სხეულზე,მისი გაშლილი კულულები მთელს სახელე და მკერდზე გადამეფინა,ისე ახლოს იყო,რომ მისი ტუჩების სიმხურვალე მწვავდა.............................................
შინაგანად იმდენად ძლიერმა ემოციურმა ტალღამ დამიარა,რომ სუნთქვა შემეკრა,მთელი სხეული ზამბარასავით დამეჭიმა.თათია იატაკს ხელისგულებით დაეყრდნო და ცდილობდა ფეხზე წამომდგარიყო,მაგრამ მეტლახზე ხელი კვლავ აუსრიალდა და ისევ მკერდზე ამეკრო,მისი თმები საამურად მელამუნებოდნენ მთელ სახეზე.საოცარი იასამნის სურნელი ასდიოდა მის აბრეშუმივით ფაფუკ თმებს.აღარ ვიცოდი ხელები სად წამეღო,იმდენად დავიბენი,რომ ვეღარ გადავწყვიტე,მისთვის ჩამეჭიდა ხელი და გადამესვა თუ ჩემი სხეული ამეზიდა ჯერ.ამდენ ბორძიკში ვიგრძენი როგორ შემეხო მისი ტუჩები შემთხვევით ყელზე,ყველაფერმა იფეთქა ჩემში,სიგიჟემ,სურვილმა,ვნებამ,სიყვარულმა.......არანორმალურად მომინდა ორივე ხელით დამეჭირა მისი სახე და ტუჩებზე დავწაფებოდი მაგრამ...... არ შეიძლება,.... არა თემო..... ჩემს თავს შემოვსძახე.ეს ყველაფერი წამები გაგრძელდა მაგრამ ჩემთვის საუკუნე გახდა,მტანჯველი წამები.
-მაპატიე,როგორი უხეირო ვარ-თან იცინოდა,თან კი საბას ეტლს დაეყრდნო და მუხლებზე დადგა.
-არაუშავს-ვუპასუხე და თავი მაღლა წამოვწიე მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვები იყო,შინაგანად კი არაუშავს კი არა გავნადგურდი,წავიშალე,მგონი ორი დღე ადამიანად აღარ ვივარგებ.
იმ დღისით ტყეში აღარ გავყევი,გზაზე თანატოლი გოგონები გაიცნო,მათაც პატარა საბასხელა გოგონა ჰყავდათ და ერთად წავიდნენ.მოვიმიზეზე,რომ უახლოეს ქალაქში წავიდოდი და პროდუქტს მოვიტანდი,არადა უამრავიი გვქონდა მაგრამ მიზეზს ვეძებდი სიმარტოვისათვის.არ შემწინააღმდეგებია.ცოტა ხნით,რომ არ გავრიდებოდი მართლა ვეღარ მოვთოკავდი თავს და მერე სანნებელი გამიხდებოდა ჩემი სულელური ნაბიჟი,რომელიც ყველაფერს მოსპობდა და გაანადგურებდა ,რაც აქამდე სიმწრით მოვაკოწიწე.
ჩავჯექი თუ არა მანქანაში მაშინვე გოჩას დავურეკე.
-მადლობა ღმერთს,კიდევ გქონია ჩემი ნომერი მობილურში-აშკარად შეზარხოშებული იყო.
-მორჩი მაიმუნობას-შევუღრინე მოჩვენებითი სიბრაზით.
- ჰო კაი,კაი ,აბა მითარი,როგორ ისვენებთ?
-ვკვდები.
-რა გკლავს ბიჭო რას სულელობ?
-ჯერ შინაგანად ვკვდები და ასე თუ გაგრძელდა ფიზიკურადაც მოვკვდები.
-რა?რა თუ გაგრძელდა?
-ძნელი ყოფილა ასე ახლოს იყო საყვარელ ადამიანთან და იმის უფლებაც არ გქონდეს,რომ გულში ჩაიკრა ან მოეფერო,საშინლად აუტანელი და ძნელია გოჩა,ახლა ბათუმში მოვდივარ,საღამოს ავალ ისევ უკან,ახლა რომ არ გამოვცლოდი ალბათ ვაკოცებდი,ან გულში ჩავიკრავდი თავს ვეღარ ვერევი გესმის?-უკვე ხმას ვეღარ ვაკონტროლებდი და ვერც მანქანის სიჩქარეს.
-გაგიჟდი?თავი ხელში აიყვანე,სამსახურში ვარ აქ დაგელოდები არსად წავალ,მოდი და აქ ვილაპარაკოთ-უცებ დაუსერიოზულდა ხმა.
-ჰო.....მჭირდება.....-იმედიანად ჩავილაპარაკე და ტელეფონი გვერდითა სავარძელზე მოვისროლე.
ჩასვლისთანავე ჯერ მაღაზიაში გავიარე და საჭირო პროდუქტები ვიყიდე,მერე კი გოჩასთან ავედი სამსახურში.ამაზე უკეთესს დღეს ვერაფერს გავაკეთებდი.მასთან საუბარმა განმმუხტა,დამამშვიდა,დამაფიქრა.
-ვა უკვე ოთხი ხდება წავედი გოჩ ძმაო თორე ორ საათზე მეტი ასვლას უნდა და ინერვიულებს თათო...... ოოო ამის......იქნებ ნერვიულობს კიდეც,არადა ტელეფონი არა აქვს-უცებ გამახსენდა და ჩემს თავზე გაბრაზებულმა თითები მუჭში მოვიქციე.
-მერე ადექი შენც და უყიდე-არაჩვეულებრივი იდეა მომაწოდა.
-ახლა?სად?
-წამო გაგყვები.
ერთ საათში უკვე ბახმაროს გზას მივუყვებოდი,გვერდითა სავარძელზე კი ლამაზად შეფუთული ახალი ტელეფონი მედო,რომელიც თათოს ვუყიდე.გოჩას რჩევით ასუსის მოდელი ავარჩიეთ,მგონი მოეწონება.ნომერიც ავუღე.იმედია ყველაფერი რიგზე დამხვდება და მშვიდობიანად.
............................................................................
ყველაფერს მონოტორულად ვაკეთებდი,უბრალოდ ვიჯექი მიწაზე და თვალს ვადევნებდი საბას თამაშს ,რომ სადმე არ გაბობღებულიყო,ხოლო ახლადგაცნობილი გოგონების საუბარს ზერელედ ვუქნევდი თავს,რადგან მათი ნათქვამი არცერთი სიტყვა არ შემდიოდა თავში.ჩემი გონება და გული სულ სხვა საფიქრალით იყო დაკავებული.
ჯერ კიდევ იქ ვიყავი,როცა უნებლიეთ თემოს მკლავებში აღმოვჩნდი,როგორ ვცდილობდი თავი მეკონტროლებინა და ჩემი დაბნეულობ არ შეემჩნია,მაგრამ იმ წამს ,როცა მის თვალებს წავაწყდი სამყარომ მოძრაობა შეწყვიტა,ჰაერიც კი აღარ იძვროდა.კიდევ კარგი,რომ წავიდა,განტვირთვის საშუალება მომცა,ალბათ საკუთარ თავსაც.
ძალიან უბრალო და მეგობრული გოგონები ჩანდნენ ლანა და ქეთი.დაახლოებით 22-25 წლისები იყვნენ.პატარა ელენე ქეთის შვილი იყო,ლანა კი მისი და.ჩვენს სახლთან შორიახლოს იყვნენ ქირით,ისინიც თბილისიდან.
-მხოლოდ ეს ერთი გყავს?-ლანას ნაზმა ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან,თვი ოდნავ შევარხიე და უმისამართოდ გავიღიმე,არ მსურდა ჩემი დაბნეულობა მათ შეეტყოთ.
-არა ჩემი შვილი არაა-ვთქვი და საბას გავხედე,ისეთი საყვარელი იყო,ფუმფულა მის დედობაზე არასოდეს ვიტყოდი უარს.
-ნათესავი?ალბათ ძმისშვილი-თავად აკეთებდა დასკვნებს.
-არა მე ძიძა ვარ.
-ჰოო?და ის ბიჭი?
-ის ამ პატარას მამაა.
-და დედა?-წამით შეყოვნდა-ცუდად არ გამიგო ამდენი კითხვები,უბრალოდ,მხოლოდ შენ,ბავშვს და მამას ვხედავთ მეორე დღეა და....
-დედა ავტოკატასტროფაში დაეღუპა,ბებოც არ ყავს არც ისეთი ახლობელი ვინმე ქალი,რომ წამოყოლოდა,ამიტომ მე წამოვყევი -ვეცადე შეძლებისდაგვარად ამეხსნა სიტუაცია გოგონებისათის,არ მსურდა ჩემს პრობლემებზე საუბარი,ამიტომ ამ დონეზე არ დავწვრილმანდი.
-ვაიმე,საბრალო პატარა-სინანულით შეავლეს თვალი ორივე დებმა ჩემს პატარას-დიდი ხანია?
-სამ თვეზე მეტია.
-სამწუხაროა.
მიუხედავად მათი ასეთი ცნობისმოყვარეობისა ,ძალან საყვარელი და თბილი გოგოები იყვნენ.ბავშვის საჭმელი თან წაყებული მქონდა და თხელი პლედიც,იქვე ტყევში ვაჭამე და დავაძინე ეტლში საბა,ექვსი იყო დაწყებული,რომ გაიღვიძა,პატარა ელენიკოსაც ეძინა და მანაც დააჭყიტა თვალები,ამიტომ უკან,სახლში დაბრუნება გადავწყვიტეთ.
-გოგონებო ჩემთან გეპატიჟებით ყავაზე,რას იტყვით?-საშინლად არ მინდოდა თემოსთან მარტო ყოფნა,ვაი და სახლში დამხვედროდა?დაღამებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო,ამიტომ ასეთი გამოსავალი მოვიფიქრე.
-სიამოვნებით-უარი არ უთქვამთ და მეც გამახარეს.
გოგონები და პატარები მისაღებში მოთავსდნენ,მე კი სამზარეულოში ავფუსფუსდი მაგრამ შინაგანად ვერ ვისვენებდი,უკვე ექვს საათს გადაცდა ტემო კი არ სჩანდა.შიშმა ამიტანა.ათასმა ცუდმა აზრმა გამირბინა გონებაში.საშინლად ვინატრე ტელეფონი მქონოდა,ხომ დავურეკავდი და გავიგებდი მის ამბავს.
გოგოებთან ერთად მაგიდას შემოვუსხედით და ყავას და ტკბილეულს მივირთმევდით ,თვალი კი ჭიშკრისაკენ მეჭირა,ვერ ვისვენებდი.როგორც სჩანს ეს შეუმჩნეველი არ იყო სხვებისათვის.
-არ დაუბარებია სად მიდიოდა?-თითქოს ჩემი ფიქრები ამოიკითხა ლანამ.
-ჰო-გამოვერკვიე-არა არ დაუბარებია,მაგრამ ალბათ მალე მოვა-უფრო საკუთარი თავი დავიმშვიდე ამ სიტყვებით.
-არ გიძნელდება მასთან ერთად ყოფნა?
-როგორ?-დამაბნია მისმა კითხვამ-რას გულისხმობ?
-აი..... ახალგაზრდა ქალი ხარ,ის ქვრივი მამაკაცი,არ გიძნელდება აქ მასთან ერთად ყოფნა მარტო.
-ლანა ეგ რა ლაპარაკია,შენ არაფერი გეკითება-ქეთი ძალიან გააბრაზა დის უტაქტო კითხვამ .
-უბრალოდ ისე ვიკითხე-უხერხულად შეიშმუშნა და უხწერხულად გამიღიმა.
-არაუშავს-არ მსურდა ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება-მივხვდი რატომაც მკითხე,არა არ მიძნელდება,ჩვენ მხოლოდ სამსახურებრივ დონეზე გვაქვს ურთიერთობა,მხოლოდ საბა გვაკავშირებს,ასე,რომ პრობლემას ვერ ვხედავ ამ ყველაფერში.
-ანუ თქვენს შორის.....
-ლანა გეყოფა-უკვე ძალიან გაბრაზდა ქეთი და ვეღარ მალავდა.
-არაფერი,საერთოდ არაფერი-გარკვევით წარმოვთქვი და ქეთის გავუღიმე,იმის ნშნად,რომ ძალიან არ ენერრვიულა დის უტაქტო გამოხტომებზე.
ამ საუბარში ვიყავით,რომ მანქანის ხმა შემომესმა.თემო მოვიდა.თითქოს გულზე ლოდი მომხსნეს,შვებით ამოვისუნთქე,საშინლად მომინდა გარეთ გავსულიყავი და შევგებებოდი მაგრამ ორი რამის გამო შევიკავე თავი-პირველი ჩემს ამჟამინდელ ნათქვამს ამ გოგოებთან ფასი დაეკარგებოდა და მეორე დილანდელი ამბის მერე ასეთი ინიციატივა თემოს თვალში არ მსურდა სხვანაირად გამოჩენილიყო.ვეცადე თავი ისე დამეჭირა,რომ თიტქოს დიდად არ დამკლებია თვალში უმისობა.
-გამარჯობათ-მისაღებს თვალი მოავლო და ისეთი თვალებით შემომხედა,რომ მეკითხებოდა სტუმრების ვინაობას.
-ესენი ჩვენს მეზობლად ისვენებენ-გავარკვიე სიტუაციაში.
-სასიამოვნოა,მე თემო-თვი წარუდგინა სტუმრებს.
-ქეთი.
-ლანა-თქვა და ისე გაინაზა,რომ აშკარა გახდა თუ რა მიზანს ემსახურებოდა მისი რამოდენიმე წუთის უკანდელი დაკითხვა.
-ხელს აღარ შეგიშლით-თემომ მისი გადაპრანჭული ხმა და განაზება არ შეიმჩნია და მაშნვე დაგვტოვა.
-ვააა,რა სიმპოა-წარბები შეათამაშა და უტიფრად მოგვავლო თვალი.
-წავიდეთ-მკაცრად მიახალა ქეთიმ და მკლავში სწვდა,აშკარად არ მოსწონდა მისი დის ცანცარი.
-რა იყო?-უხალისოდ აიზლაზვნა,პატარა ელენეს ხელი დაავლო და მის დას უკან აედევნა.
-ხვალ შენ გვესტუმრე თათია-თბილად გადამკოცნა ქეთიმ და დამემშვიდობა.
საშინლად არ მინდოდა სახლში შესვლა.დილის მერე თემოსთვის თვალებში შეხედვა და დალაპარაკება გაუსაძლისად მეუხერხულებოდა.თვალები დავხუჭე,ღრმად ჩავისუნთქე და და სახლში შევაბიჯე.
ჩემდა გასაკვირად თემო მისარებში არ დამხვდა,თავის ოთახში იყო შეკეტილი,ცოტა მომეშვა,ანუ ისიც დაძაბულია და ეუხერხულება ჩემთან ურთიერთობა.დრო მალე გავიდა.მოატანილი როდუქტები ამოვალაგე,დავაბინავე,სახლი მივალაგე,საბას ვაჭამე,ვაბანავე და დავაძინე.ამდენ გაწამაწიაში 9 საათიც მოვიდა.წყალი გადავივლე და ტელევიზორის წინ მოვკალათდი.იმედი მქონდა აწი თემოც გამოიხედავდა.არ დააყოვნა მოლოდინმა.მალე გავიგე,როგორ გაიღო მისი საძინებლის კარი.ოთახში ისე შემოვიდა მისკენ არ შევბრუნებულვარ.ჩემს გვერდით სავარძელში ჩაესვენა და მაგიდაზე ,რაღაც კოლოფი შემოდგა.
-დღეს ბათუმში ვიყავი გოჩას სანახავად-პირველი მანდ დაიწყო.
-აჰამ-ისევ ტელევიზორს ვუყურებდი.
-ალბათ აგაფორიაქე,რომ დამაგვიანდა.
-საბას გამო.
-ჰო,საბას გამო.....-მანაც გაიმეორა ჩემი სიტყვები და ჩუმად ჩაეღიმა-აწი ასე არ განერვიულებ-თქვა და კოლოფი მომიჩოჩა-ეს შენ.
-ეს რა არის?-გაკვირვებულმა ისე დავხედე კოლოფს ,რომ ხელი არ მომიკიდებია,არ მინდოდა მაგრამ ,ვბრაზობდი,რაზე მე თავადაც არ ვიცოდი.
-შენია,გახსენი-კიდევ უფრო ახლოს მოწია ჩემკენ.
კოლოფი ავირე და გავხსენი.ტელეფონი.
-ეს მე?-იმდენად წარმოუდგენელი საჩუქარი იყო,რომ თემოსგან არ ველოდი.
-აწი ,როცა დამაგვიანდება გეცოდინება სად ვიქნები..... ან შენ თუ დაგაგვიანდება მე მეცოდინება-დამნაშავესავით ჩაილაპარაკა.
-თემო ამას ვერ ავიღებ,ეს საკმაოდ ძვირი საჩუქარია
-გთხოვ თათო-ეს სიტყვები იმხელა სითბოთი და სინაზით წარმოთქვა ,რომ პასუხი ვეღარ შევუბრუნე-მოგწონს?-ინტერესით შემომანათა თვალები ,როგორც კი ტელეფონი ბუდიდან ამოვიღე.
-ძალიან-ხელში შევატრიალე,მართლა ლამაზი იყო-დიდი მადლობა.
-ნომერიც დევს შიგნით,ჩემი ნომერიც ჩაგიწერე,ასე რომ აწი დამირრეკე ხოლმე..... როცა აუცილებლად ჩათვლი
-ჰო-თავს საშინლად დაძაბულად ვგრძნობდი,თან მიხაროდა ეს ყურადრება,თან კი მაბნევდა.რას ნიშნავდა ეს ყოველივე?თემოს ეს სიტყვები ,ყურადღება?
-რას უყურებ?-ეცადა სიტუაცია განემუხტა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა,სავარძელი უფრო ახლოს მოსწია ჩემკენ და ტელევიზორისაკენ.
-რაღაც გადაცემაა,ბლიც კითვებს უსვამს ერთი მეორეს,მან კი დაფიქრების გარეშე უნდა უპასუხოს.
-საინტერესოა.... გინდა ჩვენც ვითამაშოთ?
-რა? ბლიც-კითხვები?
-ჰო,რა არის,ცოტა გავხალისდებით-სიცილით დაწვდა კოკა-კოლის ბოთლს და ეგრევე მიიყუდა.
-კარგი-გაოცებულმა შევიშმუშნე და ჯერ კიდევ უცხო და ახლის მოლოდინით დავიჭიმე და თემოს მივაცქერდი.
-მე ვიქნები პირველი თუ შენ?
-მე.
-ოკ,მაშინ დავიწყოთ-წინ გადმოიხარა და მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო-მოემზადე?
-კი-ვთქვი და ფრიადოსანი მოსწავლესავით მხრებში გავიშალე და საზურგეს ავეწეპე.
-ვინ გინდა,რომ იყო?
-დედა
-რომ არ დაბადებულიყავი საქართველოში დაიბადებოდი...
-სად?ალბათ იტალიაში-ჩემივე ნათქვამზე მეცინება.
-რა გინდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად?
-ვიცოდე ჩემი წარსული.
ის,რაც ყველაზე მეტად მოგწონს საკუთარ თავში.
-მიყვარს ბავშვები.
-მჯერა,რომ...
-ოდესმე გავიგებ სიმართლეს.
-ყველაზე მეტად ,რას აფასებ ადამიანში
-ერთგულებას და პატიოსნებას
-ყველაზე მეტად,რისი გეშინია?
-მარტოობის.
-ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს
-სახლი.
-მინდა დამიმახსოვრონ ,როგორც.....
-კეთილი და მოსიყვარულე
-ის, რაც გაქვს და რისი დაკარგვაც ყველაზე მეტად არ გინდა
-შენ და საბა-ვთქვი და იმ წამსვე ენა მოვიკვნიტე,მაგრამ გაფრენილ სიტყვებს უკან ვეღარ დავიბრუნებდი.
ასეთი დაბნეული და გაქვავებული გამომეტყველება თემოს სახეზე აქამდე არასოდეს მენახა.ჩემმა სიტყვებმა შოკში ჩააგდო.
-ვიგულისხმე,რომ ,ამჟამად თქვენზე ახლობელი არავინ მყავდ და არ მინდა დაიკარგოთ ჩემი ცხოვრებიდან,თუნდაც მეხსიერება დამიბრუნდეს-განვავრცე ჩემი აზრი,თუმცა ვეცადე თავდაპირველი ნაგულისხმევი დამეფარა.რამდენად დავაჯერე მეორე არგუმენტში თემო არ ვიცი, მაგრამ ცოტა მოეშვა.
-გასაგებია-დაბნეულმა გაწელა სიტყვა და მსუბუქად დამიქნია თავი.
-არ გავაგრძელოთ?-ფიქრებიდან გამოვარკვიე.
-ჰო-თავი ოდნავ შეარხია-ისევ მე დავსვა კითხვები თუ ახლა შენ დამისვამ?
-ახლა მე დავსვამ თუ თანახმა ხარ-მაქსიმალურად ვცდილობდი დაძაბულობ არ შემმჩნეოდა სახეზე,არადა რამოდენიმე წუთის უკანდელი ჩემმს მიერ ნათქვამი სიტყვები ჯერ კიდევ ყურებში მიზუზუნებდნენ.აშკარა იყო,რომ თემოსაც.
-კარგი მზად ვარ-მშვიდად ჩაილალაპარა და საზურგეს მიეყრდნო.
-რა გაღიზიანებს?
-ჭორიკანა ხალხი.
-რას აპატიებ ადამიანს?
-სიყვარულისთვის ყველაფერს.
-რას არ აპატიებ?
-ღირსების დაკარგვას.
-გიტირია?
-რათქმაუნდა.
-ვისი გშურს?
-საბასი.
-საბასი?ეგ როგორ?-გამაოცა მისმა მოულოდნელმა პასუხმა.
-ახლა ,ვერა სხვა დროს აგიხსნი-გაეღიმა-შემდეგი.
-ჰო-აღარ ჩავეძიე-რას ემალები?
-საკუთარ თავს.
-რას მალავ?
-ბევრ რამეს-უხერხულად გაეღიმა-მისი პასუხი არასერიოზულად მივიღე.
-მაინც?-არ მოვეშვი.
-წიგნაკს-ისეთი სეროზული სახე მიიღო,რომ დავიბენი.არ მსურდა ჩვენ თამაშს ასეთი სახე მიეღო.
-კარგი....რისი გწამს?
-ადამიანობის.
-რას დარდობ?
-წარსულს.
-ვეფერები.
-საბას და ჩემს მოგონებებს.
ამ სიტყვებმა გულში რაღაც ჩამწყვიტა,აშკარად მის ცოლს გულისხმობს ალბათ.
-რაზე ოცნებობ?
-ოჯახზე.
-რას ნანობ?
-უთქმელობას.
-ვინ გენატრება?
-დედა.
-ახლა,რომ შენი ცხოვრების ბოლო წუთები იყოს,რას იტყოდი?
ჩეემმა კითხვამ ცოტა დააბნია,თავი ჩახარა,რაღაც წამი ასე იყო,მერე ფრთხილად ამომხედა და ,გამიღიმა.
-რას ვიტყოდი?....მაპატიე...მენდე....არ დამტოვო....მიყვარხარ-პაუზ-პაუზ ამოთქვა თითოეული სიტყვა და თან თვალს არ მაშორებდა,მისმა მზერამ,ლოყები ამიწვა და გული ამიჩქარა.არ ვიცი ვინ იყო მისი სიტყვების ადრესატი,მაგრამ ისე დაჟინებით მიცქერდა,რომ ყოველი სიტყვა ჩემად მივიღე და გული ამიფორიაქა,იმდენად,რომ მუხლები და ხელები ამიკანკალდა.ქალურმა ეჭვიანობამ,სიშმაგებ და მესაკუთრეობამ იფეთქვა ჩემში,ისეთი გრძნობა მქონდა,რომ ვიღაც უხილავი მეცილებოდა მასში და წართმევას მიპირებდა.შინაგანად ავდუღდი.მეყო სითავხედე და კითვა შევუბრუნე:
-ვის ეკუთვნის ეს სიტყვები?
-ვის?..... მართლა გაინტერესებს?-გამომცდელად ჩამაშტერდა თვალებში და საბოლოოდ განმგმირა შინაგანად.
-აჰა,ალბათ საბას დედას გულისხმობ-იხტიბარი არ გავიტეხე და თითქოს ჩემთვის სულერთია სახე მივიღე,თუმცა შინაგანად ტირილი მინდოდა,არა,უფრო სწორად ბღავილი,ქვითინი.
-მართალი ხარ ,საბას დედას ვგულისხმობ-ამ სიტყვებმა ლახვარ ჩამსცა-მორჩა კითხვები?
-კიდევ ერთი კითხვა-ჩემს თავზე ვბრაზობ,რა თავხედურად ვიქცევი-ახლა,რომ შენი ცხოვრების ბოლო წუთები იყოს ,რას გააკეთებდი?-რა გადავეკიდე ამ ბოლო წუთებს?სიცოცხლეს ვუსწრაფებ ამ ბიჭს.
ჩემმა კითხვამ მგონი უფრო დააბნია,მხებსი გაიშალა,თითები ნერვიულად შეიცურა თმაში და დაძაბულმა შემომხედა:
-რაა?
-ახლა,რომ ბოლო წუთები იყოს,რას გააკეთებდი?-არ ვეშვები.
ვატყობ სახეზე,როგორ ედება ალმური,გაშლილი თითები ახლა სახეზე ჩამოიცურა,ღრმად ამოისუნთქა და ისევ მე შემომიბრუნდდა:
-მართლა გაინტერესებს?
-კი-რა წერამ ამიტანა,არ ვიცი,რას გადავეკიდე.
როგორც კი დავეთანხმე მაშინვე წამოფრინდა მისი სკამიდან,ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია და ტუჩებში მთელი ძალით და მონდომებით დამეკონა.ეს იმდენად მოულოდნელი და შოკისმომგრელი ყო,რომ ჯერ სუნთქვა შემეკრა,მერე გულიც გამიჩერდა,თვალები დავჭყიტე,მაგრამ ეს წამის მეასედ მომენტში.მერე?თემო შეჩერებას არ აპირებდა,ნაზად ,მომთხოვნად და რიტმულად,ამოძრავებდა მის ტუჩებს ჩემს ბაგეზე,ვგრძნობდი,მესმოდა მისი აჩქარებული გულისცემა,რომელსაც ჩემი გულიც ფეხს უწყობდა.რაღაც სასიამოვნო ჩამეღვარა სულში,უკვე განცდილი მაგრამ განსხავებული,ტკბილი და თბილი,ნეტარებით მივლულე თვალები და კნუტივით ავკრუსუნდი,ალბათ ეს ისო სიამოვნების და ნეტარების შინაგანი გამოძახილი,გონებას გულისკენ „sos „ სიგნალს აგზავნიდა მაგრამ მე შეგნებულად ვუყრუებდი მას,გონებას გამოცალკავება სურდა გულს კი მასთან შეერთება და შეწყმა.ამ მოძრაობაში,მორჩილად ავყევი და უფრო ჩავიძირე მის სურნელსა და ალერსში.თავი დავკარგე,ამ წამების დამთავრება არ მსურდა.ვიგრძენი,როგორ მოშორდა ჩემს ბაგეს მისი თბილი ტუჩები და ახლა ყელისკენ გადანიაცვლა,ნელა ჩაასრიალა ნამიანი ტუჩები და უფრო ღრმად ამოვიკვნესე.თითქოს ჩემსავე ხმამ რეალობისკენ დამაბრუნა.მსუბუქად მივაცექი მის მკერდს მუჭებით და ვეცადე თავი დამერწია მისი ალრსისაგან,მაგრამ ვერ გამოვაფხიზლე,თუმცა ბოლომდე არც მე ვიყავი ამ ბურუსისგან გათავისუფლებული.
-არა,არა-ვბუტბუტებდი და უფრო ძლიერად ვაწვებოდი,რომ ჩემგან განმეცალკავებინა მისი სხეული.
წამში გამოერკვა,მხრებში ჩამავლო ხელები,ოდნავ განზე გამწია და თვალებში ჩამაცქერდა,ალბათ ნახევარი წუთი მაკვირდებოდა,მე ხმას არ ვირებდი,დაჰიპნოზებულივით ჩავიძირე მის თაფლისფერ თვალებში.
-აი ამას გავაკეთებდი-მტკიცედ და დამაჯერებლად წარმოთქვა ,ფრთხილ;ად შემიშვა მხრებზე ხელი და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან,მე კი გაოგნებული,გაქვავებული,ვნება აშლილი და თავდაკარგული დამტოვა.
დავინახე ,როგორ გავიდა აივანზე და მტელი სხეულიტ დაეყრდნო მოაჯირებს,ნახევარი საათი ასე იდგა,მერე ისევ სახლში შემობრუნდა და თავის ოთახში შევიდა.მე ისევ იმ მდგომარეობაში ვიყავი,არც კი გავნძრეულვარ,ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონზე.
არ ვიცი მგონი ხუთი წუთი გავიდა ან მეტი,ოთახში ისევ შემოვიდა თემო,ისევ ჩემს წინ მდგარ სავარძელში ჩაჯდა,ისევ ახლოს მოაჩოჩა ჩემკენ,ღრმად ჩაისუნთქა და სევდიანი და ცრემლიანი თვალებით ამომხედა.
-რატომ მოვიქეცი ასე.....-არაბუნებრივი იყო მისი ხმა,მტკიცე და შეუვალი.
-მე.....მე...-ენა დამება მღელვარებისაგან-მე არ დამიმსახურებია ასეთი .....-მეტი ვეღარ გავაგრძელე სიტყვა,თითქოს ყელში გამეჩხირა და მგუდავდა.
კიდე უფრო ახლოს მოიწია,დავიძაბე,წამოდგომა მსურდა მაგრამ ფეხებს და საერთოდ სხეულს ვეერ ვიმორჩილებდი,ეს კაცი მნუსხავდა.
-მისმინე თათო-ოდნავ ჩაახველა ,მისი ხმა და მზერა შეუვალი იყო-იმაზე,რაც რამოდენიმე წუთის უკან გავაკეთე,პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ირებ და აგიხსნი კიდეც თუ რატომ მოვიქეცი ასე.არ ვნანობ და არც ვინანებ,მხოლოდ იმას განვიცდი,რომ შენთვის იყო ეს ყველაფერი მოულოდნელი და დამაბნეველი.კარგა ხანია ამაზე ვფიქრობ,ვფიქრობ კი არა მთელი ჩემი არსებაა მოცული ამ ფიქრებით.ველოდი შენს ექიმთან ვიზიტებს და მინდოდა ამაზე მერე გვესაუბრა მაგრამ,ჩემმა დღევანდელმა თავშეუკავებლობამ დამაჩქარა,-თქვა და ხელები გადმომაშლევინა,ფრთხილად ჩამიდო მუქ ყდიანი წიგნაკი-გთხოვ ეს წაიკითხე,ეს შენი დღიურია,არ იფიქრო,რომ მოვიპარე,უბრალოდ ჩანთიდან გადმოვარდა ,როცა ბარგს ვეზიდებოდით და მაშინ ვნახე,ვაღიარებ წავიკითხე,მინდოდა,როცა მეხსიერება დაგიბრუნდებოდა მაშინ მომეცა,მაგრამ ახლა უკვე ამას არა აქვს მნიშვნელობა.მხოლოდ ერთს გთხოვს,გულდასმით წაიკითხე,მაპატიე ის ტკივილი,რომელიც ამის წაკითვით მოგადგება,მაპატიე,რომ ამ ტკივილისთვის გიმეტებ,მაგრამ არ შემიძლია ,იმის მერე რაც მოხდა არ შემიძლია,ან უნდა გაგრძელდეს,ან წერტილი უნდა დაესვას,ამის გადაწყვეტა მხოლოდ შენ შეგიძლია და თუ სენი წარსული არ გეცოდინება ,ისე ამას ვერ გააკეთებ,.უბრალოდ კიდევ ერთხელ განვმეორდები თათო-....მაპატიე...მენდე....არ დამტოვო....მიყვარხარ-წამოდგა და დამტოვა ჩემს სიმარტოვეთან,ცარიელ ოთახში ამ მუქყდიან ბლოკნოტით ხელში.
სიტუაციის გააზრება და გათავისება ვერანაირად ვერ მოვახერხე.უბრალოდ ბოლო 5 წუთი იმდენად მოილოდნელი,ამაღელვებელი და გად
საიდუმლოებული იყო,რომ ჩემი გონება ვერ ჩასწვდა გაანალიზა.
გაოცებულმა დავხედე მუქყდოან ბლოკნოტს,რომელიც რამოდენიმე წამის წინ მომაჩეჩა ხელებში თემომ.რაღაც დრო გაუაზრებლად დავაშტერდი მერე კი ცივად ვუშვი ხელი და დივანზე მივაგდე.გონებაში საშინელი აურზაური მქონდა.რა წერია მასში ასეთი ,რასაც შეუძლია ასე ამიფორიაქოს სიმწრით დალაგებული ცხოვრება და გონება? კარისკენ გავაპარე თვალი მაგრამ თემო არსად ჩანდა.ისევ ბლოკნოტს მივუბრუნდი.გული უცნაურად ამიფართხალდა,მაგრამ უარესი წინ მელის.ხელის კანკალით გადავშალე პირველი ფურცელი და პირველი დარტყმაც მიიღო ჩემმა გულმა.
თათია ხალვაშის დღიური -
_ არ შემიძლია_ ამოვიგმინე ბლოკნოტი ისევ დავხურე მკერდზე ავიკარი და ავქვითინდი.გავიხლიჩე,ყველაფერი მსურდა ერთდროულად,წარსულიც,აწმყოც და მომავალიც,სიყვარულიც და ბედნიერებაც.ცოტა,რომ მოვეშვი ისევ გადავშალე დღიური,ღრმად ჩავისუნთქე და ……
…,....................
ჩემს ოთახში სწრაფი ნაბიჯებით შევედი,კარი მივხურე და ზურგით მივეყრდენი.ისეთი აფორიაქებული ვიყავი შინაგანად,რომ სუნთქვა მეკვროდა.თავი რამოდენიმეჯერ მსუბუქად მივარტყი კეფით კარს და მოვშორდი.წინ და უკან ბოლთის ცემით,რომ ვერ დავიმშვიდე ნერვები,ფანჯარა გამოვაღე,ეზოში გადავხტი,სუფთა ჰაერმა ცოტა მომაფხიზლა,ნერვებიც დამიწყნარდა.სახლს წინა მხრიდან შემოვუარე,ფანჯარაში მკაფიოდ ჩანდა თათოს სილუეტი,რომელიც ოდნავ თავდახრილი იჯდა დივანზე,ანუ დღიურს კითხულობდა.ისევ,ჩემი ოთახის ფანჯრისკენ წავედი და იქვე მიწაზე ჩამოვჯექი,ზურგით სახლის კედელს მივეყუდე,თვალები დავხუჭე და ამოვიოხრე.ახლა სწორედ,რომ ჩემი მომავალი წყდებოდა.ხვალიდან ან ბედნიერი ვიქნები ან უბედური.ან იმედიანი ან უიმედო,ყვეფერი კი სწორედ აი ამ სახლში ამ წამებში წყდებოდა.
დილამდე არ მომიხუჭავს თვალი,შინაგანად ველოდი თათოს მოსვლას,მის დაძახებას,დაკაკუნებას,ან სასიკეთოდ ან….. მაგრამ ისე გათენდა,რომ მისგან არაფერი გამიგია.მე კი მგონი სამჯერ უკვე მოვასწარი მიკრო ინფაქტის გადატანა ამ ერთ ღამეში.ინათა თუ არა სამზარეულოში გავედი.ვერ ვისვენებდი.ჩემს განაჩენს ველოდი,მოსამართლე კი არა და არ ჩანდა.
11 საათი სრულდებოდა მისი საძინებლის კარის ხმა,რომ შემომესმა.გული გადამიქანდა მოლოდინისაგან ,ფეხზე წამოვხტი და დერეფანში გავედი.პირველი რაც თვალში მომხვდა მისი გადაღლილი სახე და ჩაწითლებული თვალები იყო და მეორე…… სამგზავრო ჩანთა.არ ვიცი გულმა რამდენკ დარტყმა გამოტოვა ,მაგრამ ჩასუნთქვა ძალიან გამიჭირდა,თითქოს დამანაწევრეს და დამჩეხეს.განაჩენის მოლოდინით ისევ მასზე გადავიტანე მზერა,მაგრამ გული მიგრძნობდა და თვალიც ხედავდა,რომ არანაირი იმედი არ უნდა მქონებოდა.
_ ეს რას ნიშნავს?_ ვეცადე მშვიდად მეთქვა და ხელით ჩანთაზე მივანიშნე,თან კედელს მივეყრდენი,რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა.
_ მივდივარ_ საშინლად დაღლილი და ჩახლეჩილი ჰქონდა ხმა,თავი დახარა და კაბის ღილებს დაუწყო წვალება.
_ აი ასე?
_ და რას ელოდი?_ ცრემლიანი თვალებით ამომხედა,გავქვავდი.
_ თათო….
_ შენ მე მომატყუე_ ხმა აუკანკალდა.
_ რა? რა მოგატყუე?
_ დღიური,წარსული,სიმართლე …. ჩემი შვილი_ ტირილს უმატა და იფრო მეტად მოიკუნტა.
_ მიმოიხედე ირგვლივ თათია,დააკვირდი,ნუთუ მე მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმაახურებ?_ მისკენ გადავდგი ნაბიჯო მაგრამ შეკრთა,ოდნავ უკან დაიხია…..მეტკინა….საშინლად მეტკინა….
_ შენ….შენ ეგოისტი ხარ…._თავს ვერ ერეოდა და იქვე იატაკზე ჩაიკეცა.
_ თათო..._ ისევ გავიწიე მისკენ.
_ არ მომეკარო_ ისტერიულად წამოიკივლა და უფრო მოიკუნტა.
_ დამშვიდდი ბავშვს გააღვიძებ,მისმინე...მითხარი გაგახსენდა რამე? მცირედი მაინც?
_ არაფერი….არაფერი …..არ გამხსენებია …..საერთოდ,არაფერი_ მუხლებზე შემოიხვია ორივე ხელი და გაუაზრებლად იმეორებდა სიტყვებს.
_ საერთოდ არაფერი?_ უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე გაოგნებულმა და მასთან ახლოს ჩავიმუხლე.
_ რა მჭირს?_ თავისთავს შეშინებული ეკითხებოდა და თავს უფრო მალავდა მუხლებში_ ავირიე,აღარაფერი მინდა ცუდად ვარ.
_ გთხოვ სამზარეულოში გავიდეთ საბას არ გაეღვიძოს_ ვთხოვე და ხელი გავუწოდე,რომ წამოდგომაში მივხმარებოდი.
_ არ შემეხო_ გააკანკალა და მხარი შეიბრუნა.
ძლივს გადავყლაპე ეს ტკივილი და სიმწარე,მე მესმოდა მისი.გზიდან გავეცალე და გზა დავუთმე,უკან გავყევი.
_ იქ….იქ,რაც ეწერა შენ ყველაფერი წაიკითხე?_ მაგიდანსთან მოკალათებული ჩემს მოდუღებულ ყავას სვამდა,ამომხედა,მის თვალევში ყველაფერი იკითხებოდა,ტკივილი,სევდა,დაბნეულობა და შიში.
_ კი_ ვთქვი და დანაშულზე წასწრებულმა თავი ფანჯრისკენ შევაბრუნე,არ მინდოდა მის თვალებს კოდევ ერთხე დაედოთ ჩემთვის მსჯავრი.
_ ის….ის მართლა ჩემია?_ საბრალო თათო.
_ კი თათო.
_ მე…._ ისევ ტირილი აუვარდა_ მე ასეთი ქმარი მყავდა? მე ასეთ ქმარს ვიტანდი? და…. საბა...რატომ არ მითხარით,რომ ჩემი შვილი იყო?
_ ეგ რომ გვეთქვა მაშინ ყველაფერი უნდა მოგვეყოლა,ექიმმა კი გაგვაფრთხილა,რომ ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მოეტანა შენი მეხსიერევისათვის და ჯამრთელობისათვის,ამიტომ მოვიფიქრეთ ასე
_ ანუ შენ ცოლო… შვილი….
_ ტყუილია,მე ცოლი არასოდეს მყოლია
_ ანუ ჩემი ქმარი?_ სახე წაეშალა,ტუჩებზე აიფარა თითები და დაფეთებულმა შემომხედა.
_ სამწუხაროდ თათო.
გაჩუმდა,არც ტიროდა,არც ხმას იღებდა.უბრალოდ გაიყინა.ასე იყო რამოდენიმე წუთი,არ ვიცი რა ხდებოდა მის გონებაში,უბრალოდ ველოდი,მე ხომ ჩემი მომავლის გადაწყვეტა მას ვანდე,ჰოდა ვიჯექი და ველოდი.
_ და შენ საიდან აღმოჩნდი ჩვენთან? შენთან რატომ ვარ?_ ისევ გამოერკვა.
ოღონდ ეგ არ ეკითხა,ოღონდ ეგ არა.
_ სანამ მიპასუხებ,შენ ხარ ის თემო დღიური რომ წერია?
_ კი მე ვარ.
_ კარგი და ახლა პირველი კითხვა ისევ,რატომ ვართ მე და ჩემი შვილი შენთან? რატომ მექცეოდა ქმარი ასე? რატომ მატყუებს საკუთარი დედაც? რატომ არ ვარ ისევ ბათუმში?_ კითხვები მომაყარა,საშინლად მკაცრი გაუხდა თვალები, ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე და დაჟინებით მომაცქერდა.
_ მე მხოლოდ ერთ კითხვაზე შემიძლია გიპასუხო,დანარჩენზე უფლება არ მაქვს.
_ გისმენ.
_ მე და თქვენ...თათო მიჭირს ამაზე ლაპარაკი_ შინაგანად მსურდა მისი თითები ჩემს თითებში მომექცია და დამემშვიდებინა მაგრამ ახლა ფაქტიურად ამის ქმედება სიკვდილის ტოლფასი იყო.
_ მე კი მოსმენა,განაგრძე.
_ ძნელია თათო ,აუტანელია ჩემთვის ყველაფერი,ყოველი წუთი თუ საათი,სანამ გეტყვი მიზეზს ,მანამ მინდა გითხრა ,რომ შენ და საბა ხართ ჩემთვის ყველაფერი,სიცოცხლეზე მეტად მიყვარხართ.საბა საკუთარი შვილივით მიყვარს,გეფიცები,როგორც შვილი ისე.რაც შეეხება მიზეზს_ ღრმად ჩავისუნთქე და მოვემზადე_ ტანჯვაა,როცა აცნობიერებ ნებით თუ უნებლიეთ დამნაშავე ხსრ ძვირფასი ადამიანის უბედურებაში,მისი ოჯახის დაშლაში,მისი წარსულის გაქრობაში.მე ვიჯექი მეორე მანქანის საჭესთან რომელიც შეგეჯახათ.არა აქვს მნიშნელობა იმას ვიყავი თუ არა დამნაშავე,შედეგი ნათელია და მე დღემდე ეს მკლავს და მანადგურებს.
_ ანუ…. შენ?_ ყველაფერი ამ ორ სიტყვაში ჩაატია,მე მოვემზადე,რომ იყვირებდა,იკივკებდა,სახეში გამარტყამდა,გამლანძღავდა მაგრამ არა მან ყველაზე სასტიკი მეთოდით დამსაჯა.
_ ტაქსი გამოიძახე,მივდივარ_ თქვა და ფეხზე წამოდგა,საძინებკისკენ წავიდა,დავაპირე მისი შეჩერება მაგრამ აზრი არ ჰქონდა.ახლა არაფერს არ ჰქონდა აზრი და მნიშნელობა.მე მისთვის დრო და თავისუფლება უნდა მიმეცა.
………..
შევედი თუ არა საძინებელში საბას ჯერ კიდევ ეძინა,საწოლს დავემხე და მოგუდულად უხმოდ ავბღავლდი.ამ ამბავში მხოლოდ ერთი რამ იყო მშვენიერი და კარგი,ჩემი შვილი,რომელიც სულ რამოდენიმე საათია,რაც ჩენია.მთელი ღამე მის ფერებაში გავლიე,ახლაც გონზე მისმა ბურტყუნმა მომიყვანა.ფეხებს და ხელებს აფართხალებდა და მიღიმოდა.ამ ღიმილისათვის მთელ სამყაროს მივუტევებ ცოდვებს,მაგრამ ჯერ არ შემიძლია დრო მჭირდება.მისკენ დავიხარე და ღრმად შევისუნთქე მისი სურნელი,მერრ მუცელზე მოვუღიტინე,მისმა კისკისმა გამაგიჟა.
_ შენ დედას სიყვარული ყოფილხარ,შენ ჩემი სიცოცხლე ყოფილხარ დე,შენ ხარ ჩემი ცხოვრება და ბედნიერება.შენ შემოგევლე,ჩემო ფუმფულა_ დაფეთებული შლეგივით ვიქცეოდი,ვეფერებოდი,ვკოცნიდი,გულში ვუკრავდი თითქოს მართმევდნენ.
ნახევარ საათში უკვე მზად მქონდა საბას ნივთები,ჩემი ჩემოდანი კი კარგა ხნის გატანილი მქონდა დერეფანში.ყველაფერს ხელი მოვავლე,საბა გულზე ავიკარი და დერეფანში გავედი.თემო წაშლილი იდგა.თითქოს ამ ერთ ღამეში ასაკი მოემატა,გაილია,გაჭაღარავდა,ის სხივი რომელიც ასე მაგიჟებდა აღარ კიაფობდა მის თვალევში,სევდით და ტკივილით იყო სავსე.მიუხრდავად ყველაფრისა მე ის მიყვარს,უზომოდ უსაზღვროდ ,თავხავიწყებით,მაგრამ ახლა არ შემიძლია,ახლა არაფერი შემიძლია.ახლა თავისუფლება მინდა,გარკვევა და გაანალიზება.მითუმეტეს,რომ ჩემთვის ჯერ კიდევ ყველაფერი ბუნდოვანია.
_ იქნებ მე წაგიყვანო_ ეცადა ჩემს გადარწმუნებას,გული მომიწურა მისმა ხმამ.
_ არა,არ შემიძლია,გთხოვ ნუ დამატან ძალას_ შევევევედრე.
_ კარგი ტაქსი უკვე ჭიშკართანაა_ მითხრა და საბა ხელიდან გამომართვა,წამით გავუძალიანდი მაგრამ მივხვდი,რომ არ ვიქცეოდი სწორად და დავნებდი.მე წინ წავედი,უკნიდან კი მესმოდა,როგორ ეჩურჩულებოდა პატარას თემო.
_ ჩემო ბიჭო,ჩემო ვაჟკაცო,მომენატრები_ და თან ხმაურით უკოცნიდა ლოყებს და ყელს.
ყველაფერი ჩაალაგა მძღოლმა,ბავშვი ხელიდან გამოვართვი და მოკლედ დავემშვიდობე.
_ სანამ გადავალ შენი სახლიდან არ ჩამოხვიდე.
_ კარგი .
მეც სწრაფად მივხურე კარი და მძღოლს ვანიშნე წასულიყო.უკან არ გამიხედია,გულს სურდა მაგრამ გონებას არა.ჩემი პატარა გულში ჩავიკარი და გაურკვეველი მომავლისკენ გავუყევი კვლავ გზას.
…………………
გული ვერ მოითმენდა და ვერ გაძლებდა აქ უმისოდ,აქ მხოლოდ ის მაკავებდა,მითუმეტეს ამხელა გზაზე მარტო ვერ გავუშვებდი.თვალს მიეფარა თუ არა მისი მანქანა მეც უკან ავედევნე ჩემი მანქანით.მთელი გზა ისე მივყვებოდი,რომ არ შევემჩნიე.სადღაც ხარაგაულის გზაზე თვალსაწიერიდან დამეკარგნენ.ავნერვიულდი.სიჩქარეს მოვუმატე და არემარეს მოვავლე თვალი.მაგრამ ,რასაც ათი წუთის მერე წავაწყდი ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.ავარია.მუხლები ამიკანკალდა,მკვეთრად დავამუხრუჭე და გზა სირბილით განვაგრძე,არ ვიცოდი ვინ იყო ან რა მოხდა მაგრამ გული გამალებით მიცემდა ცუდის მოლოდონით.ხალხის ბრბოში შევერიე და მალევე შევნიშნე სწორედ ის მანქანა ,რომელშიც რამლდენიმე საათის უკან ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ჩასხდნენ.ადგილზე გავქვავდი,სუნთქვა შემეკრა,გზის გაგრძელება მინდოდა,მაგრამ ფეხს ვერ ვდგამდი.ვიღაცამ წამოიძახა:
_ მადლობა ღმერთს ყველა ცოცხალი ყოფილა.
მომესმა თუ არა ამოვისუნთქე.თითქოს ხელმეორედ დავიბადე,თვალებით თათოს დავუწყე ძებნა,მალევე შევამჩნიე მიწაზე ჩამომჯდარი,მკლავზე სისხლით,საბას,რომ მთელი ძალით იკრავდა გულში და კოცნიდა,თან ტიროდა.მათკენ გავიქეცი.
_ თათო_ შეშინებულმა და დაზაფრულმა დავიყვირე და მის წინ მუხლებზე დავეცი.
შემომხედა,აშკარად არ მელოდა,წამით გაოცება გამოესახა სახეზე,სახეზე ფრთხილად ჩამოვუსვი ხელი და გავუღიმე.
_ უკან გამოგყევი,იქ ვერ გავჩერდებოდი,შენს გარეშე არსად შემიძლია.
უცებ ცალი ხელით სხეულზე შემომეკრო მკერდზე თავი დამადო და ტირილს უმატა.
_ ყველაფერი გამახსენდა თემო,ყველაფერი…..ყველაფერი…
მისმა ცრემლებმა სული გამიყინა,მისი სუსტი ხელები ჯერ კიდევ ჩემს კისერზე შემოხვეული კანკალებდა და ცახცახებდა.სახე ჩემს მკერდში ჩაემალა და პერანგს მინამავდა.
-დამშვიდდი თათო,დამშვიდდი,მთავარია,რომ ცოცხლები და უვნებლები ხართ-ვბუტბუტებდი,თავზე ვაკოცე,მერე კი მის კალთაში მყოფ საბას დავწვდი და ავიტაცე,გაიხარა,რომ დამინახა,აჟღურტულდა და გამიღიმა.
-რაო მამი,მიცანი?მომენატრე ჩემო ბიჭო-მის ცხვირს ცხვირით გავეთამაშე და გავუღიმე.
-გთხოვ ასე აღარ დაუძახო,უცებ შეეცვალა ხმის ტონი თათიას და გამერიდა.
-კარგი.......-ვცდილობ მაქსიმალურად შევინარჩუნო სიმშვიდე და გავუგო-კარგი,აღარ დავუძახებ ასე.
საკმაოდ დიდი დრო გავიდა მანამ, სანამ ყველაფერი არ მოწესრიგდა.პატრული მოვიდა,ეს ტაქსი და მეორე მანქანა საჯარიმოზე გადაიყვანეს.საბრალოს საავადმყოფოში ეჩქარებოდა მოლოგინებულ ცოლთან და ,სისწრაფეში ამათ დაეჯახა.ჩვენმა მძღოლმა არ უჩივლა მაგრამ ჯარიმა მაინც დაეკისრა.მოვიდა სასწრაფოც,მადლობა ღმერთს ყველას ამ ტაქსის მგზავრებსაც და მეორე მანქანის მძღოლსაც მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები ჰქონდათ,საავადმყოფოში გადაყვანა არცერთ არ ესაჭიროებოდა.ჯერ განყოფილება,მერე დაკითხვა,გავწამდით ჩვენც და განსაკუთრებით პატარა.მძღოლი უკან გაბრუნდა ბახმაროში ჩვენ კი ჩემი მანქანით თბილისში.კიდევ კარგი,რომ ჩვენებმა არ იცოდნენ ამ მგზავრობის შესახებ თორე ნერვიულობით გულს გავუხეთქავდით.,თითქმის ღამის პირველი იყო გზას,რომ დავადექით,თათომ პატარა უკანა სავრძელზე მიაძინა,პლედი მიაფარა ,თვად კი კიდისკენ ჩამოჯდა,რომ საბა გადმოვარდნისაგან დაეცვა.
როგორც იქნა შემიძლია მშვიდად დაველაპარაკო,ისე,რომ ვერავინ შეგვიშლის ხელს და ვერც გამექცევა სადმე.თათოს ცალი ხელი შვილზე მოეხვია მეორეთი კი კინა სავარძლის საზურგეს ეყრდნობოდა და თავი ზედ ჰქონდა დადებული,პირით დაბლა.
-თათო გძინავს?-ხმადაბლა ჩავჩურჩულე ყურთან ახლოს.
-არა-ოდნავ შეიშმუშნა და თავი მაღლა წამოწია,ეს ლამაზი თვალები,რომელიც სიგიჯემდე მიყვარდა ცრემლიანი და ჩაწითლებული ჰქონდა.
-ტირი?-არ ველოდი.
ოდნავ ჩაეღიმა,სიმწრით,ტკივილნარევად,უხასიათოდ,თავი ფრთხილად ჰორიზონტალურად გაარხია და ღრმად ამოისუნთქა.
-თათო....შენ თქვი,რომ ყველაფერი გაგახსენდა....ავარიის გამო?
-ჰო.
-ყველაფერი თათო?
-ყველაფერი.
-სულ?-არ ვიცი რას ვებღაუჭებოდი.
-ჰო თემო ჰო-სიმწრით წამოიყვირა-ყველაფერი....სულ ყველაფერი...ყველა ტანჯვა,ყველა გაწნილი სილა....ყველა წიხლი თუ მუშტი,ყველა გინება თუ დამცირება,ყველაფერი....ყველა წამი თუ წუთი-ხმა შეანელა,ცრემლებით აევსო თვალები,მაგრამ ჩემსკენ არ იყურებოდა,თავდახრილი იმეორებდა სიტყვებს მონოტორულად-კარგიც გამახსენდა ....განა მარტო ცუდი?მე ხომ მიყვარდა ის თემო,მე ის მიყვარდა....მიყვარდა.....მიყვარდააა....-ისტერიული სიცილი აუარდა,შემეშინდა,შემეშინდა და მეტკინა-მიყვარდა?განა ეს სიყვარულია?-მკლავში დამწვდა და შემანჯღრია-განა ეს სიყვარულია თემო?გიჟი ვარ?მაზოხისტი?რატომ?რატომ მიყვარდა?აღარ მინდა სიცოცხლე,აღაარაფერი მინდა ,აღარაფერი გესმის?-თავს ვეღარ აკონტროლებდა.
-დამშვიდდი თათო-მუდარით გავხედე.
-თემო შენ არ გესმის,შენ არაფერი გესმის,წარსულს შევნატროდი ახლა კი ყველაზე დიდი დარტყმა წარსულმა მომაყენა,საკუთარი თავი შემაძულა,შემაზიზღა,ნეტავ არასოდეს დამბრუნებოდა მეხსიერება,მე იცივინ ვიყავი წარსულში?შენ იცი ვინ ვიყავი წარსულში?ადამიანი სულის გარეშე,ქალი გულის გარეშე,მე მხოლოდ ხორცი ვიყავი,ნაფლეთი,რომელსაც ჩემი ქმარი დღე და ღამე ჯიჯგნიდა,ცემდა,თელავდა,აუპატიურებდა.და მე ამ ყველაფერს ვითმენდი,გესმის?ვითმენდი,აი ამის გულისათვის ვთმენდი-ხელი საბას კენ გაიშვირა,პატარას საოცრად მშვიდად და უდარდელად ეძინა,მისკენ დაიხარა და ნაზად აკოცა ფუმფულა ლოყაზე-აი ამის გამო და ლაბათ მტელი ცხოვრება მოვითმენდი,რომ არა ის ავარია,ამიტომ მძულს ჩემი თავი,რომ მე არც წარსული დამრჩა,არც აწმყო და მითუმ,ეტეს მომავალი.მე .....მე ახლა ჩემს თავს გვერდიდად შევხედე,ჩემს ცხოვრებას სხვა თვალით შევხედე თემო,ნეტა ეს გონება და გაბედულება მაშინ მქონოდა.და მე......მაინც მიყვარდა....გესმის?მე ის მიყვარდა-ჩემს მკლავს ისევ ჩაფრენილი იყო და ისევ მანჯღრევდა.
-და ახლა თათო?-სვლა შევანელე და გზიდად გადავედი,მანქანა გავაჩერე ა მისკენ შევბრუნდი.
-რა ახლა?-თითქოს ჩემმა ხმამ რეალობაში დააბრუნა.
-ახლა რას გრძნობ?გიყვარს?-მთელი სხეულით მისკენ შევბრუნდი.
-ახლა?-წამით დაფიქრდა-არ ვიცი,არაფერი ვიცი.
-თათო....
-თემო ცუდად ვარ-შეკრული თითები ტუჩებთან ახლოს მიიტანა-დავვიბენი,ერთდოულად ყველაფერი ვიცი და თან არაფერი,ავირიე,გონებაში აიზილა ყველაფერი.
-მესმის შენი თათო-ხელი მისკენ წავიღე,რომ ცრემლები მომეწმინდა მისთვის,მაგრამ ოდნავ თავი განზე გასწია,მივხვდი არ სურდა ჩემი შეხება,ღმრად ამოვიხვნეშე და ხელი დაბლა დავწიე-იფიქრე.... იფიქრე რამდენიც გინდა და როდემდეც გინდა,უბრალოდ იცოდე,რომ მე თემო ბერიძე შენ დაგელოდები,მე შენს იქით გზა არ მაქვს,მე მხოლოდ შენ მჭირდები,შენ მინდიხარ,შენ მიყვარხარ.ან შენ ან არავინ,გესმის?მე შენ მიყვარხარ,გახსოვდეს ვერ შეგელევი ,არ შემიძლია.ყველაფერს დავთმობ და შეველევი ,ოღონდ შენ არა.
-თემო..... დიდი ხანია?
-რა?
-დიდი ხანია, რაც ასე ფიქრობ ჩემზე?
-გულწრფელად გითხრა?
-ჰო.
-აი იმ დღიდან,რაც მე ჯეიმს ბონდი გავხდი და შენ მატა ჰარი-ორივეს გაგვეღიმა ამ მოგონებაზე და ეს მოგონება სამმამაგად სასიამოვნო იყო,ორივეს გვეხებოდა,ორივეს გვახსოვდა და ორივესთვის კარგი მოგონება იყო.
-მე მაშინ დანიშნული ვიყავი.
-ვიცი და სწორედ ამიტომ გავჩერდი,თორემ დღეს სულ სხვა წარსული გვექნებოდა ორივეს და რაც მთავარია საერთო.
-დარწმუნებული ხარ?
-რათქმაუნდა,ჯეიმს ბონდურად-ვთქვი და თვალი ჩავუკარი.
-აგენტი 007
-გაუმჯობესებული.
-რათქმაუნდა.
-თათო,წეხან თქვი ,რომ შენს ცხოვრებას და წარსულს სხვა თვალით შეხედე ახლა,როცა მეხსიერება დაგიბრუნდა,გულწრფელად მიპასუხებ ერთ კითვაზე?
-გააჩნია კითხვას
-მაშინ......იმ დროს.....ერთხელაც არ გიფიქრია ჩემზე?რომ მეცადა ბედი,მქონდა შანსი?
გაჩუმდა,თვალებში ჩამაცქერდა,თითქოს სულში შემიძვრა,ჯერ კიდევ დაუნახავის და მაოუცნობის ხილვა სურდა თითქოს,თვალები რამოდენიმე წამით დახუჭა,ღმრად ჩაისუნთქა,კვლავ გაახილა და შემომიბრუნდა:
-არა
-გასაგებია-ვთქვი და მართლაც,რომ გასაგები იყო ჩემთვის ყველაფერი,მისი ენა სხვას ამბობდა გული და გონება კი სხვას,მე ამას მის თვალებში ვხედავდი ვკითხულობდი.
-დავიღალე დავიძინებ ცოტას-თქვა და უკანა სავარძლის საზურგეს მიეყრდნო,თავი კი გვერდზე გადააგდო.ეს მხოლოდ თავდაცვა იყო ჩემი კითხვებისაგან,აღარ სურდა მეტი .
ოთხი იყო დაწყებული ჩვენი კორპუსის ეზოში ,რომ შევედით,ფრთხილად შევაფხიზლე თათია.პატარა ხელში აიყვანა,მე ჩანთებს დავწვდი და კიბეებს ავუყევით.გიორგის და ლიას გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა ჩვენს დანახვაზე და თან ამ შუაღამისას.
-ხომ მშვიდობაა?
-საბას,ხომ არაფერი დაემართა?
-ხომ არ იტკნეთ რამე?
-გაგძარცვეს?
დაგვაყარეს კითხვები.პირველ რიგში საბა დავაწვინეთ,მეერე კი მისაღებში მოვიყარეთ ყველამ თავი.წინ ხანგრძლივი და მტტკივნეული საუბარი გველოდა.განსაკუთრებით კი დედა-შვილს.
საშინელება იყო ჩემთვის და შოკი მამაჩემისათვის იმ ყველაფერის უფრო დეტალებში მოყოლა და გახენება ,რაც თათომ გადაიტანა.საუბრის ბოლოს მომიბრუნდა.
-დრო მჭირდება იმის გასააალიზებლად და საპატიოდ თუ რა წვლილი შეიტანე იმ ღამით იმ ყველაფერში,რაც ეს ბოლო თვეებია ჩემს თავს ხდება-შინაგანად ველოდი მისგან ამას,მაგრამ მაინც მტკივნეული იყო.
-მზად ვარ-დამნაშავემ ჩავილაპარაკე და კედელს მივეყუდე.
-დედა-პირველად დაუძახა ლიას დედა-ხვალ ბათუში მივდივარ.
მკვეთრი ხმით ჩავახველე და დედა- შვილს მივუბრუნდი.
_ ახლა არ წახვალ_ხმა საკმაოდ შეუვალი მქონდა,გაოცებულმა შემომხედა თათომ და მკითხა:
_ და მიზეზი?
_თათო შენ ახლა ეიფორიაში ხარ,მხოლოდ და მხოლოდ საათებია,რაც მეხსიერება დაგიბრუნდა,ჯერ კიდევ არ ხარ ჩამოყალიებებული ემოციურად,ასე ეეთბაშად,ერთი ხელის მოსმით ვერ გაგიშვებ ბათუმში.ჯერ ექიმის კონსულტაცია გაიარე,გაესინჯე,სხვა თუ არაფერი დაგარიგებს,პრაქტიკულ რჩევებს მოგცემს,ეს თხოვნა არაა ,ეს მოთხოვნაა.ჯერ ექიმთან ვიზიტი და მერე იფიქრე წასვლაზე.დაჯექი და გაანალიზე ყველაფერი_ ნამდვილად არ მსურდა მასთან ამ ტონითბდაუბარი,მაგრამ ჩაურევლობაც არ იქნებოდა,ასე ხელაღებით ვერ გავუშვებდი იქ ,სადაც მისი სიკვდილი უფრო გაახარებდათ ,ვიდრე ის,რომ ცოცხალია.
_ მართალს გეუბნება თემო შვილო_ მამაჩემიც ჩაერია საუბარში_ შენ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ ემოციურად,შენ ხომ არ იცი რა სიტუაცია განვითარდა ავარიის შემდეგ შენი მეუღლის ოჯახში? არც ქმრის დაკრძალვაზე ყოფილხარ,არც მისი ოჯახის წევრები გინახავს.შენ ხომ არ იცი რა დღეები გაიარა დედაშენმა,შენ ,რომ უგონოდ იწექი საავადმყოფოში? ჯერ მოუსმინე დედას,მოუსმინე ექიმს,ჰოდა მერე გადაწყვიტე რას და როგორ გააკეთებ.
_თათო_ მის წინ სავარძელზე ჩამოვჯექი და გავბედე და მისი ხელები ჩემს მტევნებში მოვიქციე,არ შემეწინააღმდეგა,მესიამოვნა მისი ნდობა_ არ იფიქრო,რომ შენს ცხოვრებაში ვცდილობ ჩარევას,ამას იმიტომ მოვითხოვ,რომ მინდა კარგად იყო,უსაფრთხოდ იყო,ახლაც და მომავალშიც და თუ ასე ცხელ გულზე აპირებ ყველაფრის გარკვევას,შენ თავსაც ატკენ,დედაშენსაც და ….მეც.
მთელი ეს ხანი ჩუმად იყო,ყურადღებით გვისმენდა და გვაკვირდებოდა მე და მამაჩემს,მერწ ლიას მიუბრუნდა.
_ შენ რას მირჩევ?
_ მე?მე შვილო თემოს ვეთანხმები,სანამ ცოცხალი იყო შენი ქმარი სულს გომწარებდა,მე კი შენი ცოდვით ვიტანჯებოდი,შენი დედამთილ მამამთილი კი სიტყვას არ გაწევდნენ და არ გიცავდნენ,ყოველთვის მის შვილს ამართლებდნენ,რომ სტრესი მიიღო,რომ ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ფსიქიკა დაუზიანდა,იმას ვერ ხედავდნენ რომ მისი შვილი შენც გინადგურებდა ფსიქიკას და არა მარტო.მერე ის ავარია,ერთხელაც არ მოუნახულებიხარ შენს ოჯახს,ბავშვიც კი არ უნახავთ_ ლიამ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა_ყველაფერში შენ დაგდეს ბრალი,მიწასთან გაგასწორეს ბოროტი ენებით,შენს სიკვდილს ნატრობდნენ.ყველამ მიგვატოვა თათია შვილო ყველამ,ჩვენ არავინ გვყავს კი იცი და გიგის ხალხმა სულ გადაგვიარა,ზურგი გვაქციეს,საბასაც კი,აი ამ ხალხმა_ ხელი ჩვენკენ გამოიშვირა_ აი მარტო ამ ბიჭმა არ მიგვატოვა,არ მიგატოვა თათო,მხოლოდ ის და მისი მეგობრები ათენებდნენ და აღამებდნენ შენი პალატის წინ,მხოლოდ თემო დარბიდა ექიმებთან,მხოლოდ თემო და მიაი მეგობრები ზრუნავდნენ შენ შვილზე მთელი ის ხანი,მხოლოდ ამათმა ,აი ამ კაცს გიორგი ძიას ემადლოდე,რომ ცოცხალი ხარ,მან დააფინანსა შენი მკურბალობა,მხოლოდ ამათმა არ მიგვატოვეს თათო,მხოლოდ ამათმა,ამიტომ შვილო ვალდებულიც კი ხარ ისე მოიქცე,როგორც ისინი გეტყვიან,მხოლოდ ამათ უნდათ შენი ბედნიერება და სიკეთე,ხელს ნუ კრავ მათ დახმარებას და რჩევას,ისე მოიქეცი,როგორც თემო გეუბნება,მე მას შენი და შენი შვილის სიცოცხლე თვალდახუჭული ვანდე,შენც უნდა ენდო შვილო,აუცილებლად უნდა ენდო_ მხრებში ჩაფრენილი უმეორებდა ამ სიტყვებს და მსუბუქად არხევდა.
აცრემლევული,სევდიანი და ტკივილიანი თვალები შემომანათა თათომ,მე მასში მთელი სამყარო დავინახე,მთელი ჩემი არაება,ვიგრძენი,წავიკითხე თუ როგორ მემუდარებოდნენ მისი თვალები პატიებას,როგორ მემადლიერებოდნენ ყველაფრისათვის და ეს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იყო ჩემთვის.მე ეს მის თვალებაში ამოვიკითხე და ვიგრძენი.
_ კარგი,ყველაფერი ისე იქნება ,როგორც თემო მეტყვის_ მერე ადგა და მამაჩემს მიუახლოვდა.
_ შეიძლება გიორგი ძია? _ კიატხა და პასუხა არც დალოდებია,ხელები მჭიდროდ შემოხვია და როფორც მოსიყვარულე ქალიშვილი მონატრებულ მამამს ისე ჩაეკონა.გიორგისთვის იმდენად მოულოდნელი იყო ეს მოქმედება,რომ წამით დაიბნა,მალევე მოვიდა გონს და თავადაც ჩაიკრა გულში თავისი შვიილობილი.
_ მადლობა გიორგი ძია,უღრმესი მადლობა,მე ამას ვერასოდეს გადავიხდი_ მის მკერდზე მიყრდნობილი ბუტბუტებდა.
_ ეგ არასოდეს თქვა შვილო,მამის ვალი შვილს არასოდეს არა აქვს,მე ვალდებული ვარ ჩემს შვილებს გვერდით ამოვუდგე_ ამშვიდებდა და თავზე ეფერებოდა.მათი შემყურე მე და ლიას თვალზე ცრემლი მოგვადგა.
მერე ჩემკენ აიღო გეზი,უკვე ვგრძნობდი,ვიცოდი ეს ,რა იყო და გული გამიჩერდა,სუნთქვა შემეკრა.
_ მადლობა ყველაფრისათვის_ თქვა და მისი ნაზი და თბილი ხელები სხეულზე შემომიცურა,მჭიდროდ მომეკრო მკერზე,ისე,რომ ვგრძნობდი როგორი გამალებით უფეთქავდა გული და როგორი გახშირებული ჰქონდა სუნთქვა.
_ ყველაფერი მაპატიე_ ყურთან ჩამჩურჩულა და სწრაფად გამეცალა.მე კი ისევ ისე ვიდექი,მონუსხული და პულს აჩქარებული.
მეორე დღესვე ექიმთან წავიდა.სავედნიეროდ,მიუხედავად ამ. ერთბაშად დატეხილი უსიამოვნებისა მისი გონება საღად და ჯამრთელად აზროვნებდა და იკრებდა ძალებს.თუმცა წამლები მაინც დაუნიშნა და სთხოვა,რომ ისეთი ემოციური სტრესის გადასატანად ,რაც ბათუმში ელოდა ერთი კვირა მაინც მოეცადა,მომზადრბულიყო,შინაგანად დ ა ემოციურად და მერე წასულიყო.თათო ასეც მოიქცა.
როცა მისი წასვლია დრო მოვიდა მარტო არ მემეტებოდა ამ სატანჯველისათვის,მაგრამ არც ჩემი გაყოლა იქნებოდა მართებული ,ამიტომ დახმარება გოჩას და მის დას ვთხოვე,რომ მათ სახლში მიეღოთ და როცა დასჭირდებოდა გაჰყოლოდნენ და დახმარებოდნენ.
_ დე პატარას მიმიხედეთ,მაქსიმუმ ერთი კვირა დამჭირდეს ყველაფრისათვის,სახლსაც გავყიდი და სამუდამოდ მივატოვებ იქაურობას_ თან ხელჩანთა მანქანის სავარძელზე მისდო.
_ ჩვენზე ნუ ინერვიულებ,შენს თავს მიხედე,ემოციურად არ გადაიღალო,წამლების მიღება არ დაგავიწყდეს_ დედის გული მაინც ვერ ისვენებდა.
პატარას აკოცა,მოეფერა და მანქანაში მოკალათდა.
_ ჯიუტი ხარ თათო,აქედანვე ტაქსით გაგიშვებდი,რას აიჩემე ეს მარშუტი_ რბილად ვუსაყვედურე და თან მაქნანა დავქოქე,რომ სადგურამდე მიმეყვანა.
_ ჩემთვის ასე სჯობს თემო_ მტკცედ ჩაილაპარაკა და. ფანჯარაში გაიხედა.აღარ შევეპასუხე,მან უკეთ იცოდა ,რა და როგორ სჯობდა ამ სიტუაციაში.
სადგურამდე უხმოდ ვიარეთ.მივედით თუ არა ბათუმში მიმავალი მარშუტიც მალე ვიპოვეთ,რომელიც ათ წუთში გადიოდა.პატარა ჩანთა,უკანა საბარგულში მოვათავსე და ისევ თათოსკენ მივბრუნდი,რომელიც კართან მელოდა.
_ სადგურზე გოჩა დაგხვდება_ ვთქვი და დაძაბულმა შევიშმუშნე,სულ სხვა რამ მსურდა მეთქვა და
_ვიცი_ ჩაილაპარაკა და თავი დახარა.
_ თათო_ მისი სახე ხელებში მოვიქციე და მაღლა ავაწევინე თავი_ჩემი სული და გული შენ მოგყვება,თავს მიხედე,ნერვებს მოუფრთხილდი,გოჩა ძმად იგულე,ყველაფერში დაგეხმარება,თუ რამე გაგიჭირდეს დამირეკე,ხომ იცი,რომ უზომოდ მიყვრხარ,რაც არ უნდა მოხდეს ამ ერთ კვირაში შენს ცხოვრებაშიხრაც არუნდა შეგეცვალოს გეგემები გჯეროდეს,რომ მე აქ ვარ,მე ყოველთვის დაგელოდები,მე ისეთი მიყვარხარ და მჭირდები,როგორიც ხარ._ აღარ დავლოდებივარ იმას თუ რას მეტყოდა ან გააკეთებდა,მონატრებულ ტუჩებს სიამოვნებით დავეკონე,ოდნავ შეირზა მაგრამ მალევე დანებდა,თავადაც ჩამომისვა ლოყაზე ხელი,მსუბუქად ამყვა კოცნაში და მალე მიბიძგა გავწეულიყავი.
_ მე ეს დრო მჭირდება,რომ ჩემს თავში გავერკვე,ჩემს გრძნობებში გავერკვე.მადლობა,რომ გესმის და მიგებ_ მითხრა თუ არა შებრუნდა და მარშუტში შეაბიჯა.რაღაც დრო ვიდექი და თვალს ვაყოლებდი თუ როგორ ეფარებოდა ნელნელა თვალს ჩემი სიყვარული.მერე კი განახევრებული სახლოსაკენ შემოვბრუნდი,სადაც” ჩემი “ შვილი მელოდა.
წინ ემოციურად დამღლელი და მოლოდინით სავსე ერთი კვირა მელოდა,ისეთკ კვირა,რომლის ბოლოს ჯერ კიდევ არ ვიცოდი,რა იქნებოდა წარმატება თუ წარუმატევლობა,ბედნიერება თუ უბედურება.
…………
იმაზე მეტად მტკივნეული და მძიმე არაფერია შეხვდე შენს ცუდ მოგონებება,შენს მძიმე წარაულს და ამ ყველაფერს ხედავდე და აღიქვამდე,როგორც ცალკე მდგომს შენგან გარიყულს და გამოცალკავებულს.გრძნობდე უფსკრულს ამოუვსებელს,რომ შენ სხვა ხარ,აღარ ეკუთვნი მის რეალობას და არსებობას.
ჩემმა დედამთილმა არ ისურვა ჩემი ნახვა,არხ მამამმთილმა.პირიქით კეთილი სურვილებით მალე სიკვდილი,პლიუს ტანჯვით სიკვდილი მისურვეს და რაც ყველაზე სამწუხაროა ჩემი საბა არც კი მოუკითხავთ.მათი პასუხი ასეთი იყო:
_ ჩვენი შვილის გარეშე არავინ და არაფერი გვინდაო.
აი ასე დაესვა ჩემს ორწლიან ურთიერთობას ამ ოჯახთან წერტილი.
მადლობა გოჩას,რომ ამ მძიმე წუთებში არასოდეს მტოვებდა.და რათქმაუნდა თემო.ყოველ საღამოს მისი ზარი,ხმა ჩემი ცხოვრების აუცილებლობა და მოთხოვნა გახდა.
არანაკლებ მტკივნეული იყო გიგის საფლავზე ასვლა.გული მომეწურა,როცა მისი მემორიალური წვა დავინახე,მიწისთვის არ მემეტებოდა.მიუხედავად ყველაფრისა,სიკვდილისთვის არ მემეტებოდა.წამოვედი და მასთან ერთად დავმარხე ჩემი მწარე თუ ტკბილი მოგონებები,რომელიც საერთო გვქონდა.
_ როგორ ხარ თათო?_ მხოლოდ ამ ხმას შეუძლია მტანჯველი დღის შემდეგ ერთიანად მომადუნოს და სიმშვიდე მომგვაროს.
_ კარგად თემო შენ როგორ ხარ? საბუკა,გიო ძია და დედაჩემი როგორ არიან?
_ კარგად,ყველანი კარგად არიან,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა_ ვატყობ ხმაზე ეღიმება.
_ რა? _ ცნობისმოყვარეობა მკლავს.
_ საბამ დღეს პირველი სიტყვა თქვა_ მახარა მოულოდნელად.
_ რას ამბობ?_ ლამის შევიკივლე_ ჩემმა ბარტყმა დედა თქვა და მე იქ არ ვიყავი? _ სიხარულის ცრემლები წამომივიდა.
_ დედა? შენ წარმოიდგინე დედა არ უთქვამს.
_ არა? დედა არა?_ გაოცებულმა გავიმეორე_ აბა რა თქვა?
_ მამა,საბამ დღეს მამა დამიძახა_ დავმუნჯდი,ერთდროულად გამიხარდა და მეტკინა,მეტკინა და მესიამოვნა.
_ მამა?_ ისევ გავიმეორე და მივხვდი,რომ ამის მოსმენა უფრო სასიამოვნო ყოფილა ვიდრე რეაქცია მქონდა.
_ ჰო,მამა,მე მამა დამიძახა_ ვგრძნობდი,სიტყვებშიც კი ვგრძნობდი თუ რამდენად ბედნიერი იყო ამით თემო,უნდა ვაღიარო მეც ბედნიერი ვიყავი.
_ ეგ მოღალატე ეგა_ ვეცადე ჩემი დაძაბულობა დამემალა_ ყველაფერს წარმოვიდგენდი,მხოლოდ მაგას არა.
_ მოღალატე კი არა მამას კაცია_ სიამაყით სავსე იყო მისი ხმა_ თათოს როდის გაძლევს მაკლერი ბინის ფულს?_ საქმეზე გადავიდა.
_ ხვალ დილით.
_ და სახლში,როდის წამოხვალ?
_ სახლში?_ რაღაც უცნაური იყო ამ წუთას ამის მოსმენა ჩემთვის,სახლში,ჩვენ სახლში,მის სახლში,რომელიც ახლა ჩემიცაა,მე სახლში მელოდებიან….მეც მინდა იმ სახლში,მეც მინდა….._ხვალვე,ხვალვე მოვდივარ_ მტკიცედ ჩავილაპარაკე,საკუთარ თავში და გადაწყვეტილებაში დარწმუნებულმა და ტელეფონი გავთიშე.
……..
სახლში სამარისებული სიჩუმე იდგა,როგორც ჩანს არავინ არ იყო.კარგი ამინდია,ეტყობა საბას ასეირნებენ.ჩანთა შესასვლელშივე მივდე ,ფეხსაცმელები გავიხადე და მისაღებისკენ ავიღე გეზი.შევედი თუ არა მაშინვე მოვკარი თვალი საქანელა სკამზე ჩამოძინებულ თემოს.ისე მშვიდად ეძინა.ფეხაკრებით მასთან მივიპარე,ფრთხილად დავიხარე,ჯერ ინტერესით შევათვალიერე მისი უბოროტო და თბილი სახე,მერე კი ხმადაბლა ჩავჩურჩულე:
_ ჯეიმს ბონდ.
ხმაზე შეიშმუშნა,ოდნავ შეარხია მხრები და შეშუპებული,მძინარე თვალებით გვერდულად ამომხედა,გაოცება და სიხარული ერთდროულად აღებეჭდა სახეზე.
_ მოხვედი?_ჩვეული თბილი ხმით ჩაილაპარაკა და სახეზე ნაზად ჩამომისვა ხელი.
_ ჰო მოვედი_ ისევ ჩურჩულით გავაგრძელე ლაპარაკი.
_ რაო რა დამიძახე?_ ახლაღა გამოერკვა.
_ ჯეიმს ბონდი_ ღიმილით ვუპასუხე_ როგორ ფიქრობ ორი აგენტისგან კარგი წყვილი შედგება?
_ მატა ჰარი?_ თვალები საეჭვოდ მოჭუტა და გამიღიმა_ რატომაც არა,მისტერ და მისის სმიტები.
_ კიდევ გახსენდება ვინმე? _არ ვეშვები.
_ მეტი არავინ_ დარწმუნებით მიპასუხა.
_ მე კი.
_ ვინ?
_ მისტერ და მისის ბერიძეები_ ვუპასუხე და წარბები ავათამაშე.
ერთ ხანს გაოცებული მიყურებდა,მერე მთელ სხეულზე შემომავლო მისი ძლიერი ხელები და წამში აღმოვჩნდი მის კალთაში.
_ დღესვე_ მტკიცედ წარმოთქვა.
_ რა დღესვე?
_ დღესვე გახდები ჩემი კანონიერი ცოლი_ თქვა და ტუჩებზე დამეკონა.
დიახ ჩვენ სანამ კანონი გაგვაერთიანებდა ბუნებამ შეძლო ეს.სიყვარული ყოველთვის მოვა,მთავარია შენ იყო მზად.
და ბოლოს---


ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც, რომ ვილაპარაკო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ჟღარუნა თითბერი ვიქნები ან მჭექარე წინწილა. წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს, ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე, ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ
სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები. მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე და ჩემი სხეული გავიღო, რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ეს არაფერს მარგებს. სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს, ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს.

-სიყვარული არასოდეს მთავრდება-



№1  offline წევრი kora

როგორ ძალიან მიყვარს, თითოეული სიტყვა, თითოეული ქმედება, აი მაგიჟებს იმდენად, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემ <3 ძალიან მომენატრე და სხვათაშორის ბოლო ორი კვირაა, რაც ცოტა დრო გამომიჩნდა და შენი უკვე მერამდენედ წაკითხული ძველი ისტორიები ისევ გადავიკითხა და ხელახლა ავივსე ემოციებით.
პ.ს. რომ იცოდე როგორ ვერ ვგუობ იმ ორ დაუსრულებელ ისტორიას:(
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი გვანცა))

რაკარგი ისტორია იყო<3როგორ მომეწონა<3
ძაან მაგარი წყვილია ჯეიმს ბონდი და მატა ჰარი,, შემიყვარდენ თავისი პატარაა ფუმფულაა ბიჭით))
წარმატებები^^

 


№3  offline წევრი Marusia123

როგორ მოგვანატრე თავი :* მერამდენედ ვკითხულიბ შენ ძველ ისტორიებს ♥ ერთი სული მაქვს დაგვიბრუნდე ახალი ისტორიით ♥♥♥

 


№4  offline წევრი TeddyBear

ვაიმე ეს რა იყო ლილიანა ?
ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი, ემოციებით დატვირთული ისტორია იყო ^^
ძალიან მომეწონა ^^
რამდენჯერ ავუარე გვერდი ჰმმ და ნეტა უფრო ადრე წამეკითხა :/
ძალიან კარგი იყო, როგორც დანარჩენი შენი ისტორიები ^^

 


№5 სტუმარი Guest BiBi

agfrtovanebuli da tbili grdznobebi bevri gulis tanxlebit avtors da mis qmnilebas usasrulod ♥♥♥♥♥♥♥♥♥ + ...

 


№6  offline მოდერი ლილიანა

მადლობა გოგოებო მიყვარხართ ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№7 სტუმარი Guest ლილიანა

საოცრება ხარ ლილიანა.კიც ამატირე და კიც მასიამოვნე.წაკითხული მქონდა,მაგრამ ამ ისტორიის სრულად ნახვამ ძალიან გამახარა.კარგი ქენი,რომ სრულად დადე. kissing_heart

 


№8  offline მოდერი ლილიანა

Guest ლილიანა
საოცრება ხარ ლილიანა.კიც ამატირე და კიც მასიამოვნე.წაკითხული მქონდა,მაგრამ ამ ისტორიის სრულად ნახვამ ძალიან გამახარა.კარგი ქენი,რომ სრულად დადე. kissing_heart

❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9 სტუმარი Nene

Shen saocreba xar liliiii shemdgari mwerali da arachveulebrivi adamiani...araa sachiro shenze bevri vilaparako ubralod ert sityvashi chavatev yvelapers: daglija shenma michierebam

 


№10  offline მოდერი ლილიანა

Nene
Shen saocreba xar liliiii shemdgari mwerali da arachveulebrivi adamiani...araa sachiro shenze bevri vilaparako ubralod ert sityvashi chavatev yvelapers: daglija shenma michierebam

როგორი პოზიტივით და ენერგიით ამავსე ❤❤❤❤მადლობაა ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№11  offline მოდერი Maiaabuladze

ლილიი ❤ შენზე რომ ვგიჟდები უკვე გითხარი? ❤ მეორედ წავიკითხე ეს ისტორია და უცრემლოდ არ ამჯერად ❤ რა ვიცი რა გითხრა? აი შენ ხარ გადასარევი, გასაგიჟებელი, ტკბილი, თბილი და ყველაზე მაგარი გოგო ❤ სულს და გულს მითბობ შენი ისტორიებით ❤ მიყვარხარ შენც და შენი ისტორიებიც ❤

 


სუპერგოგონა ხარ....

 


№13  offline მოდერი ლილიანა

Maiaabuladze
ლილიი ❤ შენზე რომ ვგიჟდები უკვე გითხარი? ❤ მეორედ წავიკითხე ეს ისტორია და უცრემლოდ არ ამჯერად ❤ რა ვიცი რა გითხრა? აი შენ ხარ გადასარევი, გასაგიჟებელი, ტკბილი, თბილი და ყველაზე მაგარი გოგო ❤ სულს და გულს მითბობ შენი ისტორიებით ❤ მიყვარხარ შენც და შენი ისტორიებიც ❤

მადლობა მაიკო❤❤❤❤❤
ბექა გიგიაშვილი
სუპერგოგონა ხარ....

მიხარია თუ მოგეწონა ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№14 სტუმარი Guest მარიამი

საოცარი ისტორია იყო სიტყვებით აუღწერელი მაგარი ხარ

 


№15  offline წევრი თ.მ

უუუმაგრესია♥️

 


№16  offline წევრი დუ სია

რა კარგი იყო, ყოჩაღ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent