შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლის საათი 9


19-11-2016, 00:13
ავტორი mi ra
ნანახია 2 117

შეკვეთილი მალევე მოაქვთ,წითელ ღვინოს გვისხამს მიმტანი ჭიქებში და მიდის.თავსახურს ვხდი საჭმელს და თვალებს ვერ ვუჯერებ,ვიფშვნეტ და ლუკას ვუყურებ გაკვირვებული
-ეს რა არის?-იმედი მაქვს იმას არ მიპასუხებს რისი გაგონებაც მე არ მინდა ამ ჯერად
-ლოკოკინაა საყვარელო გადაიღე ნახე რა გემრიელია-მოსიყვარულე თვალებით მიყურებს,ლოკოკინებს მილაგებს თეფშზე და ჩანგალს ასობს.ისეთი შწგრძნება მაქვს თითქოს მე გამიყარა ის ჩანგალი,ზიზღით ვუყურებ და სკამს ბოლომდე ვეყრდნობი,ვცდილობ იქამდე გავიწიო სადამდეც ვერ მოახერხება ხელის გამოშვერას..
-რა არის გოგო მოიწიე -მსაყვედურობს და ძალით მომღიმარი ვიწევი მისკენ
-გააღე პირი,მინდა პირველი ლუკმა მე შემოგთავაზო
-მეხუმრები ხო?
-არა რატომ მეუბნები მაგას?
-აბა რა ლოკოკინას მაჭმევ? ამის გამო ვიშიმშილე მთელ დღეს?-ვიბღვირები და პირთან მობჯენილ თბილ ლოკოკინას ვგრძნობ.ვაღებ ძლივძლიობით პირს და ისიც მთხრის პირში ამ საზიზღრობას,ეს ესაა პირდაპირ უნდა გასავუშვა საყლაპავში დაღეჭვას მთავაზობს.მაინც ვყლაპავ,პირს ძროხასავით ვაქნევ ვითომ ვღეჭავ და ცერა თითს ვუღმართავ
-ხომ გემრიელია-ახლა თვითონ შეექცევა მადიანად..ღვინის ჭიქას ვიღებ ხელში და ვსვამ,მზერას სხვა მაგდებისკენ ვაპარებ და ნაცნობ სახეს ვამჩნევ..ჩემს დას,რომელიც სამი წელია არ მყავს ნანახი,ვიშმუშნები და ვცდილობ არ შემამჩნიოს
-ლუკა მალე წავიდეთ ხო?
-რამე მოხდა?
-არა უბრალოდ მალე წავიდეთ
-რას მელაპარაკები მართლა?-ღვინოს მისხამს და დამცინავად მეუბნება.აშკარად ადგომას ჯერ არ აპირებს.ვდგები ფეხზე და კაბას ვისწორებ
-მე მალე მოვალ კარგი?-ვეუბნები და ისიც თავს მიქნევს,ვეფარები მაგიდას და ჩუმად ვიყურები,ჩემი და იმდენი ხანია რაც არ მინახავს,რომ მისმა ასეთმა შეხვედრამ გული ამიჩუყა იმის მიუხედავად რომ თვითონ მიმატოვა გასაჭირის დროს.
ასე მოფარებულ ცრემლებს ვერ ვიკავებ და ღვარღვარით წამოსული მაკიაჟს მიფუჭებს,ვტრიალდები და საპირფარეშოში შევდივარ მაკიაჟის გასასწორებლად.სარკეში ვიყურები და ამ დროს იღება კარებიც,შოგნით კი დეა შემოდის..ვცდილოვ ავრიდო მზერა იქნებ ვერ მოცნოს,ისიც ჩემს გვერდითამდგარ ნიჟარასთან დგება და წყალს უშვებს,ერთხელ ჩემკენ აპარეს მზერას შემდეგ სწორდება,ჩერდება გაშეშებული,ისევ ჩემკენ იხედება
-ნინა?-ოღონდ ახლა ჩემი სახელი არ ეხსენებინა! ისეთ სახეზ ვიღებ თითქოს არც შემომჩნევია აქამდე
-დიახ
-ნინა ვერ მცნობ ?-მიახლოვდება და ჩემთან ახლოს ჩერდება
-დეა?-თვალებს ძალით ვადიდებ თითქოს გაოგნებას ვიმჩნევ ისე -შენ აქ რა გინდა?
-მე აქ ვცხოვრობ შენ რა გინდა აქ? რა ქარმა გადმოგაგდო?
-რავიცი დასასვენებლად ვარ ქმართან ერთად
-გათხოვდი? -გაოგმნებული მილოცავს -არ უნდა შეგეტყობინებინა ჩემთვის?
-როდის იყო ინტერესდებოდი ჩემით ?
-მასე რატომ ამბობ ნინა? შენ ჩემი და ხარ-ისე მიყურებს თითქოს მასზე მე მეთქვას უარი-შენს ქმარს არ გამაცნობ?-ვუღიმი და გამყავს ჩვენს მაგიდასთან,ლუკას ვუდგებით წინ და ისიც ფეხებიდან ზევით იწყებს ათვალიერებას
-რა ხდება ნინა?
სკამს ვთავაზობ დეასაც და ორივე ვსხდებით
-ლუკა ეს ჩემი დაა დეა-ხელს უწვდის და ართმევს
-რა სასაცილო ფაკტია ? არც
ვიცოდი და რომ გყავდა
-ხო ხდება ხოლმე -უხერხულად იცინის დეა და ლუკას შეჩერებია
-ძალიან კარგია,ერთი ნაცნობი გამოგიჩნდა აქაც,არ მოიწყენ ხოლმე-ხელსხელზე მკიდებს და მიღიმის..
ცოტახანში ვცილდებით ერთმანეთს,დეას ჩემს მისამართს ვეუბნები და თავად კი სახლში მივდივართ მე და ლუკა ..
სახლში მისულები კი ყავას შევექცევით
-გაგახარა დეას დანახვამ?-გულწრფელად მეკოთხევა
-სიმართლე რომ გითხრა დიდად არ გამხარებია
-რატომ?
-არ ვიცი,ამდენი წლის შემდეგ ...
-მესმის შენი ჩემო საყვარელო -მის მკლავებში ვეხვევი და ვიძირები უსასრულოდ..

****
”დაკარგულის პოვნა” ეს იმდენად ახლოსაა გულთან,იმდენად ამაღელვებელი მომენტი რომ აღწერა არ შეუძლია ადამიანს.
ამას გრძნობენ და განიცდიან,ისე როგორც მე დეას დანახვა განვიცადე.ყველა ბავშვობის მოგონება ერთდროულად მომაწვა,ყველა მომენტი მასთანე რთად გატარებული და იმდენად მძიმე გახდა რომ ლოდივით მაწევს მხრებზე..
არ ვიცი ამის შემდეგ რა ურთიერთობა გვექნება,მაგრამ ის ვიცი რომ დურ სიყვარულს ვერ გამიქრობს ვერაფერი..

23:00
კარებზე ბრახუნის ხმა გვესმის,თავიდან არ ვდგებით ფეხზე რადგან ვფიქრობთ რომ მოგველანდა..კაკუნი მეორდება,კიბეებზე ჩავრბივარ და კარებს ვაღებ,დეა მეჩხირება თვალებში..გახეთქილი ტუჩითა და წარბით,ამოდუნდღლული ტანსაცმლით და მიბნედილი სახით..ხელს ვავლებ და სახლში შემომყავს,ტახტზე ვსვამ და ლუკაც ჩამოდის დროულად
-რა მოხდა დეა?-გაშტერებულ დას ვუსვამ ხელებს
-შეყვარებულმა მცემა და სახლიდან გამომაგდო-ნერვები მეშლება და ლუკას გააფთრებული ვუყურებ,როგორ შეიძლება საყვარელი ქალი ცემო და შემდეგ სიცივეში გააგდო გარეთ..
-რას ქვია გარეთ გამოგაგდო და გცემა? რა მიზეზით დეა?-კითხვებს ვაყრი თავზე და თან ჭრილობებს სპირტით და ბამბით ვუმუშავებ-ლუკა შენ დეას სახლში წადი და ტანსაცმელი წამოიღე მისი-ლუკა ომწამსვე მთანხმდება
-რათქმა უნდა ნინა,კარგად მიხედე შენ დეას -მკოცნის შუბლზე და მანქანის გასაღებს იღებს მაგიდიდან..
-ნინა ვერ წარმოიდგენ ეს რა იყო
-კი მაგრამ რატომ გცემა?
-მთვრალი მობრძანდა-გულზე ისრად მხვდება ეს სიტყვები.
ტანსაცმელს ვაცვლევინებ და ოთახს ვაჩვენებ სადაც დარჩენას შეძლებს,ლოგინში ვაწვენ და თმებზე ვუწყენ მოფერებას..
მალევე ეძინება და ოთახიდან გამოვდივარ,კარებს მახევრად ღიას ვტოვებ რამე რომ მოხდეს ადვილად გავიგებ..
ქვევით ჩასულს ლუკა მხვდება ჩემოდნით ხელში,კარებს კეტავს გასაღებით და ქოშინით სავარძელში ჯდება
-სახლში ბრძანდებოდა?-მაშინვე ხვდება ვის ვგულისხმობ
-სად იქნებოდა აბა,უგონოდ მთვრალი საწოლზე გადათხლეშილი დამხვდა-ხელებს ათამაშებს,რაღაც არ მომწონს და ხელებე ხელებს ვკიდებ..ვაშლევინებ და გადახსთქილ კანს ვხედავ,როგორც ჩანს მეტისმეტად ივაჟკაცა დეას შეყვარენულთან
-ეს რა საჭირო იყო?-ვბრაზდები და ხელებს ვუშვებ
-ხომ უნდა მიეღო თავისი
-შენც მის დონემდე დაეშვი-უკმაყოფილოდ ვიქნევ თავს
-დონე რა შუაშია ნინა?
-რა საჭორო იყო რომ გეცემა? ძალით მიშლი ნერვებს?
-არ გიშლი მე ნერვებს,შენ ხარ ასეთი უხეში ადამიანი!-გაბრაზებული ხელს ურტყამს მაგიდაზე
-ხელები გააჩერე ლუკა
თორემ დაგამტვრევ
-ნინა გეხვეწები შემეშვი-ფეხზე ვდგები და ოთახში ავდივარ..

ყოველთვის ასე ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში,როგორც კი დეა ჩნდებოდა იმ წამსვე თავზე საყრელი პრობლემები მიჩნდებოდა როგორც ახლა.თაფლობის თვე კათარზისად და თავშესაფრად ვაქციე იმის გამო რომ მპღალატე დას კარები ვერ მივუხურე.

მეორე დილით კვერცხის სუნი მაღვიძებს,ჩემს გვერდით არ წევს ლუკა ანუ ადგა,ალბად ის ჭამს კვერცხს,უთუოდ მეც მომიმზადებდა ვიცი,ხალათს ვიცვამ და გაღიმებული ჩავდივარ სამზარეულოში.
სამწუხაროს მთლად ის სიტუაცია არ მხვდება რასაც მე ველოდი,დეა და ლუკა მიკრთმევენ დილით,დრატომღაც კი მესამე თეფშს ვერ ვამჩნევ..ხასიათი მიხდება და სამზარეულოდან შეუმჩნევლად გავდივარ,ოთახში ავდივარ და ტანსაცმელს ვიცვამ.ტელეფონს ვიღებ და ვრეკავ საქართველოში
-ალიო გისმენ დედი-ლალიიიღებს ყურმილს
-გამარჯობა ლალი როგორ ხართ მანდ?
-კარგად შვილო თქვენ როგორ
ხართ?
-ჩვენც იგივე ნაირად,დედაჩემი როგორ არის??
-უკეთესადაა ნინა არ ინერვიულო ჩვენთან გადმოვიყვანე ნატოც-გაპგნებას ვერ ვმალავ
-რას ლაპარაკობ? რა საჭირო იყო?
-რას მუბნები ჩემი მძახალია და უნდა მივხედო-მადლიერების ნიშნად ცრემლები მომდის,ვიღიმი და სამწუხაროა რომ ორივეს ერთად ვერ ვხედავ ამ წუთას.ოთახში კარგ ხასიათზე მყოფი ლუკა შემოდის
-კაი წავედი მე ლუკა მოვიდა,დაგირეკავთ მერე
-კარგი ჩემო ლამაზო-ყურმილს მითიშავს.
ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო ლუკას,თმას ვისწორებ სასწორებელი უთოთი და მთელი ყურადღება ამისკენ მაქვს
-ნინა-მივლის აქეთ იქიდან
-რა არი
-წამოდი ჭამე-ირონიულად მეცინება და უთოს მაგიდაზე ვდგებ
-არ მშია
-როდის აქეთაა დილით არ ჭამ?
-არ მშია თქო -გარკვევით და მკაცრი ხმით ვეუბნები.
-გასაგებია-მიღიმის და საწოლზე წვება..
-რამეზე ხარ გაბრაზებული?-მეკითხება და თავს უარყოფის ნიშნად ვუქნევ.ვამთავრენ თმისს წორებას და ვინახავ კარადაში უთოს,ოთახში კი დაუკაკუნებლად იჭრება დეა
-რას ჩაიკეტეთ ოთახში ?-თავხედურად ხტება ლოგინზე და ვცდილობ არ შევიმჩნიო გაბრაზება
-რავიცი აბა შენ რატომ არ ისვენებ შენს ოთახში?-ეკითხება ლუკა
-არ მინდა საკმარისად დავისვენე -ფეხს იდებს ფეხზე
-მე გავალ და მალე მოვალ ჩემი მეჯვარეა ჩამოსული-პალტოს ვიღებ და ვიცმევ
-მალე მოხვალ?-ლუკა იწევა საწოლიდან
-კი-ჩანთასაც ვიღებ და ოთახიდან დაუმშვიდობებლად გავდიბარ ,თან კარებს უხეშად ვიხურავ..

ნიაკო ერთი კვირით ჩამოვიდა,სანამ დრო გვაქვს ლაპარაკის მოსწრებას ვაპირებთ.მასთამ სასტუმროს ნომერში ავდივარ,გულთბილად მხვდება და ყავას მახვედრებს უკვე მოდუღებულს.
ყველაფერს ვუყვები,დის შესახებ,იმის შეაახებ ლალიმ რაც გააკეთა და იმის შესახებაც რაც ჩემს სახლში ამჟამად ხდება..
-რატომღაც არ მომსონს დეა მე-არ მიმალავს იმას რასაც ფიქრობს.
-რატომ?
-თითქოს ლუკას ეტენება-ამის გაგონება არ მსიამოვნებს,ალბად იმიტომ რომ გულის სიღრმეში მეც ამის მეშინია.
-არა რა სისულელეა-ახლა კი იმას ვამბობ რაც მინდა რომ მოხდეს-მაგას როგორ იკადრებს?
-დამიჯერე ბევრი და არსებობს ვინც კადრულობს მსგავს რამეს-ჭკუაში მიჯდება მისი ნათქვამი და კარგად ვუფიქრდები.

მე და ჩემს დას არც თუ ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს,ანუ შესაძლებელია ჩემს ქმარს შეხედოს სხვაგვარად რაც ცუდ და სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს მეც და უთუოდ მასაც.ვფიქრდები და ვხვდები რომ ამის პროცემტი ძალიან მაღალია მაგრამ უფლებას არ ვაძლევ საკუთარ თავს რომ ვიეჭვიანო საკუთარ დაზე..
ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც დეა ჩვენთან არის,თითქმის შევეჩვია მასთან ერთად თანაცხოვრებას,ნელ-ნელა კი ცუდი აზრები ჩემი გონებიდან მიდიან,ვყრი ისე როგორც ნაგავს სანაგვე ყუთში.
დეას მალევე უხორცდება ჭრილობები,გადასდის სილურჯეები,ყოველ ღამეს გართობასა და ლხინში ვატარებთ.თითქმის გადავიწყებულ დობას ვიხსენებ და ვხვდები როგორი კარგი გრძნობაც არის.
ვხვდები როგორი კარგი გრძნობა არის ცოლ-ქმრობა და ლუკას ყოველ დღე უფრო მეტად ვაფასებ,ის არის მამაკაცი რომელიც მავსებს.
ასე ჯდობისგან გადაღლილი აქაც სამსახურს ვპოულობ,დღის ნახევარს ვუთმობ ამას და სახლში მისულს ყველაფერი მზად მხვდება მუდამ.ბედნიერი ვარ რომ საქართველოს თვითმფრინამა იტალიამდე ჩამოგვიყვანა.

საღამოთი სახლში დაღლილი ვბრუნდები,კარები ღია მხვდება და ამიტომ გაუფრთხულებლად შევდივარ,ვუხდი პალტოს და იქვე ვკიდებ.პაკუნს ვუკლებ ხმას,იქნებ ეძინოს ვინმეს არ მინდა გავაღვიძო.შემდეგ სიცილის ხმა მესმის,უკვე ვხვდები რომ აზრი არ
აქვს პაკუნს ,სამზარეულოში შევდივარ მაგრამ მათი საუბარი მაჩერებს,ვშეშდები შესასვლელთან და ვეფარები კარს,არ ვიცი როგორ მაგრამ მამჩნევენ და შიგნით მექაჩებიან..
ვზივარ მაგიდასთან და მათი ხალისიანი სახეები მაეჭვებს
-რა გაცინებთ იქნებ მეც გამაცინოთ ?-ვამბობ და ვიღიმი
-ძალიან მაგარ ფილმს ვუყურეთ-იცინიან გიჟებივით
-აა კარგი მე წავალ დავწვები-ვდგები და ოთახში ავდივარ.
ლუკა შუა ღამოთ ამოდის ოთახში,ძილბურანიდამ გამოვდივარ და ჩემს
გვერდით დაწოლილის საზიზღარი სასმლის სუნი მაწუხებს
-კარგად გაერთეთ?-ვტრიალდები მეორე მხარეს
-რა ხასიათზე ხარ ნინა?
-მეძინება ლუკა შემეშვი-თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ როგორმე დავიძინო,სამწუხაროდ არ მაცდის ლუკა
-ნინა
-რა იყო?
-ზღაპარი მოგიყვე გინდა?-მეღიმება
-არ მინდა ლუკა სიმშვიდე მინდა
-იქნებ მოგინდეს მე მოგიყვები მაინც
-არ შეწუხდე-ვიშმუშნები და დაღლილი ღრმად ვსუნთქავ,ჩუმდება და მეც ძილს მივყავარ.
შუაღამით წყურვილის საშინელი სურვილი მაღვიძებს,ვდგები და ვიყურები აქეთ-იქით,ლუკას ვერ ვხედავ საწოლში.
სამზარეულოში ვსვამ წყალს,შემდეგ ქმრის ძებნას ვიწყებ.არც მისაღებ ოთახში,არც საკუჭნაოში,სააბაზანოში,არსად არ ჩანს.მახსენდება ნიას ადრინდელი სიტყვები,შეშინებული დეას ათოხაში ავრბივარ მაგრამ ახლა არც დეაა ოთახში..სრულიად ვფხიზლდები,ვერანდაზე გასვლაღა დამრჩენია..
გზაში ვლოცულობ რომ რამე საზარელი არ დავინახო,ძალიან მეშინია რეალობის რომელიც შეიძლება ახლა შემეჩეხოს წინ.
ვერანდის შუშის კარებს ვხსნი,თვალებს ვხუჭავ და შემდეგ ძალით ვახელ,რომანტიულ გარემოში ვარსკვლავების ქვეშ,ნიავში ერთმანეთს ”პროშნიან” ერთმანეთს..

ეს შეუძლებელია,ეს ყველაფერი მელანდება,როგორ შეიძლება ლუკამ მიღალატოს? ამას ვერ გაბედავდა!!
თვალებიდამ ცრემლები უნებურად მომდის,ვიწმენდ და გაშეშებული შევცქერი მოალერსე წყვილს,მსგავსი ტკივილი დღემდე არ განმიცდია.ყველაფერი ჯამში,ყველა ტკივილი შეკრებილა და ჩემში მოქცეულია ! საშინელი გრძნობაა ! არ ვიცი რა გავაკეთო,მივვარდე და ვერანდიდან გადავისროლო ორივე? გავმართო კონცერტი? აზრზე არ ვარ რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო ასეთ სიტუაციაში.
ნელ-ნელა ვგრძნობ რომ
ტკივილი სისატკისა და დაუნდობლობაში გადამდის,ამიტომ დროა რომ გავაკეთო ის რასაც ვფიქრობ და ვგრზნობ.ვიკაპიწებ ხალათს და ტაშის კვრით მივდივარ მათკენ,გაოცებულები შეშდებიან.დეა გაკვირვებული დგას და შემომცქერის,ლუკა კი ცოტაც და ძირს იხოხებს.პირველ რიგში დეას დასჯა მომდის ტვინში,ხელსვკიდევ თმებში და ვერანდიდან ასე გამყავს
-გაგიჟდი გოგო?-ყვირის ბოლო ხმაზე
-შე ახლა იმას მიიღებ რისი ღირსიც ხარ-კიბეებზე ხოზიალით ჩამყავს,ზოგჯერ სწორდება მაგრამ შემდეგ ძალა არ ყოფნის და ძირს ებერტყება.
შემოსასვლელთან ვაგდებ და წიხლს ვაჭერ გულის პირზე,ვიხრები კისკენ და მოცმულ ხალათს ერთი ხელის მოძრაობით ვახებ ზედ
-შენ შეგეშალა დეა! მისამართი შეგეშალა-ფეხს სახეში ვარტყამ და ცხვირიდან სისხი მოსდის,ვგრძნობ რომ ეს მსიამოვნებს და ახლა ვაჯდები ზევიდან.ყცელაფერს ცახევ რაც კი ზედ აქვა,ტრუსს,ნიუზჰალტერს და საღამურებს.კარებს ვაღებ და წიხლით ვისვრი გარეთ შიშველს.კარებს კარგად ვკეტავ შიგნიდან ,ყველა ფანჯარას ვხურავ და ახლა ლუკას ჯერი მოდის.,თუმცა გარედან დეას შემაძრწუნებელი ხმები მესმია.
საერთოდ არ ვინტერესდები დეათი,ავდივარ ვერანდისკენ ისევ ლუკა არ მხვდება იქ,ოთახში შედივარ და სავარძელში აგენტივით ჩამძვრალი აბოლებს სიგარეტს სიბნელეში
-ნინა-დგება ფეხზე ჩემი დანახვისთანავე და მიახლოვდება,უკან უკან ვიწევ
-არ მომიახლოვდე-ხელებს ვკრავ რომ არ მომიახლოვდეს,უკვე აღარ ბარბაცებს რაცციმას ნიშმავს რომ გამოფხიზლდა.
-ნინა მომისმინე
-ლუკა არ მომიახლოვდე თქო-ბოლო ხმაზე ვყვირი და შეშდება,ისე მიყურებს თითქოს უდანაშაულო იყოს-გაიწიე იქით
-არ გავიწევი-მიჯიუტდება მაგრამ გვერდის ავლით მივდივარ კარადამდე,ვიღებ ჩემსჩემოდანს და ყველაფერს ვყრი რაც ხელთმხვდება
-ნინა დადე ჩემოდანი თორემ...
-თორემ რა?
-თორემ გეფიხები გადავისვრი ფანჯრიდან
-შენც გადაყევი ლუკა,შენც და ბარგსაც მოგიცილებთ-მხარს ვკრავ და ისე გავდივარ ოთახიდან,მანქანის გასაღს ვავლებ ხელს.ლუკა უკან მომდევს და მექაჩება
-ნუ მაგიჟებ ნინა



№1  offline წევრი lamazmani

titon es gogo aris debilad gamosuli romeli debili daiwyebs mushaobas taflobis tveshi yofnis dros da datoves qmars dastan marto roca icis rom aseti da yavs tavis bralia vin miatovebs qras mase kai ra dzaan debiladaa gamoyvaili vfiqrob unda moesmina lukastvis male dade

 


№2  offline აქტიური მკითხველი mi ra

lamazmani
titon es gogo aris debilad gamosuli romeli debili daiwyebs mushaobas taflobis tveshi yofnis dros da datoves qmars dastan marto roca icis rom aseti da yavs tavis bralia vin miatovebs qras mase kai ra dzaan debiladaa gamoyvaili vfiqrob unda moesmina lukastvis male dade


დიახ სწორედაც მინდა დავანახო მკითხველს ყოველივე ეს,ადამიანების დიდი შეცდომები,უპატოვცემულობა და ასშ.
მალე დავდებ აუცილებლას სიხარულო და თანაც დიდ თავს ❤️

 


№3 სტუმარი Guest ...

აუ ძალიან საინტერესო სიუჟეტია და თან განსხვავებული

 


№4  offline აქტიური მკითხველი mi ra

Guest ...
აუ ძალიან საინტერესო სიუჟეტია და თან განსხვავებული


მიხარია თუ მოგწონს :**

 


№5 სტუმარი lizazu

yvelaperi rafac "gadarbenit" xdeba, anu titqos mxolod movlenebi xdeba. ar aris mati grdznobebi gamoxatuli, arc lukasi da arc ninasi. imdenad swrafad moxda gacnoba, seqsi, qorwineba da exla ukve dashoreba rom verc ertus grdznobebshi ver gaverkvie. salomes ambavic gaurkveveli darcha. anu imis tqma minda cota zedapirulad xdeba yvelaperi.

 


№6  offline აქტიური მკითხველი La-Na

დაეჯერა მეგობრისთვის და აღარ ეტკინებოდა გული.იმის მაგივრად ქმართან გაეტარებინა თაფლობისთვე დადის აქეთ იქეთ,თუმცა ლუკამ მაინც ყველაზე დიდი დამნაშავეა,რაც არ უნდა იყოს და იყო მისი ცოლის რომელიც უყვარს.ვერანაირ მიზეზს ვერ ვნახულობ მისი საქციელი გავამართლო,ღალატი ყოვლად გაუმართლებელია
--------------------
ლანა

 


№7  offline აქტიური მკითხველი mi ra

La-Na
დაეჯერა მეგობრისთვის და აღარ ეტკინებოდა გული.იმის მაგივრად ქმართან გაეტარებინა თაფლობისთვე დადის აქეთ იქეთ,თუმცა ლუკამ მაინც ყველაზე დიდი დამნაშავეა,რაც არ უნდა იყოს და იყო მისი ცოლის რომელიც უყვარს.ვერანაირ მიზეზს ვერ ვნახულობ მისი საქციელი გავამართლო,ღალატი ყოვლად გაუმართლებელია


რათქმა უნდა,არანაირ ღალატს არ აქვს გამართლება !

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent