შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანანასის არომატი /5


19-11-2016, 01:44
ავტორი Eleniko13
ნანახია 2 303

ანანასის არომატი 1/5

მზის სხივები მწვავს. მთელს სახეზე მეფერება, მერე თვალებში მანათებს და იძულებულს მხდის, გავიღვიძო. ვდგები და ხელებს ვშლი, მეთოთხმეტე სართულიდან ძალიან ლამაზია ჩვენი ქალაქი. თანაც დილის ექვს საათზე... ბოტასებს ვეძებ, ფეხზე ვიცვამ და რამდენიმე წუთში სახურავიდან ჩავდივარ. ლიფტის ზიზღის გამო მიწევს ფეხით ჩავიარო დაახლოებით 120 საფეხური და ძალიან ვიღლები. ქვემოთ ჩასული მუხლებს ვეყრდნობი და ცოტა ხანს ვიცდი. ცივი ქარი ქრის, თმებს მიფრიალებს და სახეში მეყრება. თვალებს ვხუჭავ და ღრმად, ხმაურიანად ვსუნთქავ.
_ ელა _ გასაოცარია. ვერ ვიჯერებ, ვფიქრობ რომ მომეჩვენა და რეაქცია არ მაქვს. სახეზე გრძელ, თბილ თითებს მისვამს და ჩემს თმებში ხლართავს. მერე ყურზე მიწევს, მეორე მხარესაც იგივენაირად და ჩემს თმებს აწყნარებს.
_ მე ვარ, ლოლ... ლოლიტა _ საშინლად სევდიანი ხმა აქვს, თუმცა საკუთარი თავი მაინც არ დაუკარგავს. თვალებს ვახელ და ვუყურებ. მთელს ტანში ჟრუანტელი მივლის მის დანახვაზე და მეღიმება. მასაც, უხერხულად.
_ პრივეტ ლოლიტა _ არ ვაპირებ სიხარულის დამალვას, თუმცა მასთან ერთად გაჩენილ იმედგაცრუებასაც ვერაფერს ვუხერხებ.
_ ყავა არ გინდა? _ მეკითხება დარცხვენით და თითებს ერთმანეთში ნერვიულად ხლართავს.
_ აქ საიდან გაჩნდი? _ ვეკითხები მე.
_ რავიცი აბა _ ეცინება და მხრებს იჩეჩს _ უბრალოდ
_ კარგად ხარ? _ გულწრფელად ვეკითხები და სადარბაზოდან გამოვდივარ _ წამოდი, სადმე კაფეში დავჯდეთ
_ კაფე _ ტუჩს იკვნეტს. მინდა, ღმერთო როგორ მინდა უარი მითხრას... _ კარგი.
_ ჯერ ძალიან ადრეაა. ერთი ადგილი ვიცი _ ხმადაბლა ვამბობ და ფიქრებში მივდივარ. მღრღნის და მჭამს რაღაც შიგნით, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ რაღაცის არ შემჩნევას. რაღაც ისეთის, რაც აუცილებლად უნდა შევამჩნიო და ჯანდაბა, მაინც ვერაფერს ვხვდები.
_ არა, სადმე ახლოს... _ მეუბნება. ისეთი ხმა აქვს, თითქოს ყელში ხელებს უჭერენ და აწამებენ.
_ კარგი, მაშინ შევიდეთ _ პირველივე კაფესთან ვჩერდებით და შევდივართ. სითბოა, ზედმეტადაც კი. თითქმის არავინაა აქ, ფანჯარასთან მჯდარი ნოუთბუქიანი მამაკაცის გარდა. ორ ყავას ვუკვეთთ. ერთს უშაქროს და მაგარს. მეორეს რძიანს და ძალიან ტკბილს. მაგიდასთან ვჯდებით. ახლა შევამჩნიე, რომ მისი კაბა მუქი ლურჯია და ისევ ისეთი თავისუფალი, არა'გამომწვევი. კოჭებამდე სიგრძის ისევ, ოღონდ მუქი... ამჯერად მუქი. ხელებს მაგიდაზე აწყობს, ჩანთას სკამზე კიდებს და საზურგეს ეყრდნობა.
_ მომისმენ? _ მეკითხება მთლიანად გატეხილი, დაცარიელებული ლოლიტა.
_ გისმენ, მაგრამ ზედმეტი გაცვეთის გარეშე რა _ ვეუბნები და ვდგები. ისევ ვჯდები, თუმცა ფეხებს სკამზე ვკეცავ და იდაყვებით მუხლებს ვეყრდობი, სახეს კი ხელისგულებზე ვდებ.
_ მარტო დავრჩი, სრულ სიჩუმეში და აღარაფერი აღარ მინდა _ დიდი პაუზის შემდეგ ამბობს. მე არ მიყურებს, სადღაც შორს იხედება.
_ არაუშავს, გადაგივლის
_ სინამდვილეში ლოლა არ მქვია _ უეცრად სახე ეცვლება _ არაფერი არ მქვია საერთოდ. ლოლა მე დავირქვი
_ მე ელენე დამარქვეს მაგრამ ელა გავხდი...
_ არა, მასე კი არა. მე მართლა არაფერი არ მქვია. მე და ჩემი სიცოცხლე, ოღონდ სიცოცხლე და არა ვინმე კონკრეტული, ერთად, გვერდიგვერდ მივრბოდით და ვმღეროდით. ახლა კი მე გადავუხვიე... არასწორი გზით დავიწყე სვლა.
_ არაუშავს, ოდესმე ხომ უნდა გადაგეხვია გზიდან _ ყავა მოაქვთ. უშაქროს ჩემსკენ ვწევ და პირველივე ყლუპი ყელს მწვავს.
_ ოდესმე მაგრამ ჯერ არა. ჯერ ადრე იყო, ძალიან ადრე _ ყავას ხელსაც არ აკარებს. _ იცი, მეზიზღება ტკბილი ყავა
_ ვიცი _ მეცინება, სინამდვილეში არ ვიცი. საიდან უნდა მცოდნოდა
_ მატყუებ _ მასაც ეცინება _ საერთოდ, რატომ გამოჩნდი? რა გინდა? _ ადრე ეს რომ მკითხა, თვალები ამღვრეული ჰქონდა და ტირილს აპირებდა. ახლა უბრალოდ, უემოციოდ ამბობს და თვალებშიც კი არ მიყურებს. არც თითები უკანკალებს ძველებურად. უღმერთოდ მინდა მაინც და ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ არ შემიყვარდება. ამის მეშინოდა ყველაზე მეტად და ახლა, როცა ესეც გარკვეულია, აღარაფერი დამრჩენია. არც დასაკარგი, არც მისაღები.
_ მე არაფერი მინდა
_ იცი, თავიდან შემეშინდა _ იცინის _ მე ხომ მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ჯერ კიდევ უამრავი რამის მჯეროდა
_ ახლა რა შეიცვალა _ ვაწყვეტინებ
_ არ გვინდა აწმყოზე საუბარი. წარსული გაცილებით მარტივია _ ჭიქას ხელებს ხვევს და ღრმად სუნთქავს _ ვიფიქრე, რომ მანიაკი იყავი, რომ ჩემი მოკვლა გინდოდა... მერე რომ მივხვდი, რასაც წარმოადგენდი, უფრო შემეშინდა და მოკლედ, დღე არ თენდებოდა შენზე არ მეფიქრა
_ მართლა? _ მეცინება და სიამაყით ვივსები _ ძალიან კარგი.
_ გულს ვეღარაფერს ვუდებდი. შენზე ვფიქრობდი და შენით ვიყავი სავსე. როგორ არ წარმოგიდგინე, როგორად არ... მაგრამ მხოლოდ გუშინ ღამე მივხვდი, ვინ ხარ
_ და ვინ ვარ? _ ყავას ვსვამ. თვალებში ვუყურებ და ვაიძულებ, არ გაიხედოს. თვალებს მისწორებს და ორივეს გვეღიმება.
_ შენ ელა ხარ, ანანასის არომატიანი კანით და ათასი ფერებით. ყველაზე მაგარი გოგო ხარ ქალაქში _ ბურტყუნებს, მერე ისევ სივრცეს უყურებს და სუნთქვას კანკალს აყოლებს _ წარმოგიდგენია? თითქმის ვკვდები.
_ მკვდრებზე რას იტყვი? _ ისე, ლაითად ვეკითხები. ახლა მხოლოდ ანანასის არომატზე ვფიქრობ და მის ნათქვამზე. ღმერთო, ასეთ მდგომარეობაშიც როგორი ლოლიტაა. მაინც ლოლიტაა.
_ მკვდრებზე? მათ დასაკარგი არაფერი აქვთ _ ამბობს ის. ვშეშდები და საკუთარი გულისცემა მესმის. მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. დასაკარგი არაფერი აქვთ.
_ ლოლიტა
_ გინდა, ჩემთან ავიდეთ?
_ ავიდეთ _ ჩანთას იღებს და დგება. მე ფულს მაგიდაზე ვტოვებ, ყავის ფინჯნის ქვეშ. გამოსვლისას კარებს არ ვხურავთ და გვეცინება. უეცრად იღრუბლება, თითქოს ცა გრძნობს, რომ არაფერია ძველებურად. მერე ხმაური იყო, ძალიან, ძალიან დიდი ხმაური და დიდი ჭექა. ისეთი, რომ ყველაფერი გაანათა და ერთიანად დასცხო წვიმამ. თან ვსელდებოდით, თან გვტკიოდა. ვიდექით და ვუყურებდით, როგორ დარბოდა ხალხი შავი ქოლგებით. როგორ ეფარებოდნენ კორპუსებს, მარკეტებს, კაფეებს... ჩერდებოდა ტაქსები და მირბოდნენ. ყველანი მირბოდნენ და წამითაც არ უფიქრიათ, რომ იქ მაღლა, მათი ღმერთი ზის და ტირის. თვალები დავხუჭე და თავი უკან გადავწიე. წვიმის წყალი ყელზე ძლიერად დამეცა და წვეთების ხმაურიც კი მესმის ლავიწებზე. სულ ვსლევდებით, ისე, რომ ტანსაცმელიც კი გვამძიმებს. ეს ის მომენტია, როცა თავი სასიყვარულო ფილმში მგონია და თითქოს ლოლიტაც ამას ფიქრობს, ორივენი ერთად ვშლით ხელებს. ვტრიალებთ და ვიცინით. ვტრიალებთ და ვიცინით. მე ახლა მთელი სამყარო მიყვარს, ლოლიტას მთელი სამყარო ეზიზღება. ვტრიალებთ და ვიცინით. ვტრიალებთ და ვიცინით. ირგვლივ აღარავინაა, ყველაფერი დაიკეტა. მე ახლა ლოლიტაზე ვფიქრობ, ლოლიტა იმ ადამიანზე, ვის გამოც მარტოა. ხანდახან, როცა წვიმს, შეიძლება შენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალოს. ერთ წვიმას შეუძლია მთელი სამყაროს შეცვლაც კი.

გაწუწულები ავდივართ ლოლიტას სახლში.
_ ღმერთო, როგორ მცივა _ ამბობს და საკეტს არგებს. ბევრს აჩხაკუნებს, თუმცა კარებს ვერ აღებს და ნერვები ეშლება.
_ მანახე _ გასაღებს ვატრიალებ. საკეტის ჩკაკუნის ხმა ისმის და კარი რომ იხსნება, ლოლიტა სიცილით შედის სახლში.
_ ფეხზე გაიხადე. და საერთოდ, სულ ყველაფერი გაიხადე, იატაკს დაასველებ _ ერთი ნაბიჯის შედგმისთანავე კივის და კარებს კეტავს. შესასვლელში, ხალიჩაზე ვდგავართ ერთმანეთის პირისპირ და ვჩუმდებით. ის ხვდება, რომ დროა და მე ვხვდები, რომ მივიღებ და არ გავცემ. ძირს ვიხრები და ფეხსაცმლის თასმებს ვიხსნი. თითის ერთად ვიხდით ფეხსაცმელს და ორივენი ერთმანეთის გვერდიგვერდ ვაწყობთ. მერე ისევ ვსწორდებით და ახლა... სუნთქვაც კი მეკვრის. პირს აღებს, რაღაცის თქმა უნდა და მე სწრაფად მიმაქვს ტუჩთან საჩვენებელი თითი. თავს მიქნევს და სიტყვებით არ ვაფუჭებთ იმას, რასაც ამდენი ხანი ველოდით. მე არ მინდა მისი სული. მე სხეულის ადამიანი ვარ.
კაბის ბრეტელებს მხრებზე იწევს და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. მე ჩემს ისედაც მოკლე ტოპის ბრეტელებს ადვილად ვწევ და ძირს ვასრიალებ. ახლა მის წინ მხოლოდ ბიუსჰალტერით ვდგავარ და ისიც მაშინვე ხელს უშვებს კაბას. კაბა ჯერ მუცელთან ჩერდება, მერე ბარძაყებთან და ბოლოს მის ფეხებთან ეცემა. მე შორტის ღილს ვიხსნი და ელვას დაბლა ვწევ. შორტი ახლა ჩემს ფეხებთან ვარდება. ერთად ვდგამთ ნაბიჯებს და ტანსაცმელსაც ფეხსაცმლის გვერდით ვწევთ. ერთმანეთის წინ საცვლებით ვდგავართ და მე მეორედ მეკვრის სუნთქვა. იდეალური სხეული აქვს ლოლიტას. დარწმუნებული ვარ, ყველაზე პატარა ლიფი აცვია და მაინც დიდი აქვს. პირველად ვხედავ ასეთ მკერდს და მზერა ქვემოთ ჩამაქვს. ისეთი წვრილი წელი აქვს, ხელის მოხვევა მინდება. ძალიან, ძალიან მაგრად და ძლიერად. წითელი საცვლები აცვია და ახლა მაინც უკანკალებს თითები. გრძელი, სუსტი ფეხები აქვს. ძალიან სუსტია თავიდან ბოლომდე და მუცელზე ძვლებიც კი ეტყობა. მაჯაზე ლურჯი ვენები აქვს გამობერილი. ფრთხილად დგამს ჩემსკენ ნაბიჯს და მე მისკენ. ახლა ერთმანეთის სუნთქვა გვეფრქვევა და თვალების დახუჭვა მინდება, მაგრამ არ ვხუჭავ. თითები მისი მაჯისკენ მიმაქვს და ლურჯ ვენაზე ვეფერები. კრთება და ჟრუანტელი უვლის ტანში. საჩვენებელ თითს ვაყოლებ ვენას და მაღლა ავდივარ. მხართან ვჩერდები და ახლა ყელზე ვეფერები. ის დგას და კანკალებს, მე მის ლავიწებს ვუსვამ თითებს. ძალიან ფრთხილად და ძალიან ნელა. მერე ხელი ზურგზე გადამაქვს და ბიუსჰალტერს ვუხსნი, ძირს დაგდების ნებას არ ვაძლევ და ვიკავებ. კუთხისკენ ვისვრი და ტანსაცმელებზე ვარდება. ზურგიდან თითები დაბლა ჩამაქვს და მოხერხებულად ვუცურებ საცვალში თითებს. ძალიან ხმამაღლა კვნესის და მე მხოლოდ ოდნავ ვეხები. არც მინდა, შევეხო. ორი თითით ვხდი ქვედა საცვალს და ის ჯერ ერთ, მერე მეორე ფეხს სწევს და მისი საცვალიც უერთდება დაგროვილ ტანსაცმელს. ვჩერდები და ხელები ისევ ჩემს ბარძაყებთან მიმაქვს. ველოდები. არც აყოვნებს, თუმცა არც ცდილობს მომენტის გაწელვას. უფრო ახლოს მოდის და სწრაფად, თითქმის წამებში მათავისუფლებს ზედა საცვლისგან. მერე ეშინია, სირცხვილი იტანს და თითებს ზუსტად ისე მიცურებს ტრუსში, როგორც ეს მე გავაკეთე. ახლა სრულიად თავისუფლები და სრულიად ცარიელები ვდგავართ ერთმანეთის პირისპირ. არ მინა ვიჩქარო, თუმცა არც დაგვიანება მინდა და ცალ ხელს მხვევ მხარზე, ჩემსკენ ვიზიდავ და ორივე პირს ერთად ვაღებთ და ერთად ვოხრავთ. ხელებს მხვევს ზურგზე და მთელი ძალით მხვევს. მთლიანად მინდა მისი შეგრძნება, ის მინდა მთლიანად. კანკალებს, მე მეორე ხელს მისი მუცლისკენ ვაცოცებ და ხელისგულს მუცელზე ვადებ. ეკუმშება და სუნთქვა უმძიმდება. დაბლა ვასრიალებ და თითით უკვე ვეხები. ტუჩს კბენს და იძაბება, უფრო კანკალებს და საშინლად სველდება. მე საჩვენებელ თითს და შუა თითს თანდათან უფრო ღრმად ვაძვრენ და ის უფრო და უფრო ხმამაღლა კვნესის. სამი წუთი. ზუსტად სამ წუთში აფეთქდა და ნაწილებად დაიშალა. ვჩერდებით, ისვენებს და მუხლები უკანკალებს. ხელს მაჯაზე მკიდებს და მივყავარ. საწოლთან მივდივართ, მანიშნებს რომ დავწვე და მე ზურგზე ვწვები. ის არ წვება, მუხლებით დგება იატაკზე და დაბალ საწოლზე ადვილად წვდება ჩემს მუცელს. მერე იყო blow up, როგორც თეო იტყოდა და მისი ენა, ეს საუკეთესო რამაა მთელს მსოფლიოში.

88888

ჩემო ძვირფასო და არაძვირფასო მკითხველებო. ვნახულობ თქვენს კომენტარებს და მადლობა ძალიან მებანალურება, მაგრამ მაინც მადლობა ვისაც ესმის და მოსწონს. რაც შეეხება კრიტიკას და ბრალდებებს. ფაქტი ნომერი პირველი - სიყვარული აქ არსადაა და რასაც კითხულობთ, ყველაფერი მთლიანად ხელოვნებაა. ნუ, მე ასე მინდა და არ ვიცი, ყველანაირად ვცდილობ გამოვიდეს. ერთი პროცენტითაც არ მაინტერესებს სტერეოტიპული, გლეხი ხალხი რას ფიქრობს ჩემს ნაწარმოებზე და არ ვაპირებ თქვენი კომენტარებისთვის დროის დათმობას. უბრალოდ, წინა თავზე დამიწერეს რომ ათეისტი ხარ და იმიტომ წერ ამგვარ ნაწარმოებსო. ძვირფასო, (რაც გქვია), ათეისტი ჩემი პერსონაჟია და არ ვიცი, რამდენად ხვდები ასეთ "რთულად გასაგებ" რაღაცეებს, მაგრამ ჩემს პერსონაჟს უფლება აქვს როგორც უნდა ისე იფიქროს და რადგან ის ათეისტია, მეც ათეისტი ვარ? ვიღაცამ რომ ბოზ*ებზე დაწეროს ისტორია ანუ თვითონაც ეგეთია? ნ აი, დაბალი დონეა უბრალოდ ასე ფიქრობდე და თან მკითხველი იყო.
ტაკ, ახლა რაც შეეხება იმას, რომ ამ ისტორიას არ უნდა ვწერდე. კრიტიკას ვიღებ, არ ვამბობ რომ არ მაინტერესებს რას ფიქრობთ. მაგრამ ისეთ კრიტიკად არადროს მივიღებ, როგორიცაა - " ფუ მე ეს საიტი ჭეშმარიტ სიყვარულზე მეგონა და თურმე "იმნაირებზეც" წერენ" :დდ დაფიქრდით და მიხვდებით, რა ცუდი ლოგიკაა.

მადლობა ყურადღებისთვის და აბა თქვენ იცით, შეგიძლიათ გააგრძელპთ თქვენი საქმე, ვინაიდან ორიოდე წუთის წინ წყალიც ვნაყე და კედელსაც ვაყარე ცარცვი. ბაი.



№1  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

ამოვწყდი joy
"ამანირებზე" :DD
ისევ მომეწონა
ხო ესეც ბანალურია,ნუ რავქნა მეზარება დაგროვილი ემოციების დაწერა კომენტარად,შემდეგში დავწერ stuck_out_tongue_closed_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

არ ვიცი ვინ როგორ გაგაკრიტიკა მაგრამ თავიდანვე ვამბობდი ძალიან ძნელ და განსხვავებულ ისტორიას წერ და ეს ყველაფერი იმდენად ჩამთრევი და მიმზიდველია დარწმუნებული ვარ ვინც გაკრიტიკებს ძალიან დიდი სიამოვნებით კითხულობს... ხო რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას წინა თავებზე დაკომენტარებულით გაიგებ რასაც ვფიქრობ... მომწონს შენი სტილი და ახალი თავი ასე აღარ დააგვიანო რა...

 


№3  offline წევრი ვალენტინა

დაიკიდე რა ძაანკაი ისტორიაადა გააგრძელე

 


№4  offline მოდერი Eleniko13

kata-nia
ამოვწყდი joy
"ამანირებზე" :DD
ისევ მომეწონა
ხო ესეც ბანალურია,ნუ რავქნა მეზარება დაგროვილი ემოციების დაწერა კომენტარად,შემდეგში დავწერ stuck_out_tongue_closed_eyes


რა გითხრა, მადლობის მეტი მეთქმის რამე? ❤️

უცნობი ქ
არ ვიცი ვინ როგორ გაგაკრიტიკა მაგრამ თავიდანვე ვამბობდი ძალიან ძნელ და განსხვავებულ ისტორიას წერ და ეს ყველაფერი იმდენად ჩამთრევი და მიმზიდველია დარწმუნებული ვარ ვინც გაკრიტიკებს ძალიან დიდი სიამოვნებით კითხულობს... ხო რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას წინა თავებზე დაკომენტარებულით გაიგებ რასაც ვფიქრობ... მომწონს შენი სტილი და ახალი თავი ასე აღარ დააგვიანო რა...


შენ ძალიან მაგარი გოგო ხარ, ყველა თავზე რომ მამხნევებ და ვიცი, რომ გესმის.
elle...
ბევრი ვერ გაიგებს.
და არც არის საჭირო გაიგონ.
შენ იმდენად ცდები საზღვრებს, მეშინია.
შენი იდეალურობის მეშინია.
ზედმეტად მაგარი ტიპი ხარ
და
ზედმეტად მაგარ რაღაცას აკეთებ.


მეც მეშინია საზღვრების გამო,
იმიტომ რომ არ მინდა სიგიჟემდე
მივიყვანო ჩემი ადამიანები და
ვნახოთ, იქნებ მოვახერხო...

ვალენტინა
დაიკიდე რა ძაანკაი ისტორიაადა გააგრძელე


❤️ გავაგრძელებ.

MonsTer №13
ძალიან ემოციური იყო


ანუ, გამომივიდა?
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent