შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის სიყვარული (ნაწილი 10)


20-11-2016, 13:21
ავტორი nini5
ნანახია 3 531

-მე და გიგა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მერე წამოვიზარდეთ და მივხვდით რომ ის მეგობრობა რაც ჩვენ გვაკავშირებდა სიყვარულში გადაიზარდა,უამრავი ლამაზი დღე და წუთები გვაქვს ერთად გატარებული მაგრამ,როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენს შორის მესამე პირი ჩადგა და დავცილდით ,,რამოდენიმე წელში ალეკოც გავიცანი და როგორც ხედავ ეხლა მისი მეუღლე ვარ,,მიუხედავად იმისა რომ ჩემი მეუღლე მიყვარს და პატივს ვცემ,გადავდგი ის ნაბიჯი ცხოვრებაში რასაც ძალიან ვნანობ,,სამი თვის წინ სრულიად შემთხვევით ვნახე ერისთავი და ვერც ერთმა ვძლიეთ ცდუნებას,მე ჩემ მეუღლეს ვუღალატე,ერთადერთხელ მაგრამ ვუღალატე,,იმ საღამოს მივხვდი რომ გიგასთან შეხვედრას ვნანობდი, ყველაზე მეტად ვნანობდი ჩემ ქმარს რომ თავზე გადავახტი,ვნება რომ ჩაცხრა წერტილი დავუსვი ამ ყველაფერს,,,შემდეგ ტელევიზიით გადმოსცეს მკვლელობის საქმე და გული დამწყდა,,არ ვიცი ამ ყველაფერს რატომ გიყვები ან მაშინ რატომ არ მივაქციე ყურადღება მაგრამ,იმ ღამეს როდესაც მასთან ვიწექი,ტელეფონზე დაურეკეს,განერვიულებული იყო,,
"ტრ..ში გაიკვეხე ეგ შენი განყოფილება"ო,,,გამწარებული ყვიროდა და აგინებდა ტელეფონში ვიღაც მამაკაცს,ამასობაში მეც დრო ვიხელთე და გამოვვარდი,მას შემდეგ არც კი დამკავშირებია
-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ დამეხმარე ამ მცირედი ინფორმაციით კი,,,,ფეხზე ის იყო წამოვდექი ღიმილით რომ მივუბრუნდი,,,ორსულად ხარ არა?
-დიახ,თვე ნახევრის,,ალეკოს შვილია და დღეს მე ბედნიერი ქალი ვარ ამით
-მიხარია,,ეხლა დაგტოვებ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, შეიძლება კიდევ მომიწიოს შენი შეწუხება მაგრამ ნუ ღელავ ბატონი ალეკო ვერაფერს გაიგებს,,,ღიმილით დავემშვიდობე და გეზი ტასუნას ბაღისკენ ავიღე


-დეე,,,დაიყვირა და აკისკისებული გამოიქცა
-არ დაეცე ნელა დედი,,,რამოდენიმე წამში უკვე ჩემთან იყო და გემრიელად ვუკოცნიდი ყელს,,, როგორ მომენატრე ჩემო სიცოცხლე
-პაკში წავიდეთ ლა,,,თვალები აფერისტულად ამიფახურა
-ჩემი ეშმაკუნა გოგო,,,კარგი ერთი პირობით,ერთ კითხვაზე უნდა მიპასუხო,,,ინტერესით მომაჩერდა და თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია,,,ტასუნა დე,გუშინ მამიკოს გარეთ ეძინა თუ ვინმე დეიდა მოიყვანა სახლში?
-მე გუჩი ლალი ბებოსთან ვიკავი,მამიკო სხვაგან იყო,,,გულუპყვილოდ მიპასუხა და გაკრეჭილმა შემომხედა,,ვიგრძენი როგორ ჩამწყდა მთელ სხეულში რაღაც,ეჭვიანობის გრძნობამ დამიარა მთელ სხეულში,,მეგონა ბოღმისგან გავსკდებოდი,,ისე მომეღრიცა სატირლად სახე ტასო შეშინებული თვალებით მიყურებდა
-იდიოტი,,,საშინლად გაბრაზებულმა ამოიბურტყუნა და შევეცადე თვალებზე მოწოლილი ცრემლები შემეკავებინა,,,ეხლა ჩვენ ლევანი ბიძია ვნახოთ როგორ არის,პარკში კი საღამოს გავისეირნოთ კარგი?,,ნაძალადევი ღიმილით გავუღიმე და ხელში ავიტატე

-ოხ გვეღირსა შენი ნახვა ქალბატონო ჯუღელო,სად ბრძ...კარი დაშნიანმა გამიღო,ირონიულად ამათვალიერა და ჩემს სხეულზე მოკრული ტასოს დანახვისას სიტყვა გაუწყდა,,,მოიცა ტო,ბაღიდან თუ შენ გამოიყვანე ის ჩემისა სად წავიდა,,,გაკვირვებულმა მოიქექა თავი და მისაღებისკენ თავით მანიშნა,,,ბენდელიანს დავურეკავ თორემ გაგიჟდება იქ რომ არ დახვდება,,სიტყვა დამაწია და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში
-როგორ ხარ ანასტასია?,,სავარძლში მოკალათებულმა ძაღლთან ერთად მოთამაშე ანჯაფარიძემ გაგვიღიმა და გადასაკოცნელად წამოიმართა
-კარგად,,შენ რას შვები ხომ არ გაბრაზება ეს სვანი?,,,ახლახანს შემოსულ ლევანზე მივუთითე რომელსაც ჩემს რეპლიკაზე სახე მოემანჭა
-ჭკუა საერთოდ არ მოგემატა,,,ირონიულად შემათვალიერა მამაკაცმა და მკლავებში მოიქცია აფართხალებული ცოლი,,,ჩაყუჩდი ანჯაფარიძე,,,ღიმილით გადაუსვა ხელი ოდნავ წამოზრდილ მუცელს,მოდუნებულ ქალს ყელში კი კოცნის კვალი დაუტოვა,,,აბა ჯუღელო როდის უნდა დაამთავრო ეს ბავშვობა?
-ლევან გეყოს გთხოვ,შენ იცი როგორ მიყვარს ბენდელიანი,ვერ გადავიტან მას რომ რამე მოუვიდეს
-და შენი აზრით შორს ყოფნით იცავ მას?წლები რომ დაკარგეთ უერთმანეთოდ ის არ გყოფნით? ვერ ვხვდები ესეთი ეგოისტი როდიდან გახდი,უშენობით რომ ტანჯავ ორივეს და შენ თავსაც
-სანამ ყველაფერი არ დალაგდება ერთად ვერ ვიქნებით ლევან,თუ არ დავინახე რომ საფრთხე არცერთს ემუქრება ბედნიერი ვერ ვიქნები,შემდეგ აუცილებლად გვექნება ისეთი ოჯახი რომელზეც ვოცნებობდით მე და კაკი
-დაგაგვიანდა ანასტასია,,,გავიგონე საყვარელი მამაკაცის მრისხანე ხმა და მაშინვე მას გავუსწორე მზერა,არაფრის მთქმელი ცივი მზერით მიყურებდა,, ვიგრძენი როგორ ჩამწყდა რაღაც,ამდენი წლის მიუხედავად მივხვდი რომ ცხოვრებაში პირველად შემეშინდა საკუთარი ბედნიერების და თავის დაკარგვის,,კაკის და ანასტასიას გარეშე მე ხომ არაფერი ვიყავი,,რამოდენიმე ნაბიჯი გადმოდგა წინ,მუხტართან მოთამაშე ტასო აიყვანა ხელში და მასთან ერთად ჩაჯდა სავარძელში
-როგორ ყოველთვის ისევ მე ვარ არა დამნაშავე,,ეს შენ ვერ შეიცვლები ვერასდროს ბენდელიანო,ისევ ისე გაგირბის სხვა ქალებისკენ თვალი,თუმცა ბაბნიკ კაცს რა გამოასწორებს,არ დაგავიწყდეს ჩვენი დაშორების მიზეზი სწორედ ეს იყო წლების წინ,,გინდა შეგახსენო როგორ მიღალატე სხვასთან?მე თუ ეხლა თქვენგან შორს ყოფნა მინდა მხოლოდ იმიტომ რომ ჩემ თავზე მეტად მიყვარხართ და თქვენ რომ რამე დაგიშავდეთ,,, სიტყვის დასრულება ვერ დავამთავრე მაჯაზე რომ მეცა და შემანჯღრია,,ვცდილობდი თვალზე მოწოლილი ცრემლები შემეკავებინა თუმცა ამაოდ
-გეყოს,შენ თვითონაც არ იცი რას ამბობ,მორჩი ისტერიკას,,აქ გასარჩევი არ არის ეს ამბავი
-რაც არ უნდა მოხდეს,ოდესმე რომ სხვა ქალის გვერდითაც გნახო გახსოვდეს რომ მთელი ცხოვრება დაგელოდები,,ხელი გამოვსტაცე და თვალებ გაფართოვებული წყვილს მივაჩერდი,,ბოდიში ლევან არ ვიცი რა დამემართა,,,რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა ისე გადმოვარდი სახლიდან არ ერთისთვის მომისმენია

განადგურებული ჩავუყვები ცარიელ ქუჩას,თვალებიდან ნიაღვარივით მომდიოდა ცრემლები,ჩემ ცხოვრებას და უკვე დაკარგულ სიყვარულს ვტიროდი,რომელიც ჩემ სიცოცხლეზე მეტად მიღირდა,შეიძლება მართალიც კი იყო ლევანი რაღაც სულელური გამოძიების გამო სულაც არ ღირდა საყვარელი ადამიანების თუნდაც დროებით მიეტოვებინა მაგრამ,ვიცოდი,გული მიგრძნობდა რაღაც საშინელება რომ მოხდებოდა,არ მინდოდა ამ ყველაფერში ისინიც გამერია,არ მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა თუმცა,, ამაოდ,,ყველაზე დიდ ტკივილს ხომ ის ადამიანი გვაყენებს ვინც საკუთარ თავზე მეტად გვიყვარს,სწორედ მე ვიყავი ის ქალი რომელიც ბენდელიანს მიუხედავად მისი ბაბნიკობისა სიცოცხლეზე მეტად უყვარდა,მე ვიყავი ის ადამიანი რომელმაც საკუთარი შვილის ცრემლების მიუხედავად მიატოვა ისინი,დროებით თუმცა მიატოვა,,ეხლა "დროებით"-აც კი აღარ არსებობდა ჩვენს ლექსიკონში
-ტასუ,,შეშფოთებულმა შემომხედა ნანომ კართან მდგარს,ხელები ჩამავლო და მისაღებში სავარძელზე დამსვა,,,რა გჭირს ტას?
-ყველაფერი დამთავრდა,,თვალი ერთ სივრცეს გავუსწორე და სიტყვებს ოხვრა ამოვაყოლე
-დალაგდება ჩემო ლამაზო აი ნახავ,მე ხომ ვიცი და გიყურებდი მთელი ეს წლები როგორ იტანჯებოდა მის გარეშე,,ეხლა როდესაც ერთად ხართ ნუ დაკარგავ ამ შანსს,,თქვენ უერთმანეთოდ არ შეგიძლიათ,,კაკის სიგიჟემდე უყვარხარ და ნახავ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ერთად იყოთ
-სხვა ყავს ნანუ როგორ არ გესმის,,,დავიყვირე გამწარებულმა და აქეთ-იქეთ სიარული დავიწყე,,სხვა ყავს რომელსაც კოცნის,ეფერება,საალერსო სიტყვებს ეუბნება გაიგე,,ვერ ვუძლებ ამდენ ღალატს,,არ მაქვს მაგის ძალა,,ვიცი რომ ჩემი ბრალია ეხლა როგორც ვართ,,მე გადავწყვიტე მათგან შორს ყოფნა,რამე რომ არ ევნოთ მათთვის თუმცა რა გამოვიდა,როგორც კი საშუალება მიეცა მაშინვე ვიღაც ქალთან გაიქცა,,გუშინ მთელი ღამე სახლში არ ყოფილა,,ბავშვიც ლალისთან დატოვა,ხომ იცი ტასოს მარტო არასდროს ტოვებს მაგრამ დატოვა,ვერ ვხვდები ასე როგორ იქცევა რომ ღამით მიატოვა თავად კიდევ გასართობათ წავიდა მის ნაშოჩკასთან ერთად
-ნუ სულელობ რაღაცას და დაწყნარდი გთხოვ,,არ მჯერა რომ ბენდელიანმა ვიღაც იპოვა,მითუმეტეს იმის რომ ტასო მხოლოდ იმიტომ დატოვა ლალისთან ქალთან გასართობათ წასულიყო,,დარწმუნებული ვარ მთელი ღამე შენს სადარბაზოსთან გაათენა და არ გეუბნება,უნდა მიხვდე რამდენს ნიშნავ მისთვის,,ხვდები როგორ უყვარხარ?
-ვერ წარმოიდგენ როგორ მტკივა მისი სიცივე ნანუ,ხომ შეუძლია რომ გამიგოს,ჩემს ადგილზე თვითონაც ასე მოიქცეოდა
-ვერ გაგიგებს ნანუ ის კაცია შენ კიდევ ქალი,, აკაკი არასდროს მოქცემდა მისგან წასვლის ნებას,ყველანაირად შეეცდებოდა რომ დაეცავი, შენ კიდევ ამოვიჩემე ეს დაშორება,გგონია ამით მათ დაიცავი თუმცა ცდები,ერთმანეთს კარგავთ მხოლოდ და მხოლოდ,,ტასოს ცრემლები ნუთუ არაფრად გიღირს?
-ჩემი ბრალია,არ უნდა გამოვჩენილიყავი მათ ცხოვრებაში და ყველაფერი კარგად იქნებოდა
-ცოტაც მოითმინე ლამაზო,მთავარია მკვლელი დავიჭიროთ და ყველაფერი დალაგდება ,,,კალთაში თავი ჩავუდევი თუ არა მაშინვე მომეფერა თმებზე და მეც თვალებმინაბულმა გავისუსე

-როგორ ფიქრობ მართალია რაც ნატალიამ გიამბო?,,,კაფიდან ქუჩაში სწრაფი ტემპით მოსიარულე ხალხს ვადევნებდი თვალს და ამავდროულად გაყინული თითების გათბობას ვცდილობდი
-არ ვიცი ნანუ,შესაძლებელია კი ან არა,,მთავარია მინიშნება გვაქვს და სწორად მივყვეთ,,ვფიქრობდი მეთქვა თუ არა ლევანის ცოლისთვის ეს ყველაფერი მაგრამ იმ დღეს ისეთები დატრიალდა სულ გადამავიწყდა,,ეს კიკვაძეც არაფერს ამბობს,ვერც ვერაფერს დაამტკიცებენ რადგან მის სახელზე მხოლოდ ჩეკი არის ამოწერილი,,ეჭვმიტანილი კი ბევრი ადამიანია ისევე როგორც მე
-არ გინდა ანჯაფარიძე რომ მოუყვე?მარტო ხომ არ ვიმოქმედებთ,კარგად იცი რა საშიში საქმეა
-ჯერ არა,,რამოდენიმე დღე მჭირდება რომ რაღაცეები დავაზუზტო,ამიტომ ცოტას მოვიცდი,,,ხელები ფრთხილად შემოვხვიე ფინჯანს და ის იყო ტუჩებთან მივიტანე კაფეში შემოსული,კაკი,ედო და ლევანი რომ დავინახე
-აი დამთხვევა ამას ქვია,,,ირონიული სახით წამოვიდა ბენდელიანი და ედო ჩვენსკენ,უკან კიდევ ეშმაკურად მომღიმარი დაშნიანი მოყვა მათ
-არადა რა კარგ ხასიათზე ვიყავით,,,ცხვირი აუბზუა ნანომ მის გვარდით უკითხავად დასკუპებულ მამაკაცს,რომელმაც მის კომენტარზე ცალყბათ ჩაიცინა
-რა დამთხვევაა და ჩვენც,,,წარბაწეულმა გადახედა ედომ თვალებ დაჭყეტილ ნანოს,სიბრაზისგან ნაპერწკლებს რომ ისვრიდა
-გამხდარხარ,,,ჩემს გვერდით მოსკუპებულმა ბენდელიანმა ტუჩის კუთხე ოდნავ აწია და ხელიდან გამომგლეჯილი ყავა ოდნავ მოსვა
-კაკი ჩემია ეგ,,,პატარა ბავშვივით დავეწუწუნე
-შენი მეც ვიყავი მაგრამ,,,წარბები მაცდურად ამიწია,მზერა მოღეღიმ მკერდზეე გადაიტანა თუ არა დავინახე როგორ გაილოკა ტუჩები
-თვალებს დაგჩიჩქნი,,,ჩავიბურდღუნე ჩემთვის "უკმაყოფოლოდ",,ჩვენ შემყურე ჩაბჟირებულ ლევანს თვალები ოდნავ დავუქაჩე,მზერა აწითლებულ ნანოზე და კმაყოფილ ედოზე გადავიტანე,,,აქ ჩვენს გამაღიზიანებლად თუ მოხვედით ძალიანაც შემცდარხართ,,არ ხართ თქვენ ოს ტიპები რომლებიც ყავის დასალევად კაფეში დაჯდებიან
-რა მიხვედრილი ხარ საყვარელო,,,ირონიულად ჩაეცინა კაკის და მკერდიდან ეხლა თვალებში ჩამაჩერდა,,,სვანეთში ავდივართ ამ დღეებში,არ გეტყოდი ხომ იცი რომ არა ანასტასიას ჭირვეულობა
-ხო აშკარად ანასტასიას ჭირვეულობის გამო უთხარი და ვითომ შენ არ გინდა,,,წაკბინა ჩემმა დაქალმა და გამარჯვებული სახით გადახედა დამანჭულ მამაკაცს
-ენა გაქვს დაგრძელებული,,,წარბები შეკრულმა გადახედა ედომ ქალს,,,როგორ გიტანს ის შენი საქმრო ტო,,პირდაპირ ტვინში მირტყამს შენი წრიპინი
-შენ გაღიაზიანებდეს ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვას არ სიამოვნებს ჩემი ხმის მოსმენა,,,პატარა ბავშვივით ენა გამოუყო ძარღვებში დაბერილ მამაკაცს



პ.ს...მაპატიეთ მეტი ვერ შევძელი ბავშვები..ვეცდები კვირა ოთხი თავი მაინც დავდო



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი აი აი როგორ დააგვიანე რა უყო ეს აააა? მოვკვდი ლოდინით ძალიან ძალიან გამიხარდა ახალი თავი რომ დადე... კაკი კიდევ არ იცვლება ისევ ისეთია რა რას მიწვალებს ეგ და ედო ტასოს და ნანოს... ისე ედო კი არის ღირსი ეჭვიანობით გასკდეს ნანოს ასე ცუდად რომ ექცევა... მოკლედ ახალ თავს მოუთმენლად ველოდები...

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

სად დაგვეკარგე?ასე უნდა.ხომ იცი როგორ ველით ამ ისტორიას ისე გვიყვარს.მალ-მალე დადე რა ახალი თავები.საინტერესოა რატი ხომ არ არის ის პოლიციელი ნეტა რატომღაც ასე მგონია
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი

რამდენ ხანს ველოდებოდი ამ ისტორიის გაგრძელებას და ძაან გამეხარდა ახალი თავი რო დავინახე

 


№4  offline წევრი davinna

gmerto chemo mosaklavi xar..ramdeni xani velode da tan aseti patra tavii? vaime gamaswariaqedan unda dagacalo tmebi :D male dade ra shemdegi da vapshe 12is mere dade (movindome) :D hoo da istoria saswaulia..dzalian momwons,mikvars..mu iqceva es iipti gogo ase nervebs mishlis da girsia kaki civad ro eqceva..ra vqna ver vitan am caltvina gogoebs >< shors kopnit advilad sheudzliat moitacon anastasia da raime daushaon.. Kakistan ase tu use daculi iqneba..veli shemdeg taavs <3

 


№5  offline წევრი anuka1994

nene gelovani
ყოველი თავი უკმარისობის შეგრძნებას მიტოვებს. ძალიან აკლია ისტორიას კაკიც და ედოც. კითხვის პროცესი ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ რომ ვამთავრებ ვხვდები რომ ახალი არაფერი არ წამიკითხია.....

ისტორიას არ გააგრძელებ?

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

მოკლედ, ვცდილობ და ამ გოგოსი არაფრით არ მესმის. რის გამო შორდება ოჯახს?! ძალიან აბსურდული სიტუაციაა ჩემი აზრით. ამ გოგოს ეშინია იმისი, რომ მკვლელმა რამე არ დაუშავოს მის ქმარს და შვილს. მაშინ როცა ქმარიც და შვილიც ერთ ქალაქშია და ხვდება კიდეც. რა მნიშვნელობა აქვს ღამეს სად ათევს ან ბავშვს ვისთან სძინავს?! ვერ ვხვდები ოჯახის დაცვაში რა იგულისხმება, თავისუფლად დაპარპაშებს მთელი ოჯახი და რატომაა ეს გოგო ულოგიკო ისტერიკაში?! თითქოს მძაფრი სიტუაცია და ამ დროს არაფერი ხდება საამისო, მართლა არაფერი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent