სამუდამოდ სიცოცხლეში (მეთოთხმეტე თავი)
*** ერთხელ ნაპოვნი სიყვარულიც წამში დასრულდა! ქართველ ალისია ჯაფარიძესა და უკრაინელ ანდრეი ლუჩენკოს ამერიკაში შეუყვარდათ ერთმანეთი. ქორწილი ამერიკაში გადაიხადეს როგორც ქრისტიან მართლმადიდებლებს შეეფერებოდათ. სამოგზაუროდ შვეიცარიაში გაფრინდნენ და რუსმა დინარა კომაროვმა დააცალკავა ერთი მთლიანი გული. რუსმა დინარამ შვეიცარიაში აქცია ფერფლად ქართველი ალისიას სხეული და მარტო დატოვა უკრაინელი ანდრეი. მაგრამ სიყვარული არ მომკვდარა. იგი სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს არსებობას. ანდრეიმ შეწყვიტა მსახიობობა. მხოლოდ ერთი წინადადება თქვა ამის შესახებ: "ჩემი ცხოვრება სერიალია, ჩემი ფინალური სერია კი 31 დეკემბერს დასრულდა." ანდრეიმ ძმასთან ერთად ალისიას ცარიელი საფლავი გააკეთა. ალისიასგან მხოლოდ ნაცარში გახვეული, ყველგან მიმოფანტული ფერფლი დარჩენილიყო. საფლავში საკუთარი სიცოცხლე და გული ჩააყოლა, დაფლეთილი გული. საფლავის ქვა ორზე იყო განკუთვნილი.წარწერით "სამუდამოდ სიცოცხლეში" ალისია ჯაფარიძე. ანდრეი ლუჩენკო. 1994-2017 წწ. 1986-2017წწ. ღიმილით შეავლებდა თვალს წარწერას და ქართულად ამოტვიფრულ ეპიტაფიას ამოიკითხავდა. სამუდამოდ სიცოცხლეში" მერე სევდა ნარევი ირონიით გაეღიმებდა სიტყვა სამუდამოზე. ალისიას ყოფნით დაიმედებული როგორც საკუთარი სახლი ისე უვლიდა საფლავს. სასაფლაოს მახლობლად ერთ სართულიანი პატარა ხის ნაკეთობის ქოხი შეიძინა. ქოხის ერთ მხარეს სასაფლაოები იყო, მეორე მხარეს კი ძველი დაგებული აქა-იქ ამომტვრეული გზა. რომელიც დროსთან ერთად იერსახეს იცვლიდა. ეს ცხოვრება ხომ ბრძოლაა. ზოგჯერ უაზრო მაგრამ მაინც, ვიცით რომ არაფერი გამოვა, მაგრამ ყოველნაირად ვცდილობთ, ბოლომდე ვიხარჯებით, ვიბძვით ბედნიერებისთვის. საკუთარი სახლის გზა დაივიწყა, მას შემდეგ ფეხიც არ შეუდგამს იქ. საფლავზე ყოველდღე ალისიას საყვარელი ფერადი ვარდები იკავებდა კუთვნილ ადგილს. საფლავის წინ ჩამუხლული, ვარდებით ხელში გამუდმებით თავდხრილი ცრემლს არ იშორებდა. მერე ნელა თვალებს ზემოთ ასწევდა და ასე დრო გამოშვებით ქვაზე დახატულ სურათს თუ გახედავდა ისე თითქოს იმედი აქვს კოშმარული სიზმრიდან გამოფხიზლებულს ქვა ცარიელი დახვდება, ღამე - ნათელი, შავად მოქუფრულ ცაზე კი დიდი ვეებერთელა მთვარე გამოანათებდა. ჩუმად აპარებულ თვალის მიღმა კი მოსიყვარულე წყვილის გაღიმებულ მზერას წაავლებდა თვალს, რომელთაც გაჭირვების ცრემლი ბავშვობის მერე არასოდეს დადენიათ თვალიდან. დღეს კი ახალი ტკივილით აღსავსე ცხოვრება იწყებს გაახლებას. ბენი მაქსიმალურად ცდილობდა ძმისთვის ყურადღება მიექცია. იგი ემილისთან ერთად სტუმრობდა ალისიას საფლავს. ემილი ასუფთავებდა ანდრეის სახლს. ურეცხავდა, საჭმელს უკეთებდა და ამ ყველაფერს ისეთი ხალისით და მონდომებით აკეთებდა წარბსაც კი არ შეარხევდა. ძმები, ერთმანეთის გვერდიგვერდ საფლავზე მსხდომნი, ხმის ამოუღებლად გასცქეროდნენ სურათს, ან კი ხმა რომ ამოეღო ბენს მისი ძმა ყოველთვის აიგნორებდა მას ან კიდევ სულაც არ ესმოდა იგი, ფიქრებში გართულს გარე-სამყაროს სრულიად მოსწყვეტოდა. ასე გავიდა დრო: დარდში, ცრემლებში, მოგონებებში. ექვსი თვე გავიდა. ექვსი ტკივილიანი თვე. ნახევარი წელი. 2017 წლის ივნისს შემოუდგამს ფეხი ბუნებაში. ყოველ დილით სიცარიელეში სიცარიელით იღვიძებ. ოცნებები სრულდება და მთავრდება ცხოვრება. აღარც ცოლი, ბავშვები. ალისია იყო ოჯახი. ანდრეი აღარ ჰგავდა 30 წლის ბიჭს. მასზე სრულიად შეგეძლოთ მიგეწებებინათ მოხუცის იარლიყი. აჩრდილივით დაეხეტებოდა დიდი წვერებით, უსიცოცხლო ღამენათევი დაწითლებული და ჩამქვრალი მწვანე თვალები, თავზე კეპკის ქუდით. მუხლზე გახეული ჭუჭყისგან გაშავებული მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი და ჯიბე გახეული ნაცრისფერი ძაფით ნაქსოვი ჟაკეტით. საერთოდ გამქრალიყო ლამაზი და მხიარული ბიჭი, მასში ყველანაირმა გრძნობამ გადაწყვიტა ჩაკვლა, გარდა ალისიასადმი სიყვარულის გრძნობამ. მთვარეულივით დაეხეტებოდა ქოხიდან სასაფლაომდე, სასაფლაოდან ქოხამდე. ალისიას საფლავთან იჯდა ექვსი თვის შემდეგაც, საფლავზე 140 ცალი ფერადი ვარდით ხელში. არც ერთით მეტი ან ნაკლები. -ალისია კიდევ ერთი დღე გავიდა უშენოდ, კიდევ ერთი ტანჯვით და ცრემლებით აღსავსე დღე. -ამოილუღლუღა მისთვის ცხოვრებით დაღლილმა და ჩურჩულითვე განაგრძო. -კიდევ ერთი ცივი დღე გათენდა შენს გარეშე. ეს ჩემთვის არის ცივი საყვარელო თორემ უკვე ძალიან ცხელა მალიბუში. უკვე ივნისიც იწურება. რამდენიმე დღის წინ 22 წელი შეუსრულდა ალისიას. - ჩემო ლამაზო. ვეღარ ვძლებ შენი ლამაზი ღიმილისა და მბრწყინავი, თბილი მწვანე თვალების გარეშე. ჩემო ლამაზ თვალება. -ქუდი მოიხადა, მერე აკანკალებული ხელი საფლავის ქვაზე დახატულ სურათზე მიიტანა და ფრთხილად მოეფერა. -ვიცი ჩემს გამო მოხდა ყველაფერი. გეფიცები, გეფიცები რომ შენი თხოვნის გამო ვარ ცოცხალი, იმიტომ რომ შენ გინდოდა ასე. ვიცი რომ არ გინდა მოვკვდე, მაგრამ მე ხომ მკვდარი ვარ, ცოცხალი ლეში. მაგრამ იცი რაა? მე დავიღალე ამ მდგომარეობით. უშენოდ ყოფნამ გამანადგურა, არ შემიძლია უშენობა მეტი. -საფლავთან ჩამუხლულმა თავი ძირს დახარა და მიწას მაგრად მოუჭირა ხელი. სიმწრით მოკაწრა მიწა, სისხლი შეიმჩნა თითებს შორის, თვალს კი ცრემლი წასკდა გატანჯულს. ექვსი თვე გავიდა და ჩაკვდა იცი? ჩემი სული ჩაკვდა სხეულში, იმ ცეცხლში ჩაიწვა სადაც შესვლის უფლება არ მომცეს. -მცირე პაუზის შემდეგ ხვნეშით ამოილაპარაკა და საკუთარ ხელს გახედა -შეხედე ვარდები მოგიტანე. -სურათის წინ მიწაზე კვლავ ჩამოდო ჩვევად ქცეული 140 ცალი ფერადი ვარდი. -ვარდები გიყვარს ვიცი, ყოველდღე ისეთივე მომაქვა ქორწილის დღეს რომ გაჩუქე. გახსოვს? როგორ გაგიხარდა? ვიცი იქაც გიხარია. ვიცი რომ ხედავ ვარდებს, მხედავ მე. ვარდებს უფლებას არ ვაძლევ რომ დაჭკნენ მაგრამ მე რას გავხდები მათთან ისინი ხო ჭკნებიან, ასე ვჭკნები მეც, ასე ყოველდღე მიკვდება გული. ვარდები უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე ჩემი გული. "არა, ახლა არა საერთოდ, რომ მოვკვდები ხომ მომიტან ანდრეი ფერად ვარდებს? ხომ იცი რომ ძალიან მიყვარს იგი. ხშირად თუ არა იშვიათად მომიტანე ანდრეი, ზამთარშიც მომიტანე.. ხომ მომიტან? მითხარი ანდრეი. ამ ქვეყნად ყველა ყვავილზე მეტად ვარდები მიყვარს. როცა შემეძლო ყოველთვის ვყიდულობდი. შენც ხომ მომიტან ფერად ვარდებს ჩემს საფლავზე, როცა შეძლებ ხომ მომიტან ანდრეი? " გაახსენდა ალისიას სიტყვები. -ძალიან გამიჭირდა როცა ვიგძენი რომ ჩემი არ იყავი. ჩემი გული იქ მთებში ჩარჩა. იმ სახლში ჩაიწვა სადაც შენ. ღმერთო არ შემიძლია იმ სიტყვის თქმა, არ შემიძლია სიკვდილი ვახსენო შენთან. მოკვდა, ჩემი გული მოკვდა ალისია უშენოდ. ჩემს გულში ახლა ისეთი სიცარიელეა, როგორც ამ უვარსკვლავო ცაზე წვიმის დაწყებას რომ აპირებს. -დაჭუტული თვალებით ზემოთ ახედა მოქუფრულ ცას წვიმის დაწყება რომ გადაეწყვიტა. -ჩემს გულში იყავი, ხარ და იქნები. გპირდები რომ ამ სიყვარულს შევინახავ არა ისეთს, როგორც დამიტოვე არამედ უფრო ძლიერსა და ღრმას. მერე იქ შენთან რომ მოვალ, გულში ჩაგიხუტებ ისე როგორც შენ გიყვარდა, იმ სითბოს გაგრძნობინებ რომელიც დაგაკელი. აი გულზე დაგადებ ხელს ჩემი აქ ყოფნა რომ იგრძნო. რომ იგრძნო როგორ მენატრები, რომ იგრძნო ის სიხარული იქნებ ამ გრძნობით გაგაბედნიერო. -იმ ქვის პირდაპირ წამოწვა რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი და საფლავს ხელით შეეხო. -ალისია ჩემო პატარა გოგო. -დაიღრიალა მან და ჰაერში გულსაკლავი ქვითინი გაისმა. -შვილო, როგორ იტანჯები -ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა მოხუცმა კაცმა რომელიც რამდენიმე საფლავის მოშორებით იდგა და საფლავს ასუფთვებდა. კაცი 65 წლის იყო. თვალები არ უჭრიდა ამიტომ, მუდამ სათვალეს ატარებდა. კეთილი და ძალიან სათნო ადამიანი იყო. მთელი ამ ხნის განმავლობაში დიდ ყურადღებას აქცევდა ანდრეის და მისი ტანჯვის შემხედვარე ძალიან იცოდებდა მას. -შენ ხომ ახლა იწყებდი ცხოვრებას? -ცივ საფლავზე წამოწოლილი კვლავ გულის ტკივილს გადმოცემდა - რატომ წახვედი? რატომ ღმერთო? რატომ წაიყვანე? ეშმაკმაც დალახვროს. -ზემოთ აიხედა მან და სახეზე მოქუფრული ციდან წამოსული წვიმის წვეთი დაეწვეთა. გულში დაგროვილ ბოღმას გასაქანი მისცა. გულიდან ამოუშვა დაგროვილი ტკივილი. -სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს და ეს მსხვერპლი მეც უნდა გამეღო, რადგან შენ არ დამეკარგე ჩემო სიცოცხლე. -გიყვარდეს შვილო. იტირე, ბევრი ილოცე. გიყვარდეს ყველა, იცხოვრე კეთილად. არ იყო ვინმეს წყენის მიზეზი და ეყვარები ყველას. გაეცი სიკეთე. იგრძენი უფალი. -ვგრძნობ მოხუცო. მოხუცი ანდრეის წამოდგომაში დაეხმარა. საფლავიდან ქუდი აიღო და მიაწოდა. მერე სახლში შეიყვანა და იქ დატოვა. გამობრუნებულს კი სახლის ზღურბლზე ბენი შემოხვდა. -როგორ ხარ მოხუცო? -ხელი ჩამოართვა ბენმა. -კარგად შვილო, შენ როგორ ხარ? -ძველებურად. -გაუძელით შვილო, ყველაფერი კარგად იქნება. ტკივილი ჩაივლის. -არა მგონია. მე ჩემს დაიკოს პირობა მივეცი რომ მთელი ცხოვრება დავიცავდი და ბედნიერი იქნებოდა, მაგრამ. -ყველაფერი კარგად იქნება. -ხელი დაადო ბეჭზე გასამხნევებლად. -იქნებ წაიყვანო შენი ძმა სახლში ცოდოა აქ, იტანჯება. -მეც მაგას ვცდილობ ყოველდღე მაგრამ არ გამომდის. სახლშია ახლა? -ქოხისკენ გაიხედა ბენმა. -ახლახანს შევიყვანე. ვიცი რომ გიჭირთ მის გარეშე, მაგრამ უნდა გაუძლოთ. ცხოვრება ასეთია ზოგი მიდის, ზოგი მოდის. გეტყობათ რომ ორივეს გიყვარდათ ძალიან. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. -უსამართლოა ცხოვრება მოხუცო. ის ხომ მხოლოდ 21 წლის იყო. -ცრემლები დაუგროვდა თვალებში ბენს. -როცა ასე ძალიან გიყვარს ადამიანი რთულია მას უთხრა, მოდი რა შენ ახლა დაივიწყე წარსული, ცხოვრება წინ არისთქო. რთულია ასე. -ღმერთმა ხელი მოგიმართოთ შვილო. -მოხუცი მესაფლავე ბენს გაშორდა. ბიჭმა თვალი გააყოლა მხრებში ოდნავ მოხრილ მოხუცს, მერე მზერა პატარა ბაღზე გადაიტანა რომელიც ანდრეიმ გააშენა და სადაც ფერად ვარდებს, სხვა და სხვა ფერის ასტერსა, კესანესა და გვირილებს ზრდიდა. ყოველდღე უვლიდა მათ საკუთარი შვილივით და მერე ალისიას საფლავს ამშვენებდა. ბენმა კიდევ ერთხელ სევდიანად მოიხედა ირგვლივ და სახლის კარები შეაღო. ანდრეი დივანზე დაწოლილი ჭერს მიშტერებოდა ცრემლიანი თვალებით და ხელში ალისიას სურათი ეჭირა. -როგორ ხარ ანდრეი? -კარები მიხურა ბენმა და ოთახში შევიდა. -როგორ უნდა ვიყო ბრაიან? -კვლავ ჭერს გაჰყურებდა იგი. -ბენს არაფერი უთქვამს, ფანჯარას მიუახლოვდა და გამოაღო. მერე სავარძელზე ჩამოჯდა, დოქიდან წყალი ჩამოასხა და პირზე მიიყუდა. იგი ექვსი თვის განმავლობაში ყოველდღე ასე იქცეოდა. ყოველდღე მოდიოდა ანდრეისთან რომ ის გაემხნევებინა. ყოფილიყოს ერთადერთი ძმის გვერდით ეს საკმარისი იყო მისთვის, თუნდაც მთელი დღის განმავლობაში სიტყვა არ ეთქვათ ერთმანეთისთვის. ისხდნენ ასე ორივენი და გრძნობდნენ რომ ჰყავთ ერთმანეთი ჭირსა თუ ლხინში. ხან ემილი მოდიოდა ლუკასთან ერთად. მოვიდოდა იგი სახლს დაულაგებდა ანდრეის, საჭმელს გაუმზადებდა და ისევ მიდიოდა. ანდრეის გამხიარულებას კი ლუკასიც ვერ ახერხებდა. ბავშვი რომელიც უსაზღვროდ უყვარს ანდრეის. გულდაწყვეტილი და ნაწყენი ლუკასი სირბილით მიირბენდა ხოლმე მამასთან და ანდრეის ცრემლებსა და უხასიათობას შესჩივლებდა ხოლმე. ყველანი ერთად ხან კი ცალ-ცალკე ალისიას საფლავს სტუმრობდნენ და ყველა თავის წილ ცრემლს საფლავზე ღვრიდა. -იცი ბრაიან? -თქვა ანდრეიმ. ის დღე კი როცა იგი საუბარს იწყებდა ზეიმი იყო ბენისთვის და სიამოვნებით უსმენდა მას, რადგან მისი ხმის ნოტებს მონატრებულიც კი იყო იგი. -მინდა დინარა ცოცხალი იყოს. ალისიას სიკვდილისთვის დავსჯიდი. ჩემი ხელით მოვკლვადი მას. ასე კი უსარგებლოდ ვგრძნობ თავს. არარაობა ვარ. არაფერი შემიძლია. -ნუ იტანჯავ ამაზე ფიქრით თავს. უბრალოდ ალისია გულში გყავდეს, იქ შენთან და მის ხსოვნას გაუფრთხილდი. -ამოღერღა ბენმა. -ბრაიან მაპატიე მაგრამ გთხოვ მარტო დამტოვე. ვიცი იმიტომ მოდიხარ არ გინდა მარტო დამტოვო. გინდა დარდი გაიქარვო. ცდილობ თავი შეიკავო მაგრამ ვიცი რომ ძალიან გტკივა ალისიას დაკარგვა. მაგრამ მეც გამიგე ბრაიან. მე ერთად ერთხელ შემიყვარდა და ისიც დავკარგე. -სურათს დახედა და კვლავ ჭერს დაუწყო ცქერა. -ეს რა არის? -სიბეაზისგან წამოენთო ბენი და ანდრეის ჯიბეს წაეტანა საიდანაც თავი უფერულ პაკეტს მოუჩანდა რომელშიც თეთრი ფხვნილი ეყარა. -არაფერი. -მდივნიდან წამოხტა ანდრეი და ხელი ღრმად ჩაყო ჯიბეში რათა ეს უცნაური პაკეტი დაემალა. -ეს რა არის-თქო გეკითხები. -კბილები გააღჭრიალა ბენმა და ძმას მივარდა, ჯიბეს ხელი სტაცა და ისე უხეშად ცდილობდა შიგ ჩაძრომას სადაც იყო ჯიბეს მოაგლეჯდა. -არაფერი. არაფერი არ არის. მომშორდი. -ანდრეი გაფითრდა, მერე ხელი ჰკრა ძმას და მოიშორა. თვალდაუხამხამებლად უყურებდა ბენი ძმას, ისე როგორც დამშეული ცხოველი მსხვერპლს, კბილები ისე მაგრამ ჰქონდა ერთმანეთზე დაჭერილი ჩაეფშვნებოდა კიდეც, სუნთქვა გახშირებოდა რა სიამოვნებით მივადებოდა მას და ჭკუის სასწვლებლად ძალიან მაგრად სცემდა, ისე რომ გამოფხიზლებულიყო და თავი სიცოცხლეში სისულელეები აღარ ეკეთებინა. -კარგი. გითხრა ეს რა არის? -ჯიბეში უხეშად ჩაიყო ხელი და პაკეტი ამოაძვრინა. -ხელში ნარკოტიკი მაქვს და ვფიქრობ მივიღო. -ღრმად ჩაისუნთქა ანდრეიმ და პაკეტიანი ხელი დაბლა დაუშვა. -მაგრამ არ მიგიღია. -მშვიდად მიუგო ბენმა -ახლა კი მომეცი ეგ საწამლავი. -არა! მინდა რომ არ ვიგრძნო. გრძნობების გამორთვა მინდა. როგორ მოვახერხო ეს? -გაჩერდი! უნდა იგრძნო, უნდა გიყვარდეს, უნდა გძულდეს, უნდა გტკიოდეს და ამასთან ერთად ტკივილს უმკლავდებოდე. ახლა კი დაივიწყე ეგ წყეული ნარკოტიკი და გძნობებს მიეცი უფლება გზა იპოვნონ. -შენ ეს არ იცი. საყვარელი ადამიანის ფერფლთან შენ არ გიტირია, იმასთან ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. გავცქერი ცხოვრებას და მტკივა წარსული. ვერც აწმყოს ვხედავ პერსპექტიულს. გესმის ეს რას ნიშნავს? არა, არ გესმის. რატომ? იმიტომ რომ შენ არ გადაგიტანია ის რაც მე განვიცადე. არ შემიძლია მის გარეშე ცხოვრება. ალისია მოკვდა და მინდა ეს ტკივილი გაქრეს. აჰა, ხედავ? -ანდრეიმ პაკეტი გახსნა და ოთახის კუთხეში მდგარ ნაგვის ურნაში ჩაყარა ფხვნილი. -ალისია ვერ დავიცავი, ვერ გავუფრთხილდი მას. -ზურგი აქცია ძმას და ფანჯარასთან მივიდა, გარეთ გაიხედა და მზერა ეზოს ვარდებს გაუსწორა. -ვიცი ახლა როგორ გამოვიყურები, ჩემში ახლა ჯოჯოხეთია. ჰო ზუსტად, მე ახლა გულში ვტირივარ, ამიტომაც შეინახე შენი აზრები გულში, იცი რომ მის გარეშე მოვკვდები. -ვიცი და ამიტომ ვფიქრობ შენზე. -ბენმა თვალები მაგრად დახუჭა, საკუთარ თავში იპოვა ძალა მშვიდად ყოფილიყო და თქვა. - მოდი მე წავალ. იფიქრე. საღამოს მოვალ.კარგი? -კარგი ბრაიან, გელოდები. -თავს გაუფრთხილდი ანდრეი. -ბეჭზე დაადო ხელი და კარებში გასვლისას თავი დახარა და სახლიდან გავიდა. ანდრეი ფეხზე წამოდგა. მოღუშული და ჩაფიქრებული სახე ჰქონდა. გაღებულ ფანჯარას მიუახლოვდა, დარწმუნდა რომ ბენი მანქანაში ჩაჯდა, წასულად დაიგულა და უკან მობრუნებულმა მთელს ოთახს თვალი მოავლო. ირგვლივ კედლებს ალისიას სურათები ამშვენებდა. მათი ქორწილის სურათები რომლებზეც ბედნიერი იღიმოდა და ვერასდროს წარმოიდგენდა ცხოვრების ასეთ დასასრულს. ნელი ნაბიჯით თავდახრილი მივიდა ტელევიზორთან, მუხლებზე დამდგარმა მათი ქორწინების ვიდეო ჩართო, იქვე ტელევიზორის წინ მდივანზე მიჩოჩდა და ტელევიზორს მიაცქერდა. წყნარი მუსიკა ჩაირთო, ერთმანეთთან ჩახუტებულები ნაზად ირხეოდნენ მუსიკის ფონზე და ტკბილ ჰანგებს აყოლილნი კვლავ ბედნიერად იღიმოდნენ. პულტი აიღო და კადრი გააჩერა. ახლოს მოიყვანა ალისიას სახე ეკრანთან. ლამაზი მწვანე თვალები, თბილი, სპეტაკი ღიმილი, მსუბუქი მაკიაჟი და აწეული თმები. იგი შესანიშნავი იყო. ტელევიზორთან ახლოს მივიდა ანდრეი და იქვე ჩაიმუხლა. ეკრანს გადაუსვა ხელი და ალისიას სახეს მოეფერა. სწრაფად მოსწყდა მწვანე თვალებს ცრემლი და უკვალოდ დაიკარგნენ მის ლოყაზე დაბუდებულ წვერებში. გული სტკივა ძალიან, წარმოუდგენლად სტკივა. გული, სული ეწვოდა. ნიკაპ აკანკალებული ღვარღვარა ჰღვრის ცრემლებს. ხელებში ჩარგო თავი ძლიერად აქვითინდა. ორივე ხელით ცრემლები მოიწმიდა და ტელევიზორის ეკრანთან ახლოს მისულმა ალისიას ტუჩებზე აკოცა. ფეხზე წამოდგა, ბარიდან ვისკის ბოთლი ჩამოიღო და სავარძელზე გადაწვა. ერთი ყლუპი მოსვა, მეორე, მესამე. რამდენიმე წუთში მთელი ბოთლი გამოცალა და წინამდებარე ბოთლებთან გაუყენა გზას. ახალ ბოთლს რომ წაეტანა გიგასთან საუბარი გაახსენდა " კარგია რომ ღვინო არ გიყვარს, სასმლით არ არის ალისია აღფრთოვანებული." საკუთარი თავის უსუსურობით გაღიზიანებულმა ბოთლი მთელი ძალით მიანარცხა კედელზე, ვისკი ცალკე დაიღვარა ძირს, ნაფშვენები ცალკე დაიყარა. ჰო, მაშინ ჯერ კიდევ ვერ გრძნობ ტკივილს, როცა სახლში გყავს და როცა უამრავი ხალხი ირევა შენს ეზოში, სახლში, თვალებში. დღე, როცა მას ფეხებთან უზიხარ და ვერ ხედავ მის სახეს, ხელებს, თვალებს, თმებს, ხედავ მხოლოდ გულს ისიც მაშინ როცა თვალებს ხუჭავ, თვალდახუჭული ხედავ მის კალთაში შენ თავს, შენს თმებში მის თბილ ხელებს, გესმის მისი სუნთქვა და ეხუტები მის თბილ გულს. ღამდება, მხოლოდ ღმერთმა იცის რა ტკივილიან გზას გადიხარ დაღამებამდე. დასაძინებლად მიდიხარ, მარტო რჩები შენს ტკივილთან და ბალიშთან. ბალიში გრძნობს შენს ცრემლებს და ტკივილს. აქ უკვე გრძნობ რომ თითქოს ეხები მას და უფრო მეტად შეიგრძნობ მის არარსებობას, რომ ის არასოდეს დაბრუნდება. სული გეწვის, გული გამალებით გიცემს, თვალები გისივდება, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამ შეგრძნებებს როცა იცი რომ ის აღარ გყავს. სული გეხუთება, თითქოს მარწუხებივით გიჭერს რაღაც ყელში. ტკივილში გათენდება. ჩაგეძინება და სიზმარში ნახავ. გათენდა.. თვალს ახელ და ირგვლივ მოატარებ მზისგან გაკაშკაშებულ ოთახს. სიზმარია?! ისმის კითხვა. მოლოდინით გევსება გული, მაგრამ გუშინდელი ნამტირალევი დასიებული თვალები გტკივდება და გული კვლავ გამალებით იწყებს ცემას. "ნეტავ რა უხარია მზეს? ჩემს თავს ასეთი უბედურება ხდება' ჩადი მზეო რატომ გინდა სიხარულით ამივსო გული? ამიერიდან ჩემს გულს არაფერი გაახარებს?" საწოლიდან ადგომა არ გინდა, გინდა რომ მოკვდე რადგან არ სრულდება უიმედობა, უსაშველობა. დგები... ოთახის კარს აღებ, თავბრუ გესხმის და გონება გებინდება, ყურში მისი ხმა ჩაგესმის და გიხარია. მარტო ხარ, შენ და ოთხად შეჭედილი ოთახი. თავს ხრი და ცრემლებთან ერთად ჩურჩულებ: დაბრუნდი... დაბრუნდი, გთხოვ... თვეები გადის.. ერთი.... ორი.... სამი.... ისევ იგივე მეორდება, ისევ უსაშველო განცდები.. ისევ რამდენიმე თვე და მომდევნო, დარჩენილი წლები. სიკვდილის ბოლომდე. საფლავთან დგახარ, გულზე ხელს ადებ, თავს ხრი და კვლავ ჩურჩულებ. დაბრუნდი. დაბრუნდი გთხოვ. ყველაფრით დაღლილმა სიცოცხლე მოიძულა. მისთვის ცხოვრებამ ფერი დაკარგა. დარდს, ტკივილის, ტაჯვას მისი ხელი ეჭირა და მის გულს გრძნობდა. ვეღარ გაუძლო მარტომ ასეთ ყოფას.ფეხზე წამოდგა, გონება გათიშულმა აზრმიუტანებლად, ურეაქციოდ მყოფმა მდივნის უკან გადასწია ხელი და ბენზინით სავსე ორი კასრი გადმოიღო. ჰმ?! რამდენი ხანი ფიქრობდა ამაზე? სწრაფად მოხსნა თავი და ირგვლივ მოსხმა დაიწყო. ფარდებს, ავეჯს. კედლებს გახედა, ალისიას მომღიმარ სახეს დააშტერდა და კასრი დაბლა დასწია. "მაპატიე, მე შენს გარეშე მეტი არ შემიძლია" თქვა და თავისი საქმიანობა განაგრძო. ბენზინი ტელევიზორს გადაასხა სადაც კვლავ ალისიას მომღიმარი სახე უყურებდა. იატაკი სულ მორწყო. ცარიელი კასრები იქვე მიაგდო და ჯიბიდან ასანთის კოლოფი ამოიღო. ერთი ღერი კოლოფს გაჰკრა, ცრემლი აბრჭყვიალდა ასანთის თავზე მომდგარ ცეცხლის ფონზე. ასანთის ღერს დაშტერებული გონება გაეთიშა. აღარაფერზე ფიქრობდა, არ ჰქონდა სინანულის განცდა. ფიქრობდა ტკივილზე რომელსაც განიცდიდა და ვერაფრით შესძლო ეძლია მასზე. ჩამქვრალი ღერი ძირს დააგდო და მეორეს მოუკიდა. წინას ნაცვლად ესეც ხელში ეჭირა და ზედ დასცქეროდა. სულიერი ტკივილიდან თავის მოკვლის სურვილამდე ერთი ნაბიჯია. ადამიანები სუსტი არსებები ვართ. არ შეგვიძლია ტკივილს გავუმკლავდეთ. "-მე რომ მოვკვდე ხომ იცოცხლებ, დიდხანს იცოცხლებ ანდრიე. ჩემი სიყვარულისთვის უნდა იცოცხლო. გესმის ანდრეი? -ალისია საყვარელო რას ამბობ. შენს გარეშე წამიც არ მინდა ვიცოცხლო. -ანდრეი დამპირდი გთხოვ. -გპირდები. -მპირდები? -გპირდები ჩემო სიცოცხლე. ახლა კი აღარასდროს გესმის? არასოდეს ილაპარაკო სიკვდილზე. შენ დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებ ჩემს გვერდით " გაახსენდა ალისიას სიტყვები... "მაპატიე ჩემო სიცოცხლე" თქვა და ანთებულ ასანთს ხელი გაუშვა. ცეცხლი სწრაფად მოედო იატაკს. ანდრეი მშვიდი სახით მივიდა დივანთან, წამოწვა და კვლავ ჭერს მიაშტერდა. ალისიას სურათი ხელში მაგრად დაიჭირა, გულზე დაიდო და თვალები დახუჭა. "იცი? მაშინებს ჩემი მოულოდნელი ბედნიერება ანდრეი!" "მიყვარხარ ჩემო ძვირფასო ქმარო" ცეცხლი კვლავ აგრძელებდა მოძრაობას, იგი უკვე ფარდებს მოედო. "არა, ახლა არა საერთოდ, რომ მოვკვდები ხომ მომიტან ანდრეი ფერად ვარდებს? ხომ მომიტან. მითხარი ანდრეი. ამ ქვეყნად ყველა ყვავილზე მეტად ვარდები მიყვარს. როცა შემეძლო ყოველთვის ვყიდულობდი. შენც ხომ მომიტან ფერად ვარდებს როცა შეძლებ ხომ მომიტან ანდრეი? " -ვერ მოგიტან ალისია! ვეღარ მოგიტან ფერად ვარდებს! ვერა! მაპატიე ჩემო სიცოცხლე. გაგჩენიათ თავის მოკვლის სურვილი როდესმე? იცით ამ დროს რა გზას გადის გული. გონება როგორ ცდილობს შეაღწიოს, თავში დატრიალებული აზრი შემოაფლითოს გულს და გადააფიქრებინოს უდიდესი ცოდვა. იცით? რას გრძნობს ამ დროს ადამიანი როცა ასეთი საშინელების ჩადენა განუზრახავს? დაფიქრებულხართ როდესმე? დაფიქრებულხართ რა უბედურება გადაიტანა. თავისი წილი ბედნიერება ვერ განიცადა ცხოვრებაში. არ გავამართლოთ თვითმკვლელობა, მცდელობაც კი. მაგრამ შევეცადოთ ხელი ავაღებინოთ ამ საბედისწერო გადაწყვეტილებაზე. დავეხმაროთ. თქვენ ხომ არ იცით რა გზას გადის თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე? და რა ძალის მოძებნა სჭირდება თავის თავში რომ უკუაგდოს. თუ არ გამოგიცდია. ამას ვერასოდეს გაიგებ. დაფიქრებულხართ როდესმე ამაზე? ცეცხლის ალი უკვე ყველგან მოედო. სახლში წარმოუდგენლად დაცხა. დივანს სადაც ანდრეი იწვა ცეცხლის ალი უახლოვდებოდა თანდათან. კვამლმა გაბურა სახლი. თითქმის მთლიანად დაეპატრონა ცეცხლი პატარა ქოხს. კვამლმა პირველ რიგში ღია ფანჯრებში გააღწია, რომელიც ბენმა დატოვა ღია. *** -რა ხდება? -ერთ-ერთი საფლავის წმენდას მოეშვა მოხუცი, ფეხზე წამოდგა, ოფლი მოიწმინდა და ირგვლივ მიმოიხედა. -შვილოო. -სახეზე იტაცა ორივე ხელი, თითქმის მთელი სახე ჩსმოიხოკა. შეშინებულმა სწრაფად აკრიფა სახანძროს ნომერი და ქოხისკენ გაემართა და სირვილით, ისე როგორც მისმა სუსტმა ფეხებმა მისცეს გაქცევის საშუალება. ანდრეი ძალიან შეუყვარდა, მას თვლიდა როგორც შვილს რომელიც არასოდეს ჰყოლია, ძალიან ეცოდებოდა იგი და ყოველთვის ცდილობდა მისთვის სიკეთე გაეკეთებინა. სირენის ხმა. მეხანძრეები. სამართალდამცავები. ექიმები. ყველანი მობილიზებულნი იდგნენ და ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. რამდენიმე წამში სწრაფად მომავალი მანქანა შედგა მინდორზე. იქედან სახეშეშლილი ბენი გადმოვიდა და ცეცხლმოკიდებული სახლისკენ გაიქცა. -იქ ვერ შეხვალთ. ყველაფერი ცეცხლშია გახვეული. -სამართლდამცავი წინ გადაუდგა და შესვლის ნება არ მისცა. -მომშორდი საცოდავო. სწორედ იმიტომ შევდივარ რომ იქ ყველაფერი იწვის.-გაუძალინდა ბენი. -ერთხელ დავუშვით ეგ შეცდომა, არ გაბედოთ და გზაზე არ გადამიდგეთ. -აღრიალდა იგი და რამდენიმე სამართლდამცავისგან თვის განთავისუფლებას შეეცადა. -ველოდო როდის იქცევა ჩემი საკუთარი ძმა ფერფლად? -ბიჭმა ძალა მოიკრიბა, რამდენიმე სამართალდამცავი მიწაზე გააგორა, რამდენიმეს მისი მუჭი მოხვდა, მათი დავნეულობით ისარგებლა, თავი თავისუფლად დაიგულა და ცეცხლისგან გაექანა. -ანდრეი! ანდრეი! -სახლის უკანა კარები შეამტვირია ბენმა. -ანდრეი, გესმის ჩემი? - სულ 3 ოთახიან სახლში ყველა ოთახი მოიარა ბენმა თუმცა დიდი დრო დაკარგა, რადგან ცეცხლს შთაენთქა ხის კედლები. ჭერიდან ცეცხლმოკიდებული ხის ნაჭრები სცვიოდა. კვამლს ოთახები მოევლო. ხელით ცდილობდა ნაცრისფერი კვამლის მოგერიებას. კვამლმა თვალები აუწვა და დაუნისლა. სამზარეულოს გავლით იმ ოთახში მოხვდა სადაც გონ დაკარგული ანდრეი იწვა ჯერ კიდევ ცეცხლ მოუკიდებელ მდივანზე. ბენი სწრაფად მიიჭრა მასთან და თავი მაღლა წამოაწევინა. იგვლივ მიმოიხედა, ცეცხლმოკიდებული ფარდა ძირს ჩამოვარდნილიყო და ცეცხლის ალი ფანჯარას მოდებოდა. სამზარეულოში გაიქცა, ონკანი მოუშვა და იქვე მდგარი რკინის სათლი წყალს შეუშვირა. პერანგი სწრაფად გაიხადა და წყალში ამოავლო, მერე სათლით ხელში ანდრეისთან დაბრუნდა, წამოაჯინა და უკვე სველი პერანგი მოაფარა, წყლის ნახევარი თავზე გადაასხა, ასევე მოიქცა თავის თავზე ამით ბენმა გავარვარებული ცეცხლისგან დაიცვა თავი. მუხლებში მოიკეცა, ანდრეის გვერდით ამოუდ, მისი ხელი ბეჭზე გადაიდო და წვალებით კარებისკენ დაიძრა. შიში გამქრალიყო, ვეღარც ცეცხლის აღქმა შეძლო მის თვალებმა, ერთადერთი რასაც იგი ახლა გრძნობდა ძმის გადარჩენაა. ეს ის შემთხვევა იყო როცა საკუთარი თავიც არ გენანება სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. კარებში ჩამოვარდნილი ჭერი ცეცხლით იყო ალმოდებული და გასვლას ვერ ახერხებდა. ბენი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ერთ მხარეს უგონო ძმა, მეორე მხარეს ცეცხლმოდებული იატაკი რომელიც კარებში გასვლის უფლებას არ აძლევს. მეხანძრეებიც არსად სჩანდა მხოლოდ მათი გაურკვეველი სიტყვები აღწევდა ბენის ყურებამდე. ანდრეის გაჭირვებით მოაძრო სველი პერანგი და სასტუმრო ოთახიდან მთავარ შესასვლელ გამავალ კარებში დააფინა, მერე ძმას მაგრად მოხვია მკლავდები ასე თითქოს ცეცხლის ალისგან იცავდა მას და სწრაფად გადაატარა სველი პერანგით დაფარულ გასასვლელზე. გარეთ შეშინებული სახეები ერთმანეთს აწყდებოდნენ. შესვლას ვერ ბედავდნენ, გარეთ კი მეხანძეებთან ერთად სამართალდამცავები ცილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. თავის მხივ ექიმები წინასწარ ამზადებდნე საკაცეს ანდრეისთვის, მაგრამ შიშობდნენ რომ საკაცე უკვე ბენისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნებოდა.დიდი დრო იყო გასული. ის ის იყო ქოხში შესასვლელად მოემზადნენ, რომ ცეცხლის ალმა ფანჯრებში იფეთქა და უზარმაზარ ღრუბლად შეგროვდა ჰაერში. ზოგმა შიშით დაიხია უკან, ზოგი კიდევ ცეცხლის ძლიერმა ალმა დასწია უკან. მათ სმენას ბენის ხმა მისწვდა, ცეცხლმოკიდებული სახლიდან ძლივს ფორთხვით მოათრევდა ძმას. დღის სინათლე. მზის სხივებმა მოსჭრა ბენს თვალი. მეხანძრეები შლანგ მომართულები. ექიმები ლუჩენკოების მოლოდინში. ანდრეი მიწაზე დააწვინეს და ექიმები ძმებთან განაწილდნენ. რატომ ხდება ასე? რატომ ინგრევა ურთიერთობები? რა არ არის საკმარისი? გრძნობა თუ პირიქით ზედმეტია ეს ყველაფერი. განშორებას მომაკვდინებელი სიმარტოვე და უძლურება მოჰყვება. არაფერია იმაზე უარესი ვიდრე ობლად დარჩენილი სიყვარული, გაუხსნელი კარი. უსიამოვნო და საშინელია მარტო ყოფნა. მეორე ნახევრის არარსებობა, სიცარიელეში თავის ამოყოფა და აღმოჩენა რომ სიყვარულის განაწილება კი არა მხოლოდ შენ გიწევს ამის ტარება. ცოდვაა სიყვარულში დაკარგული ადამიანი. კედლებს ეხეთქები, ნაპირს ვერ ამჩნევ, ვერ ხედავ, ვერ გრძნობ თუ იქნებ არ გინდა დაინახო, არ გინდა იგრძნო და არ გინდა ვერ შეამჩნიო. საკუთარი თავი აიძულო, იტანჯო და უსიყვარულობაში ბრალი დადო. -თავი დამანებეთ. -მიწიდან წამოიწა ბენი და ექიმებს ანდრეისკენ მიუთითა.-მას მიხედეთ. -მას უკვე სინჯავენ. -მკერდზე ხელი დაადო ექიმმა და დაწოლისკენ უბიძგა. -გადაარჩინეთ თორემ შვილს გეფიცებით ცოცხალი ვერ გადამირჩებით.-უხეშად მოიშორა ექიმები და ანდრეისთან მიიჭრა. მუხლებზე დადგა. მისი თავი მუხლებზე დაიდო და სიცოცხლეს ეხვეწებოდა. -შენ ჩემი უფროსი ძმა ხარ. სამყაროში არ არსებობს არაფერი რასაც შენს გამო არ გავაკეთებ. არ მოგცემ უფლებას თავი გაინადგურო და სიცოცხლე შენი ხელით მოისპო, ამას მე გავაკეთებ თუ საჭირო გახდა. ახლა კი გაახილე, გაახილე ეგ თვალები. -ხველებამ შემოუტია და სუნთქვა გაუძნელდა. გადაბმულად აგრძელებდა ხველებას, სულ უფრო მეტად უჭირდა სუნთქვა. უჰაერობა იგრძნო. თავბრუ დაეხვა, გულის რევის შეგრძნებამ მოუმატა, თვალებს ახამხამებდა და ტვინს უძალიანდებოდა. მისთვის ყველაფერი ბუნდოვანი გახდა და თვალის დახამხამებაში ძმის გვერდით გაიშხლართა. მეხანძრეებმა ცეცხლი ჩააქვრეს. ბიჭები საკაცზე დააწვინეს და მანქანაში შეაცურეს. სასწრაფოს მანქანებს ძმები გადაჰყავთ საავადმყოფოში. მდგომარეობა მეტად გართულდა, რის გამოც ექიმებმა ორივე ძმები სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. *** -როგორი სიტუაცია გვაქვს? -ექიმისგან ანკეტას ავსებს ექთანი. -თუ არ ჩავთვლით იმას რომ ერთი კვირა გავიდა მათი საავადმყოფოში მოყვანის დღიდან გონს არცერთი არ მოსულან. -ტუჩები მოკუმა ექიმმა.-მართალია მათი მდგომარეობა რთულია მაგრამ სტაბილური. უჰაერობა აქვთ ორივეს. ვერც ბენის ფილტვებმა შეძლო გაეძლო კვამლისათვის. მათი გონს მოსვლის დრო არ ვიცი ძლიერი ბიჭები სჩანან. თუმცა არ ვიცი -უიმედოდ გაასავსავა ხელები ექიმმა. -ბენის მდგომარეობა უფრო მაფიქრებს, მისიცმეუღლის თქმითთ ბავშვობაში ფილტვების ანთება ჰქონია, რაც რთულად გადაუტანია ხშირად სცივდებოდაო.უსახსრობის გამო კი შესაბამის მკურნალობას ვერ უწევდნენ. -ცნობილი მსახიობი და ბიზნესმენი. ადამიანები რომლებიც სჩანან რომ არაფერი აწუხებთ ამ ცხოვრებაში, მათი ცხოვრება გართობა და ქეიფია თუმცა ხალხმა არ იცის რომ მათ ზოგჯერ უბრალო ადამიანთა შორის ყველაზე მეტად უჭირთ. -თქვა ექთანმა. -ბედის ირონიაა. უსახსრობის გამოვო. ახლა ფული თავზე გადასდით მაგრამ მათი სიცოცხლე უფლის ხელშია. ბენის მეუღლე, თავს ადგას, საცოდავი გოგო წამითაც არ შორდება ძმებს. სამწუხაროა როცა უფლისგან ნაბოძებ სიცოცხლეს საკუთარი ხელით გადაწყვეტ ბოლო მოუღო. ახლობლები კი ისევ უფალს შესთხოვენ აპატიოს ეს შეცდომა და შეჰმატოს ის წლები რომელიც უმადურობად ეთვლება ადამიანს. ნაწყვეტ ნაწყვეტ აცნობს ექიმი პაციენტების მდგომარეობას ახალ ექთანს. -და ბენ ლუჩენკო? -გაუკვირდა ექთანს რომელსაც ვერ გაეგო ანდრეის თვითმკვლელობის მცდელობის გამო რატომ იყო მისი ძმა იგივე მდგომარეობაში. ექთანი იპრველად იმყოფებოდა მათ პალატაში და თავიდანვე ცდილობდა გარკვეულიყო ვითარებაში. -ბენი ძმის გადარჩენას შეეცადა, მაგრამ რამდენად მოახერხა ეს ჯერ არავინ იცის. -ბენის მეუღლე მეცოდება. -გულწრფელად უთანაგრძნო ექთანმა და ანკეტა დახურა. მთავარმა ექიმმა, ერიკ ოლივერმა საუბარი დაასრულა. *** საავადმყოფო. წამლებისა და საავადმყოფოს კედლების სპეციფიკური სუნი. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მდგომარეობა საავადმყოფოს პერსონალისა და მის ხშირ სტუმართათვის. თუმცა უცნაური და არასასიამოვნოა მათთვის ვინც იშვიათად სტუმრობს მას. ზოგისთვის ეს ფულის გამომუშავების, ზოგისთვის სამკურნალო დაწესებულებაა.უჩვეულო არაფერი. წამლების უსიამოვნო სუნი, უმეტესად ცისფერი კედლები ზოგან შეიძლება თეთრიც იყოს მაგრამ საავადმყოფო ცისფერი კედლები, თეთრი კარები და ფანჯრებია, ასევე მაღალზე, პატარა ფორთოჩკები. საავადმყოფოში შემოსვლისას ალბათ ყველაზე მეტად უსიამოვნო შეგრძნებები უჩნდებათ ადამიანებს, აქ ჯერ უბედურებას წარმოიდგენენ შემდეგ კი სიცოცხლის გახანგრძლივებას და ადამიანების გადარჩენას. აქ ყველგან გაჭირვებული ადამიანის გამოწვდილი ხელებია, ზოგის ხელს უჩნდება ჩამჭიდებელი, ზოგი კიდევ სამუდამოდ გაწვდილი რჩება. თხუთმეტ სართულიან საავადმყოფოში, რომელიც ლოს-ანჯელესში საუკეთესოა ჩვეულებრივ ცისფერი ფერები სჭარბობდა. სადად მაგრამ ძალიან ლამაზად შეღებილი კედლები. უამრავი ცნობილი მხატვრის შესრულებული ასევე ცნობილი ნახატები. ეტესად სალვადორ დალი. უამრავი დიპლომი და სერთიფიკატი.. მესამე სართულზე გვერდი გვერდ პალატაში ძმები ლუჩენკოები იყვნენ მოთავსებული, რომელთა პალატები იზოლირებული იყო სხვათა პალატებისგან. ბიჭების მდგომარეობა არ იცვლებოდა. ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ იმისთვის რომ ისინი ცხოვრებისკენ მოაბრუნონ. ემილი გრეჰემი, გაფერმკრთალებული სახით და უძინარი თვალებით ხან ბენის პალატის კარებთან იჯდა.ხან კი ანდრეის. ბილიკს მიუყვებოდა. იქ სადაც სიცარიელე იყო. მხოლოდ აქა-იქ კენტად თუ გაივლიდა ადამიანები. ხელში ფერადი ვარდები ჩაებღუჯა. ერთი მეტრის სიმაღლის რკინის ჭიშკარს აღებდა და სასაფლაოებს შორის ნაცნობ ადგილს მიუყვებოდა. საფლავთან ჩამოჯდებოდა, ვარდებს ლარნაკში ჩადებდა, მერე ისევ ცივ საავადმყოფოს უბრუნდებოდა, იქ სადაც ყველგან პაპარაცები და ჟურნალისტები იყო ჩასაფრებული, გულშეწუხებულ გოგონას წინ გადაეღობებოდნენ და უამრავი სულელური შეკითხვით გულს სტკედნენ. იგი საავადმყოფოს ეკლესიაში საათობით ატარებდა დროს, გამუდმებით ლოცულობდა საყვარელი მეუღლისა და მაზლის გამოჯამრთელებისთვის. დილის 03:45 წუთი იყო. ძმების პალატებს ნომერ 306 და ნომერ 308 -ს შორის წინ სავარძლები იდგა. ემილის გულზე ხელებდაკრეფილს თავი გვერძე გადადებულ ცოტას წასთვლემდა ხოლმე. -306 პალატაში სასწრაფოდ ექიმი გამოიძახეთ -პალატის კარებში თავი გამოჰყო შავგრემანმა ექთანმა და დერეფანს თვალი მოავლო. ემილიმ სწრაფად წამოჰყო თავი, თვალები მაგრად დახუჭა და გაახილა, ამით შეეცადა სიფხიზლე შეენარჩუნებინა. -რა ხდება? -იკითხა რამდენიმე წამის წინ ჩაძინებულმა გოგონამ. თვალი აფუსფუსებულ დერეფანს მოავლო. სავარძლიდან სწრაფად წამოდგა, ჩანთა იქვე მიაგდო და კარებს მიაწყდა. -როგორ არის? -ჰკითხა ექიმს რომელმაც თეთრი ხალათის ფრიალით ამოირბინა კიბეები და 306-ე პალატის კარებთან აქოშინებული შედგა. ექიმმა ყური არ ათხოვა ქალს და ოთახში შეიჭრა. ვერ ისვენებდა ემილის აფორიაქებული გული და უკან მიჰყვა. -როგორ არის? -შესანიშნავად. -გაუღიმა ექთანმა და თვალი ოთახში შემოსულ საავადმყოფოსთვის მეტად შეუფერებელ სამოსში გამოწყობილ ექიმს შეავლო, რომელიც თეთრ პერანგსა და შავ ჰალსტუხში გამოწყობილიყო. ზემოდან თეთრი ხალათი მოეფარებინა. ექიმმა სწრაფად მოირგო გულის ჯიბიდან ამოღებული სათვალე, ჰალსტუხი მოუშვა, პერანგის მკლავები აიკეცა და ანდრეის მიუახლოვდა, რომელსაც თვალები ვიწროდ გაეღო და გაუცნობიერებლად აკვირდებოდა ოთახში მყოფთ. -მადლობა უფალს. -ხელი გულზე დაიდო ემილიმ და თავი მაღლა ასწია. -არ გაგვწირა უფალმა. დაილოცოს შენი სახელი. -ცრემლით დაენამა თვალები. ექიმმა თვალის ქუთუთოები შეუმოწმა, ფონენდოსკოპით ფილტვებზე მოუსმინა, შეამოწმა მისი მგრძნობელობა, კუნთების სიძლიერე და ყველაფერი რაც საჭირო იყო. ანდრეიმ თვალები მილულა და ჩაეძინა. -ექიმო. -სხვა და სხვა ფერმა გადაჰკრა სახეზე ემილის, მან ანდრეის თვალების დახუჭვა მდგომარეობის გამოცვლად მიიჩნია. ექიმმა სათვალე მოიხსნა, ფონენდოსკოპი ექთანს გაუწოდა რომელიც ანდრეი სისტემას არეგულირებდა. მან მიხვდა ემილის შეშფოთების მიზეზს, მშვიდად დაადო ხელი მხარზე და გარეთ დერეფანში გაიყვანა. -ნუ გეშინია, ის ახლა კარგად არის. ჩაეძინა. -ამოიკითხა ემილის სახეზე გამოსახული შფოთვა. -ანდრეის საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. გაღვიძების შემდეგ თავს გაცილებით კარგად იგრძნობს. -ბენი? -თავი დახარა ემილიმ და ნერვიულობა რომ დაეფარა ტუჩები მოკუმა. -ბენის სამედიცინო ისტორია გადავიკითხე. როგორც შენ მითხარი მას ბავშვობაში პრობლემები ჰქონდა ფილტვებზე. ხშირად სცივდებოდა რამაც ფილტვების დასუსტება გამოიწვია. მისი ფილტვები ცუდად მუშაობს, მაგრამ ყველაფერს ვცდილობთ. ახლა კი ჩემი რჩევა იქნება ექიმს გაესინჯო, ძალიან გადაღლილი სახე გაქვს, ვხედავ რომ ძალიან ცუდად იკვებები. ჩემო გოგო, როგორც მამა ისე გირჩევ თავს მოუარე. -შემიძლია ანდრეის ნახვა? -გულით მიიღო ექიმის გულითადი რჩევა მაგრამ თავი ისე დაიჭირა არაფერი არ გაუგონია. -შეგიძლია როცა გაიღვიძებს. -ექიმი ემილის დაემშვიდობა. ეს უკანასკნელი კვლავ პალატის წინ მოწყვეტით დაეშვა სავარძელზე და გვერდით დაგდებულ მის ჩანთას თვალი მოავლო. ექიმ ოლივერმა კი დერეფანში გააგრძელა გზა. სულ რაღაც ნახევარი საათის გასვლის შემდეგ ემილიმ ფრთხილად შეაღო ანდრეის პალატის კარები და შიგნით შევიდა. -შეიძლება? -თითქმის ჩურჩულით იკითხა მან. -მობრძანდით. -უკან მოუხედა ფანჯარასთან მდგარ შავგრემანმა ექთანმა, ფარდები გადასწია და ემილის გვერდის ავლით ოთახი დატოვა, თან კარები გაიხურა. ემილიმ საწოლთან ახლოს სკამი დადგა და დაჯდა. გარეთ სასწრაფოს მანქანების სირენების ხმა ისმოდა. ანდრეის მკლავები და შუბლი ჰქონდა დამწვარი. -ანდრეი როგორ გამახარე. ვიცი რომ ბენიც გამოჯამრთლდება. შენზე მეტად არავინ იცის რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა. მენატრება ბენი. ერთად ვიბრძოლოთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. -ემი. -გაეღიმა თვალდახუჭულ ანდრეის და მშრალი ტუჩები ენით დაისველა. -აქ ვარ. -ფეხზე წამოდგა ემილი და საბანი გაუსწორა. -ბრაიანი აქ არის? -თვალი ოთახს მოავლო. -ბენი? -ცრემლები წასკდა ემილის. -კარგად არის. -კარგად? ცუდად იყო? რა მოუვიდა? -აფორიაქდა ანდრეი. -ბენი. -ცოტა ხნის დუმილის შემდეგ განაგრძო. -ბენი გვერდით პალატაში წევს. ემილის არ უნდოდა ეთქვა სიმართლე, ეს უკანასკნელი ააღელვებდა ანდრეის, მაგრამ ტყუილის თქმაც ვერ შეძლო. -რატომ? რა მოუვიდა? -ნერვიულად აწრიალდა ანდრეი. -დამშვიდდი გთხოვ. ყველაფერი რიგზეა. -კვლავ სკამს დაუბრუნდა ემილი. -ალბათ მალე მოვა გონს. -გონს მოვა? მალე? -მის ლოყაზე ცრემლი ისადგურებდა. ემილიმ ყველაფერი უამბო თუმცა ცოტა შერბილებულად და მარტივად. მარტივი წარმოსადგენია სიკვდილს მებრძოლი ძმის შემყურე ანდრეი. საწოლიდან წამოიწია, მაგრამ ემილიმ უკან დააბრუნა. არწმუნებდა რომ იგი მალე გამოჯამრთლდებოდა, თუმცა გულს უკლავდა ის ფაქტი რომ ეს დღე არ დგებოდა. თავი ჩამოადო ანდრეის საწოლზე და ძლიერად აქვითინდა. ანდრეიმ სისტემიანი ხელი მძიმედ ასწია და თავზე გადაუსვა. -ყველას ვკარგავ ვინც მიყვარს. - მარწუხივით შემოეჭდო ყელში რაღაც რაც სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ცრემლი გადაყლაპა. -სიკვდილიც კი ვერ მოვახერხე, ვერ შევძელი ალისიას სიყვარულს გავფრთხილებოდი მაგრამ ახლა გპირდები, რომ ბრაიანი კარგად იქნება. *** დრო გადიოდა. დღეს დღე მისდევს, ღამეს ღამე. მთვარე მზეს ენაცვლებოდა. წვიმა მზეს. 3 დღე გავიდა, წამლების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ანდრეი ფიზიკურად ძლიერდებოდა. მკლავებზე მიღებული დამწვრობა თანდათან ფერმკრთალდებოდა. მისი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად ოთახის დატოვების ნებას არ რთავდნენ. მესამე დღეს როცა კი ვეღარ შეძლეს მისი შეჩერება ექთანის დახმარებით ოთახის დატოვების ნება მისცეს. ცისფერ ხალათიანმა ექთანმა საწოლთან ეტლი მიაგორა. ანდრეიმ ჯერ ერთი ფეხი ჩამოდგა, მერე მეორე და საწოლზე დაყრდნობით ეტლში მოთავსდა. ექთანმა ეტლის სახელურებს ხელი ჩაჰკიდა და გვერდით ოთახში შეიყვანა. შედარებით მომჯობინებული, ეტლის მეშვეობით და ექთანის დახმარებით ბენის პალატაში მოახერხა შესვლა. ანდრეიმ მარტო დარჩენა ითხოვა. ეტლის ბორბელი ხელით დააბრუნა და საწოლთან მიგორდა. ექთანი ანდრეის დაემშვიდობა და პალატა დატოვა. -ჩშშშ პატარა ბრაიან ყველაფერი კარგად იქნება -ეტლი ახლოს მისწია საწოლთან და ხელი გადაუსვა შუბლზე ძმას. -შენი ძმა დარწმუნებულია რომ გამოჯამრთელდები. შენი ძმა ყოველთვის შენს გვერდით იქნება. უბრალოდ შენმა ძმამ არ იცის რა გითხრას. გთხოვ რომ იბრძოლო და არ დანებდე. მე ყოველთვის ვიცოდი რომ ოდესღაც დადგებოდა ის დღე რომ მე და შენ ერთმანეთს დავშორდებოდით, დავშორდებოდით ძალიან ბევრი წლის შემდეგ ოღონდ პირველი მე დაგტოვებდი. მაგრამ მე არ ვარ მზად რომ ეს ახლა მოხდეს. შენ ყოველთვის იყავი ჩემს გვერდით. შენ იყავი ჩემს გვერდით როცა სამსახიობოზე ჩავაბარე, როცა მსახიობი გავხდი და ჩემი ფილმის პირველი პრემიერა შედგა. ახლა კი მე უნდა იყო შენს გვერდით ნებისმიერი მიზეზის გამო. ჩვენ უნდა ვიჩხუბოთ თუ როგორი მასხარა და კრეტინი ვარ. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად უნდა შევხვდეთ დაბადების დღეებს, პრემიერებსა და შობებს. მე მინდა ეს ყველაფერი და მინდა იცხოვრო ჩვენთვის. მაპატიე რომ ასეთ საფრთხეში ჩაგაგდე. -ცრემლი მოიწმინდა მან. - ჩემი ცხოვრება ამღვრეულ წყალს დაემსგავსა. ნახევარი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის რამის გამო ტირილს დაიწყებო ძალიან ბევრს დავცინებდი და ვიხალისებდი ამაზე. ახლა კი ღიმილიც დამავიწყდა. ცრემლი არის ჩემი მეგობარი. ბრაიან შენზე უკეთესი აღარავინ დამრჩა ამ ქვეყნად. არ გაბედო სიკვდილი. შენ ხომ ძლიერი ხარ, მოერიე ამ უბედურებას. მაჩვენე, აჩვენე ხალხს რომ შეიძლება სიკვდილზე გამარჯვება. -შუბლზე გადაუსვა ხელი. მერე დამწვარ ხელებზე შეახო ფრთხილად ხელი და თავის ტკივილებთან ერთად ძმის ტკივილიც იგრძნო. შეიცოდე შენი პატარა ოჯახი: ემილი რომელიც ყოველ ღამეს აქ ატარებს. ლუკასი რომელსაც ძალიან ენატრება მამა. -წვერებ გაბურძგნული, თმა აჩეჩილი, ჩამქვრალი თვალებითა და აბურძგნული თმებით შეშინებული შესცქეროდა ბენის ჩაშავებულ თვალებს და ელოდებოდა მისი სპეტაკი ღიმილის ნახვას. -მახსოვს -გაეღიმა ანდრეის და ისეთი სახე მიიღო თითქოს ღრმა ბავშვობაში მომხდარის ძირფესვიანად გახსენებას ლამობსო. -ჩვენს ბავშვობაში მაშინ ათი წლის ვიქნებოდი, შენ ექვსის. მგონი რაღაც ზეიმი იყო ქალაქში. ბებიამ და ბაბუამ მომცა უფლება მეგობრებთან ერთად წავსულიყავი და შენი თავი მე ჩამაბარა. საღამოხანს სანამ დაღამდებოდა მეგობრები დავტოვეთ და მე და შენ მარტო წამოვედით სახლისკენ, არ გვინდოდა შინ გვიან დავბრუნებულიყავით. სახლის გზაზე ბაზრის ტერიტორია უმდა გაგვევლო. გახსოვს? სუა ბაზარში ვიყავით არ გამიფრთხილებიხარ ისე დაგტოვე. შენ კი ირგვლივ რომ ვერ მიპოვე ტირილი დაიწყე და არავის იკარებდი, თურმე გაიძახდი ანდრეი მინდაო. ატირებულს ვერავინ გეკარებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ პატარა სათამაშო მანქანით ხელში დავბრუნდი, შენ როგორც კი დამინახე ჩემსკენ გამოიქეცი და ძალიან მაგრად ჩამეხუტე, სათამაშოსთვის ყურადღებაც არ მოგიქცევია. მე გითხარი რომ კაცი იყავი და არ უნდა გეტირა, გითხარი რომ იმ სათამაშოს საყიდლად გავედი რომელიც მოგწონდა. შენ კი უფრო და უფრო მაგრად მეხუტებოდი და მთხოვდი აღარასდროს არ დამეტოვებინე მარტო. მითხარი რომ არ გინდოდა არანაირი სათამაშო, საერთოდ არ გინდოდა არაფერი ჩემს გარეშე. მე კი შეგპირდი რომ არასოდეს, არასოდეს გესმის? არასოდეს დაგტოვებდი მარტო, ყოველთვის დაგიცავდი ყველასგან და ყველაფრისგან, ვიქნებოდი შენს გვერდით და მეყვარებოდი საკუთარ თავზე მეტად. გახსოვს ორივენი რომ ვთამაშობდით იმ მანქანით? -10 წლის ანდრეი ყოველთვის ეხმარებოდა ბენს. ყველაფერს აკეთებდა მისთვის. მისი ღიმილისა და ბედნიერებისთვის. მათ ხომ არასოდეს ჰქონდათ ბავშვობაში დალხენილი ცხოვრება. მათი ბებია და ბაბუა არ თაკილობდნენ არანაირ სამუშაოს, რომ ყოველთვის სუფთად და მოწესიგებულად ჰყოლოდათ შვილიშვილები. სწორედ ის სათამაშო კი რომელიც ანდრეიმ უყიდა იმ დღეს ძმას, ძალიან ძვირი დაუჯდა პატარა ბიჭის თაობაზე. იგი ძალიან დიდხანს აგროვებდა ფულს, ძალიან ბევრჯერ საჭმლის გარეშე დარჩა სკოლაში, მისი ერთადერთი სურვილი ხომ ის იყო ენახა ძმა გახარებული და ბედნიერი, ენახა თუ როგორ იცინოდა პატარა ბრაიანი. -ახლა კი ბრაიან ვერ მოვახერხე შენთვის 20 წლის წინ მოცემული პირობა შემესრულებინა. მაპატიე ჩემი უპასუხისმგებლობა. იცოდე რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე შენი უფროსი ძმა ვარ და ჩემი იმედი უნდა გქონდეს.ახლა კი გაიღვიძე ბრაიან. გაიღვიძე პატარა მტირალა გოგო. ბენს მისი სიტყვაც არ ესმოდა, რამეთუ ვერ გრძნობდა მის ცრემლებს. ვერ გრძნობდა მუდარას. ანდრეის ტირილსა და ხმამაღალ სიტყვებზე ექიმები შემოცვივდნენ. მისი დამშვიდება ვერ მოახერხეს. ერთ-ერთმა მათგანმა ეტლს ხელი მოჰკიდა და დერეფანში გაიყვანა. ანდრეი წამოდგომას ვერ ახერხებდა. მოდუნებული ჰქონდა კუნთები და მას ვარჯიში და დასვენება სჭირდებოდა ყველაზე მეტად. იგი დადუმდა, ხმას აღარ იღებდა, თავდახრილი, ცრემლებით ნამავდა კალთას. პალატაში შეყვანილი საწოლზე დააწვინეს და დამამშვიდებელი გაუკეთეს. -აღარ მინდა ნემსები. -აყვირდა იგი მაგრამ წინადადების დასრულებაც ვერ მოასწრო რომ წამალმა უკვე იმოქმედა. ემილის ცისფერი ხალათი მოეხვია, თავს საავადმყოფოს ქუდი დაეხურა და ფეხზე ბახილებით ბენის პალატაში ფეხაკრეფით შევიდა. მის საწოლთან დაჯდა და პირბადე მოიხსნა. -ბენ. -ხელი დაადო ხელზე და ნაზად გადაუსვა ხელი. -ჩემო საყვარელო, ჩემო მეგობარო, ერთადერთო, ჩემი შვილის მამა. შენ ძლიერი ხარ ბენ, მოერიე ამ უბედურებას. დაგვანახე ყველას რომ სიკვდილის დამარცხება შესაძლებელია, დაამტკიცე რომ სიკვდილი არ არის ამქვეყნად ყველაზე ძლიერი, დაამტკიცე ეს. *** დღე, დღეს მისდევდა. საათი საათს. კიდევ ხუთი დღე გავიდა და ბენის მდგომარეობა უცვლელი რჩებოდა. ანდრეი კი ნელ-ნელა ჯამრთელდებოდა. თუმცა საავადმყოფოდან არ სწერდნენ. ექიმებს ერჩივნათ იგი საავადმყოფოში მათი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფილიყო. 15 დღე გავიდა იმ საბედისწერო დღიდან ანდრეიმ ს რომ შეეცადა. იგი ძალზედ დამნაშავედ გრძნობდა თავს ძმის მდგომარეობის გამო. თვითგვემას მიცემული, საწოლზე მწოლიარე ხმის ამოუღებლად გადასხმებით ვენაში იწვა. ემილიმ ნაცრისფერი სპორტიული შარვალი და თეთრი მოკლემკლავიანი მაისური მოუტანა საწოლში ჩასაცმელად. უფლებას არ აძლევდნენ საწოლიდან წამომდგარიყო. ანდრეის ურჩობის გამო კართან დაცვა დააყენეს, რის გამოც ბენის პალატაში გასვლას ვერ ახერხებდა. ამას ხომ ექიმები ანდრეის ჯამრთელობისთვის აკეთებდნენ. ემილი ბენის და ანდრეის პალატას გამოკერებული აქეთ-იქით დარბოდა და თანაბარ ყურადღებას აქცევდა ბიჭებს. ახლა კიდევ ემილი იყო შეუძლოდ. ვერ გაუძლო გოგონამ ამდენ სტრესსა და ნერვიულობას. ექიმის დაჟინებულ თხოვნას მას ანალიზები გაეკეთებინა დასთანხმდა. იგი დაახლოებით დილის საათებში ანდრეისთან შევიდა. გააფრთხილა რომ რამდენიმე საათი საავადმყოფოდან გავიდოდა. ჯერ ანალიზებს გაიკეთებდა შემდეგ კი ლუკასს შეუვლიდა. ანდრეიმ თავი მარტოდ დაიგულა. ოთახში ემილი არ იმყოფებოდა, იცოდა რომ არც ბენთან იყო იგი. თხელი საბანი გადასწია, ფრთხილად ჩამოდგა ჯერ ერთი ფეხი საწოლიდან, მერე მეორე, ჩუსტებში ფეხები შედგა და პიჟამოს ამარა წელში მოკუნტული ფრთხილად მილასლასდა კარებთან. თუმცა ოთახიდან გასვლისთანავე, კარებთან ორი ორ მეტრიანი 43 და 45 წლისანი დაკუნთული, შარვალ კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი გადაუდგა: -სად მიბრძანდებით სერ? -სერიოზული სახით იკითხა ერთ-ერთმა მათგანმა და ჯიბეებიდან ხელები ამოიღო. ეს მამაკაცები სპეციალურად იდგნენ პალატასთან. ისინი ზედამხედველობდნენ მას რომ ოთახიდან არ გავიდეს, პირველ რიგში კი ბენის პალატას არ მიუახლოვდეს, რადგან იგი ძალიან ნერვიულობს როცა ბენს ასეთ მდგომარეობაში ხედავს ეს კი მისთვის ძალიან დიდი საფრთხეს წარმოადგენდა. -კლუბში საცეკვაოდ. -ახედა ჯერ ერთს მერე მეორეს - გამატარეთ. -ხელით გასწია ანდრეიმ ისინი, და ნელი ნაბიჯით და ძლიერი ხველებით ბენის პალატამდე მილასლასდა. -სერ არ შეიძლება. -დაედევნენ და კვლავ სცადეს მისი შეჩერება. ანდრეიმ ხელის აქნევით სიტყვა ბანზე აუგდო და პალატის კარები შეაღო. დაცვამ ერთმანეთს გადახედეს თვალი ბენის უმოძრაო სხეულს შეავლო, მერე კარებთან მდგარ სკამს მოჰკიდა ხელი და ნელი ნაბიჯით საწოლამდე მიიტანა. მარჯვენა ხელი მარცხენაზე მოიკიდა რომელიც ძალიან აეწვა და მტევნიდან მოსახრელამდე შეხვეული ჰქონდა დამწვრობის გამო. -ბრაიან როგორ ხარ? აი ხომ ხედავ დღეს ჩემი ფეხით მოვედი -ხელები გაშალა და ტანზე დაიხედა. -ასევე უნდა მოიქცე შენც. ნებდები ბრაიან? მაგრამ არ მოგცემ ამის ნებას. ექიმებმა გონს ვერ მოვა და აპარატი გამოვურთოთო. რა სულელები არიან არა? -თბილად გაეცინა ანდრეის და გახეთქილი წარბის ირგვლივ ხელი მოისვა. სამწუხაროა ექიმები რომ არ გიცნობენ, შენ ხომ ასეთი საყვარელი და კეთილი ბრაიანი ხარ. მე კი ვიცი რომ გამოძვრები, მეც და ემილიმაც. მე გვერდით პალატაში ვწევარ, გეფიცები რომ უშენოდ ფეხს არ გავდგამ საავადმყოფოდან. უკვე აღარ ვნერვიულობ, მშვიდად ვარ რომ დარწმუნებული ვარ გაიღვიძებ და ისევ გამიბრაზდები ხუმრობებზე. -გულზე მძიმე ლოდივით აწვა ბენის საწოლზე მიჯაჭვული ყოფნა. -ერთად უნდა ავიდეთ ალისიას საფლავზე, მას ხო ასე ძალიან უყვარდა როცა ერთად გვხედავდა ხოლმე. გის გარეშე გვიჭირს მაგრამ ჩვენ ხომ ის სულ გვემახსოვრება? ხომ ასეა ბრაიან? -შეკრული მუჭი მიიტანა პირთან და ძლიერად ჩაახველა, ისე თითქოს ფილტვები ამოიტანა მაღლაო. -ბრაიან, ბრაიან ყველაფერი კარგადაა, არაფერი საშიში არ არის. არაფერი სერიოზული არ არის. ყველაფერს გავაკეთებ რომ დაგეხმარო, მერე კი ახალივით იქნები, ყველაფერს გავაკეთებ, ყველაფერს მოგირჩენ. ეს ხომ უნდა გავაკეთო, მე ხომ უნდა დაგიცვა შენ, ეს ჩემი მოვალეობაა დავეხმარო და ვუპატრონო უმცროს ძმას. ბრაიან, ბრაიან. ბრაიან.-არა ღმერთო. ბრაიან.-ხმამაღლა აღმოხდა ანდრეის. -როგორც სჩანს ეს ჩემი ცხოვრებაა იმედები გავუცრუო საყვარელ ადამიანებს, მე იმედები გავუცრუე ალისიას, ახლა კი შენც, ჩემს ძმას. როგორ ვიცხოვრო ასე? ახლა რა ვქნა? -ფეხზე წამოდგა და გამწარებულმა ფეხი დაარტყა იმავე სკამს რომელზეც იჯდა. ცრემლმორეული ფანჯარასთან მივიდა და უკან მობრუნებულმა წაქცეული სკამო წამოაყენა, კვლავ საწოლთან დადგა და ჩამოჯდა. -გეყოფა, გესმის? გეყოფა! ბავშვივით ნუ იქცევი ახლავე გაიღვიძე. -უბრძანა მან და გაწამებული სახით ბენის ხელზე გადაიტანა ყურადღება, სადაც ბენმა საჩვენებელი თითი გაამოძრავა. -ბრაიან, ჰეი ძმაო. მიდი აბა შენ იცი თავს ძალა დაატანე -მკლავზე შეახო ხელები და გახარებულ სახეს თავს ვეღარ უყრიდა. -მიდი ბრაიან თვალები გაახილე, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. -კარებისკენ გაიქცა იგი, გარეთ გაიხედა და ექიმს დაუძახა, მერე ისევ ბენთან დაბრუნდა. -რა ხდება ანდრეი? -კარში გამოჩნდა ექიმი. -აქ რა გინდა? ვინ შემოგიშვა-გაუკვიდა მას და ანდრეის მკლავში წაეტანა. -ნახეთ ექიმო. -ხელი გააშვებინა და ბენთან მივიდა. -რამდენიმე წუთის წინ თითი გაამოძრავა -აღელვებული უყვებოდა იგი -გრძნობს რომ აქ ვარ. -ეს არაფერს ნიშნავს -ის ნაპერწკალი რომელიც სიხარულისა და ბედნიერების მიზეზს უქმნიდა ერთ წამში შეძლო და გაუქრო ექიმმა. -წამოდი ანდრეი დაისვენე. -კი მაგრამ -სულში თითქოს ძლიერმა ქარმა დაუბერა, უცებ წალეკა შიგ არსებული სიხარული და ბნელით მოიცვა ყველაფერი. -მან ხომ -ხელი გააშვებინა და ბენის თავთან დადგა. -აქედან ფეხს არ მოვიცვლი სანამ არ მეტყვით რომ ის კარგად არის. გორილები რომლებიც გარეთ დგანან ისინიც კი ვერ დამძრავენ ადგილიდან და საერთოდ თუ აქ დაწოლაა საჭირო დღეიდან ამ პალატაში გადმოვდივარ თუ არა და სხვა საავადმყოფოში მიმყავს. -კარგი. აქ დარჩი. -ექიმი ოლივერი ოთახიდან გავიდა და მეორე ექიმს თვალით ანიშნა უკან მიჰყოლოდა. -არ ინერვიულო ბრაიან. -თავზე ხელი გადაუსვა ანდრეიმ. მერე სკამზე ჩამოჯდა, ხელები საწოლს ჩამოადო, თავი ჩამოდო ხელებზე და დაღლილს მალე დაეძინა. -რა შეყვარებული ბიჭივით ჩამოგიდევს ჩემს საწოლზე თავი? -თვალები ფართოდ გაახილა ბენმა და ჩურჩულით მაგრამ ბოხი ხმით ჩაილაპარაკა. -ბრაიან. -დაამთქნარა ანდრეიმ, არასერიოზულად მიიღო, მეტიც სიზმარში ეგონა თავი, თვალები უხეშად მოიფშვნიტა. -მიხარია რომ ცოცხალი ხარ. -ბაიან. -გაღიმებული უყურებდა მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ ბენი მართლაც გონს მოვიდა. -ბენის გამოფხიზლებამ დაავიწყა ტკივილი, ვარამი, ავადმყოფობა. აღარ არის მოხრილი და აღარც ხელი ჰქონდა გულთან. -ექიმო. -კვლავ გასძახა ექიმს, თუმცა ახლა ბენს არ მოშორდა თითქოს ეშინოდა თვალები არ დაეხუჭა და კვლავ ხანგრძლივი ძილისთვის არ მიეცა თავი. ექიმი გაბრაზებული შემოვიდა პალატაში, დარწმუნებული იყო რომ ანდრეის ახლა ნამდვილად დამამშვიდებლებს გაუკეთებდა და ძილს აიძულებდა, შემდეგ კი ფსიქოლოგიურ შემოწმებას ჩაუტარებდა. -ახლა რაღა მოხდა ანდრეი. -შეხედე ექიმო. -თვალებდაჭყეტილი ბენისკენ მიუთითა მან. -ნახევარი საათის წინ ის .... (ხომ გონზე არ იყო) -დიახ ნახევარი საათის წინ მან თითი აამოძრავა. -არა, ნახევარი საათის წინ ის გაუნძრევლად იწვა. -გაოგნებული ექიმი ბენს მისჩერებოდა, რომლის მზერა ორივეზე ნაწილდებოდა. ბენს კი ვერ გაეგო რატომ უყურებდა ექიმი მას თითქოს თვალგახელილი მკვდარი ყოფილიყო. -ხომ მშვიდობაა ექიმო? -დაიბნა ბენი. -ეს სასწაულია, რამდენიმე საათის წინ აპარატის გამორთვას ვაპირებდით, ახლა კი თვალ ხილულს გხედავთ. -რომელი აპარატის? -რისი საშუალებითაც სუნთქავდი. -მოიცა მე.... -დიახ შენ კომაში იყავი. მაგრამ ის რომ ახლა გველაპარაკები ანდრეის დამსახურებაა. ჩვენ მას ვუთხარით რომ აპარატი უნდა გამოგვერთო მაგრამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ბენ არ არსებობს ძმაზე უკეთესი ვინმე, არც მეგობარი, არც ნათესავი მე კი პირობას გაძლევ რომ ანდრეი საუკეთესო ძმაა მათ შორის ვისი ძმობაც კი მინახავს. როგორ გძნობ თავს? -გული მერევა. -თავბრუ ხომ არ გესხმის? -კი, თავში ყველაფერი ტრიალებს. -თავზე მოიკიდა ხელი, გრძნობდა თითქოს ბურთივით გაბერვოდა იგი. ექიმმა ზედაპირულად გასინჯა ბენი. ახლა ძმები მარტო დატოვა და დაიბარა რომ მალე შემოვიდოდა. -რამდენი კარგი სიტყვა თქვა ჩემზე. -აილეწა ანდრეი და გაღიმებული ისევ სკამზე ჩამოჯდა. - მშვიდად სიკვდილის უფლებას არ მომცემ, ხო? - მე უბრალოდ არ მოგცემ სიკვდილის უფლებას, ყეყეჩო. -მადლობა ანდრეი. -იმისთვის რომ საფრთხეში ჩაგაგდე? -ლუკასის და ემილოს ნახვა მინდა. -ახალი წასულია ემილი, ლუკასს შევუვლიო. შენზე მომიყევი, ბევრი გექნებ მოსაყოლი 15 დღის განმავლობაში ბევრ სიზმარს ნახავდი. -რამდენი? 15 დღე? -გაკვივბისგან თვალები შუბლზე მოექცა ბენს. -ბრაიან. ბოდიშიც კი არ მომიხდია შენი ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის.-მორცხვად დახარა თავი ანდრეიმ. -მოიცა რა, ბოდიშისთვის დრო სულ გექნება. -გაეცინა ბენს და გვერდით მოიკიდა ხელი, ალბათ ტკივილი იგრძნო. -შენ როგორ გამოძვერი ამ სიტუაციიდან? -მე ერთ კვირაში. შენ კი იმის გამო რომ ბავშვობაში სუსტი ფილტვები გქონდა ამან იმოქმედა. შენი გადარჩენის იმედიც არ ჰქონდათ. -შენ კი გქონდა. -კი მქონდა. -თვალი აარიდა ანდრეიმ. -კარგი ახლა, არ გვინდა სენტიმენტები. მომიყევი რამე. ძალიან მომენატრა შენი უკბილო ხუმრობები. -მე კი ამ ხუმრობებზე შენი უჟმური სახე. -ბეჭზე დაკრა ხელი ანდრეიმ. -აჰ. -ხელი მოიკიდა დამწვარ ბეჭზე. -შენ ჩემს მოსაშორებლად გადაწყვიტე? -მტკივან ხელზე მოიკიდა ხელი ბენმა და ძმას ცალი თვალით გახედა. -ეგ რას ნიშნავს? -იცოდი რომ მოვიდოდი შენს დასახმარებლად, ამ დროს კი ჩემს თავიდან მოშორებას ადვილად შეძლებდი. -მშვიდად განუმარტა ბენმა. -ბრაიან. -გული დასწყვიტა ძმის პოზიციამ. -მაპატიე ბრაიან თუ რამე მიწყენინებია შენთვის. -თავდახრილმა კვლავ მოუბოდიშა. -შენთვის რამის დაშვება აზრადაც არ მომსვლი, პირიქით. -კარგი, კარგი ანდრეი. -გადაიხარხარა ბენმა. -რა დრამა გამიმართე.-სიცილის შეკავება უჭირდა ბენს. -ჯერ მსაყვედურობ, მერე იცინი. შენზე კომაში ყოფნას ხომ არ უმოქმედია? - -რა გისაყვედურე, შენ კარგად ხომ ხარ? არასოდეს ვიფიქრებ რომ რამეს დამიშვებ. -ბოროტი ხუმრობა კი გამოგივიდა. -შვებით ამოისუნთქა ანდრეიმ. -რა ვქნათ ახლა, შენსავით თუ არ ვხუმრობთ ყველანი. -გუშინ ბატონი ჯონი იყო მოსული, გინახულა. ხომ არ დაიღალე? დაისვენე, მე გავალ და ექიმს ვნახავ. ოთახში გადმოსასვლელად მოვემზადები. -ფეხზე წამოდგა ანდრეი. -აქ? -რა აქ? -აქ გადმოდიხარ? -მე შენი უფროსი ძმა ვარ. ალისიას შემდეგ არავინ დამრჩა თქვენს მეტი. შენი პატარა ოჯახის მეტი. -კარებთან მივიდა ანდრე. -ასე რომ თავიდან ვერ მომიცილებ. აბა შენ იცი, დაისვენე. -ანდრეი. -თითქმის კარებში გასული შეაჩერა ანდრეი. -გისმენ ბრაიან. -მადლობა ყველაფრისთვის, შენ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი როცა მიჭირდა. -ეგ რა სათქმელია. -გაუღიმა ანდრეიმ და ოთახიდან გავიდა. *** -შეიძლება? -ექიმ ოლივერის კაბინეტში თავი შეჰყო ემილიმ. -მოდი რა თქმა უნდა. - გაზეთი დახურა ექიმმა, სათვალე მოიხსნა და გაზეთზე დადო, მერე ფეხზე წამოდგა და კარებში მდგარ ემილის სკამისკენ მიუთითა. -გმადლობთ. -დაჯდა ემილი და ექიმს დააკვიდა, რომელიც მაგიდას მიეყრდნო და გულზე ხელები დაილაგა. -ხომ მშვიდობაა? გულმა გამალებით დაუწყო ცემა და თვალი მაგიდაზე დადებულ კონვერტისკენ გააპარა. "ეს ალბათ ჩემი ანალიზების პასუხებია" გაიფიქრა და გულმა რეჩხი უყო. -დამშვიდდით. ყველაფერი რიგზეა. -მაგიდისკენ გადაიხარა ექიმი და კონვერტი ხელში დაიჭირა. -ეს შენი ანალიზების პასუხებია. -ყველაფერი რიგზეა? -მოუთმენლობამ შეიბყრო ემილი. ექიმიც რომ გულის გამაწვრილებლად დუმდა. ემილი დაიძაბა, ერთ ადგილს გაქვავებული მძიმედ სუნთქავდა. ექიმმა ნელა გახსნა კონვერტი და ფურცელი ამოიღო. -ეს იცი რას ნიშნავს? ეს ფურცელია თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყისის. -ვერ მივხვდი ექიმო. უკეთესად ამიხსენით. -თქვენ ექვსი კვირის ფეხმძიმე ხართ. -რაა?-განცვიფრებული ფეხზე წამოდგა ემილი. -დარწმუნებული ხართ? -მან ანალიზების პასუხი ხელიდან გამოსტაცა ექიმს და თვალი გადაავლო. -დარწმუნებული ვარ. -ექიმმა თბილად გაუღიმა და მოშვებული ლოყები აუთამთამდა. -მე კი ჩემი მდგომარეობა სტრესს დავაბრალე. -ემილი უცებ ისტერიულად ატირდა. -ჩემი შვილი, ჩემი და ბენის პატარა შვილი. -ემილი კარებში გაიჭრა, ბენთან გაიქცა თითქოს მის მფარველობას ეძებდა. გარბოდა დერეფნებში და აღელვებული უგონო ქმარზე ფიქრობდა რომელმაც ჯერ არ იცის რომ კიდევ ერთი ახალი ამბავი ელოდება წინ. კარები თითქოს შეანგრიაო ისე შეაღო. -ბენ. -უცებ სვეტივით აღემართა კარებთან და თვალ ხილულ მამიკოს შესცქეროდა რომელიც ორგზის მამა ხდებოდა. -ბენ, შენ -საწოლთან მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა. აღფრთოვანების მიზეზი გადაავიწყდა -ეს სასწაულია. ბენ -სახეზე ხელი მოისვა. ლოყაზე მოეფერა, ტუჩებზე. -ჩემო ბიჭო.-ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა ემილის, ბენი კი საყვარელი ქალის დანახვით გამოწვეული სახით ბედნიერებას და სიხარულს აფრქვევდა.-საყვარელო. -ჩაეხუტა ემილი, მერე გასწორდა, ცრემლი შეიმშრალა. -ჩვენი მეორე ბავშვი, ასეთი ძლიერი არასოდეს ვყოფილვარ. მუცლად მყოფმა პატარა ბავშვმა უდიდესი ძალა შემატა მას. ბენის ხელი ხელში დაიჭირა და მუცელზე დაიდო. -გესმის ბენ? აქ ჩვენი პატარა ცხოვრობს, ჩვენი მოულოდნელი ბედნიერება. დღეს შენ და ჩვენი პატარა ბავშვი დაიბადა ბენ. -ემილი მეორედ გრძნობდა მის სხეულში პატარა სიცოცხლის დაბადებას. მისთვის ეს ძალიან მოულონელი და რთული იყო იმ წამს სანამ ბენის ლამაზ მწვანე თვალებს იხილავდა, მაგრამ ახლა იგი უაღრესად ბედნიერია უფლის ნაბოძები საჩუქრის. -ჩვენი მეორე შვილი? -მთელი სახით გაოცებული და გაბადრული იცინოდა ბენი და ხელს ფრთხილად უსმევს მუცელზე.- ჩვენი ახალი ბედნიერება? ემილიმ თავი დაუქნია, ცრემლები ძირს დაიყარა, ბენის ტუჩებთან დაიხარა და აკოცა. -როგორ მომენატრა ეს ტუჩები. -გაიღიმა ბენმა და რამდენიმე წამის საყვარელი ქალის სახეს ჩახუტებული გაუნძრევლად იწვა. -მინდა რომ საკუთარ თავზე იფიქრო, გეყოს ჩემზე ნერვიულობა. სიცოცხლეს ახალი ხალისი მიეცა. დამხმარე გოგონამ მწვანეთვალება ლუკასი საავადმყოფოში მოიყვანა. კარებში გამოჩენისთანავე ბიჭუნა ერთმანეთთან ჩახუტებული წყვილისკენ სირბილით გაიქცა და ზედ დაახტა. ლუკასი დედას და მამას ორივეს გემრიელად ეხუტებოდა და თითოეულ ადგილს ზედიზედ უკოცნიდა. პატარა ბიჭი საწოლზე ჩამოუჯდა და მამიკოს ბაღის ამბებს უყვებოდა. პატარა ტიტინებდა, ბედნიერი წყვილი ერთმანეთს ჩახუტებულნი საყვარელ შვილს უსმედნენ, მომავალს კი ხელით ეფერებოდნენ. -აბა მეგობრებო ჩემი მეორე ძმიშვილის სადღეგრძელოს შესმის დროა. -ლიმონათის ბოთლი მაღლა ასწია ანდრეიმ და ფეხით ოთახის კარები მიხურა. -ლიმონათი აუცილებლად. -ბეჭები აწურა ბენმა. -ბიძია ანდრეი. -ლუკასი სწრაფად ჩამოცურდა საწოლიდან და ანდრეისკენ გაიქცა. ანდრეი ჩაიცუცქა, ხელები გაშალა და საყვარელი ძმისშვილი გულში ჩაიკრა. -მამამ გაიღვიძა ბიძია. -მეორე ბავშვზე შენ რა იცი? -ხელის ზურგით შეიმშრალა ცრემლი ემილიმ და ფეხზე წამოდგა ანდრეის შემოსვლისთანავე. -ექიმმა. -ხომ ყველაფერი კარგად იქნება. -ტიტინებდა ბავშვი. -აუცილებლად ჩემპიონო . -ანდრეიმ ლუკასი ხელში აიყვანა, თავის საწოლზე დასვა და ღიტინი დაუწყო. ლუკასი კი კისკისებდა და კისკისებდა. საშველად მამას ითხოვდა და განუწყვეტლივ იცინოდა. ყველანი იცინოდნენ, იყვნენ ერთად როგორც ადრე ალისიას გამოჩენამდე. კარგად და ბედნიერად. არ ვაპირებდი გაგრძელების დადებას. ვიცი ბევრი მკითხველი არ მყავს,ბევრი კი არა ძალიან ცოტა მკითხველი მყავს. ძალიან რთულია როცა არავის არაინტერესებს და შენ მაინც წერ. ვცემდი თქვენს აზრს პატივს და არ ვაგრძელებდი დადებას. მაგრამ ესისტორია იმდენად ჩემიანია, ჩემი სული და გვრძნობებია. უბრალოდ მინდა,მინდა ხალხმა გაიგოს ზოგიერთი რამ. ის თუ როგორ ტკივათ, რა ტკივილის გადატანა უწევთ ადამიანებს და რაცმთავარია განცდები. განცდები რომელსაც ჩვენ ადამიანები ვერ განვიცდით ისე როგორც ჩვენი მეგობარი ან თუნდაც სხვა რომლებიც ამ ან სხვა განცდებით იტანჯებიან. აქ თითოეული გრძნობა ნამდვილია, განცდაა ნამდვილი დატკივილი ტანჯვასთან ერთად. ისტორია თუა გამოგონილი გრძნობა ხომ ცოცხლალია, ნამდვილია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.