შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერებასთან ახლოს. ( პირველი,მეორე თავი)


21-11-2016, 15:37
ავტორი wripawripa123456
ნანახია 1 747

შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენად მტკივა.
დგახარ.
იღიმი.
სიგარეტს ეწევი და მონოტორულად საუბრობ.
მე გიყურებ.
მერე თვალს გარიდებ და ბოლოს ისევ გიყურებ.
სამი წელი.
თითქოს რა ცოტაა, არადა რამდენია.
სამჯერ სამას სამოცდახუთი დღე და უშენოდ გატარებული უამრავი წამი.
და მაინც რომელი იყო დამნაშავე ჩვენს შორის?
მე თუ შენ?
ალბათ ორივე, რადგან დამნაშავე ორიდან ერთი მარტო არ არის.
აქ ორივეა.
ორივეს რაღაც ერევა, ეშლება.
ვერ ეწყობიან და ბოლოს ჩნდება ხვრელი,რომელსაც ვერ ავსებენ.
ან არ უნდათ რომ აავსონ.
ჩვენც მასე დაგვემართა.
ორივეს გამო.
ორივე შევცდით.


***
-მე და შენ ცოლ-ქმარი? რა სისულელეა. გაკვირვებული სახით დადის ლიზა ოთახში და ისტერიულად იცინის.
მე უბრალოდ ვდგავარ და ჩემთვის ვფქირობ რომ უნაკლოა.
-რა გაგიკვირდა ლიზა? ხომ იცოდი,რომ ადრე თუ გვიან ასე იქნებოდა. ისევ მეცინება მე.
-კი, ვიცოდი.
იბნევა ის.
-აბა რა ისტერიჩკა გოგოსავით დაიწყე?
-კარგი რა გეგა, ხომ იცი მაინც მოულოდნელი იყო.
-გადამრევ და ეგ არის.
მერე ისევ სიგარეტს ვუკიდებ და აივანზე გავდივარ.
წელზე თბილ, ნაცნობ ხელებს ვგრძნობ, შემდეგ ბავშვივით ნაზი ხმა მესმის.
-ძალიან მიყვარხარ!
-მეც ლიზა.
-შენებმა იციან? მეკითხება ღიმილით და ვხვდები რამდენად ბედნიერია.
-რა თქმა უნდა, შენებმაც. მეცინება მე.
-რა უნამუსო ბიჭი ხარ! ისევ ბრაზდება ის და ხელებს მიშვებს.-ყველამ იცოდა ჩემს გარდა?
-ხო, აბა ხედავ რა დღეში ჩავარდი როცა გითხარი?
-ნუ კი, მაგრამ..
-რაღა მაგრამ ნუცა, ნუ ლუღლუღებ. ახლა დაურეკე გოგოებს, უთხარი ამოვიდნენ და მე დაგტოვებთ ცოტა გააჯაზეთ. მეცინება ისევ.
შემდეგ შუბლზე ვკოცნი და სახლიდან გავდივარ.

***
ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ რაც ასე ვთქვათ წყვილის სახელი მოგვანიჭეს.
დასტოინი გეგა
და
ბავშვური, მუდამ მომღიმარი მე.
ანუ ლიზა.
გოგო ვარ უნა ვაწვალო თქო და ისე გამოვიდა ამ სამი წლის მანძილზე აქეთ მაწვალებს.
ზედმეტად ქედმაღალი და ჯიუტი.
მე- დამთმობი.
-გიყვარს? ერთ დღესაც მეკითხება ლილიანა.
-ხო. ვეუბნები ტირილით და ლილიანა კვდება სიცილით.
მე უფრო ვმწარდები.
-მერე ან შენ რას იკლავ თავს, ან იმ ბიჭს რას აწვალებ? თავის დაფასება და ამბები ლიზა? ისევ სიცილისგან იკლაკნება.
-მე რა დღეში ვარ და შენ კიდე იცინი? უკვე ისტერიკა მემართებოდა.
-ხოდა იმიტომ ვიცინი,რომ გონზე მოხვიდე. შენ კი არა ის გაწვალებს! ვერ ხედავ რა დღეში ხარ? თან რა ბიჭიაა...გადავარდა თავის ფიქრებში ლილიანა.
-არაფერიც!
-არ დათმო და ამოგხდის სულს ხომ იცი.

სიტყვა-სიტყვით უწინასწარმეტყველია ლილიანას.
მერე დავრწმუნდი მის სიმართლეში.
ჩემს ბავშვურობაში და გეგას სიყვარულშიც.
-ლოლიტაში დამხვდი რა ლიზ, ვერ ვასწრებ რომ გამოგიარო და მე კიდევ საქმე მაქვს. ნახევარ საათში ადგილზე იყავი. მეუბნება სიცილით და მეც გამზადებას ვიწყებ.
ეს ის დროა,როდესაც ჯერ უბრალოდ დავდივართ ს-პონტში.
მე ისევ არ ვთმობდი ჩემსას.
ის რქებით გატანას აპირებდა.
ნახევარ საათში მე ლოლიტაში ვარ.
გეგა არა.
ერთი საათი.
ორი.
უკვე კარებში გავდივარ, როდესაც მანქანა ამუხუჭებს.
აწითლებული სახით ვუყურებ სიცილისგან ცუდად მყოფ გეგას და მინდა თავი გავუტეხო.
-ძალიან მაგარი ბიჭი ხარ!
-რა იყო გეწყინა? ისევ ეცინება.
-არა, ვაფშე არ იყო საწყენი. ჩანთას ვესვრი და სად მივდივარ კაცმა არ იცის.
-ჩემი აზრით უნდა მომისმინო იწყებს ისევ სიცილით.
-შენ რომ მოგისმინო გამარეკინებ! ვეუბნები წყენით.
-ისე ხომ აკლებ რა. ახლა ის იკლაკნება სიცილისაგან და სათვალეს იხსნის.
-რატომ მალოდინე?
-გოგოშკური ამბები,რომ ვიცი მაგიტო. ყველა აგვიანებს ხოლმე და რაღა შენ იქნებოდი გამონაკლისი? აგრძელებს ღიმილით და იცის რომ ძალიან მიშლის ნერვებს.
-ხოდა მე გამონაკლისი ვარ კარგად იცი!
-ზუსტად მაგიტომ ვარ შენთან და არა სხვებთან.
ზედმეტად სასიამოვნოა საყვარელი კაცის ბაგეებიდან ამ სიტყვების მოსმენა.
მერე ცოტა მოვლბი.
-ყავა მიყიდე ხოდა. ვაგრძელებ სიცილით.
-როგორც ინებებთ. ისევ მიღიმის და ვიღაცას ურეკავს.
„ლოლიტაში გამო, ვიღაც უნდა გაგაცნო.“
მე ვფიქრობ თუ რახდება.
ვზივართ.
რაღაც-რაღაცებზე ვიცინით,როდესაც კაფეში დახვეწილად ჩაცმული, მაღალი, შავგვრემანი ქალი შემოდის.
-გეგი რა ხდება? ჯერ მე მიყურებს გაოცებული, შემდეგ კი გეგის.
-დე, გაიცანი ეს ლიზაა, შენი მომავალი რძალი და ჩემი ცოლი.
სახე მერყევა.
ისტერიკული შეტევა მივარდება.
ხმის ამოღებას ვერ ვასწრებ ქალი რომ მეხვევა.
-ლიზა მე ლალიკო ვარ და მიხარია შენი გაცნობა.
-მეც. სიმწრით ვამბობ და გეგის თვალებით ვბურღავ.
-ნუ იბნევი ლიზა. ჯადოქარი კი არ ვარ. ეცინება ლალიკოს.
და ვხვდები რომ ისეთივე მასხარაა,როგორიც შვილი.
-ცოტა რთულია არ დაბნება ქალბატონოო..
-ოჰ, ეს ქალბატონო ჩამოაშორედა ლალიკო დამიძახე რა. მგონია რომ ბებერი ვარ ქალბატონით რომ მომმართავენ.ისევ მეკრიჭება ლალიკო.
ახლა ანის და ლილიანას რომ დავენახე რა მდგომარეობაში ვარ მაგრად დამცინებდნენ.
მერე ლალიკოს დაუდაქალდებოდნენ და სულ არ გავახსენდებოდი არცერთს.
გეგის მუხლზე ვჩქმეტ და ისიც ვაჟკაცურად უძლებს.
მერე ვლაპარაკობთ ყველაფერზე, თან არაფერზე და ვხვდები რომ საუკეთესო ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა.
თავისუფლებთან.
მხიარულებთან.
და რაც მთავარია საყვარელ ადამიანთან ერთად.
რომელიც სიცოცხლეს გირჩევნია და რომლის გამოც ყველაფერზე ხარ წამსვლელი ოღონდ ის იყოს კარგად.
ზუსტად ვიცი იგივეს გრძნობს გეგიც.
და მიტრიალებს თავში მხოლოდ ერთი რამ.
მე და გეგი.
გეგი და მე.
ის და მე
და საბოლოოდ ლიზას დამატებული გეგი უდრის
ჩვენ!
***
გოგოები სასმლით დამადგნენ.
ისეთი სახეები ჰქონდათ მაშინვე მივხვდი რომ ყველაფერი იცოდნენ.
ნუ არც მქონდა დასამალი, მაგრამ გეგის რა გააჩუმებს.
-ახლა,რომ თქვა არ ვსვავო სულს განვუტევებ. სიცილით იწყებს მარი.
-რა თქმა უნდა..
-სვავს. მაწყვეტინებს ლილიანა.
მერე ძალიან ბევრი სიცილი.
ძალიან ბევრი დალევა.
და მომავალში გასახსენებელი საუკეთესო მოგონებები.
-გიხარია? მეკითხება მარი.
-რა კითხვებით ხარ? ეცინება ლიზას.-აშკარად დათვრა ეს გოგოც. თავს აქნევს და ერთ ჭიქას კიდევ ცლის.
-მიხარია კი. მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. ვიწყებ მე და პულსის აჩქარებას ვგრძნობ.
-თქვენი სიგიჟეების პერიოდი ეხლა იწყება. მეუბნება ლილიანა და ეცინება.-ნუ არც ადრე აკლებდით მაგრამ ეხლა საერთოდ გაგიჟდებით.
-ხო, ძალიან მაგარი დრო გვაქვს გატარებული ყველას ერთად. მეღიმება მე და მოგონებებში ვეშვები.
ბაკურიანიი მახსენდება და მეცინება.
-ბაკურიანის ამბები? ეგრევე ხვდება ლიზა.
-ხო. ისევ ისტერიულად ვიცინი მე.
-აუ როგორ მოგტეხა ხელი. ეცინაბა ლიზას.-გაგიჩალიჩა რა. ისე გადმოგაყირავა თხილამურებიდან ვერც მიხვდა და მიწაზე მწოლიარე რო გნახა დაგცინა კი არ აგაყენა.
ახლა სიცილისგან ვკვდები მაშინ კი არ ვიცი რა მჭირდა.
მინდოდა მომეკლა, მაგრამ როგორ შევძლებდი?
მოტეხილი ხელი და ტვინის შერყევა დამიტოვა სამახსოვროდ.
-მარტო შენ ხო არ გეტკინება? მეუბენება გეგი სიცილით და თვითონაც რაღაცას ფოკუზობს და სიმწრით იკლაკნება.
-გეგი რა გჭირს?
-არაფერი, ან ხელი მოვიტეხე ძალით ან ამოვიგდე.
მეცინება მის სიგიჟეებზე.
-ძალიან მაგარი სიძე გვყავს. ეცინება ლილიანას.


***
ვუყურებ წვიმიან ამინდს.
წითელ-ყვითელ ფოთლებს,რომლებიც თავისუფლად ეცემიან ასფალტზე.
ვსვავ ყავას და მოგონებების საშინელი შეტევა მაქვს.
ბედნიერებასთან ახლოს რომ ხარ და შემდეგ ეს ყველაფერი ერთი რაღაცით,რომ ინგრევა.
ერთით, მაგრამ ყველაზე მძიმე ამბის გაგებით.
უშვილობა ქალისთვის ყველაზე საშინელი რამ არის.
თან როცა იგებ რომ ვერასოდეს ვერ გახდები დედა.
და ვერასოდეს მიანიჭებ საყვარელ ადამიანს მამობის ფუფუნებას.
რომელიც ყველა ოჯახისთვის აუცილებელია.
მისი ხმა.
მისი ლაპარაკი.
შეხება.
ყველაფერი,რომ გენატრება და მაინც რომ ვერ პატიობ შენს თავს.
თითქოს არც ხარ დამნაშავე.
მაგრამ ხარ!
გიყვარს სიგიჟემდე.
უყვარხარ და მაინც.
ყველაფერს უნდა ელოდო ცხოვრებისაგან.
ძალიან ბევრ ბედნიერ წუთს და ბევრ ცუდსაც.
უნდა გაგვეძლო.
მაგრამ ვის დავაბრალო?
ისევ ჩემს თავს.
მე ვერ გავუძელი.
ეხლაც ჩამესმის ექიმის ხმა.
-რამდენიმე პროცენტი შანსი არის მკურნალობის შემდეგ.
ცრემლები ყელში მაწვება.
ვხედავ გეგის ჩამქრალ თვალებს და ტკივილი უფრო ძლიერდება.
შემდეგ ოთახიდან გამოვდივარ და კედელთან ვიკეცები.
-ყველაფერი კარგად იქნება. მესმის გეგის ხრიწიანი და ტკივილით სავსე ხმა.
და ჩემი თავი მეზიზღება.


***
მზის ჩასვლას ვუყურებთ და სახე ღიმილისაგან მეხევა.
უზომოდ ბედნიერი ვარ მასთან ყოფნით.
ახალ-ახალი თავგადასავლებით და ბევრი სიგიჟეებით.
-რას გააკეთებდი ახლა? მეუბნება სასაცილოო გამომეტყველებით.
-ძალიან ბევრ შოკოლად შევჭამდი. ვიკრიჭები პატარა ბავშვივით,რომელსაც დამალულ შოკოლადს გამოუჩენდნენ ხოლმე.
ეგეც მე ვიყავი.
ერთ-ერთი საყვარელი ტკბილი მოგონებაა.
დედა და მამა დღემდე იმას მეუბნებიან შენთვის შოკოლადი უნდა დაგვერქმიაო.
-მაინც რამდენს შეჭამდი?
-მინიმუმ სამ ყუთს.
-რა სიღორეა! შეიცხადა გეგიმ.
-მართლა! ახლა მე მეცინება.
-კარგი,მოდი სმარტში გავიდეთ და სამ სხვადასხვანაირ შოკოლადის შეკვრებს ავიღებ. ერთი არ გიჭამია. მემუქრება თითის ქნევით.
აი ისე პატარაობაში რაღაცას,რომ დავაშავებდით და მშობლები,რომ თითის ქნევით გველაპარაკებოდნენ.
მე თვალები მიბრწყინავს და ვეხუტები.
-ყოველდღე თუ ასე უნდა ჩამეხუტო შოკოლადის გამო ყოველ საათში ერთხელ გიყიდი. მეუბნება და ხარხარებს.
-რა დეგენერატი ბიჭი ხარ! ვბრაზდები მე.
-შოკოლადი თუ მე? მეკითხება სიცილით.
-რა თქმა უნდა შოკოლადი. ახლა მე ვხარხარებ მის სახეზე.
შოკოლადზეც კი რომ ეჭვიანობს.
-ხო არა? კარგი. მეუბნება ვითომ ნაწყენი და მანქანისაკენ მიდის.
-გეგიიი. ვეძახი მე და ის ხმას არ მცემს.
არადა ვხვდები როგორ ეღიმება.
მის საქციელზე
და ჩემს ბავშვურობაზე.
ეს არის ბიჭი,რომელსაც ყველანაირი ვუყვარვარ და არ აქცევს ურთიერთობას ჩარჩოებში.
გიჟდება ისეთზე როგორიც ვარ.
ხანდახან ცანცარაც.
ხანდახან ბავშვურიც.
და ხანდახან ნაწყენიც.
მაგრამ გიჟდება.
იგივეს ვგრძნობ მეც.
მაგრამ იშვიათად თუ ვამბობ რომ მიყვარს.
რადგან ვფიქრობ,რომ საქციელებით უნდა აგრძნობინო ადამიანს.
გენიალური სიტყვაა მიყვარხარ.
აქ შენც ხარ მოქცეული და ისიც.
და ხართ ერთი მთლიანობა იქამდე სანამ სიგიჟემდე გიყვართ ერთმანეთი.
სიყვარული-სიგიჟეა.
მართლაც სამი სხვადასხვა შეკვრის შოკოლადები მიყიდა.
სულ ვერა, მაგრამ ორი ყუთი მაინც შევჭამე.
-დედამიწის ზურგზე არ არსებობს შენზე ღორი ადამიანი. იცინის და ლოყაზე მკოცნის.
-მე უბრალოდ შოკოლადი მიყვარს! იხტიბარს არ ვიტეხავ მე.
არადა ძალიან ბევრს ვჭამ. უბრალოდ არ მეტყობა თორემ..
დაქალები სულ იმას მეუბნებიან შენ ჭამ და ჩვენ ვსუქდებითო.
-მეც ხომ გიყვარვარ აღიარე?
-ეს ორი „ვარ“ „ვარ“ რა არის? რა ეგოისტობაა? მეცინება მე.
-რა? ვერ გაიგო უცებ.
-ამ გიყვარვარში ორი „ვარ“ არის და ეგ არის ეგოიზმი. ისევ მეცინება მე.
-შენ გადაბრუნებულ ტვინს რა ვუთხარი მე? ეცინება ისე.
-ხო, მაგრამ შენ ეგ გადაბრუნებული ტვინიც მოგწონს.
-მართალია.
სახეზე ვწითლდები.
ეს ჩვევა ბავშვობიდან მომდევს.
ვინმე თუ ჩემთვის რაიმე სასიამოვნოს მეუბნება ყოველთვის ძალიან მაგარ წითელ ვაშლს ვემსგავსები ხოლმე.
ადამიანს ყოველთვის სჭირდება ის ერთი,ვინ აგრძნობინებს თუ რამხელა სიყვარული შესძლებია.
სიყვარულს არ აქვს ჩარჩოები.
სიყვარული ყველგანაა.
ჩემთან.
გეგისთან.
თქვენთან.
თითოეულ ჩვენგანშია და მის გარეშე არსებობა წარმოუდგენელია.
სიყვარული ატრიალებს დედამიწას და გვატრიალებს ჩვენ.
მარიონეტებს.
ადამიანებს.
ან ფიტულ არსებებს,რომლებიც ადამიანისაგან დარჩენილი ნაშთები არიან.


***
მოსაბეზრებელია ერთფეროვნება.
ხანდახან საჭიროა ცოტა „აიწყვიტო.“
დაიკიდო რას იტყვის ხალხი და ასე შემდეგ.
მთავარია შენ იყო კარგად და შენი საყვარელი ადამიანები.
-ჩამოხვალ რომ გამოგიარო? მეკითხება ლილიანა.
-ცოტა ადრე არ შეგეძლო? მეცინება მის არაადეკვატურობაზე მე.
-ეხლა შემომაწვა შიმშილი. ხმამაღლა გადაიხარხარა მან.
-კუჭის მონა ხარ! შევიცხადე მე.
-რა თქვი ახლა შენ? მიდი გაემზადე და მოვქრივარ. დრაივზე გავიაროთ და ვიყიდოთ ყველაფერი.
-მაკდონალდსის გატანას ვაპირებთ? მეცინება მე.
-რატომაც არა?
კარგია სიგიჟით სავსე დღეები.
როდესაც ივიწყებ დღისა და ღამის არსებობას და არ აქვს მნიშვნელობა
24 საათის განმავლობაში რომელ მონაკვეთში რას გააკეთებ.
მიყვარს ღამის თბილისი.
ყოველთვის მიჩნდება სურვილი ყოველ ღამე მხოლოდ იმიტომ არ დავიძინო,რომ ლამპიონებით განათებულ ქალაქს გადავხედო მთაწმინდიდან.
ამ დროს ყველაზე წყნარი და ყველაზე მაგნიტურია დედაქალაქი.
ყველა სიგიჟე ამ დროს ხდება.
გააზრებულად ან გაუაზრებლად.
ახლაც მანქანაში ვსხედვართ მე და ლილიანა და ჩვენს ბავშვობაზე გვეცინება.
-როგორ ცემდი ხოლმე ნიკას გახსოვს? ვახსენებ ბავშვობის ქაჯობებს და არაამქვეყნიურად ვიცინი.
-გააღვიძებ ქალაქს.სიტყვას ბანზე მიგდებს გოგო!
-საუბრის გადატანას არ ვართ. ახლა მე მეცინება.-და მაინც რა მაგარი წყვილი დადექით?
-არ თქვა. გადმომხედა ირონიულად მე.
-ორივე უმწარებთ ერთმანეთს სიცოცხლეს თქვენი ეჭვიანობის სცენებით და მაინც რომ სიგიჟემდე გიყვართ ერთმანეთი.
-ეგ მართალია. მისთვის შეუფერებელი მოკრძალებით გაიღიმა ლილიანამ.
ძალიან გიჟური ღამე იყო თავისი მოგონებებითურთ.
სახლში დილი 6 საათზე მივედი.

***
-როგორი ქორწილი გინდა? ვეკითხები ლიზას და თვალები უცრემლიანდება.
-ძალიან დიდი, გარშემო სულ რომ ვარდები იყოს ისეთი. იწყებს ბავშვურად ლაპარაკს.
-ყველაფერზე არ იღრიალო ოღონდაც. მეცინება ისევ მე.-გიხდება საყვარლად ტიტინი.
-რა დამპალი ბიჭი ხარ!
-რამდენ კაციანი?
-1000. სიცილისგან ყირავდება.-რამდენი უნდა მინდოდეს მოკრძალებული ქორწილი, ჯვრისწერა, ხელისმოწერა და ვსო რა!
-რა ჩამოაყალიბე! ვაბრძელებ მის დაცინვას მე.-რატო არ გინდა დიდი ქორწილი?
-ვინც ფულიანია ყველა დიდ ქორწილს იხდის,ძალიან „ძერსკები“ რომ გამოჩნდნენ და მთელ ქვეყანას რომ მოსდონ ვითომ ბედნიერება. მე ეგ არ მინდა, მთავარია მყავრხარ შენ და ეგ არის. ვინც საჭიროა ის იქნება და ეს ვითომ საახლობლო არ გვინდა რა.
ვგიჟდები ამ გოგოზე, თავისი განსხვავებული აზროვნებით,რომელიც ყოველთვის მაოცებს.
იმის მიუხედავად,რომ ჩემი ხუთი თითივით ვიცნობ.
იმ წლების მანძილზე რაც დრო გადის მით უფრო ვხვდები რამდენად სწორი არჩევანი გავაკეთე.
მითუმეტეს ეს ის წლები იყო როდესაც ბავშვურად კიდევ გვიქროდა რაღაც-რაღაცები.
შეიძლება ახლაც მასეა, მაგრამ ისეთი დოზით აღარ.
ხანდახან საჭიროცაა.
უბრალო ერთფეროვნება ადამიანს აგიჟებს.
საჭიროა სიგიჟეები.
საყვარელ ადამიანებთან ერთად რაც მთავარია,რადგან მომავალში ჭიქა ყავაზე გასახსენებელი უამრავი მოგონება გქონდეს.
მიყვარს როდესაც ლიზას ვუსმენ,რადგან არ არსებობს სასაუბრო თემა,რომელშიც არ აგყვება.
ხანდახან ძმაკაცურ რჩევასაც მოგცემს.
როცა საჭიროა დედაც იქნება და როცა საჭიროა მამაც.
ამბობენ იდეალური ადამიანები არ არსებობენო.
მართალია, მაგრამ როდესაც გიყვარს და შენთვის ყველაზე ძვირფასია ძალაუნებურად შენთვის იდეალური ხდება თავის პლიუს-მინუსებით.
საბოლოოდ სიყვარული ადამიანს გაბრმავებს,როგოც კარგი ასევე ცუდი მნიშვნელობით,რადგან ზოგიერთ ადამიანს ამის შემდეგ თეთრისა და შავის გარჩევა უჭირს.
მიყვარს მომღიმარი ლიზა.
ბავშვური და ამავდროულად ქალური.
მიყვარს მაშინ,როდესაც დედაჩემთან ერთად ზის და საყვარელ კრუასანებს მიირთმევს და ღიმილით უყვება
-ძალიან მაბრაზებს ხოლმე! ამბობს კისკისით.
-ხომ იცი ვერ არის! ლალიკოც მხარს უბავს.
ბედნიერი კაცი ვარ, რადგან ვხვდები,რომ მომავალმა რძალმა და დედამთილმა ერთმანეთს გაუგეს და სტერეოტიპი დაანგრიეს იმის შესახებ,რომ „რძალ-დედამთილი“ ერთმანეთს ვერ უგებს.
***
-გოგო წამოდი რა, სადმე გავიდეთ. სიცილით ჩამკივის მარი ტელეფონში.
-ამ უჟმურ ამინდში სად უნდა გახვიდე შვილო? დავიწყე დამრიგებლური ტონით ლაპარაკი.
-სადმე, მაგალითად მარჯანიშვილზე ცხელი შოკოლადი ვიყიდოთ.
-ლილიანას უთხარი რა, ძალიან მეძინება. დავიწყე თავის შეცოდება, მაგრამ ვიცოდი რომ არ გაჭრიდა. უშანსო ვიყავი.
-ნიკასთან ერთადაა და ააწყვიტავ ერთმანეთს?
-უი,როგორ გეკადრებათ. შევიცხადე მე.
-ხოდა ჩამოდი ხუთ წუთში.
მეც ძალაუნებურად ავეწიწკნე ლოგინიდან და რაც ხელში მომხდა ის ჩავიცვი.
-მანქანა სად დაკარგე?
-დღეს ფეხით სიარულის დღე გვაქვს. ეცინება ისევ მარის.
-რაღა წვიმაში მოგინდა? გავაჩერებ მაშინ ტაქსს.
-რა ტაქსი მოიცა რა. მეტროთი წავიდეთ.
მეტროში საუკუნეა არ ჩავსულვარ.
ბავშვობის წლები გამახსენდა,როდესაც ყველა ტრანსპორტს მეტრო მერჩია.
-ხოდა რუსთაველამდე ჩავიდეთ ტაქსით, აბა აქ მეტრო არ არის და. გადავიხარხარე მე.
-უი, რას ამბობ! კი არ ვიცოდი. ირონია შერეული სიცილით მეუბნება მარი.-ავტოვუსი ხო არსებობს.
დავნებდი სხვა რა გზა მქონდა.
მარჯანიშვილზე ცხელი შოკოლადი ვიყიდეთ.
იმდენად მესიამოვნა ცხელი სასმელი სიცივის ფონზე,რომ ვერ აგიღწერთ.
-ეხლა რა ვქნათ?
-ვიკატაოთ. მეუბნება სერიოზული სახით.
-სად უნდა იკატაო მარი? მოგაწავინეს რამე? სიცილისგან ვყირავდები მე.
-მაგარი მოსაწევი იყო გოგო! მაგრად დამაბოლა. აგრძელებს სიცილით.-მეტროთი!
-გადაირიე ხო?
-შეიძლება.
ხოდა ასე საღამოს რვა საათიდან ღამის თორმეტამდე მე და მარი დავქროდით მეტროთი.
ვარკეტილი-ახმეტელის თეატრის მიმართულებით და პირიქით.
ზედმეტად გიჟური და ბავშვური დღე იყო.
მეტროდან რომ ამოვედი გეგის ზარი შემოვიდა ეგრევე.
-სად ხარ გოგო მთელი დღეა გირეკავ და გამორთული გაქვს ტელეფონი.
-მეტროში. ვეუბნები სიცილით.
-მთელი დღე?
-არა დღის მეორე ნახევარი. ისევ ვკისკისებ მე.
-რა ადგილას ხართ ეხლა?
-რუსთაველზე.
-კარგი, დამელოდე და სამ წუთში მანდ ვარ.
არ არსებობს გეგიმ დრო თქვას და დააგვიანოს.
ხანდახან მგონია,რომ ზედმეტად პუნქტუალურიც არის ხოლმე!
-დაჯექით. გვეუბნება სიცილით.
ჩვენც მშვიდი სახით დავიკავეთ ადგილები.
წინ დავჯექი და საქარე მინას გავხედე,რომელიც წვიმის წვეთებს დაესველებინათ და რატომღაც მესიამოვნა.
-კიდევ ერთ ჭიქა ცხელ შოკოლადზე რას იტყოდი? გადავხედე მარის.
-რატომაც არა! გაეცინა მას.
-თუ შეიძლება მარჯანიშვილზე გაგვიყვანეთ და რამდენი იქნება ჩვენზე? სერიოზული სახით მივუნრუნდი გეგის.
სიცილისგან იკლაკნებოდა.
-ტაქსისტიც გამხადე ტო?
-რავიცი! შეიძლება.
გეზი მარჯანიშვილისაკენ აიღო და ისევ გადმოგვხედა.
-რა გინდოდათ მეტროში?
-ვკატაობდით. სიცილით ეუბნება მარი.
-რამ გადაგრიათ? ეცინება ისევ.
-როდის ვიყავით დალაგებულები?
ისეთ ხმებს გამოვცემდით უეჭველია ჩვენმა სიცილის ხმამ მთაწმინდამდეც ააღწია.
ყველა ცხოველი ბუდობდა ჩვენში.
გიჟური და ბედნიერი ერთი დღე კიდევ.
***
ვერ ვიტან ღამეს, რადგან ყოველთვის მარტოა ამ დროს ადამიანი საკუთარ თავთან.
ყოველთვის წონის თავის ცხოვრებას.
განვლილ დროსა და შეცდომებს.
ცრემლები მომდის და ჩემს საცოდაობაზე მეტირება.
ვდგავარ აივანზე, ვუყურებ თოვლით გაფერადებულ მთაწმინდას და სიგარეტის კვამლს ვაყოლებ თვალს.
ჩემი დაცემა ხან გამოუცდელობას დავაბრალე, ხან ბედისწერას, ხანაც ღმერთს.
მაგრამ ეს ის დროა,როდესაც ხვდები,რომ არავისი ბრალი არაა საკუთარი თავის გარდა.
ღამით ვხვდები,რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და არა სხვისი.
არც ღმერთის.
არც ბედისწერის.
არც გამოუცდელობის.
არაფრის.
გარდა ჩემი თავისა.
ღამე ყველაზე ჯადოსნური რამაა.
ამდროს ტყდება შენში ყველაფერი, ამ დროს გაქვს ნამდვილი სახე მიღებული და ფიქრობ ყველაფერზე დღისაგან განსხვავებით,რადგან დღე ადამიანი ნიღაბს ატარებს და თავის ტკივილს ფარავს.
ყველაფრის მიუხედავად მაინც ბედნიერი ჩანს,შინაგანად კი დმსხვრეულია.
სული რამდენიმე ნაწილებად აქვს დაშლილი და მაინც იღიმის.
ძლიერია ღამე.
რადგან ადამიანი ამ დროსაა ყველაზე მართალი.
ამ დროს და შემდეგ კიდევ სიმთვრალეში.
და მაინც რატომ მე და შენ გეგი?
შემდეგ თვალიდან ჯერ ერთი ცრემლი მოგორავს, შემდეგ მეორე და ბოლოს ხვდები,რომ ხმამაღლა ღრიალამდე არაფერი გიკლია.
ვკლავ იმ სიყვარულს,რომელიც მაძლიერებს ან ბოლოს მიღებს.
ვიკლავ ჩემი სისუსტით თავს და ვკლავ გეგისაც.
ზუსტად ვიცი არც ისაა კარგად.
რადგანაც ერთი მთლიანობა ვიყავით.
შეიძლება დღესაც ასე ვართ შინაგანად, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე მაინც
ცალ-ცალკე და მტკივნეულად.
***
და რამდენია მაინც ეს სამი წელი?
რიცხობრივად შეიძლება ცოტა.
მაგრამ მაინც რამდენი.
ერთი.
ორი.
სამი.
და მხოლოდ შორიდან დანახული საყვარელი ადამიანი.
როცა შეიძლებოდა ყველაფერი გამომესწორებინა და მაინც სიმარტოვე ავირჩიე.
და ამიტომ გიყურებ შორიდან, ისიც შემთხვევით.
მენატრება დრო,როცა ჩემს გვერდით იწექი და ის გვერდი მიხურდა რომელი მხრიდანაც მეხუტებოდი.
დღეს კი ის მხარე ყინულის ლოდს გავს.
მე დავრჩი ნახევარი.
შენს გარეშე ჩემო სიყვარულო.





დაგვიანებით, მაგრამ მეორე თავი დავდე ისევ პირველთან ერთად.
არ ვიცი მოგწონთ არ მოგწონთ.
ღირს გაგრძელება თუ არა.
მაკლია თქვენი კომენტარები რჩევები და იმედია ისევ ასე არ გაგრძელდება.
ველოდები თქვენს შეფასებას.
სიყვარულით ნინე.



№1 სტუმარი dirty mind

აიი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.... ყველა ემოცია ერთდროულად განვიცადე, ორჯერ წავიკითხე მარტო იმიტომ რომ თავიდან განმეცადა ეს ყველა შეგრძნება.... მიყვარს ეს ისტირია ❤❤

 


№2  offline წევრი wripawripa123456

dirty mind
აიი უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის.... ყველა ემოცია ერთდროულად განვიცადე, ორჯერ წავიკითხე მარტო იმიტომ რომ თავიდან განმეცადა ეს ყველა შეგრძნება.... მიყვარს ეს ისტირია ❤❤

ძალიან,ძალიან მიხარია ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent