შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (8)


20-11-2016, 14:10
ავტორი სატი
ნანახია 2 137

საუზმის მერე ანამ ჰეილი დააძინა და ნინასთან და ჯორჯთან ერთად დირექტორთან სალაპარაკოდ წავიდნენ. როუზვუდის საშუალო სკოლას ვერ შეადარებდი საქართველოს საუკეთესო სკოლასაც კი, მას უზარმაზარი ეზო ჰქონდა. 2სტადიონით, 3საცურაო აუზით, 3სპორტზალით, ლაბორატორიით და კონფერენციის ოთახებით. სკოლაში ყველაფერი იყო რაც სტუდენტს ჭირდებოდა. სანამ დირექტორს ელაპარაკებოდნენ ჯორჯი და ანა, იქამდე ნინა სკოლას ათვალიერებდა. კაფეტერიაში გავიდა და იქ ჩადი დაინახა. ჩადი მისკენ გაემართა.
-უკვე მოხვედი?-გადაეხვია ჩადი.
-არა, ხვალიდან. დღეს უბრალოდ სკოლის დასათვალიერებლად მოვედი.
-ხო, აბა როგორ მოგწონს?
-რავი, ჩად შენ მერამდენე კლასში ხარ?
-მე მეთორმეტე. შენი დაჩის კლასელი ვარ.
-გასაგებია.
-დაგათვალიერებინო სკოლა?
-არა იყოს, დავათვალიერე ყველაფერი.
-დღეს საღამოს წვეულება იმართება ჩემ სახლში, შესაბამისად მშობლები სახლში არ იქნებიან და მოდი.
-მოვალ-ნინა დაემშვიდობა ჩადს და კაფეტერიიდან გავიდა. ახლა კორიდორში ელოდებოდა მის მშობლებს. ცოტახანში ერთი გოგო მივიდა ნინასთან.
-ახალი გოგო ხარ?
-ხო, დირექტორს ელოდები?
-ხო, ასე ვთქვათ მამაჩემს.
-აა, შენ დირექტორის შვილი ხარ?
-ხო, ამის გამო ბევრს ვეზიზღები მაგრამ .
-მე ნინა მქვია.
-სამანტა. ბოდიში მაგრამ არ შემიძლია არ შევიმჩნიო რომ უცნაური აქცენტი გაქვს. აქაური არ ხარ?
-მოკლედ რომ ვთქვათ სულ რაღაც 2კვირის უკან გავიგე რომ ნაშვილები ვიყავი და ჯორჯი აღმოჩნდა მამაჩემი. აი ასე მოვხვდი აქ, ინგლისურს ეხლა ვამუღამებ.
-ორივე შენი მშობელი ამერიკელია?
-ერთი ამერიკელი, მეორე ქართველი.
-გასაგებია, მერე მოგწონს მერის შვილი რომ ხარ?
-კი, ბევრი პრივილეგია მაქვს. ჩადს იცნობ?
-რათქმაუნდა, ვინ არ იცნობს.
-დღეს წვეულება აქვს და მარტო წასვლა არ მინდა.
-რათქმაუნდა წამოვალ, ისედაც დაპატიჟებული ვარ.
-გაკვეთილები რომელზე გიმთავრდება.
-ეხლავე, მაგიტომ შევდივარ მამაჩემთან. სახლში უნდა გამიშვას. ვეტყვი რომ ცუდად ვარ.
-ხოდა წამო ჩემთან ჩასაცმელსაც ამარჩევინებ.
-კარგი.
ამასობაში ჯორჯი და ანაც გამოვიდნენ.
-სამანტა, როგორ ხარ?-თავაზიანად მიესალმა ჯორჯი.
-კარგად მისტერ ჯორჯ თქვენ?
-მეც კარგად. ნინა ჩვენ მანქანაში დაგელოდებით.
-სამანტაც რო წამოვიდეს შეილება?-მუდარით სავსე თვალებით შეხედა ნინამ.
-რათქმაუნდა რეებს გვეკითხები-გაეცინა ჯორჯს და წავიდა. სამანტა და ნინაც მას გაყვნენ. სახლში მისვლისთანავე ესტერი გამობუნძულდა კართან როგორც ძაღლი პატრონის დასახვედრად, ის ჯორჯს ელოდებოდა. ესტერმა ჯორჯს აკოცა და კისერზე ჩამოეკიდა.
-ესტერ გაიცანი ეს ნინას მეგობარი სამანტაა-გააცნო ჯორჯმა სამანტა ესტერს.
-სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ხომ სადილის დროა... და ამდენისთვის...
-რა ამდენისთვის? მამაჩემი... უფროსწორად ჯორჯი მერია, დავიჯერო 6ადამიანზე არ აქვს სადილი?-გაბრაზდა ნინა.
-არა, ესტერი ესე ხუმრობს. ბევრი მაქვს საჭმელი შემოდი სამანტა, ესტერი ესე ხუმრობს.
ჯორჯმა მაშინვე დაავლო ხელი ესტერს და ზევით აიყვანა.
-ესტერ ბოლო წვეთია, გაეთრიე ჩემი სახლიდან.
-რა? რა?
-რაც გაიგე, ესტერ ნუ თამაშობ, ჩვენ ერთმანეთი არ გვყვარებია, კარგად იცი რომ შენი მშობლების გამო ვიყავით ერთად, თავიდან დაჟე ცადე დაგეჯერებინა ჩემთვის რომ მაიკლი ჩემი შვილი იყო მაგრამ არ გამოგივიდა. ახლავე ჩააბარგე ყველაფერი და წადი.
-ამას როგორ აკეთებ?!! იცი რა სკანდალი ატყდება?
-ვიცი, ვიცი რასაც ატეხავ! ესტერ ბოლოჯერ ვამბობ გაეთრიე ჩემი სახლიდან!!
-კარგი, ვნახოთ ვინ მოიგებს ამ ომს!
-ნუ მაცინებ, ესტერ, ეს ომი არ არის. დროზე დატოვე ჩემი სახლი და მეორეჯერ არ გაბედო რომ ჩემ შვილებს, ისა, ანუ ჩემ შვილს და მის დას რამე უთხრა. ანაზე ხო საერთოდ ხმა არ ამოიღო-დაიჭექა ჯორჯმა.
-კარგი... კარგი-ესტერმა მაშინვე ჩალაგება დაიწყო.
***
-მოგწონს როუზვუდი?-ჰკითხა სამანტამ სანამ ნინას უზარმაზარ ოთახს ათვალიერებდა.
-რავი, პატარა ქალაქია, მაგრამ თბილისთან შედარებით უზარმაზარი.
-აბა, მანახე შენი გარდერობი სადაა?
-აი, აქ დგას.
-არა! არ არსებობს!-დაიყვირა სამანტამ-შენ რა ოთახი არ გაქ გარდერობისთვის?
-არა-გაეცინა ნინას.
-ესე ცოტა ტანსაცმელი გაქვს?!!!! ეხლავე მაღაზიაში მივდივართ დროზეეე!! ჩემი საკრედიტო ბარათი შენ გამო ტირის-ხელი დაავლო სამანტამ ნინას და ქვემოთ ჩაათრია.
-ნინა! სადილზე არ დარჩებით?-შეაჩერა ანამ ჰოლში.
-ვერა, მაღაზიაში მივდივართ-ნინა და სამანტა მაშინვე წავიდნენ.
სამანტამ ნინა როუზვუდის უძვირეს მაღაზიებში წაიყვანა, თითქმის ყველაფერი იყიდეს რაც არსებობდა და სახლში დაბრუნდნენ. ორი საათი მოზომებას მოუნდნენ, ბოლოს როგორც იქნა აირჩიეს კაბები და მაკიაჟიც გაიკეთეს. საღამოს სამანტას მეგობარმა უეიდმა გამოუარა.
ნინა უეიდთან და სამანტასთან ერთად წავიდა ჩადთან.
-ნინა, შენზე მთელ როუზვუდის გაზეთებში წერენ, მოგწონს პოპულარობა?-ლაპარაკი დაუწყო უეიდმა.
-უეიდ-დაუცაცხანა სამანტამ უეიდს და ანიშნა გაჩუმდიო.
-დაიკიდე სემ, კი... არც ისე ცუდია პოპულარობა, ვერ ვიტყვი პაპარაცები დამსდევენ თქო მაგრამ რავი...
-ჯერ სად ხარ, ჩადის ფართის მერე ყველა შენ გამოგეკიდება-გაეცინა უეიდს.
-უეიდ! ბოლოჯერ გაფრთხილებ მერე მანქანიდან გისვრი-გაბრაზდა სამანტა.
-სემ, სემ, სემ წყნარად-გაეცინა უეიდს და აკოცა სემს.
როგორც იქნა მიაღწიეს ჩადის წვეულებაზე. ნინას ამდენი ხალხი ერთად მხოლოდ მიტინგზე თუ ენახა. სემი და უეიდი მაშინვე დაეკარგა თვალთახედვიდან, მოუწევდა თვითონ გაეცნო ხალხი. დაიწყო მისი კლასელების ძებნა, მაგრამ უშედეგოდ, ჩადის წვეულებებზე მხოლოდ მაღალკლასელები და რამოდენიმე ძალიან ცნობილი მამიკოების და დედიკოების შვილები თუ დადიოდნენ. პუნშით სავსე ჯამთან მივიდა და დაისხა. დალია და სახე დაემანჭა.
-ჰეეიიი! ნინა! მოხვედი? რამ დაგალევინა ეს პუნში ესე მალე! ალკოჰოლითაა სავსე.
-არ ვიცოდი.
-ვინმე შეგაწუხებს და მითხარი, მაგრამ აქ ისეთი ხალხია სუ რო ბოლომდე გამოთვრნენ არაფერ ცუდს არ იკადრებენ.
-ხო, ვიცი. ჩად აქ ვინმე ჩემი კლასელი არის?
-სამანტას გარდა? არავინ.
-სამანტა რატო დაპატიჟე? მან თქვა რომ დირექტორის შვილია და არ უყვარს ხალხს დიდად.
-ღადაობ? სამანტა მაგარი გოგოა, დიდიხანია ვმეგობრობთ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვისი შვილია-მანაც დაისხა პუნში და დალია-აბა შენ იცი, თუ მანქანით ხარ გასაღები მომეცი თორე ისე არ დალევ.
-არ ვარ მანქანით, უეიდს მივყავარ.
-უეიდი დათვრება, კაი რამეს მოგიფიქრებ მერე, აბა შენ იცი-ჩადმა გადაკოცნა და მაშინვე გაუჩინარდა.
ცოტახანში ნინას დედამისმა დაურეკა.
-ალო? ნინა? არ ინერვიულო ეხლა და ნელა, მშვიდად წამოდი საავადმყოფოში-ხმა უკანკალებდა ანას.
-რა ხდება? რა მოხდა?
-არაფერი, მოდი და გეტყვი.
-ანა დროზე მითხარი!
-ნინა... ჯორჯი... ავარიაში მოყვა.
ნინას ტელეფონი და ჭიქა ხელიდან გაუვარდა, ყველამ მას შეხედა. სახე გაუწითლდა, ხელები გაუოფლიანდა, თვალებში დაუბნელდა და ძირს დავარდა. მაშინვე დაჩი და ჩადი მივარდნენ ნინას.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ვგიჟდები მე დაჩიზე რა.ალბათ ესტერმა მოუწყო რაღაც რა
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი სატი

La-Na
ვაიმე ვგიჟდები მე დაჩიზე რა.ალბათ ესტერმა მოუწყო რაღაც რა

heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№3  offline წევრი Ucnobigogo

ვაიმე რამაგარიაა heart_eyes heart_eyes მალე დადე რაა heart_eyes heart_eyes

 


№4  offline მოდერი სატი

Ucnobigogo
ვაიმე რამაგარიაა heart_eyes heart_eyes მალე დადე რაა heart_eyes heart_eyes

heart_eyes heart_eyes ვეცდები
--------------------
a.m&m.i

 


№5  offline წევრი Mziako...

Vaime dzaan magaria imedia jorjs araferi mouva torem mere esters ra aitans.isedac dzlivs achumebs jorji da isini ras uzamen...magaria da ecade rom male dado me moutmenlad velodebi shemdeg tavs. Ara ise winat xom vtqvi kargi araferi gvelis shemdeg tavshitqo...:-* :-P :-* :D

 


№6  offline მოდერი სატი

Mziako...
Vaime dzaan magaria imedia jorjs araferi mouva torem mere esters ra aitans.isedac dzlivs achumebs jorji da isini ras uzamen...magaria da ecade rom male dado me moutmenlad velodebi shemdeg tavs. Ara ise winat xom vtqvi kargi araferi gvelis shemdeg tavshitqo...:-* :-P :-* :D

მზად მაქვს შემდეგი თავი და ხვალ დავდებ heart_eyes
--------------------
a.m&m.i

 


№7  offline წევრი Mziako...

სატი
Mziako...
Vaime dzaan magaria imedia jorjs araferi mouva torem mere esters ra aitans.isedac dzlivs achumebs jorji da isini ras uzamen...magaria da ecade rom male dado me moutmenlad velodebi shemdeg tavs. Ara ise winat xom vtqvi kargi araferi gvelis shemdeg tavshitqo...:-* :-P :-* :D

მზად მაქვს შემდეგი თავი და ხვალ დავდებ heart_eyes

Moutmenlad veli shemdeg tavs... :-* :-* :-) ;-)

 


№8  offline წევრი Ucnobigogo

სატი
Ucnobigogo
ვაიმე რამაგარიაა heart_eyes heart_eyes მალე დადე რაა heart_eyes heart_eyes

heart_eyes heart_eyes ვეცდები

heart_eyes heart_eyes კაიიი

 


№9 სტუმარი ქრისტი ))

ძაან მაგარია მე ახლახანს დავიწყე კითხვა და ძაან ჩამითრის ყოჩაღ heart_eyes heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent