შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის სიყვარული (ნაწილი 11)


22-11-2016, 00:31
ავტორი nini5
ნანახია 3 419

-ერთი კვირა არ მცალია რაღაც საქმეები მაქვს,,,ცხვირი ავიბზუე და დანანებით გადავხედე ცარიელ ყავის ფინჯანს,,,იმედია მომეცემა შანსი გავიცნო შენი რჩეული,რას იტყვი ხომ არ წამოიყვანდი?
-დიდი სიამოვნებით მაგრამ ეკა დაკავებული ქალია,ვნახოთ დრო თუ გამონახა აუცილებლად მოგანიჭებ მაგ ბედნიერებას,,,ირონიულად გამომხედა და კაფეში შემოსულ ნიკას გახედა გაბრაზებული რომ აბრიალებდა თვალებს
-რა სიფათით მოძრაობ ?
-შენი ნერვები არ მაქ ბენდელიანო,,,დაიღრინა შუბლ-შეკრულმა
-რაო ცუნცულ არაო?,,ირონიული ღიმილით გაიცინა და მუჭ-შეკრული მამაკაცის შემჩნევისას ხელები დანებების ნიშნად აწია
-სულელი გოგო,,,ჩაიფრუტუნა გაღიზიანებულმა და გაკვირვებულ გოგოებს მოგვავლო თვალი,,, ბოდიშით ტო,ნერვები ისე მაქვს დაწყვეტაზე რომ მოსალმებაც დამავიწყდა
-ხომ მშვიდობა გაქვს ნიკუშ,,,საუბარში ნანო ჩაერთო და ოდნავ გადაიხარა მისკენ
-ერთმა თქვენნაირმა დამაგლიჯა ნერვები,,თითი ჩვენსკენ გამოიშვირა და ანთებულ ტელეფონს დააჩერდა,,არ უნდა და ნუ უნდა,ყავდეს ის პიტალო გვერდით,,,გაგულისებულმა ჩაილაპარაკა და პატარა ბავშვივით გაიბუტა რაზეც სიცილი ძვლივს შევიკავეთ
-რა გაატრაკე საქმე მაგ გოგოთი ტო,,ქალი დაილია თუ რა,არ უნდა და ნუ უნდა
-მორჩით მაგ თემაზე ლაყბობას და გადაწყვიტეთ ბოლოს და ბოლოს როდის ავდივართ სვანეთში,, ნიკოლოზი თავის საქმეს თავად მოაგვარებს,,, მხარზე ხელი ოდნავ დაკრა მამაკაცს ლევანმა და თვალები მობეზრებულად აატრიალა
-მე ვერ წამოვალ თქვენთან ერთად,,მტკიცედ განაცხადა ჩემმა დაქალმა და ედოს განრისხებული თვალების შემხედვარე შეიშმუშნა
-არ მესმის თქვენი,ადამიანი რომელიც გიყვართ არ აღიარებთ და მის გასაღიზიანებლად სხვას ეტორღიალებით,იმას კი ვერ ხვდებით ამით რომ კარგავთ ნამდვილ სიყვარულს,,,უკმაყოფილოდ ამოთქვა ნიკოლოზმა და მზერა ოთხეულს მოგვავლო,,,რატომ ართულებთ ცხოვრებას ტო
-ბავშვები არიან ნიკოლოზ,ბავშვები,,დაღვინდებიან,,,გაიცინა ლევანმა და აზუზუნებულ ტელეფონს გადახედა,,,გისმენ სალო,,,შევხედე როგორ გადაფითრდა მამაკაცი სახეზე და მე და კაკის გადმოგვხედა,,,ეხლავე მოვდივართ,,,ჩასძახა ანერვიულებულმა,,,განყოფილებში მივდივართ,ზედმეტი კითხვების გარეშე,,,მოკლედ მოგვიჭრა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ

-დეეე,,ის იყო ანჯაფარიძის კაბინეტში შევდგით ფეხი,ისტერიკულად მომტირალი ტასო რომ გამოიქცა ჩვენსკენ
-რა გჭირს დე,რა მოხდა ჩემო სიცოცხლე
-მეჩინია,,,უარესად მორთო ბღავილი
-ეზოში ყავდათ მასწავლებელს ბავშვები გამოყვანილი,ვიღაც უცნობი მისულა და შეშინებულია,მაშინვე შეგვატყობინა ბაღის გამგემ,გული გამისკდა სანამ იქ მივიდოდი,მისი სახელი და გვარი რომ გვითხრეს,ვესაუბრე მაგრამ ანასტასია ცოცხალი თავით არ ამბობს რა უთხრა იმ კაცმა
-რამე დაგიშავა?მითხარი მა,ხომ არ გატკინა,,, ბენდელიანს რომ გადავხედე სახეზე მკვდრის ფერი ედო,ცდილობდა წონასწორობა შეენარჩუნებინა,ფრთხილად უკოცნიდა სველ ლოყებს ჩემ კალთაში მოთავსებულ პატარას
-სახსი მიდა,სახსი მიდა,,განაგრძობდა ტირილს,შევხედე როგორ დაებერა კაკის ძარღვები სიბრაზისგან
-წავიდეთ დედი,წავიდეთ ჩემო საყვარელო,,,გულზე მაგრად მივიკარი და არავის არ დავლოდებივარ ისე გამოვედი გარეთ,ვიგრძენი როგორ მომყვებოდა ფეხდაფეხ ბენდელიანი
-სახლში დაგტოვებთ რაღაც საქმე მაქვს შემდეგ,,,სევდიანი თვალებით გადმოგვხედა ორივეს და მანქანის კარი გაგვიღო

-არ წახვიდე გთხოვ,,,ხელზე დავქაჩე და ცრემლიანი,მუდარით მივაჩერდი ჩემსკენ შემობრუნებულს,,,გთხოვ კაკი ოღონდ ეხლა არ წახვიდე,ტასომ რო გაიღვიძოს და შენ მოგიძებნოს,,,სევდიანი თვალებით გადავხედე საწოლზე მიწვენილ ბავშვს ლოყები რომ აწითლებოდა
-ჩუუ,,მშვიდად,მშვიდად,დაწყნარდი,,,მის მკლავებში მომწყვრეულმა ხარბათ შევისუნთქე ნაცნობი საყვარელი სურნელი
-ცუდი დედა ვარ,ჩემს შვილს და საყვარელ მამაკაცს იმის მაგივრად რომ გავუფრთხილდე საფრთხეში ვაგდებ,იმდენად ცუდი ვარ შენც კი გადაგიყვარდი,,,შუბლი შუბლზე მივადე და ხელები კისერზე შემოვხვიე,ვიგრძენი როგორ დამიარა ჟრუანტელმა მთელ სხეულში
-მოდი დაისვენე, გამოიძინე და შემდეგ ვილაპარაკოთ,,ეხლა განერვიულებული ხარ არც მე ვარ კარგ დღეში,სანამ ერთმანეთს გულს ვატკენდეთ დავიძინოთ,,,ფეხზე თავისი ხელით გამხადა თუ არა მაშინვე მიმაწვინა ტასოს გვერდით,თავად უკნიდან მომეკრო, მკლავზე დამადებინა თავი და თმებზე თამაში დამიწყო მეორე ხელით,,არც კი მახსოვს როდის ჩამეძინა

საკმაოდ გვიანი იყო რომ გამეღვიძა,ჩემს გვერდით მშვიდად მძინარე ტასოს გადავხედე და ოთახი მოვათვალიერე,,
-მაინც წავიდა,,ანერვიულებულმა წარმოვთქვი და ტელეფონი მოვიმარჯვე,,,ჯანდაბა ბენდელიანო მიპასუხე,,,ბოლთას ვცემდი ერთ ადგილას,,ტელეფონს ხელში ნერვიულად ვატრიალებდი რომელიც ყოველ დაკავშირებაზე გამორთულს მეუბნებოდა,თვალებიდან უკითხავად დამეძინა ცრემლები,ის იყო ბიჭებთან დარეკვას ვაპირებდი კარის ხმა რომ გაისმა,,სწრაფი ნაბიჯებით გავიქეცი შემოსასვლელისკენ და ხელები კისერზე მჭიდროდ შემოვხვიე საყვარელ მამაკაცს
-რა გჭირს ტო,კარგად ვართ,,,მითხრა გაკვირვებულმა და ხელები წელზე შემომხვია აკანკალებულს,ეხლაღა შევამჩნიე კარში დაყუდებული სამეული გაკრეჭილი რომ მომჩერებოდა,მეც მორცხვად მოვიშორე მამაკაცის ხელები და წინ ავეტუზე
-შენი რა პანიკიორი ყოფილხარ გოგო,,,ცხვირზე ოდნავ მომიჭირა ხელი ედომ და სამზარეულოსკენ აიღო გეზი,,რაღაც გვაჭამე თორემ მგელივით გვშია
-ეხლავე ხო,,,დავფაცურდი უცებ

რამოდენიმე დღე ისე გავიდა ამ ამბიდან ერთმანეთისთვის სიტყვა არ გვითქვამს,მხოლოდ ბავშვის თანდასწრებით თუ ვისაუბრებდით ისიც მოკლედ ტექსტების შემოფარგვლით,მთელი ეს დღეები თითქმის ბენდელიანი ჩავუსახლდი სახლში,ვერ ვიტანდი მის გაბრწყინებულ სახეს როდესაც ვიღაცას წერდა ან ელაპარაკებოდა ჩემგან მოშორებით,დაბოღმილი ვუყურებდი და ისიც დარწმუნებული ვარ ჩემ სახეზე გულიანად ხალისობდა,ვცდილობდი კონცენტრაცია ტასოზე მოეხდინა წუთითაც რომ არ მშორდებოდა გვერდიდან,ბედნიერი იმით რომ მათგან აღარ წავიდოდი,,,მეხუთე დღე გადიოდა ნანომ აღრიალებულმა რომ დამირეკა,,ტასოს აჩქარებულმა ჩავაცვი,კაკის სმს მივწერე სადაც ვიქნებოდით და ჩემი ბინისკენ ავიღე გეზი
-დაწყნარდი გთხოვ რა ნანო
-ნერვებს მიშლის,ვერც კი წარმოიდგენ როგორ მტკენს მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ,არ ვიცი რა გავაკეთო,წარსულში რაც იყო რატომ მახსენებს,რატომ უნდა განადგურებული მნახოს
-დაილაპარაკეთ ერთხელ და სამუდამოდ,გაარკვიეთ ყველაფერი ნან,ნუ გაჯიუტდები,დაურეკე და უთხარი რომ აუცილებელი საქმე გაქვს,ეს შეხვედრა გადაწყვეტს თქვენ მომავალს,დამიჯერე ეგრე აჯობებს,,,თმაზე ფრთხილად ვეხებოდი და ვცდილობდი დამეწყნარებინა
-დეგენერატი ჯიუტი სვანი,,,გაგულისდა პატარა ბავშვივით და თვალებიდან ცრემლები გადმოყარა,,,მიყვარს,თითქმის ათი წელი გავიდა და იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე ოდესმე
-დაწყნარდი გთხოვ,მე ეხლა დავურეკავ ედოს მოვიდეს,თქვენ კი წყნარად ისაუბრეთ კარგი?,,,ის იყო ტელეფონი მოვიმარჯვე გაცხარებული რომ წამოვარდა ფეხზე
-არ გინდა,მე თვითონ მივაკითხავ სახლში,რაც იქნება იქნება,როდემდე ვიტანო მაგის გამოხტომები
-ერთ წუთში ერთ ტალღაზე ხარ მეორეში მეორე,,ღმერთო შენ მიშველე,,,თვალები მობეზრებულად ავატრიალე და სარკესთან მოტრიალე დაქალს ღიმილით გავხედე,,,მთავარია ბლუკუნი არ დაიწყო როდესაც შეგეხება
-თუ შემეხება შევახსენებ რომ ეხლა სხვას ვეკუთვნი,,,,ეშმაკურად აუციმციმდა თვალები
-ნუ გადარევ მაგ ბიჭს და ჯეკოსაც ტყუილად ხვევ შარში,,,უკანალზე ოდნავ მივცხე ხელი,,,მიდი მიდი წადი,მომცილდი აქედან
-კარგი ჰო,,,ბუზღუნით აიღო ჩანთა და ენა პატარა ბავშვივით გამომიყო
-ტასო გინდა დე პარკში გავისეირნოთ?,,,ანიმაციური ფილმების ყურებით გართულ ბავშვს გვერდით მივუსკუპდი,თან თმებზე დავუწყე თამაში, გაბრწყინებული თვალებით შემოხედვა და ყელზე ჩამოკიდება ერთი იყო
-მიდა,მიდა,მიდა,,,გაიძახოდა კისკისით
-მოდი თბილად ჩავიცვად და წავიდეთ თორემ საღამოა და გრილა,,,ყელი გემრიელად დავუკოცნე თუ არა ჩემი ოთახისკენ ავიღე გეზი

სახლში ზომაზე მეტად დაღლილიც კი დავბრუნდით,,მთელი დღეა ქანცი გამაძრო,"დე აქ მაკატავე", "დე შენც მოდი","დე ეს მიდა","ის მიდა",დამარბენინებდა ერთი ადგილიდან მეორეზე,მოდი აბა და დაეწიე,ისეთი მოძრავი ბავშვია,სულ მამამისს როგორ დაემგვანა ვერ ვხვდები,ფრთხილად შევაღე კარი,აწითლებულ ლოყებზე ტუჩები მივაკარი და ხელში ატატებული შევიყვანე სახლში
-ოჰო,სტუმრებიც გვყოლია,,,ჩავიბურდღუნე ჩემთვის როდესაც მისაღებიდან ქალის კისკისის ხმა მომესმა
-საღამო მშვიდობისა,,,მოგუდულმა ძვლივს ამოვთქვი სიტყვები,ეჭვნარევი მზერა შევავლე სავარძელში მჯდარ ლამაზ ქალს და შემდეგ მის ბარგს,,,არ ვიცოდი სტუმრები თუ გვეყოლებოდა,, ბენდელიანს გაბრაზებულმა გადავხედე კმაყოფილი სახით რომ მიყურებდა
-რაღა სტუმარი ტასო,,,ფახზე წამოიმართა და ქალს ასადგომად ხელი გაუწოდა,,,გაიცანი ეს ჩემი ეკაა,ჩვენთან ერთად იცხოვრებს,,,დავინახე როგორ შეუცურა მისი მარცხენა წელზე და გვერდიდან აიკრა,თუ არ გავსკდებოდი ბოღმისგან არ მეგონა
-ჩვენ რომ სტუმრების ოთახი არ გვაქვს
-რომც გვქონდეს ეკა არ დაიძინებს სტუმრების ოთახში,ჩემს საწოლს გავუყობ ნუ ინერვიულებ,ასე არ არის საყვარელო?,,,ფრთხილად შეახო ტუჩები ქალის შუბლს და გამარჯვებული სახით გადმომხედა
-დიდებულია,,,კრიჭა შეკრულმა ამოვთქვი და დაწვრულებული თვალებით გავხედე მეტოქეს,უსირცხვილოდ რომ აკროდა ჩემ კაცს
-იმედია შევეწყობით ერთმანეთს ჩემო კარგო,როდესაც შენ არ იქნები აქ ტასოს მე მივხედავ,განსაკუთრებით ღამით,,,მორცხვი სახით გადმომხედა და გამიღიმა
-ეჭვიც არ შეგეპაროს რომ შევეწყობით,,,ეშმაკურად გავუღიმე და უკანმოუხედავად გავუყევი ბავშვის ოთახში,,,ვიცი რაც იმალება მაგ შენი სათნო და მორცხვი სახის მიღმა,ცოტაც მაცადე ისე გაგიმწარებ ცხოვრებას შენი ფეხით რომ აიბარგო,,,გაგულისებული ჩავილაპარაკე ჩემთვის, ტასო საწოლზე მივაწვინე და ფეხაკრებით გავემართე კალიდორისკენ

-მე წავალ,,,შემოსასვლელიდან გავძახე წყვილს რომლებიც ერთ ხმაში იცინოდნენ და წარმოდგენაც კი არ მინდა როგორ იყვნენ გადახლართული ერთმანეთში,არცერთს არ მიუქცევია ყურადღება ჩემი სიტყვებისთვის ისეთ დღეში იყვნენ,,გაბრაზებულმა მთელი ძალით მივაჯახუნე კარი და გარეთ რასაც ქვია კისრის ტეხვით გადმოვარდი,,,ცოტაც მაცადეთ და გაცინებთ "ბედნიერებისგან",,,ვიმუქრებოდი ჩემთვის და გონებაში ახალი იდეით მოსულმა ღიმილით დავქოქე მანქანა
სახლში მისული სწრაფად ვყრიდი ყველაფერს ერთად ჩემოდანში,ვცდილობდი არაფერი დამვიწყოდა,,კიდევ ერთხელ მოვავლე სახლს თვალი რაიმე რომ არ დამრჩენოდა ჩართული და ბარგთან ერთად გამოვიხურე კარი


რამოდენიმე წუთში ბედნიერებისგან მომღიმარმა დავაჭირე ზარის ღილაკს,წამებიც არ იყო გასული კარი წელს ზემოდ შიშველმა კაკიმ რომ გამიღო,ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე და ჩემზე ხანაც ჩემს ჩემოდანზე მოჩერებულ წყვილს ავუარე გვერდი
-რამე ხდება?,,,გაკვირვებული მომაჩერდა საყვარელი მამაკაცი და იმავე ტანსაცმელში გამოწყობილი მეტოქე,,"როგორც ჩანს მოვასწარი",,გავიფიქრე და მზერა ორივეზე გადავიტანე
-ამ სახლში გამოვდივარ,აბა თაფლობის დღეებს ხომ არ ჩაგამწარებთ,,,ირონიულად გავუღიმე პირდაბჩენილ ქალს და ეშმაკურად მომღიმარ კაკის,წარბებს უშნოდ რომ ათამაშებდა,,,ჩემ შვილს ჩემზე უკეთ ვერავინ მოუვლის,თქვენ შეგიძლიათ გვიანობამდე ინებივროთ ხოლმე საწოლში,,ჩემოდანს ხელი დავსტაცე და გამარჯვებული სახით გავეშურე ტასოს ოთახისკენ
-რა გულკეთილი ხართ,,,ქალის წიკვინა ხმა დავაიგნორე თუ არა როგორც კი ოთახში ფეხი შევდგი მაშინვე ავეყუდე კარს
-შენი არ იცი ჯერ მე რა "გულკეთილი"ვარ,,,ჩავიბურდღუნე ჩემთვის და ბედნიერი სახით მივუწექი ჩემს შვილს


პ.ს...ბოდიში დაგვიანებისთვის და შეცდომებისთვის..იმედია მოგწონთ..ვერ შეგპირდებით თუმცა ვეცდები ხვალაც დავდო



№1 სტუმარი Guest nita

vaimee kaki ra sazizgaria. kai iko da ufro kai ikneba tu xvalac dadeb :-*

 


№2 სტუმარი Guest ...

Dzaan kai iyo

 


№3  offline მოდერი bibo

ვაიმე როგპრ გამახარე იცი მარწყვის ჯემო რო დაბრუნდი უხ იმდენად იმდენად ვატყობ გული გამისკდება სიხრულისგან ტკბილო თბილოო მურაბავ ეს კაკი ისე უნდა დავალურჯო ეკამ კი არა მშობელმა დედამ ვერ იცნოს დამპალიი :დ იმედია ბოლოს მაინც მოუგრეხს კისერს ეს გოგო.მაინც ერთად მინდა ესენი მე იცოდე თვარა გაილახები ალუბალო

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ კაკი კაკი ისევ ეს თუ მოიყვანს აზრზე ტასოს თორემ ისე არ არის ამათი საშველი... არა რა მაგარი ბიჭია რა... ორ წუთში არ არ გადაიყვანა ტასო თავის სახლში?! იმედია ნანოს და ედოსაც ეშველება და ნიკას ნუ მიჩაგრავ და ერთი კარგი გადარეული გიჟი გოგო მასაც უბოძე... მოკლედ ახალ თავს ველოდები მოუთმენლად...

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ყველაზე მეტად მაინტერესებს ტასუნასთან ვინ მივიდა.რაომ მგონია ყველაფერში რატი არის გარეული?ახლა გიჟებზე.მართლაც არანორმალურები არიან,უყვართ და აგიჟებენ ერთმანეთს.ნუ კაკი და ტასო ალბათ დახოცავენ ერთმანეთს,როგორც ნანო და ედო.იმედია დაწყნარდებიან მალე.მალე ველი ახალ თავს შოკოლადო
--------------------
ლანა

 


№6 სტუმარი Sxvanairi

"Mogonebebshi" am istoriis dasawyisi minda wavikitxo da gtxov mitxari sad vnaxo .sheni profili rogor movzebno Fbshi? Madloba

 


№7  offline წევრი nini5

ჩემს პროფილზე შემოდი ჩემო კარგო და ნახავ იქ მოგონებებში 1დან ხუთამდე არის,,გაგრძელებაც არის მაგრამ ბოლო გვერძე

 


№8 სტუმარი Guest Nina

Dges davelodo axal tavs?

 


ერთ დღეში წავიკითხე ეს ისტორია და მინდა გითხრა, რომ ზედმეტად საინტერესოდ წერ... ჩამთრევია და გაიძულებს, რომ ბოლომდე მიიყვანო რაც შესანიშნავია❤

 


№10  offline წევრი nini5

ისტორია დაიდება 10საათისთვის ბავშვებო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent