შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

+რელიქვიების მცველი (თავი 2,3)


22-11-2016, 00:33
ავტორი snazina
ნანახია 1 731

თვი2
- ემ, როგორ ხარ?- ღიმილით შეეგება ივანე ძველ მეგობარს.
- კარგად. მამა მოგიყვა უკვე რაც მოხდა?- უთხრა ემმამ და სახლში შევიდა
- დიახ. ვწუხვარ შენი ამხანაგების გამო.ეილას ტომს როგორ დააღწიე თავი? მამაშენმა თქვა რომ ტყვედ ჩაგიგდეს და როცა მოვიდნენ მათი რაზმი განადგურებული დახვდათ. რა მოხდა?
- იელას ტომი?
- არ იცოდი?- გაეღიმა ივანს.- ისე წახვედი ექსპედიციაში რომ ადგილობრივ გარემოზე არაფერი შეისწავლე?
- დრო არ იყო.წყლის დონეს ყოველ წუთს შეეძლო აეწია და აკლდამა დაეფარა. მოსამზადებელი დრო არავინ მოგვცა.
- არსებობს თქმულება რომ ადრეული აბრეშუმის გზის დროს გულას ხეობაში იელას ტომის სავაჭრო ქარავანს ოქრო გადაჰქონდა, ქარავანთან ერთად იელას ტომის პრინცესა მიდიოდა ჯავეს ტომის უფლისწულზე დასანიშნად. პრინცესას დასაცავად მისდევდა იელას ტომის გენერალი თავისი რაზმით. გზად გაავდრდა და მდინარის ნაპირას მოუწიათ დაბანაკება.ღამით ბანაკს მძარცველები დაესხნენ თავს და შეტაკების დროს პრინცესა დაიღუპა. გენერალმა აკლდამა იქვე კლდეში არსებულ გამოქვაბულში ააგებინა და პრინცესა დედოფლის საკადრისი პატივით დაკრძალა ქარავანი თავისი ოქროთი პრინცესასთან ერთად აკლდამაში ჩაკეტა რომ საიქიო ცხოვრებაში პრინცესას საკადრისი პატივით ეცხოვრა. თვითონ გენერალი კი თავისი რაზმით აკლდამის შესასვლელთან დადგა და ამბობენ რომ დღემდე მათი აჩრდილები იქ დგანან და იცავენ პრინცესას აკლდამას.
ემილიმ წყალი დაისხა და ივანის წინ კრესლოზე ჩამოჯდა.ივანმა გააგრძელა მოყოლა.
-არსებობს მეორე თქმულებაც, თითქოს ჯავეს ტომის უფლისწულს არ სურდა პრინცესას შერთვა და იმ ღამით იელას ტომის რაზმს სწორედ მისი მიგზავნილი მკვლელები დაესხნენ თავს. ამ ყველაფრის შეტყობის შემდეგ პრინცესას დედამ ჯავეს პრინცი დაწყევლა რომ მარად ეცხოვრა და ყველა მისთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანის სიკვდილს მოსწრებოდა. ამბობენ მას შემდეგ პრინცი არ დაბერებულა და დღემდე ცოცხალიაო. თავისი შთამომავლების თაობიდან თაობის სიკვდილის მომსწრე ხდება და იტანჯებაო. ამბობენ თითქოს წლების განმავლობაში პრინცი ზებუნებრივი ძალის პატრონი გახდა და სტიქიის მართვა შეუძლიაო. ხეობაში მომხდარ ყველა წვიმას და ქარიშხალს პრინცის ცუდ გუნებაზე ყოფნას მიაწერენ და ყოველ წვიმიან დღეს მსხვერპლს სწირავენ არ დაგვღუპოო. კიდევ ამბობენ პრინცი ყოველ წელს პრინცესას სიკვდილის დღეს აკლდამასთან მიდის და პატიებას სთხოვს, ეხვეწება მასზე დადებული სასჯელი ახსნას და მოკლას, მაგრამ პრინცესა არ პატიობსო. კიდევ ბევრი თქმულება არსებობს მაგრამ ყველა თქმულებაში იელას ტომის პრინცესა, მისი გენერალი და ჯავეს პრინცია ნახსენები, თუმცა ისეთ ფანტასტიკური ამბებია ამ თქმულებებში აღწერილი, რომ ყველა ისტორია საბავშვო ზღაპარს გავს და არა ისტორიულ მოვლენას. ამ თქმულებების იქით არც ერთ ისტორიულ წყაროში არაა ეს ტომები ნახსენები და მათი არსებობის არანაირი კვალი არ არსებობს.
ემმა ცოტახანს დაფიქრდა და ივანს უპასუხა:
- ხალხს რომლებმაც მე შემიპყრეს ძველებური აბჯარი ეცვათ და მხოლოდ ხმლებით იყვნენ შეიარაღებული. თითქოს შუასაუკუნეებიდან გადმოიყვანეს. ის ადამიანიც ვინც თავის მოკვეთას გადამარჩინა ისე გაჩნდა და გაქრა... თითქოს არსაიდან. აკლდამაში კედლებზე წარწერები იყო გაკეთებული არ ვიცი რა ენაზეა დაწერილი, ასეთი იეროგლიფები არასდროს მინახავს. ხანჯალი 2000 წელზე მეტი ხნისაა, წარწერაც ალბათ მაგ პერიოდის იქნება. ნახე სურათები და თუ გადათარგმნი რამეს გამაგებინე.
ცოტახანს კიდევ ისაუბრეს ემმას ექსპედიციაზე. ივანი დაპირდა რომ ხვალისთვის რამდენიმე იეროგლიფს მაინც გადმოუთარგმნიდა. ემმა დაემშვიდობა მეგობარს და ქუჩაში გამოვიდა.ქუჩას ჩაფიქრებული გაუყვა.

თავი 3

როდესაც ემმა სახლს მიუახლოვდა უკვე ბნელოდა. ქუჩას სუსტად ანათებდა გარე განათების ეკონომიური ნათურა. ემმამ ჯიბიდან გასაღები ამოიღო უცებ იგრძნო რომ ზურგიდან ვიღაც მიუახლოვდა. სწრფად შებრუნდა და სახეზე ნიღაბ აფარებული, ძველ საბრძოლო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი დაინახა, რომელმაც ყელზე დანა მიაბჯინა.
-სად არის წარწერები რომლებიც მოიპარე.- ბოხი, ბრაზიანი ხმით უთხრა კაცმა.
-რომელი წარწერები?-გაიკვირვა ემმამ
- რომლებიც გულას ხეობაში გადაიღე. არავის აქვს უფლება იმ ხეობაში შევიდეს და იქიდან რამე წაიღოს ამისთვის სიკვდილით დაისჯები, მაგრამ მანამდე წარწერები დააბრუნე და გპირდები შენი აღსასრული უმტკივნეულო იქნება.
- არ ვიცი რომელ წარწერებზე მელაპარაკებით.- თავი მოიკატუნა ემმამ და თვალებით გარემო მოათვალიერა. გონებაში გეგმავდა როგორ გაქცეოდა თავდამსხმელს. უცებ ქუჩის მეორე მხრიდან შავი, მათკენ მომავალი ფიგურა გამოჩნდა.
-მაჰადა რაღა.- თქვა ფიგურამ მბღძანებლური ტონით. თავდამსხმელი შებრუნდა, ქამარზე ჩამოკიდული ქარქაშიდან ხმალი იშიშვლა, ემმას ხელი დაავლო და გვერძე მოისროლა, შემდეგ შავ კაპიშონიან ფიგურას ეკვეთა.
შავკაპიშონიანმა ხმალი ამოიღო ზურგზე გადაკიდებული ქარქაშიდან, უდრტვინველად დადგა საბღძოლო მდგომარეობაში და დაელოდა როდის მიუახლოვდებოდა თავდამსხმლი.
ემმა არნახული ბრძოლის მომსწრე გახდა. მის გარშემო ხმლები და მეომრები საოცარი მოქნილოით ტრიალებდნენ. აქამდე ასეთი ბრძოლის ტექნიკა არასდროს ენახა. მონუსხული შესცქეროდა მებრძოლთ და არ იცოდა რა ექნა. ბოლოს ემმას თავდამსხმელს ხმალი გაუვარდა ხელიდან და ის იძულებული გახდა გაქცევით ეშველა თავისთვის. გარბოდა და თან დაბოღმილი იმეორებდა : - ეს ჯერ ბოლო არაა, ყველაფერი ჯერ წინაა. ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ.
უცნობი კაპიშონიანი მხსნელი ამმასკენ მობრუნდა, სუსტმა სინათლემ ოდნავ გაუნათა სახე და ემმამ ძლიერი გამომეტყველების, შავთვალებიანი აზიატური სახის ყმაწვილი დაინახა, შავი თმა ნახევარ სახეზე ეფინებოდა. მან ხელი გაუწოდა ბრძოლის დროს დავარდნილ ემილის.
- კარგად ხართ?- ჰითხა საოცრად მშვიდი ხმით. ემმა გაოცებული შესცქეროდა მის სახეს და თვითონაც არ იცოდა რატომ, მაგრამ მისთვის თვალის მოშორება არ შეეძლო. თითქოს რაღაც ნაცნობი და ახლობელი იყო ამ სახეში. მან ხელი მოკიდა გამოწვდილ ხელს და წამოდგა. ნაბიჯი უკან გადადგა და უცებ ფეხი გადაუბრუნდა, წაბორძიკდა, უცნობმა საოცარი სისწრაფით მოხვია ხელები და დაიჭირა რომ არ დაცემულიყო. ემმა წამით მის მკერდზე მიკრული აღმოჩნდა, თვალებში უყურებდა და სუნთქვა შეეკრა, მთელ სხეულში უცნაურმა გრძნობამ დაუარა , თითქოს მასში არსებული სიცარიელე ერთბაშად შეივსო.
უცნობმა ხელი გაუშვა და უკან დაიხია.
-კარგად ხართ?- გაუმეორა შეკითხვა.
- ვინ ხართ?- კითხვაზე კითხვით უპასუხა ემმამ.- მაშინ... გულას ხეობაში თქვენ იყავით... ვინ ხართ?- ყმაწვილი მშვიდი სახით და სულში ჩამწვდომი თვალებით უყურებდა. ამმას კითხვას არ უპასუხა, შებრუნდა და წავიდა. ემმამ დააპირა დაეძახა მგრამ უცებ ის გაჩერდა და გამოხედა, მისი თვალები თითქოს უბრძანებდნენ აღარაფერი ეკიხა, თითქოს ამბობდა მე ვიცი რასაც ვაკეთებ, ვიცი რაც ხდება და ვალდებული არ ვარ რამე ავხსნაო.
ემმა იდგა და უცქეროდა როგორ უჩინარდებოდა მისი იდუმალი მფარველის ფიგურა წყვდიადში.ფიგურა გაქრა, მაგრამ ის კიდევ დიდხანს იდგა გაუნძრევლად და ელოდა, თვითონაც არ იცოდა რას, უბრალოდ ელოდა... უცებ ფეხზე ცივი და სველი რაღაცის შეხება იგრძნო, გამოფხიზლდა, დაბლა დაიხედა და პატარა შავი ხუჭუჭა ლეკვი დაინახა.
- ტანა.- გაეღიმა ემმას.- ისევ გამოეპარე დედას?
ლეკვი აიყვანა და სახლში შევიდა. ტანა ეზოში დასვა და ისიც მხიარულად წატუნტულდა დედისკენ. ემმა სახლში შევიდა, ფეხსაცმელი გაიხადა და პირდაპირ საძინებელში წავიდა. საწოლზე პირქვე დაეცა და ისე ჩაეძინა ვერც შენიშნა.მისი სახლის გვერდით მუზეუმის შენობის სახურავზე კი შავი ფიგურა აღიმართა და მთელი ღამე ემის მშვიდ ძილს დარაჯობდა მისი უცნობი, იდუმალებით მოცული მფარველი. დილით მზის პირველ სხივებთან ერთად გაქრა ფიგურაც, თითქოს იქ არც მდგარა.



№1  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან უცხო ისტორიაა . პატარა თავებია და არ მყოფნის სიმართლე გითხრა ისე კი ძალიან საინტერესოა

 


№2 სტუმარი გიოო

ძალიან საინტერესოდ ვითარდება მაგრამ ცოტა პატარა თავებია და იქნებ გაზარდოო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent