შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ სიცოცხლეში (მეთხუთმეტე თავი)


22-11-2016, 11:34
ავტორი padackles
ნანახია 1 394

***
ბნელოდა. თითქოს უკუნი იყო ირგვლივ. ქარი ძალიან ბობქრობდა, ისე თითქოს ხეებს ფესვებიანად მოგლეჯდა. ყვითელი ფოთლები ქარს ჩაებწნა ერთმანეთში და უსასრულოდ მიაქანებდა აერში. რაღაც საზარელია ამინდი იყო. განრისხებულ ცას საშინლად ჰქონდა დაღებული პირი და ჭექა-ქუხილის დახმარებით ყველაფერს ხახაში მიექანებოდა..
ზურგით მდგომი გოგონა შავ ტანი-სამოსში შემოსილიყო და გრძელ ქერა თმას ქარი საშინლად უწეწავდა.
-არ მიმატოვო ანდრეი, არა არა არა -უხალისოდ მიიწევდა გოგონა წინ და ზურგს უკან მდგომ ანდრიასაკენ უკან გაეწვდინა ხელი.
-დამელოდე ალისია -დაჩოქილს ხელი გაეწვდინა ალისიასკენ, გაქცევა სურდა, მაგრამ ვერ გარბოდა. -ალისია! ალისია!
-აქ რას აკეთებ? -მოუხედა გოგონამ.
-განა შემეძლო უშენოდ გამეძლო? ჯერ დრო არ არის. არ წახვიდე ალისია.
-გაიღვიძე ანდრეი! ანდრე! -ბენი ანდრეის საწოლთან იდგა და ანჯღრევდა.
-სად არის ალისია? -სულ მთლად ოფლში გაწუწული ანდრეი საწოლზე წამოჯდა.
-კარგად ხარ? -გაოფლილ შუბლზე ხელი დაადო ბენმა.
-ბრაიან, ისევ დამესიზმრა.
-ვიცი. -ფეხებთან ჩამოუჯდა ბენი. -მის სახელს ჰყვიროდი.
-ახლა შავი ტანსაცმელი ეცვა და თმა გაშლილი ჰქონდა. ჩემგან ზურგით იდგა და ხელგამოწვდილი დახმარებას მთხოვდა. მითხრა არ მიმეტოვებინა. მე კი ვერ ვშველოდი, დაჩოქილი წამოდგომასაც ვერ ვახერხებდი. -ბალიში მაღლა წამოწია ანდრეიმ და ზურგით მიეყრდნო.
-გენატრება.
-ძალიან.
ოთახში ექიმი შემოვიდა.
-როგორ ხართ?
-ეგ თქვენ უნდა გვითხრათ. -საწოლიდან წამოდგა ანდრეი.
-ხვალ აქედან გაგწერთ.
-ასე მალე ექიმო? -სახე გაებადრა ბენს.
-ეს თქვენთვის არის მალე თორემ უკვე ერთი კვირაა რაც გამოფხიზლდი. ყველაფერი კარგად გაქვთ. დამწვობები მოგირჩათ. ვერ ვხედავ თქვენი აქ დატოვების საჭიროებას -ხელი მოჰკიდა ექიმმა ბენს და საწოლში დააბრუნა.-ანალიზებმა აჩვენეს რომ საჭირო არ არის თქვენი აქ ყოფნა. მკურნალობას სახლში განაგრძობთ. შენ კი ანდრეი ვიმედოვნებ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ. არ დაგავიწყდეს როგორც შენ არ შეგიძლია ალისიას გარეშე ცხოვრება ისე ვერ შეძლებს ბენი შენს გარეშე ყოფნას. ალისიას ხსოვნა გულში შეინახე, იცხოვრე აწმყოთი ისე რომ შენი არ ყოფნით გული არ ატკინო შენს საყვარელ ადამიანებს. -ახლა ანდრეის დაეხმარა დაწოლაში. -ანდრეი მე 28 წლის ვიყავი როცა -გულახდილობის ხასიათზე დადგა ექიმი. -ერთ საბედისწერო დილას, ჩემი გოგონა ბაღში უნდა წამეყვანა. მაგრამ საავადმყოფოში გამომიძახეს რათა 7 წლის ბიჭუნასთვის სასწრაფო ოპერაცია გამეკეთებინა. დილას ადრე დავემშვიდობე ჩემს გოგონას და კარებში გამოვედი. მაგრამ ის, ჩემი ნატაშა კარებთან დამედევნა და ჩამეხუტა, მითხრა რომ ვუყვარდი და მალე დავბრუნებულიყავი, ასე არასოდეს მოქცეულა. ოპერაციის გასაკეთებლად შევდიოდი როცა ჩემმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა რომ სახლიდან გავიდნენ, მან ბავშვი ბაღში წაიყვანა. მითხრა რომ ვუყვარდი და სახლში დამელოდებოდა, მეც საოპერაციოში დიდი ენთუზიაზმით შევედი, შესანიშნავი დღე იყო, მეც ბედნიერი ვიყავი.დრო იყო გადამერჩინა პატარა ბიჭუნას სიცოცხლე, მასაც ხომ ისევე ელოდებოდნენ მშობლები როგორც მე მელოდებოდნენ საღამოს შინ, ჩემი მეუღლე და 5 წლის ნატაშა. -ექიმმა სათვალის შიგნიდან ცრემლი შეიმშრალა და დოქიდან წყალი დაისხა. -ოპერაცია 6 საათი გაგრძელდა. როცა ხელთათმანები მოვიხსენი და გარეთ გამოვედი ძალიან დაღლილი მაგრამ გახარებული, კარებთან ერთ მხარეს ბავშვის მშობლები და მისი ახლობლები იდგნენ დაზაფრული და ნატანჯი სახეებით და ჩემს სიტყვას ელოდებოდნენ. მე დავიბენი როცა მეორე მხარეს ჩემი მეგობარი კოლეგები დავინახე გულშემოყილნი და ნამტირალევი თვალებით მიყურებდნენ, ზოგნიც თვალს ვერ მისწორებდა. გულმა რეჩხი მიყო, მაგამ ვერ მივხვდი რა ხდებოდა, დაბნეული ნაბიჯები ჩემი პაციენტის მშობლებისკენ გადავდგი და მათ ვახარე რომ მათი ბავშვი ჩვეულ რიტმში განაგრძობდა ცხოვრებას. არაფერი სჯობდა მათი ბედნიერი სახეების ხილვას, როცა ბავშვის მამის თვალებში ის სიხარული ამოვიკითხე რომელიც არასოდეს დამავიწყდება, დედა რომელიც მოვიდა და გულში ჩამიკრა, მლოცავდა და ჩემი ოჯახის ჯამრთელობას ღმერთს ავედრებდა. ოჯახის წევრებს მოვუბოდიშე და ნაბიჯები შევცვალე, ჩემს კოლეგებს მივუახლოვდი, დაიბნენ ზოგმა მიკიბ-მოკიბული საუბარი დაიწყო და თვალი ვერ გამისწორა. ბოლოს ერთ-ერთმა მათგანმა ხმა აიმაღლა და აკანკალებული ტუჩებით ის სიტყვები წამოთქვა რომლის გაგონებას სიკვდილი მერჩივნა. "ქალი და ბავშვი ავარიაში მოხვდნენ, ჩვენს მისვლამდე ისინი გადაცვლილები დაგვხვდნენ", "ისინი შენი ცოლ-შვილი იყო" უკვე ყოველიხრიდან მესმოდა გამამხნევებელი საუბარი, თუმცა მათ სახეებს ვერ ვარჩევდი. როცა ჩემს დამშვიდებას ცდილობდნენ ჩემი გონება უკვე მათთან იყო, არცერთი სანუგეშებელი სიტყვა ჩემს ყურამდე არ აღწევდა. ვიცი რას ნიშნავს ერთ წამში შეცვლილი ცზოვრება, დანგრეული სამყარო და ნანგრევებში მოყოლილი შენ. ჩემი მეუღლე ხომ შესანიშნავად ატარებდა მანქანას, ჩემზე უკეთესადაც კი, მაგრამ მოხდა შემთხვევა. გავიხედე მარჯვნივ და ვხედავდი როგორ ზეიმობდნენ 7 წლის ბიჭუნას გადარჩენას მშობლები, დედა რომელიც რამდენიმე წამის წინ ჩემს ოჯახის ჯამრთელობას ავედრებდა უფალს ცოტა დააგვიანდა. მე არ მინანია ის რომ ოპერაციის გასაკეთებლად რომ არ წავსულიყავი ჩემი შვილი და მეუღლე არ მოკვდებოდა, მაშინ ხომ პატარა ბიჭუნა მოკვდებოდა. მე ცხოვრება გავაგრძელე იმის მიუხედავად ომ ყოველ დღე სახლში შესვლა ჯოჯოხეთი იყო ჩემთვის, იმ სახლში სადაც ჩემი ნატაშა სირბილით შემომეგებებოდა, იმ სახლში სადაც ჩემი მეუღლე კოცნით მომიხსნიდა დაღლილობას. მას შემდეგ თხუთმეტი წელი გავიდა და ის ტკივილი დღემდე მტანჯავს.თურმე ცხოვრება გრძელდება. მე მყავს 22 წლის ბიჭი რომელიც ძალიან მიყვარს, იგი ჩემი და მისი მშობლების შვილია, ის მეც და მამამისს მამას გვეძახის ის ხო ის 7 წლის ბიჭუნაა რომელიც მე სიკვდილს გადავაჩინე ჩემი გოგონას სიცოცხლის სანაცვლოდ. ჩემი ლამაზი მეუღლე და საყვარელი ნატაშა ჩემს გულს სამუდამოდ ემახსოვება.
რატომ წამოიწყო ექიმმა ეს საუბარი? რატომ შეეხო მისი გულის მტკივნეულ ადგილს? გაკვეთილი უნდოდა ყოფილიყო ანდრეისთვის მისი ისტორია. არისცკი ანდრეი ისეთი ადამიანი სხვის დარიგრბას ყური ათხოვოს? თუ ურჩევნია თავად იყოს ყოველი ახალი ისტორიის მსხვერპლი? მაგრამ ჰოი საოცრებავ! ანდრეი დააფიქრა ექიმის სიტყვებმა. მიხვდა რომ უნდა მოეხედა ცხოვრებისკენ და გული აღარ ეტკინა ძმისთვის მისი თავგადასავლებით, მითუმეტეს რომ მის გამო მას არაფერი დაშავებოდა.
-როგორი ყურადღებიანი ექიმია. -აღიარა ანდრეიმ მას შემდეგ რაც ექიმმა თეთრი ხალათის ფრიალით პალატა დატოვა.
-როგორც ის ექიმი ძაღლის ნაკბენი რომ გიმკურნალა. -საწოლზე წამოჯდა ბენი და საზურგეს მიყრდნობილმა ხელები თავქვეშ ამოიდო. -რა კარგი დრო იყო.
-ძალიან შემეცოდა ოლივერი.
ანდრეიმ კარგა ხანს საწოლში იტრიალა, ძილი არ მიეკარა. დიდ ხანს სიზმარზე იფიქრა. მერე თვალები დაეღალა და ჩაეძინა.
***
სიცხე მაქსიმუმს აღწევდა. უკვე კარგა ხანი იყო რაც არ ეწვიმა. ქუჩებს სპეციალურად ასველებდნნ. პატარა ბავშვები ფანტანებზე იგრილებდნენ თავს. ვისაც დრო ჰქონდა სწრაფად ტოვებდა ლოს-ანჯელესს და სადმე მშვიდ და გრილ გარემოში ატარებდა ზაფხულს. აიაგალითად მალიბუში. ზოგნი ზღვას ამჯობინებდნენ ზოგნიც კიდევ მთას მიაშურებდა.
მანქანა ცხელ ქუჩებს მიაპობდა. ორთქლი ასდიოდა გზას.
-როგორც იქნა დავტოვეთ საავადმყოფო. არ მაქვს სურვილი იქ შევბრუნდე.-მანქანის უკანა სავარძელს მიაწვა ანდრეი.
-თუ რა თქმა უნდა რამე ახალი უცნაური და საშიში იდეა არ მოგივიდა ცარიელ თავში და არ გადაწყვეტ თავი საფრთხეში ჩაიგდო. -უთხრა ბენმა და ფანჯარაში გადაჰყო თავი, აქაოდა სიგრილე დაუბერავსო მაგრამ ისეთი ცხელი ოხშივარი ასდიოდა ქალაქს არჩია მანქანის გრილი ჰაერით დაკმაყოფილებულიყო.
-რატომ დაჯექით ორივე უკანა სავარძელზე? -გაუკვირდა ემილის რომელიც საავადმყოფოდან გამოსვლიდან მოყოლებული მანქანას მართავდა.
-ჟღურტულები. -გაღიმებული სახით ჩაერია ანდრეი მათ საუბარში. -ჩემი ძმიშვილი როგორ არის?
-რომელი? -გაბადრულმა, ღიმილიანი სახით მოისვა ხელი მუცელზე ემილიმ, თვალი კი გზისთვის ეჭირა. -ეს რამდენიმე კვირა დამხმარე ავიყვანე, ძალიან კარგი გოგოა. მასთან არის. მალიბუში გველოდებიან. -უთხრა ლუკასზე.-ცოტა გაცივდა კიდეც. -წინ მდებარე სარკეში გახედა ემილიმ.
-ბოროტი რძალი მყავხარ. მე რომ შვილი მყოლოდა ყველგან წავიყვანდი.
-გეყოლებ და მასე არ იჭიკჭიკებ. -გაეღიმა ემილიმ.
-არ მეყოლება. -ცრემლები ჩაუდგა თვლებში.
დამღლელი მგზავრობის შემდეგ მალიბუში იყვნენ. ბენის რესტორანს გასცდნენ და ნაცნობ ადგილზე აღმოჩნდნენ.
-ანდრეი სახლში დარჩები თუ ჩვენთან წამოხვალ?
-რომელ სახლში?
-სადაც ადრე ცხოვრობდი. ხელუხლებლია. მისი გაყიდვა რომ მთხოვე ხელი არ მიხლია.
-კარგი მაშინ უმჯობესია სახლში დავრჩე. რამდენიმე საათში გამომიარე და სასაფლაოზე ავიდეთ.
ემილი სახეგაბადრული მიაქროლებდა მანქანას. მას ბევრი ჰქონდა მხიარულების მიზეზი. მისი საყვარელი ადამიანები საავადმყოფოდან გამოვიდნენ. ყველაფერი რიგზე იყო. ელოდება პატარა პრინცესას ან პრინცს თუმცა მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი იქნება. მათთვის მნიშვნელოვაია ჯანმრთელი იყოს. მინა ჩამოწეულ ფანჯარაში იდაყვდაყრდნობილი იზაბელა წელგამართული იჯდა საჭესთან.
ანდრეის სახლს მიუახლოვდა. მანქანა გააჩერა და ანდრეი ჩავიდა.
-თუ რამე დაგჭირდეს აუცილებლად დაგირეკე. -ფანჯრიდან უთხრა ემილიმ და სახლის გასაღები მიაწოდა, იგი ხშირად დადიოდა ანდრეის სახლში, მტვრისგან წმენდდა და ანიავებდა მარტოსულ სახლს. ანდრეიმ ხელი დაუქნია და ეზოში შევიდა.
ჭიშკარი შეაღო ანდრეიმ და ისე მიხურა არ ჩაუკეტავს. საოცნებო სახლი რომელიც მის შინაგან სამყაროს ასახავდა ახლა ზედაც არ უყურებდა და უღიმღამოდ მიაბიჯებდა ეზოში. არადა რა ლამაზი და შესანიშნავი სახლი და ეზო ჰქონდა. მალაკოსფერი ორ სართულიანი სახლი. აივნებითა და დიდი ავტოფარეხით. ნეტავ ავტოფარეხი რად უნდოდა? თვითონაც უსვამდა ამ შეკითხვას თავის თავს და სულელივით ეცინებოდა.ეზოში პალმითა და უზარმაზარი აუზით. სახლის უკან ლამაზი ბაღი ყვავილებითა და ხეხილით გაშენებული. ყვავილების სურნელი ტრიალებდა ირგვლივ.
სახლის კარებს მიადგა, გასაღები გადაატიალა და შიგნით შევიდა.
თვალი მოავლო თითქოს მისთვის უცხო გარემოს. უაზროდ მიაბიჯებდა კიბეებზე. "სახლი, მარტოსული სახლი" გაიფიქრა მან. თითქოს უცხო იყო ეს გარემო, თითქოს არასოდეს უცხოვრია მას აქ მაგრამ რაღაც მიზეზის გამო მაინც იცოდა სახლში თითოეული ნივთის ადგილმდებარეობის შესახებ.
საძინებელი ოთახის კარებს მიუახლოვდა.
ოთახი დიდი და სადად, მაგრამ გემოვნებით იყო მორთული. ძირითადად თეთრი, სპილოსძვლისფერი დ ნაცრისფერი ფერები სჭარბობდა, ადვილად გამოხატავდა ანდრეის ნათელ და მხიარულ ხასიათს. კედელზე რამდენიმე თარო იყო რომელიც მთლიანად წიგნებს დაეკავებინათ. ანდრეის ძალიან უყვარდა კითხვა და ამიტომ სხვადასხვაგვარი წიგნი იყო თაროზე: სათავგადასავლო, რომანები, დეტექტივები მათ შორის აგატა კრისტის რამდენიმე დეტექტივი შედიოდა. პაულო კოელიოს წიგნები დიდ ადგილს იკავებდა თაოზე. წიგნები ასევე გერმანულ და რუსულ ენოვანი იყო. ანდრეი იტყოდა ხოლმე: "ცოტა წარმოსახვის უნარი თუ არ გაქვს, სულერთია წიგნის ნამდვილ გრძნობებს, შინაარსს და აზრს ვერ გაიგებ. ვერ დაინახავ პერსონაჟებს ისე როგორც წიგნში ცხოვრობენ, ვერ აღიქვამ მათ სახეს და სახეზე გამოსახულ იმ ბედნიერებასა თუ ტკივილს."
ოთახის განათება თბილი და სასიამოვნო იყო. ერთი სიტყვით ადგილი სადაც შეგიძლია დაისვენო, მეგობრები მიიღო და მათთან ერთად იმხიარულო, ან თუნდაც განმარტოვება მოინდომო ამისთვის ზედგამოჭილი ანდრეის სასტუმრო ოთახი იყო.
მოწყვეტით დაეშვა საწოლზე და რამდენიმე წამში მკვდარივით ჩაეძინა.
რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგ ბენი თავს ადგა ანდრეის და ნჯღრევით მის გაღვიძებას ცდილობდა.
ბენისკენ გადმობრუნდა იგი, თვალები ოდნავ გაახილა და დაბოხებული ხმით უთხრა:-რომელი საათია? მერე მაჯაზე საათს დახედა და ამოიოხრა. -მთელი ხუთი საათი მძინებია.
-რამდენი ხანია ვცდილობ შენს გაღვიძებას. -ადექი წავიდეთ. მალე დაღამდება ისედაც.
-რა იყო ღამე სიარული ხომ არ გეშინია?
-მიდი. -მაგიდაზე მდგარი ვისკი დაისხა ბენმა. - არ მინდა ემილის მარტო დატოვება. -თქვა და ფხუკუნით გადმოუშვა პირიდან ვისკი. -რა თბილია.
-მაცივარს ხედავ აქ სადმე? თანაც მომეცი ეს ჭიქა აქ. რას აკეთებ საავადმყოფოდან ახლა გამოხვედი შენ კიდევ თავს საერთოდ არ უფრთხილდები.
-კარგი რა, ერთი წვეთი რა მოხდა?
-არა, როგორ თუ რა მოხდა. ძლივს გამოჯამრთელდი და კიდევ გინდა უკან დაბრუნდება? -ჭიქა მაგიდაზე დადგა ანდრეი. -წამოდი წავიდეთ მზად ვარ.
კარებში გავიდნენ ბიჭები.
ბინდდებოდა.
ვარსკვლავები ნელ-ნელა ჩნდებოდნენ შებინდებულ ცაზე. მთვარე ღრუბლებში დამალულიყო და მის მიღმა იჭყიტებოდა როგორც ლამაზი ქალის პირი სახე და ასე გამოდის ღრუბლის მიღმა მთვარის მქრქალი სინათლე.
ტკივილს ტკივილი მოჰყვება. ტკივილი. იგი არ სრულდება, ავდრის შემდეგ ხომ დარი გამოდის, მერე, აქ კვლავ ავდარია. კვლავ ავდარი და გლოვა.
ანდრეი და ბენი მანქანიდან გადმოვიდნენ. ანდრეიმ საბარგულიდან გზაში ნაყიდი დიდი ფერადი ვარდების თაიგული გადმოიღო, ბენს დააჭერინა, რომელმაც ახლახანს დაკეტა მანქანა და თავად ანდრეი საბაგულის კარებს მიუბრუნდა.
ოდნავ ჩაბნელებულ გზას აუყვნენ ზემოთ და საფლავებს შორის გაიარეს. ალისიას საფლავს დააგდნენ თავზე, ანდრეიმ ვარდები შუაზე გაჰყო, ერთი ნახევარი ლარნაკში ჩადო, მეორე ნახევარი კი საფლავზე დადო.
ბენი უფრო ახლოს მივიდა საფლავის ქვასთან და გულდაწყვეტილმა ხელი გადაუსვა სურათს.
-მოვედით ალისია- სიჩუმე დაარღვია ქმარმა და საფლავთან ჩამოჯდა. - როგორი მარტოსული გახდა ეს ადგილი უჩემოდ -ფოთლებისგან გაანთავისუფლა ადგილი-ალბათ მიბრაზდები რომ მიგატოვე. ნახე დღეს ბრაიანიც აქ არის, ერთად მოვედით, როგორ გიყვარდა როცა ერთად გვხედავდი. -ბენს გახედა, რომელსაც ფიქრებისთვის მიეცა თავი და ალისიაზე ფიქრობდა. "ემილის ძალიან უმძიმს, განიცდის უშენობას. იცი, ის ფეხმძიმედ არის. არ ვიცით გოგო არის თუ ბიჭი მაგრამ ვისურვებით რომ შენსავით ლამაზი და კეთილი გოგონა გვეყოლოს. ლუკასი ხშირად გკითხულობს, ვერ ხვდება სიკვდილი რა არის, ვუთხარით რომ ზეცაში გაფრინი, ის კი ყოველთვის როცა მოენატრები ცას შესცქერის და ხშირად გესაუბრება. ძნელია უშენობა მაგრამ ვსწავლობთ. მოულოდნელად გამოჩდი ჩვენს ცხოვრებაში და ასვე მოულოდნელად გაფრინდი ჩვენგან,. ღრმა კვალი დატოვე ჩვენს გულებში, ისეთი ღრმა რომ დავიწყბა არ შეუძლია. ჩვენს გულში ყოველთვის გექნება ადგილი სადაც შენს სახელს სამუდამო შევინახავთ."
-ბრაიან, რატომ ხარ ჩუმად.
-გულიდან წამოსული ცრემლი თვალებს იშვიათად აღწევს ანდრეი. -უთხრა და დაფარული სევდით გაუღიმა. ის ხომ იშვიათად საუბრობდა ანდრეისთან ამაზე, იცის რომ ამით უფრო მეტად გაუხანგრძლივებს ტკივილს, ამიტომ ჩუმად იტანჯება ალისიას მონატრებით და გულში იმარხავს მას.
-ბრაიან ძალიან მენატრება იგი. -სურათს მიუბრუნდა ანდრეი და თვალები გაუსწორა პორტრეტს. - წარმოვიდგენ ხოლმე სახლში დაბრუნებულს კარებთან შემეგებები, შენი სპეტაკი ღიმილით გამიღიმებ და ხელებს დაგიკოცნი, მერე მთელი არსებით ჩაგიკრავ გულში. -წამით არ უნდოდა დაშვება, რომ მის ირგვლივ არსებული რეალობა მის თავს ხდებოდა. - რამდენიმე წამით მაინც რომ მომესწრო შენთვის იქნებ ჩემს ტკივილიან ხმას შენამდე მოეღწია, შენი უკანასკნელი წუთების დროს იქნებ ჩემს მუდარას, ჩემს ჩახუტებას შენი გული კვლავ გაეთბო და სიცოცხლით სავსეს კვლავ დაეწყო ძგერა. დღემდე შენი ხმა, შენი სუნთქვა ჩამესმის ყურში. მინდა შენი ხელების სითბო ვიგრძნო მაგრამ ეს მხოლოდ სიზმრებშია შესაძლებელი, სწორედ ხომ სიზმრიდან გიპოვე ჩემო სიცოცხლე. ვეღარ ტირის თვალები, გულიდან წამოსული ცრემლი თვალებს იშვიათად აღწევს, იგი მხოლოდ გულში წვეთავს. მე ვერ შევძელი შენს სხეულს შეხვებოდი, ესეც კი არ შემეძლო. მე შენ სამუდამო მძინარეს ვერ შეგეხე. მაპატიე, რომ შენ მანდ ხარ, მე კი ამ წუთისოფელში. შენი დასაფლავებაც კი ვერ მოვახერხე. თავს ვადგავარ ცარიელ საფლავს, ქვაზე შენს ლამაზ სახეს ამოქარგულს. გთხოვ მაპატიე ჩემო სიცოცხლე. მინდა რომ ჩემს მზერაში ყოველდღიურად, ყოველ წამს აღიბეჭდო და არა მოგონებებს ჩაბღაუჭებული ვიხსნებდე შენს სახელს. მე შენთან ვარ. -ხელი დაადო მიწას და თვალიდან წამოსული მხურვალე
ცრემლით ტუჩები დანამა. -მე ცოტა ქართულიც შევისწავლე. ახლა გეუბნები შენს ენაზე "მე შენ მიყვარხარ"
ბენს ტელეფონმა დაურეკა.
-გისმენთ. -უპასუხა ბრაიანმა. ..... -მადლობთ, კარგად. ..... -კარგია. ...... -კი ჩემთან ერთად არის. .... -ამ ღამეს? .... -კარგი დროებით. -ბრაიანმა ტელეფონი დაკიდა. -ჯონი იყო.
-რა უნდოდა? -დაინტერსა ანდრეი.
-ახალ ფილმს ვიღებ და შენს ძმას უთხარი ტელეფოფნს უპასუხოსო, თან დაამატა დღეს ჩემთან მოვიდესო.
-ახლა? ამ ღამეს? ამდენი ხნის შემდეგ?
-კი.
-კარგი წავედით. -ფეხზე წამოდგა ანდრეი. მიხვდა რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელებით ალისიას დავიწყება არ მოხდებოდა. ძმასთან ერთად მანქანისკენ დაიძრა. მანქანაში ჩასხდნენ და გადასაღები მოედნისაკენ აიღეს გეზი.
-ანდრეი არ გინდა მართვის მოწმობა აიღო?
-არა. მშვენიერია შენი მომსახურება.
-ეს მომსახურე იქნება ახლა მანქანიდან რომ გადაგსვამს. -გახედა ანდრეის და გაეცინა. მერე ყველა მხარეს ჩამოსწია მინა ჰაერს რომ ემოძრავა და სიგრილე წამოსულიყო. ჰაერი კი კვლავ ჩახუთული და ცხელი იყო. -ისე მართლა როგორ არ გინდა, ზოგჯერ შემეცვები კიდეც.
-გითხარი რატომაც არ მინდა და მიბრაზდები. თანაც ასე მირჩევნია.
-ფეხითაც გერჩივნება მალე.
-კარგი, კარგი ნუ ბუზღუნებ. -თავი მოიქექა ანდრეიმ და ფანჯარაში გაიხედა.
დანიშნულების ადგილზე მივიდნენ. უკვე კარგად ბნელოდა. მანქანა სადგომზე გააჩერეს. შენობაში შესულებმა კიბეები აიარეს და პირველივ კაბინეტის კარები შეაღეს.
-გამარჯობთ. -მიესალმა მათ ანდრეი და თვალებით რეჟისორის ძებნა დაიწყო.
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება. -ტაშის კვრით შეეგებნენ ასისტენტები და გადამღები ჯგუფი.
ანდრეი -ოთახში შემოვიდა ჯონი და ბიჭები დანახვით გახარებულმა ორივეს გადაეხვია. -მიხარია რომ კარგად ხართ. ალისიას დაკარგვამ გული ძალიან გვატკინა. - მას კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ გაჩუმდა. თუმცა რამდენიმე წამში კვლავ განაგრძო. -ის ისეთი სათუთი და ლამაზი იყო. ბუნებას ისეთი სინატივით დაეჯილდოვებინა როგორსაც ვერსად შეხვდები, კოხტა თბილი გულისა და საერთოდ საოცრად დადებითი პიროვნება იყო. ისეთი თავაზიანი, კეთილი, ზრდილი და გულთბილი. -გულწრფელად საუბრობდა ალისიას შესახებ.-დიდი უბედურება მოხდა მაგრამ ყველა განსაცდელის შემდეგ ყოველთვის გამოიდარებს ხოლმე, შენ კი ძალიან გამოიკეტე. ანდრეი შენი საქციელი ყოვლგვარ საზღვრებს სცილდება, ეს საშინელებაა შვილო, ყველაზე დიდი ცოდვა ამ ქვეყანაზე. -სკამზე ჩამოჯდა ჯონი და ბიჭებს მიუთითა იგივე გაეკეთებინათ. -ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ახალი ფილმის გადაღებები შენთან ერთად დავიწყო.
-არა გმადლობთ არ მინდა დაჯდომა. -ხელები გადააჯვარედინა ბენმა და გულზე დაიკრიფა.
-კარგი როგორც გნებავთ. მაგრამ ჩემი ნება ფილმზე მუშაობაა.
-კარგი. -დათანხმა ანდრეი.
-კარგი? -გაუხარდა ბენს.
-დღესვე. -ბრძანა ჯონმა და ბოთლიდან ცივი წყალი დაისხა ჭიქაში. გავარვარებული ყელი ჩაიგრილა.
-მოდი რა ხვალიდან დავიწყოთ. -თვალი მოავლო ოთახს ანდრეიმ, თითქოს თავად არ უთქვამს ეს სიტყვები.
-კარგი ბიჭებო.
-კარგი? -გაკვირვებისგან ახლა ანდრეის აღმოხდა და წარბები შუბლზე აზიდა.
-კარგი, როგორც გინდათ. -რეჟისორი ფეხზე წამოდგა და ბიჭები კარებში გააცილა.
-რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც არ მითამაშია. მგონი გადავეჩვიე კიდეც. -აწუწუნდა იგი.
-სამაგიეროდ კარგია, ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობ.
-მოსაწყენ დინებას გავყვებით -დაასრულა წინადადება ანდრეიმ და კიბის ბოლო საფეხურიც ჩამოიარეს.
ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ, ბენმა თვალით ანიშნა უსაფრთხოების ქამარი გადაეკრა და თავად მანქანა დაქოქა.
-არ გაქვს კარგი სიმღერა? -მანქანის სათავსოს კარები გამოაღო ანდრეიმ და დისკების დათვალიერებას შეუდგა. რომელიც არ მოეწონებოდა უკანა სავარძელზე ჰყრიდა.
-არ ვიცი მოძებნე რამე მანდ. -თვალით ანიშნა ბენმა.
-მგონი ვიპოვე -ერთ-ერთი დისკი დაიჭირა ხელში, დანარჩენი კი უხეშაად შეტენა სათავსოში და კარები მიკეტა. არჩეული დისკი მაგნიტოფონში მოათავსა.
მუსიკა ჩაირთო.
-ამას არა უშავს. -მოეწონა ბენსაც.
-ქართული სიმღერები არ გაქვს?
-სამწუხაროდ არა. გავიაროთ და ვიყიდოთ მერე.
-კარგი იქნება. -გაიღიმა ანდრეიმ და მისი ქათქათა კბილები გამოაჩინა.
-თამარს დაურეკავს ემილისთვის. მას და გიგას ჩამოსვლა გადაუწყვეტიათ მაგრამ კვლავ ვიზის გარეშე დარჩენილან. მოწვევა გავუგზავნე და მაინც პრობლმები შეექმნათ.
თამარმა ერთადერთი საუკეთესო მეგობარი დაკარგა, თუმცა იგი უფრო მეტი იყო ვიდრე მეგობარი. მან დაკარგა ადამიანი რომელთან ერთადაც მთელი ბავშვობა იზრდებოდა. ის მხიარული და ხანაც სევდიანი გოგო დაკარგა რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა ამ ქვეყნად და რომლის ბედნიერებისთვის შეუძლებლსაც შეძლებდა. დაკარგა მისი სიგიჟის თანამოზიარე, გოგო რომელიც ყოველთვის რჩევებით შემოიფარგლებოდა მის მიმართ: "თამარ ეს ასე არ გააკეთო. ეს უხერხულია. შეგიძლია ერთი წამით მოისვენო? თამარ მე ვამაყობ შენით. შენ ძალიან ნიჭიერი ხარ. ძალიან მიყვარხარ თამარ და ძალიან მომენატრები." -ახსენდებოდა საუბარი რომელიც თბილისის აეროპორტში შედგა. თვალს უნამავდა ცრემლი როცა გაიხსენებდა მის დას თეთრ სადედოფლო კაბაში, მისი ოცნების პრინცთან ერთად.
როგორი მძიმე იყო მისთვის გულის იმ ნაწილის დაკარგვა რომელიც მთელი ცხოვრება მას ეკუთვნოდა, ახლა კი გრძნობს რომ რაღაც აკლია. საშინელება აღმოჩნდა მისთვის როცა მარტო დარჩა იმ რეალობის წინაშე სადაც ალისიას ვერ შეხვდებოდა, ვერ ნახავდა და ვერ შეეხბოდა. ჩაიკეტებოდა ოთახში და ტიროდა განუწყვეტლივ. მხოლოდ დედის ცრემლები და მუდარა თუ გამოიყვანდა ოთახიდან და ერთ ლუკმას ძალით შეჭამდა. დედის თხოვნით დაიწყო უნივერსიტეტში სიარული.
მალიბუში წამოსვლაც კი გადაწყვიტა მაგრამ ვერ მოახერხა, დღეს კი იგი ძალიან სევდიანი თვალებით, უჩინარივით დაეხეტება უნივერსიტეტის კედლებს შორის.
-ბრაიან მე აქ გამიჩერე. -ერთ-ერთი გაჩერებისკენ მიუთითა ანდრეიმ და უსაფრთხოების ქამარი შეიხსნა.
-აქ რა გინდა? სახლში მიგიყვან.
-არა ფეხით გავივლი, სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ და ვიფიქრებ, თან ჩემი სახლიც ხომ აქვე არის.
-კარგი მაგრამ იცოდე თავს გაუფრთხილდი. -იქვე კუთხეში შეაჩერა მანქანა ბენმა.
ანდრეი მანქანიდან გადავიდა.
-აბა ხვალამდე ბრაიან-ხელი აუწია ძმას.
ბენმა მანქანა დაქოქა, ფარები ააციმციმა და გზას გაუდგა.
ანდრეიმ რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ხის საზურგიანი გრძელი სკამი შენიშნა, მასთან მივიდა და ზედ ჩამოჯდა. ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა საზურგეს მიეყრდნო და თვალი აქა-იქ ფარებ ანთებულ გამვლელ-გამომვლელ მანქანებს მოავლო.
კვლავ ცხელი ჰაერი ქროდა. სასეირნოდ გამოსული ხალხი კანტიკუნტად თუ დადიოდნენ.
ჭადრების ტოტებიდან ზაფხულის ჩურჩული ისმოდა. ნელი სიო ნაზად არხევდა ერთმანეთში გადახლართულ ტოტებს და ფრთხილად ეალარსებოდა საქორწილიდ გამზადებული ფოთლები ერთმანეთს.
ლუჩენკომ ჯიბეებიდან ხელები ამოიღო და მუხლებზე იდაყვ დაყრდნობილმა ხელებში ჩარგო თავი. განადგურებულმა და გამოსავლის პოვნაში ჩაფიქრებულმა ორივე ხელი სახეზე უხეშად აისვა, კეფას ჩამოჰყვა და მხრებზე გადაიტანა.
თავი მაღლა ასწია თუ არა შორს ფეხით მოსიარულეს სილუეტი შენიშნა. სილუეტს გრძელი მუხლამდე შავი მანტო ეცვა. სიცივისგან შეწუხებულს ყელზე სქელი კაშნე, ხოლო თავზე ქუდი დაუხურავს. მამაკაცს ახლად ამოსული წვერი და რაღაც უცნაური იერი ჰქონდა. პატარა აპრეხილი ცხვირი,
ქერა დბალზე შეჭრილი თმა და ცისფერი თვალები. თითქოს ერთი შეხევდით მისი სახე ძალიან უცოდველი და სანდო კაცის შთაბეჭდილებას სტოვებდა, თუმცა მისი წვერების მიღმა დამალული სახე მაინც გამაღიზიანებელი და უნდობარი იყო.
ანდრეი დაიძაბა, კეფიდან ხელები ნელი მოძრაობით ჩამოსწია და სკამზე წინ წამოიწა, კარგად რომ შესძლებოდა სახის გარჩევა. იგი მისთვის აშკარად ნაცნობი სახე იყო თუმცა ვერ იხსენებდა ვისი, უბრალოდ მის დანახვაზე ძალიან უცნაური შეგრძნება დაეუფლა და იმაზე ფიქრმა თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო იგი გულში ცუდად შეუღიტინა, რადგან შინაგანად იცის ვინ არის და სწორედ ამიტომაც ბორგავს ასე მისი გული. მაგრამ ტვინი ვერ ახერხებდა მისი და ამ მამაკაცის ნაცნობობის აღდგენას. სილუეტი უკვე ადგილს უახლოვდებოდა სადაც ანდრეის წინ უნდა ჩაუაროს. ბიჭი ხვდებოდა რომ ძალიან სჭირდებოდა ამ ადამიანის გახსენება. წარბებ შეკრულმა გონება ძალიან დაძაბა: "ვიქტორ ივანოვიჩი" გაიფიქრა გულში და სკამიდან სწრაფად წამომდგარმა უკვე მასთან მოახლოვებულ მამაკაცს გადაეღობა.
-ანდრეი. -კარგ გუნებაზე მყოფმა ვიქტორმა მისალმება ანდრეის დაასწორო და ხელი გაუწოდა ხელის ჩამოსართმევად.
-გასწიე. -ხელი აუქნია ანდრეიმ. -შენ ყველაფერი იცოდი ხომ დინარას გეგმის შესახებ? -შეტევაზე გადავიდა ანდრეი, ახლოს მიიწია მისკენ და თვალი თვალში გაუყარა. პასუხის მოლოდინში შუმჩნევლად მუჭი შეკრა და მაქსიმალურად შეეცადა თავი შეეკავებინა მისი ცემისგან, მანამდე მაინც სანამ პასუხს მიიღებდა მისგან.
ვიქტორ ივანოვიჩი დინარას ბიძავილი იყო, რომელიც 2 წლით უმცროსი იყო მასზე. იგი დინარასთან ერთად იზრდებოდა და ვიქტორზე პასუხისმგებლობაც თავად მანვე იტვირთა. დავალდებული იყო ამის გამო დინარასთან, რის გამოც ყველა მისი ხუშტურებისა და ნებისმიერი სურვილის ამსრულებელი იყო. დინარას ამბიციებისა და ეგოისტორბის ფონზე აღზრდილი ვიქტორი ისეთივედ ჩამოყალიბდა როგორც დინარა. მას არ შეეძლო შეწინააღმდეგობა დინარას აზრსა და წინადადებებს, რადგან მისი მეშვეობით გახდა იგი ჰოლივუდის მსახიობი, რამდენად ვარსკვლავი ეგ საკამათო თემაა, მისი მეშვეობით იწვევდნენ სხვადასხვა ძალიან ცნობილ ფილმებში, თუმცა ეს ყველაფერი მან დაკარგა, დინარას საქციელის გამო, თუმცა ძალიან მცირე და მეორე ხარისხოვანი როლები შეინარჩუნა. დინარას მეშვეობით გახდა იგი ძალიან მდიდარი და ამ ყველაფერს ძალიან უფრთხილდებოდა. ამიტომაც რა გასაკვირია ანდრეიმ დინარასა და ვიქტორის თნამზრახველობა ერთმანეთს რომ დააკავშირა.
-რას გულისხმობ? -დაიბნა იგი. -ხომ არ გაგიჟდი? დინარა მკვდარია.-დამშვიდდი ანდრეი. -ვიქტორმა შიში იგრძნო როცა ანდრეის განრისხებულ თვალებში ჩახედა.
-იცოდი მეთქი?
-მეე? არა საიდან უნდა მცოდნოდა რას აპირებდა?
-საიდან? საიდან და შენ ხომ მისი ყურმოჭრილი მონა იყავი, ძაღლი რომელიც ყოველთვის კუდს უქიცინებდა და ყველაფერზე კვერს უკრავდა. ვიქტორ ივანოვიჩ კოზლოვა-კბილებში გამოსცრა ანდრეიმ. -კაცობა გამოიჩინე და აღიარე რომ იცოდი ყველაფერი. მკვლელები ხართ. -ხელი ასწია ანდრეიმ და რაც ძალი და ღონე ჰქონდა სახეში ძლიერად გაარტყა მუჭი. ვიქტორი შებარბაცდა, ენით მოისინჯა სისხლწამსკდარი ტუჩი და სისხლი მოიწმინდა. პირში საშინელი გემო იგძნო, სისხლის მლაშე გემო.
ვიქტორი გესლიანი თვალებით მისკენ საცემად გაიწა, ანდრეიმ მის მიერ მოქნეული მუჭი აიცილა, მხრებში ჩაავლო ხელი და მუხლი მუცელში ჩაარტყა. გამეტებით სცემდა ანდრეი. მეტიჩარა ვიქტორს კი ისღა დარჩენოდა მოკუნტული წოლილიყო ძირს და სახეზე ხელებ აფარებულს ანდრეის მიერ ნასროლი წიხლებისგან სახე მაინც დაეფარა. ირგვლივ სადაც რამდენიმე წუთის წინ ხალხი კანტიკუნტად დადიოდა ახლა ერთი ორად გაზრდილიყო მათი რიცხვი და მოჩხუბრების ირგვლივ შეგროვილიყვნენ.
-ეს ხომ ანდრეი ლუჩენკოა? -შეიცნო ერთ-ერთმა მათგანმა.
-მოკლავს. -დაამატა მეორემ.
-მართლა მოკლავს.
-გავაშველოთ.
-პოლიცია გამოვიძახოთ.
ყანყანებდნენ ისინი და მათ თავზე წამომდგარნი საშველად არაფერს აკეთებდნენ. მხოლოდ ერთმა აიღო ტელეფონი ხელში და 119-ში დარეკა.
სამართალდამცავებმა ხალხის ნაკადი გატეხეს, ვიქტორზე თავწამომდგარ ანდრეის მკლავებში ხელი ჩაავლეს და ფეხების ფორთვით გამოათრიეს ხალხის ნაკადიდან.
-მოგკლავ იცოდე, შენც და დინარაც მკვლელები ხართ. -პოლიციის მიერ გაკავებული ანდრეი კვლავ დაზარალებულისკენ იქაჩებოდა.
-მეტი რაღა უნდა მოკლა, ძლივს დგას ფეხზე?- ვიქტორზე მუთითა ერთ-ერთმა პოლიციელმა რომელსაც ანდრეი ჰყავდა გაკავებული.
-მკლველი შენ თავად ხარ. -სისხლი გადმოაფურთხა ძირს. -ბრალი არაფერში მიმიძღვის, ჩემთვის მშვიდად მოვდიოდი, ეს ვირი კი გზაზე გადამიდგა და ჩხუბი დამიწყო. -მადლობთ რომ ამ ავაზაკის კლანჭებიდან მიხსენით. -ძირს დაგდებულ ქუდს ხელი დაავლო ვიქტორმა და გზა განაგრძო.
-სად გეჩქარება! მობრუნდი -უბრძანა პოლიციის თანამშრომელმა და მანტოს საყელოში ჩაავლო ხელი.
-უკაცრავად. -თითქოს საკუთარი დანაშაულს ვერ ხვდებოდა იგი სახლში გაპარვა გადაწყვიტა. პოლიციამ ვიქტორი მანქანაში ჩატენეს.
-გამიშვით ხელი. -იუკადრისა ანდრეიმ და ზურგს უკან გადაგრეხილი ხელის განთვისუფლებას შეეცადა. -თავად ჩავჯდები დახმარება არ მჭირდება.-უთხრა და მათი ხელები მოიშორა, მერე მხრებში გამართულად და სახეზე დამცინავი ღიმილით ქურთუკი დაიფერთხა, საყელო გაისწორა და სამართალდამცავების გასაღიზიანებლად ნელი ნაბიჯით მანქანაში ჩაჯდა.
პოლიციის განყოფილებაში მიყვანილი ორი მოჩხუბარი მამაკაცი, ერთმანეთის მიყოლებით შეიყვანეს ოთახში. ვიქტორი წინ დასვეს, რამდენიმე მაგიდის მოშორებით კი ანდრეი.
ვიქტორი დოყლაპია გამომეტყველებით ანდრეის მიუბრუნდა და დაცინვით შეათვალეირა.
-ნუ მიყურებ. -შეუბღვირა ბიჭმა.
-მე მეუბნები?-ირონიულად გაეღიმა ვიქტორს.
-არა ოფიცერს. -გაცეცხლებული ანდრეი ფეხზე წამოხტა, ვიქტორ ივანოვიჩს მივარდა და მათ გასაშველებლად სამართლდამცავების მისვლამდე მუჭის დარტყმა მოასწრო.
-დაწყნარდით ბატონებო. -ყვირილით შემოვიდა განყოფილების უფროსი ოთახში, არც თუ ისე კეთილ განწყობით შეხვდა მათ. -დამშვიდდით. ბაღში არ იმყოფებით.-ორივეს ჩაავლო მკლავში ხელი და ჯერ ერთი დასვა სკამზე უხეშად მერე მეორე.
***
გვიან ღამით სახლში მისულ ბენს ლუკასი დაძინებული დახვდა. მასთან მივიდა და პატარა, ცხელ შუბლზე აკოცა. თხელი საბანი გადააფარა და ფეხაკრეფით დატოვა ბავშვის საწოლი ოთახი.
რამდენიმე ნაბიჯი და მისი საძინებლის კარი შეაღო. ემილი დაწოლილი დახვდა, იგი ფეხმძიმობის გამო ადვილად იღლებაოდა. მან დროებით ფილმზე მუშაობას თავი დაანება და ბავშვთან ერთად მთელს დღეებს სახლში ატარებდა. ბენმა ჟაკეტის ღილების შეხსნა დაიწყო და კარები ფეხით მიხურა.
-როგორ მომენატრე. -საწოლს მიუახლოვდა იგი, მოკეცილი მუხლი საწოლზე ჩამოდო, ემილისკენ დაიხარა და მუცელზე აკოცა.
-ჩემო საყვარელო. -სახეზე მოუსვა ხელი ემილიმ და გაუღიმა.
ტელეფონის ხმა გაისმა.
-ერთი წუთი საყვარელო. -საწოლიდან ადგა იგი და წელში გაიმართა, ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და უპასუხა.
გაფითრებულმა ტელეფონი კვლავ ჯიბეში დააბრუნა.
ემილიმ კითხვის მომგვრელი თვალებით გახედა მეუღლეს და პასუხის მოლოდინში თვალებში ჩახედა. ტელეფონზე ადვოკატი იყო რომელმაც ანდრეის შესახებ უამბო. ბენმა უამბო ყველაფერი, თან ჟაკეტის ღილებს იბნევდა
-ჩავსვამ მანქანაში და ხიდიდან გადავაგდებ -უთხრა ემილის ანდრეიზე, დაემშვიდობა და ჩქარი ნაბიჯით გაემართა მანქანისკენ.
ემილის წარბიც კი არ შერხევია და ერთი დღეც არ ყოფილა გულდაწყვეტილი რადგან როცა საქმე ანდრეის ეხება, ის ყოველთვის იგებს ბენის მდგომარეობას. ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ მოუხდა ბენს ანდრეის გამო ოჯახი დაეტოვებინა და ანდრეისს უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნის გამო გაქცეულიყო შინიდან. ეს პირველად არ ხდებოდა ამიტომ შეჩვეული ემილი გულისხმიერებით ეკიდება ამას და ყოველთვის გვერდში უდგას ქმარს და როცა კი შესაძლებლობოდა ჰქონდა ყოველთვის მასთან ერთად გარბოდა დასახმარებლად. იგი გულისხმიერებით იტანდა ყველაფერს, რადგან ანდრეი ძმა იყო მისი. დედისერთა ემილის ყოველთვის სიამოვნებდა ძმების ერთად და შეხმატკბილებულად თანაცხოვრება. დღეს რომ არა მისი ფეხმძიმობა,
მარტო არ გაუშვებდა ბენს და მასთან ერთად ისიც გაყვებოდა. ახლა კი მხოლოდ სანუგეშო სიტყვებით შემოიფარგლება მისი დახმარება: - ყველაფერი კარგად იქნება ბენ. -მერე შუქი ჩააქრო და მშფოთვარე მდგომარეობაში მყოფი საწოლში მთელი ღამე ბორგავდა.
***
11 საათი იყო. ბენის მანქანა პოლიციის განყოფილების ეზოში შედგა. მანქანიდან გადმოსულმა ლამპიონებით განათებულ ქუჩას მოავლო თვალი.
როგორც კი მანქანის კარები დაკეტა განყოფილების კიბეებს აუყვა ზემოთ. აივანზე ასულს, განყოფილების კარებთან პროკურორი შეეგება და ხელის ჩამორთმევით მიესალმა მას.
-სად არის?
-ჩვენებას აძლევს, დაელოდეთ მალე გამოვა. -უთხრა პროკურორმ და კვლავ განყოფილებაში შებრუნებული კარებში გაუჩინარდა.
ბენმა ხის გრძელ საზურგიან სკამზე დაიკავა ადგილი, რომელიც იქვე იდგა და საზურგეს მიყრდნობილი ანდრეის დაელოდა.
დრო გადიოდა ის კი ჯერ არ სჩანდა.
ბენმა კიდევ ერთხელ მოავლო თვალი განყოფილების წინ გადაშლილ ხედს, რომელიც ურიგო არ იყო. მის მოპირდაპირე ქუჩის მეორე მხარეს ქვით ნაშენი, ლამაზი მოაჯირებიანი სახლები ჩამწკრივებულიყო.. გზის ორივე მხარეს სუსტი ქარის ფონზე პალმის ტანმაღალი ხეები შრილაებდნენ და მასზე დამსხდარნი ჩიტები ძლივს იკავებდნენ თავს გადმოვარდნისგან, თუმცა გაფრენას არ ჩქარობდნენ, თბილ ჰაერთან ერთად სასიამოვნოდ ჭიკჭიკებდნენ და რომანტიკულ გარემოს ჰქმნიდნენ. თუმცა რომ რომანტიკული გარემო პოლიციის განყოფილებაში იშვიათად შეიქმნას.
ჩიტებს თვალი მოაშორა და საგუშაგოზე მდგარ ჯარისკაცებზე შეაჩერა მზერა. ისინი შენობის ყველა კუთხეში იყვნენ განლაგებულნი. შენობის კუთხეში საგუშაგო კოშკურა იდგა. სადაც კარისლაცი თვალის მოუხუჭავად თავს დასცქეროდა ჰორიზონტს სადამდეც კი თვალი მისწვდებოდა მას. ბენი დაფიქრებული შეჰყურებდა მათ და სიამაყის გრძნობა ეუფლებოდა გულს. ჯარისკაცები-თუ რაოდენ კარგ საქმეს აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის და რაოდენ დიდ სიყვარულს იმსახურებენ ადამიანებისგან. ავღანეთი... ერაყი... ჯარისკაცები რომლებიც ყველანი ერთმანეთის მეგობრები ხდებიან და მხარ და მხარ იბრძვიან მტრის წინაამდეგ. არ აქვს რომელი ქვეყნის წამომადგენელი ხარ, რომელ რელიაგიას ეკუთვნი აქ ერთი ქვეყნის ქვეშ გაერთინებულნი, სხვადასხვა ქვეყნის შვილი იქ ერთი დედის შვილები ხდებიან და ერთმანეთის სიცოცხლეს ჩაჭიდებულნი მძიმედ განვლიან წუთებს, საკუთარი და სხვისი ხალხის, ქვეყნის დასაცავად ტყვიებს შეეწირნენ, იქ სადაც იციან რომ ჰაერში გაბნეული სისხლისა და მტვრის სუნის ჩასუნთქვაც კი შეიძლება უკანასკნელი იყოს. ჯარისკაცები გმირები არიან ჩვენს ცხოვრებაში, ვაჟკაცები რომლებსაც სახლში ოჯახი ელოდებათ. მონატრებული ოჯახი. მაშინ როცა ტყვიების გამაყრუებელი ზუზუნი ისმის. ავდარსა და წყვდიადში, ძალიან ცხელ ამინდსა თუ თოვლში ისინი ყოველთვის საკუთარ ადგილზე მდგარნი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. ისინი ამ დროს ნაკლებად ფიქრობენ საკუთარ სიცოცხლეზე, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საყვარელი ადამიანები და საყვარელი ქვეყანაა სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.
ბენი კვლავ საგუშაგო კოშკურაზე მდგარ ჯარისკაცს გასცქეროდა.
ისინი ყველაზე დიდ საქმეს აკეთებენ ქვეყნისათვის. მათი დამსახურებაა რომ ღამით ხალხს მშვიდად სძინავთ, რადგან ფხიზლად სწორედ ჯარისკაცები დგანან, სწორედ იმის გამო რომ ადამიანებს მშვიდი ძილი არ დაუფრთხეთ.
სულ რაღაც ხუთი-ექვსიოდე წამი გავიდა და ახლა, მხოლოდ საგუშაგოზე მდგარი ჯარისკაცების გარდა არავინ არ ჭაჭანებდა. არც სამართალდამცავების მიერ ხელებგადაგრეხილი პატიმარი, არც წეღან ჯგუფად შეგროვილი პოლიციის თანამშრომელთა ჯგუფი არ სჩანს. უკუნით სიბნელეს მხოლოდ ლამპიონები ანათებდა და ისე შესანიშნავად ახერხებდა თითქოს გათენების პირი უჩანდა ცას.
ფიქრებისგან უნებურად გაინთავისუფლა თავი და განყოფილების შენობიდან მომავალი თვალჩლურჯებული ანდრეი შენიშნა, რომელსაც ფეხ და ფეხ პოლიციელი მოჰყვებოდა.
-ყველაფერი მოგვარებულია. -უთხრა პოლიციელმა. მერე ორივე ძმას დაემშვიდობა და კიბეებს ჩაუყვა.
-რა მოგდის ანდრეი? ერთი დღე არ უნდა გაატარო მშვიდად? ხიფათს ეძებ?-მოშორდა თუ არა თვალს პოლიციელი მაშინვე შეტევაზე გადავიდა ბენი და ძალიან გაბრაზებულმა ახლოს დაიკავა მასთან ადგილი. უფროსმა ლუჩენკომ თავი დამნაშავედ იგრძნო, ერთი ნაბიჯით უკან დაიხა და თავი ძირს დახარა.
-რა მოხდა? რა დაგიშავა იმ კაცმა? -ყინულივით ცივი მზერა გახდომოდა ბენს.
-ძალიან ბევრს ლაყბობდა.
-ვისი საუბარიც არ მოგეწონება ყველა უნდა სცემო? -ხელები ჯიბიდან ამოიღო და გაშალა. სახე ნერვიულად დაეჭმუჭნა. შინაგანად გრძნობდა ანდრეის დუმილის მიზეზს მაგრამ მოსვენებას კარგავდა როცა ასე უჭკუოდ იქცეოდა.
-ეს ყველა არ არის ბრაიან. -თავი მაღლა ასწია და კეფა მოიქექა -ეს დინარას ბიძაშვილი არის, დარწმუნებული ვარ ყველაფერი იცოდა, მის გამო მოკვდა ალისია. -რამდენიმე წამით სიჩუმე შეინაჩუნა - ძალიან არ მომწონს ეგ ტიპი. უბრალოდ შეეცადე გამიგო ბრაიან.
-ანდრეი ვერ მომატყუებ შენი ყალბი ნიღბით. ალისია მოკვდა და მას შემდეგ დაგრჩა სიცარიელე, რომელიც შიგნიდან გტანჯავს, მაგრამ არ შეიძლება ამ სიცარიელის შევსება პირველივე შემხვედრით, ნუ ამცირებ მის ხსოვნას.
-კარგი. -ანდრეის სახეზე სიბრაზემ გადაურბინა. შეურაწყოფილმა გვერძე გაიხედა, წარბებ შეკრულმა ბენს გახედა და სწრაფი მოძრაობით მუჭი გაარტყა სახეში.
ბენმა ძმის გამოხტომა კვლავ მის სულიერ მდგომარეობას დააბრალა, ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და უთხრა: -შეგიძლია კიდევ გამარტყა. -სახე მიუშვირა.
-თითოეულ სიტყვაზე რასაც ამბობს ადამიანი პასუხისმგებელი უნდა იყო მასზე. ამიტომ რასაც იტყვი მანამდე მასზე ფიქრი გმართბს. რატომ არ გესმის ბრაიან, რა ვქნა თუ მონატრების სენმა შემომიტია და ერთიანად დამრია ხელი. რა ვქნა თუ ამ ჯოჯოხეთურმა მწარე რეალობამ კიდევ ერთხელ მომიკლა გული. მე ხომ ისევე როგორც მოწყენილი "კლოუნი" ასეთი გაღიმებული დავდივარ კვლავ და აქეთ-იქით ვიყურები, იქნებ და გამიმართლოს ამ დღეს. რატომ, რატომ არ გესმის, რომ ვერ შევეჩვიე მის გარეშე ცხოვრებას და შენ? -ანდრეიმ კიდევ რაღაც ჩიბურტყუნა და ხელები ჯიბებში ჩაიწყო.
-ალისია მოკვდა, შენ ამ ოცნებას ვეღარ გაეკიდები, შენ გაქვს ეს ძალა მოერიო საკუთარ თავს, ცხოვრების ახლიდან დაწყება თუ არა განაგრძე მაინც.
ბენი მოტრიალდა და კიბეებზე დაეშვა, ანდრეიც ფეხდაფეხ მიჰყვა მას და უჩუმრად ჩასხდნენ მანქანაში.
***
განყოფილების კარები გაიღო. მშვიდი ნაბიჯით დაეშვა კიბეებზე ვიქტორ ივანოვიჩ კოზლოვა. ბოლო საფეხურზეც ჩამოდგა ფეხი და ირგვლივ მიმოიხედა. ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაილაგა და გზას მარჯვნივ გაუყვა. ერთ-ერთი ქუჩის კუთხეს ამოეფარა, გულის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ჩაბნელებულ ქუჩას ხომ არავინ გამომყოლიაო, მას შემდეგ რაც დარწმუნდა საკუთარი თავის უსაფრთხოებაში ტელეფონზე ნომერი აკრიფა და ჩურჩულით ჩასძახა.
-здравствуйте, как дела? (გამარჯობა, როგორ ხარ?). -დაიწყო მშობლიური რუსულით. ...... -დღეს შემთხვევით ანდრეი ვნახე, გზად გადამეღობა, ახლა პოლიციის განყოფილებიდან გამოვედი. .... -კარგი დინარა დამშვიდდი, ფრთხილად ვარ მაგრამ.... -სიტყვა შეახმა პირზე. .... -ისე ძალიან ვცემე შეიძლება საავადმყოფოში გადაიყვანონ -გადიდგულმა ვიქტორ... -არა ვერაფერს მიხვდა. -მოატყუა დინარა, მას შეეშინდა ეთქვა შენი თანამზრახველი დამიძახაო. ასეთ შემთხვევაში ხომ იგი დინარას თვალში საზრიანი და ერთგული ადამიანის იმიჯს დაკარგავდა. ამას კი სიკვიდილი ერჩივნა ვიქტორს.
"გიჟია ეს" გაიფიქრა კოზლოვამ ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, ქუდი დაიხურა და ახლა უფრო მეტი სიმარდით გადაკვეთა ქუჩა.
***

-ძალიან ჭკვიანი ვარ. როგორ მოვახერხე ამდენი ადამიანისა და სამართალდამცავის გაცურება. -ტელეფონი დადო მაგიდაზე და კვლავ სარკეში განაგძო ცქერა. -ცოტა არ იყოს და ძალიან მეშინოდა მათი, მაგრამ თავისი უმეცრებით დაამტკიცეს რომ არც ისეთი ძლიერები და
ყოვლისშემძლეები ყოფილან როგორადაც ხალხს აჩვენებენ თავს. ოსკარს ვიმსახურებ, ძალიან ნიჭიერი ვარ თუმცა იშვიათად აღიარებდნენ ამას.-სარკეში შეშლილი სახით თავის თავს ელაპარაკებოდა დინარა და კეკლუცად ათვალიერებდა მის სხეულს, რომელიც აშკარად უნაკლოდ ეჩვენებოდა იგი. -მაგრამ მოვა დრო და ჩემი ნიჭი დაფასდება. ჩემს ხელს ოქროს გლობუსი დაამშვენებს, ჩემს სტატუსს კი საუკეთესო მსახიობ ქალად აღიარება.
კომაროვი უცნაური გახდა. იგი ძალიან ფიცხი იყო. მას ნერვული სიტემის ფუნქციური აშლილობა ჰქონდა. ექიმს რომ ენახა მისი გსიჯნჯვაც არ დასჭირდებოდა ისე დაუდგენდა რომ ისტერიული ნერვოზი ვითარდებოდა და იგი უფრო მეტად გართულდებოდა იმ შემთხვევაში თუ კვლავ გააგრძელებდა ისეთ ცხოვრებას და ისეთ პირობებში როგორშიც იყო. მისი ისტერიული ნერვოზი გამოიხატებოდა მისი მგრძნობელობის მკვეთრ გაცხოველებაში. რაღაც მონაკვეთში აფთარივით დააცხრებოდა თავს ყველაფერს, მეორე წუთში კი თვინიერი და საკუთარი თავის აღფრთოვანებული რჩებოდა. მას მოშლილი ჰქონდს სინამდვილის და რეალური გარემოს სწორი აღქმა. და რამდენად სანდო იყო ახლა ის თქვწნ განსაზღვრეთ.
-როგორი ჭკვიანი ვარ, ამას ვერცერთი რეჟისორი ვერ დადგამდა, მე კი ეს ყველაფერი მოვიფიქრე, დავგეგმე და შევასრულე კიდეც. სიკვდილის ინსცენირება, თითქოს ცეცხლში დავიწვი ეს ისეთი შესანიშნავი იყო, მართლია ის ბეჭედი შემთხვევით დამრჩა მაგიდაზე მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ფილმში.
-ამით რის მიღწევას ცდილობ? -ალისია ძლივს აბრუნებდა ენას და გამომშრალ ტუჩებს ისველებდა. საწოლზე მიჯაჭვული, ბორკილებისგან ხელებზე და ფეხებზე გადამძვრალი კანი, მხოლოდ ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი, თვალებს ჩაშავებული უპეები.
რკინის სეტკიან საწოლზე იწვა. მხოლოდ თხელი პლედის მაგვარი ეფინა ქვემოდან. მანაც იგორა, იგორა და ფეხებისკენ მიჭუჭკნულად გადაინაცვლა. ზურგზე სეტკის ზოლები ამჩნდა, საშინლად სტკიოდა ძვლები. ორივე ხელი საწოლის მარცხენა და მარჯვენა მხარეს ჰქონდა აწეული და ზედვე მიბმული. მხოლოდ თავის წამოწევა შეეძლო. მაჯებზე ჯაჭვებ მიბმულს ხელები უბრუჟდებოდა. სისხლის მიმოქცევისთვის რომ შეეწყო ხელი დაბრუჟებულ თითებს ათამაშებდა. თითებს ხან მომუჭავდა ხან გაშლიდა. ასევე იქცეოდა ფეხებთან დაკავშირებით. მილიმეტრებით თუ ახერხებდა ზურგის ამოძრავებას. სეტკა საწოლი რომ არ შეხორცებოდა სხეულში და ნაწოლები არ გასჩენოდა ოდნავ გვერდზე ჩაიჩოჩებდა ხოლმე. ფეხებსაც ძლივს ვაი ვაგლახით ხან მარჯვნივ გადასწევდა ხან მარცხნივ. იმდენად დასუსტებოდა ფეხები და ძალა წართმეოდა მუხლებში. სულ, სულ მცირედით აიტანდა სხეულისკენ და ძლივს მოხრიდა მუხლებს. შეგრძნება ჰქონდა თითქოს არ დასრულდებოდა. ტკივილი გაანადგურებდა და ისღა დარჩენოდა გულით ენატრა დაეძინა სამუდამოდ სიცოცხლეზსი. რისთვის იტანჯებოდა, ნუთი სიყვარული ღირდა ამად.
მიდის. სულ მიდის. უბედურებას გვერდს უვლის კი არა შიგ პირდაპირ უბედურებაში გაილაჯებს ხოლმე. წვრილ-წვრილ ბედნიერებებს მცირედით თუ შეეხება. ახლა? ახლა უნდა რომ იტიროს, ხელები გაშალოს და ჰაერს მიენდოს. უსასრულოდ უნდა ღვაროს ცრემლები იქნენ დაიცალოს. გამოშრეს და მერე სულ დაავიწყდეს ცრემლი. აღარ უნდა იცოდეს მარტოობა რა არის და რა იწვევს მას. აღარ უნდა თვალების სისველე და სიწითლე.

ლოს-ანჯელესის მივიწყებული სოფელი. მის მიკარგულ ადგილას, სადღაც ტყის შუაგულში ხის მიტოვებულ ქოხში მხოლოდ ერთი მბჟუტავი ნათურა ენთო. შიგ სახლის ნულ სართულზე, მიწის შუაგულში ქოხთან შედარებით დიდი სარდაფი იმალებოდა, ერთი რკინის საწოლით, ხის მაგიდითა და ორი ხის "ტაბურეტი" სკამით. მაგიდზე რამდენიმე პურის ნაჭერი და ჭიქა წყალი. ქოხის პირველ სართულზე ერთი პატარა ფანჯარა ჰქონდა სადაც დღე ღამის განმვლობაში მზის სხივიც კი არ აღწევდა. ოთახის განათების საშულება მხოლოდ ერთი მბჟუტავი ნათურა იყო, რომელსაც სანთლის დახმარებაც კი სჭირდებოდა ხოლმე, რომ ერთი ბინძური და ბნელი სარდაფი გაენათებინა. ქოხში შემოსვლისას უცხო თვალი ვერ შენიშნავდა სარდაფის ჩასასვლელსა და მის კარებს რადგან ერთი ბინძური და მტვრიანი ხალიჩა მალავდა მას.
-წყნრად იყავი თორემ კიდევ მაქვს ერთი ფლაკონი, ნარკოტიკის ერთი ზედმეტი დოზა და შენთვის ყველაფერი დასრულდება. -პატარა სარკე რომელიც ხელში ეჭირა დინარას ძირს დადგა. -ეს თუ ამ დრომდე არ გამიკეთებია, ახლა ხელს არაფერი შემიშლის.
-მომკალი დინარა. რამდენი თვე გავიდა მას შემდეგ, მე კი კვლავ ამ რკინის საწოლს მიჯაჭვული ვიტანჯები.
ექვსი თვე გავიდა იმ საბედისწერო დღიდან, როცა დინარამ ალისიას მოკვლა გადაწყვიტა თუმცა მისი ეს გადაწყვეტილება ბოლო წამს შეცვალა და რაღაც მიზეზების გამო ჰოლივუდის თვალთაგან დამალვა გადაწყვიტა. ყოველ დღე ტანჯვისა და ცრემლების ზღვაში გატარებული წამები, წუთები. ზოგჯერ მთელი დღეების უჭმელი, ტანთ შემოფლეთილი ტანსაცმელი რომლისგანაც არაფერი დარჩენილიყო. ტყავ გადამძვრალი მაჯები და ფეხები ბორკილების ნადები. ტანზე უამრავი სისხლჩაქცევები და გახსნილი ჭრილობები რომელიც ქამრით ცემამ დაუტოვა. ლამაზი სახიდან ლოყაზე დანის მიერ მიყენებული, გაღიზიანებული ჭრილობა, გაწითებული და ჩაშავებული უპეები, გამომშრალი და დახეთქილი ტუჩები, გამსკდარი წარბი, აი ეს იყო ლამაზი მწვანეთვალება ლამაზმანისგან დარჩენილი სახე. მისი ჩამქრალი მბრწყინავი თვალები ისეთი იყო როგორც ჭაობ მოდებული მდინარე და გახელას ძლივსღა ახერხებდა.
ყოველდღე საძილე აბებისა და ზოგჯერ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ყოველდღე სიკვდილის მოლოდინში მაინც თვალის გახელას ახერხებდა ყოველ დილას და ცრემლ მორეული ეგებებოდა ალიონს რომელსაც ვერც კი ხვდებოდა როდის იყო იგი რადგან მის სარდაფს მზის ერთი სხივით კი არ აღწევდა. სარდაფი სადაც მუდავ სიცივე და ნესტ იყო. არც ხალიჩა, არც პარკეტი, მხოლოდ ქვით შემოფარგლული ოთხი კედელი და შემზარავი ობ მოკიდებული ჭერი.
-ჩემს საყვარელ ხალხს გარდაცვლილი ვგონივარ, მაინც რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს. -ტკივილისგან იკლაკნებოდა ალისია.
-ნუ ჩქარობ სიკვდილს. ჯერ ფინალური სერია არ დამდგარა. მთავარი წინ არის. -გიჟური სურვილი დაეუფლა მტაცებელს.
-რას გულისხმობ? ცხოვრება კინო არ არის, როგორც შენ გინდა ისე რომ მართო.
-მოკეტეთქო. -დინარა ზეზე წამოვარდა და დაუღრიალა, საწოლთან მიიჭრა და აფთარივით ჩააფრინდა ბეჭეებში უსუსურ გოგოს. -კინოა ეს ცხოვრება, რომლის შინაარსსაც ჩვენ ვქმნით. მინდოდა ანდრეი დატანჯულიყო, მაგრამ მისი საქციელი უფრო დიდ ტკივილს ასახავს ვიდრე ამას მე წარმოვიგენდი. მიხარია რომ იტანჯება თან ნერვები მეშლება ასე ძალიან რომ განიცის შენს დაკარგვას. -წყალი მოსვა ქალმა მერე კი ბრაზმორეულმა ჭიქა კედელს მიანარცხა.
***
-რა დაგემართა ანდრეი? დღეს გამოდი საავადმყოფოდან, მგონი ძალიან ბევრია დღევანდელი დღისთვის ეს ყველაფერი არ მეთანხმები? -ანდრეის სახლის კარები გასაღებით გააღო ბენმა და ძმასთან ერთად სახლში აღმოჩნდა. გასაღები საკეტში ჩატოვა.
-არაფერი ბრაიან, არაფერი -ჰოლი გაიარეს და სასტუმრო ოთახში მდივანზე ჩამოჯდნენ.
-30 წლის ხარ. არ ხარ იმ ასაკში სისულელები აკეთო. -პირისპირ დაუდგა ბენი მას და საუბრის დროს თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა.
-ჩემი გოგო მენატება, არავის ესმის ჩემი. საერთოდ არავის.
-მესმის ანდრეი ძალიან კარგად მესმის მაგრამ ძალიან ბევრს უშავებ შენს თავს.
-შვილი მინდოდა მყოლოდა, მნიშვნელობა არ აქვს გოგო თუ ბიჭი. გოგო თუ იქნებოდა მასავით ლამაზი და მშვენიერი. მასაც ისეთივე მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა ექნებოდა როგორც დედამისს, მასავით თავაზიანი, ზრდილი და გულთბილი იქნებოდა. ბიჭიც მას ემსგავსებოდა. -გვერდით მისწია ბენი და დივანზე ჩამოჯდა. -როგორ გამიხარდა თქვენი ამბავი პატარა შვილი გეყოლებათ.
-ესიგი ეს არის მიზეზი შენი უპასუხისმგებლო ხასიათის? -ზემოდან დასცქეოდა ბენი.
-არა ბრაიან, არა.
-ფეხმძიმედ ხომ არ იყო? -უცებ შიშმა მოიცვა უმცროსი ლუჩენკო, მერე მაგიდასთან მივიდა და უფერული წყლის ჭურჭლიდან წყალი დაისხა.
-ჰმ?! ფეხმძიმედ. -სევდიანად გაეღიმა ანდრეის. -ჩვენ ერთად არასოდეს ვყოფილვართ. -თავი დახარა ბიჭმა, არა იმიტომ რომ შერცხვა რამეს, არამედ იმიტომ რომ ისევ ტკბილი მოგონებები მოაწვა.
-თქვენ ხომ ცოლ-ქმარი იყავით? -თვალები გაუფართოვდა ბენს
გაკვირვებისგან. - რა ბიჭო უკვე მოხუცდი?
-ეჰ ბრაიან. -გააბრაზა ბენის ირონიამ. მერე გაჩუმდა. -მზად არ იყო.
-რისთვის? სიტყვა გააწყვეტინა.
-იმისთვის რომ ... ხომ იცი რა რისთვისაც, მაგრამ მე. ჩემთვის მხოლოდ ისიც საკმარისი იყო რომ ჩემს გვერდით იყო. როგორ მენატრება ბრაიან შენ ხომ არ იცი, როგორ. -მდივანზე ასწია ფეხები და იქვე წამოწოლილმა თვალები დახუჭა.
ბენმა ჭიქა მაგიდაზე დადგა, მოკეცილი ფეხები გააშლევინა ძმას თავისუფლად რომ ყოფილიყო, თავად კი სტუმრების ოთახში გავიდა. ქურთუკი გაიხადა, სკამზე გადაკიდა და ფეხსაცმელებით საწოლზე გულაღმა წამოწვა.
***
-შენ რა მართლა ასეთი მეამიტი ხარ? -შესაშური სიმშვიდით თქვა დინარამ და იქვე კუთხეში კედელთან მიყდნობილი ჩაცურდა და ფრჩხილების მოწესიგება განაგრძო. -მედალს ორი სხვა და სხვა მხარე აქვს, ისინი ერთმანეთს ვერასდოს ხედავენ. დემონი ყველა ადამიანშია, შავი მხარე ყველას აქვს. როცა ანგელოზი გვაზის მხარზე, მის მეორე მხარეს ეშმაკი იკავებს. განა შენში არ გამოჩენილა დემონი?
-არ ვიცი რას გულისხმობ? -ალისიამ თვალები ჭერს გაუსწორა, მისთვის ერთადერთი მოსახერხებელი პოზა ეს იყო, თუ არ ჩავთვლით თვალების დახუჭვასა და ღრმა ძილს, ისე ძლიერად იყო დაწოლზე თოკებით მიბმული, როგორც ტაფას დაბრტყელებული მჭადი.
-შენ არ გაგჩენია ჩემი მოკვლის სურვილი? -დინარამ შეამჩნია ალისიას აჩქარებული სუნთქვა თუ როგორ ადი ჩადიოდა მის გულზე დაყრილი სქელი თმა ზემოთ-ქვემოთ. -აჰა, კი გაგჩენია. -გაეცინა მას და ქლიბი იქედნურად გააქნია ხელში. -თან როგორი სურვილი გაქვს ამის. ალბათ პირველივე შესაძლებლობაზე გააკეთებდი ამას. აი სწორედ ეს არის შენი ბნელი მხარე, რომელიც სიბრაზესთან ერთად იზრდება სულში და როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა იმძლავრებს შენზე, თუგინდ წინააღმდეგი იყო ამის, შენ შორიდან ადევნებ თვალს თუ როგორ მოქმედებს შენი სული და ვერ ეწინააღმდეგები მას რადგან სწორედ შავ ბნელ მხარეს აქვს სურვილი შურისძიების და გამარჯვების. ეს ერთგვარი თავდაცვაა შენი, სწორედ ბნელი მხარე გიცავს არ გახდე მსხვერპლი ადამიანებისა. სწორედ რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.
-გეთანხმები არ შემიძლია ხელით შეგეხო, ეს თოკებიც რომ ახსნილი იყოს-უხეშად წამოსწია დაბმული ხელი ალისიამ და მის მძლავრ შეკრულობას გაუსვა ხაზი. -წამოდგომასაც ვერ შევძლებდი და ეს სწორედ შენი ბნელი მხარის დამსახურებაა, შენში მხოლოდ ბნელი მხარეა, ჩემში კი იგი ვერასდროს შესძლებს გამოსვლას, მე კი ამ უმძიმეს სიტუაციაშიც კი სიკვდილს არ გისურვებდი რადგან სიცოცხლე ეს უფალმა მოგცა და მასვე შეუძლია წაგართვას იგი. სამართალს არა თუ ჩემი ხელით აღვასრულებ არამედ ამას შესაბამის ორგანოებს მივანდობ. შენთვის სიკვდილი საჩუქარია, ციხე კი ნამდვილი საკანი.
-და სად არის შენი შესაბამისი ორგანოები? -დამცინავი მზერა მოავლო ოთახს.
-მე კვლავ ველოდები მათ.
-დაელოდე, არსად წახვიდე. -კვლავ დასცინა დინარამ, ცალი ხელით იატაკს დაეყრდნო და ფეხზე წამოდგა. -ვფიქრობ მოვიდა დრო ტანჯვის სხვა ეტაპზე გადავიდეთ. - ქლიბი მაგიდაზე დადო და ტელეფონი დაიჭირა ხელში.
-გეყოს დინარა -თითქოს ხმამაღლა წამოთქმული სიტყვები სინამდვილეში ჩურჩულით გამოსცა ბაგეებმა.
-არა! უნდა გავაგებინო რომ შენი ტანჯვით ყოველდღე ვერთობი.
-არ გაბედო. საწოლიდან წამოიწია ალისია მაგრამ თავის დაჭერა ვეღარ შესძლო და მოწყვეტით დაეცა საწოლს.
-ვინ შემაჩერებს? -გადაიხარხარა მან. -მიდი აბა სცადე. მგონი ცემასაც მიპირებ -სიცილით გულს იჯერებდა დინარა. მერე ტელეფონი შპრიცით შეცვალა, ნარკოტიკით აავსო და ვენაში გაუკეთა გოგონას.
-ხომ იცი რომ ვერსად გაგექცევი რატომ მიკეთებ ამდენ წამლებს. -ამ სიტყვების თქმა ვეღარ დაასრულა ალისიამ, ისეთი გამომეტყველება გამოესახა ვერ გაიგებდით კვდებოდა თუ გაითიშა და ძილბურანში გაეხვა.
***
ანდრეის გვერდების ტკივილით გაეღვიძა. ხელი მაგიდისკენ გადასწია და საათი ხელში დაიჭირა. საათი დილის 09:03 წუთს აჩვენებს.
-როგორ გეძინა? -თვალების ფშვნეტით შემოვიდა ბენი, რომელსაც თეთრი ტანს მოტმასნილი მაისური, ნაცრისფერი სპორტული შარვალი და სახლის ჩუსტები ეცვა.
-შენ აქ იყავი? მერე ემილი და ლუკასი?
-მათ იციან ყველაფერი.
-ჩემი ტანსაცმელი გიხდება-გაეცინა ანდრეის. -ძალიან გიხდება -ყურადღება მაისურზე გადაიტიანა რომელიც შემოსკდომაზე ჰქონდა ტანზე.
-მიდიი -ხელი აიქნია ბენმა და ანდრეის ფეხები ჩამოაწევინა და მდივანზე დაეხეთქა. -ცუდად მეძინა.
-მე არ მითხოვია შენთვის ოთახი დამითმეთქო მითუმეტეს რომ შენ ოთახში არ ვყოფილვარ.
-გადაღებებზე უნდა წავიდე -წამოჯდა ანდრეი.
-მშია-თქო მშია. ჯერ ცხრა საათია რა გეჩქარება? ადექი, ადექი ვჭამოთ,-ფეხზე წამოდგა ბენი და ანდრეის ხელით უბიძგა იგივე გაეკეთებინა.
-გვერდები მტკივა -სამზარეულოში შეუძღვა იგი.
-გვერდების ტკივილი მაშინ გენახა ციხეში რომ გაგეტარებინა ღამე. ისე კი ღირსი იყავი.
ბენმა ბუტებროდები გააკეთა, თეფშებზე დადო. ერთი ანდრეის გაუწოდა. წყალი აადუღა ჩაისთვის. რამდენიმე წუთში ძმები გემრიელად შეექცოდნენ საუზმეს.
-რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ასე მშვიდად არ გვისაუზმია. მხოლოდ ჩვენ ორს.
-მას შემდეგ რამდენი რამე მოხდა ანდრეი. მე ცოლი მოვიყვანე რის შემდეგაც ცალ-ცალკე ცხოვრება დავიწყეთ. მერე ლუკასი დაიბადა, შენ ცოლის მოყვანას არ აპირებდი, ყოველ კვირას ახალ გოგონას მაცნობდი ან კიდევ ტელევიზიით გიგებდი ხოლმე. წარმოუდგენელი იყო შენ ოჯახის უღელს შებმოდი.მერე იყო ალისია.
-იმისათვის უნდა მეპოვა რომ დამეკარგა?
-ასეც ნუ იტყვი. -ჩაი მოსვა ბენმა, მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და მშვიდი სახით განაგრძო. -იმისთვის იპოვე რომ ერთმანეთთან ყოფნით ბედნიერება განგეცადათ. ბედნიერი ყოფილიყო მის გვერდით ვინც გული გაუხსნა და სიყვარული შესთავაზა. იმისთვის უნდა გეპოვა რომ განგეცადა სიყვარული რომელიც შენთვის უცხო ხილი იყო.
-ის მე რომ არ მეპოვა ახლა ცოცხალი იქნებოდა. -სიტყვა გააწყვეტინა ანდრეიმ.
-მაგრამ მაშინ ნამდვილ სიყვარულს ვერ გამოცდიდა.
-ეს ჩვენ არ ვიცით. 21 წლის იყო და ცხოვრება წინ ჰქონდა, როგორც ჩვენი "კეთილისმსურველნი" ამბობდნენ ჩვენს შორის დიდი ასაკობივი სხვაობა იყო.
-ეს თქვენს შორის არ იგრძნობოდა. როცა სიყვარულია, იქ ერთი მთლიანი სულია.
-მხოლოდ რამდენიმე დღე. -ხელი ჰკრა თეფშს რომელზეც ნახევარი ულუფა ბუტერბროდი იდო და გაბრაზებული სკამიდან წამოდგა.
-ბენ ბედისწერის გჯერა? -ჰკითხა მაშინ როცა მეორე სართულის კიბეებს მიუყვებოდნენ.
-მჯერა, ჩვენ მისი შეცვლაც რომ მოვინდომოთ ამას ვერ მოვახეხებთ.
-რომ შევეცადოთ? -დაფიქრდი ანდრეი. -კარები შეაღო ბენმა და ანდრეის ოთახში შეაბიჯეს. -რომ არა შენი სურვილი საქათველოში გამგზავრების როდესმე შეხვდებოდი მას?
-თუ ბედი იყო კი. მითუმეტეს რომ გადაღებებზე სრულიად მოულოდნელად გამოვეცხადეთ ერთმანეთს -კარადიდან მუქი ლურჯი, რბილი ნაჭრის მაისური გადმოიღო და ჩაიცვა.
-მეც ვამბობ რომ ბედია ყველაფერი, აი ახლა შენც აღიარე ეგ. ღმერთმა თქვენი საქართველოში შეხვედრა კი არა აქაც შეგახვედრათ ერთმანეთს.
-იქნებ ალისია არ მომკვდარიყო სხვა სიტუაციაში რომ გამეცნო.
-არა, ანდრეი არა. -საათი რომელსაც ანდრეი იკეთებდა ხელიდან ჩამოართვა და თვითონ გაიკეთა. -კარგი საათია. მხოლოდ ღმერთმა იცის წახვიდოდი თუ არა საქართველოში ან როდის მოხდებოდა ეს. იქნებ ეს წლების შემდეგ მომხდარიყო, ალისია გათხოვილი ყოფილიყო. გგონია შეგიყვარდებოდა? შენ ხომ მხოლოდ შენი ასაკის გოგოები მოგწონდა? შენი და ალისიას ურთიერთობა კამათით დაიწყო. ბედია ანდრეი ყველაფერი, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. -ხანგრძლივი მონოლოგი დაასრულა ბენმა და საწოლზე მიწვა.
-არჩევანი ზეცაში კეთდება, ჩვენთვის ვიღაც ყოველთვის იბადება. -ბარმენი
ნეითის სიტყვების ციტიება გააკეთა ანდრეიმ და საწოლზე ჩამომჯდარმა კეტების თასმის შეკვრა განაგრძო.
ბენმა გამოიცვალა, ანდრეის მოტკეცილი ტანსაცმელი მის ოთახში დატოვა.
მანქანის გასაღები აიღო და მანქანაში ჩასხდნენ.
-დაჯექი საჭესთან. -უსაფთხოების ქამარი მოიხსნა ბენმა და მანქანიდან გადასვლა დააპირა.
-არ გადახვიდე იჯექი.
-კარგი, როგორც გინდა. -მხრები აიჩეჩა, ისევ გადაიკრა უსაფრთხოების ქამარი და მანქანა დაქოქა.
ანდრეიმ მუსიკას ხმა აუწია Bob Marley-ის - A lalala long და უსაფრთხოების ქამარი შეიკრა. -გემოვნება დაგიხვეწავს.
-ტელეფონი გირეკავს. -ხმამაღღლა საუბრობდა იგი, მუსიკის ხმა რომ დაეფარა.
ანდრეიმ ჯიბეზე ხელი მოიკიდა, ეკრანს დახედა. მუსიკას ჩაუწია. -უცხო ნომერია.
-უპასუხე იქნებ რა უნდა. -დააძალა ბენმა.-არ ვიცი ვინ არის. -ტელეფონი გათიშა, უკანა სავარძელზე მოისროლა და კვლავ ხმამაღალზე ჩართო მუსიკა.


-შეიძლება ანდრეი ასე? -ხელი ჩამოართვა რეჟისორმა და ოთახში შეიპატიჟა სადაც გადამღები ჯგუფი, ასისტენტები და ვიზაჟისტები იმყოფებოდნენ. ოთახი საკმაოდ თბილ ფერებში იყო გადაწყვეტილი. ერთი მდივნით, ორი კრესლოთი რამდენიმე სკამითა და ერთი მინის მაგიდით შემოიფარგლება.
-რას გულისხმობთ? -თვალთმაქცურად გაუკვირდა მას.
-გუშინელი საუბარი არ დამისრულებია.
-აჰ ეგ კი. მეთქი გუშინდელის შესახებ სურს საუბარი-თქო.
-გუშინ? რა მოხდა? -დაინტერესდა იგი.
-აჰ არაფერი. -მოკლედ მოუჭრა მან.
-კარგი დღეიდან გადაღებები ყოველდღე იქნება. დატვირთული იქნება შენი მუშაობის განრიგი. არავითარი გაცდენები, არავითარი შაბათ-კვირა და დასვენების სხვა დღეები. სისულელეებისთვის დრო არ გვაქვს. -წარმოთქვა ჯონმა. -ყო-ველ-დღე. -დაუმარცვლა რათა მისთვის გასაგები ყოფილიყო თითოეული ის სიტყვა რაც ჯონმა წარმოსთქვა. გადაღებები აქ იქნება მალიბუში. ასე რომ გაგიმართლა ოჯახთან ახლოს იქნები.


გადაღებები რამდენიმე საათი გაგრძელდა. დაღლილ დაქანცულმა იმ ოთახში მიაშურა სადაც პირველად ჯონს ესაუბრებოდა. დაღლილობის მიუხედავად ღიმილიანი სახით შეაღო ოთახის კარები სადაც არც თუ ისე სახარბიელო სურათი დახვდათ. ყურებამდე დაკრეჭილი ჟურნალისტები უტეხად შესცქეროდნენ თვალებში.
"ესღა მაკლდა" -ჩაილაპარაკა და სიცილი სახეზე შეახმა.
ჟურნალისტებმა ხელი გაუწოდეს, მანაც ზრდილობის გამო იგივე ჟესტი გაიმეორეს.
-ნუ ღელავთ, ინტერვიუსთვის არ მოვსულვართ. -დაამშვიდა იგი ჟღალთმიანმა მაღალმა ჟურნალისტმა, რომელიც ანდრეის გამომეტყველებით მიხვდა მათი დანახვით გამოწვეულ რეაქციას. -მხოლოდ ერთი პირობით.
-რა პირობა? -ცალყბად ჩაიცინა ანდრეიმ.
-ჩვენთან სტუდიაში უნდა მოხვიდეთ.
-რა შეღავათია?! -ხელი ჩაიქნია და გვერდხე გაიხედა. -რომ არ მოვიდე?!
-თუ უარს იტყვით ახლა დაგისვამთ შეკითხვებს და მხოლოდ ღემრთმა იცის რამდენ სისულელეს დავწერთ.
-მაცდური წინადადებაა. -ნიკაპი მოისრისა და დაფიქრდა. -დაწერეთ ის რაც გინდათ.
ეს პასუხი არ ესიამოვნა ჟურნალისტებს, მეტიც არ მოელოდნენ ამას და თავდასხმისთვის მოემზადნენ, უფრო სწორად გადაწყვიტეს ფეხი არ მოეცვალათ იქამდე სანამ მათთვის სასურველ პასუხს არ მიიღებდნენ. ანდრეი ლუჩენკოს სტუმრობა მათთვის მომგებიანი იქნებოდა. -კარგი მაშინ ამ საღამოს გელოდებით ჩვენთან სტუდიაში.
ჟურნალისტმა მათი დუმილი თანხმობად მიიღეს და შეთანხმება ხელის ჩამორთმევით გაამყარეს.
-წურბელები არიან.
-ეს მათი საქმეა. -კომპიუტერი გამორთო პროგრამისტმა და წასასვლელად მოემზადა.
-რა? წურბელობა?
-უნდა გავუგოთ მათ. -დაიცვა ჟურნალისტები.
-შენი ხათრით.
-ნუ დამცინი. -ღიმილიანი სახით მხარზე ხელი დაადო და ოთახიდან გასულს ჯონი შეეჩეხა. ის ის იყო უნდა დშვიდობებოდა რომ შეაჩერა
-ვჩქარობდი. კარგია ჯერ კიდევ აქ რომ ხარ. -უთხრა და მუშობის განრიგი გაუწოდა.
-მთელი კვირა? -თვალები შუბლზე მოექცა ანდრეის.
-დიახ. -დასტურის ნიშნად გაუღიმა.
-ხვალ ვისვენებთ? თქვენ ხომ თქვით რომ ...-განრიგს კიდევ ერთხელ გადახედა და კმაყოფილმა გაიღიმა.
-არა ხვალ დაისვენე. -ხმა გაიმკაცა ჯონმა.
-დღეს საღამოს ოჯახთან გავატარებ.
-რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც შენს ტელევიზიაში მიიღებ მონაწილეობას. -ცალყბად ჩაიცინა ჯონმა და ანდრეის დაემშვიდობა.



№1 სტუმარი გვანცა))

აი მეც ცრემლები მომადგა ექიმის ისტორიაზე:/
ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა::/
ჰო იმედიაა ანდრეა ბედნიერი იქნება,
მიყვარს მე ანდრეა:დდ
კარგი გოგო ხარ წარმატებები შენნ<3

 


№2  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი ვიცოდი რომ ალისია ცოცხალი იყო... ძალიან გთხოვ ასე ძალიან ნუ წელავ ეცადე ალისია მალე დაუბრუნო ანდრეის ძალიან არის გაწელილი ყოველი სიტყვა გულს მისერავდა იმდენად მტკივნეული იყო მინდა ამათ უბედუტებას მალე დაესვას წერტილი...

 


№3  offline წევრი padackles

უცნობი ქ
აი ვიცოდი რომ ალისია ცოცხალი იყო... ძალიან გთხოვ ასე ძალიან ნუ წელავ ეცადე ალისია მალე დაუბრუნო ანდრეის ძალიან არის გაწელილი ყოველი სიტყვა გულს მისერავდა იმდენად მტკივნეული იყო მინდა ამათ უბედუტებას მალე დაესვას წერტილი...

Getanxmebi ROM vwelav (((( magram Roca vxedav sxvis iatoriebs zalian mirapatebuli aqvt, samwuxarod. Vcsilob werisas titoeuli emocia, wami, dro Shevigrzno. :*

გვანცა))
აი მეც ცრემლები მომადგა ექიმის ისტორიაზე:/
ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა::/
ჰო იმედიაა ანდრეა ბედნიერი იქნება,
მიყვარს მე ანდრეა:დდ
კარგი გოგო ხარ წარმატებები შენნ<3

Gaixare :*:*

 


№4  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

padackles
უცნობი ქ
აი ვიცოდი რომ ალისია ცოცხალი იყო... ძალიან გთხოვ ასე ძალიან ნუ წელავ ეცადე ალისია მალე დაუბრუნო ანდრეის ძალიან არის გაწელილი ყოველი სიტყვა გულს მისერავდა იმდენად მტკივნეული იყო მინდა ამათ უბედუტებას მალე დაესვას წერტილი...

Getanxmebi ROM vwelav (((( magram Roca vxedav sxvis iatoriebs zalian mirapatebuli aqvt, samwuxarod. Vcsilob werisas titoeuli emocia, wami, dro Shevigrzno. :*

გვანცა))
აი მეც ცრემლები მომადგა ექიმის ისტორიაზე:/
ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა::/
ჰო იმედიაა ანდრეა ბედნიერი იქნება,
მიყვარს მე ანდრეა:დდ
კარგი გოგო ხარ წარმატებები შენნ<3

Gaixare :*:*

გეთანხმები ზოგი ისტორია ძალიან დაპატარავებულია და შენი ისტორია ამიტომაც მომწონს მაგრამ მირჩევნია მალე იპოვოს ანდრეამ ალისია და მათ ბედნიერებაზე დაწერო დაწვრილებით...

 


№5  offline წევრი padackles

გავიტვალისწინებ :)):* :* :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent