შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები თავი 9


23-11-2016, 19:31
ავტორი Ano-Ano
ნანახია 1 889

გიორგი აქ რას აკეთებ? რატომ ხარ ესე დაღლილი სახით, გიორგი ხმა გამეცი, რატომ არაფერს მპასუხობ, გიორგი გესმის ჩემი, ალექსანდრას უკვე ცრემლები მოადგა თვალზე, გიო, გთხოვ მიპასუხე
-ხარ ღირსი რომ გიპასუხო ალექსანდრა?
-ამას რატომ მეუბნები, მე ხომ არაფერი დამიშავებია
-კარგად დაფიქრდი და მიხვდები რაც დააშავე, ნუთუ რაც ჩაიდინე ეს დანაშაული არაა? მე დამივიწყე, სხვაზე ფიქრობ, თითოეულ გასულ წელს უღალატე, ეს ცოტაა? შენ გგონია ჩემზე ნაკლები მოღალატე ხარ? სიყვარულით მხოლოდ ერთხელ უყვართ ალექს, დანარჩენი კი იმ გრძნობის ძებნაა სხვასთან, უბრალოდ თავშესაფარია, მეტი არაფერი, შენ ცდილობ, მაგრამ არ გამოგივა, მართალია ყველაფერს უღალატებ, მაგრამ მაინც ვერ იქნები ბედნიერი, შემომხედე მე, ნახე როგორ მაცვია, დახეული, ეს ჩემი სულია ალექს.
-ძალიან ცუდად გამოიყურები, მოუწესრიგებელი, ესე რატომ იქცევი ან მელაპარაკები გიორგი სად მიდიხარ? დამიცადე მეც გამოგყვები, ძალიან ჩქარა რატომ მიდიხარ?
-არა შენ ვეღარ გამომყვები, შენ სხვა აირჩიე შენს თანამგზავრად.
-გიორგიიიიი ...
ალექსანდრა ყვირილით წამოხტა ფეხზე, გაანალიზა რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო, და მეტი არაფერი, ან რატომ დაესიზმრა, ნუთუ სინდისის ქენჯნა აწუხებს იმის გამო რომ მასზე ბოლო დღეებია აღარ ფიქრობს, ნუთუ დემეტრესთან ახალი ურთიერთობის დაწყება და მისთვის შანსის მიცემა ცუდი გადაწყვეტილებაა, ალექსანდრას ცრემლები მოადგა თვალზე გადახედა მშვიდად მძინარე ელენეს, რომელსაც დედის ყვირილი არ გაუგია და მშვიდად ეძინა. საათს დახედა ჯერ ღამის ოთხი საათი იყო, ალბათ აწი ვერც კი დაიძინებს, ან რა დააძინებს ისევ იმ სიზმრის მორევშია ჩათრეული, ეს ისეთი ნათელი სიზმარი იყო, ისე ნათლად ხედავდა ყველაფერს თითქოს მის თვალწინ ხდებოდა, რატომ დაესიზმრა, სწორედ ახლა, როცა ცდილობს ახალი ცხოვრება დაიწყოს, რატომ არ ანებეს თავს, თვალწინ გიორგის ჩასისხლიანებული თვალები ედგა, რომელიც სიზმარში ნახა, ღმერთო დამეხმარე, მომეცი ძალა ამ ყველაფერს გავუძლო, მე მეტი აღარ შემიძლია, არ ვიცი როგორ მოვიქცე, ალექსანდრამ ის ღამე, ის გრძელი ღამე ტირილში გაატარა, გამთენიისას არც კი უფიქრია სამსახურში წასვლა, ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, ელენე სკოლაში დატოვა და სახლში დაბრუნდა, ფარდები ჩამოაფარა, ტელეფონი გათიშა და ცრემლებში ჩაიძირა.
-აღარ მინდა ისევ წარსულში დაბრუნება, აღარ მინდა ამ ყველაფრის განცდა რაც უკვე გავიარე, გიორგი დამანებე გთხოოვ თავი, წადი ჩემი ცხოვრებიდან, ბოლო ხმაზე მოსთქვამდა და იატაკზე დამხობილი ღმერთს ევედრებოდა რომ ის წასულიყო, რომ ამის გაძლება უკვე მის ძალ ღონეს აღემატებოდა. ტირილით გული რომ იჯერა ტელეფონი აიღო.
-ალო ნინო როგორ ხარ? მის ფსიოქოლოგს გადაურეკა, ეხლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი მხარდაჭერა და დარიგება
-კარგად ალექს, მაგრამ ამას შენზე ვერ ვიტყვი რა ხმა გაქვს იტირე? ნინომ შეშფოთებული ხმით ჰკითხა.
-ნინო გთხოვ მნახე, სადმე კაფეში წავიდეთ და ვილაპარაკოთ, არ მინდა საავადყოფოში მოსვლა, ალექსანდრას იქ მისვლა არ უნდოდა რადგან არ სურდა დემეტრეს სადმე შემთხვევით შეხვედროდა.
-კარგი ჩემო გოგონა მითხარი სადაც შენ გინდა და მოვალ.
პატარა, მშვიდ კაფეში იჯდნენ ალექსანდრა და ნინო, ქალი ხედავდა თუ რა მდგომარეობაში იყო ამ წუთას ალექსანდრა, რადიკალურად განსხვავებული, სამი წლის უკანდელი ალექსანდრა დაუდგა თვალწინ, მოკლედ ესეა ჩემი ამბავი დაამთავრა ალექსმა თხრობა.
-ღმერთო როგორ მეტანჯები, როგორ მინდა რომ ყველანაირად დაგეხმარო.
-ნინო სწორედ იმ დროს როცა ვცდილობ ახალი ცხოვრების დაწყებას, როცა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი რომელმაც პატარა სხივი გააჩინა იმისა, რომ მე ისევ შევძლო არსებობა, ეხლა ეს სიზმარი, რომ იცოდე როგორი ნათელი იყო, რომ იცოდე როგორ თვალწინ ვხედავდი ყველაფერს, რატომ მიკეთებს ამას ბედისწერა, ესე მწარედ რატომ მეთამაშება, მე ხომ ამდენი ძალა აღარ მაქვს.
-ეხლა რომ გითხრა დაწყნარდი მეთქი უარესია, ალექსანდრა ისიც რომ ძლიერი ხარ ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს, თანაც შენ ახლა ამ მდგომარეოობაში ყველაზე სუსტი ქალი ხარ, მე შემიძლია ერთადერთი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გიპასუხო, ეს უბრალოდ შენი ქვეცნობიერია, მას იმდენად დიდხანს ჰყავდა გიორგი მის წიაღში და იმდენი ხანი არ უშვებდა არსად, ეხლა კი ვერ მიიღო ახალი სხეული, და სიგნალი მოგცა, აქ მხოლოდ ქვეცნობიერმა გააკეთა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ამ მდგომარეოაბს ვერ დაძლევ, ეს არის საზღვარი, ამ წუთას შენ სასაზღვრო ხაზთან დგეხარ დარჩე წარსულში თუ ახალი ცხოვრება დაიწყო მომავალში იმ ადამიანთან ერთად რომელიც ღმერთმა გამოგიგზავნა, უბედნიერესი ქალი ვიქნებოდი შენნაირი რძალი რომ მყავდეს, ალექს შენ ბევრი შეგიძლია, შენ შეგიძლია საკუთარ თავზე გამარჯვება, არ მისცე წარსულის ლანდებს იმის უფლება უკან ჩაგითრიოს ჩემო გოგონა, გაუძელი გთხოვ.
-არ ვიცი ეს ჩემი ქვეცნობიერი რას აკეთებს, მაგრამ აშკარად ვგრძნობ რომ ნამდვილად ცუდად მეხუმრება, მე ასეთი დარტყმებისთვის არ ვარ ჯერ მზად, ამისთვის ბევრი უნდა გავაკეთო, კიდევ ესე მარტივი ხომ არ არის ამ ზღვრის გადალახვა, მე ამ წუთას უბრალოდ მინდა რომ აწმყოში ვიყო, უბრალოდ მშვიდად ვიცხოვრო ზედმეტი სინდისის ქენჯნის გარეშე, ხომ შეიძლება ესე ცხოვრება, ხომ ცხოვრობენ ესე ადამიანები, ამას მე რატომ ვერ ვახერხებ?
-იცი რატომ ვერ ახერხებ? იმიტომ რომ სათნო გული გაქვს, შენ სცემ უამრავ პოზიტივს, უამრავ სიკეთს და უკან არავისგან არაფერს იღებ, ამის გამო მელანქოლია გემართება, ეს შენდა უნებურად ხდება, მაგრამ ეხლა როგორც კი გამოჩნდა ადამიანი რომელმაც თავი ოდნავ უფრო სუსტ ქალად გაგრძნობინა ყველაფერი ცოტათი აირია, ეს იგივეა ალექს რაღაც ახალი წამალი რომ დალიო რომელიც გაგკურნავს, მაგრამ ის მწარეა და არ არის სასიამოვნო დასალევი, ამასთან მას უკუჩვენებაც ხომ აქვს, ამ შემთხვევაში შენი უკუჩვენება გიორგია, მაგრამ შენ თუ ეხლა არ გადალახავ ვერასოდეს შეძლებ რომ ცხოვრება გააგრძელო. დამიჯერე მე შენ იმაზე მეტად გიცნობ ვიდრე შენ თვითონ იცნობ საკუთარ თავს.
-არ ვიცი ნინო მე უკვე ძალა აღარ მაქვს ამას უკვე ძალიან კარგად ვგრძნობ სხვა კი არაფერი ვიცი.
ნინოს დაემშვიდობა და კაფიდან გამოვიდა, მანქანით არ წასულა ფეხით გაისეირნა, მიდიოდა, მაგრამ სად ეს არ იცოდა, დეკემბრის სუსხი ცხვირს და სახეს უყინავდა, ახალი წლის ალიაქოთი ქალაქში უკვე შესამჩნევი იყო, ხალხი რომელიც სწრაფად მოძრაობდა ქუჩაში, ფეხით სიარული ეს კიდევ ცალკე თერაპიაა, ოდნავ გონს მოვიდა, ოდნავ გადალახა ის მწარე რეალობა თუ სიზმარი რაც მის თავს ხდებოდა, დიდხანს ისეირნა საღამო ხანს სახლში დაღლილი დაბრუნდა. დაღლილი ემოციებისგან, ეს იმაზე უფრო რთულია და მტკივნეული დაღლაა ვიდრე ფიზიკური, არც კი შეიძლება მისი შედარება, სახლის კარებს რომ მიუახლოვდა ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი, შენ აქ რას აკეთებ დემეტრე კითხა გაკვირვებულმა.
-იტირე ხომ? მოკლედ მოუჭრა შეკითხვა
-ხო ვიტირე
-არ გინდა მომიყვე რა ხდება? ცოტა ხნის დუმილის შემდეგ დაამატა.
-მოდი სახლში შევიდეთ კარგი? ალექსანრა შეეცადა ოდნავ დამშვიდებულიყო., აქ არ გელოდი
-ვიცი ალექს რომ არ მელოდი, მთელი დღე ტელეფონი გათიშული გქონდა სად არ გეძებე ძალიან ვინერვიულე.
-ალექსანდრამ ახლა შეამჩნია დემეტრე საკმაოდ დაღლილი ჩანდა.
-დიდი ხანია მელოდები?
-არც ისე ალბათ სამი საათი, ოდნავ გაღიმება სცადა დემეტრემ.
-მაპატიე რომ მცოდნოდა ინერვიულებდით ტელეფონს არ გავთიშავდი, თავის გამართლება სცადა ალექსანდრამ. ვერ გაეგო რა გაეკეთებინა, გრძნობდა რომ უნდოდა მთლიანად ყველაფერი ეთქვა მისთვის, არ მიეცა უფლება წარსულს რომ ყველაფერი გაენიავებინა მაგრამ ამასთან ერთდ ვერ ბედავდა ხმის ამოღებას. ბოლოს როგორც იქნა დაიიწყო როცა დემეტრეს ინტერესით სავსე თვალებს გადააწყდა.
იცი დემეტრე შენ ხომ შემპირდი დაგეხმარებიო, მე კი ეხლა ამ წუთას რატომღაც ვგრძნობ რომ შენ ყველაზე მეტად მჭირდები, არ ვიცი ეს რა არის, ვერც ვხსნი ალბათ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი ისტერიკები და ესეთი მდგომარეობა მოგწყინდება და წახვალ, მაგრამ მთავარია რომ დღეს აქ ხარ ჩემს გვერდით, იცი მეშინია იმ ტკივილის რაც შეიძლეა მოავალში მივიღო, აი როგორც პატარა ბავშვი რომელიც ეხლა სწავლობს სიარულს თუ ერთხელ წაიქცა რომ უჭირს ფეხზე წამოდგომა სწორედ ესე ვარ, მაგრამ თუ სადმე საყრდენს იპოვის იმ საყრდენს ყოველთვის მიყვება, მეც იმ პატარა ბავშვივით ვარ საყრდენად შენ მიდგეხარ და მე არ მაქვს უფლება მას არ დავეყრდო, შეიძლება ცოტა ეგოისტურად ჯღერს მაგრამ ამ წუთას ზუსტად ვიცი რომ შენს წინ ვდგავარ შიშველი სულით მე ესეთი ვარ, როგორსაც ეხლა მიყურებ, უფრო სწორედ ჩემი სული ესეთია, ერთი საცოდავი და შესაბრალი ქალი, რომელიც პატივისცემასაც კი არ იმსახურებს, მაგრამ როგორ მინდა იცი ეხლა ყველაზე ძლიერი საყრდენი შენ იყო, რომელიც თავისუფლად სიარულს გამაბედინებს, ალექსანდრამ თავი ვერ შეიკავა და ბოლო ხმაზე ატირდა.
-ღმერთო ჩემო ალექს როგორ მიმძიმს ეხლა შენი ასეთ მდგომარეობაში ყურება, რა თქმა უნდა ჩემო ძვირფასო, მე შენთვის საყრდენი ვიქნები მთელი ცხოვრების გზაზე, მე ადრეც გითხარი და ეხლა გიმეორებ რომ მთელი ცხოვრება შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, არც ის ვიცი რატომ და როგორ უბრალოდ შენ ჩემი ნაწილი გიპოვე, შენ ვერ მოერგებოდი სხვას, შენი სული ამას ვერ იზამდა იმიტომ რომ მე ვგრძნობ რომ შენ ჩემი ნაწილი ხარ, და ჩვენ ორივე ერთად დავამარცხებთ ამ უბედურებას, ერთად ამოვალთ ამ ჭაობიდან, მე შენ ხელს არასოდეს გაგიშვებ უბრალოდ შენ თუ გექნება იმის სურვილი რომ ხელი საერთოდ ჩამკიდო.
ალექსანდრამ თავი ვერ შიკავა და მხურვალედ გადაეხვია დემეტრეს, არ ვიცი ახლა რატომ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ შენ მე გადამარჩენ, მე შენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, არც ის ვიცი რატომ, ხომ არსებობს რაღაც ისეთი ცხოვრებაში რასაც ახსნა არ აქვს, სწორედ ესე ვგრძნობ შენთან თავს, მე გენდობი დემეტრე, თანაც ძალიან, ეს ერთადერთი რამ არის რაც ზუსტად ვიცი ამ წუთას.
-ჩვენ ყველაფერს შევძლებთ მხოლოდ ერთად და არასოდეს ინანებ იმას რომ შენ მენდე, ჩვენ ძალიან დიდი და ბედნიერი გზა გვაქვს ალექს ერთად გასავლელი მხოლოდ დამეყრდენი და მე შენი ყველაზე დიდი იმედი ვიქნები.
დიდხანს ისაუბრეს, დემეტრე ხედავდა რომ ალექსანდრა ცოტა გამხიარულდა, აღარ იყო ისეთი მოწყენილი, ეს სახეცვილება ძალიან ახარებდა.
***
თუ შენ ისევ აპირებ რომ იჯდე ყოველ ღამე ამ ბარში და სვა ბოლოს კლინიკაში მოხვდები ალკოჰოლის სმის შედეგად, მე ამას არ ავიტან, მე შენ ესეთს ვერ გიყურებ გიორგი გესმის, ბოლო ხმაზე უყვიროდა უგონოდ მთვრალ მეგობარს დაჩი.
-აუ დაჩი გეყოს ეხლა შეგონებები, მოდი ჩამოჯექი და ერთად დავლიოთ რა, თუ მაკო არ გაგიბრაზდება რა თქმა უნდა გიორგიმ ამოხედა მეგობარს და სკამი გამოუწოდა.
-არ ვაპირებ აქ შენს დატოვებას და ყურებას თუ როგორ ინადგურებ თავს
-ესეც არ არის დაჩი, მე ცხოვრებაში უკვე ბევრი რამე ვნახე, მე არაფერი მაკლია, ეს ჩემი ბარია მინდა დავლევ მინდა არა, მინდა წამალს გავიკეთებ და რასაც მინდა იმას ვიზამ, იმიტომ რომ ეს შემიძლია მე ყველაფერი შემიძლია გესმის, გარდა ალექსანდრას დაბრუნებისა, მას ვერ დავიბრუნებ ვეღარასოდეს, და ეს არის ის რაც ყველაზე ღირებულია და ყველაზე აუხდენელიც. აქ ამ სიყვარულის ქალაქში პარიზში ვზივარ და ბედის ირონიაა რომ სიყვარულის გამო ვთვრები, ჩაიცინა გიორგიმ
-რაც საქართველოდან წამოხვედით ერთი დღეც კი აღარ ხარ ფხიზელი, ხომ იცი რომ ესე თავს გაინადგურებ.
-და რომელ თავს ხომ ვერ მეტყვი, ხმას აუწია გიორგიმ, მე ჩემი თავი უკვე გავანადგურე, ალექსანდრას დავუნგრიე ცხოვრება, მის გარდა კიდევ მარის. ორივე ქალს და ეხლა აქ ვზივარ და საერთოდ იმის ოცნება რომ ბედნიერი უნდა ვიყო როდესმე ამას ჩემს თავშიც არ ვუშვებ, რატომ მოხდა ესე, რატომ გავაკეთე ასე არასწორად ყველაფერი, მე ხომ არასოდეს მინდოდა ბოროტება ვინმესთვის, მე ხომ არასოდეს მიფიქრია რომ ცუდად მოვქცეოდი ვინმეს და ის დატანჯულიყო, მაგრამ სასაცილოა, ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული გავიმეტე სატანჯველისთვის, არ ვიჯავრებ მაინც თუ მეცოდინება რომ ბედნიერი არის, მაგრამ მე რა ვქნა დაჩი მე როგორ ვიცხოვრო, ან საერთოდ აქვს აზრი ჩემს ცხოვრებას? ამიტომაც დავლევ იქნებ მალე მომაკითხოს ამ დალოცვილმა სიკვდილმა.
-მე არ მეგონა ესეთი ძმაკაცი თუ მყავდა სუსტი უძლური, შენ გგონია ალექსანრას ესე არყის ჭიქის გამოცლით დაიბრუნებ, წადი საქართველოში დაბრუნდი აქ საქმეებს მე მივხედავ შეევედრე, ყველაფერი გააკეთე რომ დაგიბრუნდეს არაფერია ჯერ გიორგი გვიანი.
-და ვინ გითრა რომ არ არის, მას სხვა უყვარს, ჩემი თვალით ვნახე მის სახლში, მას შემდეგაც ერთმანეთს ხვდებიან, ეგვიპტეში დასასვენებლად იყვნენ მოკლედ ერთმანეთით ხარობენ, და ამ დროს მე რას ვშვრები არც არაფერს ძმაო ვზივარ და ვსვამ, ჩაიცინა გიორგიმ
-შენ საიდან იცი რომ ერთად არიან და ასე შემდეგ?
-ფული დაჩი ფული ჯოჯოხეთს რომ ანათებს არ გაგიგონია
-არ მითხრა რომ ვინმე დაიქირავე რომ ეთვალთვალა, არ მითხრა რომ უკვე ამ დონემდე დაეცი
-მე ყველა დონეს გადავაბიჯე, აი აქ შუბლზე საჩვენებელი თითი მიიდო, აი აქ ძარღვი უკვე გაწყვეტილია, აღარ არსებობს, და საერთოდაც შემეშვი რა დაჩი თავი დამანებე წადი მიხედე შენს ანგელოზივით ცოლს და მე შემეშვი ხომ შეიძლება
- დაჩიმ ხელის აწევით მიმტანს ანიშნა რომელიც მაშინვე მასთნ გაჩნდა სასმელი აღარ მოუტანოთ უთხრა მკაცრად.
-შენ ვინ გკითავს მომიტანს თუ არა სასმელს, ეს ჩემი კაფეა ბიჭო გაიგე ჩემი თუ მინდა ეხლა ამ წუთას დავხურავ და სასმელში ერთიანად ჩავწვები, ბოლო ხმაზე ყვიროდა გიორგი
-ხომ იცი მე შენგან არაფერი მეწყინება ძმაო, დაჩიმ მხარზე ხელი დაადო გთოვ დღეს წამოდი ჩემთან ერთად და ხვალ გააგრძელე, ამ ერთხელ დამიჯერე გემუდარები, დაჩი ბოლოს თხოვნაზე გადავიდა მიხვდა სხვანაირად ვერაფერს გახდებოდა
კარგი ამ ერთელ შენ გაგიმარჯოს, გიორგიმ არყის ჭიქა ასწია და ბოლომდე გამოსცალა შემდეგ კი ფეხის არევით გაყვა მეგობარს, დაჩი იცი ალექსანრა როგორ მიყვარს, ვერ აგიხსნი უბრალოდ ეს უნდა იგრძნო, ბოლო სიტყვები დაამატა გიორგიმ და მანქანაში გაითიშა.
გრძნობის სადღეგრძელო ხანდახან არ ისმება ბედნიერებით სავსე თვალებით, ხანდახან მასში იმდენი ტკივილია ჩატეული რომ შენ თვითონ გიკვირს როგორ არ გახრჩობს, სიყვარულს არ მოაქვს ყოველთვის ბედნიერება, მას იმხელა სასჯელის მოტანა შეუძლია რომ შეიძლება უბრალო მოკვდავისთვის ბოლო წვეთიც კი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ თუ იცი რომ ეს სასჯელი დაიმსახურე, ეს შენვე გააკეთე, ფეხით გათელე ყველანაირი გრძნობა, საყვარელი ადამიანი გაწირე და დღეს შებრალებასაც კი აღარ იმსახურებ ამ ყველაფრის გამო, ჯობია არ გრძნობდე, ჯობია არ გტკიოდეს რადგან თუ მხოლოდ ტკივილს დაიტოვებ ის შიგნიდან ერთიანად გაგანადგურებს და არ დაგიტოვებს ძალას, ფეხქვეშ მიწას გამოგაცლის და პატარა ნაგლეჯ სითბოსაც კი არ გაიმეტებს, ეს არის სიყვარულის შურისძიება მათთვის ვინც მისი მოფრთხილება არ იცის.
P.S.ძალიან დიდი მადლბა ვინც ჩემს ისტორიას კითხულობს, ვეც კი წარმოვიდგენდი თუ ვინმეს მოეწონებოდა, მართლა გულით მიხარია, მაბედნიერებს, მე როგორც გითხარით ახალბედა ვარ, თუ რაიმე სახის შენიშვნები გექნებათ კომენტარებში დამიტოვეთ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. წერის დროს სულ მგონია რომ რაღაცას ვაკლებ ასე რომ ჩემო საყვარლებო შეიძლება თქვენ უფრო გქონდეთ ამასთან დაკავშირებით შენიშვნები.



№1 სტუმარი mari

magrad momwon gaagrzele ogon zan nu daagvianeb axal tavebs didi entuziazmit velodebi shemdegs.madloba

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან კარგია, არაჩვეულებრივი გადმოცემის უნარი გაქ, ამ ნაწერს არ ეტყობა რომ ახალბედას დაწერილია, ასე გააგრძელე და ეს მუხტი არ დაკარგოოო, დანარჩენი ყველაფერი გამო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent