შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის (5)


25-11-2016, 11:45
ავტორი ki si
ნანახია 1 452

-მზად ხარ?-როჯერი კარში იდგა და უცნაურად მაკვირდებოდა
-ასე რატომ მიყურებ?-გავუღიმე
-ვამაყობ შენით ძალიან ლამაზი ხარ
-გეყოფა,-ცოტა არ იყოს გავწითლდი,-თავს უხერხულად ვგრძნობ,-საერთოდ მაკიაჟს იშვიათად ვიყენებ და მსგავსი სამოსითაც ხშირად არ ვიმოსები არა მე ამას მხოლოს ერთხელ ვაკეთებ წელიწადში ამ დღეს.
დღეს 14 ნოემბერია ქალაქის დაარსების დღეს აღვნიშნავთ. რეალურად არვიცი როდის შეიქმნს ჩვენი ქალაქი მაგრამ მაინც. მე და როჯერი იქ ყოველ წელს მივდივართ იმიტომ რომ როჯერის მამა ქალაქის მერია და დედაჩემი მისი დამხმარე ამ დღის საკითხებში, ჰმ! რომ იცოდეთ როგორი ზარ-ზეიმით ემზადებიან ამ დღისთვის მე და როჯერიც ერთი თვით ადრე ვიწყებთ მზადებას რომ მათ ვასიამოვნოთ.
-კარგი და ჯდომა შეგიძლია?
-უცნაური კითხვაა რას გულისხმობ?-დავინტერესდი
-შეგიძლია ჩემი ეტლით წამოხვიდე,-მხრები აიჩეჩა და მუხლებზე დაირტყა ხელი
-როჯერ შენ რა გინდა მთელმა ქალაქმა იჭორაოს?
-არ მადარდებს,-მე მოვიკალათ მის მუხლებზე და ჩავეხუტე,-რომ იცოდე როგორ მიყვარხარ ბელ
-არა როჯერ მე უფრო მიყვარხარ
-ჰო, ნეტავ შნსავით სხვებსაც ვუყვარდე ან თუნდაც მაგის ნახევრად
-გეყოფა იზის ამბავი ხომ იცი მალე გაუვლის
-ბელა თვე ნახევარი გავიდა და არცკი მელაპარაკება მაიკს ვთხოვე დახმარება მაგრამ ხომ იცნობ
-კარგი რა როჯერ ასეთ რამეს ბევრჯერ გავუძელით და ახლაც შევძლებთ
-არა ბელა,-თვალებში შემომაჩერდა,-ასე არაა და შენ ეს იცი ჩვენ იმიტომ ვმეგობრობთ რომ შენ კრავ ამ ჯაჭვს მაგრამ ვერ შეძლებ მარტო გაამაგრო ის იმდენად ძლიერად რამდენადაც საჭიროა
-როჯერ
-არა ეს იმას არ ნიშნავს რომ მე შენ მიგატოვებ. ეს არასოდეს არ მოხდება ხომ იცი მთელი სამყარო რომ დაგიპირისპირდეს და ტალახი გესროლოს მე მოგწმენდ ცრემლებს და თუ საჭირო გახდება ჩემი ეტლიდანაც ავდგები შენგამო
-ვიცი როჯერ ამიტომაც მიყვრახარ ასე ძლიერად მაგრამ ნუ ამბობ რომ ჩვენი მეგობრობა დასრულდება მე მინდა რომ ჩვენ ყველა ყოველთვის ერთად ვიყოთ
-შენ ხომ იცი რომ მე გულის სიღრმეში ვერ ვიტან მაიკს მხოლოდ შენგამო არ გადავუვლი მას. იზი კი შენც იცი,-მხრები აიჩეჩა და ამოიხვნეშა
-იცი რა? იზი ჩემი მეგობარია მაგრამ მასზე უკეთესი გოგონებიც არსებობენ
-იცი რატომაა ჩემი ვარდი ჩემთვის ერთადერთი და განუმეორებელი?-მან აქ ამაღებინა ხელი მტკიცებაზე რადგან ჩემი საყვარელი პატარა უფლისწული მოიშველია
-მას ის დრო მატებს ფასს რომელიც შენ მის ზრუნვაზე დახარჯე,-ამოვიოხრე ამჯერად მე
-ჰო ასეა,-თავი დამიქნია და კიდევ უფრო ძლიერად ჩამეხუტა,-მას ის დრო მატებს ფასს რომელიც მე მის ზრუნვაზე დავხარჯე. მეგონა დაინახავდა ჩემს სიყვარულს მაგრამ არა მე ხომ არ შემიძლია მას გამოსაშვებზე დამოუკიდებლად მივაკითხო. მან მე ხელით უნდა მატაროს ეს ცუდია ბელა ძალიან ცუდი ვერ წარმოიდგენ რადენჯერ მიტირა ამის გამო ყოველ ჯერზე, როცა დავხიე მისი ფოტო წავედი და თავიდან დავაბეჭდინე იმიტომ რომ არ შემიძლია დავინახო როგორ იღიმის ნაგვის ურნიდან იქ მისი ადგილი არაა,-თვალები გაუცრემლიანდა და თავი ჩაკიდა
-როჯერ იქნებ ვუთხრათ რას იტყვი? მე ვეტყვი
-არა ბელა მე არ მინდა ეს.-თქვა მკაცრად.- კარგი,-თითქოს გამოცოხლდა,-აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი მაკიაჟი გაგიფუჭდება
-კარგი როგორც გინდა,-ჩვენ მისი ეტლით ფანჯარასთან მივგორდით და იქ ნეითანი დავინახეთ რომელიც რაღაცას კითხულობდა
-რას იტყვი მასზე?-როჯერმა თავი გაიქნია ნეითანისკენ
-მე ის მეზიზღება,-ტუჩზე ვიკბინე
-ნუ თუ?
-დიახ
-კარგი ადამიანია მე ვიცი ეს
-საიდან?-არვიცოდი როჯერმა საერთოდ თუ იცოდა რომ ნეითანი არსებობდა
-მისი თვალებიდან გინახავს ოდესმე ისინი? ტანჯვით არის გაბრწყინებული. რა უცნაურად ვთქვი მაგრამ ასეა,-დაიჭყანა და მხრები აიჩეჩა
-არვიცი რამდენიმე თვეა აღარ გვილაპარაკია,-ეს მართლა ასე იყო თითქოს იმ დღის შემდეგ ჩვენ ისევ გავუცხოვდით და ეს მე ცოტათი მაწუხებდა
-მე ვიმეგობრებდი მასთან
-მეც,-ჩავიქირქილე ჩუმად მაგრამ როჯრმა მაინც გაიგონა და ხელზე ხელი მომიჭირა თანაგრზნობი სნიშნად მას არ სჭირდებოდა იმის ახსნა რახდებოდა ჩემს თავში
-მგონი დროა წავიდეთ,-საათს დახედა
-არა
-ზუსტად! დაგვხოცავენ,-გიაიცინა და ხელის კვრით მაიძულა ადგომა
როჯერის ძმამ რომელსაც ვერ ვიტან დარბაზამდე მიგვიყვანა რომელიც მერიის შენობაში იყო განთავსებული და საკმაოდ დიდ ადგილს იკავებდა მაგრამ ყველაფერთან ერთად მოსახერხებელიც იყო. მე როჯერის ეტლი შენობაში შევაგორე და ვცადე მყუდრო ადგილი შემერჩია ჩვენთვის რომ არავის შევეწუხებინეთ
-კარგი სად გავჩერდით?-იკითხა როცა თავი სამშვიდობოს დაიგულა და გამომცდელად შემომხედა
-როჯერ არ მინდა ნეითანზე საუბარი გთხოვ
-არც მე მინდოდა იზაბელაზე საუბარი მაგრამ მაიძულე,-შემახსენა და იზაბელას რომ ამბობდა გაეცინა
-ხო მაგრამ ეს არარის სწორია,-ავბუზღუნდი
-იქნებ მითხრა რატომ? მეგონა ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობდით როდიდან აღარაა ეს არე?
-არა ეს ისევ ასეა თუმცა ნეითანთან ყველაფერი სხვაგვარადაა მე ის არ მომწონს მართლა,-მის წარბს დაწევა ვაიძულე,-მაგრამა არის მომენტები როცა მინდა რომ დაველაპარაკო იმიტომ რომ უცნაურად ლაპარაკობს. თითქოს ჩვენ რაღაცეებს ერთნაირად აღვიქვამთ მაგრამ მაინც იმდენად განვსხვავდებით როგორც ორი სხვადასხვა რამ ისეთი რომელიც ერთმანეთს არასოდეს არ ეხება
-არც ისე კარგად ახსენი
-ვიცი მაგრამ ასეა და ეს მგონი იცი კიდევაც
-არა ცდები არ ვიცი მე არაფერი არ მეცოდეინება ზუსტად სანამ არ მომიყვები
-მაგრამ მე არ შემიძლია რამის მოყოდა მის შესახებ უბრალოდ ვერ გადმოვცემ ამას იცი როგორი გრაძნობაა როცა ველაპარაკები? მეშინია რომ რაღაც ისეთს ვეტყვი რითაც შეძლებს გამომააშკარაოს
-და რა არ გინდა რომ გაიგოს ბელა?
-ისეთი არაფერი,-ჩავიბლუკუნე
-აბა რისი გეშინია?
-იმის რომ მიხვდება როგორი სასიამოვნოა ჩემთვის მასთან საუბარი იმიტომ რომ ასე მე საზღვრებს გადავდივარ იმ საზღვცრებს რომლებიც საკუთარ თავს თავადვე დავუწესე
-მივხვდი რასაც ამბობ მაგრამ მაინც დამაბნიე ბელა
-ჰო მეც მაბნევს ეს ყველაფერი. იცი ზოგჯერ მინდა რომ ის საერთოდ გაქრეს მე ასე უფრო კამფორტულად ვიგრძნობ თავს
-ეს რა სიყვარულია?
-იმედია არა რადგან არანაირი სურვილი არ მაქვს სიყვარული იყოს. მე მიყვარს ჩემი მარტივი ცხოვრება წიგნებით, გაკვეთილებით და თქვენით სავსე,-შემაჟრჟოლა
-რაგითხრა თავადაც ვერაფერს ვფიქრობ ამის შესახებ
-მითხარი რიმ აღარ გვინდა ეს თემა თორემ უკვე სისულელეებს ვფიქრობ
-კარგი ბელ როგორც გინდა,-გაიღიმა და ჩემს იქვე ჩამოკიდებულ ხელს ხელი ჩასჭიდა
-გეძებდით,-იზიმ მაკოცა და როჯერის ზურგშექცევით დადგა რომ დამლაპარაკებოდა
-იზი დამდე პატივი და შენი მშვენიერი ზურგი მოაშორე ჩემს ხედვის არეს,-დაისისინა როჯერმა, მაიკმა მას მხარზე დადო ხელი და თავისკენ შეაბრუნა
-არა მაიკ თავი დამანებე მინდა აქ ვიდგე და არ მოგცემ უფლებას ამ ავყია გოგოსგამო აქედან თუნდაც ერთი სანტიმეტრით მომაშორო
-მე კი აქ მინდა დგომა,-ამოისისნა იზიმ
იზი რაღაც გაცხარებით მიყვებოდა, მე კი როჯერს ვუყურებდი და ორ ცეცხლს შუა ვიწვოდი ბოლოს როგორც იქნა იზი ვიღაცამ საცეკვაოდ გაიწვია და ცოტა ამოვისუნთქე
-იქნებ ჩვენც გვეცეკვა რას იტყვი?-მაიკმა თავი მოიქექა
-არვიცი,-როჯერს გადავხედე და ტუჩი მოვიკვნიტე
-არა ბელა ყველაფერი რიგზეა წადი აქ იმისთვის არ ხარ რომ მე მომიარო თავადაც შევძლებ ცოტახნით ამ ხალხის მზერას რომ მოვერიო,-როჯერი ისეთი გაბრაზებული იყო რამე რომ მეთქვა უარესი მოხდებოდა და უხმოოდ გამოვდე მაიკს ხელკავი
-ნეტავ როდის შერიგდებიან?
-არვიცი იმედია მალე თორემ მომიწევს იზის ვეკამათო ამასთან დაკავშირებით
-რატომ?,-მაიკმა დამატრიალა და სახეზე ისეთი უდარდელი ღიმილი გამოეხატა ლამის ჭკუიდან გადავედი
-რას ნიშნაბვს რატომ მაიკ შენ თვითონ ვერ ამჩნევ როგორ იქცევა?
-ხო მაგრამ ბელა როჯრი უნდა მიხვდეს ოდესღაც რომ იზისთვის არაა
-მაგით რისი თქმა გინდა,-სულ ერთია მთელი საღამო მაიც გაფუჭდა ასე რომ მაიკთან ჩხუბის წამოწყებას არ მოვერიდე
-მე რათქმაუნდა ვიცი როჯერი რომ ძალიან გიყვარს მაგრამ ვფიქრობ ჩემი სიტყვების ქვეტექსტსს მიხვდი
-ვერაფერსაც ვერ მივხვდ მაიკ როჯერი შენი მეგობარიცაა რას ნიშნავს შენი სიტყვები აქამდე არ გაწუხებდა ის რომ ინვალიდი იყო ახლა რა შეიცვალა? იქნებ შენ მაიკ,-ხელები გავაშვებინე და გარეთ გავიქეცი იმიტომ რომ ვბრაზობდი და რომ ჰაერი აღარ მყოფნიდა ვეღარ ვსუნთქავდი
-ბელა მომიცადე,-მაიკი უკან გამომყვა და კარში დამიჭირა შემომაბრუნა და ჩემს წინ აისვეტა,-მითხარი როდიდან აღარ შემიძლია აზრის თავისუფლად გამოხატვა?
-მაიკ რა დაგემართა? ვეღარ გცნობ რა დაემართა ჩემს მზეს რომელიც მათბობდა
-ვფიქრობ შენს მზეს ყურადღება მოაკლდა და ჩასვლა გადაწყვიტა ბელა,-მისმა სიტყვებბა გამყინა, ნუთუ რამე ისეთი გავაკეთე რაც არ უნდა გამეკეთებინა
-კი მაგრამ რატომ?-ზლივს მოვაბრუნე ენა რომ კითხვა დამესვა
-იქნებ იმიტომ რომ შენ ძველებურად აღარ გიყვარს ან ადრე არ გიყავრდა ისე როგორც მას მსურდა
-მაიკ რას ბოდავ რა შუაშია აქ ეს? მითხარი რა დავაშავე რა შემეშალა მითხარი გთხოვ რომ გამოვასწორო
-შენ არაფერი ბელა მე უბრალოდ ისეთ ადგილას ავაგე ოცნების კოშკები სადაც ნიადაგი საკმარისად მყარი არ იყო და ისინი უბრალოდ დაიშალა, მტვრად იქცა, თანაც ისე დაიშალა რომ მისი აღდგენა აღარ შეიძლება,-თვალზე ცრემლი აუკიაფდა და შებრუნდა
-მაიკ,-დავიჩურჩულე ჩუმად და გავშეშდი რადგან ვიგრძენი როგორ ჩამწყდა გული და თან ყველაფერი ჩაიტანა რაც გზად დახვდა. უეცრად დავცალირდი.
-უნდა წავიდე,-მღელვაებისგან ხელები უკანკალებდა და ერთმანეთს უჭერდა
-რატომ?-ვედრებით შევხედე თუმცა ვეღაეაფერი ვთქვი
-კარგი, აგიხსნი, როჯერის შემთხვევაში ვიხუმრე მაგრამ კარგია რომ ეს საუბარი გაგრძელდა რადგან ახლა მე უნდა გკითხო შენ, უნდა დაგისვა კითხვა რომელსაც შეუძლია ჩემი ცხოვრება შეცვალოს
-ბელა რამდენად ძლიერად გიყვარვარ?,-კბილები ერთმანეთშ ისეთი ძალით დააჭირა მათი ღიჭიალი გავიგონე
-იმდენაგ ძლიერად რომ შენგამო უფსკრულში დაუფიქრებლად გადავეშვები, ცეცხლმოკიდებულ სხალში შევალ თუნდაც ვიცოდე რომ იქედან ვერცერთი გამოვალთ- გადავუდგები ტყვიას რომელიც შენთვის იქნერა განკუთვნილი
-მაგრამ რატომ ბელა?,-პირზე ხელი ამაფარა და არ დამაცადა მეპასუხა,- მე თავადაც ვიცი ამას იმიტომ გააკეთებ რომ მეგობრობა ასე გწამს და არა იმიტომ რომ გიყვარვარ შენ ასეთი ხარ, მე ეს კარგად ვიცი მეგობრობა იმდენად ზეაღმატებულია შენთვის რომ ყველაფერს გააკეთებ მეგობრისთვის მაგრამ ნიშნავს რამეს ჩემთვის ეს? არა ბელა არაფეს, რადგან მე მირჩევნია ჩემთვის არაფერი გააკეთო და ისე გიყვარდე როგორც მე შენ და არა ისე როგორც ახლა გიყვარვარ. ხო ბელა შენ შეგიძლია იზი გაკიცხო ამისთვის მაგრამ თავად რას იტყვი საკუთარი თავის შესახებ მე სათვალავშიც არ გყოლივარ არა? მიდი შემიყვარე და უწოდე შენს თავს ჩემი შეყვარებული. ბელა რას ელოდები?-ისე მიყურებდა ჩემი დანაშაულის სიმძიმე ბოლომდე შევიგრძენი და ახლა ჩემმა სხეულმა დაიწყო ნგრევა
-მაიკ მე,-არა ვერ გადმოგცემთ რას ვგრძნობდი მე იმ წამს არ შემიძლია არ არსებობს სიტყვა რომელიც ამ ტკივილს აღწერს
-ხედავ? არაა ადვილი,- ისევ მოიწმინდა ცრემლი და მაიძულა მის მკერდზე დამედო ხელი რომელიც საშინელ ხმას გამოსცემდა მისი გული ისე ძლიერად აწდბოდა ნეკნებს როგორც შეეძლო ჩემი კი დუმდა რადგან მგონი მოკვდა,-არაუშავს ბელა, არაუშავს მე ავიტან ამას,-ამ სიტყვებით შებრუნდა და ისე წავიდა სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე. წავიდა და რაღაც ჩემი ნაწილიც გაიყოლა თან.
ქუჩაში გავედი და იქვე ჩამოვჯექი მგონი ვტიროდი. არ ვიცი რას ვაკეთებდი რადგან ყურებში მხოლოს მაიკის მომაკვდინებელი სიტყვები ჩამესმოდა რომელიც მის გულისცემას ერთვოდა და ისეთ ხმაურს იწვევდა რომ ყურებზე მივიფარე ხელები. ვიჯექი და საკუთარ თავს ვიხუტებდი თუმცა ნუ მკითხავთ რატომ რადგან არ შემიძლია ჩემი იმპულსური საქციელის ახსნა. და მაინც ამას ალბად იმიტომ ვაკეთებდი რომ თავს უსაშველოდ მარტო ვგრძნობდი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent