შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისია 2


26-11-2016, 00:04
ავტორი mi ra
ნანახია 1 648

რამდენის შესისხლხორცება შესძლებია დედა-მიწას?!
მის ნიადაგს,ბუნებას.
ტკივილის,ცრემლის,ტანჯვის მიუხედავად რომ ბრუნავს გადაკარგული კოსმოსში,
შავად შეფერილი ცა,წვიმასაც შავს რომ გვაფენს თავზე.

ვჩერდები სახლის კართან,სახელურს ვაცილებ ხელს და პირველ კიბეზე ვჯდები,უნებურად მიქრება გარეთ გახედვის სურვილი,მავიწყდება მომლოდინე იოჰანიც.
მახსენდება რომ ხვალ ღამით ნახატების გამოფენა იმართება,
შიში მიპყრობს,ბედის ირონია იქნება, გამოფენაზე ჩემი თავი თუ გამომეჭიმება კედელზე ჩამოკიდებული.
თავს ხელებში ვრგავ,სხეულში ჟრუანტელი მივლის სირცხვილის გამო,ამ წამსვე ვაანალიზებ რომ გამოფენაზე აუცილებლად უნდა წავიდე.
ისევ ავდივარ კიბეებზე,ფარდებს შეუმჩნევლად ვწევ და ქვევით ვიყურები,იოჰამი აღარ მელის,წასულა.
საწოლზე ვჯდები,წინ დიდი კარადის სარკეა,ვამჩნევ ჩემს სილუეტს მასში და უნებურად მეღიმება.ვდგები ფეხზე და ვუახლოვდები,ჩემს თავს ვაკვირდები და ჩემივე თვალებში ვიკარგები,ლავიწის ძვლები იქცევს ყურადღებას,გაყინულ თითს ლავიწის თავში ვდებ და ბოლომდე ვუსვამ.
კაბის მკლავებს აქეთ იქით ვიწევ,ყელზე სამი ხალი მეჩხირება თვალში და ახლა მათ ვუსვამ თითებს.
ღრმად ვოხრავ და ისევ საწოლზე ვჯდები,საათს ვუყურებ უკვე თორმეტი საათი გამხდარა,ვეშვები და თავს ვდებ ბალიშზე თვალებს ვხუჭავ და კვლავ იდუმალ ოთახში ვხვდები,სიზმრებიც კი უცნობ-ნაცნობს უკავშირდება ჩემი!
ასე ასე უცნაურად მეძინება...

დილით საკუთარი თმა მაღვიძებს,ცხვირის ნესტოებში მოხვედრილს ვიცლი ზლაზვნით,ვიწევი საწოლიდან და საათს ვაშტერდები.
ვერ ვხვდები ამ დრომდე როგორ მძინავს? სამი საათია მე კი გამოფენაზე ევქს საათზე უნდა ვიყო.
შიშველ ფეხებს ცივ იატაკზე ვალაგებ,სხეულზე წიწნკლები მაყრის და სირბილით გავრბივარ საკუჭნაომდე,ხელებს და პირს საპნით ვიბან,თბილ წყალს ვისხამ და ერთიანად ვთბები.

ექვსი საათი შეუმჩნევლად მოვიდა,უკვე კაბაში გამოწყობილი ზევიდან ჟაკეტს ვისხამ და სახლიდან დაღვრემილი გავდივარ.
ექვსი საათი კი არის მაგრამ უკვე სიბნელე სადგურდება ქალაქში,ახლა იღვიძებს ყველა და გარეთ იყრის თავს,ლამპიონები ანათებენ ქუჩას.
როგორი ლამაზია ღამე,ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და ცაზევე აღმოცენებული უზარმაზარი ბადრი მთვარე,ჩემამდე იმდენად ახლოს არის გონებას მაკარგვინებს,მის სილამაზეში ვიძირები და გზას მივუყვები ისე წინ რომ არც ვიყურები.

უზარმაზარ შენობასთან ვჩერდები,ვემზადები სანახაობისთვის!
ვიშმუშნები,გარედან ვათვალიერებ შენობის ორნამენტებს,ისეა გამოქანდაკებული უამრავი ქალი კარის ზევიდან თითქოს,ცოტაც და გაცოცხლდება ყველა მათგანი და თავზე დამეცემიან.
ვნებიანი სხეულები,შიშველი სულები ჩანს მათში,ისევე როგორც ჩემსასშია.
კიბეებს დინჯად მივუყვები,ლამაზ ფილებზე მივკაკუნობ და ისევ კიბეებზე ვიწყებ ასვლას,უზარმაზარ ხის შეხსნილ კარში ვიჭრები.
შენობა გადაჭედილი ხალხით,
კედლები გადაფლაშული სექსუალური ნახატებითა და ქანდაკებებით,ადამიანს სექსუალურ ცხოვრებას რომ მოგანდომებს ისეთია სწორედ.
ვუფიქრდები თითოეულ ნახატს,რადგან ქანდაკებები დიდად არ მაინტერესებს,
ნახატში ჩაქსოვილი სიბნელე და სინათლე,ორივე ერთად,ორივე ცალცაკე!

მივუყვები ლამაზ დერეფანს თვალიერება თვალიერებით,
უეცრად თვალს შინდისფერი ზეწარი მჭრის ნახატზე,მარცხნის თვალებგადიდებული მივიწევ,ასწრაფებული ნაბიჯების გამო ძლივს ვჩერდები ნახატთან..

ეს მე ვარ!! ეს უეჭველად მე ვარ!

გული ამოვარდნას მაქვს,სხეული მიცახცახებს და ნერვიულობა მიყინავს ხელის თითებს.
გულზე ვიპარებ ხელს,ვიდებ და მართლა მკაფიოდ განვიცდი მის ძგერას ჩემს შიგნიდან.საშინელი გრძნობაა,მთელი ქალაქი ხედავს ამ ვულგარულ სანახაობას.
ვბრაზდები მასზე,მერე ცრემლები მაწვება თვალებზე და ძლივს ვიკავებ თავს,ამ სურათის წინაშე მდინარე რომ არ დავაყენო.საპირფარეშოში შევრბივარ და შოგნიდან ვკეტავ კარს,მის ძირზე ვიკეცები და საკუთარ მუხლებს ვეჭიდები.
კარებზე კაკუნია,ვიღაც ქალი გამწარებულია როგორც ჩანს,მისი ქოშინის ხმაც
მესმის,ალბად ისიც ტირის.
ვდგები და კარს ვაღებ,ჩვემი ჩაწითლებული თვალები ერთმანეთს ხვდება,ამის შეჩნევისას კი ერთდროულად გვიტყდება ტირილი.
სანამ დროა და სანამ მიცნობს გამოვდივარ,ნაცნობ სილუეტს ვხედავ ხალხში გარეულს.
ეს ის არის!
მისკენ მივიწევ,მიახლოვების თანავე ვინაზები,თავს ზევით ვწევ და ერთს საწყლად ვიოხრები.
ვუახლოვდები და ხელზე ვექაჩები,დინჯად ბრუნდება ჩემკენ და როგორც კი მამჩმევს სახეზე თეთრი ხდება.
-არ მელოდი?-ვუღიმი გამომწვევად და წარბებს ზევით ვწევ,ყელში ბურთი ეჩხირება და წვალებით ყლაპავს ნერწყვს.ხელს მავლებს და მიფარებულში მიმარბენინენს.

ბნელი ოთახია,კარებით.
შიგნით შევყავარ და კარებს შიგნიდანვე კეტავს.გახევებული ვდგავარ და აზრზე არ ვარ რომელ მხარეს დგას,ხელების ქნევას ვიწყებ და ვგრძნობ თბილს
მის ტუჩებს,ცერა თითი მის კბილებზე მებჯინება,ის კი კუმავს ტუჩებს და მისი ბაგეები ზევით-ქვევიდან მეხებიან.
სხეულში ათი ათასობით ნერვი მითამაშდება,ბრაზი გადამდის და ხელს უმალ ვაცილებ ტუჩებიდან.
-რატომ ?-მეკითხება,მაგრამ რას აზრზე ვერ მოვდივარ
-რა რატომ?-მის ხელს წელზე ვგრძნობ,ჟაკეტის ქვეშიდან შემოფარებულს.
არ ვიცი რატომ მიკეთებს ამას,ან მას მოვწონვარ და იმიტომ,ან ხვდება რა ძლიერადაც მიზიდავს იგი.
დაბნეულობას არ ვიმჩნევ,ისევ ამაყად ვდგავარ,კიდევ კარგი სიბნელეში ჩემი აწითლებული ლოყების დამახვა არ შეუძლია,თორემ უფრო მეტად დავიმორცხვებდი.
ღრმას ვსუნთქავ,იმდენად ახლოს დგას ჩემთან მის სურნელა მთლიანად შევიგრძნობ,თავბრუს მახვევს მისი სიმხურვალე
-რატომ გამიბრაზდი?-მისი ხმა მთიშავს ქვეყნიერებიდან,მზად ვარ მკლავებში ჩავუვარდე
-ეს ნახატი რომ გამოფინე-დაბალი მშვიდი ხმით ვპასუხობ,მეორე ხელს სახეზე მაპარებს და ტუჩებს მახებს ლოყაზე,ვცახცახებ მის წინაშე.
-მსგავს სილამაზეს უნდა ხედავდნენ,ჩემო მუზავ-ეცინება და ყელში მკოცნის,თვალებს ვხუჭავ და მის კოცნას მთელი არსებით შევიგრძნობ.

მკოცნის ისე,თითქოს ჩემი ორგანიზმიდან სისხლს წოვდეს.მთელი ვნებითა და სიმხურვალით მიკრავს სხეულზე,ყელიდან ზევით მოიწევს და ბაგეებს ბაგეებზევე მაბჯენს,ვშეშდები ერთიანად.
არც ის შემიძლია კოცნას კოცნითვე ვუპასუხო,და არც ის მისი კოცნა რომ ადვილად დავთმო,ტუჩებს წამითაც ვერ ვატოკებ მხოლოდ მისი მოძრაობით ვტკბები.
ერთი წუთით ჩერდება და ჩემგან შორს სწევს თავს,თვალებს ახლაღა ვახელ და გაოცებული ვადიდებ,ვგრძნობ დაძაბულობისგან როგორ მიფართოვდება თვალის გუგები.
-აქამდე ყოფილხარ მამაკაცთან?-მაოცებს მისი მსგავსი შეკითხვა,დღემდე მამაკაცს არ უკითხავს ესეთი რამ!
-რატომ მეკითხები?
-კოცნის დროს თრთი,ფართხალებ ჩიტივით-მსიამოვნებს ამის მოსმენა,ვიღიმი და თავს ვხრი,იმის მიუხედავად რომ ვერ დაინახავს ვერაფერა
-ეგ რა შუაშია?
-სწორედაც რომ შუაშია.ისე განიცდი შეხებას,როგორც ქალიშვილი ქალი განიცდის-არ მჯერა! ის იმდენად დაკვირვებულია ჩემი მღელვარება მაინც რომ შეიგრძნო!

გონებას აწვება დარდი,იმის შესახებ რაც რამდენიმე წუთის წინ მაცეცხლებდა.
ამ დღის შემდეგ მიცნობს ხალხი,გერმანელი ხალხი კი გაშიშვლებას არ პატიობს ქალს.
მეშინია იმის რაც შეიძლება რომ მოხდეს,სწორედ ამ საძაგელი მამაკაცის გამო!
-ალისია-სახელს მეუბნება,არ ვიცი საიდან გაიგო ჩემი სახელი,გაოგნებული ვცილდები მის სხეულს
-შენ ჩემი სახელი იცი
-კი ვიცი,შენი სახელი ყველამ იცის ”ალისია”-კიდევ იმეორებს ჩემს სახელს და მაბნევს
-შენ?
-მე გრეგორი -მპასუხობს ისიც.

ვცილდები მთლიანად მას,გვერდს ვუვლი და კარის გახსნას ვცდილობ,ვეჯაჯგურები სახელურს და შემდეგ ვწყდები ადგილს კარის გაღებისთანავე.
უკან გრეგორი მომსდევს,არ მინდა ასე რომ აკეთებს ! უფრო მეტად ვიბნევი მის გამო.
ვდგები მახატის წინ და ისე ვიქცევი თითქოს არც ვიცნობ მას,მაინცდამაინც არც ის იკლავს თავს ჩემამდე მოსვლის.
საბოლოოდ მაინც ვერ ვთქვი მის წინაშე ვერაფერი.

ნელა ილევა ხალხი,შენობიდან გადიან.მეც ვხვდები რომ მორჩა ნებივრობა კედლებთან,ჟაკეტს ვისწორებ და შენობიდან გამოვდივარ.
საშინელი სუსხი,სიცივეა.
ვიშმუშნები და კუს ნაბიჯებით ვუდგები გზას.
უკვე ძალიან გვიანია,ამ დროს კი არ ხდება კარგი ამბები გარეთ,ფეხს ვუსწრაფებ.
სახლთან მისული ვამჩნევ გრეგორის ფანჯრებში მოციმციმე შუქსაც,ვჩერდები არ ვიცი რატომ მაგრამ,ვეძახი
-გრეგორ!-არ ესმის ხმა და კიდევ ერთხელ ვიძახი,ოღონდ მაღალი ხმით უფრო-გრეგორ!
ფანჯრების ხმაა,აღებს და თავს გარეთ ყოფს,ხელით მეძახის რომ ავიდე.
მეც არ ვაყოვნებ და მასთან მივდივარ,უკვე მეორედ ვსტუმრობ.
ნაცნობ ოთახში ნაცნობ
საწოლზე ვჯდები
ის ისევ ხატავს
-არ იღლები სულ რომ ხატავ?-ვეკითხები და ვინაზები
-საყვარელი საქმიანობა არ ღლის ადამიანს,შენ არ გაქვს ჰობი?
-არ მაქვს! ბედნიერი ვიქნებოდი ხატვა რომ შემძლებოდა
-გასწავლო?-მეკოთხება და ჩემკენ ტრიალდება
-კი -ვუღიმი მეც,მისკენ მივდივარ და სკამს ვდგამ მისი სკამის გვერდით,მის ხელებს ვაშტერდები..

როგორ უხდება მამაკაცს ხელზე ამოყრილი ძარღვები,ისე როგორც გრეგორს უხდება დაბუთქულნი.
დღეს ვიღაცა სხვას ხატავს,ქერა თმიანს და ცისფერ თვალებას..
მგონი ვეჭვიანობ ნახატზე!
ამჩნევს ჩემს მოუსვენრობას და მუხლზე ხელს მადებს,ურეაქციოდ ვტოვებ მის მოქმედებას,კვლავ ნახატს ვაშტერდები.
-რა ხდება ?-მეკითხება,უეცრად კი ეზოდან ისმის ხმა
-გრეგორ!-ხელს მაცლის მუხლიდან და დგება,მეც
ვდგები მაგრამ ფანჯარამდე არ მიშვებს,ვბრაზდები და სახლიდან გამწარებული გავრბივარ.
მის ფანჯრებთან ატუზული გოგონა მხვდება,სწორედ ის რომელიც ნახატზეა გამოსახული.
ვხვდები რომ ჩემი ადგილი არ არის,გულდაწყვეტილი სახლისკენ მოვდივარ და ზოგჯერ უკან უკან ვიყურები.


”გრეგორ”-ი !
როგორი ლამაზი სახელია?
ძალიან მომწონს,უხდება და ამშვემებს მის მეობას.
სამზარეულოში მჯდარი წარმოვიდგენ სცენას,როდესაც
მეხება და ტუჩებს მიკოცნის.
აღფრთოვამებული თვალებს ვხუჭავ და ვინაბები,ისე ვგრძნობ ფიქრებს როგორც გრეგორის შეხებას სხეულზე.

კარზე კაკუნის ხმაა.
ვდგები და ვაღებ,ჩემს წინ კი თმააბურდული ჰენრი,პურით ხელში დგას.
ვიწევი და სახლში ვატარებ,სამზარეულომდე მირბის და სკამზე ებერტყება
-წყალი დამალევინე ალის-ონკანს ვხსნი,ჭიქას ვუშვერ და ბოლომდე ვუვსებ წყალს.
ვაწვდი მოწყურებულს და ისიც წამებში ცლის ჭიქას
-ბერტასთან მიგაქვს?-თავს მიქნევს თქნხობის მიშნად.
-და ასე რატომ სუნთქავ?მოგსდევდნენ?
-ალისია წამოდი შენც-აწყლიანებული თვალებით მომჩერებია,უარს კი ვერ ვეუბნები.
ვდგენი ფეხზე და მასთან ერთად მივდივარ,იქ სადაც ბერტა გვეგულება მშიერი.

გახუხულ ბალახზე მორბენალ ორ ცხენს ვგავართ,გერმანიის აშხლართულ საზღვრამდე რომ ოცნებობენ მიღწევას!
ვუახლოვდებით და მავთულებს ვაჯანჯღარებთ,მავთულები კი ხმაურს იწვევს.
სიბნელიდან მკრთლად მოჩანს ჩვენსკენ მომავალი სხეული,მუმიასავით მოალაჯებს ბერტა,მავთულებთან ებერტყება და ღონე მიხდილი გვიღიმის.
პურს ვაძვრენთ ბერტამდე,გაცეცხლებული აფრინდება და მშიერი პირუტყვივით ჭამს..

ეს არია ცხოვრება?
მშიერ და უსუსურ მეგობარს საზღვრის მეორე მხარეს რომ ხედავ?
რომ ვერც ეხები,ვერც ეფერები მას!
ასე მოიტანა სასტიკმა სინამდვილემ,ომმა ბევრი აქეთ დაგვტოვა,ორჯერ მეტი კი გერმანიის იქით
გადააგდო.
ახლად აღმართულ მავთულებს ხელებს ვუსვამ,თვალებიდან ცრემლები უნებლიედ მომდის,
ვერ ვიტან უსამართო ცხოვრებას!

-როგორ ხარ ბერტა?-ლუღლუღით ვეკითხები
-კარგად თქვენ როგორ ხართ?
-ჩვენ კარგად..-გულში კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ ბერტას ”კარგად ვარ” მხოლოდ და მხოლოდ ცუდათ ყოფნას ნიშმავს.
-მე ახლა უნდა გავიქცე,ორი საათია მალე მესაზღვრეები მოვლენ,თქვენც გაიქეცით-ფეხზე დგება და ადგილიდან წამში უჩინარდება,ბერტა ისევ სიბნელეს შეერწყა.
ჩვენ ორნი კი შეშინებულები მოვრბოდით სახლამდე,ჩემს სახლთან მისულები ერთმანეთს ვშორდებით,ჰენრი კი კვლავ გამალებით მირბის მარტოდ,ცარიელ ქუჩაზე.

*******^^^^
როგორ თვლით რა არის სიყვარული?
ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავები თუ დღის გამათბობელი კარმა ”მზე”??
ალბად ორივე ერთად.
მე მჯერა ერთხელ დანახული სიყვარულის,მჯერა მეორედ მოსული სიყვარულისაც!
პრინციპში მე თავადვე ვარ შეყვარებული ასე,უაზროდ და უგზოულოდ გადაკარგული....
მეც მხოლოდ ერთი ნახვით შევიყვარე,არ არსებობსო იტყვიან ხოლმე,მაგრამ
მე ვგრძნობ ჩემში არსებულს.
გრეგორთან კვლავ ანთია სინათლე,ალბად ის ყავს სტუმრად ვინც მე ეჭვიანობას მაიძულებს!
სულის ტანჯვას განვიცდი და ფარდებს ვაფარებ ფანჯრებს,საწოლზე ვწვები და თვალებს ვხუჭავ ისევ!

გარედან შემოსული ხმაური ყურში ჩამესმის,რა ამბავია ნეტავ?
ვდგები და ახლად გათენებულზე ჩირაღდნიან აჯანყებულ მოსახლეობას ვხედავ!
ნუთუ ეს ის არის რისიც
მე მეშინია?
ნუთუ ეს ხალხი ჩემ გამოა დღეს აქ?



№1  offline წევრი TeddyBear

ვაუ, ძალიან მომეწონა!!!
არა ძალიან კი არა უძალიანმაგრესად!
მშვენიერი, გრძნობებით სავსე თავი იყო...
გერმანია, ქვეყანა რომელიც არ მიყვარს... არც მე ვიცი რატომ თუმცა უბრალოდ არ მიყვარს.
საინტერესო და ლამაზი ისტორიაა, მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ თავში.
და ჰო ერთადერთი გრძნობა რომელიც კითხვისას თან მდევდა მელანქოლია იყო...
კარგი ხარ! ❤
მგონი შენი მუზა უკვე მიყვარს ❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი mi ra

TeddyBear
ვაუ, ძალიან მომეწონა!!!
არა ძალიან კი არა უძალიანმაგრესად!
მშვენიერი, გრძნობებით სავსე თავი იყო...
გერმანია, ქვეყანა რომელიც არ მიყვარს... არც მე ვიცი რატომ თუმცა უბრალოდ არ მიყვარს.
საინტერესო და ლამაზი ისტორიაა, მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ თავში.
და ჰო ერთადერთი გრძნობა რომელიც კითხვისას თან მდევდა მელანქოლია იყო...
კარგი ხარ! ❤
მგონი შენი მუზა უკვე მიყვარს ❤


ჩემო თბილო <3 დიდი მადლობა
მიხარია რომ მოგწონს <3

 


№3 სტუმარი გვანცა))

ძაალიან დახვეწილი ისტორიაა
შეცდომებიც არაა ბევრი...
რაღაცით განსხვავდება ყველასგან,და ეს მომწონს
მირა კარგი გოგო ხარ შენ,იმედიაა ასე გააგრძელებ და ბოლომდე მიიყვან❤
წარმატებებიი^^

 


№4  offline აქტიური მკითხველი mi ra

გვანცა))
ძაალიან დახვეწილი ისტორიაა
შეცდომებიც არაა ბევრი...
რაღაცით განსხვავდება ყველასგან,და ეს მომწონს
მირა კარგი გოგო ხარ შენ,იმედიაა ასე გააგრძელებ და ბოლომდე მიიყვან❤
წარმატებებიი^^


მადლობ საყვარელო :*

 


№5  offline აქტიური მკითხველი mi ra

❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent