შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლის ნობათი [5]


26-11-2016, 21:06
ავტორი მარრიამი
ნანახია 7 933

სუფრა რომ აალაგა, ჭურჭელიც დარეცხა, ტელევიზორიც ჩართო და საბოლოოდ, დემნას მზერა რომ აუტანელი გახდა, განაცხადა მე ვიძინებო და ოთახში შეიყუჟა. სულაც არ ეძინებოდა, მაგრამ მაინც დაწვა. შუქი ჩააქრო და ფანჯრიდან შემოსული სინათლის ფონზე ფიქრი დაიწყო. რას აკეთებდა? უკვე მეორე ღამეს ათენებდა ფაქტობრივად უცხო ბიჭთან ერთად. ღამის გათენებას კიდევ ვინ ჩივის. როგორც უნდოდა და როცა უნდოდა, მაშინ მიდიოდა მასთან, დაატარებდა ხელებს უმისამართოდ გოგონას სხეულზე და ესეც ხან დაბნეული, ხან გაკვირვებული, ხან განაბული, ნებით თუ უნებლიედ ამის უფლებას აძლევდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რა ძალა ჰქონდა ასეთი დემნას, როგორც კი ეხებოდა, მაშინვე თავს კარგავდა, აღარც წინააღმდეგობის გაწევის ძალა გააჩნდა, ერთიანად ეშვებოდა და მზად იყო მკლავებში ჩადნობოდა. ისიც კარგად იცოდა, რომ ასე გაგრძელება კარგ შედეგამდე ნამდვილად არ მიიყვანდა. იცოდა, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო, როგორმე თავი უნდა ეკონტროლებინა. ღრმად ამოისუნთქა და მხარი იცვალა. ქუთუთოებს სიმძიმე შეეპარათ, სხეულს სიმსუბუქე.
არ შეუმჩნევია როგორ ჩაიზნიქა ლოგინის ერთი მხარე, არც ჩამზნექი ობიექტისგან უგრძვნია სითბო, სანამ ზურგიდან არ აეკრა. მოეწონა სითბო, ესიამოვნა და თანაც ისე, რომ ვერც კი გაიგო საიდან მოდიოდა. კმაყოფილმა გააწკლაპუნა პირი და ხელი თავქვეშ ამოიდო. ნელ-ნელა ეპარებოდა უცნაური შეგრძნება, დაახლოებით ისეთი, თითქოს ჭიანჭველები დადიოდნენ ტანზე, ბევრი ერთად, აუჩქარებლად, აქეთ-იქით დასეირნობდნენ და არ ეშვებოდნენ. მის ტანზე მართლაც დადიოდა „რაღაც“, ერთი დიდი ჭიანჭველა. ღიმილით დაასრიალებდა თითს მუცლიდან ზემოთ, მკერდის მიმართულებით, შემდეგ ისევ ქვემოთ, ჭიპის გარშემო წრეს ხაზავდა და ისევ ზემოთ მიდიოდა. პერიოდულად მხარზე კოცნიდა და კმაყოფილი შესცქეროდა როგორ იშმუშნებოდა თათული. შეგრძნება რომ ზედმეტად არაკომფორტული გახდა, შემაწუხებელი, იკადრა თვალების გახელა. ზანტად წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა და გამოფხიზლებულმა სანამ რაიმეს თქმა ან მოქმედება მოიფიქრა, იქამდე დაუგემოვნა ტუჩები დემნამ. ნაზად დაწყებული ამბორი, ნელ-ნელა მომთხოვნ კოცნად იქცა, თითქოს აღარ აკმაყოფილებდა ის მცირედი, რასაც იღებდა და უფრო მეტისკენ იკვალავდა გზას. ხელებიც უფრო თამამად დასრიალებდნენ გაკვირვებული თუ განაბული გოგოს სხეულზე. თითქოს სურვილს აეტანა ორივე, ერთს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ეს და არაფერს აკეთებდა ხელის შესაშლელად, აი მეორე კი, გაურკვეველი ემოციით სავსე, ვერაფრით თმობდა გულისთქმას და უჩვეულო სითამამით აღსავსე ჰყვებოდა ბიჭის ქმედებას. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, ეკალმა რომ დააყარა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიცივისგან იყო გამოწვეული, რადგან დემნა აღარ ეხუტებოდა, აღარც ჰკოცნიდა და აღარც ეხებოდა. ღიმილით უმზერდა თათულის, ოდნავ გახსნილი ბაგეებიდან ხშირი სუნთქვა რომ ამოსდიოდა, სახეზე დნობის და სხეულზე მოდუნების კვალი რომ დასტყობოდა.

- გადი, ახლავე გადი - ხმაჩახლეჩილმა ამოსუნთქვას ამოატანა სიტყვები.
- მაგრამ..
- ახლავე - დაიყვირა - საერთოდ წადი, სახლიდან წადი!
- თათული..
- წადი! - ამოიგმინა და ლოგინში ჩაემხო.

დაუკითხავად წამოსცვივდა ცრემლები, სირცხვილისა თუ საკუთარ თავთან პირობის გატეხვის გამო. საბანი თავზე გადაიხურა და სლუკუნი გააგრძელა. კარების ხმა ვერ გაიგონა, ისედაც დარწმუნებული იყო, რომ არ წავიდოდა. მარტო არ დატოვებდა ღამით და ახლა მითუმეტეს. მაგრამ უნდოდა ჰგონებოდა მაინც, რომ წავიდა.
საბნის ქვეშ ჰაერი რომ აღარ ეყო, ამოყო თავი. სახეზე ჩამოწეწილი თმა გადაიწია და წამოდგა. ასე ვერ დაიძინებდა, თავი უნდა მოეწესრიგებინა. სქელი ხალათი შემოიცვა და ფეხაკრეფით გაიპარა ოთახიდან. არ უნდოდა შეემჩნია. სახე მოიბანა, სარკეში თავის ანარეკლს დააკვირდა, ღრმად ამოისუნთქა და გამოვიდა.
ოთახში შევიდა და დაწვა. ცოტა ხანში ნაზად დააკაკუნეს კარებზე. თვალები მაგრად დახუჭა, არ უნდოდა შესულიყო, მაგრამ დემნა როდის ეკითხებოდა რა უნდოდა და რა არა. გაიგონა, რომ კარგი გაიღო, ნაბიჯების ხმაც გაიგონა. როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი უნებისყოფო? ისე უნდოდა თვალების გახელა და მისი სახის დანახვა. რა ემართებოდა ამ ბიჭთან არ იცოდა, საკმარისი იყო მასზე ფიქრიც კი და ჰიპნოზდებოდა. სულ ოდნავ გაახილა თვალები, ისე რომ თვითონ დაენახა, მაგრამ ბიჭს ვერ შეემჩნია. ოთახში მთვარის შემომავალი სინათლე ზუსტად დემნას სახეს ეცემოდა, მისი შეწუხებული სახის დანახვამ ისე გაახარა, კინაღამ გაეცინა. ეგოისტურად სიამოვნებდა, რომ მისთვის შეწუხდა, მისმა ცრემლებმა მასაც მწუხარება მოჰგვარა.

- თათული - ჩურჩული გაიგონა და მაშინვე მაგრად დააჭირა ქუთუთოები ერთმანეთს - თათუ - იმ მხარეს ჩამოუჯდა ბიჭი, საითაც იყო გადაბრუნებული. თითებით მიეფერა ლოყაზე. საფეთქლიდან ყბის ძვლამდე ჩამოაყოლა და გაიღიმა - თათული, ვიცი რომ არ გძინავს - იგრძნო თათულიმ, რომ იღიმოდა - ჩემო თათული - უკვე ეცინებოდა - მორჩი ახლა, გაიღვიძე.
- გეხვეწები, დამანებე თავი რა - ამოიკრუსუნა.
- მაპატიე, მაპატიე - ჯერ ისევ დახუჭულ თვალებზე გადაატარა თითები და ქალბატონმაც ინება „გაღვიძება“.
- რატომ არ მანებებ თავს? - წამოჯდა და ამოიოხრა.
- არ ვიცი - მხრები აიჩეჩა.
- არ შეიძლება ასე - გაბუტული ბავშვივით ჩაილაპარაკა - საშინლად ვიქცევი, ისე, როგორც არ უნდა ვიქცეოდე, ისე, როგორც ჩემს მშობლებს არ გავუზრდივარ, ისე, რომ მათ ვარცხვენ - ხმა აუკანკალდა - ისე ვიქცევი, რომ უნდა მრცხვენოდეს - თავიდან ეწყებოდა ნერვიული შეტევა.
- დამშვიდდი, დამშვიდდი - გოგონას ხელები საკუთარ ხელებში მოიქცია, ჩამოაწევინა და მთელი სხეულით მიიხუტა, მკლავები შემოჰხვია და შებოჭა - ჩუ, მშვიდად - ეჩურჩულებოდა - შენ კარგი ხარ, ძალიან კარგი - ჩურჩულს განაგრძობდა, ნელა ირწეოდა და გოგონას სხეულიც თან მიჰყავდა. დამშვიდდა, მოდუნდა, სუნთქვაც დაუწყნარდა, გულისცემაც დაურეგულირდა - მოდი, მოდი ასე - ლოგინზე უფრო კომფორტულად მოთავსდა და თათულიც მიიყოლა. ისე უცებ დაუმძიმდა ქუთუთოები, თვალები დახუჭა და სასიამოვნო სურნელით გაბრუებულს ჩაეძინა.

დილა ისევ დემნას გულისცემის მოსმენით დაიწყო. ისევ აფორიაქდა, წინა საღამოს გახსენებამ სულ მთლად არია. „რა ჯანდაბას ფიქრობ ან აკეთებ თათული, რას?“ - ამოიგმინა. ის იყო თავიდან იწყებდა თვითგვემას, ტელეფონი რომ ამღერდა. შეშინებული წამოხტა და გულზე ხელი მიიდო. თეონა ურეკავდა.

- გისმენ თეო.
- თათუ, როგორ ხარ?
- არამიშავს, თქვენ როგორ ხართ?
- თათუ, თედოს ბებია დაიღუპა.
- ვაიმე - შეიცხადა და დემნამაც მოიფშვნიტა თვალები.
- რა ხდება? - ჩაილაპარაკა და მაშინვე დაინახა თათულის შეშინებული სახე, ტუჩებთან თითის მიტანით გაჩუმებას რომ სთხოვდა.
- თათუ აქ ხარ? რა ხდება?
- არაფერი თეო, როდის დაიღუპა?
- ამ დილით, შენ შეგიძლია გაცდენა? ჩამოხვალ?
- ჩამოვალ აბა რას ვიზამ, რძალი შენ ხარ ახლა და შენ მოგიწევს ჭირისუფლების მოვლა, მოგეხმარები.
- კარგი, ბიჭებსაც ურეკავდა თედო, დემნას ვერ დაუკავშირდა, სახლშიც არ ყოფილა, ლაშამ მიაკითხა, მოკლედ ლაშა წამოვიდა უკვე, იმედია ამ დილით დემნას დავუკავშირდებით და ერთად წამოდით.
- კარგი თეო - ისე აწითლდა, თითქოს თეონამ ყველაფერი იცოდა.
- რა ხდება? - როგორც კი ტელეფონი გათიშა, ინტერესიანი მზერა მიაპყრო დემნამ.
- თედოს ბებია გარდაიცვალა. შენ ვერანაირად ვერ დაგიკავშირდნენ, არც სახლში იყავი - ნერვიულად გადაიწია თმა - ტელეფონი ჩართე, თედო დაგირეკავს, გეტყვის, რომ მომაკითხო და სოფელში წამიყვანო.
- რაღად უნდა თედოს დარეკვა, ხომ მითხარი?
- თედომ არ იცის, რომ გითხარი, არაფერი წამოგცდეს - შეშინებულმა შეხედა.
- რა უნდა წამომცდეს - ახარხარდა დემნა.
- წადი სახლში და მერე წავიდეთ სოფელში.
- კარგი, ერთ საათში აქ ვარ - სწრაფად აკოცა ლოყაზე და გასასვლელისკენ წავიდა.
- გიჟია ეს - ლოყაზე ჩამოისვა ხელი და ტანსაცმლის გადმოლაგებას შეუდგა.

ერთ საათში ყველანაირად მზად იყო, თვითონაც, მომცრო ზომის ჩანთაც ტანსაცმლისთვის და სხვა საჭირო ნივთებისთვის, თავის მშობლებსაც ელაპარაკა და ახლა მხოლოდ დემნას ელოდებოდა.

- ჩამო - ერთი სიტყვით ამცნო და თათულიც კიბეებზე დაეშვა. ბარგი უკანა სავარძელზე მოათავსა და თვითონ წინ დაჯდა.
- მალე ჩავალთ? - მგზავრობით დაღლილმა გადახედა ბიჭს.
- კი, შენ უნდა დარჩე თუ უნდა წამოგიყვანო უკან?
- უნდა დავრჩე, თეოს მიხმარება დასჭირდება.
- ძალიან კარგი, მეც ვრჩები.
- ჩემ გამო? - არც კი დაფიქრდა, ისე წამოისროლა და როცა ენაზე იკბინა, გვიანი იყო.
- შენ გამო? - გაეცინა - ხედავ თურმე რა სურვილები გაქვს? - შეხედა - თედოს გამო - თვალი ჩაუკრა.
- გზად გააჩერე სადმე, ყვავილები უნდა ვიყიდო - ისე უთხრა, თითქოს ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ.

ეზოში შესულმა უკვე იგრძნო დაძაბულობდა. ვერ იტანდა სამძიმრებს, პანაშვიდებს, დაკრძალვებს, თითქოს არ ეშინოდა, მაგრამ თან ეშინოდა კიდეც.

- ცუდად ხომ არ ხარ? - ხელი მოკიდა დემნამ.
- არა - თავი გააქნია.
- ავიდეთ ხომ? - მეორე სართულზე უნდა ასულიყვნენ.
- ავიდეთ - ნელა აიარა საფეხურები. გარეთ, აივანზე მდგარ თედოს ჩაეხუტა, მიუსამძიმრა, სხვა ნაცნობებიც გადაკოცნა და შიგნით შევიდა. სასახლეს გარშემო შემოუარა და თეონას გვერდით დაიკავა ადგილი.

ცოტა ხანში ორივე ერთად პირველ სართულზე ჩავიდნენ.

- დაიღალე თეო? - მზრუნველი ტონით ჰკითხა.
- არც ისე, სახლი დავალაგე უბრალოდ და რაღაც ცოტ-ცოტა რა.
- კარგი, ახლა მე დაგეხმარები. ეს ხალხი ყველა აქ რჩება? - ინტერესით იკითხა.
- მეზობლები არა, ნათესაობა თითქმის ყველა.
- გასაგებია, დღეს რა უნდა მოამზადო? მე გავაკეთებ.
- თათუ, რა კარგია, რომ ჩამოხვედი - ჩაეხუტა.
- თეო რა გჭირს? - თვითონაც მოჰხვია ხელები.
- არაფერი, უბრალოდ ძალიან დავიძაბე, ხომ იცი არ შემიძლია ასეთი სიტუაციების ატანა.
- კარგი, დამშვიდდი, მოდი - უკანა ოთახში გაიყვანა - ჩამოჯექი - ტახტზე ჩამოსვა - წყალს მოგიტან და მოვალ - წყლის ჭიქით ხელში დაბრუნდა უკან - დალიე - ხელებში შეაჩეჩა.
- მადლობა.
- მოდი წამოწექი შენ, სამზარეულოში მე მივხედავ ყველაფერს.
- არა, ცოდო ხარ შენ, თან წყალიც ჭიდანაა საზიდი.
- და შენ ზიდავ? იწექი რომ გეუბნები - ტონი გაამკაცრა - ბიჭებს ვეტყვი და ისინი მომიტანენ - სანამ მე არ შემოვალ, ადგილიდან განძრეული არ გნახო - კარს უკან ჩამოკიდული სქელი ხალათი ჩამოხსნა, მიაფარა, ლოყაზე აკოცა და ოთახიდან გამოვიდა.

სახლის გარეთ, ბანზე იყო მოწყობილი სამზარეულო. ორი დიდი ჯამი იდო მაგიდაზე, გვერდით დასარეცხი ჭურჭელი, იქვე სარეცხი ჟელე და ღრუბელი. სათლი ცარიელი იყო. ეზოში გავიდა, ჭა მოშორებით ჰქონდათ და ჭისკენ გაემართა. ამოსაღები სათლი ჭის თავზე იდო, თავი ახადა და სათი ჩაუშვა. უცებ აივსო, და უკან ამოსაღებად რომ ამოქაჩა, აშკარად გაუჭირდა.

- აუ - ამოიკრუსუნა და უფრო მეტად მოქაჩა.
- დაგეხმარო? - გაიგონა ხმა და აშკარად იგრძნო როგორ შემოევლო ზურგსუკან ბიჭის სხეული. მკლავებს შორის მოიქცია გოგონა და თოკს მოკიდა ხელები.
- გამიშვი - გული აუკანკალდა.
- ამოვიღო წყალი - ცოტაც ამოსწია და სავსე სათლი მიწაზე დადგა.
- მადლობა - ჩაილაპარაკა და სახელურს ხელი მოკიდა, მაგრამ ძლივს ააცილა მიწას.
- მომეცი, სად მიგაქვს? - გაუცინა.
- სამზარეულოში - უპასუხა და უკან მიჰყვა - მადლობა - ოდნავ გაუღიმა, სათლი მაგიდაზე რომ შემოდგა.
- მარტომ უნდა დარეცხო?
- ხო - დაეთანხმა.
- ამ ცივი წყლით?
- ვაიმე, ხო - მობეზრებით ჩაილაპარაკა - აბა სად ვაცხელო ახლა?
- კარგი, დარეცხე, თეონა სადაა?
- ოთახშია, არ შეხვიდე, ვერ იყო კარგად და მივაწვინე, არ შეაწუხო.
- არ შევდივარ, თედოს აინტერესებდა. წყალი რომ აღარ იქნება, ვინმეს დაგვიძახე, მარტომ არ ამოიღო ჭიდან, თვითონ არ მიჰყვე იმ სათლს - გაუცინა და კიბეებზე აირბინა.
- რა ცივია - როგორც კი ჯამში ხელები ჩაჰყო, დაიწუწუნა და უკან ამოსწია. მერე ნელ-ნელა შეეგუა ხელებიც ტემპერატურას და ჭურჭლის რეცხვას მოჰყვა. დარეცხა, წყალი გადააქცია, მერე დაავლო და მესამე დავლებაზე აღარ ეყო. ბანზე იქვე ბიჭები იდგნენ და მათ მიმართა დასახმარებლად. ერთ-ერთი გაჰყვა და წყალიც მოიატანინა. მადლობა გადაუხადა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა.
ჭურჭელი რომ დარეცხა, მერე მაკარონი მოხარშა, სალათი დაჭრა და გამზადებული საჭმელი მაგიდაზე დაალაგა. თვითონ თეონასთან შეიხედა, მშვიდად ეძინა გოგონას, კარები ფრთხილად გამოხურა და წინა ოთახში დაჯდა. მაღლა რომ ასულიყო, რა უნდა ეკეთებინა არ იცოდა, ამიტომ იქ ჩამოჯდა მარტო. დრო და დრო ხალხის ხმაური ისმოდა, ჭიშკარში უცხო-უცხო ადამიანები შემოდიოდნენ და გადიოდნენ.

- დაიღალე? - ხმა გაიგონა თუ არა, თვალები გაახილა, გასწორდა და დემნას გახედა.
- სიტუაციამ დამღალა.
- თან უცხოდ რომ ხარ..
- შენ რა გინდა აქ? თედოსთან რატომ არ ხარ?
- ახლა ჩამოვედი, ჩამოგხედეთ - გაუღიმა.
- ხო, ზრუნავ - ჩაიბურტყუნა და ისევ კედელს მიეყუდა.
- თათული, თათული - ჩაიცინა.
- შეგიძლია ახვიდე ბიჭებთან, თეოს სძინავს, მეც კარგად ვარ.

საღამოს მეზობლები წავიდნენ, წასასვლელი ნათესავებიც მიჰყვნენ. ვინც რჩებოდნენ, იმათთვის გოგონებმა გაშალეს ლოგინები. თვითონაც პირველ სართულზე უნდა დაეძინათ, ბიჭები მეორე სართულზე ყოფნას აპირებდნენ. პატარა ოთახში, ერთ ლოგინში დაწვნენ თათული და თეონა. ზედმეტად ვიწროდ იყვნენ, მაგრამ არ აწუხებდათ. ისედაც ძალიან ციოდა, ღუმელიც გამოქრა. თეონას მალე ჩაეძინა, მაგრამ თათულიმ ვერაფრით დაიძინა. ისედაც უჭირდა უცხო გარემოში დაძინება და მითუმეტეს ახლა, როცა იცოდა რომ ზემოთ სართულზე მიცვალებული ესვენა. გარეთ გასვლა უნდოდა, მაგრამ ეშინოდა, რადგან ბნელოდა. დიდ ხანს იწრიალა და შიშით, თეონაც არ გაეღვიძებინა ადგა. იქვე, კუთხეში, საკიდზე ჩამოკიდული სქელი ხალათი მოიცვა და ფანჯარასთან დადგა.
ფეხები გაეყინა, ხელებიც. ნეტავ ვინმე ღუმელს აანთებდესო გაიფიქრა, მაგრამ როგორც ჩანდა, არავის აღელვებდა. ამოიოხრა და ფანჯრისკენ მიბრუნდა. მიბრუნდა და შიშისგან შეხტა. ფანჯარასთან ვიღაცის სილუეტი ასვეტილიყო და უცინოდა. გული კინაღამ გაუსკდა, სანამ იმ სილუეტში ნაცნობი არ აღმოაჩინა.

- გამოდი - ტუჩების და ხელების მოძრაობით აუხსნა ბიჭმა. თათულიც გასასვლელისკენ გაემართა.
- შენ სულ გაგიჟდი? - წინ აესვეტა და ჩურჩული დაიწყო.
- რატომ? - მხრები აიჩეჩა.
- გული გამიხეთქე, ან რატომ იყურებოდი ჩვენს ოთახში? - თვალები მოჭუტა.
- წყლის ასატანად ჩამოვირბინე და ფანჯარასთან ზურგით მდგომი დაგინახე, ვერ იძინებ?
- ხო, ვერ დავიძინე.
- დამელოდე, წყალს ავიტან და ჩამოვალ - უკმაყოფილოდ ახედა თათულიმ - დამელოდე, რადგან არ გეძინება და ვერ ისვენებ, დაგეხმარები, რომ მალე გათენდეს. ხომ დამელოდები? - გაუღიმა. თავი დაუქნია თათულიმ და კედელს მიეყრდნო. ორ წუთში დაბრუნდა დემნა უკან.
- ასე უნდა ვიდგეთ? - არც იმ სიბნელეში დგომა ხიბლავდა და არც იმ სიცივეში.
- არა, ასე არ უნდა ვიდგეთ - გაეცინა - წამო, მეორე სამზარეულოში დავსხდეთ.

სახლისგან მოშორებით პატარა, ერთოთახიანი შენობა იყო აშენებული, რომელსაც ასევე სამზარეულოდ იყენებდნენ, უფრო მეტად კი საკუჭნაოდ, საკვები პროდუქტების შესანახად. ოთახში, კუთხაში ერთი დიდი, ძველი სავარძელი იდგა, ისეთი სახლში დასადგმელად რომ აღარ ვარგოდა და გადასაგდებადაც ენანებოდათ. მის პირდაპირ, ერთ კედელზე ხის კარადები იყო, სადაც პროდუქტს ინახავდნენ. მეორე კუთხეში, პატარა, დასატენი გაზის ბალონი და მის გვერდით, კედელთან, ფანჯრის ქვემოთ, პატარა მაგიდა იდგა. ოთახში ელექტროენერგია არ იყო, ამიტომაც დემნამ მაგიდაზე მდგარი სანთელი აანთო.

- მოდი - ხელი ჩაკიდა და სავარძელთან მიიყვანა. სავარძლის კუთხეში დაჯდა თათული, დემნაც გვერდით მიუჯდა. ორი ადამიანისთვის აშკარად არ იყო განკუთვნილი, მაგრამ მოთავსდნენ. - მგონი რაღაც გვაკლია - ჩაილაპარაკა ბიჭმა - მოდი ჩაის მოვიტან, დამელოდე კაი?
- გაგიჟდი? აქ მარტო უნდა დავრჩე? - შეშინებული მზერა მიაპყრო - როდის გაცხელდება ჩაი? ხომ გამისკდა გული, ამდენი ხანი მარტო რომ ვიყო.
- კარგი, მაშინ აქ მოვიტან ჩაიდანს და ამაზე გავათბოთ - პატარა ბალონზე მიუთითა - ორ წუთში მოვალ, მართლა - გაუღიმა და წამოდგა.

კარები გააღო თუ არა, მაშინვე შემოვარდა სიცივე. უცებ გავარდა და დახურა. ერთიანად სიმშვიდემ დაისადგურა და ეს სიმშვიდე კიდევ უფრო აშინებდა თათულის. სოფლისთვის ჩვეული ხმაურობა ისმოდა და ისიც კი აფრთხობდა. ფანჯარას თვალს არ შორებდა, თითქოს თუ სხვაგან გაიხედავდა, ფანჯარაში მოჩვენებები გაჩნდებოდნენ. ისე გაერთო მინის ყურებაში, კარების ხმაურმა შეაკრთო.

- შეგეშინდა? - ჩაიდნით ხელში დაბრუნდა.
- ასე მალეც არ გელოდი.
- აი, გაცხელდება ახლა და - კარადიდან ფინჯნები გამოალაგა, შაქარი ჩაყარა და ცხელი სითხეც დაამატა. ოთახში პიტნის სასიამოვნო სურნელი დატრიალდა - გამომართვი - მიაწოდა და შემდეგ გვერდით ჩამოუჯდა.
თითები შემოჰხვია ფინჯანს და თითის წვერებიდან წამოსული სითბო, ნელ-ნელა მთელს სხეულში გადაადგილდა. იგრძნო, როგორ შემოევლო დემნას ხელი ზურგზე და მუცელზე დაადო. თვითონაც ნებიერად მიეხუტა ბიჭის სხეულს და თავი მხარზე ჩამოადო.

- ამ ოთახის გარეთ გასვლა აღარ მინდა - ჩაეცინა ბიჭს.
- ხო, მაგრამ წესით ახლა მასთან უნდა იყო, ვის გამოც დარჩი - გულმა არ მოუთმინა, რომ არ ეთქვა.
- ძალიან ეშმაკი გოგო ხარ - გაეცინა და თავზე აკოცა.
- ვიცი - თვითონაც გაიცინა.
- რა კარგი ხარ, თათული - დაიჩურჩულა.
- აბა რატომ მაბრაზებ? - ბავშვივით დაიბუზღუნა.
- მინდება ხოლმე - მხრები აიჩეჩა.
- როგორ? - წამოიწია.
- მინდება ხოლმე - გაუმეორა და ისევ მიიხუტა - და საერთოდაც, ხომ ხვდები რომ ამ საუბრით სიტუაციას ვაფუჭებთ?

აღარაფერი უპასუხა თათულიმ, კიდევ უფრო მოდუნდა და გაეღიმა. კომფორტულად გრძნობდა თავს დემნას მკლავებში, ამ პატარა, მყუდრო ოთახში, სითბოში, სანთლით განათებულ სიბნელეში, ჩაის ფინჯნით ხელში. სადაც იყო ჩაეძინებოდა, ელვამ რომ გაანათა ფანჯარაში. ელვას გრუხუნი მოჰყვა და ერთიანად გამოფხიზლდა. უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, წვიმის ხმაური რომ მოესმა. ვერ იტანდა წვიმას, მით უმეტეს სოფელში და მით უმეტეს ამ სიტუაციაში. მთელი ეზო ატალახდებოდა, ამდენი ხალხი, შემსვლელ-გამომსვლელი, იატაკებიც რას დაემგვანებოდა. წარმოდგენაზეც კი დიდი უკმაყოფილება იგრძნო და მერე რაღა იქნებოდა.

- რა მოხდა?
- არაფერი, აირევა ხვალიდან სახლი - ამოიოხრა.
- ხო, სიტუაციაც, ნელ-ნელა მოემატება ხალხი.
- თეონა არ მომწონს რაღაც, ძალიან გადაღლილი და გამოფიტულია - ეცადა შეეხედა, მაგრამ ვერ „მიწვდა“.
- უბრალოდ სტრესია, ჯერ მსგავს სიტუაციაში, არ ყოფილა, გადაუვლის - მხარზე მიეფერა თითებით.
- იმედია - ამოისუნთქა.
- დაიძინე ახლა - ფინჯანი გამოართვა და იატაკზე დადო - ცოდო იქნები ხვალ გამოუძინებელი.
- შენ?
- მეც დავიძინებ - გაუცინა.
____________
მეხუთე.. მადლობა, მადლობა და კიდევ მადლობა.. მახარებს თქვენი შეფასებები.. მახარებს, რომ მოგწონთ.. კრიტიკასაც ვაგროვებ და ვეცდები, მომავალში გავითვალისწინო..
მიყვარხართ..



№1 სტუმარი 僕らが出逢った日は二人にとって一番目の記念すべき日だね

სანამ წავიკითხავ,მანამდე გეტყვი,რომ ძალიან გამიხარდა,ახალი თავის ნახვა heart_eyes heart_eyes heart_eyes

ასეთი ტკბილი როგორ გამოგდის ! heart_eyes heart_eyes
ჰმ,თეო ორსულდაა,ვითომ?!
მეც ვერ ვიტან გასვენებებს,მყინავს ერთიანად და დაძაბულობაც დიდხანს მიმყვება. კიდევ უფრო დიდხანს,გარდაცვლილზე ფიქრი და ემოცია,რომელსაც საყვარელი ადამიანების ატირებული სახეებიდან მრჩება...საშინელებაა,თუმცაღა ყველა წავალთ ...

 


№2 სტუმარი Guest თიკო

კარგი იყო..კარგია რომ არ აგვიანებ ხოლმე..

 


№3 სტუმარი Shore shore

sixatulit xtunva davicye rom davinaxe uceb cavikitxe kargia veli veli male dade

 


№4 სტუმარი Guest Eka

Yvelazee kargia ♥

 


№5  offline წევრი ვალენტინა

კარგიხარ!!!♡

 


№6  offline მოდერი მარრიამი

僕らが出逢った日は二人にとって一番目の記念すべき日だね
სანამ წავიკითხავ,მანამდე გეტყვი,რომ ძალიან გამიხარდა,ახალი თავის ნახვა heart_eyes heart_eyes heart_eyes

ასეთი ტკბილი როგორ გამოგდის ! heart_eyes heart_eyes
ჰმ,თეო ორსულდაა,ვითომ?!
მეც ვერ ვიტან გასვენებებს,მყინავს ერთიანად და დაძაბულობაც დიდხანს მიმყვება. კიდევ უფრო დიდხანს,გარდაცვლილზე ფიქრი და ემოცია,რომელსაც საყვარელი ადამიანების ატირებული სახეებიდან მრჩება...საშინელებაა,თუმცაღა ყველა წავალთ ...

მადლობა, მადლობა <3
Guest თიკო
კარგი იყო..კარგია რომ არ აგვიანებ ხოლმე..

მადლობა ^_^
Shore shore
sixatulit xtunva davicye rom davinaxe uceb cavikitxe kargia veli veli male dade

შორე, მადლობა <3
Guest Eka
Yvelazee kargia ♥

მადლობა <3
ვალენტინა
კარგიხარ!!!♡

მადლობა <3

 


№7 სტუმარი Guest nasia

Ar myofnis da ra gavaketooo? :D sul minda rom dausruleblad vikitxo :) ukargesia da sxva ra gitxra, velodebi shemdeg tavs imedia male dadeeb ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

 


№8 სტუმარი თაკ

აუუუუ ძაან მაგარიაა ♥ ♥ ♥ ♥

 


№9 სტუმარი გვანცა))

არაა რაა მართლაა მაგრადდ მიყვარს ეს დემნაა თავისი რაღაცნაირი საქციელებით❤))
აიი ძაან მაგარი ისტორია
ძაან მაგარი გოგო ხარ შენ მარიამ
მიყვარს შენი ისტორიები
ეს ისტორიაც შემიყვარდაა❤
ველოდები ახაალ თავსს❤

 


№10 სტუმარი Leaa

Iseti shegrdzneba makvs rom mgonia es ukve wavikitxe wina tavshi,wina tavzec eseti shegrdzneba mkonda.mgonia rom ubralod ertsa da imaves wer ukve sami tavia, ubralod sxvadasxva sitkvebit...

 


№11  offline წევრი isterichka123

კაია კაი გაგრდზელე

 


№12  offline წევრი kaxelii

მმმმ ერთიანად წავიკითხე და მესიამოვნა. რა კარგი იყოიყო მნა მნა მნა . ველოდები ახალ თავს და იმედია არ დააგვიანებ <3

 


№13  offline მოდერი მარრიამი

Guest nasia
Ar myofnis da ra gavaketooo? :D sul minda rom dausruleblad vikitxo :) ukargesia da sxva ra gitxra, velodebi shemdeg tavs imedia male dadeeb ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

ნასია, მადლობა ჩემო კარგო <3
თაკ
აუუუუ ძაან მაგარიაა ♥ ♥ ♥ ♥

მადლობა <3
გვანცა))
არაა რაა მართლაა მაგრადდ მიყვარს ეს დემნაა თავისი რაღაცნაირი საქციელებით❤))
აიი ძაან მაგარი ისტორია
ძაან მაგარი გოგო ხარ შენ მარიამ
მიყვარს შენი ისტორიები
ეს ისტორიაც შემიყვარდაა❤
ველოდები ახაალ თავსს❤

გვანცა, მადლობა <3 მახარებ <3
isterichka123
კაია კაი გაგრდზელე

მადლობა <3
kaxelii
მმმმ ერთიანად წავიკითხე და მესიამოვნა. რა კარგი იყოიყო მნა მნა მნა . ველოდები ახალ თავს და იმედია არ დააგვიანებ <3

მადლობა <3 ხვალ დავდებ ახალ თავს, ყოველ მეორე დღეს ვდებ <3
Leaa
Iseti shegrdzneba makvs rom mgonia es ukve wavikitxe wina tavshi,wina tavzec eseti shegrdzneba mkonda.mgonia rom ubralod ertsa da imaves wer ukve sami tavia, ubralod sxvadasxva sitkvebit...

ლეა, მადლობა რომ კითხულობ და ბოდიში, თუ დრო უაზროდ დაგაკარგვინე ამ ისტორიის კითხვაში <3

 


№14  offline წევრი Tamtu_tatu

Chemi gemrieliii shokoladiiii xar. Dzalian momcons.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent