შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლილიანა თავი 7


27-11-2016, 14:42
ავტორი დორრა
ნანახია 1 616

-დღეს ჩამოდის შენი პაული? -ვეკითხები სალის და საწოლიდან ზლაზვნით ვდგები
-ჰოო... -ზმორვით მპასუხობს სალი,მე უცებ მივრბივარ და საბნის ქვეშ ვუძვრები,მაგრად ვეხუტები და ისიც სიცილით მხვევს ხხელებს
-ჩემი ყველაზე ცანცარა და დეგენერატი ხარ -ვეუბნები სალის და მის თმებში ვრგავ ცხვირს
-ვიჩიიი -მეუბნება ენის ჩლიფინით და იცინის
-ძაან მენატრები ხოლმე,აი მართლა,ჰო აქ ხარ,მაგრამ ყველაფერი ძაან სხვანაირადაა,რამდენი ხანია ჩვენებურად აღარ გვიცანცარია,აღარ გავგიჟებულვართ,აღარ გვიტირია უაზრობებზე,აღარ ჩავბჟირებულვართ ტირილამდე....
-არ გეწყინოს ლიილ,მაგრამ ჰოიცი ის ყველაფერს ცვლის -მეუბნება ჩურჩულით და თვალებით ჩემს საწოლში მძინარე ერეკლეზე მითითებს
-ჰო... მართლა ყველაფერს ცვლის... მაგრამ არა 100%-ით... -დაღვრემილი სახით ვეუბნები სალის
-ჰო,ნუ ასით არა,მაგრამ ოთხმოცით ცვლის ლილი...
-კაი არგვინდა ეს თემა,გპირდები,დღეიდან-სანამ წახვალ,ისე გავაფრენთ,რომ მთელი ქალაქი ჩვენზე საუბრობდეს და არა მხოლოდ მე და შენ,ერეკლეს და პაულსაც ავიყოლიებთ და ვიქნებით ისეთები,როგორებიც ვართ, აღარ დავემონებით ამ უაზრო დროს,რომელიც ასე გვაკავებს და გადავნგრევთ კედლებს -მთელი აღფრთოვანებით ვეუბნები სალის,ის ჩემს სახეს ხელებში იქცევს და ლოყებზე შეუჩერებლად მკოცნის და მკოცნის
-მშვენიერი სანახაობაა,განვითარებას ვიხილავ? -გვესმის გვერდიდან ერეკლეს ხმა და ორივე ვცბებით,ერეკლე კი იცინის და ამატებს -ორი მშვენიერი გოგო,ერთ საწოლში... კოცნის ერთმანეთს... -ცალ წარბს წევს ერეკლე და უეცრად თავში ბალიში ხვდება
-მიიღე შე გარყვნილო ბავშვოო !!! -მესმის სალის ხმა და გაოცებულს სიცილი მიტყდება
-კარგი რა სალიიიი -ეუბნება შეწუხებული ერეკლე და ცხვირზე იკიდებს ხელს -პირდაპირ ცხვირში მომარტყი
-ბოდიში -ფხუკუნებს სალი და მე მუჯლუგუნს ვურტყავ,თუმცა მეც კი მეცინება.
საწოლიდან ვდგები და ერეკლესთან მივდივარ,ფეხის წვერებზე ვიწევი,ბაგეები მის ყურთან მიმაქვს და ვუჩურჩულებ -ბილწი აზროვება მოთოკეთ ბატონო ერეკლე,თორემ ეს მხოლოდ დასაწყისია და არ ვაპირებ ეს გიჟი შევაჩერო -მეღიმება,მერე ყელში ვკოცნი და სწრაფად ვბრუნდები სალისთან საწოლში.ერეკლე წარბებს მაღლა ექაჩება,მერე ხელებს წევს-უდანაშაულოსავით და ოთახიდან გადის.
ცოტახანში საწოლიდან ვდგები და სამზარეულოში გავდივარ,ერეკლე აივნის მიშენებაში ზის,ფანჯარა გამოუღია და პლედში გახვეული ყავას სვამს.
-ყინავს ეკე... -ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი
-რას დარბიხარ მერე შიშველი
მეც ამ დროს მახსენდება,რომ მხოლოდ მაისური და ტრუსი მაცვია
-ჰოდაა შემომიშვი -ვეუბნები მინაბული თვალებით და გაღიმებული სახით,ისიც ყავის ჭიქას გვერდით დგამს პატარა მაგიდაზე და პლედს ორივე ხელით სწევს,მე მივდივარ,მის მუხლებზე ვჯდები,ფეხებს ვკეცავ და სავარძლის სახელურზე ვდებ,ერეკლე პლედს მახვევს და მეც მკერდზე ვეკრობი... ასე ვსხედვართ დაახლოებით სამი წუთი,ჩუმად,თბილად,ტკბილად... ერეკლე პლედის შიგნიდან ნელ-ნელა,ზევიდან-ქვევით და პირიქით მისვამს თითებს შიშველ წვივებზე და თავზე მკოცნის... მერე იხრება,ყავის ჭიქას იღებს და ერთ ყლუპს სვამს. ხელებს პლედიდან ვყოფ და ჭიქას ხმის ამოუღებლად ვართმევ,თბილია,თითებს ვაჭდობ ჭიქას და ერეკლეს ვუყურებ,ის მიღიმის,მეც მეღიმება და მის ყავას ვსვამ... ერეკლე ისევ მარჯვნივ იხრება და სიგარეტს იღებს,უკიდებს,ნაპასს ურტყამს,მერე მე მაწვდის,ხელები მისი ჭიქით მაქვს დაკავებული,ასერომ ორი თითით მოაქვს ჩემს ტუჩებთან და მეც ვურტყამ ნაპასს...


-ჩქარა,ჩქარა გოგოოოო ჩამოვიდააა მისი რეისიიიი -ყვირის შუა აეროპორტში სალი და გაურკვეველი მიმართულებით გარბის
-მოიცადეე,სალიი -მივდევ მე
-სულ გაგიჟდნენ -მესმის უკნიდან ერეკლეს ხმა და ისიც მოგვყვება
-პაუუუულლ -მესმის სალის ხმა და გააზრებასაც ვერ ვასწრებ როცა თვალში ვიღაცაზე შემხტარ სალის მხვდება... ვჩერდები და პირით ღრმად ვსუნთქავ რომ როგორმე სული მოვითქვა,ხელებით მუხლებს ვეყრდნობი,ერეკლეც მოდის და მხარზე მეყრდნობა
-ჩამოვიდა -ვეუბნები ქოშინით და ღიმილით ვბრუნდები მისკენ
-ვხედავ... -მიღიმის ერეკლე
-ლიიილ... -ჩემსკენ მოდის სალი გაბრწყინებული თვალებით და პაულიც მოჰყავს,ხელები გადაჭდობილი აქვთ და ძალიან საყვარლები არიან,ასეთ ბედნიერი და აღფრთოვანებული სალი მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც მაშინ,როცა სკოლა დავამთავრეთ... -ეს პაულია -იღიმის სალი და მაღალი,ახოვანი,წითური ბიჭისაკენ მითითებს (ნამდვილი გერმანული აღნაგობა აქვს პაულს,ზუსტად ასეთს ველოდი) -პაულ,ეს ლილია,ეს კი ერეკლე -ეუბნება სალი პაულს,გაგიკვირდებათ და,ქართულად...
პაულიც იღიმის და გერმანული აქცენტით ქართულად გვეუბნება -სასიამოვნოა... -და თან ერეკლეს ართმევს ხელს,ჩვენც გაკვირვებულები ვუყურებთ ერთმანეთს და საასიამოვნოდ გაოცებულები ვრჩებით როცა ვხვდებით,რომ მთელი ეს დრო გერმანულად არ მოგვიწევს ენის მტვრევა და არ გვექნება კომუნიკაციის პრობლემა...
სახლში დაახლოებით დილის ოთხ საათზე მოვედით,საშინლად გადაღლილები და მაშინვე საწოლებისკენ გავემართეთ... ყველაფერი ხვალისთვის გადავდეთ

დილით სადღაც ექვს საათზე მეღვიძება და ღმერთს მადლობას ვწირავ,რომ ახლა დასვენებებია,ახალ წელთან დაკავშირებით და მეც შემიძლია უბრალოდ ერეკლეს გვერდით ვიწვე და მეძინოს,ვფიქრობ და ზურგზე ვეკრობი ერეკლეს,ის ჩემსკენ თავს აბრუნებს და ვხვდები რომ არ სძინავს
-ეკე... -ჩუმად ვეძახი
-ჰო... -ისიც ჩუმად მპასუხობს
-გღვიძავს?
-ჰო
-გადმობრუნდი რა... -ვეუბნები მე და ისიც ბრუნდება.მეც კმაყოფილი ვეკრობი მკერდზე და ყელში ვკოცნი
-ლილ...
-ჰო...
-მიმია ჩემს ფეხებთან შემომძვრალი -მეუბნება სიცილით და მეც მეცინება
-არ გაჭყლიტო,იყოს,სცივა,ცოდოა,თან ჰოიცი მაგასაც როგორ უყვარხარ
-ამასა-ც? -მრავალმნიშვნელოვნად მეკითხება ერეკლე და მეც ვიღიმი
-ჰო...
-და... ანუ კიდე სხვასაც ვუყვარვარ ამ სახლში?
-თან როგორ... -ვეუბნები ჩუმად -ეხლა დაიძინე ძალიან ადრეა,დღეს ბევრი საქმე გვაქვს...
-მეც... ჰოიცი პატარავ,მეც მიყვარხარ... -მეუბნება ეკე ჩუმად და თავზე მკოცნის.... მომენტალურად ვითიშები და მეძინება.
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *

-აბა რა ვქნათ დღეს? ვეკითხები შხაპის ქვეშ მდგომ სალის და კბილის ჯაგრისზე პასტას ვდებ
-შამპუნი მომაწოდე ჯერ -ხელს ყოფს ფარდის უკნიდან სალი,მეც უხმოდ ვაწვდი შამპუნს და ისიც იწყებს -რავიცი გოგო,პაული და მე ვმსჯელობდით დღეს და რავიცი,დასაწყისისთვის უბრალოდ ქალაქი დავათვალიერებინოთ ალბათ აჯობებს არა?!
-ჰო,მეც კი ეს ვიფიქრე,მაგრამ რამე დაუვიწყარიც მინდა რომ ერთად ვქნათ რაა...
-ამისთვის წინ დიდი დრო გვაქვს ლიილ.... დღეს წავიყვანოთ,ქალაქი დავათვალიერებინოთ,ეხლა ლამაზია საახალწლო განათებებით და რაღაც რაა... მერე მოვსხდეთ სადმე,ან სახლში ვიგიჟოთ...
-აუ წამო მთაშ წავიდეთ ამ დღეებში -ვეუბნები სალის და ისისც თვალებგაბრწყინებული აბაზანის ფარდიდან ყოფს თავს
-ააუ ძან მაგარი აზრია,ლიიილ... აიი ძაან ძაან,ახალი წლის კვირაში,ერთი კვირით წავიდეეთ და იქ თოვლაობა და მთელი ამბებიი... აზრზეე ხაააააააარ ?! -მთელი აღფრთოვანებით გეგმავს სალი
-ჰოო,ხის კოტეჯი ვიქირავოთ,ბუხრით და მთელი ამბებით,სადმე ტყეში და იმენა ყველაფრისგან მოწყეტილი რაა,ფული გვაქ,მე დაგროვილი მაქ,შენც ჰო გაქ? -თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს სალი -ჰოდა ეკეს ვიცი რომ აქვს და ახლა შენი ბიჭიც გერმანიიდან ჩამოვიდა და კი ექნება მაგასაც,კაი მაყუთა ტიპი ჩანს -სიცილით ვეუბნები სალის და ისიც თავს მიქნევს
-ძაან კაი ლილ,ეხლა გავაგრძელეებ დაბანას
-კაი მეც წავედი,ჩავიცმევ და ვაჭმევ იმათ რამეს,თუ გარეთ ვჭამოთ?
-რავი,დავსხდეთ სადმე რაა,რაუნდა აჭამო აბა?
-ჰო,მართალი ხარ..-ვეუბნები საალის და გარეთ გასვლას ვაპირებ როცა ახალი იდეა მირტყამს ტვინში
-აუ აუ სალიი
-რაიყო -ისევ გარეთ ყოფს სალი სველ თავს
-გოგო,აი რაღაცის შეცვლა მინდა საკუთარ თავში.... შინაგანად ჰო შევიცვალე რაღაცნაირად და მინდა რო გარეგნობაზეც ავსახო.... და რა ვქნა?
-აუ ლიილ... მოდი და შენი ბავშვობის ოცნება აისრულე
-რომელი ოცნება? -გაკვირვებული ვუყურებ სალის
-შენ ხო მთელი ცხოვრებაა გინდა რომ წითური იყო არა? მართალია ეს შავგვრემნობა და ღრმა,თაფლისფერი თვალები ძალიან გიხდება,მაგრამ წარმომიდგენია წითური რა ლამაზი იქნები -თვალები უბრწყინდება სალის
-ანუ რას მთავაზობ? -ვეძიები სალის
-თმა უნდა შეიღებო წითლად,აი ისეთ წითელი უნდა იყოს ნამდვილ წითურებს რომ აქვთ,ცეცხლისფერიი
-არვიცი... აუ ძაან მაგარი იდეაა,მაგრამ რომ არ მომიხდეს?
-გარისკე ლილიენ,გა რი სკეეე -იკრიჭება სალი და მეც ჭკუაში მიჯდება ეს იდეა
-კარგიიი.... დაიბანე,გამოდი და წავიდეთ,ბიჭები წაბიყვანოთ და დღეს ავიწყვიტოოოოთ -სიცილით ვეუბნები სალის და ხელს ხელზე ვურტყამ
* * * * * * * * * * * * * * * * * *
-აქ შევიდეთ,კარგი სალონი ჩანს... -ამბობს სალი და მიმათრევს
-ჩვენც მოვდივართ? -ამდენ ხნიანი ბოდიალის შემდეგ პირველად იღებს პაული ხმას და შეწუხებული სახით გვიყურებს მე და სალის
-ჰო ტკბილო -ეუბნება სალი და ხელზე ეხვევა
-არარსებობს -გადაჭრით ამბობს ერეკლე და წარბშეჭმუხნილი მიყურებს
-ეკე... -ვეუბნები საცოდავი სახით...
-კაი რა ლილ,სალონში ჯდომა ძაან მოგვბეზრდება,ამას ჯობია თქვენ ორნი შეხვიდეთ და გააკეთოთ რაც გაქვთ გასაკეთებელი და ჩვენ მანამდე წავალთ ბილეთების საქმეებს მოვაგვარებთ და თუ მანამდე არ მორჩით მერე წავალთ სახლში და თქვენც იქ მოხვალთ...
-კაი,ისე მართლები ხართ... -ამბობს სალი და მეც ვთანხმდები,ბიჭები მიდიან და მე და სალი სალონში შევდივართ...

და,აი... გადავდგი ეს ნაბიჯიც... საკუთარ თავს ვუყურებ სარკეში და არ მჯერა... ნამდვილი წითური თმა მაქვს,ზუსტად ისეთი,როგორიც სულ მინდოდა,სალიც გაბრწყინებული მიყურებს და ორივე გაოებულები ვართ
-მართლა არ ველოდი,რომ ასე მომიხდებოდა -ვამბობ მე
-ყველაზე ლამაზი მყავხარ -მეუბნება სალი და შუბლზე მკოცნის
-შენ არაფერს აპირებ? -ვეკითხები სალის....
-აუ,მე მომბეზრდა ეს ქერად ყოფნა და შავად ხო არ შევიღებო? -მეკითხება სალი
-გადადგამ აასეთ ნაბიჯს? მერე პაული რას იტყვის?
-პაულს აამას ნამდვილად არავინ ეკითხება -ამბობს სალი და სკამზე ჯდება -მოდი დავამოკლოდ,წინ ფჩოლკაც შევჭრად და შავად შევღებოდ... ჩემს ლურჯ თვალებს მოუხდება,არა ლილ?! -ჩემსკენ ბრუნდება სალი და ვხედავ როგორ უციმციმებს თვალები
დაახლოებით 40 წუთში სალი დგება სავარძლიდან და თვალები შუბლზე ამდის,რადიკალურად შეცვლილია,ულამაზესია,ზუსტად ისეთია მე რომ ძალიან მომწონს...
შავი,მოკლე კარე აქვს,შუბლზე მოკლე,წარბსზემოთ,მოკლე ფჩოლკით და ლურჯ თვალებში პატარა ეშმაკუნები დაუხტიან
-ძალიან მაგარიაააა -ამბობს გაცისკროვნებული
-გიჟი ხარ! -ვეუბნები სიცილით და ორივე ერთად ვიყურებით სარკეში.....მე-წითური,სალი-შავგვრემანი,ცისფერთვალება... საოცარი სანახაობაა... საკუთარ თავებს ვეღარ ვცნობთ,წარმომიდგენია ერეკლეს და პაულს რა რეაქცია ექნებათ ამ ყველაფერზე.... საფასურს ვიხდით და სიცილ-კისკისით გამოვდივართ სალონიდან... ერეკლე და პაული სახლში გველოდებიან,უკვე თითქმის საღამოს რვა საათია...
-მოიცა სიგარეტი ვიყიდოთ -ვეუბნები სალის და დალიკოსთან შევდივარ მარკეტში
-დალიკოოო როგორხააარ? -სალი დალიკოსთან მირბის და ეხუტება
-გამარჯობა დალიკო დეიდა -სიცილით ვეუბნები მე,ქალი გაკვირვებული გვიყურებს,გვიცნო,თუმცა თან ვერ გვიცნო
-ლილიენ,ვააიმეეეეეე... სალომიკაა... დედაა... ბავშვებო... დედაა რა ლამაზები ხართ... -გაოცებული ლაპარაკობს დალიკო და ჩვენც ყურიდან-ყურამდე ვიღიმით -საოცრებები ხართ,ამ უბანში თქვენნაირი გოგოები არ არსებობენ.... სალომეა როგორ ხარ გოგო? -ეკითხება დალიკო სალომეს (ჰო,დალიკო ყოველთვის სამიგინალურად მოგვმართავს :დ მე-ლილიენს მეძახის,სალომეს კი-სალომეას )
-ვაიმე საოცრად დალიკო,შენ?
-მე თქვენ რო გხედავთ სასწაულად კარგად ვარ ხოლმე -გვეუბნება დალიკო სიცილით
-3 კოლოფი სიგარეტი,ორი ბოთლი ლუდი,ჩიფსები რაც შეიძლება ბევრი,კარტოფილი,ორი პური და ტყემალი გვინდა დალიკო -ვეუბნები მე
-ქეიფობთ სიხარულებო? -სიცილით გვაწვდის ყველაფერს დალიკო და ჩვენც თავს ვუქნევთ
-ჰოო დალიკო,გნახავთ კიდე,არ მოიწყინო,გვიყვარხარ ძაან -ეუბნება სალი და მაღაზიიდან გავდივართ.

სახლში შევდივართ თუარა სალი ყვირის
-პაააუუულლ!! მოოვედიი
-ეკეეეე -ვყვები მე სალის
ბიჭები ოთახიდან გამოდიან და... ღმეერთოოოო!!! ნეტავ მათი სახეები განაახათ!! მე და სალის სიცილი გვივარდება,ისინი კი უაზრო გამომეტყველებით გვიყურებენ... აშკარაა ასეთ ცვლილებას არ ელოდნენ...



№1 სტუმარი Guest Eka

აუ ფჩოლკა არა რა..... სწორია ჩოლკა
ისე ძალიან კარგია ♥

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

უჰ კარგი იყო ძაან
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი დორრა

Guest Eka
აუ ფჩოლკა არა რა..... სწორია ჩოლკა
ისე ძალიან კარგია ♥

ჰოო :დ უი :დ მადლობა <3

La-Na
უჰ კარგი იყო ძაან

<3 <3
--------------------
s.d.kur.

 


№4 სტუმარი Hee

Au ra dros shewyvite:d mainteresebs dadebiti reaqciebi eqnebat tu uaryopiti;dd

 


№5 სტუმარი Guest Elis

Male iqneba axali tavi? Velodebi moutmenlad:d

 


№6  offline წევრი დორრა

Guest Elis
Male iqneba axali tavi? Velodebi moutmenlad:d

ვეცდები მაქსიმალურად,უნივერსიტეტის გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებ წერას :(
--------------------
s.d.kur.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent