მაძიებელი (თავი 10)
10 .სასახლე ისევ ისეთი მოსაწყენია, როგორიც იყო. მაგრამ ვგრძნობ რომ მიზანთან ახლოს ვარ. ვიცი რომ ყველაფერი მალე დასრულდება. დერეფნებში ჩუმად მივაბიჯებ და ხალხს ზრდილობიანად ვესალმდები. ვიღიმი, როცა მათ ვხედავ და ვცდილობ ბედნიერი გამომეტყველება მივიღო. ნუთუ ერთადერთი ვარ ვისაც სინათლის არსებობის კვლავ ჯერა? ნუთუ აღარ დარჩა სხვა არავინ, ვინც მზად არის თავი შეწიროს თავის რწმენას? -ემს. -მოულოდნელად ლუკასის ხმა მესმის და უკან ვიხედები. მისი ლურჯი თვალები სითბოთი სავსეა და მეც მეღიმება მათ შემხედვარე. -როგორ ხარ? ყველაფერი კარგად არის? -კი. -ვეუბნები ჩუმი ხმით. -რატომ მეკითხები? -მოწყენილი ჩანხარ. -მიღიმის და ჩემთან ახლოს მოდის. მისი სახე მნუსხვას და გვერდზე ვერ ვიხედები, ერთადერთი მას ვხედავ და სხვას ვერავის. -წამო. -გაკვირვებული ვუყურებ, მაგრამ ის ჩემ პასუხს აღარ ელოდება და ბაღში გავყავარ. გაზაფხულის მოახლოება ეტყობა ბაღს და ხეები ნელ-ნელა ამწვანებას იწყებს. ალაგ-ალაგ ყვავილებიც ამოსულია და ჩიტების ჭიკჭიკიც ისმის. -აქ რატომ გამომიყვანე? -ჩემდა უნებურად ცივი ხმით ვეკითხები. -მინდა რომ სადღაც წაგიყვანო. -მეუბნება ჩუმი და თბილი ხმით. ხელს მკიდებს და ბაღის შორეულ ნაწილში მივყავარ. რაც უფრო ვუახლოვდებით დანიშნულების ადგილს მით უფრო გარკვევით მესმის სხვისი ხმები და ლაპარაკი. -მატიას! -ჯოს ხმას ვარჩევ და მეღიმება. -უნდა უთხრა! -ვერ ვეტყ...-როცა მატიასი მამჩნევს ჩუმდება და ლუკასს გაბრაზებული სახით უყურებს. შემდეგ მზერა ისე ჩემზე გადმოაქვს და ცდილობს რაღაც მითხრას, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა პირს აღებს, ისევ ხურავს და დაბლე იყურება. -რაღაცის თქმა გვინდა. -მატიასის მაგივრად ლუკასი იწყებს, და ფანტანთან მსვავს. -ჩვენ ვიცით რომ შენ მაძიებელი ხარ. -როცა ამას მეუბნება ვშეშდები და თავის გამართლებასაც კი ვერ ვახერხებ. საიდან იციან? -და ვიცით რომ რაღაცას ეძებ. -მე.. -პირს ვაღებ, მაგრამ ისევ ვხურავ. არ ვიცი რა უნდა ვთქვა რომ თავი გავიმართლო. -ემილია ბლანკო გრანტ. -მატიასის ცივი ხმა ელვს გავარდნისავით ისმის. -შენ ვალდებული ხარ გვითხრა რას ეძებთ რომ დაგეხმაროთ. -მატიასი თბილად მიღიმის და მე გაკვირვებული ვუყურებ. -ჩვენც მაძიებლები ვართ ემი, მაგრამ შენგან განსხვავებით ჯერ ვერაფერი ვერ ვიპოვეთ. მატიას შეცბუნებული სახით ვუყურებ და ვცდილობ გავარკვიო ღირს თუ არა მისი ნდობა. მინდა რომ ვენდო, მაგრამ მასე ადვილიც არაა. ის შეიძლება მარტივად იყოს მოგზავნილი და მერე ნახვამდის ჩემი საიდუმლო ბიბლიოთეკა. მაგრამ ასევე ის შეიძლება სიმართლეს ამბობდეს და დამეხმაროს კიდევაც. -შეგიძლია გვენდო ემს. -მატიასი ნაწყენი ხმით იძახის. იმის და მიუხედვად ომ მისი მაინც არ მჯერა ბოლომდე, მას მაინც ყველაფერს ვუყვები რაც ვიცი. ვუყვები წერილებზე, მინიშნებებზე და საიდუმლო ბიბლიოთეკაზე. -პირველად მესმის ამის შესახებ. -მატიასი ჩუმი ხმით იძახის როცა მოყოლას ვასრულებ. -მაგრამ შეიძლება მასზე ინფორმაცია ანრიასის კაბინეტში იყოს. -თავს ნელა ვუქნევ, სხვაგან ყველაგან ვნახე, მაგრამ არსად არ იყო. -მაგრამ სეიფში და ისიც კარგად დაცული იქნება. -ბიბლიოთეკის პოვნის გარეშე ვერ ვნახავთ სხვა მინიშნებას? -ჯო მეკითხება და მომლოდინე თვალებით მიყურებს. მე კი უიმედოდ თავს ვაქნევ. -ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ბიბლიოთეკა გვჭირდება. -თავს დაბლა ვხრი და გამხმარ ბალახებს ვაკვირდები. ადრიანი გაზაფხულის სუსხში, სიცივისგან აკანკალებული ფანტანთან ვზივარ და ვაკვირდები ჩემ წინ მყოფ ოთხ ბიჭს, რომლებსაც სინათლის პოვნა უნდათ. როგორც ჩანს არ ვყოფილვარ უკანასკნელი მორწმუნე. *** -გეგმა როგორია? -ვეკითხები შეცბუნებული, სიმართლის გაგებიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ბიბლიოთეკაზე ჯერ კიდევ არაფერი ვიცით. -ვფიქრობ რომ ბაბუაშენის კაბინეტში შევიპაროთ.-მატიასის მაგივრად ლუკასი მეუბნება და ნაზად მიღიმის. მისი ღიმილის შემხედვარე ყველა და ყველაფერი მავიწყდება. -კიდევ ერთხელ მითხარით ამას როგორ ვაპირებთ? -ვეკითხები მობეზრებული ხმით, რადგან ეს თვითმკვლელობას უდრის. -ისე რომ ყველანი ცოცხლები დავრჩეთ. -ჯერ მეტი ხალხი გვჭირდება. -მატიასი ჩაფიქრებული ხმით მეუბნება და მეც თავს ვუქნევ. -გაგიკვირდება და უკვე ვიპოვე რამდენიმე ვინც თავისით ეძებდა სინთლეს, ან მაძიებელს იცნობდა და ჯერა სინათლის არსებობის. -მატიას გაკვირვებული ვუყურებ, რადგან ვერ ვხვდები რაზე ლაპარაკობს. -ისინი დღეს სასახლეში მოვლენ და ყველას გაგაცნობ, მაგრამ ეჭვი მაქვს რამდენიმეს ისედაც იცნობ. -თავს დაბნეული ვუქნევ, ვიზე ლაპარაკობს? არის ვინმე ჩემ სანაცნობოში რომელიც თანახმაა თვითმკვლელობაზე წავიდეს სინათლის გამო? ის ვინც მზადაა უკან მოიტოვოს თავისი მთლიანი ცხოვრება თუ ეს საჭირო გახდა? მოკვდეს იმისთვის რისიც წამს? არის კი ვინმე ჩვენგარდა მასე3თი დარჩენილი? როგროც ჩანს არის, და იმედი მაქვს რომ მათ მალე ვნახავ, რადგან რაც უფრო მალე შევხვდები ჩემ მოკავშირეებს, მით უფრო მალე ვიპოვი ბიბლიოთეკას მინიშნებას და კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწევით წინ. ვგრძნობ რომ ჩვენ სინათლესთან და ამ ყველაფრის დასასრულთან ახლოს ვართ, მაგრამ რატომღაც ოდნავაც არ მახარებს ეს ფაქტი, რადგან ვიცი რომ დიად საქმეს დიადი მსხვერპლი მოყვება. ------------------------------ ხელოუ.. ვიცი რომ პატარა თავია, მაგრამ იმედია მოგეწონებათ... სიმართლე თუ გინდათ ვერ მოვიფიქრე მოვლენები სწრაფად გავავითარო თუ გავწელო... ორივე ვაიანტი შემიძლია მაგრამ რავი არი ვიცი რომელი ჯობია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.