სამუდამოდ სიცოცხლეში (მეთვრამეტე თავი)
*** ახლოს მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს ალისია. სასწრაფო მანქანის გაჩერებისთანავე ექიმებმა უკან კარები გააღეს და ალისია საკაცეთი ჩამოსვეს. სწრაფად მოქმედებდნენ ექიმები. უკან ანდრეი მიჰყვა, პაციენტი საოპერაციოში გადაიყვანეს. -თქვენი აქ შემოსვლა არ შეიძლება, გთხოვთ დაიცადოთ. -საოპერაციოს კარებთან შეაჩერა ექთანმა, სახეზე პირბადე გაიკეთა და დაბურულ მინიან კარებს იქეთ გაუჩინარდა, რომელსაც გარეშე პირს შიგნით შესვლისგან აკავებდა წარწერა: "გარეშე პირთათვის შესვლა აკძალულია" -მოიცადე -შეაჩერა ბენმა, როცა ძალით შეღწევას შეეცადა. -მართალია, შენ უბრალოდ ხელს შეუშლი. ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები. -მართლა ბრაიან? -აღარ შეეძლო მეტი. მეტის ატანა. უბრალოდ ძალიან დაიღალა. გაქცევა მოუნდა. ვეღარ იტანს, აღარ შესწევს ძალა შეებრძოლოს ბედს. -მოდი ჩემთან. -ძმურად გადაეხვია ბენი.-ყველაფერი კარგად იქნება. დღე მტანჯველად მიიზლაზნებოდა. რამდენჯერმე შეეცადა ანდრეი საოპერაციო ოთახში შესვლას, მას აფრთხილებდნენ რომ მისი იქ ყოფნა არ შეიძლებოდა, მაგრამ იგი მათ არწმუნებდა რომ მისი სიახლოვე პირიქით დადებით შედეგს გამოიღებდა. შიგადაშიგ ნაღრძობი ფეხი თავს ახსენებდა მაგრამ ექიმთან შესვლა აზრადაც არ მოსვლია, ამიტომ ზოგჯერ ნაბიჯის გადადგმის დროს ტკივილის გამო წაიკოჭლებდა ხოლმე. საავადმყოფოს ეზო. უამრავი პაციენტი და მათი ეზოში შეკრებილი საგულშემატკივროდ მოსული ნათესავები, ახლობლები და მეგობრები დიდი მწუხარებით შეჰყურებენ კარებს სადაც ექიმის გამოჩენას ელოდებიან. ზოგს ბეზრდება კიდეც ლოდინი და ათას გასართობს მისცემებ თავს, ერთ მხიარულებას გააჩახებენ და მანამდე არ დამშვიდდებიან სანამ დაცვის თანამშრომელი სიჩუმისკენ არ მოუწოდებს. ალისია თითქმის მომაკვდავი შეიყვანეს. გოგონას ექიმების არმია დაეხვია თავს. ჭრილობებისგან ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული. სისხლის გადასხმა დასჭიდა. ანალიზისთვის სისხლი აუღეს, პასუხის მიღებისთანავე სისხლი გადაუსხეს. გემოგლობინი დაბალი ჰქონდა. ტემპერატურა თითქმის 39. სუნთქვა წყვეტილი. ძალზე ფერმკრთალი იყო, რაღაც მომენტებში გონზე მოიდიოდა მაშინაც გონება არეული ჰქონდა, ძალზე აღგზნებული იყო და ბოდავდა. რამდენიმე სიტყვა წაიბურტყუნა. წვეთოვანი გადასხმა დაუდგეს და ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ექიმი საოპერაციოდან გამოვიდა, ირგვლივ მიმოიხედა, ოფლში გაღვითქულს მწვანე ქირურგიული ხალათი და ქუდი კვლავ ეხურა, კარებში გამოსულმა პირბადე მოიხსნა და პირდაპირ კაბინეტისკენ გაეშურა. კარს ატუზული და ექიმის უცნაური საქციელით გაკვირვებულმა ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და უპასუხოდ დარჩენილები ექიმს აედევნენ. სახეზე ალმური ედებოდა ანდრეის მოუთმენლობისგან. -როგორ არის ალისია? -ბრაზნარევი ხმით ჰკითხა ანდრეიმ და კარები დაკეტა. ექიმი იცდის სანამ პაციენტისთვის სიჩუმე აუტანელი გახდება და ლაპარაკს იწყებს. ექიმი უხმოდ მივიდა ონკანთან, ხელებში წყალი დაიგროვა და სახე წყლით გაიგრილა. დამღლელი და რთული ოპერაციის შემდეგ გონს მოსვლა და გამოფხიზლება სჭირდებოდა. მერე ხელები დაიბანა და როგორც იქნა ბიჭებს მიუბრუნდა. -იკადრეთ ჩვენთან დალაპარაკება? -ანდრეის მისი სიჩუმისგან სისხლი ასხამდა თავში, უამრავი ფიქრი უტრიალებდა, ერთს კი ვერ ხვდებოდა როგორ შეეძლო დუმილი შეენარჩუნებინა ექიმს და პაციენტის ისედაც განადგურებული ახლობლები კიდევ უფრო დაეტანჯა გაურკვევლობით. -როგორ არის-მეთქი? -კბილები გააღჭრიალა და მუშტი შეჰკრა. -დამშვიდდით -საკიდზე ხელსაწმენდი ჩამოკიდა და მაგიდას მიუჯდა. -შენი მეუღლე უგონოდ არის. რამდენიმეჯერ გონს მოვიდა და ბოდავდა. რაღაც სიტყვები წაიბურტყუნა, მათგან მხოლოდ გიგა და ანდრეი გავარჩიეთ. -გიგა მისი მეგობარია. -თქვენი მეუღლე ცუდ მდგომარეობაში მოიყვანეთ აქამდე, ამაზე მის სხეულზე არსებული სისხლჩაქცევები, დაჟეჟილობები და სახეზე მიყენებულლი უზარმაზარი ჭრილობა მიანიშნებს, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. დაზიანებული აქვს ღვიძლი, ტვინს ცუდად მიეწოდება ჟანგბადი რის გამოც სუნთქვა გაუარესებული აქვს. ნერვული სისტემა საშინელ მდგომარეობაშია, მისი გონს მოსვლის შემთხვევაში გვერდიდან ერთი წამითაც არ უნდა მოშორდეთ. ნარკოტიკი პირველ რიგში თავის ტვინზე მოქმედებს, რის შედეგადაც გაღიზიანებულია მისი მგრძნობელობა, სიფრთხილე გმართებთ მასთან ურთიერთობაში, პირველ რიგში არ უნდა გააღიზიანოთ, მისი გაღიზიანება კი ყველაზე მარტივია ამ სიტუაციაში და ეს შეიძლება ნებისმიერ წამს მოხდეს. მისი ორგანიზმი კვლავ მოითხოვს ნარკოტიკს და ამისგან თავის დაღწევაში თქვენ უნდა დაეხმაროთ. მას დაეწყება თავის ტკივილი, პირ ღებინება, უმადობა. ამ მძიმე სენს რომ სძლიოს საჭიროა მან გაიაროს ფსიქოთერაპია. კარგი იქნება ჩართოთ ყოფილ მომხმარებლების ჯგუფში. ამ რამდენიმე კვირის წინ ახალგაზდა გოგონა შემოიყვანეს.თვრამეტი წლის იყო. ნერვული აშლილობა ჰქონდა. დღევანდელი აღალგაზრდები გულში იხვევენ ყველაფერს, ამას მშობლების ნერვიულობა ერთვება თან. მშობლებმა უნდა დაამშვიდონ ისინი, უმეტეს შემთხვევაში კი მათი მიზეზით ხდებიან საავადმყოფოში ნერვული აშლილობით. წჭიროა მშობლებისა და შვილების ერთმანეთთან საუბარი, უფრო მეტად დაახლოება. მესმის შეიძლება ყველაფერი ვერ უთხრა დედას, მამას მაგრამ ხომ შეიძლება უთხრა მეგობარს? მეგობარი კი ჩახვეული კასეტასავით გაიძახოდა მე არაფერი ვიციო. იქნებ მართლაც არაფერი იცოდა? ნდობა აქვთ ერთმანეთში დაკარგული თუ რა ხდება. ფსიქოლოგიური საუბარი სჭირდებათ ერთმანეთთან, დახმარების გაწევა თუ არა საუბარი და მოსმენა ხომ შეუძლიათ? ამიტომ საჭიროა ბევრი ლაპარაკი, მისი მოსმენა და ნარკოტიკზე მგრძნობელობის მომატების შემთხვევაში მისი ყურადღების რაიმე სასიამოვნოზე გადატანა. -არის ალბათობა, რომ ამ ჩვევაზე უარი ვერ თქვას? -მისი სრული გამოჯამრთელებისთვის და ამ მავნე ჩვევაზე საბოლოოდ უარის თქმისთვის აუცილებელია მისი სრული რეაბილიტაცია, ამისთვის დღესდღეობით უამრავი საშუალება არსებობს. ასევე მისთვის სასარგებლო იქნება ჰქონდეს საქმე რომელშიც მთლიანად ჩართული იქნება და ფიქრისთვის დიდი დრო არ დარჩება. ყველაზე მეტად კი მას თქვენი სიყვარული განკურნავს, რადგან ეს მას ჰაერივით სჭრიდება. -გადაარჩინეთ გთხოვთ. -ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რაც შეეხება გარეგან ჭრილობებს დავუმუშავეთ იგი და გავწმინდეთ, შევძლებთ პირვანდელი სახე დავუბრუნოთ. რაც შეეხება სახეს ის ძალიან ღრმაა, ამიტომ პლასტიკური ქირურგის ჩარევა გახდება საჭირო. -როდის გაიღვიძებს? -სამწუხაროდ ეგ არავინ იცის, დრო სჭირდება მის გონზე მოსვლას თუმცა არ მინდა რამე დაგიმალოთ, თანაც ამის თქმა ძალიან მიჭირს მაგრამ ვთვლი რომ ყველაფერი უნდა იცოდეთ. -რა არის კიდევ ისეთი რისი თქმაც გიჭირთ? -შეიძლება ვერასოდეს გაიღვიძოს. -რა თქვით? -საყელოში წაავლო ხელი ანდრეიმ და მუჭი მოუღერა. -გაიმეორე, რა თქვით? -დამშვიდდი ანდრეი -ბენმა ხელები შეაშვებინა. ექიმს საყვედურის მაგვარი არაფერი დასცდენია, მწვანე ხალათი გაისწორა და განაგრძო-როგორც გითხარით ეს სასწაული იქნება. ახლა უნდა გავიდე. რეანიმაციაში უნდა გადავიყვანოთ. თუ რამე შეიცვლება შეგატყობინებთ. მთავარია გჯეროდეთ სასწაულების, ის შეიძლება მოხდეს. -შეიძლება? -ისტერიულად გაეცინა -როდის შევძლებ მის ნახვას? -არ ვიცი, ამას მისი მდგომარეობა გვიჩვენებს. -მოიცადეთ ექიმო. -მკლავში ჩაავლო ხელი -და ახლავე რომ ვნახო? იქნებ გამონაკლისი დაუშვათ. -ციდან ჩამოფრინდით? რეანიმაციაში მნახველების შესვლა აკრძალულია. უკეთესია მისი ოთახი მნახველებისგან თავს თუ შეიკავებს. თქვენის ნებართვით. -ექიმმა ხელი შეაშვებინა ანდრეის და ოთახი დატოვა. ძმებსაც აღარაფერი ესაქმებოდათ ექიმის კაბინეტში და დერეფანში გამოვიდნენ. აქ ძმებისთვის არავის ეცალა, რადგან ყველას თავისი გაჭირვება ჰქონდა, ზოგს თავში წაუშენია ხელები მომავალ უბედურებასა თუ უკვე არსებულს განიცდიდნენ, იყვნენ ისეთებიც რომლებიც მხოლოდ მოვალეობის მოხდისათვის იყვნენ იქ, რომ პაციენტის ახლობლებს დაენახათ მათი გვერდით დგომა და მოჩვენებითი გულის ტკივილი. საავადმყოფოს ჭიშკარს მომწყდარი ჟურნალისტები კი ალბათ ერთი მიზნით იყვნენ, ექსკლუზიური ამბავი პირველმა გამოსცენ ტელევიზორსა თუ ჟურნალ-გაზეთებში, ასეთებში კი შეიძლება ერთი ან ორი გამოჩნდეს - ადამიანი რომელიც მართლაც წუხს დაზარალებულის გამო და სამუშაოსთან ერთად მისი მდგომარეობით მართლა დაინტერესდეს. -წურბელები - ფანჯარას მოშორდა ანდრეი და ჟალუზები ჩამოაფარა. -სად იყავი? -ჰკითხა ტელეფონით ხელში მოახლევებულ ბენს. -ემილის ველაპარაკე, ძალიან ღელავ -ემილის ველაპარაკე, ძალიან ღელავს ალისიას გამო. -მადლობა. თავად როგორ არიან? ფეხმძიმობა როგორ მიდის? -ყველაფერი რიგზეა. -წავალ ყავას დავლევ. -მეც წამომიღე -დაუძახა ბენმა და მასთან მოახლოვებულ სტივ უილსონს მიესალმა. -როგორ ხართ? -ნორმალურად. -ანდრეი სად არის? -ირგვლივ მიმოიხედა გმომძიებელმა უილსონმა. -ყავის მოსატანად წავიდა. -იმის სათქმელად მოვედი რომ ალისიას დაკითხვა არის საჭირო. -თავი ხომ არაფეზე მიგირტყიათ? -ნუ ღელავთ. ექიმი როცა დაგვრთავს ნებას მაშინ დაიკითხება. -რომელ დაკითხვაზეა საუბარი როცა იცი გონს არ მოსულა. -დაველოდებით. -ზოგჯერ ვფიქრობ რომ მართლაც ცივსისხლიანი ძაღლები ხართ. -არ გვინდა შეურაწყოფა. ჩვენ ყველაფერი გვესმის, მაგრამ მეორე მხრივ ეს ჩვენი სამუშაოა. ადამიანური გრძნობები კი არ გვაძლევს საშუალებას მოვიქცეთ ძაღლებივით და გპირდები არ შეგაწუხებთ მანამდე, ვიდრე თქვენი რძალი არ გამოჯამრთელდება. -და დინარა? რა თქვა მან? -კარგი არაფერი. წუხს რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. -ძუკნა. -კბილები გააღჭრიალა ბენმა. -მისი ნახვა მინდა. -არ გირჩევთ. -ეს ჩემი საქმეა. -მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს -მათკენ მომავალ ანდრეის გახედა ბენმა, სტივს მკლავზე მოჰკიდა ხელი და გვერდზე მისწია, ანდრეისგან ზურგ შექცევით ხმადაბლა უთხრა. -არ მინდა მასთან ამ თემაზე ვისაუბროთ, ძალიან გაღიზიანებულია და ამბობს რომ მისი ნახვა უნდა. დარწმუნებული ვარ მოახერხებს მაგრამ არ მინდა ეს დღეს ან ახლო მომავალში მოხდეს. -მესმის -თავი დაუქნია უილსონმა და შემოსწრებულ ანდრეის ომახიანად ჩამოართვა ხელი. -რაზე ჩურჩულებთ? -იკითხა ახლად მოსულმა და ბენისთვის წამოღებული ყავა გამომძიებელს მიაწოდა. -არაფერია - ყავაზე უარი განაცხადა -ალისია როგორ არის ანდრეი? -ისევ ისე. -ჩემგან რჩევას თუ მიიღებ ერთს გეტყვი. შეგიძლია დატკბეთ ბედნიერებით. უბრალოდ უნდა დაიცადო, ენდეთ ბედს რომელიც სასიკეთოდ შემოგიბრუნდათ, გამოიჩინეთ გულისხმიერება, ბევრს ეგ ბედნიერება არ ღირსებია. -მადლობა სტივ. -ჩემი წასვლის დროა. -აჩქარდა იგი. ანდრეიმ გაკვირვებისგან ხელები გადააბრუნა როცა სტივი მათ მოშორდა. ალისიას დაბრუნებით გამოწვეული სიხარული სახეზე აღბეჭდვოდა სტივს, იგი კმაყოფილი მზერით შემობრუნდა და გასასვლელისკენ გაუყვა გზას. საქმე რომელიც დახურული იყო და სიზმარშიც კი ვერ წამოიდგენდა მის უკან შემობრუნებას თითქმის წარმატებულად დასრულდა, ეჰ მართლაც რომ თითქმის, ანუ სანახევროდ. გამტაცებელი დასჯილია, მსხვერპლი? ...... მრავალწერტილი. სანამ ალისია გონს არ მოვა ის თავის საქმეს დასრულებულად და თანაც წამატებულად ვერ ჩასთვლიდა. *** ორი დღის შემდეგ ანდრეის ცოლის პალატაში შესვლის ნება დართეს. ტანთ გამჭვირვალე ცისფერი ბამბასავით ფაფუკი ხალათი ჩააცვეს, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდა, ფეხებზე ბახილები ჩამოაცვეს, თავზე ქუდი ხოლო პირზე პირბადე ააკრეს და ასე შეფუთული რეანიმაციის ოთახში შეაცილა ექიმმა. დაუბარა რომ რამდენიმე წუთში შემოივლიდა და გოგონას დახედავდა. -ცვლილებების შემთხვევაში საწოლის თავთან ღილაკია, მას დააწექი და მაშინვე აქ გავჩნდებით მე და ჩემი თანამშომლები. ანდრეი პალატაში მარტო შევიდა, სუნთქვა შეკრული მიუახლოვდა საწოლს, ფეხზე მდგარი დააცქერდა მის სხეულს. წელამდე თხელი საბანი დაეფარებინათ, შიშველი მკლავები სისხლ-ჩაქცევებით აჭრელებოდა. მერე სახეს დააცქერდა და ძალიან გაუჭირდა მასში ალისიას ამოცნობა, ზედა წამწამები ნაზად დაფენოდა ქვედას, ალბათ მალე დაბრუნდება თვალციმციმა, მწვანე-თვალება, მშვენიერი ალისია. შუბლი და თავი თეთრი ბინტით ჰქონდა შეხვეული, თმები ბალიშზე ჰქონდა აბურდულად გვერდზე გადაყრილი. ანდრეიმ სკამი მიაჩოჩა და თავთან დაუჯდა. ერთი ხელი ხელზე ჩაკიდა, მეორეთი კი თმებზე დაუწყო მოფერება. საავადმყოფოს უსიამოვნო სუნი, ადგილი სადაც ხანგრძლივი დროის გატარების შემდეგ ჯანმრთელიც კი დაავადმყოფდება. აქ ყველაფერი უსიამოვნო შეგრძნება, სუნი და ერთ სმენაში ერთი უჟმური ექთანი მაინც იყო. ერთმანეთზე გულშემატკივარი პაციენტები და თავმდგმურები ყველგან იყო. იქნებ ეს გულშემატკივრობაც მოჩვენებითი და ერთმანეთის წუწუნი და "ვაის" ძახილი ყელში იყო ამოსული. თანაც ის წარწერა კედელზე რომელიც პაციენტს გინდა თუ არ გინდა ყოველდღიურად უწევდა წაკითხა რადგან აქ მეტი საინტრესო არაფერი არ იყო. წარწერა შემდეგს მოიცავდა. "პაციენტთა საყურადღებოდ. თავმდგმურობის უფლება ეძლევათ ინვალიდს, ხანდაზმული პაციენტის, ფსიქიურად დაავადებული პაციენტის ნათესავს." გაოცებას იწვევს ეს შიდა პროტოკოლით გათვალისწინებული შინაგანაწესი. სხვა ისეთი პაციენტებიც არსებობდა ვისაც ნათესავის თავმდგმურობა ესაჭირეობოდა. ექიმები კი დაზეპირებულილ ფრაზებით გაიძახოდნენ: არ მაქვს უფლება საშვი ამოვწეროვო. -ალისია, ჩემო ალისია. ლამაზო და თვალხატულა. ჩემო გოგო, მწვანე თვალება ანგელოზო. ალისიას სახის მარჯვენა მხარეს პლასტიკური ედო, მაცხენა მხარეს წარბზე 8 ნაკერი. ნიკაპის გვერდით ჩალურჯებული ჰქონდა, თვალების ირგვლივ სიწითლე და სიშავე ერთმანეთში არეულიყო. ტუჩები დახეთქილი და გამომშრალი ჰქონდა. ლავიწის ძვლებზე დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. -რამდენი თვე მკვდარი გიგლოვე, მაგრამ ახლა არ მივცემ სიკვდილს უფლებას შენი თავი წამართვას. მაგრად ჩაგკიდებ ხელს და იქ წამოვალ სადაც შენ. -მის თვალებზე ცრემლი აკიაფდა, ცალი ხელი კვლავ ალისიაზე ჩაეკიდა, მეორეთ კი კვლავ თმებზე ეფერებოდა. -მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ ვიტანჯებოდი უშენოდ. მარტივი იყო მიყვარდი-გიყვარდი და სინამდვილეში რა რთული ყოფილა ყველაფერი. იცოდე არ მიმატოვო, შენ რომ წახვიდე გაღვიძების მიზეზი აღარ მექნება, არ მიმატოვო ალისია, არ წახვიდე გთხოვ. -ხელით ფრთხილად აუწია ხელი და ტუჩებით ნაზად ეამბორა გაუხეშებულ ხელზე. -არ მინდა დაგკარგო. დამშვიდებულ გულზე დადენილი ცრემლი რომლის დამალვა თვალებსაც კი არ შეუძლია. თუ გული ტირის ეს პირველ რიგში თვალებზე აისახება და სწორედ მაშინ როდესაც გული ძლიერად ტირის ამის გადმოცემას ყველაზე უკეთ თვალები ახერხებს. მაშინ როდესაც ზიხარ და არაფერზე ფიქრობ თვალებში ცრემლი აკიაფდება, აბრჭყვიალდება და წამწამებს ცვარივით ნამავს, ღაწვებს მიუყვება და მაშინ როდესაც ტკივილი სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს ტირილით იხრჩვები, ტირილით რომელიც განადგურებული სულის გამოძახილია. -არ გაქვს უფლება წახვიდე. ამდენი ბრძოლის შემდეგ უბრალოდ დანებდე. ხელი ჩაიქნიო და წახვიდე. შენ ასე არ შეგიძლია. შენ ალისია ხარ, ქართველი მწვანეთვალება ანგელოზი. ჩემი ლამაზი მწვანეთვალება ალისია! -ანდრეი! -ზურგზე ხელის შეხება იგრძნო და ცივად შეუბრუნდა მის მფლობელს. -დაგიძახე მაგრამ ვერ გაგაგონე და ახლოს მოვედი. დალაპარაკება მინდა-სკამი აიღო, მაგიდასთან დაჯდა და საზურგეს მიეყრდნო. ანდრეის მისკენ შემობუნდა. -ალისიას მდგომარეობა არ შეცვლილა და ეს არ მომწონს, ეს შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს. -ნიკაპზე მოისვა ხელი ექიმმა. -ყოველთვის ვერ შეძლებ დაეხმარო ადამიანს, ვერ შეძლებ შეუნარჩუნო სიცოცხლე. ყველაფერი ვერ გაგრძელდება სამუდამოდ სიცოცხლეში. -თქვენ რა ექიმები ხართ? -ზეზე წამოიჭრა ანდრეი და ხმას აუწია. -როგორ შეგიძლიათ თქვათ რომ არ გამოჯამრთელდება, ენა როგორ გიბრუნდება პირში? მეგონა ჩემი ალისია პროფესიონალების ხელში იყო თქვენ კი ყურები ჩამოგიყრიათ და ისე საუბრობთ თითქოს ბუზის მოკვლა გადაგიწყვეტიათ. ჩემი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში რომ გაიღვიძოს მანამდე დაველოდები. მოვისმინო მისი სიტყვები "მე კარგად ვარ" გავიგონო თუგინდ მაშინვე მოვკვდე. -ხელები მომუჭა და მოზღვავებული ძალა რომ დაეცალა კედელს მუშტები დასცხო. მის ყვირილზე კარებს დაცვის რამდენიმე ფორმიანი თანამშრომელი მოაწყდა მაგრამ ექიმმა ნება არ დართო მიკარებოდნენ. ხმაურზე ბენმა მოირბინა, დაცვის ბიჭებს შორის გაიარა და ძმასთან მივიდა. -ჰეი ანდრეი, დამშვიდდი. -ბენმა მოკიდა ორივე ხელი და თვალებში ჩააშტერდა. -მისმინე-მეთქი. ალისია კარგად იქნება, ხომ იცი რომ გაიღვიძებს? -აღარ შემიძლია მეტი სიმშვიდე. და-ვი-ტა-ნჯე . -ხელი მოჰხვია ძმას, თავი გულზე მიადო და პატარა ბავშვივით აქვითინდა. -ეს რეანიმაციაა. გავიდეთ. - მოუხმო ექიმმა და ბიჭებთან ერთად კარებს მოშორდა. -კარგი მორჩი. -ბეჭზე დაჰკრა ხელი ბენმა და მოშორდა. -ალისიასთან მისულმა თავზე ხელი გადაუსვა -ყველაფერი კარგად იქნება პრინცესა.-მისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა. რამდენიმე წუთის შემდეგ ძმები საავადმყოფოს ბუფეტში ისხდნენ. -დინარას შესახებ ხომ არაფერი გაგიგია? -ამდენი ხნის შემდეგ იკითხა მან. ბენმა თემის შეცვლა შეეცადა, მაგრამ ანდრეი ჩააცივდა, მას მისი და სტივ უილსონის საუბრის გახსენება მოუწია. -ციხეში გადაუყვანიათ. -რა იცი ამის შესახებ? -მხოლოდ ის რაც რამდენიმე დღის წინ გამომძიებელმა უილსონმა მითხა. -გმალობთ. -მადლობა გადაუხადა ანდრეიმ მიმტანს, რომელმაც 2 ფინჯანი ყავა დადგა მაგიდაზე. -მას იმედი აქვს რომ ციხიდან გამოვა. -დაამატა ბენმა. -უნდა ვნახო. -ახლა დამშვიდდი და ნერვები არ მომიშალო. -ყავის ჭიქა დაიჭირა ხელში და დალევა დაიწყო. *** განუწყვეტლივ სცრიდა. წვიმის წვეთები პალატის ფანჯრებს აჰკვროდა. სუსტი ქარი ქროდა ფანჯრიდან ხანგრძლივი ნისლი იხატებოდა. ბუნებაც ისეთივე იყო როგორიც ანდრეის განწყობა. ისეთივე არეული როგორც ამინდი ლოს ანჯელესის ცაზე. შიშს დაებუდებინა ანდრეის გულში და ნისლივით მოსდებოდა მთელს სხეულს. მეორე დღეს კვლავ დართეს ანდრეის ნება ალისია მოენახულებინა, საწოლის თავთან ჩამომჯდარი ბიჭი, საკუთარი ხელით გამთბარი ალისიას ხელი ეჭირა და მთელს დღესა და ღამეს მისი ზურმუხტის ფერი თვალების ხილვის მოლოდინში ატარებდა. თვალის წამით მოხუჭვაც კი მისი შიშის ობიექტს წარმოადგენდა. თითქოს და ეშინოდა წამიც არ დაეკარგა საყვარელი ადამიანის ცქერისას. გავიდა ერთი კვირა. ალისიას სახვევების მოხსნის დრო დადგა. ექიმების თხოვნის მიუხედავად მან კვლავ არ მიატოვა ალისია. მოშორებით მდგარი ექიმებს საშუალება მისცა კოლეგებთან ერთად პირნათლად შეესრულებინათ მათი მოვალეობა. როდესაც ანდრეიმ ალისიას დასახიჩრებულ სხეულს კვლავ მოჰკრა თვალი, იგი საკუთარ თვს იდანაშაულებდა და თვითგვემას მიეცემოდა ხოლმე, მაგრამ საყვარელი და ყოველთვის დახმარების ხელ გაწვდლი ბენი გაუფერულებული ანდრეის გვერდით იდგა და სიმხნევისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებდა. ექიმებმა თეთრი პლედი გადააფარეს მუხლიდან მკერდამდე გოგონას და ოთახიდან გავიდნენ. ალისია ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მისი ლამაზი თმები აღარ იყო ისეთი ბზინვარე და მოწესრიგებული როგორც ეს რამდენიმე თვის წინ. ახლა ძალიან გაწეწილი თმები ექთნებს მაღლა აეწიათ და კოსა გაეკეთებინათ. სახის მარჯვენა ლოყაზე, თვალის კუთხიდან ქვემოთ ნიკაპამდე დაშვებულ ჭრილობაზე სუფთა ბინტი ჰქონდა დადებული. ავადმყოფობისგან გამომშრალი ტუჩები მთლიანად დახეთქვოდა, საიდანაც სისხლი მოიყენებდა ხოლმე თავს და დრო და დრო ტუჩზე მიმხმარ სისხლს საკუთარი ხელით ანდრეი სწმენდდა სუფთა ბამბით. გახეთქილ მარცხენა წარბზე 15 ნაკერი დასჭირდა, თუმცა სხვა ჭრილობებისგან განსხვავებით იგი შეხვევის გარეშე იყო. შიშველ მკლავებზე ცემის კვალი ეტყობოდა და აქა იქ ჩალურჯებები აღენიშნებოდა. ანდრეიმ თვალი მოაშორა ამ სურათს და ძლიერი შურისძიებით შებყრობილი ფეხზე წამოდგა. თვალებში ცეცხლ ანთებულს ნერვებმა უმტყუნა. ბენი რომელიც რამდენიმე წამის შემოსული იყო ოთახში, ხმის ამოუღებლად ამოიკითხა ძმის თვალებში ჩამდგარი ზიზღი. თითი მკერდზე მსუბუქად მიუკაკუნა და უთხრა: -დაივიწყე ახლა რაც გაიფიქრე თავში. -კი მაგრამ ბრაიან. -მძიმედ სუნთქავდა იგი. -არავითარი მაგრამ. ხომ არ გაგიჟდი? -ხელები აღმართა ბენმა. -არ არის შურისძიების დრო, ახლა ალისიას სჭირდები. მოვა დრო და დინარა პასუხს აგებს ჩვენს წინაშე, პირველ რიგში კი ალისიას წინაშე. ანდრეი ხმაამოუღებლივ იდგა. -კარგი, როგორც იტყვი. -დასტურის ნიშნად თავი დაუქნია და სავარძელზე ჩამოჯდა. -ექია ყველაფერი მზად არის ალისიას გადასაყვანადო. -ალისიას გადახედა ბენმა. -ხომ არ ჩქარობ მის გადაყვანას? -არა. პირიქით ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში ექიმი ოლივერი უმკურნალებს. მან თქვა მისთვის მგზავრობა საფრთხეს არ წარმოადგენსო. -შენ ისევ აქ დარჩები მთელი ღამე? -ჰო. ბრაიან? -გისმენ. -ბენი ფანჯარაში იყურებოდა. ძმის დაძახებაზე წვიმიან ქუჩასა და სველ გზას თვალი მოაშორა და შემობრუნდა. -წადი რა აქედან. ყოველ ღამე პალატის წინ სკამზე ატარებ ღამეს. რომელიმე სასტუმროში მიდი და კარგად გამოიძინე. -შენ საქმეს მიხედე. ამას მე გადავწყვეტ. -კარგი. *** წვიმამ გადაიღო. დილის ალიონი მცხუნვარე მზეს გადაეფარა. ალისია ჯაფარიძე მისთვის განკუთვნილ საწოლზე იწვა. ფრენა მოსახეხებელი რომ ყოფილიყო ექიმები უსაფრთხოების ქამარს უკრავდნენ. -ყველაფერი რიგზეა? -თავს წამოდგათ ანდრეი. -დაბრძანდით და ადგილი დაიკავეთ, თქვენი აქ ყოფნა სახიფათოა. მალე ავფრინდებით. -არ შეიძლება დავრჩე? -არა -მოუჭრა ექიმმა. -გამონაკლისი დაუშვით, ის ხომ მისი მეუღლეა?-ბენს უკვე ადგილი დაეკავებინა სავარძელზე და ახლა ექიმებს მოუბრუნდა უკან. -მაპატიეთ მაგრამ ეს ჩვენს ძალებს აღემატება. ისიც კი გამონაკლისია აქ რომ სხედხართ და ჩვენთან ერთად მგზავრობთ. ანდრეის აღარ გაუჭიანურებია, ექიმების ნებას დაჰყვა და წასვლა გადაწყვიტა, მანამდე ალისიასთან მივიდა შუბლზე აკოცა, მერე კი ბენის კამპანიას შეუერთდა და მის გვერდით დაიკავა ადგილი. ლაქსის აეროპორტს მიადგა თვითმფრინავი. ლოს ანჯელესში ღრუბლიანი ამინდი იყო. ძლიერი ქარი ჰქროდა. ბიჭები კიბეებს ჩამოჰყვნენ, აგვისტოში შესცივდათ და პერანგის საყელოები ამოიწიეს, თხელ ნაჭერში ქარი ყოველი მხრიდან უვლიდათ. არც ჟურნალისტები შეუშინებია და სრული შემადგენლობით გამოცხადდნენ ადგილზე. როგორც კი თვალი მოჰკრეს კიბეებზე დაშვებულ ძმებს სირბილითა და ყიჟინით გაემართნენ მათკენ, ისე როგორც ბატები გარბიან საკვების ხილვისას. წესრიგის დამცველნი დროულად მოეგნენ გონს და მაშინვე გაარიდეს იქაურობას. თვითმფრინავის მთავარი კარი გაიღო და გოგონა საკაცით ფრთხილად გადმოიყვანეს. ნახევარ საათში საავადმყოფოს ეზოში იყვნენ. აქაც ჟურნალისტების მიერ მოწყობილი რიგები იდგა. ექიმებით გარშემორტყმულ საკაცეს მანამდე არ მოშორდა დაცვის ბიჭები სანამ ერთ-ერთ პალატაში არ მოათავსეს. მათ ადევნებულ ბიჭებს ცხვირწინ მიუხურეს კარები. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც კარი გაიღებოდა და ექიმები გარეთ გამოვიდოდნენ, მანამდე კი ახალი ექიმები დაწვრილებით იკვლევდნენ ალისიას მდგომარეობას, მისი სხეულის თითოეული ნაწილი შეისწავლეს. მტანჯველი და ლოდინით აღსავსე დღის შემდეგ როგორც იქნა კარები გაიღო და თეთრ ხალათიანი ექიმი გამობაჯბაჯდა. იგი საშუალო ტანის მამაკაცი იყო. შავი ხვეული თმა შუბლზე ეყარა და დიდი თაფლისფერი თვალები ფართოდ გაეხილა. -პაციენტის ახლობლები ბრძანდებით? -დიახ, მისი მეუღლე გახლავართ. ეს ჩემი ძმაა ბრაიანი. -ბენ ლუჩენკო-ხელი ამოართვა ბენმა. ექიმმა სიტყვა მეუღლეს ხსენებაზე წარბები შეკრა და თვალებ გაფართოვებული მიაშტერდა ანდრეის. ანდრეი მიხვდა რამაც შეაწუხა ექიმი და ღიმილთ უპასუხა -22 წლის არის -და დაამატა -მგონია რომ პაციენტის ასაკი უნდა იცოდეთ. -მე კიდევ ვიფიქე. -თქვენ იფიქრეთ რომ ის 15 წლის ბავშვია და მე არასრულწლოვანზე ვიქორწინე, ახლა კი ფიქრს თავი დაანებეთ და არსებული გვესაუბრეთ. -იმავე დასკვნის გაკეთება შემიძლია რაც მისმა ექიმებმა გადმოგვიგზავნეს. ვწუხვართ მაგრამ ლოდინის მეტი არა დაგვრჩენია რა. -ექიმი ოლივერი სად არის? -დაძაბულმა ჰკითხა ანდრეიმ. -ერიკი მალე მოვა. გადაუდებელი ოპერაცია ჰქონდა. -იგი დაწვრილებით მოგახსენებთ ყველაფერს. ახლა კი შეგიძლია შენი ცოლი მოინახულო. ანდრეი ექიმის დაუმშვიდობებლად გახარებული გაეშურა ოთახისკენ. ბენთან ერთად ფრთხილად შევიდა ოთახში. ფეხაკრეფით გაირა პალატა, თითქოს ეშინოდა მძინარე ცოლისთვის ძილი არ დაეფრთხო. საწოლის თავთან დაიხარა და შუბლზე აკოცა, რამდენიმე წამი ასე შეჩერდა, თმის სურნელი შეიყნოსა და ყურთან ჩუმად ჩასჩურჩულა -ლამაზო, გელოდები. -მერე სკამი მიაჩოჩა და საწოლთან ჩამოჯდა, ფეხზე მდგარი ბენი კედელს მიეყდნო. დერეფანში ნაბიჯების ხმა გაიგონეს, თანდათან უფო ხმამაღალი ხდებოდა იგი, კარები გაიღო და ოთახში ექიმი ოლივერი შემოვიდა. -ექიმო ოლივერ -კარებიდან მიუბრუნდა ბენი და ხელი ჩამოართვა. თითქოს ღმერთი დაინახა ექიმის სახით. ოლივერი ხომ ყველაზე დიდ ნდობას იმსახურებდა მათთვის. ერთადერთი ადამიანი იყო რომელზეც არ უთქვამს "ექიმები მარჩიელები არიან, რასაც დაანახებ შემდეგ ამაზე ააგებენ მთელ უბედურებას და პირდაპირ საოპერაციოში ამოგაყოფინებენ თავს და კიდევ ერთი ადამიანის გადარჩენით ქულებს იწერენ" -როგორ ხართ? -ახლა ანდრეის გადაეხვია. -სიმართლე გითხრათ თქვენი ნახვით არ ვარ მოხარული, საავადმყოფოში დროს რომ ატარებთ, სახლში თუ ყოფილხართ ამდენ ხანს? -ჯერ ჩვენთვის ბედნიერებამ ვერ მოიცალა. ცაზე სულ ღრუბელია, სიშავე და უკუნით ღამე. -ამოიხვნეშა ანდრეიმ, თითქოს გული ამოაყოლა თან. -სიხარული აუცილებლად მოვა, მაგრამ სულ ცოტა მოცდა მოგიწევთ-საჩვენებელი და ცერა თითით მანძილი აჩვენა, მერე ალისიასთან მივიდა, მისი ხელი ხელში დაიჭირა, საათს დახედა და პულსის ათვლა დაიწყო. -მშვიდად ვარ თქვენს გამო. -ჩშშშშ! -ტუჩებზე თითი მიიდო ექიმმა და ანიშნა ხელს მიშლიო. შემდეგ ქუთუთობი შეუმოწმა, წნევა გაუზომა და ყველა ის გამოკვლევა ჩაატარა რაც ერთი შეხედვით გახდა საჭირო. ალისიას თვალები ჩაშავებოდა, სახეზე დაკრული სახვევიდან სისხლს გამოეჟონა, ამიტომ მისი გაწმენდა გადაწყვიტა ექიმმა. ანდრეიმ კიდევ ერთხელ დახედა ალისიას ჭრილობას და გულში რაღაცამ ნემსივით დაჰკა. იგი არ გაუღიზიანებია ჭრილობას, არა მან უბრალოდ მომავალი განჭვიტა, როცა ალისია ჭრილობას ნახავდა რა რეაქცია ექნებოდა მას. აი რა აწუხებდა ანდრეის. ექიმმა ჭრილობა დაამუშავა და ძველი სახვევი თასში ჩააგდო სისხლიან ბამბებთან ერთად. ბიჭებს არსებული მდგომარეობა განუმარტა, ნაგვით სავსე თასს ხელი დაავლო და ბენთან ერთად ოთახი დატოვა. ანდრეის ალისიას საწოლზე თავ-ჩამოდებულს დაეძინა. -ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო -განწირული ხმით ყვიროდა ვიღაც ქალი, რომელსაც სარკე ეჭირა და ხელებს აქეთ-იქით იქნევდა. ანდრეიმ თავი მაღლა ასწია, თვალები მოისრისა და სანთელივით ჩამოღვენთილ სახეზე მიტკალის ფერი დაედო. -ალისია. ალისია გადაბმულად განაგრძობდა ყვირილს, არაფრის მოსმენა არ სურდა, მხოლოდ სარკეში ხედავდა იმას რის იქედაც ყველაფერი უინტერესო ეჩვენებოდა. ამ ქვეყნად მხოლოდ ის, მისი ჩაშავებული თვალები და მახინჯი სახე არსებობდა რომელიც ასე უმახინჯებდა მთელ ცხოვრებას. -დამშვიდდი საყვარელო, ეს არაფერია -სახეს მოაშორა მისი ხელები ანდრეიმ და მაგრად დაიჭირა, ზედმეტი დაზიანებები რომ აერიდებინა თავიდან. -წყეულიმც იყავ ანდრეი ლუჩენკო, წყეულიმც იყავ. შენ მე ცხოვრება დამინგრიე. მხოლოდ შენ ხარ დამნაშვე ჩემი ცხოვრების გამო. ცხოვრება წამართვი მხოლოდ იმიტომ რომ ხელმოცარული და თავ-მომწონე მამრი ხარ. გესმის ანდრეი. ანდრეი, გესმის ჩემი? -რა არის? -ფეხზე წამოიჭრა ანდრეი და კედელს აეკრა, თვალებს შეშლილივით აცეცებდა აქეთ-იქით, გული კი გამალებით უცემდა. -ჰყვიროდი. -ღმერთო ჩემო, სიზმარი იყო. -ოფლით დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა-აღარ შემიძლია, დავიღალე -გამოუტყდა თავს და იქვე კედელთან ჩაცურდა, თავი ხელებში ჩარგო და ისტერიკული ტირილი აუვადა. აი რას ფიქრობდა ანდრეი. რა აწუხებდა მთელი ამ დროის განმავლობაში, ანდრეიმ ცხოვრება დაუნგრია ალისიას. -წამოდი გაგსინჯავ. სულ მთლიანად ჩამოხმი, თქვეს რომ არც ჭამ, არც სვამ. რა მდგომარეობაში გაქვს ორგანიზმი გამოიკვლიე. ანდრეიმ მძიმედ ასწია თავი მაღლა. -ორგანიზმი წესიგში მაქვს. წესრიგში რაც არ მაქვს ეს სულია. ვგრძნობ როგორ მიმუშავებს იგი, როგორ მტკივა თითოეული ამოსუნთქვა. რამდენს გაუძლოს ახალგაზრდა ბიჭმა, მისმა გულმა. ტკივილი დღითი დღე ემატებოდა გულს. შინაგანად ღრღნიდა და ანადგურებდა. მხოლოდ ერთხელ დაითანხმეს დაებანა და წვერ-ულვაში გაეპარსა რათა ადამიანს დამსგავსებოდა და არაჰიგიენური ცხოვრებით სხვები არ შეეწუხებინა. სიზმარი მხოლოდ ანდრეის გულში დაბუდებული შიშია. ჰაერში გაქცეული საპნის ბუშტი, რომელიც ოდნავი შეხებით გასკდება და აორთქლდება. მაგრამ სიზმართან შეხება და ამ ტკივილთან თითქოს არსებულად შეჯახება უფრო მტკივნეული ყოფილა ვიდრე ის შიში რომელიც გულის სულ მცირედ ნაწილში იყო დაბუდებული. *** -დედა, მამიკო დაბრუნდა. -აღტაცებული შეძახილით შეეგება პატარა ბიჭი მონატრებულ მამიკოს. -ლუკას -ხელში აიყვანა ბენმა ბავშვი, მაგრად ჩაკოცნა და მასთან ერთად სასტუმრო ოთახში შევიდა. -ჩემი მშვენიერი ქალბატონი. თავზე აკოცა განაზებულ მეუღლეს რომლიც კედელთა მიყრდნობილი ელოდებოდა მის ჯერს. -როგორ ხარ? -გულთან მიიკრა საყვარელი მეუღლე რომელიც მხრებამდე ძლივს სწვდებოდა. - ალისია როგორ არის? -ჰო მამიკო ალისია როგორ არის? ბენმა ტუჩები მოკუმა და ემის გასამხნევებლად ხელი მოხვია, მერე ლუკასი დივანზე დასვა, გვერდით მიუჯდა, ემი კი წინ დაისვა. -კარგად არის პატარავ-ბენს ნიკაპი აუკანკალდა, პირველად ატყუებდა შვილს, თანაც ასე მწარედ. -ყველაფერი კარგად იქნება. -ხელი მოუჭირა ემილიმ ბენის ხელზე. -ჩვენი პატარა როგორ არის? -ემილის მუცელზე მოუსვა ხელი მამიკომ. -ცოტათი მამიკო გვენატრებაო- გაუღიმა ემილიმ. -სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება და ჩვენც ბედნიერად ვიქნებით. -მაინც როდის დაბრუნდება ალისია მამიკო? -აღარ ჩუმდებოდა ლუკასი. ნეტავ ვის დაემსგავსა ასეთი ტლიკინა? ნანას არა. კოპიო ანდრეი იყო. სულ უფრო და უფრო ბევრ შეკითხვას სვამდა, ბენს კი უფრო მეტად უჭირდა კითხვებზე პასუხის გაცემა. -მე მალე უნდა წავიდე. -ბიძია უნდა ნახო? მეც მინდა მისი ნახვა. -ისევ აჭიკჭიკდა ბავშვი. -კარგი აზრია პატარა. -ხუჭუჭა თმებში შეუცურა ხელები დედამ. -მამა რომ წავა ჩვენც თან გავყვეთ. ბენმა რამდენიმე საათი დაისვენა. ეძინა კიდეც, მერე ემილის მიერ მომზადებულ კერძს გემრიელად ეახლა. დედა, მამა და შვილი ეზოში გავიდნენ, მანქანაში ჩასხდნენ. საჭეს ემილი მიუჯდა, ბენს ჩანთა დააჭერინა ხელში, რომელშიც ანდრეისთვის წინასწარ გამზადებულ ყუთში სალათი ჩადო, მაზლს რომ შიმშილი მოეკლა და საავადმყოფოს უგემური კერძების გამო საკვებზე უარი არ ეთქვა, იქნებ შიმშილით არ მოეკლა თავი. ლუკასი პალატაში ისეთივე ენთუზიაზმით შეიჭრა როგორც მამის ნახვისას ჰქონდა ხოლმე, ხელგაშლილი გარბოდა ისე, გეგონებოდათ სადაცაა ფეხები აერეოდა ერთმანეთში და წაიქცეოდა. -ჩემპიონო -სკამიდან წამოდგა ანდრეი და ხელში აიტაცა ძმის შვილი. -ანდრეი როგორ ხარ? -გადაეხვია ემილი -ცუდად გამოიყურები, წადი სახლში დაისვენე, ალისიასთან მე დავრჩები. -ჩანთიდან საჭმლის ამოლაგება დაიწყო ემილიმ. მაგიდაზე ხორცის სალათი და რამდენიმე ნაჭერი პური დადო, ჭიქაში წყალი ჩამოუსხა. -დაჯექი -ბრძანებასავით გიშხუილა ემილის კილომ. -არ მინდა ემი. -მე არ მიკითხია შენთვის რა გინდა და რა არა. ანდრეის ძმას გახედა მიშველე, შენი ცოლისგან თავი დამახსნევიეო, მაგრამ ბენმა ბეჭები აწურა მე არაფერ შუაში არ ვარო. ემილიმ ძალდატანებით, ხელით მიიყვანა მაგიდასთან, სკამზე დასვა და თავისი ხელით გადმოუღო კერძი. ახლა უკვე დამშვიდებული რძალი ალისიასთან მივიდა, თუმცა გული მოუკლა მის ხილვამ, ცრემლი ვერ შეიკავა, რა უნდა ფეხმძიმე ქალის გულის აჩუყებას და ტირილამდე მის მიყვანას. თვეები იყო გასული ემილისა და ალისიას უკანასკნელი შეხვედრისა. მოაგონდა ის დღე როცა უკანასკნელად დაუქნია ხელი დამშვიდობების ნიშნად, მაგრამ რა იცოდა რომ ეს დამშვიდობება რამდენიმე დღის მაგიერ რამდენიმე თვეს მოიცავდა და თანაც ასეთი მტკივნეული იქნებოდა. თვალწინ დაუდგა თეთრ ულამაზეს კაბაში გამოწყობილი ფერიასავით მომღიმარი გოგონა, რომელიც არაამქვეყნიურ სხივსა და ენერგიას ასხივებდა ირგვლივ. ახლა მის იგვლივ არსად იყო სინათლე, შუქი და და დადებითი აურა, აქ მხოლოდ საწოლზე მიჯაჭვული უამრავი ნაკაწრითა და შრამით დაფარული გოგონა იწვა, მაგრამ მაინც რომ არ დაეკარგა ის მშვენიეება რაც ყოველთვის თვალსაჩინო იყო მისთვის. -მამა ძირს დამსვი. -დედას მიეხუხლა ლუკასი და ფეხებს უკან ამოფარებული შეჰყურებდა ალისიას. -ნახე ალისია, შენი მეგობარი. რატომ იმალები? -ხელი მოკიდა ემილიმ და წინ გამოიყვანა. რატომღაც დამორცხვებულიყო ლუკასი, ნელა მივიდა ბიცოლასთან და ხელი შეახო ხელზე, თითქოს მეგობარს კი არა უცხოს ჰკიდებდა ხელს და ისიც იმიტომ რომ დედამ სთხოვა ასე. -როდის გაიღვიძებს?-უფრო ეშინოდა ლუკასს მისი. -მალე. -მალე ანუ ახლა? -არა ცოტა გვიან. ლუკასი გამოცოცხლდა, ახლა უფრო თამამად მივიდა ალისიასთან. -სახეზე რა მოუვიდა? დაეცა? სტკივა დედიკო? უამრავ შეკითხვას სვამდა იგი, ემილიც დაუზარებლად პასუხობდა. ანდრეის კვლავ კერძს შეექცეოდა, ყურები უკან მიმართა და ლუკასისა და ემილის საუბარს ყურს უგდებდა. ახალისებდა ბავშვის ტიტინი. კარებზე დააკაკუნეს. ბენმა ურდული ჩამოსწია და შიგნით ექიმი ოლივერი შეიპატიჟა. -მაპატიეთ, პაციენტს წამალს გავუკეთებ და დაგტოვებთ. -რას ბრძანებთ. პირიქით მადლობა რომ ამდენი ადამიანის ერთად ყოფნის ნებას გვრთავთ. -ემილიმ ლუკასი უკან გასწია და ექიმს საშუალება მისცა საწოლს მიახლოვებოდა. ექიმმა წამალი გახსნა, შუქის სინათლეზე შპრიცი შეავსო და წამალი ვენაში შეუშხაპუნა. ნემსი მაგიდაზე დადო, მერე ლუკასთან დაიხარა და სახელი ჰკითხა. -ტკბილეული მომეცით და გეტყვით. -ლუკას -გაუწყრა ბენი. -კარგი მამა, ვხუმრობ -ეს ისე საყვარლად გამოუვიდა, ყველანი სიცილმა მოიცვა. ბედად ექიმს თეთრი ხალათის გულის ჯიბეში ტკბილეული აღმოჩნდა და ლუკასს გაუწოდა. -მე ლუკასი მქვია -დამსახურებულად და კმაყოფილმა ჩაილაპარაკა მან. -და ბენის და ემილის საყვარელი შვილი ვარ. -საყვარელო -ხელი მოუთათუნა ლოყაზე. ოლივერის ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა. ხელი წაიტანა და სახე შეეცვალა. კისრის მოტეხვით გაირბინა დერეფანი, მოსამზადებელ ოთახში კი არ შევიდა, არამედ შევარდა. გადაუდებელი ოპერაცია იყო მისი დახმარება სჭირდებოდათ., ეს მას შეეძლო. -20 წუთის წინ ახალგაზრდა პოლიციელი შემოიყვანეს. -დაიწყო განმარტება რეზიდენტმა, რომელსაც დიდი შავი თვალები ჰქონდა. -ოცდასამი წლის ახალგაზრდა გოგონა. ცეცხლასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული. ერთი გულმკერდში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გმირია ეს გოგონა. -უთხრა რეზიდენტმა, თუმცა ექიმი ოლივერი ვერაფერს მიხვდა, რაში დგომარეობდა მისი გმირობა. ხელების დაბანას მორჩა ექიმი ოლივერი და საოპერაციოში შევიდა. ყველაფერი მზად იყო. კარდიოქირურგი ჯეიკობ ჰანტერი ნეიროქირურგთან და რეზიდენტებთან ერთად საოპერაციოში ელოდებოდა ექიმ ოლივერს. პაციენტს თავს წამომდგარ ქირურგს ხელები უკანკალებდა. კარდიოქირურგს ეტყობოდა განცვიფრებასთან ერთად განადგურებული იყო. სულ სხვა იყო როცა უცხოს, შენთვის სრულიად სხვა ადამიანს უკეთებდე ოპერაციას და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ამაღლვებელი იყო როცა ოპერაციას ადამიანს უკეთებდა რომლის მიმართაც არ იცოდა გრძნობდა თუ არა რამეს. იმას ვგულისხმობ რომ არ იცოდა რაღაც განსხვავებული გრძნობები აკავშირებდა თუ არა, ეს ადამიანი კი მის წინ იწვა, უგონო, გაჭრილი და სინამდვილეში არც ისეთი მშვიდი მდგომარეობა ჰქონდა როგორიც პოლიციელის სახეზე იღბეჭდება. უსუსური იყო. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგაც კი არ შეეძლება მის თავზე პასუხი აგოს და პასუხისმგებლობა აიღოს. დაუცველი და უმწეო იქნება. ისიც კი არ ეცოდინება სად ებმება თავი და რაღაც უაზრობებს გაუგებრად იბურტყუნებს, რომელიც ძალიან უინტერესო, მომაბეზრებელი და ერთფეროვანი იქნება მათთვის ვინც ნარკოზიდან გამოსვლაში დაეხმარება. და კიდევ სულ სხვაა როცა ოპერაციას უკეთებდე ადამიანს რომელსაც თვლიდნენ რომ გმირი იყო. რომლის გამოც გარეთ უამრავი უბრალო ადამიანები იკრიბებოდნენ და თანდათან უფრო მეტი მომლოცველი იკიდებდა ფეხს. -ტომოგრაფია გადაუღეთ? -ექიმო ჰანტერ.-გამოაფხიზლა ექიმმა ოლივერმა და ისიც თავს დაადგა პაციენტს. -თირკმელებიც დაზიანებულია, შარდში სისხლი აქვს. დროს ვკარგავთ -მერე ექიმს გახედა რომელსაც შუბლი სულ სველი ჰქონდა. -ყველაფერი რიგზეა ექიმო? -ჰკითხა კიდევ ერთხელ. -მკერდი უნდა გავუჭრათ. სკალპერი -თქვა და მას შემდეგ ხელი შემართა რის შემდეგაც დაცვარული შუბლი შეუმშრალეს. დაძაბული და რთული ოპერაცია დაიწყო. პოლიციელს მშვიდი სახე ჰქონდა, თითქოს მის ირგვლივ არაფერი არ ხდებოდა და არაფერ შუაში არ იყო. უშფოთველ ძილს განაგრძნობდა, მალე ღიმილიანი სახით გაიღვიძებდა და მშვენიერი სიზმრის მოყოლას დაიწყებდა. სინამდვილეში კი მას წინ რამდენიმე საათიანი რთული ოპერაცია ელოდებოდა რომელიც არავინ იცოდა როდის დასრულდებოდა. გმირიც კი სხვის ხელში იყო. საოპერაციო მაგიდაზე იწვა სრულიად შიშველი, შიშველი სხეულითა და შიშველი გრძნობებით. მოთხოვნილება ერთი იყო "გადამარჩინეთ მე და გადაარჩინეთ ჩემი სიცოცხლე." თითქოს უსუსური, მიტოვებული. ტყვიები არ ეყო და დანა უნდა დაესვათ? ახალგაზრდა გოგოს რამდენისთვის უნდა გაეძლო? გაუძლებდა კი?! ვერაფერს გრძნობდა საოპერაციოს მაგიდაზე მწოლიარე პაციენტი. თუ ყველაფერი ისე არ გამოვიდოდა როგორც დაგეგმილი იყო, უმტკივნეულოდ წავიდოდა, გაშორდებოდა სული სხეულს, მშვიდი სახით დატოვებდა სააქაოს, ვეღარ შეიგრძნობდა ამ ქვეყნიურ ტკივილს, დრენაჟებსა და კათეტერებს. იქნებ შეძლებოდათ მისი ორგანოები სხვა ადამიანებისთვის გადაუნერგათ და სხვის სხეულში გაეგრძელებინა არსებობა.გმირი ხომ სიკვდილის შემდეგაც განაგრძნობდა ცხოვრებას, სრული სიმშვიდით გაუყვება გვირაბის ბილიკს, სიბნელეში სადაც თეთრი სინათლე არ სჩანს, სადაც მთავრდება ხორციელი განცდები და იბადება გმირის ახალი სახელი, ისიც დროებით სანამ ახალი სენსაცია არ დატრიალდება ქვეყანაში, მსოფლიოში და ეკრანებზე არ დაიკავებს ადგილს ახალი და აღმაშფოთებელი ინფორმაცია, მკვლელობა, მკვლელობა, მკვლელობა და კვლავ მკვლელობა. -ტყვიას ხედავ? -კი -უპასუხა ჯეიკობმა. -წნევა ეცემა. -პულსი სუსტდება. -პაციენტს ვკარგავთ ექიმო. -ანერვიულებული, შეშინებული წყვილი თვალები მიაჩერდა კარდიოქირურგს. ჯეიკობი რომელიც ნელა მოძრაობდა. მთელი სისწრაფით ამოქმედდა. ეკრანს იმედიანად დააცქერდა მაგრამ სწორმა ხაზმა თითქოს ტვინში სისხლი ჩაუქცია. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მის გულს ანკესის ნემსები ყოველი მხრიდან ჰქონდა ჩაბმული, შემაძრწუნებელი ხარხარით ერთდროულად ექაჩებოდნენ და ჯოჯოხეთურ ტკივილს აყენებდნენ. -დეფიბრილატორი. 100-ზე დამუხტეთ. არ მოკვდება, არ მო-კვდე-ბა. განმუხტვა. მბრძანებლურად გაისმოდა მისი ხმა. უსიტყვოდ ასრულებდნენ მის ბრძანებებს. ჩუმად იყვნენ და პაციენტის გადარჩენას ცდილობდნენ. ექიმების, რეზიდენტებისა და ინტერების თვალები ეკრანს მიაშტერდა. თითოეული მათგანის გულის ცემის ხმა ისმოდა. სუნთქვა შეკრულნი იდგნენ. უცვლელი სწორი ხაზი. დაძაბულობა და მღლვარება მატულობდა. საავადმყოფოს დერეფანში პოლიციელები საუბრობდნენ. ალინა რომელიც თითქმის მკვდარი იყო,, მასზე ყვებოდა მეწყვილე პოლიციელი თუ როგორ გადაარჩინა ათობით ადამიანი სიკვდილს. შეიარაღბულ ძარცვას შეეჭრა და მისი და მისი მეწყვილეს მეშვეობით რომელიც ახლა ოპერაციის დასრულებას ელოდება ათობით მძევალი გაანთავისუფლეს. ალინას მეწყვილე განცვიფრებულიც და გაოგნებულიც ჰყვებოდა იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა სისხლით გაღებილი გოგონა, ორი სიტყვა გადაება ერთმანეთისთვის და ხმა მიეწვდინა პოლიციელისთვის. ცდილობდა რაღაც მაინც ეთქვა. კოლეგებთან ერთად ცდილობდა გაერჩია მისი სიტყვები თუ რისი თქმა სურდა ალინას. როცა ვამბობთ, როცა ვიღაცას ვუბარებთ რომ ვუთხრათ " უთხარით რომ მიყვარდა, უთხარით რომ მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და ყოველ წუთს მენატრებოდა. არ დაგავიწყდეთ, ხომ არ დაგავიწყდებათ" დიახ მეწყვილე პოლიციელმა ვერ გაიგო რისი თქმა სურდა ალინას როცა სასწრაფო დახმარებას ელოდებოდა, იმასაც ვერ მიხვდა ეს ბუტბუტი სიყვარულის დაბარება იყო ვინმესთან თუ უბრალოდ გადარჩენას ითხოვდა. როცა რაღაცას ვიბარებთ, როცა სიყვარულის მესიჯს ვაგზავნით სწორედ ეს სიტყვებია უკანასკნელი რადგან შენ იცი მომაკვდავმა, ექიმებმაც იცის. კიარ ისვრის ან როშავს ამ სიტყვებს არამედ მთელი გრძნობით, გულით და განცდებით. ყველაზე მძიმე მაგრამ ამ დროს შვების მომგვრელი სიტყვები გმირი პოლიციელი იყო და კვდებოდა ჯერ კიდევ მკვდარი თუ არ იყო. ალინა ექიმი ვუდის ხელში იყო რომელთანაც რაღაცით იყო დაკავშირებული. დერეფანი და ეზო პოლიციელებით ივსებოდა. გულშემატკივრობა მაღალ ფაზაში გადადიოდა. მეგობრები იმაზე საუბრობდნენ თუ როგორ უწოდებდა ალინა ექიმ ჯეიკობს "სიმპატიურ ექიმს". "ჩემი ექიმი შესანიშნავია" -იტყოდა ხოლმე. თუ ვინმე საავადმყოფოს ახსენებდა, თუნდ ოპერაციის გაკეთებას და მით უმეტეს ნაღვლის ბუშტის ოპერაციის ან სახელს ჯეიკობს ახსენებდა, თუ ვინმე მხოლოდ ჰანტერს მაინც ახსენებდა წამსვე მისი ქირურგი წარმოედგინა თვალწინ. ექიმი ჯეიკობ ჰანტერი. მის გამო თანახმა იყო საავადმყოფოში მეორედ მოხვედრილიყო, ოპერაციაზეც კი და თუ ექიმისგან საოცნებო მზერას დაიმსახურებდა მადლობელიც კი იქნებოდა ამ ოპერაციისთვის. -ყველაფერი დასრულდა ექიმო. გარდაიცვალა. ყველამ ერთმანეთის მიყოლებით ამოისუნთქა, თუმცა ეს ამოსუნთქვა არ იყო შვების მომგვრელი, პირიქით კრიჭა შეკრულნი იდგნენ, თითქოს მათ მიუძღოდათ ბრალი პაციენტის მდგომარეობაში. -სიკვდილის დრო გამოაცხადეთ. -დამაჯერებლად, უკვე მკაცრად გაისმა ნეიროქირურგ ალექს ვუდის ხმა. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი გარდაიცვლება ექიმი დადებს სკალპერს, დამწუხრებული მოიხდის ქირურგიულ ქუდს და დინჯი ნაბიჯებით პაციენტის ახლობლებს მიუახლოვდება, თავაზიანი და თავშეკავებული და არა გულგრილი, ემოციების გარეშე რადგან იმავეს განიცდიდა ახლობელი ვისაც მძიმე სიტყვებს ეუბნებოდა: რაც შეგვეძლო ვიღონეთ. ვწუხვარ. ეს ვწუხვარ კი ნიშნავს, მოკვდა და ყველაფერი დასრულდა, დასრულდა მის ირგვლივ. ზოგ შემთხვევაში მხარზე ხელს დაადებენ. ყველაფერი გავაკეთეთ რისი გაკეთებაც შეგვეძლო. არავინ იცის ამ დროს რა გზას გადის ექიმი. მაშინ პაციენტის ახლობელი ის მაინც ემოციური იყო, ექიმს ჩააფრინდებოდა სახეში, მკლავებში და პასუხს მოსთხოვდა იმის გამო რომ სხვისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა, ვერ გადაარჩინა და რჩება იმედგაცრუება, წარმოუდგენელი აფსურდი რომელიც თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო. ხალხს სჯერა ექიმების, როცა სჯერათ მათი ნდობა არ უნდა დაკარგონ. -ეპინეფრინი მომეცით. კიდე ერთხელ. განმუხტვა. -თქვა ცივი დაბალი ხმით და ექიმის ბრძანება დააიგნორა. ჰანტერი ცდილობდა, ცდილობდა და ამ ყოფაში თითქმის ისტერიკამდე მივიდა. -ნუ გეშინია, ნუ გეშინია ალიჩკა, ყველაფერი კარგად იქნება. შენ ამას შესძლებ. -დაჟინებით დააცქერდა ეკრანს. სასწაულს ელოდებოდა, მართლა სასწაულს. ჯეისონი მზად იყო მიეღწია შეუძლებელისთვის. მოლოდინით აევსო გული. ბურთი ყელში გაეჩხირა, ყელში უჭერდა, ახრჩობდა, კბილებს ისე აჭერდა ერთმანეთს მალე ჩაეფშვნებოდა. ცხვირით ღრმად სუნთქავდა, თვალებს არ ახამხამებდა, სიმშრალისგან თვალები ეწვოდა. უიმედობა აგიჟებდა და ანადგურებდა რომ სიკვდილთან უძლური იყო. სიკვდილი ჯეიკობს ალიჩკას თავს ართმევდა, ქირურგს პაციენტს, საზოგადოებას გმირს. -გულის ცემაა. ღმერთო ჩემო. გილოცავთ ექიმო ჰანტერ. -დახურეთ. -თითქოს სხვისი ხმით ალაპარაკდა, რომ დაკვირვებოდა საკუთარ ხმას ვერ იცნობდა, ცივი და გაბოროტებული გახდომოდა. სხვისი სხეულივით ამოძრავდა, პაციენტის სახესთან გადაინაცვლა, მის მშვიდ სახეს დააცქერდა. ის დღე გაახსენდა როცა ორი წლის წინ ოპერაცია გაუკეთა, ტირილ-კივილით შეიყვანეს საოპერაციოში. გაახსენდა როგორ ეხვეწებოდა ოპერაცია არ გამიკეთოთო მაგრამ იმასაც ხვდებოდა რომ გადაუდებელი ოპერაცია აუცილებელი იყო მისთვის. როგორც იქნა გაეღიმა ქირურგს, თავი იმედიანად გააქნია. -ყოჩაღი გოგო ხარ. მაშინ კი არ იყავი. აი თურმე რატომ ღელავდა ასე განსაკუთრებულად, რატომ ნერვიულობდა ოპერაციაზე, ახლა ალინა ისევე მშვიდად გამოვიდოდა საოპერაციოდან როგორც შეიყვანეს, მშვიდად და უშფოთველად. ექიმი ოლივერი დაელოდა როდის გავიდოდა ჯეიკობი საოპერაციოდან და რამდენიმე წუთში უკან გაჰყვა. -ჯეიკობ -კაბინეტის კარები მიხურა ოლივერმა და მაგიდის წინ სავარძელში ჩაჯდა. -შენ დღეს გაიმარჯვე. სიკვდილის დრო მე მინდოდა გამომეცხადებინა. -ექიმო ოლივერ. -მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. თითქმის ხელიდან გამოგტაცე ელექტროდები და მუშაობა შეგაწყვეტინე, ეს მე გიბრძანე გაჩერებუყლიყავი. -თქვენ ბრალი არ მიგიძღვით ექიმო ოლივერ. ერთი ქირურგის შეცდომა მთელ ქირურგიაზე აისახება. შემთხვევა, რომელიც დღეს მოხდა შეიძლება ნებისმიერი ქირურგი თქვენსავით მოქცეულიყო. განა ვერ ვხვდებოდი რომ დანარჩენი ქირურგები თქვენ გეთანხმებოდნენ, მე უბრალოდ პაციენტის კი არა კონკრეტული ადამიანის გული მეჭირა ხელში და ეს სულ სხვანაირად მოქმედებს რაც არ უნდა ვიხტუნოთ და სხვა ვამტკიცოთ. ალბათ ალინა რომ არა შეიძლება ფარ-ხმალი გაცილებით ადრე დამეყარა, ვწუხვარ მაგრამ ვაღიარებ ამას. ეს თითოეული ჩვენგანისთვის გაკვეთილი იქნება. უმსხვერპლო. -რა გაკავშირებს მასთან?-შეაწყვეტინა საუბარი. ექიმს გაეღიმა, პირველად ამ ხნის განმავლობაში. მხრებში მოეშვა თითქოს ახლა მოეხსნა დაღლილობა და ოპერაციისგან დარჩენილი მღელვარება. ლამაზი ღიმილი ჰქონდა. მაღალი და სიმპატიური იყო. თაფლისფერი თვალები და შავი თმები შვენოდა. იუმორი შესანიშნავი (ამიტომაც აქებდა ალინა მეგობრებში შესანიშნავი ექიმი მყავდაო) და რაც მთავარია უნიჭიერესი ქირურგი გახლდათ. -ორი წლის წინ ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გავუკეთეთ. ტირილით აიღო ყველაფერი. ოპერაციას არ იკეთებდა და როგორც იქნა დავითანხმეთ. ძალიან უსუსური და სუსტი სჩანდა, ახლა სამ ტყვიას გაუმკლავდა და ლამის ჩემს ხელებში დალია სული. -მაგიდისკენ მიიწია სკამი და მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, თავი ხელებში ჩარგო. ის ბავშვია. -ის ქალია. -თავი დახარა და ღიმილი დამალა. -მართალია, ქალია და მე ამ ქალის (დაკარგვას არ ვაპირებ) -დაკარგვას არ აპირებ. -მთელი დერეფანი პოლიციელებით გაივსო.-უთხრა პალატაში შესულმა ანდრეიმ ძმას. -ამბობენ პოლიციელი ქალი დაუჭრიათ. მართლა არ გჭირდები? -არა, წადი სახლში და დაისვენე. საღამო ისევ მარტოობაში მიიწურა. იმედებით აღსავსე და სიხარულის მოლოდინში. -ფანჯარაში მთვარე იცქირებოდა. მას ლამაზი ქალის სახე ჰქონდა მიღებული და ფანჯარაში იღიმოდა. ანდრეიმ თითქოს მთვარეს გაუღიმა, მერე ფანჯარა დაკეტა და თხელი ფარდა ჩამოაფარა. მოწყენილი იყო, სახეზე დიდი ხნის სევდა და ტკივილი აღბეჭდვოდა, წვერ-ულვაში კვლავ წამოზრდოდა და უძილობისგან თვალები ჩაცვენოდა. არ ნებდებოდა, ჯიქურ აწვებოდა ცხოვრებას და ალისიასადმი სიყვარულით ამსხვრევდა ყველა იმ კედელს რომელსაც წინ ცხოვრება აღუმართავდა. არ იცოდა როდის, რამდენ ხანს გასტანდა შავი ღრუბლით დაფარული ცა, როდის გამოიდარებდა, როდის გაშორდება ღრუბლები ანდრეის ცხოვრებას რომელიც ასე ეფარებოდა მზეს, მზეს რომლის სხივები დედამიწაზე გადაშლას ლამობდა, მზე რომელიც გაათბობდა ალისიას გულს და მოხედავდა სააქაოს. *** მზიანი დილა გათენდა. ანდრეი ღიღინით შემოვიდა პალატაში. მას ძალები მოზღვავებოდა და გულში რაღაც ბედნიერი სხივი ჩასდგომოდა. თავს ბედნიერად გრძნობდა, ალბათ წუხანდელი ძილის შედეგიც იყო, მას ბალიშზე ედო თავი. 140 ფერადი ვარდი წყლით სავსე ჭურჭელში ჩადო. ასეთივე აჟიტირებული მიუახლოვდა ალისიას და ჯიბიდან საქორწილო ბეჭედი ამოიღო. ბეჭედს ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ჯიბით ატარებდა. ეს ბეჭედი ჰო მათი სიყვარულის სიმბოლო იყო, რომელიც დანახშირებული სახლიდან ამოიღეს. სკამი მიაჩოჩა ალისიას საწოლთან, მისი ხელი ხელში დაიჭირა. -სადაც წახვალ მეც იქ წამოვალ. შენთად ერთად ვიტირებ, ვიცინებ. როცა ბავშვი გაგვიჩნდება სიხარულის ცრემლებს მოგწმენდ, ხელს არასოდეს გაგიშვებ. შენი არსებობა ჩემთვის სიცოცხლის ხალისია. თანახმა ხარ ცოლად გამომყვე? მაპატიე კითხვა სხვაგვარად დავსვი, თანახმა ხარ ისევ დამიბრუნდე? -ანდრეიმ შუბლზე მოისვა ხელი, ნერვიულობისგან შუბლი დაცვაროდა, თითქოს საკუთხეველთან იდგა და როგორც ქორწილის დღეს ახლაც რამდენიმე ათული ადამიანი იყო მისი სიტყვების მოწმე. ნიკაპი აუკანკალდა -ჰო ვიცი თანახმა ხარ, რა თქმა უნდა. იმედია მაპატიებ ჩემს თავხედობას, მაგრამ იმით ვიმართლებ თავს რომ მე შენ გკითხე. -ბეჭედი არათითზე მოარგო. -ინიშნები? -კარებში გაღიმებული ბენი გამოჩნდა. ანდრეი ძმისკენ არ შებრუნებულა, ისე, ნაძალადევად გაიღიმა, მაგრამ ეს ნაძალადევი ღიმილიც კი პირზე შეაშრა როცა ალისიას გახშირებული სუნთქვა გაიგონა, ანდრეი გაფითდა. არ იცოდა რა გაეკეთებინა. ალისიამ სუნთქვას უკლო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას რომ ყველაფერი დალაგდა, პირიქით ეს იმას ნიშნავდა რომ ყველაფერი ძალიან ცუდად იყო და ანდრეი ვერ ხვდებოდა რა მოემოქმედებინა. -ექიმს დაუძახე. ბენი გულამოგლეჯილი გაიქცა დერეფანში, უკან ექიმთან ერთად დაბრუნდა. -არ სუნთქავს ექიმო, ხედავთ? -ხმის ჩახლეჩამდე უყვიროდა ანდრეი ექიმს. ანდრეი გვერდზე მისწიეს. -მასთან ვიყავი, უცებ სუნთქვა გაუხშირდა, მერე კი. -ბიჭი ნერვიულად ლაპარაკობდა, ლამის თმებს იგლეჯდა, ოფლში გაღვითქული და სხეულ გამოფიტული ექიმების დახმარებას ცდილობდა და ვერც კი ხვდებოდა რომ ამით ხელს უშლიდა მათ. -დაიკო -კარებთან მდგარი ბენი ღაპაღუპით ჰყრიდა ცრემლებს და გულამოგლეჯილი ტიროდა, ტიროდა უხმოდ. ექიმები ძალებს არ იშურებდნენ რომ პაციენტს უკან მოეხედა. -დეფიბრილატორი 100-ზე დამუხტეთ. განმუხტვა. -ბრძანა ექიმმა, ყოველი მცდელობა უშედეგო იყო, ყველანაირად ცდილობდა ალისიას დაბრუნებას, დიახ ცდილობდა, ცდილობდა მის დაბრუნებას. - 200-ზე. განმუხტვა. ამ ყველაფერს თანრიგით ამბობდა. სახე გაფითრებული და შეშფოთებული ჰქონდა. ექიმი ნალოლიავებ პაციენტს ჰკარგავდა რაც იმდენად რეალური იყო, რამდენადაც ანდრეის ვერ წარმოედგინა კიდევ ერთხელ დაკარგვა და ისიც საშინელმა შურის მაძიებელმა სიკვდილმა გააკეთოს. ჩახვეული რადიოსავით გაიძახოდა ექიმი დეფიბრილატორი, დეფიბრილატორიო. ყოველ ჯერზე ზრდიდა მუხტს 100. 200. -ხელით ვცადოთ. - დეფიბრილტორი გვერდზე მიყარა და მთელი ძალით დააწვა ორივე ხელებით. შიში დიდი იყო და სულ უფრო მეტად იკიდებდა ფეხს იმის წარმოდგენა მის გონებაში რომ ანდრეის უთხრას "ყველაფერი ვიღონეთ. ვერ გადავარჩინეთ." და მის თვლწინ გამოაცხადოს სიკვდილის დრო. ექიმი ეკრანს დააშტერდა და გააჭიანურა -ვწუხვარ -თავი გადააქნია, ხელები უიმედოდ გაასავსავა და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. -რას წუჰხარ? -ამ საპატივცემულო კაცს ანდრეი ახლა საყელოში სწვდა და მაღლა ასწია. -მოგკლავ ერიკ. ექიმებმა ხელიდან გამოგლიჯეს ოლივერი. ანდრეი მუხლებზე დადგა, ცოლი ჩაიხუტა, გულში ჩაიკრა, უკოცნიდა თვალებს, შუბლს, ტუჩებს, ხელებს და ემუდარებოდა. -ალისია! აჩვენე, დაუმტკიცე მათ რომ სიკვდილზე ძლიერი ხარ. ასე ვერ მიმატოვებ, ასე ვერ მოიქცევი. უბრალოდ იბრძოლე, არ დანებდე, არ მოკვდე ანგელოზო. -დაიკო, არა გთხოვ -იმეორებდა ბენი, კარებთან ფეხები მოეკვეთა და მოცელილივით ჩაიკეცა. სახე ხელებში ჩარგო და მთელი გულით აღრიალდა. ისე როგორც რამდენიმე წლის წინ როცა ბებია და ბაბუა დაასაფლავეს და პიროდა დადეს რომ იქნებოდნენ კეთილები და არასოდეს დაივიწყებდნენ იმ გაჭირვებასა და შიმშილს რომლის დროსაც მაინც ყველაზე ბენდიერები იყვნენ ამ ქვეყნად. ზრუნვა, წუხილი ბენის მხრიდან ეს ყოველივე არ იყო მოჩვენებითი და ყალბი მას მთელი გულით სურდა ალისიას გადარჩენა. ის და იყო მისი რომელიც არასოდეს ჰყოლია. ცხოვრება შეიძლება ზოგჯერ დაუნდობელია, ზოგჯერ კი სიურპრიზებით აღსავსე. ამერიკაშიც და საქართველოშიც ადამიანის გულისცემა ყველგან ერთნაირად ისმის. არა გატყუებთ ხმამაღლა არ ისმის, თუ შენი გულის ხმა გესმის ეს გულის არითმიაა ან სიყვარული, სხვა შემთხვევაში კი ადამიანი უბრალოდ თავის გულის ცემას გრძნობს. შეყვარებულ ადამიანს კი ესმის მისი გულის თანამოზიარეს და სწორედ მაშინ როცა ანდრეი ალისიას სხეულზე გაშეშდა, ცრემლები შეაშრა და თითქოს ეგონა სიზმარს ხედავდა მაშინ გაიგონა გულის ხმა, მისი არა მხოლოდ ალისიასი, ისე ხმამაღლა და აშკარა იყო იგი თითქოს ყურის ბარაბნებს უხეთქავდა. როცა აშკარა იყო ალისიას ამქვეყნად მობრუნება, მაშინ ანდრეიმ კარებში გამავალ ექიმს ხელი ჩაავლო და ექიმი საწოლამდე იმის ფიქრით გაჰყვა რომ ანდრეი სიგიჟის ზღვარზე იყო. ახლა უკვე დარწმუნებული ექიმი მშვიდად განაგრძობდა ალისიას გამოკვლევას და როცა ყველაფერი დაასრულა სიმწრისგან დაცვარული შუბლი ხალათის კუთხით მოიმშალა და პირველი რაც გააკეთა ანდრეის მიულოცა. გაოცებული და საოცრად გახარებული ბენი ფეხზე წამოიჭრა, ვირივით დაკრეჭილი, ახლა უკვე ბედნიერების ცრემლებს იწმენდდა. -ასეთი შემთხვევა პრაკტიკაში არ მქონია. -აპარატს შეჰყურებდა ექიმი რომელიც გული მუშაობას აჩვენებდა. -გული გაჩერებული ჰქონდა, მან კი რამდენიმე წამში მუშაობა განაგრძო. არ ვიცი ისეთი რა სიყვარული შეგიძლიათ ლუჩენკოებს მაგრამ ფაქტია მას არ შეუძლია მიგატოვოს. ქართველი არის ჰო? ქართველები ასეთი მებრძოლი ხალხია? ნამდვილად, ადამიანები ერთმანეთისთვის იბადებიან. -ექიმო ოლივერ -აქოშინებული ხმით შემოგლიჯა კარები შავგრემანმა ინტერნმა და ცოტა ხნით გაჩუმდა. -ენა გადაყლაპე ინტერნო? -ალინას ტვინი მოკვდა. -ხომ თქვით რომ ტომოგრაფია გადაუღეთ. -გადავუღეთ მაგრამ არაფერი გამოჩნდა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა შეუძლებელია. -ვიცი, შენ გგონია არ ვიცი თუ ტვინი მოკვდა რომ ვერ გაიღვიძებს? ვიცი, ვიცი რა შემთხვევაში კვდება ტვინი. -დუმილის შემდეგ განაგრძო. -ის არ დაკარგავს გმირის სახელს. შეგიძლიათ ოჯახის წევრებს შეატყობინოთ და მისი ორგანოები დონორად გამოვიყენოთ. მხოლოდ ექიმ ჰანტერთან შეთანხმებით. ვინ იცის ახლა როგორ არის. ჩვენ ქირურგები თავს ვიტყუებთ რომ ყველა პაციენტის გადარჩენას შევძლებთ. კარგი. -მძიმედ წარმოთქვა ექიმმა და ალისიას თავთან სისტემა დაარეგულირა, სიტყვა აღარ უთქვამს, სიჩუმეს ინარჩუნებდა, ხვდებოდა ყველა ადამიანის გადარჩენას ვერ მოახერხებდა, მაგრამ თითოეულის დაკარგვა მძიმე განსაცდელს ანიჭებდა. -სიკვდილს ვერაფერი შეაჩერებს. ბოლოს ყველა კვდება. -ოცდასამი წლის ასაკში სიკვდილი ბოლო არ უნდა იყოს. -თქვა ანდრეიმ ისე რომ მისთვის არ შეუხედავს. -ვწუხვარ. -ვწუხვარ! ვწუხვარ ამის თქმა შეგიძლიათ მხოლოდ, ექიმებს. ექიმმა ოლივერმა არაფერი უპასუხა. თვლიდა თუ არა ანდრეის სიტყვებს სიმართლედ მაინც ადურობად ჩათვალა და ინტერნს მიუბრუნდა. -ალისიას ვენაში ახალი კათეტერი ჩაუდგით. -და ბენთან ერთად ოთახიდან გაუჩუნარდა. ვიღაც კვდება, ვიღაც ახალ სიცოცხლეს იძენს, ვიღაც ინარჩუნებს. ყველას გადარჩენას ვერ მოახერხებენ, თუმც ეს ყველაზე მეტად გვინდოდეს. ანდრეი აღარ იყო შეშინებული, დარწმუნებული იყო რომ ყველა გასაჭირი და უბედურება უკან მოიტოვა. აღარ ჰქონდა ფერწასული სახე, პირიქით მისი ლამაზი სახე იმედებით აღსავსე გახდომოდა, მეტად უფრო მხნედ და გაბედულად დააბიჯებდა. მერე საწოლთან ჩამოუჯდა თავიდან დაბადებულ მეუღლეს, მისის ხელი ხელში დაიჭირა, კვლავ ისეთივე სითბო იგრძნო სხეულში, მთელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. აი სად არის ირონია. ადამიანთა ნაწილი სიახრულისგან ცას უწვდენს ხელებს, ზოგი ექიმის მოლოდინში წამებსცითვლის იქნებ კარგი ამბავი მოიუტანონ. ანდრეის აღარ ეჩვენებოდა ისეთ ნატანჯ სახიანი, პირიქით დამშვიდებული და დაწყნარებული მოეჩვენა იგი, ტუჩები აღარ ჰქონდა დახეთქილი მხოლოდ სიმშრალე შერჩენოდა, თვალებზე აქა-იქ შერჩენოდა სილურჯე, შუბლსა და ნიკაპზე ნაკაწრები პატარა შრამად დარჩენოდა, თუმცა მათი არსებობაც დროის საკითხია. აწეულ თმებზე რეზინა ჰქონდა მოჭერილი, ცხენის ფაფარივით სქელი, ქერა თმა ბალიშზე გვერძე ჰქონდა გადაფენილი. -ჯერ ჩვენი დრო არ დასრულებულა. ვიცი რომ გტკივა, ვიცი მაგრამ უნდა გაუძლო. ნეტავ შემეძლოს შენი ტკივილის საკუთარ თავზე აღება. -ალისიას ხელები ხელებში მოაქცია და აკოცა, რომელშც დიდი გრძნობა ჩააქსოვა თან. იგი ასე იქცეოდა ყოველთვის, ნაზად ეამბორებოდა ალისიას ხელს, ხან შუბლს და მასთან ჩახუტებულს საათობით შეეძლო გაეტარებინა, როცა კი ნებას რთავდნენ მის საწოლზე იძინებდა. საწოლის თავთან სკამს დაიდგამდა, გამუდმებით თმებზე ეფერებოდა და საათობის ელაპარაკებოდა. -რომ გამიღიმებ ის ღიმილი სიცოცხლეს მიჩევნია, აი ის ღიმილი მხოლოდ ჩემთვის რომ იქნება განკუთვნილი, ის ღიმილი გულს რომ მიჩქარებს და გონებას მაკარგვინებს. კარგად მახსოვს შენი თვალები, ახლა რომ ასე ჯიუტად არ ახელ მას, გონებაში ჩავიბეჭდე, აი აქ -საჩვენებელი თითი თავზე მიიკაკუნა. -შენახული მაქვს, ფრთხილად მოვუკარი თავი და არავი ხელს არ ვახლებინებ ღიმილს და თვალებს რომელიც მხოლოდ ჩემთვის არის განკუთვნილი. შენ აქ ხარ -გულზე დაიდო ხელი -კიდევ აქ -ახლა თავზე გადაიტანა -აქაც შენ ხარ -თვალებთან მიიტანა საჩვენებელი თითი. -ხედავ? ესეიგი შენ ყველგან ხარ, მთელს სხეულში. ანდრეი კვლავ დაუსრულებლად განაგრძობდა და განაგრძობდა. -სუნთქვა რომ შევძელი უშენობით ჰაერს გაუჭირდა ძალიან, სიცილიც შემაძლებინა უშენობამ მაგრამ ბედნიერად გაუჭირდა, ცრემლიც რომ გამიშრა მაშინ უკვე სუნთქვა გამიჭირდა. ანდრეი საათობით იჯდა მის თავთან ჩამომჯდარი და ესაუბრებოდა განუწყვეტლივ. გონებაში იღდგენდა ალისიას ქცევას, საუბარს, სიარულს. ახსენებდა წარსულს. ელაპარაკებოდა მომავალზე. -ვცადე უშენობას შევგუებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. ვერ ვსუნთქავ. არ ვიცი ასე მალე რატომ წახვედი. ჩვენს სიყვარულს დრო ვერაფერს დააკლებს. მე მჯერა და გთხოვ დაიჯერე შენც რომ ერთად ვიქნებით, მერე 100 წლის შემდეგ იქაც ხომ ერთად ვიქნებით. სადაც წახვალ მეც იქ წამოვალ. შენთად ერთად ვიტირებ, ვიცინებ. როცა ბავშვი გაგვიჩნდება სიხარულის ცრემლებს მოგწმენდ, ხელს არასოდეს გაგიშვებ. შენი არსებობა ჩემთვის სიცოცხლის ხალისია. ბოლო ამ წინადადებს ხშირად უმეორებდა ანდრეი, მაშინ როცა პირველად ხელი სთხოვა, მაშინ როცა ეს მეორედ გააკეთა რამდენიმე დღის წინ. *** ცნობილი ადამიანის ცხოვრების თანამგზავრი ჟურნალისტი იყო. გარდაუვალია, მაგრამ ხომ შეიძლება მოსვენება პოვოს ადამიანმა მათგან რამდენიმე საათით, თუნდაც რამდენიმე წუთით? უტაქტოდ ირეოდნენ პირად ცხოვრებაში და იქ ყოფდნენ ცხვირს, სადაც მათი ყოფნა უადგილო იყო. მათი ინტერესის სფერო ერთადერთი იყო და ყველაზე ნაკლებად წუდნენ გმირების რეალურ ცხოვრებაზე და იმაზე თუ რატომ ვერ გრძელდებოდა გადაღებები. ანდრეის მეგობარს, უკვე მოხუცებულ რეჟისორს უამრავი იდეა გააჩნდა, მას სურდა ერთი სრულ მეტრჟიანი ფილმის გადაღება მაგრამ ეს იდეა მხოლოდ სურვილის დონეზე დარჩა, ფილმი რომელიც ანდრეისთნ ერთად უნდა დაეწყო დროებით შეწყვეტილი იყო. მაგრამ ეს "დროებით" რამდენ თვესა და წელს მოიცავდა რთული იყო განემსჭვალა. რთული იყო დაეჯერებინა მაყურებელთა ნაწილი რომ დროებით შეუძლებელი იყო გადაღებების განახლება, ისინი მუქარასაც არ ერიდებოდნენ რეჟისორისა და სცენარისტის შესაშინებლად, პროტესტის ნიშნად დაიწყებდნენ გაფიცვებს, რბევას. ზოგ მათგანს არ სჯეროდა ანდრეისა და ალისიას ცხოვრება და ამ ყველაფერს ვარსკვლავთა შექმნილ ახალ სტილს მიაწერდნენ. ცნობილი იყო წარმატებული ადამიანები სევდიანი ისტორიით ახალ იმიჯს ირგებდნენ და ხალხის სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვებას ცდილობდნენ. ამიტომ მაყურებელთა კითხვებს სჭირდებოდათ უტყუარი პასუხები და დადგა დღე როდესაც ჯონის სამუშაო კაბინეტის კარებთან შეკრებილ ჟურნალისტებს უამრავი უარის შემდეგ გაიღო კარები და ისინი მიწვეულნი იყვნენ ჯონის წინაშე. ჟურნალისტები და ფოტოგრაფერი უზარმაზარ კაბინეტში განლაგდნენ, ერთმანეთის რიგად ჩამწკრივებულნი ისხდნენ. მათ წინ გრძელ მაგიდასთან მსხდომ ემილის და ჯონს ადევნებდნენ თვალყურს, რომელთაც მისალმებას ელოდებოდნენ რომ შემდეგ კითხვების კორიანტელი დაეყენებინათ. ჯონს და ემილის თავიანთი მინერალური წყალი ედგათ. ემილიმ ჭიქაში ჩამოასხა წყალი და მოსვა. მას შემდეგ რაც ცივი წყლის გემო იგრძნო წამოიწყო. -მოგესალმებით. მე და ბატონი ჯონი ყველა თქვენს დასმულ შეკითხვას ვუპასუხებთ და ერთხელ და სამუდამოდ აღმოვფხვრით ყველა უმიზეზო ჭორს. მაგრამ შევთანხმდეთ ერთზე, დავიცვათ რიგი და ვცეთ ერთმანეთს პატივი. ჟურნალისტები ერთდროულად აყაყანდნენ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი დაწინაურდა. -მადლობა მინდა გადაგიხადოთ რომ მოგვეცით საშუალება და თანახმა ხართ ჩვენს დასმულ კითხვებს უპასუხოთ. -მოსვენება არ მოგვეცით. -გაიხუმრა ბატონმა ჯონმა. -გეთანხმებით, მაგრამ ჩვენი სამუშაო ეს არის. -ბევრი დრო არ გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ. ფეხზე ერთ-ერთი წარმატებული არხის ჟურნლისტი წამოდგა. მიკროფონს ხელი დააჭირა და შეკითხვის დასასმელად მოემზადა. -პირველ რიგში ალისია -გვარის წარმოთქმის დროს შეყოვნდა, მისი გვარის წარმოთქმა გაუჭირდა და გაეღიმა. -ალისიას მდგომარეობა გვაწუხებს. ეს უკანასკნელი ზედმეტად მეამიტურად და დაუჯერებლად წარმოთქვა. მას მართლაც აინტერესებდა გოგონას მდგომარეობა, მაგრამ არა იმდენად როგორი წუხილიდაც წარმოთქვა. -ჯერ კიდევ უგონოდ არის, მაგრამ ვიმედოვნებთ და დარწმუნებულნი ვართ რომ მალე გამოჯამრთელდება. -დიახ. -გაზეთის ჟურნალისტმა დაიტაცა მიკროფონი და ფეხზე წამოდგა. ეს სწორედ ის ჟურნალისტი გახლდათ, რომელიც თაფლობის თვეში მყოფ ალისაისა და ანდრეის გაესაუბრა ერთ-ეთ რესტორანში და სწორედ ამ ჟურნალისტის მეშვეობით შეექმნა შერეული შთაბეჭდილება ჟურნალისტთა მიმართ, მათ მიმართ კი ნდობა დაუბრუნდა. -მას ერთხელ გავესაუბრე და მომეჩვენა რომ ძალიან კეთილი და თბილი გოგონაა. მთელი გულით ვუსურვებ გამოჯამრთელებას. როგორც ჟურნალისტებს სჩვევიათ უამრავი შეკითხვა დასვეს. შეეხნენ იმას რაც მათთვის არ იყო საჭირო, ცხვირი ჩაჰყვეს იქ სადაც მათ არაფერი ესაქმებოდათ, ეჭვიც კი შეიტანეს ალისიას გამოჯამრთელებაში. აქამდე მშვიდად მყოფი ჯონი და ემილი გრეჰემი ძალიან გააღიზიანა შეკითხვამ "ალისია გამოჯამრთელდება კი?!" უპასუხეს ყოველგვარ შეკითხვას, აქაურს, იქაურს, სხვაზე, მათზე, დაინტერესდნენ ანდრეიმ თუ მოინახულა ციხეში დინარა. როცა ჟურნალისტმა კონკრეტულად ემილისთვის გამიზნული, შეუფერებელი შეკითხვა დასვა ძალიან ეწყინა და გააღიზიანა ეს მეტად მშვიდი და აუღელვებელი გოგონა. -როგორ ეგუებით რომ ბენი სახლში არ ატარებს გარკვეულ დროს? -ძალიან მწყინს ამ შეკითხვას რომ მისვამთ. ეს იმას ნიშნავს რომ არ გვიცნობთ არც მე და არც ბენს. ის ხომ კარგად გამოგდით თქვენთვის საინტერესო დაწეროთ და სკანდალი ააგოროთ მაშინ ხომ არაფერს გვეკითხებით, ცდილობთ ადამიანები ჩვენს წინააღმდეგ განაწყოთ, ათას სულელურ ისტორიებს იგონებთ. მგონი სირცხვილია ამაზე ლაპარაკი. ჟურნალისტის უტაქტო შეკითხვის გამო დანარჩენებმაც მას ავი თვალით გადახედეს. -ალისია როგორც ბენის, ასევე ჩემი უმცროსი დაა, რომ შემეძლოს მის გვერდით დგომა მთელს დღებს გავატარებდი მეც მასთან მაგრამ პატარა ბავშვი მყავს და მარტო ვერ ვტოვებ. მიხარია რომ ბენი ყოველ დღესა და ღამეს მათთან ატარებს და ასე ძალიან უყვარს საკუთარი ძმის ოჯახი. მე კი ყოველდღე დავდივარ საავადმყოფოში მაგრამ სამწუხაროდ დიდ დროს ვერ ვატარებ მათთან. ამომწურავია ჩემი პასუხი? -თქვა ემილიმ და მიკროფონი გამორთო, მერე ჭიქიდან წყალი მოსვა, ჯონს დაემშვიდობა და გაბრაზებული წამოდგა სკამიდან. ჟურნალისტებიც წამოიშალნენ, კარებში გასულ ემილის დაედევნენ, მაგრამ დაცვის ჯგუფმა ისინი შეაკავეს. ემილი მანქანაში ჩაჯდა, ჩანთა გვერდით სავარძელზე დადო, მანქანის სათავსოდან ტელეფონი ამოიღო და ბენს დაურეკა. მოახსენა დღევანდელი პრესკომფერენციის შესახებ, შეპირდა ბავშვის საბავშვო ბაღიდან გამოყვანამდე საავადმყოფოში შეივლიდა და დაწვრილებით უამბობდა ყოველივეს. ასე გადიოდა დრო. ლუკასი და ემილი საავადმყოფოში ყოველდღე დადიოდნენ. იშვიათად არა მაგრამ არც ხშირად შემოივლიდა ხოლმე ჯონიც. *** დღე დღეს ემატებოდა. ასე გავიდა ალისიას საავადმყოფოში გადმოყვანიდან 10 დღე, ისევ ცვლილებებისა და ისევ ლამაზი მწვანე თვალების ხილვის მოლოდინში. ერთ დილას როცა ემილიმ ლუკასი საბავშვო ბაღში დატოვა, საავადმყოფოში შეიარა და ალისიას დახედა. ალისიაზე მეტად ფერმკრთალი და მოუწესრიგებელი ანდრეი იყო. არაფრის მოსმენა არ ისურვა რძალმა, მან კიდევ ერთხელ შეძლო და მიაღწია იმას რომ მოუწესრიგებელი, თმა და წვერ აბურძგნული ანდრეი სახლში წაიყვანა. მანქანა ანდრეის სახლის ჭიშკართან შედგა. იქიდან ემილი და ანდრეი გადმოვიდნენ. ანდრეი თავის ოთახში გაეშურა, თითქოს ვერაფერს ხედავდა ირგვლივ, თთქოს თვალდახუჭული მიაბიჯებდა კიბეებზე, დინჯად, ჩაფიქრებული მიიკვლევდა გზას, ოთახის კარები შეაღო, ისიც ღია დატოვა და ტანსაცმელებიანად გადაწვა საწოლზე. ემილიმ საჭმელი მოამზადა, ის იყო ანდრეისთვის უნდა შეეტყობინებინა, რომ კიბეებზე ჩამომავალი ბიჭი დაინახა, სრულიად შეცვლილი, წვერი გაეპარსა, მართალია წამოზრდილი თმებისთვის სახლის პირობებში ვერაფერი მოეხერხებინა მაგრამ დავარცხნილი ლამაზად გამოიყურებოდა. ახალი ნაცრისფერი მაისური და მუქი ლურჯი ჯინსის შარვალი ეცვა, ფეხზე ყავისფერი კედები. კიბეებზე დინჯად მიაბიჯებდა, არაფერი სჯობდა მის ხილვას. ემილის ესიამოვნა მისი შეცვლა, სიხარულით შეიყვანა სამზარეულოში, გამზადებული კერძი თეფშზე გადაუღო და თავად სასწრაფოდ გავიდა სახლიდან, საბავშვო ბაღში რომ დაეგვიანებინა მაშინ ლუკასს შეეშინდებოდა და ტირილს მორთავდა. მზე ისევ აწვებოდა ფანჯარას, მისი სხივები პალატაში აღწევდა და ალისიას საწოლის ფეხებთან ეცემოდა. გვერდით მაგიდაზე ლარნაკში ჩალაგებული სხვადასხვა ფერის ვარდი ერთმანეთს ისე მჭიდროდ შეწებებოდა, როგორც 90-იანი წლების საქართველოში პურის რიგში მდგომი უამრავი ქართველი. ბენი პალატაში დივანზე წამოწოლილიყო, ზურგს უკან ბალიში ედო და მასზე მიყრდნობილს მუცელზე ლეპტოპი დაედო. გულისყურით ჩაჰკირკიტებდა შიგნით და სიბრაზისგან ყურებიდან ბოლს უშვებდა და თავის მომაბეზრებელი ჟურნალისტების მიმართ წყენა ემატებოდა. გვერდიდან ყურში სასიამოვნო, თბილი და სანუკვარი ხმა ჩაესმა. ხმა რომლის მოსმენაც სანატრელი გახდა. ჩურჩულით ისმოდა მისი მხოლოდ ერთადეთი წარმოთქმული სიტყვა "წყალი" თითქოს რამდენიმე კედლის იქეთ საუბრობდა ვიღაც და ბენამდე ძლივს აღწევდა ხმას. როცა ბენი გამოეკვია, მოზღვავებული სიხარულით ზეზე წამოიჭრა და გულაჩქარებული თვალგახელილ ალისიას თავს წამოადგა. სახეზე ხელები მოუსვა, ხელები დაუკოცნა. რა უცნაურია არა? რამდენჯერ წარმოედგინა ანდრეის ფხიზელი თვალებით საწოლთან მჯდარი მისი თავი, თვალს ადევნებდა როგორ ფრთხილად ააფახულებდა მისი ცოლი ხშირ წამწამებს და ლამაზ, ჭაობისფერ თვალებს შეანათებდა მას. მერე როგორი სინაზით დაუკოცნიდა თვალებს მაგრამ ეს ბედნიერება პირველად ბენმა განიცადა. ისეთი გახარებული და აღფრთოვანებული იყო ამის გამოხატვა ძალიან გაუჭირდა. ყოველ დღე ელოდა ამ წამის დადგომას და მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა იგი. მისი გული სიხარულით აივსო. -ბენ შენ ხარ? -სიტყვებს შორის შესვენებას აკეთებდა და ხელით ბენის სახეს ეძებდა. -სად ხარ? -ჰო დაიკო -ცოტათი გაკვირვებული დააშტერდა ბენი ალისიას ერთ ადგილზე გაშეშებულ თვალებს. გულმა რეჩხი უყო. -სიბნელეში რატომ ვართ? -თითქოს ელოდაო ბენი ამ შეკითხვის დასმას მაგრამ როგორც კი მოისმინა იგრძნო როგორ ჩამოექცა ცა თავზე. -აანთე შუქი ბენ, აქ ძალიან ბნელა. ბენი დაიბნა როცა ალისიას თავს დატეხილი უბედურება გაიაზრა. ცივმა ოფლმა დაასხა და ჯიბიდან ამოღებული ცხვირსახოცით დაცვარული შუბლი მოიწმინდა. ვერაფერი თქვა მხოლოდ გასამხნევებლად ხელი მოუჭირა ხელზე და შუბლზე გადაუსვა ხელი. ფიქრებში ჩაძირულმა საწოლის თავთან მოთავსებულ ღილაკს დააჭირა თითი, რაც იმას ნიშნავდა რომ 409 პალატას ექიმი ესაჭიროებოდა. კარების ზღურბლზე ექიმი ოლივერი შედგა. როცა სასიხარულო გაოგნებას თავი დააღწია ალისიას მიუახლოვდა, ბენის ფერმკრთალი სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ექიმი ალისიას გაეცნო და მისი გასინჯვა თმის ღერიდან ფეხის თითებამდე დაიწყო. ბენი და ალისია გატრუნულები ელოდნენ ექიმის საუბრის დაწყებას. გაურკვეველი გახდა ყველაფერი. სად იყო, ვიღაც კაცი შეკითხვებს უსვამდა, ანდრეი არსად სჩანდა თუმცა ბენი იყო მასთან და აღარ ეშინოდა. მერე გაირკვა რომ ექიმი იყო ეს ვიღაც კაცი და საავადმყოფოში იწვა. ექიმების გარემოცვაში ცოტა არ იყოს შეშინებული იყო, ჯანმრთელი ბავშვი იყო ყოველთვის ალისია და ექიმები მხოლოდ აცრის დროს ჰყავდა ნანახი. როცა ძალიან ატირებდნენ და არც ეფერებოდნენ ტირილისგან ჩაბჟირებულ ბავშვს რის გამოც ცოტა შიში ჰქონდა ბავშვობიდან მათდამი. შემდეგ შეეჩვია და არხეინადაც კი იყო, ექიმები არც ისეთი საშიში და სერიოზულები ყოფილან როგორებიც სჩანდნენ, მეტიც მათი ნდობა შეიძლებოდა. პაციენტი გულწრფელად პასუხობდა ექიმი ოლივერის დასმულ შეკითხვებს. ბოლოს კი როცა ექიმი კითხვების დასმას მორჩა და ჩათვალა რომ ყველაფერი რიგზე იყო ალისია აღელვებული ხმით და ათრთოლებული ტუჩებით კვლავ იკითხა თუ რატომ იყვნენ კვლავ სიბნელეში და რატომ არავინ რთავდა შუქს. ეს უკანასკნელი ვერაფერს ხედავდა. შავი იყო ყველაფერი. თვალებზე თითქოს სახვევი აეფარებინოთ, ვინმე კეთისლსინდისიერის გამოჩენას ელოდა რომ მისთვის სახვევები მოეხსნა, მაგრამ ის კეთილი ადამიანი არსად სჩანდა და იგი კვლავ ბურუსსა და გაურკვეველ სიბნელეში რჩებოდა. ექიმმა თვალების წინ საექიმო ფანარი გადაუტარა. ალისიას თვალები კი ერთ წერტილს მიშტერებოდა, სინამდვილეში ის არაფერს არ უყურებდა და სწორედ ამიტომ თვალები ერთ ადგილზე ჰქონდა გაშეშებული. მომხიბლავ თვალებს ცრემლი სწყდებოდნენ როცა მიხვდნენ საკუთარ უძლურებას. ექიმი ქუთუთოებს დააწვა და ქვემოთ ჩამოსწია, თვალები მეტად ჩაწითლებული ჰქონდა. -რატომ ვერ ხედავს? -ახლა ბენმა წამოჰყო თავი. -ნარკოზის ბრალია, დროებითი სიბრმავეა, ეს რამდენიმე საათში გაივლის. ექიმმა ფილტვებზე მოუსმინა, პულსი და ტემპერატურა გაუზომა. -ალისია დარწმუნებული ხარ რომ კვლავ შეგიძლია კითხვებზე პასუხი გამცე? ხომ არ დაიღალე? ალისიამ თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუხარა. -მალე დავასრულებთ. თავი ხომ არ გტკივა? ან გიბრუა? -ცოტა თავბუ მესხმის. ექიმო ამეხილება თვალები? -დარწმუნებული იყავი. თავს როგორ გრძნობ? -მტკივა. -სახეზე მოისვა ხელი და ატირდა. -ტკივილ გამაყუჩებელი გაკეთებული გაქვს. მალე გაგივლის. -პირი მიშრება, წყალი მინდა. -თავი შეიკავე თუ შეგიძლია. გული აგერევა მერე. -ექიმმა ფონენდოსკოპი კისერზე გადაიდო, პატარა ფანარი ხალათის გულის ჯიბეში ჩაიდო. -მცივა. რამე დამაფარეთ კარგი? მცივა, მცივა. ძალიან მცივა. -კარგი. -ექიმმა დინჯად დააჭირა ღილაკს ხელი რომელიც ექთანს უკავშირდებოდა. -კიდევ დააფარეთ მას, სცივა -უთხრა, მას შემდეგ რაც, ოთახში ექთანი შემოცქრიალდა. შემდეგ იყო კვლავ გასინჯვები.საწოლით გაჰყავდათ ოთახიდან ოთახში აქაო კარდიოგრამაო, იქით გულ-მკერდის რენდგენიო. ვისაც არ ეზარებოდა ზემოდან დაცქეროდა მტირალა ალისიას, ზოგი ინტერესით, ზოგი შეძახილებით "კარგად იქნები" "უი რა მოუვიდა ახალგაზრდა გოგოს". ეს რა ნათქვამი იყო, რა ახალგაზრდა გოგონები ავად არ ხდებიან? რა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდა იწვა საავადმყოფოში თუ მოხუცი, ორივეს ერთნაირად აწუხებთ, ორივეს ერთნაირად სტკივათ, სიცოცხლესაც ერთნაირად შეჰხარიან და ჯამრთელობასაც. *** სულ რამდენიმე წამის გასული იყო ემილი სახლიდან როცა ანდრეის ტელეფონი აწრიალდა. ჩანგალი თეფშზე ჩამოდო, სალფეთქით პირი მოიწმინდა და ტელეფონს უპასუხა. -გისმენ.... -ვზივარ საჭმელს მივირთმევ, ემილი ახლახანს წავიდა ლუკასის გამოსაყვანად.... -კარგი ვზივარ, ვჭამთქო სიარულს ხომ არ დავიწყებდი. მითხარი რა მოხდა..... -რაა? ღმერთო ჩემო, ახლავე მოვდივარ! ანდრეიმ ტელეფონი გათიშა და სკამიდან წამოხტა, ქუჩაში გავარდა. ბედის უკუღმართობით გარეთ არცერთი ტაქსი არ იდგა. -ეშმაკმაც დალახვროს. -ეს უნდოდა ახლა? გამწარებული გზის მეორე მხარეს გაჩერებულ ავტობუსისკენ გაიქცა და ერთი ფეხით შეასწრო დაძრულ ავტობუსს. დასაჯდომი ადგილები არსად იყო. სავარძლებს შორის ფეხზე დადგა და ხელით მოსაკიდს დაეყრდნო. პულსი აჩქარებული ჰქონდა, გახშირებული სუნთქავდა, მკედი ზემოთ-ქვემოთ ადი-ჩადიოდა და ალისიას სახელს რითმულად გამოსცემდა. ჯერ გაეღიმა, შემდეგ ხმამაღლა გაიცინა და ამაყად ყელმოღერებულმა სიხარულით გააქნია თავი. ახლა იგი უკვე ძველი ანდრეი იყო, ამაყი და საკუთარ თავში დაწმუნებული. მგზავრები ყელმოღერებულნი უყურებდნენ ავტობუსში ფეხზე მდგარ მსახიობს. ზოგისთვის საერთოდ არ იყო გასაკვირი ანდრეის ავტობუსში ამოსვლა, იგი ხშირი სტუმარი იყო მისი. ბავშვები თითს იშვერდნენ მისკენ და შიგადაშიგ ჩურჩულს მოჰყვებოდნენ. ქალები თმებს ისწორებდნენ, პომადას ითხაპნიდნენ, როგორმე ანდრეის ფიქრებისთვის თავი დაეღწია დ მათკენ გაეხედა. ანდრეის ხმამაღალმა სიცილმა უცნაური სიჩუმე ჩამოაგდო ავტობუსში. იფიქრეს ხომ არ გაგიჟდაო, მაგრამ გიჟი რომც ყოფილიყო მას რაღაც უხაროდა, ამიტომ მგზავრებს ჯერ გაეღიმათ მერე კი როცა ანდრეიმ სიცილზე ხმამაღალი განაცხადი გააკეთა "ჩემი ცოლი გონს მოვიდა" მაშინ გულწრფელად მიულოცეს მას. ავტობუსში ტაშის გრიალი ატყდა. მათ შორის იყვნენ ისეთები რომლებსაც ვერ გაეგო რა ხდებოდა ამიტომ ავტუბუსში ზუზუნიც იყო, ერთმანეთში გადალაპარაკება. ნაცნობი თუ უცნობი ერთმანეთში არეულიყვნენ და ახალ თუ ძველ ჭორი ახალ ამბად აქცევდნენ ბიჭი რომელიც მხოლოდ იმიტომ ადიოდა ავტობუსში რომ ყოველ ჯერზე ახალი გოგონა გაეცნო რათა შემდეგი ღამის გასათევი ჰქონოდა და სარეცელის გამზიარებელი. ახლა იგი ავტობუსში იმიტომ იმყოფება რომ მისი ცხოვრების ერთადერთ გოგონასთან სწრაფად მივიდეს რომელთანაც არა მარტო სარეცელი აკავშირებდა არამდე მთელი სული, გული, სხეული და მთელი მისი არსება. ბიჭი რომელიც ავტობუსში ასული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა ვინ მცნობს და ვინ არაო ახლა ვერცერთ მისკენ მიმართულ ინტერესიან მზერას ვერ ამჩნევდა. ახლა უკვე გულშემატკივრის მიმართ მხოლოდ ისეთ სითბოსა და სიყვარულს ავლენდა როგორიც მამის ძმის, მეგობრის. ანდრეიმ ბილეთი აიღო და ავტობუსის გაჩერებაზე ჩამოვიდა. საავადმყოფომდე დიდი მანძილი იყო დარჩენილი, ბენს სთხოვა მისთვის მიეკითხა და საავადმყოფოშო წაეყვანა. ბენმა ალისია ექთანს ჩააბარა და ანდრეისთან გამოეშურა. *** ემილი საბავშვო ბაღში, დირექტორის კაბინეტთან შეჩერდა, ის ის იყო სახელურს უნდა წატანებოდა რომ მას ლუკასის პედაგოგი მიუახლოვდა. -როგორ ხართ? -მადლობთ კარგად, თქვენ როგორ ხართ? -შეიძლება გაგესაუბოთ? -მიმართა მეგობრული ტონით. -ლუკასი სად არის? -ჯერ კიდევ მასწავლებელი ესაუბრება მათ, ჩვენ შეგვიძლია დავსხეთ.-კარები გააღო პედაგოგმა და ცარიელ კაბინეტში შეიპატიჟა ემილი. კაბინეტის კედლები ვარდისფერი იყო. თაროებზე ლუკასის ასაკის ბავშვების მიერ შესრულებული უამრავი ხელნაკეთი ნივთები და ნახატები ეწყო. ოთახი ისეთი იყო ბავშვებს აქ ყოფნა რომ გაუხარდებოდათ და საბავშვო ბაღს შეეფერებოდა ისეთი. -აი ნახეთ -კედელთან მივიდა პედაგოგი და ერთ-ერთ ნახატს დაადო ხელი.-ეს თქვენმა ბიჭმა დახატა, ხედავთ ვინ არიან ნახატზე? ნახატზე დიდი მწვანე უსასრულო მინდორი და ლურჯი ცა ეხატა. მინდორზე სხვადასხა ყვავილი ამოსულიყო. ნახატის კუთხეში ჩანჩქერი ჩამოდიოდა და ლამაზი პატარა ტბა გუბდებოდა. ნახატის შუაში შესანიშნავი 2 სართულიანი სახლი წამოჭიმულიყო, არც ძალიან დიდი და არც პატარა, ბავშვმა ალბათ დიდი სახლის დახატვა ვერ შეძლო პატარა ფურცლზე, ან მას არ სჭიდებოდა ძალიან დიდი სახლი, მისთვის ერთი ოთახიც საკმარისი იყო სადაც მისი ახლობლები იქნებოდნენ და სადაც ყველაფერი კარგად იქნებოდა. სახლთან ველოსიპედი ეყენა, მის წინ კი ბავშვური ფანტაზიით წარმოქმნილი ადამიანები: ერთი ძალიან მაღალი ბიჭი ეხატა, ეს ალბათ ბენი იყო. მარჯვენა მხარეს ხელი ჰქონდა ჩაკიდებული გოგონასთვის რომელსაც ხშირი შავი თმები ეხატა, ეს კი -ემილი. ემილის ძალიან პატარა გოგონასთვის ჩაეკიდა ხელი, რომელსაც სახელი ჯერ ვერ მოუფიქრა ლუკასმა, ეს პატარა გოგონა კი მისი მომავალი დაიკო ან ძამიკოა იყო რომელიც პატარამ რატომღაც დად წარმოიდგინა. მისი თავი მამის გვერდით დახატა ხელჩკიდებული იყო მასთან, მამა ხომ მისი ეტალონი იყო, სიამაყე და სიყვარული. მის გვერდით ნახატზე ერთი ბიჭი ეხატა, ისიც მაღალი მაგრამ ბენის სიმაღლის არ იყო, ეს უკვე-ანდრეი იყო. ანდრეის კი ლამაზი ქალბატონის ხელი ეჭირა ხელში- ალისიას. ყველანი კი ძალიან, ძალიან გემრიელად იცინოდნენ, ღიმილი მთელ სახეზე ჰქონდათ გადაშლილი და მათ უკან მხოლოდ ვარდისფერი ცხოვრება სჩანდა. ემილი უყურებდა შვილის ნახატს და ცრემლები ჩაუდგა თვალებში. -ჩვენ ბავშვებს ვთხოვეთ დაეხატა "მათი თვალით დანახული მომავალი" რატომღაც როცა ლუკასის ხატვის პროცესს ვადევნებდი თვალს ვხედავდი თანდათან როგორ უცისკროვნდებოდა სახე და ოცნებებში იძირებოდა, ირგვილვ ვერავის აღიქვამდა, თავი სწორედ ამ მინდორზე წარმოედგინა, ყვავილებსა და ოჯახს შორის. სწორედ ამიტომ გამოვარჩიე ეს ნახატი და განკუთვნილი ადგილი მივუჩინე, ის ხომ დიდი ენთუზიაზმით ხატავდა, მთელი ცხოვრება და სიყვარული მოათავსა და ამ პატარა ნახატში. ნუ ტირით, ლუკასი ის ბავშვია რომელსაც სწამს უფლის და სჯერა მომავლის. გაუფრთხილდით მის ფსიქიკას, ძალიან მეამიტი და გულკეთილი ბიჭია. დიახ სწორედ ამ ნახატის საჩვენებლად და ამ სიტყვების სათქმელად შემოგიყვანეთ აქ. დაბრძანდით აი აქ. -მიუთითა სავარძლისკენ, თავად კი დირექტორის სკამზე დაიკავა ადგილი და საზურგეს მიეყრდნო. -როგორ ხართ? -გმადლობთ, კარგად. შეიძლება ნახატი სახლში წავიღო? -ოოო, მაპატიეთ ემილი, მაგრამ ნახატი რომელიც ერთი შეხედვით გაგძნობინებს ოჯახურ სითბოსა და მასში მოყოლილ ამბავს არ შეგვიძლია დავკარგოთ. სწორად გაგვიგეთ -გაეღიმა მასწავლებელს -ჩვენ ვამაყობთ ასეთი ნახატით. -ემილიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -უბრალოდ მინდოდა მამამისისთვის მეჩვენებინა მაგრამ კარგი რა გაეწყობა. -დანანების ნიშნად ხელები გაშალა. -შეგიძლიათ სურათი გადაუღოთ. -კარგი რჩევაა გმადლობთ. -ლუკასმა გვითხრა მალე პატარა ბავშვი გეყოლებათ, გოგონა. ძალიან უხარია. -აჰ დიახ. -გაეღიმა ემილის -მაგრამ დაიკო თუ ძამიკო არ ვიცით. საოცარია მან ნახატში სწორედ პატარა გოგონა დახატა. ვნახოთ ვინ იქნება, მთავარია ჯანმრთელი იყოს. -რა თქმა უნდა. თქვენი რძალი როგორ არის? ლუკასი ხშირად საუბრობს მასზე. -ისევ ისე -ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ისინი საუბარს განაგძობდნენ, როცა ემილის ტელეფონზე ზარი შემოვიდა. მასწავლებელს ბოდიში მოუხადა, ჩანთა სავარძელზე დადო და ფეხზე წამოდგა. -გისმენ ბენ. -მე დაგტოვებთ, თქვენი ნებართვით. მასწავლებელი ემილის დაემშვიდობა და საუბარი განაგძო.. -ბენ ძვირფასო -სახე გაებადრა ემილის -ეს ხომ საოცარია. როგორ არის? ბენმა დაუმალა მას ისევე როგორც ანდრეის ალისიას სიბრმავე, რადგან როგოც ექიმი ამბობს ეს დროებითია, წინასწარ რატომ უმდა აეღელვებინა ისინი. -საბავშვო ბაღში ვარ, ლუკასს ველოდები, პირდაპირ მანდ წამოვალთ, აი ისიც მოდის. -ემილიმ ბავშვს გახედა რომელიც დედის დანახვით გამოწვეულმა სიხარულმა ააღელვა, მაწავლებელს ხელიდან დაუსხლტა და ხელგაშლილი მისკენ გაიქცა. ემილიმ ტელეფონი გამორთო და შარვლის ჯიბეში ჩაიდო. -დედიკო. -საყვარელო. -ჩამუხლულმა, ლუკასს თმებზე ხელი გადაუსვა და უთხრა -მე შენთვის სიურპრიზი მაქვს. -მიყვარს სიურპრიზები, მალე მითხარი ხომ იცი ვერ ვითმენ. -რა გინდა ყველაზე მეტად? -ველოსიპედის გარდა? -თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. -აჰა. -ალისიას გაეღვიძება. -და დიახ, მან გაიღვიძა. -თეატრალურად გაშალა ხელები ემილიმ, მერე გახარებული შვილი გულში ჩაიკრა და ფეხზე წამოდგა. -წავიდეთ მალე რას ველოდებით? -მაისურზე ექაჩებოდა. -ახლავე. -ტელეფონი კვლავ ამოიღო ჯიბიდან და კედელზე დაკიდებულ ნახატს სურათი გადაუღო.-ახლა კი წავიდეთ. -მოგეწონა ჩემი ნახატი? მაშინ შოკოლადი მიყიდე. -ლუკასი გაუჩერებლად ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. *** შავი ჯიპი საავადმყოფოს ჭიშკართან შეჩერდა, ფანჯრიდან ფურცელი აჩვენა, რომლის მიხედვითაც უფლება ჰქონდა სავადმყოფოს ეზოში მანქანით შესულიყო, მეკარემ ელექტრონულ ღილაკს თითი დააჭირა და ჯოხმა ნელ-ნელა ზემოთ ასვლა დაიწყო, ბენის მანქანა ჯოხს ქვემოთ გაძვრა და ნელი სვლით პარკინგზე მანქანებს შორის უკუსვლით ჩააყენა. ბიჭები პალატის კარს მიუახლოვდა. ბენმა ურდულს ხელი ჩაავლო, ის ის იყო ქვემოთ უნდა ჩამოეწია ანდრეიმ ხელი სტაცა და სწრაფად შეაშვებინა. თმები გადაივარცხნა და ბენს ჰკითხა კარგად გამოიყურებოდა თუ არა. იგი ისე ღელავდა როგორც პირველ პაემანზე მიმავალი ყმაწვილი, მას სურდა ისეთი სიმპატიური შეხვედოდა ალისიას როგორც რამდენიმე თვის წინ შეხვდა პირველად. გული გამალებით უცემდა, გარკვევით ჩაესმოდა ყურში მისი ხმა. როგორი იქნებოდა მასთან შეხვედრა, თუ რას ეტყოდა ამ ყველაფრის შესახებ არასოდეს უფიქრია ამაზე, მხოლოდ ლამაზი გოგონას მწვანე თვალები ხილვაზე ოცნებობდა დღე და ღამე და აი დღეს დადგა სწორედ საოცნებო დღე, მაგრამ... "მთელი ცხოვრება ერთ წუთს ველით და როდესაც ის წუთი დგება პატარებივით ვიბნევით. " რაღაც აკავებს ანდრეის, სირცხვილი? რისი? ნუთუ იმის რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ის შეგუებული იყო მეორე ნახევრის გარეშე ცხოვრებას და ახლა არ იცის რა პასუხი გასცეს ალისიას შეკითხვას "-როგორ?! როგორ იცხოვრე ჩემს გარეშე? " მაგრამ ანდრეიმ ხომ იცის რომ ალისია ასეთი არ არის, არასდროს ჰკითხავს ამას, ამიტომ ბენის პასუხს აღარ დაელოდა კითხვაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა და ხალისიანად შეაღო პალატის კარები, თუმცა როცა ალისიას დახუჭულ თვალებს, მის შრამს, თეთრი ბინტით შეხვეულ თავსა და ჩალურჯებებს მოავლო თვალი, მხიარულად მიმავალმა სვლა შეწყვიტა და ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს, თვალებს მომდგარი ცრემლი რომ შეშრობოდა და ღაწვებზე არ დაფენოდა თავი მაღლა ასწია. ბენი სუნთქვაშეკრული მიჰყვა უკან, დაძაბული მიაბიჯებდა და თვალებზე უყურებდა ვაი და ისევ ბნელი ყოფილიყო მის ირგვლივ. კრიჭა შეკრული იყო, მარწუხებივით უჭედა სულში რაღაც, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს ალისიას თვალთა სიბნელე და სადაც იყო დანაშულზე წაასწრდებდნენ. -ალისია. -დაიჩურჩულა ტუჩებმა და ალისიას დახეთქილ ტუჩებს შეეხო. წამის მეასედში სუნთქვა შეეკუმშა როცა მისთვის ნაცნობი და სასიამოვნო გემო შეიგრძნო, თბილი და მარწყვივით ტკბილი ტუჩები. -ანდრეი -თვალები გაახილა გოგონამ და ღიმილით წარმოთქვა ბიჭის სახელი. საწოლიდან წამოწევა დააპირა, მაგრამ ანდრეი უკვე მის სხეულს ძლიერად მიკვროდა და ძალიან ძლიერად ჩახუტებოდა. "ღმერთო, დაილოცოს შენი სახელი" ამოისუნთქა ბენმა ისე თითქოს მთელი სული ამოაყოლა თან. იგი დარწმუნდა რომ ალისიას თვალები ისე კარგად ხედავდა როგორც ადრე. -ჩემთან ხარ, ჩემი ხარ -იმეორებდა იგი და მთელი სხეულით კანკალებდა.-მომენატრე - თქვა მას შემდეგ რაც მხურვალე ჩახუტებითა და ერთმანეთის ცქერით გული იჯერეს.-როგორ ხარ? ხომ არაფერი გტკივა? -ხან სახეზე, ხან კი თავზე კიდებდა ხელს მზრუნველი მეუღლე და ცდილობდა საკუთარი ხელით შეემოწმებინა ადგილები სადაც მის საყვარელ ადამიანს ტკივილი აწუხებდა. -ნუ გეშინია საყვარელო, მე არ მეშინია და ნურც შენ შეგეშინდება, რადგან ახლა ისე კარგად ვარ როგორც არასდროს. ახლა, ზუსტად ამ წუთიდან ვიცი რომ არაფერი მაწუხებს. როგორ ვცხოვრობდი უშენოდ უბრალოდ როგორ შემეძლო მესუნთქა. ჩემი არსებობაც კი აუტანელია შენს გარეშე. იმ ტკივილს რომელიც განვიცადე მამაცურად ვიტანდი და მხოლოდ იმიტომ რომ ვიცოდი მელოდებოდი, მელოდებოდი და მე მოვიდოდი, მოვიდოდი აუცილებლად, ველოდი იმ წამს როცა თვალებში ჩაგხედავდი, როცა შენს სახეს შევეხებოდი და ვიგრძნობდი რომ დავბრუნდი სახლში იქ სადაც მელოდებიან, და მე დავბრუნდი სამუდამოდ. -ალისია! -ანდრეი დამშვიდდი. -ხელის გული ლოყაზე შეახო და დაამშვიდა, მიხვდა რისი თქმა სურდა მას და რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა. -ალისია მაპატიე. -თავი დახარა და მის ფეხებს ალერსით ჩაეხუტა. მისი ცრემლები ისე ასველებდნენ საბანს როგორც წვიმის წვეთები მწვანედ აბიბინებულ ბალახს. -გაპატიო? რისთვის მთხოვ პატიებას? -ნუთუ შენ მე არ მიბრაზდები? -საყვარელო მომისმინე -იდაყვებზე წამოიწია ალისია, ანდრეის გრძელი თითები ხელებში მოიქცია ისე როგორც ეს მისმა პატარა თლილმა თითებმა მოახერხეს და თვალებში ჩააშტერდა. -შენ ჩემი სუნთქვა ხარ. მიყვარხარ, ჰო ძალიან მიყვარხარ იმაზე მეტადაც კი ვიდრე ოდესმე. უბრალოდ მინდა გხედავდე, არასოდეს დავშორდეთ ერთმანეთს, მინდა შენს მწვანე თვალებს მთელი ცხოვრება ვუყურო, სულ. მინდა გისმინო, ვუსმინო შენს სიტყვებს. მინდა შენს ღიმილს ჩემი არსებობა იწვევდეს. -ჩემი ტკივილით რამდენი უბედურება გადაიტანე. -უაზრო ეჭვებით დახუნძლული, მორიდებას გრძნობდა გოგონას მიმათ. -ყველაფერი გავანადგურე, შენი ბედნიერება, ოცნებები. -იცი როდის შევწყვეტ ოცნებას? როცა ჩემს ბიჭს შენსავით მწვანე თვალები და ულამაზესი, მომნუსხველი ღიმილი ექნება. -უთხრა ალისიამ და მორცხვად დახარა თავი. -იცი როცა მივხვდი რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო, შენზე ვიფიქრე, შენს ბედნიერებაზე, შენს ღიმილზე. თვალებს ვხუჭავდი და შენს მწვანე თვალებს ვიხსენებდი თბილსა და მომღიმარს. -მაგრამ ... -ალისიას გულს სევდა მოაწვა -მე ხომ ასეთი ... ხომ არასოდეს მიმატოვებ?-ნაღვლიანად დახარა თავი ძირს და იარაზე მოისვა ხელი. -ერთი წუთითაც არ იფიქრო. იცოდე შენი ნაიარევი არასოდეს იქნება პრობლემა. ჩემთვის მთავარი შენ ხარ და შენი არსებობა. -იარაზე გადაკრულ ბინტს ფრთხილად შეეხო და ცერა თითი ნაზად გადაუსვა. სახე ორივე ხელში მოიქცია და ფრთხილად მიიზიდა მისკენ, შუბლზე აკოცა და უთხრა-მიყვარხარ -შუბლი შუბლზე მიადო და ასე გატრუნულები ერთმანეთს მიეკვრნენ. -შენ ისეთი კარგი ხარ. ისეთი ძლიერი. შენ ამირჩიე მე და მას შემდეგ ელოდი გოგოს რომელიც იცოდი რომ მოკვდა და არასოდეს დაბრუნდებოდა. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, რადგან მე შენ მიყვარხარ. არ აქვს მნიშვნელობა როგორი უცნაური ხდება ეს ყველაფერი. მე აქ ვარ შენს გამო. ჩვენ ამ ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით. თუ კიდევ არსებობს რაც ჯერ არ მომხდარა ჩვენს თავს მასაც გავუმკლავდებით აქამდე უხმოდ მდგარმა ბენმა ჩახველების მაგვარი ხმები გამოსცა და შეყვარებულ წყვილს თვალი ჩაუკრა. ანდრეი ალისიას მოშორდა და ბენს ბალიში ესროლა. -უპს! -ბალიში დაიჭირა ბენმა და ხელში შეათამაშა, საწოლისკენ ზლაზვნით წამოემართა და ბალიში ალისიას ფეხებთან ჩამოდო. ანდრეიმ მხოლოდ ახლა იგძნო უხერხული ჯდომისგან როგორ ატკივდა ცალი მხარე, ირგვლივ მიმოიხედა და სკამს დაუწყო ძებნა, მერე ერთადერთ სკამზე დასკუპებულ ბენს დააცხრა თავზე და ფეხზე წამოაგდო და ალისიას საწოლთან მოკალათდა, ბენმაც თავის მხრივ დივანზე გადაინაცვლა და ზედ მოხერხებულად წამოწვა. -სახლში მინდა. -მოინატრა ალისიამ. -კი როგო არა, ახლავე ჩაიცვი და წავიდეთ. -ბენ -გაეცინა ალისიას მას შემდეგ რაც ბენის დაფაცურებას ადევნებდა თვალს ვითომ და წასავლელად ამზადებდა ალისიას. -სწრაფად ჩაიცვი - დაასერიოზულა ანდრეიმაც, საბანი გადააძრო გოგონას და თავი დამნაშავედ იგრძნო, მის წინ საშინელი სურათი გადაიშალა, მუცელსა და ფეხებზე დაჟეჟილობები და სისხლჩაქცევები ჰქონდა. ანდრეის გული დაეწვა მისი ხილვისას თუმცა სახეზე ერთი ნაკვთიც არ შეტოკებია. -დამაფარე შემცივდა -თხოვა ალისიამ და საბანს ხელით წაეტანა. სინამდვილეში ამ გაგანია სიცხეში მას სრულებითაც არ სციოდა, პირიქით სურდა ის სულთამხუთავი საბანი სადმე შორს მოეფრიალებინა და თვალითაც აღარ ეხილა იგი, მაგრამ მის შიგნით რასაც მალავდა სრულებით არ აღაფრთოვანებდა მას და ანდრეის ამას საგულდაგულოდ უმალავდა, ის კი აღარ იცოდა რომ ყოველი ჭრილობის გადახვევისას ანდრეი თავზე ადგა და მასთან ერთად განიცდიდა ღია ჭრილობებს, ვიმეორებ განიცდიდა და არა აღიზიანებდა. -მტკივა ანდრეი, მტკივა -სახეზე იტაცა ხელი და ბინტის მოშორებას შეეცადა. ანდრეი დაიბნა, გული უკვდებოდა და დახმარებას ვერ ახერხებდა. ერთადერთი, ალისიას ხელი დაიჭირა და უძალიანდებოდა ჭრილობა არ დაეზიანებინა. ჭრილობა ეწვოდა, თითქოს ფეთქავდა და სიკვდილს ანატრებდა უსუსურ გოგონას. -მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. მტკივა ანდრეი, მტკივა. მიშველე რამე.-საწოლზე მოიკუნტა გოგონა და ჩაწითლებული თვალები უფრო მეტად ტანჯული გაუხდა. -ექიმს დავუძახებ -ფეხზე წამოიჭრა ბენი და კარებს მიასკდა, თუმცა მის წინ უკვე ატუზულიყო ექიმი. -მტკივა ექიმო. მეტის ატანა აღარ შემიძლია. -გადახედა ექიმს. ტკივილი გონებას უბინდავდა და სასაცილოდ იკლაკნებოდა. როცა ყველაფერი კარგად არის მის მიღმა პაციენტში ეჭვი ჩნდება. იქნებ და ჩემი შეშინება არ უნდა ექიმს, დამშვიდებით კი სიტუაციის გამოსწორება სურს. ასეთი შიში ალისიას გატაცებული რომ იყო მაშინაც არ უგრძვნია, ახლა კი რა საშინლად სტანჯავდა ტკივილები, შეპარული გულის რევის შეგრძნებები. თავბრუს ხვევა. მეტის ატანა აღარ შეეძლო. ქართულად გაიძახდა: -ვაიმე დედა. ვაიმე დედა, მიშველე. ღმერთო რა დავაშავე ასეთი. მიშველე გთხოვ. -ყოველი მავედრებელი სიტყვა გულიდან წამოსული ქართული სიტყვები იყო. უთუოდ მოგიკლავდათ გულს მისი ხვეწა-მუდარა. ტკივილისგან დაკრუნჩხული სხეული, ნატანჯი და გულშეწუხებული სახე, ჩამქვრალი თვალები, გამოთეთრებული ტუჩები, უჭმელობისგან ჩაცვენილი თვალები და ჩაყრილი ყვრიმალები. ექიმი მშვიდად იყო. დარწმუნებული იყო რომ ტკივილ გამაყუჩებელი ტკივილს დაუამებდა მაგრამ ხედავდა რომ ისედაც ემოციური ალისია თავის ხელში აყვანას არ ცდილობდა. პირიქით ტკივილს უფლებას აძლევდა დამონებოდა მას. იქედან გაქცევა უნდოდა, სურდა მოშორებოდა გაუსაძლის ტკივილებს, სადმე გადახვეწილიყო რათა ტკივილებს გაქცეოდა. ექიმი ოლივერი ახლა ფიქრიანად დააცქერდა, გაკვირვება ეხატა სახეზე. ალისია კვლავ ტიროდა. ერთდროულად გაკვირვებულიც და შეშფოთებულიც იყო. ისევ გაუკეთეს გამაყუჩებელი. ალისია საშინლად დაიძაბა, ნერვებმა აიტანა, ეგონა ტკივილი სულ უფრო და უფრო მეტად იმატებდა, თუმცა რაღა ეგონა ლამის კივილი დაიწყოს ისე საშინლად სტკიოდა სახე. -გაუკეთეთ მორფი -უთხრა ექიმმა პატარა ცქრიალა ექთანს და ალისიას დატანჯულ სახეს გადახედა. -ახლა აღარ გეტკინება. ტკივილი გაგივლის. რამდენიმე წუთში კუნთში წვა იგრძნო, წამლის სიმწარეზე კიდევ ერთხელ აწკმუტუნდა. ექიმი ძმებს მიუბრუნდა -თქვენ არ მიდიხართ? -იქნებ დავრჩე? -საჭიროებას ვერ ვხედავ. ფეხზე ადგომაც შეუძლია თავს რომ მიხედოს. ხვალ მიღების საათებში მობრძანდით. ალისია უკვე ძილბურანში ეხვეოდა. ექიმისა და ძმების საუბარი სადღაც შორიდან ჩაესმოდა. თვალებს მძიმედ აფახულებდა თუმცა ტკივილს ვეღარ გძნობდა. ღამის 11 საათი ხდებოდა ალისიამ თვალები გაახილა. გაიღვიძა. ეძინა? მგონი არც ეძინა, მაგრამ ხვდებოდა რომ ჭრილობა აღარ აწუხებდა თავი კვლავ უბრუოდა თუმცა ბედნიერი იყო. მშვიდად იყო. კუნთში წვის შემდეგ არაფერი ახსოვდა. არც ის როდის დატოვა ანდრეიმ მისი პალატა. ყველაფერი ბუნდოვანი იყო, თვალები ეხუჭებოდა, ძილი უნდოდა ალბათ მალე ჩაიძინებდა. კარები ექიმმა ოლივერმა შემოაღო. ალისია ხედავდა კარებთან იდგა და შიგნით არ შედიოდა.ღიმილიანი სახით უცქერდა და რაღაცას ეკითხებოდა. ჰო მიხვდა, ახლა გარკვევით ესმის. -როგორ ხარ ალისა? კიდევ გტკივა? ალისიამ უარის ნიშნად წაიბურტყუნა და გაიღიმა. მძიმედ დახუჭა თვალები და თავი ძილს მისცა. -ძლივს არ გაგვიცინე?! -გაეღიმა ექიმს. ამის შემდეგ ალისიას აღარ ახსოვდა ექიმი რამდენ ხანში გავიდა პალატიდან, შემდეგ ისიც არ ახსოვდა ექიმი ოლივერი რატომ იყო შემოსული. ისევ გაეღვიძა. თვალებში კვლავ ბუნდონავი იყო ყველაფერი. კარებში ორ სილუეტს ხედავდა. გაარჩია- ორმა ექთანმა შემოჰყო თავი. თეთრებში ჩაცმულმა სარამ და მწვანე ფორმიანმა ჯერემიმ. -როგორ ხარ? -ჰკითხა სარამ და სიცილით შემოვიდა ოთახში. სარა და ჯერემი ალისიამ მაშინ გაიცნო სანამ ტკივილები შეაწუხებდა. ისინი ექიმთან ერთად იყვნენ შემოვლაზე. -კარგად -მანაც ღიმილით უპასუხა. სარა მაღალი შავგრემანი გოგონა იყო, თაფლისფერი თვალებით. უნივერსიტეტი დამთავრებული ჰქონდა და მალე ექიმობისთვის ემზადებოდა. -კიდევ გტკივა? -ახლა ჯერემიმ ჰკითხა. ჯერემი ძალიან მაღალი, სუსტი და ქერა იყო. მასაც თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ეტყობოდა კეთილი და ალალი ბიჭი იყო, გვერდით დამგომი და გაჭირვების ჟამს დამხმარე. ასეთი ახალგაზრდები კი იშვიათია დღევანდელ რეალობაში. სარაც თბილი და მოსიყვარულე ახალგაზრდა იყო, მეტად მხიარული და თავაზიანი ერთობ რომ სასიამოვნო იყო მასთან ყოფნა და საუბარი. -აღარ. მორფი გამიკეთეს. -უთხრა და გაეცინა. -გეტყობა -ჯერემისაც გაეცინა. -რაზე? -იცინი -უპასუხა ჯერემიმ და სამივეს გაეცინა. ალისიას კვლავ მიენაბა თვალები და ჩაეძინა. 4 საათში ისევ გაეღვიძა. ახალმა უბედურებამ იჩინა თავი. გულის რევის შეგრძნება მოსვენებას არ აძლევდა. საწოლთან გადმოდებულ ღილაკს თითით დააწვა და ექთანი გამოიძახა. რამდენიმე წამში დაბალი, შავგრემანი გოგონა მასთან გაჩნდა, ალისიას მოსმენის შემდეგ უკან გატრიალდა და რამდენიმე წამში ჯამით ხელში დაბრუნდა. ალისია წამოჯდა, პირ ღებინება სულ უფრო და უფრო მეტად ტანჯავდა. კუჭში, მერე გულთან გრძნობდა დაწოლას, ბოლოს ყელთან და შეგრძნება ისევ თავიდან მეორდებოდა. მაგრად ჩაეჭიდა ხელი ექთანისთვის ალისიას და პირ-ღებინებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. 10 წუთი ერთად იტანჯებოდა ექთანი და ალისია. ბოლოდ ექთანმა ჯამი პაციენტს დაუტოვა თვითონ კი თავის ადგილს დაუბრუნდა. კარები ღია დატოვა. ალისიას ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. პირ-ღებინება ბავშვობიდან სიკვდილის ტოლფასად მიაჩნდა. როცა მოიწამლებოდა ტირილის მიზეზი მხოლოდ ის იყო რომ არ არეოდა გული. ახლა კი ოღონდ პირ-ღებინება გამოეწვია, ამაზე ნატრობდა. როგორც იქნა აღებია, ღილაკს კვლავ დააჭირა თითი და ექთანმა ჯამიც გამოცვალა. პაციენტი დამშვიდდა, ცოტა ჩაწყნარდა და ძილი გადაწყვიტა, როცა კვლავ იგრძნო ღებინების შეგრძნება. გული მოუკვდა გოგონას და ტირილი დაიწყო. ისევ იგივე განცდები და შეგრძნებები. ვეღარ უძლებდა. მთელი ღამე ასე გაგრძელდა. ყოველ ერთ საათში ექთანი ჯამს აცარიელებდა, ჯამის მწვანე წვენით ავსება კი რა ტანჯვად უჯდებოდა ალისიას მეტმა არავინ იცოდა. 10 წუთით ჩაწყნარდებოდა, შემდეგი ერთ საათს კი მტანჯველ შეგრძნებებში ატარებდა. პირ-ღებინებას მორჩებოდა, თავს მაღლა ასწევდა და გამწარებული დაღლილი ღმერთს ეკითხებოდა "რა დაგიშავე ღმერთო ასეთი" და ამ კითხვაში არამარტო ამჟამინდელი მდგომარეობა იმალებოდა არამედ მისი ტკივილიანი ცხოვრება, დღეები, თვეები და ის წლები სადაც "ვაიმე დედიკო მიშველე რამე"-ს ძახილში დარწმუნებული იყო არავინ გამოეხმაურებოდა რადგან დედის სილამაზე, მისი სითბო და სიყვარული სამწუხაროდ არც კი ახსოვდა. ეს ყოველივე მხოლოდ თამარის დედისგან, წიგნებიდან და კინოებიდან იგრძნო. ეს ყოველივე გულს უთანაღრებდა ქალბატონ ალისიას, გოგონას რომელსაც რამდენიმე თვიანი ცემისთვის გაუძლია, აუტანია ჭრილობები და დღეს არ შეუძლია მკუნალობას გაუმკლავდეს. თუ არ გადაიტან ვერ იგრძნობ ამას. აუტანელი იყო ტკივილები, მახრჩობელი პირ-ღებინება და ასე გაგრძელდა დილამდე, თუმცა იმის მოლოდინი რომ დილას ყველაფერი რიგზე იქნებოდა ამაო აღმოჩნდა. მალე ექიმმა შემოაღო კარები და ღიმილიანი სახით იკითხა თუ როგორ იყო. -გულის რევის შეგრძნება მაქვს. -შეწუხებული და მოწყენილი სახით გახედა ექიმს.-მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. -ეს ნარკოზის შედეგია, გაივლის. წყალი ხომ არ დაგილევია? -მხოლოდ პირს ვისველებდი. -შეიძლება ამანაც გამოიწვია პირ-ღებინება. გაგივლის. -დაამშვიდა. -კუჭის მოქმედება როგორ გაქვს? -ნორმალურად. -შარდვა? -ნორმალურად. -კარგია. ხომ არ გტკივა -ახლა მუცელზე მონოტონურად ამოძრავებდა ხელებს და შიგადაშიგ ალისიას გახედავდა. -არა. მხოლოდ ლოყაზე თითქოს ბწკენასავით ვგრძნობ -პასუხობდა გოგონაც და ექიმის ხელის მოძრაობას თვალს აყოლებდა. -"სუფთა თითები. ალბათ ამხელებს დღეში რადენჯერ უწევთ დაბანა" -გაიფიქრა წამით. -ძალიან კარგი. -ექიმო -კარებში დაბალმა შავგრემანმა გოგონამ შემოიხედა. აზიური შესახედაობა ჰქონდა, საერთოდ არ ჰგავდა თეთრ ამერიკელებს. -კარდიოქურურგს თქვენი ნახვა უნდა. -რა საჩქაროა აქ არ შემომვარდნოდით. -ალისიას გადასაფარებელი მუცელზე გადააფარა და ექთანს მიუხედა. -მაპატიეთ -თავი დახარა ახალგაზრდა ექთანმა და შეურაწყოფილს ტუჩები აუთრთოლდა. -პათოლაბორატორიაში, საშინელ ხასიათზე იყო, ვიღაცას უშვერი სიტყვებით აგინებდა -მითხრა რომ სასწრაფო იყო. ექთანს დღეს აშკარად არ გაუმართლა, ყველა ექიმი ვისთანაც საუბარი მოუწია აშკარად არ წყალობდა. ექიმი ოლივერი მიხვდა უადგილო იყო მისი აღშფოთება და ბოდიში მოიხადა თან დაუყვავა -მაპატიე დღეს ძალიან დაგაღლილი ვარ, რთული ოპერაცია გავაკეთეთ, მთელი ღამე არ მიძინია. ახლა შემოვლაზე მივდივარ. -თქვა, მერე ბიჭებს სთხოვა მონახულების დროს ოთახში ჯერ ერთი შესულიყო, მერე მეორე, ამის შემდეგ ოთახი დატოვა. აზიური შესახედაობის ექთანიც მის კვალს გაჰყვა. იმავე საღამოს ამერიკელი ქალბატონი შემოიყვანეს ალისიასთან სხვათა ოთახებში ადგილის სიმცირის გამო. ქალბატონს როგორც ეტყობოდა ლაპარაკის საღერღელი ჰქონდა აშლილი და მარტო დარჩენილ ალისიასთან საუბარი გააბა, უმეტესად თვითონ ლაპარაკობდა. ალისია არასოდეს აწყვეტინებდა, აძლევდა უფლებას ელაპარაკა, იმდენი რამდენიც სურდა. ის კი ცდილობდა ნაამბობის მიმართ ინტერესი გამოეჩინა იმისდა მიუხედავად რომ ამის თავი სრულებითაც არ ჰქონდა. სიმპატიური ქალი იყო, ცოტა ვაჟკაცურიც. მაღალი და არც ისე გამხდარი. იმაზე უკეთ გამოიყურებოდა ვიდრე ასაკი ჰქონდა, არ ეტყობოდა თუ 65 წელს უკაკუნებდა. ქერა იყო და თაფლისფერი თვალები ჰქონდა. -თვეების წინ საავადმყოფოში ვიწექი. კენჭი მქონდა თირკმელში და ოპერაცია გავიკეთე. ახლა ფეხზე გავიკეთე ოპერაცია, უბედურებამ ჩემთვის მოიცალა მაგრამ არ ვნებდები, მკურნალობას ექვემდებარება. ჰო რის თქმას ვაპირებდი, ოპერაციის შემდეგ პალატაში ჩემთან ერთად ერთი გოგონა იწვა, ოცდაერთი წლის იყო. აპენდოქტომია გაიკეთა. ერთი სიტყვით ყველაზე მარტივი ოპერაცია, მაგრამ როგორც რუსი ქირურგი თუ არ ვცდები პიროგოვი იტყოდა ყველაზე მარტივი ოპერაცია "აპენდოქტომიაა" ხოლო როცა ჰკითხეს ყველაზე რთული მან იგივე პასუხი გასცა. რაზე მოვაყოლე? თავი ხომ არ შეგაწყინე? შენსავით მწვანე თვალები ჰქონდა, ქერა გრძელი თმა. შენ რამდენი წლის ხარ? ოცდაორის ჰო? ერთი ასაკის ყოფილხართ. შენსავით ემოციური იყო ისიც და თვალწინ მიდგას მისი მწუხარება. გოგონა უბრალოდ იტანჯებოდა ოპერაციის შემდგომ დღეებში. ბავშვს ლაპარაკის თავიც არ ჰქონდა, სულ ორ სიტყვას თუ ამოღერღავდა, საწყალ გოგოს საწოლიდან თავის წამოწევაც არ შეეძლო. -იმდენად ღრმა იყო მოგონებები ახლო წარსულის გახსენებით, იმ გოგოს საცოდაობით შეძრწუნებული თავისივით განიცდიდა და გუშინდელი დღესავით აგონდებოდა. -გულის რევის შეგრძნება ტანჯვად თუ გადაექცოდა ადამიანს არ მეგონა, ის კი საშინლად იტანჯებოდა. ექიმს როცა ელაპარაკებოდა ძლივს, შეუმჩევლად ააცმაცუნებდა პირს, ხმადაბლა საუბრობდა, ყურებდაძაბული უსმენდნენ მისი პასუხები რომ მოესმინათ. იშვიათად თუ გაიღიმებდა, ისიც ნაძალადევად და მხოლოდ ექიმს მხოლოდ იმიტომ რომ უხეხულობა გაეფანტა. ამისთვის თავი იმართლა ჩემთან "ექიმია, სულ გულზე შემოყრილი სახე რომ მქონდეს შეზიზღდება პაციენტის ნახვაო" კარგი ექიმი ჰყავდა, ნიჭიერი ახალგაზრდა. სხვა ვერაფერი ჰგვიდა ღიმილს მის სახეზე, ვერც მეგობრები რომლებიც სანახავად მოდიოდნენ, ერთად არა ცალ-ცალკე, ალბათ უნდოდათ ყოველდღე გაეხანგრძლივებინათ ერთად ყოფნა, ყოველდღე ღიმილიანი ყოფილიყო მისი სახე. მშობლები, ბებია სანახავად დადიოდნენ და მაინც ფერმკრთალი ჰქონდა სახე, რეოგორც გავიგე ბაბუა სახლში ელოდებოდა. ერთხელ მახსოვს ტელეფონი ეჭირა ხელში და სახე გაუბრწყინდა, ეს ხომ იშვიათი შემთხვევა იყო, ვერ მოვითმინე და ვკითხე თუ რა იყო ამის მიზეზი, მაანც დაუზარებლად წამიკითხა შეტყობინება, ძმიგან ყოფილა. ციტირებას ვაკეთებ. "ხვალ გნახავ, დღეს ვიყავი და არ შემომიშვეს, ლოს-ანჯელესში რომ ჩამოვედი ძალიან სველი ვიყავი და ვერ წამოვედი, ხვალ მოვალ" ერთი შეხედვით უბრალო და არაფის მთქმელმა შეტყობინებამ მთელი დღე გაუხალისა ბავშვს. მართლაც მისი ძმა მეგობართან ერთად მოვიდა, კარებში გამოჩენისთანავე გაუცისკროვნდა სახე, ბედნიერებას ასხივებდა. იმ დღეს არა მხოლოდ იღიმოდა, არამედ იცინოდა კიდეც, საწოლზე წამომჯდარი იყო და იმ უსიამოვნო შეგრძნებებს უარყოფდა რომელიც აწუხებდა. მართლაც რას ნიშნავს დედმამიშვილობა და მათი სიყვარული, სხვა ჯაჭვი აკავშირებთ მათ ერთმანეთთან, გაუწყვეტელი ჯაჭვი. ოპერაციაზე სანამ შევიდოდა-იცინის-მთელ საავადყოფოს გაუგია ოპერაციას რომ იკეთებდა, შეშინებული ტირილით სულ იღებდა ყველაფერს. ექიმმა რამდენჯერმე შეახსენა მისი ცრემლები. თურმე ოპერაცია არასოდეს ჰქონია განაკეთები და ეშინოდა. ეს პირველი ყოფილა ღმერთმა ჰქნას უკანასკნელიც. საოპერაციოში რომ გაყავდათ ის კვლავ ტიროდა, ზოგს ეცოდებოდა, ზოგი ინტერესით მისჩერებოდა მაგრამ შეტყობინების დაწერა მაინც მოუსწრია ძმისთვის, თავიდან არ აპირებდა ჩემთვის თქმას, ერიდებოდა მაგრამ შემდეგ მითხრა მიწერილი "თუ რამე მომივა იცოდე, რომ ყველაზე მეტად მიყვარდი". ეგონა რომ გავიცინებდი, მაგრამ არ გამცინებია. ალისია ჩუმად იყო, ქალის ციტირებამ სევდა მოჰგარა გულში, ბიოლოგიური და ან ძმა არასოდეს ჰყოლია. გიგა და თამარი ძალიან უყვარდა, -მაგრამ ის ალბათ სხვა იქნება, შენი საკუთარიო -ნატრობდა. -მერე ნათლული ჩამოვიდა ნიუ-ორკიდან. მისი დანახვაც როგორ გაუხარდა. მარტო ყველაფერი ცუდია, ბედნიერებაც და უბედურებაც. გვერდით გულშემატკივარი აუცილებლად გჭირდება. რაღაც დოზით მნიშვნელოვანია პაციენტის თანმხლები პირები, ის რომ გარეთ ვიღაც გელოდება, ელოდება შენს გამოჯანმრთელებას თუნდაც შენთან შემოსვლის უფლება არ მისცენ და ვერ ნახო. სასიამოვნოა როცა გრძნობ რომ მარტო არ ხარ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება იგი, ნათესავი, ოჯახის წევრი თუ მეგობარი. ალისია ისევ ფიქრებმა გაიწვიეს მასთან და სადღაც შორიდან ჩაესმოდა ქალის ჭიკჭიკი. ყველაფერს მისცემდა ოღონდ ახლა გვერდით თამარი და გიგა იყვნენ ყოველთვის ემოციური და გრძნობა მორეული ალისიას გვერდით. გარეთ რომ ელოდებოდნენ შოთიკო ბიძია, ქალბატონი ზაირა, სალომე, ნინო, ეკა, მთლი საქართველო და მსოფლიოში გაფანტული ქართველები. -ამის მიუხედავად -ისევ ქერა ქალის ხმა მისწვდა მის ყურებს -ზოგჯერ მაინც მწუხარედ ჩაიქნევდა ხელს, გოგონას ეგონა არ სჯეროდათ მისი, უნდობლად უცქერდნენ ფიქრობდა თითქოს არ სჯეროდათ მისი, ან რა იყო დაუჯერებელი გოგონას პირდაპირ სახეზე ეხატა უბედურება და მწუხარება. ცრემლები თვალებში მობჯენოდა და ცდილობდა არ შეემჩნიათ იგი. უცებ ჩამოუგორდებოდა და შეუმჩნვლად შეიწმენდდა საბანზე. მისი საცოდაობის შემხედვარე როდის გამწერდნენ ერთი სული მქონდა. შენ კი ჩემო გოგო გმირულად უძლებ. იმის თქმა მინდოდა ტკივილი ტკივილია თითი გაგეჭრება თუ ოპერაციას გაიკეთებ. ემოციაა სხვადასხვანაირი ვინ როგორ განიცდის თითის გაჭრას და ოპერაციის გაკეთებას. შენ გეტყობა მისებრ ემოციური ხარ. ამ საავადმყოფოში ქმარი გარდამეცვალა. სიმართლე გითხრა მათ სიკვდილს ექიმებს ვაბრალებდი და დღემდე ასეა, მათ დაუდევრობას, მოუხერხებლობას და სიცივეს. ტკივილ გამაყუჩებელი -ხმა აუკანკალდა ქალს -მხოლოდ ტკივილ გამაყუჩებელი სჭირდებოდა, ძლიერ მოქმედი ტკივილ გამაყუჩებელი. საკმარისი იქნებოდა მორფინი გაეკეთებინათ მისთვის და ახლა მოსაცდელში დაელოდებოდა ჩემს გაწერას. მოდი ვაღიაროთ, ხშირად მართალია პაციენტის ახლობელი როცა ექიმს ადებს ხელს პაციენტის გარდაცვალებაში, ხშირად ეს მათი დაუდევრობით ხდება. დიახ. ჰო მას ექიმებს ვაბრალებ რომ დღეს ჩემს შვილიშვილებს არ ჰყავთ ბაბუა, შვილებს მამა და მე საყვარელი ადამიანი, ქმარი და მეგობარი. ზოგჯერ ყასაბებს ვადარებთ მათ, ზოგჯერ მარჩიელებს ვუწოდებთ, ოპერაციებზე მონადირეებსაც, ხშირად მათ ხელში ჩავარდნას თოფიანი კაცის გზად გადაყრა გვირჩევნია და ერთი ტყვია მაგრამ ბოლოს მათთან აღმოვჩნდებით, იმ მონადირის ნასროლ ტყვიას ქირურგები იღებენ ჩვენი ორგანიზმიდან, ბოლოს მათთან ვხვდებით და თან იმასაც ვხვდებით რომ მათი იმედი გვაქვს და ღმერთის. მათ ხელებს ვეჭიდებით და სიცოცხლის გახანგრძლივებას მათ ვეხვეწებით. დღეს მწერენ აქედან და დღეს მადლობელი ვარ მათი, ასე რომ დაილოცოს ექიმები და მათი ხელები, სიკვდილს განდევნიან და სიცოცხლეს გიბრუნებენ. მაგრამ არ მინდა შვილო -ხელები გაასავსავა ქალმა -ჩემი სახლ-კარი მირჩევნია. -ყველა ექიმი ერთნაირია? -რას გულისხმობ? -ძალიან მაწუხებს უცოდინარი ექიმები, ასეთები სამწუხაროდ არსებობენ. ექიმების ხელშია ადამიანების სიცოცხლე. რამდენი სწავლა უწევთ მათ, ამიტომ არ შეიძლება ყოველი მეორე ექიმი გახდეს. არ შეიძლება სამედიცინოს სტუდენტი რომელსაც უამრავი გაცდენა აქვს მას დიპლომი ჰქონდეს. ექიმს გრძნობები უნდა გააჩნდეს როცა პაციენტს ანდობს პაციენტის ახლობელი ისინი ყველანაირად უნდა ცდილობდნენ პირველ რიგში ავადმყოფის იმედები გაამართლოს შემდეგ ახლობელის. ექიმის ხელებში მოქცეული პაციენტი მთელი თავისი არსებით ენდობა მას. ექიმს არ უნდა ეხვეწო ქვემოთ ჩამოდი და ავადმყოფის მდგომარეობა მომახსენეო, იგი ყურადღებით უნდა იყოს ყველას მიმართ და დროულად უნდა შეატყობინოს ახლობლებს მდგომარეობა. მაშინ არ ეყოლებათ ამდენი უკმაყოფილო პაციენტი და არავინ დაუძახებთ "კასაპს". გაუწოდონ პაციენტებს დახმარების ხელი, იხსნან მათი სიცოცხლე ისინი ხომ ადამიანები არიან და პირველ რიგში ეს გრძნობა უნდა ამოძრავებდეთ და არა ის ფიქრი რომ მე სამუშაო საათები დამიმთავრდა, თქვენი მოვლა ხვალ დილამდე ჩემი კომპეტენცია არ არისო. აი თუნდაც მაშინ, როდესაც ექიმი ვერ შველის პაციენტს, არ შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს, რატომ არ აღიარებენ ამას. აუხსნას გასაგებად რომ მივიდნენ სხვა ექიმთან. ეს სირცხვილად მიაჩნიათ აქ პაციენტი იჭეჭყება. ექიმი ისეთ მკურნალობას ნიშნავს რაც საერთოდ არ არის ახლოს დაავადებასთან, მეტიც მისდა უნებურად ხელს უწყობს ჯანმრთელობის გაუარესებას. შეიყვარონ პაციენტები და მათ მხოლოდ როგორც ერთ რიგით ადამიანს ისე არ უყურონ. ასეთი ადამიანები იშვიათია. ახსოვდეთ მათი სიცოცხლე ექიმების ხელშია, ექიმების სიცოცხლე კი უფლის ხელში. -პირადი წყენა გაქვს ექიმების მიმართ? თითქოს გაბრაზებული ხარ მათზე და გაღიზიანებული. -არა, უბრალოდ ვხედავდი როგორ სწავლობდნენ უნივესიტეტში ახალგაზრდები, როგორ აბარებდნენ, ვხედავდი მათ გაცდენებს და ყოველთვის მაწუხებდა ეს ფაქტი. -ვერ გეტყვი, აქ და იმ საავადმყოფოში სადაც მანამდე ვიწექი ყველაფერი ათიანზე იყო. შესანიშნავი ექიმები, ნიჭიერები და მცოდნეები. შენ როდის გწერენ შვილო? -არ ვიცი -მოიწყინა ალისიამ. -ამერიკელი ხარ? -ქართველი ვარ. იცით საქართველო სად არის? -უთხრა ჩუმად მაგრამ გარკვევით და საწოლზე ოდნავ აიწია. -ქართველი? -აღფრთოვანდა ოთახის მეზობელი. ერთი იმიტომ რომ მართლაც გაუხარდა ქართველი იყო, მეორეც იმიტომ რომ საუბრის გაგრძელების კიდევ ერთი მიზეზი მიეცა. -იცი? ჩემი შვილიშვილის მომვლელიც ქართველია. ვიტყოდი ამერიკა რა პატარაა მაგრამ ასე რომ არ არის. ანუ ეს უბრალოდ დამთვევაა, შესანიშნავი დამთხვევა. -ისეთი გახარებული სჩანდა ქალი გეგონებოდათ დიდი ხნის უნახავი ნათესავი ნახა, რომელზეც მთელი ცხოვრება შესტკიოდა გული. -არა, უბრალოდ ამერიკაშია ბევრი ქართველი, ისევე როგორც ევროპაში. სამწუხაროდ მოსამსახურეებად არიან აქ. "მოსამსახურეს" თქმა მიჭირს მათ მიმართებაში. შვილები მაინც უფასებდნენ ამას. ცრემლმორეული უსმენდა ქერა ქალბატონი, საკუთარი თავი წარმოიდგინა და გული მოუკვდა შვილიშვილის მომვლელი ქალი რომ გაახსენდა. რა იცის იქნებ მათებრ ძალიან უჭირს ოჯახთან, ქმართან ან შვილთან განშორება. იქნებ მასაც არ აფასებენ და სიყვარულიც გამქრალი აქვთ მის მიმართ, ვაი თუ მის ქართველ მომვლელსაც როგორც ფულის მანქანას ისე უყურებენ. ქალს არ ესმოდა ალისიას შემდეგი საუბარი, ტანში აჟრიალებდა იმის წარმოდგენაზე რა მოხდებოდა ან რას იგრძნობდა თვითონ შვილი და ქმარი ასე რომ მოქცეოდნენ. თავიდანვე უკვირდა თამილა, ორმოცდაათ წელს გადაცილებული ქალი ასე შორს რომ იყო წამოსული, რას აკეთებდა მისი ქმარი როცა ცოლს უშვებდა სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წლობით. მაგრამ ეს ყველაფერი გვერდით იყოს და ასეთი უმსგავსობა და უპატივცემულობა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. -თქვენ რისი ოპერაცია გაგიკეთეს? -ქალის ნათქვამი დაავიწყდა და კითხვა თავიდან გაუმეორა. მისი ხმაც აწუხებდა მაგრამ როცა უსმენდა დრო მაინც მალე გადიოდა. მართლა და მართლა ის ხომ არ არის მხოლოდ საკუთარ თავზე წუხდეს. -მე ფეხზე გავიკეთე ოპერაცია. ისეთი არაფერი, მარტივი ოპერაციაა. ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობ ვერაფერს. ადგილობრივი ანესთეზიით. -სულ ვერაფერს? საშიში ხომ არ არის? -დაფრთხა გოგონა. -არა, ჩემს ექიმს ყველაფერში ვენდობი. ერთად ვსწავლობდით წლების წინ. უნიჭიერესი იყო და ახლაც არის რა თქმა უნდა. ყველაფერში პირველი, განათლებული იყო და ჭკუა მოეკითხებოდა. რამდენი წელი არ გვენახა ერთმანეთი, კარგი მეგობრობა გვქონდა, ერთმანეთს ვუნაწილებდით ყველაფერს, ჩვენ გარდა კიდევ ხუთნი იყვნენ. -აბა როგორ არის ჩვენი პაციენტი? -ოთახში ამხანაგი ექიმი შემოვიდა და ორთავეს მიესალმა. -დღეს ან ხვალ დილით სხვა პალატაში გადაგიყვანთ. გვაპატიეთ ჩვენი სივიწროვე. ძალიან ბევრი დაშავებული მივიღეთ და -ხელები უიმედოდ გაასავსავა ექიმმა პარკერმა. .-არ იღელვო ტომას მთავარია ჩვენი გოგო არ შევაწუხოთ, თავისი გაჭირვება კმარა საწყალს.მოიცა რა თქვი? სხვა პალატაო? დღეს ხომ უნდა გამწეროთ? -დღეს კიდევ დაგაკვირდებით. ხვალ, ხვალ გაგწერთ. -წუხილი. ჰმ?! -მწარედ ჩაიცინა ალისიამ და მეტად ირონიულადაც გამოუვიდა.-პირიქით მე გიხდით ბოდიშს ჩემი გულშეწუხებული სახის გამო და კიდევ იმისთვის რომ გაუთავებლად გესმით ჩემი კვნესა -აქ კი გულწრფელი იყო ალისია. საღამოს კვლავ შემოიარა ტომას პარკერმა და ალისიას ჭრილობა გაუსუფთავა. -ახლა უნდა შეხედო ძალიან დიდი ჭრილობა რომ გაქვს სახეზე. -გამოაჯავრა ექიმმა და გაუცინა. -მგონი არ უნდა მჯეროდეს თქვენი. მხიარულმა ექიმმა ჭრილობა დაუმუშავა, ჰკითხა ტკიოდა თუ არა ხელის დაჭერით. ალისია პასუხობდა რომ არა. -ხომ არ დამამჩნდება. -როგორ გეკადრება. შემდეგ დილას. -შეიძლება? -ოთახში მოსიარულე მაგიდით საჭმელი შემოიტანა ექთანმა.-შუადღე მშვიდობისა. -სახეზე ღიმილ მოგვრილმა ექთანმა კარები მიხურა და მაგიდა საწოლთან მიაგორა. -მადლობთ, მე თვითონ -მაგიდა ახლოს დაიდგა ანდრეიმ და ექთანს სთხოვა ჩემი ხელით ვაჭმევო. პაციენტმა მადლობის ნიშნად გაუღიმა ექთანს. მათ მიმართ ყოველთვის პატივისცემით იყო განმსჭვალული. ისინი ყოველდღე იცვლებოდნენ და მასაც ახალი გოგონას გაცნობა უწევდა ყოველდღიურად, ძველს იშვიათად თუ შეხვდებოდა, ახალი ექთანი - ახალი ნაცნობობა - ახალი ურთიერთობა და მრავალფეროვნება. მართალია თითო სმენაში შეიძლება ერთი უჟმური და წარბშეკრული ექთანი ყოფილიყო რომელსაც თავი მაღლა ეჭია და ზოგჯერ პაციენტებს ისე გადახედავდნენ თითქოს საწოლზე მწოლიარე უსარგებლო სხეულები ყოფილიყვნენ, მაგრამ არაუშავს იმდენი კეთილი და გულთმისანი ექთანი მუშაობა უჟმურების არსებობა დავიწყებას ეცემოდა. ექთანმაც ღიმილიანი სახით დაუტოვა სალფეთქები და ოთახიდან გავიდა. ალისია საწოლზე კომფორტულად მოთავსდა. ბიჭმა გულღმა თეფში ხელში დაიჭირა, კოვზი ამოუსვა და ცხელ სუპს სული შეუბერა. ალისიამ პირი გააღო და ანდრეის მოწოდებული ერთი კოვზი სუპი შეთხვლიპა. -აქ რომ ქალბატონი იწვა წავიდა? -კი. დამშვიდობება უნდოდა შენთან მაგამ გეძინა და არ შეგაწუხა. თეფში ახლოს მისწია ალისიასთან. -არ მინდა -დაიჭყანა იგი. -საავადმყოფოში უგემური საჭმელები აქვთ. -როგორ გეკადრებათ ქალბატონო. უნდა მოძლიერდე რომ აქედან მალე წავიდეთ. -კი მაგრამ. -არავითარი მაგრამ. ერთ თეფს შეჭამ, წყალს დააყოლებ და აი შემდეგ ვიფიქრებ და ტკბილეულს შემოვაპარაბ საავადმყოფოში. -მართლა? -ბავშვივით აუციმციმდა თვალები. -მართლა, ახლა კი მიდი პირი გააღე. -კვლავ ამოუსვა კოვზი სუპში, სული შეუბერა და პირთან მიუტანა. ალისიამ შეძლო შეეჭამა მთელი თეფში სუპი. ანდრეიმ ტუჩები მოსწმინდა და მაგიდა ცარიელი თეფშითა და ჭიქით გვერძე გააჩოჩა. -ყოჩაღ საყვარელო -შუბლზე აკოცა ანდრეიმ. -ახლა დროა ექიმს დაველაპარაკო და ვკითხო როდის გაგწერს. ალისიას თვალები აენთო და გაეღიმა, თუმცა მალევე შეკრა წარბები და სიმწრისგან ამოიკვნესა. ოჰ ეს საშინელი გულის რევის შეგრძნებები. ანდრეის ამის შემდეგ კატეგორიულად აუკრძალეს პალატაში შესვლა, მანამდე სანამ ნახვის საათები არ დადგებოდა. ნახვის საათები როგორც კი დადგა კარებს ანდრეი და ბენი მოაწყა. ანდრეიმ ცოლს ლოყაზე აკოცა, ცხვირი ცხვირზე გაუსვა და გაუღიმა. -როგორ ხარ? -გული მერევა -უთხრა მოწყენით. -რატომ? -ექიმმა იცის ნარკოზმაო. -ალისიამ კარებში შემოსულ ექიმა გახედა. -ჩვენი პაციენტი რას ინებებს? -ხაჭაპური და ხინკალი შეიძლება? -რაა? რა ნკალი? -ენის ჩლექვით გაიმეორა ექიმმა. -ხინკალი. ხი-ნკა-ლი. კარგი დაივიწყეთ. შემწვარი ქათამი მომიტანეთ.-თქვა და გულდაწყვეტილმა გვერდზე გაიხედა. -კარგი საყვარელო, როცა გამოჯანმრთელდები ხაჩაფურიც იქნება და ხინკალიც -მანაც ენის ჩლექვით გაიმეორა ქართული კერძების სახელები. ექიმმა ზედაპირულად დაათვალიერა ალისია. -ექიმო როდემდე მექნება პირ-ღებინება? -დღეს გაღებია? -დიახ. -აჰა -თქვა ჩაფიქრებულმა და ფანჯარაში გაიხედა. სერიოზული სახე ჰქონდა. - გაგივლის -უთხრა, მერე ძმებს სთხოვა რომ ოთახში ერთმანეთის მონაცვლეობით შესულიყვნენ. -დღეს საწოლიდან ადექი? -კი. -თავბრუ გესხმის? -არა. -მოდი აბა წამოდექი. -არა გთხოვთ. არ შემიძლია, გული მერევა და სიარულის თავი არ მაქვს. -მიდო წამოდექი. ალისია უხასიათოდ წამოიწია საწოლიდან, ფრთხილად ჩამოსწია ჯერ ერთი ფეხი, მერე მეორე. საწოლი იმდენად მაღალი იყო ფეხები ძლივს ეხებოდა ფეხის წვერებით იატაკს. -ცოტა ხანი იჯექი. -კარგი -ალისიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. იგი ღრმად და ძლიერად სუნთქავდა,ასე უადვილდრბოდა გულის რევის შეგრძნება დაეოგნორებინა მაგრამ სულ მცირე დროით. -აბა როგორ გრძნობ თავს, თავბრუ ხომ არ გესხმის? -არა. -ახლა თავი მუხლებთან მიიტანე. -ეს შეუძლებელია. -შესაძლებელია -ხელი დაადო თავზე ოლივერმა და თავის მუხლებთან მიტანაში დაეხმარა. -მიდი ნიკაპი მუხლებს შეახე. ახლა გასწორდი და თავი მაღლა ასწიე. მშვენიერი გოგონა ხარ -გაუღიმა ექიმმა-ახლა წამოდი გავისეირნოთ, საავადმყოფოს დაგათვლიერებინებ. ექიმმა ალისია პირველი გაატარა კარებში , დერეფანში პაციენტი კუს ნაბიჯებით მიღოღავდა. ისე იყო დამორცხვებული ნაბიჯის გადადგმაც კი უჭიდა და თან შეუძლოდ ყოფნა და დარცხვენა ერთად ტრაგიკულ სიუჟეტს ჰქმნიდა. ექიმი მედიდურად მაგრამ ნელა დააბიჯებდა რადგან ალისია არ ჩამორჩენოდა და წინ მარტო არ ევლო. -თავბრუ ხომ არ გესხმის? -ჰკითხა კვლავ. -არა. -ალისია მოკლე პასუხებით შემოიფარგლებოდა რადგან გულის რევის შეგრძნება თან სდევდა და საუბრის სურვილს უკარგავდა. ნელ-ნელა ექთნებს მიუახლოვდნენ რომლებიც დივანზე ისხდნენ და საუბრობდნენ, ზოგი ფურცლებში იქექებოდა და გამალებით უხსნიდნენ რაღაცას ერთმანეთს. -გოგოებო გაიცანით ეს ალისაა. ალისიამ ნაძალადევად გაიღიმა ისე რომ თავი მაღლა არ აუწევია. -დიახ ჩვენ მას ვიცნობთ, დღეს სეირნობდა დერეფანში. -მართლა? ძალიან კარგი. კიდევ გაიარეს რამდენიმე ნაბიჯი. -აქ საორდინატოროა -დაანახა ერთ-ერთი კაბინეტი. -ამ ოთახებში კი შენს მსგავად პაციენტები წვანან. "პაციენტები" გაეღიმა ალისიას. დერეფნის ბოლოს გაჩერდნენ და ფანჯარაში გადაიხედეს. -ხედავ იმ შენობას? -დაანახა მაღალი სასტუმრო. -იქ ჩვენი კოსტუმიანი ბიძიები ჩამოდიან ხოლმე, მინისტრებს უწოდებს ხალხი. -ვიცი-გაეცინა ალისიას. -იცი? -ექიმსაც მოჰგვარა ღიმილი. -ასეთი კოსტუმიანი ბიძიები ბევრი ისვენებს ძვირადღირებულ სასტუმროებში და ტკბილი ცხოვრებისთვის არაფერს იკლებენ. ხალხმა იკითხოს თორემ. მალე მობრუნდნენ დერეფნის ბოლოდან და გზა უკან განაგრძეს. -აბა შეცუნცულდი შენს ოთახში -უთხრა ექიმმა მას შემდეგ რაც პალატის კარებამდე მიაცილა. ანდრეიმ ექიმი მოიკითხა, მერე შებლზე აკოცა ალისიას და კარებში გავიდა. -ბენ. -ფრთხილად მილასლასდა საწოლამდე. -შეგიძლია ბალიშის გასწორებაში დამეხმარო? ბენი დივნიდან წამოდგა და ალისიას ბალიში შეუსწორა. -მადლობა -საზურგეს თავისუფლად მიეყდნო და ბენს გაუღიმა. რამდენიმე წუთში ექთანი შემოვიდა. ლანგარზე ნემსი ედო. ექიმის ბრძანებით გულის რევის საწინააღმდგო წამალი ვენაშე შეუშხაპუნა და პალატა დატოვა. ანდრეი საავადმყოფოს მიმღებში მივიდა. მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და ერთ-ერთი წამლის ბუკლეტის თვალიერება დაიწყო, დრო და დრო მის წინ მდგარ თეთრ ხალათიან გოგონას თვალს ადევნებდა როდის მორჩებოდა ტელეფონზე ლაქლაქს და მისი პირადი ცხოვრების გარჩევას თუ როგორ უღალატა ქმარმა და როგორ სახავს გეგმებს სამაგიეროს გადასახდელად. ანდრეიმ მისი ყურადღების მისაბყრობად რამდენჯერმე ჩაახველა თუმცა იგი იმდენად იყო როლში შეჭრილი ვერ აღიქვამდა მის ირგვლივ მყოფთ. -ერთი წუთით, მოითმინეთ. -შეუბღვირა და ნელ-ნელა ყურმილი ძირს დაუშვა როცა მის წინ მდგარ ადამიანში თვით ანდრეი ლუჩენკო ამოიცნო. -მაპატიეთ -შეიშმუშნა გოგონა. -დიახ, რა თქმა უნდა, ოჯახური პრობლემები -ბეჭები აწურა ანდრეიმ და ცალყბად ჩაიცინა. გოგონა სახეზე წამოწითლდა. -ექიმი ოლივერი სად შემიძლია ვნახო? -თავის კაბინეტში. -ერთი წუთით შევატყობინებ. -ტელეფონს დასწვდა თეთრხალათიანი გოგონა, რომელსაც თმები ისე გადაეტკიცა შუბლზე ჰქონდა გადაჭიმული, ამის შემჩნევისას ანდრეის გაეცინა. -რა გაცინებთ? -არაფერი, ისე. -მხრები აიჩეჩა ანდრეიმ. მიმღებში სასწრაფოთ მამაკაცი შემოიყვანეს. თმებ გადატკეცილმა გოგონამ ტელეფონი ჩამოსწია და სასწრაფოს ექიმს მიმართა -მიმღებში შეიყვანეთ. -მერე ინტერს მიუბრუნდა. -ალექს საკაცე მოიტანე და ის ფეხმოტეხილი კაცი მასზე დასვით, მერე ოთახში შეიყვანეთ და ორთოპედ-ტრავმატოლოგი გამოიძახეთ. ერთი წუთით -კვლავ ანდრეის გამოეხმაურა, რომელმაც ყურადღება არ მიაქცია როდის დაუკავშირდებოდა თეთრხალათიანი ექიმ ოლივერს და გადაწყვიტა ვიზიტის გარეშე ხლებოდა მას. -სად მიდიხართ?-უკან დაედევნა თმებგადატკეცილი გოგონა, გვერდით მსხდომთ სთხოვა ყურადღება მიექციათ მის არ ყოფნაში და ფეხმოტეხილი მამაკაცის მოყაყანე ნათესავები დაეშოშმინებინათ. -მაპატიეთ, ვერ შევაჩერე. -მოუბოდიშა მან ექიმს მას შემდეგ რაც ანდრეისთან ერთად ოთახში აღმოჩნდა. გაკიცხვის მოლოდინში კი გაიტრუნა. -არაუშავს, -უთხრა ექიმმა და ხელით ანიშნა დაგვტოვეო. თეთრხალათიანმა გოგონამ ბოდიში მოიხადა და სწრაფად დატოვა იქაურობა. როცა მიმღებს დაუბრუნდა ხედავს როგორ ტუქსავს ორთოპედი ინტერსს და თანაც საკმაოდ ხმამაღლა და გაცხარებით. ალექსი თავდახრილი იდგა და უსიტყვოდ ითმენდა ორთოპედის თითოეულ ნებსით თუ უნებლიედ წამოსროლილ სიტყვებს. ეს არც ისე დრამატულად სჩანდა როგორიც უნდა ყოფილიყო, უფრო მეტიც სასაცილოც კი იყო როგორ ტუქსავდა ერთი მეტრი და ორმოცდაათი სანტიმეტრის ორთოპედი თითქმის ორი მეტრი სიმაღლის ინტერს. -რა მოხდა ბატონებო? -თმებ გადატკეცილი მათ მიუახლოვდა. ორთოპედი ახლა მასზე გადავიდა. -რამდენჯერ გაგაფრთხილეთ როცა იქნება ანალიზისა და რენტგენის-დამარცვლით განაგრძო - პა-სუ-ხე-ბი, მაშინ გამომიძახეთ-თქო. ახლა ღამე უნდა ველოდო როდის აუღებთ ანალიზებს. ინტერნს უნდოდა ეთქვა ლოდინს სჯობს პაციენტები მოინახულეო, მაგრამ როგორ აკადრებდა ენის შეტლიკინებას ორთოპედ-ტრავმატოლოგი. თავის გასამართლებლად ვერაფერი მოიფიქრა და ორთოპედის დამშვიდებას შეეცადა. -გვაპატიეთ. ამ შეცდომას არ გავიმეორებთ. ასეთები იყვნენ პირველი სართულის მიმღებში ექიმები, კეთილები და დამხმარენი როგორც მორიგე ექიმები. ექთნები შესანიშნავები, ისინი რომლებიც უშუალოდ შეხება ჰქონდათ პაციენტთან მათ ვისაც ევალებათ ნემსები, კათეტერი, სიცხის გაზომვა, წნევის. ყველაფერს შესანიშნავად ართმევდნენ თავს, ისე ექცეოდნენ პაციენტს როგორც ოჯახის წევრს. ძალიან მკაცრი ხართ. -უთხრა ანდრეიმ მას შემდეგ რაც კარები ურდულით გადაკეტა. -სამსახური მოითხოვს. ასეთი რა საქმე გაქვს რომ მოთმენა არ შეგიძლია? -შემიძლია დავჯდე? -სკამს გახედა მან. -შეგიძლია, რა მოგივიდა ძალიან სერიოზული სჩანხარ. -მადლობა მინდა გითხრა ექიმო. -სკამზე დაჯდა ანდრეი. -რას ამბობ. -ექიმმა სკამი მიასრიალა მაგიდისკენ. -ეს ჩემი კი არა უფლის დამსახურებაა. ექიმები არ ვიყენებთ ამ სიტყვას მაგრამ ახლა შემიძლია თამამად ვთქვა რომ სასწაული მოხდა. მფარველი ანგელოზი გყავთ თქვენ ლუჩენკოებს, თქვენმა სიყვარულმა და რწმენამ მოიყვანა ალისია დღემდე. -როგორ ფიქრობთ როდის შევძლებთ სახლში წასვლას? -მდაა, -ტუჩებზე მიიტანა საჩვენებელი თითი ექიმმა. -დარწმუნებული ვიყავი რომ ამ შეკითხვას მალე დამისვამდით. მინდოდა რომ კიდევ მყოლოდა საავადმყოფოში მაგრამ შევძლებთ აქედან სახლშიც განვაგძოთ მისი მკურნალობა, თანაც რომ ყველაფერი იმაზე უკეთ მიდის ვიდრე ხდება ხოლმე, დღეს კიდევ დავაკვირდებით, საღამოს გეტყვით პასუხს. მგონია რომ ორ დღეში მოვახერხებთ გავწეროთ. ანდრეი არ მოელოდა ასე ნაადრევად თუ დადგებოდა ეს დღე. -ხუმრობის ხასიათზე ხართ ექიმო? -წარბები შეჰკრა ანდრეიმ. -როგორ ფიქრობ, ვხუმრობ? -არა, მაგრამ .... -დაუშვი ის რომ შენი ალისია ისევ ისეთი ლამაზი იქნება როგორიც იყო. -ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მინდა რომ ის ბედნიერი იყოს, მე კი ვიცი რომ ბედნიერი შრამის გარეშე იქნება. -ამიტომ რამდენიმე კვირაში იგი ძალიან ბედნიერი იქნება. ანდრეიმ ექიმს მადლობა გადაუხადა, ფეხზე წამოდგა და მისი გულწრფელი მადლობა ჩახუტებით განამტკიცა. -მაპატიეთ, ხელს გიშლით- ყურებამდე დაკრეჭილი იდგა კარებში ზოგადი ქირურგი. -როგორც იქნა გიპოვეთ ექიმო ოლივერ. -დაღრეჯით და უადგილო ირონიით წარმოთქვა. ახლა როგორც მეგობარს არა, როგორც კოლეგას ისე უყურებდა, თან მასზე საკმაოდ გაბრაზებულიც სჩანდა. ექიმმა ოლივერმა ანდრეის მკლავებიდან დაიხსნა თავი და დაჭმუჭნული ხალათი გაისწორა. -ასეთი ცინიზმი რით დავიმსახურე? -მთელი ტანით შებრუნდა ექიმი ოლივერი კარებისკენ. -ვინ მოგცა ნება ჩემს ალცაიმერით დაავადებულ პაციენტს ოპერაცია რომ გაუკეთე? -ამ ოპერაციის გარდა მთელი დღე თავისუფალი ჰქონდა და არ უნდოდა მოწყენილობაში გაეტარებინა მორიგეობა. -ვიფიქრე დამქანცველ ოპერაციას თავიდან აგაცილებდი. ანდრეიმ იუხერხულა. დამშვიდობების მაგვარი ჟესტი გამოესახა სახეზე და კარებში გაუჩინარდა. -მომავალში სანამ იფიქრებ მანამდე მე მკითხე. -ოჰო -გაეღიმა ოლივერს და წარბები სასაცილოდ აზიდა. -როგორც სჩანს ჩვენი ექიმი მარცხენა ფეხით ადგა -თქვა მას შემდეგ რაც ზოგადმა ქირურგმა გაბრაზებულმა დატოვა ექიმი ოლივერის კაბინეტი. ანდრეი ღიმილით გაშორდა ექიმი ოლივერის კაბინეტს, მიმღებში თმებგადატკეცილ გოგონას ბოდიში მოუხადა უტაქტო საქციელისთვის. იგი თანახმა იყო დღეს ყველასთვის ბოდიში მოეხადა და ყველასთვის ეთქვა რომ არა მხოლოდ ნათესავები და მეგობრები არამედ მთელი მსოფლიო უყვარდა მას. ასევე ღიმილით დატოვა გოგონა და რამდენიმე ოთახის გავლით ბედნიერი და უდარდელი ნაბიჯებით შევიდა ოთახში. -ჩშშშ -შესვლისთანავე სიჩუმისკენ მოუხმო ბენმა და დაძაბული სახით ალისიას გახედა. -რა მოხდა? -არაფერი, უბრალოდ ჩაეძინა. -ჩურჩულით ლაპარაკობდა იგი. -რა გითხრა ექიმმა. -ორ დღეში შეგვიძლია სახლში წავიყვანოთ. -დივანზე ჩამოჯდა ანდრეი. -კარგი მაშინ სახლში წავალ დღეს და ემილის დავეხმარები შენი სახლი დავალაგოთ. -ამას მართლა გააკეთებ? -არა უბრალოდ სიტყვის მასალად ვთქვი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.