შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 21


28-11-2016, 09:31
ავტორი Viktoria
ნანახია 2 176

ფინალური გამოცდების ქულები აი რას ველოდებოდით დაძაბულები მთელი ზაფხული, ამ ცდაში კი მოგვიახლოვდა ქორწილიც. როგორც პირველ სემესტრში ახლაც მე და ანი სტიპენდიანტები ვიყავით, პირველი კურსი წარმატებულად ჩავხურეთ. ერთი თემიდან ახალი სანერვიულო თემაზე გადავედით. ქორწილი აი რაზე ვნერვიულობდით არადა ვიცოდით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ლუკას და ანის მშობლები ყველაფერს ბრწყინვალედ აგვარებდნენ. ანის საკმაოდ ეტყობოდა მუცელი თუმცა მისთვის მაინც არაჩვეულებრივი კაბა ავარჩიეთ.
- ღმერთო ჩემო რა მოუსვენარია, რომ იცოდეთ.
- მამიკოც მოუსვენარი ჰყავს.
ჩაიღიმა ლუკამ და ანის აკოცა ტუჩებში. სახლისაკენ წამოვედით, გიორგის დავემშვიდობე და დასაძინებლად ავედი ოთახში ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ დაწოლისთანავე ჩამეძინა.
დილით ადრე ავდექი შავი მოკლე კაბა ჩავიცვი მკერდზე მოჭერილი ამავე ფერის ფეხსაცმელები, კაბას წითელი კანტები დაჰყვებოდა, წითელი თავშალიც მოვიხვიე მხრებზე და გიორგის დაველოდე. მოსვლისთანავე ანის სახლისაკენ წავედით. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ანისთან ერთად სალონში წავედი, მაკიაჟი, პიჩოსკა გავიკეთეთ და სახლში დავბრუნდით. ყველაფერი ბრწყინვალე იყო, გამოვეწყვეთ და სიძის მოსვლას ველოდებოდით, ვიდეო გადამღები თითოეულ მომენტს აფიქსირებდა ასევე ფოტოგრაფიც, ანალოგიური სიტვაცია იყო სიძის ოჯახშიც. დათქმულ დროს ლუკა მისი ოჯახი და გიორგიც მოვიდნენ, გიორგიმ გამიღიმა და ლუკას გვერდით დაიკავა ადგილი. სასწრაფოდ ვაზა მოვიტანე და წითელი ვარდები შიგნით ჩავალაგე.
დაიწყო მილოცვები, ყველანი ახალდაქორწინებულებს ლოცავდნენ, მეც მათ რიგში გახლდით. ერთმანეთს გადავეხვიეთ და გადავკოცნეთ.
- და მაინც რატომ მითხარი უარი მეჯვარეობაზე, მარიამ?
- შენც ხო იცი ძალიან მინდოდა, რომ ვყოფილიყავი შენზე უკეთესი ვინ მყავს, მაგრამ თუ გინდა გამცინე ძველთაგან არის ასე მე გიორგის მომავალი ვარ და ჩვენ ხო ხვდები...
- კარგი კარგი ნუ წითლდები გვესმის.
- ნუ დამცინი ლუკაჩო თორემ...
- დღეს არ გინდა მერე იყოს, ჩაიღიმა ანიმ და აკოცა ლოყაზე ლუკას.
- გთხოვთ მეჯვარეები ერთად დადექით ფოტოსათვის.
- თიკა, მოდი გიორგი მოწყდი ახლა მარიამს ნუ შეჭამე თვალებით, ეშმაკურად ჩაიღიმა ლუკაჩომ.
ფოტოები გადაიღეს და სიძემ პატარძალი სახლში წაიყვანა. იქაც იგივე პროცესი ჩატარდა, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ თეფში ლუკამ გატეხა, შოკოლადი კი ანიმ შეჭამა.
- სულ მთლიანად უნდა შემიჭამო?
- ხო კარგი ცოტას გაგიყოფ.
ერთმანეთს გაუნაწილეს შოკოლადის ფილა და მილოცვების შემდეგ მოწამეთაში წავედით ჯვარის დასაწერად. ჯვრისწერის შემდეგ ხელიც მოაწერეს იუსტიციის სახლში და საბოლოოდ ქალაქიც შემოიარეს ფოტოებისათვის და დათქმულ დროს დარბაზსაც მიაშურეს, როგორც ყოველთვის ტრადიციული სუფრა, სასმელები დროს ტარება, ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. ტრადიციული სადღეგრძელოები, ბედნიერი სახეები ცეკვები და სიმღერები.
- დროა პატარძალმა თაიგული ისროლოს, მოემზადეთ გოგონებო და ბიჭებო, იცინოდა ლუკა და თან ანის რაღაცას ანიშნებდა.
- ერთი, ორი, სამი...
თაიგული გიორგის დამ თინათინმა დაიჭირა, ყველა მას ულოცავდა. გიორგის მშობლები სახლში წავიდნენ ჩვენ კი დავრჩით და ახალდაქორწინებულებთან ერთად დავტოვეთ დარბაზი.
- საყვარელო ჩვენ აუცილებლად გვექნება თაფლობისთვე, ხო იცი ახლა...
- ვიცი ძვირფასო, ჩვენ სამივე ერთად წავალთ, ვაი.
- რა ხდება ხო მშვიდობაა ძვირფასო?
- მგონი ჩვენს ბიჭს მოგზაურობის იდეა მოეწონა აი კიდევ, ხვანცალებს.
- სულ მე მგავს.
- ჯერ არ ვიცით იქნებ მე.
- აჯობებს, რომ ორივეს გვგავდეს.
- მიყვარხარ ანი, ყოველთვის მიყვარდი და მეყვარები.
- მეც ლუკა, მეც მიყვარხარ.
ერთმანეთს აკოცეს და გადაეხვივნენ.
- ჩვენც წავალთ რძალო.
- აბა ჰეე, გიორგი მიყვარხარ ძმაო.
- მეც ლუკაჩო, მეც ძალიან მიყვარხარ, შენც მიყვარხარ რძალო.
- იმედია მალე თქვენს ქორწილშიც გავაჯაზებთ.
- იმედია, მარიამი თუ დავითანხმე.
- მოიცა და წინააღმდეგი როდის იყო? ჩაიცინა ლუკამ.
- არც არასდროს, აჰყვა ანიც.
- კარგი ბავშვებო თავს გაუფრთხილდით.
- კარგად მარიამ და იცოდე ჩემს ძმას გაუფრთხილდი.
- ცივ ნიავს არ მივაკარებ.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლისაკენ წამოვედით. სახლში შევედით მდივანზე ჩამოვჯექით და ასე ვყავდი მიხუტებული გულ-მკერდზე რამოდენიმე წუთის განმავლობაში. მაკოცა ლოყაზე და წასასვლელად ადგა.
- მიდიხარ?
- დავრჩე?
- შრნ, როგორც გინდა.
- აქ უკვე მარტო ჩემზე არაა საუბარი მარიამ, გულახდილად გეტყვი, მიყვარხარ მინდა, რომ ჩემთან იყო, ჩემი მინდა, რომ იყო გესმის?
- მესმის გიორგი...
- არ მინდა, რომ დაგაძალო ან ხო ხვდები არა, ყველაფერი შენი სურვილის მიხედვით მინდა, რომ იყოს, მინდა ეს შენც გინდოდეს. იცი, სახლში იმიტომ მივდივარ, რომ მეშინია ჩდუნებას, რომ ვერ გავუძლო, შენ ისეთი ლამაზი და სექსუალური ხარ, მინდიხარ თან ძალიან.
- მეც მიყვარხარ გიორგი.
- ვიცი მარიამ ვიცი, მე წავალ.
მაკოცა ტუჩებზე და კარისაკენ წავიდა, მის გაშვებას არ ვაპირებდი, ის ხომ ჩემი ცხოვრების აზრი იყო. ჯერ კიდევ პირველივე კოცნისას მივიღე გადაწყვეტილება, რომ ის იქნებოდა ჩემი ერთადერთი და უკანასკნელი, უკან გავყევი და კართან მდგომს ზურგზე მივეკარი.
- არ წახვიდე ჩემთან დარჩი.
- დარწმუნებული ხარ?
- ერთადერთი რაშიც დარწმუნებული ვარ ის არის, რომ მიყვარხარ და მჭირდები.
- მეც მიყვარხარ.
მობრუნდა და გულ-მკერდზე მიმიხუტა, ცოტა ხნის შემდეგ კი ნელ-ნელა დამიკოცნა ლოყები, სახის თითოეული დეტალი, ნაზად შეეხო ტუჩებს და წამის მეასედში ისე ვნებიანად დამაცხრა, მეც მის მოქმედებას ნელ-ნელა ვყვებოდი, ვკოცნიდი და ვეფერებოდი. ვიცოდი, რომ მისი ვიყავი, ყოველთვის ასე იქნებოდა ვკოცნიდი და მის თითოეულ შეხებაზე ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. ვერც კი გავაცნობიერე თუ როგორ აღმოვჩნდით ჩემს საძინებელში, მაგრამ ამას მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდფა, ჩემთვის მხოლოდ ერთადერთი რაც არსებობდა ეს გიორგი იყო და მისი ცეცხლოვანი ტუჩები, რომლითაც ნაზად მიკოცნიდა ყელს. პიჯაკი გავაძრე და იქვე ძირს დავაგდე, შემდეგ კი ნელ-ნელა დავიწყე ღილების შეხსნა, საროჩკაც იქვე მოვისროლე და ავასრიალე თითები მის უნაკლო სხეულზე, რამოდენიმე წამით შეჩერდა, ამათვალიერა და ყურთან მიჩურჩულა.
- დარწმუნებული ხარ, მარიამ?
სიტყვებს აზრი არ ჰქონდა, მთელი არსებით დავეწაფე მის ტუჩებს ვკოცნიდი და მის სურნელს ვისრუტავდი. ვიგრძენი, როგორ შემომაძარცვა კაბა და გამიკვირდა ის სიმორცხვეც კი საერთოდ გამქრალიყო. საწილზე წამომაწვინა და ტუჩებზე დამაცხრა, მკოცნიდა, ვკოცნიდი და სიამოვნებისაგან მეცხრე ცაზე დავფრინავდი. ერთადერთს გიორგის ვხედავდი, ვგრძნობდი მის სიყვარულს, სითბოს რაც მაბედნიერებდა, მის სურნელს ვისრუტავდი და მის თვალებში ვიკარგებოდი, მე ხომ ისინი დანახვისთანავე შემიყვარდა.
დილით გავიღვიძე თუ არა გიორგის გაღიმებულ სახეს მოვკარი თვალი.
- დიდი ხანია რაც გღვიძავს?
- არც ისე, შენ გიცქერდი, იცი რა საყვარელი ხარ როცა გძინავს.
- შენც ძალიან საყვარელი ხარ.
- თავს როგორ გრძნობ?
- არაჩვეულებრივად და შენ?
- მშვენივრად შენ მე და აი ნანატრი ჩვენ.
- დღეისათვის რა გეგმები გვაქვს?
- ლუკასთან და ანისთან მეორე დღეზე მივდივართ.
- ღმერთო ჩემო ეგ სულ გადამავიწყდა.
- მეც, დამირეკეს თორემ სულ სხვა გეგმები მქონდა.
- საინტერესოა და რა გეგმები?
- მთელი დღე შენთან ვიქნებოდი, ჩაგიკრავდი გულში და სულ ეგრე მეყოლებოდი.
გულ-მკერდზე ჩამოვადე თავი, ვიგრძენი როგორ შემომხვია ხელები წელზე და ასე ვყავდი რამოდენიმე წამით.
- შენთან ყოფნაზე არც მე არ ვიტყოდი უარს, მაგრამ როგორც მეჯვარე უნდა გაემზადო, დაგვიანება არ გეკადრება.
- უჩვენოდ მაინც არ დაიწყებენ ასე, რომ ჯერ კიდევ დრო გვაქვს.
ისე ვნებიანად მაკოცა ტუჩებში, რომ მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ვკოცნიდი და მის ალერსში ვიკარგებოდი. 12 საათისათვის ფეხზე წამოვხტი, შხაპი მივიღე და გიორგიც ავაგდე.
- რა ხდება მშვენიერო?
- ის ხდება, რომ დავაგვიანეთ ძვირფასო, საათია რაც დავაგვიანეთ.
ჩავიცვით თავი მოვიწესრიგეთ და ლუკასთან სახლში წავედით, როცა მივედით ჯერ კიდევ სუფრა გაუშლელი იყო.
- ეს არის დავაგვიანეთო?
- დიახ, დიახ დააგვიანეთ, უბრალოდ გაგიმართლათ ჩვენებმა სტუმრები პირველი საათისათვის დაპატიჟეს.
- გასაგებია, თავი მიგჯება, მშია და თან მეძინება.
- გუშინ ისე ძალიან ბევრი არ დაგილევია, პახმელიაზე არამგონია, რომ იყო, თავის ტკივილი შიმშილის ბრალია, შიმშილზე იმას მოგახსენებ ჩემო ძმაო, რომ ალბათ მარიამმა არაფერი არ გაჭამა, უეჭველი ეშინია, რომ ფიგურას დაკარგავ და გიფრთხილდება, უძილობას კი რაც შეეხება...
- კარგი გეყოფა ლუკა აღარ მოგბეზრდა ღლაბუცი კაცი მალე მამა გახდები.
- ჯერ სად ხართ ახლა დავიწყე, სად შევჩერდი? ხო, უძილობას რაც შეეხება მეც განმიცდია და ხედავთ ჩვენს შედეგსაც, ანის მუცელზე მოეფერა, იმედია მალე თქვენც მოგილოცავთ.
ლოყებ აწითლებული გიორგის გულ-მკერდზე მივეხუტე, ის კიდევ იცინოდა ლუკასთან და ანისთან ერთად.
- კარგი ლუკა გეყოს დღეისათვის საკმარისია ნელ-ნელა შეაჩვიე.
- შენც ამათ ყვები ხო?
- მე ორივე მხარეს ვემხრობი აქეთ რძალი და ძმაა ჩემი იქით ჩემი მომავალი საცოლე.
- მე, რომ შენი საცოლე არ ვარ.
- ჯერ-ჯერობით, მაგრამ იცოდე ეს საკითხი ამ დღეებში მოგვარდება.
- და რას გეგმავ?
- პირველ რიგში შენების ნახვას, ნიშნობას, ჯვრისწერას, ქორწილს და ასე შემდეგ, რას იტყვი?
- თქვენი გეგმები ჩემთვის მისაღებია.
სტუმრები მოვიდნენ ჩავუჯექით და ძალიან მაგარი დრო გავატარეთ, სახლისაკენ წამოვედით გიორგი დამემშვიდობა გადამეხვია და მაკოცა. სახლში შევედი საწოლზე წამოვწექი და არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
დრო ისე სწრაფად გადიოდა მართლაც, რომ სწორად აღნიშნეს" დრონი მეფობენ და არა მეფენი." უკვე მეორე კურსის სტუდენტები ვიყავით, ახალი საგნები, ლექტორები და რაც მთავარია კიდევ ერთი გიჟური წელიწადი, რომელსაც სწავლა განათლებას შევწირავდით. ანი და პაწაწუნა ერთად დადიოდნენ უნივერსიტეტში. დაბადებამდეც კი სწავლას მოწყურებული იყო პატარა ნიკოლოზი, დიახ ანის და ლუკას ბიჭი ეყოლებათ ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიორგი ნიკოლოზის ნათლია იქნება. სახლში სუფრის გაშლა გადავწყვიტეთ, ჩავუჯექით და დროც კარგად გავატარეთ.
- ძვირფასო ხვალ ან ზეგ შენს მშობლებთან მივალთ, შენი ხელი უნდა ვთხოვო მამაშენს.
- ჩემებს ვესაუბრე, შენზე ბევრი რამ იციან ასე, რომ ხვალ უპრობლემოდ შეგვიძლია მისვლა.
- რაო მამიკომ, როგორ შეხვდა იმ ამბავს, რომ მალე გაუთხოვდები?
- თავიდან უარზე იყო ძლივს დავიყოლიე, მგონი სიძეს იწუნებდა...
- რა ჭირს ამ ანგელოზივით ბიჭს ვინმეს დასაწუნი?
- ხუმრობს ლუკ, მამამის ისედაც მოვწონვარ, ვიცი ვიცნობ.
ვიცინეთ და შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გიორგიც წავიდა სახლში შემოვბრუნდი დავწექი და არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა.
დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე და ჩემებთან წავედი, სახლში ერთ ამბავში იყვნენ, ნინო და ციალა სამზარეულოში ფუსფუსებდნენ. მეც მათ შევუერთდი, ყველაფერი გავამზადეთ და სტუმრების მოსვლამდე ვსაუბრობდით.
- ქორწილი როდისთვის გინდა შვილო? რომელ თვეში?
- იცი დედა პირადად მე არც მინდა ქორწილი, ჯვრისწერაც საკმარისია.
-რას ჰქვია ჯვრისწერა, შენ ხო არ გააფრინე ჩემო მშვენიერო, ერთადერთი ქალიშვილი მითხოვდება და ქორწილის გარეშე, მაგის იმედი არ გქონდეს.
- ხო, მაგრამ მამიკო დიდი ქორწილიც არ მინდა.
- მაგაზე არ ინერვიულო შენ დიდი იქნება თუ პატარა, მთავარი ისაა, რომ შენ ყველა წესის დაცვით გათხოვდები.
- როგორც შენ იტყვი მამა.
დათქმულ დროს სტუმრებიც მოვიდნენ სასტუმრო ოთახში შევიპატიჟე ყველანი, სამზარეულოდან ციალაც გამოვიდა და გაოცებისაგან შეიკივლა.
- ღმერთო ჩემო გიორგი რა დრო გავიდა.
- ციალა შენ ხარ ქალო? მართლაც, მართლაც.
- როგორ ხარ თამარ ისევ გაწვალებს?
- როდის იყო ეგ მშვიდად.
ყველანი მათ ვუყურებდით გაოცებულები, ბებომ დაიჭირა თუ არა ჩვენი მზერა გადმოგვხედა და სიტვაციაც აგვიხსნა.
- ბებო გაიცანი, გიორგი ვიბლიანი.
- ვიცნობ ბებო ჩემი საქმროა.
- ცოლი, რომ არ მყავდეს და ცოტათი ახალგაზრდა, რომ ვყოფილიყავი დიდი სიამოვნებით მოგიყვანდი ცოლად.
- მე კიდევ თქვენს შვილიშვილს მივყვები ცოლად.
- ვიცი ჩემო მშვენიერო.
- ბებო მე გიორგი და თამარი ერთად ვსწავლობდით, მას შემდეგ დიდი დრო გავიდა...
- მართლაც ციალა, ცუდი ისაა, რომ ერთმანეთი დავკარგეთ.
- ხო, მაგრამ არაუშავს ხედავ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე ეტყობა არ გვეწერა ერთმანეთის დაკარგვა, ჩვენი შვილიშვილების ქორწილით ერთმანეთს კიდევ უფრო დავუახლოვდებით.
ბევრი იჭორავეს მოხუცებმა, გიორგის მშობლები ძალიან თბილად შემხვდნენ, ლია და დავითი მართლაც, რომ არაჩვეულებრივები იყვნენ, თინათინი კიდევ ნამდვილი საოცრება, 15 წლის იყო და ისეთი ლამაზი, რომ თვალს მოსჭრიდა ნებისმიერს.
ზალაში გავედით სუფრას მივუჯექით, მივირთვით, დავლიეთ, ვიცინეთ, ვისაუბრეთ და ასე შემდეგ.შუა საუბარში გიორგი ადგა და ხელზე ულამაზესი ბეჭედი გამიკეთა, ყველა ტაშს გვიკრავდა, ლუკა კი გაჰკიოდა.
- კოცნა, კოცნა, გთხოვთ ახლად დანიშნულებმა აკოცეთ ერთმანეთს.
სხვებიც მას აყვნენ, გიორგიც გაღიმებული მომიახლოვდა და ტუჩებში მაკოცა.
- კარგი მოდით ახლა ქორწილის რიცხვიც დავნიშნოთ.
- მარიამს ზამთარში უნდა ქორწილის გადახდა და მეც მის სურვილს ვუერთდები.
- ანუ სადღაც დეკემბერი, იანვარი ან თებერვალი რომელი თვე გინდათ აარჩიეთ.
- დეკემბრის ბოლო რიცხვებისაკენ.
- ხო, მაგრამ გიორგი...
- მშვენიერო გახსოვს გითხარი, რომ ჩვენ მომდევნო წელს ერთად შევხვდებით მეთქი.
- მე კიდევ გითხარი ამას დრო გვიჩვენებს მეთქი.
- და სწორედაც ახლა ჩვენი დროა და მეც დიდ ხანს ველოდი.
- ჩემო საყვარელო მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ ჩემო მშვენიერო.
- ბავშვებო ქორწილს 25 დეკემბერს გადავიხდით.
- არაჩვეულებრივია მამა.
- კარგია მამიკო.
მშობლებს გადავეხვიეთ და შემდეგ ისევ ერთმანეთს ჩავეკარით, ერთმანეთს დავემშვიდობეთ სტუმრები გავაცილე მე ჩემებთან დავრჩი, ნინოსთან ერთად სახლი დავალაგე და დაღლილ- დაქანცული საწოლზე წამოვწექი, მალევე ჩამეძინა.
დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე სამზარეულოში ჩავედი, როგორც ყოველთვის ციალა ფუსფუსებდა, გამიღიმა თბილად გადამეხვია და მაკოცა ლოყაზე, მალევე ნინოც შემოგვიერთდა, ვისაუბრეთ მივირთვით და სახლისაკენ წამოვედი.
სახლი დავალაგე, წიგნიც წავიკითხე, ყველაფერი გავაკეთე და ბოლოს დავისვენე. უნივერსიტეტში დავდიოდით, კონსპექტებს ვაკეთებდი, ერთი და იგივე ყოველ დღე ერთფეროვნება, ცოტათი აუტანელიც კი იყო. ანი ისეთი გაბერილი იყო, რომ ყველა მას უყურებდა და ტყუპების გაჩენას უწინასწარმეტყველებდნენ, რაზეც გულიანად ეცინებოდა.
როგორც ყოველთვის უნივერსიტეტში წავედი მალევე ანიც მოვიდა გამიცინა, ცარიელ აუდიტორიაში შევედით და საუბარიც დავიწყეთ.
- როგორ ხარ ჩემო მშვენიერო?
- რაღა მშვენიერი კი მე ვარ, ვაიმე მარიამ ისეთი გასუქებული ვარ, რომ არ ვიცი სულ ვჭამ, ჭამის გარდა სხვას ვერაფერს ვერ ვუდებ გულს, საერთოდ არაფერი არ მეტევა. მოკლედ თუ ესე გავაგრძელებ, დარჩენილი დრო გოლიათების მაღაზიაში მომიწევს საყიდლებზე წასვლა.
-კარგი, კარგი არც ისეთი მსუქანი არ ხარ და თან რაღა დარჩა, სულ ცოტაც და ჩვენი პატარა ნიკოლოზი გაჩნდება.
- მართალი ხარ ერთი თვეღა დარჩა, მაგრამ რომ იცოდე რა მოუსვენარია.
- აბა, აბა ახლა რა დღეშია და რომ გაჩნდება მერე რაღას იზავს.
ბიჭებიც მოვიდნენ ერთმანეთს გადავეხვიეთ მალევე ბავშვებიც შემოგვიერთდნენ. ლექციაზე ბატონმა დავითმა ძალიან ბევრი გვაცინა, საკმაოდ განსხვავებული იყო ეს დღე სხვა დღეებისაგან. უნივერსიტეტიდან სტუდკაფეში ჩავედით და სანამ ზაკაზს მოგვიტანდნენ ვსაუბრობდით მე და ანი მალევე ნინიც მოგვიახლოვდა.
- პრივეტები გოგონებო.
- პრივეტები ნინი.
- როგორ ხარ მშვენიერო? პაწაწუნა რას შვება?
- მადლობა ნიი ვართ რა, ხვანცალებს...
- ვერ ისვენებს მამასავით, პრივეტ ნინი.
- პრივეტ ლუკა, როგორ ხარ?
- მშვენივრად ვარ, შენ?
- კარგად ვარ მადლობა, გამიხარდა თქვენი ნახვა.
- ჩვენც ნინი.
- კარგად ბავშვებო.
- კარგად ნინი.
- აღარ შემიძლია დავიღალე ყელში ამოვიდა ლექციები, სწავლა, გამოცდები.
- თორემ შენც არ სწავლობდე ყველაფერს საფუძვლიანად.
- დამღლელია ერთ დღეში სწავლა.
- შენც ადექი და ყოველდღე ისწავლე ნელ-ნელა.
- ჩემი სიკვდილი გინდა თუ რა ძმაო.
- არა ყველაზე კარგი ვერსია შემოგთავაზე.
უნივერსიტეტიდან სახლისაკენ წამოვედით, გიორგის დავემშვიდობე, კონსპექტები გავაკეთე, სახლი დავალაგე და დასაძინებლად წამოვწექი, არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
გამოცდებისთვის ჩემთან ვემზადებოდით და წარმატებულადაც ვაბარებდით. ბოლო გამოცდა აკადემიურ წერაში გვქონდა, როგორც ყოველთვის ჩემთან, ვიკრიბებოდით, დათქმულ დროს ბავშვებიც მოვიდნენ. ვიმეცადინეთ, მივრირთვით და შემდეგ კომედიას ვუყურეთ. ბავშვები ჩემთან დარჩნენ, ლუკა და ანი მალევე წავიდნენ დასაძინებლად მე და გიორგიმ კი საშინელებათა ფილმის ყურება დავიწყეთ.
- ღმერთო ჩემო ახლა ის მას შეჭამს.
- კარგი დამშვიდდი ეგ ხომ სინამდვილეში არ ხდება.
- სულ ესე ხდება ჩემი ფავორიტები ყოველთვის კვდებიან.
- კიდევ კარგი, რომ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება.
- ღმერთმა დაგვიფაროს.
- წამოდი დავწვეთ.
ოთახში ავედით პიჟამოები ჩავიცვი და გიორგის საროჩკის გახდაში დავეხმარე, გულ-მკერდზე მიმიხუტა, საწოლზე წამომაწვინა და ტუჩები აასრიალა ჩემს ყელზე, მეც მის ქმედებას ვყვებოდი მეფერებოდა მკოცნიდა და მეც მის სიყვარულში ვიკარგებოდი, ის უკანასკნელი სამოსიც შემომაცალა და შიშველი მის სხეულზე მიმიკრა. მის სურნელს ვისრუტავდი და მის სიყვარულში ვიკარგებოდი. მე მისი ვიყავი მხოლოდ მისი.
დილით ადრე ავდექით თავი მოვიწესრიგეთ, ბავშვებთან ერთად ყავა დავლიე და უნივერსიტეტისაკენ წავედი. გამოცდა წარმატებულად ჩავაბარეთ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ჩემთან ვაპირებდით შეკრებას, ყველაფერი ვიყიდეთ რაც საჭირო იყო, ხვალ დილიდანვე ყველაფერს გავაკეთებდით მე და ანი.
საწოლზე წამოვწექით გიორგის გულ-მკერდზე ჩამოვადე თავი და არც კი ვიცი როდის ჩამეძინა, ტელეფონზე ზარის ხმა გავიგონე, მაინც ძილი ვიბრუნე, მაგრამ გიორგიმ გამაღვიძა.
- ხო მშვიდობაა?
- სასწრაფოდ ჩაიცვა, საავადმყოფოში მივდივართ.
თავი მოვიწესრიგე და ტაქსით საავადმყოფოსაკენ წავედით.
ესეც ასე მომდევნო თავი, იმედია მოგეწონებათ <3 მადლობა ყველას ვინც კითხულობთ ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს <3



№1  offline წევრი სალი-სალი

ეს რა კარგი თავი იყოოო :* როგორ მომეწონა ჩემო საყვარელო <3 გთხოვ გააგრძლეე ველოდები შემდეგ თავს მთელი სულით და გულით :*

 


№2  offline წევრი Viktoria

სალი-სალი
ეს რა კარგი თავი იყოოო :* როგორ მომეწონა ჩემო საყვარელო <3 გთხოვ გააგრძლეე ველოდები შემდეგ თავს მთელი სულით და გულით :*

მადლობა გენაცვალე ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა მეც ძალიან მომწონს სჰენი ისტორიები ლაშა და მარიამის ისტორია. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent