შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არქანგელოზი (თავი 11)


28-11-2016, 15:49
ნანახია 1 948

და დაეშვნენ ანგელოზები ჯოჯოხეთის კარიბჭესთან , ორი ცერბერი მიეგება ლუციფერს ... დანარჩენებს შეუღრინა და მოემზადა ბრძოლისათვის ... ლუციფერმა დააშოშმინა ჯოჯოხეთის ძაღლები ... თვითონ კარიბჭე შეაღო და ფეხი გადადგა ლიმბოსკენ ... რაღაც წინაღობამ არ მისცა მას ამის საშვალება და უკან გადასტყორცნა , რამდენიმე მეტრის იქით გადავარდნილმა ლუციფერმა დაიღრიალა
- წყეულიმც იყავთ ...
- რა მოხდა ლუციფერ - ჩაურთო მიქაელმა
- ბარიერი ...
მიქაელმაც სცადა შიგ შესვლა თუმცა მასაც იგივე დაემართა ... განრისხდნენ ანგელოზები ... მათ არ შეეძლოთ ჯოჯოხეთში შესვლა , დემონებს ანგელოზთა ბარიერი დაეყენებინათ , რომელიც არ აძლევდათ შიგნით შესვლის საშუალებას ...
- წყეული დემონები , როგორ გაბედეს , ჩემს წინაამღდეგ წავიდნენ , ისინი ჩემი ნებით არიან მხოლოდ ცოცხლები , დავხოცავ ! ყველას ჩემი ხელით დავხოცავ ... წყეული ბელზებელი როგორ გამიბედა - ყვიროდა , ღრიალებდა , ოხარავდა ლუციფერი მოსვენება ვერ ჰპოვა , საშინლად განრისხებული იყო , მისი ძმები დაწყნარებას ცდილობდნენ , თუმცა ის ვერ წყნარდებოდა კვლავ ღრიალს აგრძელებდა ...
- მოიცადეთ ჩვენ შეგვიძლია შიგნით შესვლა ... ეს ბარიერი ანგელოზებისთვის შეიძლება ძლიერი იყოს , თუმცა მთავარანგელოზებს შეგვიძლია დავძლიოთ მისი წინაღობა - თქვა დანიელმა
- და რა მერე მაგით ? რვა მთავარანგელოზი მილიარდობით დემონის წინაამღდეგ ვიბრძოლებთ ? ბარიერი ძლიერია ... ის ჩვენი ძალების ნახევარს მაინც წაიღებს ... და რას ვიზამთ მხოლოდ რვანი ნახევარი ძალით ... - არ ცხრებოდა ლუციფერი
- მართალი ხარ , თუმცა იქნებ ისინი გავანადგუროთ ვინც ბარიერი აღმართა ... მაშინ შეეძლებათ ჩვენ ძმებსაც შიგნით შემოსვლა
- მომისმინე დანიელ ... ახლანდელი ჯოჯოხეთი, შევქმენი, მე ... ჩემზე უკეთ არავინ იცის აქაურობა ... ბარიერი ჰიდრაშია , შენ შეიძლება არ იცი , ამიტომ მე გეტყვი ჰიდრა ჯოჯოხეთის ბოლოშია და ჩვენ ყველა ფაზა უნდა გავიაროთ რათა იქ მივიდეთ , რასაც ვერ შევძლებთ ...
- აბა რა ვქნათ ასე უაზროდ ვიდგეთ და ველოდოთ , როდის დაიწყებენ დემონები ყველაფრის განადგურებას ? - საუბარში ჩაერთო ეზეკიელი
- მოიცადეთ , მოიცადეთ თუ დემონებს შეუძლიათ ჯოჯოხეთს დაადონ ანგელოზების ბარიერი ჩვენ რატომ არ შეგვიძლია ჯოჯოხეთს გარედან დავადოთ დემონების ბარიერი - ეშმაკურად გაიღიმა გაბრიელმა
ყველამ გაბრიელისკენ მიმართა ყურადღება , შემდეგ მიხვდნენ , რომ ბარიერების გამოცდილება არავის გააჩნდა ლუციფერის გარდა და ამიტომ ყველამ მას შეხედა , ლუციფერ რას იტყვი ?
- ბარიერები მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას ... ანგელოზთა ბარიერი და მითუმეტეს ასეთი ძლიერის შექმნა ...ძალზე რთულია . რაოდენ ძლიერებიც არ უნდა იყვნენ ბელზებელი , შაითანი ან თუნდაც ვასაგო ... არცერთს არ ძალუძს მაინც ასეთი რაოდენობის ენერგიის წარმოქმნა ... ამ ბარიერზე შემიძლია ვივარაოდო , რომ რამოდენიმე ათეული ათასი დემონი შეეწირა , რათა მათგან ენერგია მიეღოთ ... - დაასრულა ლუციფერმა
- მაპატიეთ , რომ ვერთვები , ვფიქრობ 22 ქერუბიმის და მთავარანგელოზების ენერგია უნდა იყოს საკმარისი ბარიერისთვის , ყოველ შემთხვევაში ცდად ღირს - ჩაურთო ბართოლომეომ
- ლუციფერი ცერბერებს მიუახლოვდა ხელი დაადო და ისინი უმალვე დაეცნენ ... შემდეგ განმარტა , რომ მან მათგან ენერგია ამოიღო ... თუ ყველას ენერგიას ერთ სხეულში მოვათავსებთ ბარიერი შედგება ... თუმცა ეს დიდხანს არ გასტანს ... სრული ბარიერი , რომ შეიქმნას ჩვენი ძალებიდან გამომდინარე დაახლოებით 3 ან 4 ანგელოზი მაინც უნდა ჩაიბეჭდოს შიგ ამიტომ ამ ვარიანტს არ ვაპირებთ ... დროებით დავბეჭდოთ , თუნდაც რამდენიმე დღით და შემდეგ დავბრუნდებით რამდენიმე ლეგიონთან ერთად და სრულ ბარიერს დავადებთ ... -თქვა ლუციფერმა ... ყველანი დაეთანხმნენ მას ...
ლუციფერმა განმარტა , რომ მისი დემონური ენერგიის გამო სარისკო იყო , ყველას ენერგია მასში მოხვედრილიყო , ამიტომ ენერგიას მიქაელში მოათავსებდნენ ... ანგელოზები წრიულად მოთავსდნენ , ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და ენერგიაა დააგროვეს , შემდეგ ყველამ მიქაელისკენ მიმართა და , სრული ენერგია მიქაელში აღმოჩნდა ... ლუციფერმა გააფრთხილა , რომ ენერგიას დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა , სანამ მისი სხეული უარყოფას დაიწყებდა ბარიერი უნდა აღემართა ... მიქაელი მიუახლოვდა ... ჯოჯოხეთის გალავანს და წარმოთქვა
- ეფტა სანდაროს ის დრიალე ჰიდრო ინფერნო მიტროს დესტაროს ან ჰალო ...
და კარიბჭეზე ბეჭედი გამოჩნდა ... მიქაელმა ხელი დაადო და უზარმაზარმა სინათლემ მოიცვა იქაურობა ... მიქაელი ძლივს იმაგრებდა თავს , თითქოს უზარმაზარ ცეცხლთან მდგარიყო პირისპირ ... რამდენიმე წუთი გასტანა ენერგიის მოთავსებამ და საბოლოდ ბეჭედი მოერგო და ბარიერი აღიმართა ...

***
ბარიერის აღმართვის შემდეგ , ანგელოზები კვლავ ზეცაში დაბრუნდნენ . ლუციფერი კი დედამიწაზე . სახლის აღდგენასთან დაკავშირებით ცოტა პრობლემები წარმოიქმნა თუმცა რამდენიმე საათში შეძლო პრობლემის აღმოფხვრა . ვერანდაზე ავიდა , სიგარა მოიმარჯვა და დაიწყო მომხდარის გაანალიზება ... ცოტა ხანში გაახსენდა , რომ ვიღაც აშკარად აკლდა და რაღაც ჩაილუღლუღა .
ანასტასია და დანტე გამოჩნდნენ , აქეთ იქით იყურებოდნენ გაკვირვებული ... ვერც კი გაიაზრეს რა მოხდა, თვალი მოავლეს სახლს და კვლავ ისეთივე მდგომარეობაში დახვდათ როგორიც ახსოვდათ , რამაც ძალიან დააბნიათ ... სავარძელში მოკალათებულ ლუციფერს მიაპყრეს მზერა და უთქმელად ელოდნენ , რომ პასუხს მიიღებდნე , თუმცა ვითომც არაფერიო ლუციფერი ნაფაზების დარტყმას აგრძელებდა ... სიჩუმე ანასტასიამ დაარღვია და გაბრაზებულმა დაიწყო რაპარაკი
- აქ რა ჯანდაბა ხდება ? ვერაფერი გავიგე ? ან სად ვიყავი , საერთოდ , ან რაფაელი ? დაჭრილი დანტე ყველაფერი მომელანდა ? ან იმ ლეზბოსელებთან რა ჯანდაბა მინდოდა
- ლუციფერს ბოლო სიტყვებმა ღიმილი მოგვარა ... მხოლოდ ახლა გაახსენდა , რომ გაბრიელის ტელეპორტაცია გამოიყენა , იმავე ტელეპორტაცია რაც გაბრიელმა დანტესთან გააკეთა ... ამან გულიანად გააცინა და როდესაც გაბრაზებული და გაკვირვებული მზერა შენიშნა ლაპარაკი დაიწყო
- მაპატიე მაპატიე ... ლეზბოსელებს რაც შეეხება შემეშალა ... - კვლავ გადაიხარხარა ლუციფერმა ... შემდეგ კი განუმარტა და აუხსნა ყველაფერი თუ რა მოხდა და რა გადახდათ ბოლო დროს...
როდესაც მიხვდა , რომ დანტე და ანასტასია დამშვიდნენ ფიქრებში გადაეშვა და ეცადა ღრმად , შინაარსობრივად გაეეაზრებინა მომხდარი ფაქტები ...
დააბნია იმ ფაქტმა , რომ დემონების ლეგიონი დაესხა თავს , ამას ნამდვილად არ მოელოდა ... მეფისტოფელი ? ის ხომ თითქმის მეგობარი იყო ლუციფერისთვის ... ბელზებელი , რომელიც ამდენი ხანი , როგორც მრჩეველი და თანაშემწე ისე იყო მისთვის და მაინც ყველაფერი იქამდე მიდიოდა , რომ ლუციფერი ვერც პასუხებს იღებდა , ვერც აზრებს ალაგებდა ... ერთადერთი რაც შეეძლო გაბრაზება იყო ...
ანასტასია მიუახლოვდა ლუციფერს და მხარზე ხელი დაადო , მის გვერდით მოკალათდა და კალთაში თავი ჩაუდო ... ნიკაპზე ხელი მოუსვა და თქვა
- ლუც , დამშვიდდი ... მითხარი რაზე ფიქრობ ?
- არაფერზე
- ლუც , კარგი რა მელაპარაკე , რა გჭირს ?
- არაფერი თქო - იყვირა ლუციფერმა
- ნუ ყვირიხარ ! ამიხსენი რა გჭირს და ნორმალურად მესაუბრე
- შენ საქმეებს მიხედე - ცინუკურად უთხრა ლუციფერმა
- ჩემს საქმეებს ? ჰო ჩემს საქმეებს , იმ საქმეებს რომელიც მე აღარ მაქვს , აღარ ! რაც შენ გამოჩნდი ვსო დამთავრდა ჩემი ცხოვრება ... რამდენიმე წამის წინ სადღაც ჯანდაბაში ვიყავი ... ვიღაც იდიოთ კახპეპთან ერთად და მხოლოდ ღმერთმა იცის იქ რამდენი ხანი გავატარე
- ნწ ცდები მხოლოდ ღმერთმა არა , იქ მე გაგიშვი ამიტომ მე ვიცი რამდენი ხანიც იყავი და საერთოდაც ვფიქრობ მან საერთოდ არც კი იცის ამ ფაქტის შესახებ
- ერთ დღესაც შენი ცინიზმი ბოლოს მომიღებს ! - იყვირა ანასტასიამ და თმები დაიგლიჯა
- არა ცები შენ ცინიზმი კი არა სიკვდილი მოგიღებს ბოლოს კვლავ გაიღიმა ლუციფერმა
- ჰო რათქმაუნდა სიკვდილი ... დამავიწყდა მე ხომ შენგან განსხვავებით მოკვდავი ვარ
- არც მე ვარ უკვდავი !
- ოჰო თურმე მთავარანგელოზებს სიკვდილიც შეგძლებიათ ... მშვენიერია ... მითხარი რით შემიძლია , რომ ცოტა გაწამო თავხედობისთვის
- აჰაჰაჰაჰა ჰომომაზოხისტური სექსის მომხრე არ ვარ - გადაიხარხარა ლუციფერმა
- ააააააააააააააააააააააააააააააა ! შე უზნო , უტაქტო , ვერ გიტან , ყველაფერს არასერიოზულად ეკიდები ... შენ მითხარი , რომ გიყვარვარ თუმცა მე შენთვის მხოლოდ გასართობი ვარ ხომ ასეა ?
- არა - მოკლედ თქვა ლუციფერმა
- არაა ? და რით დაამტკიცებ მაგას, ზუსტადაც , რომ ეგრეა ... შენზე არ ცებოდნენ ადამიანები , შენ მართლაც ბოროტი ეშმაკი ხარ
- მე ეშმაკი არ ვარ ! - იღრიალა ლუციფერმა
- აბა ვინ ხარ ? შენ არც ანგელოზი ხარ ... ანგელოზები ისინი კეთილები არიან
- შენ საერთოდ რა იცი ვინ ან როგორები არიან ანგელოზები ?
- რწმენა
- სისულელეა ... ანგელოზები უაზრო მორჩილი ქმნილებები არიან და მეტი არაფერი , იმის გამბედაობაც არ ყოფნით , რომ აღიარონ თუ რაოდენ საშინელი ქმნილებები ხართ ადამიანები
- მე არ ვიცი როგორები არიან ანგელოზები , რამდენიმე თვის წინ მე მხოლოდ მსმენოდა მათზე ახლა კი იმ არსებას ვესაუბრები , რომელიც მე სატანა მეგონა და მემგონი მართალიც ვიყავი ...
- მე სატანა არ ვარ ! გაეთრიე ! გაეთრიე ! გაეთრიე აქედან ... აღარასდროს დაგინახო მე შენ არასდროს მყვარებიხარ წყეულო ურჯულოვ - იყვირა ლუციფერმა
ანასტასია ფეხზე წამოდგა , თვალებიდან ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა ... გულში თითქოს უზარმაზარი ლოდი მოხვდა, თვალებში წყვიდიადი ჩასდგომოდა , ყველაფერი ნაცრისფერ ბურუსში გაეხვა , აზრი დაკარგა ცხოვრებამ , აზრი დაკარგა სიცოცხლემ . ეჰ... რას არ დასთმობდა ოღონდ მის ყურებს ეს სიტყვები არ მოესმინა , რას არ დასთმობდა ოღონდ მის თვალებს ეს კადრები არ დაენახა ... რას არ დასთმობდა , ოღონდ გულს არ შეჰყვარებოდა ...
ლუციფერი არც განძრეულა , ვითომ არაფერი მომხდარაო ... ღრმა ნაფაზი დაარტყა , ფეხზე წამოდგა , ბარიდან ჩივასის ბოთლი მიიტანა და პირდაპირ ბოთლიდან დალია ...
- მბრძანებელო , შეიძლება ვისაუბროთ ? - თქვა ოთახის ბოლოდან დანტემ , როდესაც ლუციფერის თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა დაინახა მიუახლოვდა და იქვე სავარძელზე ჩამოჯდა
- არ ვიცი შემდეგ რა მოხდა , რაც თქვენ წახვედით , თუმცა ჯოჯოხეთთან კავშირს ვერ ვამყარებ ... ეს ან ბელზებელის ბრალია ან თქვენი
- ჩვენი - შეაწყვეტინა ლუციფერმა
- დიახ თქვენი , იცით მე სამაელი არასდროს მინახავს , თუმცა მასზე ბევრი მსმენია ... თქვენ რეფორმებსაც თუ გავითვალისწინებთ ჯოჯოხეთში ... არ გეწყინოთ მაგრამ ასე ვერ დაამარცხებთ სამაელს
- ვიცი - კვლავ არაფრის მომცემი მზერით უპასუხა ლუციფერმა
- და მაშინ რას აპირებთ ?
- არაფერს
- რას ნიშნავს არაფერს ?
- აი ასე არაფერს ... მივცემთ იმის საშვალებას სამაელს რისთვისაც მოდის ... გაანადგუროს ადამიანები
- რა ? რას გულისხმობთ ბატონო
- მამა წავიდა , ვინ იცის სად ... მართველობა მთავარანგელოზების ხელშია , მე არ ვაპირებ ადამიანების გამო ვიბრძოლო
- ანასტასია ?
- რა ანასტასია
- თქვენ ჰომ ის გიყვართ ?
- დაახლოებით
- მისგამოც არ აპირებთ ბრძოლას ?
- არა
- მორჩა საკმარისია ! - იყვირა დანტემ და ფეხზე წამოიჭრა ... - მე თქვენ ყოველთვის ერთგულად გემსახურებოდით და თქვენს ყოველივე ბრძანებას ვასრულებდი , თუმცა საკმარისია ... თქვენ არ აპირებთ იმ ერთადერთი არსების გამო ბრძოლას , რომელმაც ერთადერთხელ გაგრძნობინათ თავი ბედნიერი , ერთადერთმა არსებამ , რომელმაც სიყვარული დაგანახათ , არ მაინტერესებს ახლა რა მომივა , თუ გნებავთ მომკალით , თუ გნებავთ გამაქრეთ არ მაინტერესებს ... თქვენ მშიშარა ხართ ლუციფერ ... თქვენი სიჯიუტის გამო შეიძლება მთელი კაცობრიობა დაიღუპოს ... კარგი გაანადგურა ადამიანთა რასა სამაელმა ... შემდეგ ? რა გგონია , რომ თქვენ ან ანგელოზები დაამრცხებთ მას ღმერთის გარეშე ? ვერა ვერ დაამარცხებთ და ეს კარგად იცი ... მარტო თქვენ ახლანდელ ჯოჯოხეთის არმიასაც კი ვერ დაამარცხებთ ... და გეყოფათ საკმარისია პატარა ბავშვივით გაბუტვა ... რადგან მამათქვენმა დაგსაჯათ ადამიანების გამო ეს იმას არ ნიშნავს , რომ ადამიანები უნდა შეიზიზღოთ , არც ანასტასია იმსახურებს სათამაშოდ მოქცევას ... თქვენ ის გიყვართ ... დიახ გიყვართ ! და იბრძოლეთ მისთვის ერთხელ მაინც და არ დაკარგოთ ის ისე როგორც ლილიტი ... თუნდაც მთელ მსოფლიოსთან ბრძოლაც , რომ დაგჭირდეთ ... მე ყველაფერი გითხარით ახლა შეგიძლიათ მომკლათ - თქვა დანტემ ... და ამაყად წინ დაუდგა ლუციფერს ... თვალებში ჩააცივდა და მის გაყინულ უსისცოცხლო მზერას შესცქეროდა ...
ლუციფერის სახე ისეთი ცივი იყო როგორც სფინქსის ღიმილი , მის ირონიულ გამოხედვაში არა ბრაზი ან მრისხანება , არამედ დაცინვა იგრძნობოდა ... დაცინვა ადამიანების , დაცინვა დანტეს , დაცინვა ანასტასიას , დაცინვა ღმერთის და დაცინვა სამყაროს მიმართ ... ფეხზე ჭამოიჭრა ... დანტეს ხელი ყელში ჩაუჭირა ჰაერში აწია ... ტუჩები ყურებთან მიუტანა და ჩურჩულით წარმოთქვა
- როგორ გაბედე ძაღლო ?
- მე არ მეშინია სიკვდილის დაასრულეთ ეს ! - მშვიდად წარმოთქვა დანტემ
- შენ , შენ , ურჯულოვ მე შეგქმენი შენ ... მე ! და მე მიბედავ მაგას ... მე ? შენ საერთოდ ვინ ხარ ? ერთი უბრალო ჭუჭყი ხარ ამ ქვეყნად და მეტი არაფერი ... ვინ მოგცა ამდენი თავხედობა მაგას , რომ მიბედავ ... ვინ მოგცა ჩემზე საუბრის და განსჯის უფლება ... წყეულიმც იყავ მოკვდი ძაღლო ... - მთელი ხმით ყვიროდა ლუციფერი ... მისმა სიბრაზემ პიკს მიაღწია ... ლუციფერის გარშემო უზარმაზარი შავი ენერგია წარმოიქმნა , რომელიც უფრო და უფრო იმატებდა ... ლუციფერის სახეც გაშავდა ... მთლიანად სიბნელემ მოიცვა , თვალები წითლად აუელვარდა ... და აი ზუსტად ამ დროს ქრებოდა მისი სხეულიდან სამაელის ნაწილი ... და ეს ეს იყო გათისუფლდებოდა , სამაელის ენერგია და მოკვდებოდა ლუციფერი ...
- არაა ლუციფერ ... - იყვირა ბოლო ხმაზე ანასტასიამ და სამკაპ მომარჯვებული ლუციფერისკენ გაიქცა ... ბურუსში გახლართულ ლუციფერს ჩაეხუტა ... და ხელი რომელშიც სამპაკი ეჭირა ... ძლიერად შებღუჭა
ლუციფერმა ანასტასიას შეხედა , რომელიც საცოდავად ცდილობდა ხელი შეეშალა ლუციფერსითვის ... შავი მატერია გაქრა ლუციფერის გარშემო ... სახედანაც გადაეყარა სიშავე ... სამკაპიც გაქრა ხელიდან ... მისი ხელი ინტიქტურად ძირს დაეშვა და ანასტასიას მოხვია მკლავები ... შემდეგ დაბნეული გაკვირვებული მზერა მოავლო ირგვლივ ... ამაყად მდგარ დანტეს შეხედა სიბრალულით და ანასტასიასკენ მიაპყრო მზერა რომელიც ისე იყო ლუციფერზე ჩახუტებული გეგონებოდათ მიაქანდაკესო ...
- მაპატიე ! მიყვარხარ ! - მოკლედ მაგრამ ისეთი გრძნობით წარმოთქვა ლუციფერმა , რომ ანასტასიას მთლიან ტანში დაუარა ამ სიტყვებმა ...
და უეცრად ლუციფერი კვლავ სიბნელემ მოიცვა ... ამჯერად ორმაგად დიდი ბნელი მატერია იყო მის იგრვლივ ... შეშინებული ანასტასიამ უკან დაიხია ... დანტემ ხელი მოკიდა და ოთახიდან გაიყვანა ... ლუციფერი მუხლებზე დაეცა და ღრიალი დაიწყო ... მის გულზე რაღაც აელვარდა ... მთელი ხმით კიოდა ლუციფერი და არააადამიანურ ხმას გამოსცემდა ... ხელებით ცდილობდა მუცელში გამჩდარი ცეცხლის ჩაქრობას თუმცა ვერ ახერხებდა ... რამდენიმე წუთი გასტანა ამ პროცესმა ... რომ ცოტა უეცრად მის მუცელში გამჩდარი ცეცხლი ჩაქრა ... ბნელი ენერგია რომელიც ლუციფერ მთელ სხეულზე შემოკვროდა ... და მის ირგვლივ შავ ალს ქმნიდა ... ჰაერში მიმოიფანტა შეერთდა და სადგაც გაუჩინარდა... ლუციფერი კი უგონოდ დაეცა ...

***
- მიქაელ ბეჭედი გატყდა - იყვირა გაბრიელმა
- ლუციფერი ? რაფაელ - ყვიროდა მიქაელი ... როდესაც რაფაელმა გააგონა მთელი ხმით უყვირა - სასწრაფოდ ლუციფერთან წადი სანამ მომკვდარაა დროზე... მეტის თქმა აღარ იყო საჭირო რაფაელი საწრაფოდ გაფრინდა ... მიქაელი სკამზე დაეცა ... ხელები თავზე შემოიწყო ... და ჩაფიქრდა , თუმცა გაბრიელი არ აძლევდა ამის საშვალებას ... მთავარანგელოზები უკვე შეეკრებინა და ყველას აცნობა ბეჭდის გატეხვის შესახებ
- მიქაელ რა ვქნათ ? - სანამ გატეხილა მხედრების ბეჭდებიც , დროზე მოიფიქრე რამე ...
- არ ვიცი გესმის არ ვიცი ! დამაცადე ფიქრი
- მოიცადეთ ... რაც უფრო აღელდებით მით უფრო დაიბნევით და ვერაფერს მოიფიქრებთ ... სამაელის ბეჭედი დაირღვა ახლა ? ჩვენ მას ვერ აღვადგენთ მამაც სადღაც არის წასული ... უნდა დავჯდეთ და მობილიზაცია გამოვაცხადოთ მეტი არაფერი შეგვიძლია - თქვა დანიელმა
- რას გვთავაზობ - თავის აუწევლად შეეკითხა მიქაელი
- ანგელოზთა მობილიზაციას ... უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი მივიღოთ ... მხედრებთან კი უნდა ვცადოთ მოლაპარაკება ...
- და როგორ მოვახერხოთ - ჩაურთო ურიელმა
- მხედრებთან მოლაპარაკება ყველაზე რთული საქმეა ამჟამად ... სამაელი სანამ მე-6 ბეჭედი არ გატყდება ძალები არ ექნება სრულად და ბრძოლაშიც არ ჩაებბმება ... ისიც მხოლოდ მოლაპარაკებებს დაიწყებს მხედრებთან
- კარგი ეგ გასაგებია მოლაპარაკება როგორ ვაწარმოოთ თქო
- როდესაც ომი გათავისუფლდება ... ის თავის საქმეს აუცილებლად გააკეთებს ... და მოიტანს ომს ! ასეა წესი , ჩვენ უნდა ვეცადოთ , რომ რაც შეიძლება მალე შევაწყვეტინოთ საქმიანობა ... დანაკარგებზე კი ანგელოზებმა უნდა იზრუნონ ... სამოქალაქო ომების და მცირე მაშტაბიანი ბრძოლების თავიდან აცილებას შევძლებთ ... თუმცა მთავარია მსოფლიო ომი არ დავუშვათ ...
ჭირს ადვილად ვერ შევაჩერებთ ... მასთან ვფიქრობ ბრძოლაც მოგვიწევს ... შიმშილის მხედარი უფრო ადვილი საკონტროლებელი იქნება ... ის თავის წინადადებას წამოგვიყენებს , თუ რის სანაცვლოდ გაჩერდება და შემდეგ ვიმსჯელებთ როგორ მოვიქცეთ ... ხოლო სიკვდილთან კარგად იცით , რომ ძაანაც , რომ მოგვინდეს ვერ შევაჩერებთ ... ის წიგნს მიყვება და შეასრულებს ... დანარჩენს აზრაელს მიხედავს და ეცდება , მოლაპარაკება აწარმოოს სიკვდილთან ...
- მშვენიერია თეორიულად დასრულდა უკვე ... პრაქტიკულად კი არ გვაქვს ? - თქვა გაბრიელმა
- პრაქტიკულად ჯერ მხოლოდ პირველი ბეჭედი გატყდა ... - მოკლედ თქვა დანიელმა და კვლავ მიქაელს მიაპყრო მზერა ...
- გამოაცხადეთ სრული მობილიზაცია ... ქერუბიმებს უთხარით თავიანთი ლეგიონები მოამზადონ ... 7 ივე მთავარანგელოზი ლეგიონებთან ერთად ... კონტინეტებზე გავნაწილდეთ და ვეცადოთ რაც შეიძლება მინიმალური დანაკრგი მივიღოთ ... რამდენიმე ჯგუფი შეკრიბეთ , სტიქიური მოვლენებისთვის , უმრავლესად სწორად მათ გამოიყენებენ ... და დაიმახსოვრეთ უმთავრესი არავინ არ უნდა გამოჩნდეთ სანამ სამაელის არმია ღიად არ დაიწყებს ბრძოლას ...
- მოიცადე ... თუ ყველანი დედამიწაზე წავალთ ან სამოთხეს ან დანარჩენ პლანეტებს ვინ დაიცავს ? თუ მარტო დედამიწაა მნიშვნელოვანი ? - საუბარში ჩაერთო ეზეკიელი
- არა მარტო დედამიწა არაა ... თუმცა ამ მომენტში სამაელი მხოლოდ დედამიწაზე მიიტანს იერიშს... რაც შეეხება სამოთხეს მცველები არსად არ წამოვლენ და აქ დარჩებიან ...
- მარტო რამდენიმე ათასი მცველი დაიცავს სამოთხეს ? ხუმრობ მიქაელ ?
- და რა იდეა გაქვს ?
- არაფერი გააკეთონ რაც მოსახდენია ... ჩვენ კიდევ ბოლოს სამაელი დავბეჭდოთ და მორჩა
- როგორ გეტყობა , რომ ბავშვი ხარ ეზეკიელ ... შვიდმა მთავარანგელოზმა და ანგელოზთა უზარმაზარმა არმიამ , თან მამასთან ერთად ძლივს დავამარცხეთ სამაელი ...
- ჰო ჰო ვიცი ეგ ისტორია ... კარგი ! თუ რამე მოხდება მე შენ გაბრალებ ... წავედი გამაგებინეთ რა მოხდება

***
ბეჭდის გატეხვის შემდეგ ლუციფერი უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა ... პირიდან სისხლის მსგავსი სითხე გადმოსდიოდა , შავი შეფერილობით , სახეზე ფერი დაკარგვოდა , მთლად გაფითრებულიყო . სიკვდილის შემდეგაც კი არ არის ადამიანის ცხედარი ასეთი ფერმკრთალი როგორც იმჯამად ლუციფერის სახე იყო , თვალები ღია დარჩენოდა ... შესცქეროდა მაღლა, სადღაც, შორს, უხილავ სამყაროში იყურებოდა , მისი ფიქრები ? ვინ იცის სად იყო , ან საერთოდ ფიქრობდა იგი ? მისი ტუჩები? ცივი და უსიცოცხლო , რომელსაც ოდნავ შესამჩნევად დასთამაშებდა ღიმილი , ღიმილი უსიცოცხლო , ღიმილი ცივი როგორც ყინული , ის უღიმოდა თავის ბედს და ამაოებას ამ სამყაროში ...
დანტე უძრავად იდგა ... ემოციებ დაკარგული , თითქოსდა სხეულიც გათიშული ჰქონდა , ძალა არ შესწევდა , რომ ის დაემორჩილებინა , მხოლოდ იდგა , იდგა გაშეშებული ვით ქანდაკება , ოჰ რამდენ ხელოვანს შეშურდებოდა , რამდენი ინატრებდა ამ პორტრეტის მოქანდაკებას ან ტილოზე გადატანას , თუმცა არცერთს ეღირსებოდა , ეს სურათიც უკვალოდ გაქრებოდა როგორც სხვა უცნობი არ შემდგარი ხელოვნების ნიმუში ...
ანასტასია კი როგორც ადამიანებს სჩვეოდათ , ემოციურად ხვდებოდა ამ ფაქტს და ცრემლებით ასველებდა ლუციფერის ყინულივით სხეულს ... გულამოსკვნილი ტიროდა , ვითომც მისი ტირილი რამეს შეცვლიდა , ან მწუხარებით ეშველებოდა საქმეს ... ხელები სალოცავ ფორმაში გადაედო , ლუციფერს გულზე თავი დაადო , ხელით მის გაყინულ ტუჩებს ეხებოდა და ტუჩების ნაზი მოძრაობით უფალს შესთხოვდა დახმარებას და თითქოს ისმინაო გოგონას ვედრება ყოვლისშემძლემ და იქნა ნათელი , სინათლემ დაფარა მთელი ვერანდა , ოთახი , ქალაქის ყველაზე ბნელ კუთხეშიც კი შეაღწია განრისხებული და დადარდიანებული არქანგელოზი რაფაელის ნათელმა ... და მოვიდა ის მეხუთე მთავარანგელოზი რაფაელი მკურნალი ყველა არსებისა სამყაროში , მეფე და მძლეველი დაცემულებისა და უწმინდურების , ნათელმა შთანთქა თვალები ცოცხალთა ირგვლივ და ყველას აიძულა თვალი დაეხარათ მისი სინათლის წინაზე , მიუხედავად , რომ ადრეც ენახათ ეს სანახაობა ... ახლა არა როგორც დაპატიჟებული სტუმარი არამედ როგორც მხსნელი და დადარდიანებული ძმა ისე მობრძანდა ... ყურადღების ღისადაც კი არ ჩათვალა იქ მყოფი საზოგადოება ლუციფერს მიუახლოვდა , ანასტასია ფრთხილად და მთელი სინაზით გასწია თავად კი ხელი მკერდზე დაადო და განათდა ხელი , ძლიერი , არქანგელოზის და თითქოს სინათლე შედიოდა ლუციფერის სხეულში და სხეულს ფერი ეძლეოდაა ... განუძრევლად იყვნენ ყოველნი იქ მყოფნი რამდენიმე წუთი , მხოლოდდღა მხოლოდ ლოდინისთვის ჰქონდათ დარჩენილი ძალაღა ... რაფაელი კი ნელნელა ვარდებოდა , თავ დაბლა სწევდა , როგორც გადაღლილ ადამიანს ემართება და ძილი სძლევს მას , თითქოს ოფლი მოსდებოდა შუბლზე ხელს ნაზად მოისმევდა ხოლმე , და ასე ცდილობდა მცხუნვარების დახშობას ...
ვინც იცის რა ფიქრები ტრიალებდა , ყოველის გულში , ვინ იცის თვით მომაკვდავ თუ უკვე გარდაცვლილ ლუციფერის გულში და ფიქრებში რა ხდებოდა ... აქამდეც თქმული სიტყვები მან ხომ პირველად წრფელად წარმოთქვა ... და ვისთვის ? ადამიანისთვის ? უბრალოდ მოკვდავისთვის ? იმ ქმნილებისთვის რომლის გამოც თვით ღმერთს არ დაემორჩილა ? ვისთვისაც შებედა და ჰკადრა , რომ შეცდომა დაუშვა მათი შექმნით ... და სწორადაც მან ადამიანს შეჰფიცა სიყვარული , იმ ადამიანს , რომელმაც მისი დარდიანი , ტრაგიკული , სევდანარევი და მაინც ძლიერი და ამაყი, ამპარტავანი გული გაათბო ...
და რა იციან ადამიანებმა , რა იციან ადამიანებმა , რომ ის არსება , რომელსაც ყველა მომხდარ ბოროტებაში ადანაშაულებენ ახლა მათ თანამოძმეს სიყვარული შეჰფიცა ... და რა იციან ადამიანთა ურჯულო რასამ , რომ ბოროტები სწორად თავად არიან , და რა იციან ადამიანებმა , რომ ყველაფერი მათი ბრალია , ისინი ჰომ ასეთი კარგები არიან , როგორც თავად თვლიან , ყველაფერი მათ გარშემო ტრიალებს , მათი თქმით ღმერთის პირველი შვილი და მთავარანგელოზი ლუციფერი ღმერთმა ადამიანების გამო გააძევა სამოთხიდან და ყველაფერი მხოლოდ იმიტომ , რომ მას არ მოსწონდა ადამიანები , და რა იციან , რომ სინამდვილეში ადამიანების უმრავლესობა თვით სატანის შვილები არიან , და რა იციან მათ , რომ მათი მამა კაენი სამაელის შვილია , და რა იციან მათ , რომ ისინი არავის აინტერესებს და არავინ არასდროს ერევა მათ ცხოვრებაში , რა იციან მათ , რომ მათი ყოველი ქმედება ისეთი უწმინდური და ცოდვილია , რომ საზღვარი არ აქვს , თვით წყეული ჯოჯოხეთის უწმინდური დემონებიც კი არ არიან ისეთი ბოროტები როგორც ადამიანები , და რა იციან მათ ? არაფერი !

რადგანაც მათვის ხომ მთავარია მხოლოდ ძალაუფლებაა , მათთვის მთავარი კარგად ყოფნაა , და რას აკეთებენ ამის გამო ? არა ცუდი კითხვა ... უფრო სწორი იქნება თუ ვიკითხავთ რას არ გააკეთებენ ამის გამო ? ... ისინი ყველაფერს გააკეთებენ ოღონდ მიიღონ , ძალაუფლება , ფული , კეთილდღეობა , ყველაფერი რასაც ინატრებენ , რომ შეეძლოთ თვით ღმერთსაც კი მოკლავდნენ ... და მაშინ რატომ სწამთ ის ? სისულელეა ... მათ არ სწამთ ... მათ ეშინიათ მისი , მათ ეშინიათ მისი ძალაუფლების ... ეშინიათ , რომ დადგება დრო როცა ისინი დაიტანჯებიან ... ამიტომ ამბობენ , რომ სწამთ მისი და რა იციან , რომ ამ ფარისევლური რწმენის გამო ყველაზე მეტად აგებენ პასუხს ...
და ... ჰო ... მათ არ იციან !



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ როგორი გულშიჩამწვდომი თავი იყო... ძალიან მინდა ლუციფერი გადარჩეს და ანასტასიასთან ერთად ბედნიერი იყოს...

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი თავი იყო.სულმოუთქმენლად ველი მომდევნო თავს
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი გიოო

აღარ აგრძელებ?

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიზა

ouu agar gaagrdzeleb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent