შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარის წისქვილი -3-


28-11-2016, 20:08
ავტორი sopiko
ნანახია 1 609

[თავი 3]
ექიმის კაბინეტში შესვლისთანავე ვიძაბები. ვხვდები, რომ ეს ჩვეულებრივი სტომატოლოგი არ არის, რომლისაც მხოლოდ იმიტომ მეშინოდა, რომ მის სამკურნალო იარაღს უსიამოვნო და საშინელი ხმა ჰქონდა. მან ჩემი ცხოვრება უნდა გადაწყვიტოს. მისი თითოული სიტყვა ჩემს გეგმებზე იმოქმედებს. სკამისკენ ბიძგს ვგრძნობ. ურეაქციოდ ვჯდები მასზე და ბუნდოვნად მესმის, თუ რას ელაპარაკება დედა საშუალო ასაკის მამაკაცს. მერე რაღაც საბუთებს უწვდის და გვერდით დგება. ექიმი ფურცლებს გულდასმით ჩაჰკირკიტებს და ჩემკენ არც იხედება. ასე მირჩევნია. ისიც მეყოფა, რამდენიმე წუთში მე რომ მომაპყრობს მზერას. ასეც ხდება. გაუაზრებლად ვდგები ფეხზე და ასევე გაუაზრებლად ვკიდებ დედას ხელს. წამში თოვლივით მადნება ხელებში ჩემი იმედები. დედა ცივია და თრთის. თუ ის ნერვიულობს, ესე იგი ყველაფერი ისე არაა, როგორც მეგონა. ექიმი ეჭვიანად მათვალიერებს. ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს არ იცის, რა თქვას.
-ყველაფერი გასაგებია. თქვენს შესახებ გუშინ მესაუბრა ქალბატონი ლეილა.-როგორც იქნა, ლაპარაკს იწყებს კაცი.-რთული სიტუაციაა, მაგრამ არა გამოუსწორებელი. რამდენი ხანია, რაც საავადმყოფოდან გამოგწერეს?
-ერთი თვე იქნება.-ჩემს მაგივრად პასუხობს დედა.-ან ცოტა მეტი. თუ გინდათ ზუსტად გეტყვით...
სანამ ანა ჩანთაში იქექება, ექიმი ისევ მე მიბრუნდება.
-არაფერი გაგახსენდა ამ დროის განმავლობაში?-პროფესიული გულგრილობით მეკითხება ის.
-არა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ამ ბოლო დღეებში რაღაც უცნაურობები მემართება.-არ ვიცი, რატომ ვდგები გულის გადაშლის და ჩემი მდგომარეობის განხილვის ხასიათზე, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ვამბობ.
დედა აშკარად ჩემს უარყოფით პასუხს ელოდა, ამიტომ რაღაცის ჩანთაში ძებნას წყვეტს და დისტანციურად მიგზავნის კითხვის ნიშნებს.
-ზოგჯერ ისეთი განცდა მებადება,-ვაგრძელებ მე.-თითქოს ყველაფერი დამთავრდა და კარგი აღარაფერი მოხდება, ზოგჯერ კი იმედი მიჩნდება... რაღაცას რომ ვხედავ, ვგრძნობ, რომ ახლა არ დავბადებულვარ და აქამდეც ვარსებობდი... ნივთებს რომ ვეხები, ხელში უცნაურად მედებიან... თითქოს არაფერი მახსოვს და თითქოს უკვე ყველაფერი გამოვიარე... გუშინ, მაგალითად, მაღაზიაში ვიყავი. წამიერად ფრაგმენტებმა გამირბინა თვალწინ. რა იყო, ვერ დავინახე, მაგრამ რაღაც ნამდვილად იყო.
ექიმი დუმს. ეტყობა ჩემგან მიღებულ უნფორმაციას ხარშავს და წარსულში მომხდარ ჩემს მსგავს შემთხვევებს იხსენებს.
-ეს კარგის ნიშანია, თუმცა ასე ტყუილად არაფერი გაგახსენდებოდა. ესე იგი რაღაც დაინახე. თვალმა მას ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ გონებამ აღიქვა, გააანალიზა და იცნო. თუ შეიძლება დამიკონკრეტე, სად იყავი და ვისთან ერთად?
იმის გაგებაზე, რომ რაღაც სასარგებლო ვთქვი, სიმსუბუქეს ვგრძნობ. თავს ვაიძულებ, რომ ბოლო მომენტამდე გაიხსენოს მაღაზიაში გუშინდელი ვიზიტი. იქ უამრავი ადამიანი ტრიალებდა. გამყიდველები, მოლარეები, მომხმარებლები, მაგრამ იმ წუთას, როცა ასეთი რამ დამემართა, კართან ვიდექი, იქ კი ჩასარიცხი აპარატი იყო. მასთან ვიღაც იდგა. ვიღაც, ვისაც ხმელი ფოთლების და ბალახების სუნი ასდიოდა. თითქოს შუა მდელოზე ეგორავა და მერე პირდაპირ აქ წამოსულიყო.
-ფოთლები... ხმელი ფოთლები და ბალახები! დედა, ეს რამეს ნიშნავს?-კითხვით ვუტრიალდები დაბნეულ, გაშტერებულ ქალს.
-ეს... ეს... არაფერს მახსენებს.-ოდნავ მოგვიანებით მპასუხობს ის.
-სულ, სულ არაფერს?
-მაპატიე, მაგრამ მგონი რაღაც გეშლება.
აქ კი საბოლოოდ ვენარცხები ჩემს უსასოობას. როგორ უნდა შევეწინაამღდეგო, როცა მას არც არაფერი დავიწყნია. ღმერთო, არადა როგორ მჯეროდა... როგორ მეგონა, რომ რაღაც მეც გამახსენდა. ახლაც იმდენად მძაფრად ვგრძნობ ხმელი ფოთლების სუნს და იმდენად მეჩემიანება ის, რომ მანცვიფრებს კიდეც ის ფაქტი, რომ შეიძლება ვცდები.
ექიმიც ისე მიყურებს ეტყობა, რომ დიდად სარწმუნო მისთვისაც არ არის ჩემი სიტყვები. ალბათ ფიქრობს, რომ რაღაც მესიზმრა, ანდაც ჯერ კიდევ ცუდად ვარ. მთელი გულით მინდა, რომ გადავარწმუნო. ალტერეგო კივის კიდეც, მაგრამ ეს კივილი ამ სამყაროში ვერ აღწევს და სადღაც შორს რჩება. შეიძლება იქ, სადაც ჩემი წარსულია. ვთხოვ, მასთან წამიყვანოს, მაგრამ უკვე ისიც მშორდება.
-შეუძლებელია არაფერს გახსენებდეს! მე ხომ ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერია, თუ არადა პირველად ეს არ გამახსენდებოდა!-ნაწყენი ვუყვირი ქალს და ჩემი ხმის გაგონებაზე თვითონვე ვშინდები.-მაპატიე, მაპატიეთ...
ბოდიშების მოხდით გავრბივარ კაბინეტიდან და პირდაპირ კიბეებისკენ ვუხვევ. მიწას არ ვახებ ტერფებს, ისე ვტოვებ იქაურობას. შენობის უკანა მხარისკენ ვიღებ გეზს, რომ ადვილად ვერ მომაგნონ. ისევ მჭირდება მარტო ყოფნა და ჩემს მარტოობასთან გარკვევა. არჩევნის გაკეთება, მინდა თუ არა, რომ სხვებთან ერთად ვიზიარებდე კარგსაც და ცუდსაც. ჯერ კიდევ ვერ გამიგია, როგორ მსურს ცხოვრების გაგრძელება და საერთოდ ჩემი სურვილები ისე ქაოსურად დაწყობილა, რომ მათში გზის გაკვლევა მიჭირს.
შენობას უკნიდანაც ჰქონია შესასვლელი. კიბის მეორე საფეხურზე ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ. ასე კარგია, თუმცა ზუსტად მაშინ, როცა ვფიქრობ, რომ არავინ მინდა შემაწუხოს, იდაყვთან ვიღაც მეხება და იძულებული ვხდები თავი მაღლა ავწიო.
-არ შეიძლება ოდესმე თავი გამანებოთ?-გვერდით გახედვამდე სასხვათაშორისოდ ვიძახი, მაგრამ სრულიად უცნობი ადამიანის დანახვაზე ცოტა კი მიპყრობს უხერხულობის გრძნობა. უფრო მეგონა, რომ ვინმე ნაცნობი იქნებოდა ან თუნდაც ერთი გამვლელი ექთანი. ჩემს წინდაუხედავობას ვნანობ და აღარ ვიცი, რანაირად ვუშველო თავს.
კიბის მოაჯირთან მამაკაცი დგას სევდიანი გამომეტყველებით და ინტერესით მაყოლებს ზემოდან ქვემოთ თვალს. წამიერად ხელს ისე ვწევ მაღლა, რომ მეფარებოდეს და ცრემლებს ვიწმენდ. ვერ ვიტან, როცა სისუსტეში მიჭერენ. ალბათ ყველაზე დიდი სიძლიერე ისაა, როცა ძალიან სუსტი ხარ, სხვებს კი ასეთი სულაც არ ჰგონიხარ. თითებს სათითაოდ ვკეცავ და ისევ არამკითხე მოამბისკენ ვატრიალებ სახეს.
-რამე გინდოდათ?-უკმეხად ვეკითხები და კიბიდან ვდგები.
-უბრალოდ ცივ კიბეზე მარტო ზიხარ და მე ვიფიქრე...-დაბნეული ნიკაპს ისრესს მამაკაცი და სითამამის მოკრებას ცდილობს, მაგრამ მე არ ვაცდი.
-თუ აქ ჯდომა არ შეიძლება, ავდგები და წავალ.-უხეშად ვახლი და ვიმართები.
-თუ გინდა, ნუ ადგები... მინდოდა გამეფრთხილებინე, რომ გაცივდები, ფილტვების ანთება დაგემართება, საავადმყოფოში დაგაწვენენ, კათეტერზე შეგაერთებენ, წამლებს დაგალევინებენ, განძრევის საშუალებას არ მოგცემენ და საბოლოოდ სავარაუდოდ მაინც მოკვდები.-დაუზარებლად მიმხელს, თუ რა მომელის მომავალში და ამ ეტაპებს ისე აუღელვებლად თვლის, თითქოს რაიმე უინტერესო, დაზეპირებულ გაკვეთილს აბარებდეს მასწავლებელს.
ადგომას კი მართლა ვაპირებდი, მაგრამ ახლა კიბის საფეხური იმდენად საზიზღრად და საშიშად მეჩვენება, რომ კიბიდან საერთოდ ჩამოვდივარ და საბოლოოდ უცნობის ყავისფერ ფეხსაცმელებთან ვყოფ თავს.
-მეზიზღება საავადმყოფოები!-აღვნიშნავ და ტუჩს უკმაყოფილოდ ვიბზუებ.
-მე კი მეგონა იმდენად შეყვარებული იყავი საავადმყოფოზე, რომ მის კიბეზე აპირებდი გამოძინებას.-ჩემი დაყაბულებით კარგ ხასიათზე დამდგარი ხუმრობს ის და ჯიბეებში ხელებს იწყობს.
-კარგია, იუმორის გრძნობა რომ გაქვს, მაგრამ ყველასთან ვერ დაგეხმარება. იუმორი ზედმეტად სუსტია ბედის დაცინვის წინაშე.-სამწუხარო ფაქტს ვაღიარებ და ვხვდები, რომ უკვე კარგა ხანია უცხო ადამიანს ველაპარაკები.-მშვიდობით. მადლობა, რომ გამაფრთხილე, თუ რა მელოდა.
-მოიცა, მოიცა...-ჩემს შეკავებას ცდილობს მამაკაცი.-მგონი სისულელეა ასე წასვლა, აქ ხომ ტყუილად არ იჯდებოდი. ხუმრობა იქით იყოს და არა მგონია შენი ჰობი გაყინულ ქვაზე ჯდომაში გამოიხატებოდეს.
ახლა კი ახერხებს ჩემს გაღიმებას, მაგრამ მაინც ვერ გამიგია, ამით რისი თქმა უნდა. ჰობზე ჩემი დავიწყებული ინტერესების გაგების სურვილი მებადება და ვინზრახავ, რომ როცა კი დროს და სიტუაციას მოვიგდებ ხელში, ანას ჩემს შესახებ რაღაც-რაღაცები გამოვკითხო.
-რას გულისხმობ?-ღიმილს არ ვმალავ, ისე ვეკითხები.
-ვხვდები, რომ გულის გადაშლაზე უარს იტყვი და არც შენს პრობლემებს გადმომილაგებ წინ, მაგრამ გასეირნებაზე რას იტყვი? მე ძალიან მშველის ხოლმე. რა, გგონია მხოლოდ შენ ხარ ცუდ ხასიათზე?-ჩემს დასაყოლიებლად სასაცილო კითხვებს იშველიებს ის.
-როგორც ვხვდები, ერთად გასეირნებას მთავაზობ.-თავის გამოუშტერებლად მოკლედ და ლაკონიურად ვხსნი მის სიტყვებს.-რომ გითხრა, უცნობებს არ ველაპარაკები_მეთქვი, გვიანია უკვე ხომ?
-მგონი კი.-ოდნავი ალბათობით მპასუხობს მამაკაცი, მაგრამ ჩემი თანხმობა უკვე გადაწყვეტილია.
-მაშინ წავიდეთ.
ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ ერთმა რიგითმა გამვლელმა ასე მარტივად დამიყოლია, მაგრამ არც ის მავიწყდება, რომ დღესდღეობით ჩემთვის ყველა უცნობია. შინაგანად ალბათ ვიღაცას ვეძებ. ვიღაცას, ვისაც თავს შევაფარებ და მდგომარეობიდან გამოსვლაში დავიხმარებ. ამ შემთხვევაში კი ვერ გამოვრიცხავ, რომ ეს ვიღაც შეიძლება ჩემი უცნაური სეირნობის პარტნიორი იყოს.

გზად პატარა პარკი გვხვდება. ქვაფენილი ჭრელი ფოთლებით არის მოფენილი. ხელოვნურ მწვანე ბალახს კი თავისი ფერი არ დაუკარგავს და ზამთრისთვის მომზადებულ ბუნებას ალბათ შურს კიდეც. ფოთლების დანახვაზე ისევ იგივე შეგრძნება მიპყრობს და ფეხებშიც ძალა მელევა. მაინც ისე ვაგრძელებ სიარულს, რომ არაფერი შემეტყოს, მაგრამ სახეზე მაინც ვფითრდები. თანმხლები მამაკაცი ამ ცვლილებებს ამჩნევს, მაგრამ ისიც არ ამახვილებს ამაზე ყურადღებას.
-უკან ხომ არ გავბრუნდეთ?-თავს უკვე იმდენად ცუდად ვგრძნობ, რომ მამაკაცს აღარ ვერიდები.
-ცოტაც გავიაროთ და მერე.-ისე ლაღად მპასუხობს ის, რომ მეც შვება მეფინება.
მიკვირს, რომ სკამები დაცარიელებულია. კლინიკაში რომ ვიწექი, იქ სკვერში ხშირად მიწევდა სეირნობა და შეყვარებული წყვილების გარემოცვაში ვიყავი. ვილეწები იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლება ვიღაცას იმ ადამიანის შეყვარებული ვეგონო, რომლის სახელიც კი არ ვიცი. იქნებ ამიტომაც ან საერთოდ უმიზეზოდ ენა წინ მისწრებს და ამჯერადაც მე ვიღებ პირველი ხმას.
-ვინმე რომ მკითხავს, სად იყავი, ვისთან ერთად იყავიო, რომ ვუპასუხო, მისი სახელიც კი არ ვიცი_მეთქი, არ დამიჯერებენ...-ვითომ ჩემთვის ვლაპარაკობ, ისე ჯიქურ არ ვიხედები ჯერჯერობით ''უსახელოსკენ'', მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საშინლად უნიჭოდ გამომდის.
-უტა.
-უკაცრავად?-ისე მსახიობურად ვკითხულობ, ლამისაა მე თვითონ გადავიხარხარო.
-მეც ქარაგმებით გკითხო სახელი, თუ პირდაპირ მეტყვი?-შეუბრალებლად მომხიბვლელად მიღიმის ის და გრძელ, ზურგიან სკამზე დაჯდა.
-ნინა მქვია და სასაცილო იცი, რა არის?-თავს უკან ვაგდებ და წინ ვუდგები.-ეს მეც სულ ცოტა ხნის წინ გავიგე.
ველი უამრავ კითხვას, დაცინვას, გაოგნებას, მაგრამ ვერაფერს ვიღებ. უტა მხოლოდ ცალ წარბს წევს მაღლა და შუბლზეც ორი ძარღვი ეჭიმება, მერე პირს რაღაცის სათქმელად აღებს, მაგრამ საბოლოოდ ისევ და ისევ იღიმის. მსწრაფლ თითქოს სადღაც მაღალ სიმაღლეზე ვჩნდები და იქიდან დაბლა მთელი სისწრაფით ვეშვები. ეს ნამდვილად არ არის ნორმალური, მაგრამ სხვა თუ არა არაფერი, თავი მაინც იმით უნდა დავიმშვიდო, რომ ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში ნორმალურს ვერაფერს ვუწოდებ. ამიტომ მეც ორაზროვნად ვიღიმები და ვფიქრობ, რომ ახალი ნაცნობის გამოჩენა ჩემს ყოველდღიურობაში შესანიშნავია.

^^^
ესეც ჩემი დანაპირები.
მიხარია, რომ მოგწონთ და იმედია კიდევ უფრო მოგეწონებათ! ველი თქვენს შეფასებებს...
წინ კი უამრავი ინტრიგა გელოდებათ!
უყვარხართ სოფიკოს!



№1 სტუმარი გვანცა))

ოოო უტაა ჰო,უცნაურიაა ;დდ
ხოხ მომწონს❤
დანაპირებს ასრულებ
ოხ ეს ინტრიგა :დდ
ველოდები ახალს დაა უფრო დიდს და საინტერესოსს❤

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვერ გავიგე ესეც დაუსრულებელია ნაწარმოებია არა და რა კარგი ნაწარმოებია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent