შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოფლის ნობათი [6]


28-11-2016, 21:51
ავტორი მარრიამი
ნანახია 8 185

ზედმეტად მოუხერხებელი იყო სავარძელი დასაწოლად, მაგრამ მაინც მოთავსდნენ. ფეხები სავარძლის თავზე დააწყო, თავი დემნას მკერდზე ედო. მართალია, დემნა არაკომფორტულად იყო, თუმცა არაფერს ამბობდა. მთელი ღამე თათულის ყურება და მისი ძილის დაცვა, მეორე დღეს აუცილებლად გამოიწვევდა წელის ტკივილს. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ გოგონა უშფოთველად სუნთქავდა, რიტმულად და მისი გონება უკვე სიზმრებში დაქროდა.
დილაადრიან მოუწია გაღვიძება, იქამდე, სანამ ინათებდა. გარეთ ისევ წვიმდა. ფრთხილად შეაღვიძა თათული და დაელოდა, სანამ ბოლომდე გამოფხიზლდებოდა.

- დილა მშვიდობის - გაუღიმა.
- დილა მშვიდობის, რომელი საათია?
- ძალიან ადრეა, მაგრამ სანამ მისვლა-მოსვლა დაიწყება აქეთ, იქამდე დავბრუნდეთ სახლში.
- კარგი - თავი დაუქნია და წამოდგა. - ისევ წვიმს - შეაჟრჟოლა იმის გაფიქრებაზე, რომ წვიმაში უნდა გასულიყო.
- მოიცვი - თავისი მოსაცმელი გაუწოდა.
- მადლობა - გაუღიმა და მოიცვა. მჭიდროდ შემოიკრა ტანზე და ქუდიც წამოიხურა. - შენ? - მერეღა გაახსენდა.
- სახლთან რომ მიგიყვან, გამოგართმევ - გაუცინა.
- კარგი, გავედით - კარებისკენ წავიდა.
- თათული - დაუძახა, როგორც კი გოგონა მოტრიალდა, გაუღიმა, მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და გასასვლელად უბიძგა.

სახლში ჩუმად შეიპარა. ღუმელი სულ გამომქრალიყო და კარგად ციოდა. ნელა გააღო კარები და ფეხაკრეფით შევიდა ოთახში, მაგრამ როგორც ჩანდა თეონას არ ეძინა.

- სად იყავი?
- გარეთ - დაბნეულმა ჩაილაპარაკა - რატომ გღვიძავს?
- ქუხილმა გამაღვიძა.
- დაიძინე, ადრეა ჯერ, გაგაღვიძებ მერე მე, დღეს ბევრი საქმე გვექნება და გამოძინებული იყავი.
- კარგი, დაწექი შენც.

თვალები რომ გაახილა, გარეთ უკვე სინათლე იყო. სწრაფად წამოხტა, შემოსასვლელი ოთახიდანაც სინათლე შემოდიოდა, სახლიც გამთბარიყო, ანუ უკვე გაიღვიძეს. ფრთხილად შეაღვიძა თეონა, მოწესრიგდნენ და გავიდნენ. როგორც ვარაუდობნენ, მეორე დღე უფრო ხალხმრავალი და ტალახის გამო, ჭუჭყიანიც გამოვიდა. იატაკის წმენდვას ვერ აუდიოდნენ.
- დაიღალე? - იგრძნო, როგორ შემოეხვია ზურგიდან სხეული და გათბა. ბანზე მოშენებულ სამზარეულოში ჭურჭელს რეცხავდა. იმ ღამე ისეთი სიცივე იყო, თან ეს ცივი წყალი - იყინებოდა. მაგრამ რა ექნა, ვერ გაიმეტა თეონა ამ სიცივეში იქ დასადგომად და თვითონ დადგა.
- დავიღალე - ჩაილაპარაკა და ყბის ძვლის ქვემოთ, ყელთან იგრძნო, როგორ შეეხო ბიჭის ტუჩები. - დემნა - შეიშმუშნა.
- შენი და თეოს გარდა, არავინ არაფერს აკეთებს?
- მგონი - ჩაიფრუტუნა. - გამიშვი, სირცხვილია, შემოვა ვინმე.
- ამ დროს აღარავინ მოვა, დამიჯერე - ტუჩებს არ აშორებდა მის ყელს და ყოველ სიტყვაზე ან ამოსუნთქვაზე, ცხელი ჰაერი ეფინებოდა.

როგორც იქნა გადააგორეს ის ხუთი დღე, სამძიმრები, პანაშვიდი, დაკრძალვა. სახლში დაბრუნებულები მისავათებულები იყვნენ. ყველანი წავიდნენ, მხოლოდ შვილები და შვილიშვილები დარჩნენ. მეორე სართული იმ დღესვე მიალაგეს და ღუმელთან ჩამოსხდნენ. უფროსები დასაძინებლად წავიდნენ და მხოლოდ ახალგაზრდები დარჩნენ. ტახტის კუთხეში მიხუტებული იყო წყვილი, ბოლოში, ღუმელთან ახლოს თათულის დაეკავებინა ადგილი, ლაშა და დემნა კი სკამებზე ისხდნენ. დრო და დრო თვალს აპარებდა დემნა თათულისკენ და უღიმოდა. გოგონასაც ეღიმებოდა, ხან თავს ხრიდა, ხან სხვა მხარეს იხედებოდა, რომ არ შეემჩნია. ცოლ-ქმარი ერთმანეთით ისე იყვნენ გართულები, არაფერი შეუნიშნავთ, თუმცა ლაშას არ დარჩენია შეუმჩნეველი.

კვირას საღამოს დაბრუნდნენ ქალაქში. ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. თათულიმ უნივერსიტეტში დაიწყო სიარული, თედომ სამსახურში. ერთი კვირის მანძილზე უცნაური მხოლოდ ის იყო, რომ დემნა აღარ გამოჩენილა. თეონაც ცუდად გრძნობდა თავს. სულ მოთენთილი იყო, სულ ეძინებოდა, წნევაც სულ დაბალი ჰქონდა. თავიდან გადაღლილობას და სტრესს დააბრალეს, მაგრამ რომ აღარ გადაუარა, ექიმთან წასვლა გადაწყვიტეს. გასინჯეს, ანალიზები აუღეს და სასიამოვნო ამბავიც ამცნეს - მალე დედა გახდებოდა. მოულოდნელი ბედნიერება იყო წყვილისთვის. დაბნეულები გამოვიდნენ ექიმის კაბინეტიდან, ჯერ ისევ ეიფორიაში მყოფები.

- ვაიმე რა კარგი ამბავია, რა ბედნიერებაა, პატარა, პაწაწუნა, სულ ერთი ბეწო - გახარებული აქაქანდა თათული - ჩემი თეო ბავშვით ხელში, რა წარმოუდგენელია - გაეცინა.
- არ უნდა აღვნიშნოთ? - იდეა წამოაყენა თედომ - დავურეკავ ბიჭებს.
- რა თქმა უნდა, ოღონდ მე თუ მკითხავთ, მხოლოდ თქვენ ორმა უნდა აღნიშნოთ - გადახედა თათულიმ.
- კარგი იდეაა, თუმცა ხომ ხედვ, დაუპატიჟებლად მოვიდნენ - კარებზე კაკუნს მოაყოლა სიტყვა და გასაღებად წავიდა.
- ერთი კვირაა არ გამოჩენილხარ, რაღა ახლა მოგინდა მოსვლა - გაბრაზებით ჩაიბურტყუნა თათულიმ დემნას მისამართით.
- ეს დილიდან ასეა თუ ჩემზე აქვს ალერგია? - გაეცინა და სავარძელში ჩაეშვა.
- გეგმების ჩაშლის ოსტატი ხარ, ძლივს მოიფიქრეს სადმე წასვლა და უუფ - ჩაიფრუტუნა.
- წავიდნენ მერე, მე დავუშალე? - მხრები აიჩეჩა.
- სტუმარს მარტო ხომ არ დატოვებენ?
- აგერ არ ხარ მასპინძელი? - თვალი ჩაუკრა.
- მგონი კარგი იქნება ყველანი ერთად წავსულიყავით - წამოხტა თათული და ოთახისკენ გაიქცა. სიცილით გააყოლეს თვალები.

ყველა ერთად წავიდა ერთ მშვიდ და მყუდრო რესტორანში. არც ლაშა და ლანა დავიწყებიათ. ეღირსათ და შერიგდნენ, დასთანხმდა ლანა ქორწინებაზე, მაგრამ ჯერ უნდა დავინიშნოთო გამოაცხადა, მერე ცოტა დრო მჭირდებაო, მერე ქორწილის მომზადებაო და მოკლედ არავინ იცოდა, საბოლოოდ როდის შედგებოდა ქორწილი. წყვილებად დასხდნენ - მაგიდის ერთ მხარეს თეონა და თედო, მეორე მხარეს ლანა და ლაშა, მაგიდის თავსა და ბოლოში კი თათული და დემნა. ზედმეტად შორს მოხვდნენ ერთმანეთისგან. თვალებით ჭამდა დემნა, თათული კი ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ უკვე ცეცხლი ეკიდა მისი მზერისგან. რომ იგრძნო მეტს ვეღარ აიტანდა, ჭიქა ასწია და ოჯახის მომავალი წევრის სადღეგრძელო თქვა. მზერა მაინც არ მოშორებია, ისევ უტეხად უყურებდაბიჭი.

- კიდევ ერთი ახალი ამბავი მაქვს, უფრო სწორად გვაქვს თქვენთვის - მშვიდად დაიწყო დემნამ.
- ვის და ვის? - გადახედა თეონამ.
- რომ ვიტყვი, მიხვდებით - გაუღიმა - მოკლედ, მე და თათული ერთად ვართ - საზეიმო ხმით გამოაცხადა. თათულის ინტერესის ღიმილი შეახმა სახეზე, თეონა და თედოც გაკვირვებულები ჩანდნენ, რასაც ლაშაზე ვერ ვიტყოდით.
- თათული? - ახლა თათულის გადახედა თეონამ.
- იცით რა - დაბნეულმა დაიწყო - მე მარტო ვარ - მტკიცედ ჩაილაპარაკა - და ამას თუ ვინმე ახლავს, არ ვიცი - მხრები აიჩეჩა.
- დემნა? - უკვე გაბრაზებული ტონი ჰქონდა თედოს.
- მგონი უბრალოდ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ - მხრები აიჩეჩა, წამოდგა, თათულის ხელი ჩასჭიდა და სულ სირბილით გაიყვანა გარეთ - ე.ი. თუ ვინმე მახლავს არ იცი - მოჩვენებითი სერიოზულობით დაეკითხა.
- დიახ, არ ვიცი - არა და არ ტყდებოდა.
- მეთამაშები? - ჩაეცინა.
- შენ როგორ გგონია? - სიცივისგან აკანკალებდა, დაძაბულობისგანაც, მაგრამ მაინც ცდილობდა მტკიცედ ესაუბრა, თვალი არ მოეშორებინა.
- მე დარწმუნებული ვარ, რომ კი.
- მე არა - მხრები აიჩეჩა.
- ვერ ვხვდები რას ცდილობ, მართლა ვერ ვხვდები - აშკარად ბრაზდებოდა.
- მე კი არა, შენ რას ცდილობ?
- მე ვთქვი რასაც ვცდილობ, ვთქვი, რომ ერთად ვართ.
- მაშინ როცა ერთად არ ვართ - გაეცინა - მე რომ არ ვარ შენთან ვიცი და შენ თუ ხარ ჩემთან, ეგ მე არ მეხება.
- გეხება და მერე როგორ - გაუღიმა და წელზე შემოჰხვია ხელები.
- ახლავე გამიშვი - სცადა დასხლტომოდა.
- თათული მორჩი! - მკაცრად გამოუვიდა. გოგონამაც მაშინვე შეწყვიტა მოძრაობა და გაფართოებული თვალებით ახედა - შენ გინდა, რომ ერთად ვიყოთ - ეს არც კითხვა იყო, არც თხოვნა, აშკარა დასკვნის ტონი ჰქონდა.
- მე არ - დაიწყო და მაშინვე გააჩუმა დემნამ.
- გინდა თავიდან გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას? გინდა, ჩემთან ერთად ყოფნა გინდა, თათული - ტონი დაუთბა და როგორც კი შენიშნა, რომ გოგონა ოდნავ მოდუნდა, მაშინვე აკოცა.
- ეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლაა - ამოილუღლუღა, როგორც კი მოშორდა.
- არ შეგიძლია რომ კოცნის შემდეგ, ერთხელ მაინც, რამე უფრო შესაბამისი თქვა? - ახარხარდა.
- ახლავე გამიშვი - ისევ გააბრაზა ბიჭის კომენტარმა.
- კარგი, ბოდიში - გაუცინა და მიიხუტა - ერთად ვართ ხომ?
- არ ვიცი - ამოიოხრა.
- რას ვერ წყვეტ? - მოშორდა და თვალებში ჩახედა.
- მეშინია, მეშინია რომ სახელდარქმეული ურთიერთობა სხვანაირი იქნება, მეშინია, რომ შეიცვლები, შევიცვლები, ცვლილების მეშინია.
- რა თქმა უნდა შევიცვლებით, მაგრამ ის არა, რომ გეშინოდეს. შემომხედე - თავი ააწევინა - ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, თუ ერთად ვიქნებით.
- იმედია - დაიჩურჩულა და ჩაეხუტა.
- აუცილებლად - გაეღიმა და თავზე აკოცა. რესტორანში ერთად შევიდნენ, ყველასთვის ყველაფერი ცხადი გახდა, თუმცა თეონას ინტერესით სავსე მზერა მაინც იგივე დარჩა. აშკარა იყო, სახლში დაბრუნების შემდეგ ვერ გადაურჩებოდა თათული.

***
ასე იყო თუ ისე, ყველაფერი გაარკვიეს. ერთად იყვნენ, ბოლო მოეღო დემნას გაურკვეველ ქმედებებსაც. საოცრად თბილი აღმოჩნდა, ყურადღებიანი. თათულიმ მეორე დღესვე მოაგვარა ირაკლისთან ურთიერთობაც, გაარკვია რომ მხოლოდ ჯგუფელები იყვნენ და მორჩა. ამასობაში ზამთარიც შემოიპარა და ერთკვირიანი საახალწლო არდადეგებიც მოვიდა.

- თათუ გელოდები და გარეთ ძალიან ცივა, რომ იცოდე ისე მაინც - გაბრაზებული ელაპარაკებოდა დემნა.
- მერე როდის აქეთ გრცხვენია სახლში ამოსვლა?
- კაი ხუთი წუთის გამო უნდა ამომიყვანო?
- თორე შენც ფეხით არ დადიოდე რა, მაცადე - აბუზღუნდა და გაუთიშა ტელეფონი.

დაურეკა, ათ წუთში სადარბაზოსთან ვიქნები და ჩამოდიო. არა, როგორ უნდა გამზადებულიყო ათ წუთში, ხოდა იდგეს და ელოდოს. თათული კვლავ აუღელვებლად განაგრძობდა მომზადებას. გარეთ კი მართლა ძალიან ციოდა. საბოლოოდ, სქელი ყელსახვევიც გაიკეთა და კიბეებზე დაეშვა.

- როგორც იქნა - უკმაყოფილო მზერით შეეგება დემნა.
- თუ ასე უნდა მელაპარაკო, ავბრუნდები - მაშინვე სადარბაზოსკენ შუბრუნდა.
- მოდი აქ - იდაყვში ხელი ჩაავლო და მიიხუტა - ე.ი. უნდა წახვიდე - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა.
- უნდა წავიდე - გაუცინა.
- არ მომწონს.
- ჯერ სად ხარ, შენ ნახე თებერვალში რომ წავალ მთელი თვით - დაეჭყანა.
- არ არსებობს.
- არსებობს.
- ხოდა მეც წამოვალ, სიძედ დავრჩები.
- ხო გაგიჭირდება შენ შეთანხმების გარეშე გადაწყვეტილების მიღება - წაკბინა.
- აი ნახავ, როდის მიდიხარ?
- ხვალ საღამოს, ვაიმე ერთი სული მაქვს - თვალები უბრწყინავდა სოფელზე და ოჯახზე ლაპარაკისას.
- რა საოცრად გიბრჭყვიალებს ეგ ლამაზი თვალები, რომ იცოდე - გაუღიმა.
- ვიცი, ხშირად მეუბნებიან - შეიფერა და გაიპრანჭა - მცივა - დაიწუწუნა.
- მოგცე ქურთუკი?
- გაგიჟდი? გაიყინები, ავიდეთ რა სახლში.
- კარგი, წამოდი - აშკარად არ იყო იდეით აღფრთოვანებული.
- გამიღიმე და ყავას გაგიკეთებ - გაუცინა, ყავა ან „ყავა“ ყოველთვის ამართლებდა.

***
მეორე საღამოს სოფელში გააცილეს დემნამ, თეონამ და თედომ. ბევრი იწუწუნა ბიჭმა, პირველ საერთო ახალ წელს ცალ-ცალკე უნდა შევხვდეთო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თათული მაინც წავიდა და ბედნიერებისგან ფრინავდა, ნაცნობი გარემო რომ დაინახა. ისე მონატრებოდა თავისი სახლი, ჯერ ოჯახის წევრები მოისიყვარულა, მერე სახლის და ეზოს ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა, ცხოველებს მიეფერა და ღუმელს მიეფიცხა. ოცდაათ დეკემბერს უკვე საახალწლო განწყობა იყო მათ ოჯახში. დილით ადრე გაეღვიძა, ბედნიერმა გაიხედ-გამოიხედა, საკუთარ ოთახში ეძინა. ლოგინში აცეკვდა და იქამდე არ დაწყნარდა, სანამ დედამ კარები არ შეუღო. მთელი დღე სამზარეულოში ფუსფუსებდა, ეხმარებოდა, თუმცა სამზადისი ბევრი არ იყო. მისი ოჯახი შობას უფრო განსაკუთრებულად აღნიშნავდა.

ღამის თორმეტ საათზე ტელეფონი რომ ამღერდა, ზუსტად იცოდა ვინ იყო. იმ სიცივეში გარეთ გავარდა და უპასუხა.

- გისმენ - იმ სიცივეშიც კი ათბობდა მისი ხმა.
- გილოცავ, თათუ.
- მეც გილოცავ - დაიჩურჩულა.
- მომენატრე.
- მეც - კიდევ უფრო დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა.
- შენს ხმას თუ გამაგონებ და ტელეფონს არ დაადნები უკეთესი იქნება - გაიცინა.
- სულ აღარ დაგელაპარაკები რა - გაიბუტა, ვერ იტანდა, როცა ასე უშლიდა ნერვებს.

და მაინც, საოცრად ბედნიერი შებრუნდა სახლში. ღიმილს ვერ იშორებდა თავიდან. მთელი ერთი კვირა, ფაქტობრივად ტელეფონებზე ეკიდნენ. გიჟდებოდა, მისგან ამხელა ყურადღებას რომ გრძნობდა. არც კი წარმოედგინა, რომ ოდესმე მსგავსი რამ მოხდებოდა.
ბევრად უფრო დატვირთული აღმოჩნდა ექვსი იანვარი. მეორე დღეს შობა იყო, როგორც უკვე ვთქვი, მისი ოჯახი განსაკუთრებულად ემზადებოდა. მთელი დღე ფეხზე იდგა, აქეთ-იქით დადიოდა, დედას ეხმარებოდა, ვეღარც ტელეფონისთვის მოიცალა. ღამით ტაძარში უნდა წასულიყო, ამ ჩვეულებას არასდროს არღვევდა, მთელი სოფლის ახალგაზრდობა ერთად მიდიოდნენ და შემდეგ ერთად ბრუნდებოდნენ. დილით ცალ-ცალკე ჩამოივლიდნენ ყველას ოჯახს და ღამემდე ქეიფობდნენ.

- დე დავკრემეე - მისაღებში მყოფ ქალს გასძახა და ნამცხვარი იქვე, მაგიდაზე გადადო.
- კარგი დედი, გავშალოთ ახლა და გაემზადე მერე.
- კარგი - გამოსძახა და ორ წუთში თეფშებით ხელში გამოვიდა.

თეფშების დალაგებას მორჩა და ეზოდან მანქანის სიგნალიც მოისმა.

- ასე მალე მოვიდნენ? თან მანქანით? - გაკვირვებული იყო თათული. ტაძარში ყოველთვის თერთმეტ საათზე მიდიოდნენ და ყოველთვის ფეხით, ჯერ კი ათიც არ იყო. შეწუხებული სახით გავიდა გარეთ, ჭიშკარი გააღო და ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ნაცნობ მანქანას და მანქანასთან მდგარ ნაცნობ სახეებს. - ვაიმე - ამოთქვა და ხელები სახეზე აიფარა.
- ასე გეწყინა ჩვენი ჩამოსვლა, რომ დანახვაც არ გინდა? - გაიცინა თედომ.
- რას ამბობ სიძე, რას ჰქვია მეწყინა, გავგიჟდი, ისე გამიხარდა - გახარებული მივიდა და ჩაეხუტა.
- სხვათაშორის სიძე დეიდაშვილმა ატეხა - გაბუსხული დახვდა თეონა.
- თეო - ახლა დეიდაშვილს ჩაეხუტა - რომ იცოდე შენ და შენს პატარას რა გემრიელობები გელოდებათ - გაუცინა.
- ვიცოდი - თეოსაც გაეცინა - თედო წამო - ხელკავი გამოსდო, ეზოში შევიდნენ და თეომ კარები დაკეტა. თათულის გაეცინა და როგორც იქნა, იქვე მდგარ დემნასაც მიაქცია ყურადღება.
- გამარჯობა - ჩვეულად გაუღიმა.
- გამარჯობა - ღიმილით უპასუხა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა.
- მოდი აქ - ერთი ნაბიჯით გაჩნდა მასთან და ჩაიხუტა.
- მეც მომენატრე - გაუღიმა თათულიმ და ხელები შემოჰხვია.
- შენც? მე არ მითქვამს, რომ მომენატრე - გაუცინა.
- თქმა რად მინდა, ისედავ ვიცი - ვალში არ დარჩა და მამის ხმაც გაიგო.
- რას ჰქვია არ შემოდის? ამ დროს სტუმარი სად გავუშვა? - დენდარტყმულივით მოშორდა დემნას. გაეცინა, ზუსტად იცოდა, არ შემოსვლის ამბავი თეონას მოფიქრებული იქნებოდა - გამარჯობა - მიესალმა დემნას კაცი.
- გამარჯობა - ხელი ჩამოართვა ბიჭმა.
- უნდა გვესტუმროთ, ეზომდე მოსული უკან რომ გაბრუნდეთ, ძალიან გვეწყინება.
- იცით, თქვენი ქალიშვილიც იმავეს მეუბნებოდა და დამითანხმა, გესტუმრებით - თათულის გადახედა.
- ძალიან კარგი, მობრძანდით.

სახლში შევიდნენ. თათული მაშინვე სამზარეულოსკენ გაეშურა, სუფრის გაშლა დაასრულა. ყოველ გავლა-გამოვლაზე მზერას აყოლებდა დემნა, მერე თავისთვის ჩუმად ჩაიცინებდა, თათული თუ შეამჩნევდა, მოჰყვებოდა თვალების ბრიალს და უფრო ეცინებოდა. სუფრასთანაც მის წინ აღმოჩნდა. ისე დაჟინებით უყურებდა, თედომ მხარი მიჰკრა.

- წავალ, გავემზადები მე - წამოდგა თათული.
- საით თათუ?
- ტაძარში, თეო - გაუღიმა.
- სტუმრებს გვტოვებ? - გაუცინა დემნამ და იმ წუთში, მზად იყო ადგილზე მიეხრჩო გოგონას.
- დიახ, გტოვებთ - გამოკვეთილად უპასუხა და გასასვლელისკენ წავიდა.

თავისი ოთახიდან ჩაფუთნული გამოვიდა. ღამე ძალიან ეციებოდა, ცაც ისეთი იყო, აშკარად მოთოვდა და წინასწარ აბედნიერებდა თათულის. წავედიო სახლში შესძახა და მხიარული გაემართა მოჟრიამულე ბავშვებისკენ. გზა ისე უცებ გაილია, ვერც შენიშნეს. ტაძარში შესვლისთანავე, გარეთ დატოვა მხიარულება და ხმაური, მდუმარედ დადგა კედელთან და მგალობელთა მოსმენა დაიწყო.

_________
მეექვსე.. უღრმესი მადლობა რომ კითხულობთ და მაფასებთ.. ვივსები თქვენი შეფასებებით.. მიყვარხართ, მაბედნიერებთ..



№1  offline წევრი Shokoladi :D

აშკარად არ გამჭირვებია არჩევანის გაკეთება. რუსული მესწავლა თუ ეს წამეკითხა :D :D ძალაინ ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან კარგი თავი იყო... ვგრძნობდი რომ სითბო მეღვრებოდა კითხვის დროს გულში... საოცარი გოგო ხარ .. ხან სიტყვები არ მყოფნის რომ ჩემი დამოკიდებულება ავღწერო.<3 <3 ჩემი "მსხნელი" ხარ :D

 


№2  offline წევრი kaxelii

ვაიმეეე რამდენჯერ შევამოწმე და როგორც იქნა აიტვირთა ჩემთვის სასურველი მოთხრობა. ძალიან ძალიან მაგარია აი ვგიჟდებიიი ისე მომწონს. მაგიჟებთ შენ და შენი ისტორიები რაა. რათქმაუნდა ველოდები მომდევნო თავს და იმედია ცოტა დიდი იქნება თორე არ მყოფნიიიის. კიდევ მინდოდააა. რაღაცნაირად უკმარისობის გრძნობა მაქვს, ალბათ იმიტომ რომ წინა 5 თავი ერთნაირად წავიკითხე და კიდევ ბევრი მინდოდა. აი ძალიან მომწონს და ორ დღეში ერთხელ თან ამ ზომის არ მყოფნის. ბევრი მინდა რო დავტკბე ამ ბედნიერებით.
მოკლედ ძალიან ბევრი ვილაქლაქე და აი რავი რაა ძაან მაგარი ხარ.

 


№3  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

აღფრთოვანებული ვარ მაგარი იყო ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№4 სტუმარი მკითხველი

მიყვარს ეს ტკბილები ♥♥♥

 


ძალიან, ძალიან კარგი და ნიჭიერია ავტორი ❤ დემნა საოცრაბაა და მეც მინდა ერთი ეგეთი

 


№6 სტუმარი გვანცა))

დემნა,რა კაიაა ეს ოხერიი როგორ მიყვარს;დდ
ტკბილი და თბილი თავი იყო ეს❤
მარიამმ უმაგრესი ხარ შე❤

 


№7  offline ადმინი მწარე

ვგიჟდები ვგიჟდები შენსავით უტკბილესი თავიაა რა კარგიი ხარ
--------------------
ბედნიერება წვრილმანებშია

 


№8  offline წევრი isterichka123

dzalian momwons sheni istoria kaia gagrdzele

 


№9  offline მოდერი მარრიამი

Shokoladi :D
აშკარად არ გამჭირვებია არჩევანის გაკეთება. რუსული მესწავლა თუ ეს წამეკითხა :D :D ძალაინ ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან კარგი თავი იყო... ვგრძნობდი რომ სითბო მეღვრებოდა კითხვის დროს გულში... საოცარი გოგო ხარ .. ხან სიტყვები არ მყოფნის რომ ჩემი დამოკიდებულება ავღწერო.<3 <3 ჩემი "მსხნელი" ხარ :D

:D :D მადლობა ჩემო საყვარელო <3 მიხარია <3
kaxelii
ვაიმეეე რამდენჯერ შევამოწმე და როგორც იქნა აიტვირთა ჩემთვის სასურველი მოთხრობა. ძალიან ძალიან მაგარია აი ვგიჟდებიიი ისე მომწონს. მაგიჟებთ შენ და შენი ისტორიები რაა. რათქმაუნდა ველოდები მომდევნო თავს და იმედია ცოტა დიდი იქნება თორე არ მყოფნიიიის. კიდევ მინდოდააა. რაღაცნაირად უკმარისობის გრძნობა მაქვს, ალბათ იმიტომ რომ წინა 5 თავი ერთნაირად წავიკითხე და კიდევ ბევრი მინდოდა. აი ძალიან მომწონს და ორ დღეში ერთხელ თან ამ ზომის არ მყოფნის. ბევრი მინდა რო დავტკბე ამ ბედნიერებით.
მოკლედ ძალიან ბევრი ვილაქლაქე და აი რავი რაა ძაან მაგარი ხარ.

უღრმესი მადლობა <3 თქვენ ხომ არ იცით როგორ მაბედნიერებთ <3
თაკოთაკო
აღფრთოვანებული ვარ მაგარი იყო ყოჩაღ

თაკო, მადლობა <3
მკითხველი
მიყვარს ეს ტკბილები ♥♥♥

მადლობა <3
შერლოკირებული
ძალიან, ძალიან კარგი და ნიჭიერია ავტორი ❤ დემნა საოცრაბაა და მეც მინდა ერთი ეგეთი

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა <3 იარსებებს სადმე, ერთი შენთვის :დ
გვანცა))
დემნა,რა კაიაა ეს ოხერიი როგორ მიყვარს;დდ
ტკბილი და თბილი თავი იყო ეს❤
მარიამმ უმაგრესი ხარ შე❤

გვანცა, მატკბობ და მათბობ <3 მადლობა <3
Mware
ვგიჟდები ვგიჟდები შენსავით უტკბილესი თავიაა რა კარგიი ხარ

ჩემო უტკბესო <3
isterichka123
dzalian momwons sheni istoria kaia gagrdzele

მადლობა <3

 


№10 სტუმარი Guest mariko

Vaime gavgijdebi, gadavirevi. Vgijdebi, matbobs da matkbobs. ♥

 


№11  offline მოდერი მარრიამი

Guest mariko
Vaime gavgijdebi, gadavirevi. Vgijdebi, matbobs da matkbobs. ♥

მეც გავგიჟდები და გადავირევი <3 მათბობთ და მატკბობთ <3

 


№12  offline წევრი ვალენტინა

მიყვარხარ მე შენ შენი თბილი მოთხრობით ♥

 


№13  offline მოდერი მარრიამი

ვალენტინა
მიყვარხარ მე შენ შენი თბილი მოთხრობით ♥

მეც მიყვარხარ თბილო <3

 


№14  offline ადმინი ano23

შენსავით მეც ეგოისტურად მიხარია ექსკლუზივი ისე და ისევ ჩემი რომაა heart_eyes heart_eyes ჩემი შოკოლადის გოგო ხარ შენ და შოკოლადის ისტორიებს წერ joy heart_eyes

 


№15  offline წევრი kaxelii

Velodebii sadaaa?

 


№16  offline მოდერი მარრიამი

ano23
შენსავით მეც ეგოისტურად მიხარია ექსკლუზივი ისე და ისევ ჩემი რომაა heart_eyes heart_eyes ჩემი შოკოლადის გოგო ხარ შენ და შოკოლადის ისტორიებს წერ joy heart_eyes

შენ ბოლო თავში მოგიძღვნი სამადლობელ სიტყვებს :დ
kaxelii
Velodebii sadaaa?

ორ წუთში იქნება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent