წარსულის ლანდები თავი 12
საავადმყოფოში ერთმანეთის მიყოლებით ირეოდა შეშლილი სახეები, ყველას ფიქრი ლოცვისკენ იყო მიმართული, ეს იყო თითოელულის სასჯელი, წუთები რომელიც გაუსაძლისი იყო, ექიმის მოლიდინი და ამბავი რომელიც ბევრი ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავდა, დემეტრე ერთ წერტილს მიშტერებოდა, რეაქცია არ ჰქონდა არაფერზე, მხოლოდ უამრავი ფიქრი უტრიალებდა თავში, აქ რას აკეთებს, მისი საყვარელი ქალი კვდება, რომელმაც დამამშვიდებლების ზედმეტი დოზა მიიღო ყოფილი ქმრის სიყვარულის გამო, იმას აქ რა უნდა, ის ხომ ამ წუთას ყველაზე ზედმეტი იყო, ალბათ სწორს ეუბნებოდა ნინო იტანჯება სიყვარულით, ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს სხვისი საკუთრების მოპარვას ცდილობს, მაგრამ მისდამი ალექსანდრას სიყვარული ყველა საზღვარს ცდებოდა, მზად იყო ებრძოლა და ეფიქრა მასზე, მაგრამ ეხლა მხოლოდ მნიშვნელობა ჰქონდა ის გადარჩენილიყო, მას როგორც უნდოდა ისე მოქცეულიყო, გაემეტრებინა დემეტრე სამუდამო ტანჯვისთვის ოღონდ მას უნდა ეცოცხლა, სხვა ალტერნატიული გეგმაზე არც ფიქრობდა, აქ მხოლოდ ალექსანრას გადარჩენაზე იყო ლაპარაკი, თვალწინ ედგა მომენტი როცა თიკომ დაურეკა და უთხრა რომ ალექსანრა ძალიან ცუდად იყო და შეიძლებოდა მისთვის მოესმინა, შემდეგ უამრავი გამოტოვებული ზარი, უპასუხდ დარჩენილი ყველა შეკითხვა, სახლში მისვლა და იქ იმ სურათის ნახვა რომელმაც ერთიანად დაუბნელა გონება, მხოლოდ მცირე პულსი მაჯაზე, ის მცირე პულსი აფიქრებინებდა დემეტრეს რომ შეიძლებოდა ცხოვრება გაეგრძელებინა, მხოლოდ მცირე დარტყმა კანის ქვეშ, ეს ერთის მხრივ ბედნიერების წუთები და მეორეს მხრივ დაბნეულობა, სასწრაფოს მოსვლა, ელენეს საავადმყოფოში გადმოყვანა და მხოლოდ მისი ერთიანად გაფითრებული სახე, ეს მომენტები თავიდან არ ამოდიოდა, ის ამას მართლა ვერ გადაიტანდა, რომ ალექსანრა შეიძლება აღარ იყოს წარმოუდგენელია. -თიკო ლანას ჩაეხუტა, ჩემი ბრალია ლანა გესმის ალექსანრას ეს მდგომარეობა ჩემი ბრალია, რა მალაპარაკებდა ან როგორ დავტოვე მარტო ეს როგორ გავაკეთეთ, მას რომ რამე მოუვიდეს როგორ უნდა ვიცხოვროთ საერთოდ გამაგებინე, ამიხსენი როგორ შეიძლება ვიარსებოთ მის გარეშე, თიკო ბოლო ხმაზე მოსთქვამდა ლანასთან ერთად -რეანიმაციის კარების გაღება, იქედან გამოსული ექიმი რომელიც მათთან მიახლოებამდე უკვე რაღაც ავის მომასწავლებელ ამბავს უმზადებდა. -მხოლოდ მასზეა დამოკიდებული ყველაფერი, მისმა გულმა ამას თუ გაუძლო, საკმაოდ მძიმე დამამშვიდებლების დიდი დოზა აქვს მიღბული, ორგანიზმი შოკშია, ჯერ ისევ კომაშია, მხოლოდ ღმერთის იმედზე უნდა ვიყოთ, ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, ეხლა მთავარია გულმა გაუძლოს და გამოძვრეს კრიზისული 48 საათი გველის წინ, მაგრამ იმედი არ დაკარგოთ ყველაფერი კარგად იქნება, ამას გარდა არ ვიცით კომურმა მდგომარეობამ როდის შეიძლება გაუაროს, მოკლედ ლოდინის გარდა არაფერი დაგვრჩენია დემეტრე იქვე ჩაიკეცა, ეხლა უკვე ნათლად ხვდებოდა არსებული სიტუაციის სიმძიმეს, თითქოს აქამდე ბურუსში იყო მოქცეულუ და ეხლა გამოფხიზლდაო, ექიმო მხარზე ხელის დადებით გააჩერა ექიმი, მეც ექიმი ვარ თანაც კარდიოლოგი, ვიცი სიტუაციის სიმძიმეც და ყველაფერი იმაზე უკეთ ვიდრე ეს შეიძლება სხვამ გაიგოს, მაინტერესებს რომელი წამალი აქვს მიღებული ან რეცეპტის გარეშე დამამშვიდებელი არ ექნებოდა. -დიახ ეს ფსიქოტროპული აბებია რომელიც ექიმმა უნდა გამოწეროს, ან ფსიქოლოგმა მათ აქვთ ამის უფლება მხოლოდ, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია სადმე შეეძინა, მე თქვენ გიცნობთ მეგობრულად გაუცინა დემეტრეს ექიმმა, თქვენ ცნობილი კარდიოლოგი არ ხართ დემეტრე კვიციანი, ექმიმმა ახლახანს იცნო დემეტრე. -ცნობილის რა მოგახსენოთ მაგრამ დემეტრე ვარ, გთხოვთ თუ შეიძლება რომ როგორმე რეანიმაციაში შევიდე, ვიცი ეს აკრძალულია მაგრამ როგორც ექიმის აპლუაში ხო შეიძლება? დემეტრემ აცრემლებული თვალებით გახედა ექიმს. -კი ბატონო დემეტრე გამონაკლისს დავუშვებთ, თქვენი სახით. სასუნთქი აპარატის ხმა, ფერდაკარგული ალექსანდრა, და მხოლოდ მცირე ნიშანი იმისა რომ ის ისევ სუნთქავდა, დემეტრე გაქვავებული იდგა მის ლოგინთან, ალექსას ხელი მის ხელში მოიმწყვდია, ალექს ჩემო სიცოცხლე გთხოვ იცოცხლე, გთხოვ შენ პატარა გულს უთხარი რომ ამას შეძლებ, აღარასოდეს მოგიახლოვდები თუ შენ ეს გინდა ოღონდ გთხოვ იცოცხლე, ის აზრი რომ შენ ისუნთქებ მე ცხოვრების საშუალებას მომცემს, უბრალოდ ეგოისტურად გამომდის მაგრამ გემუდარები შენ აქ გვჭირდები, ვიცი ჩემი გესმის, თვალები გაახილე და დაგვიბრუნდი დემეტრე თავს უკვე ვეღარ თოკავდა, ღაპა ღუპიტ მოსდიოდა ცრემლების და თავისივე სისუსტის თვითონვე უკვირდა, თუ როგორ შეიძლება სიყვარულმა ერთ წამში გაქციოს სუსტ დაუცველ ადამიანად. რეანიმაციიდან გამოსვლის თანავე მანქანაში ჩაჯდა და საავამყოფო დატოვა. -ეს რა გააკეთ გაცოფებული შევარდა სახლში, ალექსანდრას ისეთი ძლიერი დამამშვიდებელი როგორ გამოუწერე ნინო, ეს პირველი შემთხვევა იყო როცა დემეტრემ დედამის სახელით მიმართა -ნინო გაოცებული იდგა ვერ გაეგო რა ხდებოდა, დემეტრე შვილო დაწყნარდი და მშვიდად ამიხსენი რა ხდება, -მშვიდად ეს შეუძლებელია გადმოგცე, ალექსანდრა კვდება, დამამშვიდებლი ზედმეტი დოზის მიღების გამო და ეს დამამშვიდებელი ჩემმა საკუთარმა დედამ გამოუწერა, ხო შენ გამოუწერე დედა შენ გესმის ეს რას ნიშნავს? -ნინო ერთიანად გაფითრდა, დემეტრე ეს სამკურნალო აბები იყო, შენც კარგად იცი რომ არაფერია ზედმეტი, შენ გინდა ვინმე დამნაშავე იპოვო და ჯავრი მასზე იყარო მაგრამ ეს ესე არ არის, შენც ძალიან კარგად იცი რომ მე დამნაშავე არ ვარ, ყოველთვის მცირე დოზების რეცეპტს ვაძლევდი, როგორც ყველა პაციენტებს, შვილო დაწყნარდი გემუდარები, ალექსანდრა კარგად იქნება გთხოვ ესე ნუ იქცევი. -დემეტრე მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა, ნამდვილად არ იყო ნინო არაფერში დამნაშავე, დედა ცუდად ვარ, ესე ცუდად არასოდეს ვყოფილვარ, ერთიანად გამოვიფიტე, აღარც ვიცი როგორ მოვიქცე, მართალი იყავი ალექსანდრამ აბები მისი ქმრის გამო დალია, მას ისევ ის უყვარს, იმდენად უყვარს რომ თვაის მოკვლა გადაწყვიტა გესმის დედა. -დამშვიდდი დემეტრე, მე ძალიან მიყვარს ალესანდრა და უბედნიერესი ქალი ვიქნებოდი რომ ის ჩემი რძალი იყოს, მაგრამ მე ეს ვიცოდი, არ ვიცი შვილო შეიძლება სხვა მიზეზი აქვს, სიმართლე გითხრა ალექსანდრა ამ ბოლო დროს უფრო ბედნიერი იყო მიზეზი თურმე შენი გაცნობა ყოფილა, მეც შევამჩნიე ბედნიერება მის თვალებში, ასე რომ გთხოვ წინასწარ ნუ გამოიტან დასკვნებს შეეცადე მასაც გაუგო და გვერდით დაუდგე -მე ამ წუთას არაფერზე ვფიქრობ დედა მთავარია გადარჩეს, მთვარია გამოძვრეს ამ მდგომარეობიდან მე ესეც მეყოფა, დემეტრემ თავი დახარა რომ ნინოს მისი აცრემლებული თვალები აღარ დაენახა *** -აეროპორტი, უამრავი ხალხი და ამ ხალხში კარგად გაარჩევდით სახე წაშლილ მამაკაცს, რომელიც გიჟივით იდგა პასპორტის რიგში და ელოდებოდა როდის გამოვიდოდა გარეთ, გიორგის მოთმინების ლიმიტი ეწურებოდა, იმ მომენტიდან როცა გაიგო რომ ალექსანდრამ წამალი დალია, და ყველაფერი ეს მხოლოდ მის გამო, ყველანაირ ძალას ართმევდა და ანადგურებდა, როგორც იქნა საავადმყოფომდე მიაღწია, ნაცნობი სახეები იდგნენ მისაღებში რომლებიც ლოცვის გარდა ვერაფერს აკეთებდნენ, ზურა და მარინეც მოვიდნენ რომლებიც გიორგის დამშვიდებას ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგობა, ელენემ მამის დანახვისთანავე მისკენ გაიქცა -მა როგორ ხარ ჩემო ანგელოზო -მე კარგად მა, იცი დედიკოს ჩაეძინა და ვერ ვაღვიძებთ, გაოცებული სახით უთხრა ელენემ -არ ინერვიულო მა დედა გაიღვიძებს ეტყობა უბრალოდ დაიღალა და ჩაეძინა, გიორგიმ სცადა გაღიმება, რომ ელენესთვის მაინც ყოფილიყო ეს წარმოუდგენლად მძიმე წუთებბი ოდნავ უკეთესი. ამ დროს მისაღებში შემომავალ დემეტრეს მოჰკრა თვალი, რა თქმა უნდა იცნობდა და იცოდა ვინც იყო, აქ არ იყოს ჩხუბის ადგილი ან რა უფლლება ჰქონდა ეჩხუბა, დამნაშავე ხომ თავიდან ბოლომდე ის იყო, წამოდგა ელენეს ხელი გაუშვა, მა მიდი ბებოსთან ცოტა ხანი მე საქმე მაქვს კარგი,? ბავშვს თავზე ხელი გადაუსვა და დემეტრესკენ წავიდა -ვიცი რომ მე არაფერი მამართლებს, მაგრამ არც შენ ხარ განტევების ვაცი იცოდე დემეტრეე, მისი სახელი გამოკვეთით ახსენა -გიორგი შენ აქ მოსვლასაც როგორ ბედავ, ოდნავ მაინც არ გრცხვენია, იმის მერე რაც შენ ალექსანდრას გაუკეთ .-იცი ეს ალექსმა რატო ჩაიდინა? მიზეზი იცი? იმიტოომ რომ მე ვუყვარვარ შეუშვი მაგ შენს თავში ბიჭო, მე და არა შენ, იმდენად ვუყვარვარ რომ სიკვდილზეც კი თანახმაა ხვდები ამას თუ არა, ასე რომ შენ აქ ნამდვილად ზედმეტი ხარ, წადი რა თვალში მაინც ნუ მოგვედები, გიორგიმ აგდებულად აუკრა ხელი დემეტრეს --იცი ჩემს და შენს შორის რა განსხვავებაა? მე ამ წუთას მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ის გადარჩეს, ვინ უყვარს და ვინ არა ეს საერთოდ არ მაინტერესებს, აი შენ კი დგეხარ აქ და საქმეებს მირჩევ იმის მაგივრად ღმერთს თხოვდე მის გადარჩენას, აი ეს განსხვავებაა გიორგი ჩემს და შენს შორის, და სანამ ალექსანდრა თვალს არ გაახელს მე აქ ვიქნები ეს შენ გინდა თუ არა, ეხლა კი გამატარე, დემეტრემ გვერძე გასწია გიორგი ისე რომ სიტყვის თქმის საშუალებაც არ მისცა და იქაურობას გაეცალა. იყო ტკივილიანი წუთები, იყო ელენეს ტირილი თუ როგორ მოენატრა უკვე დედა, იყო კრიზისული 48 საათი და რწმენა და ფიქრი იმისა რომ ის აუცილებლად გადარჩებოდა, ჩაღამებული დაღლილი თვალები და ოცნება არარეალურზე, ოცნება ყველაზე სანუკვარზე რომ ალექსანდრა კვლავ გაახელდა თვალს, შემდეგ იყო ექიმის გახარებული მილოცვა და ის რომ ალექსანდრა გონს მოვიდა, პულსი დაურეგულირდა და აპარატს აღარ საჭიროებს, იყო ცარიელი თვალები, ისევ საავამყოფოს ცივ კედლებში გაღვიძება, და ფიქრი იმაზე რომ ის მხოლოდ ერთი უბრალო მოკვდავია, მას არ აქვს უფლება მიიღოს ისეთ სერიოზული გადაწყვეტილება როგორიც თუნდაც სიკვდილია, მას არ აქვს უფლება ჩაერიოს ღმერთის საქმეში, და ამასთნ ერთად დიდი ბედნიერება რომ მას ისევ შეუძლია მის შვილს მაგრად ჩაეხუტოს, ეს ბედნიერების წუთებია რომლის შეფასებაც წარმოუდგენელია. პირველი ელენე იკითხა, შემდეგ კი დემეტრე, იცოდა არ ქონდა ამის უფლება რომ მას დემეტრე ეკითხა, ის რომ ამ ყველაფერს გაიგებდა ალბათ სამუდამოდ დაკარგა, თვითონაც ვერ მიხვდა ისე ეტკინა, ისე ინანა ჩადენილი პირველ რიგში კი იმიტომ რომ დემეტრე მას ამას არ აპატიებდა, ვერ დააჯერებდა რომ გიორგი არ უყვარდა და ვერც იმ ტკივილს აუხსნიდა თუ რამ გამოიწვია მისი ესეთი მდგომარეობა, მართალიც აღმოჩნდა დემეტრე იქ აღარ იყო, მის გვერში აღარ აღმოჩნდა და წავიდა, წავიდა და ალბათ აღარასოდეს დაბრუნდებოდა, ალექსანდრას არ აქვს იმის ძალა რომ დაუმტკიცოს მისი სიყვარული, ან შეიძლება აქვს, ყოველ შემთხვევაში უნდა რომ სჯეროდეს რომ აქვს იმის ძალა დემეტრეს პატიება მოიპოვოს. პალატის კარი გაიღო საიდანაც ისევ ნაცნობი სახე დაინახა, თითქოს წლები უკან დაბრუნდა ისევ გიორგი შემოვიდა, სახე გაფითრებული, ბოდიში ალექს საყვარელო, ბოდიში ეს რა დღეში ჩაგაგდე, გთხოვ არ გამაგდო, გემუდარები მომეცი უფლება ყველაფერი აგიხსნა -გიორგი პირველ რიგში საყვარელო არა აქედან დავიწყოთ, შემდეგ მე არ მჭირდება არაფრის ახსნა ყველაფერი შესანიშნავად ვიცი, ჩვენ ორივემ დავაშავეთ ორივემ შევცოდეთ, მაგრამ ეხლაც იგივეს ვაკეთებთ, ჩვენ უბრალოდ ერთმანეთთან ელენეს გარდა აღარაფერი გვაკავშირებს, ვებღაუჭებით წარსულს რომელიც არც არასოდეს დადგება, მადლობა ღმერთს რომ ეს ესეა, მე შენ მოგისმენ მაგრამ ეს იმიტომ რომ შენ იყო მშვიდად, მე ისედაც ყველაფერი ვიცი, და ერთი ზუსტად მე შენთნ არ მინდა, ალბათ ცოტა გვიან მივხვდი ამას მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ბავშვებმა რა დააშავეს, როგორ შეგეძლო გაგეზარდა შენი მეორე შვილი ესე ჩუმად, მას და ჰყავს და ძმა ერთმანეთს არ უნდა იცნობდეს? მაპატიე მაგრამ რომ ვლაპარაკობ თვალები მეხუჭება ძალიან დავიღალე ისევ მეძინება, გთხოვ დამტოვე, უბრალოდ ერთი იცოდე მე შენზე გაბრაზებული აღარ ვარ მე ყველაფერი გაპატიე ეს კი ავტომატურად ნიშნავს რომ აღარ მიყვარხარ, ალექსანდრა ბოლოს სიტყვები თქვა და ისევ ჩაეძინა, ძლიერი პრეპარატების მიღებამ ორგანიზმი გადაღალა და ეს ბუნებრივი მოვლენა იყო. რამოდენიმე დღეში გამოწერეს, ლანა და თიკო ამ ხნის განმავლობაში გვერდიდან არ სცილდებოდნენ, მართალია დამნაშავის თვალებით იყურებოდნენ მაგრამ ყველაფერი გააკეთეს რომ ალექსანდრას მათთვის ეპატიებია. -მე თქვენ გიგებთ გოგოებო, უბრალოდ იმ დღეს ძალიან გავბრაზდი, არ ვიცი რა დამემართე, მე მესმის თქვენი, არც მე ვიცი როგორ მოვიქცეოდი იგივე სიტუაციაში, ეს არც ისე მარტივი სათქმელია, ჩვენ ხომ ერთნი ვართ, ალექსანრამ ოდნავ გაუღიმა და ხელები გაშალა, გოგოები სამივე ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ატირდნენ ეხლა კი გააგრძელა ალექსმა, საქმე მაქვს, უკვე კარგად ვარ, მართალია ცოტა მოთენთილი მაგრამ არ წავიქცევი, მინდა რომ ის ბავშვი გავიცნო და მისი დედაც, ეს შეიძლება მტკივნეულია ან არც იყოს, არ ვიცი მაგრამ ვერ მოვისვენებ სანამ არ ვნახავ -არა ალექს გამორიცხულია ეს არ გააკეთო გთხოვ, ვედრების თვალებით გახედა თიკომ -არა თიკო აუცილებლად უნდა გავაკეთო, ეს ელენეს გამო, მას ძმა ჰყვას და ეს უნდა იცოდეს და უფრო მეტიც ისეთი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს როგორც ნამდვილ დედ-მამისშვილებს, გთხოვ გამიგე იმ ქალის ნომერი ვიცი არ გაგიჭირდება, ალექსანდრამ ლანას გახედა -კარგი ალექს, ნება შენია, რაც შეიძლება მალე გაგიგებ, ოღონდ იცოდე მეც წამოგყვები საჩვენებელი თითი აუწია ლანამ. -ალექსანდრას გაეღიმა აუცილებლად წამომყვებით ორივე. მომეტი რომელიც შენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს, ეს უბრალოდ შეგრძნებების კორიანტელია, უნდა შეხვდე ერთ დროს შენთვის საყვარელი ადამიანის შვილს და მის დედას, ქალს რომელმაც ოცნებები წაგართვა, რომელმაც ცხოვრება დაგინგრია და უამრავი დრო და ენერგია დაგჭირა რომ გონზე მოსულიყავი, ეს არ არის მარტივი შეხვედრა, არც ფიზიკურად, არც მორალურად, ამ შეხვედრის გადატანა არცერთისთვის არ იქნება მარტივი და ალბათ ეს მომენტი გახდება იმის მიზეზი სამუდამოდ დახურო ძველი ცხოვრების წიგნი და წერა დაიწყო ახლის, სრულიად ახალი თეთრი ფურცლიდან, ოღონდ მთავარია მუზა მოვიდეს, რომელსაც ალბათ ბედის ცისფერი ფრინველი ეწოდება, რომელიც დააწყობს და დაალაგებს ყველაფერს ისე როგორც ეს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინა. იჯდა მშვიდ კაფეში და საათს დასცქეროდა, სულ რამდენიმე წუთში ამ კაფის კარს წარსულის ყველაზე დიდი ტკივილი შემოაღებდა. ბოდიში და კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში, უბრალოდ ძალიან დატვირთული ვიყავი, პირობას ვდებ ესე არასდროს დავიგვიანებ, და მადლობა თქვენ რომ არ იზარებთ და კითხულობთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.