წარსულის ლანდები თავი 13
კარების გაღების თანავე თვალში მოგვხვდებოდა პატარა, საყვარელი ბუჭუნა, ქერა კულულებით და ცისფერი თვალებით, ვერ იტყოდი რომ გიორგის გავდა, მაგრამ ერთი შეხევითაც ეტყობოდა რომ მისი შვილი იყო და ქალი რომელიც მისი ფიზიკური სილამაზის მიუხედავად დიდ ტკივილს ატარებდა, ამას მაშინვე მიხვდებოდი, იმ ძველი მარისგან თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. -ოდნავ მოწყენილი სახით მიუახლოვდა ალექს, გამარჯობა. - ალექსანდრა ფეხზე ადგა, გამარჯობა მარი, ბავშვს შეხედა და ოდნავ გაუღიმა პატარას, ზურამ იუცხოვა და დედას მიეკრო. -დაჯექი მარი, ვიცი ეს შეხვედრა არ არის ბუნებრივი შემთხვევა, მაგრამ წარსულს ვერცერთი ვერ დავაბრუნებთ, ჩვენ ორივეს შვილები გვყავს ერთი და იგივე მამაკაცისგან, ბავშვებმა ერთმანეთი უნდა იცოდნენ, ისინი და ძმანი არიან, და ამ შემთხვევაში ორივემ უნდა ვძლიოთ საკუთარ თავს და ბავშვებს ერთმანეთი არ უნდა დავაკარგინოთ, ვიცი ეს რთულია ჩვენთვის როგორც ქალებისთვის, მაგრამ ეს ამ წუთს მეორე ხარისხოვანია. -მესმის შენი ალექსანდრა და სიმართლე გითხრა ძალიან გამიკვირდა შენი ესეთი ქცევა. -დრო გავიდა მარი, დრო ყველაფერის მკურნალია, ან უბრალოდ გაჩვევს როგორ იცხოვრო ტკივილთნ ერთად, ღალატის ტკივილს ვერაფერი შეგაჩვევს, მაგრამ ეხლა არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მე აქ ამისთვის არ მითხოვია რომ მოსულიყავი. -ნეტა იცოდე ალექსანდრა როგორ ვჯავრობ ამ ყველაფერს, მე ვიცი ძალიან დავაშავე შენთან, მე შენ ცხოვრება წაგართვი, მაგრამ ცხოვრება ჩვენ ყველას საშინლად გვსჯის ჩვენი შეცდომების გამო, ვერ მივისაკუთრე გიორგის სიყვარული, მაშინ ვფიქტრობდი რომ ალბათ მჭირდებოდა ის, დღეს უკვე აღარ, გარდა მაგისა მას არასოდეს შემოუხედავ ჩემთვის ისე როგორც შენ გიყურებდა, ეს დიდი სიყვარული მის გულშია მე კი საშინლად ჩავერია, ალბათ ამიტომაც არის ჩემი ცხოვრება ესე არეული, მაპატიე თუ რა თქმა უნდა შეძლებ ამას, მე პატარა გოგო ვიყავი, გამოუცდელი, მეგონა გიორგი ძალიან მიყვარდა და ვნებას ავყევი, ეს დიდი შეცდომა იყო, მაგრამ როცა ზურას ვუყურებ ვთვლი რომ მიუხედავად ამდენი ადამიანის ტკივილისა ზურა უნდა დაბადებულიყო, მე ჩემს შვილს მოსაკლავად ვერ გავიმეტებდი ალექსანდრა. -არ არის მარი ბოდიშები საჭირო, რაც მოხდა მოხდა, კიდევ გავიმეორებ წარსულს ვეღარ დავაბრუნებთ და გამოვასწორებთ, მაგრამ შეგვიძლია მომავალი მაინც გავხადოთ უფრო ლამაზი და ლაღი, ჩვენი შვილები ერთად უნდა იზრდებოდნენ, მათ ერთმანეთი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკარგონ, ღმერთმა იცოდა თუ როგორ უჭირდა ალექსანდრას ეხლა იქ ჯდომა, მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც მისი წარსული იყო, მისი დიდი ტკივილი და ამ ტკივილს ვერაფერი განუკურნებდა, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება რომ ბავშვებს ერთმანეთის არსებობის შესახებ უნდა სცოდნოდათ ეხლა უფრო გაუმძაფრდა და ფიქრობდა რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ზურა შენ გგავს, თვალის და კანის ფერი აქვს გიორგის, მაგრამ რაღაც ორივეს, ოდნავ გაღიმება სცადა ალექსანდრამ -ხო მეც მგავს და მასაც -როგორი მამაა? აქცევს ყურადღებას ბავშვს? დაინტერესდა ალექსანდრა -კი ფინანსურად აქცევს სხვა მხრივ ის თითქმის არასდროს არ არის მასთან, გიორგი თვითონ არის ჩამოუყალიბეელი, მან თავისი ცხოვრება ვერ დაალაგა, გარდა ამისა სულ შენზე ფიქრშია, შენიც მესმის რა თქმა უნდა ვერ პატიობ, და ალბათ ეს ასეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხომ იცი ბუნების კანონებით მხოლოდ ვერ ვიცხოვრებთ ეს არ გვშველის, მარის ცრემლები მოადგა თვალზე, მე ძალიან მიყვარდა გიორგი ალბათ ეხლაც მიყვარს, მაგრამ წარმოუდგენლად რთულია გიყვარდეს კაცი რომელსაც ცხოვრება დაუნგრიე და მისგან საპასუხო გრძნობას ითხოვდე, ეს ჩემი სასჯელია ალექს, ჩემი ჯვარი და ალბათ მთელი ცხოვრება ამ ჯვირის ტარება მომიწევს. -მარი დამშვიდდი გთხოვ არ იტირო ზურა გიყურებს, შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ კიდევ ახლიდან დაიწყებ ცხოვრებას, მოძებნი ისეთ მამაკაცს რომელსაც ეყვარები და დაგიცავს, თანაც უკვე საკმაოდ გამოცდილი ქალი ხარ, არ ინერვიულო, აი ნახე ყველაფერი დალაგდება -არა ალექს ალბათ აღარაფერი დალაგდება, მე მხოლოდ იმის ოცნება მაქვს რომ გაზრდილი ჩემი შვილი ვნახო მე მეტი არაფერი აღარ მაინტერესებს, მე საკმაოდ დავიტანჯე ჩემი მცდარი გადაწყვეტილების გამო, მოკლედ არ ვინდა რთულ თემებზე ლაპარაკი, თუ შენი სურვილიც იქნება ბავშვებს ამ დღებში ერთმანეთი გავაცნოთ? -რა თქმა უნდა მარი გავაცნოთ, იცი ელენე ბებიასთან და ბაბუსთან მიდის ხოლმე შაბათ კვირას შენც გაუშვი ხოლმე ზურა ორი დღით მაინც ნახავენ ერთმანეთს -კარგი ალექსანდრა აუცილებალად გავუშვებ, გაუღიმა მარიმ. ცოტა ხანს კიდევ ილაპარაკეს, დაძაბულობა ოდნავ შემცირდა, ის დისტანცია რაც მათ შორის იყო ოდნავ დამოკლდა, ამას ორივე მხოლოდ მათი შვილების გამო აკეთბდა, ალექსანდრასთვის ცოტა გაურკევევლი იყო თუ რატომ ფიქრობდა მარი რომ მისი შვილის გაზრდას ვერ მოესწრებოდა, მაგრამ კითვა შეგნებულად აღარ დაუსვია, არის ცხოვრების მომენტები როცა უნდა გაიზარო რომ სამყარო მხოლოდ შენს ირგვლივ არ ტრიალებს და ყველა ადამიანს აქვს როგორც კარგი ასევე ცუდი მხარეც, და ამის დანახვა უნდა შეგეძლოს. კაფიდან გამოვიდა ცოტა ფეხით გაიარა, ისევ სუსტად გრძნობდა თავს, ამიტომ დიდ გზას მარტო ვერ გაივლიდა, მიუხედავად იმისა გოგოებს შეჰპირდა ერთად წავიდეთ შეხვედრაზეო მაინც ბოლო წუთას გადაწყვიტა რომ მარტო მისულიყო, ამიტომაც ორი ცნობისმოყვარე სახე ოფისში ელოდებოდა ალექს, ასეც მოხდა ალექსანდრა არ ცდებოდა, ოფისში ფეხი არ ჰქონდა შედგმული რომ უკვე თიკო და ლანა კარებში ელოდებოდნენ. -აჰა დაიწყე ეხლა გელოდებით თიკომ ცნობისმოყვარედ გახედა. -არაფერი გოგოებო ვნახე, ძალიან საყვარელი ბავშვია ზურა, ქერა კულულებით, მარი ძალიან შეცვლილია, აღარ გავს იმ გამომწვევ ქალს რომელიც ერთ დროს უნივერსიტეტში დადიოდა, მოკლედ ნორმალურად ჩაიარა, რა უნდა გითრათ სხვა -შენ როგორ ხარ მე ეს უფრო მაინტერესებს, როგორ გადაიტანე ეს შეხვედარა, დაინტერესედა ლანა -არ ვიცი ლანუკა მშვიდად, საღი გონებით უნდა გადაწყვიტო ადამიანმა ყველაფერი და არა ცხელ გულზე, ესეთი გადაწყვეტილება ყოველთვის სამართლიანობასთან უფრო ახლოა. -ალექსანრა ამ ყველაფერს კი ამბობ მაგრამ ლაპარაკი სხვა არის,რომ გიყურებ სახე მაინც ჩამოგტირის, არ მინდა რომ გულში რამეს იტოვებდე მინდა რომ თქვა, მინდა რომ დაგეხმაროთ, ლანა ცდილობდა მთელი გულით მის დახმარებას. -არა ლანა ჩემი უხასიათობა მარისთან შეხვედრასთან არაფერ შუაშია, ეს დღეები თავი გამისკდა იმაზე ფიქრით დემეტრე სად არის, ვერც ვკითხულობ, ნინოს ვერ დავურეკავ ან რომ დავურეკო რა ვუთხრა, საავადმყოფოში არ არის, არ ვიცი სად ვეძებო მინდა რომ დაველაპარაკო, მინდა რომ ყველაფერი ავუხსნა, არ მინდა მისი დაკარგვა, განსაკუთრებით მაშინ როცა ეს ყველაფერი ჩემი ბრალია და არ ვიცი ეს როგორ გამოვასწორო, ან სად ვეძებო, არ მაპატიოს თუნდაც. მთავარი ეს არ არის, მთავარია მე მინდა რომ ყველაფერი ავუხსნა და დაველაპარაკო, ვიცი გამიგებს მაგრამ სად ვიპოვო ეს არ ვიცი. -იცი მე მაქვს მაგარი იდეა, ამ დროს წამოიყვირა თიკომ, მე ვიცი სად იქნება ეხლა დემეტრე. -მოიცა შენ ვანგა ხარ? გაუცინა ლანამ -ზუსტადაც, თუ კარგად დამაკვირდებით რაღაც ვანგასეულს იპოვნით ჩემში. გაიცინა თიკომ -ოო გოგოებო როგორ მიყვარხართ ნეტავ იცოდე, და ესეთი დღეები როგორ მაკლდა თურმე ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მეხმარებით და არ მაძლევთ იმის საშუალებას რომ დავნებდე. -კი ძალიან გეხმარებით, თიკომ კინაღამ ფეხები გაგაჭიმია მისი უაზრო წამოყვირებით, გაუცინა ლანამ -კარგი ეხლა თიკოს ბრალი არაფერია, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ, ეს თემა საბოლოოდ დავხუროთ კარგი? ალექსანდრამ ხელის აწევით ანიშნა რომ მორჩებოდა ამაზე ლაპარაკი, ხოდა რას მეუბნებოდი თიკო სად შეიძლება იყო დემეტრე? -სად და მის სოფელში ალექსანდრა, როგორც შენ აღწერე ეს ისეთი ადგილია სადაც სიწყნარე და სიმშვიდეა, თანაც შენს თავს გაახსენებს, იქ გადაიმალებოდა ეჭვი მაქვს, თიკომ ცალი თვალის მოჭუტვით უფრო გაამყარა მის წარმოთქმული არგუმენტი. -ბრავო თიკო, ეს აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე მართლა ვანგა იქნები დემეტრე სოფელში რომ იყოს, დღესვე წავალ, ალექსანდრა ფეხზე ადგა, აბა გოგოებო გაკოცეთ მე დემეტრეს შემორიგება უნდა ვცადო და ამისათვის წარმატებები მისურვეთ, თითქოს თვალებში ბედნიერება ჩაუსახლდა. -ვაშა დაბრუნდა ძველი ლექსანრა თიკომ ტაში შემოჰკრა -თუ დემეტრე არ შემირიგდება თიკო მოვიტაცოთ კარგი? ალექსანდრამ გაუღიმა -აბა რას ვიზამ ალექს, გარაჟში ჩემებთნ ბაბუაჩემის 24 არის დაყენებული, საბარგული დიდი აქვს იქ ჩავტენი მაგაზე შენ არ ინერვიულო გოგოებმა ერთდროულად ატეხეს სიცილი იმის წარმოდგენით როგორ შეიძლება მოიტაცო კაცი და თანაც ძველი 24 ით. *** სოფლის გზა, ზამთარი, საკმაოდ დიდი თოვლი, ირგვლივ ყველაფერი თეთრი და სიმშვიდე, საოცარი ნეტარებაა, ეს ალბათ ის მომენტია როცა შენი ბედნიერება ბუნების წიაღში არის და ერთიანად გეფრქვევა შენს სხეულზე, საოცარი შეგრძნებაა, შეგრძნება იმის რომ ის შეიძლება იქ იყოს, მიხვიდე მაგრად მოეხვიო და თხოვო რომ არასოდეს დაგტოვოს. რომ ის არის მისი მამოძრავებელი წერტილი, რომ მთელი არსებით და გაგიჟებით გიყვარს. საღამო ხანს უკვე დემეტრეს სახლთნ იდგა, სახლიდან შინათლე არ ანათებდა მაგრამ იმედი დაიტოვა რომ ის იქ იქნებოდა, ეზოში შევიდა და სახლის კარზე დააკაკუნა, არავინ გაუღო კარი, ცოტა ხანს იცადა, მისი ბედნიერება სადღაც უკვალოდ გაქრა, იმ მომენტში ის იმედის ნაპერწკალი რომელიც ჩაუსახლდა სადღაც გადაიკარგა, ოჰ თიკო თიკო მეც კარგი ვარ შენ რომ დაგიჯერე, ალექსანდრამ ჩაილაპარაკა და უკან გამობრუნდა მანქანისაკენ. -შენთვის არ უთქვამთ რომ სანამ სტუმრად წახვალ უნდა დარეკო ან გააგებინო, იქნებ და არა სასურველი სტუმარი აღმოჩნდე, მოესმა ზურგს უკან დემეტრეს ხმა -და შენთვის არ უთქვამთ რომ როცა პირობას დებ და ადამიანს ხელს უწვდი არასოდეს უნდა დაარღვიო და პატარა პრობლემების გაჩენის თანავე არ უნდა დაიმალო? იერიშზე თვითნ გადავიდა ალექსანდრა -კი მაგრამ რატომღაც მურმანის ეკალის როლის თამაში არ მომინდა და გადავწყვიტე და ვიფიქრე რომ შენ უკეთესი ხელი დაგახვედრა სხვამ ვიდრე ჩემია. -და სანამ დაკვნებს შენ თვითნ გამოიტანდე მანამდე მე უნდა მკითო ,იქნებ არც ისეთი მურმანის ეკალი აღმოჩნდი როგორსაც საკუთრ თავს უწოდებ, ალექსანდრა ნელ ნელა დემეტრეს მიუხალოვდა -კარგი ვიცი რომ სინდისმა არ დაგამშვიდა და გადაწყვიტე მოგეძებნე, მე კარგად ვარ, გადავწყვიტე ცოტა დამესვენა, ასე რომ ჩემზე არ ინერვიულო ალექს, დემეტრემ ოდნავ გაუღიმა გოგოს -მე რომ არ ვარ სამაგიეროდ კარგად, შენ როგორი ექიმი ხარ, ავადმყოფი ქალაქში დამტოვე და აქ გამოიქეცი, თანაც კარდიოლოგმა დამტოვე გულით დასნეულებული ავადმყოფი მარტო, ესე შეიძლება დემეტრე? -მე არ ვფიქრობ რომ შენ ავად იყავი თანაც შენი გულის მკურნალი ჩამოვიდა თბილიში და არ იყო საჭირო ზედმეტების ჩარევა. -და მე რომ გითრა რომ ჩემი გულისა უპირობო ლიდერი შენ ხარ, და რომ გითხრა რომ საერთოდ არ არის საჭირო სამედიცინო ენის ცოდა რომ მივხვდე თუ როგორ ძალიან მიყვარხარ, მაინც ვერ დაგარწმუნებ? და ის სისუსტე რომელიც მე გამოვამჟღავნე და რომელმაც კინაღამ ფატალურ შედეგამდე მიმიყვანა ეს სიყვარულის ბრალი არ იყო დამიჯერებ? მე ვერ გადავიტან დემეტრე იმას რომ შენ ზურგი შემაქციო, მე შენ მიყვარხარ და ამით ძალიან დიდ ძალას გაძლევ, ფაქტიურად ძალას რითიც შენ ჩემი მართვა შეგიძლია, მაგრამ იმასაც ზუსტად ვხვდები რომ შენ ამ ძალით ჩვენს ბედნიერებას შექმნი. მთებო გაიგეთ მე დემეტრე კვიციანი მიყვარს, ხო სიგიჟემდე მიყვარს და უთხარით მაპატიოს ალექსანდრამ ხელები მაღლა ასწია და ბოლო ხმაზე დაიყვირა. -დემეტრე იდგა და სიცილით თავს ვეღარ იკავებდა ალექსანდრას ბავშურ საქციელზე, ვნახოთ რა ძალის მფლობელი გავხდი ქალბატონო ალექსანდრა, ალექს მიუხალოვდა საჩვენებელი თითით თავი მაღლა ააწევინა და მის ბაგეს დაეწაფა, ოჰ ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხარ, მაგრამ ეხლა უკვე ესე ვიტყვი ნეტავ იცოდეთ მთებო ერთმანეთი როგორ გვიყვარს, დემეტრემ იგივე ტონალობაში ხმამაღლა დაიძახა, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს გაიგეთ. სიმშვიდე, სითბო, თოვლი, ცეცხლი ბუხარში და არავინ ამ ორის გარდა, დღეს სამყარო მხოლოდ მათ ირგვლივ ტრიალებს, დღეს მათი დღეა, დღეს სიყვარულის დღეგრძელობის დღეა, სიყვარულის რომელიც ყველაფერს შეძლებს, ყველაფერს გაათბობს და გაამრავლებს, ეს ის დღეა რომელზეც იტყვი, ჯანდაბას ყველა ტკივილი ამ დღისთვის ღირდა ცოხვრება, ბედნიერი წუთები, ერთად გატარებული პირველი ღამე, დემეტრეს სითბო, მისი კანის სურნელი და მისი ქცევები, ყოველ მის მოძრაობაში იგრძნობოდა მისი მამაკაცურობაც და დიდი სიყვარულიც, მისი დამოკიდებულება ალექსანდრას მიმართ, ეს ღამე მათი იყო, ეს მოგონებები რომელიც საბოლოო ჯამში ქმნიდა რაღაც ფანტასტიურ ამოუცნობ განცდას, რომელიც ორივე ავსებდა და აბედნიერებდა. ალექსანდრას ბედნიერებით გაბრწყინებული თვალები და არც ერთი წუთი დანაშაულის შეგრძნება რომ მან ახალი ცხოვრება დაიწყო, დაიწყო იმ მამაკაცთან ერთდ რომელიც ზუსტად იცოდა რომ უყვარდა, უყვარდა განსხვავებულად, რაღაც გიჟურად და ამევე დროს ენდობოდა მას. არც ერთი წამით არ უნანია მისი ეს საქციელი და ის რომ აქ ჩამოსვლით და ამ ღამით საბოლოოდ დახურა წარსულის წიგნი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.