შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე,შენ და ცუდი ბიჭები (3)


29-11-2016, 21:26
ავტორი gonegirl
ნანახია 13 533

ლიკა
პარკის წინ ვდგავარ და ვცქმუტავ,ჯანდაბა სულ დავიჭამე ფრჩხილები! კატერინას ჩანთას დავყურებ და ხელში ნერვიულად ვათამაშებ.რა გავაკეთო? არა მეც უნდა შევიდე სხვა გზა არაა,ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და შესასვლელად ვემზადები
-ლიკუნა გავიქეცით-თავს ზემოთ ვწევ და ჩემსკენ მორბენალ კატოს ვხედავ. თავიდან ფეხებამდე გალუმპულია და სიცილით კვდება. ვაიმე რა დამართეს ჩემს დაქალს?
-გოგო რა მოგივიდა?
-ვაიმე გავიქცეთ გზაში აგიხსნი-სხაპასხუპით მპასუხობს და გული ამოვარდნაზე აქვს.ჩემგან მზერა პარკში შემავალი გზისკენ გადააქვს,უნებლიეთ მეც იქეთ ვიყურები. ორ მომავალ ფიგურას ვარჩევ,ერთი აშკარად ლევანია,მეორე კი...არ არსებობს! უნებლიედ პირს ვაღებ,ახლა ყბა ჩამომივარდება. ღამის განათებების ქვეშ კატოზე არანაკლებ გალუმპული ბაჩი ონიანი ბურტყუნით მოაბიჯებს,მაისური გაუხდია და სიარულისას ორივე ხელით წურავს. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ კარგი აშკარად არაფერი მომხდარა. ვერ ვხვდები ვიცინო თუ ჩვენი გარადაუვალი სიკვდილი ვიგლოვო.
-ლიკა დროზეეე-ფიქრებიდან გამოვყავარ კატოს წივილს,ხელს მჭიდებს,ბოლოჯერ ვავლებ თვალს ჩემს ჟურნალიდან გადმომხტარ პრინცს,მის მზერას ვიჭერ,თავს ვაბრუნებ და თავქუდმოგლეჯილები კისკისით გავრბივართ.
-მგონი ჩემი ვერცხლის სამაჯური დავკარგე -მეუბნება კოპებშეკრული კატო ისე რომ სირბილს არ ანელებს
-გულებიანი?
-კაი მთლად ჯონი დეპი რო დამეკარგა ახლა იქ დამბრუნებელი მაინც არვარ-ქოშინებს,ახლა ძუნძულით ვაგრძელებთ გზას.გამუდმებით უკან-უკან ვიყურები,ჩვენი ბინის სადარბაზოში შევდივართ და ახლაღა ვითქვამ სულს.
-სასწრაფოდ მომიყევი იქ რა მოხდა,ხო ისიც არ გამოგრჩეს სკუნსივით რატო ყარხარ-ვეუბნები მოუთმენლად
-სანამ წყალს არ გადავივლებ არაფრის იმედი არ გქონდეს-ბურტყუნებს საცოდავად-სხვათაშორის ბალოტის სუნია და თუარ მოკეტავ ჩაგეხუტები
როგორც იქნა ჩვეული საათნახევრიანი შხაპის შემდეგ გამოაღწია.სიტყვის თქმასაც ვერ ვასწრებ რომ ქაქანს იწყებს
-ვაიმე გოგო ვინ იყო ეს დეგენერატი,აი შუაგულში რო აუზი თუ რა ოხრობაცაა იმაში ჩამაგდო ხოდა მეც არ დავინდე-კისკისებს-შენ სადღა ეგდე? იქნება მკლავდნენ
-გოგო თავიდან მოგყვებოდი,მერე უცებ იმ მეორემ მომატრიალა,აი მაღალმა და უაზროდ სიმპატიურმა,ხოდა ასე მითხრა აქ დარჩი ნუ გეშინია არაფერს დაუშავებსო,ხოდა ჩამივარდა მეც ენა,მერე ძაან რო დაგაგვიანდათ დავიწყე ცქმუტვა ხოდა ამან მითხრა აქ იყავი მე წავალ და გავარკვევ რახდებაო,ხოდა მერე შენც გამოჩნდი-მივაყარე ჯერ კიდევ დაშოკილმა
-გოგო აწი მაღლები და უაზროდ სიმპატიურები რო გეტყვიან დაქალს არ გაყვეო ეგრევე კივილი დაიწყე კაი?-გადაიკისკისა კატომ და წითური კულულების მშრალება დაიწყო
-აუ მოიცა შენ მთავარი არ იცი-წამში შემეცვალა მხიარული განწყობა
-რა?
-შენ ვინც ეგ დაგმართა ონიანი იყო
-ოჰ როგორ განმანათლე,გოგო თბილისში რამდენი ონიანია იცი?-თვალებს ატრიალებს კატო
-გოგო პირველ კურსზე რო გიყვებოდი,ბაჩი ონიანი,აი კიკვიძის ბაღი და ამბები.
კატო ჭერს აშტერდება და ქვედა ტუჩის კვნეტას იწყებს,ყოველთვის ასე იქცევა როცა რაღაცის გახსენებას ცდილობს,უცებ მაშტერდება,აჰა მგონი აზრზე მოვიდა
-აბა საქართველო დატოვაო?
-გოგო პირველი სართულის ქალები ჭორაობდნენ ამას წინათ, სწავლა დაუმთავრებიათ და ბიზნესის ჩასაბარებლად დაბრუნებულანო,ალბათ მაგათზე ამბობდნენ
-მაგან რა ბიზნესი უნდა მართოს მანქანა ვერ უმართავს წესიერად
-ეგენი სახუმარო ტიპები არ არიან-ვეუბნები და სამი წლის წინ მომხდარი მახსენდება. პირველ კურსზე ვარ და მთელი წერეთელი ამ ამბავზე ლაპარაკობს. კიკვიძის ბაღიდან ორი მძიმედ დაჭრილი გადაიყვანესო სასწრაფოთი,თბილისში ეგეთები ყოველდღე ხდება,მაგრამ ამჯერად ელიტის ბიჭებმა იჩხუბეს ვინ იცის რისთვის,ალბათ ერთს მეორეზე ძვირიანი პიპია ყავდა ან უბრალოდ მოწყენილები იყვნენ ხოდა დასცხეს,ორივე დაშავებული გადარჩა როგორც ვიცი, მაგრამ მაინც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ ამბავმა. ბაჩი და მისი საძმაკაცოც მთავარი გმირები უნდა ყოფილიყვნენ,ხოდა ორივე ჯგუფის მდიდარმა მამიკოებმა უცხოეთში დააგზავნეს არანაკლებ მდიდარი შვილიკოები. მე სექტემბრის დასაწყისში ჩამოვედი და რამდენჯერმე მყავდა დანანახი ბაჩი და მისიანები,არც ქუჩის ბირჟავიკებს გავდნენ და არც ახალგამომცხვარ ბაბულიკებს,მაგრამ ყველა შეშინებული რომ არიდებდა თავს მეც სულ თავდახრილი კანკალ-კანკალით ჩავივლიდი ხოლმე . ნუ კატო რომ ჩამოვიდა ეს ამბავი დიდი ხნის მოძველებული იყო და ბიჭებსაც დაეტოვებინათ ქვეყანა,მაგრამ ჩამოსვლისთანავე მთელი ისტორია დავაზეპირებინე. კატოს შევხედე,აშკარად იგივეზე ფიქრობდა.
-მოკლედ მე ერთი გამოცდაღა დამრჩა,შენც ზეგ გაქ ბოლო ხო? მანანას ეს ბოლო კვირა გავუცდინოთ და ზეგვე გავქრეთ ქალაქიდან
-მოსულა-დამეთანხმა კატოც.


კატერინა

მგზავრობისგან საშინლად დაღლილი ლიკასთან ერთად საწოლზე ვკოტრიალებ და ვიწყებ
-მოკლედ ყველაზე უაზრო თვენახევარი გავატარეთ უაზროდ გატარებულ თვენახევართა შორის ,უკანასკნელი საინტერესო ფაქტი 2 თვის წინ ბინძურ წყალში ბანაობით დასრულდა-თმების წვალებას ვიწყებ-თავი უნდა მოვიკლა რამე სიახლეს მაინც შევძენ ჩემს ცხოვრებას-ვხითხითებ
-რატო, ჩვენები ვნახეთ,ძილი გვეღირსა,ლოთები აგვეკიდნენ,ბანანებზე ვისხედით,ციცინათელა მოვიარეთ, ზღვაც არ იყო ცუდი...
-ხო 30დან 29 დღე რო არ ეწვიმა მთლად გადასარევი იქნებოდა,ხო იმ ერთ დღესაც გოჭივით რო არ დავბრაწულიყავი ეგეც არ იქნებოდა ურიგო
-აუ არ მეგონა ოდესმე უნივერსიტეტი ან მანანა თუ მომენატრებოდა რა
-აუ ხო მანანა. გუშინ დარეკა „ხელოუ ქეთრინ,ხევ ნო თაიმ ფორ რილექს აი ფაუნდ ნიუ ბუკს ფორ იუ გერლზო“ ხოდა უსიკვდილოდ მოდით წიგნები გაგატანოთ უნდაო, ამ საღამოს უნდა მივაკითხოთ გველოდება
-დღეს რო ვარკეთილში ვარ გასასვლელი გოგო?
-აუ მარტო უნდა ავჩანჩალდე აბაა?
მანანას ნომერს ვკრებ,გაკვეთილი უნდა გადავადებინო,ზარი გადის,აუ მაინც და მაინც ახლა არ იღებს რა. ზოზინით ვდგები და მისაღებ ოთახში მივფლარტუნებ,ჯერ კიდევ ამოულაგებელ ჩანთებში ვიჩხრიკები,ყვითელი შორტები-არა ძაან პლიაჟურია, ჯინსები-არა ამათში დავიხრჩობი,მთლიანი მოკლე კაბა-ეს წავა. საჩქაროდ ვიცვამ და ტაქსს ვიძახებ.მოკლედ ჩამომეძინა და არ დაადგა მანანას გაჩუმებას საშველი. ეს ტონა ნახევრიანი წიგნები სადღა ამოქექა ამ ქალმა,ყველაფერს ვკრებ და სახლისკენ მივჩანჩალებ. დოსტევსკის არ წაუკითხავს ცხოვრებაში ამდენი წიგნი ვინმე გამარკვევს მე რატო უნდა წავიკითხო? სექტემბერია უკვე,რატო ცხელა ასე? ჩემს სტიქიაში ვარ და გამოფენას ვუახლოვდები,ალბათ ის ამბავი აღარავის ახსოვს,მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა,შუქნიშანზე წითლის ანთებას ველოდები და საპირისპირო მხარეს გადავდივარ,ვიღაც იდიოტი შორი ხედვის ფარებს რთავს,მოიცა სიგნალები მოძველდა და ეს ახალი მაფიაა თუ რა არი? ტროტუარამდეც ვაღწევ.ამ პატარა სკვერსაც ჩავუვლი და 40-50 მეტრში გაჩერებაა,უკან მანქანის კარის დახურვის ხმა მესმის,ვაიმე ნუ ხარ კატერინა ფეთიანი! თავს ვწევ და გაჩერებამდე მანძილის განსაზღვრას ვცდილობ,ამ სიცხეში ტრანსპორტში ასვლა ნამდვილად არ მინდა მაგრამ ჩამომიგდო მხარი ამ წიგნებმა. უცებ მკლავზე ხელს მაგრად მიჭერენ და სანამ რამეს გავიაზრებ კედელზე ვარ აკრული. აი ახლა ცუდადაა ჩემი საქმე. რატომ მე და რატომ ახლა? რატოოომ? მგონი დროა ყველა ლოცვა გავიხსენო რაც კი ოდესმე გამიგია.
-რაო პატარავ დაგვიბრუნდი? -მესმის ნაცნობი ხმა. ესეც შენი სიახლე. ჯანდაბა მგონი მარცხენა ხელს ვეღარ ვგრძნობ.
-ისე ხელს თუ გამიშვებ არ მეწყინება-ვეუბნები და სახეს ვმანჭავ. უფრო მაგრად მიჭერს,ნაგავი!
-უი ჰო რაღაც უნდა გაჩვენო-გველურად მიღიმის და მხიარულად ამბობს,ჩემი მარჯვენა ხელი მარცხენისკენ გადააქვს და ორივეს ცალი ხელით იჭერს,ვფართხალებ,მე შენ გეტყვი წამში არ დავუსხლტე ხელიდან.ჯანდაბა საიდან აქვს ამხელა ძალა,რაიყო სპორტდარბაზში სძინავს? მარცხენა ხელს ითავისუფლებს და შარვლისკენ მიაქვს. ნერვიულობისგან პირი მიშრება, დიდი იმედი მაქვს იმის ამოღებას არ აპირებს რაც ახლა გავიფიქრე. ჯიბიდან ძეწკვს იღებს და ჩემს ცხვირწინ ათამაშებს. ჰო საბედნიეროდ ეს ის ნამდვილად არაა რასაც წეღან ველოდი.
-ეს შენი უნდა იყოს,არა?-მეუბნება ნიშნისმოგებით. თვალებს ვიწვრილებ და რაც შემიძლია აღფრთოვანებული ხმით ვიწყებ
-შენ რა ჩემს ნივთებს ინახავ? ვაიმე რა საყვარლობაა. მოიცა ჩანთაში ნახმარი სელპაკი უნდა მეგდოს,ნაღეჭ კევასაც გიშოვი რამენაირად,მერე ოთახში ჩემი კუთხე მოაწყვე და ეთაყვანე ხოლმე-ცინიკური ღიმილი სახეზე აშრება,ჰაჰ ჩამეთვალა. ჩემი ტრიუმფი სულ ორ წამს გრძელდება, ბოროტად იღიმება და სახე ახლოს მოაქვს,მუქი თვალები ავის მომასწავებლად უელავს,ოჰოო ეს უკვე აღარ მომწონს. მის სურნელს ვგრძნობ,ოჰ ძვირიანი სუნამოები ყვარებია ბიჭს.რა დროს ეგაა კატო? ცოტა ხანში მიგასიკვდილებენ
-მე და შენ დაუმთავრებელი საქმე დაგვრჩა-ყურთან ჩამსისინებს. ახლა რა ჯანდაბა გავაკეთო? ვგრძნობ როგორ მაწვება სისხლი საფეთქლებზე. ეხლა ის დროა აი ფილმებში სპაიდერმენი რო გამოჩნდება ხოლმე და სასიკვდილოდ განწირულ გოგოს ხიფათიდან იხსნის,კაი ჰო ბეტმენზეც თანახმა ვარ,ჯერ ახალი წელი არაა მარა ჯანდაბას თოვლის ბაბუამ მაინც მიშველოს!
-ერთი წუთი მოიცა-ვეუბნები უცებ და გონების მოკრებას ვცდილობ
-გისმენ!-ზემოდან მიყურებს,აშკარად არსად არ ეჩქარება.გზიდან არც ისე შორს ვართ, გეგმის განხორციელების დროა,წეღან რომ დავლანდე ის ფიგურები უკვე ახლოს ჩანან,ესეც შენი თოვლის ბაბუა კიარადა ბაბუები.
-მიშველეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ-ვკივი რაც შემიძლია ხმამაღლა,რეაქციამაც არ დააყოვნა,ვხედავ სამი დიდი სილუეტი ჩვენკენ რომ მოემართება,ცხოვრებაში პირველად ვხვდები როგორ მიყვარს ღიპიანი ქართველი კაცები,ჰაჰ ასე უფრო საშიშები ჩანან. არამგონია ეს არანორმალური მამის ტოლა კაცებს გაეჭიმოს თან სამს,ვთამამდები,მგონი თავი ქუდში მაქვს. მადლობა ზეციურო ძალებო!
-აქ რა ამბავია? -მესმის ბოხი ხმა. სანამ ხელს გამიშვებს მისი უდიდებულესობის გაცეცხლებულ მზერას ვაწყდები. არვიცი შიშის ბრალია თუ იმის რომ სისხლი აღარ მოძრაობდა მაგრამ ხელები შესამჩნევად მიკანკალებს.
-არაფერია მე და ჩემი გოგო ცოტა წავკამათდით,ხომ ასეა საყვარელო?-ბოლო სიტყვებს მკაფიოდ გამოთქვამს. ტუტუცი ვირი!
-აბა რაა საყვარელო-თამაშში ვყვები-ხოდა საყვარელო ახლა გაწიე ეგ ტურტყლიანი ხელები და ჩემთან მოკარება აღარ გაბედო საყვარელო,მორჩა გშორდები,გაიგე საყვარელოო?-ბოლო სიტყვებს უტვინო ისტერიჩკასავით წარმოვთქვამ და ახლა კაცებისკენ ვბრუნდები.
-შეიძლება ავტობუსის გაჩერებამდე თქვენთან ერთად წამოვიდე?-სასოწარკვეთილი ლეკვის ნიღაბს ვიწებებ
-კი როგორ არა შვილო-მამობრივი მზრუნველობით მეუბნება ის ბოხხმიანი,მერე ჩემს ზურგს უკან მდგომს ერთს უბღვერს და თბილად მომზირალი მანიშნებს წავიდეთო.
-ერთი წუთით!-ვამბობ და გზების რაინდს ვუახლოვდები-ჩემი ძეწკვი დამიბრუნე!
წარბს ზემოთ წევს,მგონი მოცემას არ აპირებს,კი ბატონო გეგმა ბ ავამოქმედოთ,წარბებს საწყლად ვკრავ და ახლა თოვლის ბაბუებს მივმართავ
-დასალომბარდებლად წამართვა,წარმოგიდგენიათ?-სამივეს სახე უმკაცრდება,ამ სცენისთვის ნამდვილად ოსკარი მეკუთვნის! მგონი ახლა ვიღაცას თავის ჰოლივუდურ სახეს გაულამაზებენ
მისტერ „მე ყველაფერი შემიძლია“ გაოცებული მიყურებს,ტუჩის კუთხეს ტეხს და თავს აქნევს,მგონი ამდენს არ მოელოდა,გაშეშებული ხელიდან ძეწკვს სწრაფად ვაცლი და სანამ აზრზე მოვა კაცებისკენ ვიღებ გეზს. ისევ აგრესიულად უყურებენ ჩემს აწ უკვე „ყოფილს“ და ეს რა თაობა მოდისო ოხრვრას იწყებს ერთი,აბა აბაო უდასტურებს მეორე. ამათ დარიგებებს რა მოუსმენს ახლა მთელი გზა,მაგრამ ცოცხალი რომ ვარ რაღა მეთქმის
ოთხივე წასასვლელად ვემზადებით, თავს უკან ვაბრუნებ და ვჩურჩულებ-ორით ნოლი პატარავ!



№1 სტუმარი Guest nasia

Kaia, magram cota ufro didi tavebi eom iyos gamixardeba :) velodebi shemdegs ♥♥

 


№2 სტუმარი თაკ

ძააააააანნნნნ მაგარია ♥ ♥

 


№3  offline წევრი M^d G1rl

ვაიმეე რა საყვარლობაა ვაღიარებ არ ველოდებოდი ასეთი კარგიც თუ იქნებოდა წარმატებები^^

 


№4  offline წევრი wandering

Vaime ra kargi tavi iyo

 


№5 სტუმარი Guest ლელა

აუ ძალიან მომწონს, შემდეგს ველოდები სულმოუთქმელად!

 


№6 სტუმარი Anna

კატერინა ძაან მაგარი გოგოა .
მომწონს საშინლად

 


№7 სტუმარი Guest nawka

ძაან მომწონს. მსიამოვნეს ამ მოთხრობის კითხვა. სიამოვნებით წავიკითხავ შემდეგ თავებსაც. რათქმა უნდა თAვებს თუ გაზრდი ძალიან კარგი იქნება. კარგი ისტორიაა მომწონს. იმედია მალმალე დადებ ხოლმე ახალ თავებს.

 


№8  offline წევრი isterichka123

ჰაჰა რამდენი ვიცინე რაკაი გაგრძელე

 


№9  offline მოდერი bibo

vaime ra kaoba iyoo marwyvis jemooo ai kato momwons me uIANESAD aluchis lurkav da atmis bususo aba shen ici geli geli gamgelebuli jemooo

 


№10 სტუმარი Guest Londa dm

ძალიან მომწონს მაგრამ სწრაფად მეკითხება

 


№11  offline მოდერი gonegirl

მადლობა ფიფაააალ ))
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 


№12 სტუმარი გვანცა))

ღმერთო რა იყო ეს ჰაა??
გავიგუდე სიცილით...
ეხლაა წავიკითხე სამივე დაა მგონი მოვკვდები ამდენი სიცილით;დდდდ
აუ ძააან მაგარი ისტორიააა
იუმორის გრძნობა გაქ აშკარად :დდ
კატერინაა მაგარი ვიღაცაა რა
აბააა შენ იცი წარმატებებიი❤

 


№13 სტუმარი ელენებილლ

ძალიანკარგია მალედადერა

 


№14  offline წევრი მეამბოხე ^^

ოჰჰ ოჰჰ კაიაა კარგად ვიჭუკჭუუკეე :დ smile smile smile

 


№15  offline წევრი მარიამი”

Au ra gapmacine.PAnikashi var kuchi mtkivaaaaa.
Kai xar kai

 


№16  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაიმე უკვე ვგიჟდები მე ამ წყვილზეე

 


№17  offline წევრი Laliashvili009

Saaswaulia ❤❤

 


№18  offline წევრი Teo Gvinianidze

Saintereso dzalian momewona

 


№19  offline წევრი კალლ აია

ვააააააააუ

 


№20 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე ეს რა იყო კატერინას თუ ამდენი შეეძლო არ მეგონა ძალიან მომეწონა საინტერესო სასიამოვნო წასაკითხია მადლობა წარტებები ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent