ყველგან გამოგყვები (12)
ნინა ცხარე ცრემლებით ატირებული გავარდა ეზოდან. თავი ყველაზე დამცირებულად იგრძნო მსოფლიოში. ამ ერთი კვირის განმალობაში ნინას ანა შეუყვარდა მაგრამ ევას სიტყვების შემდეგ დაფიქრდა და მიხვდა რომ ის მართალი იყო. სადაც სამი წელი გასტანა ანამ მერეც რამეს მოფიქრებდა. ნინას უნდოდა რაც შეილება შორს წასულიყო, ორჯერ გადაკვეთა ქუჩა, შემდეგ მოუხვია, ქვევით ჩავიდა და ერთ სახლს ამოეფარა. ჩაიკეცა და კედელს მიეყრდნო. უნდოდა დედამიწიდან გამქრალიყო და ის სირცხვილი რაც ჭამა ჩამოერეცხა. -ამას არ გაპატიებ! შე ძ**** გაეთრიე სანამ ძალა ვიხმარე!-დაჩიმ მაგიდა ააყირავა-მეორეჯერ აღარ დაგინახო! -დაჩი... მ-მე ხომ... რაა გეწყინა საყვარელო? შენთვის ხომ არ მითქვამს ცუდი რამ? -გაეთრიე!!!! დროზე!!!-რაც არსებობდა ყველაფერი დაანგრია დაჩიმ. მასთან ჩადი მივიდა და ხელები დაუკავა რომ აღარაფერი გაეკეთებინა. -მორჩა, გეყო დაჩი. გოგოა ბოლოს და ბოლოს. -გაეთრეს!! დამეკარგოს!! უცებ ჯეიმსი და ჩაკი მივიდნენ ევასთან და გაიყვანეს სახლიდან. ცოტახანში ყველა წავიდა. დაჩი სავარძელში იჯდა და სახეზე ფერი არ ედო. -აუ ვინმემ დროზე წყალი ან რამე მოუტანეთ ვერ ხედავთ ადამიანი ცუდად არის?!!-დაიყვირა ჩადმა და მის ყვირილზე ყველა წამოხტა და სამზარეულოში გავიდა. -სად არის? სად მოვძებნო? გესმის როგორ დაამცირა ამ ძ****მ ნინა?-ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა იმდენად დაღლილი იყო. -მე მოვძებნი ოღონდ დამშვიდდი, კარგად იქნება. -არ იქნება კარგად გესმის?!! შეილება გულწასული ეგდოს სადმე ქუჩაში!!! ეს ამერიკაა! აქ ვინმე ეგეთი რომ დაინახონ აუცილებლად წაიყვანენ სახლში და ... აღარც დავამთავრებ. -დაჩი ეხავე წავალ და მოვძებნი. -მეც მოვდივარ. -საჭესთან მე ვიჯდები. ჩადი და დაჩი მანქანაში ჩაჯდნენ და მთლიანი კვარტალი დაძებნეს. როგორც იქნა იპოვეს ნინა. ის მიწაზე უგონოდ ეგდო, სახეზე ფერი არ ედო, გარეთ წვიმდა და ნინა სულ დასველებულიყო. დაჩი მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და ნინა ხელში აიყვანა. -ჩად! დროზე რამე მომეცი! ჩადმა მანქანიდან პლედი გადმოიტანა, ნინას ქურთუკი და ფეხსაცმელები გახადა, პლედი შემოახურა და შემდეგ დაჩიმ ის მანქანაში ჩააწვინა. -რა ვქნათ? საავადმყოფოში წავიყვანოთ? -არა. უცებ ნინა წამოხტა და ხველება აუტყდა. დაჩიმ გულმკერდზე მიიხუტა და ხელები დაუკავა. -ნინ, ნინ! დაწყნარდი. უსაფრთხოდ ხარ, საავადმყოფოში წაგიყვანოთ? -არა... საავადმყოფოში არა-ნინა კარგად ვერ ლაპარაკობდა რადგან სუ სველი იყო და იყინებოდა, თან ტიროდა. -ნინ, გევედრები ნუ ტირიხარ. როგორც იქნა დაჩის სახლში მივიდნენ. ყველა იქ იყო. დაჩიმ ის ზემოთ აიყვანა. -სამანტა! როზალი! გოგოები დაჩის დაძახებაზე მაშინვე ზევით გაჩნდნენ. -რამე ჩააცვით, არ ვიცი გამოუცვალეთ. მე ვერაფერს ვიზამ-დაჩი დროზე გავიდა ოთახიდან და ქვევით ჩავიდა. მან ჩაის და სუპის გაკეთება დაიწყო. ცოტახანში ნინასთან ავიდა და გვერდით მიუწვა და საბანი გადააფარა.სანამ ნინას არ გაეღვიძა იქამდე მის გვერდით იწვა და უყურებდა. ნინა მის დანახვაზე შეკრთა და საბანი თვალებამდე აიწია. -დაწყნარდი ტანსაცმელი გაცვია. როგორ ხარ -სახლში მინდა. -გასაგებია. მე გკითხე როგორ ხარ თქო -არ მინდა შენთან ამაზე ლაპარაკი. -ნინ, მე რაღა დაგიშავე ეგ მაინც მითხარი. -არაფერი... სახლში წამიყვან? -დღეს ჩემთან დარჩი და ხვალ წაგიყვან. -არა... მე ისედაც ბევრი... -ნინა, მე არ წაგიყვან და აბა შენთითონ ადექი. -ანა და ჯორჯი მელოდებიან გთხოვ. -მეზარება შენი კიბეებზე თრევა. არა აქ რჩები. დიდად არ შემაწუხებ ვიცი რომ არც გშია. -მე... რამეს გავიკეთებ. -რავიცი... სუპი არის რაღაც ქვემოთ. სამანტა ამოგიტანს მე არ მცალია-დაჩი ოთახიდან გავიდა და კარი მიიხურა. იქვე ჩადი იდგა. -რა ქენი? -რათქმაუნდა ჩემმა გეგმამ იმუშავა. ყველაფერს საწინააღმდეგოს აკეთებს რაც შეულია ხოლმ. ესეც მაგის წინააღმდეგ გამოვიყენე და ყველაფერი გამომივიდა. -მაგარი ხარ რა. -სემ! სუპი აუტანე შენ დაქალს-ჩადი და დაჩი ქვევით ჩავიდნენ. გოგოები სამზარეულოში იყვნნე ხოლო დაჩი, ჩადი, ჯეიმსი და ჩაკი კი მისაღებში. -აუ რა ბ***ა ეს ევა რაც. -შენი შეყვარებული იყო ბიჭო ჩვენი კი არა-გაეცინა ჩაკს და სიგარეტი აიღო -ჩაკ იქნებ გეყოფა ისედაც კაიფში იყავით მთელი საღამო შენ და ჯეიმსი. სად აპირებთ ღამე წასვლას ესეთ მდგომარეობაში-უსაყვედურა დაჩიმ. -აუ რავი შენთან დაგვტოვებ? -ხვალამდე, მერე დედაჩემი ჩამოდის და ამდენს ერთდროულად რო დაინახავს გული გაუსკდება. -კაი, რას შვება ნინა?-ახლა მეორე სიგარეტი ჩაიდო პირში ჩაკმა. -ოო, აი ნინასთან მიკარებული არცერთი დაგინახოთ. თქვენ ორი! შორს დაიკავეთ თავი მაგისგან. ეგღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის გაჩხირული რო დადიოდეს, დედამისი ხო ისევ მე მომკლავს და მე თქვენი შარიც მეყოფა. -კაი დაჩი, რა დაგემართა, ესე რატო იცავ? ევას შენ არ იყენებდი?-ოდნავ წინ წამოიწია ჯეიმსი. მას ეჭვი შეეპარა რომ დაჩი ნინას მიმართ გულგრილი იყო. -არ ვიცავ და ვაბშე რას გადამეკიდე მოწიე რა თუ ეწევით-დაჩი ადგა და გოგოებთან გავიდა სამზარეულოში. როგორც კი დაჩი გავიდა იმათ სიცილი აუტყდათ. -აუ როგორ უყვარს ჩემი! თან რო ვერ მალავს-გადაბჟირდა ჩადი-თქვენ ორი არ დაგინახოთ ეგღა მაკლია რომ ნინა გაჩხირული დადიოდეს!-გააჯავრა ძმაკაცი ჩადმა-როზალიც ხო ეგრე დადიოდა ხოლმე და ბევრს არაფერს ეუბნებოდა, ნინაზე დედამისი მოიმიზეზა. -აუ კაი უყვარს და უყვარდეს რა ვუყუროთ სანამდე დაიტანჯება ნინას ძიძობით და ბოლოს ხო გამოუტყდება არა, რა სიყვარულზე აგიტყდათ ლაპარაკი-ჯეიმსმა ბუზღუნი დაიწყო. -ჯეიმს შენ ჩუ რა, მთელი დღეები შენ არ ლაპარაკობ ხოლმე ნატალიზე უნდა ვიქორწინოო როცა კაიფში ხარ-შეცდომაზე მიუთითა ჩაკმა ჯეიმს და მერე ჩადთან ერთად ისიც გადაბჟირდა. ამ დროს დაჩი სამზარეულოში იყო გოგოებთან. -როგორ არის თქვენი დაქალი?-ჩამოჯდა სკამზე და სამანტას მიაჩერდა. -კარგად-მოკლედ უპასუხა სამანტამ. -რამეზე გაბრაზებული ხარ სემი? -მე არაფერზე. -მოიცა რა კიდე შენი დაქალი არის გაბრაზებული ჩემზე? ტიპი მეორეჯერ თუ მესამეჯერ გადავარჩინე და კიდე ჩემზეა გაბრაზებული? საინტერესოა რაზე. -ევა? ევას ძაან მაგარი პასუხი გაეცი. -სემი, მოდი ერთი რამ გავარკვიოთ, ნინა ცხოვრებაში არ გაბრაზდება ჩემზე ვიღაც გოგოს საქციელის გამო. ევას მე საკადრის პასუხს გავცემ და თუ შენ გაქ პირადად ჩემთან რამე პრობლემა ამიხსენი. -არაფერი თქო ხო გითხარი. -ხოდა მაშინ ნუ მიკერავს როჟებს. -აუ კაი გეყოთ ეხლა-გაღიზიანდა როზალი. -დააწყნარე სემი და მე აღარაფერს ვეტყვი. სემ მე და შენ დიდიხანია ვმეგობრობთ და ნინას ნუ ჩარევ ჩვენ მეგობრობაში რაც არ უნდა მოხდეს-დაჩი დანარჩენებთან დაბრუნდა მისაღებში. *** დილით ნინამ როცა გაიღვიძა გვერდით დაჩი დახვდა. ნინა მაშინვე წამოხტა საწოლიდან და ხალათი ჩაიცვა. ჩუმად მივიდა კართან და გაღება სცადა მაგრამ კარმა ჭრაჭუნი დაიწყო რის გამოც დაჩის გაეღვიძა. -სად მიიპარები მძინარე მზეთუნახავო?-გაისმა დაჩის დამცინავი ხმა. -მე... უნდა ჩავიდე... ქვევით-მორცხვად უპასუხა ნინამ ისე რომ არ გახედა. -ნინ, შენ სიამაყეს რომ ვერ ვხედავ? -დაჩი, დილიდანვე არ მაქვს შენი თავი-ნინამ კარი მოიხურა და ქვევით ჩავიდა. სავარძელზე ჩაკი და ჩადი იწვნენ. გოგოები როგორც ჩანს დაჩის დედის ოთახში იყვნენ. ნინა სამზარეულოში გავიდა და მისი ტელეფონი აიღო. ტელეფონი ჩართული დახვდა და მასზე ორასი გამოტოვებული ზარი. რატი და მისი მშობლები ურეკავნდნენ. დილიდან რამ ააფეთქა ეს ხალხი.. უიი ნინას სულ დაავიწყდა რომ ხვალ მისი დაბადების დღეა, რათქმაუნდა. ამის გამო ურეკავდნენ რომ შეეხსენებინათ... -ნინ, რეებს აკეთებ მანდ?-წამოდგა ჩადი და თავი ხელებში ჩარგო, ეცადა კარგად გამოფხიზლებულიყო და შემდეგ ნინასთან მივიდა. -ხვალ ჩემი დაბადების დღეა არ მახსოვდა და აი ორასი გამოტოვებული ზარიც. შეყვარებულისგან და მშობლებისგან. -ვოუ ვოუ ვოუ... მოიცა შეყვარებულზე რატო არაფერი ვიცი? -რაავი... რატი ქვია. დიდიხანია ერთად ვართ. -მოიცა დაჩიმ იცის? -იცოდა მაგრამ არ ვიცი რამდენად ახსოვს რომ რატი არსებობს. -ნინ, მემგონი ბრმა ნამდვილად არ ხარ ხო? ხედავ ხო დაჩი როგორ გექცევა? -კი, დაცინვით. ზემოდან მიყურებს და ეტყობა რომ ერთი სული აქვს როდის მომიშორებს თავიდან. -და ეგ ყველაფერი რისი სიმპტომებია აბა? -დებილიზმის? -ნინა დებილიზმი შენ გჭირს. მე მეტს არაფერს მიგანიშნებ, მაინც მეგობარია დაჩი. ამ დროს ჩაკიც ადგა. -და დილიდან ბლა ბლა ბლაა... დაჩი, მერე ნინა. მოკლედ ყავა გამიკეთეთ რომელიმემ თავი მისკდება. -ჩაკ გრინჩი ხარ. ბავშვებს უშხამებ... არ დავვასრულებ. -ჩად, ჩაკ... რა მნიშვნელობა აქვს, ორივემ თავი დამანებეთ რა. მე დებილი არ ვარ მივხვდი რაც იგულისხმეთ მაგრამ... გუშინდელიც მეყო-ნინამ ზემოთ აირბინა და ოთახში შევიდა. -დაბრუნდი ლამაზო? -სად წაიღე ჩემი ტანსაცმელები? -რატო ესე აგრესიულად? -დროზე მომეცი! გესმის?-ნინა უკვე ყვიროდა. დაჩი ნინას ყვირილზე წამოხტა და კარი მიხურა. -გააფრინე გოგო? რა გაყვირებს! -მომეცი დაჩი არ მაქვს შენთვის დრო! -ნინა! მე მეგობრობაც მაგარი ვიცი და გაბრაზებაც.ენა გააჩუმე და წესიერად მელაპარაკე-დაჩიმ ტანსაცმელი აიღო და ნინას სკამზე დაუდო, შემდეგ თვითონაც გამოიცვალა ტანსაცმელი და გავიდა. ნინამ უცებ ჩაიცვა და ქვევით ჩავიდა. -ნინ, მიდიხარ უკვე?-როზალი გადაეღობა წინ. -ხო-უხეშად უპასუხა ნინამ და წავიდა. წასვლით კი წავიდა მაგრამ იმაზე აღარ იფიქრა თუ რითი წავიდოდა სახლში. მერის სახლი დაჩის სახლისგან შორს იყო. ნინას საფულე არ ჰქონდა და ფეხით მოუწია დაბრუნება . უკან არავინ გაყვა რაც გაუკვირდა, ნინას ეგონა დაჩი, ჩაკი, ჯეიმსი ან თუნდაც ჩადი გაყვებოდა უკან. მალე ისევ რატიმ დაურეკა. -ხო რატი? -ჩემო ცხოვრება შენ არ იცი როგორ მომენატრე. -მეც ძაან. -ნინ, სურპრიზი გვინდოდა გაგკვეკეთებინა მაგრამ თავს ვერ ვიკავებ და უნდა გითხრა. ხვალ ჩამოვდივართ მე და შენი მშობლები. -ეე რა მაგარია, ისე ადრე რო გაგეფრთხილებინეთ ცუდი არ იქნებოდა. -ხო, ნუ რავი, არ თქვა რომ მე გითხარი. -ძაან მაგარია. -ნინ, რაღაცნაირი ხმა გაქ. -როგორი? -აი ნაწყენი და განადგურებული. -რო მოგატყუო მიხვდები? -კი და რო ჩამოვალ მიგტყეპავ. -აუუ როგორ მომენატრე. -მეც, კაი წავედი და ხვალ აუცილებლად გნახავ. მიყვარხარ. -მეც-ნინამ გათიშა და როგორც იქნა მიადგა სახლს, შიგნით რომ შევიდა ყველა მაგიდასთან იჯდა. -დილამშვიდობის-მიესალმა ანა. -ჯორჯი როგორაა?-ნინა მაგიდასთან დაჯდა. -კარგად, ხვალ გამოწერენ. -ხო, ხვალინდელზე... დაბადების დღე მაქვს და ჩემი მშობლები და ჩემი შეყვარებული ჩამოდიან... უბრალო პატარა ფართი რო მქონდეს შეილება? ანას სახე შეეცვალა, ყბა ჩამოუვარდა და სახე გაუფითრდა. -ნინა.. ეგ შენი დაბადების დღე არ არის. -რას ქვია ჩემი დაბადების დღე არ არის? -ნინა... ეგ ის დღეა როდესაც გიშვილეს. -არა... ანუ... როდის არის ჩემი დაბადების დღე? -შენი დაბადების დღე უკვე იყო, 16ოქტომბერს. ნინას სახე გაუფითრდა. -დედა, რა დაემართა ნინას?-კითხა ჰეილიმ. -ჰეილი, ადი ოთახში და მერე სასეირნოდ წაგიყვან. ჰეილი წამოდგა სკამიდან და კიბეებზე აირბინა. -აბა რა ვქნა ხვალ რო ჩამოვლენ? -აღნიშნე. -წელიწადში ორჯერ? -ხო, შენთვის უკეთესი. -არ ვიცი, არ მინდა ხვალინდელი დღის აღნიშვნა. -ნინ, შენ ცადე მხოლოდ იმიტომ რომ მშობლები გაახარო. თან ჯორჯი გაიცნობს მათ და დიდი იმედი მაქვს შეიცვლის მის გადაწყვეტილებას... -რა გადაწყვეტილებას?! ანა რა გადაწყვეტილებას?!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.