შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობის თვალთახედვა (ნაწილი II) 19:47


30-11-2016, 01:19
ავტორი Maniacal Laughter
ნანახია 1 479

ჩაიმ ერთიანად გამათბო, ეგ კი არა ცოტა შემახურა კიდეც. ახლა სხვა დაკვირვების ობიექტს ვეძებ. ჩემს მარცხნივ ახალგაზრდა ბიჭი ზის, სპორტულ ფორმაში გამოწყობილი, მაგიდასთან მიდგმულ მეორე სკამზე ჩანთა უდევს, ესე იგი არავის ელოდება, ნაფაზს-ნაფასზე არტყავს, ნერვიულობს, შეიძლება საერთოდ აფექტშია, მთვრალი არაა, თვალები მწუხარებაში არეული ბრაზით აქვს სვსე. მოკლედ სწორედ ისაა ვინც მჭირდება. ჩემს მზერას ამჩნევს და თვითონაც მაკვირდება, მერე თვალს თვალში მიყრის და კარგა ხანს ასე ვბურღავთ ერთმანეთს, ტუჩის მარჯვენა კუთხეს ტეხავს, შემდეგ უკვე სახეზე ღიმილი ეფინება, ირონიული არა, თბილი და დაინტერესებული. მიჩვეულო ვარ მსგავს სიტუაციას ამიტომ სახეზე მიმიკა არ მეცვლება, ეს აკვირვებს. დგება, ჩანთას იღებს, წასვლას აპირებს ალბათ.
თუმცა..
არა
ჩემსკენ ტრიალდება, წამოდიო მეუბნება, არ ვიცი რატომ, მაგრამ ორნი ვტოვებთ სასადილოს ერთად.
მის გვერდით მივაბიჯებ, ჩემზე საკმაოდ მაღალია. თავზე კაპიშონს იფარებს და ხელის ერთი მოძრაობით მეც მაფარებს, ცივაო, მხოლოდ ამას ამბობს და ისევ ისე მიაბიჯებს.
მიყვარს, უკეთ რომ ვთქვა, მხიბლავს ასეთ ადამიანებთან შეხვედრა, ხმის ამოუღებლად, წყნარად და მშვიდად რომ მოგყვებიან გვერდით, სუნთქვას უსმენენ. თითქოს ამ დროს ორი ადამიანი ერთად ფიქრობს, ორივეში ერთი სული ტრიალებს, დაძაბულობას ვერ გრძნობთ, პირიქით გსიამოვნებთ კიდეც ეს სიტუაცია.
ინგოროყვას ქუჩაზე შევუხვიეთ, სასადილოდან გამოსვლის შემდეგ აქ პირველად შედგა, წინ გადამიდგა, ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს, მაგრამ არაფერი უთქვამს, ღრმად სუნთქავდა და თვალებს უაზროდ დაატარებს ქუჩაზე ჩამწკრივებულ ძველ შენობებზე, ჩემს გარდა ყველაფერს უყურებს, წამით თვალს ჩემსკენ აპარებს და როდესაც გაოცებული მზერის მაგივრად ჩემს უემოციო გამომეტყველებას აწყდება, თითქოს ერთიანად ფეთქდება.
-ხმა ამოიღე!
მის მკაცრ, მომთხოვნ და ხმამაღალ ტონზე მოულოდნელობისგან ოდნავ ვკრთები. ქუჩის მეორე მხარეს მიმავალი ქალბატონის გამოხედვას ვამჩნევ. სათქმელი არაფერი მაქვს, ამიტომ ხმას ისევ არ ვიღებ. ჩემი სიჩუმე კიდევ უფრო აღიზიანებს, თვალები უწვრილდება. აშკარაა რომ ცუდადაა.
-ჯანდაბა, იტყვი რამეს თუ არა ბოლოსდაბოლოს?!
სხვა გზა არა მაქვს.
-ცუდად ხარ.
გარკვევით და მკაფიოდ ვუზიარებ ჩემს აზრს. ვტრიალდები, ქუჩას ვჭრი და ჩუმად ვაგრძელებ გზას, ამჯერად მარტო. დაღლას ვგრძნობ. ისევ უცნობი მიდგება თვალწინ. როდესმე შეიძლება ისევ გადავაწყდეთ ერთმანეთს, ან იქნებ არც მოხდეს ასე, მაგრამ ეს უკვე აღარ მაინტერესებს. ხანმოკლე ურთიერთობები მიყვარს, ვალდებულებების გარეშე, აი ასეთი, თხუთმეტი წუთით რომ ესაუბრები ადამიანს კარგი ნაცნობივით და შემდეგ მთელი ცხოვრება მის შესახებ არაფერს იგებ, არა იმიტომ რომ ვერ შეძელი გაგეგო, არამედ რამის გაგების სურვილი არ გქონდა.



№1  offline წევრი Maniacal Laughter

არ ვიცი რატომ მაგრამ დასაწყისი აკლია, ხვალ სრულ ვერსიას ავტვირთავ

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან ლამაზი ჩანახიატიაა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent