შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დის წარსულმა სიყვარული მაპოვნინა თავი 22 დასასრული


30-11-2016, 13:00
ავტორი Viktoria
ნანახია 2 353

საავადმყოფოში მივედით სადაც თორნიკე ლუკა მისი მშობლები და ანის დედ-მამა იყვნენ.
- გამარჯობათ.
- როგორ მიხარია, რომ აქ ხარ ძმაო.
ერთმანეთს გადაეხვივნენ, დრო გადიოდა ლუკა კი ვერ ისვენებდა აქეთ-იქით დადიოდა, როგორც იქნა ექიმიც გამოვიდა ყველამ მას გადავხედეთ, მან კიდევ გაბრწყინებული სახით გამოგვიცხადა.
- გილოცავთ ბიჭი შეგეძინათ.
ყველა ვულოცავდით ლუკას და ანის სანახვად წავედით, მივულოცეთ და ვესაუბრეთ, პატარას ეფერებოდა.
- მიხარია, რომ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე გაჩნდა ჩემი პატარა ნიკოლოზი.
- გილოცავ გენაცვალე, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ.
- მადლობა გენაცვალე.
სახლში წავედი საწოლზე წამოვწექი და დავისვენე, დრო სწრაფად გადიოდა, ანისთან დავდიოდი პატარას ვუვლიდით და კარგ დროს ვატარებდით.
- თავს, როგორ გრძნობ მარიამ?
- კარგად ვარ გენაცვალე, უბრალოდ ცოტას ვნერვიულობ, ვერ ვისვენებ.
- ეს ბუნებრივიცაა ზეგ ქორწილი გაქვთ.
- და სწორედ ამიტომ ვერ ვისვენებ, ვნერვიულობ.
- კარგი დამშვიდდი გახსოვს მეც ვნერვიულობდი, მაგრამ ხომ ხედავ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
- ხო ვიცი, ვიცი მაგრამ მაინც ვერ ვისვენებ.
ანის დავემშვიდობე და სახლისაკენ წამოვედი, გზაში ფიქრები არ მასვენებდნენ რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე მით უფრო ვერ ვისვენებდი, ნიაზე ფიქრებიც უფრო გამიმძაფრდა, თავს მოღალატედ ვგრძნობდი, მაგრამ გიორგის შეხებაზე ყველა და ყველაფერი მავიწყდებოდა. მთელი ორი ღამე ჯოჯოხეთში გავატარე. დილით ანი მოვიდა, შემოხედვისთანავე ყვირილი დაიწყო.
- ღმერთო ჩემო ეს რა არის მარიამ, ხო გთხოვე, რომ ნორმალურად დაგესვენა, რატომ არ დაიძინე ნორმალურად.
- ვერ დავიძინე ანი, ეს დღეებია ნიაზე ფიქრები არ მასვენებს, მე მას ვუღალატე, მე... მე...
- მოეშვი სისულელეს და მოდი სააქაოს, ორივემ მშვენივრად ვიცით, რომ ნიას გიორგი სულაც არ უყვარდა, მისით ერთობოდა.
- ხო, მაგრამ ანი მე მაინც...
- მოვრჩეთ მარიამ, დღეს შენი დღეა, იმ მამაკაცს მიჰყვები ცოლად ვინც სიგიჟემდე გიყვარს ასე, რომ ახლა ავდგებით თავს მოვიწესრიგებთ და შენებთან სახლში წავალთ.
თავი მოვიწესრიგე და სახლისაკენ წავედით იქედან სალონში მაკიაჟი, პრიჩოსკა გავიკეთეთ და ისევ სახლში წავედით, შემდეგ სხეული შევიმოსე თეთრი კაბით. მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა, სუფრა გაშლილი იყო ყველაფერი მზად გვქონდა, გიორგის მოსვლას ველოდებოდით. თვალები საათისაკენ გამირბოდა წამები, წუთები ისე სწრაფად გადიოდა მე კიდევ ოდნავ ვნერვიულობდი.
დათქმულ დროს გიორგიც მოვიდა მის ოჯახთან ერთად, ნაზად მეამბორა ტუჩებზე ჩაიღიმა და წითელი ვარდების დიდი თაიგული მომაწოდა. ანიმ ყვავილები ვაზაში ჩაალაგა. ფოტოგრაფი და ვიდეო კამერა ყველაფერს აფიქსირებდა ყოველ წამს წუთს. მოლოცვები, სადღეგრძელოები, საჩუქრები. ჩვენი სახლიდან გიორგის სახლში გადავინაცვლეთ, გიორგიმ მომასწრო თეფშის გატეხვა, შოკოლადის მოკბეჩისას გულისრევის შეგრძნება მქონდა, მაგრამ შევეცადე ამ გრძნობის დაიგნორება, ბოლოს და ბოლოს ჩემი დღე იყო და ახლა ამის დრო არ იყო. აქაც იგივე საჩუქრები მოლოცვები სადღეგრძელოები და ასე შემდეგ. ეკლესიისაკენ წავედით წმინდა გიორგის ეკლესიაში დავიწერეთ ჯვარი, ჩემი მეჯვარე ყველას ძალიან მოეწონა. ბევრი ვიფიქრე თუ ვისთვის მეთხოვა ბოლოს ისევ ნიაზე შევაჩერე არჩევანი მაინც დასავით მყავდა, ისიც სიხარულით გამოიქცა თბილისიდან. ჯვრისწერის შემდეგ ქალაქში გავედით ფოტოები გადავიღეთ ყველა ჩვენ გვიცქერდა, ქალაქიდან იუსტიციის სახლში წავედით ხელი მოვაწერეთ, ვალსიც ვიცეკვეთ და დარბაზისაკენ წავედით.
დაიწყო ტრადიციული სიმღერები და მეც ერთ-ერთი სიმღერის თანხლებით, შემიყვანა დარბაზში გიორგიმ, ტრადიციული სადღეგრძელოები, სიმღერები, ცეკვები, ყველაფერი ზღაპრულად იყო, თუმცა თავს ოდნავ შეუძლოდ ვგრძნობდი, სიგარეტის სუნი საშინლად მაღიზიანებდა, მაგრამ გიორგის გაბრწყინებული სახის დანახვაზე ყველაფერი გადამავიწყდა. იმდენი საჩუქარი და ძვირფასეულობა მომიტანეს, რომ აღარ ვიცოდი სად წამეღო. ტრადიციული ვალსიც შევასრულე ჩემს საყვარელ მამიკოსთან ერთად. ქორწილში ყველაფერი ზღაპრულად იყო, ფეიერვერკიც ვისროლეთ და ასე შემდეგ.
ქორწილის დასასრულს გიორგი ადგა და საუბარიც დაიწყო.
- პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა, რომ მოხვედით, დაგვაფასეთ ამ ბედნიერ დღეს.
ჩაიღიმა ჩვენ გადმოგვხედა და საუბარიც გააგრძელა.
- მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც მუდამ გვერდში მედგნენ, მიყვარხართ ძალიან. ასევე ჩემი მშობლები თქვენც ძალიან მიყვარხართ ჩემო ოჯახო, ყველანი მიყვარხართ, მაგრამ ყველაზე ძალიან მთელს მსოფლიოში შენ მიყვარხარ ჩემო მშვენიერო, ჩემო ერთადერთო სიცოცხლევ, მიყვარხარ მარიამ ბერიძევ, ძალიან მიყვარხარ.
ვიგრძენი, როგორ ჩამომიგორდა თვალებიდან ცრემლები, მას ოდნავ გაეღიმა და შემდეგ ჩემს ყურთასმენას ნაზი ჰანგები ჩაესმა, ვიღაცა მღეროდა მთელი გულით, ემოციით, სიყვარულით ეს კი ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული გიორგი იყო. ის მღეროდა ჩემთვის, მთელი გულით და მიღიმოდა.
სტუმრებიც წავიდნენ, ყველანი დაიშალნენ და ჩვენც წავედით გიორგისთან სახლში.
- მთელი სახლი ჩვენს განკარგულებაშია.
- და მეც მათ შორის, შენი სიყვარულით დამთვრალი აქ ვარ.
- ვგიჟდები შენზე შენს სხეულზე.
ნაზად დამიკოცნა ხელები, სახე, ყელი, ტუჩები და ასე მის სხეულზე მიკრული მის საძინებელში ამიყვანა, ნაზად აასრიალა თითები ჩემს ზურგზე საწოლზე წამომაწვინა ჩვენი სამოსი კი ძირს მოისროლა, ზემოდან მომექცა თითები ჩამოასრიალა ჩემს ყელზე რაზეც ჩემმა სხეულმა რეაგირება წამსვე მოახდინა, თითები თმებში შევუცურე და ჩემსკენ მოვიზიდე ვკოცნიდი და მის თითოეულ შეხებაზე სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა მთელს სხეულში, მის ზურგზე ავასრიალე თითები რაზეც ჩაიღიმა და ისევ ვნებიანად დამაცხრა გულ-მკერდზე, მკოცნიდა მეფერებოდა და მე ისევ ვიკარგებოდი მის სიყვარულში.
დილით თვალი გავახილე თუ არა გიორგიმ მაკოცა და რამოდენიმე წამით გაუჩინარდა, მალევე დაბრუნდა ლანგრით ხელში, მივირთვით ერთმანეთს გადავეხვიეთ და დარბაზისაკენ წავედით.
დღევანდელი დღე იმით განსხვავდებოდა გუშინდელისაგან, რომ მხოლოდ ნათესავები და მეგობრები იყვნენ. მივირთმევდით, ვსვამდით, ვმღეროდით, ვცეკვავდით და ასე შემდეგ.
- შეიძლება მშვენიერ პატარძალს, რომ ვეცეკვო?
- რატომაც არა.
თორნიკესთან ერთად დავიწყე ცეკვა, ვიცინოდით და ვსაუბრობდით.
- მისმინე მარიამ, ხომ ვერ მეტყვი ნია რამდენი წლის არის?
- ჯერ-ჯერობით პატარაა, რატომ მეკითხები?
- ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, რომ...
- რაზე ჭორაობთ? ჩემო საყვარლებო.
- შენს მომავალ რძალზე ჩემო ტკბილო.
- მარიამ კარგი რა...
- მეც მომეწონა ნია ძამიკო ასე, რომ ჩვენი მხრიდან პრობლემა არ გაქვს, მთავარია მასაც მოეწონო.
როგორც ყოველთვის ჩვენ ერთად ვიყავით, ვცეკვავდით ჩვენ-ჩვენ მეუღლესთან ერთად.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლისაკენ წამოვედით. გიორგის გულ-მკერდზე ჩამოვადე თავი და მის მკლავებში ჩამეძინა.
დრო გადიოდა ახალი წელი ახლოვდებოდა სულ რაღაც დღეები და ჩვენ პირველად შევხვდებოდით ერთად ახალ წელს.
ყველაფერს ვამზადებდით მთელი ოჯახი, ჩემებიც აქ იყვნენ ჩვენთან, ლუკაც, ანიც, ნიკოლოზიც მათი მშობლები და ერთად ვითვლიდით წუთებს, ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ ოჯახზე, ჩვენ ყველანი ხომ ერთად ვიყავით.
ათი, ცხრა, რვა, შვიდი...
- იმედია სულ ასე ერთად ვიქნებით ყველა, ჩაიღიმა ანიმ და თვალი მოგვავლო სუყველას.
ექვსი, ხუთი, ოთხი...
- ან ახლა ან არასოდეს, უნდა ვუთხრა გიორგის სიმართლე.
სამი, ორი, ერთი...
გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ.
ერთმანეთს მივულოცეთ საჩუქრები დავურიგეთ და საუფრასაც მივუჯექით.
- ჩემი საჩუქარი სად არის მარიამ, ჩემს გარდა ყველამ მიიღო საჩუქარი.
-ხო მართალი ხარ, ახლავეს მოვიტან.
ოთახიდან ჩანთით მისი საჩუქარი გამოვიტანე, გახსნა და გამიღიმა ხელში "ელიფ შაფაქის- სიყვარულის 40 წესი," რომ დაიკავა.
- სერიოზულად?
- ხო, ჩემგან საჩუქრად ჩემო ძვირფასო.
- მე, რომ კითხვა არ მიყვარს.
- ჩვენთვის დაიწყებ.
- ჩვენთვის? მოიცა შენ?
- ხო ჩვენთვის ამ წიგნის თითოეულ წესს წაიკითხავ ჩემო საყვარელო.
- მარიამ მე და შენ?
- მალე მშობლები გავხდებით.
- ღმერთო ჩემო, მე მალე მამა გავხდები, გეფიცები ჩემო ერთადერთო ეს ყველაზე კარგი საჩუქარია ჩემს ცხოვრებაში.
ყველამ მოგვილოცა, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ და კარგი დროც გავატარეთ.
დრო სწრაფად გადიოდა, ზეპირი და ფინალური გამოცდები ისე კარგად ჩავაბარეთ, რომ გაკვირვებულიც კი ვიყავი.
თორნიკე და ნიაკო ერთმანეთს ხვდებოდნენ, ლუკა, ანი, მე და გიორგი კი უნივერსიტეტში დავდიოდით, ვსწავლობდით და დროს კარგად ვატარებდით.
მარტის დასაწყისში ლუკამ და ანიმ ერთი კვირით თერჯოლაში დაგვპატიჟეს, ეს სახლი ლუკასთვის უყიდია თურმე დიდ ბაბუას. სულ წუწუნებდა რაში გადაყარა ფული იმ წუწკმა მოხუცმაო, მაგრამ როცა ჩავედით თვითონაც კი გაჩუმდა.
ყველაფერი საუცხოოდ იყო მოწყობილი, პროდუქტები ამოვალაგე და საჭმლის კეთებას შევუდექი, ბიჭები ბუხარს ანთებდნენ და მწვადების შეწვას ცდილობდნენ, ნიკოლოზი თავისთვის ღუღუნებდა დედიკოს კალთაში.
მივირთვით და დასაძინებლად საძინებელ ოთახებში გავედით.
დღეები ერთმანეთს გავდა, მარტის თვე იყო, წვიმები და არც ისე სახარბიელო ამინდი გვქონდა. 8 მარტს ბიჭებმა საჩუქრად თაიგულები მოგვართვეს, გიორგიმ იაიები ჩამაწნა თმაში და ასე ვყავდი გულ-მკერდზე მიკრული მთელი დღის განმავლობაში.
ყოველ დღე მის სიყვარულში ვრწმუნდებოდი, ვიცოდი ვუყვარდი, მიყვარდა და ასე გაგრძელდებოდა მთელი ცხოვრება. თუკი აქამდე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ნიას მიმართ ახლა მისი მადლიერი ვიყავი, მისი წყალობით გავიცანი გიორგი, შემიყვარდა და ასე შემდეგ.
მეტი რაღა მინდოდა, მე ყველაფერი მქონდა იმისათვის, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქალი ვყოფილიყავი, მყავდა მეუღლე, რომელსაც სიგიჟემდე ვუყვარდი და მეც მიყვარდა, ველოდებოდით პატარა დავითს, ბაბუის საპატივცემულოდ შევარჩიეთ ეს სახელი. ვიჯექით ბუხრის წინ, გიორგი კი წიგნს გვიკითხავდა მე და პატარას, ერთი ხელით კი მუცელზე მეფერებოდა.
ვიყავით ჩვენ ოთხივე,როგორც ადრე დასაწყისში ახლაც ისეთივე ბედნიერები, როგორც ადრე. მთელს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერები, მე ჩემს მეუღლესთან ერთად ანი კი თავის ქმარ- შვილთან ერთად. ჩვენ ერთმანეთის სიყვარულით ვცხოვრობდით მე, ანი, ლუკა და გიორგი.

ესეც ასე ბოლო თავიც, იმედია მოგეწონებათ. ყველას დიდი მადლობას გიხდით ვინც კიტხულობდა ამ ისტორიას დიდი მადლობა თქვენ არც კი იცით თითოეული თქვენი კომენტარი რამდენს ნიშნავდა ჩემთვის. <3 <3 <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი დასასრული იყო მომეწონა.
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი Viktoria

La-Na
კარგი დასასრული იყო მომეწონა.

<3

 


№3  offline წევრი სალი-სალი

მმმმ ეს რა გემრიელობა იყოო ^_^ ისე ძალიან მომეწონა რომ ხელმეორედ წავიკითხე <3 რათბილი თავი იყო სიყვარულისგან ავივსე ^_^ რომ დამთავრდა გული დამწყდა მინდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო მაგრამ არაუშავს ეს დასასრული ხომ ასეთი იდეალური იყო ^_^ ძალიან კარგი ხარ მაგრად წერ იმედია შენს სხვა ისტორიებს გაგვაცნობ და თავს არ მოგვანატრებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent