შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ლანდები თავი 14


30-11-2016, 19:57
ავტორი Ano-Ano
ნანახია 1 829

შემდგარი ბედნიერება, ფიქრი იმაზე რომ დღევანდელი დღე სჯობია ყველა იმ წუთს რაც კი ოდესმე განუცდია და უარსებია, პირველი წუთი რომელმაც ბედნიერება აჩუქა ის იყო როცა ელენე ხელში დაიჭირა დაა გააცნობიერა რომ ის უკვე დედა იყო, მეორე წუთი კი ეხლა, უკვე გაცნობიერებულ დიდ ასაკში, როცა უკვე ჩამოყალიბებული ხარ და იცი რაც გინდა, იცი ვინც გინდა, ამ წუთებს მოფრთხილება და შენახვა უნდა. ბედნიერმა გაიღვიძა და მის გვერდით მშვიდად მძინარე დემეტრეს შეავლო თვალი, თან იღიმებოდა ნუთუ შეიძლება ამ წუთებმა არ გაგაღიმონ, აქ ხომ ბედნიერების მეტი არაფერია, თითქოს საკუთარ თავს ზემოდან უყურებ, იმდენად ბედნიერი ხარ რომ შენ თვითონ არ გჯერა ამ წამების, თავი ისევ სიზმარში გგონია და ცდილობ ეს სიზმარი არ დამთავრდეს, მაგრამ საბოლოოდ ხომ ხვდები რომ ეს რეალობაა და სწორედ ისეთი რეალობა რომელიც ოცნებაზე ლამაზია.
მეორე დღს ქალაქში დაბრუნდნენ, დემეტრემ ოფიციალურად განუცხადა ალექსანდრას რომ ნიშნობა უნდა მოეწყო, მე არ ვარ პატარა ბიჭი ალექს, მე მინდა შენი ოჯახი გავიცნო, მამაშენს ხელი ვსთხოვო და ასე შემდეგ, გვაქვს ქართველებს ეს ლამაზი ტრადიცია და რატომაც არა.
-კარგი დემე შენ როგორც გინდა ალექსანდრას გაეცინა, ამ შემთვევაში ვერ შეგეწინააღმდეგები, ეგ საქმე შენთვის მომინდია.
-გოგოები აღვრთოვანებას ვერ მალავდნენ, აი ეხლა მივხვდი ალექსანდრა რომ შენ დემეტრე ნამდვილად გიყვარს, აღფრთოვანებული განაცხადა თიკომ
ძალიან მიხარია ალექს, შენ იმსახურებ რომ ბედნიერი იყო, მე ყოველთვის ვიცოდი რომ შენ აუცილებლად გეყოლებოდა გვერდით ისეთი მამაკაცი რომელსაც იმსახურებ, ლანამ გაამყარა თიკოს წარმოთქმული სიტყვები.
***
ტაძრისკენ მიმავალი გზა სიმშვიდეს და სისპეტაკეს ასხივებდა, მიუხედავად იმისა რომ გზა საკმაოდ გაფუჭებული იყო, ისეთ შეგრძნება დაგეუფლებოდა თითქოს მიფრინავდი, ეს ის გზაა რომელსაც გიორგიმ დიდი ხნის ლოდინისა და წვალების შემდეგ მიაგნო, ეხლა ზუსტად იცოდა და ხვდება რომ პირველ რიგში ჭირდება ის რომ ღმერთთან ახლოს იყო, სხვანაირად გამორიცხულია, დალევაში და თავის მოკლვლაში არ არსებობს გამოსავალი, მისი ფიქრები ბოლო დროს ალექსანდრას თავზე მომხდარმა ამბებმა უფრო გააძლიერა.
ტაძრის ეზოში მამაო ელოდა, მშვიდი ღიმილითა და ბედნიერი სახით. ვიცოდი გიო შვილო რომ ბოლოს და ბოლოს მოიცლიდი და ჩვენთან მოხვიდოდი, ამ ტაძარს ახსოვს შენგან მიღებული უამრავი შესაწირი, ეხლა კი დროა შენ თვითონ იპოვო შენი თავი ამ ნავსაყუდელში.
-ვიცი მამაო სწორედ ამიტომ ვარ აქ, ვიცი ღმერთთან ახლოს ყოფნა გადამრაჩენს მხოლოდ ეხლა, ამ მძიმე მომენტში.
-შენ ძლიერი ბიჭი ხარ მიუხედავად შენი შეცდომებისა არასოდს ყოფილხარ ბოროტი, ეს კი ერთ ერთი ნათელი გზაა ღმერთთან დასაახლოვებლად.
დიდხანს ილაპარაკეს გიორგიმ თავისი ისტორიები უამბო, ისიც თუ როგორ უჭირს და როგორ უყვარს ალექსანდრა, მაგრამ უკვე გვიანი იყო ამ ყველაფერზე სინანული, თავს შესანიშნავად გრძნობდა განცდა რომელიც მონასტრის ეზოში ეუფლებოდა რაღაც ახალი, სუფთა ცხოვრებისკენ უბიძგებდა წასულიყო და მისდა გასაკვირად ამის პრეტენზია არც თვითონ გააჩნდა.
***
ალექსანდრას მშობლების სახლში დიდი სამზადისი იყო ატეხილი, მომავალი სიძის გაცნობა ალექსანდრას მშობლებზე მეტადაც კი უფრო ახარებდა მის ბებიას და აინეტრესებდა მისი სასიძო, მიუხედავად იმისა რომ დღემდე ჩუმათ მაინც იძახდა იქნებ გიორგის შეურიგდესო, ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა აფიქრებინა რომ არ ღირდა მისი შვილიშვილის ესე დატანჯვა, და რადგან ალექსას თვალებში ბედნიერება დაინახა ხმა აღარ ამოუღია, თითონაც ხარობდა მისით, ეხლა კი იჯდა სამზარეულოში და ხაჭაპურებს აცხობდა თანაც თუ ვინმე სახლში დაინახა ყველას რაღაც დაავალა, შენ ფქვილი მომიტანა, შენ ყველი გამოიღე.
-აუ კარგი რა ბებო ალექსანდრამ სიყვარულის თვალებით გახედა, თუ ყველა უნდა მოგვიხმარო მაგას სჯობდა ან მე დავაცხობდი ან ვიყიდიდით, დავიგალლეთ უკვე
-ბებია ამას როგორ მეუბნები სად ჩემი გამომცხვარი ხაჭაპური და სად ნაყიდი, გაცხარდა ციცო.
-ვიცი ჩემო საყვარელო რომ შენ საუკეთსოდ აცხობ, უბრალოდ არ მინდა დაიღალო არც შენ და არც ჩვენ, ალექსანდრა ზურგიდან ამოუდგა ბებიას და მაგრად ჩაეხუტა.
-ჩემიი გადარეული გოგო, როგორ მიყვარს.
საღამო ხანს დათქმულ დროს დემეტრე და ნინოც გამოჩნდენ, დემეტრემ ულამაზესი ყვავილების თიგული მიართვა სასიდედროს და ციცოს, ასევე არ დავიწყებია წითელი ღვინო სიმამრისათვის.
-მოკლედ დემეტრე ბატონო შენ რაღაც ძალიან შედი როლში, საკმაოდ ოფიციალური ხომ არ ხარ? ალექსანდრამ მხარი გაჰკრა და ეშმაკურად გაუცინა
-ალექს არ დამტოვო გთხოვ, ამხელლა კაცმა ნერვიულობით აღარ ვიცი რა ვქნა, ეს რა რთული ყოფილა, წავსულიყავით სამოგზაუროდ და ეგ იქნებოდა, გადაუჩურჩულა ალექს. რა დავიჩემე ეს ტრადიციები.
სიძემ გამოცდა ჩაააბარა ყველას მოეწონა ან რა კი ჰქონდა დასაწუნი, აღვრთოვანებული იყვნენ ოჯახის წევრები. ციცო მეორე ოთახში გამოვიდა და ვისთნაც შეეძლო ყველა ნათესავს გადაურეკა და მოუყვა თუ რა სასიძო ჰყავდა. ამ დროს ალექსანრა შემოვიდა ოთახში, ბე რატომ იტვირთავ ესე თავს, ფეისბუქს გაგიკეთებ და იქ დააჩექინე შენი სიძის ღირსებები და მონიშნე ეგ მთელი სანათესაო, ალექსანდრა სიცილს ვერ იკავდებდა
-გოგო ქართულად მელაპარაკე, ვერც გავიგე წესიერად რა მითარი, მაგრამ რად მინდა ეგ რაღც ფაცებუქი და ოხრობ,ა შენ ქორწილში გაიცნობენ ყველანი ერთმანეთს.
-ციცო უნდა გაგიცრუო იმედები ქორწილი არ მექნება, არ მინდა.
-ვაიმე ეს რა გაიგონა ჩემმა ყურმა, როგორ არ გინდა შვილო.
-რადგან ციცო ბებოს ქორწილი უნდა ესეც იქნება ამ დროს ოთახში დემეტრე შემოვიდა და პოლემიკაში ჩაერთო.
-შენ გენაცვალოს შენი ბებო, ციცო უკვე გაუშინაურდა დემეტრეს, აი რა ბიჭია როგორ უხარია და უნდა მეც გამახაროს აღვრთოვანებას ვერ მალავდა ციცო
საღამო ხანს დაიშალნენ, დემეტრე ოდნავ ნასვამი იყო, მაქსიმალურად ცდილობდა თავიდან აერიდებინა ბევრი სმა მაგრამ სასიმამროს ხო ვერ გაუტეხავდა ხათრს, ალექსანდრამ წაიყვანა დემეტრე და ნინო სახლში, ჯერ ნინო დატოვეს შემდეგ კი დემეტრეს სახლისკენ წავიდნენ
-ალექს იცი რა? დაიწყო დემეტრემ
-გისმენ დემე
-რას არ მაპატიებ ცხოვრებაში, ნუ ღალატს არც ვახსენებ ეგ გამორიცხე
-ეს კითხვა რატომ დაგებადა?
-არ ვიცი ალექს მინდა ვიცოდე შენთვის კიდევ რა არის მიუღებელი, რომ არ დაგკარგო ამას ვერ გადავიტან, შენ ჩემი მზე ხარ ამომავალიიიი წაუმღერა დემეტრემ
-ნუ სულელობ ეხლა მე ყველაფერს გაპატიებ შენ ღალატი შენ თითონ გამორიცხე და ასე რომ არ არის პრობლემა გაუღიმა ალექსანდრამ.
ამასობაში სახლთან მივიდნენ, მე არ გეტყვი ამოდითქო, სახლში ელენე გელოდება გარდა მაგისა შენს მარჯვენა თითზე ბეჭედი მაგულისხმებინებს იმას რომ დანიშნული ხარ, ასე რომ ბედნიერებას ვერ აგირევ, გაეხუმრა დემეტრე
-დიახ ბატონო დემეტრე მე დანიშნული ვარ და საკმაოდ გვიანია იმისათვის რომ თქვენთან ერთად აქ ვიჯდე, ალექსანდრაც აჰყვა თამაშში.
-კარგი ხო რადგან ციცო ბებოს ქორწილი უნდა და რატომღაც მე ავიჩემე რომ ყველაფერი ტრადიციულად იყოს მეთქი, იყოს მოვითმენ უშენოდ ძილს სულ რაღაც ორი კვირა
-რააა, გაოცებული გამოხედა ალექსანდრამ შენ რა გინდა ქორწილი ორ კვირაში გვქონდეს, გამორიცხულია, ჯერ თან სიცივეა ცოტა დათბეს და შემდეგ, გთხოვ ამაზე ხვალ ვილაპარაკოთ რა
-კარგი ალექს, მაგრამ მე მაინც იცოდე მხოლოდ ორი კვირა, დემეტრემ გაუღიმა მხურვალედ აკოცა, იცოდე არ დავიძინებ როგორც კი მიხვალ მაშინვე დამირეკავ და გამაგებინებ შენს ადგილ სამყოფელს.
-კარგი ჩემო სიცოცხლე აბა რას ვიზამ ალექსანდრამ გაუცინა და თითქმის ძალით გადასვა მანქანიდან.
***
მეორე დღეს ლანამ და თიკომ დეტალურად მოაყოლეს ალექსანდრას გუშინდელი სიძის გაცნობის და დანიშვნის ცერემონიები, ყველა წვრილმანი განიხილეს და თან სიცილით თვას ვერ იკავებდნენ. ამ დროს ალექსანდრას ტელეფონმა შეაწყვეტინათ საუბარი
-გისმენ ზურა ალექსანდრამ გაკვირვებული უპასუხა ყოფილ მამამთილს
-ალექსანდრა როგორ ხარ შვილო?
-მე კარგად მადლობთ, თქვენ?
-ჩვენ ცუდად ალექს, გიორგის ვერ ვუკავშირდები,მარინეს გულის შეტევა მოუვიდა და საავადმყოფოში ვართ
-რას მეუბნები ზურა? აექსანდრას ზურა და მარინე ორივე უყვარდა, მათგან გვერდში დგომის მეტი არაფერი ახსოვდა.
-მითხარი რომელ საავამყოფოში ხართ.
ალექსანდრამ ტელეფონი გათიშა გოგოებომ არინას გულის შეტევა დაემართა საავამყოფოშია, დემეტრესთან კლინიკაში
რას მეუბნები ალექს ცოდვაა საწყალი ქალი რა კარგი ცოლ ქმარი არიან თან, ლანას სახეზე აშკარად იგრძნობოდა მწუხარება
მოკლედ უნდა წავიდე ზურას მარტო ვერ დავტოვებ
საავადმყოფოში შესვლის თანავე დემეტრე ნახა, გზიდან გადაურეკა და მარინას ამბავი ჰკითხა, დემე როგორ არის?
-ალექს მძიმედ არის საკმაოდ, რთული სიტუაციაა, აპარატის მეშვეობით სუნთქავს ოპერაცია ესაჭიროება მაგრამ გარდა მაგისა დიაბეტი აქვს და ოპერაციის გაკეთებაც სარისკოა
-დემეტრე გთხოვ ყველაფერი გააკეთე რომ გადარჩეს, ალექსანდრას ცრემლები მოადგა თვალებზე იცი რა კარგი ქალია?
-დამშვიდდი საყვარელო მაქსიმალურად ვეცდები რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს, გთხოვ არ ინერვიულო.
ორი დღის განმავლობაში არ მოსცილებია დემეტრე ალექსანდრას, ყველაფერს ცდილობდა მათ დასახმარებლად, მაგრამ ის რაც ზეციდან გიწერია ბედად ვერც ერთი ექიმი ვერ შეძლებს მის შეცვლას, მარინა ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა, იყო მწუხარება, იყოს ზურას შეშლილი სახე, ყოველთვის მხიარული ბედნიერი თვალებით შეჰყურებდა მის ცოლს, იყო გიორგის კიდევ ერთი დიდი ტრაგედია და კიდევ ერთი დაკარგული საყვარელი ადამიანი.
ესეა ცხოვრება აღმართს ყოველთვის დაღმართი მოსდევს ან პირიქით, ამ დროს ყველაზე მეტად აცნობიერებ თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს შენს ცხოვრებაში საყვარელი ადამიანები, ყველზე რთულ მომენტში გჭირდება მათი მხარდაჭერა, აი ამ ყველაზე ტკივილიან დღეს ხვდები რომ ოჯახი მთავარი ღირებულებაა და ამის იქეთ არსებობს სხვა დანარჩენი, ასე რომ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა რომ აუცილებელია პირველ რიგში გაუფრთხილდეთ ოჯახს და საყვარელ ადამიანს რადგან ისინი გვაიძულებენ ვიცხოვროთ, ვიარსებოთ და ვიყოთ ბედნიერები, ამ სითბოს სხვაგან ვერ იპოვნი, მსგავსი სიყვარულით ვერავინ მოგეფერება, მსგავსად როგორც ოჯახის წევრისა არ ინერვიულებს შენს პრობლემებზე, ამიტომაც პირველი და აუცილებელი ამოცანაა გაუფრთხილდეთ ოჯახს.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

რაღაცნაირად მეცოდება გიორგი, თავისი უაზრო საქციელით ცხოვრება დაინგრია, დედაც გარდაეცვალა :( მაგრამ ალექსანდრე დემეტრესთან ერთად როა ძალიან მიხარიააა :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent