შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალისია 6


1-12-2016, 00:02
ავტორი mi ra
ნანახია 1 446

საშინელ მღელვარებას განვიცდი,ძვლებში მამტვრევს
და საწოლიდან წამებში ვხტები.
ჭრელ,თხელ თეთრ კაბას ვიცვამ,წინ ღილებით,თმას ნერვიულად ვივარცხნი გრეგორის სავარცხლით და ღრმად ვსუნთქავ.
ვგრძნობ როგორ მიძგერს მკერდში გული,ხელს ვაპარებ და მის ბაგა-ბუგს შევიგრძნობ.
მესმის შემოსასვლელი კოლიდორიდან წამოსული ქალის ხმა,ვცდილობ მშვიდი სახე მივიღო და მღელვარება გავიქრო,ხელების თამაშით ვეგებები ოთახში შემოჭრილ ”სადედამთილო”-ს.
ჩემი დანახვის თანავე იღიმის,ხელს მიწვდის და მართმევს,როგორც ჩანს მეტისმეტად თავაზიანი,ზრდილობიანი და ჭკვიანი ქალი არის.
თვალს არ მაცილებს,სკამზე ჯდება და ჩანთას ძირს დებს.
მე და გრეგორი ცალკე სკამებზე ვსხდებით,ერთმანეთს ვუყურებთ და ვიღიმით
-ალისია ხომ?-მშვიდი ტონით მეკითხება ქალი,მეც თანხმობის ნიშნად ვუქნევ თავს და მეტი ზრდილობისთვის ლუღლუღით ვიღებ ხმას
-დიახ..-ძალიან მინდა ვკითხო სახელი მასაც,მაგრამ საშინლად მეუხერხულება და მრცხვენია.
არ ვიცი როგორ,ჩემს სურვილს ხვდება და აგრძელებს
-მე ლიზა მქვია-ისევ დგება ფეხზე,ფარდებს აქეთ იქით წევს და მზის სხივებს სახლში უშვებს,ფანჯრებს ხსნის და
გარედან შემოსული სითბო სხეულზე მეფინება.
ერთიანად მათრთოლებს ტანში,სიმართლე რომ ვთქვა ახლა ლიზაზე კი არა ჩემი და გრეგორის ღამეზე ვფიქრობ.
გაშტერებული ვზივარ და უეცარი თითების წკაპუნი მაფხიზლებს,ვახამხამებ თვალებს და გრეგორის თითებს ვამჩმევ.
ფეხზე ვდგები და ლიზას ყავას ვთავაზობ,მაგრამ უარს ამბობს და სხვა თემაზე გადააქვს ყურადღება და საუბარი
-ხვალ დაიწერთ ჯვარს,იმედი მაქვს იცოდი ალისია ?
-კი რათქმა უნდა ვიცოდი-ვუღიმი თავაზიანად,გრეგორი დგება სკამიდან და შარვლის ჯიბეებში ილაგებს ხელებს.
აქეთ იქით იწყებს სიარულს,ლიზას მკაცრი გამომეტყველებით უყურებს და კბილებიდან აშკარად ცრის.

აქამდე ვერ წარმომედგინა ყოველივე,რასაც დღეს და ამ წამს ვხედავ და ვესწრები.
არ მეგონა ასე თუ ამაფორიაქებდა საქმროს დედის გაცნობა.
საშინელი მომენტი გახლავთ,
ადამიანს რომ მოსვემებას დააკარგვინებს სწორედ ისეთი.

უხერხულობა შეიქმნა ჩვენს გარშემო,არ ვიცი როგორ მოვიქცე ამ ჯერად და უბრალოდ დადუმებული ვზივარ.
ვაკვირდები ხან დედის და ხანაც შვილის მიმიკებს,მგონი რომ მზად არიან ერთმანეთი ცხოველებივით დაგლიჯონ,ახლავე და ამ წამს.
გრეგორს სახეზე შავი ფერი ედება,ვფიქრობ მსგავსუ დაძაბულობა მათ შორის ჩემს გამოა.
მრცხვენია და თვალებზე ცრემლები მადგება,თავდახრილი ვცდილობ არ შევიმჩნიო მწუხარება,ჩამოცურებულ ცრემლს ისე ვიწმენდ რომ ისინი ვერც ამჩნევენ ამას,თითქოს თვალს ვიფხან .
ვწევ თავს და ოთახიდან გავდივარ,საპერფარეშოში ვიკეტები და წყალს ვუშვებ.
ნიჟარასთან ვიმუხლები და მოვარდნილ ზღვას ნათლად ვაძლევ გასაქანს,ღაწვები მისველდება და დატანჯული ხელებს ნიჟარის კიდეს ვადებ.
პირს ცივი წყლით ვიბან,სრუტუნით შევყურებ სარკეში საკუთარი სახის ანარეკლს და ონკანს ვკეტავ.

ძალიან რთულია,როდესაც აანალიზებ რაოდენ იძაბება ადამიანი შენთან კონტაკტის დროს,
როგორ უფუჭდება ურთიერთობა სხვასთან და არ იმჩნევს ამას,
მაგრამ ყველაფერს თვითონვე ხედავ,ამას სხვა ადამიანი შეუიარაღებელი თვალითაც კი შეამჩნევს,რაც გრეგორსა და დედამისის შორის ხდება.

დაძაბული მივდივარ ოთახიაკენ,უნებურად შესასვლელ კარებთან ვშეშდები და მათ კამათს ვკრავ ყურს.
არც თუ ისე გასახარებელ სიტყვებს ვისმენ,ვცდილობ თავის ხელში აყვანას მაგრამ უფრო და უფრო ძნელი ხდება,ასეთი მუქი ფერების ფონზე.
-გრეგორ მე შენ ხომ გაგაფრთხილე,ეს გოგონა სახლში წაგებრძანებინა ? რა წესია აქ გიზის და შემოგყურებს ხელებში ჯერ შენი ცოლიც არ გამხდარა.წარმომიდგენია მერე რას იზამს!-საოცრად თავაზიანი და დახვეწილი ლიზა,ახლა სულაც აღარ მეჩვენება ისეთად როგორადაც პირველი დანახვისას აღვიქვი.
-დედა რა გინდა? შენი კომუნისტური აზრები გაფანტე შენა გონებაში! შემეშვი,შეგვეშვი მეც და ალისიას-მესმის ახლა გრეგორის მკაცრი ხმა,მეტის მოსმენა აღარ შემიძლია და მომღიმარი სახითთოთახში ვიჭრები.
იმ წამსვე ჩუმდება ორივე მათგანი,ლიზა მიღიმის ისე თითქოს ჩემს გარეშე ვერ ძლებდა,ისე თითქოს ძალიან უხაროდეს ჩემი ნახვა და ყურება.
ვცდილობ მშვიდი ხასიათი შევინარჩუნო,ლანძღვა და ქოლვა მეყო!
გრეგორი ჯდება ჩემს გვერდით,ალიზა აკვირდება შვილს ხელებზე,თუ როგორ მოაპარებს ჩემკენ და ჩემს მტევნებს ებღაუჭება ძლიერად.
ისე მიჭერს თითქოს სადმე გაქცევას ვაპირებ,ან ეშინოდეს ჩემი დაკარგვის.
თუმცა საამისო საბაბიც აქვს ამ ჯერად !

ცალ ხელს მისგან ვანთავისუფლებ,ზევიდან ვადებ და ვუღიმი.
მის მზერაში სიყვარულს ვკითხულობ,ჩემდამი პატივისცემასა და სინაზეს.
ვდნები მის წინაშე ცოცხლად,
მინდა ავქვითინდე და შემიშროს მონამული სახე,მაგრამ ოცნებებს გასაქანს არ ვაძლევ.
რეალობაში ვბრუნდები და მეგობრულად ვაჩერდები,
ოცდება,ჩემგან მსგავს გამოხედვას არ მოელის აშკარაა და ახლა სხვა თუ არაფერი მეორე ხელსაც ვაცლი ფეხებიდან.
გაშეშებული ზის ,თვალს არაფრის დიდებით არ მაცილებს,უკამყოფილო სახით ხელებზე მიყურებს და ქვეშიდან ლიზასკენ აპარებს მზერას,მეც მისკენ ვიხედები.
მომღიმარი დედამისი კმაყოფილებას ძლივსღა მალავს,ვახველებ სპეციალურად და ყურადღებას ჩემკენ ვიქცევ.

-ვის ეპატიჟებით ხელის მოწერის დროს?-მკაცრად კითხულობს
-ხელის მომკიდე იქნება ჩემი მხრიდან მხოლოდ-დაღონებული ვამბობ და დედა მახსენდება.
-მხოლოდ ? მშობლები?-რომელ თემაზეც საუბარს მთელი ცხოვრებაა ვერიდები,იმ თემას ეხება მაინც და მაინც
-დედამისი ვერ იქნება-მკაცრად ამბობს გრეგორი და მანთავისუფლებს ნაწილობრივ ლიზას ბრჭყალებისგან.
-მე ბევრ ადამიანს ვეპატიჟები,ორივემ აუცილებელია რომ
იცოდეთ ეს-იღიმის და მზერას კვლავ შვილისკენ აბყრობს
-ბევრში რამდენს გულისხმობ დედა?
-მაგალითად,დეიდაშენს და ბიძაშენს,ნატალიას,სარას,ჰენრის,საბინას და რავიცი...-ჩამოთვლას წყვეტს
-ნატალია?-ფეხზე დგება გრეგორი
-ხო რა არ შეიძლება?-შეცბუნებული აშტერდება შვილს.
მეც ვდგები ფეხზე და მკლავებზე ვავლებ ხელს,ვამშვიდებ უსიტვოდ და ლიზას ვუტრიალდები
-არა უკაცრავად..უხეშად გამლუვიდა გრეგორს,ხომ ასეა გრეგორ?-პატარა ბავშვის იმედიანი თვალებით ვაჩერდები,ცდილობს შემეწინააღმდეგოს მაგრამ ჩუმდება.იღიმის და თავს თანხმობის ნიშნად აქნევს.
ჩემთვის მისი თანხმობა ბევრს ნიშნავს,ეს იმია ტოლფასია რომ რაღაც ძვირფასი დაიჭირო!
ის ჩემს თხოვნას ითვალისწინებს,გული მეკუმშება მცირე ბედნიერებისგან,მაგრამ ცოტა ხნით.
ლიზა ფეხზე დგება,ჩანთას მხარზე იკიდებს და მკოცნის ლოყაზე ძლიერად
-სადმე მიდიხართ?-ვკითხულობ და ხელზე ხელს ვავლებ,ცდილობს ნაზად მომიცილოს და ხელს ინთავისუფლებს ჩემგან
-კი,აქ ხომ არ დავრჩები აზალგაზრდებს ხელს შეგიშლით
-არა რას ამბობთ ქალბატონო-ვცდილობ შევაჩერო მაგრამ ჩვენს შორის გრეგორი ეკვეტება
-არაუშავს ალისია,წაბრძანდეს ხვალ ნახავ,ძალიანაც ნუ მოინაკლისებ-ლიზა წინ მიიწევს და უკან შვილი უმშვენებს ზურგს..

დაქანცული ნერვიულობისგან საწოლზე ვწვები,ხელებს ვშლი და პირდაღებული ვსუნთქავ.
ჭერზე ლამაზი ორნამენტები ყოფილა,ახლაღა ვამჩნევ და ცოტა ხანს ვინმუხტები მათი ყურებით.
ლამაზ,ერთმანეთში ჩაქსოვილ სევდას წააგავს,ლაბირინთს და გაუგებრობას.
ოთახში გრეგორიც შემოდის,რაღაცას ბურტყუნებს.
ვიწევი და ვაშტერდები
-რა ხდება თქვენს შორის?-ისე ვკითხულობ თითქოს არ ვიცი !
არ მინდა რომ სიმართლე მითხრას,მაგრამ ეს ზრდულობის საკითხია,საკუთარ მეუღლეზე უნდა ვიზრუნო...
-ალისია,არ მინდა ყველაფერი ტყუილით რომ დაიწყოს ჩვენს შორის-ნახატებს უახლოვდება,ხელებს უსვამს და იღიმის.
მე კი გული საგულეს აღარ მაქვს,საშინლად ვღელავ
-ხო გისმენ
-დედაჩემი შენი წინააღმდეგია,არც ის მოსწონს აქ რონ ცხოვრობ
-წავიდე ?-იმ წამსვე ვხტები საწოლიდან,ყელში დიდი ბუშტი მეჩხირება
-არა გაგიჟდი? შენ ჩემი ხარ უკვე-ნახატისკენ იშვერს ხელს,კედელზე დიდ სილამაზეს ვამჩნევ,ეს მე ვარ..
პირველი დღე,როდესაც გრეგორმა გამიცნო და დახატვა გადაწყვიტა ჩემი...
-იცი,არ მინდა რომ უთანხმოება იყოს თქვენში ჩემს
გამო
-ჩუ ალისია!-მკაცრად მაჩუმებს-მეორედ ეგ სიტყვა არ თქვა! არც გაბედო ჩემგან გაქცევა,მაინც ყველგან გიპოვნი-მიახლოვდება და მეკვრის,მიხუტებს მთელი ძალით
-ნატალი?-ვამაბობ და მშორდება...
თითქოს მის თვალებში სევდამ გაირბინა ამ სახელის გაგონებისას,ვაბჟირდები მეც-ვინაა ნატალი?
-არავინ-მოკლედ მიჭრის
-არავინ? ხვალ ხომ გავიცნობ მასაც? ასეთი ვინ არის რომ მიმალავ? შენ ხომ თქვი რომ არ გინდოდა ურთიერთობის ტყუილით დაწყება-სუსტ წერტულზე ვაჭერ წიხლს,სიმრთლის ცოდნა ახლა ჩემთვის მთავარია.
საბრალო თვალებით მიყურებს,უთუოდ რაღაც საშინელებას მოვისმენ..
ვემზადები..
ვიძაბები..
მაგრამ ვუსმენ ბოლომდე !
-ნატალია ეს...ეს გოგონაა-იწყებს დიდი გაჭირვებით-რომელიც მიყვარდა,მასაც ვუყვარდი მაგრამ არ ვართ ერთად-ფანჯრის მხარეს ტრიალდება
-დღემდე უყვარხარ ხომ?-თვალებს ვხუჭავ,ყელზე ვიჭერ ხელს რომ მონდგარი ტკივილი ჩავახშო,ამაო მცდელობაა მაგრამ თავს არ ვღალატობ
-არ ვიცი ალისია
-ლიზამ რატომ დაპატიჟა ის?-ნელი ნაბიჯით მისკენ მივიწევ
-ვერ ხვდები?იმედი აქვს რომ ნატალიას ავირჩევ ხვალ,შენ დაგტოვებ მარტოს.-გულწრფელად მპასუხობს.
გული ორად მეპობა,მაგრამ ბოლომდე ვიმაგრებ თავს
-და...შენ გრეგორ?-მხარზე ვახებ ხელს,მასზე ერთი ნაბიჯით წინ ვდგები
-მე რა?-ზევიდან დამყურებს,თვალები აშკარად უწყლიანდება..
-გიყვარს?მის გამოა რომ ამდენს ხატავ?-კითხვებს ვაყრი,არ მინდა პასუხი დადებითი რომ იყოს,მაგრამ მე მაინც მზად ვარ ყველაფრის მოსასმენად..
-კი,მის გამოა რომ ვხატავ-ხელს ცივად ვაცილებ.
ვტრიალდები და მისგან მოშორებით ვდგები,ოთახიდან გავდივარ სამზარეულოში.
მადუღარას ვდგამ გაზზე და ფინჯანში ყავის გრანულებს ვყრი,სკამზე ვჯდები და ვათამაშებ კოვზს.

არ ვიცი...
ვერ ვხვდები...
ხვალ როგორ უნდა მოვიქცე?
როგორ ვუყურო ქალს,რომელსაც ჩემი მამაკაცი უყვარს?
ან,პირიქით ღმერთო ჩემო!
ჩემს საყვარელ კაცს როგორ ვუყურო,როგორ გავხდე ბედნიერი მისი ნატანჯი თვალების ყურებით,როცა ვიცი რომ მას ნატალია უყვარს..
როცა ვიცი,ვიცი რომ იქ ჩემს მაგივრად ის უნდა იდგეს?
.....ალისია,დამშვიდდი...
საფეთქლებს ვიზელ,მადუღარის წუილი მაფხიზლებს და ვდგები,ფინჯანს ვავსებ წყლით და მოვზს შიგნით ვატრიალებ.
ჩაფიქრებული ვურევ ასე ,დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში

-შაქარი ჩაყარე?-ჩემს წინ გრეგორი ჯდება
-კი..არა-ისიც კი მავიწყდება აქვს თუ არა ჩემს ყავას შაქარი,ვიღებ ფინჯანს და ცოტას ვსვამ.
კმაყოფილი ვარ ჩემი ნამუშევარი ყავით..
-ჩემს გამო წაგიხდა ხასიათი-ფინჯანს ხელიდან მაცლის და თვითონ სვამს,წამიერად სახეს მანჭავს და წვალებით ყლაპავს ყავას-ამას როგორ სვამ?
-არ ვიცი,ვსვამ.-ვპასუხობ მოკლედ,ვუღიმი რომ ეჭვი არ შეეპაროს ჩემში.
-ალისია უკვე ბინდდება-მზერას გარეთ ვაბყრობ,მზე ნელ ნელა ქრება ცის კამარიდან,დღე იწურება და თითქოს,მეც მასთან ერთად ვილევი..
-ვხედავ გრეგორ
-ხვალისთვის ვინ აარჩიე ხელის მომკიდეთ?
-სუზი
-სუზი ვინ არის?-იცინის და ამ ჯერად მისი ღიმილი ვერ მაბნევს,ვეღარც ყურადღებას იქცევს
-ხვალ გაგაცნობ-ფეხზე ვდგები და გავდივარ.
მარტოს ვტოვებ გრეგორს,ფინჯანთან და მწარე ყავასთან ერთად.

**************************
ხელის მოწერა უზარმაზარ შენობაში იქნება,ლამაზი მინებით რომ არის გარშემორტყმული.
ბავშვობიდან ვოცნებობდი ამ შენობაში შესვლაზე,დღეს იცნებას ავისრულებ.
მართალია მთლად ბედნიერი ვერა,მაგრამ მაიინც ბედნიერი დღე არის ჩემთვის..
კარადიდან თეთრ გრძელ კაბას ვიღებ,ტანზე გამოყვანილს
ეს კაბა გრეგორის დედის ნაქონია,ვუყურებ და ვხვდები რომ მართლაც დახვეწილია ლიზა,მისი გემოვნება ემთქვევა ჩემსას.
საწოლზე ვდებ ნაზად,შორს ვდგები და ასე შორიდან ვუყურებ,ვიღიმი და თვალს ვავლებ სახლს.
როგორც ჩანს მარტო ვარ,არც გრეგორი ჩანს და არც ლიზა .
მაგრამ,ბაკუნის ხმა მიმანიშნებს იმისკენ რომ სუზი მობაკუნობს ჩემამდე.
არც ვცდები,ხელებ გაშლილი სუზი მორბის ჩემი დანახვისას,გულში მიკრავს და ერატს გემრიელს მკოცნის ლოყაზე
-ალისია როგორ მენატრებოდი-მატრიალებს და სიცილს ვერც მე ვიკავებ
-მეც მენატრებოდი,ასე ახლოს ხარ ჩემთან და თან შორს-სკამისმენ ვანიშნებ,ისიც მიდის და ჯდება.
-აბა,ვინაა სანაქები სიძე?
-სახლში არ არის როგორც ჩანს
-ემზადება ბიჭი?-იცინის და ფეხებს თხასავით აბაკუნებს
-ალბად..-თვალს კაბისკენ აპარებს და მომღიმარი გულზე ჯდებს ხელს
-მოგიხდება ალის-მოწოლილ ცრემლებს იწმენდს-ჩაიცვა დროა,უკვე სამი საათია,ნახევარზე ოთხის იქ უნდა ვიყოთ-მან ჩემზე უკეთ იცის როდის რა უნდა მოხდეს..
ვდგები და ვიხდი,გრძელ კაბას ვანთავისუფლებ და ზევიდან ვიცვამ,შიგნიდან ვისწორებ ჯერ შემდეგ სარკესთან ვდგები და გულს ვაჯვირდები.
ლამაზი მკერდმოყვანილი გულით,გრძელი უკან პაწაწინა შლეიფითა და უკან ლამაზი ელვის შესაკრავით..
სუზი ელვას კრავს,შემდეგ ფატას მოარბენინებს და მიდგება ფატით ხელში გვერდით.
-ბედნიერი არ ჩანხარ-მხარზე მადებს ხელს..

საუკეთესო მეგობარი ყოველთვის შეამჩნევს მეგობრის თვალებში ჩაგუბებულ ტალახს,
მის შიგნით აბობოქრებულ ცეცზლს იგრძნობს და დაგამშვიდებს.
სუზი ჩემი საყრდენი,ჩემი იმედი გახდა მას შემდეგ რაც მარტო დავრჩი სასტიკ სამყაროში.
ცხოვრება ასსეთ ადამიანებს არ ჩუქნის ყველას,მხოლოდ რჩეულების ხვედრია ყავდეთ გვერდით ერთგული მეგობარი. !

მის მოტყუებას ვიცი არ აქვს არანაირი აზრი,მაინც
იქამდე ჩამაცივდება სანამ სიმართლეს არ გაიგებს.
ტუჩებს ვიკვნეტ და წარბს ზევით ვწევ,ვცდილობ არ ავნერვიულდო მეტისმეტად
-როგორ შეამჩნიე?
-ძნელი არ არის შემჩნევა,სახეზე გაწერია ყველაფერი-საწოლთან მიდის და ჯდება,მე კი მზერას ვაყოლებ თან-ამოღერღე რა ხდება?
-ამაზე უარესი ვერც მოხდებოდა ვერაფერი სუზი.
გრეგორის დედა ვერ მიტანს-სუზის სახეზე სიმკაცრე ეტყობა
-რატომ?
-ბევრი მიზეზის გამო...და ესეც რომ არ იყოს,ქორწილში დაპატიჟა გოგონა,რომელსაც გრეგორი უყვარს-ვეღარ ვიკავებ თავს და ტირილს ვტეხ.
მისსგვერდით ვჯდები,სახეზე გაოცება აქვს გაშხლართული.
-მოიცადე ალისია...ეგ როგორ?
-არ ვიცი,ამაზე საშინელი რამეც ხდება,გრეგორსაც უყვარს ნატალია-ხმას ვუმაღლებ.
მუხლებზე ვადებ თავს და მონატრებული მეგოვრის კალთებს ვასველებ ცრემლებით,თავზე ხელს მისვამს და გაოგნებული პირს აღებს.
მსგავსი რამ დღემდე არ გაუგია არც მას...

რაღაცის თქმას აპირებს,კარების ხმა მეორედ რომ ისმის,ვსწორდები და სარკისკენ მივდივარ.
ცრემლებს ხელებით ვიწმენდ,კაბის სწორებას ვიწყებ და სარკეში ვხედავ როგორ შემოდის ოთახში გრეგორი.
მის წინ დაცემას და დანებებას არ ვაპირებ !
სუზი ეცნობა სიძეს,კარგადაც უგებენ ერთმანეთს მაგრამ ჩემი ტკივილი მათ სიხარულსა და ღიმილა ფარავს..
გრეგორი დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ მოდის ჩემკენ,ვნებიანად მკოცნის კისერზე და ხელებს წელზე მხვევს...
მე კი,წარმოვიდგენ რომ ის სხვას ეხვევა ასევე !
ის სხვისია!
სხვას ეკუთვნის მისი გული!
ხელებს ვაშვებინებ და ვუღიმი
-რა ხდება?-კოპებშეკრული მეკითხება
-არაფერი,მომზადებაში ხელს მიშლი-თავაზიანად ვიცილებ.
სუზი ყველაფრის მოსაგვარებლად ხელს კიდებს გრეგორს,ოთახიდან გადის და მტოვებს მარტოს.

ქალს მთელი დღე სჭირდება,რომ მოემზადოს ამ ამაღელვებელი დღისთვის.
მე კი დრო ამომეწურა !
მარტო ოთახში დარჩენილი,სარკის წინ მდგარი საკუთარ ანარეკლს თვალს არ ვაცილებ.
გაოცებული ვარ,როგორი ლამაზია კაბა,რომელიც სხეულზე მეკვრის ბოლომდე,მთელი ძალით.
გამოყვანილი თეძოები,წელი ამოღებული ზურგი..
სენსაცია და ბედნიერების ზენიტია ყოველივე ეს ჩემთვის..
ოთახიდან ნელი ნაბინით გავდივარ,კოლიდორში გრეგორი ხელგამოწვდილი მელის.
ვუახლოვდები და ხელზე ნაზად ვახებ ხელს,კარებს სუზი ხსნის,ორივენი გავდივართ სახლიდან.
მეორე სართულს მალე ვტოვებთ,გარეთ ჩასულებს მთელი სამეზობლო გვეგებება,როგორც იქნათ ეღირსათ ჩემი საწორწილო კაბით ნახვას !
ძალით ვუღიმი,მანქანაში ვჯდები და გადატკუცულ სახეს ვმანჭავ.
საქარე მინები იწევა ზევით,წინიდან კი ნიავი თმას მაინც მიჩეჩავს.
გვერდით მჯდარი გრეგორი ხელს მახებს მუხლზე,მეორე ხელს კი აწვალებს მინებზდ თამაშით.
ლუსი ჯდება მანქანაში,შემდეგ მას ბრუნო მოსდევს,გრეგორის მეჯვარე.მანქანა იძვრება და ნიავს ახლა უფრო მკაფიოდ შევიგრძნობ,გაშეშებული ვზივარ სკამზე,უღიმღამოდ და ღიმილის გარეშე.
ანდაც რა გამაღიმებს?
კარგად ვიცი დღეს ტანჯვა მეტი მელის,ბედნიერება კი ბევრად ცოტა !

ჩემში სისხლი დუღს,ნერვებს ვიმშვიდებ იმით რომ გრეგორი ჩემი ხდება და არა მისი..
აფორიაქებული თვალებს ვლულავ,გონებაში ამ დროსაც კი ნატალია მიტრიალებს,არ ვიცი ვინ არის,როგორი არის..
მეშინია მასთან შეხვედრის.
მეშინია რომ გრეგორი დღეს,მიმატოვებს და მარტოს დამტოვებს ყველას დასაცინად.
ნატალია კი გამარჯვებული გავა შენობიდან,ეშმაკური სიცილით.

მეტ რამეზე ფიქრი მიმძიმს,პრინციპსი ეს მხარე ყველაზე საშინელია საფიქრელად ადამიანისათვის.
მანქანა ჩერდება ნანატრ შენობასთან,ჯერ ხელის მომკიდეები გადადიან,შემდეგ გრეგორი.
კარებს სიძე მიღებს,ხელს მიწვდის და გარეთ ასე ლამაზად გადავყავარ,მანქანა კი ისევ იძვრება და სადღაც იკარგება.ასასვლელ კიბეებზე უამრავი ადამიანი დგას,მათ შორის რთულია გავარკვიო რომელია ის ერთადერთი ”ნატალია”.
ვცდილობ გავიღიმო,პარტნიოს მივენდო.
კიბეებზე მალევე ავდივართ,ლიზა მომღიმარი სახით დგას კარებთან და შვილს შესვლისკენ უთითებს.
გრეგორს ბრუნო მისდევს უკან,მე კი სუზი მიმშვენებს გვერდს
-გაიღიმე-ყურში ჩამჩურჩულებს.მეც ვემორჩილები და ვიღიმი,მალევე ისმის შენობიდან გამოსული მუსიკის ხმა.
როგორც ჩანს ჩემმა საყვარელმა დედამთილმა ცერემონიალები არ მოიკლო,მუსიკის ფონზე შევდივართ ულამაზეს შუშის შენობაში.
მაგიდამდე გასავლელი გზა თეთრი ხალიჩით არის გალამაზებული,აქედან და იქიდან ვარდის წითელი ფურცლები ყრია.
შორუდან გრეგორი მომღიმარი სახით მელის.

ვერ ვხვდები რატომ იღიმის,წარბ აწეული ვუახლოვდები,მის გვერდით ვდგები და მას ვაჩერდები.
იმდენად ბედნიერი სახე აქვს,თითქოს ოცნება უხდებოდეს,გაღიზიანებული უკან ვიხედები და ლიზას გვერდით მდგარი გოგონა,გრძელი შავი თმით მეჩხირება თვალში.
ეს უთუოდ ნატალიაა !
მოემზადე ალისია ...



№1  offline წევრი TeddyBear

ღმერთო ეს რა სიგიჟეა!
ძალიან მაგარი სიგიჟე, ერთდროულად იმდენმა ემოციამ შემიპყრო სადაცაა მეც გავგიჟდები.
მირა, ღმერთო ეს რა მაგარი თავი იყო იცი ?
აი რეალობასთან ახლოს, ძალიან ახლოს იყო.
რძლის და დედამთილის მომავალი ურთიერთობა აქედანვე რომ ჩანს ისეთი,
ჩემთვის გასაგებია რომ დედებს უყვართ შვილები თუმცა ასეთი ეგოისტური "სიყვარული" არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ.
არ მესმის არც ნატალიასი...
არც გრეგორის, იმის მიუხედავად რომ ალისიამ თავის შეკავება სთხოვა ვფიქრობ მაინც არ უნდა დაენებებინა ლიზასთვის ნატალიას მოწვევა და თან სად ? ქორწილში!
მართლა რაღაცნაირი თავი იყო იცი ? მელანქონიური.
მირა, შენი სახელიც როგორ მომწონს რომ იცოდე... ამოუცნობივითაა ისევე როგორც შენი ეს ისტორია.
უკვე მიყვარს ეს ისტორია და ის ტრადიციაც მახარებს რომ სულ პირველი ვარ ხოლმე.
ნუ წინაზე დამასწრეს grin
მაგრამ გამოვასწორებ მაგას smile
შემდეგს ველი და თან იცი როგორ ? მ ო უ თ მ ე ნ ლ ა დ!!! kissing_heart

 


№2 სტუმარი გვანცა))

მირა მირა რა კარგი ხარ გოგო
ასეთ განვითარებას სიტუაცისას არ მოველოდი,მაგრამ კარგიაა,მიყვარსს ესეთი ისტორიებიი
კარგი ხარ შენ❤
ველოდები მთელი გულით და სულით

 


№3  offline აქტიური მკითხველი mi ra

TeddyBear
ღმერთო ეს რა სიგიჟეა!
ძალიან მაგარი სიგიჟე, ერთდროულად იმდენმა ემოციამ შემიპყრო სადაცაა მეც გავგიჟდები.
მირა, ღმერთო ეს რა მაგარი თავი იყო იცი ?
აი რეალობასთან ახლოს, ძალიან ახლოს იყო.
რძლის და დედამთილის მომავალი ურთიერთობა აქედანვე რომ ჩანს ისეთი,
ჩემთვის გასაგებია რომ დედებს უყვართ შვილები თუმცა ასეთი ეგოისტური "სიყვარული" არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ.
არ მესმის არც ნატალიასი...
არც გრეგორის, იმის მიუხედავად რომ ალისიამ თავის შეკავება სთხოვა ვფიქრობ მაინც არ უნდა დაენებებინა ლიზასთვის ნატალიას მოწვევა და თან სად ? ქორწილში!
მართლა რაღაცნაირი თავი იყო იცი ? მელანქონიური.
მირა, შენი სახელიც როგორ მომწონს რომ იცოდე... ამოუცნობივითაა ისევე როგორც შენი ეს ისტორია.
უკვე მიყვარს ეს ისტორია და ის ტრადიციაც მახარებს რომ სულ პირველი ვარ ხოლმე.
ნუ წინაზე დამასწრეს grin
მაგრამ გამოვასწორებ მაგას smile
შემდეგს ველი და თან იცი როგორ ? მ ო უ თ მ ე ნ ლ ა დ!!! kissing_heart


მადლობაა <3
მეც მიკვირს მაგეთი დედების :დდ

გვანცა))
მირა მირა რა კარგი ხარ გოგო
ასეთ განვითარებას სიტუაცისას არ მოველოდი,მაგრამ კარგიაა,მიყვარსს ესეთი ისტორიებიი
კარგი ხარ შენ❤
ველოდები მთელი გულით და სულით


დიდი მადლბა გვანცა ❤️❤️❤️❣️

 


№4  offline აქტიური მკითხველი mi ra

MoonLady
*-* კიდევ, კიდევ, კიდევ !
მეტი მინდა, უფრო მეტი.
საოცარია, ულამაზესია. ნათლად ვხედავდი თითოეულ მოძრაობას რაც კი აღწერილია.
სიტყვები საოცრად იგრძნობა და შთაგნთქავს.
თითქოს საკუთარი თვალებით უყურებ იქ შექმნილ სიტუაციას. იმ ორნამენტებსაც კი.
გრეგორმა გამაღიზიანა, ალისიასი არაადამიანურად მესმის.
სადედამთილო ლიზას გაბრდღვნის სურვილი დამეუფლა. თუმცა არაუშავს, იმედი მაქვს ალისია მაინც მოაგვარებს გაბრდღვნის გარეშე საქმეს ^-^



ჩემო ძვირფასო <3
დიდი მადლობა შენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent