შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (13)


1-12-2016, 16:31
ავტორი სატი
ნანახია 1 877

-ანა ამიხსნი რა გადაწყვეტილებაზე ლაპარაკობ? რა გადაწყვეტილება მიიღო ჯორჯმა შემ მაგივრად!!-მაგიდიდან წამოხტა ნინა.
-ნინა... მამაშენი ჩემზე დღემდე გაბრაზებულია მიუხედავად იმისა რომ ამას არავის არ აჩვენებს. მას თავიდანვე რომ ცოდნოდა შენი გაშვილების უფლებას არ მომცემდა და მეტიც ჩამომართმევდა მეურვეობას. ჯორჯმა გადაწყვიტა რომ შენზე მეურვეობა დაიბრუნოს და მემგონი გამოსდის. მალე მოსმენა იქნება და შენ ოფიციალურად ჯორჯის შვილი გახდები.
-ჰეპი ბერსდეი თუ მი, ძაან დიდი მადლობა. ორივე მაგრები ხართ, ერთმა გამაშვილა და მეორე ეხლა მშობლებს მაშორებს-ნინამ ტელეფონს დაავლო ხელი და გარეთ გაიქცა. მთელი დღის განმალობაში აქეთ-იქით დაბოდიალობდა, მინიმუმ 20გამოტოვებული ზარი მაინც ექნებოდა ჯერ ანასგან, მერე ჯორჯისგან. ნინა ისე მივიდა დაჩის სახლამდე რომ ვერც მიხვდა ამას. დაჩი ეზოში იყო, ჩადთან ერთად ფეხბურთს დამაშობდა. ცოტახანში ორივემ შეამჩნია ნინა.
-ჰეი, ნინ მითვალთვალებ?-დამცინავად კითხა დაჩიმ.
ნინამ მაშინვე აარიდა მას თავი.
-რა ჭირს ამას?-გაოცებულმა კითხა ჩადმა.
-არ ვიცი-დაჩიმ თამაში მიატოვა და ნინას გაეკიდა-ნინ რა მოხდა, მოიცადე-დაჩიმ ნინას ხელი მკლავში ჩაავლო და გააჩერა.
-არაფერი, მეჩქარება, აქ პროსტა გამოვიარე ბოდიში აღარ შეგაწუხებ-ნინამ მისი მკლავებიდან გათავისუფლება სცადა, მაგრამ ამაოდ დაჩის ის ზედმეტად ძლიერად ეკავა.
-ნინ, ხო ვხედავ თვალები სუ ჩაწითლებული გაქ რა მოხდა?
-დაჩი, არ მინდა ეხლა ლაპარაკი.
-არ გინდა და ნუ გინდა წამო სადმე გავისეირნოთ.
-არ მაქ არაფრის თავი.
-როდის წამოხვედი სახლიდან?
-დილით.
-გააფრინე გოგო? მთელი დღეა ქუჩაში დადიხარ? მერის შვილი?! დროზე სახლში.
-არა.
-მაშინ ჩემთან შევიდეთ.
ნინა დაჩის გაყვა და ისინი ჩადს შეუერთდნენ სახლის ეზოში.
-ნინ, რამე მოხდა?
-ჩად, წადი. დროზე, ხვალამდე-დაემშვიდობა დაჩი ჩადს.
დაჩიმ ნინა სახლში შეიყვანა და პლედი მოახურა, შემდეგ კი ყავა გაუკეთა.
-არც კი ვიცი რისგან დავიწყო.
-ნუ მაგალითად იმისგან თუ რატომ გამოიქეცი სახლიდან?
-ჯორჯი ჩემ დაბრუნებას ცდილობს, მეურვეობის დაბრუნება უნდა.
-და შენ არ გინდა მშობლებთან დაშორება.
-ხვალ იდეაში ჩემი დაბადების დღეა და სიმართლეში კი ეს ის დღეა როდესაც მიშვილეს.
-ანუ ყველა მშობელზე გაბრაზებული ხარ? ასე ვთქვათ ოთხივეზე... ნუ არც კი ვიცი რა დავარქვა.
-კი, არ მინდა არაფრის აღნიშვნა საერთოდ, არავის ნახვა.
-რას გულისხმობ?
-ხვალ ჩემები ჩამოდიან, უფროსწორად დღეს საღამოს, ღამე... რა მნიშვნელობა აქვს.
-ნინ, არც ხარ ვალდებული რომ აღნიშნო დაბადების დღე, გინდა მე გამოგყვები დღეს აეროპორტში მათ დასახვედრად?
-არა, მეთითონ.
-მოდი ანას და ჯორჯს დავურეკავ ალბათ ნერვიულობენ.
-კარგი.
დაჩი ადგა და სამზარეულოში გავიდა, სემდეგ კი ჯორჯს დაურეკა.
-ალო? ჯორჯ დაჩი ვარ.
-დაჩი? ნინა შენთან არის?
-დიახ, ცოტა დაღლილია და ჩემთან დაიძინებს, დედაჩემი მალე მოვა და გადაურეკავს ანას.
-არა, მე წავიყვან არ არსებობს მანდ არ დავტოვებ.
-ჯორჯ თქვენზე რაღაც გაიგო და ახლა ნაწყენია. დღეს მის მშობლებს აეროპორტში დახვდება, სასტუმრომდე მიაცილებს და მერე აქ დავაბრუნებ.
-კარგი, მაგრამ იცოდე შევამოწმებ დედაშენთან. დაჩი, როგორაა?
-სიმართლე რომ ვთქვა არც ისე კარგად, მაგრამ ხვალამდე იმედია შეეცვლება ხასიათი.
-კარგი, მადლობა დაჩი-ჯორჯმა გათიშა.
დაჩი ნინას მიუბრუნდა.
-რაო?
-არაფერი, ნერვიულობს, თან ახალი გამოჯანმრთელებულია ნინა ესე როგორ შეილება.
-მე? მე რა დავაშავე დაჩი? ერთმა ბიოლოგიურ მამას მომაშორა მეორე კი ორივე მშობელს მაშორებს-ნინა ძლივს იკავებდა თავს რომ არ ატირებულიყო.
დაჩი ნინას გვერდით დაჯდა და მიიხუტა გულმკერდზე.
-ნინ, იტირე თუ გინდა, იყვირე რაც გინდა ის გააკეთე. მერე კი გაგართობ.
-არაფერი არ მინდა-ტირილი დაიწყო ნინამ-აღარაფერი გესმის? ყვე;ლამ მომატყუა,დამამცირა და იმედები გამიცრუა. ერთადერთი რატი, რატი არის ვინც არასდროს გამყიდის.
რატის სახელის გაგონებაზე დაჩის გუნება გაუფუჭდა მაგრამ არ შეიმჩნია ნინასთან. ცოტახანში ნინას დაღლილობისგან ჩაეძინა. დაჩიმ ნელა დააწვინა ნინა სავარძელზე და თვითონ სამზარეულოში გავიდა და დედამისს დაურეკა.
-ალო? ვიცი არასდროს გცალია მაგრამ მერის შვილი რჩება ჩვენთან.
-ჯორჯის? რატომ ვითომ? მე ხომ გითხარი არავინ არ დარჩება ჩვენთან სახლში თქო, მითუმეტეს გოგო.
-ჯორჯის და ანას შვილი? ანასი? შენი დაქალის დედა?
-კარგი, მხოლოდ ანას გამო. რომ მოვალ სხვადასხვა ოთახებში იქნებით და ისე უნდა გამაფრთხილო ხოლმე. დაჩი შენთვის არ მცალია ბევრი საქმე მაქვს.
-რათქმაუნდა ყოველთვის საქმეები გაქვს, აღარ შეგაწუხებ-დაჩიმ გათიშა.
დაჩის და დედამისის ურთიერთობა ზედმეტად რთული საკითხი იყო. დედამისს არასდროს არ ჰქონდა დრო დაჩისთვის, თუ რამე მოხდებოდა მხოლოდ ეჩხუბებოდა მას. პატარა ბელას კი ცივად ექცეოდა, ბავშვს დედამისის ეშინოდა, მის დანახვაზე შიშის ზარს ცემდა. ბელას სულ აღმზრდელები დაყვებოდნენ თან. ბელა სულ რაღაც 5წლის იყო, თითქმის ჰეილის ხელა. ცოტახანში ბელაც ქვემოთ ჩამოვიდა და სამზარეულოში სირბილით შევიდა, მაგრამ როგორც კი დაჩი დაინახა უკან გაბრუნება დააპირა. დაჩიმ ის ხელში აიყვანა.
-ბელა, ბელა, ბელა მერამდენე აღმზრდელს უნდა გაექცე-მკაცრი ხმით უთხრა დაჩიმ.
-არ ვიცი-ბელამ მხრები აიჩეჩა.
-ბელ, გვიანია წამო დავიძინოთ.
-არაა
-რატო არა? ბელა, მისმინე შენ ეხლა დაუბრუნდები აღმზრდელს და დაიძინებ-დაჩიმ ბელა ძირს დასვა.
ბელა გაბრაზებული ავიდა კიბეებზე. ცოტახანში ნინა ფანჯრების ჯახუნის ხმამ გააღვიძა. ქარის გამო ფანჯრები ხან იკეტებოდნენ ხან იღებოდნენ. დაჩი არსად ჩანდა, ნინა ადგა და ფანჯრები დახურა, შემდეგ კი სამზარეულოში გავიდა. უცებ ტელეფონზე რატიმ დაურეკა.
-სად ხარ ჩემო ცხოვრება?
-სახლში შენ?
-მე აეროპორტში და მალე მერის სახლში ვიქნებით.
-არა! არა! ჯორჯს საქმეები აქვს, დაღლილია. მე აეროპორტში მოგაკითხავთ და სასტუმრომდე გაგაცილებთ.
-როგორც გინდა, მიყვარხარ.
-მეც-ნინამ გაუთიშა.
-გაიღვიძე?-დაჩი შემოვიდა ოთახში.
-ხო, აეროპორტში მივდივარ.
-მე გაგიყვან.
-არა მგონია რატის შენი დანახვა გაუხარდეს.
-მე გარეთ დაგელოდები.
-ჩემებსაც არ გაუხარდებათ ახალი ბიჭის დანახვა თან მამაჩემი გაბრაზებულია ჩემზე 100%ით ვარ დარწმუნებული.
-მე მაინც გაგიყვან.
დაჩი და ნინა გავიდნენ და აეროპორტში წავიდნენ. მისვლისთანავე ნინა მანქანიდან რასაც ქვია გადახტა და შესასველისკენ გაიქცა. შიგნით რომ შევიდა რატის ძებნა დაიწყო მაგრამ ვერსად ვერ მოკრა თვალი. შემდეგ იქ მივიდა სადაც ბარგს იღებდნენ და იცნო რატის ჩემოდანი, მაშინვე დაავლო ხელი და უკან რომ გატრიალდა რატი დახვდა.
-რატიი!!-ნინა ჩაეხუტა და აკოცა, რატიმ ლამის დაახრჩო ისე ძლიერად ეხუტებოდა.
-ნინ, ჩემო ცხოვრება როგორ მომენატრე!
ცოტახანში ელენე, ერეკლე და ნიკაც გამოჩდნენ. ნინა მათ ასევე სითბოთი შეხვდა და არ აგრძნობინა ის რომ გაბრაზებული იყო მათზე.
-მომენატრეე-ერეკლე დას ეხუტებოდა და ხელს არ უშვებდა.
-ჰა ერეკლე ნუ მართმევ შეყვარებულს-გაეცინა რატის.
-ნინა, რაღაც მოთენთილი მეჩვენები დე.
-არაუშავს, ეტყობა დავიღალე, მა ჩემზე გაბრაზებული ხარ?-თავი დახარა ნინამ.
-რატი, ელენე ორი წუთით გარეთ დაგველოდეთ-რატი და ელენე გავიდნენ-შენ უპასუხისმგებლოდ მოიქეცი,არასწორად, დაუდევრად და... საერთოდ რას ფიქრობდი ჯორჯს რომ არ დაეჯერა რომ მისი შვილი ხარ? პოლიცია რომ გამოეძახა?!! ნინა საშინლად მანერვიულე და დასჯა არ აგცდება როცა საქართველოში ჩავალთ.
-როცა საქართველოში ჩავალთ?
-ხო, 3დღეში საქართველოში ვბრუნდებით. მე, შენ რატი და დედაშენი.
-გაიმეორე? მე მკითხე საერთოდ რამე?!!! სულ გააფრინე მამა? იქნებ მინდა ჩემი ოჯახის გაცნობა? შენ ვერ ხვდები მე რას მაშორებ? ესეც ის ადგილია სადაც მე დავიბადე!
-ნინა 18წლამდე შენ ამას არ წყვეტ! სამ დღეში თბილისში მივდივართ და მორჩა!!
-მე ბოდიშის მოხდას ვაპირებდი მაგრამ როგორც ვხედავ შენ კიდე იგივეს აკეთებ!! ჩემ გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებ! ისევ პატარა გგონივარ არადა გავიზარდე მამა! გესმის? გავიზარდე!! მეთითონ ამოვირჩევ სად და როდის წავიდე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent